შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი აღმოსავლეთში (თავი 5)


20-01-2023, 22:38
ავტორი ანა გაბაიძე
ნანახია 247

„უამრავი ფრაზა თუ გამონათქვამი შეგვხვედრია იმის თაობაზე, რომ ცხოვრება მაგარი მუხთალი რამაა, დაგაჩოქებს, გადაგივლის, მაგრამ ბოლოს ისევ ის წამოგაყენებს ფეხზე. ისიც გვსმენია, რომ ცხოვრება ისეთი მასწავლებელია, რომელიც თავისებურად, მწარედ გასწავლის, მაგრამ რაში მდგომარეობს მთავარი არსი? ყველა პოეტი თუ მწერალი რატომ წერს ცხოვრების საშინელებაზე და რატომ არ უთმობს დიდ ყურადღებას მის მილამაზეს? განა ისეც გულნატკენი ხალხი წიგნში არ პოულობს შვებას? მაგრამ არა, ალბათ ჯობია ისეც გასაგები თვალნათელი გახადონ.
ჩემს ცხოვრებაშიც იყო დრო, როცა მხოლოდ კარგზე ვიქრობდი, მაგრამ მერე შეიცვლა. ისევ ბურუსით მოცული სამყარო არ მინდოდა გაუსაძლისი გამხდარიხო. დიახ, მე ლილეტ ბერიძე ღრმად ჩაშვებულ ღუზას ვგავდი, რომელსაც ქაჩავდნენ, მაგრამ ვერ ამოჰქონდათ.
ბნელი იყო სამყარო, მაგრამ განათდა, როცა შენ გამოჩნდი ჩემთან. ხშირად დამიწეერია წერილი, რომელიც შენამდე არ მოსულა. აღმიწერია გრძნობები, რომელლიც მხოლოდ ჩემი იყო. წარმომედგინა თვალები, რომლებიც მე შემომცქეროდნენ. ვქრებოდი... ვქრებოდი, როგორც ახლადმოსული თოვლის ფიფქი ქრება ხელისგულზე.“
................
ერთ ადგილას გაშეშდა. შუა ბაღში, შავი ვარდებით გარშემორტყმული მიწაზე დაცემულიყო......... და ქვითინებდა. სახეზე შემზარავი ფერი ედო და თითქმის ორ მეტრიანი ქალი ნახევარ მეტრამდე ჩამოსულიყო. „იოანე გარდაიცვალა.... ჩემი იო-იო მიწას ჩაჰბარდა... ჩემი იო...“ ქვითინებდა ქვრივი და თან ვარდებს ეფერებოდა. თითქოს მათ ატანდა იოანეს სულს.
...................
- ისეთი ცუდი სანახავი, ემოციური და არამდგრადი იყო, რომ შემეშინდა მისთვის რამის კითქვა. - ამ დროს ჩაახველა გიორგიმ და დავითს ახედა, რომელიც გაბრაზებული უცქერდა - კი, კი, ვიცი. ეს არაპროფესიონალური მოქმედებაა, რაც არ უნდა ვთქვა არ მამართლებს, მაგრამ მაშინ იქ, რომ მივსულიყავი ან ხელში ჩამაკვდებოდა, ან გამომაგდებდა და მის ნდობას დავაკარგავდი.
- მართალი ხარ.
- მაშ ასე, მე ახლა ლილესთან წავალ. სანამ შემოვიდოდი დამირეკა და რაღაცები აღმოუჩენია. მოკლედ, ყველაფერს გავარვევ. - თითქოს ღრმად ამოისუნთქა დავითმა. ვერ მიხვდებოდი ესიამოვნა ეს ამბავი, თუ მისთვის სულ ერთი იყო, მაგრამ მარიამის მზერაში ბევრი რამ იკითხებოდა.

და მაინც, რა უნდა მარიამს დავითისგან და რას ფიქრობს ის? ზოგჯერ ძალიან ადვილია ადამიანის მიმიკებით მისი ფიქრების გამოცნობა, ზოგჯერ კიდე ისეთი შემზარავი სახე აქვს, რომ მიხვედრა კი არა, შეხედვაც არ მოგინდება.
ადამიანი.... ადამიანი ყულაბაა ემოციების, რომელიც ყველას ვერ ემახსოვრება. ემოციები კი სულია ადამიანის, რომელსაც ყველა ვერ შეეხება.
........................................
თავი მეცამეტე - წარსულში მოგზაურის ერთი დღე.
ბედნიერი ბავშვობა ნათელი მომავლის საწინდარია. რთული წარსულის მქონე ადამიანებს კი მომავალიც რთული აქვთ. ყოველი გათენებული დღე ბოლოდ მიგაჩნია, ხოლო კარშემოღებული საღამო რაღაც ნათელის საწყისად. ახლა, როცა ეს წინადადება წაიკითხეთ, ალბათ, იფიქრებთ, რატომ პირიქით არა? დღე ხომ ნათელია, სინათლე კი სიფერადესთან ასოცირდება.
მაგრამ... უდიდესი მაგრამ ძევს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომელთა წარსულიც საერთოა, აწმყო ცივი და მომავალი ბურუსით მოცული.
ხშირად მიფიქრია, რა იქნება, თუ ყველაფერს დავივიწყებ და ხვალინდელ დღეზე არ ვიფიქრებ? მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ ფიქრი, მხოლოდ ფიქრად არ უნდა დავტოვოთ.
ჩემი ფიქრი სისრულეშიც მომიყვანია, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ, უარესობისკენ.
მარიამ ამაღლობლისა და დათუნა გოგიტიძის სხეულები ზუსტად 29 წლის წინ გადაიკვეთა. მაშინ, როცა ნიკოლოზი 10 წლის მოზარდი იყო, ხოლო დათუნა და მარიამი 7 წლის ბავშვები.
აღმზრდელი, რომელიც პატარა, მონარნარე დათუნას სიცოცხლეს უმწარებდა, შეცვალა ლამაზთვალება ევამ.
პირწმინდა, სახემრგვალ, ლურჯთვალება ქალმა, რომელიც პატარა ანაბელთან ერთად მივიდა იქ, სადაც სულებმა ჰპოვეს ერთმანეთი და გულებმა ისუნთქეს ლაღად.
სწორედ ეს ახსოვდა ნიკოლოზს, ახლა, რომ თვალებში შეჰყურებდა ზღვისფერ დავითს, ჯიქურ არ აშორებდა მის შავ თვალებს და თითქოს ეუბნებოდა, როგორ შეიძლება დაგავიწყდეს მოვლენა, რომელმაც გასწავლა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი.
.................................
- ნიკოლოზ, არ მესმის, ვინ არ მახსოვს? - გაკვირვებული უმზერდა ბავშვობის მეგობარს.
- მარიამი, ის ხომ მარიამია. როგორ არ გახსოვს, ჯანდაბა, როგორ!... - კაბინეტში ბოლთას სცემდა ნიკო და თავზე ხელს ნერვიულად ისვამდა.
- მარიამი, აჰ, მარიამი - თითქოს ცინიკურად ჩაიცინა, მაგრამ კარგად, რომ დაკვირვებოდი, მის თვალებში, რომ შეგეხედა იმ ნაპერწკალს დაინახავდი, მე რომ სულის კივილს ვუწოდებ. - და შენ რა გგონია, მე ახლოს მოვუშვებ ადამიანს, მისი გაცნობის გარეშე?! ნიკოლოზ, როგორ ფიქრობ, ჩემს გუნდში შემოვიყვანდი ადამიანს, რომელიც სრულიად უცნობი იქნებოდა ჩემთვის?!
- მოიცადე, ანუ, მოიცა... - ცხოვრებაში პირველად, დაბნეული ბლუყუნებდა ნიკოლოზი და ერთ ადგილას გახევებული, ტვინის უჯრედებში ცდილობდა აზრების დალაგებას. - შენ გინდა თქვა, რომ, იცანი?
- ვიცანი?! და როგორ უნდა დაივიწყო ადამიანი, რომელმაც ცისფერი სამყარო ზღვისფერი გახადა, რომელმაც უსულგულო სხეულს ჰაერი ჩაჰბერა, როგორ შეიძლება არ გახსოვდეს ადამიანი, რომელმაც გაჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს „ადამიანი“?!



თავი მეთოთხმეტე. ლილეტის დღიურებიდან.
„12 მაისი, წელს რა მნიშვნელობა აქვს? დღე, რიცხვი , ამინდი, ეს ხდის დროს განსაკუტრებულს და არა წელი, ან საუკუნე.
ამ დღეს მე და ის განუყრელნი გავხდით, გადავწყვიტე მიმეცა ის შანსი, რომელიც სიტყვიერად არ უთხოვია, მაგრამ ყოველდღე მაგდრძნობინებდა.
ჩემი მხედველიბა ახლა უკვე იმდენად უმნიშვნელო გახდა, რომ ვერც კი ვამჩნევ. როგორი ირონიულია, არა?!
ამ წლის 12 მაისს დაიწყო და დასრულდა ყველაფერი. დასრულდა დღე ბედნიერებისა და დაიწყო წამები უბედურებისა.
ჩემს უბედურების მოცულობას ბედნიერება არ ეღირსა.
განა რაღა აზრი აქვს იმას თუ ვინ ვიქნები ხვალ? ეს ხომ გარდაუვალია.
მე გარდავიცვლები.
გავქრები.
მაგრამ მე დავბრუნდები....“
- და აქ წყდება ყველაფერი. ამის შემდეგ არცერთი ჩანაწერი არ არის. 16 მაისს კი ის მოკლეს....
- თინათინ, ახლავე მოიძიე ყველა ინფორმაცია ლილეტის შესახებ, ისიც რაც ოქმში არ წერია. ნიკოლოზ, შენ და მარიამი ისევ ახლანდელ საქმეზე იმუშავებთ. გიორგი, გამომყევი, მე და შენ წარსულში მივდივართ. - და ადგა დავითი. იმ მძიმე ნაბიჯებით, რომელიც მუდამ მისი თანმდევი იყო. ყელზე მოჭერილი ჰალსტუხი ყოველ დღე სულ უფრო და უფრო უჭერდა.
არავინ იცის, იქნებ ხვალ ვეღარც ესუნთქა.

არ ვიცი როგორი ადამიანი უნდა მეცოდებოდეს.
ის, ვისაც შვილი მოუკვდა, მოუკლეს, თუ მოკლა...
ის, ვინც მშობელმკვდარია, მეორეს კი სულმკვდარს ხედავს, თუ როცა ბავშვობიდან სულ მარტოა...
არ ვიცი რომელი ადამიანი უნდა მეცოდებოდეს, ომგამოვლილი თუ შვილი ომში დაღუპული...
მაგრამ ვიცი, რომ მეცოდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაღაცის შეცვლა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის ამის გასაკეთებლად.
ყოველი ადამიანი ამ ქვეყნად რაღაც მისიით არის მოვლენილი, ისე არ უნდა მოკვდე, რომ ერთ ადამიანს მაინც არ ახსოვდე, მაგრამ ისეთი ხსოვნაც ნუ გენდომება, რომ ცუდად მოგიხსენიონ.
ლილეტის ცხოვრებას ასეთი იყო. იმ წამს, როცა ის თვალებს ხუჭავდა, როცა ყელიდან სული ამოსდიოდა, როდესაც ამ სამყაროდან მიდიოდა და წესით ღვთისგან შემწეობა უნდა ეთხოვა, ის წყევლიდა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეეძლოს მისი მისიის შესრულება, მაგრამ ხელიც კი არ გააქანა მისთვის.
ის წყევლიდა ყველა ადამიანს, რომელიც პიროვნებულობას იჟენდა, მაგრამ არაფერი არ ჰქონდა მას ამის.
წყევლა - ერთი ადამიანის მიერ მეორის ცხოვრების სიძულვილი.
წყევლა ეს არის გრძნობა, სურვილი, აღქმა, დაბუდება, გაყიდვა სულისა, რომელიც გინდა გაგაჩნდეს, მაგრამ არ გაგაჩნია.
დღეს, ხვალ, ზეგ ან მაზეგ, როცა ლილეტის სულს გაიხსენებენ, როცა მის საფლავზე სანთელს დაანთებენ, ან ლოცვას წაიკითხავენ, მთელი ცხოვრება, ბოლო ამოსუნთქვამდე დაწყევლილნი იქნებიან.
მინდა მჯეროდეს გამართლების, მაგრამ სიკვდილის უფრო მჯერა.

ვიცი, ყველაფერი ავრიე. უკვე წაკითხული წინადადები ბევრისთვის აბურდულია, ზოგისთვის კი გაუგებარიც. ვიცი, როცა ამ ნაწარმოების კითხვას დააიწყებთ იფიქრებთ, თუ როგორი მომაბეზრებელია, მაგრამ ნუ გაჩერდებით.

ევა განსაკუთრებული ბავშვი იყო. ყოველთვის, თუნდ ცუდ გუნებაზე მყოფსაც, კი უბრჭყვიალებდა თვალები.
- მისი შემოსვლა ბავშვთა სახლში დღესაც მახსოვს - ვისკით ხელში, მდივანზე გართხმულს საუბრობდა დავითი - მახსოვს როგორი ნარნარა სიარულის მანერა ჰქონდა, დღესაც მასეთია - წრფელი ღიმილი გამოესახა სახეზე - ზოგჯერ მგონია, თუ კი შევიმჩნევ მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში, ისევ ისე გაქრება, როგორც ადრე. მერე რა თუ ახლა დაბრუნდა?! მერე რა თუ ისევ ცდილობს, რომ შევამჩნიო?! ცხოვრებიდან უკითხავად ერთხელ წასული, აღარ უნდა მოაბრუნო. სუსტი მეორეჯერაც მოისურვებს წასვლას, ძლიერი სულ არ წავიდოდა.
- დათო, ხომ იცი, რომ ბოლოს მაინც მოგიწევს შემჩევა, დალაპარაკება. უნდა გაარკვიო რა მოხდა, ადამიანი უმიზეზოდ არ მიდის. - ყოვლად უგრძნობი ნიკოლოზი ცდილობდა მეგობრის მხარდაჭერას, მაგრამ კაცმოკლული ადამიანი ძნელად თუ გამოხატავს გრძნობებს.
- კარგი, როცა დრო მოვა.

ლილეტის დღიურები შეწყდა. ინფორმაციის მოპოვების წყარო აღარ არსებობს. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს წერდა ლილეტი იყო, სხვაზე ვერც კი ივარუდებს ადამიანი.
მაგრამ როგორ?
ზოგჯერ მეც კი მგონია, იქნებ ეს ყოვლად დაშვებული ბოდვა სასწაულისა, მართლაც არსებობს.
იქნებ, მეც უნდა მჯეროდეს ცნების, რომელსაც სასწაული ჰქვია, მაშინ, როცა ირგვლივ ამდენი უბედურება ხდება?!
მკითხველო, ეს უბრალოდ რიტორიკული კითხვაა, ნუ დაიჯერებთ სასწაულის არსებობის. ის, რომ მართლაც ჩვენს ცხოვრებაში იყოს, გარშემო ასეთი ამბავი არ იქნება.
ირწმუნეთ საკუთარი ტვინის, რომელიც არასდროს დაგტოვებთ, თუნდაც სიგიჟის ბოლო ნაბიჯზე იყოთ, ის ისევ გააგრძელებს თქვენს მოკვლას.
ისევ და ისევ.
მრადჟამს.
ამ ქვეყნად ბოლო ამოსუნთქვამდე.



№1 სტუმარი Ana-maria

კარგი დეტექტივია. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent