შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 10


20-01-2023, 01:39
ავტორი Ana iko
ნანახია 2 146

- მადლობა ჩემო საყვარლებო დაფასებისთვის... ჩემი მაშოს დალოცვისთვის.... ასევე.....
ქალის ხმაზე რომელიც ნაზის ხმას უზომოდ ჰგავდა მაშომ თვალები გაახილა, თამადა მოძებნა სადაც თეოდორე და ნაზი თამადასთან ერთად იდგნენ, ნაზი მომღიმარი სახით გულწრფელად უხდიდა მადლობას ყველას. მისი აქ ყოფნა თეოდორეს დამსახურება იყო, ისევ თეოდორეს სიყვარულის მაშოს მიმართ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაბრაზებული იყო ნაზის დაელაპარაკა ყველაფერი დეტალურად აუხსნა ფიქტიური ქორწინების გამოკლებით ისიც მარტივი გახდა რომ ნაზიმ იცოდა რომ რატი მაშოს ცხოვრების ნაბიჯი იყო, ამიტომ მარტივად მიიღო ის ფაქტი რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდებოდათ...
- რატიი,
რატის გახედა მაშომ და ტუჩები დაებრიცა,
- არა არა ახლა არა აქ არა, ღიმილით უცებ ნაზად წაავლო რატიმ სახეზე ხელები და ეცადა არავის შეემჩნია,
- ცოტახნით მოითმინე შეძლებ,
მის გასაგონად უთხრა და დასანახად მის ხელს არაამქვეყნიურად თბილი თვალებით აკოცა, ანანო და ბარბარე სკამზე ხტუნავდნენ მათთვისაც მოულოდნელი იყო მათი გამოჩენა, ლიას რა ბედი ეწია? ის რათქმაუნდა დაპატიჟებული იყო უბრალოდ დამცირებულად გრძნობდა თავს რის გამოც არ მივიდა.
მაშო ყელში გაჩხერილი ბურთით ელოდებოდა ბებიის სიტყვის დასრულებას როცა დაასრულა რატიც მაშოსთან ერთად წამოდგა ხელ ჩაკიდებული და აივანზე გავიდა თეოდორეც და ნაზიც მათ მიყვნენ ნიშნად მათი ადგომისა, გავიდნენ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ თუმცა მაშო არ ინძრეოდა რატის ხელს არ უშვებდა ძლიერად ჩაბღაუჭებოდა მის ხელს და რატიც ხმას არ იღებდა,
- მაპატიეთ?
უცოდველი, კრავისთვალებით შეყურებდა ხან ნაზის და ხან თეოდორეს, ნაზი ცოტახანს ისევ გაბრაზებული მზერით შესცქეროდა და როცა ხელები ჩასახუტებლად გაშალა მაშოსაც ტირილი წასკდა ისე მიეხუტა ქალს,
- უი არ დამღუპო ნუ ტირიხარ გოგო ამნაირი მაიკიაჟი არ გაიფუჭო
უცებ მოიშორა ქალმა და ცრემლები მოწმინდა,
- აუ ბებიაა!
ხმამაღლა ატირდა და ხელახლა ჩაეხუტა ქალს რომელიც მთელი ემოციებით ეფერებოდა, მიუხედავად ყველაფრისა ვერანაირად გაანელებდა სიყვარულს რომელსაც მაშოს მიმართ გრძნობდა, ნამდვილად გული იჯერა მაშომ ტირილით, მათი წყენა ტირილით აანაზღაურა მიუხედავად იმისა რომ ძვირიანი მაკიაჟი ესვა ტირილით მაინც მოახერხა ჩამოშორება თუმცა რატი ამაზე არ დარდობდა თუ მაშოს პიროვნებას გაითვალისწინებდა უკვე მზად ყავდა პუდრითა და ტუშით... მომზადებული მამაკაცი რომელიც რატის ნიშანს ელოდებოდა სასაცილოა თუმცა ნამდვილად ესაჭიროებოდათ.
ბებიას მოშორებულმა თეოდორეს შეხედა ისიც იმჩნევდა გადავლილ გაბრაზებას და ბოლოს რომ გაუღიმა მაშომაც შერცხვენილი თავდახრილი აეკრო თეოდორეს,
- აწი დაგიჯერებ,
- აწი თეოდორეს კი არა ქმარს დაუჯერებ,
მუჯლუგუნი მიარტყა ნაზიმ მაშოს და რატის შეხედა, თავიდან ფეხებამდე თვალიერება დაუწყო, ყველა გვერდიდან აკვირდებოდა რატიც უხერხულად შეხედავდა ხოლმე ქალს დაძაბული გაუღიმებდა და მის მზერაზე უცებ შეუცვლიდა მიმართულებას თვალებს,
- კარგი ბიჭი ხარ!
რატის ჰალსტუხს ჩაავლო ნაზიმ ხელი და რატიმაც ქალს დახედა,
- არ ვიცი როგორი გული გაქვს, მაგრამ მაშოს ყურადღება არ უნდა მოაკლდეს განძს გაბარებ არ გაიფხაჭნოს!
ჩააჩერდა ისევ თვალებში და რატიმაც უბრალოდ გაუღიმა ისევ მაშოს დააკვირდა რომელიც თეოდოტეს გულზე პატარა ბავშვივით ეკრობოდა და სლუტუნებდა, თეოდორესაც სიყვარულით მოეხვია ხელები მაშოსთვის და გრძნობა რომ თითქოს მაშოს კარგავდა გულს უღრღნიდა.... მაშოს დაწყნარების შემდეგ მაკიაჟი გამოუსწორეს და უკვე შედარებით გულღია მაშო ქმართან ერთად დაბრუნდა დარბაზში რათქმაუნდა თამადამ ეს ყოველივე აღნიშნა და სადღეგრძელოს თქმა განაგრძო...
თითქოს ჩვეულებრივ მაგრამ არა ორი ადამიანის დაბრუნება და შემომატება მაშოს იმდენად უხაროდა, ღიმილი მსახიობური აღარ ყოფილა, რამდენი ნაზისა და თეოდორეს მოავლებდა თვალს სახე კმაყოფილებისგან ებადრებოდა, რატიც უკვე კმაყოფილი გადახედავდა ხოლმე მაშოს და როცა მას ხედავდა ცოლის სტატუსში საკუთარი უნდებოდა, თითქოს მაშოს თავისუფლება მიჰქონდა თითქოს რაღაც საჭიროს ართმევდა მაშოს. მხიარულად გაგრძელდა საღამო გვიანობამდე ცეკვა დალევა და მხიარულობა მიდიოდა, მაინც ვერ აიცილა რატიმ ცეკვა დედოფალთან აუცილებლად უნდა ეცეკვა ბუზღუნ-ბუზღუნით ჩამოვიდა "ტახტიდან" მაშოს ხელი გაუწოდა მაშომაც ხელი შეაგება თუმცა რატიმ უცებ წაავლო ხელები წვრილ წელზე და დიდ კაბასთან ერთად მაშო ლამაზად გადმოაფრიალა, წყნარად დასვა ძირს და მაშომაც ღიმილით ახედა, რატის საქციელს შეძახილებიც და ხალხის კმაყოფილებაც მოყვა. შესანიშნავად გამოსდიოდა რატის შედარებით მხიარული მოსიყვარულე მამაკაცის როლი, თუმცა რამდენად რეალური იყო ეს?..
- შესანიშნავად გამოგივიდა,
გადაჩურჩულა მაშომ რატის, წყნარ მუსიკის ფონზე და გვერდზე მოცეკვავე წყვილს გახედა, მეფე-დედოფალთან ერთად წყნარ მუსიკის ფონზე ნაზი მიხვრა-მოხვრებით ცეკვავდნენ წყვილები, ახლადდაქორწინებულები შუაში მოექციათ და ერთმანეთს ღიმილით შესციცინებდნენ, ოპერატორიც მათ შუაში დაძვრებოდა და ცდილობდა ყველა გადაეღო მაშოსა და რატის ათასი მხრიდან იჭერდნენ კამერები, 'ნათელში' ცეკვავდა წყვილი მაშოს რატის კისერზე შემოეწყო ხელები, რატის კი ხელებში მოექცია მაშოს წვრილი წელი, რატის ცხელ ხელებზე სასიამოვნოდ მჩხვლეტავ არსებებს გრძნობდა მაშო სხეულში რომელსაც ოსტატურად მალავდა, თითოეულ რატის მიმიკაზე თვალები მასზე დაკვდომას ლამობდა თუმცა მარტივად უმკლავდებოდა ამ ყოველივეს მოთოკვას, მაშოსგან განსხვავებით რატის არ უცდია თვალის არიდება, ყველანაირად აკვირდებოდა მაშოს მის ღიმილზე მასაც ეღიმებოდა, ისიც შეყვარებული იყო მაშოს ჰოლივუდოს ღიმილზე, კაბა რომელიც ეცვა ბარბისმსგავს ხდიდა, თუმცა მისი ნაკვთები მაინც საოცარი იყო, ათასი ფიქრებით იმოსებოდა რატის გონება თუმცა ყველა ფიქრს უკუაგდებდა, ის ხომ ორ თვეში უნდა გაშორებოდა...
- როგორი პატარა და უსუსური იყავი... სრულიად შეცვლილი ხარ,
დაბალხმაზე ისევ მის თვალებში ჩაშტერებულმა უთხრა რატიმ ნასვამი იყო როგორც ყველა და უკვე მაშოთი ორმაგად მოხიბლული, დაკეტილ გრძობა გამოშვებულმა უნებურად შეახო ცალი ხელი მაშოს სახეს, მაშო კიდევ უფრო მთვრალი იყო რატიზე, ერთმანეთს მიყოლებულმა სასმელებმა გვიან თუმცა ძლიერად იმოქმედა ერთჭიქიან მაშოზე რომელიც დალევას ვერასდროს იტანდა გულჩვილობის გამო, რატის შეხებაზე თვალები წამით მინაბა, რატი კი ახლა თვალ დახუჭულს დააკვირდა,
- მიმზიდველი ხარ... აი ისეთი რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი... ხანდახან ვფიქრობ იქნებ სხვა მაშო ხარ...
წყნარად და აუჩქარებლად საუბრობდა სასიამოვნოდ უსვამდა მაშოს ცერა თითს სახეზე და გრძნობა რომლითაც სურდა არამხოლოდ ხელით არამედ ბაგეებით შეხებოდა მაშოს ლამაზ სახეს, არ ასვენებდა
- მაპატიე....
სიტყვებზე უცებ გაახილა მაშომ თვალები და რატის თითქოს შეშინებული თვალებით ახედა, ისევ წყნარად მყოფმა შეახო მეორე ხელიც რატიმ მაშოს და მისი სახე ხელებში მოიქცია,
- მაპატიე რომ აღარ მოგწერე, არ დაგირეკე, მაპატიე...
სასიამოვნოდ უსვამდა თვალისქვეშ ცერა თითებს მაშოც ანერვიულებული ხან ერთ ხან მეორე თვალში შენათებდა თაფლისფერ თვალებს,
- ასე უბრალოდ არ იყო, სხვა ცხოვრება იწყებოდა მაშო...
ზევიდან დაყურებდა ქალს და უცნაურად სინანულის მზერით ოდნავ წარბებ შეხრილი უყურებდა, მაშოს კი ნერვიულობისგან მის მაჯებში ჩაევლო ხელები და ელოდებოდა მიზეზს რომელსაც იტყოდა, ჯერ ისევ ჭკუაზე მყოფი ცრემლებს ძლივს აკავებდა,
- რა მიზეზით?...
დააყოლა და უკვე სუნთქვა შეკრული ელოდებოდა პასუხს, უცებ მუსიკა დამთავრდა და მხურვალე ტაშმა იძულებული გახადა წყვილის რეალური გრძნობები გაეფანტა, ' არა არა ახლა არა ჯანდაბა!' ფიქრებში წამოიყვირა სიტყვები რომლის წამოკივლებაც სურდა, ნერვები ეწიწკნებოდა, იმ მომენტში ჩაიდანს გავდა გაზზე რომელშიც წყალი უკვე დუღდა ჩაიდანი კი განწირული კიოდა რომ მეპატრონესთვის წყლის ადუღება შეეტყობინებინა, მაშომ მაშინვე რატის შეხედა, აწყლიანებული თვალებით, როგორ ეთქვა რომ გაეგრძელებინა, როცა ხალხი რომელსაც ახლოდან არ მიულოცავთ იქ მყოფნი ბარემ სიტყვებს ჩუქნიდნენ,
- გენაცვალეთ როგორ უხდებით ერთმანეთს, ბატონო რატი ნენე არ ჩანს სად არი ქალბატონი ნენე?
რათქმაუნდა გარიეს რატის დედაც ამ ყველაფერში რომელიც უკვე დიდი ხანი იყო საავადმყოფოში იწვა მაშოს დედის მსგავსად კიბოს შეებყრო ქალბატონი ნენე და მძიმე პირობებში მყოფი უკვე იტალიის საავადმყოფოში იწვა მხოლოდ მის გამოც თუ ეჩქარებოდა რატის იტალიაში ჩასვლა არ აკმაყოფილებდა ყოველ დღე მისი მცველის გადმოცემული სიტყვები თავად უნდოდა ენახა დედა და უხაროდა ეს დღე რადგან ორი დღის შემდეგ უკვე ცოლით ჩავიდოდა იტალიაში,
- ვერ მოახერხა ჩამოსვლა
მოკლედ გაცა პასუხი და ქალმა მაშოს შეხედა მისთვისაც უნდა დაესვა მსგავსი კითხვა თუმცა რადგან მას არ იცნობდა ჩათვალა რომ არ იყო ეს კითხვა საჭირო ორივეს მოესიყვარულა და ადგილისკენ წავიდა, რატიმ გადახედა მაშოს მან იცოდა რომ მაშოს დედა გარდაეცვალა, რომელსაც იცნობდა, პირველდღესვე უთხრა მაშომ ეს. ადგილზე დასხდნენ და ისევ მოლხენით გაგრძელდა ქორწილი, მუსიკას მუსიკას აყოლებდნენ და ხალხიც ერთობოდა, ხალხსაც ჰქონდათ დიდი სურპრიზი თვით რატის გამოცხადების შემდეგ ცნობილი ანსამბლის მოცეკავეებმა "სუხიშვილები" დიდი და საუკეთესო დასამახსოვრებელი მომენტი შეუქმნეს ხალხსაც და მაშოსაც რომელსაც ყოველთვის სურდა მათ ჯგუფში შესვლა თუმცა საქმე არასდროს მიყავდა მაგ დონემდე, სახე გაბადრული უყურებდა საოცარ ცეკვებს და ფეხებსაც აყოლებდა სისხლი უდუღდა ცრემლები აწვებოდა ბიჭების საოცარ ილეთებზე რომელშიც ცხოვრების საოცარი მომენტები აისახებოდა, სამი ცეკვით გამოსულები საბოლოოდ შეიკრიბნენ სცენაზე და დარბაზი მხურვალე ტაშით იდგა ფეხზე მაშო არ წამომდგარა არამედ წამოფრინდა, ხელებს ერთმანეთს ისე ძლიერად ურტყავდა თითქოს სურდა ყველასთვის გადაესწრო თუმცა იმდენად ძლიერი აპლოდისმენტები იყო მაშო საკუთარი ტაშის ხმას ვერც გებულობდა, რატიც მაშოს გულაბრჭყვიალებას ამჩნევდა ხედავდა როგორ აფეთქებდა მაშო გულში ფეიერვერკებს შეიძლება ეს სხვას ვერ დაენახა თუმცა რატის ნამდვილად არ ეპარებოდა, ამიტომ მას რომ უყურებდა ისედაც ნასვამს ფართოდ ეღიმებოდა ხალხის უმრავლესობა კი მოცინარ რატიზე გაოგნებული აჩერდებოდნენ და მის ღიმილზე უფრო უკრავდნენ ტაშს "თურმე როგორი საოცარი ყოფილა ღიმილის დროს" ბევრს გაუფიქრებია სიტყვები, რატიც რომ წამოდგა მაშოც უცებ ბედნიერი მიეხუტა, თან მცირედ დახტუნავდა კამერა კი ყველანაირად აფიქსირებდა მათ....
წყნარ მუსიკაზე უცებ წამოდგა თითქმის ფეხზე ძლივს მდგარი ვაჟა, ფეხებმა თავად მიიყვანა ანანოსთან რომელიც იმდენად კარგად ერთობოდა რომ გართულმა ვაჟა ვერც შეამჩნია, უცხო ბიჭთან მორიდებულად მოცეკვავეს დისტანციურად დაედო მამაკაცისთვის მხარზე ხელები და ბიჭის კითხვებს პასუხს სცემდა, ვაჟას ხმა არ ამოუღია წამით დაელოდა ანანომაც ცალი ხელი ჩამოწია სწორედ მაშინ იხელთა დრო ვაჟამაც ხელში ხელი ჩაავლო და თავისკენ ძლიერად მიატრიალა, უცებ შეკივლა ანანომ თუმცა როცა გაანალიზა რომ ნაცნობი ადამიანის სხეულზე აეკრო ღიმილით ახედა,
- უფრო ლამაზი ყოფილხარ ვიდრე ფქვილით სავსე ფორმაში,
რეალური ემოციები გაუზიარა და დეკოლტეს მოავლო თვალი ანანოც უხერხულად შეიშმუშნა,
- ასე თუ იზავ აღარ გამოჩნდება,
დააყოლა ვაჟამ თან სხეულზე იმდენა აიკრო ლამის შეერწყა,
- ალბათ ეს უზარმაზარი ტორტიც შენია არა?
- სიმართლე გითხრა შენ სიიდან ამოგშალე როცა მას ხალხზე ვთვლიდი,
ღიმილით შეანათა თვალებში და ვაჟასაც მაშინ გაეცინა,
- არადა მხოლოდ ჩემზე უნდა გეფიქრა,
პირდაპირი იყო ვაჟა არ აპირებდა არაფრის დამალვას ქალით აღფრთოვანებული იყო,
- ხმამაღალი ნათქვამია,
- ყოველთვის გჯეროდა ჩემი სიტყვების?
უცებ დაუსვა კითხვა და ანანოც წამით გაჩუმდა, პასუხი რომ ვერ მიიღო ვაჟამ წელზე ხელი უცებ მოუჭირა, გამოსაფხიზებლად და ანანომაც ისევ ახედა,
- კი ყოველთვის,
ვაჟასაც გაეცინა კმაყოფილებისგან, არა ის აკმაყოფილებდა რომ ანანომ მისი გულსატკენი სიტყვები დაიჯერა არამედ ის რომ პირველივე შეხვედრაზე ენდო ვაჟას,
- რა გაცინებს?
- გამისწორდა როცა ვავიგე რომ მენდე, და ისიც ვიცი რომ ჩემ სიტყვებს ახლაც ისევ ჩვეულად ენდობი,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და მუსიკის ფონზე ანანო მკლავზე ნაზად გადააწვინა, გასწორებული ისევ აიკრო სხეულზე
- რომელ სიტყვებს?
დაბნეულმა დაუსვა კითხვა და ვაჟამაც ისევ პირდაპირ უთხრა
- ისევე მთელი არსებით ველოდები შენი გაკეთებული ტორტის გასინჯვას როგორც შენი ტუჩების დაგემოვნებას...
ღიმილით მისი ტუჩებისკენ წაწეულმა უთხრა და მწვავე ტკივილიც იგრძნო ლოყაში რომელიც ანანომ დიდი სიყვარულით მიუძღვნა თუმცა ის ისევ მის მკლავებში და მის სხეულზე აკრული იყო,
- რას უკეთებ შენ ტორტს ასეთს? შელოცვებს?
სიცილით უთხრა როცა გარტყმა დააიგნორა,
- ჰო! აშინაო მაშინაო!....
წაეცინიზმა ანანოც და მკვეთრად გადაიხარა გვერდზე,
- ყველასგან გამოვარჩევ რა საუკეთესო ტორტიც არ უნდა მოიტანონ უეჭველი გამოვარჩევ,
ამაყად თქვა და ანანომაც გაიცინა უფრო დაცინა, კმაყოფილი იყო იმით რომ გაიგო ვაჟას რეალური აზრი მის ნამცხვრებზე,
- არ გჯერა? მოდი თამამად ვიტყვი რომ როცა ოთოსთან ერთად ნამცხვარი გამოაგზავნინე, ის შენი გაკეთებული არ იყო, თუმცა იმასაც არაუშავდა,
მხრებისაჩეჩვაც დააყოლა და ისევ გაიცინა, ანანოც გაბადრული უსმენდა და მოწონდა ურთიერთობა და მომენტი რომელიც ახლა თავს ხდებოდა.....
თეოდორე თუ იჯდა წყნარად მაგიდასთან ამხელა ხმაურშიც კი ფიქრობდა მაშოს მომავალზე, რა იქნებოდა რომ თავიდანვე დაეჯერებინა მაშოს მისთვის, ამასთან ერთად უყურებდა მაშოს რომელიც უცნაური თვალებით უყურებდა რატის იღიმოდა ბედნიერს გავდა, ვერ გაეგო თეოდორეს რეალური გრძნობა იყო თუ ასე ოსტატურად მალავდა მაშო გრძნობებს...
- მაშოს აღმზრდელი ძამიკო?
კითხვით ჩამოუჯდა თეოდორეს წინ ბარბარე და საკუთარი თავისაც უკვირდა ამდენად გახსნილი რომ იყო,
- ზედმეად ტარიელივით ზიხარ ერთი წყალი გაკლია,
მხრების აჩეჩვით უთხრა,
- გოგო რომელიც მაშოს მეჯვარეა და მე არ ვიცნობ,
დააყოლა თეოდორემაც ცალი ხელით ჩანგალს მაგიდას უკაკუნებდა თან თვალებს ბარბარეს არ აშორებდა,
- მასთან ერთად ვმუშაობ უფრო მისგან ვსწავლობ, დიდი ხანი არ არის რაც მიცნობს სამაგიეროდ მე ვიცნობ,
- ოპაა, თეოდორე,
ხელი გაუწოდა გოგოს და მანაც ღიმილით შეაგება ხელს ხელი თავისი სახელის წამოძახებით,
- გამბედავი ხარ თუ მომეჩვენა?
ღიმილით დაუსვა კითხვა და ეცადა ისე დაკვირვებოდა რომ გოგოსთვის უხერხული სიტუაცია არ შეექმნა,
- ჰო მგონი რაღაც მაგდაგვარი,
ახლა ნამდვილად დაიმორცხვა ბარბარე და გასანეიტრალებლად რატიმ ჩანგალი მაგიდაზე დააბრუნა,
- კარგი მაშინ ცეკვას მე შემოგთავაზებ,
ხელი გაუწოდა და ბარბარემაც ნაზად შეახო ხელი მის ხელს.......
- ძაან დავიღალე დავაი ნასვამები ხართ მეტი ჭკუა გმართებთ მისამართზე მიგიყვანენ დანარჩენს მივხედავთ ჩვენ დაიშალა უკვე ყველა, სასტუმროში მიგიყვანენ რა აღარ მახსოვს ეხლა მეხუთე სართულია მემგონი და კაროჩე მიგიყვანენ რა,
ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთს უკვე კარგად მთვრალი ვაჟა და თავს ძლივს იკავებდა წაქცევისგან,
- ხვალ მოგაკითხავ მაშო ორისთვის
ანანომ უთხრა ახლა ასევე ნასვამ მაშოს და ვაჟამაც მას გადახედა,
- ხო მეც მოგაკითხავთ,
თავდაჯერებულად თქვა ისე გახედა მანქანაში მოთავსებულ ცოლ-ქმარს ანანომაც მიმხვდარმა ღიმილით შეხედა ვაჟას და მცირედ გააქნია თავი. საღამო მშვიდად დამთავრდა თუმცა როგორც ყოველთვის ნასვამ ხალხს შორის უთანხმოება მოხდა და მცირედი ჩხუბით შემოიფარგლენ სტუმრები.....
....
- ძლივს სიწყნარე სიმყუდროვე ღმერთო რაკარგია,
განკუთვნილ ნომერში ასვლისას ხმამაღლა ამოილაპარაკა უკვე ფხიზელმა მაშომ რომელიც დროთაგანმავლობაში არ დაულეობის გამო გამოფხიზლება მოახერხა რატი კი ჯერ ისევ სამყაროს ტრიალისქვეშ იყო თუმცა საკუთარი თავის კონტროლი მშვენივრად შეეძლო. ოთახი სპეციალურად მათთვის ლამაზად იყო მორთული რაც მაშო ძალიან მოხიბლა ყველაფერს ათვალიერებდა
- საწყალი ის ვინც ამ ყველაფერზე ტყუილად იწვალა
ამოილაპარაკა ცინიკური დანანებით და მაღალ ქუსლიანები ფეხების დახმარებით გაიხადა კაბა აწია და პირდაპირი რეისით საწოლისკენ გაეშურა, მაშინვე გაწვა საოცრად რბილ საწოლზე და სიამოვნებისგან გამოწვეული ხმაც ამოაყოლა,
- ააააააა დასვენებაა რაკარგიაა,
თქვა თან წამოწეულმა თმაზე წაივლო ხელები რომ 'ლევეძინკები' თავიდან მოეშორებინა რომელიც თავისკანს საშინლად ჭიმავდა და მტკინვეულს ხდიდა.
- აააა ვაიმე,
უკვე ტირილისხმებით იშლიდა თმას და რატიც შორიდან კედელზე მიყუდებული აკვირდებოდა, - ვსო ეს ჩემი ბოლო და უკანასკნელი გათხოვებაა!
ამოიკნავლა თუ არა რატის სიცილი წასკდა ნამდვილად ისეთი უცნაური წინადადება წარმოთქვა მაშომ
- რა ცუდად ჟღერს
სიცილს ამოაყოლა და გასაჩუმებლად სახეზე ხელები აიფარა, თავადაც უკვირდა ის ფაქტი რომ ამ ბოლო დროს არა მხოლოდ იღიმოდა არამედ ახლა სიცილიც კი დაიწყო, იმდენად უცნაური რამ თქვა თვით რატიც კი გააცინა მაშომ...
- თუმცა მაინც, და ხო შენი არ ვიცი მე უნდა დავიძინო ამიტომ ან თავად გადი ან მე მითხარი სად დავიძინო,
უცებ გადაასწორა და რატიც ჩვეულ სახეს დაუბრუნდა, არაფერი არ უთქვამს ოთახი მოათვალიერა და სხვა ოთახში გასასვლელად წავიდა მაშოც მიმხვდარი რომ რატი საწოლს მაშოს უთმობდა კაბის გახდა დაიწყო თუმცა ხელი ელვას ვეღარ მიაწვდინა და დაღლილმა მარტივად შეწყვიტა ბრძოლა,
- შეგიძლია დამეხმარო?
დაბალხმაზე თქვა ისე რომ რატიმდე ხმამ ძლივს მიაღწია თუმცა, რათქმაუნდა რატის სმენა ამ სანუკვარ სიტყვებს აუცილებლად გაიგებდა, ღიმილით მიუახლოვდა მაშოს მაშო კი არ ტრიალდებოდა თითქოს ისეთი უხერხული რამ ეთხოვოს რომ თვალებში შეხედვაც რცხვენოდა, რატის მიახლოვება იგრძნო და უკვე ელოდებოდა როდის შეეხებოდა რატი ელვას უცნაური გრძნობა ჰქონდა შიშიც გარეული იყო გრძნობაში.... ზედმეტი შეხებების გარეშე ამ საქმიანობის ოსტატმა მარტივად გახსნა ელვა, სულ წამით მიაჩერდა უკვე ქალის მოშიშვლებულ ზურგს, მაშოც არ განძრეულა გვერდულად გახედა ნიშნად რომ ელოდებოდა როდის გავიდოდა რადგან თავისუფლად მოეშორებინა კაბა,
- მადლობა
დაბალხმაზე თქვა და რატიმაც მალევე აარიდა თვალები ისე დატოვა ოთახი, დივანზე ჩამოჯდა გასული და თავზე ხელები წაივლო, რა უცნაური იყო ეს ყოველივე ცოლს რომელსაც ქმარი უნდა ხდიდეს კაბას, თავად იხდის პირველ ღამეს ცალ-ცალკე იძინებენ.... გოგო რომელიც რატის ეგონა რომ ვეღარასდროს ნახავდა პირველივე ჩამოსვლის დღეს ნახა შეცვლილი, იმდენად შეცვლილი რომ ძველის აღარაფერი უგავდა, ღრმა საინს გავდა რომელსაც ამოატრიალებ და ჩაღრმავებულ ჭაობს უცებ მთად აქცევ, ახლა კი ცოლის ტიტული ძლიერად დაეჭირა ხელებში და მის უკეთ მორგებას გეგმავდა.......
.......
- გაგიყვან არც ისე ნასვამი ვარ
ჩაიცინა თეოდორემ მეფე დედოფლის წასვლის შემდეგ და ბარბარეს გახედა რომელსაც მაღალქუსლიანები ცალ ხელში დაეჭირა და ცალი ხელით კი გრძელი კაბა მაღლა აექაჩა რომ ძირს არ დასვრილიყო,
- დარწმუნებული ხარ?
- სავსებით
თავდაჯერებულად თქვა და ქალს მანქანისკენ ანიშნა,
- კარგი რავი თუ არ შეწუხდები, თან ანანოს დავემშვიდობები ან ვკითხავ დახმარება თუ არ უნდა და გეტყვი წამოვალ თუ არა,
თქვა და დაცლილ შენობაში უნდა შესულიყო ჯერ ისევ თეოდორეს უყურებდა რომ თანხმობა ეთქვა და როცა თეოდორემაც თავი დაუქნია, ფეხსაცმელები იქვე მიყარა და შენობაში შევიდა შორიდანვე ისმოდა თეფშების ერთმანეთზე დარტყმის ხმები ალაგებისგან გამოწვეული ჩანგლებისა და დანების ხმები ანანო იქით-აქეთ დარბოდა რამდენიმე ნაცნობი ეხმარებოდა რადგან დარჩენილი საჭმელები დაეხარისხებინათ და ნაზისთვის გაეგზავნათ რომელიც ნაადრევად წაიყვანეს ანანომ აიღო ყველაფერი საკუთარ თავზე რომელსაც გულიანად ასრულებდა ვაჟა იქ ერთ-ერთ მაგიდაზე ჩამომჯდარიყო მაგიდაზე თითქმის გაწოლილიყო იდაყვი ჩამოედო და იდაყვში თავი მოექცია ნასვამი თვალებს ძლივს ახელდა თუმცა მაინც აყოლებდა თვალს მბზინავ ანანოს და შემდეგ ბარბარესაც გაუყო მზერა
- კიდევ რა შემიძლია რომ გავაკეთო?
მისულმა მაშინვე კითხა ანანოს რომელიც კონტეინერებს ცელოფანში ალაგებდა, უცებ საქმეში გართულმა ახედა ბარბარეს და გაუღიმა ისე ჰქონდა ბარბარეს ჩაწითლებული თვალები ძლიერად მონდომებული ძილის გამო,
- არაფერი ჩემო საყვარელო თავისუფალი ხარ კარგად მომეხმარე კარგი გოგო ხარ, მოიცადე რითი მიდიხარ ტაქსი მოვიდა?
საუბარში უცებ რომ მიხვდა ვის უშვებდა რეალური ღელვაც გამოხატა და ნიკაპის ქვეშ ნაზად წაავლო თითები
- არა თეოდორემ თუ მოდიხარ გაგიყვანო
- აჰჰ მთლად უკეთესი მაშინ მიდი წადი აღარ დარჩე აღარაფერი დარჩა ორი საათია უკვე და დაისვენებ ცოტას,
ისევ მზრუნველი ტონით მოუსვა თითები და დარბაზს თვალი მოავლო შესამოწმებლად კიდევ რამდენი რამის გაკეთება ჰქონდა დარჩენილი,
- ეს ვის მიყავს
დაბალხმაზე თქვა და თვალებით ვაჟაზე ანიშნა, ბარბარემაც გახედა ნიშანს და ვაჟა რომ შერჩა შემდეგ გახედა მომაცაკ თეოდორეს
- ალბათ ის,
მანაც დაბალხმაზე გაცა პასუხი და შემდეგ გახედა ანანოს,
თეოდორემ ქვედა ტუჩი შეკეცა და ხმამაღალი სწრაფი სტვენით მიიხმო ძმის ყურადღება,
- შენ არ მოდიხარ?
საუბრის დაწყებას თვალის ჩაკვრა და თავის ნაზად გაქნევა დააყოლა და ბარბარეც ინტერესით და მოხიბლული აკვირდებოდა თეოდორეს ყველა ქცევას,
- ნწ არა, წადი შენ იმას ველოდები,
თავის აქნევით ძლივს ანიშნა ძმას ანანოზე და თეოდორემაც ანანოს გახედა რომელსაც ცინიკური ღიმილი გაეპარა და არ შეიმჩნია ის ფაქტი რომ ხვდებოდა რატომაც ელოდებოდა, არ უთქვამს არაფერი არც კი უთქვამს წაყევიო, უბრალოდ შეტრიალდა და საქმიანობა ღიმილით განაგრძო,
- დაგერხა ძმაო,
ისევ ძმას გახედა დაბალხმაზე ამოლაპარაკებით რომლითაც გამოხატა ის ფაქტი რომ ხვდებოდა მისი ძმის გრძნობებს და ამავდროულად გოგოს ცინიზმს რომელიც მიმანიშნებელი იყო იმ ფაქტზე რომ ვაჟას ნელ-ნელა გააწამებდა, კიდევ უნდა ეთქვა რაღაც თუმცა ხელი ჩაიქნია და მოტრიალდა,
- ბარბარე მოდიხარ?
ახლა ბარბარეს გახედა, მანაც თავი დაუკრა ანანოს დაემშვიდობა და წყნარად გაყვა თეოდორეს.......
ვაჟამ თავი დადო მაგიდაზე და თვალებიც დახუჭა ანანოს იმდე ჰქონდა და არც შემცდარა....
....
- კუ კუუ
ხმაზე თვალები არ გაუხელია დაეზარა რადგან ზედმეტად ძალიან ეძინებოდა,
- ჯანდაბა ვაჟა ადექი ჩემი ქმარი მოვიდა, დროზეეე! და დაიმალე!
უხეში შეხებებით გიჟივით ანერვიულებულ ხმაზე წამოყო ვაჟამ თავი,
- სად გყავს შე გაჭირვებულო ქმარი,
ამოიზმუვლა რადგან მარტივი მისახვედრი იყო რომ ჯერ ისევ რესტორანში სკამზე იჯდა დრამებს კი ანანო აწყობდა, და როცა საქმე ჩაეშალა სიცილი დაიწყო
- რანაირად მიხვდი,
- შენ ხმას ყველგან ვიცნობ,
და იმას გამოცნობა არ უნდა რომ ქმარი კი არა შეყვარებულიც არ გყავს,
უკვე დაცინვაზე გადავიდა ისე მიეყუდა სკამს წამიწეული და ფეხზე მდგარ ანანოს ახედა,
- გაბოროტდი ისევ? ღვინო ხომ არ შევუკვეთო აშკარად გამოხვედი, არ მომწონხარ
სკამზე ჩამოჯდა და ხელები მაგიდაზე სკოლის მოსწავლესავით დააწყო,
- ანუ მარტივად მოვგვარდით,
- რასთან დაკავშირებით,
ცოტა ვერ გაუგო ვაჟას უცებ თენის შეცვლა და ამავდროულად უცებადი ღიმილი
- ცოტახნის წინ თქვი რომ მოგწონვარ პატარავ,
- არა საყვარელო, მე ის მომწონდა ხელიდან ხელში რომ ვბზიალებდი. ადექი თუ გინდა იჯექი მე მივდივარ,
დააყოლა თან წამოდგა სკამი ლამაზად დადო და თეძოების ნაზი რხევით წავიდა წინ
- ძუკნა,
ჩაცინებით ამოილაპარაკა და როცა მიხვდა რომ ანანომ გაიგო, პასუხს ღიმილით დაელოდა, პასუხი კი ხმოვანი არ ყოფილა ხელის უკან გამოწევით შუათითი მიუძღვნა და ვაჟამაც ჩაიცინა უკვე გამოფხიზლებული სხარტად წამოდგა და ქალს სირბილით დაეწია,
- ზედმეტად სწრაფი გარდასახვაა კონდიტერი გულუბრყვილო გოგონადან თავდაჯერებულ გამომწვევ "გველ" ქალად რომლისაც უკვე მეშინია,
მისი შემყურე მის იმედად დგავდა ნაბიჯებს და ანანომაც გველურად ამოხედა,
- ჯერ ნუ ჩქარობ,
თითები ნიკაპქვეშ ნაზად აუსვა და ვაჟაც წამით გაჩერდა წინ წასულის საჯდომზე გადაიტანა წამით მზერა და ისევ დაეწია,
- აი მესმის შემართება,
დააყოლა და უკვე საკუთარ თავს დაუბრუნდა,
- მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ვისი აკიდება მოგიწია იქნებ დაწყნარდე,
წელზე ჩაავლო ხელი და ზედ აკრო გვერდულად გოგო რომელსაც გაჩერება მოუწია რის შემდეგაც ვაჟამ უფრო კომფორტულად მიიკრო ქალი,
- იმედია დაკომპლექსებული გოგო არ გგონივარ,
ჩაცინებით ტუჩებზე უყურებდა ვაჟას ისე დასვა კითხვა,
- არა, და მიხარია ეს!
დააყოლა თან ნელ-ნელა უფრო და უფრო იწეოდა ქალის ტუჩებისკენ,
- ვიცი რომ კომპლექსები არ გაქვს
უკვე დაბალხმაზე ამოილაპარაკა ქალის ტუჩებთან ძალიან ახლოს და თითქოს ვნებაც გარეოდა ხმაში,
- კარგია! მაგრამ იმედია არც იდიოტი, ძუკნა გგონივარ რომელიც პირველ დღესვე ფეხებს გადაგიშლის
ხელით უკან დაწია ხელი აიქნია და წინ წავიდა,
- თეოდორე ძმა აწი დაგიჯერებ,
ამოიწუწუნა დაბალხმაზე ანანოს გაუგებრად,
- ეს რატო დააყოლა?!
ისევ ამოიგმინა და ისევ დაეწია,
- საშინელი ფიქრები გაქ, იმედია არ ფიქრობ რომ მაგისთვის გადაგეკიდე,
დააყოლა თან ტაქსს გახედა რომელიც უკვე იქვე ახლოს იდგა,
- მერწმუნე ეს რომ გეგმაში მქონოდა აქამდე უკვე ბევრჯელ მოგიწევდა პირზე ხელის აფარება კვნესის დასახშობად კაბინეტში! და ვაფშე რატო მაცვლევინებ თემას არ ვიცოდე მაინც რა ხარ!
უცებ გაურია ტონში გაბრაზებული ხმაც როცა მიხვდა რომ სწორად ვერ აბავდა სიტყვებს და იმას რისი თქმაც უნდოდა სრულიად არასასურველი სიტყვებით ცდილობდა რის გამოც საშინელ შედეგებს მიიღებდა,
- მოდი ჩუმად! და უბრალოდ დაჯექი ტაქსის კარები გამოაღო თუ არა ვაჟას უთნობდა,
- დაჯექი ეხლა რას მიყურებ
უხეშად უთხრა როცა მიხვდა რომ აქეთ უთმობდა ანანო, ვაჟას სიუხეშის წყენა არ შეიმჩნია ოოოოოს ძახილით ხელი აიქნია და თითქოს მობეზრებული სახით მოთავსდა, იქით გადაიწია და ვაჟაც მალევე მიუჯდა გვერდით ანანომ მისამართი უთხრა ტაქსის მძღოლს მანაც მოათვალიერა წყვილი სარკეში და მანქანა დაძრა, თვალი არ მოუშორებია ვაჟას ანანოსთვის ანანოც შეწუხებული ახედავდა ხოლმე უხმოდ თუმცა არ ჭრიდა ხვნეშა და მკაცრი მზერა,
- თვალები გეტკინა,
უკვე უბნის შესახვევში ასვლის დროს უხეშად უთხრა ანანომ ვაჟას და თვალებთან ხელი აუფრიალა,
- შენ დაწყნარდი,
- ოოოოო
ისევ აიქნია ხელი და მკლავები ერთმანეთში ახლართა,
- რა უცებ გაქრა ის თავდაჯერებულობა,
გასწორდა ვაჟა და ახლა გვერდულად გადახედა გოგოს
- მე მეგონა უკვე გამოფხიზლდი
ისევ შეეცვალა ტონი ანანოს ისე მხრით მოუტრიალდა ვაჟას,
- ხვალ იმედია არ დაგვასწრებ მაშოსთან მისვლას,
- ებ?
უცნაურად გაიმეორა მისი მრავლობითში ნათქვამი სიტყვის დასასრული,
- ხო მე და აკაკის,
- ოპაა! ახალი გეგმები გაქვს,
ჩემთან არ გირჩევ,
სახე სრულიად შეეცვალა ვაჟას და ბოლოს სიტყვები ცინიზმით თქვა, ანანოს უკვე ყურადღება არ მიუქცევია მძღოლს ანიშნა სად უნდა გაჩერებულიყო და გაჩერდა თუ არა ვაჟას უთხრა რომ არ გადასულიყო და მანქანიდან გადახტა, ვაჟაც წაიწია თუმცა კიდევ ერთხელ უთხრა რომ არ გადასულიყო თან სწრაფად შევარდა სახლში და უკვე აზრიც აღარ ჰქონდა გადასვლას, ვაჟამ მანქანიდანვე მოათვალიერა ადგილი გარკვევით სახლიც მარტივად დაიმახსოვრა და მძღოლს თავის მისამართი უთხრა......
.....
დიდი დროის გასვლის შემდეგ შედარებით დასვენებული წამოდგა მაშო საწოლიდან ხალათ მოხვეული, რთული იყო მოუწესრიგებლად დაძინება როცა იცოდა რომ თავზე და სახეზე ათასი რამ ესვა, აბაზანისკენ გაეშურა მართალია ფეხები ძალიან სტკიოდა თუმცა ის სიმსუბუქე რასაც შხაპის მერე იგრძნობდა ამად უღირდა, მანამ კარებს თავად შეაღებდა კარები თავად გაიღო და ისე უეცრად შეასკდა მაღალ შიშველ სხეულს ვერ გაანალიზა, ხელები თითქოს რატის მკერდზე მიეკროვო ისე ახედა რატის რომელიც ცალი ხელით თავის მშრალებით გამოდიოდა წელს ზევით შიშველ ქვემოთ კი პირსახოცი შემოეხვია, მალევე მოშორდა გადიდებული ბავშვის თვალებით მაყურებელი მაშო უხერხულად რატის და ინსტიქტურად წაიღო ხელი კისერზე
- მეგონა უკვე გეძინა,
რატიმ დაბნევა შეატყო და კითხვის დასმის შემდეგ თმის ცალი ხელით მშრალება დაიწყო,
- არ შემიძლია ასე დაძინება,
ტანზე დაიხედა და რატისაც პასუხი ეყო,
- კაი მიდი
წყნარად უთხრა და გვერდი აუარა რომ მაშოს გზა გათავისუფლებოდა წინ წამოსულმა მაინც გახედა სიარულშიცე აბაზანაში შემავალ მაშოს და თავის ტერიტორიას დაუბრუნდა.
- ყველანაირი თურქული სერიალების განსახიერება მე როგორ უნდა გადამხდეს
სარკეში საკუთარ თავს ებუზღუნებოდა მართალია მოსწონდა ის ფაქტი რომ ოდესღაც რატისთან ერთად ისევ იყო თითქოს სურდა კიდეც იმ ძველი საოცარი და გიჟური ურთიერთობის დაბრუნება თუმცა ეს შეუძლებელი იყო თავად მაშოც ხვდებოდა იმ ფაქტს რომ რატის მიმართ სხვანაირი გრძნობით იყო სხვანაირიც ხდებოდა, იქნებ ეს მამაკაცის მომაჯადოვებელი გარეგნობის გამო იყო....
დიდხანს ინებივრა აბაზანაში ფუქრებთან ერთად გასავლელი ცხოვრების ყველა დეტალი განიხილა მარტივად მოაგვარა მისი და რატის გაშორებაც მთავარი იყო რომ ახლა მას არ მიჩვეულიყო რაც მის ფიქრებში მარტივი გამოუვიდა, ისევ ხალათით გამოვიდა სააბაზანოდან ოთახში უნდა შესულიყო თუმცა რატონღაც გულმა სძლია მისაღებში ჩუმად შეიჭყიტა და რატის მოავლო თვალი რომელიც ისევ წელსზევით შიშველი იჯდა მხოლოდ სანათი ანათებდა ოთახს, რაღაც საბუთებს ჩასცქეროდა ინტერესით, სრულად შეათვალიერა მაშომ ბიჭი და ყველანაირად მოხიბლული ღიმილით გამობრუნდა უკან, სწორედ მაშინ გახედა რატიმ კარებს გრძნობით თითქოს ვიღაც უყურებდა და შემდეგ დასაძინებლად შესულ მაშოს თითქოს რაღაცის შიში ჰქონდა უცხოსთან ერთად როგორ უნდა დაეძინა გადაწყვიტა რომ გაეთენებინა, მაგრამ მაინც როდემდე, ორი თვე უძილიბას აპირებდა? ისევ ფიქრში გადაეშვა ტივტივი ძველი რატის გამოსახულებით დაიწყო, შემდეგ თწოდორემ რომელმაც უთხრა რომ იცოდა რატი მაშოს არაფერს დაუშავებდა, ვაჟასაც ეიმედებოდა, ცუდად არცერთხელ მოქცეულა, ვერანაირ ბრალს ვერ უყენებდა რომ შიში გაჩენოდა ამიტომ მარტივად მოახერხა ტკბილ სიზმრებში გადაშვება....



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საოცარი იყო მომეწონა მაგრამ დაიტანჯა ეს წყვილი როდის მიხვდებიან ერთმანეთი უყვართ

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძსლიან კარგია,სასიამოვნოდ წასაკითხი თსვი იყო

 


№3  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნესტანი
საოცარი იყო მომეწონა მაგრამ დაიტანჯა ეს წყვილი როდის მიხვდებიან ერთმანეთი უყვართ

ცოტა დიდი ამბებიც ელით, უღმესი მადლობააა რომ კითხულობთ❤️❤️❤️

[quote=Daldoni Daldoni]ძალიან ძსლიან კარგია,სასიამოვნოდ წასაკითხი თსვი იყო[/qუ[quote=Daldoni Daldoni]ძალიან ძსლიან კარგია,სასიამოვნოდ წასაკითხი თსვი იყო[/quote]
უღრმესიი მადლობა❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Xutu

[quote=Ana iko][quote=სტუმარი ნესტანი]საოცარი იყო მომეწონა მაგრამ დაიტანჯა ეს წყვილი როდის მიხვდებიან ერთმანეთი უყვართ[/quote]
ცოტა დიდი ამბებიც ელით, უღმესი მადლობააა რომ კითხულობთ❤️❤️❤️

[quote=Daldoni Daldoni]ძალიან ძსლიან კარგია,სასიამოვნოდ წასაკითხი თსვი იყო[/qუ[quote=Daldoni Daldoni]ძალიან ძსლიან კარგია,სასიამოვნოდ წასაკითხი თსვი იყო[/quote]
უღრმესიი მადლობა❤️❤️❤️[/quote]
მალე დადე რა ძალიან გთხოვ

 


№5  offline წევრი Ana iko

[quote=Xutu][quote=Ana iko][quote=სტუმარი ნესტანი]საოცარი იყო მომეწონა მაგრამ დაიტანჯა ეს წყვილი როდის მიხვდებიან ერთმანეთი უყვართ[/quote]
ცოტა დიდი ამბებიც ელით, უღმესი მადლობააა რომ კითხულობთ❤️❤️❤️

[quote=Daldoni Daldoni]ძალიან ძსლიან კარგია,სასიამოვნოდ წასაკითხი თსვი იყო[/qუ[quote=Daldoni Daldoni]ძალიან ძსლიან კარგია,სასიამოვნოდ წასაკითხი თსვი იყო[/quote]
უღრმესიი მადლობა❤️❤️❤️[/quote]
მალე დადე რა ძალიან გთხოვ[/quote]
უღრმესი მადლიბა შენ, რომ კითხულობ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent