შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იები სულში (მესამე თავი)


28-02-2023, 18:48
ავტორი Banu_N
ნანახია 697

დილით მზის სხივები, რომ სახეზე ჩამოაწვა და შეაწუხა, ნელა გაახილა თვალები და სიმძიმე, რომ იგრძნო მიხვდა, რომ თავი საშინლად სტკიოდა, თვალები ეწვოდა და ყელიც აწუხებდა. ნელ-ნელა აღიდგინა გუშინდელი სიუჟეტი და კიდევ უფრო ასტკივდა სული. გვერდზე ნიკო აღარ იწვა, ოდნავ წამოჯდა და ტელეფონს დახედა. საათი 10ს უჩვენებდა და ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო, რომ თითქმის ყველას ეღვიძებოდა. წამოდგა, თავი მოიწესრიგა და სარკეში ჩაიხედა. თვალები შესიებოდა და ადამიანური ფერი არ ედო სახეზე, შიგნიდან უჭამდა სულს და გულს ის ადამიანი, რომელიც სარკეში უყურებდა, მაგრამ ვერაფერს უარყოფდა, ახლა ვერაფერს გამოასწორებდა. სწრაფად დაეშვა კიბეებზე.
-მოხვედი შორე-გაუღიმა ანიმ და ყავით სავსე ჭიქა გაუწოდა,მაგრამ როგორც კი გოგოს სახეს თვალი შეავლო მისი ღიმილი სადღაც გაქრა-ხომ კარგად ხარ?-ანერვიულებულმა მოკიდა ხელი ქალს და ნიკოს გახედა, რომელიც ღია აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
-კარგად ვარ, არ იდარდო-მკრთალი ღიმილი აჩუქა შორენამ და იქვე მსხდომებს თვალი მოავლო და მზერა ანდრიას ხელზე გაეყინა, რომელიც ტაისიას წელზე ჩამოდებულიყო და უსირცხილოდ დაატარებდა თითებს. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ნიკოსთან გავიდა აივანზე.
ცოლის დანახვისას გვერდით ოდნავ გაიხედა, სიგარეტს კიდევ ერთხელ დაარტყა ნაპასი და აივნიდან მოისროლა.
-თავიდანვე უნდა გცოდნოდა, რომ არ დაგელოდებოდა-მზერა ჰორიზონტს გაუსწორა და ჩახლეჩხილი ხმით უთხრა ქალს-გათხოვდი და ისიც გააგრძელებდა ცხოვრებას.
შორენა კარგად ხვდებოდა ვისზეც ელაპარაკებოდა ქმარი და სახეზე სისხლი მოაწვა, თითქოს ყელში გაჩხერილ უზარმაზარ ბურთს უფრო და უფრო უზრდიდა ნიკო და სადაცაა შორენასაც დაახრჩობდა.
-შეეგუე შორენა, დღეიდან სამივე დავინატჯებით, მეც, შენც და ანდროც.
-და ეს მხოლოდ შენს გამო-გაბრაზებულმა გახედა კაცს და ცრემლებს უფლება მისცა მის სახეზე გზა გაეკვლიათ.
-შეიძლება ეს ჩემს გამოა, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენმა სიყვარულმა ვერ გაუძლო შორენა-ხმა გაებზარა კაცს და ქალს გახედა. ნათლად ხედავდა მის თვალებში უსაზღვრო ტანჯვას, იმასაც თუ რამდენად სტკენდა ეს სიტყვები შორენას, როგორ ესობოდნენ მის გულს, მაგრამ სჯობდა ასე ეტკინა, გონება აერია და საბოლოოდ ჩამოეშორებინა სხვა მამაკაცი მათი გზიდან.
ქალმა მალევე გადახარშა კაცის სიტყვები და ხმამაღლა აქვითინდა,ოთახში შევიდა, ყურადღება არ მიაქცია გაკვირვებულ მზერას და კიბეები მალევე აირბინა, საძინებელში ჩაიკეტა და საკუთარი თავი მერამდენეჯერ დასწყევლა ვეღარც დაითვალა.
-რა მოხდა?-ოთახში შემავალ ბიძაშვილს კითხა ანიმ და კიბეებს ახედა, სადაც რამდენიმე წუთის წინ მომტირალე ქალმა აირბინა.
-ცოლ-ქმრის საქმეში ნუ ჩაერევი-ჩახლეჩილი ხმით უთხრა ნიკომ და ანდრიას მკვლელი მზერა ესროლა, რომელსაც ძარღვები დაბერვოდა და სუნთქვა გახშირვებოდა- იქნებ ცალკე გველაპარაკა ანდრო-უთხრა ძმას და სახლი დატოვა.
სახლიდან გამოსულს ხმის ამოღებაც კი არ დასცალდა ისე მოხვდა ძმის მუშტი სახეში, რის გამოც ცხვირიდან სისხლი წასკდა. ხელები წამსვე იტაცა ცხვირზე და გაკვრივებულმა გახედა ნიკოს.
-მართალია უკვე ჩემი ცოლია, მაგრამ როგორ გაბედე, რომ ასე გეტკინა მისთვის გული, ნუთუ ეს არის შენი სიყვარული- ბოლო ხმაზე უყვიროდა ნიკო ძმას და თან მის საყელოზე ჩაევლო ხელი- შენს გამო მთელი ღამე ტიროდა, შენს გამო.
-ნიკოლოზ-მწყობრიად გამოვიდა კაცი და უცმროსი ძმა ძირს დასცა, ზემოდან მოექცა და გამალებით ჩასცხო მუშტი-არ გაბედო, არც კი გაბედო ამ ვითარებაში ვინმე დაადანაშაულო.
ყვირილზე სახლიდან გამოცვივდნენ, ლუკამ ნიკოზე დამჯდარი ბიჭი ძლივს გააკვა და ძლივს ააცალა ძმას.
-შე ახვარო, იცოდი როგორ მწვავდა ამ ქალის სიყვარული და მაინც და მაინც მისი წართმევა სცადე-გამალებით ღრიალებდა ანდრია და ძმისკენ გაწევას ლამობდა.
-მე ნუ მაბრალებ იმას, რომ შორენას საკმარისი სიყვარული და სითბო ვერ მიეცი-ტუჩის კუთხიდან წამსკდარი სისხლი მოიწმინდა ნიკომ და ფეხზე წამოდგა. ადგილზე გააქვავა სიტყვებმა ანდრო, უცებ მოდუნდა ლუკას ხელებში და თვალები დაებინდა.
-ნიკო-კბილებში გამოსცა ანიმ ბიძაშვილს-გეყოფათ ორივეს, პატარა ბავშვები ხომ არ ხართ?
ლუკას ხელებში განაბულმა ნელა ახედა შორენას, რომელიც მეორე სართულის აივანზე იდგა და არაფრისმთქმელი თვალებით უყურებდა სანახაობას. ახსოვს ყველა ჩხუბზე როგორ დაეშვებოდა ხოლმე კიბეებზე, სადარბაზოს გამოირბენდა და ანდრიას მკლავებში ჩააფრინდებოდა. გამალებით ცდილობდა მის დაწყნარებას და დამშვიდებას, ცდილობდა მისი ჩახუტებით ეგრძნობინებინა, რომ ის აქ იყო, მასთან იყო, მაგრამ ახლა იდგა შორენა, ბაგეები ოდნავ დამცინავ ღიმილს გაეპო და საყვარელ მამაკაცს დაჰყურებდა, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა, აღარ ჩარბოდა კიბეებზე და აღარ ეგებებოდა კაცს.
-შიგნით შევიდეთ, სირცხვილია-თიკომ ძმას შეხედა, რომელმაც ანდრია სახლში შეიყვანა.
იმ საღამოს ერთად აღარ უვახშმიათ, ცდილობდნენ ერთმანეთს არც კი დანახვოდნენ. ამ ყველაფერში ყველა ერთიანად დამნშავეები იყვნენ, გაჩუმებისთვის და მდუმარებისთვის.
-კარგად ხარ?-ანდრია მაშინღა დაეხსნა ფიქრებს, როცა მის ოთახში სიფრიფანა სხეულმა შეიხედა.
-კარგად ვარ-საწოლზე ჩამოჯდა და თვალით ანიშნა ქალს მის გვერდით დამჯდარიყო.
-ეს ჩვენს გამოა?-ტაისიამ აწყლიანებული თვალები მიანათა მამაკაცს-სულაც არ მინდოდა ჩემს გამო პრობლემები გქონოდა ანდრო.
-შენ? არაფერ შუაში ხარ შენ-კაცმა გაუღიმა და ცერა თითით ცრემლები მოსწმინდა, ტალღოვან თმაზე ხელი ჩამოაცურა და ეცადა გოგო დაემშვიდებინა.
-შენ და შორენა…-წინადედება დამთავრებული არ ჰქონდა ანდრიამ რომ გააჩერა, კარგად ხვდებოდა საითკენაც მიჰყავდა ტაისიას ლაპარაკი.
-დიდი ხანია დავამთავრეთ ურთიერთობა-გული და სული ამოაყოლა ამ სიტყვებს, საკუთარ თავთანაც ვერ აღიარებდა ამას და ახლა კი უცხო ქალს უხსნიდა და არწმუნებდა, რომ შორენა გულიდან წაშალა, გონებიდანაც გააქრო და მისი ცხოვრებაც დატოვა- და დამიჯერე ეს შენს გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე მოხდა.
ქალმა იმედიანი თვალები მიანათა კაცს და ოდნავ აფორიაქებული სული დაიწყნარა. კაცმა წამსვე დაქაჩა მისკენ, ბაგეებზე დაეწეფა და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. საკუთარი თავი აიძულა ტაისიას მაგივრად შორენა არ წარმოედგინა და ყველაფერი წყალში არ ჩაეყარა. საწოლზე მის ზემოდან მოექცა და ღამის წიაღში გადაეშვნენ.
ღამის 3ის წუთები იყო საწოლში რომ აფორიაქდა. მის გვერდით მწოლიარეს გადახადე და უცბად გული აერია, საკუთარ თავზე, ამ გოგოზე და ცხოვრებაზე. ეს არ იყო ის ქალი ვინც ახლა, აქ უნდა ყოფილიყო. ახლა მხოლოდ შორენას შიშველ წელზე უნდა დაესვენებინა მკლავი და მშვიდად დაეძინა. ნელა წამოდგა, სიგარეტი ტუჩებს შორებს მოიქცა და შარვლისამარა გავიდა აივანზე. გარეთ თოვდა, ლამპიონზე კარგად ჩანდა თუ როგორ მსხვილად ბარდნიდა ცა. შუქს თვალი გააყოლა და გვერდზე გახედვისას აივანზე მყოფ შორენას რომ წააწყდა საკუთარი თავი დასწყევლა გარეთ რომ გამოვიდა.
-ძალიან გვიანია-თავისთვის ჩაიჩურჩულა და ქალი აათვალიერა, რომელიც ზედაც არ უყურებდა მამაკაცს და უბრალოდ ჰორიზნტს გაჰყურებდა, მაგრამ შორენას არაფრისმთქმელი მზერა სულაც არ ჰგავდა პეიზაჟით ტკბობას, თითქოს თვალი გაშტერებოდა, სადღაც შორს წასულიყო ფიქრებით.
-ამდროს არ გვეძინა-გატეხილი ხმით დაუბრუნდა კაცს პასუხი ისე რომ მისკენ არ გამოუხედავს.
-მენატრები
-ვიცი
-გუშინდელის გამო შორენა, მაპატიე.
-რა გაქვს ანდრო საპატიებელი, ჩვენს შორის ეს მე ვიყავი ვინც ეს ურთიერთობა დაანგრია-კაცს თვალებში მიაჩერდა და ტკივილნარევი მზერა აჩუქა-მხოლოდ მე-თითებით სახე მოისრისა,შემდეგ გაიცინა და ისევ ჰორიზონტს გაუსწორა მზერა.
-რატომ გაყევი ცოლად, როცა ასე ვიწვით ერთმანეთის სიყვარულით, როგორ შეგეძლო მასთან ერთად ერთ ოთახში გაჩერება, ერთ საწოლში, არც კი მინდა ვიფიქრო, როგორ ფიქრობს ყოველღამე შენზე, როგორ წარმოგიდგენს შიშველს, ამის უფლება მხოლოდ მე მაქვს-ხმა ჩაუწყდა და ბოლო სიტყვები ჩაასწორა-მხოლოდ მე მქონდა.
-ამაზე საუბარი მართლა გინდა?-კბილებში გამოსცრა ქალმა და გაცეცხლებული თვალები დაუბრიალა კაცს.
-რა თქმა უნდა, შენს თავს შეხედე, ამ უბედურებაში თვითონ გადაეშვი, თვითონ დათანხმდი მას ცოლობაზე შორენა,მაგრამ გულში ისევ მე გყავარ, როგორ შეგიძლია, როგორ გაანადგურე ის ყველაფერი რაც გვქონდა-ხმაში გაბრაზება დაეტყო კაცს,მაგრამ მალევე მიხვდა რაც წამოროშა და ინანა. ინანა, რომ აქ მხოლოდ შორენა დაადანაშაულა, ქალის ორად გაპობილი გული უფრო დაამსხვრია და აბრჭყვიალებულ თვალებს, რომ გახედა წამით ისიც ინატრა ახლა მიწას ჩაეყლაპა. შორენამ კიდევ ერთხელ გაუღიმა, ცოტახანს უყურა საყვარელ მამკაცს და ოთახში შებრუნდა, შუქი ჩააქრო და ალბათ ქმარს მიუწვა, რომელსაც უსაზღვროდ სწვავდა აწ უკვე მისი ცოლის სიყვარული.
ანდრიამ მეორე ღერიც მოწია და ისიც შებრუნდა საძინებელში, სადაც საყვარელი ქალის მაგივრად სხვა ელოდებოდა. ქალი, რომელიც ბავშობიდან იწვოდა ანდროს სიყვარულით, ქალი, რომელიც უდანაშაულო დამნშავე იყო და ქალი, რომელიც სიკეთის გარდა არაფერს ასხივებდა. სწორედ ამ ქალისთვის აპირებდა ანდრო გულის ტკენას, ასეთს უნდა მოქცეოდა საშინლად და მასზე უარი ეთქვა, რადგან ჯერ კიდევ შორენას დანახვა მის სულში კორიანტელს აყენებდა და უმძიმებდა ცხოვრებას. სწორედ ამ დამძიმებული ცხოვრებით ვერ დააწვებოდა ტაისიას მხრებზე, გულზე და მასაც ასე ვერ გაუუბედურებდა ცხოვრებას. იქვე, საწოლის კუთხეში მიწვა და ძილს მისცა თავი.
-იმედია შერიგდით-მაგიდაზე მსხდომ ძმებს თვალი მოავლო გაბრიელმა და საცოლეს გადახედა, რომელიც გაკვრივებით უყურებდა.
-შორენა არ ჩამოვა?-შეპარვით კითხა ტაისიამ ნიკოს.
-არ ვიციმ, ალბათ არ შია-უინტერესოდ უპასუხა და საუზმობა განაგრძო.
-წავალ, ვკითხავ-ანი წამოდგა და ის-ის იყო კიბეებზე ასვლა დააპირა ნიკოს სიტყვები, რომ დაეწია გზაში.
-არამგონია ჩამოვიდეს, ეძინება, მთელი ღამე ბორგავდა-ყავა მოსვა და ძმას მკვლელი მზერა ესროლა. ყველაზე მეტად აგიჟებდა საყვარელი ქალის ტკივილი.
ადამიანები სხვაში უფრო ვამჩნევთ ნაკლს, სხვის ცხოვრებას უფრო ვაქცევთ ყურადღებას და სხვის პრობლემებს უფრო მეტად ვუმკლავდებით ვიდრე ჩვენსას. ამ სენით ვიტანჯებით და როცა სხვისი ბედნიერი გზიდან მოვიხედებით და ჩვენს გზაზე ჩამქრალი ლამპიონები გვხვდება თავს ვიწყევლით.
შორენა არც საგუნდაოდ გამოსულა, არც სადილზე ჩამოსულა და არც ვახშამს შეერთებია მეგობრებთან. დაძაბული იყო გარემო.
-არ შეიძლება ასე, მთელი დღეა არაფერი უჭამია-ბიძაშვილს ხელი გაკრა გოგომ.
-თუ არ შია, არ არის საჭირო დაძალება
-მგონი ზედმეტად დატანჯე ეგ გოგო, ახლა აშიმშილებ კიდეც-დამცინავი ღიმილით გახედა ანიმ კაცს და წამსვე ენაზე იკბინა, როცა ნიკოს მკვლელი მზერა მოხვდა.
ვახშმის შემდეგ სასეირნოდ წასულებს არ გაჰყვა მამაკაცი, თავის ტკივილი მოიმიზეზა და კიბეებს აუყვა. მეტად დამძიმებული ჰქონდა თავი ფიქრისგან ეს დღეები, თითქოს საბოლოო პასუხამდე ვერ მიდიოდა და ეს თავს ატკივებდა. საძინებლის კარები შეაღო და ზურგს უკან მიიხურო. მისი ცოლი სარკესთან იჯდა, გრძელ კულულებს ივარცხნიდა. საძინებელში დატრიალებული სურნელით ადვილად მიხვდებოდი, რომ შორენა ახალი გამოსული იყო სააბაზანოდან. ქალმა სარკეში მოკრა მამაკაცს თვალი, სავარცხელი მაგიდაზე დადო და ნელა წამოდგა. ამრეზით უყურებდა კაცი, შორენა მის წინ თეთრი ატლასის ხალათით იდგა.
ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და კიდევ ერთხელ დაფიქრდა საკუთარ ცხოვრებაზე, სადაც ასეთი ცოლი ჰყავდა გვერდით და მისი არ იყო, მას არ ეკუთვნოდა, მისი ცოლი ფიქრებში სხვა მამაკაცთან ატარებდა დროს, სხვა კაცის ალერს ნატრულობდა და ეს ჭკუიდან შლიდა ნიკოს.
შორენამ ხალათის ქამარს ნატაფი თითები წაავლო და ოდნავ გახსნა, ღია ხალათიდან თითქმის არაფერი მოჩანდა, მაგრამ ნიკომ თვალი მაინც წაავლო მის მუცელს. ხალათი მხრებზე გადაიგდო და ნება მისცა მის ნაზ კანზე ჩასრიალებულიყო, მატერია ძირს დაეცა.
-რას აკეთებ?-ვნება მორეულმა ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.
-შენი ცოლი ვარ ნიკო-მეხის გავარდნასავით ჟღერდა ქალის სიტყვები და წამში ჩაკვდა ნიკოში იმედის ნაპერწკალი. შორენას ხმას დატყობოდა ბრძოლა, წამება და უსაზღვრო ტკივილი.
თავიდან ფეხამდე ააყოლა მზერა. წვრილ წელს, სავსე მკერდს და გრძელ ფეხებს ვერსად გაურბოდა, თვალს ვერ წყვეტდა და მის სულში ბობოქრობდა ვნება. თვალები დახუჭა, მაგრად დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. ბრძოლა გააჩაღა, საკუთარ თავს აიძულა დაევიწყებინა ის რასაც ხედავდა და რამდენიმე წამში თვალები გაახილა, აღარაფერი იკითხებოდა მასში. საკუთარ თავს აჯობა, ამდენხნიან ლოდინს აჯობა.
ქალს ნელა მიუახლოვდა, მხარზე თითები ჩამოუსვა და ცხოვრებაში პირველად იგრძნო მისი აბრეშუმივით კანი, მისი სურნელი ცხვირს უწვავდა და თითის ბალიშებზე ჯერ კიდევ გრძნობდა მის ნაზ კანს. ძირს დაიხარა, ხალათი ხელში მოიქცია და მხრებზე მოახურა შიშველ ქალს. ის სურვილი, რომელთანაც ასე ახლოს იყო, ის დიადი ნატვრა, რომ შორენა მისი გამხდარიყო, საბოლოოდ გამხდარიყო მისი, სადღაც შორს მოესროლა და გამალებით ცდილობდა ბრძოლაში მოგება შეენარჩუნებინა.
-არ შეგეხები სანამ ვიცი, რომ შენს გულში სხვა კაცი ცხოვრობს, სანამ ჩემთან ყოფნის დროს მასზე ფიქრობ და ნატრობ ჩემს მაგივრად ის გეხებოდეს-ხმა ჩაუწყდა და მიხვდა,რომ მეტს ვერაფერს ეტყოდა. სახეზე სისხლი აწვებოდა და სუფთა ჰაერი სჭირდებოდა, ოთახიდან გამოვიდა და გაკვირვებული დატოვა ქალი. სწრაფად გამოაღო კარები და სახლიდან წავიდა.
როცა ჩვენს სურვილთან და მიზანთან ასე ახლოს ვიქნებით და ის მხოლოდ თითის გაწვდენით ჩვენია, მაშინ, ვფიქრობთ და ვხვდებით, რომ ამაზე ამ გზით არ ვოცნებობდით. ეს არ იყო ჩვენს წარმოსახვაში, ასე არ გვქონდა გეგმაში და სულ სხვანაირს ველოდით, მაგრამ რელობაში ეს სურვილი და ნატვრა ხანდახან მხოლოდ ფუჭია, საძაგელი და იმდენად ამრეზი, რომ თავს გვაძულებს დანახვისას და ყველაფერს გვიქრობს. ნელ-ნელა ვიკლავთ ამ სურვილს და ვცდილობთ ჩვენი გულიდან მის გაქრობას და ასე ვცხოვრობთ, მანამ სანამ ისეთ სურვილს არ ვიპოვით, რომელიც ახდენისას უსაზღვრო ბედნიერებას, სილამაზესა და სიფერადეს მოგვანიჭებს.
ნელა გადმოვიდა მანქანიდან, ტყესთან ახლოს იყო.ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ფიფქები სახეზე ეცემოდა. თავში ათასი აზრი უტრიალებდა და მიხვდა, რომ ეს სულაც არ იყო ის რასაც ელოდა, რაც წარმოედგინა. მიხვდა, რომ შორენა ამ ყველაფერს მხოლოდ ანდრიას დასავიწყებლად აკეთებდა და არა იმიტომ, რომ ქმართან ყოფნა ასე სწადდა და გული გაებზარა. ზედმეტი იყო ამ ურთიერთობაში და ამას ვერ დამალავდა, ვერ უარყოფდა და ვერ მოკლავდა. სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია და ღრმა ნაფასი დაარტყდა. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა, სახლში დაბრუნდა და საძინებლის მაგივრად, იქვე დივანზე წამოწვა, მისცა ქალს უფლება ერთი ღამე მაინც ყოფილიყო თავისუფალი, გალიიდან შორს. თვალები დახუჭა და ღამეს შესთხოვა უკანვე წაეღო ეს გულის გამხეთქავი ფიქრები, მაგრამ ღამე დუმდა, წყვდიადს უკან არაფერი მიჰქონდა და ნიკოს უფრო და უფრო მეტად სტკენდა გულს და კაციც ხვდებოდა, რომ ვეღარასდროს იქნებოდა ბედნიერი და ლაღი, ახლა ის უბედურების მორევში მიცურავდა.
-რატომ მიდიხართ?-სისხამ დილით გაკვირვებულმა ჰკითხა ანიმ ბიძაშვილს, მას შემდეგ რაც კართან დადებული ბარგი დაინახა.
-განმარტოება გვინდა ძვირფასო-გაუღიმა შორენამ და გოგონას მოეხვია. შორენა ხედავდა, რომ მათში ყველაზე ნათელი და ფერადი ანი იყო. ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ წინ ჰქონდა ცხოვრება და ის წუთისოფლის სიავე არ დასჯახებია, რომელმაც შორენა უკვე ფეხქვეშ გათელა და საბოლოოდ გადაუწურა არსებობის სურვილი.
-ცოლ-ქმრის საქმეში ნუ ერევი-ლუკამ დამშვიდებულ გოგოს ხელი მოხვია და თმები აუჩეჩა. ანიმ მობეზრებით გახედა ბიჭს და ისევ მოიღუშა, აქ ხომ იმის გამო წამოვიდოდა რომ შორენა უფრო გახსნილიყო, ოდნავ გაეღიმა,ახლა კი ის მიდიოდა პირველი.
ანდრიამ ქალს შეხედა, ცდილობდა მისი თვალების ყურადღება მიექციე, მზერა დაეჭირა, თუმცა შორენა არაფრის დიდებით უყურებდა მას. ქალი აივანზე გავიდა, აივნის მოაჯირს ხელებით დაეყრდნო, თითები შემოაჭდო და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. ცივი ნიავი სახეზე ეცემოდა და ლოყებს უწვავდა. დილით ნიკოს თხოვნას, რომ აქედან წასულიყვნენ, წამსვე დასთანხმდა შორენა, რადგან თვითონაც აღარ შეეძლო გაჩერება, თვითონაც სწვავდა საყვარელი მამაკაცის ხელებში სხვა ქალის დანახვა და სადაც იყო ეს ყველაფერი გაგლეჯდა შუაზე.
წამოსვლისას თვალი გაექცა კაცისკენ, რომელის გვერდით ტაისია იდგა. შორენას საკუთარ თავში ვერ მოეძებნა პასუხი თუ რატომ უნდოდა ამწამსვე ამ ქალის მოშორება, კლდიდან გადაგდება და დახრჩობა. ღრმად ჩაისუნთქა და მზერა გაუშტერდა, როცა მამაკაცი მის თვალებს შეხვდა.
-წავიდეთ?-ნიკომ ქალს შეხედა.
შორენამ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი აივნიდან ხედს და ღრმად ჩაისუნთქა. აკანკალებული ხელები ერთმანეთში მოიქცია და საკუთარი თავის დაწყნარება სცადა.
-წავიდეთ-ქმარს მკრთალად გაუღიმა და იქმყოფებს თვალი მოავლო.
ანის რომ მოეხვია და ლოყაზე დასამშვიდობებლად აკოცა მაშინ გატყდა შორენა. ცხარე ცრემლის ჩამოვარდნის დამალვას ცდილობდა ანიმ რომ გაკვირვებულმა შეხედა.
-რა მოხდა შორე?-კითხვამ საბოლოოდ დაანარცხა მიწაზე ქალი. გოგოს მკლავებში პატარა ბავშვივით ქვითინებდა შორენა, რაღაცის ეშინოდა, მომავლის და ყველაფრის რაც მის თავს ხდებოდა-მალე ჩამოვალთ, არ მოიწყინო-კიდევ ერთხელ მოიტყუა საკუთარი თავი ანიმ და დაიჯერა, რომ შორენას მართლაც მათთან განშორება ატირებდა, მაგრამ სინამდვილეში ხომ კარგად ხვდებოდა რა დიად ნაღველს იტევდა ქალის გული.
-კარგად არის?-გადაუჩურჩულა ტაისიამ მის გვერდით მდგომ კაცს, რომელსაც მზერა გაყინვოდა და ღრმად სუნთქავდა. ანდრიას ყველაზე მეტად სწვავდა საყვარელი ქალის ცრემლების დანახვა, მაგრამ ახლა იდგა შორენა და ტიროდა, დასტიროდა მას და მის დაკარგულ ურთიერთობას, მათ დამსხვრეულ სიყვარულს. ქალმა ცრემლები მოიწმინდა, ოდნავ გაიცინა და კაცმა იგრძნო, მწარე ტკივილი იგრძნო გულის მიდამოში და ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-კარგად ხარ ანდრია?-ტაისიამ გულზე ხელმიდებულ კაცს გახედა. ყველას მზერა მალე მიიპყრო.
-კარგად ვარ-ნელა ამოილაპარაკა და უკვე შეშინებულ შორენას , ჯერ კიდევ აწყლიანებულ თვალებს წააწყდა. ოდნავ გაუღიმა ქალს, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გულში ჩაიკრა. იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა და შორენას აჩქარებული გულისცემაც მისწვდა მის ყურებს.
-ასე ადრე არ უნდა წასულიყავი-გამუხტა სიტუაცია და მის წელზე დადებული ხელი ნელა მოაშორა, საკუთარი თავი აიძულა ქალს მოშორებოდა და ჰაერი ჩაესუნთქა. შორენამ წამსვე ნიკოს გახედა და მამაკაცის უემოციო სახეს რომ წააწყდა მიხვდა, რომ მის ქმარს აღარაფერი ადარდებდა.
თბილისში საღამოს ჩამოვიდნენ, ნატა და დავითი მოინახულეს და კვლავ განმარტოვდნენ. ერთ ოთახში, ერთ საწოლში იწვნენ, მაგრამ თითქოს გვერდი-გვერდ სულაც არ ყოფილან. ნიკომ, რომ ზურგი შეაქცია და ისე მიეცა ძილს, მაშინ მიხვდა შორენა, რომ გადარჩა. იმ შიშს გამოსტაცა თავი, რაც ქორწინებაში სულ ჭამდა და მოსვენებას არ აძლევდა, შიში უცხო მამაკაცის შეხების. მადლიერი მზერა შეავლო ქმრის ზურგს და ღამეს თავი მისცა.
ცხოვრება ისევ მწყობრში ჩადგა, დღეებმა მალევე გაიარეს, ანდრიაც მალევე დაბრუნდა სახლში და თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ხშირად ხედავდა სამსახურიდან დაბრუნებული სახლის მისაღებში ტაისიას და ანის, მათ გვერდით კი ანდრიას. პატარა მოკითხვით შემოიფარგლებოდა და ცდილობდა მალევე გასცლოდა მათ, რადგან ყელში გაჩხერილი ბურთი მოსვენებას არ აძლევდა. ასე მიილია 1 თვე, უმნიშვნელოდ და შეუმჩნევლად,ზანტად და მოწყენით, თითქოს არც ყოფილა თებერვალი. თებერვალმა უფრო და უფრო ჩაკეტა შორენა, მარტოსული გახადა და ღიმილი ნელ-ნელა წაართვა. სამსახურიდან დაბრუნებულს თვალს რომ შეავლებდა ანდრია და ნატას მიერ შეთავაზებულ ყავაზე უარს, რომ ამბობდა შორენა, ბაგეებიც რომ არ ეპობოდა, არ ეღიმებოდა, არ ეცინებოდა, ანისთან ბევრს, რომ აღარ საუბრობდა უფრო და უფრო მძიმედ აწვებოდა ლოდი.
-შორენა ძვირფასო, დაბრუნდი?! მოდი ჩვენთან ყავა დალიე-ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს ჩვეულ შესთავაზა ქალს ნატამ მათთან ერთად დაჯდომა.
-არ მინდა, მადლობა-თავაზიანად თავი დაუკრა და კიბეებისკენ წავიდა, ანის ხმა რომ დაეწია.
-შორე გთხოვ-გოგო შეწუხებული სახით უყურებდა.
-მადლობა ანი, მართლა არ მინდა აქ, არ მინდა ჩემი უხასიათობა გადმოგდოთ-და ის ის იყო მიბრუნუნებას აპირებდა, რომ ახალმოსულ ნამსვამ ქმარს თვალი ჰკრა.
-ოჰო, ყველანი აქ ყოფილხართ-სიტყვებს ძლივს პოულობდა ნიკო და იქ მყოფებს თვალს ავლებდა. წამში გაჩერდა, როცა შორენას თვალი ჰკრა-ჩემი ცოლიც აქ არის, აი აქ-გაიშვირა ხელი.
-ნიკო ამდენი სად დალიე, წამოდი დაგაწვენ-ნატა შვილს ჩააფრინდა, თუმცა ადგილიდან ვერ დაძრა უმცროსი გასვიანი.
-აი იქ დგას დედა, ჩემი შორენა იქ დგას და ჩემი ცოლია, ვითომ ჩემი ქვია და მაინც არ არის ჩემი დედა, როგორ, რა ვქნა, რა ვუშველო საკუთარ თავს დედა, მითხარი, ის ქალი, მართლა დედა, მართლა მიყვარს-პატარა ბავშვივით ქვითინებდა დედაზე მოხვეული კაცი.
შორენამ ნერწყვი გადაყლაპა და წამიერად გული გააჩერა. ქუთუთოები მძიმედ დააჭირა ერთმანეთს. როგორ უნდოდა გაეგო, ნიკოს სიყვარული გაეგო და მისთვის ეპასუხა, მაგრამ ვერ იგებდა, არ ესმოდა და ვერ პატიობდა, ვერ ივიწყებდა იმას, თუ როგორ შემოიჭრა მათ ცხოვრებაში, როგორ დაუნგია პატარა ბუდე და როგორ წამში გააქრო მათი სიყვარული.
-მშვიდობაა?-ახლადშემოსულ ხელჩაკიდებულ წყვილს თვალი შეავლო შორენამ და გაეღიმა. ბედნიერი იყო ანდრიას გამო, იმის გამო, რომ ამ უსაზღვროდ დიდ ტკივილს დაახწია თავი და გადარჩენის გზა იპოვა ტაისიას სახით-დედა რა მოხდა?-კაცმა გაკვირვებულმა შეხედა დედაზე შემოხვეულ ატირებულ ძმას და ნატას ტკივილნარევ თვალებს რომ შეავლო თვალი გული შეეკუმშა.
ნიკომ თავი ასწია, ხელი უშვა დედას, ნელა წავიდა კიბეებისკენ და შორენას, რომ მიუახლოვდა ქალის აჩქარებული გულისცემა მის ყურებს მისწვდა, წამით გაჩერდა, ცოლს შეხედა და მის ნაზ თმას თითებით შეეხო, მისი სურნელი იგრძნო და გზა გააგრძელა.
-მე გავყვები-აფორიაქებულმა შორენამ სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი
-არა, მარტო დავტოვოთ ცოტახანი-ნატას ცრემლები ახრჩობდა. ანდროს მოავლო თვალი-ჩემი ბრალია, უნდა შემეჩერებინა, დავითი უნდა შემეჩერებინა-ბუტბუტებდა ქალი და ოთახისკენ მიიწევდა.
-რა მოხდა?-ტაისიამ ჯერ კიდევ გაოცებულ ანის ხელი მოჰკიდა.
-არ მეგონა ტასო, არ მეგონა ასე თუ უყვარდა-გაოცებული ლაპარაკობდა და დაქალს უყურებდა, შემდეგ შორენას გახედა-ხო ხვდები, რომ შენს გამო ინგრევა ეს ოჯახი, შენს გამო იტანჯება ორივე, შორენა ხმა ამოიღე-სწრაფად მიაყარა გოგომ და სახეში მძიმე ხელი, რომ მოხვდა, მაშინღა გაიაზრა რა თქვა.
-ეს შენი საქმე არ არის-ღრმად სუნთქავდა მამაკაცი და საკუთარ ხელს უყურებდა. ქალისთვის არასდროს დაურტყია და მძიმე ტკივილი იგრძნო, რაღაც ძალიან მწარე, მაგრამ ვერავის, ვერასდროს მისცემდა უფლებას შორენასთვის ეტკინათ.
-ანდრია რას აკეთებ-ქალს მძიმე ხმა აღმოხდა და წამსვე გაჩნდა გოგოსთან, რომელსაც საკმაოდ გაწითლებოდა ლოყა-ის ჯერ კიდევ ბავშვია.
-შეურაცხყოფა მოგაყენა
-გეყოფა, ტყუილი არ უთქვამს-გაბრაზებისგან ცხვირი გაწითლებოდა შორენას და მამაკაცი კარგად ხედავდა თუ როგორ ცდილობდა ტკივილის გულში ჩაკვლას, იმ სიტყვების დავიწყებას, რომელიც მისმა ბიძაშვილმა უთხრა. გოგოს სახეს დასტრიალებდა და ცდილობდა არ ჩალურჯებოდა.
სამზარეულოდან ყინულის პაკეტით, რომ გამოვიდა და ანის ლოყაზე მიადო, გოგომ ქალის ხელი დაიჭირა
-მაპატიე შორენა, არ მინდოდა შენთვის გულის ტკენა-ცდილობდა, რომ ღრმად ესუნთქა და არ ეტირა.
-ძვირფასო, არაფერია-გაუღიმა ქალმა და გოგონას მოეხვია.
ის დღე ნელა დამთავრდა, არადა არ თენდებოდა და შორენას გარეთ გახედვისას და მთვარის დანახვისას სუნთქვა ეკვრებოდა. ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა, რადან სამსახურში წასულიყო და სახლში მომხდარი ამბავი ცოტათი მაინც მიეჩქმალა გულში.
-რატომ არ გძინავს?-გვერდით მამაკაცი ამოუდგა.
-არ ვიცი, ძილი არ მომეკარა, თან ოთახში ასვლაც არ მინდოდა, მივცემ ნიკოს მარტო დარჩენის უფლებას-კბილებში გამოსცრა ქალმა და ზიზღნარევი მზერით შეხედა კაცს.
-ასე ნუ იქცევი, თითქოს ეს ქორწინება არ გაწყობდა-დამცინავად გაუღიმა კაცმა და ქალისკენ წაიწია, თუმცა შორენამ უკან დაიხია.
-არ გაბედო, ჩემთან მოახლოებაც კი არ გაბედო, ეს ყველაფერი შენი ბრალია. მეგონა შვილები გიყვარდა, მაგრამ იმის მერე რაც იმ დაწყევლილ საღამოს გამოჩნდი და მაიძულე ეს ყველაფერი, ეს ყალბი ქორწინება, მის მერე ჩემს თვალში მხოლოდ მონსტრი ხარ, ვერ ხვდები, რომ ორივე მათგანი გაანადგურე- უყურებდა დავითს და ცდილობდა ხმისთვის არ აეწია.
-აქ მხოლოდ იმისთვის ხარ, რომ ნიკო ბედნიერი იყოს, მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს ვიზამ-ყურთან დაუჩურჩულა ქალს და გულაჩქარებული აივანზე დატოვა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან დიდი დრო გავიდა ამ ისტორიის წინა თავის დადებიდან და დაგვავიწყდა და თან ინტეტესიც გაქრა

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

წავიკითხე სამივე თავი და გულისრევის შეგრძნება,რაც დამყვებოდა უფრო გამიმძაფრდა. ამას კითხულობენ 15-16 წლის მოზარდები და ნორმად ჩათვლიან ასეთ ურთიერთობებს. მე მაპატიე, მაგრამ ესაა მარაზმიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent