შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი14)


24-01-2023, 18:06
ავტორი თუკა
ნანახია 2 789

კიბეებზე სწრაფად ავედი და ზარის ღილაკს ხელი მანამდე არ ავუშვი სანამ კარი არ გამიღო. ფერწასული და გაოცებული მიყურებდა ქალი რომელსაც დედაჩემი ერქვა და ოდნავადაც ვერ ხვდებოდა რა უნდა მდომოდა მისგან.
სახლში უცერემონიოდ შევედი და გეზი პირდაპირ მისაღებისკენ ავიღე. ჩემს დანახვაზე მამაჩემი მაშინვე ფეხზე წამოდგა და ცხოვრებაში პირველად ჩამიკრა გულში. თითქოს წამიერად გადამიარა სიბრაზემ, თითქოს ამ სითბომ მეც გული მომილბო, მაგრამ მისი თვალები დავინახე თუ არა მამაჩემს მოვშორდი და წინ დავუდექი..
- შეხედე მამა, როგორც გაჭრილი ვაშლი ისე ვგავარ ამ ქალს რომელსაც დედაჩემი ჰქვია, შეხედე იგივე თმა, თვალები, ტუჩები, ცხვირიც კი მისნაირი მაქვს, შეხედე.. და ამ ქალმა , იმხელა ტკივილისთვის გამიმეტა, არც კი ვიცი რომ არა ეს მსგავსება ვიფიქრებდი რომ სხვისი შვილი ვარ, რომ ეს ქალი არ შეიძლება დედაჩემი იყოს..
- რა ხდება მართა, ამჯერად რა დავაშავე?- ხელები ჰაერში გაშალა და სავარძელში ჩაეშვა.
- მრცხვენია რომ დედაჩემი ხარ. ძალიან მრცხვენია რომ შენნაირმა ქალმა გამაჩინა იცი? ნიტასთან ვიყავი ყველაფერი დაწვრილებით მიამბო დედა, როგორ შეძელი ასეთი რამის გაკეთება, ეს როგორ გაბედე, შენ თვითონ დედა ხარ, სხვისი შვილი როგორ გაიმეტე?
- მე ჩემი შვილი დავიცავი, სწორედ დედა რომ ვარ ამიტომ.
- შენ დედაჩემიც ხარ ! მეც შენი შვილი ვარ მეც !- განადგურებულმა ვუყვირე და ჩანთა იატაკზე დავაგდე.. ნიტა გადაარჩინე და მართას იმეტებდი? ესაა შენი დედობა? რატომ??? იმიტომ რომ მართა შენ არ გაგიზრდია, იმიტომ რომ არასოდეს გინახავს როგორ სტკიოდა მართას, არასოდეს იცოდი როდის მიჭირდა, როგორ ვდგებოდი დაცემული , ამიტომ? - დედა შვილებს არ ანსხვავებს, იმიტომ რომ დედამ ყველა შვილი ცხრა თვე უნდა ატაროს მუცლით.
- მართა რას ბოდავ?- გაოცებულმა შემომხედა მამაჩემმა და გვერდით მომიდგა..
- ოდნავ მაინც, სულ ოდნავ მაინც არ გიყვარვარ? ასეთი რა დაგიშავე? მესმის რომ უდროო დროს დავიბადე მაგრამ შენ ხომ აიხდინე შენი ოცნება, შენ ხო წახვედი და დამაგდე, მე ხომ ამის გამო შენთვის არც ერთხელ არ მითქვამს საყვედური დედა.. შენგან მხოლოდ დედის სითბო მინდოდა, მეტი არაფერი. მხოლოდ ეგ, რომელიც არასოდეს მქონია...
- მართა სისულელეებს ამბობ, რა თქმა უნდა მიყვარხარ, მე გაგაჩინე. მე გატარე ცხრა თვე.
- როგორ გიყვარვარ ამიხსენი? მოხვედი და დაშორებას მთხოვდი..
- შენ მაგ ბიჭს არ დაშორდი? იცი მაინც რამხელა პრობლემებს გვიქმნი ამით? იცი მაინც რომ მამამისი მოსული იყო და პასუხი მოითხოვა?
- პასუხი მოითხოვა შენგან და არა ჩემგან, შენთან გამომიშვა, წადი და დედაშენს მოსთხოვე პასუხიო, მოვედი და პასუხი მინდა. პასუხი რომელსაც ვერასოდეს გავიგებ ხო ასეა.. წამით არ გადანაშაულებ რომ ნიტა დაიცავი, მაგრამ ამხელა ტყუილი როგორ დააბრალეთ ადამიანს, ამის მერე მოხვედი და უსინდისოდ მე მიბრძანე ჩემს სიყვარულზე უარის თქმა.
- მართა, არ გამაბრაზო. იცოდე , გაიძულებ რომ მაგ ბიჭს დაშორდე - თითი დამიქნია და სავარძლიდან წამოდგა.. თქვენი ამ ცანცარის გამო , ნიკოლოზი მომივარდა -თქო.
- კიდევ იგივეს მეუბნება მამა გესმის? ეს ცანცარი არაა ადამიანოო, მიყვარს ეს კაცი, მთელი სულით და გულით მიყვარს, ჩემი ნაწილია. მასთან დაშორებას არ ვაპირებ და ამას ვერავინ მაიძულებს სანამ თავად დანილს არ მოუნდება ეს.
- მაშინ დანიელს ვაიძულებ რომ დაგშორდეს- სიცილით მითხრა და წინ ამესვეტა. - ვაიძულებ და დაგშორდება...
- ამ ქალს უმკურნალე მამა, უმკურნალე, შეხედე, უბრალოდ შეხედე როგორ ლაპარაკობს. როგორ აზროვნებს. შენ ვინ ხარ რომ, ვინმეს რაიმე აიძულო? თავი ვინ გგონია, ღმერთი ხარ? - ფულზე დახამებული ქალი ხარ, ფულზე გაყიდე შენი შვილის პატიოსნება,აი ეს ხარ შენ - მთელი ხმით ვღრიალებდი და თვალებში ვუყურებდი.
- უზრდელი გოგო ხარ - გაშლილი ხელი მოულოდნელად გამარტყა სახეში და ოდნავ უკან დაიხია- თითქოს შეეშინდა რომ ხელს შევუბრუნებდი. - ამის მერე კიდევ მკითხავ რატომ არ მიყვარხარ? აი ამის გამო არ მიყვარხარ, არ შეიძლება ჩემი შვილი ასეთი იყოს, უზრდელი და გამოუსადეგარი. გიკვირს? არ ვიცი რატომ მიყურებ ასე და რატომ გიკვირს მართა. შენ თითონ ამტკიცებდი რომ არ მიყვარდი, რომ ნიტა უფრო მეტად მიყვარდა ყოველთის ვიდრე შენ. ხოდა ახლა გეუბნები მიზეზს. შენი არსებობით ჩემი ოცნებები ერთიანად დაიმსხვა, არ მინდოდა ასეთ პატარა ასაკში გავმხდარიყავი დედა, სულ სხვა გეგმები მქონდა. მე სწავლა და მოგზაურობა მინდოდა რა უნდა გამეკეთებინა?? როცა გაგაჩინე ისეთ პატარა იყავი, ისეთი უსუსური ხელის წავლებაც კი არ მინდოდა. ვიცოდი რომ მერე შემიყვარდებოდი და ბაბესთან ვერ დაგტოვებდი.. მე კიდევ არ ვაპირებდი შენს გამო უარის თქმას, მიუხედავად იმისა რომ მამაშენი დიდხნას მეხვეწა ბოლოს მაინც დავითანხმე. აი ნახე ასეთია დედაშენი, ჯერ რაღაცას დაგეგმავს, მერე ეს რაღაცა სისრულეში მოყავს, რა არის აქ ცუდი და გაუგებარი.. - ვერ მოვახერხე რომ შემყვარებოდი, ისე ვერ შეგიყვარე როგორც დედას უნდა უყვარდეს შვილი. იმიტომ რომ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა.. შენი დატოვება ცოტა ხნით მინდოდა მაგრამ ხო ხედავ ეს ცოტა ხანი ათი წელიწადი გაგრძელდა, გიყურებდი და სრულიად უცხო იყავი, ვერც კი გიაზრებდი რომ შვილი უნდა დამეძახა შენთვის..ვინც როგორც უნდა ისე თქვას, ხო ვაღიარებ, არ ვარ სუსტი და მატყუარა ქალი.
- პირველად მესმის დედა ასე მარტივად ეუბნებოდეს შვილს რომ არ უყვარს და ფეხებზე კიდია.. გიყურებ და ვხვდები რომ შენ მარტო მე კი არა ნიტაც არ გიყვარს... შენ საერთოდ არავინ არ გიყვარს ადამიანო..
- იცი რა არის, არჩევანს შენ გიტოვებ, როგორც გინდა ისე ჩათვალე მართა. როგორც გესიამოვნება ისე მოიქეცი, მაგრამ იცოდე ამ ბიჭთან ეს შენი ზღაპრული გრძნობები სკივრში ჩაყარე და მოისროლე...
- ახლა საერთოდ არ მიკვირს , რომ ასე მარტივად შეგიძლია მელაპარაკო გრძნობაზე რომელსაც სიყვარული ჰქვია..
- გასაგებია. ახლა ის მაინც ვიცი რომ არ გიყვარვარ - ამ სილის გაწნას კიდევ არასოდეს დაგივიწყებ, ერთი ორად დაგიბრუნებ უკან გპირდები - ტირილით ვუთხარი და სახლის კარები მთელი ძალით გამოვიჯახუნე..
განადგურებული იჯდა სავარძელში ალექსანდრე და ხმას ვერ იღებდა. ფიქრები ერთმანეთში ერეოდა.. ამდენი წლის შემდეგ პირველად გაახსენდა მართას დაბადება. ისეთი პატარა და ისეთი ლამაზი იყო, როცა ექიმმა ხელებზე დაუწვინა იგრძნო რა ყოფილა შვილის სიყვარული. ეს წერტილივით ბავშვი იმდენად თბილი იყო, სახეზე ღიმილი და თვალებზე ცრემლი არ შეშრობია ლექსოს. თავისი ბრიალა მწვანე თვალებით უყურებდა მამას და თითქოს უღიმოდა, გეგონებოდათ წინასწარ გრძნობდა რომ მალე ამ სითოს მოაგლეჯდა ვიღაცა ურჩხულივით ქალი...
ყოველთის უყვარდა მართა.. მისი სითამამე, მისი სიძლიერე. ერთნაირად იყო სუსტიც და ძლიერიც, მას შეეძლო დედის წინ ხმალამოღებულს ბრძოლა, მხოლოდ მას შეეეძლო სალომეს გაჩუმება.
- ეს რა გააკეთე - გამწარებულმა უღრიალა ცოლს და ფეხზე წამოხტა. მაგრად მოუჭირა მკლავში ხელი და დივნიდან წამოაგდოო.
- რა გავაკეთე ასეთი?- უზრდელი გოგოა და საკადრისი მიიღო..
- საკადრისი მიიღო? იცოდე მართას რაიმე რომ დაემართოს , არასოდეს გაპატიებ სალომე.
- და რას იზამ?
- რას ვიზამ? ამ სახლს დატოვებ, და აღარსოდეს გაიხსენებ შენს ქმარს . აღარასოდეს გაიხსენებ რომ გყავდა ოჯახი რომელიც ვერ დააფასე..
- ლექსო ნუ სულელობ - ხმა გაებზარა და მაშინვე მოლბა..
- განახებ თუ ვსულელობ , განახებ !- საკუთარ შვილს ასე მარტივად როგორ უთხარი რომ არ გიყვარს ქალო? - მართა თუ არ გიყვარს შენ არც ნიტა გეყვარება, იცი რა არის შენი პრობლემა? უბრალოდ მართა ვერ მოდრიკე, შენს მონად ვერ აქციე, როგორც ნიტა, მაგრამა მიხარია რომ ახლა ნიტასაც აღარ სჭირდები, ახლა რომ აღარავის სჭირდები ამის ღირსი ხარ . - გაბრაზებულმა იღრიალა და სამზარეულოში გინებით გავიდა.

თეთრად განათებულ დერეფანში ბოლთას ნერვიულად სცემდა დანიელი. მაგრად იჭერდა ხელებს თავზე რომ ტკივილისაგან არ გაგიჟებულიყო. ბოლოს ერთიანად დაიღალა, ძალა გამოცლილი მიეყრდნო კედელს და თვალები დახუჭა. არ უნდოდა ცუდზე ეფიქრა, უბრალოდ საერთოდ არ უნდოდა ფიქრი, ამ წამს მხოლოდ მართას ნახვა უშველიდა, ისევ ისე როგორც პირველად ისევ ჩაიძირებოდა მის უძირო და ფირუზისფერ თვალებში.
მარტო იდგა და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. დერეფანში სირბილით მიმავალ ექიმებს მხოლოდ აცრემლებულ თვალებს აყოლებდა.. წარმოდგენაც არ უნდოდა რომ მართას რაიმე დაემართებოდა, ჯერ კიდევ გუშინ მთელი ძალით ეკვროდა ზედ მის სხეულს, როგორ უნდოდა ახლაც შეძლებოდა მასთან ჩახუტება.. პირველი ხელი ნერვიულად აიფარა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა..
- როგორააა?- ლევანის და ირაკლის ხმამ გონს მოიყვანა და ამღვრეულმა ახედა.
- არაფერი ვიცი.
- ექიმი არ გამოსულა?- გვერდით მიუჯდა ლევანი და ხელი მაგრად შემოხვია ძმაკაცს.
- არა. გონზე არა ვარ საერთოდ რა ხდება ლევან, როგორ მოხდა, რა მოხდა , როგორაა, გონზე არა ვარ ლევან - შეშფოთებულმა იყვირა და სახე ხელებში ჩამალა..
- დამშვიდდი, ნუ ყვირიხარ ძმაო, საავადმყოფოში ვართ- მალე გამოვა ექიმი და ყველაფერს გვეტყვის, გავარკვევთ რა მოხდა დანიელ - მის წინ ჩაიცუცქა ირაკლი და მუხლზე ხელი მაგრად მოუჭირა..
- ჩემი და სადააა?- ტირილით მივარდა ნიტა დანიელს და მთელი ძალით მიიკრა გულზე,- დანიელ უკვე მეორედ, უკვე მეორედ ხდება ასეთი რამე, მითხარი როგორააა? - მითხარი რომ კარგადააა, მითხარი გთხოვ, ტირილი ბღავილში გადაუვიდა და დანიელს ახედა..
- არ ვიცი რა გითხრა, მართლა არ ვიცი - ძლივს მოახერხა სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა რომ რეანიმაციის კარიდან გამომავალი ექიმი სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მათკენ, ნერვიულად, ერთი ხელის მოსმით მოიძრო ქუდი და დაცვარული შუბლი მოიწმინდა..
- პაციენტის ქმარი რომელია?- ცნობისმოყვარეობით სავსემ იკითხა და სათითაო მამაკაცს გადაავლო თვალი..
- მე ვარ, როგორაა მართა? - ხაზგასმით თქვა დანიელმა და მისკენ გაიწია..
- მართა კარგადაა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო ბავშვის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, გოგონას უკვე სისხლდენა ჰქონდა როდესაც შემოიყვანეს..
- რომელი ბავშვის , რას ამბობთ - დაბნეულმა დაუსვა კითხვა ნიტამ და დანიელს გვერდით მიუდგა.
- გოგონა ორსულად იყო, სავარაუდოდ თავადაც არ იცოდა. ვწუხვარ რომ ასეთი ამბის თქმა მომიწია..
- როდის შემიძლია მისი ნახვა? - გაბზარული ხმით იკითხა დანიელმა და ცრემლების დასამალად საკუთარ ფეხებს დააშტერდა..
- ნახევარ საათში, ექთანი შეგიყვანთ მასთან, ოღონდ გთხოვთ არ ანერვიულოთ, ახლა უნდა დაისვნოს და მეტი ეძინოს..
- გასაგებია, რა თქმა უნდა- დაპროგრამებული იმეორებდა დანიელი და დერეფნიდან და ხალხიდან გაცლას სწრაფი ნაბიჯით ლამობდა..

საკუთარი მანქანის წინ საავადმყოფოს შენობისაკენ ზურგით ბორდიულზე იჯდა დანიელი და კბილებს ერთმანეთს მთელი ძალით აჭერდა რომ საკუთარი ტკივილი როგორმე ჩაეხშო . ამდენი წლის მერე ახლა პირველად უნდოდა ხმამაღლა ეტირა და ეს გამანადგურებელი განცდა მოეშორებინა.. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ექიმის სიტყვებს, ჯერ კიდევ გაყინული მზერით დაყურებდა მიწას და გამოსავალს ეძებდა, გამოსავალს რომელიც არსად იყო. არ იცოდა მასთან შესულს რა უნდა ეთქვა. როგორ უნდა ეთქვა. რანაირად უნდა გაემხნევებინა, როცა თავად ასეთი დაცემული და განადგურებული იყო. სული ეფლითებოდა რომ ახლა ასეთი უმწეო იყო და ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნა.
ბოლოს მაინც გაბედა, მაინც სძლიეს ცრემლებმა ერთიანად იხუვლა მლაშე სითხემ და გაყინულ ლოყებზე დაედინა.. შავ თვალებს თითქოს ფერი დაეკარგა, თითქოს გაცრეცილი და უემოციო იყო ახლა. ის ცეცხლი აღარ ჰქონდა რომელიც მაში გიზგიზებდა..
თურმე რა ცოტა სჭირდება ადამიანს რომ ბედნიერება დაკარგოს..
შეკრული მუშტი ტუჩებზე მიიჭირა და ტკივილს გაუძალიანდა.. ღრმად ამოისუნთქა და გვერდით მდგარ სილუეტს გახედა..
- ვერ დავიცავი, მისი დაცვა ვერ მოვახერხე - ხმაჩახლეჩილმა ამოიხავლა და ნიას გახედა.. - ჯერ ვერ დაბადებული შვილიც კი ვერ დავიცავი ნია- ეს როგორ მოხდა..
- შენი ბრალი არაა დანიელ, შენ ხომ არ იცოდი, თავადაც არ იცოდა , ხო ნახე ექიმმა რა თქვა..
- ახლა რა ვუთხრა? მასთან შესულმა რა გავაკეთო ?- ნერვიულად მიუტრიალდა დას და ცრემლები ხელის გულით მოიწმინდა...
- ახლა ძლიერი უნდა იყო, იმიტომ რომ მას შემატო ძალა, შენ რომ ასე დაგინახოს დანიელ რას იფიქრებს. უარესად გახდება ცუდად. მხოლოდ შენ შეძლებ მის დახმარებას. შენ ხარ მისი იმედი ხო იცი..
- ძალიან ცუდად ვარ , საშინლად ვარ - თითებით გაითავისუფლა თვალები ცრემლისგან და ფეხზე წამოდგა.. - ჯერ აქედან გავიყვან და მერე იმ არანორმალურ ქალს ვასწავლი ჭკუას.. ზუსტად ვიცი იქ იყო მისული.. ცხოვრებას გავუმწარებ იმ ნაგავს.. და ღმერთმა არ ქნას ამ ყველაფერში კიდევ მამაც გარეული იყოს ნია...
- მამა რა შუაშია? - დაბნეულმა შეხედა ნიამ ძმას და მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია..
- არ ვიცი, მამაჩვენი სულ შუაშია, როცა ჩვენს გარშემო რამე ხდება... არ ვიცი- მხრები აიჩეჩა კიბეებისკენ დაიძრა..
პალატის კარები ნელა შეაღო დანიელმა და მის დანახვაზე ყელში ბურთივით გაეჩხირაა ტკივილი... მხრებზე მოდებული თეთრი ხალათი შეისწორა და მისკენ წავიდა...
ნელა ჩამომიჯდაა საწოლზე და შუბლზე დაკრულ ბინტზე ფრთხილად გადამისვა ხელი...
- მაპატიე დანიელ, არ ვიცოდი, მე არ ვიცოდი, თორემ სხვანაირად მოვიქცეოდი - თვალებდახუჭულმა ვუთხარი და ცრემლები თავისით დაიძრა თვალებიდან..
- დამშვდდი კარგი?- თვალები გაახილე მართა, შენი ლამაზი თვალები დამანახე, მე რომ ასე ძალიან მიყვარს.. - ჩუმად მითხრა და ოდნავ შემახო ტუჩები თვალები..
- არ ვიცოდი, არ ვიცი როგორ გამომეპარა - მაგრამ ჩვენი შვილი ვერ დავიცავი. მე რანაირი დედა ვარ, დედაჩემივით მოვიქეცი ნახე.. როგორც მან არ დამიცვა, როგორც მან მიმატოვა დანიელ, მეც ასე მოვიქეცი გესმის? არასოდეს ვაპატიებ ამას ჩემს თავს.
- დამშვიდდი მართა გთხოვ, ნერვიულობა არ შეიძლება. გთხოვ- ჯერ ყველაფერი წინ არის, შვილი გვეყოლება და არა ერთი, ბევრი, ძალიან ბევრი და შენ საუკეთესო დედა იქნები - მაგრად მაკოცა ლოყაზე და ვიგრძენი როგორ დამეცა მისი მალული ცრემლი თვალზე.
წამლისაგან გაბრუებული ვიწექი საწოლზე და ფიქრებს თავს ვერ ვუყრიდი, ჯერ გონზე კიდევ არ ვიყავი ბოლომდე მოსული, ვერაფრით ვიჯერებდი რომ ის რაც ჩემს თავს ხდებოდა რეალობა იყო, როგორც წესი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ერთიანად ხდებოდა ხოლმე.
ჩემს წინ მჯდარ დანიელს გავხედე, განადგურებული სახით იყურებოდა ფანჯარაში და ვხედავდი რომ მისი ფიქრები სულ სხვაგან იყო. მისი ფიქრების მებატონე ახლა ჩვენი დაკარგული შვილი იყო, და ამითი გამოწველი ტკვილი..
ჩუმად მოვიწმინდე ცრემლები და ბაგეები ერთმანეთს დავაშორე რომ ჩემი ტირილის ხმა არ გაეგო..როგორც წესი როცა ერთი რაღაც მთავრდება მეორე აუცილებლად იწყება.. ახლა ეს ერთადერთი ნუგეშის მომცემი სიტყვები იყო ჩემს გონებაში, რომელსაც საკუთარ თავს ვეუბნებოდი. მაშინ როდესაც დედაჩემი დაბრუნდა და გვერდით როგორც უცხოს ისე ჩამიარა, მაშინაც ზუსტად ეს სიტყვები ვუთხარი ჩემს თავს, რომ ამით არაფერი სრულდებოდა, მაშინ ჯერ კიდევ მქონდა იმედი რომ დედა თავის როლს მოირგებდა..
ახლა საკუთარ ტკივილთან მარტო არ ვიყავი, გვერდით დანიელი მყავდა, მყავდა ყველაზე ძლიერი საყრდენი რომელიც დაცემულს წამომაყენებდა, მაგრამ მტკიდა მისი ტკივილიც, მტკიოდა იმიტომ რომ ვიცოდი მისი ოცნება და სურვილი დავანგრიე, ის რაზეც ასე ლამაზად მესაუბრებოდა ახლა მის თვალწინ დავანგრიე, ჯერ ვერ აშენებული ოცნების კოშკი, რომელიც სიყვარულით უნდა ყოფილიყო სავსე და გაჟღენთლი, მოვშალე. საძირკველშივე მოვშალე და მოვანგრიე..
ვინმეს რომ ეკითხა ყველაზე რთული რა არისო ვიტყოდი რომ ცხოვრება.ყველაზე მწარე და რთული ცხოვრება იყო.. იცით რატომ? სასწორზე რომ შემეგდო ჩემი განვლილი ცხოვრება ტკივილის პინა მარტივად გადაწონიდა სხვა დანარჩენს..
ხშირად ბებია ამბობდა ხოლმე, დაცემა რთულია მაგრამ წამოდგომის მერე უფრო დიდი ძალით ივსები ადამიანი და ისეთი განცდა გაქვს , შეგიძლია მთები გადადგაო..
ახლა ის პერიოდი იყო, რომ ამის არ მჯეროდა, პირველად ჩემს ცხოვრებაში არ მჯეროდა გამონათების, პირველად ცხოვრებაში ჩემი თავი დედაჩემს შევადარე და ამ შედარებაზეც კი მეორეოდა გული..
სულ რაღაცა ერთი კვირის წინ მეგონა რომ ჩემი ბედნიერება არასოდეს დასრულდებოდა, რომ ახლა ყველაზე ლამაზი დღეები მელოდებოდა წინ.. მეგონა რომ როგორც ცაზე წვიმის მერე პატარა ცისარტყელა ასე გავფერადდი და მეტი აღარასოდეს დამატყდებოდა თავს ჭექა- ქუხილი.
თვალები დავხუჭე და გონებამ მაშინვე აღიდგინა დაჩაზე მასთან ერთად გატარბული დღეები:


10 დღის წინათ
დღე პირველი (საუზმე შენთვის)
- ამდენი ცომი რად გინდა მართა?? - მის სიცილზე უკან გავიხედე და გავუღიმე..
- მინდოდა დილით ბლინებით გვესაუზმა- მხრები ავიჩეჩე დ ცომს დავხედე..
- ამდენი ბლინი ვინ უნდა ჭამოს? ერთი ქორწილისთ ხალხს ეყოფა ? - ჩემკენ წამოვიდა და ხელები შემომხვია მუცელზე.. - მგონი სულაც არ იცი როგორ უნდა გააკეთო ბლინები ..
- ვიცოდი - დარცხვენილმა ვუთხარი რა იატაკს დავაშტერდი..
- გასწავლი - ყურში მიჩურჩულა თავისი ხავერდოვანი ხმით და ერთიანად დამიარა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა.. - ხელებზე მომკიდა ხელი და თანმიმდევრობით ჩაყარა ჯამში ინგრედიენტები..- ძალიან ტკბილი არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ტკბილი შენც საკმარისი ხარ,- მორიგი მარცხი განვიცადე მის ხელებს შორის და წავბორძიკდი..- მასა თხელი უნდა იყოს და არა ისეთი სქელი რომ მოსაჭრელი გახდეს მართა..
- დანიელ !-წყენა ვერ დავმალე და მისი მკლავებიდან გამოვძვერი.
- ნუ ხარ ბუტია, უნდა გასწავლო საჭმლის გაკეთება რომ მშიერი არ მოკლა შენი მომავალი ქმარი..
- ჩემი მომავალი ქმარი?- გაუაზრებლად გავიმეორე მისი სიტყვები და გაზქურაზე ტაფა დავგდი..
- შენი მომავალი ქმარი, ანუ მე..
- დანიელ..
- გისმენ - ღიმილით მითხრა და აკიაფებული თვალები შემომანათა...- არ გინდა რომ შენი მომავალი ქმარი მე ვიყო? - მხურვალე ტუჩები ურცხვად შემახო კისერზე და ვიგრძენი როგორ ამემღვრა სულში არსებული ყველა რითმა..
- მინდა. უბრალოდ არ ველოდი.. - ვაიმე დამეწვა - გონზე დამწვრის სუნმა მომიყვანა და აფორიაქებულ მკერდზე ხელი მივიჭირე.. - დამეწვა დანიელ, დამეწვა ბლინები და შენი ბრალია..
- თავიდან დაასხი, ცომი იმდენი გვაქვს ერთი კვირა გვეყოფა, და ეს ჩემი მასური რატომ გაცვია ვითომ?- ეჭვის თვალით ამხედა და დამატრიალა..
- იმიტომ რომ მოხერხებულია, თბილია და შენი სუნამოს სურნელი აქვს..
- ხო? მგონი მალე მთელ ჩემს მაისურებს შენთვის გადაილაგებ..
- თუ მომეწონება რატომაც არა - ფქვილიანი თითები ლოყაზე ჩამოვუსვი და ცხვირზე ვაკოცე...
- ოო, ეს თამაში იცოდე ცუდ შედეგამდე მიგიყვანს ქალბატონო - დამარცვლით მითხრა და მთელი მკერდით მიმიკრა ზედ. მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითებით ცომს გულიანად მოურია და ყელზე დამისვა...
- დანიელ- სიცილით ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი და ამაოდ გავიფართხალე მის ხელებში მჭიდროდ მოთავსებულმა.. – ასე დამსვრი დანიელ - ტუჩები წინ გამოვწიე და პატარა ბავშვივით დავმანჭე სახე.
- იცი რისი ღირსი ხარ ახლა?- დაგსვარო კი არა დაგსაჯო და ასეც გავაკეთებ, უბრალოდ ახლა ბლინი დაიწვა- ხორხოცით მითხრა და ბოლასული ტაფისკენ დამატრიალა..
- აუტანელი კაცი ხარ, საშინლად აუტანელი !
- შენი აუტანელი..
- მარტო ჩემი...
**
დღე მეორე (ტანგო)
ფანჯრის წინ ვიდექი და თავსხმა წვიმას ვუყურებდი. ამ სახლში პირველად რომ შემოვდგი ფეხი მაშინაც ასე წვიმა. მგონი ჩემს ჯიბრზე იქცეოდა ასე ამინდიც. ანდრიას ჭკუა ეყო და ამ სახლში გამოგვკეტა. მართალია დანიელის მანქანა ქურდულად წაიყვანა, მაგრამ არც ერთი არ ვიყავით წინააღმდეგი აქ ყოფნის. გული მიგრძნობდა რომ ეს სახლი მალე ყველაზე ტკბილი მოგონებებით დაიხუნძლებოდა და ჩემს მორიგ თავშესაფრად იქცეოდა..
- დანიელ, გარეთ გავალ და მოვალ- ისე ვუთხარი მის პასუხს არც დავლოდებივარ და რამოდენიმე წამში წვიმის გაყინულ წვეთებს ხელებს ვუშვერდი.. ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა ტანსაცმელში ატარებდა სიცივე და მალე ცახცახს დავიწყებდი, მაგრამ ვერ მოვასწარი, ზურგიდან ამეკრა დანიელი და სველ თმაზე მაგრად მაკოცა..
- რატომ ხარ ასეთი სულელი გოგო - ოდნავ მკაცრი ტონით მითხრა და თავისკენ დამატრიალა.. გაცივდები მართა..
- ხოდა მომივლი..
- ისედაც მოგივლი სულელო. მაგრამ შენი გაციება არანაირად არ მაწყობს, იმიტომ რომ უამრავი გეგმა მაქვს..
- მაინც როგორი? - ინტერესით ჩავეძიე და გავიტრუნე..
- შენ რომ მოგეწონება ისეთი - ღიმილით ჩამხედა თვალებში და გალურჯებულ ტუჩებზე მაკოცა. - სხვათაშორის გაიყინე, ნეტა ამას თუ გრძნობ..წამოდი შევიდეთ დავსველდით..
- არაა, უნდა ვიცეკვოთ.
- სახლში რომ ვიცეკვოთ არა? - გაბრაზება გაერია ხმაში.
- ნწუ, აქ წვიმაში უნდა ვიცეკვოთ მე და შენ ტანგო.
- ტანგო? ხო არ ღადაობ გოგო, რა ტანგო..- სიცილით მითხრა და სახლისკენ დაიძრა, რომ ჩქარი ნაბიჯით წავედი მისკენ და ზურგიდან ავეკარი.. ხელები მაგრად შემოვხვიე და მთელი ძალით ვაკოცე ბეჭზე.ნელა შემოვადე ფეხი ფეხზე და ზემოთ მიმართულებით ავუსვი.. ხელებზე ხელები დამადო და თითები თითებში გადამიხლართა. სწრაფად დამატრიალა თავისკენ და როგორც სჩვევია კარგად შეიყნოსა ჩემი თმის სურნელი . ნელი მოძრაობით დამისვა ერთ ხელი ბეჭებზე , მეორეში კი ჩემი ხელი მოიქცია... წვიმის წვეთებს ნელა ავაყოლე ტანი, მაცდურად შევუცურე ფეხი , ფეხებს შორის და ნელი მოძრაობით გავწიე განზე.. ირონიულად ავხედე დანიელს, რომელიც ამღვრეული თვალებით მიყურებდა და მზად იყო ეს უბრალო ცეკვა ცეცხლოვან ტანგოდ ექცია.. ნელა ავიქნიე ფეხი უკან და დანიელს თვალი ჩავუკარი. ნელა გადაიხარა და ზედ გადამიწვინა, რამოდენიმე წრიული მოძრაობის მერე სწრაფად ამიტაცა ხელში და ვეცადე მაქსიმალურად ლამაზად ამეწია ფეხი ფურორის მოსახდენად.. მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა ნაზად მოვხაზე წრე და დანიელს ოდნავ შევეხე ტუჩებზე.. - ამაღამ ვერ გადამირჩები - ხაზგასმით მითხრა და მაგრად შემომხვია ხელები..
**
დღე მესამე (ანაბელი)
დივანზე ნახევრად მწოლიარე პოზაში იჯდა დანიელი. მაგრად ვეკვროდი ზედ და მზის ამოსვლას ვუყურებდით ერთად. ვუყურებდი ახალი დღის გათენებას, რომელსაც ახალი საფიქრალი, ახალი იმედები მოჰქონდა , ვუყურებდი და ვფიქრობდი ნეტავ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩემი ბედნიერება..
ჩემი სინდრომი, რომელიც ჯერ კიდევ არ მანებებდა თავს, სადღაც გულის სირღმეში თავს მახსენებდა და მამცნობდა რომ ჯერ კიდევ ბუდობდა ჩემში. ჯერ კიდევ უფათურებდა ხელებს ჩემს სულ.. ჯერ კიდევ მაკნინებდა და მანადგურებდა.. მაგრად შემოვხვიე ხელები დანიელს და ძილის სამფლობელოსკენ დავიწყე წასვლა..
- არ გინდა რომ შვილი გვყავდეს? - დანიელის მოულოდნელად დასმულ კითხვაზე თვალები მკვდარი თევზივით დავაჭყიტე.. - გოგო გჭირდება..
- ვერ გავიგე ..
- ძალიან კარგად გაიგე. მინდა რომ შვილი გვყავდეს მართა..ამაში ცუდი რა არის?
- ცუდი არაფერია. უბრალოდ არ მეგონა თუ შვილი გინდოდა..
- ჩვენი შვილი მინდა. ჩემი და შენი . შენსავით ლამაზი და საყვარელი. შენსავით ცელქი- ღიმილით მითხრა და დივანზე წამოჯდა.. შვილი მაჩუქე რა მართ - ჩემი ხელები, ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა..
- დანიელ დავიბენი იცი - მის წინ დავჯექი და ფეხები მუხლებზე გადავადე - მეც მინდა შვილი, მართლა.
- მაგრამ მე ძალიან მინდა - ბავშურად მითხრა და ტუჩები წინ გამოსწია იმის მანიშნებლად რომ გაიბუტა..
- ვაიმე ძალიან რას ჰქვია, ბაჭია ხომ არა ვარ. მინიმუმ ცხრა თვე მაქსიმუმ წელიწადი მინდა, პლიუს ბავშვს მარტო ვერ გავაკეთებ და კიდევ ერთი..
- ახლა რა მოიგონე?
- სწორად გამიგე რასაც ახლა გეტყვი. მე სრულფასოვან ოჯახში დავიბადე და არასრულფასოვანში გავიზარდე.. არ მინდა ჩვენი შვილიც ასე იყოს. მინდა რომ ეს გააზრებული ნაბიჯი იყოს დანიელ, და მინდა რომ ..
- მესმის.. მაიძულებ რომ ცოლად მოგიყვანო? - სრულიად სერიოზულად თქვა და ხელები გამიშვა. მოულოდნელობისაგან გავშვრი, ერთიანად წამერთვა ძალა და თვალებზე მომდგარი ცრემლებ ვერაფრით შევიკავე.
- არა, რას ამბობ. - ძლივს მოვახერხე რაღაცის თქმა და წამოდგომა დავაპირე რომ დამიჭირა..
- ყველაზე სულელი ხარ , როგორ მარტივად იჯერებ ყველაფერს მართა.. როგორ გგონია არ მინდა რომ ჩემი ცოლი იყო? გეხუმრე. უბრალოდ გე-ხუმ-რე ! - მუხლებზე დამისვა და საფეთქელთან მაკოცა.. -ჩემი ყველაზე დიდი ბავშვი ხარ შენ, დარწმუნებული ვარ თქვენი გაზრდა ერთად მომიწევს..
- წარმოიდგინე პატარა გოგო.. რა დავარქვათ? - ისე ვკითხე გეგომებოდა უკვე ველოდი ბავშვს..
- რაიმე უცხო და ლამაზი..
- მასეთი ჟუჟუნა და მაყვალააა.. უცხო , ახლა რასაც არ არქმევენ - სიცილით გამოვაჯავრე და ენა გამოვუყავი.
- მაგ ენას ერთხელაც იქნება მოგაძრობ.. მაშინ ანაბელი დავარქვათ , რაღაცნაირი სახელია ლამაზი და სადა..
- ანაბელი მომწონს- ტაში შემოვკარი და ცალი ხელი მუცელზე დავიდე - დედიკო გიცდის ანაბელ ..
**
დღე მეოთხე (ფიქრები შენზე)
სააბაზანოს იატაკზე ვიჯექი და საკუთარ სხეულზე კონტროლი სრულიად მქონდა დაკარგული. მთელი ტანით ვცახცახებდი და ვერანაირად ვერ ვახერხებდი ტირილის შეწყვეტას.. კარებს მთელი ძალით ვეყრდნობოდი ზურგით და ვგრძნობდი რომ შენ ჯერ კიდევ იჯექი კარების მეორე მხარეს. შენი ხმა ჯერ კიდევ ჩამესმოდა , რომელიც მეხვეწებოდა რომ კარები გამეხსნა და შენთვის შესვლის საშუალება მომეცა..
ეჭვიანობის მორიგ შეტევას სიგიჟის ზღვარზე მივყავდი. იმაზე ფიქრიც კი მაგიჟებდა რომ ტატას ასე თავსუფლად შეეძლო შენთან დარეკვა შუაღამისას და ძილი ნებისას სურვება, ჭკუიდან გადავყავდი იმ ფიქრს რომ შენს ტელეფონში ჯერ კიდევ იყო მასთან ერთად გადაღებული ფოტოები, მიუხედავად იმისა რომ შენს გრძნობაში ეჭვი ერთი წამით არ მეპარებოდა, შემეძლო, მართლა შემეძლო იმ წამს მომეკალი....
ისტერიკამდე მივყავდი საკუთარ ფიქრებს და ახლაც ამის შედეგად ვისხედით ასე.. ვიცოდი დილით ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულებდი, ვიცოდი მაგრამ საკუთარ თავს კონტროლს ვერ ვუწევდი. შენ მხოლოდ ჩემი იყავი , მხოლოდ ჩემი და მე ასე მესმოდა სიტყვა „ჩემი“.
დილით საწოლში შენს მკერდზე თავდადებულს გამომეღვიძა.. მშვიდად სუნთქავდი.. ნელა წამოვიწიე და მხარზე გაკოცე.. მე ისევ შენი მაისური მეცვა, მიუხედავად იმისა რომ დამპირდი მძინარეს გამხდიდი, სახეზე ღიმილი მომეფინა, მაინც ვერ მოახერხე შენი მაისურის დაბრუნება... ხარბად შევიყნოსე შენი სუნამოს სურნელი ასე მძაფრად რომ ახსოვდა ჩემს გონებას შენი პირველი ნახვიდან დღემდე. მიუხედადვად იმისა რომ სულაც არ ვიცოდი ასე ძალიან რა ინგრედიენტი მიზიდავდა, მთავარია ვიცოდი რომ ეს შენი სურნელი იყო, მხოლოდ და მხოლოდ შენი..
ნელა დაგისვი სახეზე ხელი და გამეღიმა. შენ ერთადერთ ადამიანი იყავი ვისთან შეხვედრისაც ასე მეშინოდა, ვისთან შეხვედრაც ასე ძალიან არ მინდოდა. ახლაც კი მახსოვს როგორ მეშინოდა შენს თვალებს გადავყროდი და შენს ტუჩებს შევხებოდი.. პირველად შენს კაბინეტში,გადავეყარე შენს თვალებს და მივხვდი რომ ნაწილაკებად დავიშალე, ასე მეგონა ჩემი მთლიანობა იმ წამს დაირღვა და ვეღარასოდეს გავხდებოდი ისეთი მთლიანი როგორიც შენამდე.. სხეულში თითქოს სისხლმა უკუსვლით დამიწყო დინება და ტვინის რომელიღაცა ნაწილმა მოქმედება შეანელა..
სულ ოდნავ შეგეხე ტუჩებზე და საკუტარ თავს დავპირდი რომ აუცილებლად მოგიყვებოდი ამაზე როგორც კი გაიღვიძებდი..

**
დღე მეხუთე (ღალატი)
ბუხრის წინ იატაკზე ვისხედით ბალიშებზე.. წინ ორი ღვინის ჭიქა და საყვარელი შოკოლადი გვედგა. გაშტერებული ვუყურებდი ცეცხლს და ვფიქრობდი რა საოცრება იყო ცხოვრება, მეხუთე დღე იყო დანიელთან ერთად გამოკეტილი ვიყავი ამ სახლში. მოწყვეტილი ყოველგვარ რეალობას და თავს სულაც არ ვგრძნობდი ცუდად..
- საყვარელ ადამიანს რას არ აპატიებ? - მოულოდნელად დასმულ კითხვაზე მისკენ დავტრიალდი და გავუღმე..
- ყველაფერს ვაპატიებ, მე არავის არაფერში ვავალდებულებ, ყველამ ისე უნდა იცხოვროს როგორც უნდა , თანაც ხო იცი იდეალური არავინაა, ეს მარტო მითია - მხრები ავიჩეჩე და წითელი სითხით დავისველე ტუჩები..
- ღალატსაც? აპატიებ ღალატს და მასთან ერთად გააგრძელებ ცხოვრებას? - დაეჭვებული კითხვის გაგონებაზე გამეღიმა და თვალებში ჩავხედე..
- მე არ მითქვამს რომ მასთან ერთად გავაგრძელებ ცხოვრებას დანიელ, უბრალოდ ვაპატიებ, რადგან ადამიანი და შეცდომა ორი განუყრელი რაღაცაა.
- მე მაპატიებ ღალატს?
ღვინის ჭიქა განზე გავწიე, ბალიში მისკენ ახლოს მივაჩოჩე , გაყინული ხელი ლოყაზე მივადე და თვალებში ჩავხედე, მივხვდი რომ დაიბნა, ხუმრობით და გასართობად დაწყებული თამაში, სერიოზულ სახეს იღებდა..
- მაგრამ შენ არასოდეს მიღალატებ ვიცი - სრულიად დამაჯერებლად ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე... - ზუსტად ვიცი რომ სხვაზე არასოდეს გამცვლი - ჩემივე სიტყვების თავად გამიკვირდა, საიდან მქონდა ასეთი თავდაჯერებულობა, მაგრამ ეს სრულიად გადაჭრით და ხაზგასმით ვუთხარი დანიელს..

დღე მეექვსე (სიზმარი)
დილით ადრიანად გავახილე თვალები, საათი ჯერ მხოლოდ შვიდს უჩვენებდა, გადახდილ ზურგზე ფრთხილად მივაფარე საბანი და კიბეებზე დავეშვი...
საშინლად წვიმდა.. ფანჯარა გამოვხსენი და სუფთა ჰაერი შემოვუშვი ოთახში.. უკვე მეორე დღე იყო ეს ამინდი თავს არ გვანებებდა, არადა ცეცხლის დანთება და დანიელთან ერთად ცუღლუტი მქონდა გეგმაში..
ცხელი სითხე ფინჯანში ჩავისხი და გაყინული ფეხების გასათბობად ლოგინში შევწექი.. პატარა ბავშვივით უშფოთველად ეძინა დანიელს. დროდადრო სახეზე ემოცია ესახებოდა. ნამდვილი პატარა ბავშვი იყო, სიზმარს ხედავდა და ცხადად განიცდიდა... საბანი მივიფარე და გვერდზე დადებული წიგნი გადავშალე..
მოულოდნელად წამოჯდა და ამღვრეული თვალებით გამომხედა..
- კარგად ხარ? - შეშინებულმა შევხედე და ლოყაზე ნელა მივადე ხელი..
- სადააა? - შეშფოთებულმა მკითხა და თვალებშ ჩამაშტერდა..
- ვინ სადააა?
- პატარა გოგონა , პატარა გოგონა სადაა მართა?
- რომელი პატარა გოგონა?- გაოცებულმა ვკითხე და თვალებში ჩავხედე.
- პატარა გოგონა ნაწნავებით !- გაბრაზებულმა მითხრა და ხელი გამაშვებინა.
- დანიელ დაბრუნდი ახლა რეალობაში, წყლით სავსე ჭიქა მივაწოდე და ლოყაზე ვაკოცე..
- პატარა გოგონა ისევ გამექცა- დანანებით მითხრა და ჭიქა უკან გამომიწოდა..
- იცოდე ვეჭვიანობ, ვინ პატარა გოგონა? - სიცილით შევხედე და მხარზე მივეყუდე..
- არ ვიცი ვინაა,ხანდახან ვხედავ სიზმარში. პირველად ცხრა წლის ვიყავი, როცა დამესიზმრა, პატარა გოგონა, ყოველთის ზღვის სანაპიროზე ვხედავ, რაღაცას მაწვდის და ვერ ვარკვევ, იმდენად შავ-თეთრი სურათია, მერე ბრაზდება და გარბის.. ადრე დედას მოვუყევი, მითხრა ცხრა წლის რომ იყავი მაგ დროს ზღვაზე ვისვენებდით, იქ შეიძლება გაიცანი ვინმე და გონებას ჩარჩაო, მაგრამ ვიცი რომ ასე არ იყო. -ნერვიულად მოისრისა შუბლი და ეჭვის თვალით გამომხედა.- შენ მაგ დროს ისვენებდი ზღვაზე?
- რა დროს, შენ რომ ცხრა წლის იყავი?? - სიცილით გავხედე და ჩემს ისტერიულ სიცილზე მასაც გაეცინა... - დანიელ მაგ დროს ორი წლის ვიყავი, მასე მარტოს წყალში ვინ გამომიშვებდა, თან შემიძლია დაზუსტებით გითხრა რომ ბაბეს ათ წლამდე ზღვაზე არ წავუყვანივარ, ამიტომ ტყუილად გგონია რომ ის გოგო მე ვიყავი..
- დამცინი??? - წყენა ვერ დამალა და ზურგი მაქციაა...
- არა მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა, უბრალოდ გამეცინა... - ზურგიდან ავეკარი და მხარზე ვაკოცე... კნუტივით გაიტრუნა, ვიცოდი როგორ უნდა შემომერიგებინა.. დამშვიდდი ახლა და თუ ეს გოგონა ასეთი ძვირფასია შენთვის ერთად მოვძებნოთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent