შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტრობა (II ნაწილი)


11-03-2023, 18:29
ავტორი nestandarejan
ნანახია 4 345

ლილემ მამიდამისის ფოტოს ნაგლეჯი ჩაფიქრებულმა გადადო გვერდზე. ყუთში კიდევ უამრავ ძველ ნივთს დაებუდებინა და დაედო მტვერი. თითები მთლიანად მურში ამოსვროდა დაშნიანს. როგორმე უნდა გაერკვია, რა მოხდა. იცოდა, რომ მათ ტრადიციაში უამრავი ისეთი წეს-ჩვეულება არსებობდა, რაც მარტივად გადაამტერებდა ორ ოჯახს, საგვარეულოს, ან თუნდაც სოფელს ერთმანეთს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ სისხლისღვრა ნაკლებად მოჰყოლიათ ხოლმე. სიმშვიდეს უფრთხობდა ის ფაქტი, რომ ფარული მტრები ჰყავდა და თვითონ ამის შესახებ არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, ბეშქენი თავის შვილს ამაში არ გარევდა და არც ზედმეტ სანერვიულოს მისცემდა ერთადერთ ქალიშვილს.

მეტი მნიშვნელოვანი რომ ვერაფერი იპოვა, დაშნიანი ჯერ მშობლების ოთახში შეძვრა, თუმცა რომ ვერაფერი იპოვა, მამიდამისის ოთახს მიაშურა. იცოდა, რომ არ იქცეოდა სწორად და სხვისი ნივთების ქექვა არც სჩვევია, მაგრამ შეუცნობლის აღმოჩენის სურვილმა იმდენად დააბრმავა, რომ საკუთარ პრინციპებსაც ვეღარ ხედავდა.

უფროსი ლილე დაშნიანი უმცროსის დაბადებამდე გარდაიცვალა. ბეშქენი ყოველთვის აღუწერელი ტკივილით იხსენებს თავის უმცროს დას, თვალები ცრემლებით ევსება და ძალიან უჭირს, მტკიცე ხმა შეინარჩუნოს როცა მასზე საუბრობს. ლილე ფილტვების ანთებამ იმსხვერპლა. ისედაც სუსტი ჯანმრთელობის მქონეს, დაავადებებმა მოუსწრაფა სიცოცხლე.

გარდაცვლილი მამიდის ნივთებში ქექვამ გული საშინლად დაუმძიმა ლილეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერც იქ იპოვა რამე. ბოლოს იმ უკანასკნელი ნაღვერდალივით დანებდა ბედს ბუხარში მარტოდ მარტო რომ იწვოდა და ძილს მისცა თავი.



დილით საშინელმა სუსხმა გამოაღვიძა. ესიკვდილებოდა ახლა საბნის გადახდა და ცეცხლის შენთება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. გარეთ აღარ თოვდა, მხოლოდ სახურავებიდან მიწაზე გამნდარი წვეთების დახეთქების ხმა ისმოდა.

ცეცხლი დანთებული არ ჰქონდა, რომ ჭიშკრის ჭრიალმა მოსჭრა ყური. თავი სწრაფად მიაბრუნა. წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო ის მოხუცი ქალი, ძლივს რომ მოდიოდა ბექნუს გაკვალულ გზაზე. სტუმრისთვის კარის გასაღებად ფეხზე სწრაფად წამოდგა. მოხუცი ქალი იყო, წელში მოხრილი, თითქოს უზარმაზარ უხილავ ტვირთს მოათრევდა ზურგით. ოდნავ კოჭლობდა კიდეც.

ლილე არავის ელოდა. აქ ბევრს არც არავის იცნობდა. კარი რომ გააღო, ქალი დაკაკუნებას აპირებდა, გაუკვირდა და ერთ ადგილას შედგა.

-შვილო, ლილე... როგორა ხარ? გელოდით! -დამტკბარი ხმით უთხრა ქალმა.

ლილეს თავი უკვე ისეთ ფილმში ეგონა, სადაც თვითონ არავის იცნობდა, მაგრამ მის შესახებ ყველამ ყველაფერი ზეპირად იცოდა.

-გამარჯობა, ვერ გიცანით... მელოდით? რატომ? ჩამოსვლას რომ ვაპირებდი, არავინ იცოდა.. -უპასუხა დაბნეულმა. არც იცოდა, უნდა შემოეპატიჟებინა თუ არა სახლში ეს ქალი.

-მერე, რა შვილო... იმისთვის რომ გელოდნენ, საერთოდ არ არის საჭირო იცოდნენ მიხვალ თუ არა... ვინც გულით გელის რა თქმა უნდა. მე ნელი ვარ, შენ გვედით ვცხოვრობ, -თავი მარჯვენა სახლისკენ გაიქნია ქალმა. პატარა ქოხის საკვამურიდან წვრილად ამოდიოდა ნაცრისფერი კვამლი და ცაში იფანტებოდა.

-მობრძანდით, -ინსტიქტურად შეიპატიჟა შინ ქალი ლილემ.

-ამაღამ სოფელში ნადირცეცხლობას აღვნიშნავთ. გვერდითა სოფლიდან ცეცხლს ჩამოგვიტანენ იქაური ცეცხლის ბატონები, რახან სახლში ხარ შენც უნდა დაესწრო და მიიღო მონაწილეობა.

-უკაცრავად, პირველად მესმის ასეთი ტრადიციის შესახებ... -დაიბნა ლილე. აშკარად სხვა სამყაროში მოხვდა. ამას არ ელოდა. რა ნადირცეცხლობა, რა ცეცხლის ბატონები. რომელი საუკუნეა. ან საერთოდ რა რელიგიისანი არიან აქ. მაზდეანები?

-ნადირცეცხლობას ყოველ წელს რიგ-რიგობით აღვნიშნავთ ჩვენს მხარეში ნადირის დასაფრთხობად და ჩვენი წვრილფეხა თუ მსხვილფეხა ცხოველების მათგან დასაცავად. ცეცხლის ბატონები ახლა ფიცხელიანები არიან. ისინი ჩამოგვიტანენ და ერთ-ერთ ოჯახს გადაეცემა ჩვენი პატარა სოფლიდან. იმას, ვისი ცეცხლიც ყველაზე დიდ ხანს არ ჩაქრება.

-გასაგებია, მაგრამ ჩემს მონაწილეობას აზრი არა აქვს, -ლილე მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი შოკის დამალვას, არ უნდოდა, სტუმარს თავი ცუდად ეგრძნო, -მე აქ ძალიან ცოტა ხნით ჩამოვედი. მალე უკან წავალ. თანაც მგონი, ფიცხელიანები დიდად არ გვწყალობენ.

მოხუცმა გამჭოლი ცისფერი თვალები დაასო ლილეს სახეზე. დიდხანს უყურა და მერე ჩაეღიმა.

-ამნაირმა ტრადიციებმა მტრობა არ იცის.

-ანუ თქვენ იცით რა მოხდა ჩვენ ოჯახებს შორის? ვერ გავიგე... თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ. -ინტერესისგან გული აუჩქროლდა ლილეს, ნუთუ ახლა ყველაფერს გაიგებდა, ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა.

-რახან აქამდე არ გაგიგია, ესე იგი, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ეს უნდა გითხრას. ნუ აწყენინებ მოხუცს. მოდი აუცილებლად. უნდა იცოდე რა მიწას ეკუთვნი. აქ ყველას უყვარხარ.

ლილე დამუნჯებული იჯდა. საღამომდე ვერც ვერაფერი გააკეთა. მთელი დღე ფიქრობდა, უნდა წასულიყო თუ არა. მამამისს ვერაფერს ეუბნებოდა. ეშინოდა, მამისთვის გული არ ეტკინა და არ შეეშინებინა. იქნებ, უკან წამოსვლაც კი მოეთხოვა და ვერასდროს გაეგო სიმართლე.

საღამოს უკვე მუხლამდე ბოტებით მიაპობდა თოვლს. ჭიშკარი ჭრიალით გააღო და ნელის ეზოში შევიდა. თოვლით გადათეთრებული ეზო ნაფეხურების ანაბეჭდს დაესერა. მეზობლები ბოლთას სცემდნენ. ლილეს დანახვაზე ყველამ მისკენ მოაბრუნა თავი. ქალის მოსვლას არავინ ელოდა. ნელი გახარებული გამოვარდა სახლიდან, ხელგაშლილი შემოეგება ლილეს.

-მოვიდა ჩემი ლამაზი გოგო! როგორ გამახარე, ბებია! აგერ, მოდიან ფიცხელიანებიც.

შარა გზაზე დასავლეთიდან ცეცხლის ყვითელი წერტილი შენიშნა ლილემ. სიბნელეს თეთრი თოვლი შეელურჯებინა. ცეცხლი ბექნუს ეჭირა ხელში, გვერდით მისი ძმა მოჰყვებოდა. ბექნუ მხრებში გაშლილი ბევრად მაღალი და წარმოსადეგი ჩანდა გამხდარი დემეტრეს გვერდით. შავებში შემოსილიყო და მუხლამდე თოვლზე ისე მოდიოდა, თითქოს წინააღმდეგობას საერთოდ ვერ გრძნობდა.

ლილე ისეთ ადგილას დაჯდა, ნაკლებად რომ გამოჩენილიყო და თვალში არ ჩავარდნოდა კაცს. მისი ღრენის და ავი მზერის ატანა ახლა ნამდვილად არ უნდოდა. თანაც იქნებ ბექნუს შეეშალა ხელი მისთვის, სიმართლე რომ გაეგო. ეს რა უბედურებაა. ყველას წყალი რომ ჩაუგუბებია პირში და ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ ლილეს.

ცეცხლის შუქზე კაცს ნახევარი სახე ყვითლად უელავდა და თვალებში სიხარულის ნაპერწკლები უკრთოდა. ლილეს საკმარისი დრო ჰქონდა ბექნუს სახის ნაკვთების შესასწავლად. სწორი, სქელი წარბები ჰქონდა, თაფლისფერი თვალები და მუქი თმა. სახის არცერთი ნაკვთი არ უკრთოდა. ტუჩები მკაცრად მოეკუმა და მხრებგაშლილი აკვირდებოდა მის დასახვედრად შეკრებილთ.

დემეტრემ მალევე გამოძებნა საერთო ენა ერთ-ერთ მეზობელთან და ხალხში ჩამალული ლილეც დაინახა. სახეზე სიხარულის ღიმილი მოეფინა მის დანახვაზე. ლილე ნამდვილად ვერ იტყოდა იგივეს იმაზე, რაც თვითონ იგრძნო. ბექნუს რომ დაენახათ, მრისხანება არ ასცდებოდა ქალს. მაგრამ იქნებ, ასეც იყო საჭირო. სხვაგვარად ყველა ასულელებდა.

-როგორა ხარ, გოგონა? ჩემს ძმას კრინტი ვერ დავაძრევინე შენზე, მაგრამ უსაფრთხოდ რომ დაგაბინავებდა, მაგაში დარწმუნებული ვარ.

-დემეტრე, კარგად, შენ როგორ ხარ? არ ვიცი, ამ უცნაურ რიტუალზე მომიწვიეს... -ირგვლივ მიმოიხედა ლილემ, ჩურჩულებდა, არავის რომ გაეგო.

-ბექნუ, ნახე, აქ ვინაა!

აჰა, მისი ყველა მცდელობა წყალში ჩაყარა დემეტრემ. იმხელა ხმით დაიყვირა, მარტო ბექნუმ კი არა მთელმა სოფელმა მათკენ მოაბრუნა თავი. ოთხფეხა შინაური მეგობრების ჩათვლით.

კაცის შეკრულ გამომეტყველებას სახეზე დაძაბულობამ გადაურბინა. მხრების ნელი რხევით და მედიდური ნაბიჯებით წამოვიდა ბექნუ მათკენ. ლილეს მოეჩვენა, რომ კაცი ამ ცეცხლს თავზე წაუკიდებდა, ისეთი თვალებით უყურებდა.

-გამარჯობა. -ოდნავი თავის დაკვრით მიესალმა ფიცხელიანი.

-გაგიმარჯოს. -გაოცებული და წყენაშეპარული ხმით უპასუხა ლილემ.

-შენც იღებ მონაწილეობას?

-იღებს, იღებს, აბა, რა! -პასუხის გაცემა არ დააცადა დემეტრემ. ლილეს მხნედ შემოკრა ზურგზე ხელები. მოულოდნელობისგან გოგო ლამის თოვლში გაგორდა.

-მერე იცის მონაწილეობის წესები? -ხმა გაიმკაცრა ბექნუმ.

-არა. რატომღაც ამ მხარეში არავინ თვლის ახსნა-განმარტების ღირსად. -ცივად წაისისინა ლილემ.

ბექნუმ წარბები აზიდა. ჯერ ლილეს გადახედა, მერე დემეტრეს და ორივეს ზურგი შეაქცია თავის ადგილას დასაბრუნებლად.

ლილეს ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან. ბრაზმა გულ-მუცელი აუდუღა. რაღატომ კითხულობდა იცოდა თუ არა წესები, თუ ზურგი უნდა შეექცია და არ აეხსნა.

კბილები მაგრად დააჭირა ლილემ ერთმანეთს.

-ნუ მიაქცევ მაგას ყურადღებას, ცოტა უჟმურია. მე აგიხსნი ყველაფერს. იმ ჯიბგირს რომ ხელში ცეცხლის ჩირაღდანი უჭირავს, მაგ ცეცხლმა უამრავი ნადირი დააფრთხო ამ მხარეში. ის შენი საყვარელი შვლის ნუკრიც ამის წყალობით გადარჩა...

-კი მაგრამ...მაშინ ცეცხლი არ ეჭირა ხელში...

-ქალო, ქვრება ეს ცეცხლი, ჯადოსნური კი არ არის. დამაცადე, დავასრულო.

ლილე გაჩუმდა.

-ამ მხარეში ცეცხლის მატარებელს დიდ პატივს სცემენ. ასე რომ ვთქვათ შინაური ცხოველების დაცვის სამინისტროა ეგ ოჯახი. თუ ნადირი შემოუტევს საქონელს, ოჯახი პასუხისმგებელია დაიცვას ხალხი თავისი საქონლის დაკარგვისგან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სიმბოლურია და ტყე-ღრეში მგლებზე სანადიროდ წასვლას არავინ მოგთხოვს ცეცხლის შენზე გადმოსვლის შემთხვევაში. მთავარია, შენს ხალხს გვერდით დაუდგე გასაჭირში. პირველ რიგში შენთან მოვლენ თუ ვინმეს რამე გაუჭირდა, რჩევა შენ უნდა გასცე და ანუგეშო. მოკლედ, ეს ერთგვარი ბედის და პასუხისმგებლობის გადაბარებაა. და ასე გადადის ოჯახიდან- ოჯახში, სოფლიდან სოფელში ცეცხლი. ეს ტრადიცია ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს, ერთმანეთზე ზრუნვასა და პატივისცემას ასწავლის. ასევე ახალ ცეცხლის ბატონს შეუძლია წინა ბატონს მიაკითხოს რჩევა-დარიგებისათვის, და სოფელს ერთი თხოვნის ასრულება სთხოვოს იმ ტვირთის შესამსუბუქებლად, რომელიც სამას სამოცდახუთი დღის განმავლობაში უნდა ატაროს.

-ქალი ცეცხლის ბატონი გყოლიათ ოდესმე? მე არ მინდა მონაწილეობის მიღება. მალე უნდა წავიდე.

-ნუ გეშინია..

-არ მეშინია! უბრალოდ არ მინდა ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. აქ არავის ვიცნობ და არ ვარ ვალდებული!

-შენი სახლი ამ სოფელშია. თუ ამ სახლში ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობს, ის ვალდებულია ტრადიცია დაიცვას. -მკაცრად უთხრა დემეტრემ. ლილეს მოეჩვენა რომ იმ წამს ძალიან დაემსგავსა თავის ძმას. -წამო, ნუ გეშინია. შენი ჩირაღდანი ყველაზე მალე ჩაქრება, რადგან პატარა ხელი გაქვს და ჩირაღდანიც პატარა გეკუთვნის.

ნელიმ მალე დაარიგა ჩირაღდნები. დემეტრე მართალი იყო. ლილეს ყველაზე წვრილი და მოკლე მისცეს. სხვა ჯან-ღონიან თანასოფლელებსა და მხარბეჭიან ბიჭებს მასზე ბევრად დიდი ჩირაღდნები უწილადეს. მერე ბექნუმ სვლა დაიწყო. თავის ცეცხლწაკიდებულ ჩირაღდანს სხვებისას ადებდა და ცეცხლს უკიდებდა, თან რაღაცას ეუბნებოდა ისე, რომ ლილე ვერ იგებდა რას.

მალე მასაც მოუახლოვდა. დემეტრემ ხელი უჯიკა და წინ გააგდო. ქალმა ისეთი თვალებით შეხედა, სიამოვნებით წაუკიდებდა ცეცხლს კაცს, მისი ჩირაღდანი ჯერ ცივი და მშრალი რომ არ ყოფილიყო.

ბექნუმ ჩირაღდანი მისკენ გადმოხარა. ცეცხლის სითბომ ლილეს სახე გაულღვო. კაცს თვალები ურჩად გაუშტერა და ელოდა, როდის ეტყოდა მას რამეს. მაგრამ ხმა არ ამოუღია. მხოლოდ სხვებზე დიდხანს ჰქონდა მის ჩირაღდანზე საკუთარი მიწებებული და თავადაც დაჟინებით ჩაშტერებოდა თვალებში. ლილეს აღიზიანებდა მისი უემოციო და მტრული მზერა. თითქოს თვალებით ეუბნებოდა „წადი, შენი ადგილი აქ არ არის, მტერი ხარ“.

-ჩემი დაწვა თუ გინდა მთელი სოფლის წინაშე ნუ გააკეთებ ამას. -ვეღარ მოითმინა ლილემ და პირში მიახალა.

-მთელი სოფლის წინაშეც სიამოვნებთ გავაკეთებდი.

უთხრა ბექნუმ და თავისი ჩირაღდნიანად რიგის ბოლოს მიადგა. ლილე კი დატოვა ნახევრად დამწვარი შეშის ნაჭრით. სრულიად დარწმუნებული იყო ქალი, რომ ძალით ჩაწვა ფიცხელიანმა მისი ჩირაღდანი. გულის სიღრმეში მადლიერიც კი იყო, ახლა ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. როგორც ჩანს მის ცხოვრებაში უამრავი საიდუმლო იყო გასახსნელი და თვითონ მათი არსებობის შესახებაც კი არ იცოდა არაფერი.

ბოლოს ანთებული ჩირაღდნებით ხელში ბექნუ და ერთი ახალგაზრდა, მასზე არანაკლებ მხარბეჭიანი და წარმოსადეგი გარეგნობის ბიჭი დარჩნენ.

-ამ შემთხვევაში რა ხდება... -კითხვის დასრულება არ დასცალდა ლილეს, „ცეცხლის ბატონმა“ რომ ხმა ამოიღო.

-ლაშა, ჩვენი მტერი დაწვას მაგ ცეცხლმა, შენს ხელს რომ შეეზარდა. -უცნაური კილოთი წარმოთქვა ბექნუმ. ლილეს მოეჩვენა, რომ მთელ სოფელს ესმოდა მისი ხმა. ვინც აქ შეკრებილიყო მარტო იმათ კი არა, ვინც სახლებში იყვნენ - მათაც ესმოდათ. ეგონა ყველას სახლში შეეღწია მის ხმას და ყველა გულით უსმენდა. -მზადა ხარ ტვირთის საზიდად?

-მზად ვარ.-ბოხი, ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ლაშამაც. მისმა ხმამ დაიბუბუნა. ისეთი სუფთა და გამჭოლი არ იყო, როგორიც ფიცხელიანისა.

-რა არის შენი სურვილი?! ჩვენი ხალხის ვალია შეგისრულოთ, რა თქმა უნდა, თუ იგი ჩვენს წესებსა და ღირსებას არ ეწინააღმდეგება. -ლილემ შენიშნა ბრაზი ბექნუს ხმაში. სწორედ ასეთი ტონი ჰქონდა მისი სახლის კართან რომ იდგა და ჩემი მტერი ხარო ეუბნებოდა. ცივი და ბრაზიანი. ეს ლაშაც მისი მტერი იყო ალბათ. ამ მხარეში უცნაური წესები აქვთ, ვინმეს გადამტერება რთული არ უნდა იყოს.

-ჩემი სურვილი ეს ქალია.

ხალხს ჩურჩულის ტალღამ გადაურბინა. ლილეს გარდა კიდევ იყვნენ აქ ქალები. სავარაუდოდ, ქვრივები, ან ისეთები ვისაც ვაჟები არ ჰყავდათ რომ გამოეშვათ ამ გაუგებარ რიტუალზე დასასწრებად. ლილე მიხვდა, რომ არცერთი მათგანის საკუთარ სურვილად არჩევა იმ კაცს აზრადაც არ მოუვიდოდა, ახლა რომ ფიცხელიანის წინაშე იდგა, თვალები კი ქალისთვის მოეპყრო და რაღაც ეშმაკური უელავდა იმ ცეცხლის შუქზე ბექნუმ რომ უწილადა.

-ლილე დაშნიანი.

ლამის გული აერია საკუთარი სახელის ხსენებაზე ქალს. აშკარად არქაულ სამყაროში აღმოჩნდა. რას ქვია მისი სურვილია ეს ქალი! ბრაზმა და ბოღმამ ყელში წაუჭირა ხელები, სასოწარკვეთისგან ენა ჩავარდნოდა. რა ხალხია! რა წესებია! საერთოდ რა ჯანდაბა ხდება აქ! გაკიოდა მისი გონება. საკუთარი ხმა ხან ერთ ნაწილს ასკდებოდა გონებისას, ხან მეორეს, ხან მესამეს... არსაიდან არ ისმოდა ნუგეში ან პასუხი იმ კითხვებზე, ერთმანეთის მიყოლებით რომ ებადებოდა.

-რას ჰქვია! -თავადვე დაიცვა საკუთარი თავი ბოლოს, ჩირაღდნის ნამწვავი თოვლში მოისროლა და წინ გააბოტა. ბრაზისგან გულ-მკერდი ღრმად აუდიოდ-ჩაუდიოდა. -თქვენ მე ნივთი ხომ არ გგონივართ, სურვილად გინდოდეთ! ეს რა უაზრობაა! კალენდარს ბოლოს როდის შეხედეთ საერთოდ! თუ არავის გაგიგიათ, მე გეტყვით, რომ ოცდამეერთე საუკუნეა. ანუ ის დროა, სადაც ქალებს ნივთებად ვერ აირჩევენ თქვენნაირი კაცები...

-ლილე, გაჩუმდი. -თვალები დაუბრიალა ბექნუმ. ცეცხლზე ნაკლებად არ იწვოდა მისი მზერა. ისიც არანაკლებ აღელვებული ჩანდა. ეტყობა, ამ ქალის სიტუტუცემ გააწბილა, თორემ იმ ლაშას სურვილის შესრულებაში, ლილე დარწმუნებული იყო, რომ ფიცხელიანი პრობლემას საერთოდ ვერ ხედავდა თავისი ბინდგადაკრული თვალებით.

-რატომ? მე აქ გაჩერებას არ ვაპირებ, დასასვენებლად ჩამოვედი! არავის სურვილი არ ვიქნები, -გაცხარებული მიუბრუნდა ლაშას ზემოდან რომ ღიმილიანი, გამარჯვებული მზერით დაჰყურებდა. -გაიგე შენ? გინდ მისურვე, გინდ - არა! ყურებზე ხახვი არ დამაჭრა. მისურვებს თურმე! წინააღმდეგი ვარ! ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება, როგორც ამ ველურმა თქვა, -თავით ბექნუსკენ ანიშნა, რომელსაც ჩირაღდანი ჩაებღუჯა და არაფრის დიდებით ხელიდან არ აგდებდა. სოფელი დაძაბული ისმენდა დიალოგს. -თუ ღირსებას და წესებს ეწინააღმდეგება, არ აგისრულებთო, ხოდა ჩემს ღირსებას და წესებს ეწინააღმდეგება. გზაზე არ გადამეღობო, თორემ მაგ ცეცხლს თავზე წაგიკიდებ!

-შენ რა კაპასი ყოფილხარ. ლაპარაკიც ბევრი გყვარებია. არადა, შეშინებული ჩანდი. -ჩაიხითხითა ლაშამ.

მისი ლაპარაკი გულს ურევდა ლილეს. სახეში შეფურთხება მოუნდა, თუმცა საკუთარ სურვილზეც კი შერცხვა. ამას არასოდეს ჩაიდენდა.

-შეშინებულს შენ დაგტოვებ! -წაისისინა ლილემ და ბექნუს ხელში ჩააფრინდა, ჩირაღდანი რომ წაერთმია.

იმპულუსური ქმედება იყო, თორემ მოაზროვნე ადამიანი მიხვდებოდა, ქალი ფიცხელიანს ხელიდან რომ ვერ გამოგლეჯდა იმ ჩირაღდანს. ბექნუმ სისხარტე გამოიჩინა და თავისუფალი ხელით გააკავა ლილე. ზემოდან ისეთი თვალებით დახედა, დაშნიანი უსაშველოდ გაცეცხლებული რომ არ ყოფილიყო, იქნებ შეშინებოდა კიდეც მისი სახის.

-ლილე, გეყოფა. -ხმამაღლა, მაგრამ გამოზომილად გამოსცრა ბექნუს. თაფლისფერი თვალები ჩაუშავდა. მოეჩვენა, რომ ცეცხლი თავის პატრონს გამოექომაგა და უფრო მეტად აალდა, ლამის ქალის თმასაც მისწვდა, ამიტომ გვერდზე გამოსწია.

-როგორც ხედავ, ამ ქალს არ უნდა შენი სურვილი იყოს. -სანამ ლილე რამეს დაამატებდა და კვლავ ერთ ამბავს ატეხდა, დაასწრო დემეტრემ.

ლილეს გულზე მოეშვა. ახლა მისი გამოქომაგება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ბექნუს ეტყობოდა, ქალის ბედი დიდად რომ არ ადარდებდა. აქამდე, ალბათ, მაგიტომ არ ამოიღო ხმა.

-ფიცხელიანები ქალს არ მითმობთ. იქნებ, ცეცხლიც თქვენთან გინდათ რომ დარჩეს. -დაიგესლა ლაშამ.

ბექნუ იმაზე მეტად დაიძაბა, ვიდრე ლილეს ეგონა, რომ შესაძლებელი იყო.

-ფიცხელიანები ქალს პატივს ვცემთ...

-დაშნიანის ქალს სცემთ პატივს, -თვალები დაიწვრილა ლაშამ, -ბექნუმ კარგად იცის, ეს რასაც ნიშნავს.

-მე და შენ მოვაგვარებთ ამას, -ბექნუმ ლილეს ხელი შეუშვა და ლაშას იმდენად მიუახლოვდა, ლამისაა, მართლა ცეცხლი წაუკიდა.

-მე და შენ რატომ? ამ სოფელში ყველამ კარგად იცის თქვენი ამბავი.

-რა ამბავი? -გაოცებით იკითხა ლილემ. ანუ, ყველამ იცის. ამ საძაგელმა, მყრალმა არსებამაც იცის.

დემეტრეც მასავით გაოცებული ჩანდა. პასუხის მოსასმენად ის ლილესგან განსხვავებით, თავის ძმას მისჩერებოდა.

-ნუთუ არ იცი... -ხმა გაინაზა ლაშამ და ღიმილით გადახედა ჯერ ლილეს, შემდეგ ბექნუს.

-არაფრის თქმა არ გაბედო. შენი საქმე არ არის. -მკაცრად მიუგო ბექნუმ. ლაშას ხელიდან ჩირაღდანი გამოგლიჯა და თოვლში მოისროლა.

შიშინმა თან ჩაიყოლა უამრავი დამსწრის ჩურჩული და ამოგმინება. ყველა პირდაღებული მისჩერებოდა უფასო სანახაობას. ლილეს თავში იმდენი კითხვის ნიშანი დარბოდა, რამდენის დატევაც მის გონებას შეეძლო.

-ცეცხლი ჩვენთან რჩება.

-მეც მტრად მიკიდებ? -წარბები მაღლა აზიდა ლაშამ. რატომღაც ლილეს მოეჩვენა, რომ კაცი ამას ელოდა და ფიცხელიანიც წარმატებით წამოეგო მის ანკესს.

-მე მტრად არავინ გამიხდია. არც სხვის ღირსებას შევხებივარ და არც ვინმეს ცხოვრება მომითხოვია ძღვნად. აქედან მოშორდი. -ბოლო სიტყვები იმაზე ხმამაღლა თქვა ფიცხელიანმა, ვიდრე ლილე ელოდა. ერთ ადგილას შეხტა შეცბუნებული.

ამ კაცმა გადაარჩინა? თუ ეს რა ხდებოდა მის თავს. ვერ ბედავდა მისი მადლიერი ყოფილიყო, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლებოდა რამე ისეთი გაეკეთებინა, საკუთარი მადლიერების გრძნობაც კი ენანა.

-წავალ, მაგრამ იცოდე, თუ ამ ქალს შენ არ წაიყვან, მე წავიყვან. დღეს თუ არა ხვალ... ხვალ თუ არა ზეგ.. -წაიმღერა.

-ეს გიჟია? -სასოწარკვეთით გადახედა ლილემ სოფლელებს. სიტუაციის კომიკურობაზე ეცინებოდა. -სად წამიყვან ჩემი ნებართვის გარეშე? ვერსად!

-იცი... ჩვენში ასეთი წესია... -ძალიან მშვიდი და აუღელვებელი ხმით დაიწყო ლაშამ, -ყველაფერი მემკვიდრეობით გადადის... მათ შორის ოჯახების დანათესავების სურვილიც... ეს ახლა საჯაროდ განსახილველი არ არის, მითუმეტეს რომ ყველამ იცის ეს ამბავი, შენ გარდა... შენი ოჯახიდან ერთი ქალისთვის რამდენიმე წლის წინ ორი კაცი იბრძოდა, როგორც ხედავ, ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა...

-საკმარისია! -ბექნუმ ლილე ზურგს უკან გადამალა. ჩირაღდანი ისევ ხელში ეჭირა.

-არა, არ არის საკმარისი! -აკივლდა. წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, მაგრამ ამჯერად დემეტრემაც ძმას აუბა მხარი.

-ლილე, გთხოვ, მშვიდად დასრულდეს ეს ყველაფერი და პირობას გაძლევ, ყველაფერს მოგიყვება ბექნუ.

-რა უნდა დასრულდეს მშვიდობით! ორი კაცის გასაყოფი რომ ვარ ეგ? -არ ცხრებოდა დაშნიანი.

-გთხოვ. -მუდარით ჰქონდა თვალები სავსე დემეტრეს. ლილეს ყელში ბურთი გაეჩხირა. მისი გონება არაფრის დაჯერებას არ აპირებდა. თავი სიზმარში ეგონა.

-წადი. -გაუმეორა ბექნუმ, მერე ხალხს მიუტრიალდა. -როგორც ხედავთ, ცეცხლი ჩვენთან რჩება!

-ლილე? -ახლაღა ამოიღო ხმა ნელიმ.

დაშნიანს ენიშნა, რომ ეს ყველაფერი ქალმა თვითონ დაგეგმა. თვითონ გააგებინა მთელს სოფელს მისი ჩამოსვლის ამბავი და მივიწყებული შუღლიც თავიდან აუშალა ვინ იცის რამდენ ოჯახს.

-ჩვენთან მოდის.









ლილე ვერასდროს იფიქრებდა, ფიცხელიანების სახლში თუ ოდესმე დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე მოხდა. სიხარულით არავინ შემოგებებია. მის იქ დანახვას არავინ ელოდა. ოჯახის უფროსს, ბუდუ ფიცხელიანს დაძაბული სახე ჰქონდა. ვაჟები თავისთან გაიხმო და ოთახიდან დიდი ხნის განმავლობაში არ გამოსულან. ლილე მარიკასთან ერთად ფეჩიან ოთახში იჯდა. ოჯახის დიასახლისი ჩაის ამზადებდა. ხმას არავინ იღებდა.

-ეჭვი მაქვს, რამე რომ ვიკითხო, მაინც არ მეტყვით, რა ხდება, მაგრამ მაინც შევეცდები, -მოთმინება ბოლოს, რა თქმა უნდა, ლილეს ამოეწურა.

მარიკაც შეიშმუშნა, თითქოს სწორედ ამას ელოდა.

მოხუცი წელში გაიმართა და მაგიდასთან დაჯდა. ლეილამაც დაწვრილებით მოყვა ყველაფერი, რაც გადახდა.

-გთხოვთ, ამიხსენით, რას გულისხმობდა ის ბიჭი. ჩემთვის არავის არაფრის თქმა არ სურს.

-დარწმუნებული ვარ, ბექნუ ისედაც ყველაფერს გეტყვის, შვილო. აქ ნურაფრის შეგეშინდება. ფარულიანებს არა აქვთ ჩვენს ოჯახში მოსასვლელი პირი.

-ჩემს ოჯახს აქვს? -გულწრფელად იკითხა ლილემ. არ უნდოდა, ვინმეს წინაშე დამნაშავე ყოფილიყო. ახლა მიხვდა, რას გულისხმობდა ლაშა, რომ უთხრა, ამ მხარეში ყველფერი მემკვიდრეობით გადადისო.

ასევე იყო ის დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ლილე იმ წამს გრძნობდა, თუმცაღა არ იცოდა კი რატომ...

-წარსულს უნდა ჩაბარდეს ადრე თუ გვიან. ბექნუმ რომ სახლში მოგიყვანა, ეგ სწორედ მაგას ნიშნავს.

-კარგი... ანუ თქვენც არაფერს მეტყვით. -ფარ-ხმალი დაყარა ლილემ. ისევ ბექნუს იმედად უნდა ყოფილიყო.

საწოლი ისევ იქ გაუშალეს, სადაც ადრე ეძინა. ყველანი დასაძინებლად დაწვნენ და ბექნუ ლილესთან ერთად მარტო დატოვეს დიდ ოთახში. ხელები გულზე დაეკრიფა ქალს და თვალებით ბურღავდა ბექნუს, რომელიც საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა და თითქოს დაშნიანის გამოცდას ცდილობდა. ის კი არ იცოდა, რომ მისი მოთმინების ფიალა ღრმა საერთოდ არ იყო და ნელ-ნელა ისიც ევსებოდა, რაც ჰქონდა.

-დიდ ხანს გელოდო? აქედან წასვლა მინდა! დროზე მითხარი სიმართლე, და წავალ.

-ჯერ ვერსად ვერ წახვალ. ის გადარეული ეგრე მარტივად არ მოგეშვება.

-აშკარად შენი გაბრაზება უფრო უნდოდა, ვიდრე მე. გამოუვიდა კიდეც. რატომ აჰკიდე ის ტვირთი შენს მშობლებს! ჩემ გამო, მე ხომ შენი მტერი ვარ თუ რაღაც!

-მშვიდად ყოფნა შეგიძლია საერთოდ? -ხმა გაიმკაცრა კაცმა.

-ისეთ პირობებში ვარ, როგორ არა, ძვირფასო! -თვალები მოჭუტა ლილემ. ისე აღიზიანებდა ახლა მისი მშვიდი სახის დანახვა, თვალიც კი მოარიდა.

-ლაშას დას ვუყვარვარ. ჩვენთან დანათესავება არ უნდა, ამიტომ მაიძულა შენ წამომეყვანე და თავიდან მოვეშორებინე.

-შენც გიყვარს?

-არა, მაგრამ არც სხვაზე გათხოვდება, სანამ მე თავისუფალი ვარ და ვუყვარვარ.

-თქვენ ტვინი აშკარად სხვანაირად გაქვთ ხო მოწყობილი? თუ გაქვთ საერთოდ მაგ თავში რამე! -წამოენთო ისევ. -მერე მე რა! ვინმე დაგაძალებს, ის გოგო ცოლად მოიყვანეო თუ არ გინდა? რაღაც არ ჰგავხარ სხვის დაკრულზე მოცეკვავეს.

-გოგო, ნუ ყვირი! -დაუღრინა, -სძინავს ხალხს. ეგრე თუ აპირებ ლაქლაქს, არაფერს არ გეტყვი, ჩემი ხელით დაგაბრუნებ იმ შენს ქალაქში, მამაშენმა სადაც გადაგმალა და თვითონ მოგხედოს, იმ გადარეულების კლანი რომ დაგადგებათ თავზე.

-მამაჩემს არსად გადავუმალივარ, -მშვიდად უპასუხა ლილემ იმით დამფრთხალმა, ბექნუს რომ არ გადაეფიქრებინა რამის თქმა, მაგრამ უკვე საკუთარ სიტყვებშიც აღარ იყო დარწმუნებული.

ფიცხელიანი ისეთი სახით უყურებდა, აშკარად მიხვდა, ლილე რასაც გრძნობდა და ჩაეღიმა.

-დარწმუნებული ხარ? -პასუხი რომ ვერ მიიღო, ბექნუს გაეღიმა. -რა თქმა უნდა, ვერავინ დამაძალებს მის ცოლად მოყვანას, მაგრამ მას არ სურს თავისი დის ტანჯვას შორიდან უყუროს. ისიც ვიფიქრე, მის ცოლად მოყვანას მომთხოვდა თავის სურვილად, მაგრამ შენ რომ აგირჩია, მივხვდი, საერთოდ არ უნდა ჩემთან დანათესავება. ჰგონია, ანკესზე წამომაგო. იცის, მის ხელში არცერთი ქალის ჩაგდებას რომ არ ვისურვებ.

-რატომ არ მოსწონხარ?

-მამამისი ბიძაჩემმა მოკლა.

ეს ამბავი იმდენად ცივად გააჟღერა ფიხცელიანმა, ლეილას შიგნეულობა გაეყინა. მკვლელის ოჯახში იყო ანუ... მტრობის არაჩვეულებრივი მიზეზი ჰქონია იმ ადამიანს! ვის ენდომება თავისი ოჯახის წევრის მკვლელი ოჯახი დაინათესავოს? ყბა დაეჭიმა დაძაბულობისგან, გული მკერდის ძვლის გამომტვრევას ლამობდა იმ წამს. სახე წაუხურდა და საკუთარი გულის ფეთქვის გარდა არაფერი ესმოდა. ბექნუ მშვიდად აკვირდებოდა მის შოკს. გრძელ თითებს მაგიდაზე აუჩქარებლად ათამაშებდა და თვალს არ აშორებდა.

-ახლა ალბათ ფიქრობ, რომ მართალია ის კაცი, ასე რომ ვეზიზღებით, -განაგრძო მშვიდი ხმით, ცდილობდა, არ დაეფრთხო ქალი, მაგრამ ხმა რას უშველის, როცა ამბის გაგრძელებაა შემზარავი. -მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ბიძაჩემს რომ სიკვდილი დაემსახურებინა, მე მის მკვლელს არ შევიზიზღებდი. არც შევაქებდი, მაგრამ არც შუღლს გავაგრძელებდი მასთან. ლაშა ასე არ ფიქრობს.

-როგორ ლაპარაკობ! -ხმა აუკანკალდა ლილეს, -რა უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, რომ მოკვლა დაიმსახუროს, თან სხვისი ხელით... ამის გამართლება როგორ შეიძლება...

-მე ვფიქრობ, რომ შეიძლება... -ხმა ცივი ჰქონდა ბექნუს, ლილეს კი შიგნეულობას მხოლოდ მისი სიტყვები უყინავდა.

-არა... არ შეიძლება, ნუ ფიქრობ...არ მაინტერესებს მიზეზი... ეს არ შეიძლება!

-არადა სწორედ მიზეზი გეხება შენ. არ გინდა იცოდე? -წარბები აზიდა ბექნუმ. თვითონ ალბათ ერთი სული ჰქონდა ამ დიალოგისგან თავი დაეღწია.

-მე?

-ხო, შენ. შენს ოჯახს.

-იმიტომ გვემტერებით, რომ ბიძაშენმა ლაშას მამა მოკლა? ამ ამბავში ჩემს ოჯახს ვერ ვხედავ.

-ბიძაჩემს რა მოუვიდა, შენი აზრით? -ხმა გაუცივდა, ნაცნობი ზიზღი ჩაუდგა მასში ფიცხელიანს.

-არ ვიცი...-ხმა ჩაუწყდა ლილეს. ოღონდ აქ არ იყოს მისი ბრალი... ოღონდ აქ არა...

-ბიძაჩემს მამიდაშენი უყვარდა. იმასაც ლილე ერქვა შენსავით.

არა.. არა.. არა.. ლილემ თავი ხელებში ჩარგო. შეუძლებელია!

-ლაშას მამასაც, ქვრივი იყო, ორი შვილით. მამიდაშენსაც უყვარდა ბიძაჩემი. დაოჯახებასაც აპირებდნენ. ყველამ ყველაფერი იცოდა, ლაშას გიჟი მამა, მანუჩარი, ვერაფერს ამბობდა, შიგნიდან კი იბოღმებოდა. მე მაშინვე გიცანი, რომ დაგინახე. დემეტრემ არაფერი იცოდა, ამიტომაც ვერ გიცნო... არ ვამბობ, რომ გასაჭირში უნდა დაეტოვებინე, მაგრამ სხვანაირად მოიქცეოდა, სახლში არ მოგიყვანდა...

-მაინც ვერ ვხვდები... -ცრემლები მოსდიოდა უკვე ლილეს.

-მამიდაშენი მანუჩარს შემოაკვდა. მოტაცება უნდოდა. წინააღმდეგობა გაუწია, მანუჩარი კი შეიარაღებული იყო. მოკლედ, შეხლა-შემოხლაში ისე მოხდა, რომ ვერ გადაარჩინეს მამიდაშენი სამწუხაროდ. მამაშენმა და ბიძაჩემმა მაშინვე მანუჩარს დაუწყეს ძებნა, მამაჩემიც თან გაყვათ. ორივე გამხეცებული იყო, რომ ერთადერთი ქალი ვერ დაიცვეს იმ საზიზღარი ღორისგან. იმ ოთხის გარდა არავის უნახავს იქ რა მოხდა. ფაქტია, მამაჩვენები ცოცხლები დაბრუნდნენ. მე იმ დროს პატარა ვიყავი, კარგად არ მახსოვს. შენ წესით არ იყავი დაბადებული. ბიძაჩემმა მანუჩარი მოკლა, მამაშენმა კი ბიძაჩემი.

-მამა არავის მოკლავდა... თან ასეთი უაზრო მიზეზით... ბიძაშენს მამიდაჩემი უყვარდა... არაფერი დაუშავებია... არა შეუძლებელია.... არა.... -ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა ლილეს. -მამა მკვლელი არ არის...

-საქმე ის არის, რომ დანიშნულები იყვნენ. პასუხისმგებლობა საქმროს ეკისრება. მამაშენმა ბიძაჩემი დაადანაშაულა, რომ საცოლე ვერ დაიცვა. იმპულსურად იმოქმედა და უდანაშაულო ადამიანი მოკლა.

-არა, არ მჯერა. -ფეხზე წამოდგა ლილე, თუმცა თავბრუ დაესხა და გულიც წაუვიდოდა, ბექნუს რომ არ ემარჯვა და ხელი არ შეეშველებინა. -მერე... მერე რა მოხდა... დაიმალაო რატომ თქვი მამაჩემზე... რატომ დამმალა...

თითქოს ლილე ყველაფერს ხვდებოდა.... აქაურობა შეზიზღდა უეცრად... ეს საშინელი წესები, მკვლელი კანონები და არაცივილური გარემო, სადაც ადამიანებს ასე თვალის დაუხამხამებლად ხოცავენ... და მამამისიც ასეთივეა? თვითონაც ამის ნაწილია? უფროსი დაშნიანი ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს... წარმოუდგენელია... შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს... სანამ მამამისისგან არ მოისმენს არ გაჩერდება.

-ან მამაშენმა რატომ არ მოკლა მამაჩემი... თუ ასე ყველა ერთმანეთის მიყოლებით ხოცავს ადამიანებს...-არ დამჯდარა ლილე, ორივე მკლავში ჩაფრენოდა კაცს და თვალებში უყურებდა.

-კანონი მამაშენს ამართლებს. მამაჩემი კი კანონმორჩილია. თან ყველა ყველას გაუსწორდა, შურისძიების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ჩვენს ოჯახებს შორის კავშირი გაწყდა. მამაჩემს რომ მამაშენი მოეკლა, თქვენ აქედან ვერასოდეს წახვიდოდით, მერე შენს ძმას მოუწევდა ჩემი მოკვლა, ან შენ მოგიწევდა მე მოგეკალი ან დემეტრე.

ბექნუ ისე მშვიდად საუბრობდა სისხლის აღების წესებზე, თითქოს ლილეს კრუასანის რეცეპტს კარნახობდა და ცდილობდა, მაქსიმალურად გასაგებად ეთქვა ყველაფერი.

-და ლაშა და თქვენ? შენ გაწყობს, რომ ლაშას ოჯახს დაუნათესავდე... ასე ხომ მოგკლავს... ბექნუ... ეს რატომ.. რა? მართალი ვარ? მითხარი! რასაც ვფიქრობ სიმართლეა?

-ხო, მაგიტომ არ უნდა ლაშას რომ მისი და შევირთო. ჰგონია, ასე შურისძიების საშუალება მოესპობა. შენც იმიტომ გითხოვა. შენი წაყვანით ის დაამტკიცებდა, რომ მათ გაიმარჯვეს და ბიძაჩემი და მამიდაშენი ტყუილად დაიხოცნენ. დაამტკიცებდა, რომ მამამისი თუ არა ის აუცილებლად აისრულებდა საწადელს და დაშნიანს ცოლად შეირთავდა... ანუ შენ...

-ანუ ეს იმიტომ გააკეთე, ბიძაშენის ღირსება რომ დაგეცვა... რომ დაგემტკიცებინა, შენ გაიმარჯვე....- ხმა გაეყინა ლილეს. ხელები შეუშვა კაცს.

-ცოლად არ მომყავხარ! არც არასდროს მოგიყვან და იმ სთვის არაფერი მაქვს სამტკიცებელი. არც ბიძაჩემის ღირსებას სჭირდება დაცვა. იმ ახვარმა მანუჩარმა ქალი მოიტაცა და შემოაკვდა. ამ მხარეში ქალის მკვლელობას კაცს არავინ აპატიებს. მამამისის ნამუსის ჩამორეცხვას რაც არ უნდა ეცადოს, ვერასდროს მოახერხებს ლაშა. ცხრა დაშნიანი რომ დაისვას სახლში მაინც.

-ანუ შენ გინდა თქვა, რომ ეს დაპირისპირება ჩვენზე მემკვიდრეობით არ გადმოსულა? -მაქსიმალურად ცდილობდა ლილე ცივი გონებით ემსჯელა. -ლაშა შენ არ მოგკლავს ახლა, როცა თავიდან მოგიშორა და იცის, რომ მის დას არ შეირთავ... თან ის ცეცხლის რაღაცაც წაართვი. დარწმუნებული ვარ, ხმალს ლესავს ახლა და ხვალ შენ მოგადგება, რომ კისერი გამოგღადროს.

-ჩემზე შენ ნუ იდარდებ. სანამ ჩემი ცოლი არ ხარ, არაფერს დამიშავებს. მე ხომ მაგისი დისთვის ვარ არაჩვეულებრივი საკბილო. -ბექნუს ჩაეცინა,- შენ რაც შეგეხება... სანამ ჩემი ცოლი არ ხარ, საფრთხე გემუქრება მაგისგან. ამიტომ, დროებით დარჩი, იფიქროს, რომ ცოლად მომყავხარ, სანამ მამაშენი ჩამოვა და წაგიყვანს. ისე, ვერ ვხვდები, ამდენი წელი გმალავდა, რომ ჩვენ ხელში არ ჩაგვვარდნოდი... ახლა რატომ გამოგიშვა, თანაც მარტო...

-არა... მამამ რომ გაიგოს... რომ გაიგოს რომ ჩემი ცოლად წაყვანა უნდა, მოკლავს... არ მინდა, მამამ გაიგოს. ჩემით წავალ.... -შიშისგან ხელების აუკანკალდა ლილეს. წყლის დალევაც კი ვერ მოახერხა ნორმალურად.

ჭიქა ბექნუმ დაუჭირა ტუჩებთან ახლოს. ძლივს მოსვა წყალი. პირი გამომშრალი ჰქონდა ქალს. მოსმენილს არ იჯერებდა.... მართლა რატომ გამოუშვა მამამ, თუ ასეთი ამბავი ხდებოდა... სუფთა ჰაერზე წადი, გულს გადააყოლებო....დაისვენებო.. ვერ ხვდებოდა, რატომ.... თუკი იცოდა, რომ როცა სოფლიდან მიდიოდა აქ ასეთ ამბავს ტოვებდა, თუ თავისი ხელით გადამალა შვილი, ახლა რატომ არ დაუშალა უკან დაბრუნება...

-მარტო სად წახვალ?! შენ გგონია არ გამოგყვება? წადი, დაწექი და დაისვენე ახლა... -თვალებით თავისი ოთახისკენ ანიშნა ბექნუმ.

-შენ... შენ რა ადამიანი ხარ? -კბილები მაგრად დააჭირა ლილემ ერთმანეთს. -შენ გგონია ახლა მე დამეძინება? მეუბნები რომ... ღმერთო... აქედან გამოსავალი საერთოდ არსებობს?

-დამშვიდდი.

-ნუ მამშვიდებ! როგორ შეიძლება ასე მშვიდად იყო, როცა იცი, რომ ადამიანი დანას ლესავს სადღაც, რომ როგორც კი შანსი ჩაუვარდება, მაშინვე მოგკლას და ეს ყველაფერი თავიდან დაიწყოს...

ქალს უკვე საუბარი აღარ შეეძლო. მისი პანიკით შეწუხებულმა ბექნუმ, როგორც ჩანს, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცალი ხელი პირზე ააფარა, მეორე წელზე მოხვია და ასე წაიყვანა თავისი ოთახისკენ.

-როგორც ჩანს,თუ ძალა არ გამოიყენა ადამიანმა, შენ ისე არ გიყვარს გაჩუმება, გაჩერება და დამშვიდება. სანამ აქ ხარ არაფერი გემუქრება, რამეს მოვიფიქრებ და მე თვითონ დაგაბრუნებ მამაშენთან, თუკი ის არ ჩამოვა... შენს აქ დატოვებას არ ვაპირებ, არც მე მინდა ბიძაჩემის მკვლელის შვილი ოჯახში. დაწექი და დაისვენე!

საწოლზე დასვა, თვითონ კი კარი გაიხურა.

ლილეს მთელი ღამე არ უძინია.







როგორც კი ინათა, მაშინვე ადგა და ეზოში ჩავიდა. ისე თოვდა, შემოგარენში საერთოდ აღარ ჩანდა არცერთი მეზობლის სახლი. ყველაფერი ჩაიცვა რაც ჰქონდა და ფილტვები ცივი ჰაერით ამოივსო. ბრონქები დაუსერა გაყინულმა ჟანგბადმა, თვალებზე ცრემლები მოადგა. სახლის გვერდზე პატარა ბოსელიდან ზარის რიჟრაჟი ისმოდა. როგორც ჩანს, ამათ ძროხებსაც გაეღვიძათ. ოთახში ფეჩი არ ენთო, ანუ არავინ ამდგარა ჯერ. ბოსლისკენ წავიდა. დროს მაინც გაიყვანს, სანამ ყველა ადგება და რამე საქმოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. ოცდახუთი წლისაა და ერთი კვირის განმავლობაში ამდენი საშინელი ამბავი არასდროს არ გაუგია. მთელი ღამე ამაზე ფიქრში გაატარა და ახლა უკვე იმდენად გამოეფიტა გონება, ტვინი უარს უცხადებდა იმ საშინელი ამბების მემილიონედ გადახარშვაზე.

ბოსელში თავისი საყვარელი ნუკრი რომ დაინახა შესასვლელთან ჩამოსკუპებული სიხარულისგან გული აუფრთხიალდა.

-შენც აქა ხარ გოგო? შენც ვერ გააღწიე? -ნებიერად გადაუსვა ცხოველს თავზე ხელი.

სამი დღის კვალობაზე საკმაოდ მოზრდილი და მოკეთებული მოეჩვენა. შველმაც თითქოს ნაცნობი სუნი იგრძნოო, არც კი განძრეულა, გაყინული ხელის შეხებისას თვალები მინაბა.

-ჩემი ამბები რომ მოგასმენინა, გაგიჟდებოდი ნამდვილად. რა ვქნა ახლა მე? ამ თოვლში ვერსად ვერ წავალ. რომ არ წავიდე, იმ ადამიანს, ვინც გადამარჩინა ჩემი ხელით ჩავუგდებ მტერს ხელში მოსაკლავად... ხო, თავი მეც კინოში მგონია, სადაც არ მთავარი და არც მეორეხარისხოვანი გმირი მე არა ვარ. ვერანაირ გადაწყვეტილებას თავისუფლად ვერ ვიღებ.... კარგი... ჩემზე მოვრჩეთ, შენ როგორ გაჭმევენ? მოგწონს აქ? ძაღლები ხომ არ გაშინებენ?

-არ იცის მაგან ლაპარაკი... -სახლის უკანა მხრიდან გამოვიდა ბექნუ.

მთელი სხეული თოვლს დაეფარა. იმაზე ბევრად დიდი ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო. ქუდი არ ეხურა და შავი თმა გათეთრებოდა, წამწამებზეც თოვლის ფიფქები ჰქონდა დანამცეცებული. ძალიან ლამაზი მოეჩვენა ლილეს.

ეს აზრები, რა თქმა უნდა, უძილობას დააბრალა.

-კარგი ერთი! შენ რომ იცი, რას მეუბნები კარგს და სასიხარულოს? -სწრაფად წამოხტა ლილე. თავბრუ დაეხვა, თუმცა არ შეიმჩნია და ბოსლის კარის ძგიდეს ხელით მიეყრდნო. -სად იყავი? სანადიროდ?

-შიშველი ხელებით აქ არავინ ნადირობს. არ გეძინა?

-როგორ გეკადრებათ! ისე ტკბილად მეძინა, მეტი რომ არ შეიძლება. -გამწარდა ლილე და გვერდი აუარა.

-შენ ყოველთვის ასე იკბინები, თუ მხოლოდ დილაობით? -უკან გაყვა ბექნუც.

-რა შენი საქმეა! -არ ცხრებოდა ლილე. ქაქანებდა და ქაქანებდა. გაუკვალავ თოვლში მუხლამდე ჩაეფლო ფეხები და ადგილიდან ვეღარ იძროდა. ხელები საწყლად გაასავსავა.

-მართალია, არ არის ჩემი საქმე... -მშვიდად უთხრა კაცმა და გვერდი მშვიდად აუარა თოვლში გაჭედილ გოგოს.

თვითონ სულ არ უჭირდა სიარული. ლილე კი ძლივს-ძლივობით მოტრიალდა თოვლში, გამოძვრა და ბექნუს ნაკვალევს გაყვა. წელამდე სველი იყო. ცხვირი და ლოყები გაწითლებული ჰქონდა. თმაც სულ გაუსველდა სახლში რომ შევიდა და თოვლი გალღვა.

-საბანაოდ იყავი? -წარბები აათამაშა კაცმა.

ლილე ვერ ხვდებოდა, სერიოზულად ეხუმრებოდა ეს კაცი, თუ ეს ყველაფერი სიზმრის ნაწილი იყო, თუ ნახევრად ეძინა და ელანდებოდა, რაც ხდებოდა.

-ვერ ვხვდები, რატომ ხარ ხუმრობის ხასიათზე?

-ცეცხლს დავანთებ, აქ გამოიცვალე, თორემ გაცივდები.

-აქ? -საერთო ოთახზე იკითხა ლილემ.

-ხო, აქ. მე გავალ, სველი ტანსაცმლით ცივ ოთახში ნუ შეხვალ. ფეხები გაგიცივდება და ბავშვებს ვეღარ გააჩენ მერე, თუ რაღაც... ასეთი ჭორები არსებობს ჩვენში...

ლილეს გულზე მოხვდა ეს სიტყვები. არაფერი უპასუხია. „შვილებს უმაგისოდაც ვერ ვაჩენდიო“ გაიფიქრა და ფეჩს ლამის ჩაეხუტა ისე სციოდა. ბექნუმ შენიშნა მისი დანაღვლიანება, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მშრალი ტანსაცმელი მოიმარაგა ლილემ.

-შენ მიდარაჯე, არავინ შემოვიდეს. -უთხრა ფიცხელიანს, ფეჩი რომ გახურდა. ახლა ისე სციოდა, სულ რომ მოეკლა ვინმეს, იმ გაყინულ ოთახში მაინც არ შევიდოდა ნახევრად სველი გამოსაცვლელად.

ბექნუს არაფერი უთქვამს, ისე დაჰყვა მის ნებას. კარიდან გავიდა. ლილემ მაინც ფაცხა-ფუცხით გამოიცვალა, ეშინოდა, არავის შემოესწრო ნახევრად შიშველისთვის. რომ ჩათბა, იგრძნო როგორ ამოძრავდა სისხლი ფეხებიდან ზემოთ.

-ჩაის გაგიკეთებ.

-ახლა რა იქნება? -ჩახლეჩილი ხმით იკითხა ლილემ. კაცს მისთვის არ შეუხედავს. დივანზე იჯდა და ტელეფონში რაღაცას კრეფდა.

ლილეც იქვე ჩამოჯდა, ფეხები აიკეცა და ბექნუს მოცემული პლედი მთელს სხეულზე შემოიხვია.

-არაფერი... ამინდები რომ გამოვა, მამაშენს დაურეკავ და წახვალ, როგორც უკვე გითხარი. მეტი რისი მოსმენა გინდა?

-მეც ხომ გითხარი, მამა აქ არ ჩამოვა-მეთქი? არ მინდა ამ ამბებში გავრიო კიდევ ერთხელ... გთხოვ... დამეხმარე და რამე მომაფიქრებინე. მთელი ღამე არ მიძინია. ჩემი აქ ყოფნა შენც საფრთხეს გიქმნის.

-შენ ზოგადად ყოველთვის ასეთი ურჩი და ჯიუტი ხარ, თუ მარტო ჩემთან ამოგდის რქები? -წარბებაზიდულმა გადახედა ლილეს.

-მარტო შენთან ამომდის რქები.

ის დღე ისე გავიდა, არავის არაფერი უთქვამს მისთვის. მარიკაც იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდა. არც ლილეს ჰქონდა თავი რაიმე ეთქვა, ღამენათევს და ნანერვიულებს ჩასთვლიმა დივანზე. ნანამ არც დააცადა ამდგარიყო, მიაფარა და აიძულა იქ დაესვენა. ოთახში არავინ შემოსულა. ყველანი სოფლის საქმეებზე გაიფანტნენ და არც არავის შუწუხებია. ბექნუ დილის შემდეგ საერთოდ არ დაუნახავს. ჯავრობდა, რამე არ მოსვლოდა მისი აქ ყოფნის დროს... ვაიდა, მერე მოესურვებინა იმ შეშლილს ლილეს ქმრობა. დაევლო ხელი და წაეყვანა, ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას.

საღამოს რომ გამოეღვიძა ოფლში ცურავდა. თავზე მარიკა და ნანა წამოდგომოდნენ შეწუხებული სახით. ქალმა შუბლზე ხელი რომ მიადო, შეიცხადა, ისეთი გავარვარებული ჰქონდა სხეული ლილეს.

-შვილო, იწვი...

ლილემაც იგრძნო, რაღაც რიგზე რომ ვერ იყო მის თავს. ძვლებში ამტვრევდა, გული ერეოდა და დროგამოშვებით სციოდა..

-წყალი მწყურია...

მარიკამ მაშინვე მიურბენინა წყალი, ტუჩებთან მიუტანა, რომ დაელია. აშკარად ყველას დაეტყო შეწუხება. ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს, იცოდა, მისი აქ გაჩერება მხოლოდ მისთვის რომ იყო საკეთილდღეო და ამ ოჯახს საერთოდ არაფერში ადგებოდა, მაგრამ ვერც მიდიოდა სადმე. მაინც რატომ არ გააფრთხილა მამამ! ახლა საშინლად ბრაზობდა მასზე.

სიცხე არა და არ უწევდა. მარიკა და ნანა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ საღამომდე. გვიან ბექნუმ გადაიბარა ეს მოვალეობა. ძალით გაყარა ქალები ოთახიდან. ცეცხლი დაანთო და ლამის ნახევარლიტრიანი ქილით აიძულა ლილეს ჩაის დალევა.

-არ მინდა ამდენი ჩაი... შარდის ბუშტი გამისკდება... -ამოილუღლუღა ღონეწართმეულმა.

ბექნუს წარბიც არ შეურხევია მის სიტყვებზე. ჭიქა გამომშრალ და დამსკდარ ტუჩებთან მიუტანა ლილეს.

-ცხელია, დამეწვა... -დაისისინა სიმწრისგან.

ბექნუ თან სულს უბერავდა ჭიქას, ხან კოვზით ურევდა. ოთახში ლილეს ღრმა სუნთქვის, კოვზის ჭიქაზე რაკუნისა და ცეცლის ტკაცუნის მეტი არაფერი ისმოდა. უგონო მდგომარეობას დააბრალეთ, ან რამე სხვას, მაგრამ ლილეს სიამოვნებისგან გაეღიმა.

-მთელი ღამე არ გეძინა, მერე თოვლში იკოტრიალე და ახლა ღამეც უნდა მათევინო. ნამდვილი სასწაული მომევლინე. პირდაპირ ციდან დამეცი...

-გეცლია მარიკასთვის... -დაიკნავლა საწყლად ლილემ.

ლოყები გაღუებოდა, ხვეული თმა შუბლზე მიწებებოდა და აჩეჩვოდა. გულმკერდი დაოფლილი ჰქონდა მაღალი ტემპერატურისგან.

-სულ სველი ხარ, უნდა გამოიცვალო. სად გაქვს ტანსაცმელი?

-სად მექნება... ოთახში... არ მინდა გამოცვლა... ვიქნები ასე...

მაგრამ ვინ უსმენდა ავადმყოფს. ბექნუმ თავისი მაისური და სვიტერი მოიტანა. იმხელა იყო, ლილეს მთელ სხეულს დაუფარავდა.

-შენს წინ არ გავშიშვლდები... -ამოიკნავლა ისევ.

-არავინ გიყურებს შიშველს. წამოჯექი.

ზურგზე გრილი ნიავის მოხვედრა ესიამოვნა ლილეს. მაგრამ ძალა არ ჰქონდა რაიმე გაეკეთებინა საკუთარი თავისთვის. კისერზეც ვერ იმაგრებდა თავს და გაუაზრებლად ჩამოადო ბექნუს მხარზე.

-ვიცი, არ უნდა გეხებოდე უკითხავად, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თავს შენ თუ არ ამაწევინებ, ჩემით ვერ ვზიდავ....

-ამხელა სიცხითაც რამდენს ლაქლაქებ. -ძალიან ახლოს გაიგონა მისი ხმა ლილემ. მისი ფილტვების ბუბუნიც კი მოესმა, ან უბრალოდ ყურები დაუბუგდა სიმხურვალისგან.

სასიამოვნო სუნი ჰქონდა ფიცხელიანს, გრილი და სუფთა, თოვლის და ფიჭვის.. თითქოს თვითონაც გაეხსნა ფილტვები ლილეს. ოდნავ ამოისუნთქა.

-მხოლოდ ზედას გაგხდი, კარგი?

-ჯანდაბას... არავინ დაგვინახოს, არ მინდა, ამის გამო ცოლად გამომაყოლონ...

-ლაპარაკის ძალას მაინც არაფერი გართმევს, ხომ?

ცხელი ნახევრად გაოფლილი სვიტრის სხეულიდან მოშორება ისე ესიამოვნა, როგორც გულიდან ლოდის. სიგრილე ესიამოვნა.

-რა კარგია.. ასე დავწვები, არ მინდა შენი სვიტრი... -ბალიშისკენ სცადა თავის წაღება, მკლავში რომ ჩააფრინდა ბექნუ და თავის ადგილზე დააბრუნა.

-ნახევრად შიშველი ხარ, ასე დაძინება არ შეიძლება.

მხოლოდ ამის გაგონებაზე დაქაჩა ლილემ თვალები. სულ არ ახსოვდა რა ეცვა იმ სვიტრის შიგნით. რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაჭრის ტოპი, გემრიელად ამოჭრილი, ნახევრად რომ ლანდავს და მართლაც გინდ გცმია, გინდ არა რამე ასეთი ,როცა უცხო კაცის წინაშე დგახარ. სიცივისგან მკერდის თავებიც გაუმაგრდა და გამოეკვეთა. სირცხვილისგან სად წასულიყო აღარ იცოდა და უცებ აიფარა ხელები. იმაზე მეტად გაცხელება უკვე შეუძლებელი იყო, რაც მას სჭირდა. ბექნუმაც სწრაფად გადააცვა თავისი სვიტრი და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა დაწოლის უფლება.

-მრცხვენია... იმედია ხვალ არ მემახსოვრება... -თქვა ბალიშში თავჩარგულმა ნახევრად ბუბუნით... -სახლში მინდა... -ხმა გაუტყდა.

-არაუშავს, არაფერი მინახავს ისეთი. სახლში მალე წახვალ.

-თქვენც საფრთხეში გაგდებთ... ვიცი არ მოგწონს აქ რომ ვარ... არც მე მინდა ასე იყოს...

-ნუ შფოთავ, თორემ კიდევ ჩაის დაგალევინებ.





დილით გვიანობამდე ეძინა. რომ გაიღვიძა ოთახში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. კენკრის და პიტნის. მის ფეხებთან მარიკა იჯდა და ღიმილიანი სახით რაღაცას ქსოვდა.

-დილამშვიდობისა, -საკუთარი ხმა ვერ იცნო ლილემ.

-როგორა ხარ, ლილე? -ქსოვა არ შეუწყვეტია ისე გამოხედა მარიკამ. -დღეს მე და შენ ვართ სახლში, ბექნუც აქვე ტრიალებს ეზოში. დედა და მამა დემესთან ერთად ქალაქში წავიდნენ.

-ქალაქში? მეც წავყვებოდი! რატომ არ გამაღვიძეთ? -წამოჯდომა სცადა ლილემ, მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.

-მაგიტომ. სიცხე გაქვს ჯერ კიდევ და ცუდად ხარ. ჩვენთვის წამლებს მოიტანენ, თან რაღაც საქმეები აქვთ. შენ რა გინდა ქალაქში? ხომ გითხრა ბექნუმ, ჯერ აქ უნდა იყო..

-წამალი შენ რად გინდა? ცუდად ხარ? ხომ არ გადაგედო?

-არა, ორსულად ვარ და რაღაცები დამინიშნა ექიმმა. -უთხრა და ხელით პატარა ბაჩუჩზე ანიშნა, რომლის ქსოვაც ნახევრად დასრულებული ჰქონდა. -უკვე მეოცე კვირაში ვარ..

-ვაიმე, საერთოდ არ გეტყობოდა კაბაში... გამხდარი რომ ხარ... გილოცავ, რა მაგარი ამბავია! გოგოა თუ ბიჭი?

-გოგოა... თან კარგია, შენც რომ აქ ხარ. უკვე გაინძრევა მალე და ფეხს რომ მომარტყამს შენ უნდა შემოგხედო.

-მე? რატომ?

-შენ რომ დაგემსგავსოს. ეგრე ამბობენ... ბავშვი რომ გაინძრევა, ვისაც შეხედავ მაგ დროს, იმას დაემსგავსებაო...

-მე რანაირად დამემსგავსება... მაგრამ მადლობა... კომპლიმენტისთვის...

-რა ვიცი, მე მაინც შემოგხედავ და ვნახოთ, იქნებ, კი დაგემსგავსოს. -გაეცინა მარიკას.

-მე გირჩევდი, რომ სარკეში ჩაიხედო... შენ თუ დაგემსგავსება ბედნიერი იქნება უფრო...

ღრმად ამოიხვნეშა ლილემ. ადგომა რომ დააპირა, სწორედ იმ დროს შემოვიდა ბექნუც.

-ხვალ ბექნუს დაბადების დღეააა...- წაიღიღინა მარიკამ.

კაცმა კი შეუბღვირა... ლილემაც სიცილით გადახედა ფიცხელიანს, რომელმაც შეშის ნაჭრები ფეჩთან ხმაურით დაყარა და გარეთ უსიტყვოდ გავიდა.

-საშინლად უხასიათოა.. თან რაც ასაკი ემატება, მით უფრო. -ჩაიფხუკუნა მარიკამ.

-რამდენი წლის ხდება?

-ოცდაათის.

ათას რამეზე ჭორაობით გაიტანეს ის დღე მარიკამ და ლილემ. ოჯახის წევრებმა დიდთოვლობის გამო უკან დაბრუნება ვერ მოახერხეს და ქალაქში ნათესავებთან დაბრუნდნენ ღამის გასათევად. მარიკას ძილი მალევე მოერია და დასაძინებლად დაწვა. ბექნუ ლილეს ყარაულობდა.

-დღეს შეიძლება ჩემს საწოლში რომ დავიძინო? გადავჯეგე თქვენი დივანი.. -ბექნუსგან თავის დასაღწევად თქვა ლილემ. კარგად ახსოვდა, რა მდგომარეობაშიც ნახა გუშინ და თვალს ვერ უსწორებდა.

-არა. -კრიჭაშეკრულმა უთხრა და ტელეფონს ჩააშტერდა.

ლილეს ახლაღა გაახსენდა, რომ თვითონ ორი დღეა არავისთან ულაპარაკია და თავის ტელეფონს ჩააფრინდა. მამასთვის მიწერილი ჰქონია, კიდევ კარგი, რომ აქ კარგად არ იჭერს. ახლაც მიწერა, რომ კარგადაა და მალე დაბრუნდება უკან. დედაც მოიკითხა. თავისი ერთი-ორი მეგობარიც და ტელეფონი გათიშა.

-დაბადების დღის აღნიშვნის რამე განსაკუთრებული ტრადიცია არ გაქვთ ამ მხარეში? -იკითხა თვალებდახუჭულმა. ბექნუს მისი გამომწვევი ტონი ენიშნა. გამოკეთება ხმაზეც დაეტყო ლილეს. ჩაეცინა.

-კი, საღამოს ზუსტად ექვს საათზე ერთ ქალს ვატყავებთ.

-არ გამიკვირდება სიმართლე რომ იყოს... -ხვნეშას ამოაყოლა ეს სიტყვები. -ლაშამ რომ გაიგოს, გათხოვილი ვიყავი... თავს დამანებებს?

მთელი დღე ეს შეკითხვა უტრიალებდა თავში ლილეს. ახლაც არ უნდოდა თავისი ცხოვრების დეტალების სხვებთან გამომჟღავნება, მაგრამ ბექნუმ და მისმა ოჯახმა იმაზე მეტი იცოდა მის შესახებ, ვიდრე თავად. ამის გამხელაც არაფერს დააშავებდა.

-ალბათ. -ოთახში ამ პასუხმა სიმძიმე ჩამოაწვინა.

-რამე მკაცრი აკრძალვა არ გაქვთ არაქალიშვილებზე? უეჭველად უმწიკვლო არ უნდა იყოს ქალი, აქაურმა რომ შეირთოს და თავისი ქმრობის ღირსად ჩათვალოს?

-არა. ქვრივები ხელშეუხებლები არიან. ზოგადად არ აქვთ ამ მხარში ქალების მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც შენ გგონია.

-არა, რას ამბობ... მამიდაჩემი ტყუილად მოკვდა...

-მამიდაშენი გიჟმა კაცმა შეიწირა და არა აქაურმა წესებმა და ტრადიციებმა. დიდი განსხვავებაა, არამგონია დახუჭული თვალებითაც კი შეუძლებელი იყოს ამის დანახვა. ქალებს აქ პატივს სცემენ. მათ სურვილებს და სიტყვას ითვალისწინებენ.

-კარგია, თუ ეგრეა... მაგრამ მე რატომღაც სახლში ვერ მივდივარ იმის გამო, რომ ვინმე გადარეულმა გზიდან არ მომიტაცოს და ცოლად არ წამათრიოს.

-ლაშას და მანუჩარისნაირი ახვრები ყველგან არიან. თბილისშიც შეიძლება ვინმემ თვალი დაგადგას და იმავეს გაკეთება მოისურვოს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მთაში ბარის კანონი მარტივად ვერ აღწევს. აქ პოლიციის არავის ეშინია.

-დაუსჯელობის სინდრომია ყველა საშინელების თავი და თავი. ალბათ, მაგიტომ გაქვთ ეს საშინელი სისხლის აღების წესები. მაგით ამართლებთ. რა თქმა უნდა, როგორ მოითმენთ, სანამ პოლიცია მოვა და დამნაშავეს აიყვანს. თქვენ უნდა დაასწროთ ტყვიის დაშენა შუბლში. მამაჩემიც მათ შორისაა, თურმე, სხვას რას ვერჩი... ყველას საკუთარი ხელით უნდა, რომ შური იძიოს, ალბათ, ეს უფრო უმსუბუქებთ დანაკარგს.

-შენ მოკლავდი? -თვალი არ გაუხელია ლილეს, თუმცა გრძნობდა, ბექნუმ როგორ დაასო სახეზე მზერა. შუბლი გაუხურდა.

-არა. ციხეში ჩავსვამდი, მერე ხშირად მივაკითხავდი და ავუხსნიდი, როგორია ცხოვრება, როცა თავისუფალი ხარ და სული სხვისი სიცოცხლით არ გაქვს დამძიმებული.

-და თუ სამართალს ვერ პოულობ? თუ საყვარელი ადამიანის, ოჯახის დაცვა გიწევს? შენ თუ არ მოკლავ, ის მოგკლავს. ეს რომ იცი, როგორ მოიქცევი? ვინმემ შენი და ან ძმა რომ აწამოს... შენ კი მისი მწამებლის დასჯა შეგეძლოს, ამას არ გააკეთებდი?

-არა. -არც კი დაფიქრებულა ლილე, -დასასჯელად არ გავაკეთებდი ამას. გადასარჩენად, ალბათ, კი... საქმეც ამაშია, აქ ყველა დასასჯელად კლავს. მითხარი, რომელი მკვლელობა ჩაიდინეს ბოლოს ვინმეს გადასარჩენად? ასე არ შეიძლება. ამიტომ არაა უსაფრთხო ერთი კუნჭულიც კი აქაურობის.

-მე არ ვთვლი, რომ ყველა მკვლელობა დანაშაულია.

-ხოდა ძალიანაც ცუდი! -თვალები დაქაჩა ლილემ.

ბექნუს თავი დივნის საზურგეზე გადაედო, თმები შუბლიდან და კისრიდან გადაყროდა. სახე დამშვიდებული ჰქონდა. თითქოს მკვლელობებზე კი არ საუბრობდნენ, ლილე უმღეროდა იავნანას. გულმკერდი მშვიდად აუდ-ჩაუდიოდა, ყელზე ხორხი გამობურცვოდა და ყბის ძვალზე ოდნავ შესამჩნევად წამოსვლოდა წვერი. ცხვირი თურმე ოდნავ კეხიანი ჰქონია, წამწამებიც იმაზე გრძელი ვიდრე ლილეს შეუმჩნევია.

-ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა და ჩვენი ოჯახები გადაემტერა ერთმანეთს. მე რომ მცოდნოდა, არ ჩამოვიდოდი...

-ნადირცეცხლობაზე საიდან გაიგე? -თავი ოდნავ მოაბრუნა ქალისკენ ბექნუმ. თვალებში ჩააშტერდა.

-ნელიმ მომაკითხა და მთხოვა მივსულიყავი. წინა დღეს მამიდაჩემის ფოტოს ნაგლეჯი ვნახე, უკან შენი გვარიც ეწერა, ახლა მივხვდი, შენმა ნათქვამმაც ჩამაფიქრა...... მოკლედ, იმიტომ წამოვედი, რომ მინდოდა რამე გამერკვია. ნელის ეტყობოდა, რომ რაღაც იცოდა, მაგრამ რა - ვერ ვათქმევინე.

ბექნუს აღარაფერი უთქვამს. თავი გაასწორა და თვალები დახუჭა.







მეორე დღეს ლილე მარიკას ჭყავილმა გააღვიძა. ბექნუს რაღაცას უმღეროდა ბოლო ხმაზე, თან სიცილს ძლივს იკავებდა. ფიცხელიანი შეწუხებული სახით და აჩეჩილი თმით გამოვიდა ოთახიდან, თოფი გადაიკიდა და წასასვლელად მოემზადა.

-სად მიდიხარ? -თავი წამოყო მაშინვე ლილემ, საბანი გადაიხადა და ფეხზე წამოდგა.

როგორც იქნა, თავბრუ არ დახვევია. აღარც სიცხე ჰქონდა. ბექნუს სვიტრი მუხლამდე სწვდებოდა.

-არ არის შენი საქმე, -არც შემოუხედავს ისე უთხრა. ბოტები ჩაიცვა და კარი ცხვირწინ მოუჯახუნა.

-არ უყვარს თავისი დაბადების დღე, -უკნიდან მოადგა მარიკა.

ლილე გაცეცხლებული შებრუნდა მისკენ.

-რატომღაც ტორტზე სანთლები რომ ჩაექრო და ტაში შემოეკრა!

-თქვენ აშკარად ვერ უგებთ ერთმანეთს....-წარბები აათამაშა მარიკამ.

-ამას ვინ უგებს, ვერ ხედავ რა ველურივით დარბის თოფგადაკიდებული? ვინმემ ტვინი რომ მიასხმევინოს სადმე, გაგიკვირდება საერთოდ?

-ღმერთმა დაიფაროს, -მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნა მარიკამ. -ყველას უყვარს თავისი ხასიათის მიუხედავად. სამართლიანი ადამიანია, ამის გამო დიდი პასუხისმგებლობის აღება უწევს ხოლმე საკუთარ თავზე...

-ხო.. ჩემ გამოც მოუწია ისევ პასუხისმგებლობა აეღო.. რომ მცოდნოდა, აქ ასეთი ამბები დამხვდებოდა, არ ჩამოვიდოდი...

-დემეტრემ რაღაცები მომიყვა, არ გარბაზდე... მართლა ვერ მივხვდით, მამაშენმა როგორ გამოგიშვა აქ...

-ვერც მე, ალბათ, რამე არ იცოდა... დავიწყებოდა შეუძლებელია, მამიდაჩემს დღესაც ცრემლმორეული იხსენებს... თავს იდანაშაულებდა, მაგრამ ვერასდროს ვხვდებოდი რატომ... ახლა გასაგებია, მაგრამ... არ ვიცი..

-ფიქრობ, რომ ერთადერთი დამნაშავე ის კაცია, ვინც მამიდაშენი გაიტაცა და შემოაკვდა... მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობ. არ გინდა ადამიანის მკვლელი გაამართლო იმის მიუხედავად, თუ რა ჩაიდინა თავად იმ ადამიანმა და დაიმსახურა თუ არა ეს.

-მარიკა, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა დაიმსახუროს ვინმეს ხელით სიკვდილი....

-ალბათ იმიტომ, რომ შენს საყვარელ ადამიანს ჯერ არავინ შეხებია. მესმის, მამიდა დაკარგე, მაგრამ მას შენ არ იცნობდი, არ გახსოვს, მისი ცნება გიყვარს და არა თვითონ ის ადამიანი, ვინც არსებობდა რეალურად მამაშენის ცხოვრებაში. თუ ვერ გაუგებ, არ განსაჯო მაინც. ახლობლის სიკვდილი, თანაც ასეთი ტრაგიკული, საშინელებაა...

ნაშუადღევს დანარჩენი ოჯახის წევრებიც მოვიდნენ, დემეტრე მთელი დღე თავის ცოლს არ მოშორებია. ელოდებოდა, როდის მოარტყამდა პატარა ფეხს. ნანამ ფუსფუსი დაიწყო მაშინვე. ბუდუმაც თოფი გადაიკიდა მხარზე და თავისი უფროსი ვაჟის გზას გაჰყვა. ლილემ სწრაფად ჩაიცვა ქურთუკი და სწრაფად გაჰყვა უკან კაცს. იქნებ, მისგან მაინც მიეღო რაიმე დახმარება.

-უკაცრავად, ბატონო ბუდუ... თუ შეიძლება, რომ დავილაპარაკოთ. ახლა თუ არა, როცა მოხვალთ...

-მიდი, ქუდი დაიხურე და შენც გამოისეირნე, შორს არსად მივდივარ.

ხუთი წუთი ისე იარეს, არავის არაფერი უთქვამს. ლილე ვერ ხვდებოდა, საუბარი როგორ დაეწყო. უამრავი რამე უნდოდა ეკითხა, გაეგო, მაგრამ ფრთხილობდა, არ უნდოდა ამ ადამიანის განაწყენება. ისედაც შეაწუხა.

-ბოდიშს გიხდით, თქვენი ასე შეწუხება და ამ მდგომარეობაში ჩაგდება არ მინდოდა. მე არაფერი ვიცოდი. მამას არაფერი უთქვამს.

-ვიცი შვილო, მამაშენი არაფერს გეტყოდა, რომ დაიბადე ისე შეშინდა, შენც არ დაეკარგე, აქედან საერთოდ გადაიკარგა. არ მიკვირს... თავს ნუ იდანაშაულებ. ბექნუსაც ნუ მიაქცევ ყურადღებას. ტრადიციებს მეც პატივს ვცემ, მაგრამ იმას უფრო მეტად მიაქვს გულთან, ვიდრე დანარჩენებს. მაგიტომ გაგრიყა თავიდანვე.

-გამრიყა კი არა გადამარჩინა, ის რომ არ ყოფილიყო, ლაშა მართლა წამიყვანდა სოფელი თუ დათანხმდებოდა?

-სოფელი არ დათანხმდებოდა. ისევე როგორც ბექნუ არ დათანხმდა. შუღლის განახლება უნდა... ბექნუ უნდა, რომ გამოიწვიოს. თვითონ ვერ ბედავს ნაბიჯის გადადგმას, რადგან იცის, მთელი სოფელი ჩემს შვილს გადაუდგება წინ გადასარჩენად.

-სახლში მინდა წასვლა. აქ მეგონა დავისვენებდი, მამამაც მაგიტომ გამომიშვა... ხომ იცით, აქ ხშირად არ ჩამოდიოდა თვითონაც, მე ხომ საერთოდ.

-ამიტომ ვერ ვიფიქრებდი ვერასდროს, რომ შენ იყავი, პირველად რომ დაგინახე. ბეშქენის ქალიშვილი. ბექნუმ მაშინვე გიცნო. სურათებიდან იცოდა მამიდაშენი, ძალიან ჰგავხარ მაგრამ, მე მაინც არ დავუჯერე თვალებს... მერე რომ თქვი ვინცა ხარ, კი მივხვდი, რომ ჩემი თვალებისთვისაც უნდა დამეჯერებინა. მამაშენი ვიღაცამ შეაცდინა, თორემ ისე არ გამოგიშვებდა აქ... რაღაც ისეთი მოხდა, რაც ჩვენ არ ვიცით....

-ძალიან მინდა, სახლში წავიდე, მაგრამ შევშინდი... არ მინდა ეს ადამიანი გამომყვეს და გადამეკიდოს.

-შენ ნურაფრის შეგეშინდება, შვილო, ბექნუ ყველაფერს მოაგვარებს... აგერ, მოდის და გაყევი შენ სახლისკენ, მე გავივლი კიდე ცოტას...

ლილეს და მამის ერთად დანახვამ გააოცა ბექნუ, თუმცა არაფერი უთქვამს. ქალიც უხმოდ მობრუნდა და მასთან ერთად გაუდგა გზას.

-დაბადების დღეს გილოცავ. -ამოღერღა ბოლოს ლილემ.

ბექნუმ თავი დაუკრა მხოლოდ, არაფერი უთქვამს. გვერდიდან შეხედა ლილეს, ისე რომ თავიც არ მიუბრუნებია. ქერა ხვეული თმა მხრებზე სცემდა ლილეს, უმზეო ამინდშიც კი უბზინავდა და ოქროსფრად უელავდა, ცხვირი ქურთუკის საყელოში ჩაერგო და მხოლოდ ნახევრად უჩანდა აწითლებული ლოყები და სევდიანი თვალები.

ბექნუმ წინ მხოლოდ მაშინ გაიხედა, ლილე რომ ერთ ადგილას შედგა. მზერა გაუშეშდა. ლაშა მოდიოდა თავისი ორი ძაღლით. სახეზე შორიდანაც ეტყობოდა თვითკმაყოფილი ღიმილი. მხარზე იმასაც ორლულიანი თოფი შემოეკიდა. ლილე ბრაზმა დაახრჩო. ყველა იარაღით დადიოდა გარეთ, ვინმეს რამე მოეკლას ჯერ არ უნახავს. ერთადერთი, როცა არცერთს მხარზე თოფი არ ჰქონდა მოგდებული, ნადირცეცხლობის ყრილობა იყო, თუმცა იქ ჩირაღდნებს აბრიალებდნენ გამწარბულები.

შეატყო, ბექნუც რომ დაიძაბა. იფიქრა, უბრალო მისალმებით გამორჩებოდნენ ლაშას, მაგრამ, მისი ამპარტავანი და ცინიკური ხასიათის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო მხოლოდ გამარჯობით ფარულიანის თავიდან მოშორება.

-ახლად გამოჩეკილ წყვილს სალამი, -გულისამრევად წაიღიღინა ლაშამ და ჯერ გაწბილებულ ლილეს შეხედა, შემდეგ ბექნუს, რომელსაც კრიჭა ჰქონდა შეკრული და მაქსიმალურად ცდილობდა ამ გამაღიზიანებელი ადამიანის არსებობის დაიგნორებას. -პური როდის უნდა გვაჭამოთ? რა ხანია, სოფელში ქორწილი არ ყოფილა..... მოგვენატრა ლელეთშიც ერთი კარგი ქეიფი.

-შეგიძლია, შენ შეირთო ცოლი, ნახვამდის, ლაშა. -ლილემ სცადა კატეგორიული ყოფილიყო და კაცისთვის ადგილი მიეჩინა, მაგრამ ლაშას სასაცილოდაც არ ეყო ქალის სიტყვები.

მგელს რომ კბილში გაეჩხირებოდა, იმდენად უსუსური იყო დაშნიანის შეტევა.

-მას შემდეგ, რაც ამ ცეცხლის ბატონმა შენი თავი ამაწაპნა, აბა, როგორ? გული მაქვს ნატკენი და ჯერ უნდა მომიშუშდეს, მერე, იქნებ შემიყვარდეს კიდეც ვინმე... შენნაირი... -თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ლილე თავისი გამაღიზიანებელი მზერით ლაშამ.

დაშნიანის მოთმინების ფიალის სიღრმე კარგად არ მოეხსენებოდა, ალბათ, ამ სიტყვების ავტორს, თორემ იქნებ თავიც კი შეეკავებინა. ბექნუმ რეაგირებაც კი ვერ მოასწრო ისე გასწია ლილემ მისკენ იმ უშნო სახის ჩამოსახოკად. შეტევაზე გადასვლას არც ლაშა ელოდა, მაგრამ მისი ძაღლები ორივე გვერდს რომ უმშვენებდნენ, თითქოს მზად იყვნენ ქალი ადგილზე შეეჭამათ. ლილეს ფეხის მოცვლა და ძაღლების პირის დაღება ერთი იყო. ვერავინ გააზრება ვერ მოასწრო, ისე ჩააფრინდნენ ლაშას ოთხფეხა მეგობრები ლილეს ორივე ფეხს. მრისხანება კივილმა შეცვალა. მთელი სოფელი ქალის განწირულმა ხმამ მოიცვა. ლაშამ მაშინვე დაუცაცხანა თავის ძაღლებს, ბექნუმ კი ლილეს ჩაავლო ხელი და მანამ ჩამოაცალა იქაურობას, ვიდრე დაშნიანი ამის გააზრებას მოახერხებდა. შიშისგან გული წასვლოდა...



რომ გაიღვიძა ორივე ფეხში დაჭიმულობა იგრძნო. სახლში სასიამოვნო კენკრის სურნელის ნაცვლად სპირტის და რაღაც უჩვეულო წამლის სუნს დაებუდებინა. ფილტვები გამოუფხიკა ამ სურნელმა. თავი საავადმყოფოში ეგონა. გამოძრავება სცადა, მაგრამ კიდურები დაეჭიმა, გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა კანზე. ბოლოს ასე ბავშვობაში იყო, წლების წინ, როცა ქუჩაში გახურებულ ასფალტზე გახოხდა მუხლებით და შემხმარი სისხლის გამო ფეხებს ვეღარ ხრიდა.

მოსულიერებულს მაშინვე თავზე წამოადგნენ ნანა და მარიკა შეწუხებული სახეებით. ლილე უკვე თვალს ვეღარ უსწორებდა მათ. სასწრაფოდ უნდა წასულიყო აქედან, იმხელა ტვირთად დააწვა ამ ადამიანებს საკუთარი თავი ვეღარ აიტანა.

-სახლში მინდა, გთხოვთ, -ამოიტირა საწყლად. -გამიშვით... სახლში მომივლიან, აღარ შემიძლია აქ გაჩერება... თქვენც გაწუხებთ...

-აბა, რას ამბობ, ლილე? ამ მდგომარეობაში სად წახვალ? ბექნუმ არ გაიგოს, თორემ ძალიან გაბრაზდება.. -დატუქსა მარიკამ მეგობარი.

ნანა ხმას არ იღებდა. დედა იყო და ალბათ არც სიამოვნებდა უცხო ქალის თავის ოჯახში ამდენ ხანს გაჩერება, როცა ყველა ბექნუს ქორწილს ელოდებოდა და მათ შორის, ლაშაც, შური რომ ეძიებინა მასზე და დაესვენა.

-არ გვაწუხებ, შვილო, აბა, რას ამბობ. -ნანამ შუბლზე ხელი გადაუსვა, -შენი რა ბრალია... შენი რა ბრალია...

ლილეს წამით მოეჩვენა, რომ ნანა სულ სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ დამფრთხალს და ნანერვიულებს ამაზე ფიქრის თავი აღარ შერჩენოდა. წასასვლელი არსად ჰქონდა. ამხელა დედამიწაზე ერთი ადგილიც კი ვერ იპოვა ისეთი, მშვიდად რომ ყოფილიყო, თავისი აწეწილი სული დაელაგებინა, და ცხოვრების გაგრძელების საშუალება მისცემოდა.

ქალაქს გამოექცა იმ იმედით, რომ აქ იპოვიდა სიმშვიდის ნავსაყუდელს. ცოტა ხნით თავს შეაფარებდა მანქანებისგან, მაღალი ბეტონის შენობებისგან, ჭრელა-ჭრულა ხალხისგან დაცლილ ადგილს. და სად აღმოჩნდა? უარეს ქაოსში, სადაც ადამიანები ერთმანეთს დაუფიქრებლად ხოცავენ შურისძიების აღსასრულებლად, სადაც ყოველ მეორეს ვიღაცის სისხლი სწყურია და შესაფერის მომენტს ელოდება, რომ შურისძიების ობიექტის მკვლელობა არა მარტო ცხოველურად დამაკმაყოფილებელი იყოს მისთვის, არამედ სანახაობრივი და სამაგალითო სხვებისთვისაც. ახლა არავის დანახვა უნდოდა. არც საკუთარი თავის.

აფორიაქებულს მალევე მიეძინა... სიზმრად ისევ ის ნახა... როგორ მისდევდა ორი მგელი, კბილებზე დორბლი ჩამოსდიოდათ, თეთრი თოვლი წითელი სისხლის წვეთებს გაეუპატიურებინა....



საღამოის ხანს გამოეღვიძა. თავის ოთახში იწვა, სიცივეს არ გრძნობდა. არ ახსოვს აქ როდის აღმოჩნდა. ალბათ ბექნუმ გადააწვინა, რომ უკეთესად მოესვენა და ოჯახის წევრების ხმაურს არ შეეწუხებინა. წამოდგომა რომ სცადა, სწორედ მაშინ შემოაღო ნანამ კარი. ხელში დიდი ქილა ეჭირა და რაღაც უცნაური ფოთლების შეკვრა, რომელსაც ნაცრისფერი კვამლი ასდიოდა და ოთახში დამწვრის სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა.

-რა ხდება? ეს რა არის? -იკითხა ჩახლეჩილი ხმით.

-უნდა გამოგილოცო... დაწექი და ხმა არ ამოღიო...

ლილე თვალებდაქაჩული დაჰყვა ქალის ნებას. რას ნიშნავს გამოულოცოს? ვინ შეულოცა, რომ გამოსალოცი იყოს? ნანას ერთი სიტყვაც ვერ გაიგო ლილე. ქალი მისთვის გაურკვეველ ენაზე რაღაცას პუტუნებდა და კვამლავარდნილ ფოთლებს მღვდელივით უკმევდა გაკვირვებულ ლილეს, რომელიც ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა, რათა ეს რიტუალი არ ჩაეშალა.

ნანა პუტუნს რომ მორჩა, ფოთოლი იმ ქილაში ჩააწო და ჯერ ფანჯრისკენ მოიქნია, შემდეგ კი კარისკენ. წვეთების დაშხეფების ხმა შემოესმა ლილეს. ასე კიდევ ორჯერ გაიმეორა ნანამ და ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა.

-ღმერთო, მგონი, მირჩევნია საგიჟეთში ვიყო და ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყოს.... -ჩაიჩურჩულა თავისთვის ლილემ. ფეხები ისევ იმ მდგომარეობაში ჰქონდა, თუმცა ემოიცურ ფონს კი გაევლო.

ტელეფონი მოიმარჯვა და ძლივს ძლივობით სცადა დაჭერა. ერთ ხაზს უჩვენებდა მხოლოდ, ხელები ჰაერში გაასავსავა, რომ კავშირი გაეძლიერებინა, მაგრამ დიდი ვერაფერი. დედის ნომერი აკრიფა. ისე მონატრებოდა მშობლის ხმა, თვითონ დალაპარაკებაც არ უნდოდა. უნდოდა მხოლოდ დედის საუბრისთვის მოესმინა დაუსრულებლად. მერე ბეშქენმაც უთხრა ქალიშვილს ერთი-ორი სიტყვა, უკან დაბრუნებაზეც გადაუკრა, მაგრამ ლილე ჯერ ვერაფრის დაზუსტებით თქმას ვერ ბედავდა. ამ მდგომარეობაში, მართლაც ვერსად წავიდოდა.

ლაქლაქს რომ მორჩა, ძალიან მოსწყინდა მარტო, გამოყრუებულს ყოფნა. ნეტავ ვინმე შემოსულიყო მასთან და რამე ეთქვათ. მარიკა მაინც სად დაიკარგა... არც წიგნი აქვს, არც ინტერნეტი იჭერს, რომ თავი რამით გაირთოს და თავი ფიქრებს არ მისცეს, თორემ აუცილებლად იმ ფანჯრიდან გადახტება, ასე ახლოს რომ იყო მის საწოლთან.

თითქოს ქალის მუდარა იგრძნოო, კარი მაშინვე გაიღო და ოთახში ბექნუ შემოვიდა. სახე დაღლილი ჰქონდა, ხელში კი ლანგარი ეჭირა, რომელზეც სავარაუდოდ, ლილეს ვახშამი იდო.

-ნანამ რა გამიკეთა? მითხრა უნდა გამოგილოცოო და რას ნიშნავს, რატომ უნდა გამომილოცოს? -მაშინვე მიაყარა კაცს სიტყვები.

ფიცხელიანმა ლანგარი მშვიდად დადო საწოლის გვერდით პატარა ხის მაგიდაზე და ლილეს საწოლზე ჩამოჯდა ფეხებთან.

-ტრადიციაა ასეთი, როცა ადამიანს ცხოველი დაკბენს, ცოფი რომ არ შეეყაროს, ან ავი სული... მოკლედ, სხეულის განსაწმენდად ატარებენ ამ რიტუალს.

-შთამბეჭდავია, -ჩაიქირქილა ლილემ. ბექნუს არ გამოპარვია არც მისი ტონი და არც განწყობა, მაგრამ კრიჭა შეკრა და არაფერი უთქვამს.

-ლაშას ძაღლებიც აღარ არიან საფრთხე. -უღიმღამოდ ჩაილაპარაკა ფიცხელიანმა.

-საფრთხე როცა იყვნენ, მაშინ უნდა ეღონა თავის პატრონს რამე. ნამდვილი საგიჟეთია.

-მანამდე ტყუილად ხომ არ მოკლავდა თავის ცხოველებს? -სასხვათაშორისოდ თქვა ბექნუმ. ლილემ ამაზე თვალები გადმოკარკლა.

-მოკალით? მოკვლა რა საჭირო იყო...

-იმ ტრადიცი...

-ეგ სიტყვა აღარ მიხსენო! მეზიზღება თქვენი ტრადიციებიც, ჩვევებიც, წესებიც, ადათები და საერთოდ ყველაფერი! რა ხალხი ხართ!

-ხმას დაუწიე, გოგო, თორემ ნანა იფიქრებს, რომ ცოფი შეგეყარა და უკანმოუხედავად მოგისვრის აქედან. -მკაცრად დაუბრიალა თვალები.

-აღარ შემიძლია ამ მასკარადის ატანა!

-შენც ამ კუთხის ნაწილი ხარ, შენი წინაპრები სწორედ ამ ტრადიციების პატივიცემით და დაცვით ცხოვრობდნენ, რახან ქალაქში გაიზარდე, ეგ იმის უფლებას არ გაძლევს მოხვიდე, გვლანძღო და შეურაცხყოფა მოგვაყენო. შენ ვერაფერს შეცვლი გარდა შენზე ჩვენი წარმოდგენისა, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინე. შეიძლება ჩვენი ოჯახები ერთმანეთთან არ მეგობრობენ, მაგრამ არავის გაუხარდება, როცა ამ მთის და ცის შვილი თავის ხალხს აუგად მოიხსენიებს და მასხრად იგდებს. ამ პატარა მიწაზე ბევრი მტრობს ერთმანეთს, მაგრამ დაცინვა მიუღებელია. საკმარისად მოგითმინე უადგილო და ცინიკური კომენტარები, მეტს აღარ მოვისმენ. ფეხი მოგირჩება და ჩემი ხელით დაგაბრუნებ მამაშენთან!

ლილეს პირი გამოუშრა გაოცებისა და მოულოდნელობისგან. თვალები სინანულის ცრემლებმა ამოუშრო, თუმცა თავს ტირილის უფლება მაინც არ მისცა ამ ადამიანის წინაშე. ბექნუ ისეთი გაცეცხლებული გავარდა ოთახიდან, დაშნიანს მოეჩვენა რომ მთელი ოთახი კაცის მრისხანების ხანძარში გაეხვა. თავს დასჯილ ბავშვად გრძნობდა, რომელიც დანაშაულს ხვდება, მაგრამ არ სურს იხტიბარი გაიტეხოს. გული მოემჩვარა იმის გაფიქრებაზე, რომ ფიცხელიანს მასზე გაუწონასწორებელი და ცინიკოსი ქალის შთაბეჭდილება შეექმნა. ასეთი საერთოდ არ იყო. რომ მიხვდა, მის სანახავად არავინ შემოვიდოდა, თავს ტირილის უფლებაც მისცა...

პანიკა ცდილობდა მის დაჯაბნას, მაგრამ დანებება არ უნდოდა. თავს ტირილის უფლება მისცა და ვერც კი მიხვდა, როდის ჩაეძინა.....



სამი დღის განმავლობაში ნანა საკუთარი შვილივით უვლიდა. საპირფარეშომდე მიჰყავდა, საჭმელს უმზადებდა, ჩაის, ბევრს არ ელაპარაკებოდა, მაგრამ წიგნი მისცა საკითხავად, რომ არ მოეწყინა სტუმარს. ლილე მოუთმენლად ელოდა, როდის შეაღებდა ფიცხელიანების უფროსი ვაჟი მის კარებს და თავისი ჯმუხი სახით დახედავდა, მაგრამ თვალითაც არ უნახავს ბექნუ ამ დღეების განმავლობაში.

-ტყიური ჯიბგირი, -ჯაჯღანებდა თავისთვის ბექნუზე გაბრაზებული. -ერთხელ არ მოვიდა და არ მნახა! მაცადოს, ფეხზე დავდგე, კარგად გამოვლანძღავ და მერე მე თვითონ წავალ აქედან..... ვითომ მე მინდოდეს მაგისი ველური სახის დანახვა.... ტრადიციების მცველი კომბლე! მე ვერ დამიცვა იმის ძაღლებისგან და მგლებისგან დაიცავს ეგ ცხოველებს? მთელს სოფელს გავაგებინებ, რისი მაქნისიცაა...

-შენს თავს ელაპარაკები? -კარში თავი შემოყო დემეტრემ. ნანას მერე დემეტრე მისი ყველაზე ხშირი სტუმარი იყო.

მარიკას ძაღლნაკბენის ოთახში შესვლა ეკრძალებოდა ორსულობის გამო, ესეც მორიგი ტრადიციის თუ ადგილობრივი თვითრწმენის საფუძველზე, თორემ მარიკა ყვირილით ესაუბრებოდა ხოლმე ლილეს მეზობელი ოთახიდან.

-ხმამაღლა ვფიქრობდი, -დაიწრიპინა საწყლად ლილემ. წეღანდელი მისი რკინის შემართება სანთელივით ჩაადნა ხელებში.

-ხვალიდან უკვე შეგიძლია ადგე, თუ აღარ გტკივა... ბექნუ ექიმს ელაპარაკა და დაგრთო ნება. ოღონდ ბევრი არ უნდა იარო...

-ოხ, მართლა? თვითონ რატომ არ მომახსენა ეს ჩინებული ამბავი? ხომ არ ეშინია ცოფს გადავდებ?

-კი, ზუსტად მაგის მეშინია, მაგრამ ენა შენ ძაღლის კბენამდეც გესლიანი გქონდა. -დემეტრეს ძმაც რომ ამოუდგა გვერდით, ლილემ უხერხულობისგან ამ ოთახიდან გაქცევის ნებისმიერ გზას დაუწყო ძებნა.

ერთადერთ გამოსავლად კვლავ ფანჯარა რჩებოდა.

-ხოდა, ნუ მომეკარები! -იხტიბარი არ გაიტეხა ლილემ, თუმცა გულის სიღრმეში იგრძნო, რომ თავისი დანაშაულის მტანჯველ გრძნობას რაღაც ნაწილი შემოეფცქვნა.

-ლაშა და მისი და მოვიდნენ შენს სანახავად. -ხმა უჩვეულოდ გაიმკაცრა ბექნუმ. დემეტრეც დაიძაბა.

აი, თურმე რის სათქმელად მოსულა. ლილეს ამბით კი არ ყოფილა დაინტერესებული....

-აქ რა უნდა? მაგისი ვიზიტი რაში მჭირდება? -მოიქოქა უცებ, თავისი ფიქრებით გამოწვეული გულის წყვეტა რომ გადაეფარა.

-ღმერთო, როგორი ქაქანა ხარ. საერთო არ გავხარ აქაურს...

-გინდოდა გეთქვა ტყიურს?

-გოგო!

დემეტრემ ფხუკუნით დატოვა ოთახი.

-გოგოს ნუ მეძახი, ლილე მქვია და არ მომწონს, როცა გაზოგადებული არსებითი სახელით მომმართავენ.

-წესია ასეთი, დაზარალებულს ზარალის გამომწვევი ოჯახი უნდა ეწვიოს და მისგან შინაური ცხოველის ყოლის კურთხევა აიღოს. -ქალის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია ბექნუმ და მშვიდად აუხსნა მდგომარეობაც.

-კარგი, შემოვიდნენ, თუ აქ არიან და შენ პრობლემა არ გაქვს მათი ამ სახლში შემოყვანის, როგორც ვიცი, მტრები ერთმანეთის სახლში არ შედიან.

-საიდან მოიტანე ეგ? -ბექნუ გაკვირვებული ჩანდა, ჯერ იმით, რომ ლილე ასე მარტივად დამორჩილდა, შემდეგ იმით, რომ მტრების სახლში სტუმრობაზე მსგავსი დასკვნა გამოიტანა.

-შენ ხომ არ შემოხვედი ჩემთან, როცა შემოგიპატიჟე! მითხარი, ჩემი მტერი ხარ და შენს სახლში არაფერი მესაქმებაო.

-ხო, მართალია, მაგრამ ეგ მე არ მინდოდა პერსონალურად, რამე კანონი ან ტრადიცია არ არსებობს მსგავსი. ლაშა და მალინა მშვიდობით მოვლენ, შენს წინაშე ვალს მოიხდიან და წავლენ. არაფერი მოხდება.

-კარგი, გასაგებია....

ბექნუ ორ წუთში ორი სტუმრით დაბრუნდა. ლაშა შავებში გამოწყობილიყო, გვერდით მასზე დაბალი, შავთმიანი საკმაოდ ლამაზი გოგონა ამოსდგომოდა, რომელიც ძალიან ჰგავდა თავის ძმას. ლილემ ბექნუს გაკვირვებით გადახედა, ეს გოგო ანგელოზს ჰგავდა, თვითონ რომ ამდენ ველურში მოხვედრილი კაცი ყოფილიყო, მისნაირი ნაზი არსება მაშინვე მოუნუსხავდა გულს და თავდავიწყებით შეიყვარებდა. იქნებ, ასეც იყო კიდეც, უყვარდა ფიცხელიანს ეს გოგო და არ ამხელდა, რადგან ტრადიციების პატივისცემა და მტრობა არ უშვებდა, რომ ცოლად შეერთო და თავისი გრძნობები გამოემჟღავნებინა. ამ აზრმა ყელში უსიამოვნო შეგრძნება ჩაუღვენთა, რომელიც ვერც პირიდან ამოიტანა და ვერც გადაყლაპა, გულთან დაელექა და იქ დარჩა....

-გამარჯობა, -ოდნავ წამოჯდა საწოლში, -ვერ ავდგები, მაპატიეთ... -დაბნეულმა შეხედა სტუმრებს.

ლაშას ჩვეულებრივი არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე.

-მალინა, მიეცი ძღვენი და წავიდეთ. -მკაცრად უთხრა თავის დას.

გოგოც დაბნეული დაემორჩილა ძმის ბრძანებას. საწოლის გვერდით კომოდზე დაუდო ლილეს პატარა კალათი და ლაშას გვერდით დაბრუნდა.

ოთახში დაძაბულობა ჩამოწვა. მალინამ არ იცოდა უხერხულობისგან სად წასულიყო, ერთ ოთახში ალბათ საყვარელ კაცთან და ძმასთან ერთად პირველად იდგა, მისი გრძნობების შესახებ ორივემ კარგად იცოდა, დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ იგი მაინც ურჩად ცდილობდა თავი დაეხსნა ამ საშინელი სიტუაციიიდან.

-ლაშა, როგორც ვიცი კურთხევაა საჭირო ჩემგან. პირველ რიგში, ბოდიშს გიხდი ჩემი წინდაუხედავობის გამო რომ შენი ძაღლები დაკარგე, შენ გიცავდნენ ჩემგან, მათ არაფერი დაუშავებიათ.... თუ ჩემს ნება-სურვილზეა დამოკიდებული შენ ისევ შეძლებ თუ არა შინაური ცხოველების ყოლას, მე თანახმა ვარ. -მტკიცედ გაისმა ლილეს ხმა ოთახში.

სამი წყვილი თვალი დაჟინებით უცქერდა ქალს. ლაშას რაღაც გაუკრთა თვალებში, მაგრამ არაფერი უთქვამს, ისე გაბრუნდა და დატოვა იქაურობა. მისი დაც, რა თქმა უნდა, მაშინვე მიყვა უკან. ფიცხელიანმა სტუმრები რომ გააცილა ისევ ლილესთან დაბრუნდა.

თითქოს რამის თქმა უნდოდა ბექნუს, მაგრამ ვერ გაებედა და კედელს უაზროდ მიშტერებოდა.

-ლამაზი გოგოა.... -ბოლოს ისევ დაშნიანმა დაარღვია სიჩუმე.

-ხო, ლამაზია. -ბექნუც დაეთანხმა.

-გიყვარს?

-არა.

-რატომ?

-რა კითხვებია, ლილე? არ არის შენი საქმე. დაიძინე.

-ბოდიშს გიხდი, რომ გაწყენინე იმ დღეს... და იმ დღემდეც, -კარში გამავალს დააწია სიტყვები ლილემ, -მართლა. ვიცი, ზედმეტი მომივიდა, მე არ ვარ ასეთი, მაგრამ ახლა არც საუკეთესო პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. ვიცი, ეს თქვენ არ გეხებათ და ჩემ გამო ძალიან ბევრი რამის გადატანა გიწევთ, მართლა ძალიან ვწუხვარ და სინდისი მქენჯნის, მაგრამ ვერაფერს ვცვლი. ლაშა რომ არა, ლელეთში მაინც წავიდოდი. ვიცი, რომ ჩემი აქ ყოფნით შენს სიცოცხლეს ექმნება საფრთხე და ჩემი გაუმართლებელი საქციელით ისე გამოვიდა, რომ საკმარისად ვერ აღვიქვი ვერც სიტუაციის სირთულე და ვერც თქვენი ტრადიციების მნიშვნელობა. როგორც კი ექიმი რეკომენდაციას მომცემს, მაშინვე წავალ და ზედმეტ შარში აღარ გაგხვევ.

-შენ მე ვერ მაწყენინებ, ლილე. -მშვიდად უსმენდა მის მონათხრობს ბექნუ, ასევე მშვიდად ალაპარაკდა თავადაც, -შენ თუ აქაურობას პატივს არ სცემ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. შენი ქცევა მხოლოდ შენზე მეტყველებს, გარშემომყოფებს უბრალოდ შთაბეჭდილებას უქმნის.

-მართალი ხარ, -სიმტკიცე არ მოკლებია ლილეს სიტყვებს, მაგრამ თავს მაინც უჩვეულოდ ცუდად გრძნობდა. დამნაშავედ.

მიხვდა, ფიცხელიანისთვის საკმარისად ძვირფასი არ იყო, მის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ჰქონოდა.



ბექნუსთან დიალოგის შემდეგ უცნაური სევდა შემოაწვა ლილეს. დიდად ფეხზე ადგომამაც ვერ გამოუკეთა ხასიათი და ვერც იმან, მარიკას მისი ნახვის და მასთან მიკარების ნება რომ დაერთო. ბევრი სიარული მაინც არ შეეძლო, გარეთ რომ გაესეირნა, მართალია ფიცხელიანი მასთან საუბრის ინიციატივას დიდად არ იჩენდა, თუმცა მკაცრად აკონტროლებდა მის ყველა ნაბიჯს და ლილეს ზედმეტად რომ გაებედა გავლა, ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა მის რისხვას.

ამიტომ თავის თავს პრობლემებს აღარ უქმნიდა. იჯდა მშვიდად და დროის გასვლას ელოდებოდა. თოვლიანი ამინდები მზით შეიცვალა, თეთრი საბურველი ნელ-ნელა ეცლებოდა სოფელს. სახლის სახურავებიდან გამლღვალი თოვლი წვეთებად ებერტყებოდა მიწაზე. ირგვლივ წვეთების წკაპუნის სასიამოვნო მელოდია სუფევდა..

-ნუკრი უნდა გავუშვათ უკვე... საკვები ხბოებისთვისაც ძლივსა გვყოფნის. -მკაცრად თქვა იმ საღამოს ნანამ.

-შეიძლება ვნახო სანამ გაუშვებთ? -საწყლად ამოილაპარაკა ლილემ, -დავემშვიდობები...

არავის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ბექნუმ დაუკრა თავი ოდნავ და ვახშმობა განაგრძეს.

დილით ადრე ადგა. შეეშინდა, რომ ფიცხელიანი შველს ტყეში მანამ დააბრუნებდა, სანამ თავად გაიღვიძებდა. სწრაფად ჩავიდა ბოსელში რამდენადაც ამის საშუალებას თავისი ფეხები აძლევდა.

-არ წაუყვანიხარ! მე კიდევ მეგონა, ვერ მოგისწრებდი. -ისე შემოეხვია ნუკრს კისერზე ლილე, ლამის დაახრჩო.

-თუ მოკლავ ვერსადაც ვერ წავიყვანთ. -ცხენით უკან მოადგა ბექნუ ლილეს.

შავი ფაშატი გარემოსთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა, შეუძელებელი იყო არ შეგემჩნია და მისთვის თვალი მოგეწყვიტა. ბეწვი უბზინავდა, ისევე როგორც შავი თვალები. პატრონს გვერდით მედიდურად და ამაყად ედგა. საოცარი სანახავი იყო. თავისი პატარა ნუკრი მასთან შედარებით საწყალ არსებას ჰგავდა. თუმცა მასზე არანაკლებ ლამაზს.

-ჭკვიანად მოიქეცი. -ყავისფერი ბეწვით დაფარულ შუბლზე აკოცა ლილემ ნუკრს და ფეხზე წვალებით წამოდგა.

ფიცხელიანმა ხელის შეშველება სცადა, თუმცა, აბა, განა ლილე მას ამის ნებას მისცემდა? ხელი აუქნია და დამოუკიდებლად გასწორდა.

-არ შეგეშინდეს, -უთხრა ნუკრს და საბელი თავისი ხელით მოხსნა წვრილი ყელიდან, -მგელს თუ დაინახავ, ჩუმად გაიქეცი. ან აქ დაბრუნდი, ნანა დაგხვდება და მოგივლის.

კაცმა თვალები მობეზრებით გადაატრიალა.

-მალე მორჩება სეანსი? -დაუღრინა ლილეს.

-კი, წაიყვანე...

-შენ არ წამოხვალ? -წარბები აზიდა ბექნუმ, -ხომ უნდა იცოდე, სად უშვებ ბავშვს...

-რა ვიცი, ბევრ სიარულს მიშლი, თან დამცინი და არც ჩემი ლაპარაკი მოგწონს, დარწმუნებული ხარ?

-ცხენი შენთვის გამოვიყვანე. -თვალები გადაატრიალა ფიცხელიანმა, -დაჯექი და ისე წამოდი.

-მართლა? -ბავშვურმა აღტაცებამ აუფრთხიალა გული თუ ფიცხელიანის გულისხმიერებამ, ლილემ ვერ გაარკვია იმ წამს. -მაგრამ მე რომ არ ვიცი ცხენზე ჯდომა როგორ უნდა?

-მე დაგსვამ. მიდი, თბილად ჩაიცვი.



ლილემ ძალიან მოინდომა, რომ ბექნუს „თბილად ჩაიცვი“ მაქსიმალურად სწორად გაეგო, მერე რამე რომ არ მოსწონებოდა და სახლში არ დაეტოვებინა. ყველაფერი ჩაიცვა და შემოიხვია, რაც გაათბობდა. მზის მიუხედავად გარეთ მართლაც ყინავდა და მის მდგომარეობას ახლა გაცივება რომ დამატებოდა ისევ და აქედან ვერ გაეღწია, ნამდვილად გადახტებოდა ფანჯრიდან.

ფიცხელიანს წარბი არ შეტოკებია თოთო ბავშვივით გამოხვეული ლილეს დანახვაზე, უემოციოდ აათვალიერა თავიდან ბოლომდე. მერე მიუახლოვდა და ორივე ხელი წელზე შემოაჭდო. ლილეს იმდენი ტანსაცმლისგან თუ ამ კაცის ხელების შეხებისგან შუბლზე ოფლმა დაასხა და გული შეეხუთა.

-ახლა აგწევ და ფეხი უნაგირს გადაადე. კარგი? -თვალებში ჩააჩერდა ბექნუ. -თუ გეტკინება, მითხარი, ჭრილობა არ გაგეხსნას...

-მიდი, ამწიე.. -სიახლოვეს ვეღარ იტანდა უკვე ლილე, ჩქარა უნდოდა მოსცილებოდა ამ კაცის საოცარ, სუფთა სუნს, რომელიც ცხვირში უხიჭინებდა და მხოლოდ ნერვებს უშლიდა, რასაც მისი სხეული გრძნობდა.

ფიცხელიანის ტორები უფრო მჭიდროდ შემოეჭდო ქალის წელს და ისე უცებ ასწია ჰაერში, ლილე საერთოდ არ ელოდა ასე თუ გაუმარტივდებოდა კაცს ეს საქმე. გამხდარი და სიფრიფანა ნამდვილად არ ერქვა, თან ხუთი კილო მარტო ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ როგორც ჩანს ფიცხელიანისთვის ეს არ ყოფილა გამოწვევა.

-გადაადე ფეხი, მიდი, -ბრძანება გასცა ბექნუმ.

ლილე ორივე ხელით მის მხრებს დაყრდნო, კაცის თავი მკერდთან გაესწორებინა და ამდენი ტანსაცმლის ფენის მიუხედავად, მაინც გრძნობდა მის თბილ სუნთქვას კისრამდე რომ აღწევდა.

დამორჩილდა და მალე უნაგირზე იჯდა. კომფორტული არ იყო, წარმოდგენაც არ უნდოდა, საჯდომი რა მდგომარეობაში ჩაუვარდებოდა, დიდხანს რომ მჯდარიყო ამ ცხენზე, მაგრამ ხმა არ გაუღია. ცხენით გასეირნების პირველ სიამოვნებას ასე მარტივად ვერ დათმობდა.

ბექნუს ცალი ხელი აღვირისთვის ჩაევლო, ცალი შვლის საბელისთვის და ისე გადავიდნენ ეზოდან. ნანამ უსიტყვოდ დაკეტა ჭიშკარი და დიდხანს უყურებდა ვიწრო გზაზე მიმავალ თავის შვილს და იმ კაცის შვილს, მაზლი რომ მოუკლა. საშინლად ეშინოდა ისტორიის გამეორების. თანაც, ნელიმ ხომ უკვე იწინასწარმეტყველა...

ქალი სახლში დაღონებული შებრუნდა.

წინწარმეტყველებას არამარტო ამ მხარეში, არამედ ვერსად ვერავინ აღსდგომოდა წინ. მის წინაშე მშობელი დედაც კი უძლურია.

-ბუდუ, მგონი, დროა, ბეშქენ დაშნიანს დაურეკო.... -სახლში შესულმა განუცხადა არანაკლებ შეფიქრიანებულ ქმარს, რომელიც ფანჯრიდან გასცქეროდა გზას.

-ნანა, რასა ამბობ?

-ეს გოგო ჩემს ვაჟსა დაჰღუპავს. დამიღუპავს შვილს. -ხმით შეავედრა ქმარს ნანამ.

თვალებში უკიდეგანო შიში და მუდარა ჩასდგომოდა ქალს, რომელსაც არაფრის ეშინოდა ამქვეყნად. გარდა შვილის დაკარგვისა.

-რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება, ნანა. წინასწარმეტყველება ხშირად იცვლება. -მკაცრად მიუგო ცოლს ბუდუმ.

-ოცდახუთი წელია არ შეცვლილა!

-და შენ გინდა ერთ დღეში შიშველი ხელებით შეცვალო?













-რა ლამაზია აქაურობა, -ცხენის ფლოქვების ხმა ლილეს გაოცებამ გადაფარა.

აკვირდებოდა უზარმაზარ, დიდებულ კლდეებს, უშიშრად რომ გამოკიდებულიყვნენ ირგვლივ და გარემოს მკაცრ იერს აძლევნდნენ, ლილეს კი მაინც სიმშვიდეს უტოვებდა მათით ტკბობა. თითქოს რაღაც თავის თავზე ძლიერის ნახვამ და შეგრძნობამ ყველა ტკივილი და სევდა დაუპატარავა, დაუსუსტა. თითქოს იგრძნო, რომ როცა ამხელა მთები ამდენი საუკუნეა დგანან აქ, უძვრელად, დინჯად და ამაყად, თვითონ როგორ ვერ უნდა ეპოვა ძალა თავის პატარა არსებობაში, რომ ყველა სისუსტე, ტკივილი დაეძლია და ცხოვრება ამაყად, დინჯად და მშვიდად გაეგრძელებინა.

-რამხელაა სამყარო, და მისი რამდენად პატარა ნაწილის დანახვა შეუძლიათ ჩვენს თვალებს, მაგრამ რამდენად დიდ ნაწილს იტევს ჩვენი სული. ალბათ ერთი სამყარო არაა ამისთვის საკმარისი. -ისე ლაპარაკობდა, ვერც კი ამჩნევდა რომ მარტო იყო თითქოს.

ან თითქოს უნდოდა კიდეც, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვინმეს მისთვის მოესმინა და თავისი არსებობიდან გამოეშვა ის ჯავრი, ამდენი ხანი რომ უჯაბნიდა გულს.

-ამ ნუკრს იმიტომ მივეჯაჭვე, რომ მასში ჩემი თავი დავინახე. აქ მეც დაჭრილი ჩამოვედი, მარტო ვიყავი და მიტოვებული, ისიც ჩემსავით შეიფარეთ, უვლიდით და მეც მასავით წავალ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრია ჩემს ახლანდელ თუ წარსულ ცხოვრებაში გასარკვევი, თქვენთან გაჩერებაც აღარ შეიძლება. არ მინდა ჩემი თქვენთან ყოფნით დაზარალდეთ, თორემ ხალხი რას იტყვის ან სოფელი იმაზე, მარტოხელა ქალი უცხო ოჯახს რომ აფარებს თავს, მე ეგ უკვე ნაკლებად მადარდებს. თუმცა რაღა უცხო... მტრის ოჯახს...

ლილე გაჩუმდა. ბექნუსგან პასუხი არ მიუღია და მისთვის თავის შეწყენა აღარ უნდოდა. ამ ადამიანმა საკმარისზე მეტი გააკეთა მისთვის და კიდევ ლაპარაკით თავს ხომ აღარ მოაბეზრებდა. თავის თავთან ლაპარაკი გულში განაგრძო. გაიხსენა გაგა... ღალატი... უშვილობა... მერე მისი ოჯახის წარსული... მამიდამისის ტრაგიკული დაღუპვა... ლაშა... ფიცხელიანები... ყველაფერი ერთმანეთს აყვა, ჯაჭვივით დაუკავშირდა და ყელზე შემოეხვა ლილეს. ახლა მარტო ყოფნა და ტირილი ყველაზე მეტად უნდოდა....

-იცი... მე დაქორწინებული ვიყავი. -ამოთქვა ბოლოს.

საკუთარი ოჯახი, გაგას მიმართ სიყვარული, ხუთწლიანი ტანჯვა-წამება უშვილობით გამოწვეული, ღალატი და დანგრეული ბედნიერება აწვა ლილეს ამღვრეულ სულს.

ბექნუს ხმა არ ამოუღია. ან კი რა ჰქონდა სათქმელი. გულში უსიამოდ გაკრა ახალმა ამბავმა. მაშინ რომ ახსენა ლილემ კი იეჭვა, მაგრამ თავს მალევე დაავიწყა ეს ამბავი. ქალის აღიარებითი ჩვენება გულზე შემოდგომის ბურუსივით შემოებურა. სხვისი ცოლი.

-თითქმის ექვსი წელი... შვილი არ გვეყოლა... როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სიყვარული არ იყო საკმარისად მყარი უშვილობისთვის რომ გაეძლო და მიღალატა. -ხმა გაუტყდა ლილეს. ამის აღიარება რომ უღალატეს, რომ მის ღირსებას შეეხნენ და ფეხქვეშ გაიგეს სრულიად უცხო ადამიანისთვის კი არა, მტრისთვის, ბოლოს უღებდა.

მაგრამ ბოლომდე უნდოდა საკუთარი თავის წამება. ბოლომდე უნდოდა ეზღო და შემდეგ ახლად დაბადებულს თავიდან დაეწყო ცხოვრება.

-აქ ამიტომ ჩამოვედი, მამამ მითხრა დამშვიდდები და გულს გადააყოლებ... მაგრამ შენც ხედავ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მეშინია არ გავტყდე და უცხო ადამიანებს არ ჩავემსხვრე ხელებში... უფრო სწორად, მტრებს, როგორც შენ უწოდებ საკუთარ თავს... მღვდელივით აღსარებას გაბარებ, -ჩაეცინა ლილეს, -უბრალოდ უცნობს თუ მოუყვები შენს ტკივილზე უკეთესია, შენზე მოკერძოებული არ არის, ხვდები, რომ არ განგსჯის და მისთვის დასამალიც არაფერი გაქვს... ჩემთვისაც ისედაც მძიმე იყო... ბავშვი მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ალბათ კარგი იყო ასე რომ მოხდა... მე და გაგას რომ არ გამოგვივიდა, არასწორ ადამიანთან ალბათ, არც ღირდა მერე მთელი ცხოვრება საკუთარი თავისა და შვილების ტანჯვა.

ბექნუ კვლავ დუმდა. არ იცოდა, უნდოდა თუ არა ამ აღსარების მოსმენა. ეს ქალი ისედაც ტვინში შემოუძვრა და ახლა იმდენად ღრმად შეტოპა თავისი მონაყოლით, პირდაპირ გულზე ხვევდა თავის ხვიარა ფესვებს. არც ეს გრძნობა მოსწონდა, და არც ის ქალი, ვის მიმართაც ეს გრძნობა გაუჩნდა. ბევრისთვის იყო კარჩაკეტილიც და ლილესთვის ალბათ ტვინჩაკეტილიც, ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ ქალი, რომელმაც რაღაც აგრძნობინა, სხვისი ცოლი შეიძლებოდა ყოფილიყო. საკუთარი თავი შეაზიზღა ამ აზრებმა.

ლილეც გაჩუმდა. ალბათ, ყველაფერი თქვა რისი თქმაც შეეძლო და სურდა. ფიცხელიანის სიჩუმემ გული მოუწურა. ვერ ხვდებოდა, რას გრძნობდა კაცი და შესაბამისად არ იცოდა, რა უნდა გამოეხატა თვითონ.

არაფერს გრძნობს, ლილე... ნუ სულელობ... შენი მტერია და ერთი სული აქვს, სახლიდან როდის გაგისტუმრებს... თავის თავს კი ამას ეუბნებოდა, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამის დაჯერება უნდოდა.

გათხოვილ ქალს აქ სხვანაირად უყურებენ. გათხოვილ ქალს თუნდაც გაშორებული იყოს, აქ კაცები საერთოდ არ უყურებენ.

შვლის ნუკრი უკვე კარგა ხნის გაცუნცულებული იყო ტყეში. ისინი ისევ წინ მიდიოდნენ, ჩაფიქრებულნი და სოფლისგან შორს.

-არ დაიღალე ფეხით?

-არა, მიჩვეული ვარ.





სახლში მშვიდად დაბრუნდნენ. გზაში არცერთს ხმა არ ამოუღია. ისე ჩამოსვა ცხენიდან ლილე ბექნუმ, მისთვის თვალებში არც შეუხედავს. ლილეს გული მოეწურა. ყველაზე მეტად ვერ იტანდა, როდესაც საკუთარი ქვეცნობიერის კრიტიკულად მოაზროვნე ნაწილი მართალი აღმოჩნდებოდა. მხრებზე ოდნავ დაეყრდნო ხელებით და მიწაზე რომ სვამდა, ლამის სახეზე თავისი გაყინული ცხვირი გაუსვა ლილემ, მისი სუნთქვა იმდენად ეახლოვა, შეეშინა არ შეესრუტა. სწრაფად ჩამოხტა და სახლისკენ გავარდა.

მარიკა ქათმებს აჭმევდა. გაოცებით ჯერ ერთს შეხედა, შემდეგ მეორეს, რომელმაც ცხენი დააბინავა თუ არა, მაშინვე გადაღმა გავარდა.

-ეს ბიჭი საერთოდ აღარ ჩერდება სახლში! -თავი გააქნია მარიკამ.

არ ამხელდა, მაგრამ ისიც ღელავდა ბექნუზე. ლილეს შიგნით შეყვა. მარტონი იყვნენ და სალაპარაკოდ არაჩვეულებრივი დრო იყო.

-ჩაის გაგიკეთებ. -მშვიდად უთხრა დაშნიანს, რომელიც მაგიდასთან იჯდა და კედელს უაზროდ მიშტერებოდა.

-ხო, შემცივდა... -ამოიხრიალა ლილემ. -ის სად წავიდა?

-რას გაიგებ... სახლში საერთოდ აღარ ჩერდება...

-ხო, ნეტავ რატომ...

-მაგიტომ, არ მითქვამს ლილე. შენ გამო არ იქცევა ასე, უბრალოდ ლაშასთან ძალიან დაეძაბა ამ ბოლო დროს, შენც ხომ იცი. მთელი სოფელი მის იმედადაა და ლაშა არაფერს დაუშავებს...

-ლაშას მამა ბიძამისმა მოკლა, ლაშამ სისხლის აღება რომ მოინდომოს, სოფელი ამას წინ აღუდგება? მაინც დაიცავენ?

-მაგ ლოგიკით დემეტრეც საფრთხეშია, -მშვიდად თქვა მარიკამ, ლილეს არ ესმოდა მისი სიმშვიდის, -ლაშას არ აქვს მთის კანონით ფიცხელიანებზე შურისძიების უფლება. მამამისმა მამიდაშენი შეიწირა. ბექნუს ბიძამ შური იძია საცოლის მკვლელობისთვის, ყველაფერი გასწორებულია.

-აბა ვინ არის გასასწორებელი? ჩვენ და თქვენ? რახან მამაჩემმა მოკლა... ახლა ბექნუმ უნდა მომიკლას ძმა ან და, ან მე უნდა მომკლას?

-წესით, ხო..- თავი დახარა მარიკამ.

-მაგრამ თქვენ მიმიღეთ.....

-ქალს არასოდეს ახლებს ხელს ბექნუ,-მაზლის გამართლება სცადა მარიკამ.

-მარიკა,შენ არ თვლი,რომ ეს ტრადიცია საშინელებაა უბრალოდ? მე მამაჩემს არ ვამართლებ, მაგრამ რატომ უნდა დაისაჯოს ჩემი ძმა, ან მე, ან ნებისმიერი ვინმე სხვა ადამიანის ცოდვების გამო...

-კი, გეთანხმები, მაგრამ ვერაფერს შევცვლით ჩვენ..... ლაშა უბრალოდ იჭიმება, ამიტომაც არ ეშინია ბექნუს მისი.... იცის არაფერს იზამს, ბექნუს არაფერს დაუშავებს, ვერაფერს...

-თუ არაფრის მაქნისია, მე რას გამომაქანა აქ იმ გიჟმა! ათასჯერ ჰქონდა ჩემი მოკვლის საშუალება, მოვეკალი და დამთავრდებოდა ანგარიშსწორება!

-შენც ხომ იცი, რატომ წამოგიყვანა... სხვანაირად არ შეიძლებოდა... ლაშა არ არის კარგი კაცი, ლაჩარია, და ლაჩრები სუსტებისთვის არიან საშიშები. შენ აქ მარტო ხარ, იმ სახლში სრულიად მარტო იყავი, იმ კაცმა თვალი დაგადგა და იცი, რატომაც!

-თავის გამარჯვებულად გამოცხადება უნდოდა, ეგ მითხრა უკვე იმან...

-მერე რა, რომ მტრის შვილი ხარ ბექნუსთვის, მისი პირველი მოვალეობა ამ სოფელში დაუცველის დაცვაა, როცა მას უსამართლოდ ერჩიან...

-რა დიდსულოვნებაა, მე დამიცვა, მაგრამ მამაჩემს ან ჩემს ძმას შუბლს გაუხვრეტდა სიამოვნებით, არა? მე ამდენი სისხლის... სიკვდილის... შურის ატანა არ შემიძლია, დღესვე მინდა წავიდე...

ლილეს ფეხზე წამოდგომა და ოთახში დემეტრეს და ბექნუს შემოვარდნა ერთი იყო.

უმცროსს მხარზე ჰყავდა უფროსი ძმა გადაკიდებული. ფიცხელიანი ფეხს ძლივს მოათრევდა. მარიკამ შეკივლა და პირზე ხელი აიფარა. ლილემ გაოცებით შეხედა ჯერ ერთს, მერე მეორეს და შიშისგან გული მოეწურა კაცი რომ ამ დღეში დაინახა. სახეზე ტკივილისგან ოფლი ასხამდა,თუმცა მაინც არაფერს იმჩნევდა. შარვალი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი.

-დავაწვინოთ, ჩქარა, -მეორე მხრიდან ამოუდგა ლილე და თავისი ოთახისკენ წაიყვანა.

-რა მოხდა? -საწყლად დაიწრიპინა მარიკამ.

-ლაშას გადაეყარა და ეს მოხდა...

-დემნა! -დაიგრგვინა ბექნუმ.

ლილეს მთელს ტანში გასცრა, მარიკას შეხედა, რომელსაც შიშისგან თვალები ჩაშავებოდა და ცრემლის თხელი ფენა გადაჰკვროდა ზემოდან. ლილეს გული ლამის ყელში ამოუჯდა.

-მაკრატელი, სუფთა ტილოები, თბილი წყალი და სპირტი მომიტანე მარიკა! -ცივად თქვა ლილემ და ბალიში თავქვეშ ამოუდო ფიცხელიანს.

-არ მინდა შენი დახმარება! -გამოსცრა კბილებს შორის კაცმა. ტკივილისგან სახე ემანჭებოდა. დახმარებაზე კი მაინც უარს ეუბნებოდა.

-მე კიდევ შენი ხმის მოსმენა არ მინდა! გაჩუმდი და საქმის კეთება მაცადე!

მაკრატლით სასწრაფოდ გაუჭრა შარვალი და სისხლიანი მონაკვეთიდან მოაშორა. ღრმა ჭრილობა იყო, ცეცხლსასროლით მიყენებულს არ ჰგავდა, უფრო ბასრი საგნით. მშვიდად დაუმუშავა, გაუსუფთავა, გაუკერა და შეუხვია. საქმეს რომ მორჩა უკვე ჩაძინებული დახვდა პაციენტი. შუბლზე ოფლი შეაწმინდა და ქურდულად დააკვირდა სახეზე.

ტანჯვისგან დაღლილ სახეზე უხდებოდა ძილის კვალი, თითქოს ტანჯვისგან გათავისუფლდა. სწორი წარბები ჰქონდა, ცხვირი სწორი, ტუჩები ჩვეულებრივზე მშრალი, თვალის უპეები ჩაცვენილი... მისმა ასეთ მდგომაროებაში ჩავარდნამ გული მოუწურა. როგორ არ უნდოდა თვითონ ყოფილიყო მიზეზი... როგორ ეშინოდა, რომ რამე დაუშავდებოდა... არამარტო მისი მიზეზით, არამედ მაშინ როცა წავიდოდა...

თვალები ოდნავ გაახილა ბექნუმ. მიბნედილი მზერით შეხედა ლილეს. ქალს შერცხვა, ვაითუ იგრძნო, რომ დავაშტერდიო და წასვლა დააპირა, ბექნუმ რომ მკლავში ჩაავლო. ძალა არ ჰქონდა, მაგრამ ლილე მაინც გაჩერდა.

გული ყელში ამოუჯდა.

-მადლობა. -უღონოდ კაცმა პაციენტმა და გვერდი იცვალა.

იმ ღამეს ლილეს არ დაეძინა. როცა მიხვდა, საწოლში გორიალს აზრი არ ჰქონდა, ფეხზე წამოდგა და კაცის ოთახში შეიპარა, რომ დაეხედა ჭრილობისთვის. თეთრ ბინტზე ოდნავ ჩანდა წითელი სისხლის კვალი.

-აქ რას აკეთებ? ნუ გაგიხარდება, ცოცხალი ვარ, -ამოიგმინა ბალიშიდან კაცმა.

ლილე შეხტა. არ ელოდა.

-როგორ მიხვდი.....

-შენ დაიპარები ეგეთი ნაბიჯებით.

-გტკივა?

-ისე, რა... შენ რა ექიმი ხარ?

-არაა.. პირველად გავაკეთე...

ჩაცინების ხმა მოესმა ბალიშიდან.

-შეგიძლია მოხვიდე?

-წყალი გინდა? მოგიტან... -იქვე წყლის ბოთლიდან ჭიქაში ჩამოუსხა და მიაწოდა. კაცმაც ნებიერად დალია.

-რა მოხდა არ მეტყვი?

-შენი საქმე არ არის... -ხმა ჩაიწმინდა ბექნუმ. წეღანდელივით დაბოხებული აღარ ჰქონდა.

-გთხოვ, -საწყლად ამოიკვნესა ლილემ, ტანჯავდა გაურკვევლობა.

-მაგ ხრიკებით ვერ დამტყუებ... მიხვდი ჩხუბით და შეტევაზე გადმოსვლით რომ ვერაფერს მათქმევინებ და გინდა ტკბილი ხმით მომთაფლო...

-ტკბილი ხმით არ მითქვამს! -ხმა გაიმკაცრა ლილემ.

-კი, მითხარი... აი, ახლა მელაპარაკები კაპასი ქალივით.

-თემა გადაგაქვს... ჩემ გამო მოხდა?

-ვიცი, შეიძლება რთული წარმოსადგენია რომ ორი კაცი შენ გამო ერთმანეთს არ ხოცავდნენ, მაგრამ შენ გამო არ მომხდარა.

-მალინა? მის გამო?

კაცმა პირში წყალი ჩაიგუბა. მიხვდა, სწორი მიმართულებით რომ მიდიოდა.

-რამე უთხარი? იმ გოგოსგან რა გინდოდა...

-შენი საქმე არ არის, -წაიღიღინა ბექნუმ და გვერდი იცვალა, -გახვალ თუ მომიწვები?

-იოცნებე! -ფართხაფურთხით წამოდგა ლილე და ოთახი დატოვა.

ბექნუს ღიმილი დასთამაშებდა კმაყოფილ სახეზე......







ორ დღეში დემეტრეს დაბადების დღე მოვიდა. ლილეს გამო ბექნუს დაბადების დღე ვერ აღნიშნეს, მაგრამ ოჯახმა დემეტრეს ნამდვილად არ მოაკლო ეს სიამოვნება. ნანამ ტრადიციული ნამცხვარი გამოუცხო შვილს, რომელსაც იმდენი ჯვარი ჰქონდა გამოსახული, რამდენი წლისაც ხდებოდა ფიცხელიანი - ოცდაექვსი.

ბექნუც უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღის წინ თავისმა თანასოფლელმა დაჭრა და ფეხზე ძლივს იდგა. ამ ოჯახში გასაჭირს არავინ იმჩნევდა. ხომ დარწმუნებული იყო ლილე, რომ გული ყველას სევდითა და ჯავრით ჰქონდა ამოვსებული, მაგრამ არცერთს ერთხელაც არ უგრძნობინებია მისთვის, რომ იქ ზედმეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად უხერხულად გრძნობდა თავს და სუნთქვაშეკრული დღეებს ითვლიდან აქედან გასაქცევად, იცოდა, რომ უსაფრთხოდ იყო, სანამ ამ ოჯახში ათევდა ღამეს.

იმასაც კარგად ხვდებოდა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ ქალი იყო და ამ სქესისადმი უკიდეგანო პატივისცემის შედეგი იყო ის, ერთმანეთს გადამტერებული ოჯახების მიუხედავად, მაინც რომ უძლებდა და იცავდა ფიცხელიანების უფროსი ვაჟი.

ლილეს გული მოეწურა ბექნუს გახსენებაზე. ახლაც იჯდა და თვალს ჩუმად აპარებდა მისკენ, როგორ ასხამდა ღვინოს ჭურიდან დოქში. მისი სხეული ამას ისე მშვიდად აკეთებდა, ისე ჰარმონიულად, სახე მკაცრი, მაგრამ მაინც ისეთი მშვიდი და ძლიერი ჰქონდა, ლილეს მოუნდა შეხებოდა.

საკუთარმა ფიქრებმა გააწამა. იცოდა, ერთადერთი, ვინც ისევ ჭაობში მოისვრიდა, საკუთარი თავი იყო და სხვა არავინ. ახლა გულის ოდნავი შეფრთხიალებაც კი საკმარისი იყო, რომ ყელამდე გაურკვევლობაში ჩაეფლობოდა და აუცილებლად გაიგუდებოდა, რადგან არავინ ეყოლებოდა მშველელი. ბექნუ ხელს არც დასახმარებლად გაუწვდიდა იმ ურთიერთობაში და არც ჩასჭიდებდა. ქალს კი მეორედ აღარ უნდოდა მარტო დარჩენა იქ, სადაც მხოლოდ ორი ადამიანის ადგილია.

მშობლები ადრე დაწვნენ. სუფრასთან მხოლოდ ახალგაზრდები დარჩნენ. ლილეს თვალების ბრიალის მიუხედავად, ბექნუმ მაინც დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო, დემეტრემაც და თვითონ ლილემაც.

-ძალიან გემრიელია, მაგრამ მეტს ვეღარ დავლევ, -ჭიქას ხელი გადააფარა ლილემ, დემეტრემ მისკენ რომ წაიწია ღვინით სავსე დოქით.

-ერთიც და შეგეშვები. არაფერს გიზამს. -შეევედრა დემეტრე.

ლილემაც ხათრი ვეღარ გაუტეხა.

-არადა უკვე დამათრო, -სხეული მოემჩვარა ლილეს. ლოყები წითელი ჰქონდა, თავი გაბრუებული, თვალები კი ამღვრეული.

უჩვეულოდ აშტერდებოდა მეორე მხრიდან ფიცხელიანი, რომლის თვალებიც არანაკლებ ყოფილიყო სიმთვრალეში ამოვლებული. ქალის მთელს სახეზე ურცხვად დაცოცავდა, აკვირდებოდა და მის ყველა ნაკვთს სწავლობდა. ლილე ამას გრძნობდა, მაგრამ თავს მისკენ არაფრის დიდებით აბრუნებდა. არ იცოდა, სიმთვრალე რას ჩაადენინებდა, ან რას გამოააშკარავებდა მისი თვალები, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდა ბექნუ სუფრიდან მოეკვეთა.

-ეს ღვინო ბექნუმ ველური ყურძნისგან თვითონ დაამზადა, მხოლოდ დაბადების დღეებზე ვსვამთ, -ნელა მოწრუპა დემეტრემ. წითელმა სითხემ ტუჩები შეუფერადა. ძმას, რომელიც უკვე რამდენიმე წუთი იყო, ხმა არ ამოეღო უჩვეულოდ გადახედა.

ლილემ ოდნავ გააპარა თვალი მისკენ, ყველასთვის შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო თავისი სიხისტე. კაცს სიმთვრალე მხოლოდ თვალებზე ეტყობოდა. ლილეს ისე უყურებდა წარბების ქვემოდან ამღვრეული თაფლისფერი თვალებით, რომ მაშინვე ინანა ქალმა გამეტებული მზერა.

მთელი მუცელი გაუხურდა, ლოყები უფრო მეტად გაუღუვდა და ყველა გრძნობის ორგანო აუმოძრავდა, ეგონა გახურებული ფოლადი გულიდან მუცელში ჩაეღვარა.

იცოდა, მთვრალი თვალების დაჯერება რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ვერ დაადუმა თავისი გონების ის პაწაწინა ნაწილი მკივანა ხმით რომ გაჰკიოდა მისთვის ყველაზე სასურველს... რომ კაციც გრძნობდა რაღაცას, მაგრამ თავს ეჭიდავებოდა, რომ არ გაემჟღავნებინა ის, რისი გამჟღავნებაც არ შეეძლოთ.

უსასრულო სევდამ შემოუჭირა გულზე თითები ლილეს. იცოდა, შეუძლებელი იყო. მათ შორის ვერანაირი ყვავილი და სათნო გრძნობა ვერ გაიხარებდა. თავს კი მაინც დაუფიქრებლად მისცა პატარა იმედი, ასე რომ სჭირდება ადამიანის სულს არსებობისთვის... იმედი მისცა და თავისი გულიც კიდევ ერთხელ გაიმეტა დასასახიჩრებლად....

-მინდა ეს სადღეგრძელო სიყვარულისა იყოს,- დაძაბული აურა ფიცხელიანს და დაშნიანს შორის რომ ტრიალებდა, დემეტრეს ხმამ გადაფარა. -ამ სუფრასთან ჩემთვის ორი ყველაზე საყვარელი და სათაყვანებელი ადამიანი ზის, ჩემი უფროსი ძმა - მისაბაძი და სამაგალითო, რომლის ყოველი სწორი ნაბიჯის გამეორებაც ჩემი ერთადერთი მიზანია ცხოვრებაში, რადგან მასზე სამართლიან, მასზე კეთილ და დიდი გული მქონე ადამიანს მე ამ სამყაროში არ ვიცნობ, მეორე ჩემს ცოლს... როგორ მიყვარს ეს სიტყვა და როგორ მიყვარს ეს ადამიანი, ვისაც ამაყად ვუწოდებ ამ სიტყვას... მე საკუთარი თავის გარეშე უფრო შემიძლია ვიცხოვრო, ვიდრე ჩემი ცოლის... შენ ხარ ის თავშესაფარი, რომელიც არასდროს ვიცოდი, რომ მჭირდებოდა და რომელიც ყველაფერს შემაძლებინებს, რომ შენთან ყოფნის არც ერთი წამი არ დავთმო არაფრის გულისთვის. ვისაც არ ყვარებია, ვერასდროს მიხვდება ეს რა გრძნობაა... მე ასეთი სენტიმენტური მხოლოდ ახლა ვარ, ცოტა ნასვამი, მაგრამ შენ ხომ მაინც იცი, უსიტყვოდაც ხომ იცი, მარი, რომ შენ ჩემი მეორე ნახევარი კი არა, ჩემს არსებობაზე ბევრად მეტი ხარ....თან ახლა, როცა შვილსაც მჩუქნი, მე რა უნდა გავაკეთო ოდესმე შენი მორჩილების და სიყვარულის გარდა, რომ გადაგიხადო იმისთვის, რაც შენ ჩემთვის გაიმეტე... მხოლოდ გაიმეტე, მაგრამ ამაზე მეტი კიდევ შენი ნებით მომეცი, შენ ჩემთვის მთელ სამყაროს წონი ჩვენს შვილს როცა ატარებ. ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი შენ ხარ.

ლილეს გული ყელში მოებჯინა. სიმთვრალეს დააბრალა თუ დემეტრეს სიტყვებს არ იცის, მაგრამ იგრძნო, თვითონ არასდროს არაფერი მსგავსი რომ არ ჰქონია. იგრძნო, რაც დემეტრეს და მარიკას შორის იყო ბევრად განსხვავდებოდა ერთად ცხოვრების კომფორტისგან, სიყვარულის იმ გაგებისგან თვითონ რომ იყოფდა გაგასთან. გრძნობდა ამ ადამიანების ძალას და ბედნიერი იყო მათ გამო, რაღაც ხელშეუხებელი, რაღაც საწყისზე და სასრულზე უფრო ძლიერი რომ აკავშირებდათ. მხოლოდ ამისთვის ღირს. ტანჯვაც, წამებაც, ცრემლიც და სიცილიც, როცა იცი, ამხელა ძალა გაქვს.

მარიკა ხმას არ იღებდა, სიყვარულსა და ცრემლში ამოვლებული თვალებით უყურებდა საკუთარ ქმარს. ლილე დარწმუნებული იყო, მარიკამ დემეტრეს ნათქვამი ყველა სიტყვა უთქმელად იცოდა.

-მარიკა, შენ ალბათ ყველაზე ბედნიერი და ძლიერი ქალი ხარ ვინც მე მინახავს, -ხმა ჩაიწმინდა ლილემ, ჭიქა ხელში შემართა, არ იცოდა, ამ სადღეგრძელოს თქმის ძალა საიდან უნდა მოეტანა, მისი სხეულის ყველა უჯრედი დაცლილი იყო ყველა ემოციისგან იმ წამს.

გული შეეკუმშა როცა თავისი თავი იმის ნატვრაში გამოიჭირა, ნეტავ, თვითონაც ყვარებოდა ასე ვინმეს. და იმან უფრო გაუმწარა სული, როცა ეს ვინმე იცოდა, ამ სუფრასთან იჯდა, თვითონ კი მისკენ გახედვასაც ვერ ბედავდა უარყოფის მიღების გარდაუვალობის შიშით.

-მე სიყვარული სწორედ ასე მესმის,როგორც დემეტრემ აგიხსნა. მაგრამ ერთია გესმოდეს, მეორეა - ამის გამოცდა შეგეძლოს. დემეტრე ვერასოდეს იგრძნობდა იმას, რასაც შენს მიმართ გრძნობს, რომ არა შენი პასუხი ამ გრძნობაზე. თქვენს სიყვარულს ბედნიერებაც აძლიერებს, რადგან ის ორმხრივია და ვიცი, ასე იქნება ყოველთვის. მე სიყვარულს ვერ დავლოცავ მხოლოდ ცალმხრივს, ბედნიერებას ვერ უსურვებ ადამიანს, რომელსაც ცალმხრივად უყვარს... რომელიც ორის ურთიერთობაში მარტოა... ეს დაცინვაა და არაფერი მეტი... გილოცავთ იმ სიყვარულს, სადაც ორივე ერთად ხართ....

მისი მესიჯი იმდენად ბუნდოვანი იყო ბექნუსთვის და იმდენად პირდაპირი ლილესთვის, მხოლოდ ისინი თუ გაიგებდნენ ამას. ბექნუმ ისიც იფიქრა, ალბათ, თავის პირველ ქმარს ვერ გამოეტირა, ისევ იმისი სიყვარული ტანჯავსო. ამის დაჯერება ფიცხელიანის სულს ყველაზე მეტად დაამშვიდებდა ახლა. ერჩივნა ამ ქალს ისევ თავისი მოღალატე ქმარი ყვარებოდა, ვიდრე მისთვის ყოფილიყო ის სიტყვები და ცოდნოდა ამ ქალს ასე უყვარს, თვითონ კი მასთან ყოფნაც არ შეუძლია... მტრის ქალი... მტრის ქალი... ხმამაღლა გაჰკიოდა მის თავში წვრილი ხმა... იმის დაჯერება, რომ დაშნიანის ქალს უყვარდა, იმ გრძნობას გააორმხრივებდა, რაზეც ლილე ლაპარაკობდა სადღეგრძელოთი... მართალი იყო, ცამდე მართალი... ეს გრძნობა რომ ლილეს გაეორმხრივებინა, მისგანაც ეგრძნო... ბედნიერი იქნებოდა, უუფლებოდ, მაგრამ მაინც.... და არ უნდოდა, საშინლად არ უნდოდა მტრის ქალის სიყვარულში ყოფილიყო ბედნიერი... მასთან ცხოვრებას ვერ შეძლებდა...

-ალბათ, ზოგჯერ უპასუხობა ჯობია პასუხს....რომ ის ვინც გიყვარს, ქვესკნელში არ ჩაითრიო შენთან ერთად...ჩემთვის ესაა სიყვარული. მასთან ყოფნის გარეშეც ისე გიყვარდეს, როგორც მასთან ერთად.

ისე გადაკრა ბოლო ჭიქა ღვინო, მეტი არაფერი თქმულა სუფრაზე. მარიკამ დემეტრე თავიანთი ოთახისკენ წაიყვანა.

ლილესაც გაქცევა უნდოდა იმ დაძაბულობისგან, მასა და ფიცხელიანს შორის რომ შემორჩა. თავი გაბრუებული ჰქონდა რამეზე ცივი გონებით რომ ეფიქრა. ახლა მთელს სხეულს ის ჰაერი უწვავდა, რომელსაც ბექნუ ათბობდა ამ პატარა ოთახში და სული ეხუთებოდა.

-მე ავალაგებ, შენ წადი. -ესღა თქვა ბოლოს, კაცი როგორმე თავიდან რომ მოეშორებინა.

ფიცხელიანი ისე მიუახლოვდა ლილემ ამის გააზრებაც ვერ მოახერხა. რომ არ წაქცეულიყო მაგიდაზე ჩამოჯდა. ღვინის დახუთული სუნის მიუხედავად ცხვირში მაინც სასიამოვნოდ უღიტინებდა კაცის სუფთა, ფიჭვისეული სუნი.

მუხლები მოუკვეთა მისმა სიახლოვემ. ნამდვილად დავარდებოდა, საჯდომი მაგიდაზე რომ არ ჩამოედო. მუცელში ცხელი ლითონი ჩაეღვარა. სურვილმა გონება საერთოდ გადაუბინდა თითებზე ნაზად რომ შეეხო ამ კაცის უხეში ხელი. ადგილიდან ვერ იძვროდა. გაწევა არ უნდოდა. დაბნეული თვალებით ახედა იმის ნაღვლიან, შებრუებულ თაფლისფერ თვალებს, შებერილ ტუჩებს და ოდნავ შეფერადებულ ლოყებს. ისე ახლოს იყო მუცელზეც კი გრძნობდა მის შეხებას და მასთან უფრო მეტად მიახლოვების გარდა ახლა დაშნიანის ქალი არაფერზე ფიქრობდა. შეიძლებოდა ენანა, მაგრამ ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო, მასზე გამარჯვება კი არა, შებრძოლებაც არ უნდოდა.

ბექნუ ღრმად სუნთქავდა, სურვილი იმასაც ოხრაში გადადიოდა, მაგრამ თვალები დახუჭა, თავის თავს სძლია და მოშორდა ქალს. ლილემ რაც გამბედაობა ჰქონდა, ერთიანად მოიკრიბა და მკლავში დაქაჩა ფიცხელიანს. მისი სიძლიერე სადღაც გამქრალიყო ისე მარტივად დამორჩილდა ქალის შეხებას. ლილემ იცოდა, ამ ყველაფერს სიმთვრალეს რომ დააბრალებდა ხვალ დილით, როცა გაიღვიძებდა, იცოდა ეს არ იყო საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან, არა, ეს გამოსავალიც არ იყო, ეს იყო ამ მავთულხლართში კიდევ ერთი გაუგებრობის დამატება, მაგრამ ქალი თავისი გულის და სურვილის კარნახს მიენდო. ორივე ხელი შიშველ ყელზე გამებდავად მოხვია, თავისკენ დაქაჩა და მთელი გრძნობით აკოცა ტუჩებზე, რომლებსაც არა ღვინის, არა წყლისა და სისუფთავის, არამედ შეკავებული სურვილის ოხშივარი ასდიოდა.

ფიცხელიანი მთელი სხეულით აეკრა ქალს. არაფერი ახსოვდა. არც საკუთარი თავისთვის მიცემული პირობები, არც აკრძალვები... საერთოდ არაფერი... ამასთან შეწინააღმდეგება არ უნდოდა, აქ უკვე ძალას და შესაძლებლობებს მნიშვნელობები დაეკარგათ..... ეს არ იყო არც სისუსტე, არც ცდუნება... ეს იყო ორმხრივი შეთანხმების აქტი.

მაგნიტური ველების დაძაბულობა მატულობდა და გონებას სიმთვრალე ეცლებოდა. სწრაფად დაცილდნენ ერთმანეთს. ბექნუ ოდნავ შეღუებული ლოყებით, უღიმილოდ გაპობილი ბაგით უყურებდა ამ ქალს, რომელიც უკითხავად შემოეჭრა გულსა და გონებაში, რომელთან არც მისასვლელი გზა არსებობდა და არც წამოსასვლელი.

საკუთარი თავი შესძულდა იმ წამს, ამ ქალს რომ დამორჩილდა. რომ ვერ შეეწინააღმდეგა. რომ არ შეეწინააღმდეგა.

მათ შორის აღარაფერი თქმულა. არაფერი გაფილტრულა და გარკვეულა, გარდა იმისა, რომ გრძნობა, რომელიც აკავშირებდათ ძლიერი იყო, მაგრამ ამ გრძნობას არ შეეძლო გამოაშკარავება, არ უნდა გაგრძელებულიყო. აკრძალული იყო და მორჩა.





-შეიძლება ვილაპარაკოთ? -ეზოში გააკითხა ლილემ ბექნუს, როცა შეშის მჩეხავი დაიმარტოხელა.

-გისმენ. -არც შეუხედავს ისე უპასუხა.

მეორე დღეა ასე იყო. თითქოს იმ კოცნამ მათ შორის დიდი უფსკრული გააჩინა. ერთმანეთთან კი არ დაახლოვათ, პირიქით ჩამოაშორათ და ლილეს მოეჩვენა კიდეც, რომ ეს სამუდამო იყო.

-თავის მართლებას არ დავიწყებ. შენი კოცნა მინდოდა, -დაბალი ხმა ჰქონდა ქალს, თუმცა მტკიცე და შეუვალი.

-თავის მართლება არც არავის უთხოვია. რა არის სალაპარაკო, უბრალოდ, ვერ ვხვდები. კოცნა იყო. დარწმუნებული ვარ არც პირველი და არც უკანასკნელი შენთვის.

კაცის სიცივემ ლილეს სული გაუყინა. იცოდა, მისგან იმას ვერასდროს მიიღებდა, რითაც სიყვარული ლოგიკურად გრძელდება ხოლმე: ნორმალურ ურთიერთობას, პაემნებს, ოჯახს და ასე შემდეგ... ეს შეუძლებელი იყო, თუმცა მაინც სურდა მისგან მოესმინა, რომ აქედან დამშვიდებული წასულიყო და უკან მოხედვის მიზეზი არ ჰქონოდა.

-ანუ შენთვის არაფერს ნიშნავდა?

ბექნუ გასწორდა. არც კითხვა მოსწონდა, არც ეს დიალოგი და საერთოდ, ლილეს მოეჩვენა, რომ არც მისი იქ ყოფნა. ზემოდან დახედა ქალს, რომელსაც ახლა სასურველის გაგების ინტერესი უცრემლიანებდა თვალებს. გული შეეკუმშა სევდისაგან, თუმცა ვერაფრით შეძლო ამ გრძნობამ მის სახეზე კვალის დატყობა. იქვე ჩაკლა.

-ნიშნავდა, მაგრამ ჩემსა და შენს შორის არასდროს არაფერი იქნება, ლილე. თუ ამის გაგება გინდოდა, მე შენთან ყოფნას ვერასდროს შევძლებ. ჩვენ ერთმანეთის სისხლში გვაქვს ხელები გასვრილი. უფრო სწორად - შენ გაქვს ჩემს სისხლში ხელები გასვრილი. ასეთი წარსულის შემდეგ ნებისმიერი ბედნიერი გაგრძელება აზრს კარგავს.

-მაშინ არ მჯერა, რომ შენც იმავეს გრძნობ რასაც მე. -ტკივილს ლილეს ხმა უფრო განემტკიცებინა, თვალები კი გატყდომოდა.

-ეს არ შეიძლება ლილე... შენთან ვერასდროს ვერ ვიქნები... არ შემიძლია... ვერც შენ იქნები ჩემთან, როცა ერთი სული მაქვს მამაშენი დავინახო, ან შენი ძმა და შური ვიძიო იმისთვის, რომ ბიძაჩემი თქვენს ოჯახს სიყვარულის გამო შეეწირა. სრულიად უდანაშაულო. მამაშენის ადგილას თავს მოვიკლავდი და უდანაშაულოს არ გავწირავდი. თუ ბიძაჩემმა ვერ დაიცვა საცოლე, ვერც მამაშენმა დაიცვა მისი და. მას არ ჰქონდა უფლება ასე უსამართლოდ მოქცეოდა ადამიანს, რომლის სულიც უკვე ტანჯვას სხეულიდან ამოეგლიჯა. ერთი სიყვარული ვერ აიტანა ჩვენმა ოჯახებმა, მეორეს შენც ვერ შეგწირავ....

ლილე გრძნობდა, როგორ უჭირდა კაცს ტკივილის შეკავება, მაგრამ ბოლო სიტყვებმა მაინც გასცა. გული ყველა გრძნობისგან დაეშრიტა. ახლა ამ მოტრიალებულ ეზოში რომ არ ყოფილიყვნენ ისე გაიქცეოდა მისკენ ჩასახუტებლად, მაგრამ ამას ვეღარ გაუკეთებდა ფიცხელიანს.

-ეშმაკივით შემოგიჩნდი.. ჩემი ბრალია... შენ ყველაფერში მართალი ხარ... მე რომ არ გძულვარ ჩემთვის ესეც გასაკვირია და დიდი შვება... ჩემს სიყვარულს ვერ მოგთხოვ, რადგან ეს არასდროს იქნება საკმარისი, თუ ჩემი ოჯახიც არ გეყვარება......შენ ყველაფერში ცამდე მართალი ხარ... ნეტავ, ვიცოდე, მამაჩემმა საერთოდ როგორ გამომიშვა აქ...

-ნანობ რომ გამიცანი? -სიმშვიდეს ძლივს ინარჩუნებდა ბექნუ. მთელი სხეული უცახცახებდა თვითონაც.

ნეტავ მის წინ დაშნიანების ქალი არ მდგარიყო... ნეტავ თავისი ოჯახი ყოფილიყო დამნაშავე და ამით საყვარელი ქალის ტკივილი შეემსუბუქებინა.... ნეტავ ფარულად იმას არ ეუბნებოდეს ლილეს, რომ მისი ოჯახის ბრალი იყო ახლა რომ არ შეეძლო მოხვეოდა.. რომ მამამისი ა ბიძასთან ერთად მისი თავიც რომ წაართვა.... ბრაზს სევდა ენაცვლებოდა, სევდას ტკივილი... ლილე ხმას არ იღებდა....

-მგონი რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ მით უფრო რთული იქნება.... დღესვე მინდა წავიდე... გთხოვ, ნუ დამიშლი...



თავის ოთახში იმ მწირი ნივთების ჩასალაგებლად ავიდა, რასაც აქ ცხოვრების განმავლობაში იყენებდა. გულზე სევდა შემოფენოდა. თითქოს ამ საშინელმა შეგრძნებამ მისი თითოეული უჯრედი შებოჭა. ჰაერს ფილტვებში უშვებდა და უკან აბრუნებდა, მაგრამ ამასაც ვერ გრძნობდა მისი ორგანიზმი. უჰაეროდ იყო ამ სუფთა და ყველაფრის მომცველი ჰაერით სავსე გარემოში, ამ ოთახში, სადაც ნანა ულოცავდა და ფოთლებს უკმევდა... ნეტავ ეს გრძნობაც გამოელოცა.. ნეტავ ასე დაწყევლილი არ ყოფილიყო...

მანქანის ხმას ეზოში რომ გაისმა, თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ჩოჩქოლი და ყვირილი რომ ატყდა და აურ-ზაურში მამის ხმა ამოიცნო, შიგნეულობა ჩაუცივდა. შეუძლებელია.... მამამისი აქ რომ მოსულიყო.... ბექნუ...

გარეთ თავქუდმოგლეჯილი გავარდა. მამამისი ჭიშკართან გამეხებული სახით იდგა, ბექნუს დემეტრე აკავებდა, ნანას მარიკა აკროდა. ბეშქენის პირისპირ კი ბუდუ იდგა და თავისი ძმის მკვლელს თვალებში მშვიდად უყურებდა.

-მე რა გაგაფრთხილე ბუდუ! ჩვენ რაზე შევთანხმდით! -მტკიცე იყო ბეშქენის ხმა.

ლილეს მუხლები მოეკვეთა. მამამისი ასეთი გაცხარებული არასოდეს ენახა, თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა, შვილის დანახვამ უფრო გაამძვინვარა.

-ჩემს შვილს აქ რა უნდა! ლილე, აქ რას აკეთებ! ამათ სახლში რა ჯანდაბა გინდა, გამაგებინე, მამა!

-შენ როგორ ბედავ ეგრე მოგვმართო, შე მკვლელო! ნაძირალა! -ძლივს აკავებდა დემეტრე ძმას. ლილემ შეკივლა ქამრიდან იარაღი რომ ამოიღო და მამამისს დაუმიზნა.

-ჩვენი ღირსება გათელე, აქ მოსვლას რა პირით ბედავ! თან ამხელა გულზე!

-ბექნუ, გთხოვ... -ამოიკნავლა ლილემ... მიკარება კი ვერ გაბედა...-ნუ მომიკლავ მამას, გთხოვ....

-შენი მოსაკვლელი აქ არავინაა, ფიცხელიანების ბიჭო! ეგ იარაღი დასწიე და სახლში შებრძანდი! ბუდუ, მიხედე შენს შვილს! ლილე, მანქანაში, დროზე!

-მამაჩემს თვალს როგორ უსწორებ... ძმა მოუკალი, გესმის, ძმა! მამა, როგორ უყურებ მაგ კაცს ასე მშვიდად! -ბექნუს ხმაჩახლეჩილი ღრიალი მთელს სოფელს ესმოდა.

-ხმას დაუწიე, ბექნუ! არ გამამეორებინო! ეს კაცი აქ თავისი შვილის წასაყვანად მოვიდა. წაიყვანს და წავა. მთელს სოფელს ნუ ასეირებ. სახლში შედი!

-მამა... -საყვარელ კაცსა და მამას შორის ჩამდგარ ლილეს ლოყებზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები...-გთხოვ, გაჩერდი... ახლავე წამოვალ.. ნუ გაამწვავებ... თავს ნუ მოაკვლევინებ... ნუ აჰკიდებ ამ ცოდვას......

-წადით აქედან! ორივე! დროზე გადით... -თავს ძლივს იკავებდა ბექნუ, რომ რამე ისეთი არ ეთქვა, რითაც საკუთარი თვის პატივისცემას დაკარგავდა პირველ რიგში. -არ მინდა რომელიმეს ჩემს სახლში გხედავდეთ.

მარიკას უკვე გამოეტანა ლილესთვის ჩემოდანი. გოგონა ქალებს გადაეხვია უხმოდ. ცრემლები აწითლებულ ლოყებს უსერავდა.

ბექნუს გულმოკლული თვალებით შეხედა, მაგრამ იქ არაფერი დახვედრია... ბრაზის, ზიზღის და სიცარიელის გარდა.... როცა თვალი გაუსწორა, იფიქრა, რამეს ეტყოდა, ან მშვიდობით, ან ნახვამდის, ან აგრძნობინებდა მაინც... მაგრამ საერთოდ არაფერი.... ფიცხელიანების უფროსი ვაჟი კბილებს ილესავდა....შურისძიების წყურვილის გარდა თვალებში არაფერი ედგა. სიყვარულის ადგილი ამ ადამიანის გულში არ იყო....ვერც ლილე ხედავდა თავის ადგილს, რომელიც მოეჩვენა რომ ჰქონდა... სულ პატარა,მოცუცქნული და ალბათ, არასაკმარისიც......

არასაკმარისი..... გააცია.... ეს ხომ უკვე გადაიტანა....

ერთხელ ხომ უკვე გადაიტანა ის ტკივილი, არასაკმარის სიყვარულს, არასაკმარის ურთიერთობას მოეტანა..... მეორედ... მეორედ ამას ვერ დაუშვებდა.....

თავს ვერ მიუძღვნიდა კაცს, რომლის თვალებშიც კი არ იყო მისი სიყვარულის ადგილი, მაშინ როცა თვითონ შეეძლო თავდავიწყებით ყვარებოდა....

-გთხოვ, გვაპატიე... -თვალი გაუსწორა ლილემ ბექნუს წასვლის წინ, ხმადაბლა, მამამისს რომ არ გაეგო, რადგან დარწმუნებული იყო, ის მის აზრს არ გაიზიარებდა. -გვაპატიე, რომ ამ სისხლის ხელებიდან მოშორება შეუძლებელია....

მიხვდა ფიცხელიანისთვის , რომელიც აქაურ წესებს, ჩვევებს, ხალხს და საერთოდ ყველაფერს ცამდე აღმერთებდა, თვითონაც დამნაშავე იყო, რადგან დაშნიანი იყო, ბეშქენის ქალიშვილი.... ამ სისხლისმიერ კავშირს ვერსად გაქცეოდა, ისევე როგორც ბიძამისის სისხლის კვალს თავისი ოჯახის წევრების ხელებზე.

ქალაქამდე მთელი გზა საკუთარ თავს სუნთქვას აძალებდა.......

მეორე ნაწილის დასასრული

გაგრძელება იქნება.........



№1 სტუმარი One

Saocrebaa, dzalian , dzalian kargad wert, veli moutmenlad ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

საოცრებაა???????? ველოდები ველოდები ველოდებიიიიი????????????????????????

 


№3 სტუმარი Елка

Саоцари новела арис да схвебивит ар шецхвитот цера . Моутменлад велодеби. Мадлоба

 


№4 სტუმარი სტუმარი ანანია

ძალიან, აი უზომოდ მომწონს!!! ყოჩაღ ათიათასჯერ!

ოღონდ მალე გააგრელე, ნუ გვალოდონებ ბევრს :)

 


№5  offline წევრი nestandarejan

One
Saocrebaa, dzalian , dzalian kargad wert, veli moutmenlad ❤️

დიდი მადლობა <3

Елка
Саоцари новела арис да схвебивит ар шецхвитот цера . Моутменлад велодеби. Мадлоба

დიდი მადლობა <3 ვწერ და დასურულებელს არ დავტოვებ ნამდვილად <3

სტუმარი ანანია
ძალიან, აი უზომოდ მომწონს!!! ყოჩაღ ათიათასჯერ!

ოღონდ მალე გააგრელე, ნუ გვალოდონებ ბევრს :)


პირველ რიგში დიდი მადლობა! <3
რა თქმა უნდა, დაუსრულებელს არ დავტოვებ, თუმცა ამ უზარმაზარი თავების წერას დიდი დროც სჭირდება. ბევრს არ გალოდინებთ, მადლობა რომ კითხულობთ kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი სალომე

მადლობა პირველ რიგში,ასე ისტორიას ამ საიტზე დიდი ხანია არ მივუზიდივარ,თავები არის კამფეტ ასე გააგრძელე, დღეს ველი ახალ თავს იმედია დადებ. მართლააა ძანნ კარგი რაღაც გამოდიისსს. გელიიიიი, შენნ იციიი,ბედნიერი დღეე

 


№7  offline წევრი nestandarejan

სტუმარი სალომე
მადლობა პირველ რიგში,ასე ისტორიას ამ საიტზე დიდი ხანია არ მივუზიდივარ,თავები არის კამფეტ ასე გააგრძელე, დღეს ველი ახალ თავს იმედია დადებ. მართლააა ძანნ კარგი რაღაც გამოდიისსს. გელიიიიი, შენნ იციიი,ბედნიერი დღეე


დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes
ნაწარმოები წერის პროცესშია, თუმცა დღეს და ხვალ ნამდვილად ვერ იქნება შემდეგი თავი, რადგან ამხელა თავის წერას დიდი დროც სჭირდება... თუმცა ამ კვირაში ნამდვილად დავდებ, დიდ ხანს არ გალოდინებთ <3

 


№8 სტუმარი მე

ძალიან საინტერესოდ წერთ.წარმატებები❤

 


№9  offline წევრი nino2817

არაჩვეულებრივი იყო♥️. ძალიან კარგად წერთ.

 


№10 სტუმარი სტუმარი მაკა

ეს რა იყო საოცრად წერთ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ველი შემდეგ თავს.

 


№11  offline წევრი nestandarejan

მე
ძალიან საინტერესოდ წერთ.წარმატებები❤

მადლობა! <3

nino2817
არაჩვეულებრივი იყო♥️. ძალიან კარგად წერთ.

მიხარია, რომ მოგეწონა!
სტუმარი მაკა
ეს რა იყო საოცრად წერთ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ველი შემდეგ თავს.

მალე იქნება შემდეგი თავიც.

 


№12  offline წევრი ნინი_სთღას

ძალიან მომეწონა! არაჩვეულებრივად წერთ. იმედია შემდეგ თავს მალე ვიხილავთ????

 


№13  offline წევრი Maia G.

ძალიან,ძალიან მომეწონა.საოცრად წერთ.დიდი ხანია ასეთი კარგი,გამართული და საინტერესო ისტორია არ წამიკითხავს.ყოჩაღ ავტორო და ველი ახალ თავს!!!

 


№14  offline წევრი შარზენ

ასეთი გამართული ისტორია დიდი ხანია არ დადებულა აქ,მადლობა და ველოდები ახალ თავს

 


№15  offline წევრი Lizzy

ძალიან მომეწონაა კი არ მომეწონაა არამედ შემიყვარდება ვაიმე ეს რა იყოო ახალ თავს ველოდები მოუთმელნად იმედია მალე დადებ ❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი სალომე

მეგონა დღეს დაიდებოდა

 


№17  offline წევრი nestandarejan

ნინი_სთღას
ძალიან მომეწონა! არაჩვეულებრივად წერთ. იმედია შემდეგ თავს მალე ვიხილავთ????

დიდი მადლობა, დიახ, მალე იქნება. ხვალ საღამოს წესით უნდა იყოს უკვე <3

Maia G.
ძალიან,ძალიან მომეწონა.საოცრად წერთ.დიდი ხანია ასეთი კარგი,გამართული და საინტერესო ისტორია არ წამიკითხავს.ყოჩაღ ავტორო და ველი ახალ თავს!!!

ძალიან მიხარია! შემდეგი თავი ძალიან დიდი იქნება, ნახევარზე მეტი დაწერილია უკვე და მალეც აიტვირთება <3
შარზენ
ასეთი გამართული ისტორია დიდი ხანია არ დადებულა აქ,მადლობა და ველოდები ახალ თავს

ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ <3
Lizzy
ძალიან მომეწონაა კი არ მომეწონაა არამედ შემიყვარდება ვაიმე ეს რა იყოო ახალ თავს ველოდები მოუთმელნად იმედია მალე დადებ ❤️❤️

მალე იქნება მალეე heart_eyes
სტუმარი სალომე
მეგონა დღეს დაიდებოდა

ძალიან დიდი თავია ამიტომ სამწუხაროდ ჯერ ვერ იქნება :(

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუუ როდის დაიდება მესამე თავი ? ????????????

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიამი

რატოო აღარ დებ???

 


№20 სტუმარი სტუმარი სალომე

აუუუ როგორ ველი მთელო ეს დღეებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent