შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 16)


3-02-2023, 00:35
ავტორი თუკა
ნანახია 11 386

მთელი კვირა წარჩინებული მოსწავლესავით ვიყავი სამსახურში. რადგან სოფიო და ნიტა ვერ დადიოდნენ მათ წილ საქმესაც ფაქტიურად მე და ნუცა ვინაწილებდით. საახალწლო ზეიმის მზადება მიმდინარეობა. მეც პატარა ბავშვივით მიხაროდა ახალი წლის მოსვლა და მათთვის საჩუქრების ყიდვა. ამ წელს საოცარ ახალ წელს ჰპირდებოდა დანიელი ბავშვებს. თავისას არ იშლიდა და ყოველ თვე რიცხავდა შემოწირულობას..
მომარაგების საკითხებს ვაგვარებდი კარზე კაკუნმა რომ შემაკრთო და გადაღლილი სახით შემოვიდა ნუცა..
- მართ, წავალ მე რა, მგონი გავცივდი და სიცხე მაქვს. რაღაცა ვერ ვარ კარგად. ყველაფერი დავასრულე, უკვე ყველას დავურეკე და მოსაწვევებს ხვალ დაარიგებენ.
- მიდი ჩემი გოგო, რა სახე გაქვს მართლა, აქამდე რატომ არ წახვედი ნუციკორე?- ფეხზე წამოვდექი და ხელები შემოვხვი, ტუჩები ჩუბლზე მივადე და მერე გაბუტული ბავშვივით გამოვწიე წინ.- აშკარად სიცხე გაქვს. წადი, ლიმონიანი ჩაი დალიე და დაიძინე..
- ასე ვიზამ, თუ რამეა დამირეკეე.
- არაფერი მინდა ნუცა, წადი და თავს მიხედე, ხვალაც არ გამოხვიდე..
- არის შეფ - ხელი დამიქნია და მოულოდნელად შეჩერდა.. - სულ დამავიწყდა გოგო, იცი ვინაა მოსული შენს სანახავად, საბა გახსოვს? დარეხვილი საბა - ჩვენთან რომ სწავლობდა..
- მახსოვს და ახლა მაგას საიდან გავხსენდი რაა, სანამ შარში არ გამხვევს არ მოისვენებს - ანერვიულებულმა ვუთხარი და ნერვიულად დავქაჩე სვიტერის მკლავები..
- შარში რატომ უნდა გაგხვიო მართა?
- ლელას დეიდაშვილი ყოფილა, ეს დარეხვილი საბა, როგორც შენ ეძახი ნუცა. იქ ნიშნობაზე დანიელის პროვოცირება უნდოდა მაგრამ დროულად წამოვედით .
- შანსი არააა !- პირზე სწრაფად იტკუცა ხელი და დაახველე.
- წადი რა წადი, ბაცილებით ამივსე აქაურობაა.
- იცოდე დამირეკე..
- აუცილებლად ნუციკორე, წამალი დალიე და დაიძინე...
მაგიდაზე მდგარი ყავა მოვსვი და სულიერად მოვემზადე საბას ასატანად. ჯერ კიდევ ვერ ვივიწყებდი მის გამოხტომას ლელას და ლევანის ნიშნობაზე. არ მინდოდა ეს ყველაფერი ახალი პრობლემის მიზეზად ქცეულიყო.. ამიტომ კარში შემოსულს ნაზად გავუღიმე და მეგობრულად გადავკოცნე..
- ყველაზე ლამაზი გოგო როგორააა? - მხიალურად მკითხა და ისე დაეშვა სკამზე არაფერი უკითხავს..
- კარგად, გადაღლილი მაგრამ კარგად..
- ხოოო, გადაღლა გაწერია მაგ ლამაზ თვალებში ხო იცი - რაღაც უცნაურად მიპასუხა და ჩემი ფინჯნიდან მოსვა ყავა..
- ყავა თუ გინდოდა გეთქვა და დაგისხავდი საბა, ასეთი ქცევა რა საჭიროა- გაღიზიანება ვერ დავმალე და მის უკან მდგარ დივანზე დავჯექი.. წელი საშინლად მტკიოდა , ფეხებიც მაგინებდა, დილიდან გადარბენებმა თავისი გაიტანა..
- შენი ნაპირალი მინდოდა..
- მისმინეე.
- არა, შენ ისმინე მართა.. „მე და შენ ორივე გავიზარდეთ“- შენს სიტყვებს ვციტირებ, დიდი დრო გავიდა, საკმაოდ დიდი... ხო ხედავ ახლა შენ შენი საქმე გაქვს. მე ჩემს საქმეში ვარ პროფესიონალი... ახლა რას დამიწუნებ? - სრულიად სერიოზულად მკითხა და გვერდით მომიჯდა..
- მე არც მაშინ გიწუნებდი არაფერს და არც ახლა დაგიწუნებ, საბა, უბრალოდ არც მაშინ მიყვარდი და არც ახლა მიყვარხარ.. . ახლა მითუმეტეს , სხვა მიყვარს, და თავად ხო ნახე..
- ვნახე, მაგრამ იქნებ არ გიყვარს და მასთან სხვა რამის გამო ხარ?
- მაინც? - თვალებში ცეცხლი ამენთო და წელში გავსწორდი..
- მისი ცნობილი სახელის გამო, ფულის გამო, სიმდიდრის გამო.. თუნდაც იმის გამო რომ სექსში ძალიან მაგარიაა ეგ შენი დანიელი ..
- შენ რამე ხო არ დალიე? - გაბრაზებულმა ავუწიე ხმას და ფეხზე წამოდგომა დავაპირე რომ სწრაფად მტაცა მკლავში ხელი და დივანზე მოწყვეტით დამსვა..
- არაფერი დამილევია.. კარგად ვანსხვავებ ქალებს ერთმანეთისაგან. მოდი ახლა არ გვინდა ანგელოზის როლის მორგება და ფრთების გაშლა, მაინც რამეს რომ არ წამოედო. ფაქტია რომ შენი დანიელი ძალიან კარგად გაკმაყოფილებს, მაგრამ ცუდი რა არის იმაში რომ სხვაც მოსინჯო, უბრალოდ როცა ეს ორივეს გვენდომება, საყვარლობას არ გთავაზობ, მაგას როგორ გაკადრებ- ხორხოცით მითხრა და თავისკენ მიმწია . - უბრალოდ როცა რაიმე განსხვავებული მოგვინდება, მხოლოდ მაშინ ვნახავთ ერთმანეთს.
- ავადმყოფი ხარ, ჩამოყალიბებული ავადმყოფი . მე დანიელი მიყვარს და მარტო დანიელთან მინდა ყოფნა. შენგან განსხვავებით მე სექსის ხამი არ ვარ !
- მე არ მითქვამს რომ ხამი ხარ, მე მრავალფეროვნება შემოგთავაზე.
- და რატომ შემომთავაზე? , რა შემატყვე სამაგისო ?
- მართა, მართა- რა პრობლემას ქმნი. დიდი ხანია ჩვიდმეტი წლისები აღარ ვართ. მოდი როგორც ჩამოყალიბებულმა ადამიანებმა ისე ვილაპარაკოთ რა. ყოველთვის მინდოდი, რაღაც სხვანაირად მინდოდი.. ახლაც დაგინახე თუ არა ისევ სიგიჟემ წამომიარა, რომ არა ის შენი პირადი დაცვა, იმ ღამით იქიდან ვერ გამისხლტებოდი.
- ის მარტო ჩემი პირადი დაცვა არაა საბა. მორჩი ირონიას, დანიელი ჩემი საქმროა და რა გასაკვირია რომ მიცავს შენნაირი ავადმყოფებისაგან..
- ავადმყოფი მე ვარ არა? - მაშინ ზუსტად ისე მოვიქცევი როგორც ავადმყოფები იქცევიან . მეორე ხელი თმაში შემიცურა და მთელი ძალით მიმიკრა ზედ, მაქსიმალურად ვცდილობდი მისთვის გაძალიანების გაწევას მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი.. სწრაფად გადამაწვინა დივანზე და ზემოდან მომექცა. გიჟივით დამაცხრა ტუჩებზე და სუნთქვის საშუალებაც კი დამიხშო.. ნეტარებაში წასული მოდუნდა, ერთიანად გამიშვა ხელი, მთელი ძალით ვკარი ხელები მკერდზე და გაშლილი ხელი გავარტყი სახეში..
- იცოდე, ახლა აქედან გახვალ და არასოდეს გადამეყრები არსად, თორემ შედეგებზე პასუხს არ ვაგებ - ალმოდებულმა ვუყვირე და დივნიდან წამოვხტი..
- ოოო, შემეშინდაა. ახლა რომ გაყვირიხარ რა გგონია, შემაშინებ? თუ შენი დამცველი მოვა და გიშველის..
- საბა არ ვხუმრობ, ნუ მაიძულებ სხვა ზომები მივიღე, ახლავე წადი აქედან-ხმას მაქსიმალურად ავიწიე და კარისკენ წავედი .
- ოხ, როგორი შეუგნებელი ქალი ხარ მართა. სულ ასეთი ჯიუტი იყავი, ასეთი გაუგონარი. არსად წასვლას არ ვაპირებ , ძლიერი ხელები შემომხვია უკნიდან და მთელი ტანით ამეკრა ზედ. ერთიანად გამაცია , შიშის რაღაცა გაურკვეველმა ტალღამ დამიარა. საოცარი ძალით მეკრობოდა ზედ და ჩემს გაშვებას არ ცდილობდა.
- შენ აქ რას აკეთებ? - გაცოფებულმა იღრიალა ჩემთვის კარგად ნაცობმა ხმამ და ერთიანად ვიგრძენი სითავისუფლე..
- მეგობართან მოვედი- უტიფრად გაეპასუხა და ხელი გაუწოდა..
- სანამ ეგ ხელები გადაგამტვრიე ეხლა აახვიე - კბილებში გამოსცრა და მისკენ გაიწია..
- დანიელ არ გინდა, წავიდეს გთხოვ. წინ გადავეფარე და ცრემლები გადმომცვივდა.
- მართა ნუ მებლანდები, გაიწიე - ხელის მოსმით მომიშორა და საბას წინ აესვეტა..
- ახლა უნდა დამემუქრო? - ირონია არ დაიშურა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო..
- არა, უნდა გაგაფრთხილო ! მუქარა ჩემი საქმე არაა. ვიტყვი და გავაკეთებ. !- მართასგან თავი შორს დაიჭირე გაფრთხილებ, ბედს ნუ სცდი, თორემ ცუდად დაგიმთავრებ საბა. ლელას ხათრით უვნებელს გიშვებ .
- მაშინ მადლობას ვეტყვი ლელას რომ გავალ..
- უთხარი, უთხარი- მხარზე ხელი დაჰკრა და ჩემკენ წამოვიდა.
მანქანაში ორივე ჩუმად ვისხედით. ბოლო მოთმინების ფიალა აევსო , მანქანა სავალი ნაწილიდან გადააყენა და გამომხედა.. ვიცოდი ახლა კითხვების მთელი არსენალი წამოიდოდა ჩემკენ.
- არ მეტყვი რა უნდოდა? –
- არაფერი არ უნდოდა დანიელ, დამშვიდდი.
- მართა ვგრძნობ რომ რაღაცას მიმალავ. რა უნდოდა -თქო, რაიმე გითხრა, რაიმე გაკადრა? გეკითხები და მიპასუხე..
- არაფერი არ უნდოდა, უბრალოდ ვლაპარაკობდით და სულ ესაა.
- ლაპარაკობდით და სულ ესაა არა?!- ძალიან კარგი, ძალიან მაგარი ლაპარაკი გცოდიათ თქვნ !- გაბრაზებულმა მითხრა და მანქანა სახლთან გამიჩერა.. - გადადი ..
- აქ რატომ მომიყვანე?
- აბა სად უნდა მომეყვანე? ადი სახლში და იფიქრე შენს ქცევაზე..
- შენ? - აცრემლებულმა ვუთხარი და მისკენ საკოცნელად გავიწიე..
- ამაღამ მარტო ვიქნები !- ხვალ ვილაპარაკოთ - დამაჯერებლად მითხრა და ყელში ბურთივით გაჩხერილ ცრემლებს გასაქანი არ მივეცი..
ფრთხილად ავუყევი კიბეებს და სახლში შესული პირდაპირ სააბაზანოში შევვარდი. ერთიანად გავიძრე ტანიდან ტანსაცმელი და სახე ცხელ წყალს შევუშირე. მისი კოცნის კვლის ჩამოშორებას გიჟივით ვცდილობდი.. მისი ხელების შეხების წარმოდგენაზეც კი გულის რევის შეგრძნება მიჩნდებოდა.. ხალათით შევძვერი ლოგინში და დანიელზე განაწყენებულმა ტელეფონი ქსელიდან გავთიშე.

**
თავი უსკდებოდა დანიელს. ერთი სული ჰქონდა დაწოლილიყო და ცოტა მაინც დაეძინა...წუხანდელმა ღამემ ისე ჩაიარა სმაში ვერც დანიელმა და ვერც სანდრომ ვერ შენიშნეს. დილით მაინც ადრე წავიდა სამსახურში და ახლა შედეგად სრულიად გამოფიტული იჯდა..
- რა ამბავია, რა სახე გაქვს?- ომახიანად დაიძახა ლევანმა და ძმაკაცს ხელი დაჰკრა მხარზე.
- აუ ლევან, ნელა რაა !- ძაღლივით შეუღრინა და გაოგნებულ ძმაკაცს ახედა.
- რა გჭირს ტო?
- მაგრად ცუდად ვარ. ყველაფერი მტკივა. გუშინ მე და სანდრო აივანზე ვსვამდით გათენებამდე. მგონი შედეგ გამოიღო, ძვლებიც კი მტკივა ლევან.
- გაცივდი ? მოიცა ვნახო - კარგად გამოცდილი ექიმივით მიადო ხელი შუბლზე და ტელეფონის ღილაკს დააჭირა თითი. - ვინმე გაუშვი აფთიაქში სიცხის საზომი და რაიმე წამალი იყიდონ ლელაა ..
- რა სიცხის საზომი ლევან.
- სიცხე გაქვს დანო, იწვი. აქ როგორ ზიხარ ასე..
- არ ვარ ხასიათზე და სახლში არ მინდოდა ..
- ვიცი საბას გამო იჩხუბეთ..
- შენ რა იცი?- დაეჭვებულმა ახედა და სიცხლისგან დაცვარულ შუბლზე გადაისვა ხელი..
- წუხელ მოგვადგა, შუაღამეს, გალეშილი მთვრალი იყო. რაც გავარკვიე მხოლოდ ისაა რომ მართასთან იყო, ვერ მივხვდი ძმაო, გაორებული ლაპარაკობდა. ზედმეტი მომივიდაო, ვაწყენინე და განვიცდიო, კოცნაც ახსენა, ჩხუბიც. - ვერაფერი გავარკვიე კარგად დანიელ. მოვედი ვიფიქრე შენ მეტყოდი რამეს, გამოდის რომ იმ სირმა მოიტყუა რაღაცეები .
- მასე გგონია? რომ იმ სირმა მოიტყუა? მე კიდევ მგონია რომ მართამ დამიმალა.
- ახლა არ გადაირიო რა - ფეხზე წამომდგარ დანიელს ხელი მაგრად მოუჭირა მკლავში და დივნისკენ წაყვანას შეეცადა, მაგრამ მაშინვე აუქნია ხელი დანიელმა და გიჟივით გავარდა ოთახიდან..
სავარძელში ვიჯექი და ნუცას ვუსმენდი, ნერვიულად ვაკაკუნებდი საწერ კალამს ფურცელზე და თავში არაფერი შემდიოდა... ახლა ყველაზე მეტად მისი ჩახუტება და კოცნა მჭირდებოდა მაგრამ ზუსტად ვიცოდი , ჩემზე გაბრაზებული ამას არ გააკეთებდა..
- ვერ გავიგე , ერთ დღიანი სიცხეები როდიდან გაქვს შენ? - მისდღემში კვირობით კვდები ხოლმე , დატანჯულმა ვუთხარი და გავხედე..
- შენ დილიდან ვერ ხარ ხოდზე, გუშინ რა უნდოდა საბას?
- არაფერი.
- მე ვერ მომატყუებ, რა უნდოდა-თქო იმ დარეხვილ კაცს,
- ძალიან გთხოვ, ისედაც ცუდად ვარ და შენ კიდევ ამ საბაზე ლაპარაკით ნუ გამიხურე რაა. მოვიდა საყვარლობა შემომთავაზა,როცა დანიელი მოგბეზრდება ჩემთან გაერთე ხოლმე, მერე ძალით მაკოცა . მოისვენე? - გაღიზიანებულმა ვუთხარი და უწესრიგოდ მიყრილი ფურცლები გვერდზე გადავალაგე..
- შანსი არააა....-
სიტყვის დაბოლოვება ვერ მოასწრო ნუცამ რომ ტორნადოსავით შემოვარდა დანიელი კაბინეტში და მთელი ძალით მიაჯახუნა კარები. მაშინვე ფერი დავკარგე, მივხვდი რომ სიმართე უკვე იცოდა . ჩემკენ წამოვიდა, და სავარძლიდან კი არ წამომაყენა წამომაგდო..
- ეხლა მითხარი რომ იმ ახვარს არ უკოცნია - გაბზარებულმა მითხრა და მთელი ძალით შემანჯღრია..- გუშინ ხო გკითხე მართა. გუშინ რამდენჯერ გკითხე გზაში და რა მიპასუხე?!- ვლაპარაკობდითო.. - ახლა მიპასუხე მალე.
- დანიელ აგიხსნი ..
- რას ამიხსნი? ჩემს ქალს რომ სხვა კაცი კოცნის თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ამას ამიხსნი? როგორ უნდა ამიხსნა, იმ ყლ*ს დაცვას აპირებ?- ერთანად გამიშვა ხელები და ერთი ნაბიჯით მომშორდა..
- არავის დაცვას არ ვაპირებ, დამშვიდდი. საბა რომ დალაგებული არაა, ამისი ახსნა დავიწყო?
- არ უნდა დაიწყო? და გგონია რომ ასახსნელი არაა?! - მე მაგას სიგიჟის ვერაფერი შევატყვე ისე.
- აზვიადებ! ყოველ პრობლემაზე შენთან არ გამოვიქცევი.. - და ეს ეჭვიანობაც უაზრობაა დანიელ. არ მენდობი! აქ თუ ვინმეს აქვს საეჭვიანო ეს მე ვარ !- სრულიად გაუაზრებლად ვუთხარი და ზურგი ვაქციე.
- რა შუაშია აქ ნდობა? სად ვახსენე რომ არ გენდობი? აქ საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი ნდობაზე და შენ რა გაქვს საეჭვიანო? ინერციით წამოვიდა ჩემკენ და ინსტიქტურად ჩავჯექი უკან სავარძელში. ხელები სავარძლის მოაჯირებზე დააწყო და თვალებში ჩამხედა. - როდისმე გიღალატე? სხვაზე გაგცვალე? სხვა ქალს ვაკოცე მას მერე რაც შენ ჩემთან ხარ? მიპასუხე, რა გაქვს საეჭვიანო?
- კარგად იცი რაც უფრო სწორად ვინც- უან დახევას არ ვაპირებდი, ეს ყველაზე ნაკლებად იჯდა ჩემს ხასიათში. - იცი ვისზეც ვლაპარაკობთ ..
- ისევ ტატაზე ამბობ და იმ სურათებზე? - შენ გინდა რომ საბოლოოდ გამაგიჟო? რატომ გადაეკდე ამ გოგოს?
- იმიტომ რომ უყვარხარ ! - გაბრაზებულმა ვუყვირე და ფეხზე წამოდგომას შევეცადე რომ უფლება არ მომცა. - ასე რომ ეხუტები და სურათებს იღებ რა გგონია?
- როგორ მაგლეჯავ ნერვებს, ამ უაზრო გამოხტომით . იცი ახლა ვის გავხარ? პატარა უსუსურ ბავშვს, რომელმაც არ იცის თავი რით იმართოს და სხვაზე გადადის. ზუსტად ესე ხარ. აქ შენ გკოცნიდა ის ახვარი გაგახსენებ, და შენ მე ეს დამიმალე. მე შენთვის არასოდეს არაფერი არ დამიმალავს, შენ კიდევ ყოველ ჯერზე, მიმალავ რაღაცას. - როდის უნდა გაითავისო რომ მარტო არ ხარ, მეც ვარ შენც ცხოვრებაში.
- პატარა არ ვარ და თავის დაცვა შემიძლია. საჭიროდ რომ ჩამეთვალა გეტყოდი დანიელ .
- „პატარა არ ხარ და თავის დაცვაც შეგიძლია“. გამოდის მე ზედმეტი ვარ. სრულიად ზედმეტი, იმიტომ რომ ყოველი პრობლემის წინაშე მარტო დგომა გირჩევნია, მაპატიე მაგრამ მე სიყვარული და ურთიერთობა სხვანაირად მესმის, ახლა ყველაფერი გასაგებია, ეს ჩემთვის ურთიერობა არაა, ცალმხირი ურთიერობაა ეს, მე შენთან გულახდილი ვარ, შენ ჩემთან თამაშობ.მოდი როცა ორივე მე და შენ ერთ ტალღაზე ვიქებით და ერთი გაგება გვექნება მერე ვილაპარაკოთ. - მშვიდად ჩაილაპარაკა და წელში გასწორდა.
- ცუად ხარ? დანიელ - შეშინებულმა ვუთხარი მისკენ გავიწიე რომ ხელი ამიქნია და ნელი ნაბიჯით წავიდა კარისკენ . დავინახე როგორ მიაჭირა ხელი კედელს, რომ საკუთაი სხეული დაესვენებინა, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა უკან და წონასწორობა დაკარგული მოწყვეტით დაეცა იატაკზე.
დივანზე ვიჯექი და თავი ჩემს კალთაში ედო. მძიმედ მაგრამ მშვიდად სუნთქავდა .. თვალების გახელას არ ლამობდა.. შეშინებული ვუყურებდი ექიმს, რომელიც ცდილობდა სწრაფად დაედგა წვეთოვანი მისთვის.. ლევანს გავხედე , ვგრძნობდი რომ მზერას მაშორებდა, ზუსტად იცოდა ისეთივე დამნაშავე იყო, როგორც მე.. ნერვიულად იმტვრევდა თითებს და მალიმალ ტელეფონზე ვიღაცას სწერდა..
- ბატონო დანიელ, იწექით, წვეთოვანი გიდგათ - ექიმის ხმაზე დავხედე მის გადაფითრებულ სახეს და ნელა გადავუსვი შუბლზე ხელი. - თავს როგორ გრძნობთ?
- მთელი სხეული მტკივა - ძლივს წარმოთქვა და ექიმს გახედა..
- როგორ შეგიძლიათ ამხელა სიცხით იაროთ და მითუმეტეს მანქანა მართოთ. ახლა წამალი მოქმედებას დაიწყებს და სიცხეც დაგიწევთ - ღიმილით უთხრა დანიელს და მის მაჯაზე ორი თითი მოათავსა.
- კარგით, რომ წამოვჯდე?
- არა, უნდა იწვეთ. ცოტა ხნით მაინც. სუსტად ხართ ამაღამ მარტო არ იყოთ, თქვენმა მეგობარმა გვითხრა რომ გაცივდით. რომ არ გაგირთულდეთ წამალს დაგიწერთ, კარგს იზამთ თუ სახლში წახვალთ დაისვენებთ , თქვენი მეუღლე იზრუნებს თქვენზე, უფრო კარგი იქნება ორი -სამი დღე თუ დაისვენებთ ..
- კარგი - უღიმღამოდ ჩაილაპარაკა და ლევანს ხელით ანიშნა ტელეფონი მომეციო..
საათზე მეტი დავყავით ასე. ჩემს კალთაში ედო თავი და სიცხისგან დასუსტებულს მშვიდად ეძინა. ნელა ვეფერებოდი თმაზე და ოდნავ დაცვარულ შუბლზე ვუსვავდი ხელებს..
წვეთ-წვეთობით მირბოდა წამალი დანიელის ვენებში და მასაც სახეზე ადამიანისფერი უბრუნდებოდა..
- როგორ ხარ ძმაო?- თვალი გაახილა თუ არა მაშინვე მისკენ წავიდა ლევანი და დაცლილ წვეთოვანს შეხედა.. - რადგან გაიღვიძე, ნელა-ნელა წამოდექი და სახლში წავიდეთ . - ამაღამ შენთან ვიქნები.
- არაა საჭირო.
- მე მივხედავ- სრულიად დამაჯერებლად ვუთხარი ლევანს და დანიელის აჭრილ სახეს გადავეყარე.
- შენ მითუმეტეს ვერ მომხედავ, პატარა ბავშვი არ ვარ , რომ ვინმემ მომხედოს - განაწყენებულმა გამიმეორა ჩემივე სიტყვები და დივანზე წამოჯდა..
- დანიელ..
- ლევან არა -თქო. მირჩევნია სამსახურში წახვიდე, ხო იცი საღამოს თათბირია, ჩემს ნაცვლად ჩაატარეე..
- კარგი ძმაო, გაგიყვან - ხელი შემოხვია დანიელს და კაბინეტიდან ნელა გაიყვანა..
გაოცებული და გულმოკლული ვიჯექი კერ კიდევ იგივე ადგილას, დივნის კუთხეში და ხმას ვერ ვიღებდი. ბოლოს ერთიანად იფეთქა ჩემში ტკივილმა და პატარა ბავშვივით დავიწყე ბღავილი..
ემოციებმა ერთიანად დამცა, ვიცოდი რომ დამნაშავე ვიყავი. ყოველ ჯერზე ცდილობდა დანიელი ჩემს დახმარებას და ყოველ ჯერზე გულს ვტკენდი...
ჩემში იმდენად იყო ფესვებგადგმული ეს მარტოობა, იმდენად მარტო ვაკეთებდი ყოველთვის ყველაფერს, მიჭირდა იმის გააზრება რომ ამენი წლის მერე არსებობდა ადამიანი რომელიც ჩემზე ზრუნავდა..
ხანდახან ვერც კი ვიჯერებდი რომ ჩემს ნაცვლად შეეძლო დანიელს ყველა პრობლემის გადაჭრა, რომ შეიძლებოდა ის ყოფილიყო ჩემი დასაყრდენი ძალა.
ლოყებზე ობლად დადენილი ცრემლები მოვიწმინდე, საკიდიდან პალტო ჩამოვხსენი და კაბინეტიდან სირბილით გავედი..

თვალები მოიფშვნიტა და საწოლში წამოჯდა.. თავი საშინლად სტკიოდა. სიცხის გასაგებად ხელის გული მიიდო შუბლზე და მხრები აიჩეჩა.
სწრაფად გადაიცვა სპორტულები და სამზარეულოსაკენ წავიდა. რამოდენიმე წამს გახევებული იდგა სამზარეულოს კართან და ვერ ხვდებოდა რეალურად ხედავდა თუ უბრალოს სიცხე აიძულებდა რაღაცეები დაენახა.
სამზარეულოში პატარა დიასახლისი ფუსფუსებდა. აშკარა იყო ჩქარობდა ყველაფრის მოსწრებას, მალი-მალ საათს უყურებდა და გაზქურაზე დადგმულ წვნიანს ფრთხილად ამატებდა ბოსტნეულს...
- აქ რას აკეთებ? - გაოცებულმა და ჯერ კიდევ გაბრაზებულმა იკითხა დანიელმა და მაცივრის კარებს მიეყუდა..
- ავად ხო არა ხარ, გული გამისკდა - შეშინებულმა ვუთხარი და დამწვარ ხელზე დავიხედე..
- რა დაგემართა ? - უმალ წამოვიდა ჩემკენ და ხელზე დამხედა. - როგორ მოახერხე ასე დაწვა გოგო?
- ზეთი გადამესხა.. - აცრემლებული თვალებით ავხედე და სატირლად მოვემზადე..
- მოდი აქ მოდი. -კარადის ზედა თაროდან მალამო გადმოიღო და მუხლებზე დამისვა. - ასეთი პატარა როდემდე უნდა იყო? - არა დამავიწყდა , შენ ხომ პატარა არა ხარ, დიდი გოგო ხარ და თავად აგვარებ ყველაფერს..
- დანიელ საკმარისია !- გაბრაზება ვერ დავმალე და ფეხზე წამოსადგომად მოვემზადე რომ დამიჭირა..
- სწორედ რომ საკმარისია რა !- საკმარისია მართა მეც ამას ვამბობ!- მაზის წასმა დაამთავრა თუ არა ფეხზე წამომაყენა და საძინებლისკენ წავიდა ფრუტუნით.
- ვიცი რომ დავაშავე, მაგრამ ახლა ასე უნდა გამექცე?- მკლავში მოვკიდე და ჩემკენ შემოტრიალებას ვეცადე რომ ხელი ამიქნია და საწოლზე წამოწვა.. - გასაგებია რომ გაწყენინე, გული გატკინე, მაგრამ მოვედი იმიტომ რომ მიყვარხარ და მინდა შენზე ვიზრუნოო.
- მერე მე გთხოვე მოსვლა? დაგავიწყდა რომ ჩვენ საკმარისად დიდები ვართ და ერთმანეთზე ზრუნვა საჭირო არაა? !- გაავებულმა შემომხედა და ზურგი მაქცია.
- დანიელ ნუ ბავშობ - საწოლს შემოვუარე და მის წინ მუხლებზე დავდექი.. - მეშინია რომ რაიმე შეიძლება დაგემართოს, შენ ერთადერთი ხარ, ვინც გამაჩნია დანიელ.
- ეგ რა შუაშია, ახლა უარესად მაგიჟებ? შენ აპირებ ჩემს დაცვას? მე ვარ ვალდებული რომ დაგიცვა და არა შენ ! - მადლობა თქვას რომ ფეხზე ვერ ვდგავარ თორემ სახეს გავულამაზებდი მაგ ახვარს მაგას.
- მაგასაც ეგ უნდა, ვერ ხვდები? მაქსიმალურად გიწვევს რომ შენი სახელი შელახოს..
- რაღაცა უაზროდ იმართლებ თავს თუ მეჩვენება? და ჩემი სახელი მაშინ არ შეილახება თუ შენ სხვა კაცი დაგიწყებს ხელების ფათურს გოგო? - გამწარებულმა მიღრიალა და საწოლზე წამოჯდა.. - რაღაცა ცუდად ვარ - ძლივს ამოიფრუტუნა და საფეთქელზე მოიჭირა ხელები.. სახეზე წითელი და თეთრი ფერები ერთმანეთს ადგილს უთმობდნენ.. აშკარა იყო მის ორგანიზმში სიცხე მატულობდა, ერთიანად კანკალებდა და ვერაფრით ვახერხებდი სიცხის დასტაბილურებას. დამფრთხალმა დავრეკე ბიჭებთან და სასწრაფოში..
გვერდით ვეწექი და ჯერ კიდევ დაფრთხალი დავყურებდი დანიელს.. რამოდენიმე საათის წინანდელი მისი ცუდად გახდომა ისევ თვალწინ მედგა და პატარა ბავშვივით მეტირებოდა.. თავს ვიდანაშაულებდი რომ ჩემმა საქციელმა გააუარესა მისი მდგომარეობა...
ახლა მშვიდად ეძინა თავი მის მკერდზე მედო და წამით არ მინდოდა მისგან წასვლა..
მოულოდნელად შეკრთა და ნელა გაახილა თვალები.. ფრთხილად წამოვიწიე და ზემოდან დავხედე..
- როგორ ხარ?- რაც შემეძლო მშვიდად ვკითხე და თვალებზე ვაკოცე..
- უკეთ - ძლივს მითხრა და გამიღიმა..- ყელი მტკივა ძალიან, მგონი ვერც კი ვლაპარაკობ..
- ახლა რომ არ მიყვარდე გეტყოდი ღირსი ხარ-თქო, არადა მიყვარხარ და ვერ გიმეტებ დანიელ, ასეთ სიცივეში, ქარში და წვიმაში ვერანდაზე დალევა შეიძლებოდა??
- აუ არ დაიწყო რააა. ისედაც ცუდად ვარ, პლიუს ამას გაბრაზებული ვარ და ტვინი არ გაბურღო...
- არ გავბურღავ დამშვიდდი, რადგან გაიღვიძე, წავალ წვნიანს მოგიტან , მერე წამლები უნდა დალიო.
- ვერ ვიტან ამ წვნიანებს მართა, შენ ბავშვი გგონივარ და ერთობი რაა, თუ ჩემზე გადიხარ პრაქტიკას.
- არ ვერთობი, უნდა ჭამო. ხილის კომპოტიც გაგიკეთე და იმასაც დალევ.
- რა შევცოდე რაააა- ერთიანად დაიფრუტუნა და საწოლზე წამოჯდა.
წვნიანთნ მარტო დავტოვე და სამზარეულოში გავედი.. იქიდან დაბრუნებს ჩემი თავი გამახსენდა.. ისეთი სახით ჭამდა წვნიანს, გული მომიკვდა.. მისკენ წავედი და ლანგარი მუხლებიდან ავაცალე, გაოცებულმა გამომაყოლა მზერა და ხელები გადაატრიალა..
- აშკარაა არ მოგწონს და წვნიანის მორჩენის იმედზე ხო არ ვიქნებით? საკმარისი ჭამე, ახლა წამალი დალიე და მერე რაიმე სხვას გაჭმევ.
- რაიმეში რა იგულისხმება, ამჯერზე ბოზბაში??
- რა ბოზბაში? ეგ არც კი ვიცი როგორ კეთდება. გპირდები გემრიელ რაიმეს გაჭმევ რაც შენ გინდა..
- კარგი, ეს ისეთი ზიზღით ვჭამე მგონი ერთი კვირა არ მომშივდება...
- ზიზღით რატომ ჭამე, უგემურია?- შეშფოთებულმა ვუთხარი და წვნიანით სავსე კოვზი გავილოკე.
- რა საზიზღრობაა, ღმერთო ფუუ - ეს როგორ ჭამე?
- შენ გულით მომიმზადე და ვჭამე, არც ისეთი ცუდია, უბრალოდ უმარილოა და ზომაზე მეტად მწარეა.
- საშინელება ქვია ამას დანიელ ,ფუუ - ეს არ ჭამო, ახლა არ მოიწამლო- სიცილით ვუთხარი და ზედ ავაღოღდი..
- არ გაიზრდები შენ ხო?
- ნწუ, თავი გავაქნიე , ხელები წელზე შემოვხვიე, საყვარელ პოზაზე დავწექი და გავიტრუნე.. - ზღაპარს მომიყვები? - პატარა ბავშვივით ვიკითხე და ავხედე. როცა პატარა ვიყავი, ყოველ ღამით ვოცნებობდი რომ ვინმეს ზღაპარი მოეყოლა იცი? ბაბეს არასოდეს ეცალა, იმიტომ რომ გვიან მოდიოდა და მერე სახლის საქმეებს აკეთებდა. მომიყევი ზღაპარი რა - აცრემლებულმა ვუთხარი და გავიტრუნე..
- იყო და არა იყო რა. - მგონი ასე იწყება ზღაპრები როგორც წესი. ერთ უდაბურ ტყეში ყველაზე მაღალი და შეუვალი მთის წვერზე ცხოვრობდა არწივი.. იმდენად მარტოსული იყო, იმდენად ყველასაგან განზე მდგომი არავის უყვარდა მასთან ურთიერთობა, ყველა გაურბოდა მის სამართლიანობას. იცი როგორი იყო? ერთიანად იყო კეთილიც და ბოროტიც. ხანდხან შეეძლო ყველა ფრინველი გადაეთელა, ხანდახან კი მათ გამო ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა არწივი არავის უშვებდა ახლოს. ერთ დღეს, არწივმა ტყეს გადაუფრინა, ხეების ფოთოლთა შრიალში გაეხვია. სევდამ დაიპყრო არწივის გული, რომ მარტო დადიოდა, რომ მარტო არსებობდა.. ვერავინ ახერხებდა მისთვის ცხოვრების გალამაზებას. ტბის პირას დაეშვა, დიდებული ფრთები დაკეცა და საკუთარ ანარეკლს დააშტერდა.. ყველაფერი ჰქონდა უზადო მხრები, ყველაზე ძლიერი ფრთები, საომრად მუდამ მზად მყოფი ნისკარტი და ბრჭყალები, მაგრამ გული ცარიელი ჰქონდა.. ამ დროს მეორე ლანდს მოჰკრა თვალი. ერთიანად დაფრთხა არწივი, გვერდით პატარა თეთრი მტრედი დაინახა რომელიც ნაზად უმზერდა ფრინველთა მეფეს. მიხვდა არწივი რომ პირველად იყო დაჭრილი უიარაღოდ. არწივს ერთი ნახვით შეუყვარდა მტრედი, მტრედს კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მას მერე არწივი ყოველ დღე მიდიოდა ტბის პირას მტრედთან ერთად. ეს იყო მისი ერთფეროვანი ცხოვრების ყველაზე ლამაზი გრძნობა..
- ხო მაგრამ არწივი ხომ მტრედს მოკლავს დანიელ?- წყენა გამერია ხმაში ..
- სულელ არწივს მტრედი უგონოდ შეუყვარდა. ამიტომ არ მოკლა. პირიქით მასთან ერთად გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება..
- და პატარა ბარტყებიც ეყოლათ?
- ეყოლაც, ბევრი პატარა ბარტყი. ისე როგორც ჩვენ გვეყოლება .
- არწივი და მტრედიც ჩვენ ვართ არა?! - სიცილით ვკიტხე და მხარზე ვაკოცე. ბავშვის დაკარგვა ვერ მაპატიე არა? - საწოლზე წამოვჯექი და ცრემლები ლოყაზე ჩამომიგორდა..
- რა სისულელეა მართა. ეგ საიდან მოიტანე.
- გული გწყდება რომ შვილი არ გვყავს..
- გული მწყდება ერთია და არ გაპატიე მეორე. გვეყოლება სულელო.. იცი რა ვიფიქრე, ჩვენი ფიქრმის კორპორატიულზე ნიშნობა გვექნება.
- არაა, შანსი არააა- წარმოუდგენელია , თანახმა არ ვარ !- შეშინებულმა ვუთხარი და ზედ მივეკარი.. - მამაშენი ცოცხლად დამმარხავს იქვე დანიელ ხო არ გადაირიე...
- მორჩი!- ხელს ვერავინ დაგაკარებს. პირიქით ყველა გაიგებს რომ ჩვენი სიყვარული ყველაფერს აიტანს და გადაიტანს, არ ვარ ვალდებული მამაჩემს ვკითხო ამის შესახებ.
- ხო მაგრამ დანიელ.
- მართა , არავითარი ხო მაგრამ . ახლა კიდე ნერვები უნდა ამიშალო? ვთქვი და ასე იქნება. მორჩა! - ეს საკითხი არ განიხილება. მინდა რომ ჩემი ცოლი გერქვას..ამაში რა არის საპრობლემო?
- არაფერიი - რაც შემეძლო ჩუმად ვუთხარი და გავუღიმე. რამოდენიმე წამს ვიყავით ასე, ვგრძნობდი მის სითბოს და სრულიად საკმარისი იყო ჩემი ხასიათის გამოსასწორებლად. ჩვენი იდილია კარზე ზარის ხმამ დაარღვია.. - სულ დამავიწყდა, რომ გეძინა დედაშენმა დარეკა გვიან მოვალო, ალბათ მოვიდა. ღმერთო ჩემო, მე კიდევ აქ ვარ.
- აბა სად უნდა იყო?? მართა ნუ მაგიჟებ რა !- წადი კარები გახსენი და გამოვალ მეც - ნაწყენმა მითხრა და საწოლიდან ნელა წამოდგა
**
პლედში გახვეული ვიჯექი აივანზე და წითელ ღვინოს ნელა-ნელა ვსვამდი... ყოველთვის მიყვარდა ადამიანის სულში ძრომიალი, მათი ამოხსნა, მათი გაშლა, უბრალოდ მათი განცდების შეგრძნება.. მიყვარდა და ამისთის ხშირად მსაყვედურობდა ხოლმე ბებო.. როდესაც მისი მეგობრები მოდიოდნენ, მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი და ოტახიდან გასვლას არ მთხოვდნენ, მე კი ხალიჩაზე ვჯდებოდი და მათი სახის გამომეტყველებას ვიმახსოვრებდი..
ახლაც მახსოვს ერთი ძალიან მეგობარი ჰყავდა ბებიაჩემს. ნატალიაა, ისეთი მოხდენილი და ლამაზი იყო, სულ ვეუბნებოდი როცა გავიზრდები შენნაირი მინდა რომ გამოვიდე-თქო.. იჯდა და მუდამ მამაკაცებზე საუბრობდა...მიუხედავად იმისა რომ ნატალია ყველას უყვარდა, ნატალიას ერთი უბრალო მამაკაცი უყვარდა გონის დაკარგვამდე.. ბოლოს ჩვენთან რომ ვნახე პირველ კურსზე ვიყავი... გვერდით დამისვა და ყველაფერი მომიყვა.. მიყვებოდა როგორ უყვარდა ეს მამაკაცი, როგორი ბედნიერი იყო მასთან, რომ ქვეყანაზე არსებული არც ერთი მილიონერი არ უნდოდა, ოღონდ ის ყოფილიყო მისი..
მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი, ვერ ვიაზრებდი ჯერ კიდევ ასე კარგად.. პირველ კურსზეც კი საკმაოდ ბავშური ვიყავი და დიდად არ ვცდილობდი ვინმესთვის თავის მოწონებას...
ახლა როცა დანიელისგან შორს ვიყავი, ახლა ზუსტად ვიცოდი რას გრძნობდა მაშინ სიგიჟემდე შეყვარბული ნატალია...
თვალები დავხუჭე და ჩემივე ფიქრებზე გამეღიმა..
დანიელის გვერდით სულ სხვა ადამიანი ვხდებოდი... სხვანაირად ვფერადდებოდი, შიგნიდან ვიწყებდი გასხივებას.. მისი სითბო და ალერსი ვიღაც ამოუცნობ ქალს აღვიძებდა ჩემში.
ხანდახან ვფიქრობდი, ნუთუ ასეთი ვიყავი შინაგანად და დანიელმა უბრალოდ ჩემში ეს ქალი გამოაღვიძა?!- მაგრამ მერე ვფიქრობდი და მეცინებოდა რომ ეს ყველაფერი მანამდე არასოდეს მომხდარა.. არასოდეს არც ერთი კაცის მიმართ ასეთი ვნება არ მქონია როგორსაც მის მიმართ ვგრძნობდი..
ფიქრებიდან კარზე ზარის ხმამ გამომიყვანა.. პლედი სკამზე გადავფინე და კარის გასარებად წავედი... ჩემს წინ შავებში ჩაცმული დანიელი იდგა, ხელში ცისფერი ჰორტენზიების ბუკეტი ეჭირა და რაღაც საოცრად მიმზერდა.. ერთიანად გამახურა ტანში.. სახლში უხმოდ შემოვიდა და კარები ნელა მიკეტა ზურგს უკან. სწრაფად შემომხვია ხელი წელზე და ისეთი ძალით ამიკრა ზედ, საკუთარი სხეულის ტკივილზე საოცარი ხმა დამცდა ბაგეებიდან. ცხელი ტუჩები ნელა შემახო შუბლზე და მერე ქურდივით მოიპარა თმების სურნელი..
ნელი სვლით წავიდა სამზარეულოსაკენ და ყვავილები მაგიდაზე დადო.. თვალებში ცეცხლი უზიგზიგებდა, გაოცებულმა გავხედე და თვალები მოვჭუტე..
- ტუჩებზე რა გჭირს? - ამღვრეულმა მკითხა და ცერა თითი ნაზად გადამისვა.. თვალები დავხუჭე და ბაგეები ერთმანეთს დავაშორე..
- ხო იცი რომ ვიჭამ ხოლმე...
ძლივს მოვახერხე ამოფრუტუნება და სამზარეულოს მაგიდას ინსტიქტურად მივეყუდე.. წონასწორობის შესანარჩუნებლად მთელი ძალით ჩავაფრინდი კიდეებს . მისი ცხელი და ოდნავ ალკოჰოლით გაჟღენთილი სუნთქვა ყელზე დამაფრქვია და სველი ტუჩები შემახო. ერთიანად დამიარა ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა და ჩემდა გასაკვირად ბაგეებს თავად დასცდათ კვნესა..
მისი თავხედი ხელები ჩემს სხეულზე ბატონობას განაგრძობდა.. მხრებიდან სწრაფად გადამიწია ხალათი და პერანგის ამარა დამტოვა.. სიცივისა და მოულოდნელობისაგან ერთიანად დამაყარა ტანზე ასობით ბუსუსმა და ჩვეული მანერით დავიქციე ტუჩის კუთხე კბილებს შორის.
- რა გავაკეთო რომ უშენოდ ვერ ვძლებ - ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და ენის წვერი ხარბად გადამისვა.. - საშინლად მინდიხარ - გაბრუებული მეუბნებოდა და ჩემს გაგიჟებას განაგრძობდა..
- დანიელ- ძლივს მოვახერხე სიტყვის თქმა და პალტო მხრებიდან გადავაძრე.. - ხო იცი, როგორ მიყვარს როცა შავები გაცვიააა.. - ცუდად მეთამაშები რაღაცა - ემოცია მოძალებულმა ვუთხარი და გავუღიმე..
- ხოო?- ირონიულად მკითხა და შიშველ მხარზე მაკოცა ხარბად.. - თამაში თუ გინდა, ვითამაშოთ, მე წინააღმდეგი არ ვარ..
- აქ იმიტომ მოხვედი ამდენი დღის მერე რომ მეთამაშო??
- ზუსტად !- რაღაცას მაინც მიხვდი სწორად ჯიბრზე მითხრა და მაგიდაზე ერთი ხელის მოსმით შემომსვა..
თლილი თითები უხეშად დამისვა ხერხემალზე და თავისკენ მომქაჩა.. მოულოდნელად დაიმკვიდრა ადგილი ჩემს ფეხებს შორის და ხარბად და ქვედა ტუჩზე კბილები მაგრად დამაჭირა... ვნებას აყოლილს ერთიანად გამაჟრიალა ტანში და დანიელის შავ პერანგის ღილებს სწრაფად დავუწყე გახსნა.. ერთიანად განთავისუფლდა ზედმეტი ტანსაცმლისაგან და აქამდე ურჩად შემოტმასნილი პერანგი იატაკზე მოისროლა... ძლიერი ხელი დამაჭირა მკერდზე და მაგიდაზე ფრთხილად გადავწექი.. ვგრძნობდი მისი ტუჩების მოძრაობას როგორ ენაცვლებოდა თითები.. როგორ მისველებდა სხეულს მისი ცხელი სუნთქვა და როგორ მედებოდა ალი მთელს სხეულზე. რაღაც საოცარი დენი დარბოდა ვენების გავლით და სიამოვნების მწვერვალზე ავყავდი..
სწრაფად ამიყვანა ხელში და პატარა ბავშვივით შემოვადე ფეხები წელზე..სწრაფი ნაბიჯით შევიდა საძინებელში და ნელა გადამაწვინა საწოლზე..
გულამოვარდნილი ვსუნთქავდი და მისი სხეულის მოძრაობას ჩემსას ვუთავსებდი .. ვგრძნობდი მის სათითაო მოქმედებას , მისი ყოველი მოძრაობა უფრო და უფრო მეტს მანდომებდა.. წინ წამოწეულ ლავიწის ძვალზე გადამისვა ენა და კოცნისგანად გაუსაძლისის ტკივილით დამიტოვა წითელი კვალი ყელზე...
არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენი ქიმია, მაგრამ ეს რაღაც სხვა ქიმია იყო. ყოველი ჩვენი ურთიერთბა, ყოველი ჩვენი ახალი სიახლოვე რაღაც ახალს ბადებდა ჩემში.
ზურგზე გადაწვა და მკერდზე მიმიკრა... გავარვარებული ხელის გული დავადე და მხარზე ვაკოცე.. გამეფებულ სიმყუდროვეში ჩვენი გულის ძგერა ერთმანეთს ერწყმოდა..
- მიყვარხარ - გადაჭრით ვუთხარი და წამოვიწიე..
- მეც ძალიან მიყვარხარ - ღიმილით მითხრა და ხელის გულზე მაკოცა..
- დანიელ - რაც შემეძლო მშვიდად დავუძახე და საწოლზე წამოვჯექი..- ჩემი მიტოვება არასოდეს გიფიქრია?
- რა კითხვაა მართაა. არასოდეს მიფიქირა..
- მაშინ რომ გითხრა რომ თქვენს კორპორატიულზე არ მინდა ჩვენი ერთად ყოფნის გასაჯაროვება დამშორდები? - იმდენად ბავშურად ვკითხე გულიანად გაიცინა, საწოლის თავს მიეყუდა და მკერდზე მიმიკრა..
- რატომ არ გინდა რომ ჩვენი სიყვარულის ამბავი სხვებმაც იცოდნენ , რა არის აქ ცუდი , ან დასამალი რა არის. ჩემს სიყვარულს საზღვრები და წესები არ აქვს მართა. თუ ჩარჩოში მოვექცევი ასე ბედნიერიი ვერ ვიქნები.. არ შემიძლია წინასწარ იმაზე ფიქრი რა გავაკეთო ან რა არ გავაკეთო. შენ ჩემი ქალი ხარ, ჩემი მომავალი შვილების დედა, რატომ უნდა დავმალოთ?
- იმიტომ რომ მეშინია დანიელ. ასე მგონია ერთად არ გაგვახარებენ, მამაშენი და დედაჩემი...
- რა საოცარი კოალიციაა არა? - სიცილით მითხრა და უფრო მაგრად მიმიკრა ზედ. დამშვიდდი მაგ ორის კოალიცია არ არსებულია, ვერაფერს შეძლებენ ...
- ვითომ?
- ვითომ არა, მართლა.. ამ სისულელებზე ფიქრით თავს ნუ იტანჯავ, ახლა წადი და ყავა მომიტანე, შენი ტუჩებივით ტკბილი - ხარბად მაკოცა ტუჩებზე და თვალი ჩამიკრა.
შვიდი ხდებოდა მზადება რომ დავასრულე. ჩემს წინაზე იმდენად მიმზიდველი იდგა დანიელი, მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა.. სარკეში ვუყურებდი ჩემს ზურგს უკან მდგარს და თვალს ვერ ვაშორებდი.. ნელა წამოვიდა ჩემკენ, მთელი ტანით ამერა ზედ, გაშლილი თმები ცალ მხარეს გადამიწია და ყელსაბამი შემომადო..
- ეს ტურმალინია, სიყვარულის და ვნების ქვა - ღიმილით მითხრა და ლავიწის ძვლებს შორის მკერდზე გააჩერა ყელსაბამი. მინდა რომ სულ თან ატარო, პირველი საჩუქარია შენთვის ჩემგან. დაუმუშავებელ ტურმალინს საოცარი ძალა აქვს, ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს ინდოეთში და მერე მას მაგიური ქვა უწოდეს. მინდა რომ ამ მაგიურმა ქვამ ჩვენი სიყვარული უფრო მეტად გაამყაროს და გააძლიეროს ..
- რა ლამაზიააა- გაოგნებულმა ძლივს მოვახერხე ორიოდე სიტყვის თქმა და წითლად მოელვარე ქვა თითებს შორის დავიქციე..- დანიელ, ასეთი ტურმალინი სად იშოვე?
- ჩემი გოგოსთვის ყველაფერი შემიძლია ვიშოვო - ბედნიერმა მითხრა და თავისკენ დამატრიალა, ხელები კისერზე შემოვაწყვე და თავი მკერდზე დავადე..
- ახლა მალე თუ არ წავალთ, ისეთი მიმზიდველი ხარ ამ ფორმაში, გული მიგრძნობს ჩვენ იმ კორპორატიულზე ძალიან დავაგვიანებთ- სუნთქვაგახშირებულმა ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე...
- რანაირი გოგო ხარ, ძლივს დამშივდებული ვნებები ამირიე - აჭრილმაა მითხრა და და უკანალზე მაგრად შემომხცო ხელი..
- დღეს მე და შენ სტენდალს ვანსახიერებთ? შეხედე შენ შავი მე წითელი... ისე პირიქით რომ იყოს არ გინდა??
- როგორ? - გაოცებულმა მკითხა და ხელები შემომხვია, წარმოიდგინე მე სულ წითლებში რა სექსი ვიქნები... დარბაზში რომ შევალთ იქვე გადავარდენა ნიკოლოზი - გულიანად გადაიხახანა და ტელეფონი განათებულ ტელეფონს დახედა... - რა გინდა ბიჭო, რას გადამეკიდე.. მე გაგაჩინე თუ მემკვიდრეობით მერგე? გამოვალთ ახლაა ანდრია მიდი და მოვალთ .. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და პალტო გამომიწოდა..
- ვნერვიულობ იცი? რაღაცა გაუაზრებელი შიში მაქვს..
- დამშივიდდი კარგი? არაფერი მოხდება, დამიჯერე. მამაჩემი შეიძლება უცნაურია მაგრამ, თავისი კომპანიის სახელს არ შელახავს, მშვიდად იყავი, არაფერს გეტყვის..
- კარგი - ტუჩები დავაფრუტუნე და კიბეებზე დავეშვი.

გსმენიათ წინათგრძნობის შესახებ? რა თქმა უნდა გსმენიათ. ალბათ იმის შესახებაც გსმენიათ რომ ადამიანს თავად შეუძლია საკუთარი თავი გათვალოს.. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, მე ამის ყოველთვის მჯეროდა. ჯერ კიდევ ღრმა ბავშობაში გადავწყვიტე შემესწავლა მსგავსი საკითხები, მას მერე რაც ჩემმა სიტყვამ ცხვირი წამამტვრევინა მივხვდი რომ, ცუდ განწყობას აუცილებლად ცუდ შედეგამდე მივყავდი.
ახლაც ვიდექი პატარა მრგვალ მაგიდასთან და საკუთარ ცუდ განწყობას ვებრძოდი.. ვუყურებდი ბედნიერი სახით მოსიარულე დანიელს და მისი გაბრწყინებული თვალების დანახვა ერთადერთი იყო რაც ძალას მაძლევდა..
- შენი ახლოდან ნახვა როგორ მინდოდა - თითქოს ნაცნობი მაგრამ რაღაცნაირად ცივი ხმის გაგონებაზე დავტრიალდი და სოსოს მომღიმარ სახეს გადავეყარე.. - მინდოდა ახლოდან გამეცანი მართა.. წინაზეც ვერ მოვახერხე შენთან საუბარი.. დავინახე რომ მარტო იდექი და მოვედი, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
- რას ამბობთ ბატონო სოსო, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი..
- შეგიძლია სოსო ბიძია დამიძახო ისე როგორც დანარჩენები მეძახიან.. იცი, დანიელი სულ რამოდენიმე საათის დაბადებული იყო რომ ვნახე, მას მერე ვიცნობ, ჩემს თვალწინ გაიზარდა, როგორც საკუთარი შვილი ისე მიყვარს. როგორც მამას უნდა შვილის ბედნიერება მეც ასევე ბედნიერი ვიქნები მისი ბედნიერებით , მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი მასზე. მისი შეუვალი და ხისტი ხასიათის გამო.. ერთი პერიოდი ყველასთან გაწყვიტა ურთიერთობა, მერე ერთ დღეს შენ მოგიყვანა, ისეთი შეშინებული იყო.. სიცილი მინდოდა, მივხვდი რომ მისი გული უკვე მოგელბო.. ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია მისი ბედნიერება მართა.. ამისთის მადლობას გიხდი...
- რას ამბობთ, მადლობის გადახდად არც კი ღირს. ჩვენ უბრალოდ .. არც კი ვიცი იცით? თავადაც არ ვიცი როგორ მოხდა ასე. იმდენი რაღაც გადავიტანეთ და ახლა ერთად ვართ..
- დამპირდი რომ რაც არ უნდა მოხდეს არასოდეს მიატოვებ , რომ სულ გეყვარება და მასზე იზრუნებ.. ვერ წარმოიდგენ როგორი კეთილი გული აქვს. ვუყურებ და ვხედავ იმდენად ბედნიერია ამას ვერც კი მალავს. მისი აქამდე მიყვანა კი მხოლოდ შენ მოახერხე...
- მე თავადაც ვერ ვხვდები რა როგორ მოხდა ასე რომ...
- სოსოია, რას ელაპარაკები ჩემს რძალს ასეთი გაღრეჭილი - მთელი ძალით დაჰკრა ხელი ანდრიამ და ხელი შემოხვია..
- შენ ბიჭო სულ ხომ არ გადაირიე, განა ოცი წლის ვარ, რომ ჩამინგრიე ბეჭი ..
- რა სუსტი ხარ სოსო., რა დროს შენი სიბერეა, ომახიანად უნდა იდგე, ისე როგორც ლომი...
- სადღაა ლომი და კარგი ცხოვრება.. ლომი ვიყავი შენი ასაკის - სადაა შენი ძმა, ეს ანგელოზივით გოგო რომ მარტო დატოვა აქ მოწყენილი.
- სად იქნება, ამდენი ქალი დაინახა ერთად და გაინავარდა, გალიაში დამწყვდეული ლომივით იქნება ეგეც, ალბათ სადმე ბუჩქებშია..- შენ არ იეჭვიანო რძალო... აგერ მოდის კიდევაც..- სიცილით მითხრა და დანიელთან მარტო დამტოვა..
- ჩემი გოგო რას აკეთებს, დავინახე ანდრია რაღაცას გეუბნებოდა, დარწმუნებული ვარ ალბათ საოცრებას იმიტომ რომ ახლაც შოკში ხარ..
- ხო, არაა, რავიცი. ისეთი არაფერი ხუმრობდა..
- ხო, არა, რავიცი, ისეთი არაფერი თუ ხუმრობდა? ჩამოყალიბდი აბა რომელი უნდა მითხრა? - სიცილით შემომხედა და ზედ მიმიკრა... - რაღაცა უხასიათოდ ხარ შენ მგონი მართა.. დილით კარგად იყავი ძალაზე...
- ახლაც ძალაზე ვარ- ჯინაზე ვუთხარი და ენა გამოვუყავი...
- მაგ ენას ამოგაძრობ იცოდე..
- სცადე...- ვალში არ დავრჩი და წითელი ღვინით სავსე ბაკალი ტუჩებთან მივიტანე.. გამომწვევად დავისველე ტუჩი და ენის წვერი გადავისვი...
- ნუ სვამ - ეს ერთი.. და მეორე გახსოვს სუნამოს ხუთი პრინციპი? - მოულოდნელად ამეკრა ზურგიდან და ცერა თითი ხერხემალზე ჩამიყოლა.. - მეექვსე პრინციპიც მოვიფიქრე - ჩუმად მიჩურჩულა და კისერში მაკოცა..
- დანიელ მომშორდი - ძლივს ამოვიხავლე და ბოკალი ალკოჰოლისაგან გავათავისუფლე...
- გაგაფრთხილე ნუ სვამ თორემ დაისჯები მართა, და ძალიან მწარედ თან..
- მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე, რა პრობლემას ქმნი? ნაწყენმა ვუთხარი და ცარიელი ბოკალი მაგიდაზე დავდგი. და თანაც, იქნება მინდა რომ დავისაჯო?
- მწარედ რომ დაგსაჯო მერე რას იზამ, გაუძლებ?
- გავუძლებ , და სიმართლე გითხრა ერთი სული მაქვს დამსაჯო, ტუჩებთან მივუტანე ტუჩები და ჩუმად ვუჩურჩულე.. - ოღონდ ხელბორკილს და ბუმბულებიან რაღაცეებზე თანახმა არ ვარ.
- ფანტაზია გაქვს უზადო , წელზე ხელი მაგრად შემომხვია და მკერდზე ამიკრა. - არადა ფსიქოლოგები ამტკიცებენ , როცა ქალი უარით ასე გისვამს რაღაცაზე ხაზს, სწორედ ის უნდაო, ხოდა მოვიფიქრებ..
- მაშინ პირიქით გავაკეთოთ - დაუფიქრებლად ვუთხარი და თვალებში ჩავაშტედი.
- მაინც? ბუმბულებიანი მე ჩავიცვა და ხელბორკილს შენ დამადებ? - გულიანად გადაიხარხანა და ყელზე მაკოცა..
**
დაფიქრებული იჯდა ნუცა და ვერაფრით გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა. ფოტოების მთელი ამალა ჰქონდა და არ იცოდა საით დაერეკა, დანიელთან თუ მართასთან. მხოლოდ ერთს აანალიზებდა ახლა ცხელ გულზე რაიმეს გაკეთება სავალალო იქნებოდა. როგორმე საკუთარი ფიქრებისათვის უნდა მოეყარა თავი.. გული ისე გამალებით უძგერდა რომ მალე საგულედან გადმოუხტებოდა..
მაგიდის კუთხეში მდგარ ფოტოს შეხედა.
სამივე ერთად იყვნენ ამ ფოტოზე. პირველად რომ დააფუძნეს ბავშვთა სახლი მაშინ გადაიღეს და აგერ რამდენი წელიწადია ეს ფოტო უცვლელად ედგა მართას მაგიდაზე. მათ შორის არავინ იყო უფროსი და არვინ უმცროსი, ერთმანეთის საქმეს და პრობლემებს ხშირად ისე აგვარებდნენ არც კი იცოდნენ..
ახლაც ზუსტად ამ დღეში იყო ნუცა.. სოფოსთან დარეკვა არც უფიქრია, მისი ემოციების ამბავი რომ იცოდა, მაშინვე ტირილს დაიწყებდა და მერე სულ ვეღარაფერზე იფიქრებდა.
ფიქრები კარში შემოსულმა გოგომ გაუფანტა.. ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი დაიჭირა ნუცამ და ამღვრეულ სახეს თვალებში ჩააშტერდა..
- სპეციალურად დატოვე არა? - ფეხზე წამოდგა და გოგოს წინ აესვეტა..
- ვერ გავიგე რა დავტოვე ნუცა..
- ტატა, შენ მე მართა ხომ არ გგონივარ, ბავშური, მიამიტი და ნახევრად ლენჩი.. მოხარშულს გიცნობ.. - ტელეფონი სპეციალურად დატოვე, ბლოკიც ამიტომ არ ადევს ეკრანს. ფოტოებიც ამიტომ გაქვს ტელეფონში.. დიახ, ასე ნუ მიყურებ, თავიდან ბოლომდე შევისწავლე შენი ტელეფონი და იცი რატომ? არასოდეს მჯეროდა რომ მართას და დანიელის სიყვარული გიხაროდა. სადღაც გულის სიღრმეში ყველა ქალს შეშურდება, ყველა გაბოროტდება. არა, მიკვირდა ასეთი ანგელოზი როგორაა-თქო. ანგელოზი კი არა უკუდო და ურქო ეშმაკი ხარ..
- ზედმეტი ხო არ მოგდის? ჯერ ეს ერთიც სხვისი ტელეფონი რომ არ უნდა ქექო არ იცი? და მეორეც მე რომ მათი ერთად ყოფნა არ მდომებოდა არ შევარიგებდი..
- დამიჯერე ტატუნა, დანიელს ისე უყვარს ჩემი მართა უშენოდაც შეურიგდებოდა.. შენ კიდევ არ გასწავლეს რომ ოცდამეერთე საუკუნეში ტელეფონი უნდა დაბლოკო?? იცი რა, შეგიძლია მოატყუო ორივე, მაგრამ მე ვერ მომატყუებ.. კარგი გოგოს როლი მოირგე, შეარიგე , დანიელთან პლიუსები დაიწერე, დაანახვე რომ, მოუხედავად იმისა რომ გიყვარს , ისეთი კარგი ხარ სხვა ქალს დაუთმე მისი თავი და ახლა ისევ მოგინდა მათი წაჩხუბება??- ვერ გამოგივა გესმის? ამის უფლებას არ მოგცემ. მაგ შეღებილ თმას ღერა-ღერა გაგაცლი ჩემს დაქალს რომ მოიუახლოდე..
- ოხ ნუცა, ნუცა.. რომ მოვინდომო ახლავე წავაჩხუბებ , მაგრამ ახლა არ მაქვს ამისი სურვილი რაღაცა..
- რა ხდება გოგოებო? თქვენი ხმა გარეთ ისმის - კაბინეტში შესული ანდრია ერთიანად დაიბნა , ჯერ ტატას შეხედა მერე კი ნუცას..
- მაცადე ანდრია , ხელით გვერდზე გასწია და ტატას ახედა, მაინც როგორ, ამ ფოტოებს აჩვენებ მართას?
- ხო.. - მხრები აიჩეჩა და ტელეფონი ხელიდან გააცალა..
- როგორ გგონია, ამ უაზრო ფოტოების გამო დანიელთან იკამათებს? იმის გამო რომ მაქსიმალურად ცდილობ დანიელი ლოგინში ჩაიგორო და არ გამოგდის?
- მისმინე ნუცა.. რომ მოვინდომო გამომივა, არ ვინდომებ, იმიტომ რომ როგორც შენ გგონია ისეთი არ ვარ. კი დანიელი მიყვარს, შეიძლება მართაზე მეტადაც კი. მაგრამ მათ ბედნიერებას არ ვანგრევ.
- როგორ უნდა დაანგრიო გოგო, კაცს არ უყვარხარ, გიჟია ეს - სიცილით დაიძახა ნუცამ და ანდრიას შეხედა.. - როგორ უნდა დაანგრიო ამიხსენი. ძალით უნდა ახმარინო კაცს თავი? რაც იყო არ გეყო? ჭკუა ვერ ისწავლე? ხვალვე რომ გიხმაროს დანიელმა მთელი ცხოვრება მაინც მართა ეყვარება, ამ თავში ტვინი გაგაჩნია?!
- რომ გამაჩნია იმიტომ ვარ ასეთი. რამდენი ხანიც უნდა იმდენი ხანი იყოს მართასთან. მაგრამ რა გგონია, დანიაში რის გამო იყო ჩამოსული ? მხოლოდ პროექტი იყო მისი საქმე?
- ზედმეტი მოგდის !- ხმაში სიმკაცრე გაერია ანდრიას და ტატა თავისკენ დაატრიალა. - ზედმეტი მოგდის . დანიელი უხეშია და ცივია, მაგრამ მოღალატე არააა. მითუმეტეს მართას არ უღალატებს და ნუ დააჯერებ შენს თავს რომ იქ შენს გამო წამოვიდა.. როგორც მეგობარს პატივს გცემს და გნახა. თუ ესაა შენი ფანტაზიის გაშლის საბაბი, თავად ვეტყვი მეტჯერ არ გნახოს..
- ერთმანეთზე სულელები ხართ , თქვენც და მართაც. - ხოდა კიდევ, მართა ისე მენდობა, არ მგონია დაგიჯეროს რომ მისი კაცის შეთრევა მინდა..
- ვითომ? შენ დაგიჯერებს და მე არა? - ბრავოო ტატა, ბრავო.- ტაში შემოჰრა ნუცამ და დივანზე დაეშვა.. ახლა იცი რას ვიზამ? აქედან პირდაპირ ჩემს საყვარელ სიძესთან წავალ , ეგ ფოტოები კარგად შეინახე, იმიტომ რომ სიმართლეს რომ გაიგებს დანიელი მერწმუნე შენი ნახვა კი არა შენი ხმის გაგონებაც არ მოუნდება..
- სანამ შენ დანიელთან მიხვალ, ჩემს ტელეფონში არარაფერი იქნება ეშმაკიც მოციქულო - აღრენით გაეპასუხა და ტელეფონი გახსნა..
- უი რას ამბობ, სამაგიეროდ ჩემთან იქნება - თვალი ჩაუკრა და ტელეფონში არსებული ფოროები აჩვენა.
- შენ რა სურათები გადაიგზავნე?
- შენ გეგონა, მართა ნახავდა, გამწარდებოდა, მერე დანიელს მიუვარდებოდა და ისიც არ დაუჯერებდა? მაგრამ მე ვნახე , მე და მე ამ საქმეში ძალიან ყოჩაღ ვარ. ახლა ვნახოთ როგორი შანტაჟი ვიცი..
- ნუცა ამას ნუ იზამ..- ვედრებით შეხედა და მერე ანდრიას ანიშნა რამე თქვიო..
- ამას ტყუილად უყურებ. ტელეფონი ჩემია და დაქალიც ჩემია, ჩემს დაქალს კიდევ ვერავინ ატკენს გულს, საკმარისად ატკინეს ამ გოგოს, შენ რა ვერ იკმარე? გინდა რომ ეს ერთადერთი რაც მართას აბედნიეებს წაართვა? რატომ ტატა, ის ხომ მეგობრად გთვლის.
- იმიტომ რომ მეც მიყვარს ! - თავს ვეღარ ვერევი, ამდენი წელიწადი ჩუმად ვარ. მაგრამ თავს ვეღარ ვერევი ახლა..
- ხოდა თუ ამდენი წელიწადი ჩუმად ხარ, ახლაც ასე უნდა ყოფილიყავი. უკვე გვიანია. ხვალვე წავალ და ყველაფერს გავარკვევ.. და მერე ვნახოთ რა როგორ მოხდება.. - გაბრაზებულმა უთხრა და კარისკენ ანიშნა წადიო..

ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ხმას არც ერთი იღებდა, ტატას ზლუქუნის ხმა კი მკაფიოდ ისმოდა მთელ ოთახში. ვერაფერს ხვდებოდა დანიელი,ანერვიულებული შეყურებდა „მეგობარს“ და მხარზე ნაზად უსვამდა ხელს.
წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა და ნიკაპს ქვეშ ხელი ამოსდო..
- რა ხდება? რატომ ტირიხარ ასე, რა პრობლემაა ტატა მითხარი, დაგეხმარები..
- დანიელ არც კი ვიცი როგორ გითხრა. დღეს მართასთან ვიყავი.. - მისი სახელის ხსენებაზე ერთიანად დაიძაბა დანიელი და ტატას შეხედა.. - ტელეფონი კაბინეტში დამრჩა, არ ვიცი როგორ დამრჩა, დანიელ..
- მერე?
- მერე ის რომ უკან მისულს ნუცა დამხვდა, ჩემი ტელეფონი ბოლომდე გადაუქოთებია, მეუბნებოდა ვიცი რომ გინდა დანიელი და მართა წააჩხუბოო.
- ეგ რატომ გითხრა? ტატა რაღაცას ბოლომდე არ ამბობ - დაეჭვებულმა შეხედა და მისკენ ნახევარი ტანით დატრიალდა...
- ჩვენი სურათები ნახა, გახსოვს ბოლოს რომ ვიღებდით დანიაში..
- შანსი არაა !- გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და კარებს შეკრული მუშტი დაარტყა. - ამიხსენი ამ ფოტოებს რატომ ინახავ ტელეფონში? ეხლა იცი რა იქნება?
- ვიცი...
- ოხ ტატა, რაა ოხ - ნერვიულად მოისრისა შუბლი და ტატას წინ დაიმუხლა. მომეცი შენი ტელეფონი ან თავად წაშალე.
- უკვე წავშალე, ნუცა რომ დამეწყნარებინა, მაგრამ არ ვიცი ისე ყვიროდა, თავზე დამამხო ყველაფერი, წავალ და ყველაფერს ვიტყვიო, ვერ დავამშვიდე დანიელ- ტირილს უმატა და დანიელს მკერდზე მიეკრა..
- კარგი არ იტირო. მიდი პირი მოიბანე, მერე სახლში წადი და დაისვენე, მე მოვაგვარებ, შენ არ ინერვიულო, შენი ბრალი არააა, კარგი?
- კარგი. მაპატიე დანიელ , ჯობია წავიდე მართლა - ძლივს გასაგონად ამოიხავლა და მორიგი ტანჯული ქალის სახე მოირგო..
ნერვიულად გადიოდა ოთახიდან სამზარეულოში და უკან.ფიქრს თავს ვერ უყრიდა. კიდევ ერთი ჩხუბის , კიდევ ერთი გაუგებრობის ატანის და გადატანის სურვილი არ ჰქონდა.. ყველაზე მეტად სიმშვიდე უნდოდა.. იცოდა რომ ვერაფრით დააჯერებდა მართას სიმართლეს. მითუმეტეს თუ ამ ყველაფერს ნუცასგან გაიგებდა..
ჭიქაში ჯერ ყინულები ჩაყარა, მერე ღია ყავისფერი სითხე დაასხა და შეანჯღრია. ხარბად მოსვა და იგრძნო როგორ ჩაუწვა საყლაპავი და მუცელში ჩაეღვარა..
კარის გასაღებად ნელა წავიდა და მის წინ მდგარ ძმას ანაზდად შეხედა.
- მარტო რომ სვამ რა მაფიაა, ლოთი ხარ? - ხუმრობით უთხრა ძმას და მხარი გაჰკრა, თუ ქალები გყავს მითხარი და წავალ რა სახე გაქვს ეე.
- ნუ გამიხურე, ჯერ არ შემოსულხარ უკვე დამღალე.
- აბა რა გჭირს თქვი. ხასიათის დეფიციტი გაქვს ? თუ ასაკი შემოგეპაა..
- ნერვებზე მირტყავ მაგრად. მართას ისტერიკისთვის ვემზადები სულიერად, მაგას ფხიზელი თვალით ვერ შევხედავ და ვსვამ..
- რამე მოხდა? - ვისკის ჭიქა ხელებში დაიქცია და ბარის სკამზე შემოჯდა..
- ტატა იყო მოსული...
- მეც მაგაზე სალაპარაკოდ მოვედი ისე, მადლობა თქვი ნუცა არ წამოვიყვანე თორემ მერე ნახავდი შენ.
- მაგაზე რას ნიშნავს, შენც იქ იყავი?
- ახლა რაღაცას გეტყვი და კარგად მომისმინე. დავიწყოთ იქიდან რომ ნუცა არაფერს ეტყვის მართას და არაა საჭირო გონების დაკარგვამდე დალევა.. მეორეც ეს ტატა იცოდე შარში გაგხვევს დანო, იქ რომ არ ვყოფილიყავი ვიტყოდი რომ ნუცა აზვიადებს, მაგრამ ჩემი ყურით გავიგონე რაც ილაპარაკა და ისე შენ ძმაო ხო არ გაჟრიალებს, რა პონტში გადაიღე სურათები??
- სურათები იმ პონტში გადავიღე რომ უბრალოდ ვნახე და ყავას ვსვამდით . და რას ჰქვია შარში გამხვეს..
- მეტის ცოდნა საჭირო არაა, მე გაგაფრთხილე. მაქსიმალურად შორს იყავი და რაც მთავარია მართა მოაშორე, დანიელ ნუ ეთამაშები მაგ გოგოს, არც ისეთი ბულკია როგორსაც გაჩვენებს..
- კარგი გავიგე. ისედაც იშვიათად ვხედავდი და ახლა წავა უკან და სულ არ ვნახავ ანდრია.. შენ ის მითხარი სახლში რა ხდება? ნია როგორაა? სამსახურში არ დადის, სახლიდან აგვარებს ყველაფერს.
- მოდი პირდაპირ ვილაპარაკოთ რა. ხო სულ მეუბნებოდი ნია შენი დაც არის და არ დაივიიწყო ესო, ახლა შენ დაივიწყე მგონი. იცი როგორ გახდა? ნერვიულობს. ხო კარგი გასაგებია რომ დააშავა და შენს საწოლში იგულავა..
- ანდრია !- ხმაში ბრაზი გაერია და ფეხზე ზანტად წამოდგა.
- თქვენ ორივეს გგონიათ იმაზე გავბრაზდი რომ ნიას ვიღაც უყვარს , ან იმაზე რომ სექსი ჰქონდა?! ეგ ჩემი საქმე არააა, მე იმაზე გავბრაზდი რომ დამიმალა. ამათ შორის დიდი განსხვავებაა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის..
- კარგი გავიგეთ რომ პრინციპებით აწყობილი კაცი ხარ, მაგრამ, მოდი ახლა დაიკიდე ეგ შენი რაღაცეები და წესიერად დაელაპარაკე ამ გოგოს რა.
- დაველაპარაკები ამ დღეებში, ახლა შემეშვი..
- ჩემი რძალი სადააა?
- სოფოსთან რჩებიან დღეს, აბა რატომ გითხარი მართას აფეთქებას ველოდები-თქო..
- მაშინ მე დავრჩები მართას ნაცვლად, ოღონდ ერთი პირობით, შენს გვერდით დავიძინებ.
- სულ გამოყლ*ვდი? - გულიანად გადაიხარხარა და ძმას გახედა, ჯერ ეს ერთი მე შენთვის დაჩენა არ მითხოვია და მეორეც ჩემს გვერდით რატომ უნდა დაიძინო, ცოტა ოთახებია?
- იმიტომ რომ მაგარი ძუნწი კაცი ხარ და მხოლოდ ერთ ოთახში დააყენე დიდი ტელევიზორი..
- ყველაზე დიდი მისაღებშია და იქ დაედგე..
- ის დივანი ხმელია - ბავშვივით თქვა და ვისკი მოსვა.
- ახურებ რა, სადაც გინდა იქ დაწექი, დილით შენი რძალი უთენია მოვა თავად გაეცი პასუხი, მის ლოგინში რატომ გეძინა.
- მოსულა - მხარზე დაჰკრა ხელი და საძინებლისკენ წავიდა..
დაახლოვებით თხუთმეტი წლის წინათ ეძინებათ ასე ბოლო, ერთ ლოგინში, იმ განსხვავებით რომ იქ ნიაც იყო. სამივე ერთად წავიდა ბათუმში და ერთ ღამეს გადაწყვიტეს ერთ ოთახში დაძინება, საწოლები ერთმანეთს მიადგეს და სამივეს ერთად ეძინა. ყველაზე ტკბილი მოგონება იყო ანდრიასათვის ეს ზაფხული.
მაშინ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა რას უმზადებდა ცხოვრება.. როგორ წარმოიდგენდა რომ ასე გაამწარებდა ბედი. ასე აქცევდა ზურგს ოჯახი და მძიმე დღეებში მის გვერდით არ იქნებოდნენ..
**
- როდის მიდიან ქალები? - მოულოდნელად იკითხა სოფომ და შემოგვხედა..
- რა იყო წასვლას აპირებ? გააჩინე მაინც - ალმაცერად გახედა ნუცამ და ყავა ხარბად მოსვა..
- რა უტაქტო ხარ ნუციკორე, როგოც ყოველთვის. რა აღრენილი ხარ შენ დღეს?
- რავიცი უხასიათოდ ვარ , ხო ხედავ და რაღას მეკითხები..
- ნუცა რა გჭირს? მე შენ იქ სამუშაოდ არ დაგტოვე? უფრო სწორად თავი გაიგიჟე მე დავრჩებიო, ხო მართლა ტელეფონზე შემოვიდა ტატა?
- შემოვიდა და გავატანე, ხოდა ჩემი აზრიც მოვახსენე - ბედნიერი სახით მითხრა და გამიღიმა..
- რა აზრი გოგო?
- ის აზრი რომ არ მომწონს და თუ დანიელს მიუახლოვდება თმას გავაცლი და დავასახიჩრებ.
- მე შენ რა გთხოვე ნუცა. ეგ გითხარი რომ გამოვდიოდი?
- ჩემი საქმის მე ვიცი კარგი? შენ მოგწონს და მოგწონდეს, მე არ მომწონს ეს გოგო და მორჩა.. ისე სწორი კითხვა დასვა ახლა სოფომ, აი როდის მიდიან ქალები, როგორ გგონია რატომ წავიდა შენი დაქალი ტატა დანიელისაგან?
- ნერვებს მიშლი!- აღრენილმა ვუთხარი და ფეხი გავკარი. ახლა ტატას და დანიელის ამბები განვიხილოთ? თუ რა გინდა?
- არა მაინტერესებს. გინდა მე გითხრა?- ირონიულად იკითხა და სავარძელზე მიწვა.
- თქვი მიდი - ვალში არ დარჩა სოფო და შემომხედა..
- იცი რა, ქალები ხშირად მაშინაც მიდიან, როდესაც უყვართ. აი, წარმოიდგინე მიდიან უხმოდ, ისე რომ არაფერს ტოვებენ თავიანთსას, მიდიან იმიტომ რომ ვერ უძლებენ დამცირებას, ტკივილს, უყურადღებობას. მიდიან და უკან არ ბრუნდებიან, უკან არ იხედებიან ისე მიდიან ძირითადად.. მოკიდებენ შვილებს ხელს და სამახსოვრო ბარათს არ უტოვებენ ხშირად იმ კაცს რომელზეც გიჟდებოდნენ ისე უყვარდათ. იცი რატომ? იმიტომ რომ აქ კაცები აშავებენ, ყოველთვის ყველა კაცს ჰგონია რომ ქალს სახელად „ცოლს“ არ უნდა მოფერება, ზრუნვა, ყურადღება, ცოლი მუდამ სახლშია, ცოლი მუდამ გაუგებს და აიტანს. ცოლი აბა რისთვისაა?! - ახლა მოდი ვნახოთ ტატა რატომ წავიდა დანიელისაგან.. იმიტომ რომ დაიღალა.
- რითი დაიღალა გოგო, ანგელოზივით კაცი ჰყავდა გვერდით.
- საქმეც ეგაა რომ გვერდით არ ჰყავდა. მხოლოდ ლოგინში ჰყავდა და ისიც მაშინ როდესაც დანიელს მოუნდებოდა.
- შენ რა იცი სანთელი გეჭირა? - გაბრაზება ვერ დავმალე და გავხედე..
- ამას დიდი ცოდნა არ სჭირდება , აბა რა აკლია ტატას , გარეგნობა თუ ჭკუა?- უბრალოდ ერთ დღეს დაიღალა , რომ ეს კაცი ტყუილად ხმარობდა როცა მოუნდებოდა და დაემშვიდობა..
- ნერვებს მიშლი კი არა ნერვებს მითხრი უკვე , ამას ხვდები? - არ მაინტერესებს რა იყო ჩემამდე ქალო, გინდა რომ ახლავე წავიდე და შუაზე გავხიო ეს კაცი თუ ამ გოგოს მივუვარდე?!
- მინდა რომ ამ გოგოს შეეშვა ქალო - უმალ გამომაჯავრა და გვერდით მომიჯდა. - მართა, ასეთი შტერი არ ხარ შენ, ხო იცი რომ ამ გოგოს დანიელი უყვარს , როგორ შეიძლება მტერი ასე ახლოს გყავდეს, არ აკი ამბობენ მტერი ახლოს უნდა გყავდესო, მაგრამ ედაქალეო არ გეუბნებიან, ცხვირს წაგამტვრევინებს იცოდე, და ჩემთან ზლუქუნით რომ მოხვალ არ მოგეფერები..
- კარგი ნუცა გავიგე. გავიგეე - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და სოფოს გავხედე..
**

სამ საათიანი თათბირის მერე, გადაღლილი იჯდა დანიელი, მის მხარზე შეყვარებულივით ედო თავი ირაკლის და ბედნიერად მოსაუბრე ლევანს უყურებდა ორივე.. გადაღლილ მზერას არ აშორებდა ძმაკაცს და აშკარა იყო არ უსმენდა..
ახლა ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა. სახლში მალე მისულიყო და დაესვენა.
- ხო მართლა, რაღაცას გკითხავ და მიპასუხე რა - ძმაკაცებს გახედა და უცოდველი ბავშვივით გაიღიმა..
- მიდი.მოკლედ და ლაკონურად, შენ რომ იცი ისე - აღრენილმა უთხრა ირაკლიმ დანილეს ახედა.
- საბა თქვენ გაალამაზეთ?
- არა, ჩვენ ავუხსენით რომ ჩვენს რძალს არავინ არ უნდა შეეხოს.
- გასაგებია. ამიტომ მიყვარხართ. - ისე თქვა თვალები არ გაუხელია.. რამოდენიმე წამს კიდე იჯდა გატრუნული და ზანტად წამოდგა ფეხზე.. - ირუშ წამო გაგიყვან, და სახლში წავალ , მართა მელოდება უნდა გავუარო .
- წადი მიდი შენ, დაიღალე დღეს, ლევანი გამიყვანს .
- კარგი წავედი მაშინ, დიდხანს არ იცუღლუტოთ აქ - ძმაკაცებს თითი დაუქნია და კაბინეტიდან გავიდა..
ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებულები ხდებიან.. ზოგიერთს ჰგონია რომ ყველაფერი შეჩვევიდან იწყება და სიყვარულში გადადის ზოგს კი პირიქით სიყვარული გადააქვს შეჩვევაში, მაგრამ დანიელ ლიქოკელი სულაც არ იყო მიჩვეული მართაზე, უბრალოდ მასზე იყო დამოკიდებული, მისი თმების სურნელზე, მისი ტუჩების შეხებაზე, მისი ხმის გაგონებაზე.. მხოლოდ ეს ყველაფერი ისე უნდოდა გაეგონა ყოველ დღე, სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, ეს იყო რაც ძალას აძლევდა, ეს იყო რითაც ივსებოდა...
მხოლოდ მისი დანახვაც კი საკმარისი იყო მისი დღის გაფერადებისათვის..
სულში ჰყავდა გამჯდარი დანიელს მართა. იმ პირველი წამიდან დღემდე. მისი არსებობით ევსებოდა სული და ყოველი დღე უფრო აუტანელი ხდებოდა მის გარეშე..
მანქანა ეზოში გააჩერა , ყვავილების თაიგული გადაიტანა და კიბეებს ნელა აუყვა.. კარზე ჩვეული რიტმიტ დააკაკუნა და რამოდენიმე წამში მის წინ ლოყებაწითლებული მართა იხილა.
- არ შემომიშვებ? - დამფრთხალმა მკითხა და წარბი ასწია..
- მარტო არ ვარ -ცოტა შეშინებულმა ვუთხარი და მისაღებისკენ გავიხედე.
- რას ქვია მარტო არ ხარ, აბა ვინაა ?
- მამაჩემი და ბებიაჩემი.
- ხოდა ძალიან კარგი, გაიწიე იქეთ - ხელი მომკიდა და ზურგს უკან კარები დაკეტა. - ოდესმე ხომ უნდა მნახონ. თინეიჯერი ბიჭივით დიდი ხანი უნდა ვიმალებოდე? ნუ ნერვიულობ ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც არ გენდომება ხო იცი. შუბლზე მაკოცა და მისაღებში შემატარა..
- ვინ მოვიდა?- მამაჩემის ხმა მკვეთრად გაისმა ოთახში და დანიელის დანახვაზე ფეხზე წამოდგა.. - ეს ასე გაუფრთხილებლად მოდის როცა უნდა, თუ რა ხდება მართა?
- მე ვამჯობინებდი საღამო მშვიდობის მეთქვა თქვენთვის ბატონო ალექსანდრე, მაგრამ, რადგან ასე გადაწყვიტეთ ჩვენი ურთიერთობის დაწყება ასე იყოს.
- დანიელ გთხოვ - მკლავში დავქაჩე და ანერვიულებულმა გავხედე მამაჩემს..
- დამშვიდდი, მოდი ეს ყვავილები გამომართვი შენ - თაიგული სახეში მომაჩეჩა და მამაჩემს წინ დაუდგა. - ახლა პირდაპირ გეტყვით ჩემს აზრს და ძალიან გთხოვთ არ გამაჩეროთ, სიამოვნებით მოგისმენთ თქვენც მას მერე რაც დავასრულებ.- აქ მოსასვლელად ნებართვა არ მჭირდება ბატონო ალექსანდრე. თქვენდა გასაკივირად თქვენი შვილი მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ დიდხანს ეცადეთ ჩვენს დაშორებას და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთი მცდელობა იქნება მაინც ვერაფერს შეძლებთ. პირიქით ახალ ამბავს გეტყვით და იმედი მაქვს ეს მაინც გაგიხარდებათ..
- რა ამბავს? - უსიამოვნოდ გამომხედა და მზერა ხელზე ჩამიყოლა.. - ეს რა გიკეთია?
- მამა მორჩი !- გაბრაზება ვერ დავმალე და ხელი ავუქნიე. მე და დანიელი დავინიშნეთ მათ კორპორატიულზე.
- ისე დაინიშნე მშობელებს არც გააგებინე? - ყოჩაღ მართა..
- მოდი არ გვინდა , ამაზე კამათი. ჩავთალე რომ ასე უკეთესი იქნებოდა მამა, ჩვენ ხომ თვეში ერთხელ ვხედავთ ერთმანეთს, იშვიათად გახსენდები, მაშინაც კი არ მოხვედი როცა საავადმყოფოში ვიყავი და ახლა გაგიკვირდა რომ ნიშნობა გამოგაპარე?
- რა საავადმყოფოზე ლაპარაკობ ?- ანერვიულებულმა გამომხედა ბაბემ და ჩემი ხელი ხელებში მოიქცია.
- გასაგებია, ნიტამ დედას უთხრა, იმან კიდევ არაფერი თქვა. რატომღაც არ მიკვირს . - მოდი ამაზე სხვა დროს ბებოო.
- ახლა რას აპირებ?- დანიელს ახედა მამაჩემმა და მერე მე გამომხედა..
- რა მხრივ მეკითხებით, ახლა მართას წასაყვანად მოვედი. თუ ქორწილზე მელაპარაკებით აუცილებლად დაგპატიჟებთ.
- იმედია..
- რა თქმა უნდა , ეჭვი არ შეიტანოთ ამაში .. - ხელი შემომხვია და მამაჩემს ჯიბრზე გახედა..
- ისე ერთს გაგახსენებ ახალგაზრდავ , ძველი გამოთქმა გეცოდინება, განათლებულიკაცი ხარ „ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“ - მხარზე ხელი დაჰკრა და კარისკენ დაიძრა..
- ბატონო ალექსანდე - გასასვლელში დააწია ხმა დანიელმა და მისკენ დატრიალდა - მისამართი შეგეშალათ , მგონი ამ ძველ გამოთქმაში თქვენს თავს გულისხმობდით ..
- ვნახოთ , ნიკოლოზს მოკითხვა - ხელი აუქნია მამაჩემმა და კარები გაიხურა..
ცხელი შხაპის ქვეშ ვიდექი გატრუნული და ფიქრებისათვის თავის მოყრა მინდოდა.. კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი, ვერანაირად ვერ ვიჯერებდი ნიტამ ჩემი ცუდად ყოფნა უთხრა დედაჩემს და არ მოვიდა წამით არ დაინტერესდა როგორ ვიყავი.
უმალ დამედინა მლაშე სითხე ლოყებზე და წყალს გავატანე, როგორ მიყვარდა ასე წყლის ქვეშ დგომა, როცა ვერავინ ხედავდა ჩემს დარდს და ტკივილს, როცა არ ჩანდა ცრემლები..
როცა არავის შეეძლო ჩემი დარდის დანახვა..
გრილი ხელების შეხებაზე მოულოდნელად დავფრთხი და ზურგისკენ დავტრიალდი.. მთელი ტანით ამიკრა ზედ დანიელმა და ტუჩებზე მაკოცა.. გაოცებულმა შევავლე თვალი მის ბედნიერ სახეს და ხელები კისერზე შემოვხვიე.
- ძალიან გარყვნილი კაცი ხარ შენ დანიელ - სიცილით ვუთხარი და ტუჩებზე ვაკოცე..
- შენი გარყვნილი ..
- მხოლოდ ჩემი ..
წყლის ჭავლს მოვშორდი და დანიელს მკერდზე მაგრად მივეხუტე. თამამი თითები მაშინვე დამისვა ზურგზე და ცხელი კოცნის კვალი დამიტოვა მხარზე. ბაგეები ერთმანეთს დავაშორე და მორიგი შტურმისთვის მოვემზადე. მოულოდნელად მიმაკრა კედელს და ბეჭებში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ამავდროულად სიამოვნებით იყო გაჟღენთილი. ხარბად მაკოცა ყელზე და ხელები ნაზად ჩამომისვა მკერდზე. საშინელ სიმხურვალეს და დაჭიმულობას ვგრძნობდი მუცლის ქვემოთ, მთელი სხეული მის შეხებას მთხოვდა , დანიელი კი ჩემს ჯინაზე აჭიანურებდა.. მაქსიმალურად ცდილობდა გაეწელა სიამოვნება . ნელა დამისვა ხელი მკერდიდან მუცლისკენ და მორიგი უზორების ხატვას შეუდგა. ვგრძნობდი მის თბილ და რბილ თითის ბალიშებს როგორ გადავყავდი ჭკუიდან და სიამოვნების მწვერვალზე ავყავდი..
- დანიელ მეტი აღარ შემიძლია - მკერდზე დავაფრქვიე ოხვრა და ფეხები წელზე შემოვადე..
- მოითმინე მართა - ჯიბრზე მითხრა და ქვედა ტუჩზე მაგრად მომიჭირა კბილები..
- იცოდე სამაგიეროს გადაგიხდი - ძლივს მოვახერხე თქმა და უფრო მეტად ავეკარი ზედ..
მისი სათითაო მოძრაობა სიამოვნების ახალ ტალღას ქმნიდა ჩემში, უფრო და უფრო მიძლიერდებოდა სურვილი მაქსიმალურად მეტად შემეგრძნო სათითაო მოძრაობა.. სველი სხეულით მეკვროდა ზედ და კოცნისაგან გაწითლებულ ტუჩებზე ხარბად მკოცნიდა..
მოულოდნელად შედგა, ხელში ამიყვანა და ნელი სვლით წავიდა საძინებლისკენ. გონსმოსვლა არ ვაცადე, საწოლზე გადავაწვინე და ზემოდან მოვექეცი.. ვიცოდი როგორ ვერ იტანდა როცა თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ვიქცეოდი , როცა სადავეებს ვაცლიდი ხელიდან და ინიციატორი მე ვხდებოდი...
ამჯერად ჩემდა გასაკვირად არ გაუპროტესტებია. თვალებში ჯინაზე მიყურებდა , ისე როგორც თავად უყვარდა.
ორივე ხელი თეძოებზე მომიჭირა და სხეულის რიტმს უმატა. საყვარელი ადამიანის სათითაო მოძრაობის აღქმა ყველაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერება იყო. თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი რაოდენ დიდი კმაყოფილება ჰქონდა ამ ადამიანს , რომელსაც ჩემი გული , სული და სხეული ეკუთვნოდა.
თავი მის მკერდზე მედო და მშვიდად ვსუნთქავდი.
მხოლოდ მის გვერდით ვიყავი მშვიდად, ვგრძნობდი რომ არაფერი მემუქრებოდა..
- შენმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა იცი?- მოულოდნელად დაიწყო დანიელმა და უფრო მეტად მიმიკრა ზედ. შიშველ ზურგზე თბილი საბანი მიმაფარა და თავზე მაკოცა. - შენ დამანახვე რომ ქალები სხვადასხვანაირები ხართ. ყველა ერთ თარგზე არაა აჭრილი.. მუდამ ჩაკეტილი და უხეში ვიყავი.. ამაზე ახლაც ხუმრობენ ბიჭები . მაგრამ შენმა გამოჩენამ თითქოს მომალბო მართა. მივხვდი რომ განსაკუთრებულ ქალს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.. - გახსოვს ჩვენი პირველი დარჩენა დაჩაზე? - დილით ვიწექი და გიყურებდი და ვფიქრობდი როგორი სხვანაირი იყავი.. როგორი ბავშური, როგორი თბილი მართა, ვგრძნობდი რომ შენს გვედით სულ სხვანაირი ადამიანი გავხდებოდი.. არ მინდოდა, შეცვლა არაფერში მჭირდებოდა მაგრამ შენ ეს შეძელი უსტყვოდ, უთქმელად მხოლოდ გრძნობებით შეძელი .. მივხვდი რომ შენ იყავი ჩემი არსებობის გაგრძელება, ჩემი ფიქრების დასასრული მართა.. გიყურებდი და მინდოდა შენს ფიქრებს ხელებით შევხებოდი. იმდენად მინდოდა ახლოს მყოლოდი ვიცოდი რომ ყველაფერზე წავიდოდი.ასეთად შენმა მიდგომამ, შენმა ნდობამ მაქცია .. რატომ მენდე, რატომ წამომყევი, რატომ არ შეგეშინდა მაშინ რომ თითქმის სრულიად უცხო მამაკაცს გაყევი მიყრუებულ დაჩაზე..
- როგორც წესი ქალები ძალიან ხშირად ცდებიან დანიელ.. იცი რატომ? ისინი მამაკაცის სიტყვებს უჯრებენ და არა მათ საქციელს. ისე როგორც შენ მეც რაღაცეები გამოვიარე. მივხვდი რომ ცარიელ ადგილას კაცის სიტყვები არაფერს მოგცემს, თუ მას მერე ქცევაც არ მოაყოლა.. იცი რა , ქალებს და ზოგადად ადამიანებს გვიყვარს იმისი დაჯერება რაც გვინდა.. თუ კაცი გეუბნება რომ აღარ დალევს, და მეორე დღეს გალეშილი მთვრალი მოდის და ეს კვირეები გრძელდება, გამოდის რომ ფაქტი უფრო მყარია და არა სიტყვები. მე შენ დიდი ხანი გაკვირდებოდი.. შენი ქცევა სულ საპირისირო იყო. მეუხეშებოდი , მეჩხუბებოდი, თუმცა ამავე დროს ჩემზე ზრუნავდი.. გახსოვს, შეზლონგზე დაძინებული ამიყვანე, მანამდე ოთახის კარები გამიხსენი. მერე შუაღამეს გარეთ არ დამტოვე, თანხა დამირიცხე, მოკლედ უამრავი რამეა რაც სხვა რეალობას მიშლიდა თვალწინ. ამიტომ გენდე. მე არა ჩემი გული გენდო. ჩემი გული კიდევ არასოდეს ცდება დანიელ - გადაჭრით ვუთხარი და საწოლზე მიფენილი მისი პერანგი შემოცივცი..
- საით?- მე ჯერ არ დამიმთავრებია შენით ტკბობა - ბავშვივით გამებუსხა ..
- მშია, და არც შენ გაწყენდა ჭამა, წავალ რამეს მოვამზადებ. გპირდები ამჯერზე გემრიელს - სიცილით ვუთხარი და სამზარეულოსაკენ წავედი..
მარტო დარჩენილი დანიელი ფიქრებმა თავისკენ წაიყვანა.. იცოდა რომ ოჯახის წინაშე მოუწევდა დადგომა და ისიც ძალიან კარგად იცოდა რომ უამრავ წინააღმდეგობას შეხვდებოდა.. წვეულების მერე სახლში არ ყოფილა, მამის ზარებს არ პასუხობდა, კარგად იცოდა ნიკომ შვილის ამბავი, სამსახურში მისვლას და საუბარს აზრი არ ჰქონდა, ერთიანად იფეთქებდა დანიელში პაპის ხასიათი და საბოლოოდ გადახაზავდა მშობელს..
სახლში მისვლამდე ერთი მთავარი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი.. სოსოსთან უნდა წასულიყო და იმ გადაკრული ფრაზების ამბავი გაერკვია რაც იქ მოისმინა.. არც დედამისის და სოსოს საუბარი მოსწონდა მალულად. ამიტომ გადაწყვეტილება მყარად ჰქონდა მიღებული. ორივეს ერთად დალაპარაკებოდა, მერე მამის ჯერი დადგებოდა და ამას მაქსიმალურად გაურბოდა. მიუხედავად იმისა რომ მამა ყოველთვის მკაცრი და უხეში იყო, გულის სიღრმეში მამა ყველაზე მეტად უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშობაში საშინლად ატკინა გული, მამა მაინც იდეალი იყო მისთვის, ყოველთვის მიაჩნდა რომ ასეთი უხეში იყო და ამითი იმკვიდრებდა ადგილს საზოგადოებაში, ასე უნდოდა ადგილის გამყარება და ცხოვრებაში რაღაც მწვერვალზე ასვლა.
მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, რაღაც აეჭვებდა დანიელს. რაღაცა სხვა განცდა ჰქონდა გამჯდარი სხეულში და გულში. ერთიანად იყო მამა მისთვის ახლობელი და შორეულიც. მისი სისხლი და ხორციც და უცხოც.
**
- რა გინდა ამ ბიჭისგან ამიხსენი ერთი - გაბრაზებულმა უთხრა ბაბემ შვილს და თვალებში ჩახედა..
- არაფერი, წამოდი ახლა მაგისთვის არ მცალია, მაინტერესებს ეს გოგო როდის იწვა საავადმყოფოში და ჩვენ არ ვიცით.
- ჩვენ? ჩვენ ვინაა მე და შენ შვილო? - დარწმუნებული ვარ შენს ცოლს ეცოდინება..
- ხოდა მაცადე დედა რა, მაცადე !- ასაკოვანი ქალი გვერდზე გასწა და საძინებლის კარები მიიკეტა.
საწოლზე მშვიდად იწვა სალომე და სერიალს გაფაციცებით უყურებდა. სახეზე იმდენი ემოცია ესახებოდა ვერ გაიგებდი სიხარულის იყო თუ მწუხარების. გადასართველი აიღო და ცოლს ტელევიზორი გაუთიშა. გაოცებულმა შეანათა თვალები ალექსანდრეს და საწოლზე ლოტუსის ფორმაში დაჯდა..
- ნიტას როდის ელაპარაკე? - პირდაპირ საუბარზე გადავიდა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
- რავიცი გუშინ დავურეკე..
- მაგას არ გეკითხები !- იცოდი რომ მართა საავადმყოფოში იყო?
- ლექსო კარგი რა !- ბავშურად დაუბრუნა პასუხი და გაიტრუნა..
- რა კარგი რა ქალოო. მიპასუხე იცოდი თქო?
- ვიცოდი ! ვიცოდი და არ გითხარი. იმიტომ რომ გაცვივდებოდით და იქ კიდევ ის ბიჭი იქნებოდა, ის საძაგელი და აუტანელი ბიჭი, არ მინდოდა გენერვიულა..
- ქალო, შენ თავში ტვინი სულ არ გაქვს?- მკლავში ხელი სტაცა და საწოლიდან წამოაგდო. - ვინ ბიჭზე მელაპარაკები, როცა შენი შვილი ცუდად იყო..
- ცუდად არ იყო.
- აბა რა სჭირდა, ისე გასართობად იწვა საავადმყოფოში? რა სჭირდა-თქო, მიპასუხე - გამწარებულმა უყვირა ცოლს და საწოლზე მოისროლა..
- მაშინ რომ ვიჩხუბეთ და აქედან წავიდა ავარიაში მოყვა , იმ გარეწარისგან ორსულად ყოფილა და ბავშვი დაკარგა - ისე თქვა თითქოს სერიალის გმირზე საუბრობდა..
- შენი შვილი ორსულად იყო, ბავშვი დაკარგა და ამას ასე როგორ ამბობ სალომე?- მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში და სახე ხელებში ჩამალა.
ოცდარვა წელიწადი ცხოვრობდა ამ ქალთან ერთად და მხოლოდ ახლა გააანალიზა რომ ეს ქალი კი არა ნამდვილი ურჩხული იყო. უყურებდა და ვერ ხვდებოდა ასეთი გულგრილი, ასეთი ურეაქციო როგორ უნდა ყოფილიყო იმ ადამიანის მიმართ რომელიც ცხრა თვე ატარა, მისით იკვებებოდა, მასში იზრდებოდა და მასში ყალიბდებოდა..
ასეთი საოცრება მხოლოდ ზღაპრებში თუ ჰქონდა წაკითხულ ლექსოს, ისიც ძალიან ღრმა ბავშობაში.
როცა დედინაცვლებს არ უყვარდათ გერი ქალიშვილები და ცუდად ექცეოდნენ. მაგრამ ეს ხომ დედინაცვალი არ იყო, ეს ხომ შვილი იყო, მისი ნაწილი, მისი სისხლი და ხორცი, მასში რომ დაიწყო პირველად გულის ფეთქვა. ქალები ხომ ამაზე ოცნებობდნენ, რომ ჰყოლოდათ შვილი. მთელი ცხრა თვე ჯერ არ დაბადებულ შვილზე ზრუნავდნენ.
ახლა მკაფიოდ ახსენდებოდა როგორ დაყურებდა პატარა მართას სალომე. როგორ არ უყვარდა ეს ციცქნა გოგო, ან უნდოდა რომ არ ჰყვარებოდა და იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა ამისი, თავისივე ფიქრებში და ბოღმაში ჩაიძირა..
უხმოდ ადგა სავარძლიდან, კარადის კარები გამოაღო, მოზრდილი ჩემოდანი გამოათრია და სალომეს გახედა..
- გახსოვს გაგაფხილე აქედან წასულ მართას რაიმე რომ დაემართოს სახლიდან გაგაგდებ- თქო! - ზუსტად ამას ვაკეთებ ამას. ან შენ თავად ჩაალაგე შენი ბარგი, ისე ნაზად და აკურატულად როგორც გიყვარს. ან ერთი ხელის მოსმით ჩაგიყრი ყველაფერს და ამ შუაღამეს გარეთ გაგიშვებ..
- ლექსო მისმინე..
- იმდენი ხანი გისმენდი რომ საკუთარი თავი მეზიზღება ახლა. დედაჩემი მართალი იყო, როცა მეუბნებოდა ეს ბავშვი არ შეგიყვარებს ახლა თუ მიატოვებო..- ერთხელ უკვე მივატოვე და მეორედ იგივე შეცდომას არ დავუშვებ. დილით გაგიყვან შენს სახლში..
- კარგი - მშვიდად უთხრა და კარადიდან ტანსაცმლის გადმოლაგებას შეუდგა. - იცოდე ამ დღეს და ამ საქცილს ინანებ ..- პატარა ბავშვივით დაემუქრა და ქმარს გახედა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent