შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 9


12-01-2023, 17:02
ავტორი Ana iko
ნანახია 622

კომპანიაში მისულებმა შესვლისთანავე ნამცხვრების დედოფალი ნახეს, თუმცა არც ისე ბედნიერი სტუმრობა გამოუვიდა მაშოს ვინაიდან შემთხვევით დაჯახებულმა ხელიდან ანანოს ნამცხვარი გააგდებინა, ლამაზად მორთული ნამცხვარი კი იატაკს მიეკრო, მთელი სახე აუწითლდა მაშოს, სიტყვები გადაყლაპა, ხელებ აწეული უყურებდა დავარდნილ ნამცხვარს ისე ახედა ანანოს გაყინული მზერით, ანანოსაც გაეცინა იმდენად დიდი ემოცია შეამჩნია მაშოს სახეზე,
- არიქა, წყალი შეისხი,
სიცილით დაუნიავა ხელები, მაშოს აწითლებულ სახეზე რომელსაც მალე ცეცხლი მოეკიდებოდა,
- ახალს მოვიტან რა იყო, ხომ კარგად ხარ?!
ღიმილით შეაჩერდა ახლოდან და ლოყაზე ცივი ხელი მოკიდა რაც ნამდვილად ეამა მაშოს ახურებულ სახეზე, ცოტა დააწყნარა კიდეც ანანოს მხიარულმა შეხვედრამ
- მაპატიე რა,
ამოიწუწუნა და რატიც უხმოდ მოუტრიალებლად უყურებდა ორივეს,
- არა ვერ გაპატიებ, შეუძლებელია, შენ მე ნამცხვარი გამაგდებინე როგორ ბედავ?!
სიცილით ელაპარაკებოდა და მაშოსაც უკვე გაეღიმა მაშოსთვის უკვე მეორე გოგონა იყო რომლიდანაც ისეთ დადებით ემოციას იღებდა რომ, ეგონა კარგა ხნის ნაცნობს ესაუბრებოდა, უკვე გაიხსნა კიდეც მოეშვა და ის შებოჭილი გრძნობა როგორც ცოტახნის წინ ჰქონდა სრულიად გაფანტა,
რატიმ რომ საფეხურებზე ნაბიჯები ადგა მაშომაც უცებ გახედა,
- დაგეხმარები აღებაში და ავალ თორე...
ბოლო სიტყვებზე რატიმ გამოხედა და მაშოც გაქვავდა, რადგან მიხვდა რომ დამთავრება არ ღირდა,
ანანომაც რატის მზერას ახედა და შემდეგ მაშოს რომელიც გაქვავებული იდგა,
- აი მესმის სიყვარულის მზერა,
არ მინდა დახმარება საყვარელო, მიდი საქმეს მიხედე, იმედია შევხვდებით ერთმანეთს კიდევ და გავიცნობთ კიდეც,
პირველ სიტყცებზე მაშო მართლა გაიყინა უცნაური გრძნობით შეიბოჭა და ამ გრძნობისგან გათავისუფლება ვეღარ შეძლო, უცნაურად დაამახსოვრდებოდა მაშოს ეს სიტყვები. ანანოზე გადატანილილი მზერა რატიზე გადაიტანა რომელმაც მას შეხედა თუმცა ოსტატურად დააიგნორა და სვლა დაიწყო საუბარი უნდა გაეგრძელებინა მაშოს რატის რომ ახედა ისევ რომელიც მალე ახალ კიბეებზე გადაინაცვლებდა,
- კარგი მაპატიე რა დავეწევი აუცილებლად გნახავ!
ღიმილით ჩამოართვა ხელი და უცებ ავარდა კიბეებზე,
- გელოდები არ გადამაგდო,
ისევ სიცილით დააწია სიტყვები ანანომ ვინაიდან მანაც ძალიან დადებითი ემოცია იგრძნო მაშოსგან, თუნდაც იმ წამოწითლებით და შემდეგ გაფითრებით რომლითაც სინანული იგრძნო, მას ხომ მსგავსი შემთხვევები სულ ამ კომპანიაში მოსდის...
...
- დაა ერთად ძაან კაი!
როცა ორივე შევიდა ვაჟასთან მაგიდას ხელი დაარტყა ვაჟამ სიტყვების გამართლებისთვის როცა თქვა რომ ორუვეს მისვლა ერთდროულად აწყობდა
- დავაი პირდაპირ საქმეზე. რატი მაშოს დარხეული აქ ცოტა რბილად რო ვთქვათ, იმაზეც ვიფიქრე ერთად გითხრათ თუ არა მარა ბევრი წელვის დედაც.... რაც მალე მოგვარდება მით უფრო სწრაფად გადავრჩებით
ქალთან ცდილობდა არ შეეგინებინა თუმცა ეს ხომ ვაჟაა და არა რატი არა?
- მაშო ლაშას ვერ გაგაყოლებ ეს დედაატირებული ამხელაზე ვერ გაგწირავ ერთად მოვდივართ ბოლო ბოლო, მე ვიცნობ იმ ჩათლახს ვიცი რა ცუდ რამეებში ჩალიჩობს ვიცი რამაგარი მოღალატეა ისიც ვიცით ყველამ რო შენიდან წასვლის მერე თეონას ჟი*ავდა, მოკლედ ერთი ბედნიერება იყო როცა მიხვდი რო ვერ იტანდი მაგ ტიპს, ახლა მაგის ხელში ვერ ჩაგაგდებ ჯერ თეოდორე შენ არა მე მომკლავს მაწამებს და ისე. დაიკიდებს ძმობას და საფლავში ნაწამებს ცოცხლად ჩამდებს, ახლაც მაგრად მიმბეგვავს მარა მიბეგვა მირჩევნია. ახლა შენ რატი ძმა შენ საცოლეს ეძებდი, რადგან უცოლოდ იტალიაში შენ წილ ქონებას თუ რაც არი არ გადმოგცემენ, ოთხი წელია გიცნობ და მართალია შენი ნაჩათლახარი საქმეებიც ვიცი უბრალოდ შენ მირჩევნიხარ ვინმე უცხო ნაბი*ვარს გავაყოლო მაშუნა, ხოდა არ ვიცი რამდენი თვე იყო ორი მემგონი და ორი თვე აგიტანს, მაშო არ დაიწყო გევედრები ნუ გაგვწირავ წარმოიდგინე მეც რატისაც და თეოდორესაც მაგარ შარში გვაგდებ თორე გუგას და ლევანის დედაც მოვტ*ან ვიცი ვერ გაიგე რატო ხდება ეს ყველაფერი მარა მოდი დამიჯერე აგერ საუბუთები პროსტა ხელი მოაწერეთ დანარჩენს მე მივხედავ,
ისე სწრაფად ლაპარაკობდა და ისე სწრაფად გადადიოდა ხან ერთზე და ხან მეორეზე, ძლივს იგებდა მაშო ვაჟას ნათქვამს, ემოციებისთვის რა გაეკეთებინა არ იცოდა, შინაარსიდან გამომდინარე როცა ჩაწვდა იმას რომ ვაჟა ამბობდა რომ რატის ცოლი უნდა გამხდარიყო მაშო, გული ძლიერად აუძგერდა, დენდარტყმულმა შეხედა რატის, თითქოს უფლება არ ჰქონდა მისი ცოლი გამხდარიყო, ამავდროულად ეს ყველაფერი იმდენად არარეალურად მიაჩნდა, იმდენად გამაკვირვებლად რომ, ხმას საერთოდ ვერ იღებდა, რატიც ჩვეულებრივ შეხვდებოდა ამ ყველაფერს თუმცა მისთვისაც გასაკვირი იყო ეს შეთავაზება,
- მაცადე ასე მოვედით და ეგრევე მოაწერე ხელი და ცოლი და ასე შემდეგ არა ახსენი წესიერად ვერაფერი გავიგე, და მაგას პლიუს კი ცოლი მესაჭიროება მაგრამ, მაშო? არა არამგონია,
რატიმაც ბოლო სიტყვები მაშოს შემყურემ გააქნია თავი ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილმა და მზერა იატაკზე გადაიტანა,
- რა არა? სერიოზულად? ამას თუ გარეგნულად იწუნებ მოდი აქედან გადაეშვი თავით ეგრევე, ამას იცნობ და ისიც იცი რომ არ ინანებ,
- ხო მეც ვიცნობ ვაჟა და მაგიტო არა, და იტყვი ბოლო ბოლო რა ჯანდაბა ხდება? ასე გემარტივება ეს ყველაფერი? ძაან მარტივად ბაზრობ,
ხმაში სიმკაცრე შეენიშნა რატის უცებ გაცემულ პასუხს
- გეტყვით დღეს მაშოს ყოფილმა შეყვარებულმა ნაწამებად შექმნილი საბუთები გამოაგზავნა სადაც მაგის თანახმად მაშო უნდა გათხოვდეს ლაშაზე, მაგრამ მას დაავიწყდა მითითება რომ მხოლოდ მაგაზე უნდა გათხოვილიყო და ამიტო მთავარია ვიღაცის ცოლი ერქვას, იკავებდა მაღალ თანამდებობას და თუ ასე არ მოხდება ამით ჩვენ დავისჯებით....
- არა მას არა,
დაბნეულმა უცებ პირდაპირ ერთ კითხვას გაცა პასუხი თავის ქნევით მაშომ,
- ოღონდ მას არა, ჯანდაბას დაურეკე ლაშას, მას არა!
გაიმეორა და კოპებშეკრულმა შეხედა რატის, ახლა უკვე ვაჟა დაიბნა იმდენად უცნაური საუბარი მიდიოდა მათ შორის, გამორიცხული იყო დაბნეულობა არ გამოეწვია, თავიდანვე იგრძნობოდა ლაშა უთქმელად წასვლისას დაშორების დღეს, რომ მთლად მარტივად არ დაანებებდა მაშოს თავს და ასეც მოხდა სამი დღით სრულიად შეეშვა თუმცა მთელი დღის დროს მაშოსთვის გამამწარებელი საბუთების შექმნას მიუძღვნა, რაც თავიდან არ გამოუვიდა რის შედეგადაც რატის ვაჟას თეოდორესა და კიდევ ორი ადამიანის საქმიანობა მთლიანად წყალში ჩაიყრებოდა ვინაიდან ყველაზე შეძლებული ხალხი ჩართო საქმეში, მაშოს გათხოვება კი აუცილებელი იყო მათი საფეხურის დაცვისთვის, როგორც აუცილებელი იყო რატის მოეყვანა ცოლი თავისი ოქროს ჯილდოსთვის,
- მაშო ხო იცი რო ნერვებს ვაკავებ? რა არა წაიკითხე ეს დედამო*ყნული!
ფურცლები სახეზე მიაყარა მაშოს და რატიც ღიზიანდებოდა უბრალოდ თავს არ აძლევდა იმის უფლებას რომ ვაჟასთვის რამე ეთქვა ვინაიდან იცოდა მაშო რომ მათ ხელში გაზრდილი იყო, გული გახეთქვაზე ჰქონდა მაშოსაც ყელში დიდი ბურთი ჰქონდა გაჩხერილი ისე ჩააჩერდა საბუთებს, ვაჟამ უხეშად გადმოუწია მესამე ფურცელი რომელშიც ყველაფერი გარკვევით ეწერა,
- რა ჯანდაბა გავაკეთო სხვა! დაურეკე მეთქი ლაშას,
იყვირა მაშომ წაკითხვის შემდეგ და ფურცლები უმისამართოდ აყარა,
- რა ლაშა გოგო!
იღრიალა ვაჟამ და მაშოს რომ ცრემლები გადმოუცვივდა მაშინვე ღრმად შეისუნთქა, მაინც ვერ ხვდებოდა რატო ჯიუტობდა ასე რატიზე, როცა იცოდა რომ მთელი ცხოვრება მის ხელში არ ჩავარდებოდა, მაშოს საერთოდ ესიკვდილებოდა ის ფაქტი რომ ახლა საერთოდ ვიღაცის ცოლი უნდა გამხდარიყო ასე უცებ, ერთ დღეში როგორ უნდა შეცვლილიყო მისი ცხოვრება ეს უბრალოდ აოგნებდა,
- კაი, დავმშვიდდეთ!
ხელები ააყოლა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას და ხმა დაიწყნარა ვაჟამ
- უყურეთ! წარმოიდგინეთ თქვენი ქორწილით გადარჩება ყველაფერი, შენ გკიდია იასნად წახვალ იტალიაში და იქ დაგემხობიან მუხლებზე მაგრამ ჩვენც შემოგვხედე და აქაც ხო უნდა გაისწორო ბოლო ბოლო შენი ქვეყანაა! მეც თეოდორეც და ის ორი ნაჩათლახარიც, ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ცხოვრებას შეიძლება წინაც წავიწიოთ, თქვენ ის ორი თვე იცხოვრებთ ერთად შვილების გაჩენას ხო არ გთხოვთ, პროსტა ხალხში ცოლ-ქმარივით მოიქცევით ადამიანებივით რომლებიც ერთმანეთზე გაგიჟებულები არიან, მერე რამეს მოიფიქრებთ და დაშორდებით, ეგ არი და ეგ თქვენზეა ყველა,
ყველანაირად ცდილობდა წყნარად ესაუბრა, ნერვებს არ აყოლოდა და რამენაირად დაერწმუნებინა ორივე ფიქტიურ ქორწინებაზე თუმცა თავადაც ვერ წვდებოდა საბუთების შექმნის საიდუმლოს,
- მასთან ვერა ვაჟა! მას არა! დაურეკე ვისაც გითხარი!
- რატო მაშო რატო!
ორივეს ყვირილმა მოიცვა ოთახი, რატი კი ჩუმად იყო ქალის არანაირი დაწუნების მიზეზი ჰქონდა გარდა წარსულის ურთიერთობისა, მაშოსაც მხოლოდ ეს ერთი მიზეზი ჰქონდა ის ხომ რატის, ძმას ხშირად უწოდებდა თითქოს ეშინოდა კიდეც მისი, არც ქორწილი იყო მარტივი თემა და არც ისეთი ადვილი და ჩვეულებრივი როგორიც ვაჟას თქმით იყო,
- არადა ვსო! დაურეკე ლაშას!
გაჯიუტდა და რატი ისევ წყნარად იდგა,
- არა! თანამდებობას არ გავკარიი! რაც იქნება იქნება ვსო დაიშალეთ,
ხელები დანებების ნიშნად აწია და სავარძელში უხეშად ჩაეშვა, ისიც გაჯიუტდა ნამდვილად არ აპირებდა ლაშასთვის გაეყოლებინა გოგო რომელიც მასთან ერთად იზრდებოდა და დის ტიტულს ანიჭებდა, არ ემეტებოდა გოგო ლაშასთვის, კოპებშეკრული კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს ორივე მოათვალიერა უცებ წამოდგა და ოთახი კარების ძლიერი გაკეტვით დატოვა.
ოთახში დარჩენილები წამით დუმდნენ არც ინძრეოდნენ უბრალოდ ისევ მაშომ გახედა კოპებშეკრულმა რატის,
- რატო ჯიუტობ დარწმუნებულივარ არ ვიკბინები
- ნორმალური ხარ? ასე ადვილად საერთოდ ქორწილზე რომ საუბრობთ გვერდზე ვდებ და შემდეგ შენ?!
- ხო მე!
თავიდან მშვიდად დაიწყო რატიმ თუმცა მაშო იმდენად აგრესიით წავიდა რატიმაც შეცვალა ხმა,
- სერიოზულად?! ძმას გეძახდი!
- და რატო ფიქრობ რომ ოდესმე დად მიმაჩნდი?! ან თუ ფიქრობ ძაან ცდები, ჩემი გოგო გერქვა შეყვარებულის ტიტულის გარეშე!
მაშოს მაღალ ტონზე უცებ წაიწია მისკენ და მაშოც სწრაფი რეაქციით დაიხა უკან,
- მაგას არ აქვს მნიშვნელობა!
- ხმა!
უცებ დააყოლა და მაშომაც თვალები დახარა, რატომღაც ყოველთვის ეგონა მიუხედავად იმისა რომ რატის მაშოსთვის და არასდროს უწოდებია მას მაინც ეგონა რომ დასავით უყვარდა,
- რას აპირებ?! უკვე მოვემზადო გამგზავრებისთვის? ბარემ უკვე დავითხოვო შენი ძმობილები?!
ისევ დაუბრუნდა ფანჯრის რაფას ცინიკური ღიმილით, მაშოს გული ძლიერად უცემდა, ნერვიულობდა გაურკვევლობაში იყო რატის ცინიკურ მზერას კოპებშეკრული უმზერდა უკვე კანკალსაც ძლივს იკავებდა ღელვისაგან, იმდენი ითმინა თუმცა არ გამოუვიდა ნამდვილად არ აპირებდა დაენგრია საყვარელი ადამიანებისთვის ცხოვრება, ცალი ფეხი ძირს გაბრაზებულმა დაარტყა მაგიდასთან გაბრაზებული მივიდა და საბუთებს ხელი მოაწერა კალამი რატის მიმართულებით ისროლა რომელიც რატის აცდა და დიდი და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა კარებისკენ
- მაშო!
მკვლელი მზერით წამოწეულმა რატიმ ჩაავლო მაჯაში უხეშად ხელი მაშოს და ინერციით მოაბრუნა შემოტიალებისას მაშოს გრძელმა დალალებმა რატის სახეზე ნაზად გადაიფრინეს და მაშოს მხრებზე დაბრუნდნენ, უხეშად კრა მაშომ რატის ხელები და რატიც მას დაემორჩილა ქალს ხელი უშვა და ისიც სწრაფად შეტრიალებული ოთახიდან გაიქცა, კიბეებზე ჩასვლისას ამომავალ ვაჟას მხარი ძლიერად გაკრა და უცებ ჩაუქროლა, ვაჟამაც სიტყვის თქმა ვერ მოასწრო ისე გააყოლა მზერა და ფიქრებში რომ მაშომ გაწირა კედელს ძლიერად მიარტყა ფეხი...
...
- რა დავაშავე? თეოდორ როდის ჩამოხვალ? მეტი აღარ შემიძლია! მაპატიე გთხოვ რომ თავიდანვე არ დაგიჯერე მძულს საკუთარი თავი
არ ვიცი როდემდე უნდა ვაკეთო ერთიდაიმავე შეცდომა, ისევ შენ თუ მიშველი ასეთ რთულ პერიოდში ვიცი შეიძლება გამიბრაზდე, ვიცი რომ ჯერ არ იცი, არ იცი რომ ვთხოვდები მინდა რომ ჩემგან გაიგო, საერთოდ ბებიას როგორ ვუთხრა? რა ჯანდაბა გავაკეთო? რა მეშველება? ჩემ ოცნებებს ახდენა არ უწერია შენ ხომ იცი როგორ ქორწილის დღეს ვგეგმავდი, თეთრ ცხენზე მჯდომი მინდოდა გადავაადგილებულიყავი, თუმცა არ გამოვიდა ჩემ საყვარელ ადამიანებთან მინდოდა რომ გავიქცე არ მიპოვოთ!
ტირილით ლაპარაკობდა იმდენად გულით ტიროდა სულს ძლივს ითქვამდა, ჩაწერილი ვოისი კი თეოდორეს გაუგზავნა, შემდეგ კი ტელეფონში ინტერნეტი გამორთო და ბალიშში თავი ჩარგო.....
...
- სამი დღის ვადაა ჩემო ლამაზო დიდ ქორწილს გადაიხდით ყველაფრით, თაფლობისთვეზე ვითომ წახვალთ და რეალურად იტალიაში ჩაეშვებით რადგან რატიმ შეძლოს საქმეების მოგვარება, მალევე ჩამოხვალთ, მაშო მაგრად უნდა იდგე ტვინს მოგ... წაგიღებენ და ეცადე ნერვებს არ აყვე, რატი დაგენძრევა, თუ რამე ეტკინება! სიკეთე გადამდებია მეგობრებო,
უკვე მზადება დაწყებული იყო ყველაფრის რადგან ორ დღეში დიდ დარბაზში უდიდესი ქორწილი გაიმართებოდა, კაფეში მსხდომები საუბრობდნენ თეოდორეც მათთან იჯდა სრულიად შეცვლილი მზერით მკლავები ერთმანეთში აეხლართა და წარბებს არ შლიდა არც ხმას იღებდა მაშოს მკვლელი მზერით უყურებდა, მაშო და რატი გვერდიგვერდ ისხდნენ და ვაჟას უსმენდნენ ისეთი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს თითქოს ერთმანეთი სძულდათ,
- თქვენ თუ მასე აპირებთ ხალხში ყოფნას ჩათვალეთ რო ჩავმ*ღნერდეთ ის ჯობია,
მაინც ვერ შეიკავა უზრდელობისგან თავი ვაჟამ და თეოდორემაც მის სკამს ფეხი ძლიერად დაარტყა რის გამოც ვაჟა კარგ მანძილზე სკამიანად გასრიალდა, შეცდომას მიხვდა არაფერი უთქვამს ძმისთვის ისევ საუბარშივე მიიწია ახალგაზრდებთან... თეოდორე ვერ ეგუებოდა ამ ფაქტს სხვა გზების მოძებნას ცდილობდა თუმცა მხარს დიდად ვერ უძლიერებდნენ, ყოველ წაგებულ საქმეზე ღრიალით ფშვნიდა ნივთებს, აღიზიანებდა ის ძველი დრო ხო შეიძლებოდა რომ მაშოს თავიდანვე დაეჯერებინა მისთვის, მაშო ტირილით ათევდა ღამეს თითქოს ჯოჯოხეთში მიდიოდა რადგან დღის მერე ბებია დაკარგა, დაკარგა იმ მხრით რომ მასთან ვერ მიდიოდა დილით საკოცნელად რომ ეთქვა რომ უყვარდა საკუთარ თავს თავად უვლიდა დილას არ ხვდებოდა ბებიას დახვედრებული საჭმელები საერთოდ ვეღარ ხედავდა სახლში მის ოთახში შესვლას კი ვერ ბედავდა. ქორწილამდე დაპირებისამებრ ნახა მაშომ ანანო და უკვე საკმარისზე ახლოსაც დამეგობრდნენ, ორ დღეში საოცრად გაიცნეს ერთმანეთი, მას შემდეგ ბარბარესთან ერთად გავიდოდნენ სადმე პარკში ორივე ძლერად ედგა მაშოს გვერდში. კაბის ასარჩევად სწორედ ანანო და ბარბარე ახლდა მაშოს, ერთი ეს აბედნიერებდა მაშოს ნამდვილი ადამიანების პოვნა ყველაზე მოკლე ხანში, მართალია არც ისე დიდი ხნის დაქალობა არ ჰქონიათ თუმცა მეჯვარეებადაც ისინი ჰყავდა ამორჩეული....
...
დადგა ქორწილის დიდი დღე, ყველა სამზადისში მყოფი ჩქარ-ჩქარა ემზადებოდა მაშოს ბებიის გარდა, ის სახლში იჯდა მარტო და ცდილობდა თავი მოეთოკა საშინლად გაბრაზებული იყო მაშოზე მისი დაუდევრობის გამო სრულად ვერც გაეგო რა ხდებოდა თუმცა არ აპირებდა მაშოს "ქორწილში" მისვლას არც უთქვამს, მაშოს არაფერი უთქვამს ურთიერთობაზე ბოლო წუთებში გაგებულმა ამბავმა ნაზი გააცოფა, როცა გაიგო რომ რატი არ უყვარდა, ამაზე უარესად ცოფდებოდა და როცა აანალიზებდა ცოლ-ქმრის ურთიერთობას გაგიჟებამდე მიდიოდა მაშოს ეს ყველაფერი იმ მამაკაცთან რომ უწევდა რომელიც არ უყვარდა, ყველაფერი არეული იყო ყველაფერი დასალაგებელი გახდა გაურკვეველი იყო ყველაფერი, მაშოს კი უწევდა გაეღიმა და თეთრ ლამაზ კაბაში ბედნიერის როლი მოერგო, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ხელის მოწერაც წარმატებით დასრულდა და ფიქტიური ქორწინების ჩუმი საბუთებიც წარმატებით გაკეთდა, მაშოს ერთი ბედნიერება ნამდვილად დახვდა მისი სურვილი ახდა თეთრი მოკაზმული ლამაზი ცხენით ჯვარდაუწერავი მეფე-დედოფალი ქუჩას ამშვენებდნენ, ირგვლივ სტვენა ყვირილი უამრავი კამერები და მათ შორის ჟურნალისტები რომლებიც ამ ყველაფერს აფიქსირებდნენ შორიდან რადგან ახლოს არ უშვებდნენ, დიდ დარბაზში განკუთვნილ ადგილას დიდ ხმაზე ჩართული ქორწილისთვის განკუთვნილი მელოდიით მიაცილეს სამეფო-სადედოფლო "ტახტზე" მხურვალე ტაში და მომღიმარი უამრავი ბედნიერი სახეებიც ჩანდა, სანათესაო კი ვერ არჩევდა რომელი ეთქვათ მეფე ჯობია თუ დედოფალიო საბოლოო მხრებს აიჩეჩავდნენ და მათ მომხიბვლელობას, ორივე ერთმანეთზე უკეთესები არიანო იტყოდნენ, თამადაც სიტყვით გამოვიდა, უამრავი მილოცვა წამოვიდა თავიდანაც მაშოს ღიმილი აეკრა სახეზე და ცდილობდა რეალური ყოფილიყო, ახლა მას ბებია უფრო ადარდებდა ბებიას ის ქცევა რომელსაც აკეთებდა და თეოდორე რომელიც აღარ ესაუბრებოდა, მუხლებში ჩაუვარდა მაშო ბებიას ეხვეწა მის წინ ღრიალით ტიროდა თუმცა არაფერი გამოვიდა ქორწილი თეოდორეს გარეშეც მიდიოდა რომელმაც თქვა რომ დაიგვიანებდა, სრულიად განადგურებული იყო მაშო...
ქეიფი დროსტარება გამუდმებით მუსიკები ეს ყველაფერი მაშოს ღლიდა როცა იცოდა რომ ყველაფერი ფუჭი იყო, უკვე მერამდენედ დგებოდა თამადა და უკვე მერამდენედ ამბობდა უკვე ცოლ-ქმარის სადღეგრძელოს, გადამღები ჯგუფი უფრო მეტი იყო მათ ქორწილში ვიდრე ხალხი მიუხედავად მათი უამრავობისა ვინაიდან ბევრი ისეთი იყო რომელიც არანაირ ნათესავურ კავშირს წარმოადგენდა, მერამდენედ გამოიყვანეს 'დედოფალი' საცეკვაოდ ამას ხომ 'მეფე' არ კადრულობდა და მოვიდა ის დრო როცა მაშოს ამღზრდელი ბებიის სადღეგრძელოს თქმა უნდა ეთქვათ მაშომ მაშინვე დალია მისი სასმლით სავსე ჭიქა და რატის უკვე ტუჩებთან მიტანილი ჭიქა ჩამოართვა მისი ჭიქაც გამოცალა და ნერვიულობისგან ჭიქაში ხელთავიდან ჩამოასხა სასმელი,
- შშშშშ, მაშო გეყოფა,
ეს ჭიქაც რომ უცებ დალია და კიდევ ახალი უნდა დაესხა უცებ გამოართვა რატიმ ბოთლი,
- დაწყნარდი მოვიფიქრებ რამეს,
გადაჩურჩულა და ჭიქა ადგილზე დააბრუნა,
- არაა არ გამოვა
- გამოვა მერწმუნე!
მაშოს დაბლა დაწეულ ხელს მოკიდა ხელი და მაშომაც მის ხელში ახლართა თითები, ნერვიულობისგან ძლიერად მოუჭირა და რატიმაც ჯერ მათ ხელს დახედა ღიმილით და შემდეგ მაშოს შეხედა რომელიც ნერვიულობისგან ცუდად იყო,
- მაშო ჩემო ლამაზოო, ყველაფერი კარგად იქნება,
გვერდზე მჯომმა გადაუჩურჩულა ანანომ და ბარბარემაც იმედიანად გაუღიმა,
- მისმინე ეცადე არ შეიმჩნიო ვიცი როგორ ცუდად ხარ გაუძელი ყველაფერი კარგად იქნება ხო იცი,
ბარბარემაც გადმოჩურჩულა და მაშოც უფრო გაფითრდა როცა თამადამ ნაზიზე გაგრძელებული საუბარი დასასრულს მიუახლოვა,
- ვაიმე,
ამოიგმინა და რატის ხელი უფრო მოუჭირა, თამადამ უკვე ომახიანად მოიხმო ნაზი, მაშომ თვალები დახუჭა,
- ღმერთო მიშველე,
ამოილაპარაკა და მხურვალე ტაშზე რატის არამარტო ხელი მოუჭირა არამედ ფრჩხილები ძლიერად ჩაარსო კანში....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent