ოლიკო
დავიბადე სოფლად. ჩვენი სოფელი ბავშვობაში რომ მსოფლიოს ცენრტი გვეგონა, დიდობაში მივხვდით თურმე როგორ ცხრა მთას იქით დავბადებულბართ. მაგრამ, ასე მე სოფელში დავიბადე და გავიზარდე სადაც წელიწადის დროებს ფოტოებით ახსნა არ სჭირდება, მინიმუმ ერთი წელი უნდა გაჩერდე რომ ოთხივე დრო საკუთარი თვალით იხილო და მაშინვე დაგამახსოვრდება მათი ნიშანთვისებები, თითოეულის სილამაზე და აღარასდროს, აღარასდროს დაგავიწყდება... ზამთრის დადგომასთან ერთად მატულობდა სითბო ხალხში, ყველა, საქმე მოთავებული და მოთენთილი იყო, ბავშვები კი ეზო-კარს ვიკლებდით ყიჟინით, თეთრ საბანში გახვეული ზამთარი ჯადოსნურობას იძენდა და სოფელიც მასში იძირებიდა, მთელი დღის თოვლში ნამყოფები, სველი ფეხებით, სახე აწითლებულები, სახლებს თავს ვაფარებდით და აღუღუნებულ ღუმელს ხელებ მიშვერილი ვაფასებდი სითბოს და ცეცხლის დამნთებს. შემდეგ მეფური ვახშამიც იშლებოდა, კარაქიანი პური, ყველთან და ცხელ ჩაისთან ერთად. უკვე საღამურებში გამოწყობილი, ღუმელის გვერდით ტკბილად მივირთმევდი და საწოლში მივძვრებოდი დანაყრებული მუცლით. მომდევნო დღისთვის ძალების აღსადგენად. ჯადოსნური იყო ახალი წელიც, თითქოს ხალხი ერთი მთლიანობა ხდებოდა. გვიხაროდა ახალი წლის დადგომა და ბედნიერი იყო სოფელიც. გაზაფხულის დაწყება უცნაური იყო ყოველთვის, ხალხი თითქოს მიძინებულ ბუნებასთან ერთად ფხიზლდებოდა. ჯერ ერთი, მერე მეორე და საგაზაფხულო ჟრიამულიც მატულობდა ყანებში, ცაზე მერცხლები კრავდნენ კამარას და თვეების უკან ეულად მიტოვებულ ბუდეებს ჭიკჭიკით უბრუნდებოდნენ. იღვიძებდა ბუნება, წელში იმართებოდა და ხეებზე ფოთლებთან ერთან გამოტანილი კვირტებით წლის მოსავლიანობასაც ამცნობდა გლეხებს.... ყვავილების სურნელი იფრქვეოდა გარშემო და ფუტკრებიც იწყებდნენ ფუსფუსს... ვარდობის თვის დადგომა კი უკვე ზაფხულივით ფეთქავდა ჩვენს გულებში, სექტემბრამდე ჩვენი იყო ქვეყანა, მდინარეზე ხან საბანაოდ, ხანაც სათევზაოდ დავდიოდით და ყურს არ ვუგდებდით უფროსი თაობის რჩევა დარიგებას რომ ამბობდნენ ,,რ,, თუ არ ურევია იმ თვეში თევზაობა აბა როგორ შეიძლებაო?!.. შიშველი ფეხებით მორბენილი გვქონდა ყველა ორღობე თუ მინდორი. მთელმა სოფელმა იცოდა მაგრამ ბავშვურ ქურდობას არავინ გვიშლდა, საღამოობით ხან მობრაწული სიმინდის სუნი იფრქვეობა ბაღის ბოლოებზე ხანაც კი იდაყვებამდე ჩატკბილული მკლავებით მივირთმევდით ატამს. სექტემბერი რომ დადგებოდა, თვალებში წვიმებ ჩამდგარი, ყვითელ კაბაში გამოწყობილი შემოდგომაც უმალ ჩამოჯდებოდა, დაკოჟრილ თითებს დაიწყობდა კალთაზე და სოფელიც იწყებდა სარჩოს მომარაგებას ზამთრისთვის. ერთ წელიწადის პირველ სექტემბერს ექვსი წელი შემისრულდა თუ არა სკოლაშიც მიმარბენინეს, ასე დაბნეულად და ემოციურად ჩამაბარეს სკოლას. რახან უკვე პირველკლასელი მერქვა ყველა სიდინჯეს და სწავლას მოითხოვდა ჩემგან. დავდიოდით სკოლაში გოგო-ბიჭები და ჩვენმა ცხოვრებამაც სახე იცვალა ამ ახალ ეტაპზე გადასვლისთანავე. არ გეგონოთ გართობა და მაიმუნობა დავივიწყეთ, ახლა უფრო მეტი გასართობიც კი გვქონდა. უკვე მესამე კლასში ვიყავით როდესაც ჩვენს კლასში ახალი მოსწავლე მიიღეს. ბიჭს ოლეგი ერქვა თუმცა ყველა რატომღაც ოლიკოთი მოვიხსენიებდით. ერთი საწყალი, გამხდარი ბიჭი იყო ჩვენი ოლიკო. მის ოჯახს ძალიან უჭირდა, ხშირად არ ქონდა ოლიკოს სკოლისთვის შესაფერისი ნივთები და ტანისამოსი, მაგრამ მაინც დადიოდა და არ აცდენდა მობუზული და მარტოსული ოლიკო სკოლას. მარტოსულობის გამო ოლიკოს მეგობრები არ ყავდა, სწორედ ამიტომ ადვილად დაჩაგრეს ბიჭი სკოლის დიდმა თუ პატარამ. გადიოდა დღეები, თვეები, ვერ ისწავლა ჭკუა ოლიკომ, მაგრამ უკვე დაგვიანებულიც კი იყო მგონი, რადგან აღარავის სურდა ოლიკოსთან მეგობრობა, გოგოები უფრო შეაწევდნენ ხოლმე სიტყვას და მჩაგვრელს დაუცაცხანებდნენ, ბიჭებს კი ერთმანეთში სასირცხვილოდ მიაჩნდათ საწყალ ოლიკოსთან მეგობრობა. წლის ბოლოს ოლიკომ სკოლის გაცდენები დაიწყო. ერთ დღეს მასწავკებელმა დედა დაიბარა მისი, მაგრამ არავინ მოვიდა, მამაც დაიბარა, არც ის გამოჩნდა. მასწავლებელი იძახდა: - ეს ბიჭი ხელიდან წაგვივა და ცუდად დაასრულებსო. მოგვიანებით გაირკვა რომ ოლიკოს თურმე არც დედა ჰყოლია და არც მამა. ბებია-ბაბუა ზრდიდნენ და პატრონობდნენ. შეეცოდათ მასწავლებლებს, აღარ უწყრებოდნენ ბიჭს მაგრამ, იმდენი ,,არა,, დაუგროვდა რაღა ექნათ და წერილით აცნობეს ბაბუას ბავშვი ხშირად ნუ აცდენს და სკოლაში რეგულარულად იაროსო. სკოლაში ხმა გავარდა ოლიკოს პატრონი არ ყოლიაო და უფრო დაიწყო ზოგმა უფროსკლასელმა მისი დაჩაგვრა, მართალია არც მე ვმეგობრობდი მასთან მაგრამ არც მისი დაჩაგვრის მომხრე ვიყავი.. ერთ დღეს როცა გაკვეთილები დასრულდა და სახლში ვბრუნდებოდი დავინახე ოლიკო ორ ღობეში სამ უფროსკლასელთან ერთად, აწვალებდნენ და დასცინოდნენ საწყალს.. ამ სურათის შემხედვარეს უეცარი ბრაზი მომერია, ჩანთა იქვე ბუჩქის ძირში მივაგდე და უიარაღო მებრძოლივით გავექანე მათკენ. ღრიალით შევასკდი ერთ-ერთს და ორივემ, კარგი გემრიელი კოტრიალაც გავაკეთეთ. მიყურებენ გაოცებულები ოლიკოს ჩათვლით, მე მათზე ბევრად დაბალს და სუსტს წამიერად ისეთი გამბედაობა მომეცა რომ ვერც წარმოვიდგენდი. კი გადავკოტრიალდით მაგრამ ფეხზეც სწრაფად წამოვხტი, ის კი ისევ გაკვირვებული ზის, ადგომას არ ჩქარობს და მომჩერებია. - რას შვები შე ლაწირაკო? - ბრაზით მეუბნება მეორე. - ვინაა შენი ლაწირაკი? - არ ვეპუები არც ამას და ახლა მისკენ ავიღე გეზი, მაგრამ ილეთი აღარ გამომივიდა ორივემ დამიჭირა, წაქცეულიც უმალ წამოხტა და მათ მიეხმარა. დამჟეჟეს გემრიელად, მართალია მხოლოდ იმას ვყვიროდი ოლიკო გაიქეცი თავს უშველეთქო მაგრამ სწორედ ოლიკო იყო რომ ეს დაჟეჟილ- დალურჯებული სახლამდე მიმიყვანა, მასაც კარგად მოხვედროდა მარცხენა თვალში, ზედა ტუჩიც გახეთქილი ქონდა. მე კი შემოხეული ტანსაცმელი, ორივე თვალი დალურჯებული და ცხვირ გატეხილი ჩამაბარა პატრონს. სანამ ცოტა არ მოვმჯობინდი სახლში დამტოვეს. სკოლას მალე დავუბრუნდი და ჩვენი ჩხუბის ამბავი კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებული დამხვდა. როგორც გითხარით ოლიკოსთან მეგობრობა სირცხვილი იყო თითქოს და მეც რატომღაც მერიდებოდა ყველასი. თითქოს და ეს არ მაკლდა მათემატიკის გაკვეთილზე ჩვენმა მასწავლებელმა პატივცემულმა არჩილმა ყველას გასაგონად მკითხა: - ილია, სად არის შენი მეგობარი? მივხვდი ვისზეც მეკითხებოდა მაგრამ მაინც მქონდა პატარა იმედი: - ვინ პატივცემულო? - ოლიკო ილია - მიპასუხა დინჯად. - არაა ჩემი მეგობარი პატივცემულო.. - ვიუარე მაშინვე. - ეგ კი ჩემ კითხვაზე არაა პასუხი. - არ ვიცი მასწავლებელო, ალბათ ჯერ ისევ სტკივა საწყალს. - ვუპასუხე დარცხვენილმა. - ეგ პასუხი უკვე კარგია ილიკო. - მითხრა კმაყოფილმა და განაგრძო გაკვეთილის ჩატარება. სკოლის შემდეგ ვერ მოვითმიმე და წავედი ოლიკოს სახლისკენ მოსაკითხად. მივადექი ღობეს, შევდექი ზედ და გავძახე ოლიკოს მარჩენალს. - პარმენი ბაბუაა... სახლის ზღურბლზე მოხუცი ქალი გამოდგა. - ელიკო ბებია სადაა ოლეგი? - შემოდი ბებია კარში. - გამომძახა შორიდან. მეც თავჩაღუნულმა შევაღე კარი და დავყევი ბილიკს. - მოდი ბებია მოდი, იქნებ - მითხრა უკვე ახლოს მისულს - უთხრა რამე ამ ბიჭს აღარ უნდა სკოლის გაგონება, იმიზეზებს ყველაფერს, არადა კარგადაა უკვე ეს ეშმაკის ფეხი. სახლში შემიძღვა ელიკო ბებია და იმ კარზე მიმანიშნა სადაც ოლიკოს სამყოფელი იყო. კარზე მივაკაკუნე. - აქ ხარ ოლეგი ბიჭო? - პასუხი არ გამცა, კარი შევაღე. საწოლზე ოლიკო მოკუნტული ზურგშექცევით წევს. - როგორ ხარ?- ვკითხულობ ისევ. არ ველოდი ასე თუ დამხვდებოდა. მეც არ ვიცი რას ველოდი. - წადი ილია, კარგად ვარ. - ისეთი ხმა აქვს ნამტირალევი უნდა იყოს. - არ წავალ ასე, ვერ წავალ.. - დაგინახავს ვინმე ჩემთან რომ მოხვედი და გაიგბს მთელი სკოლა. ტყვიასავით მომხვდა მისი სიტყვები. - რას ამბობ?! - შენც აბუჩად აგიგდებენ ჩემსავით, არ ხარ შენ ცუდი ბიჭი, წადი ამიტომ. შემრცხვა და რა შემრცხვა, მთელი სკოლის, მთელი სოფლის და მთელი ქვეყნის მაგიერ შემრცხვა. კარი გამოვიხურე თუ არა ელიკო ბებია დამხვდა დარაჯივით - რაო? რა გითხრა შვილო. - ხვალ დილას მოვალ ელიკო ბებია და მაგი მზად დამხვდეს, ერთად წავალთ სკოლაში. - ვთქვი მტკიცედ და ხმამაღლა ოთახში ოლიკოსაც რომ გაეგონა. - კი დედა კი მზად იქნება, აბა როგორ.. - გაუხარდა მოხუცს. დილით უთენია მამალივით მათ ჭიშკარზე ვყვიროდი ოლიკო მეთქი. ისიც გამოჩნდა ზღურბლზე ჩანთით ხელში. მომიბოდიშა მაშინ როცა თავად მქონდა საბოდიშო, ხელი გადავხვიე და წავედით სკოლისკენ. ერთად შევედით სკოლაშიც და კლასშიც, ერთად დავჯექით მერხთან სადაც ოლიკო ყოველთვის მარტო იჯდა. დუმდა კლასი სანამ კარში შემოსულმა მასწავლებელმა ეს დუმილი და მისი ყოველდღიური ჩვეულება არ დაარღვია, სალამის ნაცვად პატივცემულმა არჩილმა მე მომმართა - უკვე კარგია, ილიკო კარგი ... ჩვენი მეგობრობა მესამე კლასში დაიწყო და იმ მოტოვებული მერხიდან გაგრძელდა. მთელ სოფელს სენივით მოედო ოლიკოს და ილიას მეგობრობის ამბავი და დროის სვლასთან ერთად ჩვენი ოლიკო ოლეგად ისე გარდაიქმნა თავადაც უკვირდა ასეთი ცვლილება. მაგრამ უფრო ახლობელი და შეხუმრებული მეგობრებისთვის ისევ ოლიკოდ დარჩა. გადიოდა დღეები და ასე იცვლებოდა სოფელი, ხალხი.. ზამთრის ძილის თეთრი საბნიდან ზანტად გამომძვრალი ბუნება ჯერ ისევ ძილბირანში მყოფი მთელ თავის ავლა-დიდებით მოზუზუნე გაზაფხულს ჩაბარდებოდა ხოლმე... გაზაფხულს ჩვენი საყვარელი ზაფხული ანაცვლებდა ,ჩვენც მეტი რა გვინდოდა განახლებული ანკესებით ყიჟინით ვიპყრობდით მდინარის პირებს თუ ტბორებს. არდადეგები ჩვენს ხელთ იყო და არცერთი წუთის დაკარგვა არ გვინდოდა. ზაფხულის მიწურულს კი ყველაზე თბილი და ტკბილი, ყვითელ კაბიანი შემოდგომა ამაყად შემოაბიჯებდა სოფლის შარა გზაზე, და სოფელიც შრომას ანახლებდა მეტი დატვირთვით. პირველ სექტემბერს ჩემი დაბადების დღე დილიდან სკოლაში წასვლით აღინიშნებოდა საღამოს კი პატარა ბავშვურ სუფრას შლიდა დედა სადაც უკვე ოლიკოსთვისაც იყო საპატიო ადგილი. სკოლის დამთავრებამდე ორი წლით ადრე ბაბუა დაეღუპა ოლიკოს. გაკვეთილზე ვიყავით პატივცემული არჩილი რომ შემოვიდა და ორივე გაგვიყვანა. შემდეგ ოლეგს უთხრა ახლა დიდი ბიჭი ხარ და კაცურად დადექი, არ მქვს კარგი ამბავიო. ამცნო ბაბუას ავად ყოფნა და მე გადმომხედა მაშინვე მივხვდი ნათქვამის ბოლო აზრს. რომ მხოლოდ ავად კი არ იყო პარმენი ბაბუა არამედი გარდაიცვალა, ოლიკოს წავყევი სახლში და გზაში უიმედოდ ვამხნევებდი. სანამ არ მომიბრუნდა და მითხრა : - ილია ვიცი რაც ხდება მაგრამ ახლა რა მეშველებაო? ..... ყველა გვერდში ვედექით, ვინც როგორ შეძლო. დაკრძალვაზეც და ყველა ქართულ ტრადიციულ წესზეც. ჩაიარა იმ მძიმე დღეებმა. მართლაც კაცურად მყარად იდგა ოლიკო ფეხზე. ბებია-ბაბუის შემყურე ოლიკო ახლა თავად ქცეულიყო ოჯახის უფროსად და მისი ერთადერთი ბებიის მთავარ მარჩენლად. სწავლაშიც ყოჩაღი იყო და ეზო-კარის საქმეშიც, არც ყანაში მუშაობას თაკილობდა და საქონელსაც უვლიდა ოლიკო. მოგვემატა სოფლის საქმე სწავლასთან ერთად თითქოს ბავშვობამაც აიკრიფა გუდანაბადი და გაუყვა გზას. აღარ იყო დრო მდინარეზე და მინდორში სირბილის. ოლიკოს შრომაში ვერ შევედრებოდი და არც სწავლით ვიკლავდი თავს. მაინც სულ გართობისკენ მიმიწევდა გული მაგრამ ამ გაწამაწიაში ვიღას ეცალა გასართობად. სკოლა რომ დავამთავრეთ და ყველა ბედნიერებას აღნიშნავდა სწორედ მაშინ ელიკო ბებიაც მივაბარეთ მიწას. დარჩა მარტო ოლიკო თავის კარ-მიდამოზე. და ასე ეულად დარჩენილმაც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, თუ აქამდე არსად სწავლის გაგრძელებას და ჩაბარებაზე არ ფიქრობდა ახლა უკვე აღარაფერი აკავებდა სოფლად. სახლ-კარის გარდა ყველაფერი გაყიდა და თბილისისკენ აიღო გეზი სწავლას გავაგრძელებ და შემდეგ დავბრუნდებიო, ისეთ რამეს ვისწავლი რაც აქ სოფელში მარტო მე კი არა ხალხსაც გამოადგებაო იძახდა და ასე დიდი შემართებით მოემზადა ქალაქში წასაწვლელად. მე კი თითქმის ძალით შემსვეს მატარებელში როცა წასვლის დრო დადგა. დავიძარით ქალაქისკენ მატარებელშიც გვერდიგვერდ მჯდარი მე და ოლიკო. - რა იყო ბიჭო რა სახე ჩამოგტირის? - მეკითხება აღტკინებული მეგობარი. - რა ვქნა აბა? სად მივდივარ მეც არ ვიცი. - სად და ახალი ცხოვრების ასაწყობად ჩემო ილია. - ამბობს და ღიმილი არ შორდება სახიდან. - ნახე აბა რა ბუნებას ვცვლით ქალაქზე.. - ფანჯრისკენ ვბუნდები და თვალს ვავლებ თითქმის უკან მოტოვებულ სოფელს. - ქალაქზე კი არა სწავლაზე, თანაც დროებით, მერე ჩამოვალთ ისევ და სოფელიც დაგვხვდება ხელგაშლილი.. - მართალია, მაგრამ რომ არაფერი გამომივიდეს აღარ მექნება ჩამოსასვლელი პირი, რა გაუძლებს ჩემებს - ვიცინი და ისიც იღიმება, - ყველაფერი გამოვა ხუთიანზე. დადებითი ემოციებით მავსებს მისი თავდააჯერებულობა და საბოლოოდ მეც ვთანხმდები - გამოვა აბა არ გამოვაა.. თბილისში სადგურზე მატარებელი სვლას ანელებს და სანამ ბაქანზე ფეხს ჩამოვდგამ მანამ ვხედავ დეიდაჩემს როგორ იცდის აღელვებული ჩემს დეიდაშვილ თინასთან ერთად. - წამოდი ოლიკო ჩემები უკვე გვიცდიან.. - შევძახე ოლეგს და ჩავხტი მატარებლიდან. - ნუნუ დეიდაა- გავძახე და გავიქეცი ხელების ქნევით. - ჩამოხვედი ბიჭოოო ...ილიკოო - მეხმიანება დეიდაჩემიც და ისე მეხვევა ლამის დამახრჩოს, თავი რომ დავიხსენი თინას მივუბრუნდი. - როგორ ხარ თინიკო? - და ისე გადავეხვიე ვითომ შურს ვძიობდი დეიდაჩემზე წეღან რომ მახრჩობდა ხვევნა კოცნით. ამასობაში ოლიკოც მოგვიახლოვდა. - ოლეგ ხომ გახსოვს ეს დეიდა ნუნუა ეს კი ისევ პატარა თინიკო - გავახსენე ჩემები ერთმანეთს და თან კიკინაზე მოვქაჩე თინას იმანაც მწარე მუჯლუგუნი გამკრა გვერდში. გაზრდილა თინა მომავალ წელს სკოლასაც ამთავრებს მაგრამ ჩემთვის ჯერ ისევ პატარა თინია კიკინებზე ბაფთებით რომ იწონებდა ხოლმე თავს. - მახსოვს როგორ არ მასხოვს, როგორ გიკითხოთ? - ილიკოს მეგობარი ჩვენი ოჯახის წევრია უკვე აბა სხვანაირად რავა შეიძლება? - ნუნუ დეიდა ოლეგსაც ეხვევა და სახლისკენ მიგვერეკება სამივეს. - სად არის ბიძაჩემი? - მოუთმენლად ვკითხულობ გზაში რამდენჯერმე - სახლშია ბიჭო სახლში რავა ცეცხლი წაიკიდე მივალთ და ნახავ, გელოდებოდათ დილიდან ფეხი არ მოიცვალა სახლიდან. - ყველა მომენატრეთ დეიდაჩემო რა იყო - ვიცინი ნუნუს გაწიწმატებაზე. სახლს მივუახლოვდით თუ არა ბეძაჩემმა დაბარებულივით თავი გამოყო ფანჯარაში - სად ხართ აქამდე თქვე კაი ხალხო. - უკან შებრუნდა და ახლა კიბეზე გამოგვეგება - სად ხართ კაცო გაცივდა ყველაფერი- ხელებ გაშლილი დაგვიხვდა კიბის თავზე - როგორ ხარ ნუგზარი ბუძია - ავირბინე კიბე და გადავეხვიე. - თქვენ როგორ ხართ თქვენ? - სახლში შეგვიძღვა ქოთქოთით - შენ როგორ ხარ ოლეგ? - უცებ გაიხსენა პატარა ოლიკო. - კარგად, კარგად,თქვენ როგორ გიკითხოთ.? - აქ მოდით ბიძიკო სუფრასთან და გეტყვით როგორც ვარ. გვიანობამდე გაგვიგრძელდა პურ-მარილი, დაშლას მანამ არ ვაპირებდით სანამ ღამის პერანგში თმა გაწეწილი ნუნუ არ გამოგვივარდა. - დაანებე ბავშვებს თავი კაცო, დაასვენე ახლა, ამათი საქმე სწავლაა ახლა დალევა კი არა - რა იყო ქალო გვაცალე - ახითხითდა შეზარხოშებული ნუგო ბიძია - ვერ გაცლით ვერა, შენც მუშაობ ხვალ და ამათაც საქმე აქვთ დილიდან - ასე აგვშალა მაგრამ დრო იყო ნამდვილად, დავიძინეთ თუ არა არც მე და არც ოლეგს ფეხი არ გაგვიტოკებია დილამდე. დილით ისევ ნუნუ დეიდას ქოთქოთმა გამაღვიძა, ჯერ თინა წამოაგდო ფეხზე ,,- ადექი გოგო რაღა დროს ძილიაო.,, მერე ნუგო ბიძიას დაესხა თავს ,,- სამსახურში არ დაგაგვიანდესო,, ძილბურანში ჩამესმოდა მისი ხმა და მეც თვალებ მილულული ვუსმენდი, ამ ხმებზე ჯერ მხოლოდ ერთი ღამის და უკვე მონატრებული სოფელი გამახსენდა, თან მეცინებოდა ნუნუ რომ ჭკუას არიგებდა მამაშვილს არ იხმაუროთ ეძინოთ ბავშვებსო და ყველაზე მეტად თვითონ რომ ხმაურობდა. გვერდი ვიცვალე და მეორე საწოლში ოლეგს გავხედე ცალი თვალით, მასაც ეღვიძა და ჭერისთვის მიეპყრო მზერა, პირი გავაღე რაღაცის სათქმელად და ისევ გაჩუმება ვამჯობინე ისე ტკბილად და სევდიანად იყო თავის მოგონებებში ჩაფლული ვერ დავურღვიე მყუდროება. ალბათ ამ ხმებზე მასაც აეშალა თავის წარსული თვალწინ, იქნებ მონატრებული მშობლები გაუცოცხლდნენ მოგონებებში, ანდაც ბაბუა, ბებია რომელიც დილით სკოლაში წასვლისას საუზმეს რომ უწყობდა უხმაუროდ ბავშვმა ცოტაც იძინოს სანამ წასვლის დრო მოუვაო. ბევრი დარდი და ტკივილი ვიცოდი მისი მაგრამ ოლიკო უფრო მეტ გაუმხელელ დარდს ატარებდა გულით. ამიტომ ვამჯობინე გაჩუმება და საშუალება მივეცი მოგონებებში ემოგზაურა კიდევ ცოტახნით. სანამ მე ვაგრძნობინებდი რომ მეღვიძა მანამ ისევ თავად გადმომძახა: - ილია გაიღვიძე ახლა დროა უკვე. მეც მაშინვე ახალგაღვიძებულივით მთქნარებით და ფშვნეტით გავახილე თვალები: - რა იყო ოლიკო ჩვენი სოფლის მამალი ხომ არ ხარ ამ დილაუთენია რომ გაგიღვიძია - ვეუბნები სიცილსიცილით. - რაის მამალი და სოფელი მოინდომე გამოცდები და დიდი საქმეები გვაქ წინ. ავდექით მოვწესრიგდით ვისაუზმეთ და ქალაქში გავიარეთ, ყველაფერი უცხო და საინტერესოდ მომეჩვენა , დავიწყეთ მომზადება ქალაქისთვის, სწავლისთვის, რამოდენიმე დღეში გამოცდების გადალახვაც მოგვიწევდა. ოლეგს ძალიან ეხამუშებოდა ჩემს დედიდასთან ცხოვრება ამიტომ სწავლასთან ერთად სამსახირის მოძებნაც ქონდა გეგმაში რომ მისი თქმით არ შევეწუხებინეთ. გამოცდები ორივემ გადავლახეთ. ოლეგმა ვეტერინარული აირჩია, სამსახურიც იშოვნა შეფარდებით და ჩვენგანაც გადავიდა. ბევრი ვეხვეწეთ მეც და ჩემებმაც მაგრამ დაიჟინა მარტო მირჩევნია ვერ შეგაწუხებთ მეტადო. ხშირად ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს ისეთი დატვირთული გრაფიკით ცხოვრობდა ოლიკო. ხან სწავლა, ხან სამსახური. მეც ვცადე რამოდენიმეგან მუშაობა მაგრამ არაფერი გამოდიოდა გული მალე მიცრუვდებოდა თავს ვანებებდი. შორიდან ვიგებდი ოლეგის წინსვლას და წარმატებებს ჩემი საქმე კი ვერ წავიდა მთლად კარგად. ვერც ახალი სამეგობრო შემხვდა მთლად კარგი და სახარბიელო. მოკლედ ცოტა ამერია ცხოვრება. მაშინ მაგდენს ვერ ვხვდებოდი რა გზას ვადექი თურმე. იმ წამს ხომ თითქმის არასდროს ვიაზრებთ ქმედებას. დრო რომ გადის ვფიქრობთ მერე და შეცდომებიც ნათლად გვესახება წინ, მაგრამ ამბავი ჩავლილია და რაღა ეშველება. ისღა გრჩება შენი შეცდომიდან სხვას რჩევა მისცე. ერთ დღეეს ოლეგი მოვიდა ჩემთან: - როგორ ხარ ილია? სად ხარ დაკარგული? - კარგად. შენ როგორ ხარ? მე ვარ დაკარგული თუ შენ სათოფეზე აღარ გვეკარები.-ვეუბნები გულიწყვეტით. - რა ვქნა ჩემო ილიკო საქმე და სწავლა- იღიმის მართლაც დიდი საქმიანი კაცივით გამოიყურება - რა მინდა ახლა გითხრა, გითხრა კი არა გთხოვო, სოფელს თუ წახვალ ჩემს ეზო კარსაც დახედე, ვიცი შენები ისე არ მიაგდებდნენ იქაურობას მაგრამ შენ მაინც დახედე. აბა მაგაზე როგორ დავზარდებოდი თანაც უკვე ორი წელი ილეოდა რაც სოფელში არ ვყოფილვარ და წასვლასაც მართლა ვგევმავდი- კი დავხედავ აბა რას ვიზავ, ხელსაც შევავლებ თუ რამე ისე არაა მაგრამ შენ რატომ არ აპირებ წასვლას? ცოტა შეყოვნდა პასუხზე, თითქოს ეუხერხულებოდა. - საზღვარგარეთ მივდივარ, სწავლას გადავდებ ერთი ან ორი წლით.- მპასუხობს ჩაფიქრებული. - იქ რა უნდა აკეთო ოლიკო? - მართლაც არ ველოდი მის ამ გადაწყვეტილებას. - გასაკეთებელის მეტი რა არის, მონდომება თქვი. - მერე მეც შემომთავაზა წასვლა მაგრამ უშედეგოდ, საზღვარგარეთ კი არა აქაც ძლივს და ძალათ ვიყავი. ოლიკო საზღვარგარეთ წავიდა მე კი ხელიდან წავედი. თითქოს აქ გაწყდა ჩვენი კავშირი, ერთ ქალაქში ძლივს ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას და ამხელა გზაზე წასულს სადღა ვნახავდი. არაფერი ვიცოდი მასზე, რას შვებოდა და როგორ იყო აი მე რაც შემეხება იმ დროისთვის მიღებული და ეგრეთ წოდებული მოდაში არსებული ყველა სისაძაგლე გავსინჯე. რა აღარ სცადეს ჩემებმა მაგრამ ვერაფერს ვერ გახდნენ, იმ მხიარული და გამბედავი ბავშვისგან ერთდროს რომ ვიყავი აღარაფერი დავრჩი. ვერ ვხვდებოდი ანდაც არ მინდოდა გაგება იმის თუ რას და როგორ ვაკეთებდი. ჩემი ცხოვრების ის მონაკვეთი, ის მწარე დღეები, გაცრეცილად, ნისლივით მაგრამ, ტკივილად და უდიდეს შეცდომად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. აღიარებაც კი ძნელია ჩემი სახელი ,,ილია,, როგორ ჩაანაცვლა სიტყვა ნარკომანმა ერთდროს. შევიძულე ყველა ვინც კი ოდნავ მაინც ეცადა ჩემი ჭაობიდან ამოთრევას და არ ვფიქრობდი არავის გრძნობებზე. იყო ტკივილი ტანჯვა და დეპრესია. ფიქრი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე და სხვა ყველა გრძნობა და სურვილი გახდა მეორეხარისხოვანი. ასე გაგრძელდა დიდხანს, ვგრძნობდი სულიერ სიმარტოვეს რადგან ჩემი დახმარების ყველა მსურველი ჩემი მტერი მეგონა. სოფელში რომლის მიტოვებაც ასე მიჭირდა და მიტოვებულზე ასე მენატრებოდა თითქმის ძალით ჩამომათრიეს და ჩემი სწავლა-განათლებაც წარსულს ჩაბარდა. ერთ დღეს სახლში შესვლისას გავიგე დედაჩემი როგორ ეუბნებოდა მამას რომ გავიგე ოლეგი ჩამოსულაო ნუნუმ გამაგებინაო. როგორც კი ოთახში შევედი გაჩუმდნენ და ხმა არცერთს აღარ ამოუღია. მივხვდი ალბათ ოლეგი დეიდაჩემთან ჩემს მოსაკითხად მივიდოდა და ასე გაიგებდნენ მის ამბავს. ის საღამო იყო და ოთახში რომ შევიკეტე თითქმის აღარც გამოვსულვარ სანამ ერთ საღამოს ნაცნობი ხმა არ მომესმა კარს მიღმა. ამ ხმაზე უცნაური გრძნობა ჩამისახლდა და ჯერ ისედაც გამხდარი და გაძვალტყავებული სულ დავპატარავდი საწოლზე მოკუნტული. სანამ კარი შემოიხსნებოდა მანამ გამოიკვეთა ამ არეული გრძნობებიდან ყველაზე დიდი და შემზარავი სირცხვილი, ყელში ბურთად მომებჯინა. კბილები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე რომ არ გავგუდულიყავი საკუთარ ცრემლში. კარი გაიღო და ტანში სუსხივით დამიარა მისმა ჭრიალმა - ილია... - ეს იყო და ძლივს შეკავებულმა ცრემლმა იპოვა გზა თვალებიდან გამოსაღწევი. - როგორ ხარ? - კითხულობს ისევ მშვიდად. - კარგად ვარ, წახვიდე ჯობია.. - ვპასუხობ შორი მოგუდული ხმით. - საად? როგორ წავიდე ბიჭო? - - ყველა წავიდა, ასე ჯობია შენთვისაც.. - შემრცხვა მისი, მარტო მისი კი არა მთელი ქვეყნის შემრცხვა, როგორ მეთხოვა ჩემთან მეგობრობა გააგრძელეთქო, ანდაც როგორ წარმოვიდგენდი ჩემ თავს მის გვერდით. - შენც ვერ შეგარცხვენ.. - ამოვილუღლუღე ბოლოს. - ასე ვერ წავალ ჩემო ილია. - მითხრა და სანამ კარს გაიხურავდა ბოლო სათქმელი მალამოსავით დამიტოვა, წამლად და მხსნელად - ხვალ დილით მოვალ და მზად დამხვდი, უნდა გამომყვე იცოდე. წავიდა კარი გაიხურა და ერთიანად ამოხეთქა შეკავებულმა გრძნობამ ჩემგან, ბალიშში თავჩარგული მოვთქვამდი ჩემ ყველა სანანებელ საქციელს, თვალებთი შეხედვაც კი ვერ გავბედე მისთვის. მან კი მთელი ბავშვობა, მთელი ჩვენი მეგობრობა დაუსრულებელი პეიზაჟივით გადამიშალა თალწინ. ერთი დღეც არ მივუტოვებივარ სამკურნალო ცენტრში. და ერთხელაც კი არ უგრძნობინებია თუ რამხელა შეცდომა დავუშვი და დავაზარალე ყველა. როცა ის დღეები უკან მოვიტოვეთ, როცა ყველაფერი დასრულდა. მართლაც ოლიკო მოუბრუნდა თავის კერას. თითქოს ყველაფერი ნულიდან ფეხზე წამოაყენა და გამართა როგორც ამობობდა ისეთ რამეს ვისწავლი სოფელსაც გამოადგებაო, მართლაც თავის ვეტერინარულით ყველას წაადგა როგორც სოფელში ისე რაიონში, მე კი დავყვებოდი ყველა საქმეზე და მეც კი მივიღე პატარა გამოცდილება, ასე ვედექით ერთმანეთს გვერდში. ერთდროს საწყალი ოკილო ახლა წარმატებულ და სოფლის საფიცრად ქცეულიყო და არამარტო სოფლის ჩემი პირველრიგში. ხშირად როგორც კი მომენტი ჩაუვარდებოდა მახსენებდა რომ სწორედ მე ვიყავი მისი სტიმული და ხელის წამკვრელი თორემ არაფერი გამომივიდოდაო, მე კი ყველა ამ მომენტში მისი მეგობრობის, ერთგულების და კეთილი სულის მადლიერი ვიყავი. ჩვენი მეგობრობა იმ მიტოვებული მერხიდან არ დაწყებულა ალბათ უფრო ადრე დაიწყო, უფრო იმ დღიდან როცა პირველად ჩვენს კლასში შემოიყვანეს, და მის შემდეგ სამუდამოდ გაგრძელდა...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.