შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სულის ნაწილი


26-02-2023, 22:43
ავტორი Tuta Moon
ნანახია 760

თოვლი.
ლამაზი ფიფქები..
დათოვლილ ბილიკზე ჩემი ნაკვალევი რჩებოდა, მივდიოდი და ვფიქრობდი, რატომ არ მციოდა ფეხშიშველს ამ ყინვაში, ნაბიჯების ხმა შემომესმა გავჩერდი. ჩემს წინ ვიღაც მოდიოდა, მის სახეს ფიფქები ფარავდნენ, სულ ცოტაც და გავარჩევდი ვინ იყო, თუმცა, თოვლმა მზე აირეკლა და თვალი მომჭრა, მხედველობის აღსადგენად მაგრად დავხუჭე თვალები და რომ გავახილე.. ჩემს საწოლში ვიწექი
,,ფუ სიზმარი,, გავიფიქრე გულში ,,რა უდროოდროს იცის გაღვიძება,, გამეცინა როცა, აბრჭყვიალებული თოვლი ფანჯარაზე არეკლილი მზის სხივები იყო.
საწოლში ნებივრობა მომწონდა თუმცა ვგრძნობდი ,რომ უნდა ავმდგარიყავი , საათს დავხედე ათი ხდებოდა ... მერე აღარ მახსოვს როგორ მოვწესრიგდი და სახლიდან გავვარდი..
ჩემი სამსახური მშვიდი, წყნარი და ერთფეროვნულია, მაგრამ მომწონს, იქ თავს კარგად ვგრძნობ, დილის 10 უკვე იქ უნდა ვიყო ,საღამოს 6 საათიის თავისუფლებამდე, აი ახლა კი საშინლად ვაგვიანებ ..
მისვლისთანავე დირექტორის მანქანა მოვათვალიერე სადგომზე, შვებით ამოვისუნთქე რახან არ იდგა, მაგრამ ხომ უნდა მიმესწრო, სწრაფად შევირბინე შენობაში გულში ქუსლიანი ფეხსაცმლის ლანძღვით ,,დაილოცოს კეტები,, ასევე ვბრაზობდი მაღვიძარაზე, ჩემს გულმავიწყობაზე , საერთოდაც საშინელი დილა მქონდა..
- ნატი ვაგვიანებთ? - გამიღიმა ლევანმა
- დილამშვიდობის ლევან - მივესალმე და თან კითხვაზე თავისქნევით ვუპასუხე (ვფიქრობ ის ერთადერთი კეთილი ადამიანია მთელ ამ ოფისში) გზად თითქმის ყველას მივესალმე. ჩემი სამუშაო მაგიდა დირექტორის კაბინეტთან ახლოს იდგა ,იქ შედარებით მყუდროება სუფევდა, ისიყო მივუახლოვდი ,რომ უცებ ,,ბრახ,, და ვიღაცას შევეჯახე. რათქმაუნდა ამ უბედური ქუსლიანით თავი ვერ შევიკავე და იატაკზე გავიშხლართე ,, ვაი,, ბოდიშის მოხდას ვაპირებდი ამ უცხოსთვის რომ..
-სულელი!- ჩაილაპარაკა მან, ჩემი წამოყენებაც არუცდია, სწრაფად ავდექი , ჩანთაც ავიღე, ხმა გავიმკაცრე და შევეპასუხე ამ თავხედს..
- რაო? სად ჯანდაბაში იყურებოდი კი მაგრამ?!- აი ახლაღა შევავლე თვალი ამ უზრდელს, ჩემს წინ ჩემზე საკმაოდ მაღალი ბიჭი იდგა, ყავისფერი თვალებით, მუქი აჩეჩილი თმით, უცნაური ჩაცმულობით და ირონიული ღიმილით, თითქოს მეცნო წამიერად, მაგრამ არა ესეც მორიგი მომხმარებელი უნდა ყოფილიყო საკუთარ საქმეზე შემოსული. თუმცა ის ყველაზე მეტად მიკვირდა სველი რომ იყო. ფიქრებიდან მისმა სულელურმა პასუხმა გამომარკვია
-მე ვიყურები ჯანდაბაში თუ შენ მორბოდი ბეცივით?
ამ პასუხმა იმდენად გამაცოფა ხმა ვეღარ ამოვიღე, არც დამაცადა რამის თქმა
-და საერთოდაც ყავა გადამასხი, ახლა კიდე მე ვიწვი..- ისეთი ხმით მითხრა ,რომ მგონი მართლა იწვოდა, თუმცა რაღაცას მაბრალებდა
-რა ? ყავა? არ მქონდა, გაგიჟდი? - დავიბენი კიდეც.
-მე მქო-ნდაა.. - თითქოს დამიმარცვლა და თითით იატაკზე მიმანიშნა, დაბლა მართლაც ესხა ყავა და მასთან ერთად ვარდისფერი ჭიქის ნამსხვრევები ეყარა, ამის დანახვაზე კინაღამ გული გამისკდა, ერთ ნატეხს დავწვდი, ხელში მოვიმარჯვე და ,,თავხედს,, თვალებთან მივუმიზნე, შეცბა და გაოცდა
-მოგკლავ ! ეს ჩე-მი ვარ-დის-ფე-რი ჭი-ქა იყო!-ბრაზი თავად მაკონტროლებდა..
მან კი ამ ყველაფერზე მხოლოდ გაიღიმა ,მივხვდი ლაპარაკს აზრი აღარ ქონდა, ჩემი მაგიდისკენ წავედი ნატეხი კი მუჭში მოვიქციე
-ფრთხილად ხელს გაიჭრი- ისე მომაძახა თითქოს არაფერი მომხდარა, ,,სულელი,, გავიფიქრე და უფრო მეტად მოვუჭირე ხელი, ნატეხი მაგიდაზე მივაგდე , ჩანდა ნერვიულად შევტენე მაგიდის ქვეშ, ჩამოვჯექი სკამზე და თავი საცოდავად ჩამოვადე კლავიატურას. მაინც ვერ გავიგე რად უნდოდა უცხო მომხმარებელს ჩემი ჭიქს, ამ ფიქრებში ვიყავი , რომ უცებ დირექტორის კაბინეტის კარი გაიღო -,,ღმერთო არაა!,, - ძლივს ამოვილუღლუღე
-დაჩი შვილო მობრუნდი რაღაც მინდა გაგატანო-..
თვალები დავაჭყიტე, ნათქვამი გავიაზრე, აი საიდან მეცნობოდა, რათქმაუნდა სამაგიდო ფოტოდან, ყველაფერი თავის ადგილას დადგა, მე დირექტორის შვილის ,,მოკვლას,, ვაპირებდი სულ ცოტახნის წინ, ალბათ მხოლოდ ერთის თქმა დასჭირდებოდა ,,იმ გიჟმა შემაშინაო,, და -მშვიდობით სამსახურო..
-უფროსი გიბარებს-სულელური ღიმილით გამაწყვეტინა დამშვიდობება თავხედმა და წავიდა, ჩემი ეჭვი გამართლდა, ზანტად ავიზლაზნე და სანამ წავიდოდი სამუშაო ადგილს ხელი დავუქნიე..
-გამარჯობათ..-ოთახში მორიდებით შევაბიჯე
-შემოდი, გამარჯობა, შენთან საქმე მაქვს.-ბატონი გურამი ჟურნალში რაღაცას ჩაჰკირკიტებდა, ერთი შეხედვით უჟმური და ბრაზიანი კაცი ჩანდა, თუმცა ძალიან მშვიდი და აუღელვებელი იყო,ლაპარაკიც ასეთივე ქონდა- იმით დავიწყებ რომ ..- ამ მომენტში მისი სიმშვიდე მაგიჟებდა, შეეძლო სწრაფად გავეშვი, - ხომ იცი ეტაპობრივად ჩვენს თანამშრომლებს წახალისების მიზნით ვუკეთებთ პატარა პრემიებს ..- თქვა და სულ ერთი წამით ამომხედა სათვალის ზემოდან
-დიახ- ვამბობ და ვცდილობ ნერვიულობა გავაქრო
ისიც აგრძელებს საუბას- და ვფიქრობ ამ თვეში ეს თანამშრომელი შენ იყო, როგორც მოწესრიგებული და მშრომელი.- ჩემი გაკვირვება ამ სიტყვებზე კარგი სანახავი იქნებოდა, გაოცებისგან პირი დავაღე, კიდევ კარგი არც შემოუხედავს- მინდა რომ ასე განაგრძო, და ეს მოტივი იყოს ყველასთვის.-ჟურნალი დახურა გადადო და გამომხედა
სიხარულისგან კინაღამ გადავეხვიე, ვგრძნობ ემოციები როგორ ირევიან ჩემში და დაბნეულობა როგორ ყოჩაღობს - მე.., არ ვიცი.. მადლობა, მაგრამ..-
- არანაირი მაგრამ, ახლა საქმე ჩქარა -გამიღიმა და სხვა ჟურნალს დაწვდა
- დიდი მადლობა- გავიმეორე ისევ, ოთახიდან მორიდებით გამოვედი, კარები გამოვიხურე თუ არა ბედნიერებისგან შევხტი. ჩემი სამუშაო მაგიდისკენ მიმავალმა მადლიერების გარდა რაც პირველად გავიფიქრე ეს იყო ,, ოჰო , თავხედი არც ისეთი სულელია,, . დღემაც ჩაიარა,ცოტა არეული ფიქრებით, რათქმაუნდა იმ დილის ამბების გამო, ოფისიდან გამოსული სასწრაფოდ დაქალთან გავემართე..
- თეკო დღეს არ იცი რეები მოხდა..- ერთი ამოსუნთქვით მოვუყევი ყველაფერი , მთელი დღის ემოციები , აზრები , რჩევები გავცვალეთ, სახლში დაცლილი და შემსუბუქებული წავედი, მისვლისთანავე მაღვიძარა დავაყენე, მუსიკა ჩავრთე, ჩაი მოვიმზადე და ფანჯარასთან ჩამოვჯექი , ჩემი ფანჯრიდან საკმაოდ დიდი ხედი იშლება, დიდი და თავისუფალი სივრცე... ჩაის ვსვავდი , წყნარი მუსიკა სმენას ატკბობდა ,ჩამავალი მზის სხივები კი სახეზე დამთამაშებდა..
ყველაფერი კალაპოტში ჩადგა ,,ის,, აღარ გამოჩენილა, მოკლედ რომ იტყვიან ცხოვრება გაგრძელდა, მანამ გრძელდებოდა ასე ,,ერთფეროვნება,, სანამ ერთ მშვენიერ დღესაც ჩემს მაგიდაზე ვარდისფერი ჭიქა არ დამხვდა წარწერით ,,დაჩი,, დანახვიდან რამდენიმე წამი შტერივით ვიდექი. ვუყურებდი ჭიქას მაგრამ თავში მხოლოდ ეს ფიქრი წრიალებდა ,, ის აქ იყო,,
- არაა!- თითქმის წამოვიყვირე,- ეს რა ჯანდაბაა? მართლა უნდა მოგკლა ?- ამდენი მუქარა ერთად ჩემს თავში არასდროს ყოფილა, მასზე და მის თავხედობაზე რომ აღარ მეფიქრა წარწერა ,,დაჩი,,-ს ეგრეთწოდებული ,,ლეიკო,, გადავაკარი. მომეწონა ჩემი შედევრი და ყავაც კი მოვამზადე..
ეს დღე გაიწელა, საათს ხშირად ვუყურებდი, პირველს ძლივს გადასცდა ისარი, თითქოს დრო გაჩერდა, არც დილანდელი ფიქრი გამართლდა ,, ის აქ არ იყო,,. ორ საათზე პატარა შესვენება მოვიწყვე, მაგიდას თავი ჩამოვადე , ხელები ძირს ჩამოვუშვი, თვალები დავხუჭე და სამყაროს გავეთიშე..
ტელეფონი აწრიპინდა , დროის შეგრძნება დავკარკე , საათს გავხედე, ,,ნუთუ ჩამეძინა მთელი თხუთმეტი წუთი,, კიდევ კარგი ვიღაცას გავახსენდი, თორემ ცუდად იყო ჩემი საქმე, შეტყობინება შევამოწმე თეკო წერდა, პასუხის შემდეგ ისევ საქმე განვაგრძე, ქსეროქსები და საქაღალდეები წავიღე, დაბრუნებისას კვლავ საათი შევამოწმე ,,ყოჩაღ სამი გამხდარა,, ჯერ დიდი დრო იყო სახლამდე, მოვიწყინე, ჭიქა მოვიმარჯვე ,რომ წყალი დამელია და უცბად გავშრი ,,ლეიკოზე,, წითელი მარკერით გარკვევით ეწერა ,,დ ა ჩ ი,, თვალები დავახამხამე მეჩვენებათქო, მაგრამ წარწერა არ გაქრა, ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე, ბრაზმორეულმა და გაღიზიანებულმა შემოვიარე მთელი ოფისი, ვეძებდი, არსად არ იყო, ფანჯრიდან ავტოსადგომიც მოვათვალიერე,იმ იმედით რომ განსხვავებულ მანქანას დავინახავდი..
ეს სიბრაზე, გაღიზიანება და ჩემდა გასაკვირი გულისწყვეტა დღის ბოლომდე გამყვა, საღამო ისევ ჩვეული იყო ჩამავალი მზე , მუსიკა და ჩაი..
იმის გამო რომ იმ თავხედს კისერი ვერ მოვუგრიხე ,მომდევნო დილითაც არ ვიყავი ბრწყინვალე ხასიათზე, სამსახურში მისულმა ისევ მოვათვალიერე პარკინგი ,უცხოდ მხოლოდ კვასკვასა წითელი ავტომობილი მომხვდა თვალში, ,,გამოგიჭირე,, ისე სწრაფად მივირბინე ჩემს მაგიდამდე ჩემი მეთვითონ გამიკვირდა, დავჯექი თავი მოვიწესრიგე და ჩავუსაფრდი, არუნდა გაესწრო. დარწმუნებული ვიყავი ბატონ გურამთან იყო და ფიქრობდა კიდევ როგორ მოეშალა ნერვები ჩემთვის. თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, სწრაფად დავნებდი, ჯანდაბასმეთქი და ჩემ საქმეს შევუდექი.. უეცრად ერთმა აზრმა გამიელვა , ჭიქა მოვიძიე, რათქმაუნდა მართალი აღმოვჩნდი, შიგნით პატარა ქაღალდი იდო წარწერით ,,კარგი რაა.. ამით ბოდიში მოგიხადე,, ამაზე თავი ვერ შევიკავე და გულიანად გამეცინა მეტისმეტი იყო
-რა გაცინებს? - ამ კითხვამ კინაღამ გული გამიხეთქა , ისე მომიახლოვდა ვერც გავიგე ,,საზიზღარი,,
-ისე , არაფერი..-აშკარად დავიბენი, ასე არ შეიძლება.
-ჰო მართლა ჩემი სახელი იცი , შენ რა გქვია ?- ისე მეკითხება ვითომ არ იცის
-ნატა- ვპასუხობ და თან მის დასანახად ჭიქაზე ,,ლეიკოს,, ვაფერადებ
-სასიამოვნოა-მიღიმის ცალი ლოყით
-ოჰ.. აბაა ძალიან- არც მე ვაკლებ ირონიას.
უეცრად თითქოს გაზეპირებულად და სხაპასხუპით მეუბნება- შენს ჭიქას არ გავს მაგრამ არც ესაა ცუდი, თუ გინდა ძველებურის მსგავსი ერთად შევარჩიოთ-.
ასე სწრაფად ვერ გავიაზრე ნათქვამი და მხოლოდ ეს აღმომხდა - რაო?- თუმცა მივხვდი რომ მთელი ჩემი არსება ამას ელოდა.
........
-კარგი, მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდები, რომ ცუდი გემოვნება გაქვს, აიი ამასაც რაღაც სულელური წარწერა აქვს- ავხედე და მის რეაქციას დაველოდე
საპასუხოდ თავალები დაახამხამა და გაიღიმა, ღიმილის დროს ლოყა ჩაეჩუტა-ესეიგი.. ვსეირნობთ?- ცალი წარბი ასწია თვალი ჩამიკრა და გაქრა..
-არაა..- ალბათ არც გაუგონია პროტესტი ან უბრალოდ არშეიმჩნია. მასზე ფიქრს შევეშვი და საქმეს მივუბრუნდი, ვინ დამაცადა..
-თავისუფალი ხარ..-შემომძახა მოულოდნელად
-ძალიან კარგი, ახლა წავალ სახლში და კარგად დავისვენებ- ავდექი და მაგიდის მილაგება დავიწყე
-ოო... კარგი რა აფერისტი ხარ წამოდი, წამოდიი..-ჩემდა უნებურად გამოწვდილ ხელზე ხელი ჩავკიდე და ოფისიდან გავედით, რათქმაუნდა ჩვენი გასვლა და ოფისის ზუზუნი ერთი იყო ...
-მანქანით არა -სწრაფად ვიუარე როცა ავტოსადგომისკენ გაუხვია
-კაარგიი..-ღრმად ამოისუნთქა და ფეხით გავუყევით ქუჩას .. კარგი საღამო გამოვიდა , უბრალო თუმცა არაჩვეულებრივი..
მომდევნო დღეს არ მოსულა და საერთოდ დაიკარგა, ველოდებოდი მართლა გულით, და მიკვირდა რატომ?, ეს სიყვარული ვერ იქნებოდა, მიზეზი არ მქონდა რომ მესაყვედურა ჩემი არგახსენებისთვის, ჯერ ჩემ თავთანაც ვერ გავრკვეულიყავი რატომ მიჭირდა უიმისობა, როდის ან როგორ გახდა ჩემი ნაწილი...
მთელი კვირა გავიდა ,შემდეგ გამოჩნდა კიდეც ჩემს მაგიდას ღიმილით მოუახლოვდა, თბილად მომიკითხა, ჩემი ბრაზი გაქრა..გავიგე რომ ქალაქიდან იყო გასული და ამიტომ აღარ ჩანდა, თითქოს შემეშინდა რომ შეიძლება კიდევ წასულიყო, მერე..მერე მე რა მეშველებოდა? ხასიათი დავკარგე, ყვირილი მინდოდა მის გამო..
-წამოხვალ ? გავიაროთ..- მეკითხება მშვიდად
-სამუშაო- მივანიშნე საქაღალდეებზე
-კარგი რა..
გარეთ გავედით ,თბილოდა და უცნაური სიწყნარე იყო.. მის გვერდით ყოფნა მინდოდა, ლაპარაკი არა, მაგრამ სიჩუმე მან დაარღვია
-რაღაც არ მომწონხარ უცნაურო, რა მოხდა?- სიარული ისე შეანელა გაჩერება მომიხდა პასუხისთვის.. ვერაფერს ვამბობდი
-აქ ხარ?-თავი შემახსენა
-ჰო-თავი დავუქნიე- მოწყენილი ვარ ,მალე გამივლის...-
- არა ახლავე გაიღიმე- ხელები მხრებზე მომკიდა და რბილად ,,შემანჯღრია,, თითქოს გამომაღვიძა, ამაზე მართლაც გამეღიმა
-კარგი- ვუპასუხე ძლივს
-გელოდები- ისევ ისე საყვარლად ჩამიკრა თვალი და ჩამეხუტა, ნიკაპი ჯერ თავზე ჩამომადო მერე კი შუბლზე მაკოცა -უნდა გაიღიმო, ბედნიერი უნდა იყო..გესმის?-..
ის საღამო სიჩუმით დასრულდა..
იმ დღის მერე , არაფერი აღარ იყო.. წავიდა, ამჯერად დიდი ხნით, ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი, აღარაფერი მინდოდა, ჩემი ჩამავალი მზეც მისთავს მახსენებდა , დრო გაჩერდა , გავიყინე, თითქმის აღარ ვლაპარაკობდი, თეკოსთანაც მხოლოდ მისი ხმა ისმოდა, მე არსებობა შევწყვიტე...
სიამაყის და მორიდების მიუხედავად ბატონ გურამთანაც ვცადე რამე გამერკვია, თუმცა მას თავის შემცვლელი ყავდა დატოვებული , თავად კი არ იყო...
შვიდი თვე გავიდა, მისგან დაფარული შეტყობინებით მხოლოდ ის გავიგე რომ ,,სულთან,, ანუ ჩემთან დაბრუნება უნდოდა, მაგრამ შვიდი თვეე ის არ მოსულა, უბრალოდ აღარ..
14 იანვარი გათენდა, დაბადების დღე,.. დიახ ჩემი, ჩვეულებრივ წავედი სამსახურში, იქ მილოცვები დამახვედრეს, ზრდილობისთვის ვიღიმი ,
ერთისულიმაქვს დღე დასრულდეს და წავიდე, მომაბეზრებელია ჩემი სიყალბე..
საღამოა .. ნანატრი დროც დადგა, შენობიდან გამოვედი, აი პირველი ფიფქებიც შეეხნენ ჩემს თმებს, ტირილი მომინდა...
სულ გადაირია ამინდი, თოვს და თან როგორ ,,ამას ქვია ბარდნის,, დადო კიდეც საკმაოდ, სახლის ეზოსკენ შევუხვიე, ნელა მივდივარ ,ფრთხილად ვდგამ ნაბიჯებს, ვიხედები და... სადარბაზოსთან ვიღაც დგას, თუმცა მისი კაპიუშონი და ეს თოვაც ,,ვინ არის?,,
,,უცნობს,, ღიმილის დროს ცალი ლოყა ჩაეჩუტა....
,,დასაწყისის დასასრული,,




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent