შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი აღმოსავლეთში (თავი 2)


11-01-2023, 23:19
ავტორი ანა გაბაიძე
ნანახია 447

დინჯი , მოზომილი ნაბიჯებით გავიდე სხდომის დარბაზიდან და თან იქ მსხდომი სამართალდამცავების ჩურჩულიც თან გაიყოლა.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შევიდნენ ნიკოლოზ მესხი და თინათინ არველაძე, იქაური სუნისგან ლამის ადგილზევე წაუვიდათ გული, მაგრამ რა თუ არა გამომძიებლის შეუპოვრობა. პირველად არ ყოფილან, მაგრამ ყოველ ჯერზე შესვლა უფრო და უფრო ურთულდებოდათ.
- გამარჯობა, ჩვენ ბათუმის საგამომძიებო პოლიციიდან გაწუხებთ, ამხანაგი მესხი და არველაძე, აქ გამყრელიძეების გვამების სანახავად ვართ მოსული - ნახი, მაგრამ სიმკაცრე შეპარული ხმით მიმართა თინათინმა და თვალებში შეხედა მისაღბში მჯდომ ქალს.
- გამარჯობა, გელოდებოდით, ბატონმა დავითმა დაგვირეკა. ისე, ის არ გვირეკავს ხოლმე, და რა ხდება? - ინტერესის თვალებით გახედა ქალმა და ჭორიკნული აიმრიზა ყურები.
- იცით, საგამოძიებო დეტალების გამხელა არ შეიძლება, მხოლოდ მათთვის ვინც ჩვენიანია, თქვენ კიდე რაღაც არ გეტყობათ, რომ ჩვენიანი იყოთ - მკაცრი ტონით უთხრა მესხმა და ცალი თვალით დაინახა თუ როგორი თვალებით შეხედა ქალმა „ოხ ეს ქალები“ გაიფიქრა და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა.
- მობრძანდით, აი ეს ორი გვამია, ერთი ქალი, მეორე ბავშვის, აქვე ალაგია დასკვნებიც, რომ დაგჭირ...
- არ დაგვჭირდებით - გააწყვეტინა სიტყვა თინათინმა და როცა მიხვდა, რომ ქალმა დაიბოღმა მის ტონზე დაამატა - მადლობთ, ახლა თუ შეიძლება დაგვტოვეთ.
********************************************************************************************************
გიორგი ნინიძე ახალგაზრდა, 23 წლის დამწყები გამომძიებელია, მისთვის მთავარი ახლადაწყობილი კარიერა და ცოცხლად ყოფნაა.
პირველი ოჯახი, რომელიც გაუბედურდა, უემოციოდ დარჩა, დაკარგა ოჯახის ბურჯი და ჯერ კიდევ ახალგაზრდა შვილი, აბაშიძეები იყვნენ.
- გამარჯობა, მე გამომძიებელი გიორგი ნინიძე ვარ, ვიცი ახლა არც თუ ისე ხელსაყრელი მომენტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ უკვე შეიტყვეთ გამთენიისას მომხდარი მკვლელობა, მინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ....
- მესმის, მობრძანდით, იცით, ერთის მხრივ კარგიცაა, რომ მოხვედით, უკვე ყელში ამომივიდა ვითომ მწუხარე სახეები.
- დიახ, მესმის... კარგი, მოდით საქმეზე გადვარ - თითქოს ნერვიულობდა, რადგან რაც არ უნდა შეჩვეული იყო, მაინც რთულია უყურო ნახევრად მომაკვდავ ადამიანს - მტრები გყავდათ? მესმის ცოტა დამაბნეველი შეკითხვაა, მაგრამ...
- იცით, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქმარი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ხომ გესმით, არცერთი შეყვარებული ქალისთვის მისი მეორე ნახევარი არ არის ჩვეულებრივი, მაგრამ აქ მთავარი მხოლოდ ერთია, მე ჩემი ქმარი არ მიყვარდა, მას ვაფასებდი, პატივს ვცემდი, მაგრამ ვერ შევიყვარე ისე, როგორც მას სურდა.
- ქალბატონო, ამდენი დრო არ მაქვს, გთხოვთ უფრო კონკრეტულად....
- მესმის, მესმის, უბრალოდ მთავარი აქ იცით რა არის? წარმოდგენაც კი არ მაქვს ჰყავდა თუ არა გურამს მტერი, არ ვერეოდი მის საქმეებში, მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცეოდა. იმდენად დიდ ყურადღებას აღარ იჩენდა ოჯახისწევრების მიმართ, ძალიან განერვიულებული იყო, სულ ტელეფონს უყურებდა და თითქოს რაღაცას მოელოდა. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ ხომ გითხარით, მე შეყვარებული ქალი არ ვარ, რომ რამე გამომეპაროს.
- გასაგებია, ქალბატონო მარინა, არ მინდა ცუდად მიიღოთ ჩემი სიტყვები, მაგრამ თუკი ადამიანს პატივს სცემ, ის გიყვარს კიდეც, მაგრამ შევეშვათ, ეს საქმეს არ ეხება. იოანეზე რას გვეტყვით, როგორ იქცეოდა, ვინმე საეჭვო ხალხთან ხომ არ კონტაქტობდა და ასე შემდეგ...
- იო... - სლუკუნებდა უკვე დაქვრივებული ქალი და აქამდე გამართული მხრები ისე ჩამოუცურდა დაბლა თითქოს ერთბაშად დააწვა სამყაროს ტვირთი ზურგზეო... - ჩემი იო ისეთი თბილი იყო... - ხმა უკანკალებდა და მაგიდაზე ნახევრად ცარიელი ჭიქა აიღო - ბავშვობაში სულ დიდებთან ერთად უყვარდა თამაში, ხათაბალებში ეხვეოდა და ხშირად მოსულა მუხლებ გადატყვლეფილი ფეხებით, მაგრამ არასდროს არ უტირია, თითქოს წინასწარვე გრძნობდა, რომ ეს დაემართებოდა... - ქალმა გაჩერდა, როცა იგრძნო, რომ გიორგი უკვე წრიალებდა - კარგი, მესმის, არ გაქვთ იმდნეი დრო, რომ ერთი დაბეჩავებული ქალის საუბარი ისმინოთ. სამწუხაროდ, არაფრის თქმა არ შემიძლია, იოანე ისე იქცეოდა როგორც ყოველთვის, არაფერი არ შემიმჩნევია მისთვის.
ზოგჯერ ცხოვრება ადამიანს ისეთ რამეს უმზადებს, რომ ვერავინ ვერ გამოთვლის წინასწარ. ხშირად ბუმერანგივით გვიბრუნდება ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვები და მერე ღმერთს ვთხოვთ პასუხს, არადა, როცა რამეს ვაშავებთ ის არ გვახსენდება. სიმართლე კი იმაზე მწარეა ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით ამას.
მთავარი გამომძიებელი დავით გოგოტიძე დინჯი და მოზომილი ნაბიჯებით მიეშურებოდა მკვლელობის ადგილას, გვერდს კი მარიამ ამაღლობელი უმშვენებდა. სიმაღლით 1.72 სანტიმეტრი იყო მარიამი, არ უყვარდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, მაგრამ არც თუ ისე მაღალ დავითს მაინც არ ჩამოუვარდებოდა სიმაღლეში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხრებში გამართული და ამაყი სახით მიეშურებოდა ქალაქში.
მკვლელობის ადგილი ექსპერტიზის ხალხს ჰქონდათ შემოსაზღვრული და ირგვლივ 100 მეტრის რადიუსში ხალხს არ აკარებდნენ. ყვითელი ლენტი მზიან ამინდში ისე ბზინავდა ან სათვალე უნდა გკდეთებოდა, ან უთუოდ დაბრმავდებოდი.
გზაში მიმავალი გამომძიებელი გრძნობდა ფარდაჩამოფარებული ფანჯრებიდან ხალხის მზერას და ხვდებოდა თუ როგორი შეშინებული იყვნენ ისინი, მაგრამ იმასაც ამჩნევდა, რომ გამაყრუებელი სიჩუმე იყო ირგვლივ.
- გამარჯობა, გამომძიებელი დავით გოგიტიძე - სათვალე მოიხსნა და მისი ნაცრისფერი თვალები შეავლო ირგვლივ მდგომებს - რა ხდება, რა გვაქვს ახაილ და უმნიშვნელო?
- ახალი ის გვაქვს, რომ მსხვერპლები ოჯახის წევრები არ იყვნენ, პირველი მსხვეერპლი 67 წლის მოხუცი ქალბატონია, ზურგში დანით მიყენებლი 4 ჭრილობა აღენიშნება. შემდგომი მსხვერპლი 17 წლის გოგოა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იქნა დაჭრილი, ის ახლა საავადმყოფოშია, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი...
- დიახ, გააგრძელეთ თუ შეიძლება - მკაცრი სახით აკვირდებოდა დავითი დანაშაულის ადგილს.
- ხოლო მესამე მსხვერპლს რაც შეეხება... ის... იცით... - ყოყმანობდა ექსპერტიზის წარმომადგენელი, შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა და დავითს ზედაც კი ვერ უყურებდა.
- რა ხდება? თუკი გიჭირთ მუშაობა გამოდის, რომ სამსახურისთვის შეუფერებელი ხართ. მაშინ რას აკეთებთ აქ? - საყვედურნარევი ხმით ესაუბრებოდა გამომძიებელი და ამით ანიშნებდა, რომ მეორეჯერ მის ზონაში ვეღარ მოხვდებოდა.
- იცით, არ მიჭირს უბრალოდ... კარგი, მოკლედ რა აზრი აქვს. შემდეგი მსხვერპლი 38 წლის მამაკაცია, ჩვენი მწირი ცნობებით, ბალერინის ყოფილი მასწავლებელი და საბალეტო სკოლის კონკურსების ჟიურის უმთავრესი წევრი. ის მოკლულ იქნა ბოლოს, ეს სხეულის ხრწნისა და ღვიძლის ტემპერატურის მიხედვით დავადგინეთ, იცით, აქ რაღაც ვერ არის. - მართალია ხმა არ უკანკალებდა, მაგრამ მაინც უჭირდა საუბარი ჩვენი პირველადი გამოთვლები პირველი მოხუცი ქალბატონი, შემდეგ გოგონა და ბოლოს ეს მამაკაცი უნდა იიყვნენ მკვდარი, მაგრამ ამასტანავე, გარეგნული დაკვირვებით გულის პრობლემები ეტყობა...
- ანუ? გინდათ თქვათ, რომ ღვიძლის ტემპერატურის მიხედვით მსხვერპლი მესამეა, ხოლო გულზე გარეგნული დაკვირვებით - პირველი?
- დიახ.. არა... იცით, მე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მინდა რომ მორგში გავჭრა და ხელმეორედ დავაკვირდე, აქ რაღაც ვერ არის...
- თუ ღმერთი გწამთ! შეეშვი „აქ რაღაც ვერ არის“ განმეორებას და საქმეს მიხედეთ - საუბარში აქამდე ჩუმად მყოფი მარიამი ჩერთო და დავითის გაბრაზებული თვალებიც დაიმსახურა - მაპატიეთ უფროსო, მაგრამ უაზროდ იმეორებს ერთსა დ იმავეს, რომ...
- მარიამ, არ უნდა მჭირდებოდეს იმ წესების გამეორება თუ რა არ უნდა გააკეთოს გამომძიებელმა მუშაობის დროს, ასე რომ, ან გაჩუმდებით და მოუსმენთ, ან არადა შეგიძლიათ ოფისში დაბრუნდეთ და საბუთებს მიხედოთ!
- დიახ, მაპატიეთ, აღარ განმეორდება - იმეორებდა ამაღლობელი, მაგრამ სახეზევე ეტყობოდა უკმაყოფილება.
- კარგი, გვამი მორგში გადაიყვანეთ, წესით აქამდეც უნდა გადაგეყვანათ, მაგრამ ეგ თვენი საქმეა, საღამოს უკვე ველოდები პასუხს, ვნახოთ რა შეგიძლიათ - თვალებში უყურებდა დავითი გოგონას და ამჩნევდა, რომ ბუმერანგი ნელ-ნელა ახლოვდებოდა.
- მარიამ, მალე გიორგი შემოგიერთება და ხელმეორედ დაკითხეთ 500 მეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პიროვნება, ამასთანავე გაიკითხეთ, იქნებ მთვითმხილველებიც გვყავს.
- დიახ, უფროსო. - უყურებდა გამომძიებელი მიმავალ დავითის ბეჭებს და უკვე იცოდა, რომ გაუჭირდებოდა, ძალიან გაუჭირდებოდა მამაკაცთან მუშაობა, რომელსაც არც კი ახსოვდა ის....




გამარჯობა.
მადლობა რომ კითხულობთ.
გამიხარდება თუ კი კომენტარებს დამიტოვებთ.



№1 სტუმარი Ana-maria

ისტორიის საინტერესო გაგრძელებაა.საერთოდ მიყვარს დეტექტივი. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent