სიკვდილი აღმოსავლეთში ( თავი 4)
- ისევ ისეთი ლაწირაკი ხარ, პატივცემულო. - ჩუმად ჩაიდუდღუნა ლილემ და ტუჩის კუთხე ღიმილისთვის აეწია. .......................... შავყდიან ბლოკნოტს ჩაჰკირკირებდა მარიამ ამაღლობელი და თვალსმომდგარ ცრემლს ჯებირებიდან გადმოსვლას არ აცდიდა. ცხოვრება სურპრიზებითაა სავსე, დღეს ღიმილის საბაბს გაძლევს, ხვალ კიდე ეს ღიმილი იქნება ტირილის მიზეზი. ................................. დღითი დღე ვიაზრებ, რომ ვიზრდები და ეს ჩემი სამყარო ისევ შავია. ამ ბოლო დროს ღამღამობით მეღვიძება და უაზრო ფიქრები მიპყრობს. რა იქნება, რომ უეცრად მოვკვდე? განა ვინმეს დავაკლდები? მერე კიდე ჩემს თავზე ირონიულად მეცინება და ისევ ვიძინებ. ამ დღეებში მამასთან ერთად ხშირად დავდივარ ბაღში სასეირნოდ და ვგრძნობდი თითქოს უკან ვიღაც დამყვება, გუშინ ირაკლი ექიმთან ვიყავით, რომელმაც ისევ გამსინჯა, გულის შეტევის შემდეგ ყოველ კვირას მიწევს მასთან სტუმრობა. დღეს ისევ ვგეგმავთ გასვლას და თუკი ისევ ვიგრძენი ის მოშტერებული თვალები, მაშინ სერიოზულად დავიწყებ ფიქრს. ................ - ბატონო დავით, გუშინ ვაპირებდი ექიმის საქმის განხილვას, მაგრამ დანაშაულის ადგილიდან გამოგვიძახეს და ვეღარ მოვაბი თავი - დაღლილი მზერით შესცქეროდა გიორგი პროკურორს და მხრებში გამართვა უჭირდა, იმდენად იყო დაქანცული. - გისმენ, გიორგი. დრო ძალიან გაიწელა, რაც არ მაწყობს. - კარგო. მოკლედ, ის ექიმი იქ უკვე აღარ მუშაობს 3 წელია, მას შემდეგ რაც ლილეტი გარდაიცვალა, მოკლეს. - თითქოს საუბარი უჭირდა, მაგრამ ასეც იყო. დაღლილსა და დაქანცულს სულ არ ჰქონდა არაფრის თავი - მოკლე ინფორმაცია მოვიძიე ირაკლი გორგილაძის შესახებ და საკმაოდ საინტერესო ფაქტებია. - გორგილაძის? გისმენ, გააგრძელე. - ირაკლი გორგილაძე, 33 წლის, კარდიოქირურგი. მუშაობდა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა. მისი მშობლები მარინა გორგილაძე და გურამ აბაშიძეები არიან. - გურამი? ეგ ხომ? მოიცა, ეგ პირველი მსხვერპლია, მაგრამ აბაშიძე? - დაბნეული ლუღლუღებდა თინი და თან გაკვირვებული უყურებდა გიორგის. - დიახ, მათი უფროსი ვაჟია, მაგრამ მამასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. როგორც პირადი დაკვირვებითა და გამოძიებით აღმოვაჩინე, მას და გურამს თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც ჩანს, გურამს არ სურდა, რომ ის ექიმი გამხდარიყო და ამის გამო მასზე უარიც კი განაცხადა, მიზეზი უცნობია. - სწორედ ამიტომ გადავიდა ის დედის გვარზე და არავინ არ იცოდა მის შესახებ. - მისი წინადადება დაასრულა მესხმა და თვალებში შეხედა დათას, თითქოს რაღაც ანიშნა და ამით მიახვედრა, რომ მარტო სურდა მასთან საუბარი. - კარგი. თინათინ, შენ და მარიამი საავადმყოფოში წახვალთ, დაზარალებულის შესახებ მეტი ინფორმაცია მჭირდება, როგორც პირადი, ისე ექიმის დასკვნაც. გიორგი, შენ ისევ აბაშიძეებს ესტუმრები. ოღონდ დაიმახსოვრე, იმ ქალს რბილად კი არა ცოტა ძალდატანებით დაელაპარაკე, ფაქტია დაგვიმალა შვილის არსებობა, დარწმუნებული ვარ ბევრ რამეს არ გვიმხელს. - კაბინეტიდან ერთმანეთის მიყოლებით გაეშურნენ. - აბა ნიკოლოზ, გისმენ. - ნუთუ არ გახსოვს? - თვალებში გამომცდელად უყურებდა მესხი და ნელ-ნელა სიბრაზე ემატებოდა. თავი მეთერთმეტე. „ყოველი ახალი დღის დასაწყისი გეგმის შესრულების ხელახალი შანსია. ზოგიერ ადამიანს სჯერა, თითქოს ღმერთმა ამ ქვეყნად იმისთვის მოავლინა, რომ რამე განსაკუთრებული მისია აქვს. ვფიქრობ და ვერ ვხვდები,როგორ უნდა გავიგოთ თუ რისთვის მოვევლინეთ ამ ქვეყნად? სრულიად თავისუფლები და ლაღები ვიბადებით, შემდეგ კი, ისევ ჩვენივე ხელებით, ისე ვიბინძუზრებთ სხეულებს, რომ ამაზრზენი დასანახი ვხვდებით. განა გარეგნულად?! პირიქით, სული გვიმახინჯდება და ვერ ვიგებთ რა იქნება უკეთესი, დღევანდელი ტირილი, თუ ხვალინდელი ღიმილი. ამ ქვეყნად მხოლოდ ერთ რამეზე მაქვს პასუხი. ვიცი, რომ, როცა ვიბადებით თან არაფერი არ მოგვყვება, მაგრამ როცა მოვკვდებით ეს ღირსეული უნდა იყოს. ცხოვრება ისე არ უნდა გალიო, ერთ ნორმალურ საქმეს თუ არ გააკეთებ. აუცილებელი არ არის მსოფლიო ისტორიაში შეხვდე და ხალხს თავი ასე დაამახსოვრო, ისიც საკმარისია, რომ კმაყოფილი იყო საკუთარი ისტორიით. ყოველი ჩემი გააზრებული ქმედება, ანუ დაბრმავებიდან დღემდე, იმდენად მძიმეა, რომ სიტყვები არ მეყოფა მის აღსაწერად.“ ........................ სავარძელში გადაწოლილი კითხულობდა თინათინი ლილეტის ჩანაწერებს და თითქოს გონება რაღაცას ეძახდა, რასაც ჯერ ვერ იაზრებდა. - თინა, რაღაც ვიპოვე - წამოიძახა მარიამმა და გოგონას მასთან უხმო - შეხედე, „2016 წლის 13 თებერვალი. დილის 7 საათი და 31 წუთი. ადგილზე მისვლისას ხალხშემოკრული გვამი დაგვხვდა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში. პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილ იქნა მსხვერპლის ზურგის არეში დანით მიყენებული 17 ჭრილობა. 3 თირკმელთან, 6 ფილტვის არეში, 1 გულის უკანა მხარეს, 4 ხერხემალზე და 3 კეფიდან ზურგის ტვინამდე. მოკლული ირაკლი გორგილაძეა. ამავე საავადმყოფოს კარდიოქირურგი და ამავე სპეციალობის მთავარი ექიმი...“ - ეს პოლიციის დალუქულ არქივში ვიპოვე. ირაკლი... - ლილეტის მკურნალი ექიმი იყო.... - გადაფითრებულმა თინამ სახეზე ხელი მოისვა და მისავათებულმა ჩაესვენა იქვე მდგომ სავარძელში. - გაგრძელებაცაა, „2016 წლის 14 თებერვალი. გვამის გაკვეთის შედეგები მოვიდა. შემდეგნაირია: სიკვილის მიზეზი კეფაში მიყენებული ჭრილობაა, ასევე მოკლულს ზურგზე, კერძოდ, ზურგის ტვინის ზუსტ წერტილში აღმოაჩნდა ნემსით მიყენებული ჭრილობა, სავარაუდოდ, იქიდან სითხე იქნა ამოღებული, ან რაღაც წამალი შეყვანილი, მეორე ნაკლებ სავარაუდოა.“ - დაასრულა კითხვა და თვალები კომპიუტერს გაუშტერა. - მოიცადე, მარიამ. მანდ... ჯანდაბა... ჯანდაბა... ჯანდაბა!!! - რა ხდება? რა გჭირს? თინათინ, სად გარბ...- სულ ტყუილად ესაუბრებოდა მარიამი უკვე კართან მისულ არველაძეს. ............... დერეფანში სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა თინათინი და ერთი სული ჰქონდა როდის ეტყოდა ახლა აღმოჩენილ ფაქტს დავითს. კარზე ფრთხილად დააკაკუნა, პასუხის მიღების შემდეგ კარი ფრთხილად შეაღო და მთელი ტანით შვეიდა. - დავით, რაღაცაზე უნდა ვისაუბროთ. - ჯიქურ უმზერდა ეს ერთი ციტა გოგონა დათას და ცდილობდა მიეხვედრებინა, რომ მალე დაესრულებინა ნიკოლოზთან ბაასი. - შემოდი. რა ხდება, თინათინ? - მოკლედ, უკვე ვუთხარი მდივანს, რომ ექსპერტიზისა და ექიმის დასკვნები შემოიტანოს. გთხოვ, დაურეკე დანარჩენებს, რომ აქ შეიკრიბონ. - კარგი, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მიხარია, რომ ცდილობ. - ოდნავ გაუღიმა დავითმა და დაიბარა დანრჩენები. - დავით, აქ ვართ. მეც მაქვს ახალი ამბავი. - საუბრით შემოვიდა გიორგი და მას უკან მარიამიც შემოჰყვა, რომელიც თინათინს გაბრაზებული სახით შესცქეროდა. - ვიცი, რომ სასწრაფოდ შემოგყარეთ აქ, მაგრამ დააკვირდით იოანე და გურამ აბაშიძეები ორივეს ჰქონდა ზურგის არეში ჭრილობა, ასევე ნემსის კვალიც. დიანა ოქროპირიძე, რომელიც 100 მეტრის მოშორებით იპოვეს, მასაც იგივე ადგილას ნემსის კვალი. - ნერვიულად უკანკალებდა ხელები და ცდილოდა არაფერი არ გამორჩენოდა. - მოერე მკვლელობა, ნინელი აბუსერიძე, მარიამ ავალიანი და დავით დუმბაძე, სამივეს ჰქონდათ ზურგის არეში ჭრილობა, სამივეს ნალემსვარი ეტყობოდათ. და ბოლოს, მესამე შემთხვევა - უკვე მძიმედ სუნტქავდა და ოფლით დაცვარულ შუბლს იწმენდდა - ეს გოგონა, ის... - იცი თინათინ, ზოგჯერ მიკვირს, როგორ ხარ ასეთი კარგი სნაიპერი, მაშინ, როცა ემოციების შეკავებაც კი გიჭირს - ირონიულად უმზერდა ნიკოლოზი და თან თვალებში აშტერდებოდა. - ნიკოლოზ, თუ არ მოკეტავ იაღარს პირდაპირ საზარდულში დაგიმიზნებ, თან მიხვდები, თუ როგორ ვარ ასეთი კარგი! - უკვე გაღიზიანებული, წარბებშეკრული უყურებდა ნიკოლოზს. - გეყოფათ, ნიკოლოზ გაჩერდი, თინათინ გააგრძელე! - ხრინწშეპარული ხმით გააჩერა დავითმა ორივე და ნაიარევზე ხელი ჩამოისვა, ასე სასწაულად, რომ ასტკიებოდა. - ხო, რას ვამბობდი? აჰ, ის გოგო ელენა დადიანი აღმოჩნდა. მასაც ასევე ზურგის არეში ეტყობა ნემსის კვალი. წესით ახლა იმ სისხლის ნიმუშის პასუხიც უნდა იყოს, რომელიმემ გაარკვიეთ და მანამდე დავალაგებ აზრებს, რაღაც მონახაზები მაქვს. - ღრმად ამოისუნთქა და იქვე მდგომ კონიაკისფერ სავარძელში ჩაჯდა, მისი ფოთოლცვენა წამწამები ააფახუნა და ჯიქურ მიაშტერდა ნიკოლოზს, რომელიც ასე გაფაციცებით ადევნებდა მის თითოეულ მოქმედებას თვალს. - მადლობა, თინა. ეს აქამდეც უნდა აღმოგვეჩინა. კიდევ არის რამე? - დიახ, ირაკლი გორგილაძეზეც მასეთივე ნემსის კვალი აღმოუჩენიათ. - ჯანდაბა, მაგის თქმა დამავიწყდა. - საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა სიგარეტს მოუკიდა და როგორც კი დავითის თვალებს გადააწყდა, მაშინვე ჩააქრო. - მეც მაქვს ახალი ამბავი. - ძლივს ამოიღო ხმა ნინიძემ და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. - ძალიან ბევრი, უამრავი მსგავსებაა ამ მკვლელობებს შორის, ამასთანავე ლილეტის ამბავთანაც, ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე ბლოკნოტი წასაკითხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ოთხივე საქმე ერთმანეთთანაა კავშირში. - გეთანხმები, ძალიან ჩახლართულია ყველაფრი, ისიც გასარკვევია ვინ აკეთებდა ამ ჩანაწერებს. აბაშიძეებთან რა გაირკვა? - ისევ შეხედა მარიამმა გიორგის. - მაგის თქმა მინდოდა. მოკლედ.. როგორც კი შენობიდან გავიდა გიორგი მაშინვე აბაშიძეების რეზიდენციისკენ წავიდა, საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, როგორ მოატყუებინა თავი. ან იქნებ არც კი მოუტყუებია? იქნებ ისევ მისი ბრალი იყო, იმდენად არ მიაწვა და ზერელედ უსმენდა, რომ რამე გამორჩა. ბავშვობიდან ასეთი იყო. ხშირად არ აქცევდა დეტალებს ყურადღებას და სწორედ ეს აგდებდა რამდენიმე ნაბიჯით უკან. აბაშიძეების სახლთან მისულმა უფრო დაკვირვებით დაიწყო ირგვლივ ყურება. ეზოში შესულს თვალში პატარა ბაღი მოხვდა, რომელიც შავი ვარდებით იყო სავსე. კართან მისულს რაღაც ხმაური შემოესმა იქ შეხედვისას კი..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.