შაქრის ციებ-ცხელება (ნაწილი-2)
8 8 8 8 -რა ადგილას ხარ, კიდევ დიდხანს უნდა გელოდო? -დაღლილი ხმით ჩასძახა ყურმილში მყუდრო კაფეს ფანჯარასთან მოკალათებულმა ნატალიმ, ვისაც წინ შოკოლადის ნამცხვრის მოზრდილი ნაჭერი დაედო და ამ უკანასკნელს, შეჭმის მაგივრად ჩანგლით ეთამაშებოდა. საღამოს რვის ნახევარი სრულდებოდა. ქუჩაში თოვლის მსხვილი ფიფქები ცვიოდნენ, რაც ლამპიონების ოქროსფრად მანათობელი შუქის ფონზე ბევრად უფრო მომხიბვლელ სანახაობას ქმნიდა. გოგონა სრულიად მარტო იჯდა მთელს კაფეში. ერთ საათში დაწესებულება სამუშაო დროსაც დაასრულებდა, ხოლო ცხრა საათზე უკვე კომენდანტის საათი დაიწყებოდა, ამიტომ ნატალის სწრაფად სურდა იმ საქმის მოგვარება, რის გამოც ახლა სახლიდან იყო გამოსული. -უკვე მოვედი და გხედავ კიდეც ნატალი -სად ხარ? -როგორც კი ყურმილში მამაკაცის ხმა გაიგო, მაშინვე დაიწყო თავის ტრიალი გოგონამ და დაინახა კიდეც გზაზე გადმომავალი მაღალი სილუეტი, რომელსაც ტანზე ნაცრისფერი მანტო მოერგო, ხოლო ყელზე ამავე ფერის კაშნე მოეხვია. ფართოდ გაეღიმა ნატალის. საერთოდ არ შეცვლილიყო მამაკაცი იმ დროის განმავლობაში, რაც ერთმანეთი აღარ ენახათ. ჩაცმის სტილიც კი ისეთივე ჰქონდა, როგორიც ადრე. განსხვავება მხოლოდ ის გახლდათ, რომ ახლა ოდნავ მოშვებულ წვერს ატარებდა და უწინდელთან შედარებით თმა სულ ცოტათი გაეზარდა. მისკენ მომავალი მამაკაცი, კერძოდ კი ალექსი მეტრეველი, ნატალის და აგრეთვე ლალიტას ახლო მეგობარი და თანაკლასელი გახლდათ. სკოლის დასრულების შემდეგ, ალექსმა მხოლოდ ერთი წელი ისწავლა საქართველოში, ხოლო შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო. გარკვეული დრო სამუშაოდაც შემორჩა და თბილისშიც სულ რაღაც ორი კვირის დაბრუნებული გახლდათ. უნდა ითქვას, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ ნატალის, ლალიტასა და ალექსს. მიუხედავად ბიჭის უხეში, მკაცრი ხასიათისა, გოგონებს იგი მაინც ძალიან უყვარდათ და ისეთ საკითხებშიც ცდილობდნენ მის გაგებას, რაშიც მათ გარდა ვერასდროს ვერავინ გაუგებდა. ბავშვობაში ზედმეტსახელებიც კი ჰქონდათ ერთმანეთისთვის. ალექსს თავისი გაუცინარობისა და გულცივობის გამო გოგონები გამუდმებით სქვიდბორდს ეძახდნენ. როგორც გულუბრყვილოსა და მიმნდობს, პატრიკის მეტსახელი ნატალის ერგო წილად, ხოლო მუდამ მხიარულსა და მომცინარ ლალიტას –სპანჯ-ბობი შეერქვა. უნდა აღინიშნოს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომანიც კი ჰქონდათ ალექსსა და ლალიტას. მეტიც, გიჟდებოდნენ კიდეც ერთმანეთზე დამამთავრებელ კლასებში, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ხასიათებში თანწყობა ვერ მოახერხეს და ამის გამო დაშორებაც მოუწიათ. -ჯანდაბა, სქვიდბორდ, ისევ ისეთი სიმპათიური ხარ! -სკამის საზურგეს ღიმილით მიყრდნობოდა ნატალი და გაფაციცებით ათვალიერებდა თოვლის ფიფქების უხვი ნაკადის ქვეშ მომავალ მამაკაცს, ვისთანაც მთელი ბავშვობა და უამრავი სიგიჟე აკავშირებდა. -კარგი რა, ეგ სულელური მეტსახელი კიდევ არ დაგვიწყებია? -შენც ხომ არ დაგვიწყებია პატრიკი? -მე არც სპანჯ-ბობი დამვიწყებია, მაგრამ როგორც ჩანს მას არ ვახსოვარ, რადგან ახლა შენთან ერთად არ არის -ლალიტას საქმეები ჰქონდა -მეგობრის გამართლების ავტომატურ რეჟიმზე გადაერთო გოგონა. ნამდვილად არ სურდა იმის აღიარება, რომ ახლა ლალიტა დანიელთან შესახვედრად იყო წასული. მართალია მისი და ალექსის რომანის დასრულების შემდეგ დიდი დრო იყო გასული, თუმცა ჯერ კიდევ არ იცოდა როგორ იმოქმედებდა მამაკაცზე ყოფილი შეყვარებულის სხვა ადამიანის გვერდით წარმოდგენა. ალექსს აღარაფერი უპასუხია. რამის თქმის მაგივრად, ტელეფონზე ყურმილი დაკიდა და იგი კვლავ მანტოს ჯიბეში ჩააბრუნა, რადგან უკვე თითქმის კაფეს ზღურბლთან იყო მისული და წამი წამზე კარსაც შეაღებდა. ნატალიც წამოდგა ფეხზე მის შესაგებებლად. ახლა ბევრად უფრო ცხადად იგრძნო, თუ როგორ მონატრებოდა თავისი ძველი მეგობარი და შემოვიდა თუ არა ალექსი, მაშინვე ყურებამდე გაღიმებული სახით გადაეხვია. -რა მაგრად მომნატრებიხარ სქვიდბორდ, შენ აზრზეც არ ხარ რაა! -კარგი, ზედმეტად სენტიმენტალურებიც ნუ ვიქნებით -საპასუხო მონატრება სიტყვებით არ გამოხატა მამაკაცმა, თუმცა ჩახუტებით მაინც ჩაეხუტა, თან იმდენად თბილად, რომ ნატალიმ უსიტყვოდაც იგრძნო ყველაფერი ის, რის ხმამაღლა თქმასაც ალექსი საერთოდ არ აპირებდა. -მოდი დავსხდეთ. რამეს შეჭამ? -ჯერ ის მითხარი, ამ პანდემიის პერიოდში ისეთი კაფე სად იშოვე, სადაც კლიენტების შიდა სივრცეში მიღებაა შესაძლებელი? ნატალიმ პასუხი მხოლოდ თავის სკამზე ჩამოჯდომისა და ნამცხვრის ერთი ლუკმის გასინჯვის შემდეგ გასცა. -შიდა სივრცეში მიღება არც აქაა შესაძლებელი -მიუგო მან თან გარშემო მიმოატარა მზერა -ნახე, ჩვენს ირგვლივ არავინაა. დანარჩენებივით ეს კაფეც მხოლოდ გატანის სერვისებზე მუშაობს, უბრალოდ მისი მეპატრონე ჩემი კარგი ნაცნობია და უფლება მომცა ცოტა ხნით აქაურობა შენთან შესახვედრად გამომეყენებინა -აი თურმე -ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა, რის შემდეგაც ნატალის პირდაპირ დაიკავა ადგილი მამაკაცმა. მანტო არ გაუხდია. ვინაიდან კაფეში ნორმალური ტემპერატურა იყო და არც ზედმეტად ცხელოდა, მხოლოდ თავისი კაშნე მოიხსნა დაჯდომისას, ნიკაპზე ჩამოწეულ სამედიცინო პირბადესთან ერთად -სიმართლე გითხრა მეგონა სახლში დამპატიჟებდი -თავადაც ეგრეც მინდოდა, მაგრამ მე და ლალიტამ ბინა შევიცვალეთ და ახლა მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობთ -გაეცინა გოგონას, თან კიდევ ერთხელ ჩაიდო შოკოლადის ნამცხვრის მოზრდილი ლუკმა -შენ კი კარგად მახსოვს ლიფტების როგორაც გეშინია -გასაგებია -ოდნავ ჩაეცინა, თან ორივე მკლავით ჩამოეყრდნო მაგიდას -ისე, მეთექვსმეტე კარგია, ზაფხულში კოღოები არ შეგაწუხებენ -კოღოები კი არა შენ ის მითხარი რამეს თუ შეჭამ? -დახლთან მდგომ კონსულტანტ გოგონას გახედა ამის თქმისას ნატალიმ, ვისაც თავისუფალი დრო ეპოვა და მობილურში პირდაპირ თავით ჩამძვრალიყო. -არა, არაფერი მინდა. ბებიაჩემის გადამკიდე უკვე საათობრივ კვებაზე ვარ გადასული -საათობრივ კვებაზე? -სიცილით ჩაეკითხა გოგონა. -ჰო, აუჩემებია გერმანიაში ქართული საჭმელი მოგენატრებოდაო და ყოველ საათში ხან ხაჭაპურებით ხელში დამდევს, ხან კიდევ ღომით და მეგრული ხარჩოთი -აუ მაგრად მომენატრა რაა ნინია ბებო -სახეზე სევდის საბურველი გადაეკრა ნატალის -გახსოვს რა გემრიელ საჭმელებს გვიკეთებდა ხოლმე, როცა მე და ლალიტა შენს სახლში ვმეცადინეობდით შუალედური გამოცდებისთვის? -მე ისიც მახსოვს წონაში მატებას რომ ბებიაჩემს აბრალებდით და ბავშვებივით წუწუნებდით -ნატალის მსგავსად, ალექსის სახესაც მოჰგვარა ღიმილი წარსულის ამ მოგონებებმა. შემდეგ სწრაფად დასერიოზულდა, საფეთქელს ორი თითით დაეყრდნო და საქმიანი ადამიანის იერი მიიღო -მოკლედ, ყველაფერი გაგირკვიე იმ ადამიანის შესახებ, რაც კი შევძელი. როგორც მთხოვე, არ გეკითხები ვინ არის ეგ სებე ანჯაფარიძე ან რაში დაგჭირდა ეს ინფორმაცია ნატალის თვალებში უმალ გაჩდნენ სიხარულის მოუსვენრად მოხტუნავე ნაპერწკლები. -მართლა ყველაფერი გამირკვიე მასზე? -ჰო, ჰო, გაგირკვიე და ისეთი ინფორმაციებიც მაქვს, რაც თავს ბრაზილიურ სერიალში გაგრძნობინებს, თუმცა ამას ცოტა მერე მივუბრუნდები. ჯობია ჯერ სხვა რამებით დავიწყო -კარგი, გისმენ -მაქსიმალურად დაინტერესებული სახით უყურებდა გოგონა, თავის წინ მჯდომ მამაკაცს და წამიერი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა როდის დაიწყებდა საუბარს ეს უკანასკნელი. საბედნიეროდ, ამ მომენტს დიდხანს არც დაუგვიანია: -მოკლედ, პირველ რიგში იმას გეტყვი, რომ მისი ინსტაგრამი, ფეისბუქი და ტვიტერი, სამივე გავტეხე და პაროლები აი აქ არის -თქვა თუ არა, ჯიბიდან ორად გაკეცილი ქაღალდი ამოიღო და ნატალის დაუდო წინ -რასაც გადავხედე, სოციალურ ქსელებს ძირითადად სამსახურისთვის იყენებს, თუმცა რამდენიმე პირადი მიმოწერაცაა და შეგიძლია თვალი გადაავლო. ასე უკეთ გაიცნობ მაგ ადამიანის პიროვნებას და მისი შესწავლის საშუალებაც მოგეცემა. -რომ დავფიქრდეთ, მაგარ შარში გაგდებ რაა. ეს რომ სებემ გაიგოს, პირადი ინფორმაციის ხელყოფისთვის შეიძლება გიჩივლოს კიდეც ალექსს ჩაეცინა. -ნუ ღელავ ნატალი. იმდენად სუფთად ვმუშაობ, ჩემს კვალზე ძალიანაც რომ მოინდომონ, მაინც ვერ გამოვლენ -მაშინვე დაამშვიდა და კომენტარის გაკეთებაც აღარ აცალა ისე განაგრძო :-ერთი სიტყვით, რაც გავარკვიე ისაა, რომ საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნებაა და თუკი ადამიანს ხუთი თითივით არ იცნობს, ზედმეტად მიახლოების საშუალებას არასდროს მისცემს -კიდევ მითხარი რამე -ზოგადი განათლების მხრივ ძალიან ჭკვიანია. სკოლაში და უნივერსიტეტში საუკეთესო ქულები ჰყავდა, თუმცა სწავლის მხრივ აქტიური და თავის წარმომჩენი ნაკლებად იყო. დღემდე ეზიზღება ყურადღების ცენტრში ყოფნა და არც ქალების თემაში უყვარს ტრაბახი, მიუხედავად იმისა, რომ კლასელი და კურსელი გოგონების ოთხმოცი პროცენტი მაინც, ზუსტად მაგ ტიპზე ნადირობდა. გაგიკვირდება და ერთხელ ნასამართლებიც კია -ნასამართლები? -გაუკვირდა და წარბებიც უნებურად შეკრა ნატალიმ -რისთვისაა ნასამართლები? -მაშინ ოცდაორი წლის იყო. თურმე ბარში მეგობრებთან ერთად სვამდა და ერთ ასეთ ფაქტს შეესწრო:- მოკლედ, ერთი ბიჭი ვიღაც გოგოს უპირებდა შებმას, ეს გოგო კიდევ გულგრილად ესაუბრებოდა და ახლოს არ იკარებდა. ჰოდა ამ ბიჭმაც გეგმა შეადგინა– ბარმენს დიდი ფული გადაუხადა, რათა ამ გოგონას სასმელში აღმგზნები ნარკოტიკი ჩაეყარა, რათა მერე მისთვის ის გაეკეთებინა, რაც სურდა. შენი სებე ბარმენისა და ამ ტიპის დიალოგს შეესწრო, ეგ გოგო თავის მეგობარს გააყვანინა დაწესებულებიდან, რათა მისთვის ხელი ვერავის ეხლო, ხოლო ის ტიპი და ბარმენი ისე სცემა, ორივეს ტრავმატოლოგიურში ამოაყოფინა თავი. მერე მაგათმა მშობლებმა უჩივლეს და საკმაოდ დიდი სკანდალები იყო. -ანუ ეგ გოგო პოტენციურ გაუპატიურებას გადაარჩინა, არა? -გაუპატიურებასაც ვერ დაარქმევ, რადგან სასმელში ისეთ წამალს უყრიდნენ, უხეშად რომ ვთქვათ, თვითონ შემოაჯდებოდა იმ ტიპს, თუმცა რაღაც მაგდაგვარი ნამდვილადაა -ალექს ეს ყველაფერი საიდან გაიგე? -ცალკე მოსმენილისგან იყო გაკვირვებული ნატალი, ცალკე კი იმისგან, რომ ასეთ დეტალურ და სიღრმისეულ ისტორიებს მიაკვლია მამაკაცმა -როგორ მოახერხე ეგეთი პირადული ინფორმაციების შეგროვება? -თუ შენ იმის მიზეზს არ ასახელებ, რატომ მთხოვე მაგ სებეზე ყველაფრის გარკვევა, მე ჩემს ინფორმაციის წყაროს დავტოვებ საიდუმლოდ. ხომ სამართლიანია? -სრულიად -მხიარულად ჩაეცინა, მერე კი წამებში დასერიოზულდა, თან კვლავ ინტერესით სავსე მზერა ესროლა ალექსს -ჰო მართლა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდი საუბრის ბოლოს -ჰო, მის საცოლეზე, თიკაზე მინდოდა მომეყოლა -ერთმანეთი რომ არ უყვართ, მაგას თავადაც ვხვდები, სახეზეც ეტყობათ. შენ რამე ახალი მითხარი -ვერც ეყვარებათ ნატალი -ტუჩის კუთხე კბილებში მოიქცია მამაკაცმა ამის თქმისას, თან ორაზროვნად შეხედა გოგონას. ამ უკანასკნელს, მაშინვე გაუჩნდა ალექსის სიტყვების ჩაძიების სურვილი. -რას გულისხმობ? ასე გადაჭრით რატომ ამბობ, რომ ვერ ეყვარებათ? მართალია ეგ გოგო ოცი წლისაა და სებეზე რვა წლითაა უმცროსი, მაგრამ არა მგონია ამას ასაკობრივი ბარიერის გამო ამბობდე -არა, ასაკი არაფერ შუაშია -მაშინვე იუარა, თან ოდნავ ეშმაკური ღიმილი მოიშველია -ამას იმიტომ ვამბობ, რომ სებე და თიკა ერთი მამის შვილები არიან, თუმცა ეს მათი გარდაცვლილი მამისა და თავად მათ გარდა არავინ იცის -მოიცა, მოიცა, სტოპ! -თავში ყველაფერი ტორნადოსავით აერია ნატალის. სცადა მაგრამ ვერაფრით გადახარშა გონებაში ის, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა -ამბობ ერთი მამის შვილები არიანო, თან ამის შესახებ თავადაც იციანო. თუ ასეა, რა მიზეზით ქორწინდებიან? ალექსმა მხოლოდ სკამის საზურგეზე მიყრდნობისა და გულზე ხელების დაკრეფის შემდეგ გასცა პასუხი: -იმის გამო, რომ თიკა, კლუბში გაცნობილი შემთხვევითი ადამიანისგანაა ორსულად და არ სურს ამის შესახებ მისმა ზედმეტად მკაცრმა მშობლებმა გაიგონ. ჰოდა გამოსავალიც იპოვა –გათხოვება -კი მაგრამ საკუთარ ძმაზე? -უკგე გითხარი, რომ ეს მათ გარდა არავინ იცის. თიკას დედა, თავის ქმარს სებეს მამასთან ღალატობდა. ერთ დღესაც ამ კაცმა ორივენი შეხვედრაზე დაიბარა და უთხრა, რომ და-ძმანი იყვნენ, რადგან ერთმანეთთან ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდათ და შეეშინდა ეს ყველაფერი სიყვარულში არ გადაზრდილიყო. მოკლედ, სებე და თიკა ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ ამ ამბავს საიდუმლოდ დატოვებდნენ, ახლა კიდევ ცოლ-ქმრის როლის თამაშიც გადაწყვიტეს, ერთი წლის ვადით, რათა თიკა, ქორწინებამდე დაორსულების გამო არ გარიყონ ოჯახიდან. ბავშვის გაჩენიდან დაახლოებით სამ თვეში მოიმიზეზებენ, თითქოს ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ, ხელს გააწერენ და ყველაფერი უწინდებურად იქნება. ნატალიმ ღრმად ამოიხვნეშა და ლოყებით ხელის გულებს ჩამოეყრდნო. ისტორია, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში უსმენდა, ნამდვილად არ იყო ის, რაც მარტივად აღიქმებოდა მის მიერ. სებე ანჯაფარიძე, ვისზეც ფიქრობდა, რომ წყნარი, დამდგარი წყალივით აუღელვებელი ცხოვრება ჰქონდა, სინამდვილეში უზარმაზარი ოჯახური ინტრიგების ქსელში იყო გახლართული, რასაც ისიც ემატებოდა, რომ მშობლების რისხვისგან დაცვის მიზნით, საკუთარი დის ცოლად მოყვანა და მისი ბავშვისთვის გვარის მიცემა უწევდა. ყველაზე რთულად მაინც ისტორიის ის ნაწილი ეჩვენებოდა, რომ სებესთან ურთიერთობის დაწყებისას, თავი ისე უნდა დაეჭირა, თითქოს მისი საიდუმლოებების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა რა რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ყოველივე ამას მაინც შეძლებდა. სებეს მაინც დაუახლოვდებოდა, თავს შეაყვარებდა და ამაზე ისეთ რომანს ააგებდა, რაც საქვეყნო აღიარებას მოუტანდა. ისტორიის სახელი უკვე მოფიქრებული ჰქონდა –"შაქრის ციებ-ცხელება“. ზოგადი მონახაზიც უკვე გაკეთებული იყო. იცოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო პერსონაჟი, რომელიც თავად მას განასახიერებდა, როგორ უნდა ესაუბრა მამაკაცთან და როგორ უნდა მიეღწია სასურველი შედეგისთვის. -კარგი, ყველაფერი გასაგებია -ბევრი ფიქრის შემდეგ ხმა ამოიღო ნატალიმ და სწორედ იმ წამს გაახსენდა წინ დადებული შოკოლადის ნამცხვარი, რომლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხელუხლებლად იდო გამჭვირვალე თეფშზე -ახლა მხოლოდ ის წყარო მითხარი, საიდანაც ამ ორის ქორწინების ნამდვილი მიზეზის შესახებ გაიგე და დანარჩენზე შეგიძლია გაჩუმდე. მე მხოლოდ ის გითხარი, ეჭვი მაქვს ერთმანეთი არ უყვართ და გაარკვიე-მეთქი. რაც შენ მომიყევი კი ნამდვილი შოკი იყო. -რა პრობლემაა გეტყვი. ეგ ყველაფერი მაგ გოგოს უახლოესი დაქალისგან ვიცი -დაქალისგან? -ჰო -კი მაგრამ ისეთი რა უქენი, რომ ეგეთი პირადული რამ რამ გიამბო თავის მეგობარზე? -ბევრი არც არაფერი გამიკეთებია. ცოტა მოვეფერე, ცოტაც ხელები ვუფათურე აკრძალულ ზონებში და ყველაფერი წამებში დაფქვა -არა რაა, ქალების შენს ჭკუაზე ტარების პრაქტიკაში არასდროს იჭრებოდი და ალბათ ახლაც ასეა -თქვა თუ არა, ნამცხვრის მორიგი ლუკმა ჩაიდო პირში ნატალიმ. მართალია ისიც ძალიან აინტერესებდა, თუ რა საშუალებით შეაგროვა ალექსმა ის ინფორმაცია, რაც სებესა და თიკას ქორწინების რეალურ მიზეზამდე მოისმინა, თუმცა ვინაიდან იცოდა ამის შესახებ მამაკაცი სიტყვასაც არ დაძრავდა, გადაწყვიტა გაჩუმებულიყო და აღარაფერი ეკითხა. რამდენიმე წამის განმავლობაში დუმილი გაბატონდა. სიჩუმე მხოლოდ მაშინ გაიფანტა, როდესაც ალექსის თვალებში დაუფარავი სევდა გაკრთა და მისი სააშკარაოზე გამოტანაც მოუნდა: -ქალების ჩემ ჭკუაზე ტარება რომ შემეძლოს, მე და ლალიტა ახლა კვლავ ერთად ვიქნებოდით -თქვა მან, თან ნერვიულად გადაისვა კეფაზე ხელი -თუმცა ეს უკვე წარსულია და არაფრის გამოსწორება აღარ მინდა. არ ვაპირებ ერთ მდინარეში ორჯერ შევცურო -ლალიტა იმიტომ დაგშორდა, რომ გადაჭარბებულად აკონტროლებდი მის ყოველ ნაბიჯს, თორემ შენზე ძალიან ბევრჯერ უთქვამს, არა მგონია ალექსზე ერთგული ადამიანი კიდევ სადმე არსებობდესო -ცდები ნატალი. მე, ლალიტას იმიტომ არ ვაკონტროლებდი, რომ არ ვენდობოდი. მე მისი გარემოცვის მიმართ არ მქონდა ნდობა. ვამჩნევდი როგორ უყურებდნენ მამაკაცები, რა ეწერათ სახეზე და რა სურვილები ჰქონდათ მისი მიმართულებით, მაშინ, როდესაც თავს მეგობრებად აჩვენებდნენ -იმედგაცრუება, ტკივილი, მონატრება –ყველაფერი ერთად ჩანდა როგორც მამაკაცის თვალებში, აგრეთვე მის ხმაში -თქვენ ქალები ხართ და ამას ვერ გაიგებთ, აი მე კი კარგად ვხვდები, თუ როდის უნდა კაცს ქალთან მეგობრობა და როდის მისი შიშველ მდგომარეობაში ხილვა ნატალი ჩაფიქრდა. ალექსისა და ლალიტას ისტორია მასზე კარგად ნამდვილად არავინ იცოდა და ისიც მშვენივრად მოეხსენებოდა, თუ რა გახდა წყვილის დაშორების მთავარი მიზეზი. რაღაც კუთხით, შეეძლო ალექსიც გაემართლებინა და ამართლებდა კიდეც, თუმცა რომ დაფიქრებულიყო, ლალიტას ადგილას, მსგავსი სახის კონტროლსა და იმის მითითებას, თუ ვისთან უნდა ემეგობრა და ვისთან არა, თავადაც ვერ გაუძლებდა. -კარგი, მოდი შევეშვათ რაა ამ თემას და შენზე მომიყევი -საუბრის სხვა კუთხით წარმართვით სცადა მან დაძაბულობის უკანა პლანზე გადაწევა-მაგალითად ის, თუ რას აკეთებდი გერმანიაში, ვინმეს თუ ხვდებოდი და ასე შემდეგ -ანუ ჭორიკანა ჩაგერთო, არა? -ხმადაბლა გაეცინა მამაკაცს, თან ფეხზეც წამოდგა და ტანზე მოცმული მანტო გაიხადა -კარგი, თუ საუბარს ვაპირებთ, რამეს ჩემთვისაც შევუკვეთავ, თორემ შენი მადის შემხედვარეს ცოტა არ იყოს მეც მომშივდა -მშვენიერი აზრია. კომენდანტის საათის დაწყებამდე ორმოცი წუთი კიდევ გვაქვს . . . 8 8 8 8 ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა. ლალიტას გვერდით მწოლიარე დანიელს, იმდენად ღრმად ეძინა, რომ ვერც იმ ფილმის ხმა აღვიძებდა, რაც გოგონას ჰქონდა ჩართული და ვერც ლალიტას წუწუნი, ვინც ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ეძახდა, არ მეძინება და გთხოვ შენც გაიღვიძეო. კიდევ ათი სამოცწამიანი მონაკვეთის გასვლა და უკვე ოფიციალურად ჩაითვლებოდა იუბილარად დანიელი. მიუხედავად ამისა, მამაკაცი მაინც არხეინად გაწოლილიყო საწოლზე და როგორც ჩანდა გაღვიძებას კიდევ კარგა ხნის განმავლობაში არ აპირებდა. ძალიან მოიწყინა გოგონამ. ტელეფონზე თამაშიც უკვე საგრძნობლად მობეზრებოდა და არც ინტერნეტი იყო, სოციალური ქსელების მეშვეობით მაინც რომ შეექცია თავი. ერთადერთ გამოსავლად ის რჩებოდა, სახლის გულდასმით დათვალიერებაში გაეყვანა დრო, თუმცა ვინაიდან ბუხარში ცეცხლი უკვე მინავლებულიყო და საკმაოდ ციოდა, ეს ვარიანტიც არ ეჩვენებოდა მაინცდამაინც მომხიბვლელად. გარეთ გაუჩერებლად თოვდა. ოთახში გამწკრივებული ღამის სანათების ოქროსფერი, ნაზი შუქის ფონზე ნათლად ჩანდა, თუ როგორ ლამაზად ცვიოდნენ ციდან თოვლის მსხვილი ფანტელები და როგორ მოსავდნენ ტყეში მდგომ მარადმწვანე ხეებს თეთრი, ქათქათა საბნით. ჯადოსნური იყო მთელი ეს სანახაობა. იმდენად ჯადოსნური, რომ ლალიტას სახეზე ღიმილი მოადგა, სწრაფად მოიხურა სხეულზე თბილი პლედი, ლოგინიდან ბავშვივით წამოხტა და დიდ, მრგვალ ფანჯარასთან მიირბინა. ბოლომდე ჯერაც არ სჯეროდა, რომ ასეთ საოცარ ადგილას იმყოფებოდა დანიელთან ერთად. უნდა ეღიარებინა, მოულოდნელობებით იყო სავსე მამაკაცი. ზოგჯერ ისეთ რამებს აკეთებდა, გოგონას შიშიც კი იპყრობდა მისდამი სრული ერთგულების სურვილი არ გასჩენოდა და თავისი ცხოვრებიდან ყოველგვარი ინტერესი არ გაექრო სხვა მამაკაცებისადმი. ლალიტამ ღრმად ამოისუნთქა და საწოლზე მწოლიარე დანიელს შეხედა. წარსულის მოგონებები კვლავ დაუპატიჟებელი სტუმარივით ეწვია მის გონებას. ეს მოგონებები ამჯერადაც დანიელთან გახლდათ დაკავშირებული. 2020 წელი იყო. ოცდათერთმეტი დეკემბრის დილა თენდებოდა. ქუჩებში საშინელი სუსხი და სიცივე ბატონობდა. მართალია მიწაზე თოვლი არ იდო, თუმცა გარეთ ისე ყინავდა, როგორც ყინულოვანი ოკეანის აუზში, რის გამოც, ქუჩებში ხალხის ნაკადის აშკარა სიმცირე შეინიშნებოდა. იმ დილით, ლალიტასაც ადრიანად გაღვიძებოდა და თავის ატლასის საღამურებში გამოწყობილი, დილის ლატეს სვენებსვენებით შეექცეოდა. გოგონა სამზარეულოში სრულიად მარტო იყო. ნატალი ჯერ კიდევ ღრმა ძილს მისცემოდა საკუთარ ოთახში, ხოლო დანიელისთვის, ვინც ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოსულიყო სასმელის ზემოქმედებიდან, მისაღებში გაშლილ დივანზე მოეწყოთ პატარა კუთხე. მას შემდეგ, რაც ლალიტამ თავისთვის სრულიად უცნობი მამაკაცი წამოიყვანა სახლში, თანაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, თვალი თითქმის არ მოუხუჭავს. ჯერ იყო და ნატალისთან მოუვიდა კამათი იმის გამო, რომ ქუჩაში ნაპოვნი ადამიანი მოიყვანა შინ, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელის გვერდითაც მოუწია დგომა, როდესაც ნიჟარაში თავით გადაყუდებული აღებინებდა. ძალზედ უცნაური იყო ეს ღამე გოგონასთვის. აქამდე ცხოვრებაში არასდროს ჰქონია შემთხვევა, როდესაც მთვრალი მამაკაცისთვის მოუვლია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არც კი იცოდა ვინ იყო, ან რას წარმოადგენდა ეს უკანასკნელი. რამდენჯერმე ისიც კი იფიქრა, ეს ტიპი მანიაკი არ აღმოჩნდეს, ან კიდევ რამე უარესიო, მაგრამ შეხედავდა თუ არა მძინარე მამაკაცის სახეს, იმდენად უწყინრად ეჩვენებოდა, თავის პირვანდელ ვერსიას მაშინვე გამორიცხავდა ხოლმე. გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, თავის ფინჯნიდან კიდევ ერთხელ მოსვა ოდნავ შეგრილებული ლატე და კვლავ ფანჯარას შეაცქერდა. სამზარეულოში მარტო ჯდომა უკვე საგრძნობლად მობეზრებოდა. იმ წამს მართლა ძალიან მოუნდა ნატალის ოთახში შესულიყო, გაეღვიძებინა და რამე ფილმისთვის ეყურებინათ ერთად. მართალია გოგონას დასვენების დღეებში გვიანობამდე უყვარდა ძილი და მისი ბუზღუნის მოსმენაც მოუწევდა ადრიანად გაღვიძების გამო, მაგრამ ახლა იმდენად სურდა უქმად ჯდომისთვის დაესვა წერტილი, ფეხზე დაუფიქრებლად წამოდგა და ის-ის იყო ნატალის ოთახისკენ მიმავალ გზას უნდა დადგომოდა, რომ თავის წინ მოულოდნელად აღმართულმა ადამიანმა გააშეშა ერთ ადგილას. თავდაპირველად ნამდვილად ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ცოტათი შეეშინდა კიდეც, თუმცა როდესაც გააცნობიერა, ვინ და რატომ იდგა მის პირისპირ, უწინდელივით სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა, რათა ოდნავ მაინც დაეფარა თავისი გამომწვევი საღამურები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გოგონა ჩუმად იჯდა და ისე ათვალიერებდა თავზე წამომდგარ ადამიანს. უყურებდა მის გაკვირვებით სავსე ცისფერ თვალებს, ოდნავ წამოზრდილ წვერს, ზღარბივით აჩეჩილ ღია ფერის თმას, ნამძინარებ სახეს და ხვდებოდა, რომ ამ უკანსკნელს არც კი ახსოვდა რა მოხდა გასულ ღამით, ან რას აკეთებდა იქ. -აბა რა ქენი კარგად გამოიძინე? -იმდენად უბრალოდ და ჩვეულებრივად ჰკითხა გოგონამ, თითქოს არაფერიო. ასეთი ტონით სურდა ის შემაწუხებელი უხერხულობა გაეფანტა, რომელიც აშკარად ჩამოვარდნილიყო მათ შორის. მამაკაცი რამდენიმე წამით ჩუმად იყო. სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა სურდა, თუმცა ეს მანამ არ გაუკეთებია, სანამ სამზარეულოს მაგიდასთან ლალიტას პირისპირ არ დაჯდა და მას პირდაპირ თვალებში არ შეხედა. -ვინ ხარ? -პირველად ეს კითხვა დასვა მან, სულ რამდენიმე წამში კი, მეორეც მოაყოლა:-აქ რას ვაკეთებ? -ვინ ხარ? აქ რას ვაკეთებ? -სიცილით გამოაჯავრა ლალიტამ თავის წინ მჯდომი მამაკაცი -ზუსტად ვიცოდი, რომ შენი გაღვიძების შემდეგ ეგეთი შინაარსის შეკითხვების მოსმენა მომიწევდა -თუკი ასეა, პასუხებიც წინასწარ უნდა გქონდეს მომზადებული -გოგონასგან განსხვავებით, ტონიც და გამოხედვაც მეტად სერიოზული ჰქონდა. ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა მის თავს და ამას ბრაზის ნაპერწკლებიც გაეჩინა მამაკაცის თვალებში. მისმა ასეთმა გამოხედვამ ცოტათი ლალიტაც გაანაწყენა და პასუხიც შესაბამისად მკვახე გასცა: -წინასწარ მომზადებული პასუხები არაფერში მჭირდება, ლამაზო. მოკლედ აგიხსნი –ბარში გამოთვერი, სავარაუდოდ იჩხუბე კიდეც, რის გამოც დაცვამ გარეთ მოგისროლა და ვინაიდან პატრონი არავინ გამოგიჩნდა, იძულებული გავხდი ჩემთან წამომეყვანე -ჰოო? -სცადა გოგონას ირონიული ტონი არ შეემჩნია -და ის თუ იცი ვინ ვარ? -როგორც მახსოვს მითხარი დანიელი მქვიაო. შენს შესახებ მეტი არაფერი ვიცი -ძალიან მიხარია თუკი არ იცი -მიუგო თუ არა, ფინჯანი სწრაფად აართვა მამაკაცმა, იქედან უკითხავად მოსვა და ტუჩები გემრიელად გაილოკა -ესე იგი უშაქრო ლატე გიყვარს, არა? -უშაქრო და დარიჩინიანი -სწრაფად შეუსწორა ლალიტამ, თან წარბების აწევით დაამატა:- მგონი შენთვის ჩემი ყავის დალევის უფლება არ მომიცია -მე კი მგონია, რომ სტუმრებს ასე არ ელაპარაკებიან. შენ რა, მამა-პაპური ტრადიციები არ გასწავლეს? -ბევრს თუ ილაპარაკებ გუშინდელ ღამეს მოგიყვები და საუბრის სურვილს საერთოდ დაკარგავ -არც ლალიტამ დაუდო ტოლი, თან ნიშნის მოგებით გადახედა. საკუთარმა სიტყვებმა აშკარა უპირატესობა აგრძნობინა დანიელის წინაშე და ამან საკმაოდ კარგი შეგრძნება დაუტოვა. მასდა გასაკვირად მამაკაცს პასუხიც არ შეუბრუნებია. ერთადერთი რაც გააკეთა ის იყო, რომ სკამიდან ფეხზე ზანტად წამოდგა, საფეთქლების სრესით მიუახლოვდა ფანჯარას და მის რაფას ორივე ხელით ისე ჩამოეყრდნო, თითქოს წაქცევისგან თავდასაცავად საიმედო საყრდენს ეძებსო. -რა გჭირს, კიდევ ცუდად ხომ არ ხარ? -მის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე, ლალიტამაც გადადო გვერდზე საკუთარი ირონია და სწრაფად წამოიწია სკამიდან. დანიელს თავიც კი არ მოუბრუნებია ისე უპასუხა: -კიდევ ცუდად რას ნიშნავს, ანუ გუშინ ცუდად გავხდი? -ცუდად ძალიან რბილი ნათქვამია, ლამის უნიტაზს შეეზარდე -რა გქვია? -როგორც კი ეს მოისმინა, მაშინვე ახალ თემაზე გადაუტანა მამაკაცმა, რადგანაც ძველის გაგრძელების არანაირი სურვილი აღარ ჰქონდა. -ლალიტა მქვია -კვლავ სკამზე ჩამოჯდა და ისე მიუგო -გუშინ უკვე გითხარი, მაგრამ გამეორება დღესაც არ მეზარება -დიდი იმედი მაქვს შენს გუშინდელ ინსტაგრამ-სთორებში ის ამბავი არ მოხვდა, თუ როგორ მოგყავს სახლში ნასვამი ადამიანი, ლალიტა -მაგაზე ნუ ინერვიულებ. ინსტაგრამზე აქტიური ვარ, მაგრამ ეგეთ მოსაწყენ სთორებს არ ვდებ ხოლმე -დაასრულა თუ არა ამის თქმა, გაზქურისკენაც ანიშნა, სადაც მადუღარა და ორი მოზრდილი ფინჯანი იდო -თუ გინდა შენთვისაც გაიკეთე ყავა -მეგონა მეტყოდი თავად მოგიდუღებო -გეტყოდი, მაგრამ ძალიან მეზარება -ქედმაღალი და სარკასტული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, იცი ეს? -ბასრი მზერით ლამის შუაზე ჭრიდა მამაკაცი, თუმცა გოგონას არც ამაზე ჰქონდა რეაგირება. -ეგეთი დასკვნები რომ გამოიტანო, მინიმუმ ერთი კვირა მაინც უნდა იყოს გასული, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, შენ კი ფხიზელ მდგომარეობაში მხოლოდ თხუთმეტი წუთია რაც მესაუბრები დანიელი ჯერ ფანჯრის რაფას მოშორდა, შემდეგ მაგიდასთან მჯდომ ლალიტას თავზე მოღუშული სახით წამოადგა და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ხმაც ამოიღო: -სახლში მინდა წასვლა. ჩემი მანქანა სად არის? -სადაც გუშინ დალიე იმ ბართან აყენია. აქამდე ჩემი მანქანით მოგიყვანე და თუ სახლში წასვლა გინდა, შეგიძლია ტაქსი გამოიძახო -კარგი იდეაა -ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ამოიღო ჯიბიდან მობილური, სამზარეულოდან ღია კარისკენ დაიძრა და იქედან გასვლის წინ, ოდნავ ღიმილიანი სახით გამოხედა გოგონას, ვინც უკვე ასადგომად ემზადებოდა მამაკაცის გასაცილებლად -გამოყოლა საჭირო არ არის, შეგიძლია იჯდე -კი ბატონო, მაშინ გზა მშვიდობისა -კარგად იყავი -კარისკენ შებრუნდა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ ისევ მოტრიალდა -ჰო მართლა, გუშინდელი ღამისთვის მადლობას გადაგიხდიდი, მაგრამ შენ წარმოიდგინე მეც ძალიან მეზარება -თქვა თუ არა ეს, თვალი ჩაუკრა მაგიდასთან მჯდომს და კარს ისე სწრაფად მიეფარა, გოგონამ სიტყვის დადევნებაც კი ვერ მოასწრო. მხოლოდ მისი გასვლის შემდეგ გაიაზრა ბიჭის ნათქვამი, საზურგეს აწეული წარბებით მიაწვა და გაგულისებულს მხოლოდ შემდეგი სიტყვები აღმოხდა პირდიდან: -ერთი ამ თვითმარქვიას დამიხედეთ! მოგონება გაქრა, თუმცა სამახსოვროდ, ფართე ღიმილი დატოვა ლალიტას სახეზე. გოგონას ჯერ კიდევ ძალზედ უცნაურად ეჩვენებოდა, რომ დანიელთან უკვე ამდენი მოგონება და სახალისოდ გასახსენებელი მომენტი ჰქონდა შეგროვებული. ხანდახან ისეთი შეგრძნებაც კი უჩნდებოდა, თითქოს მთელი ცხოვრება იყო, რაც ამ ადამიანს იცნობდა და ასეთი ფიქრები, რაღაც კუთხით აშინებდა კიდეც. გოგონამ კიდევ ერთხელ შეავლო მზერა ფანჯრიდან მომზირალ, ლამაზად გადათოვლილ ტყეს, შემდეგ უფრო მაგრად მოიხვია სხეულზე თავისი თბილი პლედი და კვლავ საწოლისკენ გაეშურა, იქ, სადაც მამაკაცს ჯერ კიდევ ბავშვივით უშფოთველად ეძინა, საკუთარ ბალიშზე ჩახუტებულს. მიუხედავად სიცივისა, დანიელს ტანზე არაფერი ეცვა. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ძილს მუდამ სრულიად შიშველ მდგომარეობაში ამჯობინებდა ხოლმე და ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია. ლალიტას მუდამ ღიმილს გვრიდა მისი ეს თვისება. ამას გარდა, კიდევ უამრავი უცნაური ჩვევა ჰქონდა მამაკაცს. მაგალითად ის, რომ ოცდაათი წლის ასაკშიც კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა გასაფერადებლები, დაძინება არასდროს გამოსდიოდა თუკი მის სიახლოვეს რამე პატარა ნათურა მაინც არ იყო ანთებული, უყურებდა მხოლოდ შავ-თეთრ ფილმებს და არასდროს ჭამდა ტკბილეულს. ერთი შეხედვით, საკმაოდ გამოუცნობი ადამიანიც იყო დანიელ დაშნიანი. თითქმის არავის აძლევდა უფლებას მისი სულის სიღრმეებამდე მიეღწია და მასთან დაახლოება ის ხილი იყო, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავები ვერასდროს გასინჯავდნენ. დრო გადიოდა. საათის ისრები განუწყვეტლივ წიკწიკებდნენ. ვინაიდან მამაკაცი გაღვიძებას ჯერ კიდევ არ აპირებდა, ლალიტა ბუზღუნითა და მოღუშული სახით დაწვა მის გვერდით. გადაწყვეტილი ჰქონდა დრო უქმად არ დაეკარგა და როგორმე ცოტათი თავადაც გამოეძინა, თუმცა დახუჭა თუ არა თვალები თავისი გეგმის სისრულეში მოსაყვანად, იმ წამსვე მოესმა ხმამაღალი წრიპინი, ტუმბოზე დატოვებულმა დანიელის ტელეფონმა რომ გამოსცა. გოგონა უკვე თითოეულ ხმას კარგად ცნობდა მამაკაცის ტელეფონზე, ამიტომ, ახლაც არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, ცოტა ხნის წინ რომ ახალი შეტყობინება მოუვიდა დანიელს. სავარაუდოდ, ეს დაბადების დღის მისალოცი ტექსტი უნდა ყოფილიყო რომელიმე ნაცნობისგან, ან მეგობრისგან. აღნიშნულმა გარემოებამ ცოტათი დააეჭვა ლალიტა. მშვენივრად იცოდა, დანიელს არც მამა ჰყავდა, არც დედა, არც დედმამისშვილი და არც ისეთი მეგობარი, ვინც იუბილეს შუა ღამისას მიულოცავდა. ერთადერთ ვარიანტად გოგონას, მისი რომელიღაც ქალი რჩებოდა, ამიტომ, ბევრი აღარ უფიქრია, ორ წამში მოახერხა თავისი იმ პრინციპისთვის გადაბიჯება, რომელიც სხვის პირად ცხოვრებაში შეჭრას უკრძალავდა და მამაკაცის ტელეფონს შეტყობინების ავტორის სანახავად ფრთხილად დასწვდა, რათა ეს უკანასკნელი უნებლიედ არ გაეღვიძებინა. ეკრანზე ამოკითხულმა ტექსტმა, ლალიტა ჯერ გაამხიარულა, შემდეგ გააღიმა, ბოლოს კიდევ სიცილიც მოჰგვარა. SMS-ის ავტორი თავად დანიელის ბებია გახლდათ, ვინც მოსალოც ტექსტთან ერთად, იმ ფოტოსაც უგზავნიდა, სადაც მამაკაცი, ღრმა ბავშვობის ასაკში, დიდ, წყლით სავსე ლურჯ ტაშტში იჯდა გაღიმებული, რეზინის ყვითელ იხვთან ერთად. სურათზე დანიელი იმდენად საყვარელი იყო, ხალისიანი განწყობა კიდევ კარგა ხანს გაჰყვებოდა, რომ არა მოულოდნელი ძლიერი დარტყმა გულზე, რამაც ლამის საწოლში წამოახტუნა. როგორ მობეზრებოდა ეს შეგრძნება. უკვე თითქმის ერთი თვე გასულიყო, რაც პერიოდულად ძლიერ მორტყმებს გრძნობდა გულმკერდის არეში, თანაც თითქმის ყოველდღიურად. თავდაპირველად ამას ყურადღებას არ აქცევდა, რადგან მსგავსი შეგრძნებები თინეიჯერობის, კერძოდ გარდატეხის ასაკშიც ჰქონდა გამოცდილი, თუმცა ბოლო დროს ამ ყველაფერმა იმდენად შემაწუხებელი სახე შეიძინა, ლალიტას გადაწყვეტილი ჰქონდა პირველივე შესაძლო შემთხვევა გამოეყენებინა, რათა დიაგნოზის დასასმელად ექიმისთვის მიემართა. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და რამდენიმე წამით სუნთქვაც შეიკავა. ეს გარკვეულწილად ეხმარებოდა ხოლმე, რათა დარტყმები შედარებით ნაკლებად ეგრძნო. ბოლოს ნაცად ხერხს მიმართა, ჩანთიდან ის დამამშვიდებელი აბები ამოიღო, გასულ კვირას რომ შეიძინა, აფთიაქში და მისი მიღების შემდეგ, დაახლოებით ათ წუთში ოდნავი შვებაც იგრძნო. დანიელისთვის ამის შესახებ სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი. არც ნატალისთვის, რადგან ძალიან კარგად იცნობდა თავის მეგობარს და ისიც იცოდა, რამდენად დიდი შიშითა და ემოციით მიუდგებოდა აღნიშნულ საკითხს. სურდა ჯერ თვითონ გაერკვია რაში იყო საქმე, რადგან მიაჩნდა, რომ ეს მხოლოდ ბოლოდროინდელი გადაღლილობისა და სტრესის გამოძახილი უფრო უნდა ყოფილიყო, ვიდრე რამე უსიამოვნო. ფიქრებში წასული ლალიტას გონება, რეალობას, მამაკაცის მიერ მის წელზე შემოხვეულმა ხელმა დააბრუნა. გოგონას მაშინვე თვალწინ დაუდგა ის ბავშვობის ფოტო, რომელიც ცოტა ხნის წინ ნახა მობილურში, სახეზე ღიმილი თავიდან გამოესახა და მხიარული გამომეტყველებით გადაბრუნდა ახლადგამოფხიზლებული დანიელისკენ. ამ უკანასკნელს თვალები ნახევრად ჰქონდა გახელილი, თუმცა ლალიტას მხიარული სახის შემჩნევა მაინც არ გასჭირვებია და გაუჩნდა კიდეც კითხვა, თუ რისი დამსახურება იყო ეს ღიმილი: -რა მოხდა? -ჰკითხა მან, თან სახეზე ხელი მოისვა -როცა მეძინა კატის ულვაშები მიმახატე და ახლა მაგაზე იცინი? ლალიტამ ფეხზე წამოიწია და მამაკაცს ლოყაზე ნაზად აკოცა. ყოველთვის ძალიან სიამოვნებდა ხოლმე მის ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყაზე ტუჩებით შეხება და დანიელის სასიამოვნო სურნელით ფილტვების ავსება ამ დროს. -პირველ რიგში დაბადების დღეს გილოცავ, დიდი ბიჭი გაიზარდე -უთხრა მან საზეიმო ტონით -ძალიან ცუდია სამკუთხედის ფორმის ქუდი და სადღესასწაულო სასტვენი რომ არ მაქვს ამ წამს -სადღესასწაულო სასტვენს ვინ დაეძებს, ჩემი დაბადების დღეც კი არ გახსოვდა -მართალია ყოველივე ეს ღიმილით თქვა, თუმცა ამ ღიმილს მიღმა მაინც ჩანდა ფარული სევდა, რაღაც დოზით მამაკაცის ხმაშიც რომ მჟღავნდებოდა -კარგი ამას შევეშვათ, იმაზე არ გიპასუხია რატომ გეცინებოდა -არაფერი უბრალოდ შენს ტელეფონზე რომელიღაც თამაშს ვთამაშობდი და შემთხვევით შენი ბებიის შეტყობინება გავხსენი, სადაც ბავშვობის დროინდელ ფოტოს გიგზავნის, დაბადების დღის მოსალოც ტექსტთან ერთად -ჩემს ტელეფონში არც ერთი თამაში არ მიწერია ლალიტა -ცალი წარბი აწეული ჰქონდა მამაკაცს, როდესაც ამას ამბობდა -მიდი, გამოტყდი, ცნობისმოყვარეობამ გძლია და შეტყობინებებში ამიტომ შეძვერი, არა? გოგონას ნამდვილად არ სურდა ტყუილში გამოჭერილი ბავშვის სახე მიეღო, ამიტომ მიუხედავად შინაგანი დაძაბულობისა, მაინც თავდაჯერებას მოუხმო და პასუხიც მტკიცე ტონით გასცა: -რატომ უნდა მაინტერესებდეს ვინ გწერს? ან როდის იყო შენს პირად ცხოვრებაში ვიქექებოდი? -ჰო არ იქექებოდი -მაშინვე დაემოწმა დანიელიც, თან ფეხზე წამოიწია, გოგონას ზემოდან მოექცა და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა -თუმცა მაინც უნდა აღიარო, რომ მონაწერის გახსნა ეჭვიანობამ გაიძულა -რამ? -ე ჭ ვ ი ა ნ ო ბ ა მ -დამარცვლით გაუმეორა მამაკაცმა. სახეზე იმდენად კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა, თანაც ისეთი დარწმუნებული ჩანდა თავის სიტყვებში, რომ ლალიტამ საკუთარი პოზიციის დაცვას ირონიის მოშველიება ამჯობინა და მაშინვე გააჟღერა ის სიტყვები, რაც ენის წვერზე პირველად მოადგა: -ფანტაზიორი რომ იყავი სულ ვიცოდი, მაგრამ ვხედავ მეოცნებეც ყოფილხარ -მერე რა? -მხრები ღიმილით აიჩეჩა დანიელმა და ამჯერად ყელის არეში აკოცა გოგონას -მეოცნებე მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს და არა სხვებს -მეოცნებე საკუთარ თავს ატყუებს, მატყუარა კი მხოლოდ სხვებს. ეს ნიცშეს გამონათქვამია, ჩემი რჩეული ფილოსოფოსის -ჰოო? -მზერამოუშორებლად უყურებდა თავისი ცივი, ცისფერი თვალებით და უზომოდ ნაზად ეფერებოდა მის სხეულს -კიდევ რაო მაგ ტიპმა? -მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენო -თან საუბრობდა, თან პიკანტურ სიამოვნებას იღებდა მამაკაცის მხურვალე ხელების მის შიშველ კანზე სრიალით. -კიდევ? -მეუღლეები ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინებები უფრო ხშირად შეგვხვდებოდაო -ღიმილით იხსენებდა საყვარელი ფილოსოფოსის გამონათქვამებს გოგონა და ამით დანიელსაც გვრიდა სახეხე ღიმილს. -და მაგ ბოლოს შენ თუ ეთანხმები? ლალიტა ჩაფიქრდა და პასუხი ხუთწამიანი ფიქრის შემდეგ დაუბრუნა: -სხვათა შორის, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ ორმოცდაათი ორმოცდათზე -გასაგებია -და რატომ მეკითხები? -წარმოდგენა არ მაქვს. სიმართლე გითხრა მეც მიკვირს ამ ლოგინში რა ნიცშეს ფილოსოფია აგვიტყდა. გაჩუმდი და მოდი რაა ჩემთან -თქვა თუ არა, მაშინვე ამოტრიალდა, ელვის სისწრაფით მოიქცია ზემოდან გოგონას სხეული, საბანი თავზე წაიფარა და ამჯერად მის ქვეშ განაგრძო ლალიტას სხეულის მოფერება. 8 8 8 8 ნატალიმ ახლადმოდუღებული ყავა მაგიდის ზედაპირზე შემოდო და სამზარეულოს სკამზე პირდაპირ ლალიტას წინ მოთავსდა. შუა დღე ხანი იყო. ციდან წვრილი, თითქმის შეუმჩნეველი თოვლის ფიფქები ცვიოდნენ. ვინაიდან სამსახურში უკვე საახალწლო შვებულება დაწყებოდათ, გოგონები თავისუფალი დროის სახლში გატარებას აპირებდნენ, ყავის სმაში, საუბარსა და ფილმების ყურებაში. საკმაოდ ბევრი სასუსნავიც ჰქონდათ მომარაგებული. რა თქმა უნდა, პოპ-კორნის ჯამების გაევსოთ და ტელევიზორის წინ დაეტოვებინათ, რათა ყავის დალევის შემდეგ პირდაპირ კინომარათონის მოწყობაზე გადასულიყვნენ. ლალიტა ოდნავ უხასიათოდ იყო. ვერ იგებდა რა სჭირდა, თუმცა ფაქტი იყო განწყობა უმიზეზოდ ჰქონდა გაფუჭებული და არც სადმე გასვლის თავი ჰქონდა იმ დღეს. ერთადერთი რაც სურდა, ეს დაღამებამდე სახლში ყოფნა და შემდეგ კარგი გამოძინება იყო, რაც აშკარად ეუცნაურებოდა. თავისუფალ დროს მუდამ კლუბებისკენ, ბარებისკენ, გართობისა და ხმაურისკენ მიუწევდა გული, რაშიც ნატალისაც იყოლიებდა ხოლმე, ბოლო პერიოდებში კიდევ ხანდაზმულივით მუდამ სახლში ყოფნა და ტელევიზორის წინ ჯდომა გამხდარიყო მისი ცხოვრების სტილი. -რა გჭირს, რა სახე ჩამოგტირის? -საკუთარ ფიქრებში წასულ ლალიტას, ბუნდოვნად მოესმა სამზარეულოს მაგიდასთან, მის პირისპირ მჯდომი ნატალის ხმა, ვისაც თავისი ფინჯანი ჯერ კიდევ მაგიდაზე ედო და მასზე შემოხვეულ თითებს ითბობდა. -არაფერი, უბრალოდ გუშინ მე და დანიელმა თითქმის მთელი ღამე გავათიეთ და გადაღლილი ვარ -შუბლი მოისრისა ამის თქმისას, თან გემრიელად დაამთქნარა -შენ რას აკეთებდი სანამ სახლში არ ვიყავი? ნატალი დაფიქრდა. რაღაც პერიოდით იმ აზრს მიემხრო, რომ ამის თქმა არც ღირდა, თუმცა ბოლოს, სასწორი მაინც გულახდილობის მხარეს გადაწონა და საუბრის წამოწყების წინ, ლალიტას პირდაპირ თვალებში შეხედა: -გუშინ ალექსი ვნახე -თქვა თუ არა, მაშინვე დაიწყო მეგობრის რეაქციაზე დაკვირვება -თურმე უკვე საქართველოშია და ვინაიდან სებე ანჯაფარიძესთან ძალიან ბევრ რამეს ვგეგმავ, მასზე ინფორმაციის მოძიება და ჩემამდე მოტანა ვთხოვე -რაო? რა თქვი?! -ასე იმის გამო მიყურებ, რომ ალექსს შევხვდი, თუ იმის გამო, რაც სებესთან მიმართებაში დავავალე? -ნატალი შენ რა მაგ თავიდან ტვინი სულ ამოგიტუმბეს?! -ბრაზი, იმედგაცრუება, გაოცება, ყველაფერი ერთდროულად იკითხებოდა გოგონას ხმასა და გამოხედვაში -ჯერ იმასაც კი არ მეუბნები, რომ ჩემი ყოფილი ჩამოვიდა, მერე კიდევ დგები და უაზრო დეტექტივობანას თამაშში რთავ, რათა ადამიანს უთვალთვალოს და მის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოს. კარგი, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ალექსი არანორმალურია და ამას გააკეთებდა, მაგრამ შენ? მართლა არ მესმის რა გემართება! -მოდი რა ლანძღვის გარეშე Okay? ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ საქმეს სჭირდება და არა იმიტომ, რომ სებეს ცხოვრების დეტალებით ვარ დაინტერესებული -და რომანს ისე ვერ დაწერ, თუკი ამისთვის რეალური ადამიანის გრძნობებზე არ ითამაშე? -ყავის დალევა საერთოდ დავიწყებოდა იმდენად გადართულიყო ნატალისთან საუბარზე -აუცილებელია ამისთვის ვიღაცას გული ეტკინოს? -არ დაგავიწყდეს, რომ ერთხელ მეც მატკინეს გული, თანაც საკმაოდ მწარედ -შენ ამდენი წლის მერეც კი ისევ რატიზე ხარ დაბოღმილი, მაგრამ დაიმახსოვრე, წარსული ვერ გატკენს, თუკი ამის უფლებას თავად არ მისცემ! ნატალიმ მობეზრებისგან აატრიალა თვალები. -კარგი რაა, არ გვინდა ახლა ეს შენი არქაული სიბრძნე. ისეთს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვცდილობ ოცნება ავისრულო და თანდათან წინ წავიწიო, როგორც მწერალმა -წინ წაიწიო სხვა ადამიანების გამოყენებით, ინტრიგების ხლართვითა და სებეს თავის საცოლესთან დაშორების ხარჯზე, ხომ მართალია? თავის მისამართით წამოსულ კრიტიკაზე, კიდევ ერთხელ აატრიალა თვალები ნატალიმ. მზერაშიც ეტყობოდა, თუ როგორ უჭირდა ამ დიალოგში თავდაჯერებული იერის შენარჩუნება, თუმცა ძალისხმევას ნამდვილად არ იშურებდა. -სხვათა შორის, ომლეტს ისე ვერ მოამზადებ, თუკი რამდენიმე კვერცხი არ გატეხე. და კიდევ, სებეს საცოლე სინამდვილეში მისი დაა და ცოლადაც იმიტომ მოჰყავს, რომ მისმა მკაცრმა მშობლებმა უკანონო ორსულობის გამო ოჯახიდან არ გარიყონ! მოსმენილმა სიტყვებმა ლალიტას ჯერ თვალები გაუფართოვა, შემდეგ რამდენიმე წამით მეტყველების უნარი დააკარგვინა, ბოლოს კი ხელზე ჩქმეტაც აიძულა იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. -რა სისულელეს ამბობ? ეს რა ხუმრობაა? -არავითარი ხუმრობა -კატეგორიულად გადააქნია თავი გოგონამ -რაც ვთქვი სრული სიმართლეა, თუმცა ამის დეტალებში მოყოლა არ ღირს, საკმაოდ გრძელი და ჩახლართული ამბავია -ეგ ყველაფერი ალექსმა გაგირკვია? -ასეა -მოკლედ რაა, სულ ვფიქრობ მეტად ვეღარ მაწყენინებს მეთქი, მაგრამ ყოველ ჯერზე ახერხებს ჩემს გაოცებას -რა გინდა იმ ადამიანთან? რას ერჩი? -იმას ვერჩი, რომ შენნაირ უტვინოს, მორიგი უტვინობის ჩადენაში ეხმარება! -რამდენ ტკბილეულს ჭამ და მაინც რა ბოროტი ხარ ლალიტამ თავის ყავის ჭიქიდან ოდნავ მოსვა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ კოფეინის მიღების ყველანაირი სურვილი დაჰკარგვოდა, რადგან ისევ გულის არეში გრძნობდა ძლიერ დარტყმებს. -ალექსს ისე იცავ, თითქოს შენ თვითონ არ მომიწოდებდი მასთან დაშორებისკენ. ახლა რა შეიცვალა? -ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ არ მსურდა მენახა როგორ აკონტროლებდა მთელ შენს ცხოვრებას. ეგეთ ცხოვრებას ფასი არ აქვს, თუმცა მომეჩვენა, რომ ახლა სულაც აღარ არის ისეთი და მასში რაღაც შეიცვალა ჰაერი ღრმად შეისუნთქა და სუნქვა რამდენიმე წამით შეიკავა ლალიტამ. მაქსიმალურად ცდილობდა ნატალისთან შეუძლოდ ყოფნა არ შეემჩნია. -ეგეთი ადამიანები არ იცვლებიან ნატალიკო, დამიჯერე. ალექსი კარგი ბიჭია, ერთგული, იდეალური მეგობარი და მხარში დგომაც საუკეთესოდ გამოსდის, თუმცა როგორც მეორე ნახევარი, საკმაოდ მკაცრი და დესპოტია. იმასაც კი აკონტროლებდა, რა რაოდენობის ჟანგბადს ვაწოდებდი ფილტვებს დღის განმავლობაში -ახლა აჭარბებ -რა თქმა უნდა ვაჭარბებ, მაგრამ ამით იმას გავუსვი ხაზი, რამდენად უხეშად ერეოდა ყველაფერში, რაც კი მე მეხებოდა -არ ვიცი, მე კი მომეჩვენა, რომ უფრო დასერიოზულებული და გონებრივად გაზრდილი იყო ლალიტას ისეთი იმედგაცრუებით ჩაეცინა, აშკარად შეეტყო რამდენად პესიმისტურად გახლდათ განწყობილი ამ მოსაზრების მიმართ. -კაცები არასდროს იზრდებიან -თქვა მან მეტად მტკიცედ, თან გადაჭრით -შინაგანად მუდამ ბავშვებად რჩებიან, უბრალოდ წვერები ამოსდით და მორჩა -ეგ შენი თეორემაა თუ რომელიმე ფილოსოფოსს მოპარე? -ნუ დამცინი, თორემ ამ ყავას სახეში შეგასხამ -სიცილით დაემუქრა, თან ცალი თვალით გაიჭყიტა მისაღები ოთახისკენ, სადაც პოპ-კორნით სავსე ჯამები ელოდათ -ფილმის ყურება არ დავიწყოთ? რაღაც მუღამზე მოვედი და წამოდი, ყავის სმა ტელევიზორთან დაასრულე ნატალი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე წამოდგა ფეხზე, თავის ფინჯანთან ერთად. დასვენების დღეებში ლალიტასთან ერთად ფილმების ყურება მისი ერთ-ერთი საყვარელი გასართობი იყო და ახლაც კარგ ხასიათზე გახლდათ ამის გამო. -კარგი, წამოდი, ოღონდ პირველი ფილმის ჟანრს მე ვარჩევ, მეორისას კი შენ, გაწყობს? -მაწყობს -თავის დაქნევითაც ისევე დაეთანხმა გოგონა, როგორც სიტყვიერად -შენ წადი, მე ახლავე მოვალ, ჩემს ფინჯანს ამოვრეცხავ -ჰო მაგრამ, ყავა ჯერ არ დაგილევია -რაღაც გადამინდა, ჯობს სხვა დროს დავლიო -კი ბატონო, როგორც იტყვი. მაშინ მე წავალ და ფილმების სიას გადავხედავ. ოღონდ მალე მოდი რაა და შენი ოთახიდან თბილი პლედებიც გამოიტანე -პატარა ბავშვივით აჟიტირებულმა უთხრა ბოლოს და სამზარეულოს კარიდან ისე გავარდა, მეგობრის პასუხს არც დალოდებია. არც ის დაუნახავს, თუ როგორ ძლიერად მიიჭირა ლალიტამ გულზე ხელი, როგორ მალულად ამოაცურა მარცხენა ჯიბიდან აბების პატარა შუშა, როგორ დაიყარა ისინი ხელის გულზე და როგორ დალია დამამშვიდებელი საშუალება ერთი ამოსუნთქვით, რათა ოდნავ მაინც ჩაეცხრო ის შემაწუხებელი შეგრძნებები, რასაც უკვე მთელი მისი სხეული მოეცვა, ნერვული სისტემის ჩათვლით. 8 8 8 8 ალექსი მანქანის სავარძელზე ნატალის გვერდით მოთავსდა და ვინაიდან გარეთ საშინელი სუსხი იყო, ჩაჯდომის თანავე გაყინული ხელების დაორთქვლას მოჰყვა. ოცდასამი დეკემბრის დილა გათენებულიყო. მართალია ქუჩაში აღარ თოვდა, თუმცა გადათეთრებული კორპუსები ისე ლამაზად გადმოჰყურებდნენ ქალაქს, როგორც ქათქათა კაბაში გამოწყობილი პატარძალი საქორწინო სუფრას. ნატალის სახეზე აშკარა ნერვიულობა იკვეთებოდა. მართალია ცდილობდა ყოველივე ეს რაც შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუმცა ალექსის დაკვირვებულ თვალს ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენია გოგონას შინაგანი დაძაბულობა და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იკითხა ამის მიზეზი: -რა გჭირს? შემთხვევით ხომ არ გადაიფიქრე რასაც გეგმავდი? გოგონა რამდენიმე წამს ჩუმად იჯდა. საქარე მინიდან გადაშლილი ქუჩის ყურებაში თვალები გაშტერებოდა და გარშემოც თითქოს ვეღარაფერს ამჩნევდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც ალექსმა ოდნავ შეანჯღრია და კიდევ ერთხელ წარმოთქვა ხმამაღლა მისი სახელი. -რა? რა მოხდა? რამე მითხარი? მამაკაცს მის დაბნეულობაზე მსუბუქად ჩაეცინა. -გკითხე ხომ არ გადაიფიქრე რასაც გეგმავდი-მეთქი -და მაგას რატომ მეკითხები? -არ ვიცი, ფიქრებით სადღაც კოსმოსში დაფრინავ და ალბათ ამიტომ -ჰოდა ნუ ღელავ, არაფერიც არ გადამიფიქრებია -საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ტონით განაცხადა ნატალიმ, თან საჭეზე აათამაშა ბეჭდებით გალამაზებული თითები -მოიცა, შენ არაფერი მოგაქვს? რაღაც ბარგს ვერსად ვხედავ -მაგაზე ნუ ფიქრობ, რაც დამჭირდება ყველაფერს ადგილზე ვიყიდი -მერე ჩაფიქრდა და დაამატა:-ისე არც კი მჯერა, რომ ახლა მანქანაში გიზივარ და სამი დღით გუდაურში მოგყვები, რათა შენ ვიღაც სებე ანჯაფარიძე შეაბა -ნუ წუწუნებ რაა სქვიდბორდ! ლალიტას ვთხოვდი, მაგრამ თუ გაიგებს, რომ გუდაურში წასვლა სებეს იქ ყოფნის გამო მინდა, მინიმუმ მაგინებს და მაქსიმუმ აღარ ვიცი რას მოიმოქმედებს. აშკარად ჯობდა მეთქვა გარკვეული პერიოდით მარტო მინდა ყოფნა-მეთქი -და მართლა მარტო რომ წასულიყავი ამაზე არ გიფიქრია? -გამომცდელი მზერით უყურებდა ალექსი ამის თქმისას. პასუხს არც დაუგვიანია: -ჯერ ერთი ისეთი სასტუმრო, რომელიც ამ დასაწვავი პანდემიის პერიოდში ღიაა, საკმაოდ დიდი იშვიათობაა და პირველ რიგში ეს უნდა გიხაროდეს და მერეც მეორე, მარტომ იქ რა უნდა ვაკეთო? მირჩევნია გვერდით ვიღაც მყავდეს და ვინაიდან ეს დღეები საქმე არაფერი გაქვს, კამპანია უნდა გამიწიო, ალექსიკო -ეგრე კიდევ ერთხელ დამიძახებ და პირობას გაძლევ კამპანიონის გარეშე დარჩები! -ნუ იღრინები რაა, იცი რა მაგრად გავერთობით? თხილამურებზე დგომასაც გასწავლი -არ შეწუხდე, ბავშვობიდან მეზიზღება მთის კურორტები. სავარაუდოდ ნომერში ვიჯდები და იქედან ფეხსაც არ გამოვადგამ გოგონამ თვალები აატრიალა, თუმცა თქმით აღარაფერი უთქვამს. ამის მაგივრად გასაღები საჭირო ადგილას მოარგო, მანქანა დაქოქა და იგი მეტად ფრთხილად გაიყვანა ავტოსადგომიდან, რათა მარჯვნიდან და მარცხნიდან ამომდგარი ავტომობილები არ დაეზიანებინა. გუდაურისკენ მიმავალ გზას მაგნიტოფონში აჟღერებული მუსიკების თანხლებით დაადგნენ. ნატალი იდეალურ განწყობას ინარჩუნებდა და ლაპარაკის ხასიათზეც მოსულიყო. რაც შეეხება ალექსს, მის სახეზე მხიარულების არანაირი ნიშან-წყალი არ შეიმჩნეოდა და ხმასაც მხოლოდ მაშინ თუ ამოიღებდა, როდესაც ნატალი რამე შეკითხვას დაუსვამდა. ერთ-ერთ ასეთ შეკითხვაზე მეტად მოკლე პასუხის მიღების შემდეგ, გოგონას ყელში ამოუვიდა და ოდნავ გაბრაზებული სახით მიუტრიალდა მამაკაცს: -კარგი რა, რას მებუტები?! გეგონება სკამზე მიბმული ძალით მყავდე წამოყვანილი ალექსს ჯერ გაუკვირდა მისი ამგვარი რეაქცია, ბოლოს კი გაეცინა. -შენ რა შუაში ხარ? უბრალოდ მგზავრობის წამალი მაქვს დალეული და გვერდით მოვლენად ძილიანობის ეფექტი აქვს -მოიცა, მოიცა, შენ რა მგზავრობა კიდევ გწყენს? -ზოგადად არა, თუმცა შორ გზებზე თავს ვიზღვევ ხოლმე -გამაგიჟებ რაა -ღიმილი გამოიკვეთა გოგონას ბაგეებზე -ერთი გრამითაც კი არ შეცვლილხარ. ზუსტად ისეთივე ხარ დარჩენილი, როგორიც აქედან წასვლამდე იყავი -ჰოო? და შენზე რას მეტყვი? შემთხვევით ის გამო*ირებულ რატი კიდევ ხომ არ გეხმიანება? ამ სახელის ხსენებისას, ნატალის ყრუ ტკივილი მოაწვა გულზე, თუმცა გარეგნულად არაფერი შეიმჩნია. -არა, აღარ მეხმიანება -მოკლედ მოუჭრა, მერე კი დაამატა :- ეგეთი უხეში სიტყვით აღარ მოიხსენიო ხოლმე რაა -კაცი რომ შენნაირ ქალზე უარს იტყვის, გამო*ირებულის გარდა კიდევ რით უნდა მოვიხსენიო? -მთავარია მაგას სებე მიხვდეს, თორემ რატის მატარებელმა უკვე დიდი ხანია ჩაიარა რამდენიმე წამით დუმილმა დაისადგურა. შემდეგ კვლავ ალექსი ალაპარაკდა: -მართლა არ მესმის, ამ სებე ანჯაფარიძის შებმა რაღაში გჭირდება? დავიჯერო კაცით ისე დაინტერესდი, რომ მის გამო გუდაურში მიდიხარ? -სიმართლე თუ გაინტერესებს ეგ სებე მაგრად მ*იდია, ალექს -თქვა მან სახეზე გადაკრული მკაცრი გამომეტყველებით -უბრალოდ რასაც ვაკეთებ საქმეს სჭირდება და მორჩა -საქმეს? -ჰო საქმეს და ამის მეტი აღარაფერი მკითხო, კარგი? -კი ბატონო, როგორც გინდა -ჯერ საქარე მინიდან შემოვარდნილი ცივი ჰაერი ჩაისუნთქა ღრმად, მერე კი კვლავ ნატალის მიუტრიალდა. გოგონა საჭეს ორივე ხელით ჩაფრენოდა და გზას თვალს არ აცილებდა -მაგარი იდეა მაქვს! -მაინც რა იდეა? -აქედან დაახლოებით ერთ კილომეტრში რესტორანია, სადაც ყველაზე მაგარი ქათმის პაშტეტი აქვთ და . . . -არავითარ შემთხვევაში! -დაწყებული შუა გზაზე გააწყვეტინა გოგონამ -პაშტეტი კალორიების ბომბია, მე კიდევ კარგ ფორმაში მინდა ვიყო -ჰოდა შენც სხვა რამე შეუკვეთე. დაპატიჟება მთლიანად ჩემზე იყოს, ყოველგვარი გერმანული გადახდების გარეშე -ჰმმ, ეგ კიდევ შეიძლება -საჭეზე აათამაშა თითები. შემდეგ ყურებამდე გაღიმებული სახით გადმოხედა მამაკაცს და საზეიმო ხმით დაამატა :-გული მიგრძნობს, რომ მე და შენ ეს დღეები ძალიან მაგრად გავერთობით -ვნახოთ, ვნახოთ -გაეცინა ალექსს და მაგნიტოფონში ჩართული წყნარი მუსიკის ფონზე, სავარძლის საზურგეს თვალდახუჭული მიეყრდნო. 8 8 8 8 -დანიელ, შეგიძლია მოხვიდე? თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ! -ყურმილში ლალიტას სასოწარკვეთილი ხმა ჩაესმა მამაკაცს და საკმაოდაც ააფორიაქა ყოველივე ამან. შუა დღე ხანი იყო. დანიელი სათათბირო დარბაზში, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად იჯდა და აღმასრულებელი დირექტორის მიერ მოწყობილ პრეზენტაციას ადევნებდა თვალყურს, დიდ კედელზე გამოსახულ სლაიდზე. ერთიანად საქმეში ჩაფლული, გოგონას ზარმა იმდენად აანერვიულა, წამის მეასედში გადაავიწყდა ის, თუ სად, რისთვის, ან რის გამო იმყოფებოდა კომპიუტერებით აღჭურვილ დარბაზში. გონებაში მხოლოდ ლალიტას ხმა უტრიალებდა, ჩახვეული ვიდეო-ფირივით, რომელიც ყოველ ორ წამში ერთხელ მეორდებოდა და მეტად საგანგაშოდაც ჟღერდა დანიელის თავში. -ლალიტა რა გჭირს?! -სკამიდან ინსტიქტურად წამოიმართა, თან მოსაცმელს დაავლო ხელი -სასწრაფო უკვე გამოიძახე? -გამომიძახეს -სუსტი ხმით ჩასძახა ყურმილში გოგონამ -ავტოსადგომზე, პირველივე შემხვედრ მანქანის მძღოლს მივადექი, საავადმყოფოში წამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ მითხრა ავნერვიულდები, საჭეს ვერ ვმართავო და 112-ში დარეკა დანიელი უკვე სათათბირო დარბაზიდან გასულიყო, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და კართან დადგმულ მაგიდასთან მჯდომი მდივანი გოგონას გაკვირვებული სახის გვერდის ავლით მიემართებოდა ლიფტისკენ. -ნუ გეშინია, გესმის?! -ღრმა ამოსუნთქვა ამოაყოლა მამაკაცმა ამ სიტყვებს, თან შუბლზე ნერვიულად მოისვა ხელი და ლიფტის გამოძახების ღილაკს ცერა თითი იმდენად მაგრად მიაჭირა, რომ იგი ლამის მეორე მხარეს გაიტანა -ლოკაცია ჩამიგდე და სამყაროს მეორე ბოლოშიც რომ იყო, შენთან მაინც უმოკლეს დროში გავჩნდები! -კარგი, გიგდებ -სწრაფად ლალიტა, სწრაფად! მამაკაცმა ყურმილი დაკიდა და როგორც კი ლიფტის კარი გაიღო, მაშინვე შიგნით შევიდა. არც კი ახსოვდა ბოლოს ასეთი შეგრძნებები როდის გამოსცადა. ნერვები თავში უროსავით უკაკუნებდა, ყელზე მფეთქავი ძარღვი ისე უტოკავდა, როგორც მღელვარე ზღვა, ხოლო სუნთქვის გახშირების ნიშნული ლამის უკანასკნელ ნიშნულს აღწევდა. მას შემდეგ, რაც ლალიტას იცნობდა, არასდროს ახსოვდა იგი ასეთი ანერვიულებული და შეშინებული. სწორედ ამიტომ მიიჩქაროდა გოგონასკენ და შეეძლო ყველასთვის ზედ გადაეარა, ვინც კი წინ გადაეღობებოდა. მთელი გზა, მანქანას არანორმალური სისწრაფით მართავდა დანიელი. იმ წამს ფეხებზე ეკიდა ყველაფერი, დაწყებული სიჩქარის გადაჭარბებით, დამთავრებული საპატრულო ჯარიმებით. ნერვიულობისგან ახურებულ სახეს საქარე მინიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის ნაკადიც კი ვერ აკლებდა ვერაფერს. დაძაბულობა ყელში ბურთივით ეჩხირებოდა, თავის ტვინისკენ მიემართებოდა და მთელს ნერვულ სისტემას სასიკვდილო შხამივით უწამლავდა. საშინელება იყო ლალიტამდე მისაღწევად განვლილი ყოველი წამი და წუთი მამაკაცისთვის. არ იცოდა რატომ, მაგრამ გული ცუდს უგრძნობდა და მსგავს წინათგრძნობას ვერაფრით იშორებდა. გზად რამდენჯერმე დარეკვაც სცადა, თუმცა გოგონას ტელეფონი გამორთული ჰქონდა და დაკავშირებაც ვერაფრით შეძლო. ამის გამო ნერვები უფრო მეტად ჰქონდა მოშლილი. ის ფაქტი, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ვერაფრის გაგებას ახერხებდა, ჭკუიდან შლიდა და გონებას ათას მომწამვლელ აზრს აწვდიდა. თავადაც არ იცოდა, რატომ ნერვიულობდა ამდენად იმ ადამიანის გამო, ვისაც მის ცხოვრებაში არანაირი ადგილი არ ეჭირა, გარდა იდეალური სექს-პარტნიორისა, თუმცა ის, რომ ახლა თითოეული უჯრედით გრძნობდა მტკივნეულ დაძაბულობას მეტად აშკარა იყო და ამის უარყოფას არც ცდილობდა. ზომაზე მეტად სწრაფი სიარული გამო, ნავიგატორზე მონიშნულ მისამართზე მისასვლელად სულ რაღაც შვიდი წუთი დასჭირდა მამაკაცს. პარგინგზე ავტომობილის დაყენების თანავე შენიშნა ირგვლივ შეგროვებული, დაკვირვებული სახეებით მომზირალი ხალხი, სასწრაფო დახმარების მანქანა, მუხლებზე ჩაკეცილი ლალიტა და გოგონას ხელს ჩაჭიდებული ახალგაზრდა ექიმი ქალი, ვინც მისთვის წნევის გაზომვას ცდილობდა. შვებით ამოისუნთქა დანიელმა. მიუხედავად შექმნილი მძიმე სიტუაციისა, მაინც შვებით ამოისუნთქა, რადგან ლალიტა ცოცხალი დაინახა და არა უსულო მდგომარეობაში და საკაცეზე მწოლიარე, რასაც იქამდე მისვლის პერიოდში წარმოიდგენდა. გარშემო, წრესავით შემორკალული ხალხი ნაბიჯსაც არ დგამდა ადგილიდან. ყველანი გაფაციცებით შესცქეროდნენ მიმდინარე მოვლენებს და მოუთმენლად ელოდნენ, თუ როგორ დასრულდებოდა ყოველივე ეს. დანიელს ერთი წამითაც აღარ დაუყოვნებია. როგორც კი ძრავა გამორთო, მანქანიდან გადმოვიდა, ხალხის ნაკადი სწრაფად გაარღვია, სასწრაფოს მანქანასთან ჩამუხლულ ლალიტასთან მიირბინა და თავადაც ჩაიმუხლა მის გვერდით. არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, თუ როგორ შეუბღვირა ერთ-ერთმა ექიმმა კაცმა, იმის ნიშნად, პაციენტისთვის წნევის გაზომვაში ხელს ნუ გვიშლიო. ამის მაგივრად, გოგონას მარცხენა ხელს, ხელი მაგრად მოუჭირა, რითაც ცხადად აგრძნობინა, რომ მის გვერდით იყო და არსად წავიდოდა. -როგორ ხარ? -ჰკითხა დანიელმა არა ხმამაღლა, არამედ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით. პარალელურად ლალიტას შეწუხებულ სახეს დააკვირდა. მართალია ამ უკანასკნელს გარეგნულად არაფერი ეტყობოდა ისეთი, რის გამოც მამაკაცს შიშის საფუძველი გაუჩნდებოდა, თუმცა გოგონას თვალებში არეკლილი მზერა, მაინც ქმნიდა დანიელის გულში შემაწუხებელ ხავსს, რომელიც მთელს ორგანოზე ედებოდა და მოსვენებას უკარგავდა. -უკეთ -გოგონამაც ტუჩების მოძრაობით მიუგო. თვალებში ჩამდგარ, ამაფორიაქებელ შიშს ჯერ კიდევ ვერ იშორებდა, თუმცა დანიელის გვერდით ყოფნა, მისი სურნელი და აურა, თავისთვის შეუცნობელი ძალით ავსებდა. იმ ძალით, რისი ბოლომდე ახსნაც თავადაც არ შეეძლო. -როგორ არის? რა დაემართა? -ამჯერად თავზე წამომდგარ ექიმ მამაკაცს ახედა, თან თვითონაც ფეხზე წამოდგა დანიელი და წამით გარშემო შემოკრებილ ხალხსაც გადაავლო თვალი -ცუდად რის გამო გახდა? რამე სერიოზულია? ამასობაში, სამედიცინო სამოსში გამოწყობილმა ექიმმა ქალმაც დაამთავრა წნევის გაზომვა და კალეიდოსკოპის მოხსნის შემდეგ, პირდაპირ დანიელს ახედა, გამჭოლი მზერით. -წნევა ოდნავ მაღალი აქვს. თქვენ მეუღლე ბრძანდებით? -არა, მეგობარია -მამაკაცის მაგივრად, ლალიტამ აიღო საკუთარ თავზე პასუხის გაცემის ინიციატივა. მერე თავადაც გადაწყვიტა მედიკოსისთვის შეკითხვის დასმა -დაახლოებით მაინც ვერ მეტყვით, რას შეიძლებოდა გამოეწვია ყოველივე ეს? -ნერვიულობა, სტრესი, გადაღლილობა –ყველაფერი შეიძლება იყოს ამის მიზეზი -ნელა და დეტალურად დაიწყო ახსნა ქალმა, თან კიდევ ერთხელ შეხედა დანიელს, ვინც გაფაციცებით ისმენდა თითოეულ მის წარმოთქმულ ბგერას -წნევის მომატება და გულის წასვლის შეგრძნება ბევრი უმნიშვნელო მიზეზის ბრალი შეიძლება იყოს. ასევე ტაჰიკარდიაც, თუმცა დეტალური შემოწმებისთვის მაინც გირჩევთ კლინიკაში გამოგვყვეთ და კარდიოგრამა გადაიღოთ. შემდეგ გულის ექოსკოპიური კვლევაც ჩაიტარეთ. თუკი ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა, ესე იგი თქვენი ცუდად გახდომა ნერვული სისტემის აღგზნებადობას უკავშირდება და ნერვოპათოლოგთან გაგიშვებთ კონსულტაციაზე -გასაგებია -უღიმღამოდ დაუქნია თავი გოგონამ. აღარ დაუწყია იმაზე საუბარი, რომ რამდენიმე დღის წინ თავადაც სურდა შემოწმებაზე მისვლა, რადგან ყოველი სიტყვის წარმოთქმა იმ წამს ისე ღლიდა, როგორც ზურგზე უზარმაზარი ლოდით გადადგმული თითოეული ნაბიჯი. მერე დანიელის მოღუშულ სახეს შეხედა და ღიმილით დაამატა:-ნატალის მაგივრად შენ იმიტომ დაგირეკე, რომ მეგონა არ ინერვიულებდი. რა გამომეტყველება გაქვს? თუკი რამე არასასიამოვნო მომივა, ესე იგი ასე იყო საჭირო -მაგას ნუ ამბობ! -ლამის შეუღრინა მამაკაცმა -შენ მშვენივრად ხარ და საპირისპირო ვარიანტი არც განიხილება! -კარგი, თანახმა ვარ მეც პოზიტიურად ვიფიქრო -ჰოდა პოზიტიური ფიქრებით გავემართოთ კლინიკისკენ. დავრეკავ, ვეტყვი დღევანდელი პრეზენტაცია გადადონ და მეც შენთან ერთად წამოვალ. 8 8 8 8 გუდაურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს¬ –„თოვლის სასახლის“, მეორე სართულზე მდებარე, ოცდამეშვიდე ნომერში, ნატალი დიდ საწოლზე გაწოლილიყო, წინ Apple-ს გაშლილი ლეპტოპი ედო და გამალებით ათვალიერებდა „ტიკ-ტოკში“ ატვირთულ ვიდეოებს. გიშრისფერი ციდან ლამაზად ბარდნიდა. სასტუმროს მკვეთრად მანათობელი ლამპიონების წყალობით, ოთახის დიდი ფანჯრიდან ნათლად ჩანდა, თუ როგორი ფარფატით ეშვებოდნენ რძისფერი, მსხვილი ფიფქები და როგორ ადნებოდნენ სარკმლის მინებს. ალექსი იქვე, საწოლიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მდგომ სავარძელში ჩამომჯდარიყო. მამაკაცს, მარჯვენა მუხლზე მობილური ედო, თუმცა ამ უკანასკნელს არც კი უყურებდა. ამის მაგივრად, ჰაერში მოფარფატე თოვლის ფანტელებისთვის გაეშტერებინა ფიქრიანი მზერა და ოთახშიც სრული სიმშვიდე და სიწყნარე ბატონობდა, მანამ, სანამ ყოველივე ამას ნატალის ინიციატივით არ დაესვა წერტილი. -ალექს, რამე გავაკეთოთ რაა -ლეპტოპს მოწყდა თუ არა, ფეხზე ზანტად წამოიწია და ამჯერად, საწოლზე იოგას პოზაში ჩამოჯდა გოგონა -სანამ ვახშმის დრო მოვა და სასტუმროს რესტორანში ჩავალ, მანამდე რამე ხომ უნდა ვქვნათ? -მაინც რა გინდა რომ გავაკეთოთ ნატალი? -მაგალითად, ავდგეთ და ჩვენც ტიკ-ტოკის ვიდეო ჩავწეროთ, თუ როგორ გიკეთებ მაკიაჟს, შენ კი ამ დროს ვითომ გძინავს და გამოღვიძებულზე ფეხსაცმელს მესვრი თავში ალექსი ისეთი დაბღვერილი სახით შეხვდა ამ სიტყვებს, გოგონა უმალვე მიხვდა, რომ მისი მხრიდან ვიდეოს ჩაწერაზე დათანხმების ალბათობა ნულს ქვემოთ იყო გაყინული. -ბარემ კოლგოტსაც ჩავიცვამ და შილაკსაც გავიკეთებ არ გინდა? -ჰკითხა მამაკაცმა წარბის აწევით. მერე ღრმად ამოიხვნეშა და სანამ ნატალი რამე პასუხს გასცემდა, მზერით კვლავ თოვლის ფანტელებს დაუბრუნდა. -ოოო, კარგი ჰო. მაშინ სხვა რამით გავერთოთ -წინანდელზე უკეთესი ვარიანტის იმედად ვარ ნატალი უმალვე ჩაფიქრდა და თავისდა გასაოცრად, ახალი იდეის მოსაფიქრებლად სულ რაღაც ხუთი წამი დასჭირდა. -მაშინ, მოდი ყველაზე უცნაური და სახალისო მოვყვეთ, რაც კი თავს გადაგვხდენია ცალყბად ჩაეცინა ალექსს. გამომეტყველებაზეც ნათლად დაეტყო, რომ მოცემულ მომენტში რაღაც მხიარული გაახსენდა. -შენზე შეგიძლია არაფერი მოყვე, უკვე ვიცი ერთი ეგეთი ისტორია -რომელს გულისხმობ? -აი ის, საყიდლებზე რომ წახვედი, სხვადასხვა მაღაზიაში მაისურები რომ შეიძინე და სახლში დაბრუნებულზე რომ მიხვდი, რომ თურმე ორი ერთნაირი გიყიდია -ეგ ლალიტამ მოგიყვა, არა? -დაბღვერილი სახე მიიღო გოგონამ, რის გამოც, წარბებზე ორი ხაზი გაუჩნდა -ვიცოდი, რომ მაინც ვერ გააჩერებდა თავის გრძელ ენას -ნუ გეშინია, შენს საიდუმლოს სამარეში წავიღებ -კვლავ ეცინებოდა ალექსს -ისე, გაფიცებ ეგეთი სისულელე როგორ დაგემართა? -ჩემს დაცინვას გირჩევნია შენზე მოყვე. ლალიტას კიდევ ამაზე პასუხს აუცილებლად მოვთხოვ -კარგი, მოდი დავფიქრდე -ნიკაპზე აათამაშა საჩვენებელი და შუანა თითი ალექსმა. ფიქრისთვის არც თუ ისე დიდი დრო დასჭირვებია. დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ, ფანჯარას თვალი მოწყვიტა, საწოლზე მჯდომ ნატალის გახედა და ოდნავ გაეღიმა -გოგომ, ვისთანაც ღამე გავატარე, მალულად, შარვლის უკანა ჯიბეში თავისი ქვედა საცვალი ჩამიდო. შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს საცვალი, მარტკეტის სალაროსთან, შემთხვევით საფულის მაგივრად ამოვიღე და კონსულტანტმა გოგონებმაც მაგრად იღადავეს ჩემზე -მათ ადგილას მეც კარგად ვიღადავებდი -გულწრფელად აღიარა ნატალიმ და ამჯერად ზურგით გაწვა საწოლზე -ისე, შენ ამას შურისძიების გარეშე არ დატოვებდი და მომიყევი რა გაუჩალიჩე იმ გოგოს -ბევრი არაფერი -მაინც მითხარი, მაინტერესებს ალექსმა ღრმად ამოისუნთქა. იცოდა, რომ სანამ ნატალის ცნობისმოყვარეობას არ დააკმაყოფილებდა, ამაზე საუბარი მაინც არ შეწყდებოდა, ამიტომ საბოლოოდ მაინც მოყოლა ამჯობინა: -ბარისტა იყო და ისიც ვიცოდი, თუ რომელ ბარში მუშაობდა. მეორე დღეს მის სამსახური მივედი, საცვალი დაცვის თანამშრომელ ბიჭს გადავეცი, ვუთხარი ვისაც ეკუთვნოდა და ვთხოვე უკან პირადად მას დაებრუნებინა -მაგას სერიოზულად ამბობ? -კი -ფუ შენი, რა უტაქტობაა! -წარბები ინსტიქტურად შეკრა ნატალიმ. მოსმენილით აშკარად უკმაყოფილო ჩანდა და ეს სახის ყოველ მონაკვეთზე ეტყობოდა -უტაქტო მხოლოდ მათ მიმართ ვარ, ვინც ჩემს მიმართაა უტაქტო -მაინც საზიზღარი ხასიათი გაქვს. მამრობითი სქესის წარმომადგენელი ქალებს ასე არ უნდა ექცეოდეს, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი -თავადაც ვიცი, რომ ოცნების მამაკაცი არ ვარ ნატალი -სრული გულწრფელობა იკითხებოდა ალექსის ყოველ სიტყვაში იმ წამს -სწორედ ამიტომ არ ვეძებ სერიოზულ ურთიერთობებს. მეეჭვება არსებობდეს ადამიანი, ვინც შეძლებს ჩემს ხასიათს შეეწყოს -აი მანდ კი ცდები-თვალებით ჭერს მიშტერებოდა და ისე საუბრობდა გოგონა -თითოეულ ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე იპოვის მას და მთელი დარჩენილი დრო ბედნიერი იქნება -კარგი რა, ისე ნუ საუბრობ, თითქოს ეს ცხოვრება მხოლოდ მზის სხივები და პეპლები იყოს -კი ბატონო, ვჩუმდები -დანებების ნიშნად ორივე ხელის გული მაღლა ასწია ნატალიმ -ეგეთ საკითხებში ჩვენ ერთმანეთს მაინც ვერ გავუგებთ და ჯობს თემა შევცვალოთ ალექსი მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და ფუმფულა საწოლზე ჩამოჯდა. მერე ბოტასები ორივე ფეხზე გაიხადა და პირდაპირ ნატალის მიუწვა გვერდით. -იმ სებეს ნახვას დღეს აპირებ, არა? -ჰკითხა ისე, რომ დახუჭული თვალები არც გაუხელია. მამაკაცის სახელის ხსენებაზე, ნატალის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში. რაღაც კუთხით სინდისი აწუხებდა, იმის გამო, რომ უდანაშაულო ადამიანს, საკუთარი მიზნებისთვის ბოროტად იყენებდა, თუმცა ცდილობდა ამაზე მაინცდამაინც ბევრი არ ეფიქრა. -ჰო, ქვემოთ იქნება, რესტორანში. სწორედ იქ გაიგებს, საერთო სასტუმროში რომ ვართ გაჩერებულები -მე მხოლოდ ერთს გირჩევ -გოგონასკენ გადატრიალდა და ლოყაზე თითები ნაზად ჩამოუსვა ალექსმა, თან პირდაპირ თვალებში უყურებდა -იმისკენ ნუ გაიქცევი, ვის მიღებასაც ამ ცხოვრებაში ვერ შეძლებ ამ სიტყვების მოსმენაზე, მთელ სხეულზე ეკლებმა დააყარა და წარბის აწევითაც შეხედა გვერდით მწოლიარე ალექსს, ნატალიმ. -შენ რა, ახლა იმაზე მიმანიშნე, რომ სებესთან არანაირი შანსი არ მაქვს? მამაკაცმა უარის ნიშნად გადააქნია თავი. -თვითონ მითხარი, რომ ეგ ტიპი მაგრად გ’კიდია და ყველაფერს მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ საქმეს ასე სჭირდება, მაგრამ თუკი მის მიმართ სიმპათიები გაგიჩნდა, კარგად დაფიქრდი, შენი ყოფილისნაირ ს*რს არ მიუძღვნა საკუთარი თავი. ისეთ ადამიანს, ვინც სათანადოდ არ დაგაფასებს და ცხოვრების მეგზურად არ ენდომები -მაგაზე ნუ იდარდებ -ღიმილით დაამშვიდა -ჭკუა დიდი ხანია ნასწავლი მაქვს და აღარავის მივცემ საშუალებას გული მატკინოს. არც სიყვარული მჭირდება. ეს გრძნობა ერთხელ გამოვცადე და საკმარისია. მისი განცდის არანაირი სურვილი აღარ მაქვს! -და ამას ის ადამიანი მეუბნება, ვინც ცოტა ხნის წინ, მეორე ნახევრის არსებობასა და ბედნიერებაზე საუბრობდა -შეკავებული სიცილით აღნიშნა ალექსმა -მართალია როცა ამბობენ სხვის ომში ყველა ბრძენიაო -მეორე ნახევრის არსებობის მართლა მჯერა, მაგრამ მის მოძებნას არ ვაპირებ. თავს მარტოც მშვენივრად ვგრძნობ და მორჩა! -მეც ასევე, ამიტომ, ბებიაჩემის მსგავსად ჩემთვის ლექციების კითხვას თავი დაანებე ნატალიმ დაამთქნარა, ფეხზე წამოდგა და საწოლზე გაშლილ ლეპტოპს მიუბრუნდა. „ტიკ-ტოკის“ თვალიერება უკვე საშინლად მობეზრებოდა, ამიტომ აპლიკაცია სწრაფად გათიშა, საწოლზე კვლავ ნებიერად გაწვა და თავი ისე დადო, რომ ცხვირით, ლამის ალექსის ცხვირის წვერს შეეხო. -ალექს -ჰო -შენი აზრით რატი მართლა სულელია ჩემზე უარი რომ თქვა? -სულელი არა –გამო*ირებული -დამარცვლით მიუგო ბოლო სიტყვა მამაკაცმა და გოგონას ტუჩებზე გამოსახული ღიმილის დანახვაზე, თავადაც გაეპო ბაგეები ღიმილისგან. ამასობაში რვა საათი შესრულდა და ვახშმობის დროც მოვიდა. ალექსს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ რესტორანში ჩასვლის მაგივრად, სასტუმროს მომსახურების სერვისით ესარგებლა და ვახშამი საკუთარ ნომერში შეეკვეთა. რაც შეეხება ნატალის, ეს უკანასკნელი უკვე მთელი სხეულით აჟიტირებული ემზადებოდა სებესთან შესახვედრად. სწორედ ამის გამო, მამაკაცმა იგი თავის ოთახში მარტო დატოვა, რათა საშუალება მიეცა ვახშამზე ჩასასვლელად განმარტოებით მომზადებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც სამი დღით იყვნენ ჩამოსული, მაინც უამრავი ტანსაცმელი ჰქონდა წამოღებული გოგონას. სურდა სებესთან შეხვედრის პირველ საღამოს უზომოდ ლამაზი ყოფილიყო, თანაც ზედმეტი მაკიაჟისა და პომპეზური სამოსის გარეშე. ბევრი ფიქრისა და კარადის წინ გაშტერებული თვალებით დგომის შემდეგ, არჩევანი ტანზე მომდგარ, იისფერ ქვედა ბოლოსა და ამავე ფერის მოკლე, ყელიან მაისურზე გააკეთა. თმა უბრალო, გაშლილ მდგომარეობაში დაიტოვა და არც სახეზე წაუსვამს ზედმეტი კოსმეტიკა. მხოლოდ სპილოსძვლისფერი პუდრი დაიტანა კანზე, წამწამები ტუშით აიპრიხა, თვალები ოდნავ გაიფერადა ლაინერით და ტუჩებზე მალინისფერი საცხი გადაისვა. საბოლოო ჯამში, სარკეში ჩახედვისას მიხვდა, რომ ზუსტად ისე სადად და დახვეწილად გამოიყურებოდა, როგორც ეს დასაწყისში ჰქონდა ჩაფიქრებული. თავდაპირველად, დარბაზში ჩასვლა კიბეების საშუალებით ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო, ქვედა სართულზე მოსახვედრად მაინც ლიფტის გამოყენება გადაწყვიტა. სასტუმროში ღამისთვის დამახასიათებელი, მყუდროებით სავსე სიმშვიდე სუფევდა. მდუმარებას მხოლოდ რესეფშენში მჯდომი ადმინისტრატორი გოგონების ჩუმი ხმა ფანტავდა, რომლებიც მიმღებთან ყავის ჭიქებით ხელში ისხდნენ და ერთმანეთს რაღაცაზე ღიმილიანი სახეებით ესაუბრებოდნენ. მიმღებში დიდი, ოქროსფრად მოჩუქურთმებული სარკე ეკიდა. ნატალიმ სწორედ მასში შეათვალიერა საკუთარი თავი, რესტორანში შესვლის წინ და როცა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ იდეალურად გამოიყურებოდა, ქუსლების კაკუნით შეაბიჯა დარბაზში. მუხისფერი მაგიდების თითქმის ნახევარი, სასტუმროს დამსვენებლებით იყო სავსე. რესტორანში ნაზი, სასიამოვნო მელოდია უკრავდა, რის ფონზეც სტუმრები მეტად მადიანად შეექცეოდნენ სხვადასხვა დასახელების კერძებს, ხოლო მწვანე უნიფორმებში გამოწყობილი მიმტანები, მკვირცხლად დააბიჯებდნენ და ან ზედმეტ თეფშებს აცლიდნენ ხალხს, ან სასმელსა და საჭმელს უმატებდნენ. მართალია დარბაზი ადამიანთა ნაკლებობას არ განიცდიდა, თუმცა ნატალის დაკვირვებულ თვალს მაინც არ გასჭირვებია სასტუმროს დამსვენებლებს შორის, დიდ ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდასთან მჯდომი ანჯაფარიძის შემჩნევა, ვისაც, წინ მხოლოდ წვენით ნახევრად სავსე ჭიქა ედო და მობილურში ყურების პარალელურად, სვენებ-სვენებით შეექცეოდა ამ უკანასკნელს. მის შემხედვარეს, კმაყოფილებისგან გაეღიმა ნატალის. მეტად მიმზიდველად გამოიყურებოდა იმ მომენტში მამაკაცი. ჯინსის შარვალზე გადაცმული ლურჯი ფერის ჰუდი, საოცრად ეხამებოდა სებეს ზღვისფერ თვალებს, ხოლო ლამაზად დაყენებული ნახშირივით შავი თმა, დაბალი წვერი და გამოკვეთილი ყბები, უფრო მეტად უსვამდა ხაზს მის მამაკაცურობას. მართალია იმ წამს სებეს გვერდით დაჯდომის დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა მასთან პირველი გასაუბრების სცენარი სრულიად სხვაგვარად ჰქონდა წარმოდგენილი, ამიტომ, დასაჯდომად მამაკაცთან ახლომდებარე ერთ-ერთი მაგიდა ამოირჩია და როგორც კი სკამი გამოსწია, მაშინვე იხმო მომსახურე პერსონალი შეკვეთის გასაკეთებლად. კერძის არჩევაში ბევრი დრო არ დაუკარგავს. ვინაიდან, დასაწყისიდანვე იცოდა, რასაც შეჭამდა, მიმტანს სპაგეტი-ბოლონეზეს მოტანა სთხოვა, თან საგულდაგულოდ გადასცა თვითმფრინავის ფორმით დაკეცილი, სებესთვის წინასწარ გამზადებული პატარა წერილი, რომელიც პირდაპირ ანჯაფარიძის მაგიდასთან უნდა მიეტანათ და ისიც უნდა ეთქვათ, თუ ვისგან იყო გაგზავნილი ეს უკანასკნელი. გოგონას ყველა სიტყვა, მოქმედება თუ ჟესტი წინასწარ ჰქონდა შერჩეული და დაგეგმილი. მამაკაცის სოციალურ ქსელებზე წვდომის, მისი პიროვნების საფუძვლიანად შესწავლის მეშვეობით, უკვე საკმაოდ კარგად იცოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, რა ელაპარაკა და გაეკეთებინა მის გონებაში შესაღწევად. მეტიც –იქ ფესვების მყარად გასადგმელად. საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული, მეტად მხნედ გამოიყურებოდა, ამიტომ, მიმტანის წასვლის შემდეგ არხეინად მიეყრდნო სკამის რბილ საზურგეს და სცენარის შემდგომი განვითარების მოლოდინში, გადაწყვიტა ინტერნეტის მეშვეობით გაერთო თავი. მობილურის აღების თანავე, პირველად ფეისბუქს ესტუმრა. მართალია წაუკითხავი შეტყობინებები არ ჰქონდა, თუმცა ცოტა ხნით „სქროლვით“ გაიყვანა დრო. შემდეგ უკვე ინსტაგრამზე გადავიდა. პირველად, რაც იქ შესულს თვალში მოხვდა, ეს ახლადატვირთულ ფოტოზე დაფიქსირებული მოწონებები იყო, რომელიც თითქმის ხუთასზე ასულიყო. „ლაიქების“ რიცხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია გოგონას. ის, რაზეც მთელი გონება მიმართა ერთი ადამიანის სახელი და გვარი იყო, რომელსაც ყველაზე ბოლოს ჰქონდა მოწონებული მისი ფოტო. ნატალის ლამის თავბრუ დაეხვა, როდესაც ეკრანზე, ქართული შრიფტით დაწერილი სახელი –რატი ბალანჩივაძე ამოიკითხა და მის სურათსაც მოჰკრა თვალი. უკვე ძალიან დიდი ხანი იყო, რაც ამ ადამიანისგან აღარაფერი სმენოდა გოგონას. ყოველნაირად ცდილობდა თითოეული მოგონება ფურცელზე დამჩნეული ფანქრის ნაკვალევივით წაეშალა გონებიდან, თუმცა მოჰკრა თუ არა თვალი მამაკაცის სახელსა და გვარს, ყველაფერმა თავიდან შეისხა ფრთები მის გულში და წამით ყელში ისეთი უცნაური მოჭერა იგრძნო, თითქოს რაღაც დიდი გაეჩხირაო. ამდენი ხნის შემდეგ, ამდენწლიანი დუმილის შემდეგ, რატი ბალანჩივაძე კვლავ გამოჩენილიყო ნატალის ცხოვრების ჰორიზონტზე, თანაც იმდენად ზედაპირულად, რომ არც კი იცოდა გადაედგა თუ არა მისი მიმართულებით საპასუხო ნაბიჯი. გოგონას ფიქრები ათასი მიმართულებით დაფრინავდნენ იმ წამს. ეფიქრებოდა იმაზე, რომ რატიმ ამდენი ხნის მერეც გამოამჟღავნა მისდამი მცირედი, თუმცა მაინც ყურადღება. იქნებ ეს დიდი მონატრების გამო გადადგმული მორიდებული ნაბიჯი იყო მამაკაცის მხრიდან? იქნებ რატი, რაღაც კუთხით უკვე მიმხვდარიყო, რომ თავს ნატალიზე უკეთ ვერავისთან იგრძნობდა და ცდილობდა მცირედი ბიძგებით ამ უკანასკნელთან კონტაქტზე გასულიყო? ასეთი რამის მხოლოდ წარმოდგენაც კი სასიამოვნოდ ეღვრებოდა გულში გოგონას. ნაწილობრივ, ეზიზღებოდა კიდეც საკუთარი თავი, რადგან ეს ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ამოეძირკვა გონებიდან, თუმცა მეორეს მხრივ, არც სხვა ვინმესთან ყოფნა შეეძლო. თუკი რომელიმე მამაკაცი ვიზუალურად მოეწონებოდა, ფლირტის ფაზას არასდროს სცდებოდა ხოლმე, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული, რომ რატის შემდეგ, თითოეული მათგანი ძალზედ უინტერესოდ მოეჩვენებოდა. ვერ იტყოდა, რომ მამრობითი სქესისგან ყურადღებას არ გრძნობდა. პირიქით, ყოველივე ეს, ზედმეტადაც კი იყო მის ცხოვრებაში, თუმცა ვინმესთან ყოფნასა და ახალი პირადი ცხოვრების აშენებას, მაინც მარტოობა ერჩივნა და ეს ფაქტი, უკვე წლები იყო რაც უცვლელად რჩებოდა. გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და რატის ფოტოს დააშტერდა. ბევრი იფიქრა შესულიყო თუ არა მის ინსტაგრამ-გვერდზე, უარყოფითი ვარიანტებიც მრავლად განიხილა, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი მაინც დადებით მოსაზრებაზე შეაჩერა და ის-ის იყო მამაკაცის პროფილზე გადასასვლელ ღილაკს დააჭირა, რომ განზრახვაზე ხელი თავზე ჩამომდგარი ადამიანის ჩრდილმა ააღებინა. ნახევარი წამის შემდეგ, ცხვირში, მამაკაცის სუნამოს გრილი, სასიამოვნო სურნელი მოხვდა ნატალის. ჯერ კიდევ რატიზე ფიქრებით მოცულს, საწყის ეტაპზე გაუჭირდა იმის მიხვედრა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ როდესაც მის ფოტოს მზერა მოაშორა, თავი ასწია და მაგიდის კიდესთან მდგომ, თავზე წამომდგარ მამაკაცს მოჰკრა თვალი, მაშინვე გაახსენდა რისთვისაც იყო ჩამოსული რესტორანში სავახშმოდ. -საღამო მშვიდობის -ესე იგი, ესპანურ ენაზე შედგენილი წერილების გაგზავნა მოგწონს -დამკვირვებლური მზერის თანხლებით, ყოველგვარი მისალმების გარეშე ალაპარაკდა მამაკაცი, თან ნატალისგან მიღებული, ორად დაკეცილი ბარათი შეათამაშა ხელში და თვალებით ჰკითხა გოგონას, შეიძლება თუ არა დავჯდეო. ნატალიმ, დაძაბულობისგან რამდენჯერმე ჩაახველა. რატის გამოჩენას, ლამის მთლიანად ამოეყირავებინა მისი გონება. სხვაზე უკვე ვეღარაფერზე ფიქრობდა, მაგრამ როდესაც თავს წამომდგარი სებე ანჯაფარიძის მუქ ლურჯ, კითხვის ნიშნებით სავსე თვალებს შეაცქერდა, იგრძნო, რომ თამაშის დასაწყებად სწორედ შესაფერისი დრო იყო და ყოველივე ამისთვის ხელი ვერაფერს უნდა შეეშალა. -დაჯექი -მიმართა გოგონამ ოდნავი ღიმილით, თან ყველანაირად მობილიზდა, რათა შინაგანი გულის წუხილი, ყველასგან უხილავ– აიზბერგის ქვედა მხარედ დარჩენილიყო. უნდა აღენიშნა, სებე ანჯაფარიძეს პირველად ხედავდა თავისთან ასე ახლოს და ეს ცოტათი ეუცნაურებოდა კიდეც, თუმცა ისიც უნდა ეღიარებინა, რომ მამაკაცი, ახლოდან ბევრად უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ვიდრე ეს დისტანციურ მანძილზე ჩანდა. სებემ სკამი უხმოდ გამოსწია და მაგიდასთან ნატალის პირისპირ ჩამოჯდა. რამდენიმე წამით უხმოდ ათვალიერებდა გოგონას. შემდეგ თვალი მოაშორა, ორად გაკეცილი ბარათი გაშალა და მასზე წაწერილი სიტყვები ხმამაღმა ამოიკითხა: -Pasa esta noche conmigo (ესპ- გაატარე ეს ღამე ჩემთან ერთად) -ჰო, ზუსტად ეგრე წერია, მერე? -არაფერი -ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილი გაუკრთა, ნიკაპი ორ თითს ჩამოაყრდნო და გოგონას შეხედა გამომცდელი მზერით -ჯერ იმ ფაქტმა გამაოცა, რომ ამ სასტუმროში გნახე, მერე კიდევ იმან, რომ მსგავსი შინაარსის წერილი მივიღე შენგან მაშინ, როცა სამსახურში მეგობრულადაც კი არ ვესალმებით ერთმანეთს ნატალიმ ტელეფონი გვერდზე გადადო. რატიზე ფიქრის გაგრძელება ახლა კარგს არაფერს მოუტანდა. გრძნობდა, რომ მთლიანად სებეზე უნდა კონცენტრირებულიყო და რამდენიმე წამიანი მცდელობის შემდეგ გამოუვიდა კიდეც ეს. -ღამის ჩემთან გატარებაში მაინცდამაინც ის არ იგულისმხება, რაც ამ წამს გიტრიალებს თავში -მაგიდას მკლავებით დაყრდნობოდა და ისე ელაპარაკებოდა, რომ მის ზღვისფერ თვალებს წამითაც არ აშორებდა მაცდუნებელ მზერას -ამ წერილის შინაარსის გაგება კიდევ ბევრნაირად შეიძლება -მაგალითად? -ღიმილისგან ტუჩის კუთხე ჩატეხვოდა მამაკაცს. თვალებში აშკარა ინტერესი ეხატა იმისა, თუ როგორ გაგრძელდებოდა წამოწყებული დიალოგი. -მაგალითად შეგეძლო წარმოსახვა ჩაგერთო და საწოლისა და მასში მწოლიარე შიშველი ქალის მაგივრად, ლამაზი ღამე წარმოგედგინა, სადაც მე და შენ თოვლის პაპას ვაკეთებთ, ან ბავშვებივით ვგუნდაობთ და გათენებამდე ერთად ვართ, ღამის ცის ქვეშ -ანუ თინეიჯერულ პაემანს მინიშნავ -არც სებე აშორებდა თვალს მის სახეს. -მე უფრო დროის ერთად გატარებას დავარქმევდი -სკამის საზურგეს მიაწვა, ქვედა ტუჩს კბილები მოსდო და კვლავ ალაპარაკდა:-ხომ გქონია შემთხვევა, როდესაც მაღაზიაში გაგივლია, რამე ლამაზი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი მოგწონებია და მოგდომებია შენი გამხდარიყო? მეც ასე ვარ. როცა რამე ძალიან ლამაზს ვხედავ, მინდება მივისაკუთრო. ამ შემთხვევაში ეს სიტყვები შენ გეხება -ფეხსაცმელს და ტანსაცმელს მადარებ? -გული დაგწყდა? მეგონა კარგად გადმოგცემდი სათქმელს მამაკაცის გამომეტყველებაზე აშკარად იკითხებოდა, თუ როგორ ართობდა მთელი ეს საუბარი, თუმცა მის თვალებში უნდობლობა და ეჭვიც ჩანდა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იმ წამს პირისპირ ეჯდა და წამითაც არ აშორებდა მაცდუნებელ მზერას. -არ მეგონა ასეთი მხარე თუ გაგაჩნდა -უთხრა ბოლოს -სამსახურში თითოეულ მამაკაცს ისეთი ქედმაღლური მზერით უყურებ, თითქოს მათგან შენი ღირსი არავინაა, ამ დროს კი, სრულიად მოულოდნელად, წერილს წერ და შეხვედრას მინიშნავ რომანტიულ ატმოსფეროში -ანუ იმასაც აკვირდები, როგორი მზერით ვუყურებ სხვა მამაკაცებს -ღიმილის შეკავება ვერ შეძლო ნატალიმ სებეს სიტყვებზე. თუკი აქამდე ეგონა, რომ იგი საერთოდ ვერ ამჩნევდა, ამის შემდეგ თავის უწინდელ მოსაზრებაში მსწრაფლ შეიტანა ეჭვი. -ცდილობ სიტყვებით მეთამაშო, არა? -არა, ვცდილობ აღიარება გაგაკეთებინო -რისი აღიარება? -იმის, რომ მალულად მაკვირდები ხოლმე -უთხრა თუ არა, ცხვირზე საჩვენებელი თითი მიადო გოგონამ და დაამატა:-თუ იტყვი არაო, პინოქიოს ცხვირი გაგეზრდება სებეს ჯერ ჩაეცინა, შემდეგ ფრთხილად მოიშორა ნატალის თითი სახიდან, თავადაც სკამის საზურგეს მიეყრდნო და აქედან რამდენიმე წამში ალაპარაკდა კიდეც: -სისულელეა იმის უარყოფა, რომ მიმზიდველი ქალი ხარ, მაგრამ ვაღიარებ, ჩემს თვალში სულ სხვანაირი ადამიანის იმიჯი გქონდა -როგორის? ისეთი ბანალური გოგოსი, ვისაც მამაკაცი იზიდავს და მაინც ჩუმად ზის კუთხეში, სანამ მისგან არ დაინახავს ინიციატივას? -არა, უბრალოდ კაცთა მოდგმისთის ზედმეტად მიუწვდომელი ჩანდი -ჰოდა მინდა საზეიმოდ გაცნობო, რომ ვისითაც თავად დავინტერესდები, იმისთვის ნამდვილად არ ვარ მიუწვდომელი ვარსკვლავი -დაასრულა თუ არა წინადადება, თავისი დაწერილი ბარათი აიღო, რომელიც სებეს კვლავ ორად გადაკეცილი დაედო მაგიდის ზედაპირზე და მამაკაცს გამომცდელი მზერა ესროლა :-აბა რას იტყვი? გაატარებ ამ ღამეს ჩემთან ერთად? გარანტიას გაძლევ, შენს ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი იქნება მამაკაცს, დასმულ შეკითხვაზე პასუხი არ დაუბრუნებია. რამის თქმის მაგივრად, ნატალის, ხელში დაჭერილი ბარათი გამოართვა, იგი ცარიელ მხარეს შემოატრიალა და მაგიდიდან აღებული გოგონას კალმით, მასზე თავადაც დაიწყო რაღაცის წერა. -რას აკეთებ? -ცნობისმოყვარეობა მსწრაფლ გამოამჟღავნა ნატალიმ, თუმცა სებეს კვლავაც არ ამოუღია ხმა. გოგონას მიმართ ყურადღება მხოლოდ მაშინ გამოიჩინა, როდესაც ფურცელზე წერას მორჩა და იგი კვლავ პატრონს დაუბრუნა უკან. -ეს წაიკითხე, მე კი უნდა დაგტოვო, ცალკე მირჩევნია ვახშმობა -თქვა თუ არა, ფეხზეც წამოიმართა, გამოწეული სკამის თავის ადგილას დაბრუნების შემდეგ, ნატალის ოდნავი ღიმილით დაუკრა თავი და რამდენიმე წამში, სრულიად მარტო დატოვა საკუთარ მაგიდასთან. გოგონაც მხოლოდ მისი წასვლის მერე მოეგო გონს. ზუსტად მაშინ გაახსენდა ხელში მოქცეული ბარათი და ეს უკანასკნელი ინტერესიანი მზერით გახსნა. -„Te espero en la recepción a medianoche” (ესპ:-შუა ღამით რესეფშენში დაგელოდები“) -ეწერა მასში 8 8 8 8 "თქვენს კარდიოგრამაში რაღაც არ მომწონს" "თქვენს კარდიოგრამაში რაღაც არ მომწონს" "თქვენს კარდიოგრამაში რაღაც არ მომწონს" ვერცხლისფერი განათების ქვეშ მწოლიარეს, გამუდმებით ეს სიტყვები უწუოდა ყურში, თუმცა სახეზე პანიკის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა. უბრალოდ ისვენებდა, მშვიდად სუნთქავდა და გულ-მკერდზე წასმულ, სპეციალურ გელზე ასრიალებული აპარატის ყოველ მოძრაობაზე, უკმაყოფილებისგან მანჭავდა სახეს. დრო გადიოდა. ლალიტას თვალები ჯერ მონიტორს უყურებდნენ, მერე ექიმის შეჭმუხნილ წარბებს, შემდეგ კვლავ მონიტორს, რაზეც მისთვის ყველაფერი გაუგებარი იყო და გრძნობდა, რომ საბოლოო პასუხი მეტად უსიამოვნო მოსასმენი იქნებოდა. აბსოლუტურად ყველაფერზე ეფიქრებოდა იმ მომენტში. დარდობდა იმაზე, რისი გაკეთებაც სურდა და ვერ მოასწრო, იმაზე, თუ რა ახალგაზრდას უწევდა ყოველივე ამის გადატანა და იმაზეც, რომ ოცდაექვსი წლის ასაკში არაფერი ჰქონდა გაკეთებული ისეთი, რითაც შეეძლო ოდნავ მაინც ეამაყა. იქნებ დასმული დიაგნოზი მართლაც განაჩენი ყოფილიყო? რა უნდა გაეკეთებინა მაშინ? დეპრესიაში ჩავარდნილიყო, თუ ახლობელი ადამიანებისთვის ყველაფერი დაემალა და სანამ დრო ხელს უწყობდა, ყოველი დღით მაქსიმალური სიამოვნება მიეღო? მისი გული პირველ ვარიანტზე აკეთებდა არჩევანს, რადგან თავის მოჩვენება, თითქოს კარგად იყო, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვებოდა, ხოლო გონება სრულიად საპირისპირო პოზიციაზე იდგა და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ უსიამოვნო სიტუაციის მიუხედავად, პოზიტიური განწყობა აერჩია ცხოვრების მეგზურად. ყველაზე მეტად, მაინც კართან მომლოდინე დანიელზე ეფიქრებოდა. საკუთარ თავს წყევლიდა იმის გამო, რომ ცუდად გახდომის შემდეგ პირდაპირ მას დაურეკა. ნამდვილად არ სურდა რაიმე არასასიამოვნო დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ეს ამბავი ვინმე სხვასაც გაეგო, თუმცა არც მოტყუება გამოუვიდოდა, რადგან სრულიად შესაძლებელი იყო მამაკაცი სიტყვაზე არ ნდობოდა და ყველაფერი თავად ექიმთან გადაემოწმებინა, ბოლომდე დასარწმუნებლად. -რამე საშიშია? -თვალებდახუჭულმა ჰკითხა თეთრხალათიანს. ეს კითხვა უკვე დიდი ხანი იყო, რაც გონებაში, ფუტკრების ოჯახივით შემაწუხებლად ბზუოდა, თუმცა მთელი დრო, გულიც და გონებაც შეთანხმებულად ეუბნებოდა უარს მის ხმამაღლა გაჟღერებაზე. -თუ შეიძლება კვლევის დასრულებას დაველოდოთ. ყველაფერს ბოლოს მოგახსენებთ დუმილი . . . შემზარავი, აუტანელი დუმილი და გულში, პარაზიტი ჭიასავით შემოპარული შიში, რომელსაც მთელი თავისი არსებული და არარსებული ძალებით ებრძოდა ლალიტა. საშინლად არ უნდოდა იმ ადამიანებს დამსგავსებოდა, რომლებიც მსგავს მომენტებში პანიკაში ვარდებოდნენ და სახეზე ცარცის ფერი ედებოდათ. უბრალოდ სურდა, რაც არ უნდა ეთქვა ექიმს, ყველაფერს ისე შეხვედროდა, როგორც უშიშარ ადამიანს შეეფერებოდა და სწორედ ამას შთააგონებდა საკუთარ თავსაც. თეთრხალათიანმა ქალბატონმა გამჭვირვალე გელი კიდევ ერთხელ დაასხა აპარატს და ამჯერად იგი გოგონას მკერდის ქვეშ აასრიალა. პერიოდულად სათვალეს ისწორებდა და კარედ შეჭრილი თმა გადაჰქონდა ყურს უკან, რათა მონიტორისთვის უკეთ შეეხედა. კვლევა კიდევ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. მისი ხანგრძლივობა, საბოლოოდ მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც ლალიტას ექოკარდიოგრაფიაზე შესვლიდან ნახევარი საათი გავიდა. პროცედურის დასრულების შემდეგ, ექიმმა ფრთხილად მიაწოდა გოგონას ხელსახოცი, სხეულიდან გელის მოსაწმენდად, ხოლო თავად ფეხზე წამოდგა და კაბინეტის მაგიდას მეტად სერიოზული გამომეტყველებით მიუჯდა. -გულ-მკერდი გაიწმინდეთ და თუ შეიძლება ჩემს პირისპირ დაბრძანდით -თავის მოპირდაპირედ მდგომ მუხისფერ სავარძელზე ანიშნა პაციენტს. ქალის ხმის ტემბრი, გამოხედვა და შეკრული წარბები, ერთობლივად მოასწავებდნენ ღრუბლიან პროგნოზს და ამაში სამოცდაათი პროცენტით დარწმუნებულმა ლალიტამაც, მორჩილი გამომეტყველებით დაიკავა მიჩენილი ადგილი. -თუ ვკვდები, გთხოვთ დიდხანს არ დააყოვნოთ და ზედმეტი გაჭიანურების გარეშე მითხრათ -ისეთი შესაშური სიმშვიდით განაცხადა მან, რამდენიმე წამის განმავლობაში ექიმიც კი გაოცებული სახით უყურებდა, რამე ხომ არ მომესმაო. -არა, სიკვდილით არ კვდებით -არც თუ ისე მოკლეხნიანი დაკვირვების შემდეგ, როგორც იქნა ენა ამოიდგა ქალმა. შემდეგ ცხვირზე დაკოფსებული სათვალეც მოიხსნა და ამ უკანაკსნელს მაგიდის ზედაპირზე მიუჩინა ადგილი. -კარგი . . . სიკვდილით რომ არ ვკვდები ეს უკვე კარგია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მონიტორზე ვარდისფერი პეპლები არ დაგინახავთ და რაღაც უსიამოვნო მჭირს ექიმმა ბროლის გრაფინიდან ერთი ჭიქა წყალი ჩამოისხა, იქედან ოდნავ მოსვა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გასცა გოგონას: -სამწუხაროდ მიწევს გაცნობოთ, რომ თქვენი შემთხვევა მეორე სირთულის მანკებს განეკუთვნება -თქვა მან ერთმანეთში გადახლართული თითებით -ასეთ სიტუაციაში ოპერაციული ჩარევით ვაგვარებთ ხოლმე პრობლემას, თანაც აუცილებლად ღია წესით -იქნებ უფრო კონკრეტულად განმიმარტოთ რა მჭირს? -მაგიდას ცალი მკლავით ჩამოყრდნობოდა ლალიტა და ექიმის პასუხის მოლოდინში სმენად იყო ქცეული. ამას არც დაუგვიანია: -მარტივ ენაზე რომ აგიხსნათ, თქვენი ფილტვისკენ გამავალი არტერია ძალზედ შევიწროებულია, რის გამოც გულს ჩვეულებრივზე დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა და მარჯვენა პარკუჭში წნევა დასაშვებზე ოთხჯერ უფრო მაღალია. სწორედ ეგ იწვევს იმ ძლიერ მორტყმებს გულ-მკერდის არეში, რასაც ბოლო პერიოდებია გრძნობთ რამდენიმე წამით სიჩუმემ დაისადგურა. ლალიტა ჩაფიქრებული სახით იჯდა და მაგიდაზე რიტმულად აკაკუნებდა თითებს, მანამ, სანამ გონებაში მორიგი შეკითხვა არ დაებადა: -მეორე სირთულის კატეგორია იმას ნიშნავს, რომ ოპერაცია სასწრაფოა, თუ შესაძლებელია გეგმიურად ჩატარდეს? -თქვენს შემთხვევას თუ გავითვალისწინებთ, ოპერაცია არა უგვიანეს სამი თვის ფარგლებში უნდა გაკეთდეს, თორემ შემდგომში, მდგომარეობა უფრო მეტად გართულდება -ანუ? -ანუ ის, რომ ხშირად შესაძლოა უეცარი ტაჰიკარდიების, გულ-მკერდის არეალის ტკივილის, გონების კარგვისა და სუნთქვის უკმარისობის შემთხვევებმა იჩინოს თავი. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მალე დაგეგმოთ ოპერაციის თარიღი და ეს პრობლემაც დროულად მოიშოროთ. შემიძლია ჩვენი კლინიკიდანაც გირჩიოთ რომელიმე ქირურგი. კარდიოლოგიის სფეროში მართლაც რომ საუკეთესო სპეციალისტები გვყავს ლალიტას მსუბუქად ჩაეღიმა. ექიმის სიტყვების მაგივრად, ახლა იმაზე ეფიქრებოდა, ეთქვა თუ არა ეს ამბავი კაბინეტის კართან მომლოდინე დანიელისთვის. რაღაც მომენტში ისიც იფიქრა, ამის შესახებ ხმა საერთოდ არ ამოეღო, თუმცა როდესაც დაფიქრდა, მიხვდა, რომ იგი მაინც არ შეეშვებოდა და თავად მოახერხებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას. ზუსტად ამიტომ, სიჩუმეს, მაინც სიმართლის თქმა ამჯობინა და ისე, რომ საკუთარი ავადმყოფობის შესახებ საუბარი აღარ გაუგრძელებია, მუხისფერი სავარძლიდან ფეხზე წამოდგა. -კარგად ბრძანდებოდეთ, სასიამოვნო დღეს გისურვებთ -მაგრამ უკვე დავასრულეთ? -იმის გამო, რომ საუბარი უეცრად შეწყდა, ფეხზე გაკვირვებული წამოდგა ექიმიც -თარიღზე ან სხვა დეტალებზე არაფერს იტყვით? იქნებ დღესვე გაგვეკეთებინა მიმართვა და ეს პროცესიც დაგვეჩქარებინა? ლალიტამ, უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია. -ჯერ არ მსურს მაგ თემაზე ლაპარაკი -განაცხადა მან კატეგორიულად -ამ ეტაპზე ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე და ავწონდავწონო მეტად არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია გოგონას. აღარც ექიმის მხრიდან დალოდებია პასუხს. იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად სურდა კვლავ უწინდელ თემაზე გაეგრძელებინათ საუბარი, ამიტომ კარი სწრაფად გამოიხურა, ღრმად ამოისუნთქა, თვალები მაგრად დახუჭა და გაახილა თუ არა, მაშინვე დანიელის სახე მოხვდა მისი მზერის ფოკუსში. მართალია მამაკაცი მდუმარედ უყურებდა, თუმცა მისი ღია ცისფერი თვალებიდან გადმოღვრილი მზერა უამრავ კითხვას აჟღერებდა, რომელთა შინაარსის გაშიფვრა, არც ლალიტასთვის ყოფილა რთული ამოცანა. -წამოდი, მანქანაში ჩავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ -უთხრა მან ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გაკეთების გარეშე -თუ რამე გაინტერესებს, შეგიძლია იქ მკითხო -დაიცადე -დერეფნის ბოლოსკენ წასული, მამაკაცის მიერ მკლავში ჩავლებულმა ხელმა შეაჩერა. მისი თვალები კვლავაც უამრავ კითხვის ნიშანს აშუქებდნენ. -რა გინდა დანიელ, რა?! გითხარი მანქანაში ვილაპარაკოთ-მეთქი! -ნერვებმა უმტყუვნა და ხმასაც აუწია ამის გამო -რატომ არ გესმის რასაც გეუბნები?! -იქნებ იმიტომ, რომ ერთი სული მაქვს გავიგო რა ჯანდაბა გითხრა იმ ექიმმა! -მის მსგავსად მამაკაცმაც აუწია ტონს, თუმცა მალევე მიხვდა, რომ დერეფანში თითქმის ყველა მათ უყურებდა და შედარებით დამშვიდებულმა ჩასჭიდა ხელი ლალიტას მარჯვენას -დროზე წამოდი და ყველაფერი დაფქვი! ოღონდ ტყუილების მოგონება არც გაბედო, სახეზე მაინც ყველაფერს შეგატყობ! აქედან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ლალიტა და დანიელი, უკვე მანქანის სალონში ისხდნენ და იმ თემას განიხილავდნენ, რაზეც ექიმი ესაუბრა გოგონას, ექოკარდიოგრაფიის განყოფილებაში. ლალიტა მშვიდად, აუღელვებლად საუბრობდა ყოველივე იმაზე, რა შედეგიც გამოკვლევამ აჩვენა, ხოლო მამაკაცი, სავარძლის საზურგეზე მიყრდნობილი უსმენდა და მთელი ამ დროის მანძილზე სიტყვასაც არ ძრავდა. დაძაბულობა თითქოს ჰაერის ყოველ ნაწილაკში პარაზიტივით იყო შემძვრალი. დანიელი ღრმად სუნთქავდა, ლალიტა კვლავ შეუსვენებლად საუბრობდა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ექიმის ნათქვამი ყოველი სიტყვა ზედმიწევნითი სიზუსტით არ გადასცა მამაკაცს. სამარისებური მდუმარება, გოგონას მიერ საუბრის შეწყვეტის შემდეგ ჩამოწვა. მანქანაში მხოლოდ ორი ადამიანის რიტმული სუნთქვის ხმები ისმოდა და სხვა არაფერი. საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა ასე. გულის გამაწვრილებელი სიჩუმე მხოლოდ მაშინ გაიფანტა, როდესაც, დანიელის ავტომობილის გვერდით მდგომმა მერსედესის მარკის მანქანამ, რამდენჯერმე ხმამაღლა დაასიგნალა. ამან თითქოს მამაკაციც მოიყვანა გონს. დასაწყისისთვის ღრმად ამოისუნთქა, მერე მთელი ტანით გვერდით მჯდომი ლალიტასკენ მიტრიალდა, თვალებში შეხედა და ისე ალაპარაკდა: -იმედია ახლა პანიკაში არ ხარ და რაღაც საშინელებებზე არ ფიქრობ -გამომცდელი მზერითაც ზვერავდა, როდესაც ამ სიტყვებს ეუბნებოდა. ლალიტამ იოლად გაშიფრა ეს გამოხედვა და ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა. -ცუდზე არა, მაგრამ ერთ რამეზე ნამდვილად ვფიქრობ -რაზე? -იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება მისი ხანგრძლივობით კი არა, იმით განისაზღვრება, თუ რა გააკეთა მან თავისი სიცოცხლის განმავლობაში. მე კი ჯერ არაფერი გამიკეთებია და არც სიკვდილი მინდა -მაგაზე საერთოდ რატომ საუბრობ? -თითოეული სიტყვის წარმოთქმისას ნერვიულად დაჭიმვოდა ყბები მამაკაცს, ხოლო ყინულისფერში გარდამავალ, ღია ცისფერ თვალებში თანაგრძნობასთან ერთად დაძაბულობაც ჩასდგომოდა -შენ კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებ და იამაყებ კიდეც საკუთარი თავით -ნატალიმ ამის შესახებ არაფერი უნდა იცოდეს -ანუ მისთვის დამალვა გადაწყვიტე -ჰო, ასეა -დასტურის ნიშნად თავიც დააქნია -კარგად ვიცნობ მის ხასიათს. ძალიან ემოციურია და თუ ჩემს თვალწინ არა, ზურგს უკან მაინც გამომიგლოვებს. მირჩევნია მშვიდად იყოს და სანერვიულო არაფერი ჰქონდეს -მაგრამ ოპერაცია ხომ უნდა გაიეკთო? მაგ ფაქტს ვერსად გაექცევი და ამ გზით ხომ მაინც შეიტყობს ყველაფერს? -რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ -საფეთქლებზე თითები მიიჭირა და თვალები მაგრად დახუჭა გოგონამ -უბრალოდ დამაცადე. დასაწყისისთვის, ყველაფერი უნდა გადავხარშო და ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდე. ერთია, როცა ნამდვილად ძლიერი ხარ და მეორე, როცა უფლება არ გაქვს სუსტი იყო. მე კი ახლა სისუსტის უფლება არ მაქვს, თუმცა სიძლიერისგან ძალიან შორს ვარ. ძალიან მეშინია დანიელ . . . მამაკაცი რაღაც პერიოდით უხმოდ უმზერდა გოგონას სახეს. მერე ეს უკანასკნელი წელზე ხელის მოხვევით გადმოისვა კალთაში, მის სახეზე თითები ფრთხილად ჩამოატარა და თავისი ტუჩები ნაზად შეუერთა მისას. -შიში ერთადერთი რამაა, რისიც მართლა უნდა გეშინოდეს ლალიტა -ჩასჩურჩულა მან ყურთან ახლოს, ათრთოლებული ბაგეები კიდევ ერთხელ დაუგემოვნა და ამჯერად ყელის მიდამოებისკენ ჩაუყვა ნაზი კოცნით -შიშმა ვერ უნდა გაგაკონტროლოს, პირიქით, შენ უნდა აკონტროლებდე მას -ვერც გამაკონტროლებს! -მეტად კატეგორიულად ჟღერდა გოგონას ხმა -ეს მომენტი დაივიწყე. სხვის თვალწინ აღარასოდეს შევიმჩნევ, რომ რამის მეშინია! დანიელმა, გაღიმებული სახით მიიხუტა გულზე კალთაში მოქცეული ლალიტა და ამჯერად, მის გაშლილ თმაში დაიწყო თითებით თამაში. -ერთი დღე მომეცი, კარგი? ყველაფერს ისე მოვაგვარებ, შენ ხელის განძრევაც კი არ დაგჭირდება. ნახავ ეს ყველაფერი რა მალე დასრულდება -რას გულისხმობ? ერთი დღე რისთვის უნდა მოგცე? -მისი გულიდან თავი არ წამოუწევია ისე შეეკითხა გოგონა. -ძალიან გთხოვ, მეტს ნურაფერს მკითხავ რაა -თხოვნა იგრძნობოდა მამაკაცის ტონში ამ სიტყვების თქმისას -რაც შეეხება შიშის სხვის თვალწინ არ შემჩნევას, უბრალოდ იმას გეტყვი, რომ აუცილებელი არაა ყოველთვის ძლიერი ადამიანის ნიღაბი ატარო. არა უშავს ხანდახან თუ მოდუნდები და შენს რეალურ გრძნობებს გამოიტან სააშკარაოზე ლალიტამ თავი ფრთხილად ასწია, დანიელის ცივ, ცისფერ თვალებს შეხედა და მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -მგონი დე ჟა ვუ მაქვს -ჰოო? და რატომ? -იმიტომ, რომ ზუსტად ეს სიტყვები, ჩვენი მეორე შეხვედრის დროს მითხარი, ბარის ავტოსადგომზე -ავტოსადგომზე? -კი, ავტოსადგომზე. ახლაც მახსოვს, იანვარი იყო, რვა რიცხვი. 2021 წელი . . . 8 იანვარი . . . ღამის თერთმეტი საათი იყო. ქალაქის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი ბარის "Sunshine"-ს წინ მდებარე პარკინგზე, ლალიტა თავის მანქანას ზურგით მიყრდნობოდა და აუჩქარებლად სვამდა ნახევრად სავსე ვისკის ბოთლიდან. გარეთ საშინლად ციოდა. სუსხი ლამის ძვალსა და რბილში ატანდა, თუმცა სასმელის ზემოქმედების გამო, მთელი სხეული ვულკანური ლავასავით ჰქონდა გახურებული გოგონას და ვერც შემაწუხებელ სიცივეს გრძნობდა. ჩვეოდა ხოლმე ასე ზოგჯერ. ადამიანებისგან განცალკევებით, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, სიჩუმის მოსმენისა და ფიქრის სურვილი უჩნდებოდა. ფიქრის იმაზე, თუ რამდენად მოსწონდა თავისი ცხოვრება, ადამიანური თვისებები, რისი შეცვლა სურდა და რისი არა, ან რა შეცდომები დაუშვია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ახლაც ზუსტად ამას აკეთებდა, თუმცა ამჯერად, ალკოჰოლური სასმელიც უწევდა კამპანიონობას. სახის კანზე ცივი ჰაერის შეგრძნება და ყინულის სველი სურნელი, უსიამოვნო შეგრძნებების ნაცვლად, ერთიანად სიამოვნების ბურუსში ხვევდა ლალიტას. მყუდროება და სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ. მოსწონდა კიდეც ეს იდილია და სიხარულით გაატარებდა მასში განუსაზღვრელად დიდ დროს, რომ არა მოულოდნელი, შემაწუხებელი ფაქტორი აქამდე მდუმარებით მოცულ ქუჩაზე. ბარის წინ, რომლის წარწერაც უფუნქციობის გამო ბოლომდე იყო ჩამქვრალი, ზუსტად ლალიტას მანქანის გვერდით, სულ რაღაც წამებში კიდევ ერთი ავტომობილი გაჩნდა, რომელიც მეტად ხმაურიანად წამოვიდა წინ, ბორბლების ღრჭიალით დაამუხრუჭა და ძრავის გამორთვამდე მარცხენა საქარე მინა ჩამოსწია. გოგონამ ღრმად ამოსუნთქვას გააყოლა მთელი ის უარყოფითი შეგრძნებები, რაც მყუდროების უხეშად დარღვევამ გააჩინა მის გულში. იმ წამს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კვლავ თავის მანქანაში ჩამჯდარიყო და განმარტოებისთვის ახალი ადგილი მოეძებნა, თუნდაც თავისი საყვარელი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ წაიღო თუ არა ხელი ჯიბისკენ, ავტომობილის გასაღების ამოსაღებად, მაშინვე შეაჩერა ხმამ, რომელიც, მართლაც რომ ექოსავით გაისმა ადამიანებისგან დაცარიელებულ გარემოში. -პირველი შეხვედრა შემთხვევითობაა, აი მეორე კი უკვე ბედისწერაო, არ გაგიგია? ბოთლი მანქანის კაპოტზე შემოდო ლალიტამ, თანაც ისე, რომ მისი ყელისთვის ხელი არ გაუშვია. თუკი საჭირო იქნებოდა და სიტუაცია ამის აუცილებლობას მოსთხოვდა, ახლადმოსულს თავზეც კი გადაალეწავდა. დასაწყისისთვის მხოლოდ ის უნდა გაეგო, რა უნდოდა მისი იდილიის დამრღვევს, ამიტომ, ბევრი ფიქრის გარეშე გაატრიალა თავი გვერდზე და დაინახა თუ არა მანქანაში მჯდომი ადამიანი, გაოცებისგან ლამის თვალებიც კი ორი ზომით დიდი გაუხდა. მართალია ცხოვრებაში ერთადერთხელ ჰყავდა ნანახი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არასოდეს დაავიწყდებოდა ის სახე, ის თვალები და გამოხედვა. მის გვერდით ნამდვილად იგივე ადამიანი იყო, ვინც გასულ თვეში, ნასვამ მდგომარეობაში წამოიყვანა სახლში და მას შემდეგ, ერთხელაც კი აღარ უნახავს. გასაკვირი გახლდათ ლალიტასთვის ამ პიროვნებასთან მორიგი შეხვედრა, თუმცა გასაკვირზე მეტად, უსიამოვნო უფრო იყო, რადგან ჩუმი გარემო, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ფლობდა“, სადღაც გამქრალიყო და მისი ადგილი "ქაოსს" დაეკავებინა. -აქ რას აკეთებ? -ეჭვისგან მოჭუტული თვალებით ჩაეკითხა გოგონა, პარალელურად მკაცრად აზიდა მარცხენა წარბი -ან რა ბედისწერაზე მესაუბრები? არ თქვა, რომ ისევ ნასვამი ხარ -აჰა, ესე იგი მიცანი და თავის შეხსენება აღარ დამჭირდება -კმაყოფილებით მოცულს ჩაეცინა, ნახევრამდე ჩამოწეული მარცხენა საქარე მინა ბოლომდე ასწია და მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა -ნუ ღელავ, დღეს სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში ვიმყოფები და არც ძიძა მჭირდება სახლამდე მისაცილებლად -იმაზე პასუხის გაცემა დაგავიწყდა, აქ რას აკეთებ -გულახდილად თუ გაინტერესებს, შენ გამოგყევი -გულზე ხელები დაიკრიფა და ისე მიუგო. ერთი წამითაც არ უცდია ტყუილის მოგონება და სინამდვილის დასამალად ყალბი ისტორიის შეთხზვა. -მე გამომყევი? -ჰო, შენ -დაუმოწმა -დაგინახე, როგორ იყიდე აქედან ახლოს მდებარე მარკეტში ვისკის ბოთლი და ამჯერად, მე გადავწყვიტე შენზე ზრუნვა, თუკი ქუჩაში ნასვამი დაიძინებდი მიუხედავად ბრაზისა, რომელიც თავის პირად იდილიაში შემოჭრამ აგრძნობინა ლალიტას, მამაკაცის სიტყვებს, რატომღაც მაინც არ გაუღიზიანებია. პირიქით, რაღაც კუთხით კარგ ხასიათზეც დააყენა და მარტოობაში ყოფნის სურვილიც დაუკარგა. -აქამდე მალულად მაკვირდებოდი? -ჰკითხა დაუფარავი ინტერესით, თან მის ღია ცისფერ თვალებსაც ესროლა გამჭოლი მზერა. ჯერ კიდევ ძალიან უკვირდა, რომ ამ ადამიანს ასე მოულოდნელად შეხვდა, თანაც სრულიად შემთხვევით. ყოველივე ეს, იმ სულელურ სერიალებში ნანახ სიუჟეტს აგონებდა, რომელთა ყურებასაც ნატალი აიძულებდა ხოლმე, ღამღამობით. -ამდენი კითხვის დასმას არ გირჩევნია სასმელზე მეც დამპატიჟო? -ტუჩებზე ღიმილმომდგარი მიუახლოვდა გოგონას, თან თვითონაც მიეყრდნო მისი მანქანის კაპოტს -შენთან სახლში რომ ვიყავი, ნორმალურად ყავაც კი არ შემომთავაზე, ახლა შანსი გეძლევა სიტუაცია გამოასწორო -შენ რა, ჩემს გარდა სხვა საქმე არ გაქვს? -ჰკითხა ლალიტამ სიცილით -თუ სასმელი გინდა, შეგიძლია თავად უყიდო შენს თავს. იმ მაღაზიაში კიდევ ბევრი ასეთი ჰქონდათ -უხეში ხარ -არ უარვყოფ -და სექსუალურიც -არც მაგას უარვყოფ -შენ იმდენ რამეზე დამეთანხმე, ახლა რომ სექსი შემოგთავაზო მგონი მაგაზეც თანხმობაზე წამოხვალ -კარგი, მიდი სცადე -ღიმილი არ შორდებოდა მამაკაცის სიტყვებზე გოგონას -მერე ერთად დავაკვირდეთ, კონკრეტულად სახის რომელი ნაწილი დაგიზიანდება -მგონი გარისკვად მიღირს -მორჩი მაიმუნობას და მითხარი რა გინდა? -მოსაწყენი კითხვების დასმა დაიწყე. მგონი ჩემმა სიტყვებმა დაგაბნია და აღარ იცი ჭკვიანური რა მითხრა ლალიტას ჯერ გაეცინა, მერე დასაშვებზე მეტად მიუახლოვდა მამაკაცს, მის გულ-მკერდზე თითები აასრიალა და თვალებში იმდენად ახლოდან ჩახედა, რომ ცხვირის წვერით ლამის მის კანსაც შეეხო. -და შენ? -შეეკითხა მაცდური ხმით -ამ წუთას დაბნეული ხარ, თუ კვლავ საღ გონებას ინარჩუნებ? -საბედისწერო ქალი ჩანხარ, ლალიტა -მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა მამაკაცი, როდესაც ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და გოგონას მოშორდა -თუმცა რაღაც აშკარად არ მომწონს შენში -ჰოო? და რა? -ის, რომ შეუვალი ადამიანის იმიჯი მოგწონს -უპასუხა ყოველგვარი დაყოვნების გარეშე -ვფიქრობ, აუცილებელი არაა სხვას თავი ყოველთვის ძლიერ პიროვნებად მოაჩვენო. არა უშავს ხანდახან თუ მოდუნდები და შენს ნამდვილ გრძნობებს გამოიტან სააშკარაოზე . . . 8 8 8 8 ბინდდებოდა. ციდან თოვლის ქათქათა ფანტელების ცვენა სულ ახალი დასრულებული იყო და ამჯერად სუსხიანი ნიავი დაეხეტებოდა ღამის ცის ქვეშ. ალექსი და ნატალი, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერში, თბილად ჩაცმულები მისეირნობდნენ და ელექტრო-სიგარეტიდან რიგრიგობით უშვებდნენ ჰაერში ხილის არომატებს. ლამაზი ღამე იყო. გარშემო სასიამოვნო სიმშვიდე ბატონობდა. დიდი, მრგვალი ლამპიონების ოქროსფერი შუქი, კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენდა გიშრისფერ ზეცას და სრული სიმშვიდის ილუზიას ქმნიდა. ნატალი ნელი სვლით მიაბიჯებდა ალექსის გვერდით, ფაფუკ თოვლში. გოგონა ღრმად იყო ჩაფიქრებული. მისი აზრები ჯერ კიდევ რატის დასტრიალებდნენ, თუმცა მაინც ვერ ეპოვნა პასუხი იმაზე, თუ რისი მანიშნებელი უნდა ყოფილიყო მამაკაცის ასეთი მოულოდნელი გამოჩენა, თანაც წლების შემდეგ. დაშორების მერე, მასზე სრულიად არაფერი სმენოდა ნატალის. ისიც კი არ იცოდა, სად იყო, ან შექმნა თუ არა საერთოდ ოჯახი. მის სოციალურ ქსელებს შეგნებულად არ სტუმრობდა ხოლმე, რათა ძველი გრძნობები არ გაძლიერებულიყვნენ და გულს კვლავ რატის მიმართულებით არ გაეწია. არ სურდა ეს. აღარ უნდოდა კვლავ წარსულში დატოვებული ადამიანი მოეწვია თავის აწმყოში, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ გრძნობები, ჯერ კიდევ მბჟუტავი ნაკვერჩხალივით ღვიოდა გოგონას გულში. უხმოდ სიარული რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ალექსი უკვე კარგად ხვდებოდა, რომ გოგონა, ფიქრებით სულ სხვა განზომილებაში დაფრინავდა. ეს სახის თითოეულ მონაკვეთზე ეწერა, ამიტომ გადაწყვიტა დუმილის დარღვევის ინიციატივა თავად გამოეჩინა: -ნატალი რამე მოხდა? -ჰკითხა დამკვირვებლური მზერით -ჩემს გვერდით მოაბიჯებ, მაგრამ ვხედავ, რომ ფიქრებით სადღაც მთვარის ორბიტაზე ხარ ამ სიტყვების გაგებამ, გოგონა თითქოს ღრმა ძილის სამყაროდან გამოაფხიზლა. რატიზე ფიქრებში გართულს, ალექსის გვერდით ყოფნა საერთოდ გადავიწყებოდა და ყოველივე ზემოთ ხსენებულის გაცნობიერებამ, საკუთარი თავის მიმართ ბრაზი აგრძნობინა. -დღეს რაღაც მოხდა -გამშრალ ტუჩებზე ენის წვერი გაისვა და ისე თქვა მან -ისეთი რაღაც მოხდა, რაზე ფიქრსაც ვერაფრით ვწყვეტ და ამის გამო ჩემი თავი საშინლად მძულს -რა გაქვს მხედველობაში? ნატალიმ დარდიანად ამოიხვნეშა და გადაწყვიტა ენის წვერზე დადებული სათქმელი, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გამოეტანა სააშკარაოზე: -რატი ისევ გამოჩნდა ალექს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ამან კვლავ ამირია გონება მამაკაცის სახეს აშკარად შეეტყო, თუ რამდენად ნეგატიურად შეხვდა მისი გონება ამ ახალ ამბავს. -რა უნდა მაგ ს*რს?! -წარბები შეკვროდა და შუბლზე ბრაზის გამომხატველი ორი ღარი აჩნდა -აქამდე იმიტომ არ ჩავრეულვარ, რომ მეგონა ტ*აკი დააყენა, თორემ გერმანიიდან მაგის დასამუშავებლად ჩამოსვლა ნამდვილად არ დამეზარებოდა -კარგი რა, შენებურები ნუ დაიწყე. ისღა მაკლია რატი ჩემს გამო სცემო -ჰოდა მაშინ თავად დადექი მაგრად -ოდესმე გინახავს ცხოვრებაში მაგრად დამდგარი ნატალი? -ნაღვლიანად შეეკითხა და წამით, სახეზეც აიფარა ორივე ხელის გული. -არა, არ მინახავს, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ვნახო საპასუხოდ არაფერი უთქვამს გოგონას. ამის ნაცვლად, ერთ ადგილას უმოძრაოდ დადგა და რამდენიმე წამში უკვე ფაფუკ თოვლში, ხელებგაშლილი იწვა, სახით ცისკენ. -რატომ ხდება ისე, რომ ადამიანებს ზოგჯერ ისინი გვიყვარდება, ვინც ჩვენი ფასი არ იცის ალექს? -იკითხა მან სევდით გატენილი ხმით -რის გამო უნდა ვგრძნობდე რატის მიმართ სიყვარულს, იმის შემდეგ, რაც გამიკეთა ან რამდენი დროც გავიდა მას მერე? -მაგას არა უშავს -გაეცინა მამაკაცს და თვითონაც ზუსტად ნატალის მსგავსად, თანაც პირდაპირ მის გვერდით გაწვა თოვლზე. მართალია გარეთ საშინლად ციოდა, თუმცა ყინულისა და სიცივის ერთმანეთში აზავებული სურნელი მაინც ძალიან სიამოვნებდა და ხარბადაც უშვებდა ფილტვებში ამ უკანასკნელს. -რას ნიშნავს არა უშავს? -ჰო, არა უშავს. მედუზებიც ტვინის გარეშე ცხოვრობენ და შენც როგორმე გაძლებ -გეყოფა რაა -უკმაყოფილოდ შეკრული წარბებით გადახედა მამაკაცს -შენ და ლალიტა ზუსტად ერთნაირები ხართ, თქვენი ირონიით ხალხს წამლავთ -ირონია აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ შენც იმ ჯიუტი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნები, ვისაც მაინცდამაინც ის უნდა, ვისი მიღებაც ვერ შეძლო -ისე მაგაში გეთანხმები -ტკივილიანად ჩაეცინა. მის მზერაში იმედგაცრუებაც ნათლად აირეკლა -ადამიანებს სწორედ ის გვსურს, რაც არ გვაქვს. მაგალითად, მე ქერა მინდა ვიყო, ლალიტას –შავგრემანი, მაგრამ მე შავგრემანი ვარ, ის კიდევ ქერა -წითური დაქალი გაკლიათ სასტავში და იმენა ჩარლის გოგონები ხართ -აუ, ისე რამდენი ხანია ეგ ფილმი აღარ მინახავს. იქნებ დღეს საღამოს ჩავუჯდეთ? ალექსმა ღიმილით გადააქნია თავი. -მგონი ვიღაცას ავიწყდება, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს, ერთ ადამიანთან -ეგ ვის გაახსენდა -შუბლზე შემოირტყა გაშლილი ხელის გული ნატალიმ -ისე, ლამაზად გამოვიყურები? გამოცვლა არ მინდა და ვფიქრობ შეხვედრაზე ასე წავიდე ალექსმა ჩაფიქრებული გამომეტყველებით ამოისუნთქა, თუმცა გოგონას კითხვაზე არ უპასუხია. საუბარი სრულიად სხვა კუთხით წარმართა: -ეგ ტიპი არ გამოიყენო ნატალი -უთხრა მან თხოვნის გამომხატველი ტონით -არა მგონია შენი ყოფილისნაირი გამო*ირებული იყოს და ცუდს ნუ გაუკეთებ -არ თვლი, რომ ცოტათი აბუქებ? -კვლავ წარბებშეკრული ესაუბრებოდა ალექსს -რატის ისე ადანაშაულებ, თითქოს თავადაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება არ გქონდეს ქალებთან მიმართებაში. რაც ლალიტას დაშორდი, შენც მხოლოდ გართობაზე ხარ გადასული და სერიოზულ ურთიერთობებს გაურბიხარ -მე თუ სერიოზულ ურთიერთობებს არ ვამყარებ, არც ოცნების კოშკებს ვაგებ და არც ისეთ თბილ სიტყვებს ვიყენებ ქალებთან, როგორსაც შენ გეუბნებოდა ის ტიპი. და საერთოდ, მე რას მომადექი? მაგ საკითხში, პერვოლში გარეცხილი თეთრეულივით სუფთა გული მაქვს -მოკლედ ყველაფრისგან შეგიძლია თავის დაძვრენა -ფართე ღიმილით შეხვდა მის სიტყვებს ნატალი. წარბებზე, ბრაზისგან გაჩენილი ღარები სადღაც გაპარულიყვნენ, თანაც ისე, რომ მათი კვალიც კი აღარსად ჩანდა -თუმცა ნურც მე ჩამთვლი სულელად. თუკი გგონია, რომ რატის ასეთი მოულოდნელი გამოჩენა რამეს შეცვლის, ან გული მომილბება, ცდები. ჩემგან წასულ ადამიანს უკან აღარ მივიღებ, როგორც არ უნდა მტკიოდეს გული -მაგ კუთხით რომ მივუდგეთ, ის შენგან არც წასულა. თავად წახვედი მისგან -მან მაიძულა წავსულიყავი ალექს, რადგან ჩემთან ურთიერთობისთვის არანაირი სახელის დარქმევა არ სურდა. ეს კი ერთი და იგივეა მდუმარებამ დაისადგურა ამ სიტყვების შემდეგ. ალექსიც და ნატალიც, კვლავ ბამბისფერ თოვლზე გაწოლილები უცქერდნენ ღამისფერ ცას და იქედან გადმოცვენილი წვრილი თოვლის ფიფქების დნობასაც გრძნობდნენ სახის კანზე, სიცივის შეგრძნებას რომ უტოვებდა რამდენიმე წამით. მართალია ბოლომდე საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, თუმცა სებესთან შეხვედრა საშინლად ძაბავდა ნატალის. თვითონაც მშვენივრად აცნობიერებდა, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანის თავის სათამაშოდ გამოყენება ჰქონდა მიზნად დასახული, თუმცა პირვანდელ გადაწყვეტილებაზე ხელის აღებას მაინც არ აპირებდა. არც ვინმეს რჩევის მოსმენა სურდა ამ საკითხთან დაკავშირებით. რადაც არ უნდა დაჯდომოდა, სებე ანჯაფარიძე ანკესზე თევზივით უნდა წამოეგო და ამისთვის, მთელი თავისი ქალური მომხიბვლელობა უნდა გამოეყენებინა. -ალექს -მამაკაცისკენ გადატრიალდა გოგონა, სახეში შეხედა და ოდნავი ღიმილით დაუსვა კითხვა :-შენი აზრით მიმზიდველი ქალი ვარ? მოკლე დროში კაცისთვის ტვინის გადაბრუნებას შევძლებ? ალექსის სერიოზული გამოხედვა, მხიარულმა შეცვალა იმ წამს. -თუკი პასუხი არ გაგიტყდება, მაშინ გეტყვი -არ გამიტყდება -დაპირების ნიშნად ხელის გული მაღლა ასწია ნატალიმ -მიდი, გისმენ -კარგი, თუ ეგრეა ასე ვიტყვი –რომ არ გიცნობდე და პირველად გხედავდე, შენზე ვიფიქრებდი ამასთან სექსი მართლა პე*ისის პატივისცემა იქნებოდა მეთქი -კვლავ გაეცინა, თან დაამატა -თუმცა არც იოცნებო პატრიკ. ჩემთვის ისეთი მეგობარი ხარ, საწოლში სრულიად შიშველი რომც ჩამიწვე, მაინც არ ამი*გება -ეს ყველაზე უხეში და ამავდროულად სასიამოვნო კომპლიმენტი იყო, რაც კი მამაკაცისგან მიმიღია -სიცილს ვერ წყვეტდა ნატალი. ალექსთან დროის გატარებისას ხასიათი მუდამ უმჯობესდებოდა ხოლმე და ძალიანაც უხაროდა იმ მომენტებში მისი გვერდით ყოფნა. -აღიარე, რომ ორიგინალური ვარ -ხარ, მაგრამ ამავდროულად უხეში და თავხედიც ხარ -მოდი ახლა შენი უარყოფითი თვისებების ჩამოთვლას ნუ დამაწყებინებ -კარგი, კარგი, ვჩუმდები -დანებების ნიშნად ასწია ხელები ნატალიმ. სიცივისგან ოდნავ შეწუხებული, თოვლზე გაწოლილ ალექსს მიეხუტა და გულზე თავი ფრთხილად დაადო -დროა სასტუმროში დავბრუნდეთ სქვიდბორდ. ზუსტად შუა ღამით სებეს უნდა შევხვდე და არ მინდა დავაგვიანო . . . * * * შუა ღამე იყო. საათის ისრები ზუსტად თორმეტს უჩვენებდნენ. სასტუმროს მიმღებში, ქურთუკითა და თბილი ქუდით მდგომი ნატალი, გულზე დაკრეფილი ხელებითა და ტუჩებზე დამჩნეული ოდნავი ღიმილით უყურებდა მისგან ზურგით, სავარძელში ჩამომჯდარ სებეს და სიამოვნებდა იმის გააზრება, რომ მამაკაცი აქ სწორედ მას ელოდა. შეხვედრის გეგმა, უკვე თავიდან ბოლომდე შედგენილი ჰქონდა გოგონას. წინასწარ იყო გათვლი ყოველი მოქმედება თუ სიტყვა. ყველაფერზე ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი, რადგან არ სურდა თავის სამიზნესთან პირველი შეხვედრა უბრალო, ან ბანალური ყოფილიყო. უნდოდა რაღაც იმდენად განსაკუთრებული გაეკეთებინა, რაც მამაკაცისთვის მეტად უცხო გამოცდილება იქნებოდა და მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდებოდა. გოგონამ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მიმღების სავარძელზე მჯდომ ანჯაფარიძეს და ისე, რომ მეტად აღარ მოუცდია, სასტუმროდან გასასვლელი კარისკენ ფეხაკრებით გაიპარა. გარეთ, თოვას უკვე გადაეღო და აღარც სუსხიანი ქარი დაძრწოდა. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ციოდა, ამიტომ, ნატალიმ გასვლის თანავე მოირგო თავისი ბეწვიანი ხელთათმანები და სასტუმროს შორიახლოს, ძელებზე მიბმული, ორი შეკაზმული ცხენის დანახვაზე კმაყოფილებისგან ჩაეღიმა. ვინაიდან დიდი თოვლის გამო ნაბიჯების გადადგმა ცოტათი ჭირდა, გოგონა ნელა მიუახლოვდა ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგომ თეთრსა და შავ ცხენებს შორის –თეთრს, მასზე მკვირცხლად შემოჯდა და ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონიც ამოაცურა, რათა რესეფშენში მომლოდინე სებესთვის დაერეკა. ასეც მოიქცა, როგორც კი ეკრანს ბლოკი მოხსნა, მაშინვე მამაკაცის ნომერი ამოარჩია სატელეფონო კონტაქტებში და მობილურიც ხმამაღალ კავშირზე ჩართო. გაბმული ზუმერის ხმა, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად მეოთხე ზარის გასვლაზე შეწყდა და იგი ანჯაფარიძის ოდნავ დაბალმა, მომხიბვლელმა ბარიტონმა ჩაანაცვლა: -გისმენთ -ორი წუთის წინ დაგინახე და მივხვდი, რომ დღევანდელი ღამის კვალობაზე ცოტათი არაშესაბამისად გაცვია -ნატალი? -ძალიან მიხარია, რომ ხმაზე მაშინვე მიცანი -ღიმილი ფართედ მოადგა გოგონას სახეს -გარეთ თუ გამოხვალ დამინახავ კიდეც, მაგრამ გაითვალისწინე, მარტო არ ვარ ყურმილის მეორე მხრიდან საპასუხო სიტყვები არ გაუგია ნატალის, თუმცა ხმებით იმას ნამდვილად მიხვდა, რომ მამაკაცი სავარძლიდან წამოდგა და სასტუმროდან გამოსასვლელი მოკლე დერეფნისკენ წამოვიდა. აქედან სულ რაღაც ხუთი წამის შემდეგ დაინახა კიდეც, თუ როგორ გაიღო დიდი, სენსორული კარი და მის ზღურბლზე, აუჩქარებელი ნაბიჯებით მომავალი სებეც შენიშნა, ვისაც ტელეფონი უკვე გაეთიშა და მისთვის შარვლის მარცხენა ჯიბეში მიეჩინა ადგილი. მამაკაცმა გარეთ გამოსვლის თანავე, თავზე ქურთუკის კაპიუშონი წამოიფარა, თოვლში მოხერხებულად გააბიჯა და თეთრ ცხენზე არხეინად შემომჯდარი ნატალის დანახვაზე გაკვირვების ნიშნად აზიდა ცალი წარბი. -ესენი აქ შენ მოიყვანე? -კი, მე მოვიყვანე -ამაყად დაუწმოწმა და თავიც დაუქნია -თეთრს ანგელოზი დავარქვი, შავს კი დემონი -აჰა, ესე იგი, დღევანდელ საღამოს ან სამოთხეში წაგვიყვანენ, ან ჯოჯოხეთში -რა პოეტურად გამოგივიდა -თავის ცხენს გადმოაწვა თუ არა, კისერზე მკლავები შემოხვია და სებეს ნაზად გაუღიმა -ზუსტად არ ვიცი ჯირითი გამოგდის თუ არა, მაგრამ იმდენად თვინიერი ცხენები არიან, არაფრის შეგეშინდეს და თამამად დაჯექი სებემ ფილტვებში ღრმად შეუშვა ღამის ცივი, მაგრამ კრისტალივით სუფთა ჰაერი და თავისი მზერა ერთ კონკრეტულ ადგილას გაყინა. რამდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად უყურებდა ცხენზე ამხედრებულ, თმაგაშლილ ნატალის, მის თითეოულ ნაკვთს, მუქ თვალებში აღბეჭდილ იდუმალ გამოხედვას, სიცივისგან ოდნავ აწითლებულ ცხვირის წვერს, მალინისფერ ტუჩებს და უზომოდ ბევრ რამეზე ეფიქრებოდა. პირველ რიგში კი, თავში ერთი მოსაზრება უტრიალებდა. თითქმის ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ ამ გოგოს მისგან რაღაც სურდა და სწორედ ამის გარკვევა ჰქონდა მიზნად დასახული. -სად ვაპირებთ წასვლას? -ჰკითხა ცნობისმოყვარედ, თან ისე მოხერხებულად გადაევლო ცხენს, გოგონა მაშინვე მიხვდა, რამდენად გაწაფულიც უნდა ყოფილიყო მამაკაცი ცხენზე ჯირითში. -ნუ ღელავ, მართლა თოვლის პაპას გაკეთებას და გუნდაობას კი არ ვაპირებ შენთან ერთად, როგორც ეს რესტორანში გითხარი. მე უფრო ადრენალინის მომხრე ვარ -კარგი, ეგ გასაგებია, მაგრამ ის რატომღა მითხარი, რომ დღევანდელი ღამისთვის არაშესაბამისად მაცვია? -ჰკითხა თუ არა, ნატალის მსგავსად, ცხენს თვითონაც მოქაჩა აღვირი და თავისი შავი დემონი, ანგელოზის კვალდაკვალ წაიყვანა. გოგონას მხრიდან პასუხს დიდხანს არ დაუგვიანია: -იმიტომ, რომ რის გაკეთებასაც ვაპირებთ, იმას ოდნავ სპორტული ჩაცმულობა სჭირდება -გამოუცნობი ადამიანი ხარ -რაღაც კუთხით ყველანი გამოუცნობები ვართ. მათ შორის შენც -რას გულისხმობ? -მისკენ არც გაუხედავს ისე ჰკითხა სებემ. ცხენები კვლავ ერთმანეთის გვერდიგვერდ მიაბიჯებდნენ და თავიანთი მხედრები აუჩქარებლად მიჰყავდათ თოვლიან ბილიკზე. -კონკრეტულად არაფერს. უბრალოდ ის აღვნიშნე, რომ საიდუმლო მხარე თითოეულ ჩვენგანს აქვს -თუ ასეა, შენი საიდუმლოც გამიმხილე და მითხარი სად მივდივართ პასუხის გაცემის მაგივრად, ნატალიმ თავისი ცხენი ერთ ადგილას უძრავად შეაყენა. სწორედ იგივენაირად მოიქცა სებეც. რამდენიმე წამით მდუმარედ უყურებდნენ ერთმანეთს. მამაკაცის თვალებში უამრავი კითხვის ნიშანი იკითხებოდა და ამას გოგონაც მშვენივრად ხედავდა. -მაღალი გორაკიდან სნოუბორდით დაშვება, თანაც ღამით, რამდენად ზის შენს გემოვნებაში? -დაუსვა თუ არა შეკითხვა, ცნობისმოყვარედ შეაცქერდა ანჯაფარიძის მუქ ლურჯ თვალებს, სიბნელეში კიდევ უფრო რომ ჩამუქებულიყვნენ. -ანუ ეს არის ჩვენი გეგმა? -ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ სნოუბორდზე დგომა იდეალურად გამოგდის და მეტიც –გიჟდები კიდეც ამაზე. ჰოდა, გადავწყვიყე ეს საკუთარი თვალით მენახა -აჰა, ახლა უკვე გასაგებია რატომ აქვს შენს ანგელოზს ზურგზე აკიდებული დიდი ტომარა -კიდევ ერთხელ შეხედა ცხენის უნაგირს ამის თქმისას -ესე იგი მანდ სნოუბორდის დაფები გიდევს, არა? დასმულ შეკითხვას გოგონამ მხოლოდ მაშინ უპასუხა, როდესაც ცხენის აღვირი კვლავ მოქაჩა და ფაფუკ თოვლში განაგრძო ნელი სვლა. -კი, ასეა და დამატებითი საჩუქარიც მაქვს იმის გამო, რომ ჩემს წინადადებას დათანხმდი -საჩუქარი? -ღიმილის შეკავება ვერ მოახერხა სებემ. უნდა ეღიარებინა, ნატალისთან დიალოგი თანდათან უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა მისთვის. -ჰო, საჩუქარი. რახან ასეთ ყინვაში ჩემთან ერთად გარეთ გამოსვლას დათანხმდი, შენი ოქროს თევზი ვიქნები და ნებისმიერ ერთ სურვილს შეგისრულებ. შეგიძლია რაც გინდა მთხოვო, თუკი რა თქმა უნდა შენი თხოვნა ინტიმურ სიახლოვესთან არ იქნება კავშირში -ინტიმურ სიახლოვესთან? -ტუჩის კუთხეში შეპარული ოდნავი ღიმილითა და გამომცდელი მზერით ათვალიერებდა ანგელოზზე შემომჯდარ მხედარს -ძალიან შეცდი, თუკი იფიქრე, რომ ასეთ რამეს გთხოვდი -ჰოო? -დამიჯერე ასეა -საკუთარ თავში დარწმუნებული, ოდნავ დაბალი და მომხიბვლელი ხმის ტემბრით ესაუბრებოდა. თითოეული მისი მოქმედება, ქცევა, ჟესტი თუ სიტყვა, ძალზედ მიმზიდველი იყო ნატალისთვის და ყველანაირად ჯდებოდა იმ ოქროს შუალედში, რომელიც თავის წარმოსახვაში ჰქონდა დაწესებული მამაკაცთა მოდგმისთვის. -მე არ მითქვამს, რომ ასე ვიფიქრე, უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მირჩევნია პრევენციული ზომების მიღება -ჰოდა მაშინ შესაფერისი დროა იმის სათქმელად, რომ პაემნიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ სექსით არ ვკავდები ხოლმე -ნუთუ? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით, ლამის შუაზე ჭრიდა მამაკაცს, ნატალი -ვერაფრით დამაჯერებ იმას, რომ ცხოვრებაში ერთხელაც არ გქონია დაუგეგმავი სექსი და მეორე დღეს ყველაფერი არ დაგიმთავრებია იმ ადამიანთან სებეს გაეცინა. -მოდი ვაღიარებ, რომ ოც წლამდე ჩემთვის თითქმის ყოველი დღე ზუსტად ეგეთი იყო, მაგრამ მერე გონებრივად იზრდები და ხვდები, რომ, როდესაც ქალის სხეული და ტვინი ერთნაირად გიზიდავს, მაშინ მისი შიშველ მდგომარეობაში ხილვა უფრო მეტად აზარტულია -ანუ ქალის ტვინის შესახებ რომ წარმოდგენა შეგექმნას, ამისათვის გარკვეული ხნით საუბარი და მისი გაცნობაა საჭირო -დამკვირვებლური მზერით უცქერდა, მიუხედავად იმისა, რომ სიბნელის გამო მის სახეს კარგად ვერ ხედავდა -მაშინ ის მითხარი, რა აზრის ხარ ჩემზე ან ჩემს ტვინზე სებემ მაშინვე გააქნია თავი უარყოფის ნიშნად. -არა. წინასწარ რამის თქმას მირჩევნია შენგან ნაჩუქარი სურვილი გამოვიყენო -აჰა, გასაგებია -ჩაეცინა მხიარულად და წამებში მოიცვა მთელი მისი სხეული დაუოკებელმა ცნობისმოყვარეობამ -გამოდის უკვე მოფიქრებული გაქვს რომელი ერთი სურვილის შესრულება უნდა მთხოვო -რთული მოსაფიქრებელი არ ყოფილა. უბრალოდ იმას გეტყვი, რაც პირველი მომივიდა თავში აზრად -და რა არის ეს? -ერთი იდეაც კი არ გააჩნდა გოგონას, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სებეს იდუმალი სურვილი -რამე რთულია? -ისეთი არაფერი -მხრები აიჩეჩა მან, თან მოულოდნელად შეაყენა თავისი ცხენი და უნაგირიდან სწრაფად ჩამოხტა ქათქათა თოვლში -დასაწყისისთვის ძირს ჩამოდი. ცხენები გორაკზე სიარულით დაიღალნენ და ცოტათი შევასვენოთ -კარგი, უსიტყვოდ გემორჩილები -მოდი აქ, დაგეხმარები -წელზე ორივე ხელი მოჰკიდა და თავისი თეთრი ანგელოზიდან ჩამოსვლაში მიეხმარა. ნახევარი წამიც და ნატალი უკვე მის პირისპირ იდგა, თანაც იმდენად ახლო მანძილზე, რომ გოგონას ცხელი სუნთქვა, სასიამოვნოდ ეფრქვეოდა სახის კანზე. -კარგი, მიდი მითხარი შენი სურვილი -ნებისმიერს ვასრულებო თქვი, არა? -კი, ნებისმიერს -მსწრაფლ დაუმოწმა და სმენადაც იქცა პასუხის მოლოდინში. სებემ გარკვეული დროით დააყოვნა ხმის ამოღება. სანამ რამეს იტყოდა, ჯერ გოგონას სახეზე ჩამოატარა თითები, შემდეგ მკერდზე ჩამოშლილი თმები გადაუყარა ზურგს უკან და მომხიბვლელად დაბალი, მაცდური ხმით, ყურთან ახლოს შემდეგი სიტყვები ჩასჩურჩულა: -როდესაც გორაკიდან სნოუბორდით დავეშვებით, ჩემს ნომერში გამომყვები და უფლებას მომცემ ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დაგხატო. 8 8 8 8 შუა დღე ხანი იყო. აბაზანის თბილი წყლით სავსე ჯაკუზში, ლალიტა ტანსაცმლიანად ჩაწოლილიყო, ღვინის ბოთლიდან ნელ-ნელა სვამდა მათრობელა სითხეს და ბოლო ხმაზე აღრიალებული მუსიკების ფონზე, ტელეფონზე შემომავალ დანიელის ზარებსა თუ შეტყობინებებს ერთმანეთის მიყოლებით აიგნორებდა. იმ წამს მართლა არავისთან სურდა დალაპარაკება. ერთადერთი, რაც გულით წყუროდა, ეს საკუთარ თავთან განმარტოება გალხდათ. ძალიან ბევრ რამეს იხსენებდა მოცემულ მომენტში. ცდილობდა ყოველი ლამაზი მოგონება, რაც კი ცხოვრებაში ჰქონდა, ერთიანად ამოეტივტივებინა წარსულის დალუქული სკივრებიდან და ახლიდან შეეგრძნო ის ბედნიერება, ან სიხარული, რასაც იმ მომენტებში განიცდიდა. არც კი იცოდა რატომ იქცეოდა ასე. იმის მაგივრად, რომ ხელი გაენძრია და საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედა, აბაზანში გამოკეტილიყო, საკუთარ ფიქრებთან განმარტოებული. ნატალისთვის, თავისი უახლოესი მეგობრისთვისაც კი არ სურდა გულის გადაშლა. ხვდებოდა, რომ რაც ახლა სჭირდა, იმას დეპრესიის საწყისი ნიშნები ერქვა, თუმცა ესეც ფეხებზე ეკიდა. თავადაც აღარ იცოდა რა უნდოდა ამ ცხოვრებისგან, ან სურდა თუ არა საერთოდ სიცოცხლის გაგრძელება. ძალიან იყო დაბნეული. მის თავში აზრები ქარიშხლისგან ავარდნილი მტვერივით მოძრაობდნენ და საღად აზროვნების უნარს უკარგავდნენ. დრო გადიოდა. მაღალზე აწეული მუსიკა კვლავ უწინდებურად აყრუებდა კედლებს, თანაც ისე, რომ გარშემო ყოველგვარ ხმას ახშობდა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ ჯაკუზის თბილ წყალში არხეინად ჩაწოლილ ლალიტას, არც ბინაში შემოსასვლელი დერეფნიდან გაუგონია ნაბიჯების ხმა, არც თავისი ოთახის მიმართულებით და არც აბაზანის კარის ჩხაკუნი მისწვდენია მის სმენის რეცეპტორებს. სახლში გარეშე პირის შემოსვლის ამბავი, მხოლოდ სასუნთქი გზების საშუალებით შეიტყო –ზუსტად მაშინ, როდესაც ცხვირში მამაკაცის სუნამოს გრილი, საამო არომატი მოხვდა. გოგონამ მუსიკა მაშინვე გათიშა და სააბაზანოს კარს შეხედა. როგორ ნატრულობდა გულში, რომ იმ წამს, იქ არავინ დაენახა, თუმცა მისი იმედები ერთიმეორის მიყოლებით ჩაიფუშა, როდესაც კარის ზღურბლზე, მობილურით ხელში მდგომი დანიელი შენიშნა, ვისაც მაგრად შეკეული მუშტი ერთიანად სისხლში ჰქონდა ამოსვრილი და გააფრთრებული მზერით იყურებოდა მამაკაცურად მორკალული წარბების ქვემოდან. -აქ რას აკეთებ? -აბაზანიდან ოდნავ წამოწეულმა შეეკითხა ლალიტამ, თან შეშფოთებული მზერით შეხედა მის სისხლიან მარჯვენას -ან ხელზე რა დაგემართა? ბინაში შემოსასვლელი კარი შემოლეწე, არა? -შენ გოგო სულ გააფრინე?! -მის შეკითხვას ყვირილით დაახვედრა თავისი მამაკაცმა. ღია ცისფერი თვალები გააფთრებული მხეცივით უელავდა და გარშემო ყველაფერს ისე სწვავდა, როგორც მხურვალე გეიზერი -სანამ აქამდე მოვედი, რა აღარ ვიფიქრე, შენ კიდევ თურმე აქ დისკოთეკა გაქვს მოწყობილი და ზარებზე შეგნებულად არ მპასუხობ! -ნუ ღრიალებ -ნუ ვღრიალებ კი არა, მაგ ღვინოს ხელი გაუშვი -უთხრა თუ არა, მაშინვე გოგონასკენ გაემართა, სწრაფი სიარულით და ისე, რომ სიტყვის თქმაც აღარ დააცადა, ბოთლი ხელიდან გამოაცალა -შენთვის ექიმს ისეთი არაფერი უთქვამს, რომ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიო და ასეთ დეპრესიაში ჩავარდე! -მერე და ვინ არის დეპრესიაში? -ინტერესით ახედა ლალიტამ მასზე მოშტერებულ ცივ, ცისფერ თვალებს. -ვინ და შენ! რა, არ გეტყობა? ჯაკუზში ტანსაცმლიანად წევხარ და ლოთივით მარტო სვამ! ბრაზისგან სახე ერთიანად წამოუხურდა ლალიტას. თუკი აქამდე მშვიდ, გაწონასწორებულ პასუხებს აძლევდა მამაკაცს, ახლა თავადაც აუწია ხმას: -და ვისი რა საქმეა ჩაცმული ვბანაობ თუ წვიმაში საცვლებით ვცეკვავ?! -მრისხანებით დაკვესებულ თვალებს, ბრილიანტისფერი ცრემლებიც მოსდგომოდნენ, რომელთაც, ცოცხალი თავით არ აძლევდა გოგონა გარეთ გადმოსვლის საშუალებას -შენ კიდევ რა გჭირს? ჩემს გარდა სხვა საქმე არ გაქვს? წადი და შენს ცხოვრებას მიხედე! -ჩემს ცხოვრებას ბოლომდე დედა აქვს ნატირები, თუკი შენ რამე მოგივა! -სისულელეებს ნუ ამბობ -ნეტავ მართლა სისულელე იყოს -დაუფარავი ტკივილი, წყენა, მღელვარება–ყველაფერი ერთმანეთში აზავებულად გამოისახა დანიელის მზერაში იმ წამს -თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სრულიად სხვა რამეზე სასაუბროდ მოვედი -მაინც რაზე? გადაწყვიტე მკითხო რომელი ფერის ყვავილებს ავირჩევ დაკრძალვისთვის? -ლალიტა! -ბოლო ხმაზე დაუღრიალა მამაკაცმა, ჯაკუზიდან, სრულიად სველი, მკლავებში ხელის ჩავლებით წამოაყენა ფეხზე და მრისხანების ცეცხლით ანთებული თვალებით შეაჯანჯღარა -ასეთი სისულელის თქმას კიდევ ერთხელ გაბედავ და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! -რისთვის მოხვედი დანიელ? -ცხოვრებისგან გადაღლილი ხმით შეეკითხა იგი მამაკაცს -დღეს არავის ნახვას არ ვგეგმავდი და მარტო მინდოდა ყოფნა -დასაწყისისთვის მაქედან ამოდი და სხეული გაიმშრალე. შენთან მნიშვნელოვან თემაზე მაქვს სალაპარაკო -მერე ღვინის ბოთლი ჯაკუზის ზედაპირზე შემოდგა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სისველისგან დატალღულ, ლალიტას გრძელ თმას და უსიტყვოდ დატოვა სააბაზანო ოთახი. გოგონას თვალებიდან რამდენიმე ცრემლი ერთობლივად გადმოგორდა, დანიელის გასვლის შემდეგ. სულ რაღაც ერთ დღეში ხასიათი იმდენად შესცვლოდა, უკვე საკუთარ თავსაც ვეღარ ცნობდა. ნერვები გიტარის სიმებივით ჰქონდა დაჭიმული და უწინდელი პოზიტივის ნატამალიც აღარ დარჩენილიყო მის გულში. რატომ დაემართა ეს? მაშინ, როდესაც ფიქრობდა ძლიერი ადამიანი იყო და ნებისმიერ სირთულესთან გამკლავება ღირსეულად შეეძლო, ერთი მშიშარა, პესიმიზმით სავსე ადამიანი შერჩა ხელში, ვისთვისაც მზეც კი წყვდიადისფრად ანათებდა იმ წამს. -ლალიტა, გაიმშრალე და გამოდი, გელოდები! -თავისი საძინებლიდან რომ ხმა შემოესმა, ზუსტად მაშინ მოეგო გონს. მიხვდა, რომ ასე ზომბივით დგომა დანიელის თვალში კიდევ უფრო მეტად დაამსგავსებდა მშიშარა კურდღელს, ამიტომ სწრაფად გაიხადა სველი ტანსაცმელი, საცვლებზე დიდი, თეთრი პირსახოცი მოიხვია და ოთახში იმდენად სწრაფად გავიდა, რამდენადაც შეეძლო. დანიელი საწოლზე ჩამომჯდარი ელოდა გოგონას გამოჩენას. გაჭრილ ხელზე, ამჯერად უკვე ბინტის სქელი ფენა ჰქონდა შემოხვეული და სისხლიც იმდენად მასიურად აღარ სდიოდა. მართალია ლალიტას შიგნით შესვლისას, თავი ოდნავაც არ მოუტრიალებია და არც განძრეულა, თუმცა მისი იქ ყოფნა მაინც ცხადად იგრძნო. -მოდი აქ, გვერდით დამიჯექი -უთხრა მან მშვიდად -ახალი და კარგი ამბავი მაქვს შენთვის, ოღონდ ძალიან გთხოვ ისედაც მოშლილ ნერვებს, უფრო მეტად ნუღარ მომიშლი და ბევრი ლაპარაკის გარეშე დამთანხმდი -ჯერ მითხარი რა ხდება და შემდეგ თავად გადავწყვეტ ბევრი ლაპარაკის გარეშე დაგთანხმდე თუ ცხვირში გითავაზო მუშტი დანიელს გაეცინა. მიუჯდა თუ არა გვერდით ლალიტა, მაშინვე ჩაჰკიდა ხელი მის მარჯვენას, თავისი თითები გოგონას თითებში გადახლართა და წყლის წვეთებით დანამულ მხარზე დაუტოვა მხურვალე კოცნის კვალი. -ჩემთან ერთად გერმანიაში უნდა წამოხვიდე ლალიტა, თანაც სამ დღეში -უთხრა თუ არა, გამშრალი ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა -თვითმფრინავის ბილეთები უკვე აღებული მაქვს გოგონა, გარკვეული დროით გაკვირვებული სახით უყურებდა გვერდით მჯდომ მამაკაცს. შემდეგ თავი გადააქნია და სიცილი აუტყდა. -შენ რა ხუმრობ? -ჰკითხა გაოცებით -გგონია ახლა ბერლინის კედლის სანახავად შესაფერისი დროა? -ბერლინის კედელსაც აუცილებლად ვნახავთ, ოღონდ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც შენს პრობლემას მოვაგვარებთ -პირდაპირ მითხარი, რის თქმას ცდილობ? -იმის, რომ შენი დაავადების შემთხვევა ბოლომდე შევისწავლე და ისტორია ჰამბურგის ერთ-ერთ კლინიკაში გადავაგზავნე -დაიწყო თუ არა ახსნა, ფეხზეც წამოდგა და ჟალუზჩამოფარებულ ფანჯარას მიუახლოვდა -იქ ბიძაჩემი მუშაობს, კარდიოქირურგად, მისი საუკეთესო მეგობარი კი კლინიკის დირექტორია. ნიკოლოზი ამ სფეროში ნამდვილ სასწაულებს ახდენს და რა ოპერაციაც შენ გჭირდება, სულ ცოტა ოცდაათჯერ მაინც აქვს გაკეთებული. აქედან არც ერთი მათგანი არ დასრულებულა ფატალურად -და შენც გადაწყვიტე, რომ ხელი უნდა მომკიდო და გერმანიაში წამიყვანო? -ლალიტაც წამოდგა საწოლიდან -არ ფიქრობ, რომ ამას უამრავი თანხა დასჭირდება, რომელიც არ მაქვს? საქართველოში, ოპერაციის სამოცდაათ პროცენტს საყოველთაო დაზღვევა დამიფინანსებს და დანარჩენზე კიდევ რამეს ვიზამ, მაგრამ იქ რა გავაკეთო? ფონდი გავხსნა სახელწოდებით "დაეხმარეთ საბრალო ლალიტას სიცოცხლის გადარჩენაში?" -ფინანსურ მხარეს ყველანაირად საკუთარ თავზე ვიღებ -წამიც არ დაუყოვნებია ისე უპასუხა მამაკაცმა -ბილეთების ფულიდან დაწყებული, კლინიკის ხარჯებით დამთავრებული, უკლებლივ ყველაფერს მე დავფარავ. ოპერაციის თარიღიც კი დავანიშნინე. ჩასვლიდან ორი დღე, რაღაც დამატებით კვლევებს დასჭირდება, მესამე დღეს კი საოპერაციოში შეგიყვანენ. შენ უბრალოდ ბარგის ჩალაგება და დათანხმება დაგრჩენია -სულ გააფრინე დანიელ?! -შეკრულ წარბებს შორის, ორი ღარი გასჩენოდა გოგონას და მამაკაცს წყენით სავსე გამოხედვას არ აშორებდა -რა უფლებით გააკეთე ეგ ყველაფერი ჩემი თანხმობის გარეშე, ან საიდან მოიტანე, რომ ოდესმე შენს ხარჯზე ცხოვრებას დავთანხმდები? თუკი ჯანმრთელობასთან რამე პრობლემა მაქვს, თბილისის რომელიმე კლინიკა მომხედავს და არა ჰამბურგის საავადმყოფოში მომუშავე ბიძაშენი -რა შუაშია გოგო ჩემ ხარჯზე ცხოვრება, როდესაც საქმე შენს სიცოცხლეს ეხება? -სახეზე ორივე ხელის გული დაადო და ისე ჩახედა თვალებში მამაკაცმა -უბრალოდ მინდა იმასთან წაგიყვანო, ვისაც ბოლომდე ვენდობი და ვისი იმედიც თავად მაქვს. ეს თანხა ჩემთვის არაფერია, ამაზე ათჯერ მეტსაც გადავიხდიდი, თუკი დაგჭირდებოდა ლალიტამ უხეშად მოიშორა მამაკაცის ხელები და ერთი ნაბიჯით უკან დაიწია. -გასაგებია, რომ ფული ტუალეტის ქაღალდივით გაქვს, მაგრამ როგორც აქამდე არ გამომიმირთმევია შენთვის ერთი თეთრი, ახლაც ასე იქნება -ლალიტა ჭკუიდან ნუ მშლი! -თუკი აქამდე სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, იმ წამს უკვე ნერვებმა უმტყუვნა და თვალები კვლავ ბრაზის მწველი ცეცხლით აენთო -მე აქ ვზივარ, ვფიქრობ, როგორ მოვაგვარო ყველაფერი ისე, რომ ჩემს ცხოვრებაში კვლავაც არსებობდე, ისევ ისეთი ლაღი და მხიარული, შენ კიდევ რაღაც წყეულ ფულზე ნერვიულობ, რომელიც მე სულ ფეხებზე მ’კიდია! -საერთოდ რატომ ფიქრობ მაგაზე?! შენი ვინ ვარ?! -არც გოგონა ჩამორჩა ხმის აწევაში -სექსი რომ გვაქვს და საწოლში ერთმანეთს სიამოვნებისგან ჭკუიდან ვშლით, იმას არ ნიშნავს, რომ აქ უნდა მომივარდე და მიმითითო ჰამბურგში წავიდე, თუ სტრასბურგში -არაფერსაც არ მიგითითებ! -გამწარებულმა, მაგიდაზე შემოდებული ყვავილების ლარნაკი ძირს დაანარცხა და წამებში აქცია ნამსხვრევებად -უბრალოდ ვცდილობ კარგად იყო და არ დაგკარგო! -და რომ დამკარგო რა?! წახვალ და სხვას იპოვი იმ საქმისთვის, რასაც მე ვაკეთებდი. ეგ ნამდვილად არ გაგიჭირდება და არ მესმის რა პრობლემა გაქვს -ლალიტა გეყოფა -შუბლზე ორივე ხელი მიიჭირა მამაკაცმა. მის ხმაში, მკაცრი ტონის მაგივრად, უკვე დაუფარავი მუდარა იკითხებოდა -თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს და რამედ მთვლი, დამთანხმდი. ჩემს ისედაც არეულ ცხოვრებას, უფრო მეტად ნუ მოუ*ყნავ დედას და საბოლოოდ ნუ დამანგრევ. მეც ადამიანი ვარ. მეც მჭირდება შებრალება გატეხილი, განადგურებული, ნაწილებად დაშლილი მოეჩვენა იმ წამს ლალიტას, დანიელი. უნდა ეღიარებინა, მართლაც რომ პირველად ხედავდა ამ მუდამ ძლიერ ადამიანს, ასეთ უსუსურ მდგომარეობაში და გულზე მარწუხებივით უჭერდა უხილავი სევდა. მამაკაცმა რომ კეფაზე ხელები შემოიწყო და საწოლზე მიყრდნობილი, პირდაპირ იატაკზე ჩამოჯდა, ლამის სული აეწვა გოგონას. დანაშაული იგრძნო საკუთარი თავისა და სიტყვების მიმართ, თუმცა თქმით მაინც არაფერი უთქვამს. საბოდიშო წინადადებების ნაცვლად, იატაკზე თავადაც მამაკაცის მსგავსად ჩაიკეცა, გვერდით მიუჯდა და ტუჩებზე გამოსახული ნაღვლიანი ღიმილის თანხლებით გახედა. -დანიელ, ჩემს ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი? -როგორ მოვიქცეოდი? -მსუბუქად ჩაეცინა მას -ალბათ, ანგარიშს გავუწევდი იმ ადამიანს, ვისაც ასე ძალიან უნდა, რომ ვიცოცხლო -არ ხარ ვალდებული ახლა ჩემს გვერდით იყო და ასეთ განწყობაზე მყოფს მიყურებდე. დაგპირდი შიში ვერ გამაკონტროლებს-მეთქი, რადგან ჩემი თავი უფრო ძლიერი მეგონა, მაგრამ შევცდი. პატარა პრობლემამაც კი გამტეხა სულიერად -აქ მოვალეობა კი არა საკუთარი სურვილი მაჩერებს ლალიტა -წყენით აღსავსე ხმით მიუგო მამაკაცმა -შენთვის ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სექსია. კი, საწოლში ბოლომდე ჩემი ხარ, მაგრამ არასდროს მაძლევდი საშუალებას უფრო მეტად დაგახლოვებოდი. შენს სულიერ სამყაროს ახლოსაც ვერ ვეკარები, რადგან მასზე უზარმაზარი ჯავშანი გაქვს მოცმული. გგონია, თუკი რამე გაგიჭირდება, ზურგი უნდა გაგქციო, ან ვინმე სხვათი ჩაგანაცვლო. იმაზე საერთოდ არ ფიქრობ, რამდენად სრულყოფილად ვგრძნობ თავს შენთან და თუკი გეხმარები, მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ რიგში თავად ვარ დაინტერესებული შენი ბოლომდე გამოჯანმრთელებით -აქაც შეიძლება გამოვჯანმრთელდე დანიელ. კარდიოლოგიის სფერო ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ განვითარებულია -არა -მაშინვე გააქნია თავი მამაკაცმა -რისკის ქვეშ ვერაფერს დავაყენებ. მირჩევნია საუკეთესო ექიმებმა მოგხედონ და მეც მშვიდად ვიყო -ძალიან მაწვები, ამას რატომ ვერ ხვდები? რაც სრულწლოვანი გავხდი, საკუთარი მშობლებისთვისაც კი არ გამომირთმევია ერთი თეთრი -და მხოლოდ ერთხელ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ დათმო შენი სიამაყე არ შეიძლება? -დაუფარავი ტკივილით იყო გაჟღენთილი მამაკაცის ხმის ტონი -არ შეგიძლია ჩემს გამო წახვიდე ამ დათმობაზე? არ შეგიძლია უზრუნველყო, რომ ერთი პრობლემა მაინც მოაკლდეს ჩემს ყოველდღიურობას? ლალიტა იატაკზე დაშტერებული უსმენდა თითოეულ მის სიტყვას. ის, რასაც დანიელი ეუბნებოდა, ასიდან –ასივე პროცენტით ეწინააღმდეგებოდა მის პრინციპებს, თუმცა მეორეს მხრივ, დანაშაულის გრძნობაც უჩნდებოდა, როდესაც ყოველივე ამაზე უარის თქმას დააპირებდა. საგონებელში იყო ჩავარდნილი. სასწორის ერთ მხარეს მისი სიამაყე იდო, მეორეზე კი დანიელი, ვინც სივრცეში, ერთ კონკრეტულ წერილს მიშტერებული ელოდა მის პასუხს. დუმილმა დაახლოებით სამ წუთს გასტანა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, გაცილებით უფრო დიდი დროც სჭირდებოდა გოგონას, მაგრამ ვინაიდან ასე უხმოდ ჯდომა უკვე თავად უქმნიდა დისკომფორტს, დახრილი თავი მაღლა ასწია და გვერდით მჯდომ მამაკაცს მხარზე ხელი ფრთხილად დაადო. -კარგი . . . იყოს ისე, როგორც შენ გინდა -უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კუთხით, შინაგანად ანადგურებდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება -ის გააკეთე, რასაც საჭიროდ ჩათვლი, ჩემგან სრული თანხმობა გაქვს მოსმენილმა პასუხმა, დანიელს ისეთი გაოცებული გამომეტყველება მიაღებინა, თითქოს საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. -სერიოზულად ამბობ? -ასი პროცენტით -ვარდისფერ ტუჩებზე დამჩნეული, ოდნავი ღიმილით მიუგო, მერე კი დაამატა:-ოღონდ მეც მაქვს რაღაც თხოვნა -რა თხოვნა? -ბევრი არაფერი -თქვა თუ არა, ფეხზეც წამოდგა, ტანიდან პირსახოცი მოიშორა, იგი სადღაც ოთახის კუთხეში მიაგდო და მამაკაცის წინ, მხოლოდ შიდა თეთრეულით დადგა -უბრალოდ ადექი, ტანსაცმელი გაიხადე და ისე მომეფერე, რომ რამდენიმე წუთით მხოლოდ სიამოვნებაში ჩავიძირო და ყველაფერი ცუდი დამავიწყდეს გოგონას სიტყვებზე, დანიელის ცისფერ თვალებში უდიდესი სითბო ჩადგა. -ლოგინზე დაწექი და დამელოდე. რამდენიმე წუთით კი არა, თუ გინდა საათობითაც გამოგთიშავ რეალობას. 8 8 8 8 -მორჩა, უკვე ბოლომდე ჩავლაგდი! -სიხარულით აღნიშნა ნატალიმ მაშინვე, როგორც კი ჩემოდნის ელვა-შესაკრავი შეკრა და თავისი სასტუმროს ნომერს, სადაც ზუსტად სამი დღე გაატარა, ნაღვლიანად მოატარა მზერა -აუ, მომენატრება აქაურობა. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება კიდევ ერთხელ უნდა ჩამოვიდე. -რაც გინდა ის ქენი, თუმცა შემდეგ ჩამოსვლაზე ჩემი გამოყოლის იმედი არ გქონდეს -ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილი ალექსი გაეპასუხა ოთახის მეორე ბოლოდან. მამაკაცი, როგორც ჩვეოდა, კვლავ გამჭვირვალე მინიდან გადაშლილ ხედებს ათვალიერებდა და ნაკლებად ინტერედებოდა, რას აკეთებდა ნატალი საძინებელში. -გართობის აზრზე არ ხარ რაა, სქვიდბორდ. ნუთუ ასეთი დასვენება ოდნავადაც არ გიზიდავს? -მე ზღვა, ნახევრად შიშველი გოგონები, დაივინგი და პარაშუტით ხტომა მიზიდავს. თოვლის კურორტები და თხილამურებით სახის ალეწვა ნამდვილად არა ნატალიმ თვალები აატრიალა. მეგობრის სიტყვების მიუხედავად, გუდაურში გატატებული სამი დღე, მართლაც იდეალურად აგონდებოდა. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, თოვლზეც საკმოდ ბევრი ისრიალა, სნოუბორდზე დგომაშიც ლამის პროფესიონალი გახდა და საბაგიროთიც კარგად ისიამოვნა. ყველაზე ტკბილ მოგონებად, მაინც სებესთან გატარებული წუთები დარჩა მის მეხსიერებას. გამუდმებით ეფიქრებოდა ხოლმე მასზე. ყველაზე მეტად, ის მომენტი ჩარჩა გონებაში, როდესაც მამაკაცმა წელს ზემოთ გააშიშვლა, ქვემოთ ატლასის წითელი ზეწარი მოახვია და ისე, რომ ზედმეტად შეხება ერთხელაც არ უცდია, მისი გამოსახულება დიდ ფურცელზე გადაიტანა. -შენ ყველაფერი ჩალაგებული გაქვს ალექს? თუ ჩემი დახმარება გჭირდება? -საჭირო არ არის, მე თვითონ მივხედე. შენ ჯობია ის მითხრა გუშინ მთელი ღამე რას წერდი? -შენ საიდან იცი რომ ვწერდი? -თავის ჩემოდანს შემოაჯდა თუ არა, კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით გახედა თანამოსაუბრეს. -საიდან და დილის ოთხ საათზე შემოვედი შემოგაკითხე ნომერში. ჩემს დამტენს დედა ეტირა და მინდოდა შენი მეთხოვა -კარი ღია მქონდა? -კი, ღია გქონდა, მაგრამ მაგაზე უცნაური ის არის, რომ ჩემი შემოსვლა საერთოდ არ გაგიგია -ცალყბად ჩაეცინა მამაკაცს -ისე იყავი შემძვრალი ლეპტოპში, მხოლოდ ატომური ბომბის აფეთქება თუ გამოგაფხიზლებდა, შენს სიახლოვეს -კი, ეგ მართალია -ჩემოდნიდან მკვირცხლად წამოდგა და თვითონაც ფანჯრის რაფასთან მივიდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად იყო, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ალექსის შეკითხვასაც უპასუხა:-ახალ რომანს ვწერ, სახელად "შაქრის ციებ-ცხელება". გუშინ ზუსტად მაგით ვიყავი დაკავებული და რომ არ დამძინებოდა, ნომერში ორჯერ შევუკვეთე ორმაგი ამერიკანო -აჰა, ანუ კიდევ ერთ შედევრს ქმნი ჩვენი ქვეყნისთვის -ნუ მეღადავები რაა, ხომ იცი, წერა ჩემთვის ყველაფერია. მანამდე არ გავჩერდები, სანამ ამ სფეროში უზარმაზარ წარმატებას არ მივაღწევ! -თავდაჯერებისგან უელავდა თვალები ამ თემაზე საუბრისას და დიდ შინაგან ძალასაც გრძნობდა, რისი მეშვეობითაც მზად იყო მიზნისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრი ყველა დაბრკოლებისთვის უმოწყალოდ გადაევლო. -ისღა დამრჩენია წარმატება გისურვო -წარმატება აუცილებლად იქნება, მანამდე კი რაღაც უნდა გითხრა -მიდი, გისმენ -აქამდე ამაზე არ ვსაუბრობდი, რადგან ზედმეტი ახსნის თავი არ მქონდა, მაგრამ ახლა გეტყვი. რომანს, რომელსაც ვწერ, ჩემზე და სებეზე იქნება. მინდა რეალური სცენები ავსახო და მაგ ადამიანთან დაახლოებაც ამიტომ გადავწყვიტე ალექსის სახეზე ჯერ გაურკვევლობა აირეკლა, მერე გაოცება, მერე კი ხმამაღალი სიცილიც აუტყდა გოგონას ნათქვამზე. -შენ თავს ვფიცავარ გასაოცარი ვინმე ხარ რაა -უთხრა მან სიცილისგან მოგვრილი ცრემლების წმენდით -მხოლოდ შენნაირი გადარეული თუ მოიფიქრებდა ასეთ რამეს -კარგი რაა, ნუ დამცინი -წარბშეკრულმა უჩქმიტა მხარზე ნატალიმ -იცი მაინც რამდენად კარგად გადმოიცემა ემოციები, როდესაც ავტორი ნამდვილად მომხდარ ისტორიას აღწერს? -ანუ მაგ ტიპს ჩვეულებრივად *მარობ, რათა ვორდის ფაილი გაავსო რეალური ისტორიის ამსახველი ნაწერებით -თუკი აქამდე ეცინებოდა, ახლა უკვე სერიოზული ტონი დაეჭირა და გამოხედვაც სწორედ ამგვარი ჰქონდა -ნატალი არ გეწყინოს, მაგრამ პირველკლასელი მოსწავლეც კი მიხვდებოდა, რამდენად *ლეურია ახლა შენი საქციელი -ნუ მეუზრდელები -კიდევ ერთხელ უჩქმიტა მხარზე გოგონამ, თუმცა გულის სიღრმეში კარგად იცოდა, რომ ეს ჩქმეტა, ცენზურის დარღვევის კი არა, სიმართლისგან მოგვრილი სიმწარის გამო იყო. -კი არ გეუზრდელები, ვცდილობ აზრზე მოგიყვანო. ამ ტ*აკის ქიცინში, ეგ ტიპი ნელ-ნელა შეგიყვარდება და მერე ბალიშში თავჩარგული იტირებ შენი საქციელის გამო -საიდან მოიტანე რომ შემიყვარდება? -ბრაზი აგრძნობინა გოგონას ალექსის სიტყვებმა, რაც ხმის ტონითაც ნათლად გამოხატა -გეკითხები, საიდან მოიტანე?! -ყველანაირად ჯდება შენს გემოვნებაში და იქედან. კარგად გიცნობ და მშვენივრად ვიცი, რომ ასეა -არაფერიც არ იცი! -მიუგო თუ არა ზურგიც აქცია, საწოლზე დადებული თავისი ბარგისკენ წავიდა და გაჭირვებით გადმოათრია იგი იატაკზე -შენ ეს ჩემოდნები მანქანაში ჩადე, მე კიდევ რესტორანში ჩავალ და თბილისში წასვლამდე რამეს შევჭამ. მანამდე კარგად დაფიქრდი და იმ გადაწყვეტილებამდე მიდი, რომ ასეთი სისულელეები აღარ უნდა მელაპარაკო! ალექსის პასუხისთვის აღარ დაუცდია. ახლა იმდენად იყო გაღიზიანებული, ოთახის კარი ძლიერი ჯახუნით გამოიხურა და დერეფანში ისე გავარდა, თითქოს უკან გაცოფებული ძაღლი მოსდევსო. შეაშინა ცოტა ხნის წინ მოსმენილმა სიტყვებმა. თითქოს მისი შიშის უფრო მეტად გასამძაფრებლად წარმოუდგა თვალწინ ის მომენტი, როდესაც სებე, თავის ნომერში ხატავდა მის შიშველ პორტრეტს. ახსენდებოდა მამაკაცის მოძრაობები, ნატიფი თითები, დამატყვევებელი გამოხედვა, რომლითაც ისე ეხებოდა მის სხეულს, რომ ფიზიკური შეხება არც კი სჭირდებოდა. ჯადოსნურივით იყო თითოეული ეს წუთი გოგონასთვის. უკვე წლები გასულიყო, რაც მამაკაცის მიმართ ასეთი ძლიერი მღელვარება არ ეგრძნო, მაგრამ ამ მღელვარებას თავის რომანსა და ავტორისეულ ემოციებს უფრო მიაწერდა, ხოლო ყველა სხვა ვარიანტს ისე გაურბოდა, როგორც სასიკდვილო შხამს. დილიდან იდეალურ ხასიათზე მყოფს, ალექსთან დიალოგმა განწყობა საშინლად გაუფუჭა. იმდენად იმოქმედა მოსმენილმა მოსაზრებამ, რომ არც რესტორანში ჩასვლისას დაუკარებია პირი, ხილის წვენის გარდა სხვა რამისთვის, საკუთარი მანქანის საჭესთანაც ალექსი დასვა და თბილისადმე მგზავრობის განმავლობაში ერთხელაც არ დაუძრავს კრინტი. მამაკაცმაც აღარ გახეთქა მის მიერ შექმნილი სიჩუმის ბუშტი, რომელშიც თავიდან ბოლომდე იყო გახვეული. ხვდებოდა, რომ ახლა ნატალის მდუმარება და ფიქრი უფრო სჭირდებოდა, ამიტომ, მთელი გზა უხმოდ ატრიალებდა საჭეს და გოგონას საშუალებას აძლევდა თავის სტიქიაში დრო მშვიდად გაეტარებინა. შუადღე ხანი იყო დედაქალაქამდე რომ ჩააღწიეს. ვინაიდან გზაში საჭმელად არ გაუჩერებიათ, ქალაქში შესვლის თანავე იყიდეს მზა საკვები, გემრიელად მიირთვეს და ყოველივე ამას გამაგრილებელი სასმელებიც დააყოლეს „დესერტად“. -რა უბედურებაა, თბილისში თოვლი საერთოდ გამდნარა -დანანებით აღნიშნა საქარე მინიდან მომზირალმა ნატალიმ, თან კარგად ჩაიფუთნა თავის დუტის ქურთუკში -ახლა უფრო კარგად ვხვდები, რა კარგი ყოფილა გუდაური -ლალიტამ იცის დღეს რომ უნდა დაბრუნებულიყავი? -კი, იცის -თავი დაუქნია. მერე ჩაფიქრებული სახე მიიღო, წარბები შეკრა და კვლავ ალაპარაკდა: -ისე ამ დღეებში მაგას რაღაც სჭირს. თუკი ადრე ყველაფერს დეტალებში მეკითხებოდა ჩემი ცხოვრების შესახებ, ახლა საერთოდ არაფრით დაინტერესებულა და მე თუ არ დავურეკავდი, არც კი ვახსენდებოდი ხოლმე ალექსს გაეცინა. -სულ ასეთი მახსოვხარ. თუ ადამიანი ოდნავ მაინც გაკლებდა ყურადღებას, მაშინვე იბუტებოდი ხოლმე -მერე მაგდენი თუ იცით, ნუ დამტოვებთ ყურადღების გარეშე -მის მსგავსად გოგონასაც გაეცინა. საუბრის წამოწყებას ოდნავ ხასიათზე მოეყვანა და უწინდელ თემებზეც იმდენად აღარ ეფიქრებოდა. -პირდაპირ სახლში დაგტოვო, თუ კიდევ გავიაროთ სადმე? -არა, რა გავიაროთ -მსწრაფლ გადააქნია თავი -ისე ვარ დაღლილი, არაფრის ტ*აკი აღარ მაქვს. სახლში მიმიყვანე. ლიფტების რომ არ გეშინოდეს, ჩემთანაც დაგპატიჟებდი, მაგრამ . . . ალექსმა მანქანაში ჩართულ გათბობას ოდნავ ჩაუწია და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნა: -ლიფტის შიშს კიდევ როგორმე მოვერეოდი, მაგრამ ჩემი და ლალიტას შეხვედრა, არც ისე კარგი იდეა იქნება, ამიტომ ჯობს მეც შინ წავიდე. მანქანას მერე დაგიბრუნებ -ალექს, რაღაცას გკითხავ კარგი? -გამომცდელი მზერით უყურებდა ნატალი იმ წამს. თვალებში აშკარა ინტერესი ეხატა და მანამ არ მოისვენებდა, სანამ ამ ინტერესს არ დაიკმაყოფილებდა. -მიდი, მკითხე -ოღონდ იცოდე გულწრფელად უნდა მიპასუხო -კი ბატონო, იყოს გულწრფელობა -Okay. მაშინ მითხარი, ლალიტა ისევ გიყვარს? მამაკაცს გვერდულად ჩაეცინა. მართალია შეკითხვა საკმაოდ პირდაპირი იყო, თუმცა პასუხისთვის ბევრი ფიქრი მაინც არ დასჭირვებია. -არა, მის მიმართ გრძნობები უკვე აღარ მაქვს -თქვა საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ტონით -ერთადერთი, რასაც ვგრძნობ ეს იმედგაცდრუებაა. ორივემ გავუცრუეთ ერთმანეთს იმედები -კარგი, მაგაზე არ ინერვიულო -გამამხნევებლად დაადო მხარზე მარცხენა ხელი, თან რაც შეეძლო თბილად გაუღიმა გოგონამ -აი ნახავ, აუცილებლად გეწვევა სიყვარული კიდევ ერთხელ. კუპიდონი შენც გესვრის ერთ გულებიან ისარს -ერთი კუპიდონის დე*აც! სიყვარული არა ის! -შენი შეცვლა არ იქნება რაა -სიცილით მიადო თავი საქარე მინას ნატალიმ და ფანჯრიდან მორბენალი ხედების ყურება მანამ არ შეუწყვეტია, სანამ ალექსმა მის საცხოვრებელ კორპუსთან არ მიაყენა მანქანა. მართალია, გუდაურში მხოლოდ სამი დღე დაჰყო, თუმცა ლალიტა მაინც საშინლად ჰყავდა მონატრებული. ზოგადად, ძალზედ იშვიათი იყო, როდესაც გოგონები ერთმანეთისგან შორს ატარებდნენ დღეებს და სწორედ ამიტომ გრძნობდა ქალაქგარეთ ყოფნის განმავლობაში სერიოზულ დანაკლისს. სახლამდე რომ მივიდა კიდევ უფრო მეტად იგრძნო მონატრება. ალექსი ჩანთების სადარბაზომდე მიტანაში დაეხმარა და ლიფტთანვე დაემშვიდობა. მარტო დარჩენილს, კვლავ სებესთან გატარებული უჩვეულო წუთები ამოუტივტივდა გონებაში. მაღლა ამავალ კაბინაში მდგომი, უკან მიმაგრებულ დიდ სარკეში საკუთარ თავს აკვირდებოდა და ჯერ კიდევ ვერ გაეგო, თუ რატომ გამოიწვია ამ თითქმის უცხო ადამიანმა მასში ასეთი უცნაური მღელვარება. ფაქტი იყო, სებე არ ჰგავდა სხვა მამაკაცებს. მის თითოეულ ქცევაში უზომო სიდინჯე, დახვეწილობა, შესამჩნევი ტემპერამენტი იგრძნობოდა, რაც მეტად მაცდურს ხდიდა ამ ადამიანს გოგონას თვალში. ყველაზე მეტად, მაინც მისი ხმა მოსწონდა ნატალის. როდესაც სებეს საუბარი ესმოდა, ტანზე სიამოვნების ეკლები აყრიდა და შეეძლო დაუღალავადაც კი ესმინა მისთვის, ნეტარებისგან თვალებდახუჭულს. ამ ფიქრებში გართული ვერც კი მიხვდა, როდის აღმოჩნდა მეთექვსმეტე სართულზე. რეალობას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა, როდესაც ლიფტის ორფრთიანი კარი სრიალით გაიხსნა და მის ხმაზე, ვერცხლისფრადაც აინთო სენსორული განათება. თავისი ბინის კარის დანახვაზე, ღიმილი მოადგა ნატალის. ლალიტა უკვე გაფრთხილებული ჰყავდა, დღეს ვბრუნდებიო, ამიტომ, იმაში დარწმუნებული, რომ გოგონა სახლში დახვდებოდა, ჩანთებიანად მიადგა თავის კარს და მასზე მიყოლებით სამჯერ დარეკა ზარი. არ გასულა დიდი ხანი, რომ ჰოლიდან მსუბუქი ნაბიჯების ხმაც მოესმა. ნატალიმ კარგად იცოდა, ლალიტა კარის გაღებამდე მუდამ სათვალთვალოში რომ იყურებოდა ხოლმე, ამიტომ რამდენიმე სანტიმეტრით უკან დაიხია და როგორც კი გოგონას კართან მოახლოება იგრძნო, მის დასანახად კარებს ბავშვივით დაეჭყანა. -პაროლი! -წამებში მოესმა ზღურბლის საპირისპირო მხრიდან -ოო, გამიღე რაა, დაღლილი ვარ და მაგის თავი არ მაქვს -პაროლი-მეთქი! -კარგი რა, ლალიტა, ისევ მიკი-მაუსის ცეკვა უნდა მაცეკვო შუა სადარბაზოში? ნამგზავრი ვარ, დაღლილი, ყავა მინდა და დასვენება -ნაკლებად მაინტერესებს -გამიღე და შენ რომ მოგწონს იმ წითელ კაბას გაჩუქებ, ჩემი გარდერობიდან წამით დუმილი ჩამოვარდა. -ტყუილის სუნი მცემს -არ ვიტყუები -მე კი რატომღაც მგონია, რომ მაგას სიტუაციიდან გამოსაძრომად მეუბნები -შენს თავს ვფიცავარ თუ გატყუებდე. თავადაც ხომ იცი, ისე უბრალოდ არასდროს არავის დავიფიცებ -ჰმმ, მაშინ კარგი… მიკი-მაუსის სულელურ ცეკვას აშკარად ეგ კაბა მირჩევნია -სიცილით უპასუხა გოგონამ და აქედან მალევე, კარის საკეტის ჩხაკუნიც გაისმა სადარბაზოში. პირველი, რაც ნატალის თვალში მოხვდა, ეს ლალიტას შეცვლილი იერსახე იყო. თითქოს ისეთი არაფერი სჭირდა გოგონას, თუმცა მაინც იგრძნობოდა პატარა ცვლილებები, რომელიც თავიდანვე მოხვდა მხედველობის ფოკუსში ნატალის. -მგონი ცოტათი დასუსტებული ხარ -გადაეხვია თუ არა, პირველად ეს უთხრა გოგონამ, თან კიდევ ერთხელ შეათვალიერა მეგობარი -თვალებიც ჩაშავებული გაქვს. შენ რა, წუხელ საერთოდ არ გიძინია? -ნუ ჰოო, გვიანობამდე ფილმებს ვუყურებდი -მზერა აარიდა მან, მერე კი სასწრაფოდ შეეცადა საუბრის სხვა თემაზე გადატანას:- რას დადექი ამ კარებში, შემოდი და მომიყევი როგორი იყო იმ არანორმალურ ალექსთან ერთად გუდაურში დასვენება? -აუ ძალიან, ძალიან მაგარი! თხილამურებზე ვერაფრით ვერ დავაყენე, მაგრამ სხვა მხრივ კარგად გავერთეთ -მე კიდევ მოწყენილობით მოვკვდი თბილისში -უკან აედევნა მისაღებისკენ წასულ ნატალის. იქაურობა ქარიშხალგადავლილივით იყო არეული. დივანზე, მთელ სიგრძეზე ტანსაცმელი მიმობნეულიყო, ხოლო დიდი, გახსნილი ჩემოდანი იქვე ეგდო, ნახევრად გავსებულ მდგომარეობაში. ნატალი გაკვირვებისგან ერთ ადგილას შედგა. ჯერ თავის ჩანთები დააწყო იატაკზე, შემდეგ ლალიტას გახედა ცნობისმოყვარეობით გატენილი თვალებით, მერე კი ის კითხვებიც გააჟღერა ხმამაღლა, რაც იმ წამს უტრიალებსა თავში. -ბარგს რატომ ალაგებ? რა იყო, ხომ არ თხოვდები? -არა, რა ვთხოვდები -შეკავებული სიცილით მივიდა ლალიტა თავის ჩემოდანთან, რათა დაწყებული საქმე გაეგრძელებინა -უბრალოდ დანიელმა დამპტიჟა გერმანიაში, ორი კვირით და ხვალ დილით მივფრინავთ -ნატალისგან ზურგით იდგა, როდესაც ამ სიტყვებს ეუბნებოდა -ახლა ბარგს ვალაგებ და თუ სურვილი გაქვს, დამეხმარე -მოიცა რა?! -ხმამაღლა შეიცხადა -მაგას სერიოზულად ამბობ? -ჰო, რა მოხდა? -ის მოხდა, რომ მე დღეს ჩამოვედი და ხვალ კიდევ შენ მიდიხარ, თანაც ორი კვირით -წყენა იგრძნობოდა გოგონას ხმაში -ან ეს მოგზაურობა საიდან მოიფიქრეთ? აქამდე საზღვარგარეთ ერთად არასდროს წასულხართ ლალიტამ მხრების აჩეჩვით აარიდა თვალი მეგობარს. არ სურდა საუბრისას სახეში ეყურებინა, რადგან ეშინოდა ნატალის რამე არ ეეჭვა. -ჩემი იდეა არაა, დანიელმა მოიფიქრა. უნდა, რომ ახალ წელს ჰამბურგში შევხვდეთ -ჰო, ჰო, გადასარევია! თქვენ წადით, ახალ წელს ჰამბურგში შეხვდით და შნიცელი ჭამეთ, მე კიდევ ნაძვის ხის წინ დავჯდები და მოწყენილობისგან სათამაშოებს დავუწყებ ლაპარაკს -ნუ მიბრაზდები რაა, ძალიან მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი -კვლავ ჩემოდნის ჩალაგებას აგრძელებდა ლალიტა, საუბრის პარალელურად -თუ მოიწყენ, ალექსი დაპატიჟე, ან შენ წადი მასთან. ნინია ბებოს ძალიან ეყოლები მონატრებული მოღუშული გამომეტყველება მიიღო ნატალიმ. რაც ერთად ცხოვრება დაიწყეს, ეს პირველი ახალი წელი იქნებოდა, რომელსაც ლალიტასთან ერთად არ გაატარებდა, საახალწლო ფილმების ყურებასა თუ ღამის კლუბებში გართობაში. ახალი წელი განსაკუთრებით უყვარდა გოგონას. მიაჩნდა, რომ იმ დღეს, ზუსტად თორმეტ საათზე ჩაფიქრებული ნებისმიერი სურვილი, ადრე თუ გვიან რეალობად იქცეოდა ხოლმე და ფანჯრის წინ მდგომი, ფეიერვერკებით განათებულ ცას ეუბნებოდა თავის ნატვრას. ზუსტად ამგვარად იქცეოდა ლალიტაც, თუმცა წელს ეს ტრადიცია უნდა დარღვეულიყო და ყოველივე ამან, ცუდად იმოქმედა ნატალის განწყობაზე. -დანიელს მოვკლავ რაა! -გაბუტული ბავშვივით ჩაცურდა იატაკზე და ზურგით დივანს მიეყრდნო -ჯერ სამოგზაუროდ მიყავხარ, მერე ცოლად მოყვანაც მოუნდება და ბოლოს სულ წამართმევს შენს თავს -რას ბოდავ გოგო, რა ცოლად მოყვანა? -კვლავ ღიმილი მოადგა ლალიტას ტუჩებს -გეუბნები ერთმანეთის წინაშე არანაირ მოვალეობას არ ვკისრულობთ-მეთქი და შენ მაინც შენსას გაიძახი -არ კისრულობთ, არა? თუ ასეა თან რატომ გყვება? დაფიქრებულხარ ამაზე? -მაინც რაზე უნდა დავფიქრდე? -ბარგის ჩალაგება დროებით შეწყვიტა და ინტერესით დახედა იატაკზე მჯდომ მეგობარს. ნატალის თვალებიდან კვლავ დაუფარავი სევდა იღვრებოდა. -იმაზე უნდა დაფიქრდე, რომ ადრე თუ გვიან, მარტო შენთან სექსს აღარ დაჯერდება და გაცილებით მეტი მოუნდება -ანუ? -ანუ შეუყვარდები და მოინდომებს ბოლომდე მიგისაკუთროს. თუ რა თქმა უნდა უკვე არ უყვარხარ -რა იყო, ეჭვიანობ ნატალიკო? -ვეჭვიანობ კი არა, დღე-დღეზე ცალ მუხლზე რომ დადგება და ხელს გთხოვს, მერე ეძებე ორი აგური თავში სარტყმელად -ჰმმ, მე კიდევ მეგონა დანიელი მოგწონდა და ბოლომდე გულშემატკივრობდი -მომწონს კიდეც -თვალები გამჭვირვალე სითხით ავსებოდა გოგონას ამის თქმისას -ძალიან რომ მომწონს ზუსტად მაგიტომ მეშინია. მერე შენ მაგასთან გაიქცევი და მე სულ მარტო დავრჩები. დანიელის სქელი ჯიბის გადამკიდე, ალბათ მუდამ ეგზოტიკურ კუნძულებზე იქნებით სამოგზაუროდ და წელიწადში ერთხელ თუ მოვახერხებ შენს ნახვას. უკვე დროა, რომ კატებს ვიშინაურებდე და კიდევ გიკვირს რატომ ვნერვიულობ? ამ სიტყვების მოსმენისას, ნატალის მსგავსად, ლალიტასაც აუწყლიანდა თვალები. როგორ უნდოდა იმ წამს სიმართლე ეთქვა, მოეყოლა, თუ რისთვის იყო დაგეგმილი მთელი ეს მოგზაურობა, თუმცა არ სურდა მეგობრის განერვიულება. ზუსტად იცოდა, რომ ნატალი, ასეთ დროს სახლში ვერ მოისვენებდა და თავადაც მოუნდებოდა გერმანიაში გაყოლა, ამის საშუალება კი ფინანსურად არ ჰქონდათ და არც დანიელისთვის აპირებდა ზედმეტი ხარჯების აკიდებას. სწორედ ამიტომ, ყველაფრის გამჟღავნებას, ისევ დუმილის შენარჩუნება ამჯობინა და იატაკზე მჯდომ მეგობარს, თავადაც გვერდით მიუჯდა. -მაგაზე ნუ ინერვიულებ -სევდიანი ღიმილით დაადო მხარზე ხელი -ჩემი გათხოვების შანსი ნულის ტოლია, მაგრამ ოდესმე თუ მაინც მოხდა ეგ სასწაული, გპირდები შენც მზითევში გაგიყოლებ -რას მეღადავები ლალო? -არ გეღადავები, სერიოზულად გეუბნები -ოო, კარგი რაა -სიცილის შეკავება სცადა, თუმცა მაინც არ გამოუვიდა -ანუ ხვალ მიფრინავთ, არა? -ჰო, ხვალ ნატალიმ ამოიოხრა. ორი კვირა ლალიტას გარეშე ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო, თუმცა მარტოობის მოსაკლავად შეეძლო ალექსთან ერთად გაეტარებინა დრო, ან თავის რომანი ეწერა და სებესთან დაწყებული ურთიერთობის წინასწარ შედგენილ სცენარს მიჰყოლოდა. საქმე მართლაც ბევრი იყო, ამიტომ წამის გაცდენაც არ შეიძლებოდა და მსგავსი ფიქრებით ოდნავ ხასიათზე მოსულმა გოგონამ, თავის ტელეფონსაც დახედა, ცოტა ხნის წინ ახალი შეტყობინების მოსვლა რომ ამცნო, ხმამაღალი ბზუილით. დუმილი ჩამოწვა მისაღებში. ნატალის თვალი გაუშტერდა იმ პატარა ტექსტზე, რომელიც თავისი მობილურის ეკრანზე ამოიკითხა. რამდენიმე წამის განმავლობაში, განძრევაც ვერ შეძლო. ეს მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც გვერდით მჯდომმა ლალიტამ მკლავში ხელის ჩავლებით შეარხია, ცოტათი აზრზე მოსაყვანად. -რა გჭირს? -ჰკითხა მან -რამე ცუდი ხომ არ გაიგე? ნატალიმ მხოლოდ რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ შეძლო პასუხის დაბრუნება. -ლალიტა . . . ლალიტა, ამ წამს . . . -რა? რა მოხდა ამ წამს? მშვიდობაა? -უკვე შიში გამოესახა სახეზე გოგონას და ეს, მის ხმის ტემბრზეც ნათლად აისახა -ხმა ამოიღე გოგო, რა ბზიკმა გიკბინა?! -ამ წამს მომწერეს, რომ შემცირებაში მოვყევი და სამსახურიდან მათავისუფლებენ... 8 8 8 8 ცივი, სუსხიანი ღამე იდგა. გარეთ უკვე საგრძნობლად ჩამობნელებულიყო, როდესაც სადარბაზოს კიბეებზე ამავალი ალექსი, მეოთხე სართულზე მდებარე, მენთოლისფერ კარს მიადგა და ისე, რომ წამიც აღარ დაუყოვნებია, მასზე რამდენჯერმე დააბრახუნა. ღია ფერის თვალებში ბრაზი ჩასდგომოდა მამაკაცს. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი თავი ყოველგვარი ძალის გამოყენებით ეკონტროლებინა და წყობიდან არ გამოსულიყო. კარების გაღებას რომ ცოტათი შეაგვიანდა, კაკუნი კიდევ ერთხელ გაამეორა ალექსმა. ამჯერად უფრო ძლიერად დააბრახუნა და მალევე შედეგსაც მიაღწია –სულ რაღაც ორ წამში, სწრაფი ნაბიჯების ხმა გაიგონა შემოსასვლელიდან. -ვინ არის? -გააღე ეგ კარი! -ვინ არის-მეთქი? -კვლავ მოესმა მამაკაცის ბოხი ხმა, რომელშიც გაკვირვებაც ნათლად იგრძნობოდა გვიანი ვიზიტის გამო. -გამიღე და მერე გაიგებ ვინ ვარ, ან რა მინდა ზღურბლის საპირისპირო მხრიდან პასუხი აღარ წამოსულა. ალექსი მხოლოდ გუმანით გრძნობდა, რომ მასპინძელი კვლავ კართან იდგა და ამაში დარწმუნდა კიდეც მაშინ, როდესაც გასაღების ფრთხილი გადატრიალების ხმა მისწვდა მის ყურთასმენას. კარი გაიღო. ზღურბლზე, წელს ზემოთ შიშველი, ქვემოთ კი სპორტული შორტით მდგომი, შავგრემანი მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც მკერდზე პატარა ოფლის წვეთები უბრწყინავდნენ და აშკარას ხდიდნენ, რომ დაუპატიჟებლად მისულ სტუმარს, იგი ვარჯიშის პროცესისთვის მოეწყვიტა. -გზა ხომ არ აგებნა ძმაო? -დაეჭვებით ჰკითხა მასპინძელმა, სადარბაზოში მდგომ ალექსს, თან მის მკაცრ თვალებს გაუსწორა ბასრი მზერა -რაღაც სახეზე არ მახსენდები -აქ საუბარს არ ვაპირებ! ან სახლში შემომიშვი, ან რამე ჩაიცვი და ქვემოთ ჩავიდეთ, იქ, სადაც ჭორიკანა მეზობლები კარს არ მოადებენ ყურს მამაკაცს ჩაეცინა. -ვის ეძებ? -ზუსტად მასთან ვარ, ვისაც ვეძებ -ძმაო, თუ რამის გასაყიდად დადიხარ კარდაკარ, დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ თუკი მართლა მიცნობ, მაშინ მითხარი რა მქვია და მერე დავფიქრდები შენს მოსმენაზე -სახელი რატი, გვარი ბალანჩივაძე, ზოგადი დახასიათება –პლასტმასის *ლე -ბატონო?! -ბატონო კი არა შეენ*რიე შიგნით, შე ა*ვარო! -უთხრა თუ არა, მსწრაფლ ჩაავლო კეფაში მარჯვენა ხელი, მაგრად მოუჭირა, ძალის გამოყენებით შეათრია ბინაში და კარებიც ფეხსაცმლის ქუსლით მიაჯახუნა. არც მოპირისპირე მხარე დარჩენილა უმოქმედოდ დიდხანს. როგორც კი ზღურბლს გადააბიჯეს, ალექსის ხელი მაშინვე მოიშორა, გულ-მკერდზე იდაყვი უთავაზა და ბრაზისგან აელვებულ თვალებში, მწველი ცეცხლი ჩაუდგა. -ვინ ჯანდაბა ხარ და რა ჩემი ფეხები გინდა აქ?! -ფრთხილად რატი, ფრთხილად -არანაკლებ მრისხანე იყო ალექსის გამოხედვა. თავის თავს ახლაც უწინდელივით მოუწოდებდა, რომ წყობილებიდან გამოსვლა არ შეიძლებოდა და მშვიდად უნდა ესაუბრა -გამბედაობა კარგია, თუმცა მეტისმეტი უკვე სიბრიყვეა -რა გინდა-მეთქი?! -რა მინდა? -ჰო, რა გინდა? -ახლავე გეტყვი, ოღონდ კი არ მინდა– უფრო სწორი იქნება თუკი ვიტყვი, რომ მოვითხოვ გაურკვევლობის მიუხედავად, მამაკაცს მაინც გაეცინა შექმნილ მდგომარეობაზე. -ბო*იშვილი ვიყო რამეს თუ ვიაზრებდე. საერთოდ ვინ ხარ? -გითხრა ვინ ვარ? -ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ამის თქმისას რატის და პირდაპირ თვალებში ჩახედა -ის ვარ, ვინც ამ ცხოვრებიდან გაგაქრობს, თუკი ნატალის ცხოვრებიდან არ გაქრები და კიდევ ერთხელ გამოჩნდები მის სიახლოვეს, მას შემდეგ, რაც შენს გამო გადაიტანა ამ სახელის ხსენებაზე, მამაკაცს თითქოს ფერი ეცვალა. გაურკვევლობის გამომხატველი კითხვის ნიშნები, რომელიც იმ მომენტამდე მოჩანდა მის თვალებში, ერთმანეთის მიყოლებით გაქრა და მათი ადგილი სევდამ დაიკავა. -ნატალი ახსენე? -ახლა არ თქვა, არ ვიცი ვინ არისო -დივანზე უკითხავად ჩამოჯდა ალექსი, როგორც კი ეს უთხრა და ასევე უკითხავად შემოაწყო გადაჯვარედინებული ფეხები მინის პატარა მაგიდაზე -ეგრე ნუ მიყურებ, შენ ცემას ნამდვილად არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ხელებიც კი მექავება ისე მინდა ერთი გემრიელად მოგდო ყბაში -ნატალიმ თავად გამოგიშვა? თვითონ უნდა, რომ სამუდამოდ გავქრე? ალექსმა ჯერ გულზე დაიკრიფა ხელები, მერე კი სიცილით გადააქნია თავი. -არავის გამოვუშვივარ და შენ წარმოიდგინე არც არავინ იცის აქ ჩემი ყოფნის ამბავი. აი სამუდამოდ გაქრობას რაც შეეხება, ეგ აუცილებლად უნდა გააკეთო, რადგან შენნაირი *ლეები მისნაირ ქალებს ვერც მოუვლიან და ვერც გააბედნიერებენ -კიდევ ერთი ასეთი სიტყვა ჩემი მისამართით და გეფიცები, აქედან ან ცოცხალი ვერ გახვალ, ან საკაცით გაგიტანენ! -ვაა, როგორ შემეშინდა -ვითომ აფორიაქებული სახე მიიღო ალექსმა. შემდეგ დამცინავი ღიმილით შეხედა თანამოსაუბრეს, თან ბასრი მზერით ლამის შუაზე გადაჭრა -მგონი შარვალში გამეპარა, მიდი აბა მოირბინე და შემიმოწმე -გაა*ვი ჩემი სახლიდან, სანამ მთელი ხარ! -აშკარა იყო, რატიც კარგავდა მოთმინებას და გულში აღმოცენებული ბრაზი, თანდათანობით, მთის წვერიდან დაგორებული თოვლის მასასავით ეზრდებოდა. -შენს ბინძურ სახლში გაჩერებას თავადაც არ ვაპირებ დიდხანს -ჰოდა დაა*ვიე -დავახვევ კი არა, წავალ და ცოტათი კორექტურად! -მიუგო თუ არა, მაგიდაზე ატანილი ფეხები ძირს ჩამოალაგა, დივნიდანაც წამოდგა და რატის პირდაპირ ცხვირწინ, თითის გასაწვდენ მანძილზე აესვეტა -უბრალოდ იცოდე, კიდევ ერთხელ ეცდები რაიმე სახის კონტაქტზე გასვლას იმ ადამიანთან, ვისი სახელიც ცოტა ხნის წინ გიხსენე და ჩათვალე, რომ შენს ძვალსაც კი ვეღარ იპოვნიან, რათა ახლობლებმა დაგიტირონ. მე ამით საუბარს მოვრჩი -მერე გატრიალდა, პირდაპირ გასასველი კარისკენ აიღო გეზი და სადარბაზოში ისე გავიდა, რომ რატის სახისთვის მუშტების დაშენის დაუოკებელი სურვილი წამითაც არ მოშორებია მის გონებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.