სახიფათო ფანტაზია ( 6 )
უზარმაზარ საწოლზე ვიწექი, თმა გაშლილი მქონდა, მხოლოდ ქვედა საცვალი და თხელი მოკლე გამჭვირვალე პენუარი მეცვა, ხელებით საწოლის მოჩუქურთმებულ თავზე ვიყავი მიბმული, კუნთები დაჭიმული მქონდა, შეშინებული ვაცეცებდი თვალებს, ოთახი უცხო იყო, უზარმაზარი, უამრავი ძველისძველი და დიდი ალბათობით ანტიკვარული ნივთით სავსე, აბაზანის კარი ოდნავგასაგონი ჭრიალით რომ გაიღო და მისტური ორთქლი რომ გამოიჭრა საცოდავად ავფართხალდი რომ როგორმე თავი გამეთავისუფლებინა მაგრამ წელსზემოთ შიშველი, წელსქვემოთ კი მხოლოდ ფუმფულა პირსახოცით შემოსილი, სხეულდაცვარული და თვალებანთებული ნიკოლოზი რომ დავინახე მაშინვე მოვდუნდი, შიში და დაძაბულობა სადღაც გაქრა და მათი ადგილი მისი შეხების უზომო და დაუძლეველმა სურვილმა დაიკავა, პირი გამიშრა, მკერდი გამიმკვრივდა, მუცელი და ფეხები დამეჭიმა, ჩემსკენ რომ ფრთხილი შემპარავი ნაბიჯებით და ავაზასავით მოქნილი მოძრაობით დაიძრა თავი ვეღარ შევიკავე და კვნესა აღმომხდა, ჩაეღიმა, საწოლზე ამოვიდა, ხელის მსუბუქი დაწოლით გამაშლევინა მუხლები და ჩემს ფეხებს შორის მოთავსდა, ერთხანს ვნებით სავსე თვალებით დამყურებდა ზემოდან და ღრმად სუნთქავდა, მერე ხელებით საწოლს დაეყრდნო და ჩემსკენ დაიხარა. - ხელები გამიხსენი, -ჩურჩულით ვუთხარი. - ჯერ არა, -ჩაილაპარაკა და ნაზად შემეხო ტუჩებზე, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა... პენუარი ზემოთ ააცოცა, მკერდს ააცილა და გამაგრებულ კერტებს დასწვდა, კბილებს შორის მოიქცია, მსუბუქად დაქაჩა, შეუკავებელი ოხვრა აღმომხდა, ვეღარ ვითმენდი, მინდოდა შევხებოდი, მეგრძნო, მინდოდა კოცნით მომეარა მისი სხეულის ყოველი ნაწილი... თითები საცვალში ოსტატურად ჩამიცურა და ჩემი მზადყოფნა რომ იგრძნო კმაყოფილმა ამოიგმინა, ღრმად რიტმულად ამოძრავებდა თითებს და ჩემს სიამოვნებისგან დაკლაკნილ სხეულს კოცნებით ფარავდა... - არა, ჯერ არა, -სიანცე შეპარული ხმით ჩაილაპარაკა როცა იგრძნო რომ ორგაზმს ვუახლოვდებოდი და ჩემი უკმაყოფილო სახის დანახვისას გაეღიმა, დაიხარა, კიდევ ერთხელ დააგემოვნა ჩემი ტუჩები, მკლავები დავჭიმე და მკერდი ამოვზნიქე რომ როგორმე შევხებოდი, ინსტიქტურად დავხუჭე თვალები როცა თითები პირსახოცისკენ წაიღო რომ შეეხსნა... - გაიღვიძე ჰანა, -ზედ ყურთან მომესმა უცნაურად შეცვლილი ხმა. - მღვიძავს არ გაჩერდე გთხოვ, ოღონდ ახლა არ გაჩერდე, -შევემუდარე. - გაიღვიძე, ახლავე გაიღვიძე, -ამჯერად უფრო კატეგორიული იყო. - მღვიძავს, მოდი ჩემთან, -ისე რომ თვალები არ გამიხელია, ხელები ავწიე და კისერზე მოვხვიე, მეუცნაურა ეს როგორ მოვახერხე რადგან წესით ხელები დაბმული უნდა მქონოდა, მისი თხელი გამხდარი კისერი და გრძელი ხვეული თმაც უცნაურად მეჩვენა, საკოცნელად რომ გავიწიე და მკლავებში რომ ჩამაფრინდა გამწარებული მაშინღა მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. - რას აკეთებ შე არანორმალურო ახლავე გაიღვიძე, -ისეთი ხმით იკივლა, ხელი მაშინვე შევუშვი და ყურებზე ავიფარე. - მეჩვენება თუ ლელას ხმით საუბრობ ნიკოლოზ, -საცოდავად ჩავილუღლუღე და გაჭირვებით გავახილე თვალები, ჩემს საძინებელში საკუთარ საწოლში ვიწექი, ჩემს გვერდით ანა იწვა და მშვიდად ფშვინავდა, თავზე კი მებრძოლი მამალივით აფოფრილი და სიბრაზისგან სახეაწითლებული ლელა გვადგა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. - რა ხდება? რომელი საათია? -ფანჯარას გავხედე, აშკარად ადრიანი დილა იყო, თავი მისკდებოდა, პირი ისე მქონდა გამშრალი ენას ძლივს ვატრიალებდი. - ახლავე ადექი, ეგ ქალბატონიც გააღვიძე და ქვემოთ ჩამოეთრიეთ, მე და დედაშენი მისაღებში გელოდებით, -ორი სიტყვა მომიგდო და გაცოფებული გავარდა ოთახიდან, ახლაღა გავაანალიზე თუ რა მოხდა ცოტა ხნის წინ, ეროტიული სიზმრის გამო გონებაარეულმა კინაღამ ლელას ვაკოცე, სიცილი ამიტყდა. - რა ხდება? რა გაცინებს? რომელი საათია? -ანა თვალების ფშვნეტით წამოჯდა საწოლში. - ლელა დაგვადგა და გამაღვიძა, ეგ და დედაჩემი ქვემოთ გველოდებიან, ცუდად გვაქვს საქმე, -სიცილ-სიცილით ვუთხარი და გულაღმა გადავვარდი ბალიშებზე. - მგონი გუშინ მაგდენი არ უნდა დაგელია, რაღაც გაქვს თავში არეული, -ანამ შუბლთან დაატრიალა თითი და თავი გადააქნია, -რა გაცინებს? ლელამ ქვემოთ გელოდებიო და შენ სიცილით კვდები? - რომ იცოდე რა მესიზმრა შენც მოკვდებოდი სიცილით. - ასეთი რა გესიზმრა? -აშკარად დაინტერესდა. - ნიკოლოზი. - ნიკოლოზი? ასეთს არავის ვიცნობ. - იმ ფართის მეპატრონეს ჰქვია რომლის ქირაობასაც ვაპირებთ. - და ეგ რატომ გესიზმრა? - მე რა ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ძალიან სიმპათიურია. - ჰმ, უყურე შენ, -გამიღიმა და თვალები აახამხამა, -ჰა მიდი მოყევი, ეროტიული სიზმარი იყო? - დაახლოებით, -გახურებულ ლოყებზე მივიდე ხელისგულები. - კარგი რა რას მორცხვობ, ეს სრულიად ნორმალურია. - ნორმალურია კი არადა და კინაღამ ლელას ვაკოცე. - რაა? -გაკვირვებისგან კინაღამ ყბა ჩამოუვარდა ანას. - რა და ნიკოლოზი მესიზმრებოდა, საწოლში ვიწექით, შიშველი იყო, ამ დროს ლელა მაღვიძებდა, ძილბურანში ვიყავი, ჩამოვეკიდე ყელზე და კინაღამ ვაკოცე. - ჯანდაბა, მიშველეთ ვინმემ, -ახარხარებული ანა საწოლზე დაეცა და ფეხები ააფხარკალა, -ახლა მოვკვდები, ნეტავ ლელას სახე დამენახა... - მე რომ დავინახე რა ხეირი, გაცოფებული იყო. - ჰანააა, -კივილი რომ მოგვესმა პირველი სართულიდან, მაშინვე შევწყვიტეთ სიცილი და წამოვხტით. - შენც ხომ ჩამოხვალ? -საცოდავი სახით გადავხედე ჩემზე არანაკლებ აღელვებულ ანას. - აბა მარტო ხომ არ დაგტოვებ იმ ალქაჯების პირისპირ, -გამამხნევებლად გამიღიმა და მერე პირზე აიფარა ხელი. - მაპატიე, დედაშენს ალქაჯი ვუწოდე. - ეგ არაფერი, ჩემზე უკეთ ვინ იცის რომ მართლა ალქაჯია, -ხელი ჩავიქნიე და ბარბაცით წავედი სააბაზანოსკენ, რამდენჯერმე შევისხი ცივი წყალი სახეზე და სარკიდან მომზირალ ჩემს გამოსახულებას მივაჩერდი, აწეწილი წითური თმა, დასიებული და ჩაწითლებული თვალები, გამომშრალი ტუჩები... - მოემზადე ჰანა, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ერთი ნაბიჯითაც რომ დაიხიო უკან მათი კლანჭებისგან თავს ვერასოდეს დაიხსნი, -საკუთარი თავი გავამხნევე და მხრებში გამართული გავედი საძინებელში, ანა გამზადებული მელოდა. - აბა ჩავიდეთ ად ვაჩვენოთ ვინ არის აქ ბოსი? -მხიარულად ჩამიკრა თვალი. - ბოსი კი არა შიშისგან სადაც არის გული წამივა. - მაინც ვერ ვიგებ მათი რატომ გეშინია, -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, ვერ ხვდები რომ შენს ასეთ ხასიათს იყენებენ? ამის უფლება არ უნდა მისცე ჰანა, შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ, აბა გაიმეორე, მე ძალიან ძლიერი ვარ. - მე ძალიან ძლიერი ვარ, -გავიმეორე ავტომატურად. - მე დამოუკიდებელი ვარ. - მე დამოუკიდებელი ვარ. - ლელასი და დედაჩემის არ მეშინია. - ლელასი და დედაჩემის არ მეშინია. - ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. - ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. - ნიკოლოზზე ვგიჟდები. - ნიკოლოზზე ვგიჟდები, რაა? ეს რა შუაში იყო, -გაბრაზებულმა გამოვაღე კარი, -სულაც არ ვგიჟდები მასზე. - კარგი ერთი აბა მეც არ მსიზმრებია წუხელ ეროტიული სიზმარი მისი მონაწილეობით. - გეყოფა გთხოვ. - ახლა მეყოფა მაგრამ იცოდე შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე. სხვა რა გზა მქონდა, როგორმე რომ გამეჩუმებინა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ათრთოლებული თითებით შევაღე მისაღებში შესასვლელი კარი. გვერდიგვერდ ვისხედით მე და ანა, ჩვენს წინ დედაჩემი იჯდა და უმეტყველო სახით შემოგვყურებდა ლელა კი სამზარეულოში ფუსფუსებდა და ვერ გამეგო რას აკეთებდა, მისაღებში გაღიმებული, ყავის ჭიქებით და ფუნთუშებით სავსე თეფშით რომ შემოვიდა თვალებს არ დავუჯერე და ანას იდაყვი წავკარი, ისე შემომხედა მივხვდი რომ მისთვისაც უცხო იყო ასეთი ლელას ხილვა, ჭიქები ჩვენს წინ დაალაგა და ფუნთუშებიც მოგვიცოცა. - ახალი გამომცხვარია, ჭამეთ და ყავაც მიაყოლეთ, -დათაფლული ხმით გვითხრა. - მგონი მოწამლულია, ჩემსკენ გადმოხრილმა ჩამჩურჩულა ანამ, მე კი უკვე ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე, ეს დედაჩემის და ლელას ახალი სტრატეგია იყო ჩემს წინააღმდეგ, ოღონდ ჯერ ზუსტად ვერ ვხვდებოდი რაში მდგომარეობდა. - აქ რა ხდება? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -ქორივით მომზირალ დედაჩემს ვკითხე და წინასწარ მოვემზადე თავდასხმისთვის. - ეს მე უნდა გკითხოთ აქ რა ხდება, რას ნიშნავს შენი საქციელი ჰანა, ან ის ახლგაზრდები ვინ იყვნენ, როგორ ბედავ და ასე იქცევი, როგორ ბედავ რომ გვარცხვენ... - გეყოფა, ნუ უყვირი, -ღიმილით შეაწყვეტინა ლელამ მხურვალე მონოლოგი, -ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდები არიან, ცოტა თუ გაერთობიან არაფერი დაშავდება, მთავარია რომ მიხვდეს ჰანა თავის დანაშაულს ბოდიში მოიხადოს და მშვიდად ცხოვრება გააგრძელოს, ასე არ არის ჰანა? ხომ მეთანხმები? -კარგად დამუშავებული ყალბი ღიმილით მკითხა და ყავის ჭიქა გამომიწოდა. - კარგი პოლიციელი და ცუდი პოლიციელი, -ისევ ჩამჩურჩულა ანამ, გამეღიმა და თავი დავუქნიე. - თუ რამის თქმა გინდა, პირდაპირ თქვი, -ახლა ანას მიუბრუნდა ლელა, -შენგან ასეთ საქციელს არ ველოდი, გენდე ჰანა ჩაგაბარე და შენ როგორ მოიქეცი. - ჩამაბარე? კარგი რა ლელა, -ისე ლაპარაკობ თითქოს უმწეო არასრულწლოვანი იყოს, რას ჰქვია ჩამაბარე, ჰანა სრულწლოვანი და სრულიად ნორმალურად მოაზროვნე ადამიანია და არავის მეთვალყურეობა არ სჭირდება. - ხომ გეუბნებოდი ლელა რომ ვაჟას დეიდაშვილის ნდობა არ შეიძლებოდა, -კბილებში გამოსცრა დედაჩემმა და ანას ისე მრისხანე მზერით გადახედა მის ადგილზე შემეშინდებოდა თუმცა ანა უდარდელად წრუპავდა ყავას და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა. - დღეიდან ანას აღარ შეხვდები და მასთან ურთიერთობა აღარ გექნება გასაგებია? -მაგიდაზე მთელი ძალით დასცხო ხელი, მოულოდნელობისგან შევხტი და ყავა მუხლებზე გადამექცა. - რა მოუხერხებელი ხარ, -სინანულით დახედა ლელამ დალაქავებულ ხალიჩას, მერე კი დედაჩემს გადახედა, -ნუ ნერვიულობ, ჩამოვა ვაჟა და მიხედავს, წორწილამდე სულ ცოტა დარჩა, ქორწილის მერე კი ისედაც ვეღარ ნახავს ანას. - რათომ ვიტომ? ცხრაკლიტულში უპირებთ გამოკეტვას? -ჩაერთო ანა და ლელას მწყრალი მზერაც დაიმსახურა. - იმიტომ რომ ვაჟას ორი წლით რუსეთში უწევს წასვლა, ის და მამამისი იქ რაღაც საქმეს იწყებენ, ასე რომ ჰანა და ვაჟა რუსეთში იცხოვრებენ, დაქორწინდებიან თუ არა ჰანა ყველაფერს გადმომიფორმებს და მერე ვაჟას რუსეთში გაყვება. - უკვე ყველაფერი გადაგიწყვეტიათ ისე რომ ჩემთვის არაფერი გიკითხავთ, -ათრთოლებული ხმით ამოვთქვი და ხელში შერჩენილი ჭიქა მაგიდაზე დავახეთქე, მშვენივრად მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდნენ, ლელა რომ ჩამოვიდა და დაინახა რომ როგორც იქნა მივხვდი ამ სახლის გარეთაც არსებობდა ცხოვრება, შეეშინდა, შეეშინდა რომ მათ წინააღმდეგობას გავუწევდი და მთელ ქონებას დაკარგავდა, ამიტომაც ახლა ორივენი იმას ცდილობენ რომ როგორმე ქორწილამდე გადააგორონ დრო უპრობლემოდ, მერე კი ვაჟას გადააბარებენ ჩემს თავს, მაიძულებენ მთელი ქონება ლელას გადავუფორმო და იმ მანიაკ მოძალადესთან ერთად სადღაც მოუსავლეთში გამგზავნიან, თანაც სად, რუსეთში... - შენ არავინ არაფერს გეკითხება, -ისე შემომიტია დედაჩემმა, გეგონებოდა მოსისხლე მტერს ელაპარაკებაო, როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა, ის ხომ დედაჩემი იყო, მან გამაჩინა, ცხრა თვე მუცლით მატარა, გამზარდა... - უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ჰანა, ქორწილი შედგება, ვაჟას ცოლად გაყვები, და არ გაბედო რამე საწინააღმდეგო თქვა ან გააკეთო, რომ შეგვარცხვინო იცოდე... - რას გააკეთებთ? რომ შეგარცხვინოთ იმაზე მეტს რას გააკეთებთ რაც დამიშავეთ? - როგორ ბედავ, როგორ ბედავ და მეწინააღმდეგები, -ჩემს სიტყვებს არ იმჩნევდა, ყველანაირად ცდილობდა საკუთარი გავლენის ქვეშ მოვექციე, ადრე ეს ყოველთვის მშვენივრად გამოსდიოდა. - დროა, -ჩაილაპარაკა ანამ და შეუმჩნევლად გამკრა ფეხი, თითქოს მხოლოდ ეს მჭირდებოდა, ეს შეუმჩნეველი მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გამხნევება, იმის შეგრძნება რომ მარტო არ ვიყავი. - გათხოვებას არ ვაპირებ, მითუმეტეს ვაჟაზე, -მშვიდად გამოვაცხადე. - რაა? -გულზე ხელი მიიდო დედაჩემმა და სასოწარკვეთილი სახით გადახედა მოღუშულ ლელას. - რას ნიშნავს გათხოვებას არ აპირებ, -მკითხა ლელამ ცივი ხმით, დავიძაბე, მთელი სხეული დამეჭიმა, ხელებს ძლივს ვიმორჩილებდი რომ არ ამცახცახებოდა, მეშინოდა მაგრამ ახლა უკან ვერ დავიხევდი, იმ თავისუფლებას რისი გემოც უკვე ვიცოდი არავისზე და არაფერზე არ გავცვლიდი. - არ ვთხოვდები რა არის აქ გაუგებარი, -შევეცადე უფრო მტკიცედ მეთქვა. - შენ არავინ არაფერს გეკითხება, მე თუ ვამბობ რომ თხოვდები ესე იგი თხოვდები, -იკივლა დედაჩემმა, წამოხტა, მტაცებელივით დამაცხრა, ხელი ჩამავლო, წამომაყენა ხოლო მეორე ხელი ჰაერში აღმართა, თვალები დავხუჭე და მოვიბუზე, ველოდი როდის დაეშვებოდა ჩემს ლოყაზე მისი თითები თუმცა რატომღაც აგვიანებდა. - უფლებას არ მოგცემ რომ დაარტყა, -ანას ხმა მომესმა და ფრთხილად გამოვიხედე წამწამებიდან, მთლად გაწითლებული და გაცოფებული დედაჩემის ხელი ეკავა და უფლებას არ აძლევდა ჩემთვის დაერტყა. - შენ ვინ ხარ და რატომ ერევი ჩვენს საქმეში, -უყვირა დედაჩემმა. - ახლავე გადი აქედან ანა, -არც ლელას დაუკლია ყვირილი. - თქვენ მე ჰანა არ გეგონოთ, -ჩვენ შორის ჩადგა და ზედ გადამეფარა, -ძვირფასო ლელა, ხომ არ დაგავიწყდა ვის ელაპარაკები? ჩემგან პასუხსაც რომ მიიღებ ხომ იცი, ასე რომ გაჩუმდით ორივე და ნუ მაიძულებთ ისეთი რამ გავაკეთო რაც არცერთს არ მოგეწონებათ, -გაცოფებულმა აქცია ზურგი პირგამეხებულ დაქალებს და მე მომიბრუნდა. - შენ რაღა გჭირს, რას დგახარ ხესავით, ეგ ხელები იმისთვის მოგცა ღმერთმა რომ თავის დაცვა შეძლო, ამათ თავს როგორ ან რატომ აჩაგვრინებ? როდისმე ხომ უნდა გამოძვრე მაგ ნაჭუჭიდან და ხომ უნდა გაიზარდო... - შენი ბრალია ყველაფერი, შენ ურევ ჩემს შვილს თავგზას, შენ აამხედრე ჩვენს წინააღმდეგ, შენ გამოუტენე თავი უაზრო აზრებით, -არ ცხრებოდა დედაჩემი. - ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან, -იყვირა ლელამ, -ახლავე დავურეკავ თეას და მოვახსენებ როგორც იქცევა მისი დის შვილი, შენ საერთოდ როგორ გენდე, უნდა მცოდნოდა რომ დედაშენის შვილი ნორმალური არ იქნებოდი, ვაჟას გამო შემოგიშვი სახლში, იმიტომ რომ ვაჟასთან მეგობრობ, ვაჟას გამო გენდე. - ხედავ დედაჩემზე როგორ ლაპარაკობს? -ამღვრეული თვალებით გადმომხედა ანამ და მწარედ ჩაიცინა, -მხოლოდ იმიტომ რომ მათნაირი გაქნილი და გაიძვერა არ არის, მეყო, საკმარისია, ამ სახლში ერთი წამითაც კი აღარ გავჩერდები. - მიდიხარ? მე რა უნდა ვქნა? -უცბად ისე შემეშინდა ამ ორ ალქაჯთან მარტო დარჩენის რომ ფეხები ამიკანკალდა. - რა უნდა ქნა და წამოდი ჩემთან ერთად, -გამიღიმა, მერე შებრუნდა და კარისკენ წავიდა. - არ გაბედო და არ გაყვე, თუ ახლა მასთან ერთად წახვალ იცოდე ჩათვალე რომ ოჯახი აღარ გყავს, -გამომიცხადა დედაჩემმა, -ისეთი სახე ჰქონდა აშკარად ფიქრობდა რომ ახლა მათ წინ დავემხობოდი ტირილით და ბოდიშის მოხდას დავიწყებდი, თუმცა ამას არასოდეს გავაკეთებდი, ღია ცის ქვეშ რომ დავრჩენილიყავი მაინც, აღარ ვაპირებდი დამცირების ატანას, არასოდეს, არავისგან... - ოჯახი არც არასოდეს მყოლია, -ჩავილაპარაკე შევბრუნდი და ანას ავედევნე, ღიად დატოვებულ კარში სირბილით გავედი და უკვე ჭიშკართან მისულს დავეწიე. - ვიცოდი რომ წამომყვებოდი, -უკან არც შემობრუნებულა ისე მითხრა, ჭიშკარი გააღო და გავიდა, მივყევი, ავტომობილის კარი გამიღო და თეატრალურად დამიკრა თავი. - დაბრძანდით ქალბატონო, ჩემთან მივდივართ, დეადაჩემი გველოდება ერთი სული აქვს როდის გაგიცნობს... კიდევ ერთხელ გავთიშე ტელეფონი და ღრმად ჩავისუნთქე ახლა როგორც არასდროს ისე მჭიდებოდა მოთმინების უნარი. - ვაჟაა არა? -ანამ თვალით მანიშნა ტელეფონზე რომელსაც ნერვიულად ვათამაშებდი ხელში, -იქნებ გეპასუხა უკვე მეათედ რეკავს. - არ მინდა, -საცოდავად ჩავილაპარაკე და მინა ჩავწიე რომ ჰაერი ჩამეყლაპა და როგორმე სუნთქვა გამეგრძელებინა. - ასე არ შეიძლება ჰანა, თუ დაშორდი უნდა უთხრა კიდეც ამის შესახებ, უნდა გაბედო. - თუ დავშორდი? შენი აზრით ეს სათუოა? - ჰოდა თუ ასეა უთხარი. - მეშინია, რატომ არ გესმის, -ჩემდაუნებურად ხმამაღლა ვიყვირე, -ალბათ უკვე მიუტანეს ენა რომ სახლიდან წავედი და ახლა გაცოფებული იქნება. - ნუ მაგიჟებ, ვაჟასი როგორ ან რატომ გეშინია, -ანამ საჭეზე ნერვიულად აათამაშა თითები, -ჩემი დეიდაშვილია მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია, ვაჟა ერთი მშიშარა კომპლექსიანი კაცუნაა რომელსაც მასზე სუსტების ჩაგვრა სიამოვნებს შენ კი უცნაურად ჰყავხარ აკვიატებული, უნდა დაელაპარაკო და აუხსნა რომ ყველაფერი დამთავრდა. - დაველაპარაკები, აუცილებლად დაველაპარაკები, ოღონდ ახლა არა, -თავი ჩავღუნე და საკუთარ შიშისგან და ნერვიულობისგან ათრთოლებულ თითებზე გამიშტერდა მზერა, ვაჟა ახლა ალბათ საშინლად იქნებოდა გაცოფებული, რომ მომაკითხოს? რამე რომ დამიშაოს... - მოვედით, -ანა მსუბუქად შემეხო მხარზე, -თავი ავწიე და გარემო მოვათვალიერე, პატარა კოხტა ორსართულიანი სახლის წინ ვიდექით რომელსაც გარს მწვანე მცენარეებით და ხეებით სავსე ბაღი ეკრა. - არ მინდა შეგაწუხოთ, -ძლივსგასაგონად ჩავილაპარაკე და უხერხულად შევიშმუშნე. - ცოტათი მაინც თუ მიცნობ მიხვდები, რომ მაწუხებდე აქ არ მოგიყვანდი, -ჩემს აპათიას გულითადი ღიმილი შეაგება ანამ და მანიშნა გადადიო, ფრთხილად გავაღე კარი, თითქმის ძალით მიმიყვანა ანამ ჭიშკართან და ძალით შემიყვანა ეზოში. - კარგი რა ბავშვივით ნუ იქცევი, ნუ გეშინია დედაჩემი ხალხს არ ჭამს. ჯერ კიდევ ვკამათობდით როცა სახლის კარი გაიღო და საშუალო სიმაღლის გამხდარი ქერათმიანი გოგო გამოვიდა ვერანდაზე, თეთრი სარაფანი ეცვა და უზარმაზარ მუცელზე ჰქონდა შემოწყობილი გამხდარი მკლავები. - ნინიკო, -ისეთი ხმით იკივლა ანამ შიშისგან შევხტი, სირბილით წავიდა სახლისკენ და გოგოს მოეხვია, გულში ჩაიკრა და სახე დაუკოცნა. - მოდი ჰანა, მოდი, ნახე ვინ უნდა გააცნო, -ღიმილით შემომხედა და ხელი დამიქნია, მივუახლოვდი, ნინიკო ძალიან ჰგავდა ანას... - ეს ჩემი პატარა დაიკოა, ნინიკო, -ამაყად გაჯგიმულმა წარმიდგინა მისი თავი. - როდის ჩამოხვედით? რატომ არ ვიცოდი რომ მოდიოდით? -ისევ მას მიუბრუნდა, ნინიკომ სიცილით ჩამომართვა ხელი. - კოტემ აიჩემა სიურპრიზი გავუკეთოთო და აი აქ ვართ. - მოვკლავ მე მაგ უსინდისოს, რომ იცოდე როგორ მომენატრეთ ორივე, პატარა როგორ არის? -მუცელზე დაადო ხელი. - კარგად არის, ერთი სული აქვს ნათლიას როდის გაიცნობს. - ნათლიას? - ჰო, გადავწყვიტეთ რომ კოტეს ბავშვობის მეგობარმა უნდა მონათლოს, ჩვენი პატარა ერთ თვეში დაიბადება და მინდა აქ ვიყოთ საბამ ცოტა არ წამოიზრდება და არ მოვნათლავთ. - ნათლია ვინ არის? მე ვიცნობ? - არ იცნობ, დიდი ხანი ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ის რომ ჩამოვიდა ჩვენ ზუსტად მაგ დროს მოგვიწია წასვლა, დღეს საღამოს მოვა ბიჭებთან ერთად და გაგაცნობთ. - არ მესმის როგორ გაბედე ასეთ მდგომარეობაში მგზავრობა, როგორ არ შეგეშინდა, რამე რომ მოგსვლოდა მერე რა უნდა გვექნა, -აღელვებული ქოთქოთებდა ანა და დროდადრო გიჟივით კოცნიდა მონატრებულ დას, როგორც იქნა მეც გავახსენდი და მომიბრუნდა. - ჰანა ნორმალურად არც აგიხსენი რა ხდება, არ ველოდი ჩემმა არანორმალურმა დამ და სიძემ რომლებიც უკვე ორი წელია ესპანეთში ცხოვრობენ, სიურპრიზი გაგვიკეთეს და ასე მოულოდნელად დაგვადგნენ თავს. - მგონი მე ახლა ხელს შეგიშლით, -ისეთმა გულდაწყვეტილმა ჩავილაპარაკე თვითონვე გამიკვირდა საკუთარი თავის. - რაღაცას ნუ ბოდავ, -ანამ მხარზე მომხვია ხელი, -ნინიკო, გაიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი ჰანა, ცოტა ხნით ჩვენთან იცხოვრებს. - ასე არ შევთანხმებულვართ, -მსუბუქად გავკარი იდაყვი. - ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, ჩვენთან რჩები და მორჩა, წუწუნი არ გამაგონო თორემ დავურეკავ ვაჟას და ნახავ მერე სეირს, -დამემუქრა თავის ჭკუით. - ვაჟა რა შუაშია? -იკითხა ნინიკომ და მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო დაკვირვებით შემათვალიერა, -გასაგებია, -ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა. - შენი და და დედა არაფერს იტყვიან იმაზე რომ აქ უნდა დავრჩე? -ნინიკოს რეაქციის გამო დაეჭვებულმა ვკითხე, პასუხად კარი გამიღო და ღიმილით შემიპატიჟა. - ანას დედა, ქეთი ძალიან თბილად შემხვდა, გადამეხვია და ისე მომიკითხა თითქოს დიდი ხნის უნახავი შვილი დაბრუნებოდეს სახლში, მივხვდი რომ ყველაფერი იცოდნენ ჩემზე, ან კი როგორ არ ეცოდინებოდათ... - რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დარჩი ჩვენთან, იმაზე არ იფიქრო რომ შეგვაწუხებ, სახლი საკმაოდ დიდია და ყველა დავეტევით, -თბილი ხმით მითხრა, გაოგნებულმა მადლობის გადახდაც კი ვერ მოვახერხე, საერთოდ არ ჰგავდა თავის დას, ლელას და დედაჩემს მითუმეტეს არ ჰგავდა, გულსატკენი იყო რომ სრულიად უცნობი ქალისგან ბევრად უფრო მეტ სითბოს ვგრძნობდი ვიდრე როდისმე დედაჩემისგან მიგრძვნია... - წამოდი საძინებელს გაჩვენებ, წყალი გადაივლე გამოიცვალე და ცოტა დაისვენე თორემ საღამოს სტუმრები რომ მოვლენ მერე დასვენებას ვეღარ მოახერხებ, -ანამ მეორე სართულზე ამავალი კიბისკენ წამიყვანა. - სახლიდან არაფერი წამომიღია, -დავიწუწუნე და ახლაღა დავფიქრდი იმაზე რომ მხოლოდ იმის ამარა ვიყავი რაც ზედ მეცვა. - ნურაფერზე იფიქრებ, მოვაგვარებთ, შენ დაისვენე, ჩემს ტანსაცმელს გათხოვებ და მერე ყველაფერს ვიყიდით რაც დაგჭირდება, იცოდე არასდროს, არაფრისთვის იმ სახლში აღარ დაბრუნდები გესმის? ჩემს წინ მიდიოდა, ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა დერეფანს, ერთ-ერთი კარი შეაღო, საკმაოდ ფართო და ნათელ ოთახში შევიდა ჩემსკენ შემოტრიალდა ხელები გაშალა და გამიღიმა. - აბა, როგორ მოგწონს? ზურგი შევაქციე, ცალი ხელით კარადას მივეყრდენი და ცალი სახეზე ავიფარე, მძიმედ ვსუნთქავდი, თავი მისკდებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც ძალიან მონდომებული და ბეჯითი მჭედელი ზედ ჩემს საფეთელთან არახუნებდა გრდემლზე უროს, ეს ყველაფერი ერთბაშად მეტისმეტი აღმოჩნდა ჩემთვის, ლელა და დედაჩემი, ვაჟა, სახლიდან წამოსვლა ახლა კი ეს მშობლიური თბილი და ტკბილი გარემო, აქაურობა მადუნებდა და გულს მიჩუყებდა... - რა გჭირს? კარგად ხარ? -წინ დამიდგა ანა, -ცუდად გამოიყურები. - არ ვარ კარგად, ცუდად ვარ, ძალიან ცუდად, -როგორც იქნა ვაღიარე და შვებით ამოვისუნთქე, ცრემლები თავისთავად ჩამოიღვარნენ ლოყებზე, საწოლთან მიმიყვანა და დამსვა, მომეხვია... - არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, აქ ჩვენს გვერდით უსაფრთოდ ხარ, არავისზე და არაფერზე აღარ უნდა იფიქრო ჰანა, უბრალოდ დაისვენე, -ნაწყვეტ-ნაწყვეტად ბუნდოვნად ჩამესმოდა მისი ხმა, ძილი მომერია, ტირილი შევწყვიტე და არ მიუარია როცა საწოლზე მიმაწვინა. - თვალი რომ გავახილე უკვე კარგად იყო დაბინდებული, გულაღმა ვიწექი და თხელი პლედი მეფარა, დასვენებული ვიყავი, აღარც თავი მტკიოდა და რატომღაც აღარც ჩემი ყოფილი დედამთილი მადარდებდა, აშკარად მომიხდა გამოძინება, წამოვჯექი, ოთახი მოვათვალიერე, იქვე ტუმბოზე დადებულ ფურცელს მოვკარი თვალი... - ტანსაცმელი დაგიტოვე, ჩაიცვი და ჩამოდი, ბაღში გელოდებით, -გაკრული ხელით ეწერა ფურცელზე, წყალი გადავივლე, ანას დატოვებული თხელი თეთრი შარვალი და მომწვანო ფერის თითქმის გამჭვირვალე პერანგი ჩავიცვი, თმა საგულდაგულოდ დავივარცხნე და სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი, არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდი, გასვლამდე ტელეფონი შევამოწმე, გამიკვირდა როცა ვაჟასგან ზარები და შეტყობინებები არ დამხვდა, ვერ მივხვდი ეს კარგის მომასწავებელი იყო თუ ცუდის, რაც არ უნდა ყოფილიყო ახლა ვაჟაზე ფიქრი ნამდვილად არ მინდოდა, ფრთხილად გამოვედი ოთახიდან, დერეფანი გავიარე და კიბეს დავუყევი, სახლში სიჩუმე სუფევდა, ალბათ ყველა ბაღში იყო შეკრებილი, უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა როცა წარმოვიდგინე რამდენ უცნობ ადამიანთან მომიწევდა შეხვედრა, მათთან სიახლოვე, საუბარი... - შენ ამას შეძლებ ჰანა, აუცილებლად შეძლებ, ბოლოსდაბოლოს დროა რომ გამოქვაბულიდან გამოძვრე და ნორმალური ადამიანივით დაიწყო ცხოვრება, -ომახიანად შევუძახე თავს და კარი გამოვაღე, გარეთ სასიამოვნოდ გრილოდა, ბაღი დეკორატიული ლამპიონების რბილი ყვითელი შუქით იყო განათებული, ფერადი ქვით მოკირწყლულ ბილიკს გავუყევი რომ უკანა ეზოში გავსულიყავი საიდანაც ხმაური მესმოდა და ნიავს მადისაღმძვრელი სურნელი მოჰქონდა. უკანა ეზოში სუფრა ჰქონდათ გაშლილი, ქეთი დეიდა ციბრუტივით ტრიალებდა და ახალ-ახალი კერძები გამოჰქონდა სახლიდან, ნინიკო იქვე ბალახებზე დაფენილ პლედზე იჯდა, მის ზურგს უკან დაწყობილ ფუმფულა ბალიშებს ეყრდნობოდა, მუცელზე ხელს ისვავდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა ჯერ კიდევ მუცლად მყოფ შვილს, ანა ქეთის ეხმარებოდა, იქვე მახლობლად მდგარ ანთებულ მაყალთან ორი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა და მხიარულად საუბრობდნენ, მათში ნინიკოს ქმრის ამოცნობა არ გამჭირვებია, დროდადრო ისეთი თვალებით უყურებდა საყვარელ მეუღლეს... - ჰანა როგორც იქნა გაიღვიძე, -პირველმა ანამ შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა, წელზე ხელი მომხვია და მაყალთან მდგარი ბიჭებისკენ წამიყვანა. - გაიცანით ბიჭებო ჩემი მეგობარი ჰანა, -დიდი ამბით წარუდგინა ჩემი თავი. - ეს კოტიკოა ჩემი საყვარელი სიძე, -მაღალ შავთმიან სიმპათიურ ბიჭზე მიმითითა. - კოტიკოს გაჩვენებ მე შენ, -საყვარლად დაემუქრა ბიჭი, -რამდენჯერ გითხარი რომ ასე აღარ დამიძახო. - კარგი რა კოტიკო ხომ იცი როგორ მიყვარხარ, -გაეკრიჭა ანა. - მე არ უნდა წარმადგინო? -ჩალისფერთმიანმა სასიამოვნო გარეგნობის ბიჭმა ღიმილით შეახსენა ანას საკუთარი თავი. - მაპატიეთ თქვენო ბრწყინვალებავ, -თეატრალურად დაუკრა თავი ანამ, -გაიცანი ჰანა, ეს უსიმპათიურესი ბიჭი ჩვენი მეგობარი ნოდარია. - მასხარა ხარ რა, -თვალები აატრიალა ნოდარმა და ხელი გამომიწოდა, -ანას არ მოუსმინო და ნოდარი არ დამიძახო, ნოდო დამიძახე თუ გინდა რომ ჩვენს შორის შავმა კატამ არ გაირბინოს. ხელი ჩამოვართვი და მორცხვად დავიხიე უკან, ყველანი ძალიან თბილები ტკბილები და უშუალოები იყვნენ მაგრამ ჯერჯერობით მაინც მიჭირდა მათთან თავისუფლად მოქცევა. - ნიკუშას აგვიანდება? -ქმარს ნინიკო ამოუდგა გვერდით და ხარბად შეისუნთქა შემწვარი ხორცის მადისაღმძვრელი სურნელი. - მოგშივდა პატარავ? -თავზე აკოცა კოტემ და ნაზად მოეფერა მუცელზე, -ცოტაც დაველოდოთ და მოვა, წეღან ველაპარაკე და ათ წუთში მანდ ვარო მითხრა. - ვის ველოდებით? -დაინტერესებულმა გადავულაპარაკე ანას. - ჩემი სიძის მეგობარია, ნინიკო რომ ამბობდა ბავშვი უნდა მოვანათლინოთო, არც მე ვიცნობ და ძალიან მაინტერესებს ვინ არის. - აი ისიც, -კოტემ მაშა გვერდით გადადო წინსაფარი მოიხსნა და ჩვენსკენ მომავალი სტუმრისკენ წავიდა, გაოცებისგან პირი დავაღე თვალებს არ ვუჯერებდი, ჩვენსკენ ჩემი ფიქრების და გარყვნილი ფანტაზიების შეუცვლელი მთავარი გმირი ნიკოლოზი მოდიოდა, უცნაურად უბრალოდ და შინაურულად გამოიყურებოდა, გაცრეცილ ღია ფერის ჯინსის შარვალში და სადა თეთრ მაისურში გამოწყობილი, კოტეს გადაეხვია და ჩემზე გაუშტერდა თვალი, მივხვდი ჩემს იქ ნახვას არ ელოდა თუმცა ჩემზე უფრო კარგად შეძლო გაკვირვების დამალვა, კოტემ ჩვენთან მოიყვანა და პირველი ანა გააცნო, ანას ისეთი სახე ჰქონდა მივხვდი იცნო თუმცა ეცადა რომ არ შეემჩნია. - გაიცანი ჰანა, ანას მეგობარი, -კოტემ ჩემზე ანიშნა, ნიკოლოზმა ხელი გამომიწოდა და შავ თვალებში ეშმაკური ღიმილი გაუკრთა. - მე და ჰანა ერთმანეთს ვიცნობთ. - მართლა? საიდან? -კოტესთვის აშკარა მოულოდნელობა აღმოჩნდა ჩვენი ნაცნობობა. - ჰოო, ეს საკმაოდ გრძელი, საინტერესო და სახალისო ამბავია, -ნიკოლოზმა ჩემი ათრთოლებული ხელი ხელში მოიქცია და თავი გვერდზე გადახარა, -რას იტყვი ჰანა, მოვყვე ჩვენი გაცნობის ისტორია? პირდაპირ იქიდან ხომ არ დავიწყო პირველად რომ დავინახეთ ერთმანეთი... ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, შენელებულ კადრებად გაიელვა ჩემს გონებაში როგორ ვუყურებდით აივნებიდან ერთმანეთს, ჯანდაბა, ვინ იცის რამდენჯერ ვყავარ ნანახი შიშველი, ის რა აპირებს მათ მოუყვეს როგორ ვუთვალთვალებდით ერთმანეთს? უფრო სწორად მე ვუთვალთვალებდი, მე გამოვიწვიე და ფაქტიურად მე ვუბიძგე საპასუხო ქმედებისკენ, არც კი მიფიქრია იმაზე თუ რა სახიფათო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჩემი ერთი შეხედვით უწყინარი ფანტაზიები, სახეაწითლებულმა მუდარაჩამდგარი მზერით შევხედე... - ჰანა ისე გაწითლდა აშკარად ძალიან სახალისო ისტორია გაქვთ, -ნოდარიმ ჩაიცინა და კოტიკოს ანიშნა მწვადს მიხედე იწვებაო. - ისეთი არაფერი, -ნიკოლოზმა როგორც იქნა ხელი გამიშვა და ბიჭებს მიუბრუნდა, -ხომ გახსოვთ ბაბუაჩემის დატოვებული შენობა რომ მაქვს, გაქირავება გადავწყვიტე, შეხვედრაზე მისულს იქ ჰანა დამხვდა და მხოლოდ ფართის გაქირავება კი არა მისი იდეა ისე მომეწონა რომ პარტნიორობა შევთავაზე. შვებით ამოვისუნთქე, ისე გადმომხედა აშკარად შეამჩნია ჩემი რეაქცია, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, მომიახლოვდა და ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით შედგა. - საინტერესოა რა იფიქრე, -მხოლოდ ჩემთვის გასაგონად მკითხა, -თუმცა არ მიპასუხო, ისედაც ვიცი, უბრალოდ იცოდე რომ შეცდი, არავის არაფერს ვეტყვი რადგან ყველა შენი ფანტაზია მხოლოდ მე მეკუთვნის, მხოლოდ მე და სხვას არავის... მხრით მხარზე მეხებოდა, ჩემსკენ გადმოხრილი მესაუბრებოდა, სახეზე ღიმილი ჰქონდა აკრული, ალბათ ჩვენი შემხედვარე ყველა ფიქრობდა რომ კარგი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მე კი მასთან მეგობრობაზე არასოდეს მიფიქრია, მისი სიახლოვე, სითბო, სურნელი, ჭკუიდან მშლიდა, თავს ძლივს ვიკავებდი არ მინდოდა ჩემი სხეულის თრთოლვა და მღელვარება მისთვის შესამჩნევი გამხდარიყო. - ასე რატომ იქცევი? -ძლივს ვაიძულე ჩემს თავს რომ მისთვის კითხვა დამესვა, ჩაეცინა. - როგორ ასე? - მაბნევ და ძალიან გთხოვ დისტანცია დაიცავი, -ლამის შევევედრე. - ესე იგი ანა და შენ მეგობრობთ? ჩემთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო შენი აქ ნახვა, -მოხერხებულად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე, ერთი ნაბიჯით დამშორდა და წინ დამიდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. - ჰოო, დღეს დილით ვერც მე ვიფიქრებდი თუ აქ ცხოვრება მომიწევდა, უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა, -ისე დამცდა არც დავფიქრებულვარ, ნერვიულად მოვიკვნიტე ტუჩი, რა საჭირო იყო მას ცოდნოდა ასეთი პირადული და მნიშვნელოვანი საკითხები. - ანუ აქ იცხოვრებ, -მშვიდად თქვა, არ შეიმჩნია რომ გაუკვირდა, ის კი არადა გამომეტყველება შეეცვალა, ეშმაკურ-ცინიკური მზერა წამსვე ჩაანაცვლა თბილმა და მზრუნველმა გამოხედვამ, მოარშიყე უდარდელი მამაკაციდან წამსვე მზრუნველი მეგობრის როლზე გადაერთო, ან იქნებ სულაც არ იყო როლი და მართლა ფიქრობდა ჩემზე, ჩემი მდგომარეობა აწუხებდა და ადარდებდა, საკუთარმა უაზრო ფიქრებმა გამაბრაზა და ცოტა არ იყოს შემაშინა. - რამდენიმე დღით ვრჩები, -უხერხულად ავიჩეჩე მხრები, -მანამდე სანამ რამეს მოვძებნი, უბრალოდ ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მომიწია სახლიდან წამოსვლა და... - ეგ აქამდეც უნდა გაგეკეთებინა, -ჩაილაპარაკა და თვალი ამარიდა. - რას გულისხმობ? -ვკითხე და მივხვდი ზედმეტად ახლო ურთიერთობა გვიყალიბდებოდა და ეს არ მომწონდა, ძალიან არ მომწონდა, სულელი არ ვიყავი და ვხვდებოდი მის ინტერესს ჩემს მიმართ, ვხვდებოდი რომ ზედმეტად ბევრი რამ იცოდა ჩემზე, იქნებ ჩემი აქ დანახვაც არ ყოფილა მისთვის სიურპრიზი და უბრალოდ თამაშობდა... - საკმარისია, მე და შენ მეგობრები არ ვართ რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, -უხეშად გამოვცერი კბილებში, პასუხს არ დავლოდებივარ, გვერდი ავუქციე და პლედზე მოკალათებული გოგონებისკენ წავედი რომელთაც ალბათ ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ რაზე ვსაუბრობდით მე და ნიკოლოზი ასე ხანგრძლივად, ანა ისე მიყურებდა ვხვდებოდი კიდეც რომ არაფერი მეთქვა მისთვის ისედაც ნათელი იყო ყველაფერი, აი ნინიკო კი ეჭვით სავსე მზერას არ მაშორებდა... - როგორც ვხედავ შენ და ნიკუშას საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაქვთ, -მომახალა როგორც კი მათ გვერდით დავჯექი. - ცუდი ურთიერთობა რატომ უნდა გვქონდეს ბოლოს და ბოლოს პარტნიორები ვართ, ერთად უნდა ვიმუშაოთ, -ცალყბა ღიმილით ვუპასუხე და ბიჭებისკენ გავაპარე მზერა, ნოდო რაღაცას ყვებოდა, კოტე და ნიკა კი სიცილით კვდებოდნენ. - აი ახლაც მას უყურებ... - რა ვქნა თვალები ავიხვიო? -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა, მიუხედავად იმისა რომ ანას და იყო ეს გოგო არ მომწონდა, პირველი დანახვისთანავე ამითვალწუნა, ალბათ იმიტომ რომ დათოს ცოლი ვიყავი ახლა კი ვაჟას საცოლედ ვითვლებოდი, უზნეო საცოლედ რომელიც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე სახლიდან გამოიქცა და ოჯახი მიატოვა. - გგონია ვერ ვხვდები რომ თვალი დაადგი? ნიკუშა საშენო არ არის, ტყუილად ნუ უყურებ ასე, ის ბევრად უკეთეს გოგოს იმსახურებს გვერდით, შენ მისი შესაფერისი არ ხარ... - და ვინ არის მისი შესაფერისი? -მწარედ გამეცინა. - შენ საქმრო გყავს... შენ... - გეყოფა ნინი, როცა არაფერი არ იცი ნუ ლაპარაკობ, -აჭარხლებული ანა ცდილობდა ხმადაბლა ესაუბრა რომ არავის არაფერი გაეგო, -ჰანას შეეშვი და თუ არ გინდა ვიჩხუბოთ შენი მწარე ენა ცოტა გააკონტროლე, - გაწიწმატებულ დას თვალი მოარიდა და ისე გადმომხედა მივხვდი მის მაგივრად მიხდიდა ბოდიშს. - ჩემს გამო ნუ იკამათებთ არ ღირს, -ფეხზე წამოვდექი. - სად მიდიხარ? გინდა მეც წამოვიდე? -წამოხტა და გვერდით ამომიდგა. - სად უნდა წამოხვიდე? საპირფარეშოში? -გამეცინა და მხარზე მსუბუქად დავკარი ხელი, -ახლავე მოვალ. დავინახე როგორ გამომაყოლა ნიკოლოზმა თვალი, ყურადღება არ მიმიქცევია, ერთი სული მქონდა იქაურობას როდის მოვცილდებოდი, ყელში მობჯენილ ცრემლებს უკვე ვეღარაფერს ვუხერხებდი, ერთი სული მქონდა ხმამაღლა მეღრიალა და ჩემს შიგნით არსებული ტკივილისგან დავცლილიყავი, აქაც არ იყო ჩემი ადგილი, ამ დაწყევლილ დედამიწაზე ერთი გოჯი მიწაც კი არ იყო სადაც ჩემი ყოფნა ენდომებოდათ, სადაც სიხარულით მიმიღებდნენ, სადაც ყველას უპირობოდ და უანგაროდ ვეყვარებოდი... ფეხარეული მივაბიჯებდი ბილიკზე, სახლის შესასვლელთან კიბეზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, მხოლოდ ეს ერთი ღამე, ეს ერთი ღამე როგორმე გავძლებდი და დილით აქედან წავიდოდი, აუცილებლად ვიპოვიდი რამეს, ბოლოს და ბოლოს ფული მქონდა, დათოს მთელი ქონება ახლა ჩემი იყო და დრო მოვიდა მისი გამოყენება დამეწყო, ჩაფიქრებული ვიჯექი, მხარზე შეხება რომ ვიგრძენი შევკრთი და თავი მაღლა ავწიე, თავიდან მეგონა მეჩვენებოდა მერე კი დაფეთებული წამოვხტი ფეხზე, ჩემს წინ ვაჟა იდგა და ისე მიღიმოდა კაცი იფიქრებდა რა სათნო და საყვარელი ადამიანიაო. - აქ რას აკეთებ? -ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება. - ეს მე უნდა გკითხო ძვირფასო საცოლევ, აქ რას აკეთებ? - შენი საცოლე არ ვარ ვაჟა, წესით უნდა მიმხვდარიყავი რომ ჩვენი ქორწილი აღარ შედგება, -თვითონაც მიკვირდა ჩემი სიმამაცე, ისე ველაპარაკებოდი ხმა არ ამკანკალებია, რატომღაც ვეღარ მაშინებდა, ჩემზე ისე ვეღარ მოქმედებდა როგორც ადრე, ბოლოს და ბოლოს რის დაშავებას მოახერხებდა, ვერც ვერაფრის, დიდი ხანია არასრულწლოვანი აღარ ვიყავი რომ ჩემთვის ვინმეს რამის გაკეთება ეიძულებინა. - ენა დაგიგრძელებია, -ჩაისისინა და მკლავში მტაცა ხელი, თავისკენ მიმიზიდა და სახე სახესთან ახლოს მომიტანა, ახლა უკვე აღარ იღიმოდა... - ახლავე ჩემთან ერთად წამოხვალ, ლელას და დედაშენს ბოდიშს მოუხდი და ქორწილისთვის მომზადებას დაიწყებ გესმის? შეწინააღმდეგება არ გაბედო, გაპატიებ იმას რომ ჩემგან გაქცევა სცადე, ამ შეცდომას გაპატიებ მაგრამ იცოდე კიდევ რომ გაიმეორო ასეთი რამ... - არსად წამოსვლას არ ვაპირებ, ხელი გამიშვი ცხოველო, მტკივა, -საცოდავად ამოვიკნავლე და ვეცადე თავი მისგან გამეთავისუფლებინა, საზიზღრად ჩაიცინა და მეორე მკლავზეც მომიჭირა ხელი. - ჯერ კიდევ ვერ მიხვდი რომ ჩემი ხარ? -ზედ ჩემს ტუჩებთან ჩაილაპარაკა. - ხელი გაუშვი, -ნაცნობი ხმა რომ მომესმა, ერთიანად მოვდუნდი და თითქოს მისი ხმის გაგონებას ველოდიო მთელი ჩემი შემართება სადღაც გაქრა, ფეხები ისე მომეღვენთა გეგონებოდათ ყველა ძვალი ერთდროულად გაქრა სადღაც, ვაჟას მკლავებზე ჩამოკიდებულმა თავი გადავხარე და გაოცებულმა ავხედე, ვარსკვლავებით მოჭედილ ციბრუტივით მობზრიალე ზეცას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.