შიში 3
თავი3 გიგი გავიდა, წუთები ნელა გადიოდა. ხუთი...ათი... თიას შიგნით თითქოს ზამბარა ხტუნაობდა-ყოველთვის ასე იყო, როცა მის ცხოვრებაში რაიმე გადამწყვეტი მომენტი დგებოდა. რა თქმა უნდა ის არ ელოდა, რომ მამაკაცი სიხარულით შეხვდებოდა ამ ამბავს, მითუმეტეს ერთხელ უკვე უარი თქვა მამობაზე, თანანოს აბორტის ფულიც კი მისცა-არა მაინც რა მეგონა აქ რომ მოვდიოდი-გაიფიქრა გოგონამ, თუმცა, არაფერი განსაკუთრებულის თხოვნას ის არ აპირებდა, ბავშვისთვის ფინანსები იყო საჭირო, რადგან ნორმალურად აღზრდილიყო პატარა ნატა. შეიძლება ითქვას თიას ახარებდა კიდევაც მოსალოდნელი დუელი გიგისთან, მის საუკეთესო თვისებებს მაშინ ამჟღავნებდა, როცა კედელთან მიიმწყვდევდნენ. კარების გაღების ხმა მოესმა ფიქრებში წასულ გოგონას, სავარძელში გასწორდა და მზერა აგრესიული გაუხდა, როდესაც ორი მაღალი დაცვის წევრი დალანდა, იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი და ლოყები გაუწითლა-ანუ ასე აპირებს ჩვენს თავიდან მოშორებას-ჩუმად ჩაილაპარაკა. კბილების ღრჭიალით წამოიწია სავარძლიდან _ვფიქრობ ბატონი გიგი არ დაბრუნდება ხო ? -არ დაბრუნდება-ირონიულად გაიჟღერა ამ სიტყვებმა-ბატონმა გიგიმ გადმოგცათ, რომ თ კიდევ მოხვალთ უკვე პოლიციას გამოიძახებს. _მაგასაც ვნახავთ... ხელები გაწიეთ_წამოეყვირა ...ჩემით წავალ. დაცვის წევრებს თითქოს არც გაუგონიათ ეს პროტესტი მაინც უკან აედევნენ და იქამდე მიყვებოდნენ სანამ თია გასასვლელამდე არ მივიდა, რამდენიმე წამი ტროტუართან იდგა _მიიღებ შენსან გიგი გველესიანო, ისეთ რაღაცას მოგიწყობ ჯერ სად ხარ... ღრმად ჩაისუნთქა რამოდენიმეჯერ და ეცადა აჩქარებული გული დაერეგულირებინა _საიდან ამხელა თავდაჯერებულობა, ალბათ ფიქრობს რომ თანანომ აბორტი გაიკეთა ან იქნებ.... და თია მიხვდა _რა სულელი ვარ ღმერთო, ალბათ ეგონა რომ ნატა ჩემი ბავშვია და როგორი ალფონსიც არ უნდა იყოს ვერ დაიჯერა რომ ქალი რომელთანაც ინტიმი ექნებოდა არ ემახსოვრებოდა. _შენი ახალი დედიკო ნამდვილი იდიოტია_ნაღვლიანი თვალებით შეხედა ეტლში მჯდომარე პატარას_მაგრამ ნუ გეშინია გეგმა მაქვს. რამდენიმე ქუჩაში მოსიარულე თიას მიაშტერდა, გასაკვირი არც იყო, მაღალი, ეფექტური და შავგვრემანი გოგონაზე შეყინული მზერა, რომელიც დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერ ერეოდა ბავშვის საკმაოდ ძვირადღირებულ ეტლს. _მოიცადე, ბებიაშენი დაგინახავს, როგორი ლამაზი და კარგი ხარ და მოუწევს შენი აღიარება შვილიშვილად, ძალიან შემიყვარდი_თიამ ვერ მოითმინა და პატარას ორივე ლოყა გემრიელად დაუკოცნა. ეს „ნახალკა“ გიგის აგრესია მოაწვა, როცა ფანჯრიდან აკვირდებოდა მის ბოლო სტუმარს, როგორ მიათრევდა საბავშვო ეტლს. _ნეტავ რა თამაშს თამაშობს?_ეკითხებოდა საკუთარ თავს_არა მაინც რა გონია რომ არ მახსოვს ვისთან ვწვები? გოგონა არ მიეკუთვნებოდა იმ ქალების კატეგორიას, ვინც გიგის დაავიწყდებოდა, ეს შანტაჟისტი გოგო ნამდვილად ერგებოდა მამაკაცის გემოვნებას, ყოველთვის მაღალი და შავთმიანი ქალები იზიდავდა, თან თიას გაბრწყინებული თვალები, თითქოს შავი ბრილიანტები ჩაუსვესო... მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ მისი სახელიც კი არ უკითხავს, გიგი ფიქრობდა რომ ამ შანტაჟისტს ბოლოჯერ უყურებდა და მაინც თავს აჯერებდა რომ გოგონას ის სხვა კაცში შეეშალა. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი მარტა, ანუ ნატას ბებია გიგის ოფისთან ძალიან ახლოს, ელიტარული სახლების უბანში ცხოვრობდა, თია ვერც კი ფიქრობდა დაახლოებით რა ჯდებოდა ამ ადგილას ყველაზე პატარა სახლი მაინც, ისინი კი ორსართულიან, პომპეზურ შენობაში ცხოვრობდნენ, რომელსაც გარშემო დიდი გალავანი და ფერად-ფერადი ყვავილები შემორტყმულიყო. თია ფიქრობდა, რომ ეს ოჯახი მუდამ მდიდარი იყო და გიგის ეს სიამაყე ისეთივე ბუნებრივი გახლდათ, როგორც მისთვის სუნთქვა. მათი მისამართის გარკვევა არ გასჭირვებია მსახიობური ნიჭიდან გამომდინარე, შეცვლილი ხმით გიგი მდივანს დაურეკა და თავი ფლორისტად წარმოუდგინა, რომელმაც მათი მისამართი შემთხვევით დაკარგა და საჩქაროდ უნდა მიეტანა მარტასთვის ყვავილები. როგორი იმპულსური იყო მისი გადაწყვეტილება, გოგონას თითქოს მოსწონდა კიდეც გიგის ნერვებზე თამაში. ცოტა ინანა ტაქსი ასე მალე, რომ გაუშვა _იქნებ სულ არ არის ქალბატონი მარტა სახლში, მაგრამ უკვე ვერაფერს შეცვლიდა. ეტლი გზაზე გააგორა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გიგის დედასთან სხვანაირად, ანუ, უფრო კორექტულად უნდა მოქცეულიყო. და ეს მომენტიც დადგა, ზარი დარეკა... ერთი წუთი გავიდა, თითქოს სახლში არავინ იყო, მაგრამ მოულოდნელად კარის ღრჭიალის ხმა გაისმა და მასში ქალი გამოჩნდა, დაახლოებით სამოც წლამდე, ცისფერი განიერი შარვალითა და თავისუფალი ჭრელი ზედით. ქალი მაღალი იყო და კარგი ფიგურით თავს იწონებდა, მოკლედ შეჭრილი თმა მის ვიზუალს ახალგაზრდა იერსახეს აძლევდა, მაგრამ ყველაზე მეტად თიას მისი მშვიდი ცისფერი თვალები მოეწონა. _გისმენთ_ქალმა გულთბილად გაუღიმა _თქვენ ქალბატონი მარტა ხართ? _კი, მე ვარ საყვარელო, რით შემიძლია დაგეხმარო? ეს მიმართვა თიას ძალიან მოეწონა, თეატრალურ სამყაროში გოგონამ ისწავლა ადამიანების ცნობა, განსაკუთრებით ქალების და ამიტომ მარტივად მიხვდა, რომ მის წინ მდგომი ქალი ნამდვილად არ იყო თავმომწონე და ამაყი არსება. გულზე მოეშვა, გაუღიმა და ნატას ჩახედა _ვაიმე, რა საყვარელი ბავშვია_ამ სიტყვებით ნატას მიუახლოვდა, რომ უფრო კარგად შეეხედა_გოგონაა ხო? _იკითხა _დიახ _შეიძლება ხელში ავიყვანო, როგორც ჩანს არ სძინავს _კი, კი რა თქმა უნდა თიას გული გაუთბა, როცა დაინახა თუ როგორ ნაზად ექცეოდა ჯერ კიდევ მისთვის უცნობ ბავშვს მარტა _რა ქვია? _ნატა _და შენ რა გქვია საყვარელო? _მე თია _კარგია და რას ყიდით გოგონებო?_დაინტერესდა დიასახლისი, თან ღიმილიან სახეს არ იშორებდა_თუ კოსმეტიკას ყიდით, ბოდიში მაგრამ არ ვიყენებ და თუ საოჯახო ტექნიკას არც ეს მჭირდება, ჩემს ბიჭს მეტი ფანტაზია არ აქვს და ყველანაირი მანქანით გადამივსო სახლი. _სიმართლე გითხრათ ქალბატონო მარტა, მე არაფერს ვყიდი. მოვედი რომ თქვენს შვილზე გესაუბროთ. ქალს სახე უცებ ინტერესით აევსო და თიას მიაშტერდა _გიგიზე? და რა მოხდა? _და ნატაზე_თიამ მოკლე პაუზის შემდეგ გადაწყვიტა პირდაპირ ეთქვა_ის გიგის ქალიშვილია. მარტას სახეზე უმარავი ემოციების გამამ ერთად გადაირბინა, შოკური მდგომარეობა მოულოდნელად უზომო სიხარულმა ჩაანაცვლა, მაგრამ განგაშის სიგნალი მაინც ჩაირთო _და გიგიმ იცის? _ვცდილობდი მეთქვა, მაგრამ დიდი შეცდომა დავუშვი და მისმა დაცვამ უპარდონოდ გამომაპანღურა. _რა?? _ჩემი ბრალია, როდესაც ვუთხარი რომ ნატა მისი შვილია დამავიწყდა დამემატებინა, რომ მე მისი დედა არ ვარ. თქვენი შვილი მიხვდა, რომ არ ვიცნობდით ერთმანეთს და ალბათ შანტაჟისტად აღმიქვა. მარტა ცოტათი დაიბნა, მაგრამ ფიქრები მალევე დაალაგა _და თუ შენ არ ხარ ნატას დედა, მაშინ ვინ არის? შენი და? _არა, ჩემი საუკეთესო მეგობარი_თიას თითქოს ქვა გადასცდა სასულეში_თანანომ ერთი წელი იმუშავა ბატონი გიგის სამდივნოში, ორი კვირის წინ კი ავარიაში მოხვდა, რამდენიმე დღე ებრძოლა სიკვდილს, მაგრამ ვერ აჯობა, მის აღმზრდელად კი მე ამირჩია. ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის შესახებ ინფორმაცია არ წერია. _დარწმუნებული ხარ? _აბსოლიტურად ქალბატონო მარტა _თქვენმა მეგობარმა გითხრათ, რომ ნატას მამა გიგია? _მე და თანანოს არ გვქონდა საიდუმლო0ებები_თავდაჯერებულად დაიწყო გოგონამ_დებივით ვიყავით, ამ ბავშვის მამა გიგია დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ ის ამას არ აღიარებს, მე მზად ვარ რომ დნმ ანალიზი გავაკეთოთ. _რას ნიშნავს არ აღიარებს? _როცა გაიგო, რომ თანანომ რომ ორსულად იყო გიგისთან მივიდა, მაგრამ მან ფული მისცა აბორტის გასაკეთებლად. _რომელიც როგორც მივხვდი არ გაუკეთებია. _თანანოს არ შეეძლო _მადლობა ღმერთს_ამოისუნთქვა მარტამ, გოგონას გაუღიმა და შემდეგ თიას შეხედა_ყოველთვის მინდოდა შვილიშვილები, უკვე მეგონა რომ არც მეყოლებოდა _თანანო ცხრა წლის, რომ იყო დედა გარდაეცვალა, ხანძარის დროს, არც მამას იცნობდა, არც ბებია და ბაბუა ყოლია ცოცხალი, ამიტომ ვარ მე მისი აღმზრდელი _და შენ საყვარლო? გათხოვილი ხარ? _არა მარტას სახეზე ჩაფიქრებული გამომეტყველება გამოისახა _ანუ გადაწყვიტეთ, რომ პატარა ნატა მარტოს გაგეზარდათ _თუ ასე მოხდება, მე მზად ვარ, მაგრამ არ მოგატყუებთ მინდა რომ დამეხმაროთ, მეც არ მყავს ნათესავები, დედაჩემიც იმ ხანძარში მოყვა, რომელშიც თანანოს დედა, თიამ ქალს დაუმალა, რომ მისი მათი დედები მეძავები იყვნენ, რადგან ამ კარგად აღზრდილ ლედიში დადებით განწყობას ნამდვილად ვერ გამოიწვევდა ეს ამბავი. _ღმერთო, ჩემო... საშინელებებს მიყვები ჩემო კარგო _ჩვენ გადავრჩით ქალბატონო მარტა, ალბათ ახლა ხვდებით მე და თანანო როგორი ახლობლები ვიყავით ერთმანეთისთვის, მე ყველაფერს გავაკეთებ ამ პატარა არსებისთვის, მაგრამ არ მინდა ის ყველა სირთულე შეხვდეს ნატას ცხოვრებაში რაც მე შემხვდა, ამას თანანოც არ ისურვებდა. _ამაზე არ ინერვიულო, მე მზად ვარ დაგეხმაროთ და გიგიც ამას გააკეთებს, დაველაპარაკები, გთხოვ სახლში შევიდეთ და ყველაფერი უფრო დაწვრილებით მომიყევი, ერთად დაველოდოთ ჩემი შვილის დაბრუნებას. _გიგი აქ ცხოვრობს? _თიას გაუკვირდა _კი _რა უცნაურია _თუ ფიქრობ რომ დედიკოს ბიჭია ეს ასე არ არის, მისი ეს გადაწყვეტილება იქედან მომდინარეობს, რომ პრაქტიკული ადამიანი და არა სენტიმენტალური. _არა ასე არ ვთვლიდი, მაგრამ მგონია არ მოეწონება ჩვენ თუ აქ დავხვდებით, იქნებ დაურეკოთ და გააფრთხოლოთ მაინც რომ აქ ვართ. _არა, არავითარ შემთხვევაში, დღეს უკვე დავურეკე და ძალიან ცივად მესაუბრა, უი რა კარგია რომ გამახსენდა ვახშამი გადავდო. _ჩვენს გამო თუ... _არა ჩემო საყვარელო, ჩემი ქვრივი დაქალი სხვა დროსაც მოვა საჭორაოდ, სხვა საქმე კი არაფერი აქვს_სიცილით ჩაილაპარაკა მარტამ და ბავშვი მოხერხებულად მიიწვინა_მეც ქვრივი ვარ, ამიტომ ჩემო პატარა ბაბუა არ გეყოლება_ჩაილაპარაკა და მძინარე ბავშვს ოყაზე ნაზად აკოცა გიგის სახლში დაბრუნება დიდად არ უნდოდა, ფიქრობდა საერთოდ არც მისულიყო, იმ მომაბეზრებელ ქალთან ერთად ერთ მაგიდაზე ყოფნა ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ მხდალობა მისი თვისება არ გახლდათ, ამიტომ 6 საათზე მისი ცისფერი ლამბორჯინი ჭიშკარში შეიყვანა და დაღლილი გადმოვიდა მანქანიდან . გიგის დიდმკერდიანი ქერა ქალები არასდროს მოსწონდა, ამიტომ დედამისის ქვრივი დაქალის ფლირტს ცივი სახით ხვდებოდა, თან ქალი რომ კისერზე გეკიდება როგორი ასატანია? უცებ დღევანდელი სტუმარი გაახსენდა, მისი იერსახე გონებაში ჩაებეჭდა, ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა მოკლე მოტკეცილ შარვალსა და ტოპ თეთრ ზედაში, თმა კი აბრეშუმივით სრიალა და დამყოლი ჰქონდა, რა ცუდია რომ შანტაჟიორი აღმოჩნდა. მამაკაცი უკვე კარებში იდგა, როცა სახლიდან ბავშის ტირილის ხმა მოესმა, სასტუმრო ოთახიდან გამოდიოდა ხმაური _ვითომ ტელევიზორია?_გაიფიქრა, მაგრამ ხმა საკმაოდ რეალური იყო, უცებ შეეშინდა საკუთარი ფიქრების _არა ამას ვერ გაბედავდა_ისევ მისწვდა მის სმენას განწირული ტირილი, და შემდეგ მან დაინახა ქალი დიდი მონდომებით რომ დაასრიალებდა ეტლს მოპირკეთებულ იატაკზე და ჩუმად მღეროდა. გიგიმ პირი დააღო რომ ღრიალზე გადასულიყო, მაგრამ მოულოდნელად გოგონამ სიმღერა შეწყვიტა და ეტლისკენ დაიხარა, მისი თეძოები, რომელსაც ტანზე მოტკეცილი მოკლე ბრიჯები ეხვეოდნენ გიგის აიძულებდნენ, რომ ცოტა ხანი დაევიწყა სიბრაზის შესახებ. _აქ რას აკეთებთ?_მაინც იქუხა თია შემოტრიალდა, მისი შავი თმა ნელა დაეყარა მხრებზე, მუქ თვალებში ნაპერწკალი გაუკრთდა, თითი ტუჩებთან მიიტანა და დაიჩურჩულა _ყველაფერს გაფიცებ, ჩუმად. ძლივს დავამშვიდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.