სიკვდილი აღმოსავლეთში (თავი 3)
მას შემდეგ რა ცმხედველობა დამიქვეითდა სრული დეპრესია დამეწყო.. მართალია ვერ ვხედავდი გარშემომყოფების სიბრალურს, მაგრამ ვგრძნობდი და ეს მაგიჟებდა. ზოგჯერ დილით გამოღვიძებულს ისევ სიბნელე, რომ მხვდებოდა გულის არეში ტკივილი მიმძაფრდებოდა და ერთ დღეს, როგორც მივხვდი, საავადმყოფოში გავიღვიძე. სხვათაშორის სულაც არ არის კარგი გრძნობა. - თქვენ როგორ არ გესმით?! ის ჩემი შვილიაა, ჩემი! - მესმოდა მამაჩემის ჩუმი და დაძაბული ხმა, თვალები დახუჭული მქონდა და ამიტომაც ვერ იგებდნენ მესმოდა თუ არა მათი - როგორ შეგიძლიათ მითხრათ, რომ მას მიოკარდიუმის ინფაქტი ჰქონდა?! - მესმის, რომ ის თქვი შვილია, მაგრამ იქნებ მეც გამიგოთ? ვიცი, რომ მასზე ნერვიულობთ და ეს გასაგებია, მაგრამ გულისშეტევა ხშირად დაფარულია, განსაკუთრებით ქალებში. ქალისა და მამაკაცის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად გადმოსცემსნ ამას.... - კარგი, კარგი... მაგრამ რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ის სულ რაღაც 17 წლის არის?! თან ბრმა, ვერ ხედავს, ის ხომ, ის ხომ.... - მამა - ძლივს გადავყლაპე ნერწყვი და მამაჩემს დავუძახე იმ ფაქტით გაოგნებულმა, რომ გულის შეტევა გადავიტანე - რა ხდება? რა ინფაქტზე საუბრობთ? - შვილო, ჩემო პატარა, საცოდაო შვილო - მესმოდა მისი გულისწამღები ქვითინი და უკვე მობეზრებულმა გადავატრიალე თავი. დავიღალე იმ ფაქტით, რომ ბრმა ვარ, დავიღალე, რომ ყველასთვის საცოდავი, პატარა, მუსუსი არსება ვარ. - უკაცრავად, მესმის, რომ ახლა თქვენს შვილთან ერთად გინდათ ყოფნა, მაგრამ თუ შეიძლება პალატიდან გაბრძანდით, უნდა გავსინჯო.. როგორც კი მამაჩემი ოთახიდან გავიდა ამოვისუნთქე და თავი გადმოვატრიალე. - გისმენთ. - ლილეტ, დარწმუნებული ვარ არ გაგიკვირდა ის ფაქტი, რომ გულის მიკრო ინფაქტი გადაიტანე, რადგან ტომოგრაფიამ და სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ... - დიახ, დიახ, ვიცი. აქამდეც მქონდა ტკივილები, მაგრამ გულთან არა. მხოლოდ მთელს ორგანიზმში, გარდა გულისა. - დიახ, დარწმუნებული ვარ ფილმებში ხშირად გინახავს - და ჩაახველა, მიხვდა, რომ ბრმას ესაუბრებოდა - უფროსწორედ, მოკლედ, დარწმუნებული ვარ იცი, რომ როდესაც ადამიანის ორგანიზმი ინფაქტს განიცდის გულის არეში აქვს ტკივილი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ქალებში სხვვაგვარად ხდება. შენმა ნერვულმა ბოლოებმა, როგორც კი ტკივილი აღიქვა, ტვინმა არა გულის, არამედ სხეულის სხვა ნაწილებში გადაამისამართა ტკივილები. მოდი ახლა ექთანი ხელახლა აგიღებს სისხლის ანალიზს და შემდეგ უკვე ვისაუბროთ რით შემიძლია შენი დახმარება. - და თქვენ გგონიათ დამეხმარებით?! - ეს რიტოიკული შეკითხვა უფრო იყო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ის ჩასწვდა ამას. მთავარ დარბაზში ისხდნენ გამომძიებლები და ცდილობდნენ ყველაფერი დაელაგებინათ. დავითი ცდილობდა ყურადღება ერთი რომელიმე ფაქტისთვის გაემახილებინა, მაგრამ რაღაც აკავებდა.... - კარგი, მოდით დავიწყოთ. გიორგი, გისმენთ. - ბატონო დავით, პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ ჯერ შედეგები შემდგომ ამისა ჩემი პირადი დასკვნები და გეგმა... - გისმენ. - უპირველეს ყოვლისა, პირველი დაზარალებული ოჯახი რაღაცმხრივ უცნაურები იყვნენ, მაგრამ მსხვერპლის ცოლს არაფერი არ შეუნიშნავს, გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი ამ ბოლო დროს სულ დაღონებული იყო და ტელეფონს დასცქეროდა. ჩემი აზრით, ჯერ-ჯერობით მათზე იერიში და ეს ყოველდღიური დაკვირვებები შევწყვიტოთ, რადგან ცოლმა, რომ რამე იცოდეს ისეა დაზაფრული ვერაფერს ვერ იტყვის. - გასაგებია. მესხი და არველაძე, რა გვაქვს? - პირველი მსხვერპლი 33 წლის ქალბატონი იყო, ბალეტის მასწავლებელი- დაიწყო მესხმა - გვამის ხელმეორედ გაკვეთამ ერთი რამ აჩვენა, რამაც დაგვაეჭვა - პირველად მონაცემებში ჩანდა, რომ როცა პოლიცია ადგილზე მივიდა 30 წუთის მკვდარი იყო, მაგრამ ხელმეორედ გაჭრამ და სხეულზე გარეგნულმა დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ ორგანიზმს ჩალურჯებები ჰქონდა ზურგისა და კეფის არეში, ამასთანავე ზურგის ტვინთან ახლოს პატარა ნემსის კვალი აღენიშნებოდა.. - მოიცა, თუკი მეორადი დაკვირვების შემდეგ, როცა ორგანზმის უკვე ხრწნის პროცესშია ეს ვერ შეამჩნიეს, მაშინ ხელმეორედ დაკვირვების შემდეგ როგორღა აღმოაჩინეთ? - პირველადი გამოკვლევის შემდეგ - მყარი და ნაზი ხმით გაარგძელა თინათინმა და თან დავითს თვალებში უყურებდა - იფიქრეს, რომ ეს იყო იმ ქიმიოთერაპიის ბრალი, რომელსაც მსხვერპლი გადიოდა, მაგრამ ხელმეორედ დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ეს ახალი იყო, ანუ ზუსტად მკვლელობის დღეს უნდა ჰქონდა, გადავამოწმეთ და მაგ დღეს ქიმიოთერაპია არ ჰქონია დანიშნული. - მოიცა, მოიცა. ერთი წუთით. ვინ თქვით, ვინ იყო პირველი მსხვერპლი? - ბალეტის მასწავლებელი - ჯანდაბა, მესამე მსხვერპლიც ბალეტის მასწავლებელი იყო. მაგრამ პირველი ოჯახი აბაშიძეები იყვნენ, იქ კიდევ მხოლოდ ორი მსხვერპლია - მამა და შვილი. - არა, არა, რაღაც შეცდომაა, დავით. იქ მესამე ქალიც იყო, ზუსტად იგივე იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, და 100 მეტრში იპოვეს. - რა? და ამას მე ახლა უნდა ვიგებდე?! სასწრაფოდ, ამაღლობელი ისევ პირველ დაზარალებულ ოჯახში მიხვალ და თან ქალის ფოტოსურათს წაიღებ, გაარკვიე ყველაფერი რის გარკვევასაც შეძლებ. მესხი, შენ არქივში წადი და მომიძებნე საქმე 7896 - ლილეტ ბერიძის მკვლელობა! თინათინ, შენ ოფისში დარჩები და ყველანაირ ინფორმაციას მოიძევ საბალეტო სკოლა „ბალეტი მომავლისა“. ნინიძე შენ მე მომყვები. უნდა გავარკვიოთ რა ჯანდაბა ხდება აქ! ზოგჯერ ისე ხდება, რომ ემოციების ზღვა დაგვატყდება თავს და იმდენად ამოუცნობია ეს გრძნობა, რომ ხშირად უარყოფით ემოციებს იწვევს ჩვენში. გადამეტებული არაფერი ვარგა, არც სიხარული, არც მოწყენილობა. ბედნიერება-უბედურებაც ზომერი უნდა იყოს, რომ სამყაროში ის დაბალანსდეს, რაც ჩვენ ცხოვრებას ვასწავლის. ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება უდარდელობა, სილაღე უფრო მეტია ვიდრე, მისი ანტონიმის შემცვლელი მოქმედებები, მაგრამ ზოგი ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი პირიქითაა. ადამიანები საკუთარი სიტყვებითა და ქმედებებით იკვლევენ გზას, რომელიც მათი გასავლელია და ზოგის იმდენად ცუდი გაწმენდილია, რომ უკან მოხედვისას სულ გაუვლელის გზას ჰგავს. ცხოვრება ბავშვთა სახლში არც თუ ისე ადვილია, მიუხედავად იმისა გარემო კარგი იქნება თუ ცუდი, ვინაიდან ბავში დანაკლისს მაინც გრძობს. იმისთვის, რომ ადამიანი პიროვნებად ჩამოყალიბდეს გარემო პირობები უნდა უწყობდეს ხელს, ბუნება, ადამიანები, გენებიც უმთავრესია. ზოგიერთი ადამიანი ბუნებით საოცარია, მაგრამ გარემოს გამო მისი შესაძლებლობები იკეტება. ბევრი, რომ არ გავაგრძელო ჩემი დღევანდელი ემოციები მთლიანად დავით გოგიტიძეს მინდა დავუთმო. დათა ბავშვობიდან უიღბლოთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რადგან ღმერთმა, თუ ბედმა ის საჩუქარი წაართვა, რომელსაც მშობლები ეწოდება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს ღმერთის კი არა იმ ადამიანების ბრალია, რომლებმაც ის მიატოვეს. ჩვეულებრივ ბავშვთა სახლში არ იზრდებოდა, არც საჭმელი იყო თბილი და გემრიელი, არც საწოლები ჰქონდათ ფუმფულა და დაუთოებულ გადასაფარებლიანი, მაგრამ პატარა დათუნას ეს სულაც არ ადარდებდა. ბავშვობიდან მოყოლებული, ყველაფრისდა მიუხედავად, სამყაროს ისე ხედავდა, როგორც სხვა, ბედნიერი ბავშვები. ბევრჯერ დაუსჯიათ ისე, რომ თვეების განმავლობაში წყლულები ეტყობოდა სხეულზე, ერთ-ერთი ასეთი მოგონება იმდენად ღრმად დაილექა მის გონებაში, რომ დღემდე მთელი სიმძაფრით გრძნობს. 1987 წლის 12 მაისი იყო, გარეთ მზე ისე აცხუნებდა, თითქოს აგვისტოს შუა რიცხვები იყო, არადა წვიმა იყო გამოცხადებული. დათა ბავშვებთან ერთად მინგრეულ ეზოში დაჭერობანას თამაშობდა და თან მთელი გულით იცინოდა. ისე კისკისებდა, როგორც პატარა ბავშვი ყელში კოცნისას, თავი უკან გადაგდებული ჰქონდა, კულულა თმები შუბლზე ჩამოჰყროდა და ლოყები ისე აღაჟღაჟებოდა, თითქოს წითელი პომადით მოუთხვარეს სახეო. სიცილისას თვალები ეჭუტებოდა და მისი ცისფერი სფეროები ლურჯდებოდა, ასეთი ბავშვი იყო პატარა დათუნა, ლაღი და უდარდელი. უცებ დაქუხა, ცა ისე ჩაბნელდა ვერც კი მიხვდებოდი, რომ დღის ორი საათი იყო. მუქ ცაზე ელვა ისე გრუხუნით გავარდა, თითქოს არე-მარეს მის გამოჩენას ატყობინებდა, ამ სირბილში დათამ თავი ვერ შეიკავა, დაეცა და ხელში წყლით სავსე ჭიქა შემთხვევით მის აღმზრდელს შეესხა. შეშინებული თვალებით შეხედა პატარამ და თითქოს წინასწარ უკვე იცოდა რა ელოდა წინ... - პატარა მათხოვარო! როგორ ბედავ ჯერ ასე უაზროდ სიცილსა და სირბილს და მერე წყლის შემოსხმას, შენი თავი ვინ გგონია?! - სასწრაფოდ დაავლო ყურში ხელი და ოთახში შეათრია. კედელთან ჩაცურებული დათუნა მხოლოდ ბურტყუნებდა - მმმმმ... მე... მაპატიეთ.... მეეე.... მე სეცდომით მომივიდა... მე ალ მიდოდა.. თქვენ ქომ იცით ლომ მე ამას არ გავაკეთებდი.... - მართალია უკვე 4 წლის იყოს დათა, მაგრამ საუბარი მაინც უჭირდა, განა ვინ ჰყავდა ირგვლივ საუბარი, რომ ესწავლებინა?! - სულ არ მაინტერესებს შენ რა გინდოდა და რა არა! პატარა ლაწირაკი ხარ და ვერ სწავლობ ჭკუას! არ იცი რა უნდა გააკეთო და რა არა! შენნაირების ბრალია ასე, რომ ვართ! - ყვიროდა აღმზრდელი და თან კედელთან მიყუდებულ ჯოხს იღებდა. დათუნას თვალებში ცრემლები აკიაფდა. მხოლოდ ის დაინახა როგორ მოიქნიეს მის მხარეს ჯოხი და მერე ტკივილს გრძნობდა. - გთხოვთ... გემუდალებით.... მე....მმმ.... - ნუ ლუღლუღებ პატარა ნაშიერო! ბედავ და ენას მიბრუნებ კიდეც?! ცემაც დამიკლია შენთვის და ტყეპაც! ნაგავი ბავშვი ხარ! ამის შემდეგ ჭკუას ისწავლი! როგორც კი ახალგაზრდა ქალი ოთახიდან გავიდა იმ წამსვე მოხუცი ძიძა შემოვიდა, ბავშვის გადატყველფილი ზურგი და გახეთქილი ლოყა, რომ დაინახა გულზე მოიჭირა ხელი და აქვითინდა. ამ დროს რას გრძნობდა დათუნა გოგიტიძე? ტკივილს... ოხვრასაც კი ვერ ბედავდა იმის შიშით, რომ არ შემოსულიყო ისევ აღმზრდელი და არ ეცემა ის. ასეთია ცხოვრება, ზოგჯერ მთელი ცხოვრება სჭირდებათ იმისთვის, რომ არსებობა ისწავლონ, ზოგჯერ ოთხი წლის ასაკში უწევთ ცხოვრების შესწავლა. ასე იყო დათა გოგიტიძე, იმ დღის შემდეგ მისი ლაღი კისკისი, მომაკვდინებელი ცისფერი, არა ზღვისფერი თვალები და აწითლებული ლოყები არავის არ უნახავს. ისე ჩაყლაპა ცხოვრებამ დათუნა, როგორც ზღვა შთანთქავს ადამიანის სხეულს. ისე ჩაყლაპა ტკივილმა დათა გოგიტიძე, როგორც ბუხარში შეგდებული შეშა ცეცხლმა. მაშინ დამთავრდა ცხოვრება ოთხი წლის დათუნასთის და დაიწყო ბრძლა არსებობისთვის. თავი მერვე გამომძიებელი გაბრაზებული დააბიჯებდა კაბინეტში და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს სადაცაა ყურებიდან ბოლს გამოუშვებსო. რა საერთო ჰქონდა 18 წლის ლილეტის მკვლელობებსა და ამ მოვლელობას?! ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა და თანდათან ბურუსით მოცული საქმე უფრო მუქდებოდა. კაბინეტში ჩქარი ნაბიჯებით შემოსული გამომძიებელი დათოს დამფრთხალი სახით უყურებს და უცებ თვალები მარიამისმენ გაურბის, ხედავს როგორი მოღუშული შესცქერის მას და თითქოს ყველაფერს აკავშირებს. - ბატონო დავით, ყველაფერი აქ არის, დაწყებული ავარიიდან დამთავრებული საქმის დახურვამდე, ასევე ლილეტის ჩანაწერებიც დევს მანდ, საკმაოდ ბევრია. - ყველაფერს უნდა გადავდხედოთ, თითოეული დეტალი გულისყურით უნდა შევამოწმოთ, ეჭვი მაქვს რაღაც გამორჩათ - ნაიარევზე დაძარღვულ ხელს ისვამს და ისიც მარიამს უყურებს, გოგონა უცებ არიდეს თავს, თითქოს დანაშუალში გამოიჭირესო, ყავას აბარებს მდივანს და მრგვალ მაგისდასთან ჯდება. მრგვალი მაგიდა ყველას თანასწორს ხდის. შორიდან შეხედვით თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ იქ მსხდომნი ერთ ფიქრს მისცემოდა, შეიძლება „ის“ ერთი სხვა რამეზეც ფიქრობდა. ........................ რამდენი რამის მთქმელია ადამიანის სხეული. თითოეული რეფლექსი თუ გააზრებული მოქმედება პიროვნების ხასიათზე მეტყველებს, მაგრამ სხეულის ნაწილთაგან მთავარი თვალებია. სულის სარკე, რომელიც ადამიანს აჩვენებს მის ხასიათს, ქმედებას და პიროვნების ზრდადობას ყველას აფიქრებს, ზოგს კიდე აშინებს. ყიველთვის ვგრძნობდი, რომ ის რაც ხალხს აშინებდა მე ბედნიერებას მანიჭებდა. რამე ცუდის დროს სხვა თუ კანკალებდა მე ჩვეულებრივად ვიდექი და ზოგჯერ ყურადღებასაც კი არ ვაქცევდი. რაც დრო გადიოდა ავარიიდან ჩემი გული მით უფრო მუქდებოდა და სული იყინრბოდა. ოთახის ფანჯრიდან მესმის ბავშვების ხმები და და გული ბოღმით მევსება. რატომ მე? მე არ ვიმსახურებდი! მე არა! ყოველთვის ვუმეორებ საკუთარ თავს ამ სიტყვებს, მაგრამ ფაქტი ერთია - ეს მე დამემართა და არა სხვას. ..................... - ბატონო დავით - ფრთხილად შეხედა მაგიდაზე ხელებდაყრდნობილ გამომძიებელს გიორგიმ, თითქოს რამეს აპარებსო - ერთი ფაქტია, ამ ნაწერებში ლილეტი ბრმაა, როგორც ვიცი, უკვე გადავამაწმე, ლილეტს კურსებზე არ უვლია, რომლითაც ისწავლიდა წერას, როგორც ბრმა, ანუ არის ერთი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს წერს, ანუ ლილეტი ენდობოდა ვიღაცას ისე, რომ ყველაფერს უყვებოდა რაც გულში ჰქონდა განიცდიდა და სხვა. - გეთანხმები, გიორგი. სხვა ჩანაწერებს გადავხედე, პოლიციის ოქმებს და აქ არავინ არ არის ნახსენები, ლილეტის დამხმარე, ან მეგობარი. - დიახ - საუბარში ჩაერთო მარიამი - პოლიციის ოქმში, რომელშიც მისი მშობლების დაკითხვაა მოცემული, აღნიშნულია, რომ ლილეტმა უარი განაცხადა დამხმარეზე, მეგობრებიც არ ჰყავდა, როგორც ამბობენ. ისმის კითხვა, მაშინ ვინ წერს ამ ყველაფერს?! - სასწრაფო ცნობები მჭირდება იმ ექიმების შესახებ, რომლებიც მას მკურნალობდნენ, განსაკუთრებით ფსიქოლოგებისა და თერაპევტების, როგორც ბიოგრაფია, ასევე საუბარი მათთან. ახლავე მოვძებნოთ პოლიციის ჩანაწერები, იქნება რამე. - არაფერია, საერთოდ არაფერი. - რა ჯანდაბაა?! - გაბრაზებული დააბოტებდა დავით გოგიტიძე და უკვე ხვდებოდა. უკვე იცოდა რაც მოხდა....... თავი მეცხრე წვიმდა. ქუხდა და ცა დედამიწას საფარველს აცლიდა. ჩაბნელებულ ქუცებში ქალის მოხრილი სხეული მძიმედ მიაბიჯებდა და შორიდან ისე ჩანდა თითქოს ზურგით მძმე ლოდს ატარებდა. სასაფლაოებს შორის მიაბიჯებდა ქალის ლანდი და წვიმისგან დასველებულ სახეს ცრემლებიც შეერთებოდა. სანამ ახალგაზრდა გოგონას საფლავამდე მიაღწევდა თითქოს ღაწვებზე ჩამოგორებული სითხეც კი შეშრა, მაგრამ როგორც კი ქვაზე გამოსახულ გოგონას შეხედე იმ წამსვე აუცრემლიანდა ის ორგანო, რომელიც უკვე განსვენებულს აკლდა. „ლილეტ ბერიძე. ცუდი მეგობარი. ბრმა ადამიანი. და უფრო ცუდი შვილი.“ ასეთი წარწერა იყო გამოსახული საფლავის ქვაზე, რომელიც ლილეტის თხოვნით დააწერეს, თითქოს გრძნობდა, რომ მალე მოკვდბეოდა და ერთ საღამოს მის მშობლებს თხოვნით მიმართა, ასე მსურს და ვიცი ასე იზამთო. სველ, უკვე ატალახებულ მიწაზე მწოლიარე ლანდი მოთქვამდა ხმამაღლა თითქოს პირველა იყო იქ, არადა ყოველდღე მოდიოდა და ეფერებოდა, სთხოვდა დაბრუნებას, იფიცებოდა, რომ შურს იძიებდა. ვინ იყო ლანდი? ის თვალები იყო ლილეტის. ყურები თვალების და სული ადამიანის. მრავალფეროვანი ტანისამოსი თითქოს არამგლოვიარეს ხდიდა, მაგრამ თამაში, რომელიც უკვე დაწყებული იყო დასასრულს მოიქადდა. ვინ ვართ ჩვენ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მაშინ, როცა ყველა ცოცხლად გვარხავს? ვინ ვართ ჩვენ? რანი ვართ? იქნებ სულაც არ ვარსებობთ ამ ბედკრულ ქვეყანაში... იქნებ სულ ვერ გვხედავ ის ვისაც თვალები ხილული აქვს და ის უფრო გვამჩნევს, ვინც ბურუსით მოცულ სამყაროშია.... ...................................... უარი ვთქვი დამატებით კონსულტაციებზე, რომლებიც ვითომ გამოკეთებაში დამეხმარებოდა. არ მინდა არავის ნახვა, განა ვერც დავინახავ, რომ მაგრამ მაინც. არ მჭირდება ხალი, რომელიც სიბრალურის თვალით შემომხედავს, ვერ დავინახავ, მაგრამ ვიგრძნობ და ესუარესს გამხდის. ყოველ საღამოს, ჩაის შემდეგ, ოთახში ვზივარ და ჩავკირკილებ საკუთარ თითქებს, განა ვხედავ?! განა ვცნობ?! უბრალოდ, მხოლოდ მათი შეხებისას ვხვდები, რომ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. სინამდვილეში კი ვერც ვერაფერს ვერ ვიზამ. ყოველ დილით გაღვიძებისას ვერც კი ვხვდები თუ მზე ამოდის, ან წვიმს, მხოლოდ ხმა მესმის. თუ ჩიტები ჟღურტულებენ მზეა, თუკი წკაპა-წკუპი ისმის - წვიმს. წვიმის დროს კი ერთი ბავშვობის სიმღერა მახსენდება: „Rain, rain, go away, Comein get another day…” რომელსაც ბავშვობაში წავიმღერებდი და მეღიმებოდა. ...................................... გიორგი ნინიძე, წარმოსადეგი ადამიანი და დამწყები გამომძიებელი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი კაცია. ახლა დგას და კაბინეტში ბოლთას სცემს. ბევრი საქმეები არ აქვს გახსნილი, დამწყებია, მაგრამ ეს შემთხვევა სხვა ყველას სცდება. - გიორგი, რა გაირკვა? იპოვეთ ის ექიმები? - კაბინეტში საქმიანი სახით შემოდის ნიკოლოზი და ყავას აწვდის გიორგის. - ისეთია როგორიც გიყვარს, ნახევარი ჭიქა რძითა და 3 კოვზი შაქრით. - მადლობა, ნიკოლოზ. - ჩაფიქრებული სახით გამოართვა ჭიქა და უცებ თვალები მისი თითებისკენ გაექცა. გამორკვევას კი დიდი დრო დასჭირდა, ამასობაში კი თინათინი და მარიამი შემოვიდნენ ფეხსაცმლის კაკუნით. - მაღიზიანებს ეს ფეხსაცმელი! ნუთუ არ შეიძლება, რომ დაბალძირიანი კედებით ვიაროთ?! ან თინდა ბალეტკებით?! სხვათ... - კარგი, თინა, ახლა მაგის დრო არ არის - მობეზრებულად გახედა გიორგიმ ჩაახველა და დაიწყო - იმ საავადმყოფოში ვიყავი სადაც ლილეტ ბერიძე მკურნალობდა. მოვიკითხე მისი მკურნალი ექიმი და აბა გამოიცანით რა მითხრეს? ის იქ უკ.... - ბატონო გიორგი, მაპატიეთ გაწყვეტინებთ, სასწრაფოს უნდა წამობრძანდეთ, ყველა - დამფრთხალი თვალებით შეხედა შემოვარდნილმა მდივანმა იქ მსხდომებს - კიდევ ერთი მკვლელობაა, ისევ იმავე ქუჩაზე, მკვდარი არ არის, დაშავებულია მძიმედ, თუ შეიძლება იჩქარეთ.... - გულამოვარდნილი საუბრობდა მწვანეთვალება თაია და სახე ისე გაფითრებოდა თითქოს ყველაფერი მის თვალწინ მოხდაო. თავი მეათე პოლიციის შენობიდან სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდნენ ბრწყინვალე ხუთეული, როგორც მათ შენობაში ეძახდნენ, და თვალები აკიაფებული ჰქონდათ, მხოლოდ ერთი ადამიანის იყო ჩამქვრალი და კიდევ დიდხანს ვერ აინთებოდა. ისევ აღმოსავლეთის ქუჩა. ისეც ყვითელი ლენტი და ნაცნობი ექსპერტი - ლილე ყიფიანი, ცნობილი, როგორც კატის თვალები, ეს რატომ შეარქვეს მოგვიანებით გიამბობთ. - გამარჯობა, ბატონო დავით. - თვალებ ანთებული შეჰყურებდა დათას და მასში ისევ ძველ ადამიანს ჰხედავდა, რომელიც თითქოს ჩაეკლა ღრმად გულში. - უპირველეს ყოვლისა, ვიცი არ გიყვართ გაწელილი საუბრები, მაგრამ ახლა, ასე რომ ვთქვათ, ჩემს ტერიტორიაზე ხართ, ასე, რომ მოსმენა მოგიწევთ. - უკვე სიეშმაკე შეპარული თვალებით უმზერდა ლილე და წინასწარვე უხაროდა მოსალოდნელი მხიარულება. - გისმენ. - და მაინც როგორი დინჯი იყო მისი ხმა? ხავერდოვანი, ოდნავ ხრინწშეპარული, მაგრამ მაინც მიმზიდველი. დგომის მანერა ისეთი ჰქონდა ირგვლივ მყოფები მხოლოდ მას შესცქეროდნენ. - მოკლედ, წინა შეხვდრის დროს ისეთი უხეში და უტაქტო იყავით, არ ვაპირებ ეს გაპატიოთ! ასე, რომ მე ლილე ყიფიანი ვარ. გამარჯობა - წარბებშეკრულმა შეხედა მათ და მზერა მარიამზე შეაჩერა. - დღეს ერთი მსხვერპლი გვყავს, მაგრამ მძიმედაა დაშავებული, ეს უკვე თქვენ გეხებათ. - ჩაახველა, შუბლზე მოწოლილი ოფლი მოიშორა და გააგრძელა- მოკლედ, ბევრი, რომ არ გავაგრძელო. დაზარალებული 22 წლის გოგონაა, ადგილზე მოსვლისას აღმოვაჩინეთ, რომ სისხლის კვალი ახალი იყო, ანუ სხვაგან დაჭრეს და აქ გადმოიყვანეს. როცა მოვედით უკვე სასწრაფოსა და პოლიციის მანქანებს ჰყავდათ წაყვანილი, ასე,რომ მისი სხეულისა და ტრავმების შესახებ ექიმებს ესაუბრეთ. რაც შეეხება აქაურ მდგომარეობას. ზუსტად 101 მეტრის რადიუსში გადავაკეტინე გზები, დავათვალიერე გარემო, მხოლოდ რამდენიმე მეტრი დამრჩა, რაიმე ფეხსაცმლის, ან და სხვა კვალი არ შეინიშნება, ისეთი, რომელიც ყურადღებას მიიქცევდა, რაც მაფიქრებს, რადგან ეს არც თუ ისე მიუსაფარი ქუჩაა, მართალია წყნარია და მთელი დღის განმავლობაში ადამიანთა გარკვეული რაოდენობა დადის, მაგრ.. - ანუ, ვერაფერი ვერ აღმოაჩინეთ? - საუბარი გააწყვეტინა ნიკოლოზმა და ყიფიანის მობეზრებული მზერაც დაიმსახურა. - თქვენ რა ყველა ასეთი უტაქტოები ხართ თუ თქვენთვის არ უსწავლებიათ, რომ საუბარის დასრულება უნდა ადროვოთ ადამიანს?! არ მაინტერესებს! - ნინიძემ პირი დააღო რაღაცის სათქმელად და ლილეს გაყინულმა ხმამ შეაჩერა. - აქვე, ქუჩის კუთხეში სისხლის ნაკვალევი შევამჩნიე, დაზარალებულის სისხლის ნიმუში და შემდგომ მოპოვებული გადავაგზავნე უკვე, მალე პასუხი მეცოდინება თუ მსგავსი იქნება, მაგრამ ერთ ფაქტი მაინც მაფიქრებს. - აქამდე მშვიდად მოსაუბრე ლილე უეცრად გაჩერდა და დათას ჯიქურად მიაშტერდა თვალებში, შემდეგ თავი გააქნია და ისევ წყნარად განაგრძო. - როგორც სისხლის გუბიდან და შემდეგ პოლიციის მიერ შემოხაზული სივრციდან ჩანს, დაზარალებული სამხრეთის, ან ჩრდილოეთის მხრიდან შემოიყვანეს, გააჩნია ხელებით ეჭირათ თუ ფეხებით, ამას საავადმყოფოში გაარკვევთ, ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის სიხლი დაზარალებულის არ უნდა იყოს, მაგრამ ამას გავარკვევთ. ის ჩიხი,რომელიც ზემოთ ვახსენე დასავლეთ კუთხეშია, მგონი ეს კითხვას ბადებს. - საუბარი დაასრულა და ღრმად ამოისუნთქა. - კარგი. მადლობა. ახლა სხვებს გავესაუბრებით, თუკი რამე განსხვავებულს მაინც შემჩნევთ, სულ უმნიშვნელოსაც კი, იცით რაც უნდა გააკეთოთ. - წკრიალა ხმით საუბრობდა თინათინი, მისი მოსმენისას იმასაც კი იფიქრებდით, რომ სნაიპერი კი არა, ჭიანჭველის მკვლელიც კი ვერ იქნებოდა. - ნახვამდის. - გაუღიმა და სხვებთან ერთად გაეშურა. მხოლოდ დათა იდგა ისევ იქ და დაჰყურებდა სისხლით შეღებილ ასვალტს. - ისევ ისეთი ცნობისმოყვარე ხარ, ზღარბო. - უცებ თავი აწია, მისი ზღვისფერები შეანათა გოგონას და მოზომილი ნაბიჯებით გაემართა სხვებისკენ. - ისევ ისეთი ლაწირაკი ხარ, პატივცემულო. - ჩუმად ჩაიდუდღუნა ლილემ და ტუჩის კუთხე ღიმილისთვის აეწია.. . . . . . გამარჯობა! მაპატიეთ დაგვიანებისთვის, რამდენიმე დღეა საიტი ჭედავს, რის გამოც ვერ ავტვირთე. ველოდები შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.