სახიფათო ფანტაზია ( 5 )
- შენობის წინ ვიდექი, მოუთმენლად ვირწეოდი აქეთ-იქით და ნერვიულად ვისწორებდი ჩემი ახალი კაბის არც თუ ისე მცირედ მოღეღილ გულისპირს, ვნანობდი რომ ეს კაბა ჩავიცვი, თავს უხერხულად ვგრძნობდი არადა როცა დავინახე როგორ ეცვა მანეკენს, თხელი თეთრი ჰაეროვანი მატერიისგან შექმნილი საოცრება, თავი ვერ შევიკავე რომ არ მეყიდა, გამეღიმა როცა გამახსენდა როგორ გაუკვირდა ანას როცა მუხლს აცილებული და გულამოღებული კაბა ვიყიდე, თვითონაც მიკვირდა ჩემი ასეთი სითამამე, ასეთ კაბაში გამოწყობილი რომ დავენახე დათოს ან ლელას... ანა მართალი იყო, დათო დაიღუპა ლელას კი ჩემს ცხოვრებასთან არაფერი ესაქმებოდა, უფლება არ უნდა მიმეცა რომ ჩემს საქმეში ჩარეულიყო... დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი ნერვიულად გავუხახუნე ტროტუარზე დაგებულ ძველისძველ, გახუნებულ ფილას და მხარზე თავისუფლად გადმოგდებული ნაწნავი მაჯაზე დავიხვიე... - მარტო არ უნდა წამოვსულიყავი, -ჩავილაპარაკე და ყურადღებით შევათვალიერე ვიტრინის უკან მდებარე ჯერჯერობით მთლიანად ცარიელი ორსართულიანი ფართი რომელიც რამდენიმე ცალკეული განყოფილებისგან შედგებოდა, ვღელავდი, მოლაპარაკებების არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მოლაპარაკება კი არა ჩემი ქმრის და დედამთილის გადამკიდე კომპლექსებით ვიყავი სავსე, ნეტავ ვინ არის მეპატრონე, როგორია, ალბათ მოხუცი მდიდარი საქმოსანია, საინტერესო ის არის პირადად რატომ მოისურვა ჩემთან შეხვედრა... - მაპატიე დამაგვიანდა, -სასიამოვნო ხმა მომესმა ზურგს უკნიდან და შევბრუნდი, რატომღაც ფეხებიდან დავიწყე ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარის შეთვალიერება, სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, შავი ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი იდაყვებამდე აკეცილი სახელოებით და მკერდთან შეხსნილი სამი ღილით, ძლიერი მხრები, დაბალი კოხტად გაკრეჭილი წვერი, მსხვილი ვნებიანი ტუჩები, სწორი ცხვირი და თვალები... ღმერთო ჩემო თვალები... ჩემს წინ ჩემი მეზობელი, ჩემი ეროტიული სიზმრების და ოცნებების მთავარი გმირი იდგა, მიღიმოდა და შავი თვალები მხიარულად უციმციმებდა, გავშეშდი, სუნთქვა შემეკრა, პირი გამიშრა, ბაგეები ერთმანეთს დავაშორე მაგრამ ვერაფრით მოვახერხე ჰაერის ჩასუნთქვა, ერთდროულად შემიპყრო სირცხვილის და უზომო სურვილის გრძნობამ, სურვილის რომელიც დაუკითხავად შემომიძვრა სხეულში და ახლა ფეხის თითებიდან ნელ-ნელა მოცოცავდა ზემოთ, ბარძაყებს ამოუყვა, საცვალი დამისველა, მუცელში სასიამოვნოდ გაიელვა და მკერდთან შეჩერდა, მკერდმა რომ ვეღარ დაიტია ყელში მომაწვა და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სადაც იყო გავიგუდებოდი... - იმედია დიდხანს არ გალოდინე, -ისევ თვითონ ითავა საუბრის წამოწყება, -თბილი ხმა ჰქონდა, ოდნავ ხრინწგარეული, დარწმუნებული ვიყავი რომ მიცნო, არ ვიცი ვერ ამჩნევდა თუ ამჩნევდა და არ იმჩნევდა ჩემს დაბნეულობას მაგრამ შესაშურად მშვიდად გამოიყურებოდა, თითქოს თვითონ არ ყოფილიყოს ის არანორმალური სრულიად შიშველს ჭოგრიტით რომ მითვალთვალებდა, თუმცა მე ვისზე რა მაქვს სალაპარაკო... ინსტიქტურად გადავდგი უკან ნაბიჯი როცა ჩემსკენ წამოვიდა, შეჩერდა და გაკვირვების გამოსახატავად წარბი მაღლა ასწია თუმცა არ გამომპარვია როგორ გაეპარა მარჯვენა ტუჩის კუთხეში ღიმილი, აშკარა იყო რომ ერთობოდა, ჩემი ასეთ მდგომარეობაში ხილვა ართობდა და ახალისებდა, არა რა, ბედი მაქვსო მე უნდა ვთქვა, საიდან გამომეცხადა, რაღა მაინცდამაინც ეს ფართი მომეწონა, არასდროს წამითაც კი არ გამივლია თავში აზრად მასთან ახლო ურთიერთობა, მიუხედავად იმისა რომ მუდმივად მასზე ვფიქრობდი და მასზე ოცნებისას ვათავებდი, მისი ძლიერი სხეულის, ვნებიანი ტუჩების და გრძელი თითების წარმოდგენისას... ძალაუნებურად გამექცა თვალი მისი თითებისკენ და გაუცნობიერებლად დავისველე ენით ქვედა ტუჩი, თავი გვერდზე გადავწიე და მზერა მის უბეზე გადავიტანე, ისე ახლოს იყო, სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენა და შეხებას შევძლებდი, ნეტავ მართლა ისეთია თუ არა როგორსაც წარმოვიდგენდი, დიდი, მსხვილი, მაგარი... - მე... მე უნდა წავიდე, -საცოდავად ამოვიკნავლე როცა გავაცნობიერე შუა ქუჩაში რაზეც ვფიქრობდი, მისთვის არც შემიხედავს ისე შევაქციე ზურგი, დარწმუნებული ვარ ჩემი მზერა შეამჩნია და ახლა ორმაგად მრცხვენოდა, ნაბიჯი გადავდგი თუ არა მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. - მოიცადე, ასე სიტყვის უთქმელად წახვალ? -სულ ახლოდან ჩამესმა მისი ხმა, შევცბი, მხარი რომელზეც ხელი ედო ამეწვა, ფეხები ამიკანკალდა, უხერხული მოძრაობა გავაკეთე რომ მისკენ შევბრუნებულიყავი და მკერდზე შევასკდი, ჩანთა რომელიც ხელში მეკავა ტროტუარზე დაეცა, ჩავიმუხლე რომ ამეღო და მერეღა გავაცნობიერე ჩემი პოზა, ჩემთან ისე ახლოს იდგა ლამის უბეზე ვეხებოდი, ქვემოდან ავხედე სულთამხუთავივით თავზე წამომდგარს, ტუჩებგაპობილი მძიმედ სუნთქავდა, გაფართოებული თვალებით, ამღვრეული მზერით დამყურებდა ზემოდან... - ვისურვებდი ჩემს საძინებელში მენახე ასეთ პოზაში, თუმცა ჯერ საქმე, -ღიმილით გამომიწოდა ხელი, აშკარად ჩემზე ადრე მოვიდა გონს, მისი სიტყვების გამო რატომღაც არ გავბრაზებულვარ, ისედაც ხომ ვიცოდი რაც წარმოიდგინა, ხელი გავუწოდე და უფლება მივეცი წამოდგომაში დამხმარებოდა, გაბრუებული ვიყავი, ცალკე ჩემი ფანტაზიები მიღებდა ბოლოს და ცალკე მისი დამათრობელი სურნელი... - რას ელოდები? შემოსვლას არ აპირებ? -სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა და როგორც იქნა გამოვფხიზლდი, ღია კარში იდგა, მიყურებდა და ისე საოცრად და სულისშემკვრელად მიღიმოდა... მე ისევ ტროტუარზე ვიდექი გაშეშებული, ღმერთო ჩემო რა სირცხვილია, ნეტავ რამდენია ხანია რაც ასე ვდგავარ? თავი გადავაქნიე, მხრებში გავიმართე და მისკენ წავედი. - ნიკოლოზი მქვია, -მითხრა როცა შენობაში შევედით. - ჰანა, -მორცხვად ჩავილაპარაკე. ყველაფერი დეტალურად დამათვალიერებინა, ეს ადგილი ზუსტად ის იყო რაც მჭირდებოდა, აღფრთოვანებული ვიყავი და ემოციების გაკონტროლება მიჭირდა. - გატყობ რომ მოგეწონა, ძალიან მიხარია, -ღიმილით მითხრა, დაეჭვებულმა შევხედე, გულწრფელად მიღიმოდა, ის ნახევარი საათი რაც ფართის დათვალიერებისთვის დავჭირდა, ისე იქცეოდა არანაირი უხერხულობა არ მიგრძვნია, ფანტაზიებმა და სურვილებმა მეორე პლანზე გადაინაცვლეს და მთლიანად საქმეზე ფიქრით ამევსო გონება. - ყოველთვის ვოცნებობდი ისეთი კაფე მქონოდა სადაც ადამიანები მშვიდად და წყნარად შეძლებდნენ დროის გატარებას საყვარელი ცხოველების თანხლებით, წიგნს წაიკითხავენ, ყავას დალევენ, სასიამოვნო მუსიკას მოუსმენენ... -არც კი ვიცი რატომ მომინდა მისთვის გულის გადაშლა, უცნაური ვიღაც ჩანდა, არ ვიცი როგორ ახერხებდა რომ თავი ასე თავისუფლად მეგრძნო მასთან, შენობაში შემოსვლის შემდეგ არ უთქვამს და არ გაუკეთებია რამე ისეთი რაც თავს უხერხულად მაგრძნობინებდა... იდგა კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი და ყურადღებით მისმენდა... - ეს არც თუ ისე მომგებიანი იდეაა, -ისევ გამიღიმა. - ასე ფიქრობ? -შუბლი შემეჭმუხნა და მოვიღუშე. - ასე ვფიქრობ მაგრამ თუ გამოცდილი პარტნიორი გეყოლება სრულიად შესაძლებელია ეს არამომგებიანი იდეა მომგებიანად იქცეს. - რას გულისხმობ? - შენი აზრით? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, ძნელი იყო, ძალიან ძნელი იყო ასეთისთვის მეყურებინა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა თუმცა თვითონ შესაშურად მშვიდი იყო და მე კაცზე დახამებული ველურივით ვერ მოვიქცეოდი... - რაზე ფიქრობ ჰანა? - ჯობია არ იცოდე, -უგემურად გამეღიმა და მზერა ძველისძველი საღებავით დაფარულ შელახულ კედელზე გადავიტანე. - ვფიქრობ მოვა დრო როცა შენს გრძნობებზე, ფიქრებზე და ფანტაზიებზე ვისაუბრებთ, -შემპარავი ხმით დაიწყო, ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, მომიახლოვდა, დაჰიპნოზებულივით ვადევნებდი თვალს მის ყოველ მოძრაობას, ფრთხილად ასწია ხელი და ნაზად შემეხო ლოყაზე, ყელს ჩამოუყვა, მოშიშვლებულ მკერდზე გადამატარა თითები და ჩემი ნაწნავი მოიქცია ხელში, მსუბუქად დამქაჩა, თვალები თავისთავად მიმელულა და თავი გვერდზე გადავხარე როცა მხარზე მისი ცხელი სუნთქვა და მერე ტუჩების შეხება ვიგრძენი, ნაზი მსუბუქი კოცნებით მოიწევდა ზემოთ, ლოყით ლოყაზე შემეხო, გული ამოვარდნაზე მქონდა, მინდოდა მოვშორებოდი, სადმე შორს გავქცეულიყავი თორემ ასეთ დაძაბულობას ვეღარ გავუძლებდი... - ვფიქრობ მოვა დრო როცა მე და შენ ერთად ავახდენთ შენს ოცნებებს და რეალობად ვაქცევთ შენს ფანტაზიებს, რომ წარმოგიდგენ ჩემს საძინებელში, ჩემს საწოლზე სრულიად შიშველს... - შენც წარმოიდგინე არა? -ჩაეცინა როცა ძლივსგასაგონი კვნესა დასცდა ჩემს ბაგეებს, -მიდი ცოტა უფრო თამამად, იფიქრე იმაზე თუ როგორ გეფერები, თითებში ვიქცევ შენს მკერდს, მსუბუქად გიჭერ, გამაგრებულ ძუძუსთავებს გისრეს, მერე თითებს ტუჩებით ვანაცვლებ, ხელი კი ნელ-ნელა მიცურავს ქვემოთ, ფეხებსშორის... მისი თბილი ხმა და მხურვალე სუნთქვა დამდნარი ლითონივით იღვრებოდა ჩემში, მთელი სხეული მიხურდა, საკუთარ თავზე მთლიანად დავკარგე კონტროლი... - რა... რა ჯანდაბას აკეთებ, -ძლივს ამოვილუღლუღე სურვილისგან აცახცახებულმა... - ვცდილობ გავიგო სად გადის შენი საზღვრები, -ღიმილნარევი ხმით მითხრა, ძლივს შევძელი თვალების გახელა, თვითკმაყოფილი , ისეთი სახით მიყურებდა აშკარა იყო უდიდეს სიამოვნებას იღებდა იმით რომ ჩემზე ასე მოქმედებდა. - მერე? რა დაადგინე? -გაჭირვებით შევძელი მისი ხელების მოშორება და ბარბაცით დავიხიე უკან, ერთხანს უძრავად იდგა და დაკვირვებით, გამომცდელი მზერით მიყურებდა, მერე ისევ გაეღიმა. - ამაზე მერე ვისაუბროთ, ჯერ საქმე, -გამომიცხადა, კარი გააღო და თავაზიანად გადგა გვერდზე რომ გავეტარებინე. მიმტანმა წინ სურნელოვანი ყავით სავსე ფინჯანი რომ დამიდო და მაცოცხლებელმა არომატმა რომ შემიღიტინა ნესტოებში მაშინღა მოვედი გონს, იქაურობა მოვათვალიერე, პატარა მყუდრო კაფეში ვიყავით, ჩემს წინ იჯდა, ყავას მიირთმევდა და მზერას არ მაშორებდა, დამეფიცება რომ არ მახსოვდა აქ როგორ მოვხვდი, ისიც არ მახსოვს რატომ ან როგორ დავთანხმდი რომ ერთად დაგველია ყავა, რა ხდებოდა? რა ჯანდაბას მიკეთებდა? ასე როგორ მოქმედებდა ჩემზე? - დალიე აქ საუკეთესო ყავას ამზადებენ, -ფინჯანზე მიმითითა, ავტომატურად ავიღე და მოვსვი, მართლაც გემრიელი იყო. - აქ რატომ ვართ? -როგორც იქნა გავბედე კითხვა. - ხომ შევთანხმდით რომ საქმეზე უნდა გვესაუბრა, -გაიკვირვა. - ჰოო? -დავეჭვდი მაგრამ რა უნდა მექნა. - მესმის დაბნეული ხარ, მაგრამ შემიძლია თავიდან აგიხსნა ყველაფერი, -ჭიქა გვერდზე გადადო მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და თითები ერთმანეთზე გადააჭდო, -მინდა შენი პარტნიორი გავხდე ჰანა, მინდა რომ ერთად გავაკეთოთ კაფე და ერთად ვმართოთ. - ამაზე არ მიფიქრია, -უხერხულად ავიჩეჩე მხრები. - ვიცი რომ არ გიფიქრია მაგრამ იმედი მაქვს რომ ახლა დაფიქრდები, პარტნიორობას გთავაზობ, მე და შენ ჰანა, მხოლოდ მე და შენ... ყველანაირად დაგეხმარები... - კი მაგრამ რატომ? -საუბარი შევაწყვეტინე, -რატომ გინდა რომ დამეხმარო? ჩემს გარეშეც სრულიად თავისუფლად შეგიძლია გაკეთება, ფართი შენია, ფულიც საკმარისად გაქვს... - მაგრამ იდეა შენ გეკუთვნის, -გამიღიმა და თავისუფლად მიეყრდნო საზურგეს, ის ადგილი დიდი ხანია თავისუფალია და თავში აზრად არ მომსვლია ასეთი რამის გაკეთება. - თვითონვე თქვი რომ წამგებიანი იდეაა. - ისიც ვთქვი რომ გამოცდილ პარტნიორთან ერთად მომგებიან იდეად იქცევა, ვიცი რასაც ფიქრობ, მინდა იცოდე რომ არანაირი ცუდი ჩანაფიქრი არ მაქვს შენთან მიმართებაში... - ეს უნდა დავიჯერო? -ირონიულად გამეცინა როცა გამახსენდა რა დღეში ჩამაგდო ცოტა ხნის წინ. - უნდა დაიჯერო ჰანა, მართლა დიდი სურვილი მაქვს რომ შენთან ერთად ვიმუშაო, არანაირი გამოცდილება არ გაქვს, სამაგიეროდ იდეების საბადო ხარ... - საიდან იცი? - იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე წარმოგიდგენია. - მანიაკი ხარ? -თავისთავად წამომცდა, ენას კბილი დავაჭირე თუმცა უკვე გვიან იყო. - ჰო, მანიაკი ვარ რომელიც საშინლად სექსუალურ მეზობელს ჭოგრიტით უთვალთვალებს, თუმცა თუ ასე ვიფიქრებთ შენც მანიაკი გამოდიხარ, ასე არ არის ჰანა? - ჯანდაბა, რატომ მახსენებ? -აწითლებული სახე ხელებში ჩავრგე. - აბა, რას იტყვი თანახმა ხარ? -არ მეშვებოდა. - თანახმა ვარ ოღონდ ერთი პირობა მაქვს, იმ... იმ რაღაცეებს აღარასოდეს გამახსენებ. - რას გულისხმობ? ააა იმას ხომ არა, აივანზე რომ იწექი ნახევრად შიშველი, სხვათაშორის უნდა გითხრა რომ ლამაზი მკერდი გაქვს, ფეხები კი... - გეყოფა, თუ ასე აპირებ გაგრძელებას წავალ, -კბილებში გამოვცერი უკვე სერიოზულად გაბრაზებულმა და ასადგომად წამოვიწიე, მაშინვე შეეცვალა სახე, წამში დასერიოზულდა, ალბათ მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, ხელები აწია დანებების ნიშნად, -შევთანხმდით. - - სახლამდე ისე მიმიყვანა ხმა არ ამოუღია, დაძაბული მართავდა საჭეს, მე კი მის ძლიერ მკლავებს და ფრძელ თითებს თვალს ვერ ვაშორებდი. - მოვედით, -დაამუხრუჭა და თავით მანიშნა სახლზე, ჭიშკართან ანა იდგა და გიოს და ზუკას ესაუბრებოდა, ნიკოლოზსს დავემშვიდობე და გადავედი, ჭიშკარს მივუახლოვდი თუ არა მინა ჩამოწია და დამიძახა. - ზეგ დილით დაგირეკავ და მზად დამხვდი. - ზეგ დილით რა ხდება? -გაკვირვებულმა ვკითხე. - უკვე დაგავიწყდა, საქმეს ვიწყებთ, ფართი გასარემონტებელია. - ჰოდა დავიქირაოთ მუშები. - სულაც არა, ყველაფერს მე და შენ გავაკეთებთ, შეწინააღმდეგება არ გაბედო, ღიმილით დამიქნია თითი და ისე რომ არაფრის თქმა აღარ მაცადა ავტომობილი დაძრა და სულ მალე ჩვენი თვალთახედვიდან დაიკარგა. - აბა როგორ ჩაიარა შეხვედრამ? -ანას ერთი სული ჰქონდა სანამ ყველაფერს მოვუყვებოდი. - ნორმალურად. - ის ტიპი ვინ იყო? - ფართის მეპატრონე. - ოჰო, სიმპათიურია, თანაც მომეჩვენა თუ გითხრა რომ იქაურობა ერთად უნდა გაარემონტოთ. - არ მოგეჩვენა, მგონი ცოტა ვერ არის, ჯერ იყო და პარტნიორობა შემომთავაზა ახლა კიდევ უნდა რომ კედლები შემაღებინოს. - შეიძლება მოეწონე და მიტომ იქცევა ასე, -ეშმაკურად ამიხამხამა თვალები, ბიჭები ერთხანს უხმოდ უსმენდნენ ჩვენს დიალოგს. - რა გჭირს? დაღლილი სახე გაქვს, -გიომ მხარზე მომხვია ხელი და მეორე ხელით შუბლზე თმა შემისწორა, უხერხულად შევიშმუშნე, მაშინვე მიხვდა და მომშორდა. - მართლა ძალიან დავიღალე, -დავიწუწუნე. - წუწუნი არ გიშველის, -გამომიცხადა ანამ, წამოდი შევიდეთ, წყალი გადაივლე, გამოიცვალე და დავლიოთ რამე, შენმა მამათილმა ტყუილად ხომ არ დაგიტოვა სასმელების კოლექცია. - ჰო, სულ მე დამიტოვა, -ჩავიფხუკუნე და კარი შევაღე, -იცოდე ვასოს კოლექციას თუ ხელს ახლებ, ლელა ორივეს დაგვხოცავს. - კარგი ერთი, ვის ადარდებს რას იტყვის ლელა, -ხელი უდარდელად აიქნია ანამ, წყალი გადავივლე, გამოვიცვალე და მისაღებში ჩამოვედი, უკვე ყველაფერი გამზადებული დამხვდა, მაგიდა საჭმლით და სასმლით იყო სავსე. - დალევ? გიომ სასმლით სავსე ჭიქა გამომიწოდა და თავის გვერდით მიმითითა დაჯექიო, ჭიქა გამოვართვი და დავცალე, გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. - რას აკეთებ? ჯერ გეჭამა რამე, ასე თუ გააგრძელებ დათვრები. - ჰოდა მეც ეს მინდა, -მხოლოდ ჩემთვის გასაგონად ჩავილაპარაკე, იქნებ მთვრალს მაინც შემეწყვიტა ნიკოლოზზე ფიქრი, გიოს მივუჯექი გვერდით, მისაღები მოვათვალიერე. - ანა და ზუკა სად არიან? - მწვადს წვავენ, მოვლენ მალე. - მისმინე, რაღაც მინდა გითხრა, მინდა თავიდანვე გავარკვიოთ ყველაფერი... - არ გინდა ჰანა, -ხელის აწევით შემაწყვეტინა, სევდიანად გაიღიმა, -მივხვდი რაც უნდა მითხრა და გასაგებია, არ გიზიდავ და ჩემთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა თუ წარმოგიდგენია, ასე ადვილად არ დავნებდებოდი შენგან სულ ცოტაოდენი მუხტი მაინც რომ მეგრძნო... - მადლობა. - რისთვის? - იმისთვის რომ ასე უთქმელად გამიგე. - რეალისტი ვარ, -ხელები გაშალა და თეატრალურად დამიკრა თავი. როგორც იქნა ნინი და ზუკაც შემოგვიერთდნენ, ცოტა ხანში ოთხივე ისეთ დღეში ვიყავით საერთოდ აღარ მახსოვდა აღარც ნიკოლოზი, აღარც ლელა და აღარც ბატონი ვასოს სასმელების განადგურებული კოლექცია. - წამოდი ვიცეკვოთ, -ზუკამ ხელი ჩამავლო ფეხზე ამაყენა და ძალით გამათრია ოთახის შუაგულში. - მუსიკა რომ არ არის? -პირში ენას ძლივს ვატრიალებდი. - მუსიკა, -იღრიალა ზუკამ, ანამაც მაშინვე ჩართო და ის და გიოც ადგნენ, თავდავიწყებით ვცეკვავდი და არავინ და არაფერი აღარ მახსოვდა, გამიკვირდა უცბად რომ ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე თუმცა მაინც ვარხევდი სხეულს და თვალის გახელას არ ვჩქარობდი. - აქ რა ხდება? -ლელას კივილი რომ მომესმა დაფეთებულმა ვჭყიტე თვალები, ღია კარში იდგა, მაღალქულიან ფეხსაცმელში და მისი ასაკისთვის შეუფერებლად მოკლე ვიწრო კაბაში გამოწყობილი, ხელში ფართოფარფლებიანი ქუდი ეჭირა და თვალები ჯოჯოხეთურად უელავდა, მისკენ გავიშვირე საჩვენებელი თითი და სიცილი ამიტყდა. - ასეთი რა დავლიეთ უკვე რაღაცეები მეჩვენება, -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვთქვი, უკან გადავქანდი და სანამ იატაკს ზურგით შევეხებოდი მანამდე გავითიშე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.