შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი კარგად იქნება ( დასასრული) 11_20


2-02-2023, 18:05
ავტორი ვე რა
ნანახია 1 923

ყველაფერი კარგად იქნება
11
ნივთებს , რომლებსაც ვინახავთ მახსოვრობა აქვთ. ინახავენ იმ ემოციას, რომელიც მათთან ურთიერთობისას დავუტოვეთ
ინახავენ იმ მოგონებებს; რაც მათთან გვაკავშირებს. მთელ სახლში გაბნეული ეს ნივთები , როგორც ძახილის ნიშნები სიმყუდროვის და დაცულულობის შეგრძნებებს ბადებენ ჩვენში. ჩვენს გარშემო მოგონებების დამცავ, ჯადოსნურ კედლებს აგებენ. ჩვენს სახლში კო მსგავსი ძახილის ნიშნები უამრავია.ვუყურებ თაროზე შემოდებულ რევოლვერს და მახსენდება : დანახვისთანავე, როგორ მომინდა მეყიდა. სინამდვილეში სანთებელაა, მაგრამ ისე ოსტატურადაა გაკეთებული უბრალო მოყვარულის თვალი ვერც კი გაარჩევს ნამდვილისგან. კარგა ხანს ვაგროვე ღარიბმა სტუდენტმა ფული , რომ სასურველი ნივთი მეყიდა. ერთ საღამოს სეირნობისას იმ მაღაზიას გავუარეთ სადაც იყიდებოდა და ინსტიქტურად შევედი შიგნით. თაროსთან მივედი და მონუსხული მივაჩერდი.
- ჯერ კიდევ არ გაყიდულა აშკარად შენ გელოდებაო.- მითხრა გამყიდველმა, რომელმაც რამდენჯერმე შემამჩნია, როგორ ვუყურებდი ხოლმე ამ სანთებელას. უსიტყვოდ გამოვბრუნდი და გარეთ გამოვედი.ოთოც უსიტყვოდ გამომყვა. მერე კი ერთ საღამოს ასე უბრალოდ მომიტანა და მაჩუქა. ამიტომაც უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ხოდა ზუსტად ეს ნივთი იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომელსაც სახლიდან გავაქრობდი. მე ჩემი არსებობის კვალის წაშლა დავიწყე ...

საყვარელ კაფესთან ჩემი გიჟი გოგოები დგანან.
- ვაუ, ვაუ, რაო წვეულება გვაქ?- მეკითხება ხატია და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს.
-რაღაც ხასიათი სხვაა, გარეგნობა სხვა- ნათია ხვდება რომ ისე ვერ ვარ , როგორც მჩვევია. ვხვდები თუ ახლა არ მოვუყვები მათ , თუ არ გავუზიარებ ვინმეს ჩემს დაგროვილ ემოციებს უბრალოდ გადავიწვები,
-რაღაც მინდა მოგიყვეთ.- ვიწყებ მე.
-რაღაც, რაც თქვენ არ იცით.-და ყველაფერს ვყვები. ვგრძნობ როგორ იცლება ჩემი სული მძიმე ტვირთისგან. სიმსუბუქით ვივსები. ყველაფერს ვყვები, ოთოს კოშმარებს, უნებლიე ძალადობას, უხეშობას, ტკივილს, ბროლის ანგელოზის ინციდენტს. ელენეს ამბავს. ყველაფერს გესმით? და მიკვირს აქამდე რატომ ვინახავდი ყველაფერს გულში.
მისმენენ და არ მაწყვეტინებენ.მაცლიან დავიცალო. მოყოლას ვასრულებ.
- უნდა დავლიოთ !-ამბობს ნატალი და სასმელს უკვეთავს.
მე დალევა მართლა მჭირდება.
-ახლა რას აპირებ? - მეკითხება ხატია-შენი საქმეა და მე ყველაფერში მხარს გიჭერ, რაც არ უნდა გადაწყვიტო მაგრამ მოგვიყევი იქნებ რჩევით მაინც დაგეხმაროთ.
ვყოყმანობ. არა მათ ჩემს გეგმებზე ვერ მოვუყვები. ვიცი რომ ხელს შემიშლიან. ვიცი შეეცდებიან შემაჩერონ. საუბარი სხვა თემაზე გადამაქვს.
- ნინისთან ხომ არ გილაპარაკიათ ამ ბოლოს?- ვეკითხები მათ.
- კარგადაა კიი- მიყვება ნათია მის ამბავს.
- მოეწონა გოგოს ნიუ-იორკი!- იცინის.
-კარგი ერთი!- ვიცინი მეც.
- კიდე არ ელაპარაკებით ერთმანეთს?-მეკითხება ნატალია.
-არა!- ვუარობ მე. და არ ვამბობ რომ მე და ნინი უკვე ერთი კვირაა შევრიგდით. როგორც კი დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი გამოსავალი მაშინვე იპოვნა და დახმარებაც შემომთავაზა. ნინი ფაქტობრივად ჩემი თანამზრახველია ახლა.
ჩვენ ვსვავთ.უკვე საკმაოდ მთვრალები ვართ. ვგრძნობ ჩანთაში ტელეფონი განუწყვეტლივ ვიბრირებს. ვიცი ოთოა. ცენტრში არ მივსულვარ. ალბათ უკვე სახლშია და იქაც რომ არ დავხვდი ალბათ ძალიან ბრაზობს. ვიცი ძებნას დამიწყებს. ხოდა ძალიანაც კარგი , დაე მეძებოს, ისე დავჭირდე , რომ ჩემს ძებნაში სამყარო თავდაყირა დააყენოს. ოღონდ ისევ დავიჯერო რომ მისთვის ის ერთადერთი ვარ. გახლეჩილი სულის - დაკარგული ნაწილი. ახლა მან იდარდოს ჩემზე. ახლა მას ეტკინოს.
- მისი ჯერია!- ვამბობ ხმამაღლა.
-ვისი ?- მაკითხება ნატალი. მე უაზროდ ვიცინი და პასუხს თავს ვარიდებ.
სახლში გვიან ვბრუნდები ტაქსით. ფანჯრებს ავხედე სინათლე არ ანთია.
-ალბათ ნერვიულობით მოკვდა!-ვბრაზობ ჩემთვის . იმედი მქონდა მელოდა, მას კი უბრალოდ სძინავს.
მოლოდინები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარ ბრაზზე დაყრდნობით ვაკეთებთ ხშირად უსარგებლო და მცდარია.
ვცდილობ სახლის კარი ჩუმად გავაღო. და პირდაპირ ჩემს ოთახში შევიპარო, მაგრამ ოთახის კარი დაკეტილია. სახელურს რამდენჯერმე ვამოწმებ და გაოცებისგან მხრებს ვიჩეჩავ. ეს რაღაც ახალია. მისაღებში გავდივარ. ტორშერს ვანთებ.ჩანთას ტახტზე ვაგდებ. ქუსლიანებს ვიხდი და უწესრიგოდ ვყრი. საშინლად მსიამოვნებს ცივ იატაკზე გადაღლილი ფეხისგულების შეხება.
მის კართან ფეხაკრეფით ვიპარები. ოთახში ვიჭყიტები. ისე ბნელა ვერაფერ ვხედავ. ვფიქრობ მის გვერდით შეუმჩნევლად მოვთავსდე, როგორც ეს ათასჯერ მიქნია თუ დივანზე დავიძინო.ვყოყმანობ და ისევ დივნისკენ ვბრუნდები. ამაღამ მართლა არ მაქვს მასთან კამათის თავი.
-ასე არა?- მესმის აივნის მხრიდან. იქით ვიხედები.ოთო აივნის კარს მიყრდნობია გულხელდაკრეფილი და ინტერესით მითვალთვალებს.
გამომიჭირა.
ვცდილობ საყვარლად გავუცინო.
-მეგონა გეძინა! -ვეუბნები მშვიდად.
-მეძინა არა? სად იყავი ასე გადაპრანჭული?- მეკითხება თავშეკავებით.
- ბარში!-ტუჩებს ვბუსხავ და მტყუანი ბავშვის სახეს ვიღებ.
-და მე რომ გელოდებოდი? რომ გირეკავდი? ეგ არაფერი?-ვგრძნობ ბრაზობს. მე მიამიტად ვიჩეჩავ მხრებს.
-საიმედო ხელში მეგულებოდი-გესლიანად წამომცდა მაინც.
ოთომ ხელები ჩამოუშვა და ჩემსკენ დაიძრა. მე დივნისკენ დავიხიე. კაცმა არ იცის რას აპირებს. აშკარად ბრაზობს. დივანს ვუვლი და ვცდილობ ჩვენ შორის მოვაქციო, როგორც ბარიერი.
ოთო ჯერ არც ისე თამამად მოძრაობს, რომ დივანს გადმოაბიჯოს. ხვდება ვერ დამიჭერს და ჩერდება. მეუბნება:
- წამოდი დავწვეთ.- გაოცებისგან წარბებს მაღლა ვწევ.
-ერთად? - ვეკითხები უფრო სწორედ ვაზუსტებ.
არაფერს მპასუხობს საძინებელში შედის და კარს არ ხურავს.
ვერც ამჯერად ვამბობ მასზე უარს. სანამ ამ სახლიდან ჩემს თავს ამოვშლიდე, მანამდე მსურს რაც შეიძლება ბევრჯერ ვიგრძნო თავი მის ნაწილად და ოთახში მონუსხულივით მივყვები.
ზღურბლს ვაბიჯებ . იქვე დგას სიბნელეში ჩასაფრებული მხეცივით. ხელს მავლებს .
- დაგიჭირე გოგონი!-ზურგიდან მეხუტება და კისერში მკოცნის.
-ელენე მართალია- მეუბნება ის -მართლა საოცრება ხარ იცი?
ელენეს სახელის ხსენება ისე მოქმედებს ჩემზე თითქოს ცივი წყალი გადამესხა. ვცდილობ მუცელზე მოხვეული ხელი გავაშვებიო, მინდა სასწრაფოდ დავტოვო მისი წყეული ოთახი. მაგრამ ოთო ძალით მაბრუნებს მისკენ. ხელს წელზე მხვევს.
-ამისთვის ღირდა მოთმენა-მეუბნება და მეორე ხელით თმას მიშლის.მე უხმოდ ვცდილობ ხელიდან დავუსხლტე. მის თვალებში მხეცი იღვიძებს. მგონი ის უკვე ოთოს სურვილებს ემორჩილება. მაშინ გამოდის , როცა თავისი ბატონი უხმობს.
-რაო არ გინდა ჩემთან? -მიკითხება ხრინწიანი ხმა. შიშისგან გული მიჩქარდება.
ის კი ვითომ აქ არაფერი კაბის სამხარეებს დაბლა მიწევს და მკერდს მიშიშვლებს.
-ხომ ისიამოვნე იმ დღეს შენი გამარჯვებით? სხეულის დემონსტრირებით დასცინე საბრალო ინვალიდს არა?- მეკითხება ჩახლაჩილი ხმით. და იმას მახსენებს აბანოდან რომ შიშველი გამოვედი და ეტლში რომ დავტოვე თვალებაჭყეტილი.
-ხოდა ახლა ჩემი დროა ! სამაგიეროს დროა პატარა თავხედო! -ამბობს სიცილით.
ლოგინისკენ მივყავარ ასე ნახევრად შიშველი .
-რამდენს ვოცნებობდი ამ წამზე!- უკვე თავისთვის ჩურჩულებს.
ვაცნობიერებ, რომ ოთო დაბრუნდა. მაგრამ ახლა ჩემი ჯერია გავიქცე. დიახ მე მისგან გაქცევა გადავწყვიტე! ზუსტად იმიტომ რომ მას აღარ სურს ჩემი გაშვება!

12

დიდი და უეცარი ცვლილებები ძლიერ გარდატეხებს იწვევენ სულში. როგორიც არ უნდა იყოს ეს ცვლილებები ცუდი თუ კარგი, აუცილებლად მოჰყვება ხოლმე თავისი შედეგები.
თითქოს მე და ოთომ როლები გავცვალეთ. ის დაუბრუნდა თავის თავს, მე კი საბოლოდ დავიკარგე ჩემივე თავში.
ისეთ თემებზე საუბარს, რომლებიც ვიცოდით, ტკივილს გამოიწვევდა უსიტყვი შეთანხმებით თავს ვარიდებდით. ოთო ცდილობდა ისე მოქცეულიყო ყველა წყენა დაევიწყებინა. მე კი, რაც უფრო თბილად მექცეოდა ის, მით უფრო ვღიზიანდებოდი. უტყვი მოთმინებით იტანდა ყველა ჩემს ახირებას. თითქოს კუთვნილ სასჯელს იღებდა. არცერთს გვიფიქრია , რომ გულწრფელი საუბარი ყველაფერს ბევრად გაამარტივებდა.
თანდათან სახლიდან გამქონდა ყველა ნივთი , რაც რაიმე ემოციურ კავშირში იყო ჩემთან. ბოლოს კი სახლში მხოლოდ სამი ძახილის ნიშანიღა დარჩა. კატაბუ, აივანზე ჩემი ყვავილები და აივნის ჩარდახზე დაკიდული ბროლის ანგელოზი.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. წასვლის დროს განზრახ ვაჭიანურებდი. არ წასვლის მიზეზები კი არ მელეოდა. ...

... ერთ საღამოს აივანზე ვისხედით. უცებ ოთო წამოდგა და ნერვიულად თქვა:
- ეს ნივთი აქიდან უნდა მოვაშორო.- აივნის კუთხეში მისი უკვე უფუნქციო ეტლი იდგა. ეტლს შევხედე და ბრაზმა ამიტანა, თითქოს მისი ბრალი იყო ჩვენი ასეთ დღეში ჩავარდნა. მაგრამ ასე თუ ისე მაინც სწორედ ეტლი იდგა ჩვენ შორის აუღებელ ბარიერად.
ისე მომინდა მასზე შური მეძია თითქოს სულიერი არსება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოთოს მიმართ ჩემს გრძნობებს მან ვერაფერი ვერ დააკლო, ვერც მაშინ ოთო რომ მასში იჯდა და ვერც შემდეგ, როცა მას თავი დააღწია.
-მოიცა!- ვუთხარი ოთოს.
-რაღაც მინდა ვსინჯო.
ოთომ შემომხედა და შეჩერდა.
ხელი მოვკიდე და ვანიშნე ეტლში ჩამჯდარიყო. არ ესიამოვნა, გამიძალიანდა.
-გთხოვ!-ვუთხარი და თვალებში ეშმაკური სხივი გამიკრთა. უარი ვეღარ მითხრა და მძიმედ ჩაეშვა. ალბათ არ ეგონა ოდესმე თუ კიდევ მოუწევდა იქ ჯდომა. ქურდივით მიმოვიხედე. ჩვენი აივანი მაღალი კედლის , მცენარეების და ჩარდახის გამო კარგად იყო დაცული უცხო თვალისგან. თუმცა ეს დიდად მაინც არ მაღელვებდა.
-მისმინე!-მინდა რომ მასზე კარგი მოგონებებიც დაგვრჩეს .-ვუთხარი ოთოს და ქვედა ტუჩი კბილებში მოვიქციე.
გაოცებული მიყურებდა, სადღაც მიხვდა რაღაც კარგი ელოდა და გამიღიმა. ჩემთან
ახლოს მოაგორა ეტლი .მკვეთრი მოძრაობოთ ზედ მუხლებზე დამისვა ხელები მაისურის თავისუფალ ბოლოებში მომკიდა. "ეს ბიჭი მკლავს , ეს ბიჭი ჭკუიდან მშლის! "ვიფიქრე მე და ხელები მაღლა ავწიე. ეს ის იყო, რაც თვეების მანძილზე მინდოდა, როცა გაუბედავად, ლანდივით დავყვებოდი უკან ოთახიდან ოთახში და მხოლოდ მასზე ოცნებას ვბედავდი....

....რადგან ეტლი საკმაოდ ხარისხიანი და ძვირადღირებული იყო გადავწყვიტეთ თერაპიის ცენტრში წაგვეღო , რომ იქ მისთვის გადაეცათ უსასყიდლოდ, ვისაც სამწუხაროდ ეს სჭირდებოდა. არ გაოცდებით ვიცი, რადგან გარშემო იმდენი დარდია. ვიღაცას ეტლის თავიდან მოშორება ეჩქარება, ვიღაცა უსახსრობის გამო ვერ ყიდულობს ნატრობს რომ ჰქონდეს...

წასასვლელად გავემზადეთ . ოთომ ეტლი გამოაგორა. მე კი მივირბინე და მასში ჩავსკუპდი.
-მაკატავე ჰა?- თითქოს კიდევ ერთხელ დავუკარგე ეტლს ფუნქცია და ამით საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ის არც ისეთი საშიში იყო. მან გაიღიმა და ასე ეტლით ჩამიყვანა მანქანამდე.
- მაგარია. მგონი მოგენატროს კიდეც!-ისევ წამოყო თავი ბოროტმა მემ.
-რომ მეფიქრა მისი ყოველ დღე იმ ფუნქციით გამოყენება , როგორც აივანზე წეღან ,იქნებ არც ავმდგარიყავი!-მეუბნება ოთო და მაწითლებს.
ცენტრის სადგომზეც კვლავ ეტლში ვჯდები. ოთოს კი ჩემი კარგი ხასიათი ახალისებს. ბოლო დროს ისე იშვიათად ხდება ეს, რომ სულაც არ მიკვირს უარს რომ არაფერზე მეუბნება. სადგომზე მანქანის გარშემო დამაქროლებს. ვიცინით და იმ წამს გულწრფელად ბედნიერები ვართ.
უცებ კარიდან ელენე გამოდის. როგორც ჩანს ვაჟბატონს გაუფრთხილებია, იცის რომ მივალთ და გველოდება. გვხედავს და ჯერ გაოცებული გვიყურებს, მერე კი ფართო ღიმილით იღიმება.
მისი ღიმილი და ჩემი ხასიათის გაფუჭება ერთია.
-აღარ მინდა!- ვამბობ გაბრაზებული. უეცარი ცვლილებით შემკრთალი ოთო ჩერდება. ელენე ახლოს მოდის და გვესალმება. მე ჯერ კიდევ ეტლში ვზივარ და ქვევიდან ავცქერი მას.
მაინც რა ლამაზია ეს ოხერი. ვფიქრობ მე და კოპებს ვკრავ.
და უცებ სიცივე მეღვრება სხეულში. ზუსტად ისეთი ვარსკვლავი , როგორიც ჩემი გულსაკიდია , მის საყურეზე კონწიალობს და ციმციმებს. გაშეშებული თვალმოუშორებლად მივჩერებივარ.
ელენე ჩემს მზერას აფიქსირებს და უხერხულად ცდილობს ხვეული თმით ყურის დაფარვას. მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. მისი ეს შეცბინება და რეაქცია მარწმუნებს ჩემი ფიქრების სისწორეში!

....მთიები გაგიგონიათ ხომ? ცისკრის ვარსკვლავი? ეს ვენერას სახელებია. ერთადერთი პლანეტის, რომელიც ასე კარგად სჩანს დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით. თუ თქვენ ზოდიაქოს ყურადღებას აქცევთ მაშინ, მიხვდებიდით , რომ პლანეტა ვენერა, ანუ სიყვარულის ქალღმერთის პლანეტა ჩვენი ,ჩემი და ოთოს, საერთო ზოდიაქოს მფარველია. სიმბოლური საჩუქარი იყო ოთოსგან ჩემი , როგორც ოთოს მთიების, მწუხრისა და ცისკრის ვარსკვლავისათვის.

ახლა კი ელენესთვისაც იგივე ვარსკვლავი ციმციმებს?

იმედგაცრუება ვენებში მჩქეფარე სისხლივით მოედო სხეულს. იმედგაცრუება ისეთი ემოციაა ყველა ხიდად გადებულ გრძნობას რომ წვავ და უკან დასაბრუნებელ ყველა გზას ხერგავს.
გადაწყდა დღეს სწორედ მშვენიერი დღეა წასასვლელად!
13

ბრაზი რომ საუკეთესო მრჩეველი არაა , ეს თქვენც კარგად გეცოდინებათ. მეც ვიცოდი , მაგრამ მაინც მის რჩევებს ვუსმენდი და უფსკრულისკენ სინათლის სისწრაფით მივექანებოდი. ალბათ ქვეცნობიერად ვხვდებოდი ჩემს ირაციონალურ საქციელს და ამიტომაც არავის მოვუყევი არაფერი. მხოლოდ ნინიმ იცოდა ჩემი გეგმის შესახებ და მანაც მხოლოდ ჩემი პოზიციიდან დანახული სიმართლე იცოდა და ასე ბრმად ამიტომ მიჭერდა მხარს. ნინი ფიქრობდა, რაც უფრო შორს ვიქნებოდი ოთოსგან , მით უფრო ადვილად დავივიწყებდი .
მაგრამ ჩემმა აჩქარებამ მადლობა ღმერთს ყველაფერი შეცვალა და საბედისწერო ნაბიჯისაგან მიხსნა.
ახლა, რომ ვუფიქრდები, იქნებ ყველაფერი მართლაც რომ ბედისწერაა?
ოთომ საღამოობით სირბილი დაიწყო. ალბათ რაც ეს თვეები უმოძრაოდ იყო იმის ანაზღაურებას თუ ცდილობდა მუდმივი მოძრაობით. როგორც კი სახლის კარი გაიხურა. მე ნოუთბუქს ვეცი და სურათების ყველა ფაილი წავშალე. სურათიც კი არ მინდოდა დამეტოვებინა მისთვის. მეც ვხვდები რა ბავშვური და სულელური საქციელი იყო. ამას რა უჭირს . სანამ ოთო იცვლიდა მისი მობილურიც კი დავაცარიელე სურათებისგან.
ჩემი სოც. ქსელი დავბლოკე და მიუწვდომელი გავხადე. შემდეგ კატაბუ ავიყვანე.
ვიცოდი დიდიხნით ვემშვიდობებოდი. მაგრამ ახლა მას თან ვერ წავიყვანდი.
- მაპატიე ბიჭო.-ვთხოვე ჩემს თილისმას.
-იზრუნე მასზე!უფლება არ მისცე დამივიწყოს!-ვთხოვე ფისუნას.
-მიაუ!- ალბათ დამთანხმდა კატაბუც. ჯამი ბოლომდე გავუვსე საყვარელი ხრუხუნებით. ცხვირზე ვაკოცე და დავსვი.
ყვავილები ბოლოჯერ მოვრწყე. საქორწინო ბეჭედი თითიდან მოვიხსენი და მაგიდაზე დავდე. სახლს თვალი მოვავლე. ჩანთა ზურგზე მოვიგდე და სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე ჩემი მყუდრო ნავსაყუდელი. ვიცოდი ოთოს გარეშე ყოფნა როგორ მეტკინებოდა. მაგრამ ახლა მას უნდა გადაეწყვიტა რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი მე მის ცხოვრებაში. რად ვუღირდი და სადამდე გაწვდებოდა ჩვენს შორის გაბმული სიყვარულის უხილავი ძაფი.
მანქანაში ჩავჯექი . კიდევ ერთხელ დავფიქრდი, ვიგრძენი, უნდა წავსულიყავი. თითქოს ჩემი წასვლა სადღაც რაღაცას შეცვლიდა და მანქანა დავქოქე.

რაღაც ნახევარ საათში ტელეფონმა დარეკა. რა თქმა უნდა ის იყო. მანქანა გავაჩერე რადგან ნერვები ისე მქონდა დაჭიმული შეიძლება რამეს დავჯახებოდი და ზარს ვუპასუხე.
- რას აკეთებ? რა ხდება? -შეშფოთებული იყო და ხმა უკანკალებდა.
-წავედი!- ვუთხარი მე.
-ნუ გააკეთებ ამას!-მთხოვს დაჟინებით.
-ბეჭედი ნახე? გათავისუფლებ!-მისივე მტკივნეულ სიტყვას ვუბრუნებ- ახლა შენ უნდა აირჩიო. ან წინ იარო და ახალი ცხოვრება დაიწყო , ან წარსული გადააფასო და დამელოდო. როცა ვიგრძნობ რომ მზად ვარ დავბრუნდები. გახსოვდეს შენს ნებისმიერ არჩევანს მივიღებ და პატივს ვცემ !- ტელეფონს ქსელიდან ვთიშავ. და მანქანას ვქოქავ.
სადაც ძებნას არ დამიწყებს ეს ბათუმია. იცის რამდენად არ მიყვარს ხალხმრავლობა. რამდენად შორს ვარ ხმაურიანი და მჩქეფარე ცხოვრებისგან . ალბათ უფრო მთებში დამძებნის.
სანამ ვიზა მომივა ბათუმში უნდა დავიმალო.

დღეები როგორღაც გადის . საღამომდე ასე თუ ისე ფიქრებს ვებრძვი. მაგრამ აი მზის ჩასვლისას იწყება ომი, ომი საკუთარ თავთან .
ომი მის მონატრებასთან. ვგრძნობ ამ ომში გამარჯვება არ მიწერია.
ვფიქრობდი მარტოობა დამამშვიდებდა. აზრებს დავალაგებდი , მაგრამ ნურას უკაცრავად. ჩემს თავში ბზიკებმა დაიდეს ბუდე და ჭკუიდან შემშალეს.

სამი კვირა სამ საუკუნემდე გაიწელა. ცხოველების გცხოვრებაზე ვუყურებ გადაცემებს გამუდმებით. როგორღაც მამშვიდებს აზრებს მიფანტავს. არ ვიცი როგორ? კიდე წიგნებს ვკითხულობ საოცარი გატაცებით. სულ ერთია რაზე მთავარია წიგნი იყოს. ახლა რომ მკითხოთ ვერ გეტყვით რა წავიკითხე იმ სამი კვირის განმავლობაში.მაგრამ ვიცოდი, რომ გონება დაკავებული უნდა მქონოდა. რაც აქ ვარ მობილური არც კი ჩამირთავს. დედას და გოგოებს ინტერნეტ კაფიდან ვეკონტაქტები ისიც იშვიათად. ვიცი რომ უნდათ გაიგონ რა ხდება.მე კი მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს.
-დრო მომეცით!
ოთოზე არავის არაფერს ვეკითხები. უბრალოდ მეშინია ისეთი რამე არ მითხრან რისი მოსმენაც არ მინდა.აღარც ამ ხალხის ატანა შემიძლია გარშემო...
... ამ საღამოს რამე მყუდრო ადგილს ვეძებ . მანქანით მივყვები ზღვის ნაპირს. შემდეგ რაღაც პატარა კაფესთან ვაჩერებ. ფაცხებივით გამოყოფილი მაგიდებია. ერთ-ერთს, ყველაზე შორეულს ვიკავებ. საჭმელს , ვუკვეთავ და ყინულიან ყავას. წიგნს ვშლი და სამყაროს ვეთშები.
პირდაპირ ზღვა ჩანს. ხანდახან დაღლილ თვალებს ზღვისკენ ვაპარებ.

წიგნს სინათლის ბოლო წვეთამდე ვკითხულობ.
მერე კი დიდხანს უაზროდ მივჩერებივარ სანაპიროს. საათს ვუყურებ ცხრა საათია. ხალხი თითქმის არაა და არავინ მაწუხებს. მგონი მომტანს აღარც ახსოვს აქ თუ ვარ.
ჩემთან ახლოს ორი კაცი სასმელს სვამს მათი ხმა სიწყნარეში გარკვევით მესმის.
უცებ ერთი ეუბნება მეორეს.
-ბიჭო ვინ გავჩითე დღეს თუ იცი?
-ვიინ " ბრატ?"-ინტერესდება მეორე.
-ის ძუკნა რიჟა, ბიჭო- უსიამოვნო ხმა აქვს პირველს.ზიზღით ტუჩებს ვიბზუებ.
-ის მასაჟისტკა ტოო?ელგეპედე როა-
ეკითხება მეორე. ხარხარს ძლივს ვიკავებ, გეფიცებით ზუსტად ასე ამბობს ეს არ შემდგარი მაჩო.
-ხო ბიჭო. ლილის გავყევი დღეს სალონში თუ რაღაც სილამაზის ცენტრში. მეთქი ვნახო ტოო სად დადის. აზზე ხო უნდა ვიყო რაა.
- აბა რა ბრატ!-უმოწმებს მეორე. ზიზღით მეცინება , ანუ ეს მამრი სავარაუდოდ ცოლს ან შეყვარებულს ამოწმებს ვინიცობაა კაცი არ ჭრიდეს თმას. "იდიოტი " ვბუტბუტებ მე.
-ხოდა ძმაო იქ არ გამეჩითა. ვაა მეთქი ბედია რაა. ლილი სახლში მივიყვანე თუ არა ეგრევე "დავუსატკავე" მეთქი როგორ ხარ ლამაზოო! და ამ ძუკნამ "იმენა" დამიკიდა რაა.
-ვაა !-იოცებს მეორე
-ცხვირი ამიბზუა რა!აუ მაგი თუ მაგ ცხვირით მიწაზე არ ვახოხო ნახავს ჩემი.... და საკუთარი დედის უშვერი გინებით ამოწმებს თავის "კაცურ" სიტყვას .
-ბრატ ხომ არ აგვეგდო ბაითში? -ეკითხება შემპარავად მეორე.
-ბიჭო ერთია კაცის გამო რომ გიკიდებს მარა ქალების გამო? ოოო ! მაგას ჭკუა უნდა ვასწავლო ბრატ.
როგორც ჩანს ნელ-ნელა სასმელი ეკიდება და მეგობრის სიტყვა ჭკუაში უჯდება.
-მაგას!-ამბობს ეს ნაძირალა- ნამდვილი კაცი უნდა გავასინჯო მგონი ხვეწნაც დამიწყოს მერე.
ანუ თავს ნამდვილ კაცად თვლის. მართლა სჯერა ამის.
-ეს ამბვი ამაღამვე მოგვარდება!-ამბობს და ხმა ეხლიჩება.
-წამო ძმაა. დგებიან და მიდიან.
მე ვზივარ გაშეშებული და ის ქალი მახსენდება ჩემი აივნის ქვეშ რომ სცემა ამათნაირმა არაკაცმა. ახლაც სავარაუდოდ რაღაც საშინელების გაკეთებას უპურებენ კიდევ ერთ საბრალო ქალს.
ინსტიქტურად ვდგები. ნივთებს ვკრიფავ და მანქანისკენ გავრბივარ. წუთის დაკარგვაც არ შეიძლება. რომ გამასწრონ ? არ შეიძლება!
მანქანას ვქოქავ და მათ ჯიპს კვალში ვუდგები. პირველად ვინანე რომ ტელეფონი არ დამაქვს. ქალაქში შედიან რომელიღაც უბანში ალბათ იმ გოგოს სახლთან ჩერდებიან და მსხვერპლს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით უსაფრდებიან. მე ასე 50 მეტრის დაშორებით ვჩერდები. არც კი ვიცი რას ვაპირებ. იმედი მაქვს რომ ის გოგო არ გამოვა.
უცებ მანქანის კარები იღება გადმოდიან . გზაზე გოგონა მოდის. სიბნელეში ვერც ვარჩევ წესივრად. ისინი აქეთ იქედან უდგებიან და მანქანისაკენ მოჰყავთ. გოგო იბრძვის პირზე ხელს აფარებენ. ერთი მანქანის უკანა კარს
აღებს მეორე კი მის ჩასმას ცდილობს. ხელი გაეშვა და გოგო ჩემი მანქანისკენ გამორბის. მე ჟრუანტელი მოვლის გაშეშებული ვზივარ .კარგად ვხედავ მის სახეს. უცებ ის არაკაცი თმაში ხელს ავლებს და სახეს პირდაპირ მანქანის საბარგულზე არტყმევინებს. გოგოს გული უღონდება და ძირს ეცემა. როგორც თოჯინა ისე შეისროლეს უკანა სავარძელზე და მანქანა ადგილს სწყდება.

მე ვზივარ გამშრალი . ვერ ვაზროვნებ. ამ მოძალადე ნაბიჭვრებმა არც მეტი, არც ნაკლები ელენე გაიტაცეს...
14

მართლა მჯერა, რომ ადამიანებს, რაღაც მისია აკისრიათ ,რაღაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო , მაგრამ თანაც ძალიან მნიშვნელოვანი.

... წამებში ვიღებ გადაწყვეტილებას, გაზს ვაწვები და ჩემსა და წინ მიმავალ ჯიპს შორის მანძილს ვამცირებ.
ჩემი სხეული კი ადრენალინის გამოყოფას იწყებს.
ძალიან მეშინია, გამყინავი შიში იბუდებს სხეულში, მაგრამ სწორედ ეს შიშია ადრენალინის დონეს რომ მიასმაგებს.

სადღაც მიყრუებულ, ხრეშიან გზაზე გადაუხვიეს. ალბათ სადმე შორეულ სოფელში მიჰყავთ ჩემი მშვენიერი "მეტოქე".
მათი ცარიელი თავების და გაუაზრებელი გეგმის გამო მიმართლებს.
სავარაუდოდ საწვავი ელევათ და სადღაც დაფხავებულ ძველ ბენზინგასამართ სადგურთან ჩერდებიან.

მეც ახლოს მივდივარ და მანქანას ვაჩერებ. მანქანაში მიმოვიხედე რამეს ვეძებ, რაც დამეხმარება. ვიცი სწორედ ახლა მაქვს შანსი და ხელიდან ვერ გავუშვებ მას.
საჭესთან პატარა საბარგულს ვხსნი და ხელს ვაფათურებ. ოთოს ნაჩუქარი რევოლვერი მხვდება ხელში. ოთო ! როგორ მინდა ახლა ჩემთან იყოს! რევოლვერს ვიღებ და გულში ვიხუტებ. ფანჯარიდან ვიყურები.გარემოს ვზვერავ. ერთი სადგურის მუშას რაღაცას ედავება. ალბათ ფასი არ მოსწონს საწვავის. მეორე კი საპირფარეშოს გვერდით იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებას. სწორია გვერდით და არა -ში! მძორი!
მანქანიდან ფრთხილად გადმოვდივარ კარს ღიას ვტოვებ. მეორე კარსაც ვხსნი . ეს სცენა . რომელიღაც კინოდან მახსოვს, გასაქცევად ვამზადებ, რომ შემდეგ დრო არ დავკარგო.
რახან ასე არხეინად არიან, ვხვდები ელენე კიდევ უგონოდ უნდა იყოს. მერე სიბნელით ვსარგებლობ. სადგურის ჭერზე ერთი დაბალვატიანი ნათურა ბჟუტავს, რის გამოც ღმერთს მადლობას ვუხდი.
მძღოლის მხარეს კარი ღიაა და რაღაც საშინელი კლუბური მუსიკა აყრუებს იქაურობას. აი ისეთი კაიფში რომ "უსწორდებათ" . კარს ვაღებ და ელენეს ფრთხილად ვანჯღრევ. თვალს ახელს და თითქოს ფხიზლდება
- დროზე ელენე დროზე!- ვაჩქარებ მე- დრო ცოტა გვაქვს. სალონს თვალს ვავლებ და ოპააა! რომელიღაცას ტელეფონი და მანქანის გასაღები ჩემს ხელში ინაცვლებს. ჩემი დანახვით გაოცებული ელენე გადმომყავს. მარცხენა ხელს კისერზე მხვევს წონასწორობა უჭირს. სახე სისხლში აქვს მოთხვრილი. ნელ-ნელა უკუსვლით ჩემი მანქანისკენ ვიხევთ.
-აქ რა ხდება ამის დედაც?! - მამჩნევს ელენეს "თაყვანისმცემელი" და ჩვენსკენ მოდის. თავს წუილი გაუდის . დაძაბულობა პიკს აღწევს.
- ლეოო !-ეძახის თანამზრახველს. რა ზედ გამოჭრილი სახელია მიელავს ტვინში..
მხოლოდ ერთი ასო აკლია!
- შენთვის სიურპრიზი მაქვს ტოო! -და ავად ხარხარებს. სადგურის მუშა გაოცებული გვადევნებს თვალს , თუმცა ჩარევას ან მითუმეტეს ჩვენს დახმარებას არც აპირებს.
ლეოდ წოდებულიც მოდის.
მათვალიერებს და ტუჩებს ამაზრზენად ილოკავს.
უცებ რევოლვერიან ხელს მაღლა ვწევ და ელენეს "სატრფოს" შუბლში ვუმიზნებ.
- მიდი მომანიჭე სიამოვნება და ნაბიჯი გადმოდგი!-ვლაპარაკობ ჩემთვის უცნობი ხმით. ჩემს შინაგან მხეცს ვუხმობ. ახლა ის ძალიან მჭირდება. ისიც არ ახანებს და ჩემი თვალებიდან გარეთ მოძვრება. ამას კარგად ვგრძნობ , რადგან თვალები საშინლად მეწვის.
-ტვინს ისე გაგასხმევინებ ხელიც არ ამიკანკალდება!- -არ ვიცი იარაღის დანახვა თუ ჩემი ხმა მათზე ჯადოსავით მოქმედებს და ადგილზე აშეშებს ორივეს. ლაჩრები , სწორედ მათი სილაჩრის იმედი მქონდა!

ის მესამე მშიშარა მათხოვარი კი უკვე მიწაზე წევს.
გამშრალ ტუჩებს ენით ვილოკავ და ელენეს მანქანაში ვსვავ.
მათთვის თვალის მოუშორებლად მეც ვჯდები. მანქანას ვქოქავ და ადგილზევე ვაბრუნებ საპირისპირო მიმართულებით.
ის მძორები კვლავ იმ პოზაში დგანან, როგორც წეღან გაშეშდნენ. უცებ მათი გამწარების დაუოკებელი სურვილი მიტანს. იარაღიან ხელს ჯეიმს ბონდივით ვყოფ ფანჯრიდან მათ ვუმიზნებ და "ბახ!" სანთებელას ვანთებ. გიჟივით ვხარხარებ და მანქანას ადგილიდან ვწყვიტავ. სარკეში ვასწრებ დანახვას, როგორ ხტებიან ჯიპში , ალბათ დადევნება სურთ, მაგრამ ვერ მივართვი. მათი სახეების წარმოდგენაზე კიდევ უარესად ვხარხარებ. და მათი მანქანის გასაღებს ხელს ვუჭერ.

ელენე თვალებდაჭყეტილი ზის. ვერ გაუგია ცხადშია თუ ესიზმრება.
მთავარ ტრასაზე გამოვდივარ. და ნელ-ნელა ჩემი ადრენალინის ბოლო მარაგი მელწვა. მკვეთრად ვამუხრუჭებ თავს საჭეზე ვდებ და და ქვითინს ვიწყებ.
არ ვიცი რამდენი ხანი გადის. უცებ ელენე მხარზე მეხება.
-ყველაფერი კარგად იქნება!-მამშვიდებს და თავზე მეფერება როგორც დედა პატარა ბავშვს.
-ჩემი მამაცი!ჩემი გაბედული!ჩემი ყოჩაღი გოგო!-ჩურჩულებს ჩუმად. მერე მანქანიდან გადადის . საჭის მხარეს უვლის კარებს აღებს და მეუბნება .
-გადაძვერი. ახლა მე წავიყვან!- თვალებში ვუყურებ და ვხვდები, როგორი ძლიერი სული აქვს ამ ერთი შეხეფვით სუსტ და კაფანდარა გოგოს.
უსიტყვოდ ვძვრები გვერდითა სავარძელზე. შუბლს სარკმელს ვაყრდნობ . უკვე განთიადია. ვხედავ რა დიდებულია მზის ამოსვლა და თვალებს ვხუჭავ.


15

ზოგჯერ სწორედ მაშინ მოდის ხსნა , როცა საერთოდ არ ელოდები. ელენესთვის მე ვიქეცი ხსნად, ხოლო მე კი სწორედ ელენემ ჩამიდო ხელში არიადნეს ძაფის ბოლო და ლაბირინთიდან გასასვლელი გზა დამანახა...

... ვიგრძენი მანქანა გაჩერდა და თვალი გავახილე. წინა ღამის მძაფრი ემოციებისგან დაღლილს მშვიდად ჩამძინებოდა.
-სად ვართ?-ვიკითხე დაბნეულად.
-პოლიციასთან.-მიპასუხა ელენემ და მხრები აიჩეჩა.
-ცხელ კვალზე, სამხილებით და ჩვენებებით. ეს ამბავი ბოლომდე უნდა მივიყვანო.-მეუბნება მტკივე ხმით.
- დღეს მე ვიყავი ხვალ სხვა იქნება! სანამ არ დაისჯებიან ესენი ჭკუას ვერ ისწავლიან. - აღფრთოვანებული ვარ ელენეს გამბედაობით. იმით რომ არ ჩუმდება . იმით რომ სამართლიანობისთვის იბრძვის. რომ ვერ შეაშინეს.
-მევ შენთან ვარ!-ვამხნევებ. -და პოლიციის განყოფილებაში ერთად შევდივართ.

საღამოა სანაპიროზე ვზივართ მე და ელენე და საკუთარ ფიქრებში ჩაფლულები მზის ჩასვლას ვუყურებთ. -ვიცოდი ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა გეთამაშა.- მეუბნება ელენე. ვუყურებ იმდენი რამე მინდა ვკითხო.
-ის როგორ არის?- ვეკითხები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელივანს და თავს გვერდით ვაბრუნებ.
-ვინ?-მართლა ვერ ხვდება ელენე.
-ოთო!-ვაზუსტებ მე.
-ოთო?-მართლა უკვირს. -ის ლამის ერთი თვეა არ მინახია.-მიკვირს, მე რატომ მეკითხები მასზე?
ვბრაზდები. შენ თუ არა აბა ვის ვკითხო. ვფიქრობ გულში . ისე ვბრაზდები, რომ თამაშს თავს ვანებებ და ჩემს ეჭვებზე ვულადილად ვუყვები.
მიყურებს , სევდიან მწვანე თვალებში ემოციები ეცვლება.
-ესეგი ამიტომ არა. ამიტომ მხვდებოდი ყოველთვის მტრული და ქედმაღალი სახით?-მეკითხება ის-მე კი მეგონა ხვდებოდი და ამიტომ გძულდი!
-რას ვხვდებოდი?-საბოლოოდ ვიბნევი მე.
ელენე წამით ფიქრობს.მერე გადაწყვეტილებას იღებს.
-მე ბიჭები არ მომწონს!-რამდენიმე წამი მჭირდება რათა გავიაზრო მისი ნათქვამი და უცებ გონებაში იმ არაკაცის ნათქვამი დამახინჯებული აბრევიატურა მიტივტივებს"ელგეპედე რომაა ბიჭო?"
თანდათან ყველაფერს ვხვდები.
-ანუ-თქმა მაინც მიჭირს და მოკაკვული საჩვენებელი თითით საკუთარ თავზე ვანიშნებ.
ელენემ ღრმად ამოისუნთქა და თავს მიქნევს.
-შენ! -უცებ ცხადი ხდება ყველაფერი. მაგრამ არის ერთი რამ რაც მაწუხებს
-ელენე ეს ვარსკვლავი საიდან გაქვს?- ვეკითხები და პასუხის მოლოდინში ჩემს გულსაკიდს ვაჩვენებ.
-იცი რამდები ვეძებე რომ ზუსტად მასეთი მეყიდა? მინდოდა რაღაც გვქონოდა საერთო. მქონოდა რამე ისეთი რაც შენთან ასოცირდებოდა.-ვფიქრობ მის ნათქვამზე.
-ანუ ...ანუ....ეს რა ჩავიდინე!ოთო!- ვბრაზობ საკუთარ თავზე.-ოთომ იცოდა რამე?
ელენეს ეღიმება.
-კი მიხვდა. მარტო შენ ვერ მიხვდი ვერაფერს. მიზეზს კი ვხვდები ახლა რატომაც. რა მოხდა თქვენს შორის?-მეკითხება და ზღვას გაჰყურებს.
-მივატოვე!ავდექი და მივატოვე. მეგონა მას თავისუფლება სჭირდებოდა. რომ შენთან.. -აღარ ვამთავრებ.
აი რატომ მიყურებდა ასე ირონიით ოთო. მან იცოდა ელენეს გრძნობები ჩემს მიმართ და ჩემს სასაცილო ეჭვიანობაზე ეცინებოდა. თურმე ორივე ერთი და იგივე ქალზე ვეჭვიანობდით, თუმცა სხვა და სხვაგვარად. სასაცილოა არა ?
- ელენე, ახლა რა ვქნა ელენე?- მის მეტი ამ წამს არავინ მყავს რომ დარდი გავუზიარო. თავს კალთაში ვუდებ და ვტირი.
ელენე ისევ თმებზე მეფერება.
-იცი ? ჩემთვის შენი ბედნიერებაა მთავარი!შენ ოთო გიყვარს და მისი ბედნიერება უნდა გინდოდეს. რა ბედნიერებაა არა იმას რომ უყვარხარ ვინც შენ გულშია!-მეუბნება მშვიდი თბილი ხმით. -ოთოს ბედნიერება შენ ხარ! მასთან უნდა წახვიდე!სხვას მე ვერაფერს გირჩევ!- ვმშვიდდები. ის მართალია. მასთან უნდა წავიდე! მაგრამ ვაი თუ დავიგვიანე? თუმცა ხვალეზე ხვალემ იდარდოს! თავს ვწევ და ელენეს ვუყურებ.
-მადლობა ელენე!ყველაფრისთვის მადლობა!-მე მისი მადლიერი ვარ, რომ გზა დამანახა.
-შენ მფარველ ანგელოზად მოხვედი, მაშინ, როცა იმედი საერთოდ აღარ მქონდა! როცა მეგონა წყვდიადი შემჭამდა! ალბათ მათ ცოცხალი თუ გადავრჩებოდი მაინც სუიციდი იქნებოდა ჩემი ბოლო! შენ კი მოხვედი ჩემო სინათლევ და წყდიადი გაფანტე! მე ვარ მადლიერი გესმის? -ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. მზე ზღვაში იძირება, ზღვა მეწამულია , მისი თმები თითქოს ირეკლავს ამ ფერებს და ცეცხლის გვირგვინად ადგას თავზე. ჯადოქარივით ლამაზია ეს ქალი.
-შეიძლება დაგემშვიდობო?-მეკითხება მორცხვად.
მე უსიტყვოდ ვუყურებ.
ელენე ჩემსკენ იხრება ლოყაზე ხელისგულით მეხება და პირველად და უკანასკნელად ტუჩებში მკოცნის.
მე ვდგები და ვიღიმი. გული ეჭვებისგან თავისუფლდება და შვებას ვგრძნობ.
- წადი მასთან! -მეუბნება ახალი მეგობარი.
მე გავრბივარ.
-გაიქეცი! გაიქეცი!- მეძახის ელენე და მე მისი ბედნიერი სიცილი მესმის.
ნივთებს უწესრიგოდ ვყრი ჩანთაში. მანქანაში ვჯდები და ტელეფონს ვრთავ. წამის მერე წკრიალებს მობილური. მესიჯები ... მესიჯები... მესიჯები...
მე სულ პირველ მესიჯს ვეძებ, ვხსნი და კითხვას ვიწყებ....

16

SMS 1

თეე მიპასუხე! არ გინდა გთხოვ ! მასე არ მომექცე! დამირეკე!

Sms2
ნერვები დაწყვეტაზე მაქ თე როგორც კი ჩართავ დამირეკე!

Sms3

უნდა ვილაპარაკოთ დიდი ხნის წინ უნდა გველაპარაკა! მარტო ერთხელ დამირეკე გთხოვ მომეცი საშვალება ყველაფერი გავარკვიოთ.

Sms4
ვერ მიმატოვებ! შენ რა გგონია გაძლებ? ხომ იცი შანსი არაა!

Sms5
სად ხარ ? სად იმალები? იცოდე მეც ადამიანი ვარ გესმის?

Sms6
სურათებიც კი წაშალე? ყოჩაღ! ყოჩაღ! არ მჭირდება გესმის აღარაფერი მინდა შენი!

Sms7

თეე მენატრები!

Sms8
რისი იმედი მქონდა როცა წასვლას გთხოვდი? მენატრები პატარა!

Sms9

მგონი ვგიჟდები. ლილისთან არ ხარ ! გოგოებთან არ ხარ! არსად არ ხარ! როცა გიპოვნი.... გიპოვნი კი? დაბრუნდი თეე...

Sms 10

აფეთქებისას თვალები რომ გავახილე ის ვიფიქრე , რომ უნდა მენახე. ერთხელ მეგრძნო შენი სურნელი და მერე სულ ერთი იყო რა მოხდებოდა. ახლაც შენი სურნელი მენატრება. სახლიი ცარიელია..მეც ცარიელი ვარ...

Sms 11
მაშინ დაჭრილი რომ ვიყავი სიზმარი ვნახე და შენი ლეგენდა გამახსენდა სულებზე. ძირს დაგდებულ ჩემს სხეულს ვუყურებდი და მხართან საშინლად მტკიოდა . სიცარიელეს ვგრძნობდი. მასთან მინდოდა , რაც მაკლდა . და შენ გამახსენდი. და მივხვდი შენ ხარ რაც მამთლიანებს შენ ხარ რაც დედამიწასთან ჩემს მიზიდულობას ქმნის!


Sms12

თე პირველად რომ დაგინახე გარშემო მიმოვიხედე . მინდოდა შემემოწმებინა სხვებიც გხედავდნენ თუ მე მეჩვენებოდი მარტო. ანათებდი თე.
შენი გაცნობა მოვისურვე ისეთ მიზიდულობას ვგრძნობდი, ისეთ სურვილს, შენ კი "სასიამოვნოაო !" და ზურგი მაქციე. გული შემეკუმშა გესმის? ზურგი მაქციე და წახვედი. მოჯადოებულივით მოგყვებოდი უკან. შენს ბრჭყვიალა თმას ქარი აფრიალებდა და შიგადაშიგ ფორთოხლის სუნი ჩემამდე მოდიოდა. გულში " ჩემი ფორთოხლის გოგონა" დაგარქვი. ფიქრებში იმ წამს დაგისაკუთრე. თეე ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ გისმენდი და შენზე ვოცნებობდი. ჩემო ფორთოხლის გოგონა. რომ შემეძლოს კიდევ ათასჯერ გაგიცნობდი! კიდევ ათასჯერ შეგიყვარებდი! კიდევ ათასჯერ დაგიჩემებდიი!

Sms 13

რაც შენთვის არასდროს მითქვამს ახლა მინდა მოგიყვე ყველაფერი. იმედი მაქვს წაიკითხავ .იმედი მაქვს შენს გულამდე მოვიტან სათქმელს. იმედი მაქვს თქმა არ დავაგვიანე.
შენ სხვებს არ გავდი. შენთან ყოფნა თუ მინდოდა შენს უბრალოებას უნდა დავმორჩილებოდი. არადა მინდოდა სამყარო შენს ფეხებთან მომეტანა. მაგრამ ხანდახან ისეთი უკარება იყავი, ხანდახან ისეთი ჯიუტი,
ხანდახან ისეთი ველური ! ვერც ხელს გკიდებდი რომ არ გამქცეოდი და ვერც თვალს გაშორებდი რომ არ გამქრალიყავი.
რამდენიმე დღით ჩამოსული მთელი ზაფხული სოფელს მიმაჯაჭვე! შენს თავს მიმაჯაჭვე!
აი ხომ ხედავ წამით გაგიშვი ხელი და გაუჩინარდი!

Sms 14

თე ხანდახან ძალიან ვბრაზობ შენზე! მეგონა უჩემობა არ შეგეძლო. ეჭვები მჭამენ.
იმას შევეჩვიე ყველა რომ გამჩნევს , მზის სხივივით ხარ! და მეშინია გესმის? შენი ელენეზე ეჭვიანობა მაგიჟებდა. ვერც კი ხედავდი რა თვალებით გიყურებდა. როგორ კრთებოდა შენი მოსვლისას. და ვფიქრობ თუ ქალი ასე გიჟდებოდა შენზე, როგორ ითმენენ ახლა კაცები შენს გვერდით ყოფნას, რომ არ შეგეხონ. იმ დღეს ნისლივით კაბით რომ გაფრიალდი დარბაზიდან დედოფალივით წარბშეკრული და ამაყი , გეფიცები შემეცოდა ელენე და ჩემი თავიც შემეცოდა . თავი ვერ შეიკავა: " საოცრებააო!" ჩაიჩურჩულა.
იმ წამს გავიაზრე ვერასდროს დაგთმობდი.
გახსოვს ის ღამე? მე მახსოვს , კადრებივით ვახვევ თავში, სხვა რა გზა მაქვს.
მელიასავით მოიპარე სახლში. შენი ოთახი წინასწარ ჩავკეტე. შენი ფეხით მინდოდა მოასულიყავი ჩემთან. შენი სურვილით
ისედაც გაგიჟებულს სულ დამახვიე თავბრუ. ჩემზე ეჭვიანობდი და ეს ჭკუიდან მშლიდა , ნუთუ ვერ ხვდები, როგორს გხედავდი? პატარა მთვრალი თავხედი , მელაკუდა. საძინებელში რომ შეიჭყიტე მეგონა ძველებურად შემოიპარებოდი , მაგრამ არა!
შენსკენ რომ გადმოვდგი ნაბიჯი დივანს მოეფარე. მართლა გეგონა დივანი დაგიცავდა ჩემგან, მე რომ ძალით მდომოდა შენი დასაკუთრება?! ისეთი ნაზი ხარ , ისეთი პატარა, და ისე ანათებ მე ვერასოდეს გავბედავ შენი სინათლის ჩაქრობას ჩემი მხეცური ჟინით. შენ იმ მხეცსაც იმორჩილებ სულში რომ ჩამისახლდა.
მჯერს , რომ შენც გრძნობ ამ მიზიდიულობას. სადაც არ უნდა იყო შენ ხომ ჩემი ხარ! ჩემი სულის ნახევარი!

17

Sms 15

ვეღარ გავუძელი იცი დღეს? და შენი ბეჭედი აივნიდან შორს გავისროლე! კატაბუ მოაჯირზე იჯდა. თვალი მიადევნა გატყორცნილ ბეჭედს და როცა თვალთახედვიდან დამეკარგა შემომხედა დიდი მრგვალი თვალებით და ავად დაიკნავლა. წამში ჩამომერეცხა სახიდან თვითკმაყოფილი ღიმილი. გიჟივით დავეშვი კიბეზე , გიჟივით გამოვვარდი ეზოში და სამი საათი მაინც ვეძებე , მანამ სანამ არ ვიპოვე. ამოვედი ქანცგაწყვეტილი და კატაბუს მადლობა მოვუხადე. რატომ აკეთებ ამას თეკლა?

Sms 16
ვიცი დაგპირდი არასდროს მიგატოვებდი, მაგრამ ალბათ აღარ გახსოვს, რომ ისიც გითხარი სანამ შენი ტკივილის მიზეზი არ გავხდებითქო. არ დამიჯერე. უბრალოდ მინდოდა მშვიდად გეცხოვრა. მაპატიე რომ არ ვარ შენსავით მამაცი. შენ ყველა ბარიერს ამსხვრევ. მენატრება ის დღეები ეტლში რომ ვიჯექი და შენს სურნელს ვსუნთქავდი. ისევ ათასჯერ ჩავჯდები ეტლში ოღონდ დაბრუნდე. დღეს მე და კატაბუ შენს მოსაძებნად მოვდივართ. ყველა იმ ადგილს მოვივლით სადაც ოდესმე ვყოფილვართ. ვიცი რომ გინდა გიპოვნო. დამელოდე! ფისო მაინც როგორ დატოვე?

Sms17

დილამშვიდობისა....

Sms18

თე, ჩვენს ბიჭს სამგზავრო ზურგჩანთა ვუყიდე. თუშეთში ვართ. აქ ხარ? ვერ გგრძნობ....

Sms19

ტურისტები სურათებს გვიღებენ მე და კატაბუს. მაგარი წყვილი ვართ ... მენატრები თეოლა.

Sms 20

ჩვენს მდინარესთან ისევ ყვავიან მსუქანა სამყურები... ბაბუაწევერებიც... შენი ლექსები მენატრება თე...ზეპირად ვიცი.. თითქმის ყველა ვიცი..შენ გეგონა არ ვკითხულობდი? )))შენი ლექსებით ვსუნთქავდი.... აი მისმინე:

თუ სიმართლეა , ბაბუაწვერას თუ მივენდობი...
მე შენ გინატრებ !
სხვა ოცნებებს გულში ვიმარხავ!
ბედნიერება დამალეო ასე მირჩიეს...
სხვას ვის ადარდებს ?
შენ? ვერაფერს ვერ დაგიმალავ!

"როგორ არ გითხრა,რომ უშენოდ სევდამ მაჯობა?
მინდა იცოდე, უშენობის ვთვალე წუთები...
ბაბუაწვერას სურვილს ვატან შენთან ძვირფასო.
მითხრა: ნუ დარდობ!
გესმის? მალე დამიბრუნდები!!!"
(ჩემი ლექსია მართლა)

Sms 21

შენ უბრალო ხარ და ამ სიტყვაში
ვატევ სინაზეს, სურვილს და გრძნობას.
მე ასე გხედავ, უბრალოება
გალამაზებს და მშვენებით გმოსავს.

შენ უბრალო ხარ, სადა და მშვიდი
არის შენს გვერდით ცხოვრება ჩემი.
თუმცა გრძნობები ისე მძაფრია...
რომ უშენობა ნელ-ნელა შემშლის.

შენ უბრალო ხარ! ხო ასე სჩანხარ!
მაგრამ რამდენის გაძლება იცი?!
და რა მყარია , დაურღვეველი!
შენი ნათქვამი ერთობის ფიცი!!

უბრალოება შენი ნიჭია!
უფალს მადლობას ვუხდი ათასგზის...
რომ შენ არსებობ ჩემო ძვირფასო,
უბრალოდ ჩემთვის ასე ლამაზი.( ესეც საკუთარია)

.. .ამას რომ წერდი ნუთუ ასე მხედავდი? მაპატიე თე რაც გატკინე... მაპატიე გულო...

Sms 22
მახსენდება შენი ყვავილები და სახლში ვბრუნდებით.


Sms33
მიყვარხარ

Sms24

მთელ სახლში ყველგან ფორთოხლები დავაწყე. შენი სურნელი დავიბრუნე თეოლა. ასე მგონია უცებ გამოხვალ და ჩამეხუტები.

Sms25

ლექსების წერა დავიწყე მგონი:

არ ვიცი რატომ...
არ ვიცი რისთვის...
მე უშენობით სასჯელს რომ ვიხდი!
მონატრებაღა შემომრჩა შენგან
და ესეც ძლიერ მაყენებს ტკივილს.
როგორაც უნდა მატკინოს გული
მონატრებითღა რომ ვცოცხლობ ვიცი...
და უშენობით მე ვიხდი სასჯელს...
არც ვიცი რატომ!
არ ვიცი რისთვის!( ავტორი ისევ მე)

Sms 26

შეგეხო მინდა თვალებს ვხუჭავ და გხედავ ხელს ვიწვდი და თითის წვერები მეწვის ისე მინდა შეგეხო .

Sms27

ისევ შენი ლექსი ...ზუსტად ამას გვრძნობ ახლა მეც!

თვალებს ვხუჭავ, თვალებს მიღმა გხედავ.
ვახელ თვალებს ,
აღარა ხარ ქრები.
გარეთ ისევ წვიმის მელოდია...
სულში ისევ ქარიშხალი კვნესის.
თვალებს ვხუჭავ, დაგინახო ვცდილობ.
ხელებს გიწვდი,
მეფეთება ქარი.
ვის მოვუყვე ?
ვის ვუამბო ?
ვფიქრობ...
უსიამო ჩემი საწუხარი.
თვალდახუჭული მოგყვები და მოგდევ...
შენს აჩრდილთან
მონოლოგით ვტკბები!
თვალებს ვახელ,
კიდეზე ვარ ხიდის...
შენს არ ყოფნას
ვიჯერებ და ხვდები?!( საავტორო)

ეს რამ დაგაწერინა თე? ასე გატკინე ჩემო?


Sms 28
ნუთუ არ გენატრები? რომ გნახავ ყველა მხეცს გავანთავისუფლებ დაე მათ გაეცი პასუხი! მშია შენი მოფერება! განუწყვეტლივ მწყურიხარ! შენ ვერც კი წარმოგიდგენია რად მიჯდებოდა ყოველი ღამე. ვითომ რომ შემოიპარებოდი. ვითომ რომ მეძინა. გელოდებოდი როდის დაიძინებდი და შენს თმას ვსუნთქავდი. როგორ დავუშვი შენი ატირება? როგორ დავუშვი შენი გაქცევა? ვინ ვარ მე ამის შემდეგ?


Sms 29

დღეიდან ვწყვეტ შენს ძებნას! დავჯდები აივანზე და დაგელოდები! შენ მოხვალ! აუცილებლად მოხვალ!



Sms1
თე????

მოვალ!
18

ძალიანაც მინდა მჯეროდეს, რომ სიცოცხლე ეს და აქ რაცაა მხოლოდ ეს არაა. რომ აქამდეც და ამის შემდეგაც ვიყავით და ვიქნებით. მაგრამ რადგან ახლა აქ ვართ და მხოლოდ ამ ერთ სიცოცხლეს ვიცნობთ, არ შეიძლება მისი გაფლანგვა! ყოველი წამი! ყოველი გრძნობა! ყოველი ადამიანი! ვის გამოც ეს პლანეტა გვეძვირფასება დავაფასოთ და დავტკბეთ სიცოცხლით ! არ დავუშვათ რომ სიცოცხლეშივე გარდავიცვალოთ!....

...ვკითხულობდი სულმოუთქმელად! ყველა სიტყვას ვიწოვდი გონებაში და ვისისხლხორცებდი. იმისთვის, რომ მასთან დაბრუნება გადამეწყვიტა, მხოლოდ ამ წერილების წაკითხვაც საკმარისი იქნებოდა და ალბათ სწორედ ამიტომ მქონდა გათიშული ტელეფონი.
მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ ჩავრთავდი? დღეს ის დღეა საკონსულოში რომ დამიბარეს, მაგრამ მე იქ არ მივალ!
მანქანას ვქოქავ და სახლში ვბრუნდები...
სახლში!არ ვიცი ვის რა ემოცია გეუფლებათ, როცა დიდი ხნის განშორების შემდეგ სახლში ბრუნდებით. მაგრამ მე ისე ველი ამ შეხვედრას თითქოს ოთოსთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი მელოდებოდეს.
სახლი, ჩემი ნავთსაყუდელი, ჩემი ოცნებების ზარდახშა და განცდილი დარდების ძვალთშესალაგი. ვიცი, რომ მასაც მოვენატრე.

მანქანის ფანჯრიდან მინდვრებს გავყურებ. მაინც რა ლამაზია ეს საქართველო? რა ხედებია! რა ცაა! რა მზე! ყველაფერი მაოცებს, თითქოს თვალი ახლა ამეხილა. ჩემი განწყობის ბრალია ალბათ გარემოს ასეთი აღქმა...

" რამდენიმე წლის უკან ყაზბეგში ვიყავით. მაშინ პირველად დავიჭირე ჩემში ასეთი გაოცება ცით , მთით, ყვავილებით და ამის ყურებით მკერდს მომწყდარი თავისუფლების შეგრძნებით. მაშინაც ოთოსთან ყოფნის სიხარულს დავუკავშირე ჩემი აღტყინება. გერგეთს რომ მივუახლოვდი აღტაცებამ შემიპყრო. ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ადამიანის ხელმა შესძლო ამ ტაძრის ბუნებასთან ასეთ ჰარმონიაში მოყვანა. სადღაც წაკითხული გამახსენდა, გერგეთი პორტალია, კარიბჭეა ცასა და მიწას შორის. სწორედ ამ ადგილას ციდან ღვთისშვილებად ქცეული ანგელოზები დაეშვნენ კაცობრიობის გადასარჩენადო. ვერ მივუახლოვდი , მის
პირდაპირ მდელოზე დავჯექი. უცნაური ყვავილები იყო გარშემო მუქი იისფერი, თითქოს ლურჯი. მხოლოდ პატარა ზარებივით ყვავილები უფოთლო ყუნწებით.
- ეს რა არი?- ვკითხე ოთოს.
- მთის იებია თეოლა!- მითხრა მან. ჩემს გვერდით დაჯდა და კალთაში თავი ჩამიდო. ვიჯექით ასე და ვტკბებოდოთ ამ საოცრებით გარშემო რომ გვეხვია. და ვგრძნობდით, რომ ჩვენ ორნი ვიყავით ამ სამყაროში. დადებითი ენერგია გვავსებდა, აი ის მადლს რომ ვეძახით ადამიანები და გეფიცებით იმ წამს სამას სამოცდახუთივე ანგელოზი ერთად რომ აჭრილიყო გერგეთიდან ზეცაში წამით არ გამიკვირდებოდა....

.... მანქანას გზის პირას ვაჩერებ. ვაგროვებ ლურჯთვალა წვრილ-წვრილ საპოვნელებს, ბალახის ღერით ვკრავ და მანქანაში ვბრუნდები. საპოვნელას თუ საყვარელ ადამიანს აჩუქებ, აღარასოდეს დაშორდებითო გამიგონია.
ტელეფონს ვიღებ და ოთოს მხოლოდ ერთ სიტყვას ვწერ:

"მოვაალ!"
19

გიგრძვნიათ როგორი განცდაა საყვარელი ადამიანი რომ უნდა ნახო, რომელიც დიდი ხანია არ გინახავს ? გული გიფართხალებს და ღიმილს ვერაფერს უხერხებ. თუ არ გიგრძვნიათ აუცილებლას გამოსცადეთ. ეს ერჩთხელ მაინც უნდა იგრძნო ადამიანო სანამ დედამიწაზე ფეთქავ!



ეზოში რომ მივედი, სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი მალულად ვიხედები ჩვენ ფანჯრებისკენ.
რატომ მეგონა რომ ფანჯარაში მის სახეს დაბინახავდი?
გადმოვდივარ მანქნიდან და კიბეებს სირბილით ავდივარ, მინდა მოჭარბებული ემოცია გავანელო.
კარებთან მივედი და გავჩერდი . მუხლებში გამაჟრჟოლა, ისე ვნერვიულობ თითქოს გამოცდაზე უნდა გავიდე და მომზადებული არ ვარ. ყურს კარს ვადებ და ვაყურადებ. სრული სიჩუმეა. იქნებ სახლში არაა? ფრთხილად ვაღებ და სახლში შევდივარ. ყველა სახლს თაბისი სუნი აქვს, აქ კი ფორთოხლის სუნია მხოლოდ. გარშემო ვიხედები . მაგიდაზე , სამზარეულოში, მისაღებში ყველგან ფორთოხლები აწყვია. ტუჩზე ვიკბინე. ვხვდები , როგორ ვენატრები მას.
ჩუმად დავდივარ ქურდივით. ჩემს საძინებელში ლოგინზე მისი მაისური დევს. ეტყობა ჩემს არ ყოფნაში ოთახი შეიცვალა.
სამზარეულოში შევდივარ, თითქოს არც გავსულვარ სახლიდან სამზერეულოს კარადაზე ჭიქაში მინდვრის ყვავილები აწყვია ... მაგიდაზე ჩემი ბეჭედი დევს, სწორედ იქ სადაც დავტოვე. ვეცი და თითზე ჩამოვიცვი თითქოს ვინმე მართმევდა.
მისაღებში გავდივარ
და ფეხისწვერებზე დამდგარი აივნისკენ ვიჭყიტები. მის კეფას ვხედავ და გული გამალებით მიცემს. ..
აივნის კარებთან გულისფანცქალით მივდივარ და ვხედავ მაგიდის აქეთ იქიდან სავარძლებში სხედან ჩემი ბიჭები. მელოდებიან. მისი დანახვისას ვიაზრებ როგორ მენატრება.
თვალები დახუჭული აქვს. თავი ოდნავ უკან გადაუწევია და სახე მზისკენ აქვს მიშვერილი.ღმერთო რა ლამაზია! ახლა რომ პირველად ვხედავდე ნამდვილად ვიცი თავიდან შევიყვარებდი. მაგრად შეკრულ ხელში ბროლის ანგელოზი უჭირავს. თითქოს გაქცევისას დაიჭირა.
კატაბუ პირველი იგებს ჩემს მისვლას . სკამიდან ჩუმი კნავილით ხტება და ჩემთან მოდის. ხელში ამყავს და ვეუბნები:
-გამარჯობა !- და ფუმფულა კისერში ვკოცნი-მადლობა ბიჭო!-ვეჩურჩულები ჩემს იღბლიან თილისმას.

ხმაურზე ოთო ბრუნდება.
ორ წამს მიყურებს. წარბშეჭმუხნული დგება.თვალები ავად უელავს. ვიბნევი... მეგონა რომ დამინახავდა ... სულ ცოტა სიხარულს მაინც გამოხატავდა. მის სიბრაზეს არ ველოდი და ვიძაბები.
მიახლოვდება და მე უკან ვიხევ ,
-დავბრუნდი!-ვეუბნები თითქოს ვაჯერებ რომ მასთან ვარ. აივნის მოაჯირთან აწურული ვდგავარ. ისე ახლოს მოდის მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ.
-ოთო!-ვჩურჩულებ დამფრთხალი.ხელს წელზე მხვევს და მტკივნეულად მიჭერს. მეორე ხელით მოაჯირს ეყრდნობა. ჩემს წინ კლდესავით აისვეტა. ვფიქრობ თუ ისურვებს ზვავივით ჩამიტანს ქვესკნელში. ხელს მაღლა ვწევ და ჩვენს შორის მინდვრის ყვავილები დგებიან. ოთო დამცინავად იცინის.
-შენსავით სუსტები. შენსავით ნაზები. სასურველები და ძნელად საპოვნელები. სადღაც გულის ბნელ სიღრმეში მსურს ამ ბროლის ანგელოზივით დაგამსხვრიო. - მეუბნება ის. ყვავილებს მართმევს და თმაში მიმაგრებს.
ფეხისწვერებზე ვდგები, ხელებს კისერზე ვხვევ.
-მწ მხოლოდ შენი ვარ, ჩემი გულიც შენია, ჩემი სულიც შენია, ჩემი ნებაც შენია,ჩემი სხეულიც შენია! -ვეჩურჩულები და
თვალებში ვუყურებ , მის თვალებში ჩემს თავს ვხედავ და თვალებს ვხუჭავ.

ოთო ჯერ შუბლზე მკონის, მერე ყელში, მერე ტუჩებში და მთელი ბრაზი ალერსში გადმოაქვს. აივანს ვეღარ ვგრძნობ, სხეულს ვეღარ ვგრძნობ. მხოლოდ ენერგია ვრჩები , მხოლოდ სული.
და ორივე ვგრძნობთ ,რომ რაღაც წამს აივნის მაღლა ,სახურავებს მაღლა, დედემიწის მაღლა , სადღაც კოსმოსის უსასრულო სივრცეებში ,როგორ ერთდება ჩვენი სულები, როგორ ხდება ერთი მთლიანობა. როგორც ეს იყო დასაბამიდან და ასე იქნება დასასრულამდე. ჩვენ
სასჯელი მოგვეხსნა თითქოს. აღარ არსებობს მე და შენ! აღარ არსებობს ჩვენ! არსებობს მხოლოდ ერთი სრულყოფილი სული!
ამ წამიდან, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი კარგად იქნება!

დილით თეკლას რომ გაეღვიძა, გაუკვირდა, უკვე კარგად გათენებული იყო. ასე ტკბილად მას მერე არ სძინებია, რაც საყვარელი კაცი ერაყში მისიით გაემგზავრა. ასე მშვიდი დილა ოცნებაში წარმოედგინა ხოლმე. ოთოსკენ გადაბრუნდა , მას ისევ მშვიდად ეძინა. ერთი ხელი თავქვეშ ედო მეორე გულზე. საყვარელი ადამიანი ყველას ელამაზება, მაგრამ იყო ოთოში რაღაც საოცარი, რაც გაფიქრებინებდა რომ ის ბოლომდე რეალური არ უნდა ყოფილიყო. გულზე დადებული ხელი თავისი ბალიშისკენ გადმოუწია თეკლამ და თავი მკლავზე დაადო. ასე ძილს ნატრობდა , როცა საცოდავად მოკუნტული იწვა ხოლმე საყვარელი კაცის გვერდით და მხოლოდ თითებზე ეხებოდა მძინარს. სიმშვიდემ და სიჩუმემ თავისი გაიტანა და თეკლას ისევ ჩასთვლიმა.

ხმაურმა გააღვიძა, თითქოს რაღაც მძიმეს დაათრევდნენ გვერდით ოთახში.შემცბარი ადგა
გადაიცვა და ოთახიდან გამოვიდა.
--ოთო! - დაუძახა და ხმას მიჰყვა.
ოთო მის , აწ უკვე ყოფილ, საძინებელში რაღაცას აწყობდა ინსტრუქციის ფურცელი იატაკზე გაეშალა და ნახაზს ჩაჰკირკიტებდა გარშემო თეთრი ფიცრები, წვრილი და მსხვილი სახრახნისები ეყარა. თავად ოთახის შუაგულში იჯდა ამ აურზაურის ცენტრში და სახე ახალი სათამაშოთი აღტყინებულ ბავშვს მიუგავდა. გცერდით კი პატარა ზომის ყუთში კატაბუ ჩაკვეხებულიყო და ისეთი სახით იყურებოდა გეგონება ლანისტერი იჯდა "სამეფო კარის თამაშების" ხმლებიან ტახტზე. თეკლას გაეცინა. ერთადერთი რაც ოთოს არ ეხერხებოდა მსგავსი ტიპის, ოჯახში კაცისთვის მიკუთვნებული, სამუშაო იყო. როგორიცაა ონკანის შეკეთება, დენის ჩამრთველების დაყენება და ასე შემდეგ.
-საქმე გიპოვნია , ზუსტად საშენო!- სიცილით უთხრა თეკლამ და ახლოს მივიდა.-რას აკეთებ ჰა?
ოთომ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ამოხედა. ისეთი საყვარელი იყო, რომ თეკლამ ვერ მოითმინა მიუახლოვდა მის წინ დაიჩოქა და გულში ჩაეხუტა.
-რას აკეთებ ?-გაუმეორა კითხვა.
-იმას რაც ასე ძალიან მინდა!-უპასუხა ოთომ.
თეკლამ ინსტრუქცია აიღო . დახედა და გაოცებულმა შეხედა ქმარა.
-ეს ხომ ბავშვის საძინებელის ავეჯია?
-აჰაა!-თავი დაუქნია ოთომ.
-კი მაგრამ, ბავშვი?რა ვქნა და სიურპრიზს ხომ არ მიწყობ რამეს?-კისკისით ჰკითხა თეკლამ და ოთოს მუცელზე მიადო ხელი.
-დამცინი არა მელაკუდა?-თან ვითომ გაბრაზდა და თან ცოლის წვალება დაიწყო ხუმრობით.
-მაგას ახლავე მოვუვლი!ბავშვიც ოქნება და ბავშვებიც!-დაემუქრა ცოლს და იმ არეულ- დარეულ იატაკზე ფრთხილად დააწვინა.
-შენ ისეთი ტკბილი ხარ ფორთოხლის გოგონავ!-აკოცა და დაამატა-მაგრამ მე პატარა ფორთოხალის პრინცესაც მინდა ! თე სანამ ერთად ვართ ყველაფერი კარგად იქნება!

დასასრული...
ვერა გურული



№1 სტუმარი One

Saocrad wert, yochagh❤️
Warmatebebi

 


№2  offline წევრი ვე რა

❤️

დიდი მადლობა

 


№3  offline წევრი ჭირვეული

ძალიან მიხარია, თქვენი სახით ნიჭიერი ავტორი რომ შეემატა საიტს. იმედია, ხშირად გაგვანებივრებთ სიახლეებით.
ბევრი კომპლიმენტი და მოწონება თქვენ. მხოლოდ გამართული და ლამაზი ნაწერი არ იყო, ემოცია მოდიოდა თითოეული სიტყვიდან: ვნება, სიფაქიზე, სიძლიერე, სისუსტე და რაც მთავარია, გიჟური სიყვარული

 


№4 სტუმარი ეთო

ძალიან კარგი იყო. საინტერესოდ წერთ.წარმატებებს გისურვებთ და ველი ახალ ისტორიებს ❤️

 


№5  offline წევრი ვე რა

მადლობა, შეფასებისთვის. მიხარია რომ ამბების გაზიარების საშვალება მაქვს. ????

 


№6 სტუმარი სტუმარი ნატალია

მიყვარს ეს ისტორია, მიხარია თქვენი ისტორიების თავებად ძებნა რომ არ მომიწევს ❤️

 


№7  offline წევრი ვე რა

სტუმარი ნატალია
მიყვარს ეს ისტორია, მიხარია თქვენი ისტორიების თავებად ძებნა რომ არ მომიწევს ❤️

კიი მეც მომწონს ასე ერთიანად ატვურთვა რომ შემიძლია. მადლობა.

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

რა ტკბილი და საოცარი დასასრულია♥️
ჩემი ერთ_ერთი საყვარელი მწერალი ხარ რომლის წერის სტილიც და ისტორიებიც საწაულად მომწონს

 


№9  offline წევრი ვე რა

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 3927

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 14317

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 20713

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 20713

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 153
სტუმარი მარი
რა ტკბილი და საოცარი დასასრულია♥️
ჩემი ერთ_ერთი საყვარელი მწერალი ხარ რომლის წერის სტილიც და ისტორიებიც საწაულად მომწონს

მადლობის მეტი რა მეთქმის)))

 


№10 სტუმარი სტუმარი მანანა

მაგარია ...????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent