დრო! თავი 11
მეზარება სწავლააა რა ვქნაა..... .... წყნარი და მშვიდი დილა გათენდა ჩიტების გალობით დაიწყო დღე, დროც წყნარად და დროულად მიიწევდა წინ, 12 საათს მისდგომოდა პატარა ისარი მაშოს კი ჯერ ისევ ტკბილად ეძინა, რატი დილიდანვე გავიდა სახლიდან, ვაჟას არ ყოფნობაში თავად უნდა ეხემძღვანელა კომპანიებისთვის, ყველა საჭირო ნივთებს იღებდა რადგან უკვე ემზადებოდა იტალიაში წასასვლელად, მის მოძმეს გადაუგზავნა საბუთები ცოლის შერთვის ამბავზე და დააყოლა რომ ჩასვლის დროს უკვე მისი პრიზი მზად დახვედროდა. - გააღებ მაშოოო?!! მაშოოო!! დიდი ხმაურის მერე კარებზე ძლიერი ბრახუნის შემდეგ ძლივს წამოახილა თვალები მაშომ, მართალია კარები ლამის ჩამოიღეს თუმცა აშკარად ერიდებოდნენ ხალხის შეწუხებას და მხოლოდ ორჯელ შემოიფარგლნენ ამ ქმედებებით, ხმაზე მაშინვე სასტუმროს ხალათს ეცა მაშო ტანსაცმლის უქონლობის გამო, სირბილშივე ჩაიცვა და კარები გიჟივით გამოაღო, - მეგონა მოკვდი, უცებ დააყოლა კარებში ანანოს უკან მდგარმა ვაჟამ და ბარბარემ რომ მხარი გაკრა და ისე ჩაუარა მას დახედა, უსიტყვოდ მოეხვია ბარბარე მაშოს და მასაც სახე უცებ გაეხსნა. - სად იყავი მართლა ამდენიხანი? შესვლასთან ერთად იკითხა ანანომ და ბარბარეზე მოხვეული მაშო გადაკოცნა, თან ხელში ლამაზი დიდი ცელოფნით შევიდა ოთახში - სად არი ქმარი? ვაჟას კითხვაზე მოშორდა ბარბარე მაშოს და ცინიკურად მობეზრებულად გახედა ვაჟას, - რა გინდა რატო მიყურებ მთელი გზა მასე? უკვე ბარბარეს ცინიკური დამცინავი მზერისგან შეწუხებულმა და ასევე ბარბარეს მიშტერებულმა, ძლივს ამოთქვა თავისი მწუხარება - ხმა!....ხმა არ ამოიღო ხელის აწევით გააჩერა ისეთი სახე მიიღო თითქოს საკუთარი თავის შეჩერება შეძლო რომ ვაჟა არ გაეწიწკნა, - ხოდა რატო მეთქი?! ვაჟაც მისკენ წაიწია უცებ მათ საუბარში ანანო ჩაერთო მათ ჩაეჭრა და ვაჟას ხელი კრა, - იმიტო რო დებილი ხარ და აზრზე არ ხარ სად ვინ უნდა წაიყვანო, უხეშად უთხრა ანანომ და ამჯერად პარკიანად შევიდა ოთახში, გაოგნებული უყურებდა და უსმენდა მაშო მათ, ვერ ხვდებოდა საუბრის თემას თუმცა აცდიდა ყველაფერი ეთქვათ, - სერიოზულად რადგან ლია წამოვიყვანე? - რა ქენი? პასუხიც თვითონ ვაჟასგან მიიღო და თვალების დაქაჩვასთან ერთად უნებურად შეკივლა - რატო გაქვთ ასეთი რეაქციები ანუ ხო გედაქალებოდა ცდილობდა მაინც მხრები აიჩეჩა და მაშო რომ კარებს კეტავდა უცებ შეჩერდა რადგან თეოდორე გამოჩნდა მის მკლავს ლია ჩაფრენოდა ისე ხტუნაობით მოყვებოდა, - მოლოცვა უნდა ალბათ, ახლა გაიკრიჭა კიდეც ვაჟა და მეორე ოთახის კარებიდან რომ ანანომ გამოხედა კოპებ შეკრულმა სერიოზული სახით მანაც უცებ დაასერიოზულა სახე, - გამარჯობა, ოთახში შემოუშვა მაშომ და მოკლე გამარჯობით შემოიფარგლა ორივესთან, თეოდორემ უცნაურად შეხედა თუმცა დროის ხარჯზე მაშოს ქცევა გაატარა, - მინდა მოგილოცო გუშინ ვერ მოვახერხე მოსვლა, - რატო, ილოსთან ერთად ბარში არაყს ურტყავდი და ვერ მოიცალე ალბათ, პირდაპირვე უთხრა ლიას მწუხარე მზერას მწარე პასუხი ესროლა თან მხრების აჩეჩვაც დააყოლა, - არა გოგოო, უცებ შეიცხადა მაშო კი ახლა სხვა ეტაპზე გადავიდა რომ მიენიშნებინა როგორ ცუდად მოიქცა, - ანანომ შემოიტანა წეღან შენი საჩუქარი, ძაან დიდი მადლობა მარა არ უნდა შეწუხებულიყავი, თითქოს ამ ყველაფერს გულწრფელად იძახდა, მსახიობურად საოცრად გამოსდიოდა ამ როლის მორგება, აქ სულ დადუმდა ლია ვერც თქვა რომ მისი არ იყო და ნამიოკსაც ჩაწვდა, - მაშო შენი ტანსაცმელები მოვიტანე, ანანომაც გამოყო თავი პარკით ხელში პარკი მიაგდო და ოთხაში გამოვიდა, - აა უი მაპატიეედთ, გაიცინა თან ტუჩებზე ხელი აიფარა, თეოდორე ღიმილს ძლივს აკავებდა თუმცა არ იმჩნევდა, სიძე მოიკითხეს მაშომაც ხმა ვერ ამოიღო არც თავად იცოდა სად იყო. ლიასთვის ყველაზე კარგი სალაპარაკო თემა იქნებოდა, რაც ბარბარემ საუკეთესოდ იცოდა, ოთახში გასული ბარბარე უცებ დაბრუნდა ხელში წითელი ფურცელით, - მაშოოოო რა საყვარელიაა, ჩვენ რო არ გაგვეღვიძებინე თავად ნახავდიი, ყურებამდე გაღიმებული შევიდა ოთახში ბარბარე, მაშოს მიუჯდა და ფურცელი მისცა, - ძაან საყვარელი, - მაშო, საყვარელო, საღამოსთვის სურპრიზი გელოდება მალე ამოვალ და გული, ხმამაღლა წაიკითხა და მაშო უკვე მიხვდა ვისი მაიმუნობაც იყო და ღიმილით გახედა მკითხველ ბარბარეს თუმცა არ შეიმჩნია და ფართო საყვარელი ღიმილით გახედა დანარჩენებს...... მოსაუბრე ხალხს მაშო უკვე საკუთარი ტანსაცმლით იჯდა, რატის კი მართლაც არ დაუგვიანია, მალე შევიდა ოთახში და როცა ხალხმრავლობა დახვდა და ერთი ნაცნობი უცნობი, მობეზრებული გრძნობა სხეულში დატოვა და მსახიობობას შეუდგა, მართალია ღიმილიანი სახით შესვლა ვერ მოახერხა თუმცა თბილი სალამი მიუძღვნა ყველას, მაშოს მიუახლოვდა თუ არა შუბლზე აკოცა, დაჟინებით უყურებდა თეოდორე მის ქცევას, კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს როგორ ესიკვდილებოდა ეს სცენა როცა იცოდა რომ ყველაფერი ტყუილი იყო, - როგორ გეძინა, დაბალი ბოხი ბარიტონით, მზრუნველობა გამოიჩინა და გვერდზე მიუჯდა, - კარგად, გაშლილ ფეხებზე ხელები ჩამოდო ისე ახედა რატიმ ყველას, - გამიხარდა რომ დამხვდით, - სად იყავი სიძევ? ანანომ დაუსვა კითხა ღიმილით და ყავა მოსვა, - ზეგ მივფრინავთ მე და მაშა, ღიმილით უკან გადაიწია და მაშოს ხელი მოხვია, რომელსაც თვალები გადმოყრაზე გაუხდა, ისე გახედა რატის, რატიც მას უყურებდა წყნარი მზერით გადაიტანა ყურადღება ტუჩებზე და მაშომაც შეძლო მზერის შეცვლა, - აჰჰ ზეგ? ჰო ზეგ! ცოტა დაბნეულობა მაინც შეეტყო თუმცა ბოლოს სიცილით გამოასწორა და ყავა ნერვოზულად მოსვა, როცა იცოდა რისთვის მიდიოდა სულ არ ჰქონდა სურვილი წასვლის, იმაზეც ოცნებობდა ნეტავ საზღვარგარეთ არ ვყოფილიყავი პასპორტი არ მექნებოდაო თუმცა სამი წლის უკან ანტალიაში იყო დასასვენებლად პასპორტს კი ვადა ისევ ჰქონდა კარგად გამოსდიოდათ თბილი ურთიერთობა რადგან რეალურადაც არ იყვნენ ცუდ ურთიერთობაში, კარგად აბავდნენ თავს....... - იქნებ შემდეგში ერთადაც განგვეხილა მსგავსი საკითხები. მარტო დარჩენისას მაშო რატის მიუბრუნდა და ცოტახნისწინდელი გადაწყვეტილების შესახებ შეახსენა რათქმაუნდა მაშოსთვის სულ არ იყო ადვილი ქვეყნის და მითუმეტეს საოცარი ადამიანების დატოვება, - ვნახოთ, მოკლედ მოუჭრა რატიმ პასუხი ქვევიდან აათვალიერა და გვერდი აუარა, - კაბა უშენოდ ვიყიდე, საღამოს წვეულებისთვის ნახე თუ არ მოგეწონა შევცვალოთ, დააყოლა თუ არა მაიკა გადაიძრო ოთახში შემავალმა, სწორედ მაშინ გახედა მაშომ, თვალს ამოფარებამდე აკვირდებოდა წელს ზემოთ შიშველ მამაკაცს და შემდეგ წავიდა პარკისკენ, ინტერესით ამოაცურა ნაჭერი რომელიც თეთრ ლურჯ ფერში ოყო და იმდენად ლამაზად შეხამებოდა ერთმანეთს რაღაც საუცხოოს ქმნიდა, მთლიანად გაშალა მაშომ კაბა და ემოციები როგორ შეეკავებინა არ იცოდა, - არა!.... არა არაა! დაბალხმაზე დაწყებული ხმამაღლა განაგრძო და ცალი ხელი პირზე აიფარა შემდეგ ისევ გაშალა კაბა რომ დარწმუნებულიყო რომ არ ელანდებოდა, - ხუმრობ? საიდან? საკუთარ თავს უსვამდა კითხვას და ჯერ ისევ შოკირებული იყო საკუთარი შექმნილი კაბის ხილვისას რომელიც მხოლოდ თავისთვიდ ჰქონდა დახატული, - სხვა დროს ნახატები უკეთეს ადგილას შეინახე ლამაზო, თორემ სხვა საკუთრად ჩათვლის და შენთან შედარებით მაგარ მომავალსაც შეიქმნის, ხმაზე მაშომ შესასვლელს გახედა ჯერ ისევ გაოგნებული სახით, - ხუმროობბ რამ მოგაფიქრა? გაოგნებულმა დასვა კითხვა, ახარებდა ის ფაქტი რომ რატის ახალი მოდელი მოეწონა და ამავდროულად შექმნა კიდეც ასევე მის საყვარელ ჩვენებას თვით მაშოს სხეულით აპირებდა, - ახალი მოდელით ხალხს უკეთ გაეცნობი როგორც დიზაინერი და არა მარტო ჩემი ცოლი, პასუხზე უბრალოდ აციმციმებული მზერა შეანათა მაშომ რატის, არც რატის აურიდებია მზერა ისიც კმაყოფილი უყურებდა მაშოს, - მე უნდა გავიდე, გაემზადე შენ, - სად მიდიხარ? უცებ დააყოლა და აშკარად დაიძაბებოდა სიტუაცია რადგან მთლად მაშოსთვის დამაკმაყოფილებელ პასუხის გაცემას არ აპირებდა რატი, - საქმეზე, - არ შეგიძლია რომ დარჩე? ვფიქრობ არ ხარ ჩვეულებრივი გლეხი ან გლეხის შვილი ჩემსავით რომელსაც შეუძლია ყველგან იაროს და ყველას ეკიდოს, დიდი ყურადღების ქვეშ ხარ და ეს იცი და არც ისე ნორმალურია პირველ დღესვე 'ცოლის მიტოვება' ან იქნებ მე ვცდები თუ ვცდები მითხარი ბოდიშს მოვიხდი, სერიოზულად დაიწყო მაშომ საუბარი ღიმილიც უცებ წაეშალა სახიდან კაბა საწოლზე მიაგდო და რატისკენ ნელი ნაბიჯები გადადგა, - მაშო ნუ დაიწყებ ეჭვიანი ქალივით რა კომპანიაში უნდა ავიდე, ზეგ მივდივართ საქმეები მაქვს უნდა მოვასწრო და შენთვის ხვალ გავალთ ხალხის აზრი მაგრად და მოდი შენც ასე მოიქეცი, რატიც დაიძრა მაშოსკენ წყნარი ნაბიჯებით და მალე მიუახლოვდა კიდეც - ეჭვიანი ქალივით? ბოდიში მეგონა ქმარი იყავი, მეგონა მიუხედავად დროებითი ქორწინებისა, ეს პერიოდი ნორმალური წყვილივით ჩაივლიდა ასე თუ ისე, გასაგებია, ლაპარაკშივე თავს დააქნევდა ხოლმე დასტურის ნიშნად და ბოლოსაც თავი დაუქნია და ფართოდ გაუღიმა, უნდა შეტრიალებულიყო რატომ მოასწრო დაჭერა და ისევ მიატრიალა, - მაშო, მაშა, ღიმილით დაიწყო სიტყვის შესავალი უფრო მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია, - ახლა კარგად მომისმინე, შენ იცი რომ ეს ქორწინება რეალური არაა, მე და შენ შორის არაფერი არ ხდება, მე ვიცი რას ვაკეთებ სწორად და რას არა ამიტომ შენ ნუ ინერვიულებ და კიდევ, შენ გლეხი არა მაშა, შენ ჩემი ცოლი ხარ! - დროებით! რატი! რატის ხელები უხეშად მოიშორა და უკვე ბრაზისგან დუღდა, რატის სიტყვებმა ზედმეტად გააღიზიანა, გაშავებული თვალებით უყურებდა თვალებში, - მიდიოდი! თვალებით კარებისკენ ანიშნა და უკან დაიხია, წამით უყურა დაჟინებით რატიმ თვალებში, ყველაფრისგან თავი შეიკავა ბოლოჯერ მოავლო თვალი და ადგილს მოწყდა... - ნაგავო! ბოლოს მოგიღებ, მისი გასვლისთანავე დააყოლა მაშომ, აღიზიანებდა ასე დამიკიდედ რომ მოიქცა რატი თითქოს საერთოდ არაფერი შეცვლილა ქორწინების მერე ოდნავ მაინც. მართალია ეს ყველაფერი ტყუილი იყო თუმცა რაღაც წესები და ვალდებულებები ორივეს ეკისრებოდათ, აშკარა იყო რატი რაღაცაზე ღელავდა.... სასტუმროში მარტო გაატარა დრო არსად გასულა რატისთვის სამაგიეროს გადახდას აუცილებლად აპირებდა უბრალოდ არ ჩქარობდა, საღამოს მზადება დაიწყო, ჯერ ისევ მარტო იყო მესენჯერში გაერთიანებული ზარით ესაუბრებოდა დაქალებს და მათთან ერთად იცვამდა, - არა გოგოო ლურჯი ფერებით ცოტა, - ცოტა ბლაში დაიმატე გოგო, - ოოო ძააან გატყლარწვა არ მინდა, - ეგოგოოო მიდი რო გეუბნები და ისწავლი წესიერი მაკიაჟის გაკეთებას ბოლო ბოლო გჭირდება, რჩევებს არ აკლებდნენ ერთს მეორეს აყოლებდნენ მეორეს მესამეს, ანანო ჩქარა გავიდა ახალი შეკვეთის გამო, ბარბარე ეხმარებოდა შორიდან, - უი მაშოო საჩუქრებშიი ნახეე ლურჯი ძაან ლამაზი ყელსაბამიი ეგ გაიკეთე, - ვინ მაჩუქა? კითხვით წავიდა უკან სადაც ბევრი საჩუქრის ცელოფანი იყო, - არ ვიცი, - რომელშია? - თეთრი პატარა პარკი ნახე უხეში ცოტა, შორიდანვე უთხრა და თან ხელებში აკვირდებოდა, მაშოც პარკებს მაღლა წევდა რომ ბარბარეს დაენახა, - ხოო ეგგ! უცებ შეკივლა სანამ სხვა პარკს აიღებდა და მაშომაც უკეთ აჩვენა, ეესო? - ჰო ეგ მიდი გახსენი ახლა, თორეე მეძახის დირექტორიიი დაა ისედაც ღრიალებს მთელი დღეა და არ მინდა მომისროლოს, უცებ უცებ საუბრობდა და მაშომაც მის ლაპარაკშივე გახსნა ყუთი, სახე გაუბრწყინდა რეაქციაზევე შეეტყო როგორ ძალიან მოეწონ საჩუქარი ლამაზი ლურჯი ყელსაბამი ფრთხილად ამოიღო - აი ძაან ლამაზიაა, - კიიიი ძაან, ააა კაი ხო წავედი ჰე უცებ შეყვირა ისევ და მაშომაც უჩებ ჩააბრუნდა ყუთში ყელსაბამი იქვე მიაგდო და ტელეფონს ეცა, - ხო კაი მიდი ჭკვიანად, თუ რამე ნახაზები ჩამიგდე და მივხედოთ, - კაი ჩემო ლამაზო გაკოცე შევხვდებით საღამოს, გავალ 10 წუთში მეც, - კაი მიდიი. სიტყვა დაასრულა და უცებ გათიშა... უცებ გადაავიწყდა კიდეც ყელსაბამი, ტანზე ჩაიცვა უკვე ბნელოდა დღის შუქი სულ ოდნავ ანათებდა ოთახში, დივანზე ჩამოჯდა იქ სადაც რატის ეძინა უკვე მზად მყოფმა აიღო პარკი სადაც ანანომ ტანსაცმელი მოუტანა, იქ იყო ფეხსაცმელი, მაშოს ლამაზი ცალი ფეხსაცმელი რომელიც თეოდორემ უყიდა ხელში ატრიალებდა და ისე ახსენდებოდა ყველაფერი თითქოს ახლა მსგავსი დღეები აღარასდროს ექნებოდა, ხმამაღლა წუწუნი დაიწყო, ვერ ელეოდა ფეხსაცმელს, - არადა როგორ მოუხდებოდაა, ჩემი ლამაზი ფეხსაცმელი, არა უნდა მოვიფიქრო ვაჟა როგორ მოვიშორო, ცხოვრება შემიცვალა აღარ შემიძლიაა, წუწუნით დადო ძირს ფეხსაცმელი და ნაზად ჩააცურა ფეხი ტუფლში, - რალამაზიაა, ისევ ამოიწუწუნა ისე უყურებდა ფეხსაცმელს უცებ რომ ოთახში ვიღაც შევიდა ადგილზე შეხტა შიშისგან და რატი რომ დაინახა გულზე მიიდო ხელი, - ასე მოჩვენებასავით რატო დადიხარ?! დიდიხანია მოხვედი? ადგილიდანვე დაუსვა კითხვა რატის რომელიც შემოსასვლელში მოაჯირს მიეყრდნო მკლავები ერთმანეთში ახლართა კედელს თავი გვერდულად მიადო მარჯვენა ფეხის წვერი მარცხენა ფეხის წინ შემოაწყო ისე უხმოდ დააკვირდა შეშინებულ მაშოს, - შენ არ კეტავ კარებს და რისი იმედი გქონდა არ ვიცი, წყნარად დაბალი ხმით ამოთქვა და მაშოს თვალიერებას მორჩა, მაშოს ცალ ჩაცმულ ფეხსაცმელს დახედა და ოთახში შევიდა მაშოსკენ ძალიან ახლოს მივიდა უცებ დაიბნა მაშო და რატი რომ მისკენ გადაიწია მაშოც უკან უკან დაიწა, თუმცა რატის მიმართულება მის ჩანთაზე იყო უცებ გადმოიღო ჩანთა და მაშოს შეხედა რომელმაც რა აღარ იფიქრა რატის ასე მიახლოვებაზე, ხელები დამჯდარს იქით-აქეთ დივნისთვის ჩაევლო და დაძაბული უყურებდა რატის, შუქ აუნთებლობა უფრო დაძაბულს ხდიდა სიტუაციას და ამავდროულად უფრო რომანტიულს, უცნაური მზერით უყურებდა რატი მაშოს, თუმცა ეს მზერა საშიში არ ყოფილა ზედმეტად დიდი სითბოც კი იღვრებოდა მის ამ მზერაში, თითქოს სულ ახლად გაეცნოთ ერთმანეთი და რაღაც ნაპერწკლები ცვიოდა, აი როცა ერთმანეთს შეეხებოდნენ მაშინ კი ცეცხლი ჩნდებოდა ცეცხლი რომელიც არაფერს აზიანებდა, უჩინარი ცეცხლი რომელიც საშიში არ იყო, ნელ-ნელა ჩაიკუზა რატი მაშოს წინ, მზერა არ მოუშორებია თვლებში უყურებდა ისევ და ისევ, - ვისაც ეს ქოში მოერგება, ის გახდება ჩემი ცოლი! დაბალხმაზე ბოხი ბარიტონით ამოაყოლა სიტყვები და ჩანთიდან მაშოს მეორე ფეხსაცმელი ამოაცურა, ხმა გაუკავდა მაშოს გულიც გაუბრწყინდა, დივანს უარესად ჩაავლო ხელები და რატის აღელვებული უყურებდა, მზერის მოშორების მერე ნაზად შეახო ფეხზე ხელი რატიმ მაშოს და თითქოს უცებ წაეკიდა ცეცხლი მათ გვერდზე პარკს, მაშოსაც უცებ დაუარა შეხებისგან გამოწვეულმა სასიამოვნო შეგრძნებამ უფრო დაიძაბა ამ გრძნობაზე, რატიმ მაღლა აწეულს ტუფლი ნაზად ჩააცვა და უხმოდ ახედა მაშოს, - კამათის მერეც თანახმა უნდა იყო არა? კითხვას თავის გვერდზე გადახრა ღიმილით დააყოლა და წამოწეული მაშოსკენ გადაიწია, მაშოს თეძოებს გვედით დივანს დაეყდნო თავ გვერდზე გადაწეული იმდენად მიახლოვებოდა მაშოს ტუჩებს ოდნავ წინ თავის გაწევა და მთელ შენობას წაეკიდებოდა ცეცხლი, მაშოც გატრუნული მის ტუჩებს დასცქეროდა როგორც რატი მაშოსას და ელოდებოდა მაშოს წინააღმდეგობას მიუხედავად იმისა რომ კოცნას არ აპირებდა, ახლოს მყოფისგამო რატის სურნელს რომ ახალი სურნელი შემატვოდა ეს უცნაური საქციელიც თან რომ დაყოლოდა მაშოს ღიმილი გაეპარა, ამ საქციელის ამოცანა რომ ამოხსნა, - სად დალიე? კითხვა უცებ დასვა და რატიც წამით ისევ ისე გაშეშდა და შემდეგ მოშორდა - ჯეკოსთან დავლიე გულწრფელად გასცა პასუხი და მთლიანად წამოწული გასწორდა - მე შემრცხებოდა შენს მაგივრად მაშოც თმების უკან გადაყრით წამოდგა უკვე ორივე ქოშით გამაღლებული და თმა უკან გაისწორა - ისევ უნდა დაიწყო? - არა ქოშის დაბრუნების გამო ჩუმად ვარ, მადლობა დააყოლა და გვერდი უნდა ჩაევლო რატიმ მის თმაში ხელის შეცურება მოასწრო და მიმავალი მაშოს თმაც თანდათან ეცლებოდა ხელებში, სიამოვნებით დასცქეროდა ხელში მოსრიალე თმას და როცა შორს გავიდა მაშოც და თმაც ხელიდან გაქრა ჯერ ისევ თავის ხელს დაყურებდა რატი, - რატის დაენძრა! საკუთარ თავს უთხრა როცა მაშო გავიდა და სახეზე ხელები ჩამოისვა, ოთახში ბედნიერი დაყურებდა მაშო ქოშებს და შემდეგ უყურებდა ჯერ ისევ ფიქრებში ცოტახნისწინ მომხდარ სიახლოვეს, ახლაღა შეამჩნია როგორ ძლიერად უცემდა გული, არ შეიმჩნია საბოლოოდ მოწესრიგდა ბარბარესა და ანანოს მიწერა და რატის უხმოდ ელოდებოდა, რატიც წყნარად შემოვიდა ოთახში და მაშო შეათვალიერა - ჩვენ გველოდებიან, წყნარად დააყოლა თითქოს არაფერს ნიშნავდა მთელი ერთი დარბაზის ლოდინი, - მაშ რაღას ველოდებით? გრძელი დასწორებული თმა უკან გადაიყარა და რატის მიუახლოვდა, საყელო შეუსწორა მორიდებულად რომელიც მართლა არასწორად გადაეკეცა, - ეს შემთხვევით მოგივიდა თუ განზრახ გადაკეცე? ჩაცინებით უთხრა და რატისაც ჩაეღიმა როცა მაშომ გამოიჭირა.... დარბაზში მთელი დარბაზის ყურადღება წყვილმა მიიქცია, რატის მაშოს თითებში ისე აეხლართა და ჩაეჭიდა ხელი თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა, ყველაზე უცხო და გამორჩეული ტანზე მომჯდარი კაბით იყო მაშო წელზე ღრმად მოშიშვლებოდა წვრილი წელი მარჯვენა ფეხის მხარეც ლამაზად ჩახსნოდა და პირველ რიგში რატის მოჯადოებას ახერხებდა შემდეგ კი დარბაზში მყოფების გაოცებასაც იწვევდა, თურმე რამხელა აზრი აქვს როცა გემოვნებიანად იცვამ, არასდროს გამოჩენილა მაშოს სხეული ასე ლამაზი, მაღალი სწორი ფეხები ისედაც ყოველთვის ლამაზად მოჩანდა თუმცა ახლა უცებ გადაიქცა გაზეთების პირველ ყდაზე როგორც საოცარი სილამაზის ქალი, მარტივად მოახერხა ხალხის გულის დაპყრობა, რატიც უკვე ამაყად დაატარებდა სილამაზეს და ისედაც მშვენიერი გვერდს კიდევ იმშვენებდა, ნამდვილად უცხო და იშვიათი იყო მათი მსგავსი წყვილი.... - ეს ქალბატონს, მაღალმა ფორმაში გამოწყობილმა ბიჭმა ლამაზი თაიგული გადასცა მაშოს რომლის მოქნევაც მალე მოუწევდა, მხოლოდ თეთრი ფერებით ანათებდნენ დარბაზს მიუხედავად იმისა რომ დამონტაჟებული იყო მრავალი ფერები, არანაირი თამადა უბრალოდ დიჯეი რომელიც ყველანაირად მხიარულს გახდიდა საღამოს, ბევრი დასალევი და მთავარი წყვილი, თეოდორეს ესიკვდილებოდა ამ ადგილას ყოფნა როცა ხვდებოდა რომ მაშოს ეძღვნებოდა და როცა იმასაც აანალიზებდა რომ მაშოს თითქმის სრულად ჩამოშორდებოდა გაცოფების პირას იყო, ალბათ მალე დაანგრევდა იქაურობას და პირველ რიგში თავის ძმას, მალევე მოშინაურდა მაშო როცა გაანალიზა რომ ყველას ყურადღება მას ეკუთვნოდა, ერთი ჭიქა დალია უფრო "მოხოდვისთვის" და სწორადაც მოიქცა ახლა მაშო იყო მხიარულობის თავი, გა-remix ებული მუსიკები ყურის ბარაბნის გახეთქვამდე მაღალ ხმაზე ღრიალებდა ყვითელი და ლურჯი შუქებიც შემატეს დარბაზს და მხიარული საღამო გარანტირებული იყო უამრავი ადამიანი სვავდა ყველა ცეკვავდა, მაშოც რატის გამოსაფხიზლებლად მის ყელს დაკიდებოდა და იმდენად გამომწვევად და ამავდროულად 'გიჟური და გამაგიჟებელი' ცეკვა გამოსდიოდა რატის მამაკაცური მოთმინებაც უფრო და უფრო რთული ხდებოდა, ის ის იყო რატის მაშოს წელზე ამოღებულ კაბაში უნდა შეეცურებინა ხელი და მის კისერს უნდა დაკვდომოდა ზედ მაშო ცეკვა-ხტუნაობით მოშორდა და მის უკან მოცეკვავე ადამიანს ცეკვით შეეგება, ადგილზე გაქვავებული რატი კიდე უფრო გაქვავდა და ცივმა ოფლმა დაასხა, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა დარბაზი და გარეთ გასული კიბეებზე ჩამოჯდა... - აი რატო ვ....ვდები?! ხელებში ჩარგო თავი და გაღიზიანებულმა ხმამაღლა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, - რა ჯანდაბას აკეთებს?! რა .... გრძნობაა?! ქალის უნახავს რატო მხდის ეს დედამო*ყნული?! გაღიზიანებულზე მარტო მყოფი სიტყვებს არც აკავებდა ხმამაღლა იმ გაღიზიანებას იმ დაუკმაყოფილებას ცდილიბდა სიტყვებით დაწყნარებულიყო თუმცა რამდენი გულიდან წამოსული უზრდელი სიტყვაც არ უნდა ეთქვა, რისთვისაც არ უნდა ერტყა იმ გრძნობას ვერ მოკლავდა რომელიც მაშოს მიმართ გრძნობდა და ეს მცირე დრო ეს ახალი ცვლილება ეს სრულიად შეცვლილი მაშო უფრო აგიჟებდა, უცხო იყო მაშოსთან საკუთარ თავს კარგავდა, - რა ქოში მოერგება?! რა ჩემი ცოლი?! .... ხო არ ვარ! უხეშად წამოწია თავი და უფრო გაღიზიანებული წამოხტა, - ყველაფერს გავაკეთებ! თანახმა ვარ ყველაფერზე უბრალოდ ამ გრძნობამ გააჯვას! ნუ მასუსტებს! ქალის უნახავი ნაბიჭვრის საქციელებს ნუ მაკეთებინებს! მითუმეტეს მაშოსთან! თითქოს ვიღაცას რაღაცას ეუბნებოდა და თხოვდა იმდენად დაღლილი იყო ამ გრძნობისგან და ვერც გაეგო წესიერად რომელი გრძნობა იყო ეს, მაშოს სხეულის დაუფლების სურვილი? იქნებ მაშოს სილამაზე ათრობდა, ან როცა ძველი მაშო ახსენდებოდა და ის სიყვარული, ის ძველი გიჟური სიყვარული როცა მაშოს ბავშვურობა უყვარდა, ახლაც შემჩნეული აქვს, იქნებ მაშოს ლაღი და საყვარელი ხასიათი უყვარდა? არა მის შემთხვევაში თითქოს ყველა ჩამოთვლილი ერთმანეთში არეოდა, სურვილი რომელიც მაშოს მიმართ ჰქონდა მსგავსი გრძნობა არასდროს არავისთან ჰქონია, არასდროს ეღიმებოდა სხვის სიცილზე, მაშოს ღიმილზე კი უკვე სახე ებადრება, მარტივად შეიცვალა, მაშოსთან სულ სხვანაირია, ამ მოკლე დროში ისე უცნაური გახდა რატი საკუთარ თავს ვერ ცნობდა.... - მაშოო სანამ დროა იქნებ არ გინდა? ნაცნობი თანამშრომელი რომელიც მაშოსთან ერთად მუშაობდა რატომღაც პაპარაცივით გამოხტა და მოცეკვავე გააჩერა, ტელეფონში მომარჯვებული ფოტო უცებ შემოუტრიალა და გამოსახული ფოტო რატისა და სელენას ლამაზი პოზით აჩვენა, იმდენად ეკრობოდა სელენა რატის ლამის მასში გაერთიანდა, ცალი ხელს მაიკის ქვევიდან ხვევდა რატის ცალი ხელი კი ჩახუტებისას სახეზე მოეკიდებინა, გაშრა მაშო, ცოფიანს დაემსგავსებოდა მალე, ცეცხლი აენთო თითქოს ჩაიდანი ედგა თავზე და სწრაფად ადუღებული წყლის გამო ჩაიდანიც გამაყრუებლად წიოდა, - დღეს გადავიღე ოთხი საათის წინ, მანამ ეს დაიწყებოდა რა კიდევ დააყოლა სერიოზული ხმით და მაშომაც ჩაუცინა, - კი ვიცი ეს მითხრა რატიმ, - პირველივე დღეს? მეგონა ერთად იქნებოდით, - ერთად ვიყავით, ხვალ ღამით მივფრინავთ სელენას საბუთები ჰქონდა, ანუ ხო უნდოდა რომ მისი დიზაინერი ვყოფილიყავი და ჩემი საბუთებიც მაგას ქონდა, აი მანდ ეხვეწება რომ შეურიგდეს, ძალიან საწყალია და ვნანობ ნეტავ ხელი მოეხვია ბოლოჯერ რატის მისთვის და ასე გული არ ეტკინა მისთვის, დანანებით ჩაილაპარაკა ბოლოს და კიდევ ერთხელ გულიანად გაიცინა, - სერიოზულადდ? ასე მარტივად გაუშვი? - რას ქვია გავუშვი საყვარელო რატის ვიცნობ მე მას ვერ მასწავლი მისი ნებისმიერი ნაბიჯი ვიცი, ვიცი რისი გამკეთებელია და რისი არა, ნაზად მოუსვა თითები ნიკაპქვეშ მოფერების განხრით და ბოლოს ფართოდ გაუღიმა, - მართალი ხარ, კიდე კაი იცოდი თორე ცუდად გამოვიდოდა, ბოლოს მანაც დააყოლა, გაანალიზებულმა რა სისულელე მოყვებოდა მის ქცევას, - მიდიი გაერთეე მაქსიმალურად დალიე იცეკვე რავიცი, გაუცინა და ანიშნა დასალევად გავალო, შეტრიალებულს სახე ისე შეეცვალა თითქოს ვინმე უნდა მოეკლა, - პირველივე დღესვე გამოიჭირეს! ! დააყოლა და ბრაზისგან ღრმად სუნთქავდა თავადვე ჩამოისხა რამდენიმე ჭიქა და სამი ჭიქა ერთმანეთის მიყოლებით გამოცალა, - მაშო! რასშვები?! უცებ მოატრიალა უხეშად თეოდორემ, - ვსვამ, - მაგას გეკითხები! მეტი არ დალიო გეფიცები დაგერხევა, - მე კი არა შენ დებილძმას უნდა დაერხეს შენი ძმა რა შუაშია პრინციპში და კიდე თეოდორე, შენ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ იცი, გეფიცები ვნანობ ყველაფერს და ვფიქრობ რო არაფრის თქმას არ აქვს აზრი! აი საერთოდ არაფრის თქმას, მძულს საკუთარი თავი რომ არ დაგიჯერე, ერთმა ჭიქამ საგრძნობლად შეათრო მაშო და საკუთარ სიტყვებზე გააზრებულმა ტირილი დაიწყო - მაპატიეე, არ ვიცი შენ რომ არ მყოლოდი რა ჯანდაბა მომივიდოდა საერთოდ ცოცხალი ვიქნებოდი? და ამის მიუხედავად ერთს არაფერს გიჯერებდი, აი ხო შეგეძლო შემოგერტყა ჩემთვის?! სხეულზე აეკრო ისე გააგრძელა ტირილი, - ჩშ, მაშო მაშო მაშო, უცებ საკუთარ სხეულზე აკრულს მოუხერხებლად წაავლო სახეზე ხელები და მოშორებულს უკვე მოხერხებულად მოკიდა ხელები, - არ იტირო, ნუ გავიწყდება სად ხარ! კი იძიოტკა ხარ რო არ მიჯერებდი უდავოდ, შეიძლება სწორიც იყო ეს მოქცევა მაგრამმმ, ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ ვიცოდე რო საოცრად გიყვარდა და ისე გაყევი, ვერრ შეგელევი, მაინც ავადმყოფურად მაღიზიანებს ეს ფაქტი სულ ჩემთან მინდა რო იყო და ახლა აღარ იქნები, იცი როგორ ვაარ?! ცეცხლი მიკიდია და ვერ ვაქრობ! ჩემ ხასიათს თუ ჩივი ეს ყველა ვარიანტში ასე იქნებოდა და ჯობია მითხრა რასაც მალავ მანამ სანამ შენი ცრემლების ზემოქმედების ქვეშვარ და არ გავბრაზდები, ცრემლები თითებით ნაზად მოწმინდა და შუბლზეც ღიმილით მიაკრო ტუჩები, - რატი ადამიანია რომელსაც ბავშვობაში ვიცნობდი , არა არ ვიცნობდი, მის ნაკვალებზე დავდიოდი, ის მიცავდა, მანამ სანამ შენ გამოჩნდებოდი ის იყო ჩემი ანგელოზი, ყველანაირად გამილამაზა ცხოვრება, მხოლოდ კარგი მოგონებები მაქვს მასთან, კამათიც კი არ მახსოვს, შემდეგ წასვლა მოუწია, ყველაფერი ჩამომენგრა და როცა დედამაც მიმატოვა სიცოცოცხლის მუღამი აღარ მქონდა ზუსტად ორ თვეში გამოჩნდი შენ, ერთხელ როცა მაბულინგებდნენ და ვყვიროდი და ვჩხუბობდი რადგან ამომასხა და მეორედ როცა სიკვდილი მინდოდა და ხიდიან ვხტებოდი, მაშინ დაცინვით დაიწყე და ისეთი არგუმენტები მოიყვანე დამაფიქრე, აუ ჯანდაბა თეოდორე, მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ! გაჩუმებულს ისევ წასკდა ცრემლები ისე უყვიროდა რომ უყვარდა, იმ მომენტში იმდენად ემოციიით იმხელა რეალობით ამბობდა ამ სიტყვებს და იმხელა გრძნობით რომ მალე გული შემოასკდებოდა, ტირილით უმეორებდა რომ ძალიან უყვარდა და როცა თეოდორემ სიცილით მიიხუტა უფრო და უფრო უმატა ტირილს, კიდევ კარგი ძლიერი ხმაური და ხმამაღალი მუსიკები იყო გიჟებივით მოცეკვავე გართული ხალხით თორე ცოტა უხერხულიც იქნებოდა, - მაშოოო აღარ დალიოო! - აუუუ არა თეოდორრრ იცი როგორ მიყვარხაარრ? შენით ვსუნთქავვვ, ღვიარებით სდიოდა ცრემლები რომელიც ძლიერი და ნამდვილი გრძნობით გადმოცემული იყო, სახეზე წაავლი მაშომ ხელები და თვალებში ჩახედა უფრო და უფრო ეკიდებოდა სასმელი გულიც უფრო და უფრო უჩუყდებოდა და გრძნობებიც უფრო და უფრო მატულობდა, - აუღწერელი ბედნიერება ხარ შენ ჩემი, კიდევ ერთხელ უყვირა ხმამაღალ ხმაში და კისერზე მოხვია ხელები, - ვიცი ჩემო პატარა, ჩემო ცხოვრება! თეოდორემაც ჩახუტებით აწია ჰაერში მაშოს გრძნობების გამოხატვა მასაც გადაედო ისე ძლიერად იხუტებდა, მაშო კი უკვე ისტერიულად ტიროდა და უკვე სუნთქვაც უწყდებოდა, - კაი მაშო აღარ იტირო ახლა დაწყნარდი თორე ხალხს აღარ ეყოლება, მის გამრთობი პატარძალი, თავზე ხელის სმით ეცადა დაეწყნარებინა, შორიდან მაყურებელმა ბარბარემ როგორც კი ლია მოიშორა მათთან ახლოს მივიდა და თეოდორეს ანიშნა რა სჭირსო, თეოდორემაც ანიშნა გარეთ გავიდეთო, ჩახუტებული გაიყვანა საპირფარეშოში და უკვე ორი ცდილობდა მაშოს დაწყნარებას, - მაშოო, ჩემო ლამაზო როგორი პატარა გული გაქვს, წარბებ შეხრილმა უცოდველი თვალებით მაყურებელმა უთხრა ბარბარემ და ცივი სველი ხელი სახეზე მოუსვა, - ვსო დაწყნარდი? ღიმილით კითხა უკვე დაწყნარებულს რომელსაც მაკიაჟი გაფუჭებოდა და ამავდროულად ტირილისგან თვალები ჩაწითლებოდა და უფრო დაწვრილებოდა, თეოდორეც მათთან ერთად იყო სარკის გვერდით კედლისთვის ცალი ხელი მიეყრდნო ცალი ხელით დოინჯი გაეკეთებინა და მაშოს ღიმილით უყურებდა, პასუხად მაშომ თავი დაუქნია ბარბარეს და ახლა უკვე თეოდორესი ცხვენოდა კიდეც, რის გამოც მისკენ ვეღარ იხედებოდა, - გინდა სახლში გაგიყვანო? არა იმ საქონელს უნდა ვუტირო ყოფის ძალა, სწრაფად გაცა თეოდორეს შეთავაზებას პასუხი, - მაშო მეტი არ დალიო, ვსო მეტი აღარ შეიძლება დაჟე იმ სამ ჭიქას ჯერ კიდე არ უმოქმედია უცებ გადაკრულზე მოგაწვა თორე ჯერ სად ხარ, გაიცინა და თან გაფრთხილება მისცა, - ვინმემ აუხსენით იმ ჯართს რომ პირველივე დღესვე ნაშებთან არ უნდს იაროს, ჯერ მას ისევ ეს თემა აწუხებდა რაზეც თეოდორეს ისევ გაეცინა, - კაი ჩემო პატარა კაი გადავცემ, შუბლზე აკოცა და შუიდან ლოყას მიწვდა ხმაურიანი კოცნით, ღიმილით უყურებდა ბარბარე მათ და შემდეგ პატარა ჩანთა გადმოიღო, - ხელახალი მაკიაჟი სტუდიაში, დააყოლა სიცილით და პენალს ზმეიკა გაუხსნა, - დავაი გაშპაკლე, სიცილით თქვა თეოდორემ. მაკიაჟის წასმას დეტალებში აკვირდებოდა თან მაშოს დაცინოდა - მაშო კიდე მიმალავ რამეს? და კიდე უნდა იტირო თუ მორჩა? - აბა ახლა! უცებ გაცა პასუხი და მერე მასაც გაეცინა, თეოდორესაც გაეცინა მის ღიმილზე და უცებ მოშორდა კედელს და მაშოს საფეთქელზე აკოცა, ალბათ ნება რომ მიეცათ მთლიანად გადაყლაპავდა მაშოს, მაშოს მაკიაჟის განახლება რომ შედგა და თავადაც დაწყნარდა, ისევ დაუბრუნდნენ აწ უკვე ჩაჩუმებულ დარბაზს...... .... საღამო ფაქტიურად ანანოსთვის იყო, მაქსიმალურად ერთდობოდა სვამდა, ცეკვავდა, მღეროდა, ყველანაირად ილამაზებდა საღამოს და აი გასასვლელის ოთახში რომ გადიოდა კარებს შეღებულს ვაჟა რომ დახვდა წინ გოგოსთან ერთად უცებ გაშრა, გოგოს ვაჟას ქამარზე წაეკიდა ხელი თითქოს უნდა გაეხსნაო და ვაჟასაც ხელები გაშლილი ჰქონდა წესით გაკვირვების ნიშნად, რათქმაუნდა ანანომ სხვანაირად მიიღო, ცინიკურად მოიხადა ბოდიში შევარდნისთვის და დარბაზში დაბრუნდა, ვაჟაც უცებ დაეხსნა გოგოს და თითქოს ანანოსთვის ეღალატოს ისე აედევნა, - ანანო, დაძახებასთან ერთად უცებ მოატრიალა ანანო რომელსაც დაეწია და პირველი რაც კი გააკეთა ეს უბრალოდ ანანოს მზერის დაჭერა იყო, თვალებში ჩაააჩერდა ისე წაავლო მაჯებზე ხელი, - იმედია შენი პატარა ტვინი ოდნავ მაინც გაქაჩავს და მივა რეალურ ფაქტამდე, დააყოლა თან თმის ღერი ყურსუკან გადაუწია, - მაინც სადამდე, - იქამდე რო ვით არ მოვიქცევი და როცა იმ გოგოსთან ერთად ვარ ვინც ასე თუ ისე გონებას მაკარგვინებს, სხვას არ ვეჩალიჩებოდი, ანანოს მის პასუხზე გაეცინა და უკან დახევით დისტანცია შეინარჩუნა, - დარწმუნებულივარ მაგრად გაგიტყდა ის ფაქტი რომ იმ დროს შემოვედი და იმ გოგოს გადაეცი რომ აწი თუ გადაწყვეტს ვინმესთვის მი*ეტის გაკეთებას კარები გადაკეტოს, ასეთ ადგილებშიც, - ადგილზე შეზღუდვა არ არის ჩვეულებრივი ბარის წვეულებაა კონკრეტული ადამიანებისთვის დააყოლა ვაჟამ და შეხსნილ ქამარს დაუწყო შეკვრა - თუ გინდა არ შევიკრავ დააყოლა და მაშინვე მწარე გარტყმა იგრძნო, - ჩხუბი და ცემა გინდა? ინტერესით იკითხა ანანომ და უკვე ფიქრებში ყველანაირი გეგმა აწყობილი ჰქონდა ნასვამს ეს გეგმა საოცრად მიაჩნდა, - შენ გამო ჩხუბს არ ვაპირებ ჩაცინებით შეიცხადა და ქამარს დახედა რომ სწორად შეეკრა, ამოხედვის დროს ანანო მის წინ აღარ დახვდა, პადურშკით მიდოდა ბიჭთან ერთად და მოშორებით ცეკვა დაიწყეს, ვაჟას ჩაეცინა ანანოს საქციელზე თუმცა მართლა არ აპირებდა ჩხუბს ნელა წავიდა მათკენ აუჩქარებლად, ბიჭის მკლავებში ირხეოდა ქალი და ისეთ ქცევებს აკეთებდა არამარტო პარტნიორი იქვე მყოფი ბიჭიც იკერებოდა, - ნწ,ნწ, არ გამოგივა, ჩაილაპარაკა ვაჟამ და თან ისევ ჩაიცინა, ანანომ ერთხელ ანიშნა ცეკვაშივე თითით მოდიო ახალ ნაბიჯზე გადავიდა, ვაჟაც უფრო და უფრო ახლოს მივიდა ღიმილით და როცა ანანომ ბიჭს საშუალება მისცა დახრილიყო, უცნობის ტუჩებს თვითონვე შეაგება საკუთარი, წამში შეეცვალა ვაჟას სახე, უფრო გაოგნდა, უცებ და ძლიერად კრა ბიჭს ხელი და ისიც შორს გადავარდა, იქვე მყოფმა ბიჭმა მოასწრო ვაჟას დაჭერა - ჯანდაბა, მართლა აკოცე?! გაოგნებული სახით ემოციით გაკავებულმა გახედა ანანოს რომელიც საერთოდ არ იყო კმაყოფილი საქციელით მაშინვე მოწყდა ადგილს და შენობა უკანა გასასვლელით დატოვა, უფრო და უფრო ეშლებოდა საკუთარ თავზე ნერვები, მალევე გვერდში რომ ვაჟა ამოუდგა უცოდველი თვალებით გახედა - ზედმეტად უტვინო ხარ, სწრაფად დააყოლა და აშკარად საკუთარი თავი ჯელტმენურად დაწყნარებული ჰყავდა, - მომისმინე ანიანო, თუ ვინმესთვის სამაგიეროს გადახდას ან ეჭვიანობას ეცდები, კოცნა ყველაზე ცუდი ვარიანტია, შეგიძლია აწი ფეხებიც გადაუშალო, ბოლოს მაინც გაურია სიმწარე და ამავდროულად შეურაცხყოფაც რომელიც ანანომ ერთი მკაცრი შეხედვით გაუტარა და წინ პატარა წყაროსკენ, რომელიც გემოვნებიანად იყო ნაშენები და წყალიც შეუჩერებლად იღვრებოდა, წყალთან მისულმა პეშვში მოიქცია წყალი და ტუჩებზე შეისხა აპირებდა წეღანდელი ბააგების პატრონის შეხების მოშორებას, - კაი რა მართლა მაგით აპირებ იმის ამოშლას? დაცინვით დახედა და ხელებ გაშლილმა მიმოხედა ხეობას, ისევ უხმოდ და უსიტყვოდ ახედა მოხრილმა სველი ტუჩებით ვაჟას და ისევ განაგრძნო ტუჩების წმენდა სველი თითებით - მასე არ გამოგივა, კიდევ ერთხელ თქვა და ანანოც უცებ გაღიზიანებული გასწორდა, - რა ძალიან ჭკვიანი ხარ! სხვანაირად ტუჩებს მოიწმენდ?! გაღიზიანებულნა ხმამაღლა კითხა და ვაჟამაც თავი ნაზად დაუქნია თან თვალებში ჩაშტერებოდა ქალს, ანანომ თვალები დაუბრიალა (როგორ? კითხვის ნიშნად) და ვაჟამაც კისერში ჩაავლო ხელები მანძილი ერთ ნაბიჯშივე შეამცირა და ანანოს ტუჩებს წვდა, ჯერ მოულოდნელობისგან შეშინებული შეხტა, საგრძნობლად სასიამოვნოდ რომ მიწვდა ვაჟას ბაგეები ხელისკვრით მოიშორა და სილაც მწარედ უთავაზა, თუმცა როგორც გოგოებს ჩვევიათ ის არსად არ გაქცეულა, უხმოდ ელოდებოდა ვაჟა როდის გაიქცეოდა თუმცა უშედეგოდ, - რატო არ გარბიხარ? თავის კითხვაზე ჩაცინებით კითხა მალევე და ამწარებულ ლოყაზე ხელი მოისვა, - იმიტომ რომ შენ შემდეგ ნაბიჯს ველოდები იდიოტო, - უფლებას არ მომცემ - მართალი ხარ, თავი დაუქნია და ხელებიც ააყოლა დასტურს, - იგივე რომ გავაკეთო და ხელის კვრის საშუალება რომ არ მოქცე? ნაბიჯით ისევ შეამცირა მანძილი ამჯერად აუჩქარებლად თუმცა ანანო არ განძრეულა, (- ვიფართხალებ თავის დასახსნელად, - სხეულზე რომ აგიკრა და ხელები რომ გაგიკავო? - დაგნებდები და კოცნაში აგყვები დებილო!) სიტყვები საჭირო არც იყო უკვე ანანოს ტუჩებზე დამკვდარი იყო ვაჟა, თითქოს ერთმანეთს ფიქრებში სცემდნენ პასუხებს რომელიც რეალურადაც მეორდებოდა, გაბრუებული წყვილი ხეობაში გადასავარდთან ახლოს წყაროს ჩხრიალის ფონზე ვნება მოწოლილებს ერთმანეთისთვის ჩაევლოთ ხელები, ერთმანეთს ისე ეკრობოდნენ თითქოს გაერთიანება სურდათ, ანანოს გაკავებულ მაჯებს ნელ-ნელა უშვა ვაჟამ ხელი როცა მიხვდა რომ საჭირო აღარ იყო ანანოს გაკავება, ანანომაც სწრაფად შეუსრიალა კისერში თითები სასიამოვნოდ აასრიალა მარჯვენა ვაჟას კისერზე და წამში ვაჟამ იმდენად ძლიერი გარტყმა იგრძნო წამით ვერაფერი იგრძნო და როცა ანანოც სრულად მოშორდა მთლიანი სახე მწარედ აეწვა, - ჰმჰ! თავხედო, დააყოლა პატარა კურნოსა ცხვირი აიბზუა და სახეზე დამჩნეული ოთხი თითისამარა მიატოვა ვაჟა რომელიც გაოგნებულს და ჯერ ისევ გაბრუებულს ვერაფერი გაეგო...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.