შაქრის ციებ-ცხელება (ნაწილი-3) დასასრული
8 8 8 8 მოლბერტზე დამაგრებულ, დიდ ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრის წინ, სებე ვისკის თითქმის ჩაცლილი ჭიქით ხელში ჩამომჯდარიყო და ნახატზე აღბეჭდილი, ნახევრად შიშველი ქალის გამოსახულებას თვალს წამითაც ვერ აშორებდა. თითქოს რაღაც მისტიურად ჯადოსნური იყო თითოეული განვლილი წამი. გონებაში ჯერ კიდევ დაუსრულებლად უტრიალებდა კადრები, თუ როგორ იქმნებოდა ეს ნახატი, ახსენდებოდა ნატალის თითოეული ჟესტი, მოძრაობა, სიტყვა და თითქოს თავიდან განიცდიდა ყველა ემოციასა და შეგრძნებას. სამსახურში გამოჩენის პირველივე დღიდან აგიჟებდა ეს ქალი. ვნება, რომელსაც მისი დანახვისას განიცდიდა, ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა, თუმცა საკუთარ ცხოვრებაში არსებული ჩახლართული სცენარიდან გამომდინარე, უწევდა ნატალისთან სრული დისტანცია დაეკავებინა. მიზიდულობის ძალა ყველაზე მეტად მაინც გოგონას ტუჩების შეხედვისას იზრდებოდა. ახსოვდა, როგორ ეწვოდა თითები მათი შეხების სურვილით, ხატვის პროცესში და ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რა უნდა მოეხერხებინა ამ შეგრძნებებისთვის. მოლბერტის წინ ჯდომასა და მის ცქერაში უკვე საკმაოდ დიდი დრო გასულიყო. მიუხედავად ამისა, მამაკაცი მაინც არ ფიქრობდა ადგილიდან დაძვრას. სურვილი ჰქონდა გარკვეული დროით კიდევ დარჩენილიყო იმ სასიამოვნო ეიფორიის ტყვეობაში, რომელსაც ახლა განიცდიდა, თუმცა გეგმის სისრულეში მოყვანა აღარ გამოუვიდა, რადგან ოთახის ორფრთიანი კარი, რომელიც ცოტა ხნის წინ უძრავად იდგა ერთ ადგილას, მოულოდნელად ფართედ გაიხსნა და შიგნით მხიარული სახით შემოაბიჯა მაღალმა, დახვეწილად ჩაცმულმა, ჩალისფერთმიანმა გოგონამ. ამ უკანასკნელმა, შემოსვლის თანავე მიირბინა სებესთან, სკამზე მჯდომს უკნიდან მოეხვია და ორივე ლოყა სათითაოდ ისე დაუკოცნა, როგორც პატარა ბავშვმა. -აბა რას შვრები? -წკრიალა, უდარდელი ხმით გააჟღერა შეკითხვა მან -შენი ახალი შედევრით ტკბები მიქელანჯელო? -თიკა, იქნებ შემოსვლამდე დააკაკუნო ხოლმე? -რატომ? ამ ნახატზე გამოსახული გოგოს გაცოცხლებასა და მისი ლამაზი მკერდისთვის ხელების ფათურს აპირებდი? -ჰკითხა მან სიცილით და სებეს გაცინებაც მოახერხა თავისი სიტყვებით. -მისი გაცოცხლება საჭირო არც არის -მიუგო, ნახატს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი, ფეხზე წამოდგა და შოტლანდიური ვისკის ჩაცლილ ჭიქას, მაგიდის ზედაპირზე მიუჩინა ადგილი -ტილოზე ისედაც ცოცხალი ადამიანია გამოსახული მოსმენილმა, წამით თაფლისფერი თვალები გაუფართოვა თიკას. -მოიცა, მოიცა, ეს ადამიანი ნატურიდან დახატე? -ჰო, ასეა -გაგიჟება შეიძლება! -შეფარული ღიმილით მიუახლოვდა მოლბერტს გოგონა და თითოეულ დეტალს გამოცდილი კრიტიკოსივით დააკვირდა -იმდენად ლამაზია, შენს ადგილას, ხატვის პროცესში ვი*მარდი კიდეც, მაგრამ როგორც უაღრესად ჯენტლმენი, დარწმუნებული ვარ დიკაბრიოს პოზიციას შეინარჩუნებდი და შორიდან დაიხრჩობოდი ნერწყვების ყლაპვით -წარმოდგენაც არ გაქვს რა რთული იყო ჩემთვის იმ მომენტში ჯენტლმენობის გამოჩენა, მით უმეტეს ქალთან, ვინც უკვე თვეზე მეტია აღმაგზნებს -თვეზე მეტი? -ეჭვით აზიდა ცალი წარბი თიკამ, მერე კი თითქოს თავში ნათურა გაუნათდაო, აჟიტირებულმა წამოიძახა -მოიცა, მოიცა, ეს ის შენი ახალი თანამშრომელი გოგოა, ვისზეც ერთხელ წამოგცდა ჩემთან? მგონი თქვი ნატალი ჰქვიაო -მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ვერაფრით ავუხსნი იმ ფაქტს, თუ რატომ მომყავხარ ცოლად შენ. სწორედ ამიტომ ვიცავდი დისტანციას, სანამ თავად მისგან არ წამოვიდა ინიციატივა თიკა სკამზე ჩამოჯდა, გულზე ხელები დაიკრიფა და სმენად იქცა. სახის ყოველ მონაკვეთზე ნათლად ემჩნეოდა, რომ გაცილებით მეტის მოსმენა სურდა ამ ამბების შესახებ და ეს სებესთვისაც არ ყოფილა რთული მისახვედრი. -რა გინდა რომ გითხრა? -ზუსტად გოგონას პირისპირ ჩამოჯდა იგიც -ვხედავ შენში ცნობისმოყვარეობა დუღს -ასეცაა -მსწრაფლ დაუდასტურა -და სხვათა შორის ჩემი ძმა ხარ, ამიტომ ყველაფრის თანამოზიარე უნდა ვიყო, რაც კი შენს ცხოვრებაში ხდება. ნამდვილი და-ძმობა მე სწორედ ასე მესმის -მოსაყოლი ბევრი არც არაფერია. უბრალოდ გუდაურში ყოფნის დროს, ერთ სასტუმროში ვიყავით გაჩერებულები და ყველაფერი აქედან დაიწყო -ეგ შიშველი პორტრეტიც გუდაურში შეიქმნა? -მოლბერტისკენ ანიშნა თიკამ ამის თქმისას -კი, ასეა -გემოვნებას ნამდვილად ვერ დაგიწუნებ ძამიკო -კმაყოფილების ღიმილი, მზის სხივებივით ანათებდა თიკას სახეს -ისეთი გოგოა, ცივი ონკანიდან ცხელ წყალსაც კი წამოიყვანს, მაგრამ როგორც ბიძია შექსპირი იტყოდა, ყველაფერი, რაც ბზინავს ოქრო არ არის, ამიტომ ადამიანს ყოველმხრივ უნდა დააკვირდე, სანამ მისი მიმართულებით ნაბიჯს გადადგამ სებემ ჯერ თავი გადააქნია, შემდეგ წამოდგა, კეფაზე ხელები შემოიწყო და ღრმად ამოიხვნეშა. -არაფრის წამოწყებას არ ვაპირებ. მაინც არ მაქვს იმის ახსნის თავი, რომ მალე ქორწილი მაქვს. თუ კიდევ შეეცდება ჩემთან კონტაქტს, დაველაპარაკები და ამას წერტილს დავუსვამ -მაგრამ ეს არ გინდა -კვლავ ეშმაკურად იღიმოდა მის საუბარზე თიკა -შევამჩნიე, ათჯერ მაინც დახედე ტელეფონს. მის ზარს ელოდები არა? -თიკა აღარ მინდა ამაზე საუბარი! -მშვიდი, თუმცა მაინც სიმკაცრეშერეული ტონი მოიშველია სებემ, პასუხისთვის თავის ასარიდებლად, თუმცა გოგონა მაინც არ ფიქრობდა ფარხმალის დაყრას. -თუ არ დარეკავს, ადექი და შენ თვითონ დაურეკე. ისედაც თხელ ყინულზე დგახარ, რადგან ვნებას, რაც მისდამი გაგაჩნია ვერ გაუმკლავდები და ეს ჭკუიდან შეგშლის -ეს ჩემი პრობლემაა და არა შენი! -ცდები, ჩემი პრობლემაცაა, რადგან სწორედ მე ვარ მურმანის ეკალი თქვენს შორის და ყველაზე ნაკლებად ის მინდა, ამ სულელური ქორწინების გამო რამეზე უარის თქმა მოგიწიოს -ყველაფერი ისე იქნება, როგორც აქამდე ვიყავით მოლაპარაკებულები და მორჩა! -კატეგორიულობა და თავდაჯერება იგრძნობოდა სებეს ხმაში იმ წამს. სწორედ ამის გამო, აღარც თიკას გაუგრძელებია კამათი, მიუხედავად იმისა, რომ გონებაში, თავისი ძმისგან სრულიად განსხვავებული აზრები უტრიალებდა. -კარგი, თუ ასეა, მაშინ ბოლო თხოვნა შემისრულე, ტელეფონი აიღე და ყველაფრისთვის წერტილის დასმამდე უკანასკნელად ესაუბრე, კარგი? -თვალებში ჭინკები უხტოდნენ ამის თქმისას, რაც სათქმელის უკან ქურდივით მიმალულ, ფარულ ზრახვებზე მიანიშნებდა. სებეს, უმცროსი დის სიტყვებზე ოდნავ ჩაეღიმა. -იმის იმედი გაქვს, რომ როდესაც მის ხმას გავიგებ, ცდუნებას ვერ გავუძლებ და გადაწყვეტილებას შევცვლი? -ალმაცერად გახედა მან -ბავშვი ხარ და ბავშვურად აზროვნებ. არანაირი გამოსამშვიდობებელი ზარი არ იქნება -დარწმუნებული ხარ? -ცბიერი ღიმილის თანხლებით უციმციმებდა თვალები გოგონას -შენს ადგილას არ ვიქნებოდი -მაინც რატომ? -გახსოვს ჩემი ორსულობის შესახებ რომ მოგიყევი? -მახსოვს, მერე? -მაშინ აბორტის გაკეთება მინდოდა, შენ კი მითხარი, ბავშვს ნუ მოკლავ და ნებისმიერ რამეს შეგისრულებ, რასაც კი მეტყვიო. მაშინ ისეთ რთულ მდგომარეობაში ვიყავი საერთოდ არაფერი მითხოვია, თუმცა ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას -ეგეთი სულელური თამაშებისთვის უკვე საკმაოდ ზრდასრული ხარ თიკა -სულელური აქ არაფერია. შენს პირობას მუდამ ასრულებდი, ჰოდა იმ დღეს მოცემული სიტყვაც აუცილებლად უნდა ასრულდეს. სხვა შემთხვევაში, ასეთი დაპირება არ უნდა მოგეცა -შენი წასვლის დრო აღარ მოვიდა? -კვლავ ეცინებოდა მამაკაცს მის საუბარზე -შევცდი ჩემი სახლის გასაღების ასლი რომ დაგიმზადე. ისე მოულოდნელად შემომივარდები ხოლმე, აზრზე მოსვლასაც ვერ ვასწრებ -დიდი ამბავი ერთი-ორჯერ თუ ქალთან ყოფნის დროს შემოგისწარი -თიკამაც ვერ შეიკავა სიცილი -სამაგიეროდ, სიკეთე დავთესე და ის გოგოები გადავარჩინე სახლში კოჭლობით წასვლას -რა პატარა ხარ და რა გარყვნილი ენა გაქვს -ჩემს ენას თავი დაანებე, მაინც აღარაფერი ეშველება. შენ ჯობია ის გააკეთო, რაც გითხარი. მე მანამდე წავალ, შხაპს მივიღებ. სხვათა შორის, დღეს ჩემები სახლში არ იქნებიან და შენთან ვაპირებ დარჩენას სებემ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ისე სწრაფად დატოვა თიკამ მისი სამხატვრო სახელოსნო და კარის მეორე მხარეს აღმოჩნდა. ათობით ნახატს შორის მარტო დარჩენილს, კვლავ შემოაწვა გუდაურში გატარებული დღეების მოგონებები. ნატალის გამოსახულება მოლბერტიდან ისე უმზერდა, თითქოს ცოცხალია და სუნთქავს კიდეცო. ბევრი იფიქრა მამაკაცმა. უნდა ეღიარებინა, თვითონაც ძლიერი სურვილი ჰქონდა თავისი დის თხოვნა აესრულებინა. ისიც კარგად იცოდა, რომ თიკა მანამ არ მოისვენებდა, სანამ საწადელს არ მიაღწევდა, ამიტომ, ნახატს კიდევ ერთხელ შეხედა, ოდნავ ჩაეღიმა და სანამ კიდევ ერთხელ მოაწვებოდნენ საპირისპირო აზრები, ჯიბიდან მობილურიც ამოაძვრინა შესაბამის ნომერზე დასარეკად. ზარის გაშვების ღილაკს რომ თითი შეახო, ცოტა ხნით შეყოვნდა. ხვდებოდა, რამხელა უფსკრულისკენაც მიაქანებდა საკუთარ თავს ამ ნაბიჯის გადადგმით, თუმცა იმ წამს გადაწყვეტილი ჰქონდა ზედმეტად არაფერზე ეფიქრა და დროებით მხოლოდ საკუთარი სურვილების სიძლიერეს დამორჩილებოდა. ყურმილში წყვეტილი ზუმერის ხმა დაახლოებით მეხუთე ზარის გასვლამდე ისმოდა. შემდეგ სტანდარტული ზუმერი ერთბაშად შეწყდა და იგი, მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა ჩაანაცვლა, ვინც, ტელეფონიდან გამომავალი ხმებით თუ ვიმსჯელებდით, აშკარად ხმაურიან ადგილას იმყოფებოდა. ოდნავ ეხამუშა სებეს ეს სიტუაცია. ის ფაქტი, რომ ნატალის სატელეფონო ზარს მამაკაცი პასუხობდა, იმაზე მიანიშნებდა, რომ გოგონა საღამოს მარტო არ ატარებდა და ამის გაცნობიერებამ, თითქოს უხილავი ლოდი დაადო მის გულს. -მეგობარო მისმენ? -კვლავ მოესმა სებეს, ამჯერად უფრო ხმამაღლა. ამან თითქოს ცივი წყლის შესხმასავით იმოქმედა. ნეგატიური ფიქრები, ფანჯრის მინაზე შერჩენილი წვიმის ორთქლივით გაასუფთავა საკუთარი გონებიდან და ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა. -გისმენთ. ვის ვესაუბრები? -მე ბარმენი ვარ, „პოლარული ვარსკვლავიდან“ -მუსიკის გამო, ხმამაღლა ჟღერდა ახალგაზრდა ბიჭის ხმა -მაინტერესებს, ამ მობილურის მფლობელის ახლობელი ბრძანდებით? სებე ტყავის შავ დივანზე ჩამოჯდა და ამავე ფერის კედლებს ეჭვით გაუშტერა ლურჯი თვალები. ვერ გაეგო რა ხდებოდა, თუმცა სიტუაციაში გასარკვევად რომ საუბრის გაგრძელება იყო საჭირო, ამას მშვენივრად აცნობიერებდა. -დიდად ახლობელი არ ვარ, მაგრამ მაინც გისმენთ. რაშია საქმე? -მაპატიეთ, უბრალოდ თქვენი ტელეფონის ნომერი საკმაოდ შინაურულად აქვს შეყვანილი და მეგონა ახლობლები იყავით სებეს ღიმილისგან ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, თუმცა იმ მომენტში, ბარმენის ნათქვამზე ყურადღება არ გაუმახვილებია. -ნატალი სად არის, კარგადაა? -ჰკითხა ის, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტად აინტერესებდა. სხვა რამეზე საუბარს უცნობ ადამიანთან ნამდვილად არ აპირებდა. რამდენიმე წამით დუმილი ჩამოვარდა ყურმილში. წინა მუსიკა გაცილებით უფრო ჩქარმა და ხმამაღალმა შეცვალა. -კარგადაა, თუმცა ძალიანაა ნასვამი და ვერც მისამართს ამბობს, რათა სახლში ტაქსით გავუშვა. იქნებ მოაკითხოთ და წაიყვანოთ? დახურული ივენთია, აქ ერთადერთი ბარმენი ვარ და სამწუხაროდ მის მისახედად არ მცალია -საუბარი შეუძლია? -დიდად არა, თუმცა მგონი ნელ-ნელა ფხიზლდება. შემოსასვლელში დაცვას გავაფრთხილებ. როდესაც მოხვალთ უთხარით, რომ ნატალის წასაყვანად ხართ და შემოგიშვებენ სებე წამითაც არ დაფიქრებულა. არც სააბაზანოში მყოფი თიკას გაფრთხილება გახსენებია. როგორ ინსტიქტურადაც დივნიდან წამოდგა, ისევე ინსტიქტურად აიღო კომოდიდან მანქანის გასაღები, სახელოსნოდან გამავალი კარისკენ დაიძრა და ყურმილის მეორე მხარეს მყოფთან მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა: -არსად გაუშვათ, მალე ვიქნები! მთელი გზის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მიდიოდა სებე, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად სიარული ჩვეულებრივ არ ახასიათებდა. შემოვლითი გზების წყალობით, რომელიც უკვე საკმაოდ კარგად იცოდა მთელ ქალაქში, საცობში მოხვედრასაც გადაურჩა და სასურველ ადგილამდეც მალევე მიაღწია. მისდა საბედნიეროდ, დასაპარკინგებელი ადგილებიდან ნახევარზე მეტი თავისუფალი იყო. სებემ თავისი რეინჯ-როვერი პირდაპირ ბარის შესასვლელთან მიაყენა და ვინაიდან გარეთ საშინლად ციოდა, ავტომობილის მარჯვენა სავარძელზე დატოვებული, მუქი ფერის შარფიც მოიხვია კისერზე. ქუჩებში სუსხიანი ქარი დაძრწოდა. წითლად მანათობელი წარწერით განათებული შენობიდან მოგუდული ხმაური გამოდიოდა. ბარის წინ, ორი ბიჭი კუბურ სიგარას ეწეოდა და ლუდსაც აყოლებდა შიგადაშიგ. სებემ მათ გვერდი უყურადღებოდ აუქცია და დაცვის თანამშრომლისთვის საკუთარი ვინაობის გამხელის შემდეგ, სწრაფად შეაბიჯა შენონაში. ბარის დიდ დარბაზს, ულტრაიისფერი შუქები და ჭერზე მოტრიალე ვერცხლისფერი ბურთისგან არეკლილი ბრჭყვიალები ანათებდნენ. მძიმე, ჩახუთული სუნი, ალკოჰოლის არომატში არეულიყო და მეტად უსიამოვნო ნაზავს ქმნიდა. საცეკვაო მოედანზე მყოფნი, ქარის დაბერვისგან აშრიალებული ტოტებივით ირწეოდნენ. მათ სახეებზე, სხეულსა თუ ტანსაცმელზე, ციცინათელებივით დახტოდნენ იისფერი სხივები, ხოლო დასაკრავ აპარატურასთან მდგომი, სვირინგებით მკლავებგადავსებული, უცნაური ვარცხნილობის მქონე დიჯეი, აჟღერებული მელოდიის ფონზე თავს მონოტონურად არწევდა და ისიც ჰყვებოდა საერთო მხიარულებას. ნატალის სილუეტი, ბარმენის დახლთან მდგომ მესამე სკამზე შენიშნა სებემ. გრძელი, მუქი თმა მხრებზე ლამაზად ჩამოშლოდა გოგონას. მეტად უბრალოდ ეცვა ¬–ტანზე მომდგარი ჯინსისთვის ლურჯი ფერის მოკლე მაისური შეეხამებინა, ფეხზე ზუსტად მაისურის შეფერილობის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოერგო, ხოლო თბილი ქურთუკი, ჩანთასთან ერთად, იმ სკამის საზურგეზე ჰქონდა გადაფენილი, რომელზეც თავად იჯდა. სასმელის ბოთლებით გადავსებულ თაროებთან მდგომი ბარმენი, მენთოლისფერ თერმოსში ჩასხმულ კოქტეილს აქეთ-იქით ანჯღრევდა. კიდევ ერთი ადამიანის მოახლოებისას პირდაპირ მარტინის ჭიქით ხელში მჯდომ ნატალის გახედა. როგორც ჩანდა უკვე მიმხვდარიყო, რომ მამაკაცმა სწორედ მას მოაკითხა. სებემ თავისი სქელი შარფი ყელიდან მოიხსნა და დახლისკენ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ბედად, ნატალის გვერდითა სკამი თავისუფალი იყო და მამაკაცმაც სწორედ იქ დაიკავა ადგილი. შეკვეთა არ გაუკეთებია. ვინაიდან აქ მოსვლამდე უკვე არც თუ ისე მცირე რაოდენობის ვისკი ჰქონდა დალეული, გადაწყვიტა აღარაფერი დაემატებინა და მხოლოდ ბარმენს მიესალმა თავის დაკვრით. ჩამოჯდომიდან ხუთი წამიც არ იყო გასული, მარცხენა მხარეს მჯდომ გოგონას რომ მიუტრიალდა. ეს უკანასკნელი თავის სტიქიაში ჩაძირულიყო, ერთ ამოჩემებულ ადგილს შესცქეროდა და გარშემო ვერავინ ახერხებდა მისი ყურადღების მიქცევას. -მარტომ გადაწყვიტე დალევა? -ყოველგვარი მისალმებისა და მოკითხვის გარეშე ჰკითხა სებემ, თანაც ისე, რომ ნატალის პროფილისთვის თვალი არ მოუშორებია. გოგონა ერთხანს დუმდა. მისგან წამოსული სიჩუმე იმდენ ხანს გაიწელა, მამაკაცმა ისიც კი იფიქრა ჩემი ხმა ვერ გაიგოო და უკვე მეორედ აპირებდა მასთან საუბრის წამოწყებას, რომ ნატალიმ როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია: -უკვე ოთხი ადამიანი გავაგდე, ვინც გასაცნობად და სასმელზე დასაპატიჟებლად მომადგა. მგონი იღბლიანი მეხუთე თქვენ იქნებით -თქვა თუ არა, გადაღლილი მზერა ამჯერად გვერდით მჯდომ მამაკაცზე გადმოიტანა. მის გამოხედვაში, წამებში გაქრა ბრაზი და იგი აშკარა გაკვირვებამ ჩაანაცვლა. ალკოჰოლისგან გაბრუებული, თვალებს წამში ერთხელ ახამხამებდა, თითქოს ნანახის სინამდვილეში სურს დარწმუნდესო -შენ? საიდან გაჩნდი? აქ რა გინდა? ნუთუ იმდენად ზედმეტი მომივიდა, რომ მოჩვენებები დამეწყო? სებემ ღიმილით გააქნია თავი გოგონას გულუბრყვილო შეკითხვაზე. სასმელისგან ოდნავ ავარდისფრებული ნატალის ლოყების ყურება ზუსტად ისევე ართობდა, როგორც მისი საუბრის მოსმენა. -არა, ნამდვილად არ გეჩვენები -მიუგო, თან ბარმენს თვალებით გადაუხადა მადლობა ნატალისთვის ყურადღების მიქცევის გამო -შენით წასვლას ვერ შეძლებ, სახლამდე მე მიგიყვან -რაღაც არ მახსენდება შენთვის მეთქვას სად ვიყავი -არც გითქვამს, მაგრამ ეს გრძელი ამბავია. შენ ის მითხარი, რა პრობლემის გამო ხარ აქ? -პრობლემის? -მარტინის ჭიქა დადო და დაბინდული მზერა მამაკაცის სახეს გაუსწორა გოგონამ -პრობლემა რა შუაშია? აქ შემოსასვლელი მოსაწვევი ჩემმა თანაკურსელმა მიშოვა. თვითონ არ ვიცი სად არის. ვიღაც პირსინგიანმა ბიჭმა შეაბა და მგონი ერთად მოტყდნენ -და პანდემიის პერიოდში ასეთი შეკრებები რამდენადაა ნებადართული? -კარგი რაა, რა მოსაწყენი ხარ! ვინც ეს ივენთი მოაწყო, ალბათ ფულიც საკმაოდ გადაიხადა, რათა უბნის პოლიციამ თვალები და ყურები დაიბრმავოს -არ ვიცი შენ რა აზრის ხარ, მაგრამ ვინც ბარებში მარტო სვამს, ძირითადად რაღაც აწუხებთ ხოლმე, რისი დავიწყების საშუალებასაც ალკოჰოლში ხედავენ -საინტერესო თეორიაა, მაგრამ ახლა გულახდილი საუბრების ხასიათზე ყველაზე ნაკლებად ვარ -მერე სახეზე სევდისმომგვრელი ღიმილი გამოესახა და კვლავ მამაკაცს მიუბრუნდა -ისე შენთვის კარგია სამსახურიდან რომ გამათავისუფლეს. რედაქციაში მუშაობის გარეშე, რომანის დაწერა უკვე აღარ მიღირს და გადაურჩი იმ უფსკრულში ჩავარდნას, საითკენაც მე გექაჩებოდი -სამსახურიდან გაგათავისუფლეს? -გოგონას ნათქვამი სიტყვებიდან მხოლოდ ამაზე გაამახვილა ყურადღება სებემ -მიზეზი რა გახდა? -ჰო, გამათავისუფლეს. თურმე შემცირებაში მოვყევი და ასე შემდეგ. არ გინდა უმუშევრების სადღეგრძელო შევსვათ? -კვლავ თავისი მარტინის ჭიქისკენ წაიღო ხელი, თუმცა მამაკაცმა სწრაფად დაუჭირა მაჯა და მისი აღების საშუალება არ მისცა. -გეყოფა. უკვე ისედაც ზედმეტი მოგივიდა და ჯობს გაჩერდე -მე უმუშევარი და ქარივით თავისუფალი ადამიანი ვარ. თავად გადავწყვეტ როდის უნდა გავჩერდე -მკაცრად აზიდა ცალი წარბი გოგონამ, თუმცა სებე მაინც ურყევად იდგა თავის პირვანდელ პოზიციაზე. -რამის გადასაწყვეტად გონება უკვე ვეღარ გიჭრის, ამიტომ გირჩევნია ფხიზელი ადამიანის რჩევას მიენდო ნატალის გაეცინა და მამაკაცს კიდევ ერთხელ გაუსწორა მზერა. სებეს თვალები, განათების ფონზე კიდევ უფრო კაშკაშა ლურჯი ჩანდა. მათ შემხედვარეს, წამით ენა დაება გოგონას, თუმცა დაბნეულობა დროულად მოიშორა თავიდან. -შემთხვევით მაგ ფხიზელ ადამიანს ისიც ხომ არ უნდა, რომ ჩემი სიმთვრალით ისარგებლოს და ამაღამ მაგრად ისიამოვნოს? -ეგ საიდან მოიტანე? -თუ ასეა არაა, აქ რატომ მოხვედი? დავიჯერო ისეთი კეთილი ხარ, რომ ყოველ მეორეზე ასე ზრუნავ? -ირონიის ზღვა იღვრებოდა გოგონას თითოეული სიტყვიდან -რაღაც არ მჯერა. მსგავს მომენტებში ყველა კაცს ერთი რამ უნდა და ჩემი თქმის გარეშეც მშვენივრად იცი ეს რა არის -სისულელეა იმის უარყოფა, რომ შენთან სექსი ყველა კაცისთვის სიამოვნების ბოლო სტადია იქნებოდა, მაგრამ აქ მაგისთვის არ მოვსულვარ -სერიოზული, ოდნავ წყენაშეპარული მზერა ჰქონდა მამაკაცს -როცა დაგირეკე, ზარზე ბარმენმა მიპასუხა და შენივე მდგომარეობის გამო მთხოვა სახლამდე მისვლაში დაგხმარებოდი. ეს იყო და ეს ნატალი რამდენიმე წამს ჩუმად იჯდა. გრძნობდა, რომ სასმელი ჯერ კიდევ მოძრაობდა მის ორგანიზმში, ამიტომ, ცოტათი მოსაფხიზლებლად, ბარმენს ლიმონიანი წყლის შეკვეთა მისცა, ბევრი ყინულით. ამ დროის განმავლობაში, შესაფერის სიტყვებსაც ეძებდა საუბრის განსაახლებლად. -და რა მიზეზით მირეკავდი? -ჰკითხა სებეს ეჭვით დაწვრილებული თვალებით. მამაკაცმა კეფაზე გადაისვა ხელი. მერე თავადაც გააკეთა ლიმონიანი წყლის შეკვეთა და პასუხიც სწორედ ამის შემდეგ დააბრუნა. -არ ვიცი რატომ გირეკავდი. იმედია ამას მეორედ აღარ მკითხავ -თუკი თქმა არ უნდათ, დაძალება არ მჩვევია ბარმენმა ორთავეს ერთდროულად დაუდო წინ სასურველი შეკვეთა და კვლავ შამპანიურის ჭიქების გაპრიალება განაგრძო. ძველი მელოდია ახალმა და უფრო წყნარმა ჰანგებმა ჩაანაცვლეს. მუსიკის შესაბამისად, განათებაც უფრო ნაზი, სადა გახდა. -მაინც არ ამბობ მარტო რატომ სვამ -რას იზამ, ჩემს შინაგან სამყაროზე ძალიან ცოტას თუ აქვს წვდომა სებეს გაეღიმა. მართალია ვერ იგებდა, თუ რატომ იყო გუდაურში გატარებული დღეების შემდეგ ნატალი ასე რადიკალურად შეცვლილი, თუმცა მასთან დროის გატარება მაინც ძალიან ახალისებდა. -კუნძულივით ხარ იცი? ზვიგენებით გარშემორტყმული და კარგად დაცული -თავადაც ვიცი, რომ გახსნილი არ ვარ, მაგრამ აქამდე საკუთარი თავის მსგავსი დახასიათება მაინც არავისგან მომისმენია ლიმონიანი წყალი მოუთმენლად მოსვა სებემ. აქ შემოსვლიდან მოყოლებული, წყურვილის შეგრძნება კლავდა და ყელში გადასული სითხის მომჟავო გემო ძალზედ ესიამოვნა. -არ გინდა სახლში წაგიყვანო? უკვე გეძინება, თან მალე კომენდანტის საათიც იწყება -შინ მისვლას არ ვაპირებ. კომენდანტის საათს რაც შეეხება, ხვალ მოხსნიან, თორმეტი საათის შემდეგ კი უკვე ახალი დღეა. პრობლემას ვერ ვხედავ -აქ უნდა დარჩე? -დარბაზს მოატარა თვალები ამ კითხვის დასმისას მამაკაცმა -არც ისე კარგი აზრია, იმდენი ნასვამი ადამიანია გარშემო -ჩემზე არ ინერვიულო, თავის დაცვა მშვენივრად გამომდის -მიუგო მშვიდად, ჭიქაში ჩარჩენილი ლიმონიანი წყალი ბოლომდე გამოცალა და სკამზე გაკიდებული თავისი ნივთებიც მოაგროვა -უკვე მიდიხარ? -ჰო -რაც შეეძლო მშრალად უპასუხა. სებე მაშინვე წამოდგა, ბარმენს სამი ცალი ასლარიანი კუპიურა გაუწოდა, ხურდა ადგილზე დატოვა და შარფი კვლავ კისერზე მოიხვია. -შენი მისამართი ვიცი, მე გაგიყვან -ტაქსით მირჩევნია წასვლა. გადახდა საჭირო არ იყო, მაგრამ მაინც გმადლობ. შენი პირადი ნომერი მომწერე და თანხას სახელფასო ბარათზე დაგისვამ -ფულზე საუბარს შეეშვი და ერთ კითხვაზე მიპასუხე -რა კითხვაზე? -თავს მარიდებ? -ფეხდაფეხ მიჰყვებოდა უკან, გასასვლელისკენ წასულ გოგონას -თავის არიდებასა და მარტო ყოფნის სურვილს შორის დიდი სხვაობაა -დაუფიქრებლად აგისრულებდი მაგ სურვილს ასეთ დღეში რომ არ იყო, მაგრამ ამ სიტუაციაში ვერ დაგტოვებ ნატალი მამაკაცს მიუტრიალდა და ცალი წარბი მრავალმნიშვნელოვნად აზიდა მაღლა. უყურებდა სებეს მუქ ლურჯ თვალებს და მათგან მონუსხულს, ტვინის ყოველი უჯრედი ერთხმად აფრთხილებდა, რომ ამ ადამიანისგან თავი რაც შეიძლებოდა შორს უნდა დაეჭირა. -ძიძა არ მჭირდება! -განუცხადა მეტად მკაცრი ტონით -მადლობა ჩემს გამო ასე რომ შეწუხდი, მაგრამ საკუთარი თავის მიხედვა თვითონაც შემიძლია -საკუთარი თავის მიხედვა კი არა, სწორ ხაზზე გავლაც არ შეგიძლია -ეგ ვინ გითხრა? -თქმა არცაა საჭირო. რასაც ვხედავ იმას ვამბობ -ასი პროცენტით ხარ დარწმუნებული, რომ სწორ ხაზზე ვერ გავივლი? -ნიშნის მოგებით გამოხედა როგორც კი შენობა დატოვეს და გარეთ აღმოჩნდნენ. ქუჩაში გამეფებული სუსხის გამო, ნატალიმ მაშინვე იგრძნო გამთბარ სხეულზე, მჩხვლეტავი სიცივე და სასწრაფოდ გაეხვია თავის ბეწვიან ქურთუკში. -იმედია ახლა საპირისპიროს დამტკიცებას არ აპირებ -გამოიცანი, ზუსტად ეგ მაქვს გეგმაში -თქვა თუ არა, თავისი ქუსლიანი ფეხსაცმლით ფეხის წვერებზე აიწია და ის-ის იყო მამაკაცისთვის თავისი სიმართლის დამტკიცება უნდა ეცადა, რომ მოულოდნელად წაბორძიკდა, გვერდზე გადაიხარა და პირდაპირ ფაფუკ, გაუკვალავ თოვლში მოადინა ტყაპანი. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, სებემ ხელის შეშველებაც კი ვერ მოასწრო და ცოტათი შეეშინდა კიდეც, თუმცა როდესაც ნატალიმ თავი წამოსწია და მისი თოვლში ამოსვრილი სახე დაინახა, მაშინვე წასკდა სიცილი. გოგონას ბრაზი მოერია. -შენც იმ კატეგორიას მიეკუთვნები, ვინც სხვისი დაცემის დროს იცინის? -ჰკითხა, თან მამაკაცის ხელი, რომელიც წამოსაყენებლად გაუწოდა უხეშად გასწია და ფეხზე ნელა წამოდგა, კიდევ ერთი წაქცევის თავიდან ასარიდებლად. -მოდი აღიარე, რომ ჩემს ადგილას შენც გაგეცინებოდა ნატალიმ მხოლოდ სახეზე შერჩენილი თოვლის საბოლოოდ ჩამობერტყვის შემდეგ გასცა პასუხი: -არაფერსაც არ ვაღიარებ! ჯობს შინ წამიყვანო, საშინლად შემცივდა -ჰოო, გადაწყვეტილებებს სწრაფად იცვლი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ცუდი არ არის -სად აყენია შენი მანქანა? -მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია ისე მოათვალიერა გარემო ნატალიმ. სებეს შავი რეინჯ-როვერი ლამაზად ლაპლაპებდა ლამპიონების ოქროსფერი განათების ფონზე -აი ისიც! არ გინდა საჭესთან დამსვა? -საჭესთან? ასეთ მდგომარეობაში? -მე მიფრთხილდები თუ ამ ლამაზმანს? -ავტომობილთან მისული, მის კაპოტს მიეყრდნო და ინტერესით სავსე მზერით ახედა თავზე წამომდგარ მამაკაცს. -საკუთარ სიცოცხლეს უფრო. ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ -მე კი მეგონა მეტყოდი შენი სიცოცხლე ათას მანქანაზე და ზეციურ ვარსკვლავზე ძვირად ფასობსო -ვითომ დამწუხრებული სახე მიიღო ნატალიმ და სებეც გააღიმა თავისი მსახიობობით. -არ ჰგავხარ იმას, ვისაც ასეთი ბანალური რომანტიკა მოსწონს -შენ კი იმას არ ჰგავხარ, ვისაც საერთოდ მოსწონს რომანტიკა მამაკაცმა მეტად ღრმა, იდუმალი მზერა ესროლა, თუმცა პასუხი აღარ დაუბრუნებია. მხოლოდ მანქანის კარი გამოუღო და სალონისკენ ხელით ანიშნა. -ჩაჯექი უსიტყვოდ მოთავსდა ტყავის სავარძელზე ნატალი და კარიც წამებში დაიხურა. მანქანაში იმდენად სასიამოვნო სურნელი იდგა, გოგონამ წამით ნეტარებისგან თვალებიც კი დახუჭა. სწორედ ამ არომატისგან გაბრუებული იჯდა, როდესაც სებემ კუთვნილი სავარძელი შეავსო, საჭესთან. პარკინგზე ხალხის ჭაჭანებაც არ იყო. მხოლოდ მოპირდაპირე ქუჩაზე მოჩანდა გაჩერების გადახურვის ქვეშ მდგომი რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ სასურველი ტრანსპორტის გამოჩენას. რეინჯ-როვერი, ნავიგატორში მონიშნულ მისამართს მიჰყვა და ნელა დაიძრა. სულ რამდენიმე წამიც და უკვე სხვა მანქანებს შორის მიიკვლევდნენ გზას, ნატალის სახლისკენ. ქუჩას ლამპიონების ჯარი ანათებდა. ციდან წვრილი ფანტელების ცვენა დაწყებულიყო, რომლებიც საქარე მინებს ეკვროდნენ და სულ რაღაც წამებში ასრულებდნენ არსებობას. მანქანაში გათბობა ჰქონდა ჩართული სებეს, რის გამოც, ირგვლივ სასიამოვნო სითბო იდგა. სწორედ ამ სითბოს მოეთენთა გოგონაც, ვისაც იმ წამს თავი გამჭვირვალე მინაზე ჰქონდა მიდებული და ნახევრად ღია თვალებით შესცქეროდა იქედან მორბენალ ქალაქის ქუჩებს. სრულ სიჩუმეში იმგზავრეს. მამაკაცი შიგადაშიგ თუ გახედავდა ხოლმე გვერდით მჯდომ გოგონას, ოდნავ ჩაეღიმებოდა და კვლავ გზისკენ გაატრიალებდა თავს. გადაჭარბებული სიჩქარით არ უვლიათ, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მაინც მალევე მიაღწიეს. სავარძელში მოხერხებულად მოკალათებულმა ნატალიმ მხოლოდ მანქანის გაჩერებისა და ფარების ჩაქრობის შემდეგ აღიქვა, რომ უკვე მის კორპუსამდე მისულიყვნენ. გოგონამ მაშინვე წაიღო ხელი ღვედის შესახსნელად. მართალია ახლა თბილი სალონიდან – სიცივეში გადანაცვლებას ყველაფერი ერჩივნა, თუმცა არც სებეს მანქანაში დარჩენა ესახებოდა მთლად გონივრულ ვარიანტად. -მადლობა მოყვანისთვის -დღეს უკვე მესამედ მიხდი მადლობას -წარბები შეეჭმუხნა მამაკაცს ამის თქმისას. ხელები ჯერ კიდევ საჭეზე ედო და გამჭოლ მზერას არ აშორებდა ნატალის სახეს. -როგორც ჩანს, არ გიყვარს, როდესაც მადლობას გეუბნებიან -რაღაც მაგდაგვარი ნატალის გაეცინა. -ტაქსის მძღოლი არ ხარ ფული რომ გადაგიხადო, მადლობას არ იღებ და სხვა საშუალებით გადახდას კიდევ ცოტა სხვანაირი ქალები მიმართავენ -ჰოო, მგონი სიმთვრალის კვალობაზე იუმორს არა უშავს -სებესაც ჩაეცინა მის სიტყვებზე -კიდევ რამის თქმა გინდა? სახეზე გეტყობა, რომ ასეა -მართალი ხარ -მიდი, გისმენ ღრმად ამოიოხრა ნატალიმ. ამჯერად მამაკაცს აღარ უყურებდა. ვერ გაებედა სათქმელი ისე ეთქვა, რომ მისი თვალებისთვის არ მოეცილებინა მზერა. -მინდა ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყოს -სცადა საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ადამიანის სახე მიეღო -რაც გუდაურში მოხდა, გუდაურშივე დარჩა. მოდი ნუღარ გავართულებთ და ყველაფერი დავივიწყოთ. რახან დამითხოვეს, აღარც სამსახურში მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა და ეს უფრო გაამარტივებს ყველაფერს -რამეს გაურბიხარ? შენი მაშინდელი და ახლანდელი ვერსია აბსოლუტურად არათავსებადია ერთმანეთთან -არაფერს გავურბივარ სებე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მართლა ასე მინდა -შეეცადა პასუხი უფრო მკაცრი ტონით დაებრუნებინა -ჯერ ერთი საცოლე გყავს და მერეც მეორე –ეგრე რომც არ იყოს, გუდაურში უბრალოდ დრო გავიყვანე შენთან. ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და მეტი არაფერი პასუხი არ დაუბრუნებია სებეს. მდუმარებაში გასული რამდენიმე დამძაბველი წამის შემდეგ, ნატალიც მიხვდა, რომ იგი ხმის ამოღებას არ აპირებდა, ამიტომ დიდხანს აღარ შეყოვნებულა –სწრაფად გამოაღო ავტომობილის კარი, გარეთ გადავიდა და თავისი სადარბაზოსკენ რაც შეეძლო სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. თვალიც კი არ გაუყოლებია გოგონასთვის მამაკაცს. ყურში ჯერ კიდევ ნატალის ბოლო სიტყვები ჩაესმოდა, თუმცა ოდნავადაც არ სჯეროდა მათი. ყოველთვის კარგად ხვდებოდა, როდესაც ადამიანი ცრუობდა ან რაღაცის აღიარებას უფრთხოდა. ტვინის ყოველი უჯრედი ეუბნებოდა, რომ ეს სიტუაცია ასე არ უნდა დაეტოვებინა და არც დაუტოვებია. ისე, რომ არავისზე და არაფერზე უფიქრია მოსალოდნელი შედეგების ჩათვლით, მანქანიდან სინათლის სიჩქარით გადმოვიდა, სადარბაზოსკენ წასულ, მობუზულ გოგონას სირბილით წამოეწია, მკლავში ხელის ჩავლებით მოაბრუნა თავისკენ და სანამ იგი რამის გააზრებას ან კითხვას მოასწრებდა, მანამ დაეწაფა მის გაყინულ, ალისფერ ტუჩებს. სიცივე, რომელიც სხეულის თითოეულ ნაწილაკზე შემაწუხებლად მოსდებოდა, წამებში ჩამოშორდა ნატალის. თითქოს ცეცხლში გადავარდა იმ მომენტში. ცეცხლში, რომელიც მთელ კანს სასიამოვნოდ უწვავდა და თავბრუდამხვევი ვნების ბურუსში ხვევდა. ვერც კი გაიაზრა ისე მოულოდნელად და მონდომებით აჰყვა კოცნაში მამაკაცს. მეტიც –თმებში ორივე ხელის თითებით ჩააფრინდა და სიამოვნებისგან ხმადაბლა ამოიკვნესა. სწორედ იმ დროს იგრძნო, თუ როგორ აიკრა სხეულზე სებემ, ხელები მის თეძოებზე აასრიალა და შეუჩერებელი კოცნით გადაინაცვლა ტუჩებიდან ყელისკენ. -ახლაც შეეცდები დამარწმუნო, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ? -ვნებისგან დაბოხებული ხმით ამოიჩურჩულა მან. მამაკაცის ცხელი სუნთქვა, პირდაპირ კანზე ეფრქვეოდა ნატალის და უჩვეულოდ აბრუებდა. ვერც კი გაეგო ამ შეგრძნებებს ალკოჰოლი იწვევდა, თუ თავად სებე, მაგრამ ძალიან არ უნდოდა სწორი პასუხი მეორე ვარიანტი ყოფილიყო. -ახლავე გაჩერდი! -მიუხედავად სიმტკიცისა, ჩვეული რიხი მაინც აკლდა მის ხმას. -შენი სხეულის ენა სრულიად საპირისპირო სურვილებს ამჟღავნებს და ეს რატომღაც გაფოცებს -გითხარი გაჩერდი-მეთქი! მამაკაცი მაშინვე მოწყდა გოგონას აკანკალებულ სხეულს და ამჯერად თვალებში ჩახედა. მგლისგან დამფრთხალ პატარა კურდღელს ჰგავდა იმ წამს ნატალი და ამის დანახვამ ტუჩებზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი მოჰგვარა. -კარგი, შევწყვეტ შენს წვალებას, ოღონდ ჯერ არა. მანამდე კიდევ ერთი რაღაც უნდა გავაკეთო -რა უნდა გააკეთო? -ჯერ კიდევ კოცნისგან თავბრუდახვეულმა, ძლივს მოიბრუნა პირში ენა, რათა ეს ეკითხა. სიტყვები ბოლომდე დამთავრებულიც არ ჰქონდა, როდესაც იგრძნო, თუ როგორ შეახო გაშლილი ხელის გული მარჯვენა ლოყაზე სებემ, როგორ ნაზად მიეფერა და როგორ გადაკვეთა სიახლოვის საზღვარი კიდევ ერთხელ. -უწინდელი საკმარისი არ აღმოჩნდა. ისევ მიტევს შენი კოცნის ძლიერი სურვილი -მიუგო თუ არა, მეტი შესავალი აღარ გაუკეთებია. ამჯერად თვითონ შეაცურა თითები ნატალის გრძელ თმაში, თავისკენ დაქაჩა და ტუჩებზე ისეთი ვნებით დააცხრა, გოგონამ მაშინვე დაკარგა წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი სურვილი. 8 8 8 8 ხასხასა, მწვანე მდელოზე მიაბიჯებდა დანიელი. ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ ერთიანად თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი. ზემოდან იისფერ ტონალობაში გადასული ზეცა დაჰყურებდა და არც ის იცოდა, თუ რატომ ჰქონდა ცას ასეთი უცნაური შეფერილობა. სასიამოვნო სურნელი იდგა გარშემო. თბილოდა. შორიახლოს, პატარა ფერდობი, ბამბასავით გადაეპენტათ ყვითელგულა, თეთრ გვირილებს. შორიახლოს, ასევე თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონას სილუეტიც იკვეთებოდა. ამ უკანასკნელს, გრძელი, ქერა თმა შიშველ მხრებზე ეფინებოდა და ოქროსფრად მანათობელი მზის ფონზე ლამაზად უბზინავდა. უფრო კარგად დაკვირვების შემდეგ, დანიელმა ამ სილუეტში ლალიტა ამოიცნო. გოგონა ფერდობის ასასვლელთან იდგა, ფეხშიშველი და ზეცაში გაბნეულ იისფერ ღრუბლებს აჰყურებდა ღიმილით. ცოტა ხნის შემდეგ აღმართს აუყვა და ყვითელგულა გვირილების შეგროვება დაიწყო. ყოველი მოწყვეტილი ყვავილი, მის ხელში სითეთრეს კარგავდა და ლურჯი ფერისა ხდებოდა. დიდხანს უყურებდა მამაკაცი ამ სანახაობას. ოდნავი ნიავი, ლალიტას მზისფერ თმას აქეთ-იქით არხევდა და ისეთ შეგრძნებას უტოვებდა დანიელს, თითქოს მის სურნელსაც კი გრძნობდა იმ მომენტში. მერე უცებ ჩამობნელდა. ცაზე ბრილიანტისფერი ვარსკვლავები აბრჭყვიალდნენ. აქამდე ფერდობზე მდგომი, გვირილების კრეფით გართული ლალიტა, მოულოდნელად მის გვერდით გაჩნდა და ზურგიდან მიეხუტა. აუხსნელი სითბო ჩაეღვარა მამაკაცს მთელ სხეულში. ჯერ გოგონას ხელებს შეეხო და სათითაოდ ყველა თითი დაუკოცნა, შემდეგ კი თავისკენ მოატრიალა და ფართედ გაეღიმა ლალიტას თავზე, გვირგვინად შემორკალული ლურჯი გვირილების დანახვაზე. -რატომ არის შენი თვალები ასეთი ცივი? -ღიმილით შეჰყურებდა გოგონა ამ კითხვის დასმისას. ზემოდან კვლავ ბრჭყვიალა ვარსკვლავების ჯარი დასცქეროდათ. ისინი მართლაც სამკაულის მსგავსად მიბნეოდნენ გიშრისფერ ცას და ციცინათელებივით კაშკაშებდნენ ღამის სიბნელეში. -ალბათ იმიტომ, რომ თბილი თვალები მხოლოდ სითბოში გაზრდილ ადამიანებს აქვთ ლალიტა გაჩუმდა. წამით მოიღუშა კიდეც, მაგრამ მის სახეზე მალევე ამობრწყინდნენ მზის ნათელი სხივები. -გინდა მე გავათბო შენი თვალები? -შეძლებ? -ვეცდები მაინც -თქვა თუ არა, კისერზე ხელები მოხვია, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და ოდნავ დაბალი ხმით ჩასჩურჩულა: -მიყვარხარ დანიელ მამაკაცმა ვერც თვალის დახამხამება მოასწრო და ვერც რეაგირების მოხდენა. ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებიც ერთმანეთეთის მიყოლებით ჩაქრნენ და სრულმა უკუნმა დაისადგურა. აღარც ლალიტას თბილ სუნთქვას გრძნობდა სახეზე და ხვდებოდა, რომ იქ სრულიად მარტო იყო. უმისამართოდ გაიქცა მამაკაცი. გარშემო ვერაფერს ხედავდა და უბრალოდ მირბოდა, თანაც არ იცოდა სად. ფეხები თითქოს თავისით მიქროდნენ და მის სურვილებს აღარ ემორჩილებოდნენ. გაჩერება მანამ ვერ შეძლო, სანამ უეცრად ფეხქვეშ საყრდენი არ გამოეცალა და თავისუფალი ვარდნა არ იგრძნო. რამდენიმე წამის განმავლობაში მიფრინავდა უფსკრულში, ხოლო შემდეგ რაღაც მყარი შეიგრძნო სხეულის ქვეშ. თვალები გაახილა. ზემოდან ღია ვერცხლისფერი შუქები ეფრქვეოდა. ყურებში ყრუდ ჩაესმოდა შორიდან მომავალი წრიპინის ხმა. ნაცრისფერი კედლები ცივად შემოსცქეროდნენ ოთხივე მხრიდან, ხოლო გულზე, გადაშლილი წიგნი ედო, რომელიც მარჯვენა ხელის ზემოდან დადებით ჰქონდა გამაგრებული. დაახლოებით წუთის მეოთხედი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ საავადმყოფოს პალატაში იმყოფებოდა და არა მდელოზე, სადაც გვირილებით გადაპენტილი ფერდობი მოჩანდა. სავარძელში წოლისგან, კისერი საშინლად ჰქონდა დაბუჟებული და ოდნავ მხრების ტკივილსაც გრძნობდა. შემაწუხებელი ტკივილისთვის ყურადღება არ მიუქცევია. პირველი, რაც გამოფხიზლების შემდეგ გააკეთა ის იყო, რომ პალატის იმ მხარეს გაიხედა, სადაც ლალიტა ეგულებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღამის ათი საათი იყო, გოგონას ჯერ კიდევ ეღვიძა. იგი ლოგინზე იოგას პოზაში ჩამომჯდარიყო, ტანზე თბილი პლედი მოეხვია და დროის მოკვლას მობილურის საშუალებით ცდილობდა. უკვე მეორე დღე იყო, რაც კლინიკაში იმყოფებოდნენ ლალიტა და დანიელი. მთელი ეს პერიოდი ოპერაციის წინა გამოკვლევებსა და ანალიზებს დაეთმო, რომელთა პასუხიც საკმაოდ დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. არ არსებობდა ფაქტორი, რაც ლალიტას გულზე ქირურგიულ ჩარევას ხელს შეუშლიდა. გოგონას, ყველა დანარჩენი ორგანო სრულ წესრიგში ჰქონდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ექიმებს მხოლოდ ერთი ორგანოს პრობლემის მოგვარებაზე უნდა ეზრუნათ. წყნარი ღამე იყო. ჰამბურგში თოვას უკვე გადაეღო, თუმცა ფანჯრიდან მაინც იწონებდნენ თავს თეთრად გადაპენტილი შენობები. დანიელი სწორედ მათ უყურებდა რამდენიმე წამის განმავლობაში და კვლავ იმ სიზმარზე ფიქრობდა, ორი წუთის წინ რომ ხედავდა. მერე, თითქოს ფიქრების გონებიდან გამობერტყვა სურსო, თავი რამდენჯერმე გადააქნია და კვლავ საწოლზე მჯდომ ლალიტას გახედა, თან წიგნი კომოდზე გადადო. -ვერც კი გავიგე ისე ჩამეძინა -თქვა მამაკაცმა თვალების სრესით. მისმა სიტყვებმა მაშინვე მიიქცია გოგონას ყურადღება. გადაღლილი ჩანდა ლალიტა, თუმცა მიუხედავად ამისა, დაძინება არ უნდოდა. იმ დროს, ყველა მომენტი ისე ეძვირფასებოდა, ძილში დაკარგული დროც კი ფუჭად დაკარგულად მიაჩნდა და აპირებდა მანამ ეფხიზლა, სანამდეც გაძლებდა. -ძალიან მშვიდი სახით გეძინა, მგონი რაღაც კარგი გესიზმრებოდა მამაკაცმა კიდევ ერთხელ მოისრისა თვალები, სავარძლიდან ფეხზე წამოდგა, იგი ნატალის საწოლთან მიაჩოჩა და კვლავ ზედ ჩამოჯდა. -წინასწარმეტყველური სიზმრებით არ გამოვირჩევი, ამიტომ არ გამიკვირდება თუ ესეც არ ახდება -რამე ისეთი იყო, რაც გინდა ახდეს? -ცნობისმოყვარე მზერით ჩაეკითხა გოგონა. დანიელმა თავი გვერდზე გაატრიალა. ოდნავი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში. -მგონი ვიღაც ძალიან ბევრ კითხვას სვამს. შენ ჯობია ის მითხრა, ხვალინდელ დღეზე ხომ არ ნერვიულობ. ბიძაჩემმა უკვე ათჯერ მაინც დამარწმუნა, რომ ყველაფერი იდეალურად ჩაივლის ლალიტამ ტელეფონის ეკრანი დაბლოკა, იგი გვერდზე გადადო და ბამბისფერ ბალიშებზე ნებიერად მიწვა. -არ ვიცი. ცოტათი ალბათ ვნერვიულობ, მაგრამ მიხარია, რომ ნარკოზი არსებობს და ვერაფერს ვიგრძნობ -აი ნახავ, ყველაფერი კარგად დასრულდება და პალატაში ჩამოსული კვლავ ჩემს სახეს იხილავ -არც კი მჯერა, რომ ამაღამ კიდევ ერთხელ მოგცეს ჩემს პალატაში დარჩენის ნება -ნეპოტზიმი ბინძური რამაა, მაგრამ ბევრ პრობლემასაც გიგვარებს ზოგჯერ -დანიელ მეტისმეტია -წარბები შეჭმუხნოდა და სალათისფერი თვალები დასევდიანებოდა გოგონას -ისედაც მძულს საკუთარი თავი იმის გამო, რომ აქ მთლიანად შენს კისერზე ვარ. მართალია ვალს ნაწილ-ნაწილ აუცილებლად დაგიბრუნებ, მაგრამ მაინც -ეგ აბსურდი მეორედ აღარ გამაგონო! -დანიელ . . . -არავითარი დანიელ! -მკაცრი ტონი იღვრებოდა მამაკაცის თითოეული სიტყვიდან -მაშინ, როდესაც ჩემთვის აბსოლუტურად უცნობ ადამიანებს, სრულიად უსასყიდლოდ ვუშვებ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, შენ დგები და მეუბნები, რომ ვალის დაბრუნებას აპირებ -აბსოლუტურად უცნობ ადამიანებს? -სახეზე აშკარად შეეტყო, რომ ეს ინფორმაცია მისთვის სიახლე იყო და დანიელმაც სიმწრისგან დახუჭა თვალები, რადგან მიხვდა, რომ ზედმეტად ბევრი წამოსცდა. -მაგას არ აქვს მნიშვნელობა -კვლავ მკაცრად განაცხადა მამაკაცმა -უბრალოდ იმას გთხოვ, რომ ეგ თანხა ჩემთან მეორედ აღარ ახსენო. იმედია გამითვალისწინებ ხმა აღარ ამოუღია ლალიტას. მართალია საშინლად ეუხერხულებოდა მთელი ეს სიტუაცია, თუმცა არც დანიელის სიტყვებზე გადაბიჯება შეეძლო. ხვდებოდა, რამდენად აღიზიანებდა მამაკაცს ამ თემის ხსენებაც კი და რამის თქმას ან შეწინააღმდეგებას ისევ გაჩუმება ამჯობინა. -კარგი, თემა შევცვალოთ -როცა შეატყო, რომ გოგონა ხმის ამოღებას არ აპირებდა, თავად სცადა სიტუაციის განმუხტვა დანიელმა, თან ფრთხილად გადაუსვა ხელი მის თითებს. სასიამოვნოდ თბილი იყო ლალიტას კანი მისი გაყინული ხელების ფონზე. გარკვეული დროის შემდეგ, დახრილი თავიც ასწია და ამჯერად გოგონას სალათისფერ თვალებს შეაცქერდა, თავისი ცივი ცისფერებით. თითქოს რამდენიმე ადამიანს ხედავდა ამ თვალებში. ერთს ეშინოდა, მეორე ცდილობდა უდარდელობის ნიღაბი მოერგო, ხოლო მესამეს, კუთხეში შეყუჟვა და ყველასგან შორს ყოფნა სურდა, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილს. -ასე რატომ მიყურებ? -როგორ ასე? -დაჟინებით, თან უცნაურად -არ ვიცი -მხრები აიჩეჩა მამაკაცმა -ათას რამეზე ვფიქრობ. პირველ რიგში ხვალინდელ დღეზე უსიამოვნოდ შეიშმუშნა ლალიტა. ხვდებოდა, რომ დანიელიც ნერვიულობდა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხმამაღლა საუბარს გაურბოდა. -შენთვის არავინ ვარ დანიელ -თითქმის ჩურჩულით ამოთქვა მან -მაგრამ მაინც აქ ხარ და მხარს ისე მიჭერ, როგორც ყველაზე ახლობელი ადამიანი . . . რატომ? რამდენიმე წამის განმავლობაში დუმილმა დაისადგურა. ღრმად ჩაფიქრებული სახე ჰქონდა მამაკაცს, მანამ, სანამ კვლავ ლალიტას კითხვის ნიშნებით სავსე თვალებს არ გაუსწორა მზერა. -იქნებ მივიჩნევ კიდეც თავს შენთვის ახლობელ ადამიანად? ბოლოს და ბოლოს, ხვალ ერთი წელი გახდება, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ეს ცოტა დრო ნამდვილად არაა -დანიელ, დროს აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე და შენ მხოლოდ ინტიმური ურთიერთობა გვაკავშირებს და გასაკვირია, რომ . . . -გაჩუმდი -აღარ გააგრძელებინა, რადგან გოგონას ბოლო სიტყვები, უმოწყალოდ მჩხვლეტავი ეკლებივით შემოეხვია მის გულს. თითქოს სული ეტკინა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო და უფრო მწარე ხდებოდა ასეთი რამების მოსმენა -მე შენთვის პირველი მამაკაცი გავხდი ლალიტა. პირველად მე შეგეხე. ქალადაც ჩემს მკლავებში იქეცი. რამდენი კაციც არ უნდა გყავდეს ამის შემდეგ, რაღაც კუთხით მაინც ვერასოდეს შეძლებ ჩემს ბოლომდე დავიწყებას და ძალიან გთხოვ ნუ ამბობ, რომ ერთმანეთისთვის არავინ ვართ. ასეთი ძნელია უბრალოდ კარგ მეგობრად მაინც ჩამთვალო? ან ადამიანად, ვისაც შენი ბედი აღელვებს -მეგობრებთან ინტიმური ურთიერთობა არ აქვთ დანიელ -ძლივსშესამჩნევად გაეღიმა ამის თქმისას, თუმცა მისგან განსხვავებით მამაკაცი კვლავ სერიოზულ მზერას ინარჩუნებდა. -იცი ხანდახან რა მოსაბეზრებელია ყველაფერი? -იკითხა დანიელმა. მისი თვალები სევდის საბურველს ჩაემუქებინა და აღარც ხმა ჰქონდა იმდენად მხიარული. -რა არის მოსაბეზრებელი? -ის, რომ უთქმელი სიტყვები ყელში გეჩხირება, გახრჩობს კიდეც, მაგრამ მაინც არ გინდა თქვა, რადგან გეშინია ამით ყველაფერი არ გააფუჭო მთელი სხეული გიტარის სიმივით დაეჭიმა ლალიტას. მართალია არ იცოდა, კონკრეტულად რას გულისხმობდა დანიელი ამ ყველაფერში, თუმცა ქვეცნობიერი მაინც განგაშის სიგნალებს რთავდა, რომელსაც ტვინსაც გადასცემდა და ერთიანად აფორიაქებდა გოგონას. -თუ რამე უნდა გაფუჭდეს, ჯობია არც არაფერი თქვა -აღმოხდა სუნთქვააკანკალებულს. დანიელს სევდიანად ჩაეღიმა. -ყოველთვის გაჩუმებაც არ ვარგა -თქვა მან -იმ დილითაც რომ გავჩუმებულიყავი, როდესაც ჩემთან გატარებული ღამის მერე ქურდივით იპარებოდი, სანამ მეძინა, ამდენი სასიამოვნო მომენტი არ დაგვიგროვდებოდა ლალიტამ ბალიში უფრო მოხერხებულად ამოიდო თავქვეშ. ორი წამიც არ დასჭირვებია, რათა წარსულის ეს მოგონება გადაშლილიყო მის თვალწინ. თითქოს გუშინ ყოფილიყო ისე ცხადად გაახსენდა ღამე, როდესაც კოკისპირულ წვიმაში, ტყეში მდგომ პატარა ფიცრულში გასინჯა პირველად ის ნარკოტიკი, რასაც მამაკაცის ალერსი ერქვა და საკუთარი სხეული დანიელს გადასცა სრულ მფლობელობაში. 10 მარტი . . . 2021 წელი . . . -ჯანდაბა, ისეთი სველი ვარ, რომ გამწურონ ალბათ ყვავილების მინდორს მოვრწყავ -გალუმპულ თმას შეძლებისდაგვარად ისწორებდა, თან განუწყვეტლივ წუწუნებდა ლალიტა. ბნელი ღამე იდგა. სავსე მთვარე, მტრედისფერი ღრუბლების უკან მიმალულიყო, ხოლო გარეთ ისე ძლიერად წვიმდა, ტალახის დამდგარი გუბეები მთვარის კრატერებს წააგავდა. დანიელი პატარა, დაჟანგულ ფეჩთან ჩამუხლულიყო და ანთებული ფანრის შუქზე ცეცხლის დანთებას ცდილობდა. თმა და მაისური ერთიანად სველი ჰქონდა მამაკაცს, ხოლო ხელები იმაზე მეტად ცივი, ვიდრე ჩვეულებრივ. -ნუ წუწუნებ ლალიტა. შეშაც, ნავთიც და ასანთიც ადგილზე დაგვხვდა. ცეცხლს დავანთებთ და მალევე გავშრებით გოგონამ ღრმად ამოიოხრა. ტანზე მიკრული სველი სამოსი იმდენად აწუხებდა, მზად იყო ყველაფერი ადგილზევე გაეხადა და ფაჯნრიდან გადაეყარა, რომ არა დანიელის იქ ყოფნა. -ისე, ეს ფიცრული შუაგულ ტყეში საიდან გაჩნდა? თანაც მაინცდამაინც მაშინ, როდესაც მანქანა გაგვიფუჭდა და არც მობილურები წამოგვიღია ეშმაკურად ჩაეცინა დანიელს. ერთმანეთზე ლამაზად დაწყობილ, ხმელ შეშას ნავთი გადაასხა და გადაწყვიტა გოგონას ცოტა გახუმრებოდა. -შემოსვლისას ხომ თქვი სისხლის სუნს ვგრძნობო? ალბათ სერიული მკვლელის ქოხია და დანაშაულებსაც აქ სჩადის ხოლმე -რა თქვი? -აბა სხვაგვარად როგორ ახსნი იმას, რომ ყველგან სისხლის სუნი დგას? -თქვა თუ არა, კვლავ ცბიერად ჩაეღიმა, გოგონასგან ზურგშექცეულს და ნავთით დასველებულ შეშაზე, ამჯერად ანთებული ასანთი დააგდო. ფეჩი წამსვე აგიზგიზდა და მასში შეგდებულმა გამხმარი შეშის ნაჭრებმა, საამოდ დაიწყეს ტკაცუნი. ბნელი ოთახი მაშინვე განათდა. იმდენადაც კი, რომ დანიელს უკვე კარგად შეეძლო ლალიტას დამფრთხალი სახის დანახვა. -კარგი, კარგი, ნუ გაქვს ეგეთი გამომეტყველება -ხმამაღლა გაეცინა -უბრალოდ გეხუმრე. სისხლის სუნი იმიტომაა, რომ ეს ქოხი ალბათ რომელიღაც მონადირისაა და მოკლულ ცხოველებსაც აქ ატყავებს ხოლმე -ახლა გული ამერევა -მოდი, მოდი, ცეცხლთან ახლოს დაჯექი, ტანსაცმელი გაიხადე და ერთად დააწყვე. ასე უკეთესად გაშრება -სიმართლე გითხრა არავის უცდია ჩემი ასეთი გზით გაშიშვლება. ორიგინალური კი ხარ, მაგრამ ვშიშობ მაინც არაფერი გამოგივა -და ვინ გითხრა, რომ რამე მსგავსი ვცადე? -ეშმაკური ღიმილით გაეპასუხა დანიელი მის შეკითხვას. მერე ფეხზე სწრაფად წამოდგა და წვიმისგან დასველებული მაისური ორ წამში გადაიძრო თავზე -შენი არ ვიცი, მაგრამ მე სველი სამოსით ჯდომასა და ფილტვების ანთებას მირჩევნია ყველაფერი გავიხადო. თუ შიშველი მამაკაცის დანახვაზე ჰორმონები გაწვება, შეგიძლია არ შემომხედო ლალიტა სახეზე წამოწითლდა. აშკარად არ ელოდა მისგან ასეთ ნაბიჯს. -და შენ არ გრცხვენია? -ჰკითხა მან, თან ქოხის ჭუჭყიან ფანჯარას შეხედა, რომელთანაც პატარა საწოლი იყო მიდგმული, ზედ დაგდებული გაცრეცილი პლედითა და ბუმბულებგამოცლილი, სიტყვითლეშეპარული ბალიშით. -რისი უნდა მრცხვენოდეს? ჩვენ ხომ ყველაფერ სხვისგან დაფარულს ვაშიშვლებთ ერთმანეთთან? -ეგ კი, მაგრამ რაღაც ზღვარი მაინც უნდა არსებობდეს -არანაირი ზღვარი აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც უგონოდ ნასვამმა გამიმხილე, რომ ქალწულობა შენივე ხელით გაქვს დაკარგული და მამაკაცი ერთხელაც არ შეგხებია -შარვალიც მაისურის გზას გაუყენა, მერე კი ყველაფერი ერთად, ფეჩის მარჯვენა მხარეს დააწყო. მხოლოდ ტრუსების ამარა დარჩენილს, ლალიტა მანამდე შესცქეროდა დაჟინებული მზერით, სანამ დანიელი კვლავ გათბობის წყაროსთან არ ჩამოჯდა და თითები ცეცხლს არ მიუშვირა. სწორედ მაშინ დააკვირდა გოგონა საფუძვლიანად მამაკაცის თითებს. გრძელი, თლილი თითები ჰქონდა დანიელს. ფრჩხილებზეც კი არ ეტყობოდა უსწორმასწორობა ან ულამაზო ჩაღრმავებები, იმდენად მოწესრიგებული ჰქონდა ეს უკანასკნელი. აღარაფერს ამბობდა მის სხეულსა და ჰაბიტუსზე. ვიზუალურად იდეალური მამაკაცი იყო მის გვერდით. იმდენად იდეალური, რომ სიგიჟემდე მოუნდა უკნიდან მოხვეოდა და მის შიშველ პრესს მოფერებოდა. წამიც არ იყო გასული, რომ თავისი ფიქრების საშინლად შერცხვა. მართალია აქ მოსვლამდე დანიელთან ერთად რამდენიმე ბოკალი თეთრი ღვინო დალია, რესტორანში, თუმცა ბოლომდე ვერც ამას დააბრალებდა თავის არეულ ფიქრებს. საქმე ძლიერ, მუდმივად მზარდ ვნებას ეხებოდა და სწორედ ეს უღრღნიდა გულს ყველაზე მეტად. არ უნდა მომხდარიყო ეს. არ უნდა შეჩვეოდა ამ ადამიანს, რადგან ალექსის მერე აღარ სურდა ჰყოლოდა ვინმე ისეთი, ვინც მის ცხოვრებაში უხეშად ჩაერეოდა და მისსავე გაკონტროლებას ეცდებოდა. -რაღაც მეტი ხდება ლალიტა -მამაკაცმა დაარღვია დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გაგრძელებული სიჩუმე. გარეთ წვიმა თანდათანობით მატულობდა და ხმამაღალი წკაპუნით ეხეთქებოდა ქოხის პატარა ფანჯარას -გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე ჩვენ ვამბობთ და ეს შენც მშვენივრად იცი -რას გულისხმობ? -იმას, რომ ერთად ყოფნა გვსიამოვნებს, თითქმის ყოველდღე ვხვდებით და ათას სიგიჟეს ვაკეთებთ. შენთან ერთად სრულყოფილებას ვგრძნობ. იმ სრულყოფილებას, რომელიც აქამდე არასდროს განმიცდია, თუმცა ამის იქით უკვე დიდი გალავანი გაქვს აგებული. იმის აღიარებაც კი არ შეგიძლია, რომ გიზიდავ, როგორც მამაკაცი და არა როგორც მეგობარი -აქ ამიტომ წამომიყვანე? -ეჭვით დაწვრილებოდა თვალები გოგონას -სრულიად უკაცრიელ გარემოში რომ მარტო დავრჩენილიყავით და ეს კითხვები დაგესვა? -რაო? -მსწრაფლ მიატრიალა თავი უკან -შენი აზრით მოგატყუე, როდესაც გითხარი ჩემს აგარაკზე მივდივართ-მეთქი? გგონია მანქანა სპეციალურად გავაფუჭე, რათა აქ მოვხვედრილიყავი და მკვდარი ცხოველების სისხლის სუნი მესუნთქა, ვიღაცის ჭუჭყიან ქოხში? ლალიტამ თავი გადააქნია. მიხვდა რამხელა აფსურდიც წამოროშა ცოტა ხნის წინ და სცადა სიტუაცია განემუხტა. -კარგი, ალბათ ზედმეტად მძიმე წვიმის წვეთები მომხვდა თავში და რაღაცას ვურევ. მაპატიე -იმ თემაზე საუბარს მაინც გვერდს უვლი -კვლავ ცეცხლს მიშტერებოდა. ლალიტა უკვე მის გვერდით დამჯდარიყო, ფეჩთან და სველი თმა ცეცხლისკენ ჰქონდა მიშვერილი. შიდა სივრცე საკმაოდ პატარა იყო, ამიტომ ქოხში მალევე დათბა. გოგონას ტანსაცმელმაც დაიწყო გაშრობა და ოდნავ ბოლიც კი აუვიდა შრობის პროცესში. -თავს არაფერს ვარიდებ დანიელ. უბრალოდ იმას ვერ ვხვდები, თუ რატომ ართულებ ყველაფერს -ალბათ იმიტომ ვართულებ, რომ გაცილებით უფრო მეტი მინდა მეც და შენც, თუმცა ჩვენ ორს შორის, მხოლოდ მე მყოფნის სიმამაცე ეს ვაღიარო -და მაინც რა გინდა? ჩემგან რა გინდა? -შენ მინდიხარ! -მზერას არ აშორებდა. ღია ცისფერ თვალებში თითქოს უზარმაზარი კოცონი ანთებოდა. იმოდენა მუხტი მოდიოდა მისგან, ლალიტამ თავი გვერდზე გაატრიალა და სწრაფად წამოხტა ფეხზე. ამის ცივი გონებით გაძლება უკვე აღარ შეეძლო. -იცი რას ვფიქრობ? -მამაკაცისთვის არ შეუხედავს ისე ალაპარაკდა -მართალია ჩემთვის ეს არასდროს გითქვამს, მაგრამ ზუსტად ვიცი ყველა ქალისგან ფეხების უპრობლემოდ გაშლას ხარ მიჩვეული. შენი ნახევარწუთიანი საუბარიც კი საკმარისია, რომ მაშინვე საწოლში ჩაგიგორდნენ და თითოეული სექსუალური ფანტაზია დაგიკმაყოფილონ. სწორედ ამან გაგაცოფა. ის ფაქტი გაღიზიანებს, რომ არ გაბამ და ზუსტად ეგ აღგაგზნებს, თუმცა დამიჯერე –ეს ერთჯერადი ვნებაა და არ ღირს ამის გამო იმ კარგის გაფუჭება, რაც ჩვენს შორისაა -ერთჯერადი ვნება -გოგონას სიტყვები გაიმეორა დანიელმა და ჩაეცინა. რამდენიმე წამით ჩუმად იყო, შემდეგ კი კვლავ ალაპარაკდა:- ერთი რამ იცოდე– რასაც არ უნდა ფიქრობდე და რა აზრებითაც არ უნდა გქონდეს თავი გამოტენილი, ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებას არასოდეს დავუშვებ. მე, შენ ჩემს გვერდით მჭირდები და არა ჩემგან შორს ლალიტას არაფერი უპასუხია, თუმცა მამაკაცის სიტყვებმა ოდნავი ღიმილი მოჰგვარა მოვარდისფრო ტუჩებზე. მერე კვლავ დანიელს გახედა. მზერა ერთ ადგილას გაყინვოდა ამ უკანასკნელს. სახეზე ეტყობოდა, რომ იმ წამს რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა და ლალიტაც ცნობისმოყვარეობით კვდებოდა, თუ რას ეხებოდა ეს ფიქრები. მიუხედავად ამისა, არაფერი უკითხავს. არც საუბრის სურვილი ჰქონდა მაინცდამაინც. ხმა მხოლოდ იმიტომ ამოიღო, რომ ირგვლივ ჩამოვარდნილი უხერხული დუმილი გაეფანტა და სანამ რამეს იტყოდა, ფეხზეც წამოდგა. -ისე, მართლა ბანალურ ფილმს ჰგავს მთელი ეს სიტუაცია -შეკრული წარბები მოაყოლა თავის სიტყვებს -ქალს და მამაკაცს, ტყესთან ახლოს მანქანა უფუჭდებათ და პატარა ქოხს პოულობენ ღამის გასათევად. მართლა ბედის ირონიაა -ასეთ ფილმებში კიდევ ბევრი სხვა რამეც ხდება -წამოდგა თუ არა, უკნიდან მიუახლოვდა მას დანიელი, წელზე ხელები შემოხვია და როგორც კი ლალიტას სუნთქვის შესამჩნევი გახშირება იგრძნო, იდუმალი ღიმილით გაასრიალა ტუჩები მის მარმარილოსფერ ყელზე. -მაინც რა ხდება? -ის ხდება, რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს უახლოვდებიან, მერე კოცნის ფაზაზე გადადიან, მერე კი ტანსაცმელს ახევენ და გიჟური სექსი აქვთ -ძალიან ბევრ პორნოგრაფიას ხომ არ უყურებ? -ყურება არ მჭირდება, ჩემს რეალობაშიც არ განვიცდი მსგავსი ფილმების დანაკლისს -უთხრა თუ არა, ხელები მაისურის შიგნით შეუცურა, ნელ-ნელა ზემოთკენ აუყვა და მაგრად მოუჭირა გამკვრივებულ მკერდზე. ლალიტას ხმადაბალი კვნესა აღმოხდა. ზედმეტად რთული იყო მისთვის, დანიელისადმი გაჩენილ ძლიერ ლტოლვასა და ასეთ ინტიმურ გარემოსთან ერთობლივად ბრძოლა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმეში ალკოჰოლიც გახლდათ გარეული. -გთხოვ, არ გინდა -მუდარის ტონით აღმოხდა სიამოვნებისგან თვალებდახუჭულს. მისდა საუბედუროდ, დანიელი გაჩერებას არ აპირებდა. მამაკაცს უკვე მოესწრო გოგონასთვის ბიუსჰალტერის შესაკრავის შეხსნა და ამჯერად უკვე თავისუფლად დაასრიალებდა ხელებს მის სავსე მკერდზე. -ვერ გავჩერდები, შეუძლებელს მთხოვ -ვნებისგან დაბოხებული ხმით აღმოხდა, ცალი ხელით ქვედა ბოლო ოდნავ აუწია და ამჯერად საცვალში შუეძვრა თითებით. კვნესა ვერც ამჯერად შეიკავა ლალიტამ, თუმცა სადღაც ქვეცნობიერის კუთხეში, მაინც ხმაჩახლეჩილი კიოდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. -გთხოვ გაჩერდი, ეგ არ გააკეთო -მაპატიე, მაგრამ ზედმეტად სექსუალური ხარ იმისთვის, რომ აქედან ხელუხლებელი გაგიშვა. სისხლი მიდუღს ისე მინდიხარ! -დანიელ . . . -ჩუმად -თავისკენ ელვის სისწრაფით შემოატრიალა, შალის მაისური ერთი ხელის მოსმით გადააძრო ტანზე და ბიუსჰალტერიც სადღაც უმისამართოდ მოისროლა. მერე კვლავ მისი კაბის ქვეშ შეაცურა ხელები, ისინი გამჭვირვალე ტრუსებში ჩაავლო და თავისკენ ძლიერად დაქაჩა -უკვე ორ თვეზე მეტია ყველაფერ ამას ჩემს წარმოსახვებში გიკეთებ, მაგრამ ახლა რომ რეალურად და ქანცის გაწყვეტამდე ვისიამოვნებ შენით, მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროს! თვალები დახუჭა გოგონამ. ყველანაირი მცდელობა უკვე სრულიად უშედეგოდ ესახებოდა. წინააღმდეგობის გაწევა, მართლაც რომ ადიდებული მდინარის საპირისპირო მიმართულებით ცურვას ჰგავდა, სადაც გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა. ისიც უნდა ეღიარებინა, თავადაც მთელი სხეული ეწვოდა დანიელთან სიახლოვის სურვილით. სწორედ ამიტომ, პროტესტის გამოხატვა აღარ უცდია. პირიქით, სრული თავისუფლება მიანიჭა მამაკაცს და საკუთარი დუმილით, ფაქტობრივად უფლება მისცა მისთვის ის გაეკეთებინა, რაც თავად სურდა. არც მაშინ ამოუღია ხმა, როდესაც მკერდის თავებზე ენის წვერით ეფერებოდა, არც მაშინ, როდესაც ცეცხლის ალივით მწველი კოცნის პარალელურად აშიშვლებდა და არც მაშინ, როდესაც საწოლზე გადაწვენის შემდეგ, გიჟივით უკოცნიდა სრულიად შიშველი სხეულის თითოეულ მონაკვეთს. ერთადერთი, რასაც აკეთებდა ის იყო, რომ მიღებული სიამოვნებისგან ცახცახებდა და უკონტროლოდ გახშირებული სუნთქვის შეკავებას მთელი ძალით ცდილობდა. მართალია გონება ჯერ კიდევ დაუღალავად უმეორებდა, რომ უდიდეს შეცდომას უშვებდა, თუმცა სწორედ ეს შეცდომა გამხდარიყო ყველაზე სულისშემძვრელ სიამოვნების მომტანი მისთვის. მამაკაცმა რომ მათი სხეულები ერთ მთლიანობად აქცია, სიმწრისგან, გაცრეცილ ზეწარს ხელი მთელი ძალით მოუჭირა გოგონამ. თავდაპირველად, ბიძგები შედარებით მსუბუქი და მოზომილი იყო. დროთა განმავლობაში, როდესაც ლალიტამ სხეულის ქვედა ნაწილში სისველე იგრძნო და გააცნობიერა, რომ პროცესი იმდენად მტკივნეულად აღარ ეჩვენებოდა, მამაკაციც ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა და ბიძგები საგრძნობლად გააძლიერა. ნელ-ნელა უჩვეულო სიამოვნების განცდა მთელ სხეულს ხავსივით ედებოდა და ლამის გონების დაკარგვამდე მიჰყავდა გოგონა. მთელი ძალით ეკვროდა დანიელის შიშველ სხეულს, ზურგს გაუცნობიერებლად უსერავდა გრძელი ფრჩხილებით და ცდილობდა მის თითოეულ მოძრაობას აქტიურად აჰყოლოდა. -ნამდვილი ლეოპარდი ხარ! -სიცილით უთხრა მამაკაცმა, მორყეულ საწოლში სწრაფად ამოტრიალდა და ამჯერად გოგონა დაისვა ზემოდან -თუმცა არა უშავს, ამ წითელ ხაზებს საჩუქრად დავიტოვებ შენგან -ჩემი გამოუცდელობა მართლა არ გაღიზიანებს? -სულაც არა... სექსი ისეთი რამაა, პირველად რომც გქონდეს, მაინც შენი სხეული გიკარნახებს რაც უნდა გააკეთო -გაეღიმა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაამატა :-ეგ კომპლექსები მოიშორე, კარგი? გპირდები, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ თითოეული წუთი იდეალურად დაგამახსოვრდეს -უთხრა თუ არა, საწოლიდან წამოიწია, გოგონა უფრო მოხერხებულად დაისვა ა*ოზე, მკერდით სხეულზე მიიკრა და ვნებიანი კოცნის თანხლებით განაგრძო მის სხეულში მოძრაობა, მანამ, სანამ სიამოვნების ზენიტში არ აიყვანა იგიც და საკუთარი თავიც. * * * მზიანი დილა გათენებულიყო. ნაწვიმარი ტყიდან ჩიტების სასიამოვნო ჟღურტული ისმოდა. ზუსტად მარტის თვისთვის შესაფერისი ამინდი იყო. მზის სხივების მიუხედავად, გარეთ მაინც ციოდა და სუსტი ქარიც არხევდა წიწვისა და ნაძვის მარადმწვანე ხეებს. დანიელს ჯერ კიდევ ეძინა, ფანჯარასთან მიდგმულ საწოლზე. ამ უკანასკნელს, შიშველ სხეულზე პლედის ნახევარი ჰქონდა გადაფარებული და მიუხედავად იმისა, რომ ფეჩში ანთებული ცეცხლი უკვე ჩამქვრალიყო, სიცივე მაინც არ აწუხებდა. არც საწოლზე, იოგას პოზაში ჩამომჯდარი, სრულიად შიშველი ლალიტასთვის გახლდათ სიცივე შემაწუხებელი. გოგონა თითქოს ვერაფერს გრძნობდა, გარდა იმ ეიფორიისა, რომელშიც, მთელი გასული ღამის განმავლობაში დაცურავდა. მოშიშვლებულ მკერდზე ჩამოფარებული გრძელი თმა, ფანჯრიდან შემოჭრილი სხივებზე ოქროსფრად უბზინავდა, ხოლო ბამბისფერი კანი ლამაზად უბრჭყვიალებდა გარიჟრაჟის ფონზე. ნელა, აუჩქარებლად დაატარებდა თითებს ლალიტა იმ ადგილებში, სადაც დანიელის ტუჩები ეხებოდნენ წინა ღამით. განაგონი ჰქონდა, რომ ქალისთვის პირველი მამაკაცი, მართლაც განსაკუთრებულ შეგრძნებებთან ასოცირდებოდა, თუმცა მაინც მეტისმეტი იყო ის, რასაც გრძნობდა. არ უნდა მიეცა საშუალება ამ ყველაფრისთვის გაცილებით შორს წასულიყო. შხამი მანამ უნდა ამოეწოვა, სანამ იგი მთელ ორგანიზმში გავრცელდებოდა და სწორედ ამას აპირებდა. ყველაფერი იქ და იმ მომენტში უნდა დაესრულებინა, ამიტომ სწრაფად წამოდგა საწოლიდან, გარშემო მიმობნეული თავისი საცვლები მოაგროვა და რაც შეეძლო სწრაფად შეუდგა ჩაცმას. ძალიან ფრთხილობდა. ყველაფერს უხმაუროდ აკეთებდა, რადგან არ სურდა მამაკაცს გამოღვიძებოდა და მისი წასვლისთვის ხელი შეეშალა. სულ რაღაც სამი წუთი დასჭირდა ჩასაცმელად. მისი ტანსაცმელი ჯერ კიდევ ოდნავ ნოტიო იყო, თუმცა ეს ახლა საერთოდ არ ადარდებდა. ტრასა ახლოს იყო. ბოლო-ბოლო რომელიმე გამვლელ მანქანას გააჩერებდა და ქალაქში დაბრუნდებოდა. კართან დაკიდებული ქურთუკი სწრაფად მოიცვა გოგონამ. როგორ უნდოდა გასვლის წინ, მძინარე დანიელისთვის კიდევ ერთხელ შეეხედა, თუმცა საკუთარ თავს აიძულა ეს არ გაეკეთებინა. სიმწრისგან თვალები დახუჭა. რამდენიმე წამს, კარის სახელურზე ხელჩაჭიდებული იდგა და ღრმად სუნთქავდა. ჯერ კიდევ ებრძოდა მასში ერთმანეთს ორი ურთიერთსაპირისპირო აზრი, რომელთაგან ერთი წასვლისკენ მოუწოდებდა, მეორე კიდევ დარჩენისკენ. დიდხანს ორჭოფობდა გოგონა, თუ რომელ მათგანს მიმხრობოდა ამ ორ ვარიანტს შორის და საბოლოო გადაწყვეტილებაც ისეთი მიიღო, რაც მის გულს ყველაზე მეტად არ სურდა – უნდა წასულიყო, ყოველგვარი გაფრთხილებისა და დამშვიდობების გარეშე. დანიელს შემდეგ აუხსნიდა ყველაფერს. სწორედ მაშინ, როდესაც გულგრილობის ნიღაბს უფრო საიმედოდ მოირგებდა სახეზე და იმისაც არ შეეშინდებოდა, რომ ეს უკანასკნელი იქედან ჩამოსძვრებოდა. კარი ჭრიალით გააღო გოგონამ. გარედან მაშინვე შემოვარდა სველი წიწვების სურნელი და ცივი ჰაერის ნაკადიც დაეტაკა ლალიტას გაფითრებულ სახეს. ბილიკი ერთიანად ატალახებულიყო, თითქოს ცოტა ხნის წინ იქ ღორების კოლტმა გაიარაო. ცხვირი აიბზუა გოგონამ. რაც თავი ახსოვდა, მუდამ შავი ჭირივით ეზიზღებოდა ტალახში სიარული, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ახლა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. უნდა წასულიყო, თანაც სასწრაფოდ და ის-ის იყო ქოხის ზღურბლს გადააბიჯა ტალახიან გზაზე გასასვლელად, რომ გაგონილმა ხმამ ადგილს ისე მიაყინა, როგორც ქანდაკება თავის კვარცხლბეკს. არ მოსჩვენებია, ნამდვილად მისი სახელი წარმოთქვეს ცოტა ხნის წინ. -არ მეტყვი სად მიდიხარ? -კვლავ ალაპარაკდა გოგონასთვის კარგად ნაცნობი ხმა. ჩუმად გაპარვის გეგმა თითქოს საპნის ბუშტივით გასკდა მის თვალწინ. ზღურბლზე გადაბიჯებული მარჯვენა ფეხი კვლავ შიგნით შემოდგა ლალიტამ. კარიც ხვნეშით დახურა. არ გაუხედავს, თუმცა პერიფერიული მხედველობით მაინც შენიშნა, რომ მამაკაცი საწოლზე წამომჯდარიყო და ამჯერად მხოლოდ ქვედა ნაწილს თუ უფარავდა ჩრჩილისგან ოდნავ შეჭმული, გაცრეცილი პლედი. -მეგონა კიდევ დიდხანს არ გაგეღვიძებოდა -მზერას კვლავ ჯიუტად არ უსწორებდა. იცოდა რა დაჟინებითაც უყურებდა მას დანიელი და თავის გვერდზე გატრიალება ვერ გაებედა. -ამიტომ გარბოდი არა? -ფეხზე წამოდგა და საწოლთან მიგდებული ტრუსები ამოიცვა მამაკაცმა -გინდოდა ჩემს გაღვიძებამდე გაპარულიყავი, რადგან არც კი იცი გუშინდელი ღამის შემდეგ რა თქვა, ან როგორ მოიქცე -წუხელ არაფერი მომხდარა დანიელ -სცადა მტკიცე ყოფილიყო ამის თქმისას. როგორც იქნა გაბედა და თვალიც გაუსწორა მამაკაცს. ლამის სულში ეწვეთებოდა მისი ცისფერი თვალებიდან გადმოღვრილი მზერა -უბრალოდ ორივენი გრძნობებს ავყევით, რაშიც გარემომ და ალკოჰოლმა შეგვიწყო ხელი. ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს -ყველას დაემართოს? -მწარედ ჩაეცინა. მის გაყინულ მზერაში იმედგაცრუებაც დიდი დოზით ირეკლებოდა -წუხელ ძალაგამოცლილი ესვენე ჩემს მკერდზე ლალიტა. თითქმის მთელი ღამე არ გავჩერებულვართ, ერთმანეთი ლამის ჭკუიდან გადავიყვანეთ, ახლა კი ამ ყველაფერს ისე აუბრალოებ, თითქოს კლუბში შემხვედრ პირველივე გალეშილ ნაბი*ვარს მიეცი, საპირფარეშოს კაბინაში! -ასე ნუ მელაპარაკები! დანიელმა შუბლზე ნერვიულად გაისვა ხელი, თან ღრმად ამოისუნთქა. თვალებში ბრაზი და წყენა ერთობლივად იდგამდა ფესვებს. მერე გოგონას მიუახლოვდა, მკლავებში ორივე ხელი ჩაავლო და ბასრი მზერით ლამის შუაზე გაჭრა. -შენ კი ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს აი აქ, ქვა გედოს! -გულზე დაადო მარცხენა ხელი ამის თქმისას -რაში გჭირდება თავი ისე მომაჩვენო, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა? -და რა მოხდა განსაკუთრებული? -ის მოხდა, რომ გუშინ პირველად გავიგე რას ნიშნავს ნამდვილი ო*გაზმი ამის დედაც! -ვერც კი გაიგო ისე აუწია ხმას დანიელმა. თვალებში ანთებულ ბრაზის ნაპერწკლებს კაპილარები ერთიანად აეწითლებინათ, რაც უფრო საშიშ იერს სძენდა მამაკაცის გამომეტყველებას -წმინდანი არ ვარ, ამას ვაღიარებ. ისეთი საზიზღრობაც კი გამიკეთებია, როგორც ტყუპი დების ერთობლივად გა*იმვაა და რომ მკითხო, იმასაც ვერ გავიხსენებ კონკრეტულად მერამდენე ხარ ჩემთვის, მაგრამ რაც ადრე განმიცდია, თურმე მხოლოდ მცირედი შოკი ყოფილა. წუხანდელი ღამე კი აფეთქებას ჰგავდა. ახლა გესმის რა მოხდა?! -ვწუხვარ, მაგრამ მე აღარ მინდა შენი კიდევ ერთი ასეთი აფეთქების მიზეზი ვიყო -ხმის კანკალის დაფარვას მთელი ძალისხმევა შეალია მან -რაც მოხდა ვეღარ შევცვლით, მაგრამ შენთან სამომავლო სექსის თავიდან არიდება ნამდვილად შემიძლია და ახლა სწორედ ამას ვაკეთებ დანიელს ჩაეცინა, ცივად შეუშვა ხელი გოგონას მკლავებს და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. -მშიშარა ხარ ლალიტა -მაგას იმიტომ ამბობ, რომ ჩემზე ნაწყენი ხარ -არა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ სრული სიმართლეა -თქვა თუ არა, ჩამქრალ ფეჩს მიუახლოვდა, თავისი ჯინსი აიღო და სწრაფად ამოიცვა ტანზე -არ ვიცი მოვალეობები გაშინებს, მამაკაცის მხრიდან ღალატის გეშინია, თუ იმის, რომ შენდამი შეიძლება ინტერესი დაკარგონ, მაგრამ ფაქტია რაღაცას უფრთხი -ვუფრთხი გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ვინმეს მიმართ მოვალეობები ისაა, რაც ამ ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად მჭირდება -აჰაა, ახლა გასაგებია -საწოლზე ჩამოჯდა. თითები ერთმანეთში ჰქონდა გადაჭდობილი და მათზე ნიკაპი ფიქრიანად შემოედო -უკვე ნათელია რაზეც გაქვს ალერგია. არ გინდა გყავდეს ვინმე ისეთი, ვისი აზრის გათვალისწინებაც რაღაც კუთხით მაინც მოგიწევს -ზუსტად ამიტომ გითხარი ჩვენს ურთიერთობას საფრთხის ქვეშ ნუ დააყენებ-მეთქი -მე კი გითხარი ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებას არ დავუშვებ-მეთქი, გახსოვს? -საწოლიდან წამოდგა, გულზე ხელები დაიკრიფა და ლალიტას ოდნავ გაუღიმა -თუკი ურთიერთობაში მოვალეობები არ გჭირდება, ისინი არც იქნება -რას გულისხმობ? -იმას, რომ შენ სრულიად თავისუფალი იქნები. აგრეთვე მეც, მაგრამ ერთმანეთს კვლავ მივაღებინებთ ისეთ სიამოვნებას, როგორსაც გუშინ ვაღებინებდით . . . მოგონებების კრებული გაქრა. ლალიტას მხედველობის არეალში კვლავ საავადმყოფოს პალატა გამოჩნდა. საწოლთან მიდგმულ პატარა მაგიდაზე, ხელშეუხებლად იდგა პირამდე სავსე წყლის ჭიქა და ორი აბი დიაზეპამი, რომელიც ერთი საათის წინ შემოუტანა ექთანმა, რათა ოპერაციის წინა ღამით მშვიდად გამოეძინა. დანიელს მკლავები გოგონას საწოლზე ედო და ნიკაპით მას ჩამოყრდნობოდა. სიჩუმესა და ჩაფიქრებულ სახეზე ეტყობოდა, რომ თავადაც წარსულის იმ მომენტებში მოგზაურობდა, რომელშიც ლალიტა, სულ ცოტა ხნის წინ. -დაძინებას არ აპირებ? -ცალი თვალით გახედა გოგონას -კარგი იქნება ხვალამდე თუ დაისვენებ -არა -მაშინვე გააქნია თავი უარყოფის ნიშნად. მაგიდაზე დადებულ დიაზეპამის აბებსაც შეუბღვირა, შეკრული წარბებით -ისიც მეყოფა, რაც ხვალიდან უნდა ვიძინო. ახლა უბრალოდ საუბარი მინდა -შენი არ იყოს, ვგრძნობ არც მე დამეძინება ამაღამ -ღიმილით აძვრა ლალიტას საწოლზე მამაკაცი, გვერდით მიუწვა და გულზე პატარა ბავშვივით დაადო თავი. -კარგად მოეწყვე? -ლალიტასაც გადაურბინა ღიმილმა. ახლა უფრო ცხადად გრძნობდა დანიელის სხეულისგან წამოსულ სურნელს და ნეტარებით უშვებდა მას ფილტვებში, ისე, თითქოს ამის გაკეთება სხვა დროს აღარასოდეს ეღირსებოდა. -თუ ხელს გიშლი, ავდგები -არ მიშლი. პირიქით, მსიამოვნებს -რა გსიამოვნებს? -რა და შენი სიახლოვე. იდეალური სურნელი აგდის მამაკაცს ჩაეცინა და უფრო მაგრად მიეხუტა მის სხეულს. -გპირდები, აქედან რომ გავალთ, გერმანიის ყველაზე საოცარ ადგილებს დაგათვალიერებინებ -ბერლინის კედელიც არ უნდა დაგვავიწყდეს -არ დაგვავიწყდება -ოდნავ წამოსწია თავი მამაკაცმა, გოგონას ტუჩებს ნაზად შეეხო და როგორც კი თავი კვლავ გულზე დაადო, მაშინვე საკუთარი სიზმრის ის ნაწილი მოაგონდა, სადაც ლალიტა, ყურში დაბალი ხმით ეუბნებოდა იმ ერთადერთ სიტყვას, რეალურ ცხოვრებაში რომ არასდროს გაეგონა მისი პირიდან. 8 8 8 8 ნატალი ტელევიზორის წინ, ალექსთან ერთად იჯდა, მუხლებზე პოპ-კორნის მოზრდილი ჯამი დაედო და ეკრანზე გამოსახული ჩელენტანოს ყურძნის დაწურვის სცენას, თვალს გაფაციცებით ადევნებდა. ძალიან უყვარდა ეს ფილმი. ცუდ განწყობაზე ყოფნისას, მუდამ ახერხებდა ხოლმე მისი საშუალებით გამოესწორებინა ხასიათი და ახლაც სწორედ იგივე მცდელობა ჰქონდა. საღამოს რვა საათის შესრულებას რამდენიმე წუთიღა უკლდა. მისაღებში სასიამოვნოდ თბილოდა და ქარის ზუზუნიც ყრუდ აღწევდა საგულდაგულოდ დახურულ ფანჯრებში. მიუხედავად ქარიანი ამინდისა, მაინც მშვიდი ღამე იდგა. ცას იმდენად ლამაზი გიშრისფერი გადაჰკრავდა, შეხედვითაც კი ამშვიდებდა ადამიანის თვალს. ალექსს ტელევიზორში ჩართული ფილმი ოდნავადაც არ აინტერესებდა. მისი ყურების მაგივრად, ტელეფონში იცქირებოდა და „ტიკ-ტოკს“ ათვალიერებდა. ალაგალაგ ნატალის მუხლებზე დადებული ჯამიდანაც ამოიღებდა ხოლმე რამდენიმე პოპ-კორნის ნაჭერს და პირისკენ ისე მიჰქოდა, ტელეფონის ეკრანს თვალს არ აშორებდა. -ფილმის ყურება არ გინდა სქვიდბორდ? -გვერდულად გახედა გოგონამ, როდესაც კიდევ ერთხელ ჩაყო ხელი მის ჯამში -როგორც მახსოვს ეს მსახიობი შენც მოგწონს რაღაც პერიოდის განმავლობაში, რეაგირებაც არ ჰქონია ალექსს მის სიტყვებზე. მხოლოდ ნახევარი წუთის მერე მოწყდა მობილურს და გვერდით მჯდომ გოგონას სერიოზული სახით გახედა. -ჩელენტანო მაგარი კაცია, მაგრამ მე მაინც იმას ველოდები, როდის იტყვი ამ ფილმის ყურების მიზეზს -ანუ? -ანუ ის, რომ ხშირ შემთხვევაში, „ჭირვეულის მორჯულება“, მხოლოდ ცუდ ხასიათზე ყოფნის, ან რაღაც ცხოვრებისეული პრობლემის წარმოქმნის დროს გახსენდება. თუ რამის მოყოლა გინდა, ახლა მომიყევი -იქნებ უბრალოდ ფილმის ყურება მომინდა? -ასე რომ ყოფილიყო, მაგ ფილმს სახლში ნახავდი და საღამოს შვიდ საათზე არ დამადგებოდი თავზე, იმ შოკოლადის ნამცხვრებით, რომელთაც ვერ ვიტან -ეგ ნამცხვრები შენ კი არა, ნინია ბებოს მოვუტანე -აუცილებლად გავასინჯებ, როდესაც შინ დაბრუნდება -ჩაეცინა ალექსს და მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად შეხედა კედელზე მიმაგრებულ პლაზმურ ტელევიზორს -ისე, როდესაც საუბარი გინდება, მუდამ ლალიტაა შენი მსმენელი. ახლა კი აქ ხარ და არა მასთან. რატომ? -ლალიტა საქართველოში არ არის -თავისდაუნებურად მოეღუშა სახე ნატალის -გერმანიაშია, თავის ქერა ბოიფრენდთან ერთად და ჩემს ვიდეო-ზარებსაც კი არ პასუხობს. მხოლოდ მოკლე, სულელურ შეტყობინებებს მიგზავნის და სულ ესაა -ეჭვიანობ? -ღიმილი გაკრთა მამაკაცის ბაგეებზე. ამის შემხედვარეს, ნატალისაც გაეღიმა. -მიკვირს ყურადღება მაგაზე რომ გაამახვილე და არა ლალიტას ბოიფრენდზე, ან გერმანიაზე -მის მიმართ გრძნობები აღარ დამრჩა, ეს ერთხელ უკვე გითხარი -და რამდენი ხანი დაგჭირდა ამ ურთიერთობის გონებიდან ამოსაგდებად? -ფილმი დროებით დააპაუზა, რადგან იმ მომენტში, ეს საუბარი უფრო აინტერესებდა, ვიდრე ეკრანზე გამოსახული ჩელენტანო. ალექსს დიდი დრო არ დასჭირვებია დასმულ შეკითხვაზე პასუხის დასაბრუნებლად. -დაახლოებით ნახევარი წელი -თქვა მან, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და გოგონას მუხლს ჩამოადო თავი -სიმართლე გითხრა, ტკივილი თავიდან იმდენად ძლიერი იყო, მეგონა გავლოთდებოდი ან ნარკოტიკებზე შევჯდებოდი, თუმცა მერე ერთი კარგი გამოსავალი ვიპოვნე -რა გამოსავალი? -სმენად იქცა ნატალი, თან გამიზნულად შეუცურა ალექსს თმაში ხელი, რადგან კარგად იცოდა როგორც უყვარდა თმაზე მოფერება. -დავდიოდი და იმ ადამიანებს ვეძებდი, ვინც ჩემზე ბევრად უფრო მეტად დასაჯა ცხოვრებამ. შევდიოდი საავადმყოფოში, ვუყურებდი დედებს, ვინებსაც სასიკვდილო სენით დაავადებული შვილები დაჰყავდათ გამოკვლევებზე იმ იმედით, რომ სიცოცხლეს ცოტა ხნით მაინც გაუხანგრძლივებდნენ. ვუყურებდი ობოლ ბავშვებს, რომლებიც ყინვაში, ხელგაწვდილი მათხოვრობდნენ და მათ თვალებში ნორმალურ საკვებზე, სითბოსა და მზრუნველობაზე ოცნება იკითხებოდა. შევდიოდი კაზინოებში და ვუცქერდი ადამიანებს, ვინებიც თვალცრემლიანი ევედრებოდნენ იქ მომუშავე პერსონალს წაგებული თანხა ეპატიებინათ, რადგან გადახდის შემთხვევაში, ერთადერთი ბინის გარეშე რჩებოდნენ და ცოლ-შვილიც ქუჩაში რჩებოდათ. ვუყურებდი გასაცოდავებულ მორფინისტებს, რომელთათვისაც დოზის შოვნა გამხდარიყო ცხოვრების ერთადერთი მიზანი და იცი რას ვხვდებოდი? -რას? -იმას, რომ ჩემი პრობლემები არაფერი იყო ამ ადამიანების პრობლემებთან შედარებით. გავაცნობიერე, რომ მე მათზე უფრო მეტად გამიმართლა ცხოვრებაში და ამის გამო მადლობელი უნდა ვყოფილიყავი, იმის ნაცვლად, რომ პირად ცხოვრებაში წარმოქნილი რთული პერიოდის გამო მეწუწუნა. სწორედ ეს ფიქრები დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში, თანაც ისე, რომ მსგავსი რამის გამო აღარასოდეს დავეცემი სულიერად. კიდევ ერთ კარგ რამეს მივხვდი –როდესაც ყველაფერი ცუდად არის, ისღა დაგვრჩენია გავიცინოთ -ჭკვიანური ხერხი გიპოვნია -სევდიანი ღიმილით აღნიშნა გოგონამ -აი შენი მეგობარი კი, იმდენად სულელი აღმოჩნდა, რომ ექვსი წელია ერთ ადამიანს გლოვობს. მე გამოშტერებული, ბოლომდე მისი ვიყავი, ის კი ჩემი არასდროს ყოფილა -იმიტომ, რომ შენნაირი ადამიანების ფასი არ იცის -ახლა მაგას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ერთი რამ მიშლის ნერვებს -რა? -ის, რომ რატისთან და ტკბილეულთან ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება მქონდა. ვიცოდი, რომ მავნებელი იყო, მაგრამ ვხედავდი თუ არა, მაშინვე ყველაფერი მავიწყდებოდა. მასთან უბრალო შეხვედრაც კი ფერს უცვლიდა დღეს და ამის გამო, თავი უკანასკნელი იდიოტი მგონია -რას ვიზამთ? ყოველთვის იმის დავასება გევასებოდა, რაც არ უნდა დაგვასებოდა -თქვა თუ არა, გოგონას სახეს შეხედა და მას დაკვირვებით მიაშტერდა -კარგი, ახლა ის თქვი, რისი თქმაც აქ მოსვლამდე გინდოდა ნატალიმ ღრმად ამოიოხრა. როგორც ეტყობოდა, ძალიან უჭირდა ლაპარაკის წამოწყება. -სებეს ეხება -მაგას ისედაც მივხვდი, ახლა მთავარ ნაწილზე გადადი -ოღონდ იცოდე არ შეიცხადო -ისე საუბრობ, თითქოს მაგ ამბავს უბნის ჭორიკანას უყვებოდე -კარგი ჰო, კარგი -გაეცინა, თუმცა გამომეტყველება წამებში დაუსერიოზულდა, ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ხმის ჩასაწმენდად ერთი-ორჯერ ჩაახველა კიდეც -სებემ მაკოცა ალექს -ჰოო, ეგ კარგი -გოგონასდა გასაკვირად, სრულიად უემოციო სახე ჰქონდა მამაკაცს -მერე? -რა მერე? -მერე რა მოხდა? -არაფერი მითქვამს ისე გამოვიქეცი -ტიპური თინეიჯერი გოგოს საქციელი -სიცილით აღნიშნა ალექსმა, მერე კი თავიც აიღო ნატალის მუხლებიდან -მეგონა იტყოდი ამის შემდეგ ვნებიანი ღამეც გავატარეთო -რატის შემდეგ არავინ მომკარებია ალექს -დაუფიქრებლად აღნიშნა გოგონამ, თუმცა მაშინვე ენაზე იკბინა. სიგიჟემდე მოუნდა თავის ნათქვამი გადაესხვაფერებინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან მამაკაცის სახეზე უკვე დაედო ბინა გაოცებულ მზერას. -შენ რა? მთელი ექვსი წლის განმავლობაში . . . -ჰო, ჰო, ასეა და თუ შეიძლება აღარ გააგრძელო! -ხელის აწევით გააჩერა, სანამ სათქმელს ბოლომდე მიიყვანდა -ჩემს ასაკში ზოგი ქალიშვილიც კია, მერე რა მოხდა? -ახლა გამოვშტერდები -გაოცებას ვერაფრით იშორებდა ალექსი -საერთოდ ცოცხალი როგორ ხარ?! სიამოვნებით გიშველიდი, თუმცა ახლო მეგობრებთან სრული იმპოტენტი ვხდები და არაფერი გამომივა -რა უზრდელი ხარ! -უზრდელი კი არა, დროზე უშველე მაგ ადგილს, თორემ მალე ლაპარაკს ისწავლის და პროტესტს გამოთქვამს, ვიბრატორი მომაშორე, ნამდვილი პ*ნისი მინდაო -ალექს კარგი რა! -წარბებშეკრული უმზერდა მას გოგონა -ახლა სულ ასე უნდა დამცინო? -არ დაგცინი, არა -სიცილით მიიხუტა და საფეთქელზე აკოცა მამაკაცმა -პროსტა მაგრად მიკვირს. როგორ მოხდა, რომ იმ გამო*ირებულის შემდეგ არავისთან არაფერი ყოფილა? -უბრალოდ არავინ მომდომებია ისე ძლიერად, როგორც რატი. ამას კი ისე ვერ გავაკეთებ, თუკი ადამიანის მიმართ გიჟური მიზიდულობა არ გამიჩნდება დუმილი ჩამოვარდა მისაღებში. ხმას არც ერთი იღებდა და არც, მეორე. ნატალის ჯერ კიდევ რცხვენოდა იმის, რაც ცოტა ხნის წინ აღიარა, თუმცა მეორეს მხრივ, ალექსი მისი ახლო მეგობარი იყო და არც არაფერი მოხდებოდა, თუკი მას ეს ამბავი ეცოდინებოდა. მრავალი წამი გაილია სიჩუმეში. გოგონამ უკვე ისიც კი იფიქრა, რომ საუბარი აღარ განახლდებოდა და არჩია კვლავ ერთ ადგილას დაპაუზებულ ფილმს მიბრუნებოდა. აიღო კიდეც დისტანციური მართვის პულტი თავისი გეგმის სისრულეში მოსაყვანად და ფილმიც ჩართო, თუმცა ყურადღება მალევე გაუფანტა თავის მობილურზე მოსულმა შეტყობინების ხმამ. რაც არ უნდა გასაკვირად მოჩვენებოდა, ავტორი მისი თანამშრომელი იყო, თუმცა ამაზე მეტად მაინც ის ტექსტი ეუცნაურა, რომელიც ეკრანზე ამოიკითხა. „ნატალი, სამსახურში აღგადგინეს. შეგიძლია საახალწლო შვებულების შემდეგ ჩვეულებრივად დაბრუნდე და შენს საქმეს შეუდგე. ზუსტად არ ვიცი, თუმცა მგონი ამაში ანჯაფარიძის ხელი ურევია.“ -სწერდა მას რედაქციის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვისაც იქ ბუღალტერის თანამდებობა ეკავა. თავდაპირველად თვალებს ვერ დაუჯერა. ფიქრობდა მისი გონება რაღაცას ურევდა და ყველაფერი ეჩვენებოდა. გადაიკითხა კიდეც მოწერილი SMS რამდენჯერმე, თუმცა ტექსტი მაინც უცვლელი რჩებოდა. -რა გჭირს? რა სახე გაქვს? -ალექსის ხელის დადება იგრძნო მარჯვენა მხარზე -რამე ცუდი მოხდა? -მე უფრო უცნაურს ვიტყოდი -ლალიტა ხომ არ გათხოვდა? დღევანდელ დროში უცნაური მარტო ეგ შეიძლება იყოს -ნუ ხარ ენამწარე -სიცილით უჩქმიტა, თუმცა მალევე მიუბრუნდა მობილურში გახსნილ შეტყობინებას -ბუღალტერი მწერს, რომ სამსახურში აღმადგინეს და საახალწლო შვებულების მერე შემიძლია უკამ დავბრუნდე. იმასაც ამატებს, რომ ამაში სავარაუდოდ სებეა გარეული -მაგან გააჩალიჩა? -არ ვიცი -მხრები აიჩეჩა გაურკვევლობის ნიშნად. ფიქრობდა რა უნდა მიეწერა პასუხად და მალევე მოიფიქრა კიდეც: „რას ნიშნავს დამაბრუნეს? გადაწყვეტილება ვინ მიიღო?“ -ნამდვილად მაგ ტიპმა მოგიგვარა -ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ალექსს. -შენ საიდან იცი? -ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ვინმეს ჩარევის გარეშე გადაწყვეტილებას ასე მოულოდნელად არავინ შეცვლიდა სანამ რამეს უპასუხებდა, ტელეფონმა მორიგი შეტყობინების მოსვლა ამცნო ნატალის. „არაფერი ვიცი. მე უბრალოდ მთავარმა რედაქტორმა დამავალა, რომ ეს ამბავი გადმომეცა. სებეზეც ჭორის დონეზე გავიგე, მაგრამ მაინც გკითხავ, თქვენ შორის რამე ხდება?“ საპასუხო ტექსტი აღარ აუკრებია ნატალის. ოდნავ გააღიზიანა კიდეც ამ შეკითხვამ, თუმცა თანამშრომლისთვის პასუხის გაცემის მაგივრად, ტელეფონში სებეს ნომერი მოძებნა და სანამ ზარის გასაშსვებ ღილაკს შეეხებოდა, გვერდით მჯდომ ალექსს გადახედა, თითქოს მისგან ელის მზერით დამოწმებულ თანხმობასო. -ახლა დავურეკავ, პირადად ვნახავ და ყველაფერს ისე გავარკვევ. ეს მობილურით სასაუბრო თემა არაა -რით აპირებ წასვლას? შენი მანქანა უსამსახურობის გამო გაყიდე, ლალიტას მანქანაზე კიდევ ვერ დაჯდები, მხოლოდ ავტომატიკის მართვის მოწმობა გაქვს -ტაქსით წავალ -მაშინ გზად აფთიაქში შეიარე და დამცავიც თან გაიყოლე. რა იცი რა ხდება? -იცოდე ენას ამოგაძრობ! -კარგი, კარგი, ვჩუმდები -სიცილით ასწია ორივე ხელი ალექსმა, ფეხზე წამოდგა და მოულოდნელად დაიძრა შემოსასვლელი კარისკენ -წამოდი, ჩაიცვი და სებეს სახლამდე მე მიგიყვან. დარეკვას თავი დაანებე. თუ გინდა სიმართლე ათქმევინო, გაუფრთხილებლად დაადექი თავზე, ტყუილების მოსაფიქრებლად რომ დრო აღარ დარჩეს მეგობრის რჩევა, როგორც ყოველთვის, ახლაც გონივრულად მოეჩვენა ნატალის და მისსავე მანქანით, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიადგა სებეს ორსართულიან, ლამაზეზოიან სახლს, საბურთალოზე რომ წამოჭიმულიყო, მთელი სიდიადით. ალექსს მანქანაშივე დაემშვიდობა გოგონა და გადმოსვლის წინ ლოყაზეც აკოცა, მადლობის ნიშნად. სულ რამდენიმე წამში გაიგო მისი მანქანის დაქოქვის ხმაც, რომელიც ნელ-ნელა დაიძრა უკუსვლით და შესახვევთან მისვლისას, ბორბლების ღრჭიალით გადაუხვია მოპირდაპირე ქუჩისკენ. მისი წასვლის შემდეგ გარემო მოათვალიერა ნატალიმ. სრული სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ. ქვით მოკირწყლული ქვაფენილი ალაგალაგ მოყინულიყო, ხოლო სიგრძეზე ჩამწკრივებული ლამპიონები ამაყად ებრძოდნენ ღამის სიბნელეს. ჭიშკარს ქურდივით ფრთხილად მიუახლოვდა გოგონა. რადგანაც ეს უკანასკნელი საიმედოდ იყო ჩარაზული, ნატალიმ მარცხენა მხარეს მიმაგრებულ ზარის ღილაკს მიაჭირა თითი, რათა ხმა სახლის მეპატრონემდე მიეწვდინა. ვინაიდან ფანჯრებში შუქი ენთო, ზუსტად იცოდა, რომ სებეც შინ იქნებოდა და გამართლდა კიდეც მისი ინტუიცია –ზარის დარეკვიდან დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ, დიდი, წაბლისფერი კარი გაიღო და იქედან, თეთრ, სპორტულ სამოსსა და ამავე ფერის კედებში გამოწყობილმა მაღალმა მამაკაცმა გამოაბიჯა, თავზე წამოფარებული კაპიუშონით. ჭიშკართან ატუზული გოგონას დანახვაზე რამდენიმე წამით ადგილზე შედგა, თითქოს სურს ნანახის რეალურობაში დარწმუნდესო, თუმცა გამოსახულება არა და არ იცვლებოდა. მისი ეზოს დიდ ჭიშკართან ნამდვილად ნატალი იდგა და მოთმინებით ელოდა როდის გაიხსნებოდა თავის წინ რკინის სვეტებად აღმართული ბარიერი. -მოხდა რამე? -მიუახლოვდა თუ არა ჭიშკარს, მაშინვე შეეკითხა მამაკაცი, თან ხელში მოქცეული გასაღების ასხმა მოარგო კლიტეს. -მაგ კითხვას მე უნდა გისვამდე -თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემთან თავად მოხვედი, მაშინ არა -მნიშვნელოვანი საქმე მაქვს -მის სიტყვებს წაუყრუა და აწ უკვე გაღებულ ჭიშკარში შეაბიჯა, გაყინული ხელების ორთქვლით -ოღონდ სადმე უფრო თბილ ადგილას შემიყვანე, აქ საშინლად ცივა სებეს ოდნავ გაეღიმა და გოგონას მაჯას თავისი თბილი თითები შემოხვია. -თავადაც ვაპირებდი შენს შიგნით შეპატიჟებას. გამომყევი მორჩილი კრავივით მიჰყვა უკან ნატალი. უნდა ეღიარებინა, საშინაო ფორმაში ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა მამაკაცი, ვიდრე სამსახურეობრივ გარემოში. მისი სამოსიდან, ამჯერად სებეს თითებზე გადაიტანა მზერა, მაჯაზე რომ შემოხვეოდნენ. ჟრუანტელი იგრძნო, თუმცა ვერ მიხვდა რისგან იყო გამოწვეული ეს –სიცივისგან, თუ მამაკაცის უეცარი შეხებისგან. გაყინული ეზოდან მალევე გადაინაცვლეს თბილ, მყუდრო მისაღებში. ყინვისგან გათოშილი ხელებისა და სხეულის გამო, გოგონამ ეზოსთვის თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრო. მხოლოდ ის დაინახა, რომ მარჯვნივ და მარცხნივ, მწკრივში ჩაერგოთ პატარა აგავები, ხოლო შესასვლელ კართან, ორივე მხარეს დაეკიდებინათ ბადისებრ კუბებში გამომწყვდეული, ოქროსფერი სანათები. ეზოსგან განსხვავებით, მისაღების შეთვალიერება უფრო საფუძვლიანად შეძლო გოგონამ. მართალია შიგნით მუქი ფერები ჭარბობდნენ, თუმცა ავეჯიც და ინტერიერიც იმდენად გემოვნებით იყო შერჩეული, ნატალის შიგნით მოხვედრის თანავე დაეუფლა კომფორტის შეგრძნება. ყველაზე მეტად, რამაც მისი ყურადღება მიიქცია, ეს კედლის მარჯვენა მხარეს დაკიდებული, ედვარდ მუნკის ნახატი –„კივილი“ იყო. ზუსტად ეს ნახატი, თავისი ბინის მისაღებში ჰქონდა ჩამოკიდებული და მის შემქმნელსაც ნამდვილ გენიოსად თვლიდა. -მუნკის კივილი? -ღიმილით მიუახლოვდა ყავისფერ ჩარჩოში ჩასმულ სურათს გოგონა. მის გვერდით სკისებრ თაროებზე შემოდებული, ფრანგულ და ესპანურ ენებზე დაწერილი წიგნები იწონებდნენ თავს -ეს ნახატი შენც მოგწონს? -როგორც ვხედავ ორივეს მოგვწონს -თავადაც მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც ნატალი იდგა. გოგონაც თითქოს მაშინ მოვიდა გონს. სწორედ სებეს მოახლოვებამ გაახსენა რისთვისაც იყო მოსული მისსავე სახლში და მისაღების ცენტრში, ტელევიზორის წინ მდგომ შოკოლადისფერ დივანზე დაიკავა ადგილი, თანაც ისე, რომ ნებართვა არც უთხოვია. -საქმე მაქვს შენთან -გისმენ -კაპიუშონი ძირს ჩამოიწია სებემ, თან გვერდით რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მიუჯდა გოგონას -ჩვენს გუშინდელ შეხვედრაზე უნდა მელაპარაკო? იმაზე, რომ ერთმანეთს თავდავიწყებით ვკოცნიდით, ბოლო წამს კი კონკიასავით გამექეცი? -თუ კოცნამდე ნებართვას აიღებ, აღარავინ გაგექცევა -გესლიანად მიუგო ნერვებმოშლილმა. ვერ იტანდა, როდესაც ვინმე მის სისუსტეს უსვამდა ხაზს და ასეთ მომენტებში მუდამ თავდასხმაზე გადადიოდა ხოლმე -მაგრამ ახლა მაგაზე სალაპარაკოდ არ მოსვულვარ. ის მაინტერესებს, ჩემს სამსახურში დაბრუნებას კონკრეტულად ვის ჯადოსნურ ჯოხს უნდა ვუმადლოდე? დუმილი ჩამოწვა. თითქოს მთელი სივრცეც კი მოიცვა შექმნილმა დაძაბულმა გარემომ. -და ჩემთან რატომ მოხვედი? -ჰკითხა მამაკაცმა. მუქი ლურჯი თვალები ისე უელავდნენ, ნატალი ძლივს პოულობდა ძალას მათთვის უემოციოდ ეყურებინა -ვინმემ ჩემკენ გამოიშვირა თითი? -ნუ თვალთმაქცობ! ისიც კი არ გაგკვირვებია, რომ სამსახურში დამაბრუნეს. აშკარად იცოდი ამის შესახებ -რა გინდა რომ გიპასუხო? -ხვნეშით გადაისვა კეფაზე ხელი სებემ. აშკარად არ სურდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა გოგონას მზერიდან ცხადად გრძნობდა, რომ წამოწყებულ დიალოგს მთლად ბოლომდეც ვერ აუვლიდა გვერდს. -მოვითხოვ, რომ სიმართლე მითხრა -ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ჩემთან ვალში მყოფად გრძნობდე თავს, თუკი ეს გაწუხებს -ჩემი საერთოდ არავინ ხარ სებე ანჯაფარიძე! -თვალებში ბრაზის ნაპერწკლები აენთო გოგონას. იმის წარმოდგენაც კი აცოფებდა, რომ ადამიანი, ვის გამოყენებასაც ერთ დროს საკუთარი მიზნებისთვის გეგმავდა, ასეთ დიდ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ -არ ხარ ვალდებული ჩემს გამო ასეთი რამები აკეთო, რადგან ვიმეორებ –ერთმანეთისთვის არავინ ვართ! -ჰოო? -დივნის საზურგეს მიეყრდნო და გულზე ხელები დაიკრიფა -მართლა ეგრე რომ თვლიდე, ჩემს კოცნას ასეთი ღრმა ემოციებით ვერ უპასუხებდი -არანაირი ემოცია არ ყოფილა! -უფრო და უფრო ცეცხლდებოდა, რადგან აცნობიერებდა, რომ ამ საუბარში დამარცხებულის გვირგვინს იდგამდა. აღარ დაუშვებდა ვინმეს გამო ისე დაეკარგა თავი, როგორც ერთ დროს ეს რატისთან დაემართა. მსგავს შეცდომას კიდევ ერთხელ ვერ გაიმეორებდა. -ემოციები იყო! თანაც საკმაოდ მძაფრად ნატალი -საკმარისია! პასუხის ნაცვლად, მამაკაცი მისკენ მიიწია და ჯერ სახეზე შეეხო თითებით ნაზად, შემდეგ კი თმაზეც მიეფერა. -თუკი არაფერს გრძნობ მშვიდად იქნებოდი, წარბიც არ შეგეხრებოდა და არც აღელდებოდი, შენ კი ბრაზობ, ცეცხლდები, შენს თვალებში სასოწარკვეთას ვხედავ -აღარ გაჩუმდები? -მისი ხელი უხეშად მოიშორა და ფეხზე წამოდგა -შენ თუ ფანტაზიების ნაკლებობას არ უჩივი, ეგ ჩემი ბრალი არაა, რელობა კი სულ სხვანაირია მამაკაცმა თავი ოდნავი ღიმილით დახარა. რამდენიმე წამით, ჩაფიქრებული სახით დაშტერებოდა მუხისფერ იატაკს. შემდეგ თვალებში ეშმაკური სხივები გაუკრთა, ქვემოდან ახედა თავზე წამომდგარ გოგონას და ფეხზე ისე სწრაფად წამოხტა, როგორც მტაცებელი ცხოველი, მსხვერპლისთვის ეშვების ჩასავლებად. -ახლა ნახავ რა არის რეალობა და რა წარმოსახვა -თქვა თუ არა, ელვის ნათებასავით სწრაფად გაჩნდა ნატალისთან, მუხლის მოსახრელებში ხელის ჩავლებით შემოისვა წელზე და რამდენიმე ნაბიჯში მდგომ უჯრებიან კომოდზე შემოსვა, მასზე დალაგებული ნივთების ძირს ჩამოყრის შემდეგ. -შენი აზრით რას აკეთებ? -დამფრთხალი სახით შეჰყურებდა მამაკაცის აელვარებულ თვალებს ნატალი. ხმაში ჩვეული რიხი დაჰკარგვოდა და ისე გამოიყურებოდა, როგორც პატარა, დაუცველი ჭიანჭველა, უზარმაზარი სპილოს ფეხებთან. -იმას, რასაც გული მკარნახობს -კვლავ თმაზე მიეფერა ამის თქმისას და შიშისგან აკანკალებულ ტუჩებზე ცერა თითი ფაქიზად გადაუსვა. -არ გაქვს ამის უფლება -არც შენ გქონდა იმის უფლება ის დისტანცია დაგერღვია, რასაც შენთან გამუდმებით ვიცავდი, მაგრამ ეს მაინც გააკეთე -ამოიჩურჩულა თუ არა, გოგონასთვის გახდილი ქურთუკი სწრაფად მოისროლა ოთახის კუთხეში -იცი, რომ იმ ადამიანის შეხება ვინც გონებაში გყავს, შენზე ნარკოტიკივით მოქმედებს? -გამიშვი! -კანს გისუსხავს . . . შიგნით ყველაფერს ლავასავით გიცხელებს . . . გონებას გირევს . . . ზუსტად ისე, როგორც შენ გემართება ახლა -ამჯერად, მის ყურთან ჰქონდა ტუჩები მიტანილი, გოგონას ლავიწზე ცერა თითს დაატარებდა და იმდენად მიმზიდველი, თანაც იდუმალებით მოცული, დაბალი ხმით ესაუბრებოდა, ნატალის თვალები სიამოვნებისგან უნებურად ეხუჭებოდა. ყელზე რომ იგრძნო მამაკაცის ტუჩების სითბო, თავი გვერდზე გადააგდო და სებეს საშუალება მისცა თავის ნებაზე ემოქმედა. გრძნობდა, რომ უკვე ფეხებზე ეკიდა მორალიც და პრინციპებიც, ოღონდ კი ეს ადამიანი ერთი სანტიმეტრითაც არ მოშორებოდა. -სებე… -ჩშშშ-ტუჩებზე თითის აფარებით გააჩუმა მან გოგონა -უბრალოდ მომენტით ისიამოვნე . . . ეს სიახლოვე და შეგრძნებები კარგად დაიმახსოვრე. . . მიგრძენი . . . ყველა ჩემი შეხება, მაქსიმალურად შეიგრძენი -ამჯერად, წელზე შემოხვია მკლავი, სახეზე ხელის გული დაადო და კვლავ გაუსწორა მზერა -გულწრფელად მითხარი, რას განიცდი ახლა? -მინდა მოგშორდე. ძალიან მაშინებ . . . -კიდევ? -შენს თბილ სუნთქვას ვგრძნობ და იმასაც, რომ ახლა ყველაზე ძალიან ჩემთვის გონების არევა გინდა. ეგ გამოხედვა, მაცდური ხმა, შარმი . . . სებე, რაღაც სხვა ხარ… არ მინდა ასეთი იყო . . . მამაკაცს გაეღიმა და გოგონას სახიდან ხელები უმალ ჩამოიღო. ამჩნევდა მისი სხეულის კანკალს, ამიტომ მეტად აღარ გაუგრძელებია. უბრალოდ თვალთან ძალიან ახლოს აკოცა, სახეზე ჩამოყრილი თმა ზურგს უკან გადაუწია და იმდენად სწრაფად მოშორდა, ნატალიმ სიტუაციის აღქმაც ძლივს მოახერხა. მხოლოდ მომხდარიდან რამდენიმე წამის შემდეგ დაუბრუნდა მეტყველების უნარი და ჯერ კიდევ უწინდელი შეგრძნებებისგან თავბრუდახვეულს, შემდეგი სიტყვები აღმოხდა: -მგონი აქ მოსვლა შეცდომა იყო -და რატომ ამბობ მაგას? -უპასუხა უკვე დივანზე მჯდომმა. ხელებს ისე იმტვრევდა აშკარად ებრძოდა საკუთარ თავს. არ სურდა დაუოკებელ ვნებებს მისი გონებისთვის ეჯობნათ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. არ უნდოდა ყველაფერი ასეთი სპონტანური ყოფილიყო, ყველაზე მეტად კი მაინც ნატალის შეშინება არ უნდოდა. -იმიტომ, რომ ჩვენი შეხვედრები ყოველთვის დრამატულია, თითქოს ფილმის გმირები ვიყოთ -იქნებ ეს რაღაც კუთხით კარგიცაა? ნატალიმ პასუხს თავი აარიდა. ამის მაგივრად, ოთახის კუთხეში მიგდებული თავისი ქურთუკი აიღო და სწრაფად გადაიკიდა მკლავზე. -ჩემი წასვლის დროა -არა . . . -რა არა? -გაკვირვებულმა გამოხედა. მამაკაცი უკვე ფეხზე ამდგარიყო და მისკენ მოემართებოდა ნელი ნაბიჯებით, ისე, თითქოს ცდილობს არ დააფრთხოსო. -არ წახვიდე რაა -რას ნიშნავს არ წავიდე? -ჰო არ წახვიდე -ხელზე ხელი ნაზად მოჰკიდა, თან ისეთი თვალებით შეხედა ნატალის შერცხვა კიდეც ამ მზერის შემდეგ რომ დათანხმების სურვილი გაუჩნდა. -უნდა წავიდე სებე -ზედმეტად თითსაც აღარ დაგაკარებ, გპირდები -იმდენად გულწრფელად ჟღერდნენ მისი სიტყვები, მათში ეჭვის შეტანაც კი შეუძლებელი იყო -უბრალოდ დარჩი, რამე დავლიოთ, ვისაუბროთ. თუ დაძინებას გადაწყვეტ, ჩემთვის მისაღებში გავშლი -ასე ძალიან რატომ გინდა, რომ აქ დავრჩე? -წარმოდგენა არ მაქვს -სიახლოვის ზღვარი გადაკვეთა მამაკაცმა, შუბლზე შუბლი თვალებდახუჭულმა მიადო და ღრმად ამოისუნთქა -უბრალოდ არაფერი მკითხო და დარჩი. ჰაერივით მჭირდება ახლა ეს . . . 8 8 8 8 საღამო ხანი იყო. ქალაქის ქუჩებში კვლავ სუსხიანი ქარი დაიპარებოდა. ფერადი ნათურებით განათებულ უბნებს, ხალხის გულებში უკვე შემოჰქონდა საახალწლო განწყობა. მანქანები განუწყვეტლივ დაიარებოდნენ ლამპიონების შუქით განათებულ გზატკეცილებზე და ირგვლივაც ხმაურიანი ფუსფუსი შეინიშნებოდა. ვინაიდან წინასაახალწლოდ, კომენდანტის საათი მოხსნილი იყო, ქალაქში სიცოცხლე დუღდა. ბავშვები ჯგუფებად დაიარებოდნენ და ასაფეთქებელი საშუალებებით ირთობდნენ თავს, ხოლო შედარებით მოზრდილები, მაშხალებითა და ხმის გამაძლიერებლებში აჟღერებული საახაწლო სიმღერებით ეგებებოდნენ წინასადღესასწაულო მხიარულებას. ამ საერთო ფუსფუსისგან ოდნავ მოშორებით, პატარა სკვერში, ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ სებე და თიკა. ამ უკანასკნელს ფეხებთან ორი მოზრდილი ჩემოდანი ედო, დუტის ქურთუკში გაყინული ცხვირი ჩაერგო და ნერვიულად იწვალებდა ხელთათმანწამოცმულ თითებს. ოდნავ სციოდა კიდეც, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია. იმდენად იყო განერვიულებული, იმ წამს სიცივე ყველაზე ბოლო იყო, რასაც ყურადღების ღირსად ჩათვლიდა. -ჯერაც არ მჯერა, რომ ეს მართლა გააკეთე -სებეს სიტყვებმა გაფანტეს სკვერში ჩამოვარდნილი დუმილი. გარშემო მტრედებისა და მათ გარდა სულიერის ჭაჭანებაც კი არ იყო. -შენ კი არა, მეც არ მჯერა -ხმადაბლა გაეპასუხა თიკა -მართალია ახლა ორი ჩემოდნით ვზივარ ქუჩაში, თუმცა საკუთარი თავით მაინც ვამაყობ -ჰო, ნამდვილი გმირი ხარ -წყენით შეკრა წარბები მისმა შემყურე სებემ -იცოდი, მშობლები ამის გამო სახლიდან გამოგაგდებდნენ, მაგრამ მაინც აღიარე, რომ შვილს ვიღაც შემთხვევითი ადამიანისგან ელოდები, ვინც არც კი იცი ახლა სადაა და ისიც დაამატე, რომ შენი ფიქტიური საქმრო ვარ -ნუ ღელავ, ის ნამდვილად არ მითქვამს ჩემი ძმა რომ ხარ -რატომ გააკეთე ეს? სიმართლის მოყოლა რა მიზეზით გადაწყვიტე? -კვლავ დაკვირვებით შეჰყურებდნენ მამაკაცის თვალები გოგონას პროფილსა და მის ოდნავ აწითლებულ ცხვირს. -იმიტომ, რომ შენს პირადს მიხედო -სიხშირე მოემატა თიკას სუნთქვას ამის თქმისას -არ მინდა იმ ადამიანს დავაწვე ტვირთად, ვინც ჩემი უტვინობის მიუხედავად მაინც მხარში მიდგას. მინდა ჩემი ძმა ყველაზე ბედნიერი იყოს ამ ქვეყნად, საყვარელი ადამიანის გვერდით სებეს ოდნავ ჩაეღიმა და მკლავის ბეჭებზე შემოხვევით, გულზე მიიხუტა ერთადერთი და. -შენ მე ტვირთად არ მაწევხარ, ეს დაიმახსოვრე -გაწევარ სებე. ერთი წლის განმავლობაში მოგიწევდა ჩვენი ყალბი ქორწინება გეთამაშა და ჩემი მშობლებისთვის სიდედრ-სიმამრი გეწოდებინა. ამაზე მეტი უაზრობა რაღა უნდა იყოს? -უაზრობა ის უფროა, ორი ჩემოდნით რომ ზიხარ სკვერში -სიმწრისგან ჩაეცინა სებეს -იმედია ესენი აქამდე ტაქსით მოიტანე. შენთვის მძიმის აწევა არ შეიძლება, ამით ბავშვს ავნებ -ნუ ღელავ, ვიცი რა შეიძლება და რა, არა -ლოყაზე ღიმილით აკოცა გოგონამ, თუმცა ეს ღიმილი მხოლოდ ნიღაბი იყო იმ ტკივილის დასამალად, რასაც შინაგანად განიცდიდა. სებესთვის ნახევარიც კი არ მოეყოლა იმ სცენებიდან, რაც სიმართლის აღიარების შემდეგ მოუწყვეს მშობლებმა. მამამისმა საცემადაც კი გამოიწია, რა დროსაც, კივილით გადაეფარა წინ ატირებული დედა. ბევრი უყვირეს, ეჩხუბნენ, ქუჩის კა*პაც კი ეძახეს და ის დღე დაწყევლეს, როდესაც თიკა მოევლინა ამ ქვეყანას. არც იმის თქმა დავიწყებიათ, რომ ამიერიდან მისი სახით შვილი აღარ ჰყავდათ. რაღა უნდა ექნა? მთელი არსებული და არარსებული ძალები მოიკრიბა, საკუთარ ოთახში, სადაც მთელი ოცი წელი ეძინა, განადგურებული სახით შევიდა და ისე სწრაფად დაიწყო ნივთების ჩალაგება, თითქოს ცეცხლმოკიდებული სახლიდან სურს მათი გატანაო. -ჩემი ბინის გასაღებს მოგცემ, უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია და არავინ იყენებს -წასულიდან აწმყოში უფროსი ძმის ხმამ დააბრუნა გოგონა -იქ ყველაფერია, რაც დაგჭირდება –ავეჯი, ტექნიკა, კომფორტი. შენს ჭკუაზე იქნები და არავინ შეგაწუხებს. მეც ხშირად შემოგივლი ხოლმე, პროდუქტების მოსატანად და შეგიძლია მეგობრებიც დაიტოვო, როდესაც მოგინდება -მაგრამ . . . -ვიცი რაც უნდა თქვა და არ დაასრულო! არანაირი მუშაობა, სანამ ბავშვს არ გააჩენ -მეტად კატეგორიული იყო მამაკაცის ხმა -ხომ ხედავ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე პანდემია აკერიათ პირზე? შენთვის ახლა დაიმფიცირება სარისკოა. ბავშვის გამო ვერც მედიკამენტებს მიიღებ და ვერც ანტიბიოტიკებს -ჰოო, ალბათ მართალი ხარ -ადექი, ადექი, ჯერ ჩემთან შევიაროთ, ბინის გასაღებს ავიღებ და მერე პირდაპირ იქ წაგიყვან -თქვა თუ არა, ფეხზეც წამოდგა და თიკაც წამოაყენა -ამოლაგებით ხვალ დილით ამოლაგდი, დღეს კი დაწექი და კარგად გამოიძინე -ბედნიერებაა რომ ხარ სებე. იმედია ამას ის გოგოც მიხვდება -მორჩა, გადაუხვია რომანტიკული თავგადასავლებისკენ -გაეცინა მამაკაცს, თან ჩემოდნებს დასწვდა, მანქანაში ჩასადებად. მისი რეინჯ-როვერი იქვე ახლოს, სკვერთან მდებარე პარკინგზე ეყენა, ორი სხვადასხვა ფერის, მერსედესის მარკის ავტომობილებს შორის. -რომანტიკაში ცუდი რა არის? -ის, რომ ზედმეტად გჯერა რეალურ სამყაროში სადღაც მოსიარულე რომეო მონტეგისა და ჯულიეტა კაპულეტის არსებობის -კარგი რაა -უკვე გაღებული მანქანის მარჯვენა სავარძელზე მოთავსდა, წარბშეხრილი -სულაც არ მგონია ეგრე, უბრალოდ ვცდილობ მჯეროდეს, რომ სადღაც მართლა არსებობს ისეთი ძლიერი სიყვარული, როგორიც ფილმებშია, თუნდაც წყვილი ტოქსიკური იყოს -ტოქსიკური? -საჭესთან დაიკავა ადგილი და თავისი ღვედის შეკვრის შემდეგ, იგი თიკასაც შეუკრა. -ჰო, ზუსტად ტოქსიკური. აღიარებულია, რომ ტოქსიკური ურთიერთობები ბევრად უფრო ვნებიანია, ვიდრე ჩვეულებრივი -შენ არც ერთი გამოგიცდია და არც მეორე, ამიტომ ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებ -მთავარია შენ გამოსცადე -ეშმაკურად აათამაშა წარბები ამის თქმისას გოგონამ. მანქანა უკვე გზატკეცილზე გასულიყო და სხვა ოთხბორბლიანებს შორის მოძრაობდა -ისიც ვიცი გუშინ ნატალი შენთან რომ დარჩა, მაგრამ რატომღაც ამ თემაზე ხმას არ იღებ მამაკაცს სახეზე აშკარა გაკვირვება გამოესახა, თან სვლაც შეანელა, რადგან წითლად ანთებულ შუქნიშანს უახლოვდებოდნენ. -შენ საიდან იცი ჩემთან რომ დარჩა? -ჰკითხა დაყოვნების გარეშე. თიკას ჩაეცინა. -ჩემი აგენტები მყავს ძამიკო -სერიოზულად გეკითხები -კარგი ჰო, დილით ბანკში მქონდა საქმე და შენს სახლთან გამოვიარე ტაქსით. დავინახე როგორ გამოდიოდა იქედან ნატალი და ლამის ფანჯარას ავეკარი ცხვირით მამაკაცს პასუხი არ გაუცია. მხოლოდ ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში, რის გამოც კვლავ თიკამ განაგრძო: -გთხოვ მითხარი, რამე გქონდათ თქვენ ორს? -არა -არც მცდელობა? -არა! -აბა რას აკეთებდით, კრიკეტს თამაშობდით? -იმედგაცრუება აირეკლა გოგონას თვალებში. -უბრალოდ ვსვამდით და მთელი ღამე ვსაუბრობდით -საჭეზე ცალი ხელი შემოედო და მწვანე შუქის ანთებას ელოდა მოთმინებით. -კარგი რაა, რა მუდო ხარ! დაწვრილებით არასდროს არაფერს ყვები, არადა კარგად იცი როგორც მაინტერესებს გუშინდელი ღამის ამბები -მხოლოდ ერთ კითხვას ვუპასუხებ, ამიტომ დაკვირვებით აარჩიე -გულწრფელად უპასუხებ? -სიხარულისგან აკიაფდნენ გოგონას თვალები. -რა თქმა უნდა -მშვენიერია! მაშინ იმას გკითხავ, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს დაასრულა თუ არა წინადადება, შუქნიშანზე ნანატრი მწვანე შუქიც აინთო და უძრავად მდგომი მანქანაც მაშინვე დაიძრა. -მკითხე თიკა, მკითხე -რა შთაბეჭდილება დაგრჩა მასზე მთელი ღამის საუბრის შემდეგ? როგორი ადამიანია? პასუხის გაცემის წინ, მოპირდაპირე ქუჩაზე გადაუხვია სებემ და სიჩქარის მაჩვენებელიც ოდნავ გაზარდა. თვალწინ წიგნივით გადაეშალა გუშინდელი ღამე. მოაგონდა ხალიჩაზე, ვისკის ჭიქით ხელში მჯდომი ნატალი, წელამდე ჩამოშლილი მისი მუქი თმა, თვალები, ღიმილი, მხიარული საუბარი და ისიც, თუ როგორ მიეძინა ბალიშებზე მიყრდნობილს, ფილმ „მწვანე მილის“ ყურებისას. -ჯერ რთულია იმის დაზუსტებით თქმა, თუ როგორი ადამიანია -მშვიდად მიუგო სებემ, რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კი დაამატა :-მაგრამ ის მართლა ზუსტად ვიცი, რომ სიგიჟემდე მინდა ჩემი გახდეს . . . * * * * დანიელი საავადმყოფოს მოსაცდელში იჯდა, ხელში მობილური ეჭირა და იმ ალბომს ათვალიერებდა, რომელშიც მხოლოდ ლალიტასთან ერთად გადაღებული ფოტოები ჰქონდა თავმოყრილი. უკვე სამ საათზე მეტი გასულიყო მას შემდეგ, რაც გოგონა საოპერაციოში შეეყვანათ და მის შესახებ სრულიად არაფერი იცოდა. ნერვიულობა სხეულის ყოველ უჯრედში გველის შხამივით ჰქონდა გამჯდარი. მართალია ბიძამისმა ყველანაირად დაამშვიდა და დაარწმუნა ასეთი სახის ოპერაცია ჩემთვის უმარტივესი იქნებაო, თუმცა ბრმად ვერაფერს დაიჯერებდა, სანამ საბოლოო შედეგი არ ექნებოდა ხელთ. ფოტოებს შორის, უეცრად, მძინარე ლალიტასთვის ტყის ქოხში გადაღებულ კადრებსაც გადააწყდა. ეს სწორედ ის ღამე იყო, პირველად რომ გაატარეს ერთად. სურათის დანახვაზე, მამაკაცის სახეს გაუცნობიერებელმა ღიმილმა გადაურბინა. ჯერ კიდევ გუშინდელივით ახსოვდა, თუ როგორ უყურებდა რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლის ალებით განათებულ ლალიტას სახეს, როგორ ნაზად ეფერებოდა მის შიშველ სხეულს, რათა არ გაეღვიძებინა და როგორ წაართვა თავი ძილმა გამთენიისას, მაშინ, როდესაც მზის ამოსვლა ახალი დაწყებული იყო. მართლაც რამდენი მოგონება აკავშირებდა ლალიტასთან, რამდენი ვნებიანი ღამე და რამდენი გიჟური მომენტი. თითქოს მთელი საუკუნე გასულიყო, რაც ეს ადამიანი მის ყოველდღიურობაში არსებობდა. ყველანაირად ავსებდა გოგონა მის ცხოვრებას. საუკეთესო მსმენელი იყო, როდესაც დანიელს რაღაცის მოყოლა სურდა და უჩვეულო მხარში დგომაც გამოსდიოდა საჭირო მომენტებში. იმის წარმოდგენაზეც კი ტვინში სისხლი ასხამდა, რომ ლალიტას ოდესმე სხვა ადამიანი შეეხებოდა, რომ ერთხელაც ყველაფერი დასრულდებოდა და გოგონაც სხვა მამაკაცის მკლავებში გაიღვიძებდა. ყოველივე ამის გაფიქრებაც კი აგიჟებდა. აცოფებდა იმის წარმოდგენა, რომ ეს მოვალეობების გარეშე დაწყებული ურთიერთობა ოდესმე თავის დროს მოჭამდა და იმ სამყაროში მოუწევდა ცხოვრება, სადაც ლალიტა უკვე სხვისი იქნებოდა. ფოტო-ალბომი არა და არ სრულდებოდა. ყოველი მომდევნო სურათის დანახვა ღიმილს გვრიდა მამაკაცის სახეს. ალბათ ბოლომდეც გააგრძელებდა მათ თვალიერებას, რომ არა ტელეფონზე მოულოდნელად შემოსული ზარის ხმა. მისდა გასაკვირად, ნატალი ურეკავდა. პირველი, რაც ეკრანზე აბონენტის სახელის ამოკითხვის შემდეგ იფიქრა ის იყო, ნეტავ ოპერაციის ამბავი ხომ არ გაიგოო, თუმცა მერე მიხვდა, რომ ამას ვერანაირად ვერ მოახერხებდა და ყურმილის ასაღებ ღილაკს დაუფიქრებლად გადაუსვა ცერა თითი. -გისმენ ნატალი -დანიელ როგორ ხარ? -ყურმილში გოგონას მხიარული ხმა მოესმა. ახლა უკვე დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ მან ნამდვილად არაფერი იცოდა. -ნორმალურად, შენ როგორ ხარ? -არა მიშავს -რამდენიმე წამით გაჩუმდა, შემდეგ კი დაამატა:-გუშინდელი ღამიდან მოყოლებული, ლალიტას ვერ ვუკავშირდები, ტელეფონი გამორთული აქვს. თუკი შენს გვერდითაა, შეგიძლია ცოტა ხნით დამალაპარაკო? -მოხდა რამე? -დაიბნა. შეეცადა დრო გაეწელა, სანამ რამე კარგ მიზეზს მოიფიქრებდა უარის სათქმელად. -არა, არაფერი, უბრალოდ რაც გერმანიაში წახვედით, ნორმალურად მისი ხმაც კი არ გამიგია. მხოლოდ შეტყობინებებს მწერს და ისიც მოკლედ. მომენატრა . . . გოგონას სიტყვებზე დანიელს ფართედ გაეღიმა. -მასაც ძალიან ენატრები, თუმცა ახლა ვერ დაგელაპარაკება -რატომ? -საყიდლებზე გავიდა ცოტა ხნის წინ, ტელეფონი კი სასტუმროს ნომერში დარჩა -გასაგებია -წამსვე მოეღუშა ხმა ნატალის -ალბათ ძალიან კარგად ერთობით, მე ამიტომ აღარ ვახსოვარ -ეჭვიანობ? -კვლავ უღიმოდა სახე დანიელს. ყურმილის მეორე მხრიდან ნატალის სიცილი გაისმა. -სულაც არა. რაც არ უნდა იყოს, მისთვის მუდამ ნომერ პირველი ვიქნები -და მე რა ადგილი მიკავია მის ცხოვრებაში ნატალი? -ისე ჰკითხა, ნორმალურად ვერც კი გააცნობიერა რას ამბობდა, თუმცა დროის უკან დაბრუნება უკვე გვიანი იყო და დიდად არც უნდოდა ეს -საერთოდ რამე ადგილი მიჭირავს? პასუხმა საკმაოდ დიდხანს დააყოვნა. მამაკაცი მხოლოდ გოგონას სუნთქვის ხმით ხვდებოდა, რომ იგი ჯერაც ტელეფონთან იყო. -რას გულისხმობ? -ჰკითხა ბოლოს. დანიელმა ოდნავ წამოზრდილ წვერზე ჩამოისვა მარცხენა ხელი. -არაფერს, დაივიწყე -მისმინე, რასაც ახლა გეტყვი მხოლოდ ჩვენს შორის უნდა დარჩეს, თორემ კოცონზე დაწვა არ ამცდება -საიდუმლოს კარგად ვინახავ -თუკი ასეა, გავბედავ და გეტყვი, რომ ლალიტას ეშინია -ეშინია? რისი ეშინია? -სმენად იქცა. ცდილობდა საუბრიდან ერთი სიტყვაც კი არ გამოპარვოდა. -შეყვარების ეშინია დანიელ -ლამის დამარცვლით უთხრა გოგონამ ეს სიტყვები -იმდენად ეშინია, რომ მას ისე გაურბის, როგორც შავ ჭირს. ამაში მე და ის ერთმანეთს ვგავართ. ორივენი ერთნაირად მშიშრები ვართ და ეს კარგი სულაც არ არის მეტად აღარაფერი უთქვამს გოგონას. დანიელის პასუხსაც კი არ დალოდებია ისე დაკიდა ყურმილი. არანაირი გამომშვიდობება. არანაირი ნახვამდის. მხოლოდ შუა გზაზე გაწყვეტილი საუბარი და გაურკვევლობა, რომელმაც მთლიანად მოიცვა მამაკაცის გონება. მობილურის ჯიბეში ჩაბრუნების შემდეგ, ფეხზე წამოდგა დანიელი და გრძელ დერეფანში გაიარ-გამოიარა. გზად რამდენიმე ექთანმაც ჩაუარა, რომელთა ნაწილი პალატებში მიიჩქაროდა, ხოლო ნაწილი, ეტლებში მჯდომ პაციენტებს მიაგორებდა სხვადასხვა გამოკვლევაზე. რაც თავი ახსოვდა, ყოველთვის სძულდა საავადმყოფოს გარემო მამაკაცს, თუმცა ლალიტას გამო, ფაქტობრივად ცხოვრობდა კიდეც კლინიკაში. სასტუმროში მხოლოდ შხაპის მისაღებად და მოსაწესრიგებლად თუ შეირბენდა, მერე კი ისევ გოგონასთან გამორბოდა და იმდენს ახერხებდა, რომ ღამითაც კი რჩებოდა მასთან. წამითაც არ სურდა გვერდიდან მოშორებოდა. გული ყოველთვის მისკენ მიუწევდა და დაინახავდა თუ არა ლალიტას სალათისფერ თვალებს, მაშინვე აუხსნელი სითბოთი ევსებოდა სხეულის ყოველი უჯრედი. საშინლად მონატრებოდა ამ დღეების განმავლობაში გოგონას თავბრუდამხვევი ალერსი. ენატრებოდა ის შეგრძნებები, რასაც მხოლოდ ლალიტა განაცდევინებდა და სხვა ვერავინ. ახლაღა გააცნობიერა, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არც ერთ სხვა ქალს არ მიჰკარებოდა მის გარდა და ამ აღმოჩენის გაკეთებამ, თითქოს წარმოსახვითი ურო ჩასცხო თავში. უკვე დაზუსტებით იცოდა, თუ რატომ სურდა ლალიტას სულსაც ისევე დაახლოვებოდა, როგორც სხეულს, თუ რატომ უნდოდა მხოლოდ მას ჰქონოდა გოგონას შეხების უფლება და რატომ უკარგავდა მოსვენებას მის გვერდით სხვა ადამიანის წარმოდგენა. ხვდებოდა და ამის უარყოფა წამითაც არ უცდია. პასუხი მხოლოდ ერთი იყო –უყვარდა! უბრალოდ უყვარდა ეს ქალი და მისთვის ბრძოლით მანამ არ დაიღლებოდა, სანამ იმედის მცირედი ნაპერწკალი მაინც იარსებებდა. დერეფანში აქეთ-იქით სიარულსა და ფიქრში, ვერც კი გაიგო როგორ გაიპარა დრო. მთელი ღამის უძილარმა, რამდენჯერმე ყავაც ჩამოისხა აპარატიდან, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო გამოფხიზლება. სხეულის ყოველი უჯრედი მოდუნებული ჰქონდა, ხერხემალში სიმძიმეს გრძნობდა, საფეთქლები კი ისე სტკიოდა, თითქოს მათში ვიღაც უმოწყალოდ ურჭობდა წვრილ ნემსებს. მიუხედავად ამისა, ფეხზე მაინც მყარად იდგა და ჯერ კიდევ ნატალის სიტყვებზე ეფიქრებოდა. რამდენჯერმე იმ აზრმაც გაუელვა თავში, რომ გოგონასთან გადაერეკა და წამოწყებულ თემას უფრო მეტად ჩაღრმავებოდა, მაგრამ მერე ესეც გადაიფიქრა. კვლავ მიმღების სკამს მიუახლოვდა მამაკაცი. დაღლილ-დაქანცული უკვე მასზე ჩამოჯდომას აპირებდა, რომ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, საკუთარი სახელის გაგონებამ ააღებინა ხელი განზრახვაზე. თითქოს შენელებული კადრის მსგავსად მოიხედა დანიელმა გვერდზე. დაძაბულობა მთელ სხეულში რაკეტის სიჩქარით გავრცელდა. მისკენ პირბადესა და თეთრ ხალათში გამოწყობილი მაღალი, შუა ხნის მამაკაცი მოემართებოდა, თან გზაში იხსნიდა რეზინის ხელთათმანებს. -ნიკოლოზ! -მისკენ სწრაფად დაიძრა დანიელი და პირდაპირ თვალებში ჩახედა, რათა წინასწარ ამოეკითხა იმ შეკითხვის პასუხი, რომლის დასმასაც აპირებდა -ნიკოლოზ, რა ამბებია? მამაკაცს ხმა მანამ არ ამოუღია, სანამ დანიელს ცხვირწინ არ დაუდგა, თოვლივით ქათქათა პირბადე არ მოიხსნა და მხარზე არ დაადო მარჯვენა ხელი. -სულ სხვა რამეს ველოდი და სულ სხვა რამ გამოვიდა -აღნიშნა მან სევდით გაჟღენთილი ტონით, თან ღრმად ამოიოხრა და ოფლით დაცვარულ შუბლზე ნერვიულად გადაისვა ხელი. -რა? ეგ რას ნიშნავს? -საკუთარი ხმაც კი ეუცნაურა დანიელს იმ მომენტში. გულზე რაღაც უხილავმა ძალამ მოუჭირა და ლამის სუნთქვაც კი შეუკრა -როგორ არის? თეთრხალათიანმა ჯერ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, მერე კი, გასამხნევებლად ზურგზე ხელი დაუტყაპუნა მამაკაცს. -ვწუხვარ ძმისშვილო -ბიძია გამაგებინე, რას ნიშნავს წუხხარ?! ან რატომ წუხხარ?! რის გამო?! -გაგიჟებას ცოტაღა უკლდა და ამას მთელი არსებით გრძნობდა. გონებაგათიშული, ნორმალურად ვეღარც კი აზროვნებდა. იმასაც კი გეგმავდა საოპერაციოში შევარდნილიყო და ლალიტა საკუთარი თვალით ენახა, თუმცა სანამ ამას გააკეთებდა, ნიკოლოზის მოგუდული სიცილიც მოესმა და მისი მხიარული სახის დანახვაზე, ოდნავ მოუდუნდა დაძაბული სხეული. -დამშვიდდი ძმისშვილო, დამშვიდდი -აპარატთან მივიდა და ცივი წყალი ჩამოისხა კაცმა -როგორც ჩანს, მაგ გოგოს სიცოცხლე ძალიან უყვარს. ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა -ანუ კარგად არის? -შესანიშნავად . . . ახლა ექთნები ნაკერს ადებენ ჭრილობაზე სიბრაზით სავსე მზერა მიმართა კაცისკენ დანიელმა. მართლაც რომ აფეთქების ზღვარზე იდგა იმ მომენტში. -ნიკოლოზ, ბიძაჩემი რომ არ იყო, გეფიცები სიკვდილამდე გცემდი ასეთი ხუმრობის გამო! -მრისხანების ცეცხლი კრთოდა მამაკაცის თვალებში, თუმცა ეს, მისი თანამოსაუბრის ღიმილზე მაინც ვერ ახდენდა გავლენას. -ხომ მიცნობ არა? მიყვარს სიტუაციის დაძაბვა, სანამ რამე კარგ ამბავს ვიტყვი დანიელმა შვებით ამოისუნთქა. იმის გააზრება, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ლალიტა თავს კარგად გრძნობდა, გულზე მალამოსავით ედებოდა. ახლა უკვე შეეძლო დაძაბულობა მოეშორებინა და იმ მომენტს დალოდებოდა, როდის ნახავდა კიდევ ერთხელ, გოგონას უწინდელივით მხიარულად აბრჭყვიალებულ, სალათისფერ თვალებს. -მართლა ყველაფერი კარგად არის ნიკოლოზ? -ჰკითხა შუბლის სრესით. საფეთქლების ტკივილმა, რომელიც აქამდე თავს არ ანებებდა, თითქოს ნელ-ნელა დაამება დაიწყო და ოდნავი შვებაც აგრძნობინა. -კარგად არის შვილო, კარგად -ცივი წყალი კიდევ ერთხელ მოსვა კაცმა -მხოლოდ უმნიშვნელო გართულებებს ველოდი ოპერაციის მსვლელობისას, თუმცა ისინიც კი არ ყოფილა. ყოველი შემთხვევისთვის დღეს ღამით რეანიმაციაში დარჩება, რათა მის მდგომარეობას დააკვირდნენ, დილით კი როგორც მისი მეურვე, საბუთებს ხელს მოაწერ და პალატაში გადაიყვანენ სკამზე უხმოდ დაეშვა დანიელი. ბედნიერებით აღსავსემ ვერც კი გააცნობიერა ისე გაეღიმა იატაკის ფილებზე დაშტერებულს და რამდენიმე წამში თავი ხელებშიც ჩარგო. გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ იგრძნო მხარზე ძლიერი ხელის შეხება. ნიკოლოზი უკვე მის გვერდით დამჯდარიყო და გამოუცნობი ღიმილით უღიმოდა. -ყურებამდე ხარ შეყვარებული ძმისშვილო, ყურებამდე -მხიარულად შესცქეროდა დანიელს, თავისი დიდრონი, ცისფერი თვალებით. ერთადერთი, რითაც ბიძა და ძმისშვილი ერთმანეთს ჰგავდნენ, სწორედ ეს იყო. ორთავეს ზუსტად ერთნაირი, ყინულისფერში გადასული, ცისფერი თვალები ჰქონდათ. -რა? -რაც გაიგე -კვლავ უწინდელივით იღიმოდა კაცი -მუდამ თავს დასტრიალებ, უზარმაზარ მზრუნველობას იჩენ, ფაქტობრივად მასთან ერთად ცხოვრობ ამ კლინიკაში. ექთნები და მედ-პერსონალი სულ თქვენზე საუბრობენ -მაგათ მეტი საქმე არ აქვთ? -დანიელსაც გაეცინა. -ჰო, საუბრისთვის თავის არიდება აშკარად შენს ხასიათში ჯდება -თავს არაფერს ვარიდებ -აპარატიდან წყალი თავისთვისაც დაისხა და კვლავ ნიკოლოზს მიუჯდა გვერდით. ცივი სითხე, მართლაც სასიამოვნოდ მოედო ყავის სმისგან გამომშრალ ყელს. -ანუ ჩემს სიტყვებს არ უარყოფ? -სულაც არ უარვყოფ ნიკოლოზ, სულაც არა -უფრო თავისთვის წარმოთქვა მამაკაცმა, ვიდრე სხვის გასაგონად, რამდენიმე წამის შემდეგ კი დაამატა:-მეტიც, ვეთანხმები კიდეც. 8 8 8 8 საათის ისრები საღამოს რვას უჩვენებდნენ. ახალი წლის ღამე თენდებოდა. ნატალი სახლში სრულიად მარტო იყო და მოწყენილობისგან, უკვე მეორედ შლიდა აწყობილ ნაძვის ხეს. მისაღებში, სადაც საახალწლო განათებები და ფარდებზე მიბნეული ფერადი წინდები იწონებდნენ თავს, ბოლო ხმაზე ჩაერთო Abba-Happy new year. გოგონას ჯიბეში ჩადებული ტელეფონი განუწყვეტლივ ზუზუნებდა, თუმცა იგი ზარს შეგნებულად არ პასუხობდა. ნამდვილად არ სურდა ექვსი წლის შემდეგ გამოჩენილ რატისთან საუბარი, მით უმეტეს წინასაახალწლოდ. მართალია წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რატომ ურეკავდა წარსულში დიდი ხნის წინ დატოვებული ეს ადამიანი, მაგრამ თავისდა გასაკვირად, იოტისოდენა ინტერესიც არ ჰქონდა ეს გაეგო. ხვდებოდა, რომ ალექსი ასი პროცენტით მართალი იყო – რატი ბალანჩივაძე ოდნავადაც არ იმსახურებდა გვერდით მისნაირ ადამიანს და ამის გააზრება დიდ თავდაჯერებას მატებდა. გოგონამ ნაძვის ხის აწყობა კიდევ ერთხელ დაასრულა და ფერადი ნათურები დენის წყაროში შეაერთა. სწორედ მაშინ იგრძნო მობილურის დაუსრულებელი ზუზუნის შეწყვეტა და შვებითაც ამოისუნთქა. ზუსტად იცოდა, რამდენჯერაც არ უნდა დაერეკა არ უპასუხებდა. მის მახეში მეორედ აღარ გაებმებოდა, რადგან თუკი ასე მოიქცეოდა, ყველაზე სულელ ადამიანად ჩათვლიდა საკუთარ თავს, დედამიწის ზურგზე. ნატალი ნაძვის ლამაზად მორთულ ხეს მოშორდა და ამჯერად სამზარეულოსკენ გასწია, თავისთვის ყავის მოსადუღებლად. ენერგიის დიდი დოზა სჭირდებოდა, რადგან აპირებდა დღევანდელი ღამე მთლიანად იმ საახალწლო ფილმების ყურებაში გაეტარებინა, რომლებიც წინასწარ ჰქონდა შერჩეული. დაძინება არ სურდა. ეს პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც ლალიტას გარეშე ხვდებოდა და აღნიშნული ფაქტი მართლაც ძალიან აწუხებდა. ყავაში ნახევარი კოვზი შაქარი ჩაყარა გოგონამ და ფინჯანში ადუღებული წყალიც ჩაასხა. კოფეინის გამაბრუებელი სურნელი იმდენად ესიამოვნა, ეს უკანასკნელი ნესტოებში ღრმად შეუშვა და ის-ის იყო ჭიქა ტუჩებთან ახლოს მიიტანა ყავის გასაგრილებლად, რომ კარზე დარეკილი გაბმული ზარის ხმაც მოესმა, შემოსასვლელიდან. ძალიან გაუკვირდა. ალექსი ქალაქში არ იყო, ნატალი კი გერმანიაში ეგულებოდა, ამიტომ, წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ზღურბლის მეორე მხარეს. ბევრი არ უფიქრია. ისე, რომ თავის ყვავილებიანი ფინჯანი ჯერ კიდევ ხელში ჰქონდა, სამზარეულო დატოვა და კარის გასაღებად გაემართა. სათვალთვალოში არ გაუხედავს. საკეტი ისე გადაატრიალა, მომსვლელის ვინაობით წინასწარ არ დაინტერესებულა, თუმცა დაინახა თუ არა Welcome-ს წარწერიან ხალიჩაზე დიდი ყუთით ხელში მდგომი გამხდარი, კეპიანი ბიჭი, პირველი, რამაც თავში გაუელვა ის იყო, რომ ამ ადამიანს აშკარად მისამართი შეეშალა. -გისმენთ -პირდაპირ კარის შუაგულში ჩადგა გოგონა, თავისი ყავის ჭიქით ხელში. -დამდეგს გილოცავთ! ქალბატონი ნატალი თქვენ ბრძანდებით? -მეც გილოცავთ. დიახ, მე ვარ -კვლავ გაკვირვებული სახით უყურებდა ბიჭს, თუმცა ახლა უკვე დაზუსტებით იცოდა, რომ ეს უკანასკნელი სწორ მისამართზე იყო მოსული -ეს რა არის? -არ ვიცი ქალბატონო. მე საკურიერო სამსახურიდან ვარ და მთხოვეს ამანათი თქვენთან მომეტანა -თქვა თუ არა, ყუთი ძირს დადო და გულის ჯიბიდან რაღაც ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოაძვრინა, საშლელიან კალამთან ერთად -თუ შეიძლება გზავნილის ჩაბარებაზე მომიწერეთ ხელი და მეტად აღარ შეგაწუხებთ ნატალიმ ჯერ ფურცელს დახედა, შემდეგ მოზრდილ, იისფერ ყუთს, სადარბაზოს ნაცრისფერ ფილებზე რომ იდო, მერე კი, თავის წინ, მომლოდინე სახით მდგომ ბიჭს კალამი უნდობლად ჩამოართვა, ცხელი ყავით სავსე ფინჯანი კი გასასვლელთან მდგომ ტუმბოზე შემოდო და ქაღალდზე საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირა. -ესეც ასე, დიდი მადლობა ქალბატონო ნატალი -ისეთი სახით გაუღიმა კურიერმა, თითქოს ცოტა ხნის წინ, მისთვის მილიონი დოლარის ოდენობის ჩეკი გამოეწეროს გოგონას -გზავნილის შიგნით შეტანაში ხომ არ დაგეხმაროთ? -არა, გმადლობ, თავად მივხედავ -მაშინვე იუარა, ამანათი გაჭირვებით აიღო ორივე ხელით, ბიჭს თავის მსუბუქი დაკვრით დაემშვიდობა და შემოსასვლელი კარი ფეხით მიხურა. ყუთი მოცულობით დიდი იყო, თუმცა არც ისეთი მძიმე. ერთადერთი, რასაც გზავნილის თავის ოთახამდე მიტანისას ფიქრობდა ის იყო, რომ მიღებული საჩუქარი ლალიტას გამოგზავნილი უნდა ყოფილიყო, წინასაახალწლოდ, მაგრამ მოხსნა თუ არა თავი საწოლზე შემოდებულ ყუთს და შიგნით იისფერი კაბა, ამავე ფერის ფეხსაცმელი და შავი, ლამაზი თვლებით მორთული სამასკარადე ნიღაბი დაინახა, რაღაც მოსაწვევთან და წერილთან ერთად, მაშინვე მიხვდა, რომ ყოველივე ეს, ლალიტას ნამოქმედარი აშკარად არ უნდა ყოფილიყო. გოგონამ ყუთში ხელი ჩაყო და იქედან პირველად მოსაწვევი ამოიღო. ვერცხლისფერი ასოები საკმაოდ ლამაზი, ოდნავ დახრლი შრიფტით იყო დაბეჭდილი და ატყობინებდა, რომ დღეს საღამოს, ზუსტად ათ საათზე, ქალაქის ერთ-ერთ უზარმაზარ სასტუმრო -„ედელვაისში“, შუა საუკუნეების სტილის საახალწლო მასკარადი იმართებოდა. მოსაწვევზე, ყველაფერ ამასთან ერთად, ზუსტი მისამართიც იყო მითითებული და აგრეთვე წინასაახალწლო მილოცვაც, ნაძვის ხისა და თოვლის ბაბუის გამოსახულებებით გაფორმებული. მოსაწვევიდან ბევრი ვერაფერი გაიგო. საჩუქრების გამომგზავნის ვინაობა ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩებოდა, ამიტომ, ყუთიდან ამჯერად წერილი ამოაცურა, გახსნა და მასზე წაწერილ ტექსტს ჩააცქერდა, აწ უკვე საწოლზე ჩამომჯდარი. „დღეს დილით წინასაახალწლო სურვილი ჩავიფიქრე. ჩავუთქვი, ამ კაბაში გამოწყობილი, ჩემთან ერთად შეხვედროდი ახალ წელს. დაველოდები და ვნახავ, რამდენად ლმობიერი იქნება ჩემს მიმართ სანტა-კლაუსი.“ სებე ბარათის ჩაკითხვის შემდეგ, ნატალის ტუჩებს გაუცნობიერებლად მოადგა ღიმილი. უნდა ეღიარებინა, გულის სიღრმეში ძალიან გაახარა ასეთმა მოულოდნელმა სიურპრიზმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარტოობაში და მოწყენილობაში იხრჩობოდა. დიდხანს აღარ მოუცდია– მაშინვე დასწვდა აბრეშუმის ნაზ, იისფერ ქსოვილს, ყუთიდან ამოიღო და დაკვირვებით შეათვალიერა. სებეს შერჩეული საჩუქარი საკმაოდ დახვეწილი, ზომიერად გამომწვევი და გოგონას გემოვნებისთვის აბსოლუტურად შესაფერისი აღმოჩნდა. გრძელი, ზურგზე მთლიანად ჩახსნილი კაბა, მხოლოდ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ წვრილ თასმებს ეკავათ, ხოლო მკერდზე ზომიერად იყო ამოჭრილი. ბოლოში ოდნავ გაშლილ ქსოვილს, ორივე ფეხთან, მთელ სიგრძეზე გაყოლებული ჭრილები ამკობდა, ხოლო გამოყვანილი წელითა და ქამრის ადგილას დამაგრებული დეკორატიული გაფორმებით, ნამდვილ პრინცესას კაბას წააგავდა. ამის მერე, ზუსტად კაბის შეფერილობის, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შეავლო მზერა გოგონამ. ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა, რომ ყველაფერი, რაც ამ ყუთში იდო, საკმაოდ ძვირად ფასობდა და ამან ოდნავი უხერხულობა აგრძნობინა. საჩუქრების თვალიერებაში გასულს, სებესთვის პასუხის გაცემა სულ გადავიწყებოდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოახერხა ეიფორიის აზვირთებული ტალღებიდან გამოსვლა, ტელეფონი სწრაფად ამოაცურა ჯიბიდან და პირველი, რაც გააკეთა, ეს ალექსთან დარეკვა იყო. დიდხანს არ უცდია. დაახლოებით მეოთხე ზარის გასვლაზე უპასუხა მამაკაცმა, ვინც, ხმაურის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, აშკარად არ იმყოფებოდა მშვიდ და წყნარ ადგილას. -ალექს, შენი რჩევა მჭირდება! -ისე ჩასძახა ყურმილში, რომ მისალმება აზრადაც არ მოსვლია -რაღაც მოხდა და . . . -მეც გილოცავ დამდეგს, ნატალი -ღიმილი იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში -რა მოხდა? საახაწლო საცივი ჩაგეწვა, თუ ტორტის ცხობისას ბისკვიტი მიგეკრა ჟარონაზე? -ჰო, მიდი, კიდევ ერთხელ გაუსვი ხაზი იმას, რომ საჭმელების კეთება არ გამომდის -რა ვქვნა, ქალს უხდება, როდესაც კულინარიაში არ კოჭლობს. ხომ იცი, მინდა ყველა დედამთილისთვის სასურველი სარძლო იყო -მაიმუნობას მოეშვი და ის მითხარი როგორ ხარ? -როგორ უნდა ვიყო შუაგულ ხევსურეთში, ნათესავებთან ერთად, რომლებიც ყოველი მომდევნო ჭიქის აწევაზე, ცოლის მალე მოყვანას მისურვებენ? -დაახლოებით ვხვდები -სიცილი წასკდა ნატალის, როდესაც იმ მომენტში მეგობრის მობეზრებული გამომეტყველება გააცოცხლა წარმოდგენებში -ცუდია აქ რომ არ ხარ -რაღაცის თქმა გინდოდა ხომ? -ხმაური იმდენად შემაწუხებლად აღარ ისმოდა და ნატალიც მიხვდა, რომ ალექსი სხვა ოთახში გასულიყო სასაუბროდ -მიდი, უცებ მითხარი, სანამ ისევ დამიძახებენ სუფრასთან -გეტყვი, გეტყვი -ღრმად ამოიოხრა და გადაწყვიტა, როგორც ჩვეოდა სათქმელი დიდხანს არ გაეწელა, რადგან სასაუბროდ უფრო მეტი დრო დარჩენოდათ -მოკლედ, სებემ საახალწლო მასკარადის მოსაწვევი გამომიგზავნა, საღამოს კაბასთან და ფეხსაცმელთან ერთად. ვფიქრობ, ვფიქრობ და არ ვიცი წავიდე თუ არა -ამხელა გოგო ხარ და მე მეკითხები რა უნდა ქნა? -მამაკაცის რჩევა მჭირდება, გესმის? ვერ ვხვდები ამ ადამიანს ჩემგან რა უნდა, ან რატომ იჩენს ამხელა ყურადღებას. სანამ გუდაურში თავად არ გამოველაპარაკე, მანამდე ნორმალურად გამარჯობასაც არ მეუბნებოდა. ახლა ვცდილობ უკან დავიხიო და ჩამოვშორდე, მაგრამ თვითონ მექაჩება თავისკენ -ამხელა ყურადღებას იმიტომ იჩენს, რომ ძალიან მოსწონხარ -ისე მიუგო ალექსმა, თითქოს ეუბნებოდა ეს ერთს მივუმატოთ ერთივით აშკარააო -და თუკი მოსწონხარ, ზუსტად ვიცი წარმოსახვებში, კამასუტრას ყველა პოზაში ეყოლები ნახმარი. იქნებ ამაღამ ოცნება აუსრულო? -ალექს, პირდაპირ ითხოვ, რომ ბილწსიტყვაობა დავიწყო -შენ რა, ბილწსიტყვაობაც იცი? -ბილწსიტყვაობაც და ერთი ადგილის მოჭრაც იმათთვის, ვინც ბევრ სისულელეს ლაპარაკობს -ნუთუ? -ყურმილში მისი ხმამაღალი სიცილი გაისმა -იმედია მაგ ერთ ადგილში ენა იგულისხმე და არა ჩემი უმცროსი მეგობარი, შვილივით რომ ვუვლი -ჯანდაბა, რა იდიოტი ხარ! მაგას გირჩევნია რამე მირჩიო მამაკაცმა ჩაახველა. რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად იყო, შემდეგ კი კვლავაც გაისმა მისი ხმა. -ჩემი რჩევაა ადგე, ეგ კაბა ჩაიცვა და ახალი წელი სასიამოვნო გარემოში გაატარო, მაგ ტიპთან ერთად -შენი აზრით მართლა ასე იქნება სწორი? -და არასწორი რატომ იქნება? -იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ, სწორედ მაგ ადამიანის გამოყენებას ვაპირებდი ჩემი მიზნებისთვის, აი მან კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა უფროსს სამუშაოზე აღვედგინე -სიმწრით დახუჭა თვალები ამის თქმისას. მართალია ისევ იმ სამსახურში დაბრუნებას ნამდვილად არ აპირებდა, საიდანაც ერთხელ უკვე გამოაგდეს, მაგრამ სებეს მიმართ მაინც საშინელი დანაშაულის გრძნობა ჰქონდა ყოველივე ამის მერე -მართლა არ ვიცი რა გავაკეთო -ყველაფერი დაიკიდე -მეტად მტკიცე იყო ალექსის ხმა -ახალი წელი თენდება, სასიამოვნო გარემოში უნდა შეხვდე, ამიტომ, ცოტა ხნით დაივიწყე შენი წარსულის შეცდომები და უბრალოდ გაერთე -ჰოო? -ბაგეებზე სევდიანი ღიმილი გაუკრთა გოგონას -სიმართლე გითხრა, მასთან ერთად წასვლა მეც სიგიჟემდე მინდა -როგორც იქნა აღიარე, რომ თავადაც მოგწონს ეგ ტიპი -მომწონს რბილი ნათქვამია ალექს. მგონი ზუსტად იცის, როგორი მანერების კაცს შეუძლია ჩემთვის თავბრუს დახვევა და ამ ყველაფერს სპეციალურად მიკეთებს -ჰოდა თუ ეგრეა, წადი სადაც მიჰყავხარ! ყოველი შემთხვევისთვის დამცავი მაინც ჩანთაში გედოს -უკვე ნერვებს მიშლი -კიდევ ერთხელ გილოცავ დამდეგს ნატალი -თბილი ხმით უთხრა მას, მამაკაცმა -გისურვებ მთელი ცხოვრება მისტერ ბინივით ბედნიერი სახე გქონდეს -მე კი გისურვებ ცხოვრებაში ის გეპოვოს, რასაც ყველაზე მეტად ეძებ -საპასუხო სითბოთი მიუგო მას, გოგონამ და რამდენიმე წამის შემდეგ ღიმილით დასძინა:-რჩევისთვის მადლობა . . . მოსმენისთვისაც . . . ამ სატელეფონო საუბარმა, გადაწყვეტილების მიღება საგრძნობლად გაუმარტივა ნატალის. უკვე აღარ იტვირთავდა თავს იმაზე ფიქრებით, თუ რას, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა ახალი წლის ღამეს ყველაფერი ცუდი დაევიწყებინა და მხოლოდ იმ სურვილებს მიჰყოლოდა, რომლებიც რეალურად ჰქონდა. დრო აღარ დაუკარგავს. როგორც კი კიდევ ერთხელ შეავლო თვალი საწოლზე დალაგებულ საჩუქრებს, კვლავ ტელეფონს დასწვდა და ამჯერად სებეს ნომერი მოძებნა. სულს სასიამოვნოდ უფორიაქებდა იმის გააზრებაც კი, რომ წლევანდელ ახალ წელს მასთან ერთად შეხვდებოდა. რატისთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, პირველად გრძნობდა საპირისპირო სქესის მიმართ ამხელა მიზიდულობას, თუმცა მეორეს მხრივ, რატისა და სებეს ვერც კი ადარებდა ერთმანეთს. ორივენი იმდენად განსხვავდებოდნენ, როგორც თეთრი და შავი ფერები, რომელთაც სრულიად არაფერი ჰქონდათ საერთო. ყურმილში გაბმული ზუმერის ხმა მალევე ჩაანაცვლა მამაკაცის მომხიბვლელმა ბარიტონმა. ნატალიმ უნებურად თვალები დახუჭა. იმდენად მოსწონდა სებეს ხმის ტემბრი, შეეძლო დაუსრულებლადაც კი ესმინა მისთვის. -მეგონა წელს თოვლის ბაბუა არაფერს მაჩუქებდა, ძალიან ცუდად ვიქცეოდი -ყოველგვარი მისალმების გარეშე დაიწყო გოგონამ, თან თვითონაც გაეღიმა საკუთარ ნათქვამზე -მაგრამ კართან ლამაზი ყუთი დამხვდა, პრინცესას კაბითა და მეჯლისის მოსაწვევით. თავი ზღაპრული კონკია მგონია -იმედია შენს ზღაპარში პრინცი ვარ და არა კეთილი ფერია -გაისმა სებეს პასუხი ყურმილის მეორე მხრიდან. მართალია გოგონა ვერ ხედავდა, თუმცა მამაკაცს ხმაზეც ნათლად ეტყობოდა, რომ იმ წამს იღიმოდა. -ვიზუალითა და მანერებით, ნამდვილად ჰგავხარ სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, თუმცა ერთი ზედმეტი შეხება ჩემი თანხმობის გარეშე და მეც კონკიას მსგავსად გაგექცევი, თანაც ისე, რომ არც ფეხსაცმელს დაგიტოვებ კიბეზე -ეს თანხმობას ნიშნავს? გოგონას კვლავ გაეღიმა, თავის კაბას კიდევ ერთხელ შეხედა კმაყოფილი სახით და ყურმილმომარჯვებული გადაწვა საწოლზე. -ეტლი მოამზადე სებე. ზუსტად ერთ საათში მზად ვიქნები . . . წინასამეჯლისო „მოსამზადებელმა სამუშაოებმა“, საბოლოო ჯამში, იმაზე რამდენიმე წუთით ნაკლები წაიღო, რაც გოგონას სებესთვის ჰქონდა ნათქვამი. დიდი სარკის წინ მდგომი, იისფერ კაბაში გამოწყობილ საკუთარ ანარეკლს უყურებდა და ბოლოებში დატალღულ, გრძელ თმას ისწორებდა. ერთი შეხედვით საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ეჩვენებოდა, რომ რაღაც მაინც აკლდა. მალევე მიხვდა ეს რაც იყო –სამკაული! მთელი მისი მორთულობა სამკაულის დანაკლისს განიცდიდა, თუმცა საკუთარ ზარდახშაში ისეთი ვერაფერი იპოვა, რაც მის კაბას მოუხდებოდა. იმედი გაუცრუვდა. წამით ისიც დააპირა ლალიტას ოთახიდან ეთხოვა რამე, თუმცა მერე გაახსენდა, რომ მის დაქალს არც კულონები უყვარდა და არც სამაჯურები, რის გამოც, მოღუშული სახით ჩამოჯდა ფანჯარასთან მიდგმულ კრემისფერ სავარძელზე. გონებაში საკუთარი თავის გამხნევებას მოჰყვა. ბევრი არც არაფერი მოხდებოდა, თუკი ამ საღამოს, კაბის შესაფერისი სამკაული არ ეკეთებოდა. მთავარი იყო იდეალურად გამოიყურებოდა და სამოსიც ნათლად გამოკვეთდა მისი სხეულის ფორმებს. ფანჯარასთან ჩამომჯდარმა, ღამის ცას ახედა. სულ რამდენიმე საათიც და ამ ცაზე ლამაზი ფეიერვერკები დაიწყებდნენ ნათებას. ბავშვივით უყვარდა მათი ყურება გოგონას. მისი მხრიდან ახალი წლის სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ფეიერვერკების შოუ იყო და ეს ფაქტი დღემდე უცვლელი რჩებოდა. შარშანდელი ოცდათერთმეტი დეკემბერი მოაგონდა. ზუსტად ამ დღეს, ლალიტასთან ერთად ისვენებდა პარიზში, ქალაქის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, საიდანაც ეიფელის ულამაზესი ხედი იშლებოდა. მთელი წლის ნაგროვები ფულით, გოგონებმა გადაწყვიტეს ახალი წლის დღეები ევროპის რომელიმე ქვეყანაში გაეტარებინათ. ამ მიზეზით, ხუთ პატარა ბარათზე, ხუთი სხვადასხვა ქვეყნის სახელი დაწერეს, ბარათები დაჭმუჭნეს, მაგიდაზე დააწყვეს და თითოეულმა მათგანმა ორ-ორი ბარათი გადააგდეს, ხოლო ბოლო დარჩენილი ერთი კი გახსნეს. წინასწარ შერჩეულ ხუთ ქვეყანას –იტალიას, საფრანგეთს, ბელგიას, ავსტრიასა და ესპანეთს შორის, შემთხვევითობის პრინციპით საფრანგეთი ხვდათ წილად. უნდა ეღიარებინათ, საკმაოდ ნასიამოვნები დარჩნენ ამ ფაქტით, რადგან ფრანგულ ენასა და სამზარეულოზე ორივენი ერთნაირად გიჟდებოდნენ. დაუვიწყარი მომენტები აგონდებოდა იმ დღეებიდან ნატალის. ეს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინებდა ლალიტას მონატრებას, ვისთანაც უკვე რამდენი ხანი იყო ნორმალურად აღარც კი ესაუბრა. ცდილობდა ზედმეტად არც თვითონ შეეწუხებინა, თუმცა ფაქტი იყო უკვე ძალიან ენატრებოდა და ეს მონატრება მძიმე ნოსტალგიაში გადასდიოდა. გოგონამ ტელეფონი აიღო და საათს დახედა. ისრები უკვე საღამოს ცხრას უჩვენებდნენ. ის-ის იყო გაიფიქრა სებე უკვე აქ უნდა იყოსო, რომ ზუსტად იმ დროს გაისმა კარზე კიდევ ერთი ზარის ხმა. ვინაიდან ერთი ადამიანის გარდა არავის ელოდა, უკვე ზუსტად იცოდა ვინც იქნებოდა, ამიტომ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე წამოხტა ფეხზე, საძინებლიდან გამოვიდა და პირდაპირ ჰოლისკენ გაუხვია, სტუმრის შესაგებებლად. როგორც ელოდა, ზღურბლთან მართლაც სებე იდგა. კარის გაღების თანავე, მხედველობის ფოკუსში მისი მუქი ლურჯი თვალები მოხვდა გოგონას, პირდაპირ მას რომ უცქერდნენ იდუმალი მზერით. თითქოს თბილი ჟრუანტელის საბანში გაეხვია ნატალი მისი დანახვისას. ქათქათა პერანგსა და მუქი ფერის, კლასიკურ შარვალში გამოწყობილი სებე, მკლავზე გადაფენილი ამავე ფერის პიჯაკით, იმდენად მაცდურად გამოიყურებოდა გოგონას თვალში, ერთადერთი რაზეც ეფიქრებოდა, იმ სიახლოვის ზღვარის გადალახვა იყო, რაც მათ შორის არსებობდა. მამაკაცი კვლავ დაჟინებული მზერით უყურებდა იისფერ კაბაში გამოწყობილ ნატალის. მისი მზერა, თითქოს ცეცხლივით ეკიდებოდა გოგონას კანს. ოდნავადაც კი არ ეხებოდა სებე, თუმცა თავისი გამოხედვით იმდენს უკეთებდა, რომ მილიონობით შეხებას უდრიდა. -როგორც ვხედავ მზად ხარ -კმაყოფილი ხმით აღნიშნა მამაკაცმა, რითაც ნატალიც გამოაფხიზლა და სადღაც, მოუსავლეთში წასული საკუთარი გონებაც. -კარგად გამოიყურები -პასუხის გაცემას, მისი კონპლიმენტით შემკობა არჩია გოგონამ -კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილს პირველად გხედავ -დამიჯერე, რომ არა ამ საღამოს ორგანიზატორების მიერ დაწესებული დრესკოდი, ამ ფორმაში ვერასდროს მნახავდი ნატალის გაეცინა, თავისი სიცილით კი სებესაც მოჰგვარა ოდნავი ღიმილი. -ამდენად გეზიზღება ჩაცმის ეგ სტილი? -ზუსტად ისე, როგორც მზარეულის თმა, ჩემს შეკვეთილ კერძში -შემოდი -მხოლოდ იმ წამს გაიაზრა გოგონამ, რომ მამაკაცი ისევ ზღურბლთან იდგა. -მგონი ჯობია კარი ჩაკეტო და თავად გამოხვიდე, თორემ იმდენად კარგად გამოიყურები, ეჭვი მაქვს ეს საღამო საწოლში დასრულდება -რა? -დაწყნარდი, ვხუმრობ -ნატალის გამომეტყველებაზე, ეშმაკური ღიმილი ჩაუდგა თვალებში მამაკაცს -უბრალოდ, საცობების გამო შეიძლება დავაგვიანოთ და კარგი იქნება, თუკი ახლავე წავალთ -არ მეგონა გარყვნილი ხუმრობების მოყვარული თუ იყავი -ძალიან რთულია კაცს გარყვნილი ფიქრები არ მოაწვეს, როცა შენ გხედავს -თვალი ჩაუკრა და როგორც კი თანამოსაუბრის სახეზე კვლავ იგივე გამომეტყველება ამოიცნო, დაამატა:- ეს ხუმრობა აღარ ყოფილა, სრული სერიოზულობით ვთქვი ლიფტიდან მოყოლებული მანქანაში ჩაჯდომამდე, ხმა არც ერთს ამოუღია და არც მეორეს. მხოლოდ სებეს სახეს დასთამაშებდა ირიბი ღიმილი, ხოლო გოგონა, ყინულივით ცივ გამომეტყველებას ინარჩუნებდა და საღამოს კაბაზე მოცმული მანტოს დიდ ღილებს, ფრჩხილებით ნერვიულად აწვალებდა. ქუჩებში საზეიმოდ აენთოთ საახალწლო განათებები. ხალხმრავლობა იგრძნობოდა ყოველ კუთხესა თუ კუნჭულში. სადღესასწაულოდ გაბრჭყვიალებულ, ორსართულიან, ღია ავტობუსებში, ანიმატორის ფორმებში გამოწყობილი ახალგაზრდები ცეკვავდნენ, საახალწლო სიმღერებზე, თან თითოეულ გამვლელ-გამომვლელს, ვის ყურადღებასაც იგრძნობდნენ, მხიარულად უქნევდნენ ხელს. ყოველივე ამას, საქარე მინიდან, დაკვირვებით ადევნებდა თვალს ნატალი. საახალწლო განწყობა, უკვე მის გულშიც შემოსულიყო და უზომოდ მადლიერიც გახლდათ სებესი, ვინც იგი ამ ღამის მარტო გატარებისგან იხსნა. მეორეს მხრივ, ცოტათი ეშინოდა. ეშინოდა, რადგან ეს მამაკაცი მისთვის ნარკოტიკივით იყო. იმ ნარკოტიკივით, რომელიც ყველაზე ძლიერ დამოკიდებულებას იწვევდა. სურვილისგან კანიც კი უხურდა, ისე სურდა მასთან სიახლოვე, მის მკლავებში აღმოჩენა, ან უბრალოდ სახეზე შეხება და ოკეანესავით ლურჯ თვალებში ჩაკარგვა. ქვედა ტუჩზე კბილებს მთელი ძალით იჭერდა, როდესაც წარმოიდგენდა როგორ დასრიალებდნენ მამაკაცის ხელები მის სხეულზე. სებესგან წამოსული სურნელიც კი ისეთი მაცდუნებელი იყო, იმდენად აბრუებდა, რომ საკუთარ თავს ყველაზე უმწეო ადამიანად თვლიდა მთელ სამყაროში. -დაძაბული ხარ თუ მეჩვენება? -სიჩუმით გაჯერებულ სივრცეში რომ მამაკაცის ხმა გაისმა, სწორედ მაშინ გამოერკვა ქაოტური ფიქრების ბურუსიდან გოგონა. თითქოს ზუსტად იმ წამს გაიაზრა, რა ფიქრებიც უტრიალებდა თავში მთელი ეს დრო და მათი ისე შერცხვა, თითქოს სებეს მის გონებაში არსებული აზრების წაკითხვა შესძლებოდა. -საიდან მოიტანე, რომ დაძაბული ვარ? -იმდენად თავდაჯერებული ტონი მოიშველია, ადამიანი ეჭვსაც კი ვერ შეიტანდა მისი სიტყვების სიმართლეში. -არ ვიცი . . . ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემთან ხარ, მაგრამ ამავდროულად, რომელიღაც უცხო განზომილებაში დაფრინავ -და შენ არ დაფრინავ სხვა განზომილებაში? -ცბიერი ხერხით სცადა წამოწყებული საუბრისგან თავის დაძვრენა. ჩათვალა, რომ ქალური ეშმაკობის მოშველიება სწორედაც დროული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიბნეოდა და შეიძლებოდა რაღაც სისულელეც კი წამოეროშა. -მე? -ჰო, შენ. მას მერე, რაც ამ კაბაში დამინახე, ისე მიყურებ, თითქოს ერთადერთი ქალი ვიყო ამ პლანეტაზე მამაკაცი რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად ატრიალებდა საჭეს. მხოლოდ იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა მის ბაგეებს, რაც კიდევ უფრო ინტიმურს ხდიდა სიტუაციას გოგონასთვის. -ერთადერთი ქალი არ ხარ, მაგრამ ის ნამდვილად ხარ, ვინც მიზანში მყავს ამოღებული -და ვინც მიზანში ამოიღე ყველა შენი გახდა? -ცალი წარბი აეზიდა და ისეთი მედიდური მზერით შესცქეროდა, როგორც სამეფო ტახტში მჯდომი მონარქი, თავის მორჩილ ქვეშევრდომს. -ასეთ თემებზე საუბარი არ მჩვევია, მაგრამ შენს მოსაპოვებლად რომ ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, ეს ზუსტად ვიცი ცხელმა ტალღებმა დაუარეს მთელ სხეულში ნატალის. პირველად ჰქონდა შეხება ისეთ ადამიანთან, ვისშიც აბსოლუტურად ყველაფერი იზიდავდა. მოსწონდა მისი მოქცევა, პასუხები, მანერები, ის მომხიბვლელი სიდინჯე, რაც მამაკაცს ყოველთვის თან სდევდა და ის ვნებით გაჯერებული შარმიც, მუდამ რომ ასხივებდა სებეს პიროვნება. მამაკაცის თავშეკავებულობაც კი აგიჟებდა. ის ფაქტი, რომ ჯერ ოდნავადაც არ ცდილობდა მის შეხებას, თან სტანჯავდა, თან ამშვიდებდა. თავადაც ვერ გაეგო რა უნდოდა და ეს გაორება, უკვე მის სულსაც აფორიაქებდა. -როდესაც მამაკაცი ქალისთვის ბრძოლას იწყებს, წაგებისთვისაც მზად უნდა იყოს -როგორც იქნა ხმა ამოიღო გოგონამ და საპასუხო „დარტყმის“ მოლოდინში მამაკაცს გახედა. -ქალიც უნდა იყოს მზად დამარცხებისთვის და იმ ფაქტის აღიარებისთვის, რომ ეს მამაკაცი უკვე სისხლში ჰყავს გამჯდარი -ამით რისი თქმა გინდა? -იმის, რომ როდესაც გკოცნი, შენში ათასი სხვადასხვა ემოცია იღვიძებს -თქვა თუ არა, ისეთი დამაბნეველი ღიმილით გადმოხედა, ნატალიმ უნებურად გადააგორა ყელში მოზრდილი ნერწყვი -ვგრძნობ, რომ მთელი შენი სხეული ითხოვს ჩემთან სიახლოვეს. მხოლოდ ტვინი გეწინააღმდეგება და გაიძულებს ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელთა გადადგმა სულაც არ გინდა -და იქნებ მხოლოდ შენ გაქვს ჩემთან სიახლოვის სურვილი? პირველ ნაბიჯებს ხომ მუდამ შენ დგამ ხოლმე? -ნიშნის მოგებით გაეპასუხა ის. ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ ახლა, ამ საუბარში არ დამარცხებულიყო -იქნებ მას შემდეგ ამიკვიატე, რაც შენს ნომერში დამხატე, ნახევრად შიშველი? -ულამაზესი იყავი მაშინ -თითქოს მისი დანარჩენი სიტყვები ვერ გაიგოო, ისე აღნიშნა სებემ, თან წამით თვალები დახუჭა, თითქოს გონებაში იმ მომენტების გაცოცხლებას ცდილობსო -ახლაც გუშინდელივით მახსოვს შენი ხორბლისფერი კანი, მკერდზე ჩამოშლილი მბზინვარე თმა, ტუჩები, რომლებიც იმდენად მიწვევდნენ, საღ აზრსაც კი ძლივს ვინარჩუნებდი. მახსოვს გამოხედვა, რომლითაც მიყურებდი. თითქოს მთხოვდი შეგხებოდი და მოდი ვაღიარებ, იმ მომენტში თავს ძლივს ვიკავებდი, რომ წარმოსახვები რეალობად არ მექცია. მაგ ღამით, ნორმალურად დაძინებაც კი ვერ შევძელი -ვერც მე -სპონტანურად აღიარა გოგონამ, თან საქარე მინაც ჩამოსწია, რადგან მამაკაცის სიტყვების მოსმენის შემდეგ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს პირში ვიღაც მდუღარე წყალს ასხამდა და მთელ შიგნეულობას უწვავდა. -თუკი ასეა, აღიარე -რა ვაღიარო? -ნებისმიერი რამ, რასაც ახლა ფიქრობ -მსწრაფლ მიუგო მამაკაცმა -უბრალოდ ის თქვი, რაც ენაზე პირველად მოგადგება -რაც ენაზე პირველად მომადგება? -მისი კითხვა გაიმეორა, ცოტა ხნით ჩაფიქრდა და სავარძელზე ზურგით მიყრდნობილმა ჩუმად ამოიჩურჩულა: -შენ რაღაც სხვა ხარ სებე . . . არ შეიძლება ნამდვილი იყო . . . მიუხედავად ასეთი სიტყვებისა, მამაკაცს აღნიშნულ თემაზე საუბარი აღარ გაუგრძელებია. მხოლოდ გოგონას ხელს დასწვდა რამდენიმე წამის შემდეგ, იგი ტუჩებთან ახლოს მიიტანა, ნაზად აკოცა და კვლავ გვერდულად გახედა ემოციებისგან გაფითრებულს. -თუ სანთებელას გამოყენებას არ აპირებ, ის არც უნდა აანთო -თქვა მან ღიმილით -შენ ეგ სანთებელა მაშინ აანთე, როდესაც თავად მოხვედი ჩემთან, ახლა კი უკვე მე აღარ შემიძლია . . . -აქ მამაკაცი გაჩერდა, თითქოს შესაფერისი სიტყვების პოვნას ცდილობსო, თუმცა დუმილი რომ საკმაოზე მეტხანს გაიწელა, ნატალიმ გადაწყვიტა თავად ჩასძიებოდა: -რა აღარ შეგიძლია? წინადადება დაასრულე -იმდენი მოახერხე, აღარ შემიძლია შენზე უარის თქმა . . . ეს უკვე ჩემს ძალებს აღემატება . . . კვლავ დუმილი ჩამოწვა მოძრავი ავტომობილის სალონში. ნატალი სიტყვასაც ვერ ძრავდა, ან კი რა პასუხი უნდა გაეცა, როცა ქაოსით მოცულ გონებაში აზრად არაფერი მოსდიოდა? მის დაბნეულობას სებეც ამჩნევდა, ამიტომ სიტყვასაც აღარ ძრავდა, მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი კიდევ უამრავი ჰქონდა. ჯერ კიდევ ვერ გაეგო, თუ რატომ უწევდა წინააღმდეგობას გოგონა საკუთარ რეალურ სურვილებს. დაზუსტებით იცოდა, რომ ეს ყველაფერი თიკას გამო არ ხდებოდა. ნატალი ბევრად სერიოზულ რამეს უფრთხოდა. სწორედ ამიტომ იხევდა უკან გამუდმებით და მამაკაცს ისე გაურბოდა, როგორც უმწეო, დაუცველი ადამიანი ძლევამოსილ, სისხლისმსმელ ვამპირს. -მე საცოლე არ მყავს ნატალი -მოულოდნელად წარმოთქვა სებემ, რადგან ხვდებოდა, რომ უკვე სრულიად შესაფერისი დრო იყო ამ საიდუმლოსთვის ფარდის ასახდელად. -რა თქვი? -საცოლე არ მყავს-მეთქი -კვლავ გაუმეორა მამაკაცმა -თიკა ჩემი უკანონო დაა, რომელიც, ვიღაც შემთხვევითი ტიპისგან დაორსულდა და ცოლადაც იმიტომ მომყავდა, რომ მშობლებისთვის ამის თქმის ეშინოდა. თუმცა ბოლოს მაინც გაბედა და ეგ ყალბი ნიშნობის ამბავიც წარსულს ჩაბარდა თითქოს სული ეტკინა ამ სიტყვების მოსმენაზე ნატალის. მამაკაცი, ვინც გვერდით ეჯდა, ცდილობდა მის მიმართ აბსოლუტურად გულწრფელი ყოფილიყო. ისეთ საიდუმლოს ამჟღავნებდა, რომელსაც მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანს თუ ეტყოდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა სებეს სერიოზულ ზრახვებზე მის მიმართ, თვითონ კი . . . განა სუფთა ჰქონდა სინდისი? იმასაც კი ვერ ამბობდა, რომ ყველაფერი ეს, გაცილებით უფრო ადრე გაიგო, ვიდრე სებეს პირიდან მოისმენდა. არ შეეძლო აეხსნა, რომ მასზე წინასწარ მოიძია ინფორმაცია, გეტეხა მისი სოციალური ქსელები და მეტიც, ერთი პერიოდი იყენებდა კიდეც მამაკაცს თავისი გეგმების განხორციელებისთვის. უკანასკნელ არარაობად თვლიდა საკუთარ თავს იმ მომენტში. ეზიზღებოდა კიდეც, თუმცა ყველაზე მეტად მაინც რატიზე ბრაზობდა, რადგან სწორედ მასთან დაშორების შემდეგ ჩაუსახლდა ქვეცნობიერში ის გრძნობა, რომ არც ერთი მამაკაცი არ იყო შებრალებისა და დანდობის ღირსი. -ამას მე რატომ მიყვები? -სუნთქვააკანკალებულმა მარტო იმიტომ ამოიღო ხმა, რომ ჩამოვარდნილი სიჩუმე, უკვე აუტანლად უწუოდა ყურებში. სებემ მხოლოდ რამდენიმე წამით გამოხედა, მერე კი კვლავ გზის მიმართულებით გაატრიალა თავი. -იმიტომ, რომ არ მინდა გაუგებრობა იყოს ჩვენ შორის. არც ის მინდა იფიქრო, რომ საცოლე მყავს და ქორწინებამდე დროებით საყვარელს ვეძებ. შენში არაფერია ისეთი, რაც რომელიმე კაცს უფლებას მისცემს ასე შემოგხედოს -დამიჯერე, მაგ საკითხში ყველა შენს აზრს არ იზიარებს. მამაკაცები ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ კი ყველანაირ ქალს გაუგონ გემო და ყოველი გოლის გატანისას, ერთი ქულა დაიწერონ. სხვის გრძნობებზე დღეს უკვე აღარავინ ფიქრობს -ვინმემ გული გატკინა? -ინტერესთან ერთად, თანაგრძნობაც ჩანდა მის შეკითხვაში. ისეთი ბავშვური ცნობისმოყვარეობით უყურებდა იმ წამს, ნატალის დაუოკებელმა სურვილმა მოუარა ტუჩებზე დაძგერებოდა და საათობით დაკავებულიყო მათი დაგემოვნებით, მაგრამ დროულად გააჩუმა გონებაში უეცრად გაჩენილი აზრები. -უკვე ოცდაექვსის ვარ სებე -დუმილს ამჯობინა შუალედური პასუხი აერჩია -ეს უკვე ის ასაკია, როცა ყველა ვარიანტში გაქვს გამოცდილი ერთი წარუმატებელი ურთიერთობა მაინც -წარუმატებელს გააჩნია. ზოგი მეტად რჩება ჩვენს გონებაში, ზოგი ნაკლებად, ზოგს კი არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ -ცდილობ გაიგო ჩემი ურთიერთობა აქედან რომელ კატეგორიას მიეკუთვნება? -გაეღიმა გოგონას. ხვდებოდა, რომ მამაკაცი კითხვების პირდაპირ დასმას თავს არიდებდა და შემოვლითი გზებით ცდილობდა მისთვის რამე დაეცდენინებინა. უნდა ეღიარებინა, მოხიბლულიც კი იყო მისი პატარა ეშმაკობით. -თუ არ გინდა, ნუ მიპასუხებ -არა, რატომ? -მხრები აიჩეჩა. მოცემულ მომენტში ნათლად იგრძნო, რომ ამ თემაზე საუბარი გულს იმდენად აღარ უმძიმებდა -ერთ დროს მართლაც უდიდესი მოვლენა იყო ის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვგრძნობ თანდათან როგორ უფერულდება ყველაფერი, რაც მასთან იყო დაკავშირებული -და მაგას როგორ გრძნობ? -აშკარად უფრო მეტის გაგების წყურვილი კლავდა მამაკაცს. გულში რაღაც უსიამოვნოდაც სწიწკნიდა, როდესაც წარმოიდგენდა, თუ როგორ ტკბებოდა ერთ დროს ნატალის ტუჩებითა და სხეულით სხვა მამაკაცი. -სიტყვებით ვერ აგიხსნი. ალბათ როცა აღარ გახსენდება, არც იმ ადგილებს სტუმრობ, სადაც ერთად გაგივლიათ და არც მის სატელეფონო ზარებზე გიჩქარდება პულსი, მგონი აქ უკვე ყველაფერი დასრულებულია -ესე იგი დღემდე გირეკავს -ჰო -უარყოფა არც უფიქრია გოგონას -პასუხობ ხოლმე? -არა -მერე ჩაეცინა და თვალები ოდნავ მოჭუტა -მეჩვენება თუ ეჭვიანობ? -არ გეჩვენება -სებემაც გულწრფელობა არჩია შემოვლით პასუხს, რითაც კიდევ ერთხელ მოჰგვარა სასიამოვნო ჟრუანტელი ნატალის. -მაგრამ ურთიერთობის იმ ეტაპზე არ ვართ, ეჭვიანობის უფლება რომ გქონდეს -ჯერ ყველაფერი წინაა -საკმაოდ თავდაჯერებული განაცხადია შენი მხრიდან -მთელი სხეულით მოშვებულიყო გოგონა და ნელ-ნელა უფრო და უფრო ახალისებდა წამოწყებული დიალოგი -შემთხვევით ურთიერთობაში მკაცრი და დესპოტიც ხომ არ ხარ, ვინც ყველა ნაბიჯს უკონტროლებს თავის არჩეულ ქალს? სებეს გაეცინა. მისი შეკრული შუბლი თანდათან გაიშალა და ამჯერად სახეზე მხიარულმა გამომეტყველებამ დაიდო ბინა. -დესპოტიზმი და კონტროლი არაფერში მჭირდება. ჩემი პარტნიორისთვის ისედაც არ იარსებებს ვინმე სხვა -ეგრე რატომ გგონია? -იმიტომ, რომ ლოგინში სასწაულებს ვახდენ -თქვა თუ არა, გოგონას რეაქციებს დააკვირდა და როგორც კი მისი ალეწილი სახე დაინახა, გამხიარულებულმა დასძინა:-კარგი, დამშვიდდი, სულ სხვა რამის თქმა მინდოდა, ვიხუმრე -ჰოდა თქვი -სიტუაციის განსამუხტად ნატალიმაც ჩაიცინა. -უბრალოდ როდესაც მამაკაცი თავისი ცხოვრების ქალს ირჩევს, მისი გაბედნიერების მცდელობა არასდროს უნდა შეწყვიტოს. ასეთი ადამიანისგან ქალი არასდროს გარბის და არც სხვა პარტნიორს ეძებს ვნებების ჩასაცხრობად -ანუ აპირებ სწორედ ასეთი იყო -როგორი? -ისეთი, ვინც საკუთარი მეორე ნახევრის გაბედნიერებაზე მუდამ იზრუნებს -ზოგიერთი ადამიანი თავის ცხოვრებას ისე ასრულებს, რომ მაგ მეორე ნახევარს საერთოდ ვერ პოულობს -პირდაპირ პასუხს მაინც თავი აარიდა მამაკაცმა -ვნახოთ მე რას მიმზადებს ბედისწერა კრინტი აღარ დაუძრავს ნატალის. მართალია უნდოდა დუმილის გასაფანტად კიდეც ჩამოეგდო საუბარი რამე თემაზე, თუმცა აღარ დასჭირდა, რადგან სწორედ იმ მომენტში, სებეს მანქანამ სვლა შეანელა და საქარე მინიდან ნათლად გამოიკვეთა იმ სასტუმროს აბრა, სადაც საახალწლო მასკარადი იმართებოდა. საუბარში დრო ისე სწრაფად გასულიყო, ვერც კი გაიგო როგორ მიადგნენ სასურველ ადგილს. პარკინგზე, მათ გარდა უამრავი მანქანა ეყენა. ახალი წლის მოსვლასთან დაკავშირებით, რეგულაციებიც დროებით მოხსნილიყო და აღარც საზოგადო თავშეყრები იკრძალებოდა. სწორედ ამიტომ, მასკარადის ჩატარება სრულიად ნებადართული გახლდათ სასტუმროს მფლობელებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც მისი ორგანიზება ჰქონდათ დავალებული. უზარმაზარი, დიდჭაღიანი დარბაზი, სადღესასწაულო კაბებსა და ფერად-ფერად ნიღბებში გამოწყობილი ხალხით იყო სავსე. იქაურობა დაბალ, თბილ ცისფერ განათებას მოეცვა. ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ჰანგები იღვრებოდა, სპეციალურად სასცენოდ გამოყოფილი ადგილიდან, სტუმრებს კი, თეთრ უნიფორმებში გამოწყობილი, ვერცხლისფერნიღბიანი ოფიციანტები ემსახურებოდნენ, შამპანურის, სხვადასხვა კოქტეილებისა და ხილის წვენებით სავსე, მრგვალი სინებით რომ დააბიჯებდნენ ხალხს შორის. დარბაზის ბოლოში, ბარისთვის განკუთვნილი, საკმაოდ მოზრდილი დახლიც იწონებდა თავს. თაროები ათასგვარი ალკოჰოლური და შედარებით მსუბუქი სასმელის ბოთლებით იყო გადავსებული, რომელთაც, უკვდავების ვაშლის ხის ქვეშ მწოლიარე დრაკონივით დარაჯობდა, ზუსტად ოფიციანტების მსგავს სამოსში გამოწყობილი ბარისტა გოგონა, კარედ შეჭრილი, ლურჯი თმითა და თითებზე დახატული უცნაური სვირინგებით. მეტად გემოვნებიანი იყო დარბაზის დეკორატიული გაფორმება და ინტერიერი. ნატალის, შიგნით მოხვედრის თანავე გაუჩნდა შეგრძნება, რომ ამ ადგილას ყოფნა, თანაც სებესთან ერთად, საკმაოდ ამაღლებულ განწყობას შეუქმნიდა, ხოლო ეს შეგრძნებები, მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებოდა. -ულამაზესია აქაურობა -ღიმილით აღნიშნა გოგონამ, როგორც კი ტკბილეულითა და ხილის ასორტით გაფორმებულ, გრძელ მაგიდას მიუახლოვდნენ. მის სახეს, სანახევროდ ფარავდა შავი ნიღაბი, ხოლო ტალღებად ჩამოშლილი თმა, ლამაზად ეფინებოდა შიშველ მხრებზე. -ჰო, ლამაზია, მაგრამ მგონი ამ გარემოს მაინცდამაინც არ ვუხდები -რატომ? -ერთადერთი ვარ, ვისაც ნიღაბი არ უკეთია -ჯერ იქ შეკრებილ საზოგადოებას მოავლო თვალი, მერე კი ნატალის შეხედა -თავი თეთრი ყვავი მგონია -მის გაკეთებაზე თავად განაცხადე უარი -უთხრა თუ არა, სამასკარადე ნიღაბი თავადაც დაუფიქრებლად მოიხსნა სახიდან და ტკბილეულის მაგიდაზე შემოდო -თუმცა მოდი მაინც გაგიწევ სოლიდარობას და მეც შენსავით ვივლი -მგონი ეგრე ბევრად უკეთ გამოიყურები -ღიმილით აღნიშნა, თან მრგვალი ფორმის შოკოლადი აიღო დიდი, ვერცლისფერი თეფშიდან. მისი ნახევარი თავად მოკბიჩა, ხოლო მეორე ნახევარი გოგონას მიუტანა ტუჩებთან -მიდი, გასინჯე რამდენიმე წამით გაშტერებული დაჰყურებდა ნატალი მის ხელს, თუმცა მერე, თითქოს ვიღაცამ უკნიდან მუჯლუგუნი ჰკრაო, გონს სწრაფად მოეგო, პირი ოდნავ გააღო და სებეს გამოწვდილი შოკოლადის ნატეხი, ტუჩებით გამოსტაცა მის თითებს. უცნაურმა ჟრუანტელმა თითქოს მთელ სხეულში ცხელ ტალღებად დაუარა, როდესაც დაინახა თუ როგორ აიღო მამაკაცმა ამჯერად განსხვავებული ფორმის შოკოლადი, როგორ მიიტანა პირთან და როგორ გაილოკა ქვედა ტუჩი მისი გადაყლაპვის შემდეგ. უძლური იყო ამ ადამიანის წინაშე. თითოეული მისი პატარა, უმნიშვნელო მოქმედებაც კი იმდენად აღაგზნებდა, დღითიდღე უძნელდებოდა საკუთარ თავთან, თუ სურვილებთან ბრძოლა. უკვე ძალიან დიდი ხანი იყო, რაც ამდენად ძლიერი ვნება არავის მიმართ განეცადა. მიზიდულობა, თითქოს ყოველი წამის გასვლასთან ერთად იზრდებოდა და ხახადაღებული უფსკრულისკენ მიაქანებდა ნატალის. იმ უფსკრულისკენ, რომლის ბოლოშიც არც კი იცოდა რა ელოდა. -როგორც ვხედავ შოკოლადის დიდი მოყვარული ხარ -მხოლოდ იმიტომ აღნიშნა ნატალიმ, რომ გონებაში დატრიალებული ქარიშხლიანი აზრები მოეშორებინა. -შოკოლადს შამპანიურიც უხდება. დალევ ჩემთან ერთად? -ხმა იდუმალი გაუხდა, გამოხედვა ვნებიანი. გოგონამ კიდევ ერთხელ გადააგორა ყელში მოზრდილი ნერწყვი. -გინდა დამათრო? -შენი სიმთვრალით ნამდვილად არ ვისარგებლებ, მაგრამ მაინტერესებს ნასვამი როგორი ხარ -ნასვამი? -გაეღიმა, თან მხრები ოდნავ აიჩეჩა -ძალიან უწყინარი ვარ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უფრო გახსნილი და მოსიყვარულე ვხდები -ჰოდა მშვენიერი დროა იმისთვის, ეგ გახსნილი და მოსიყვარულე ნატალი მეც გამაცნო -იმ წამს ჩამოვლილი ოფიციანტის სინიდან, შამპანიურის ორი ჭიქა აიღო, ერთი თავისათვის დაიტოვა, მეორე კი გოგონას გაუწოდა. -ბევრს ვერ დავლევ, მინდა ახალ წელს ფხიზელი შევხვდე -თქვა ისე, რომ მამაკაცისთვის მზერა არ მოუშორებია. -მე მით უმეტეს. ხომ არ დაგავიწყდა, საჭესთან ვარ. აქედან კიდევ ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო -სად? -იქ, სადაც ქალაქის ყველაზე ლამაზი ხედი იშლება -მიუგო სებემ იდუმალი ღიმილით, ქარვისფერი სითხე ოდნავ მოსვა და მას, ოდნავ მოშორებით, ცარიელი ჭიქებისთვის განკუთვნილ მაღალ მაგიდაზე მიუჩინა ადგილი. მერე უკნიდან მოუარა გოგონას. ცალი ხელი წელზე მოხვია, მეორეთი სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუყარა და ტუჩები ყურის ბიბილოსთან იმდენად ახლოს მიუტანა, მათგან წამოსული სითბოც კი მთელი კანით შეიწოვა ნატალიმ. -მითხარი, გინდა ჩემთან? -თითქოს ხმაც კი შემზარავად მაცდუნებელი ჰქონდა იმ მომენტში მამაკაცს. ნატალის მოთმინება უკვე ბოლო წამებს ითვლიდა. -ასე არ უნდა იქცეოდე -ლამის ამოიკვნესა თავბრუდახვეულმა. -უბრალოდ მიპასუხე -დუმილის უფლებას ვიყენებ -ანუ ასე, არა? -ნატალის ჭიქა, სწორედ იმ ადგილას შემოდო, რომელზეც თავის შამპანიურს მიუჩინა ადგილი, იგი საცეკვაოდ გამოყოფილი მოედნისკენ წაიყვანა და ისე მჭიდროდ აიკრა სხეულზე, ტუჩებს შორის დაშორება თითქმის აღარ დატოვა -შენი სიჯიუტე თან მაღიზიანებს, თან მიწვევს -და მაგ ორიდან რომელს უფრო მძაფრად გრძნობ? -თან ეცეკვებოდა, თან ცდილობდა საუბარში აჰყოლოდა, რადგან თუკი გაჩუმდებოდა, ცდუნებას ვეღარ გაუძლებდა და კოცნისკენ პირველ ნაბიჯს თავად გადადგამდა. -ყველაზე მეტად ახლა შენი ტუჩების დაგემოვნების სურვილს ვგრძნობ. სხვა რამეზე ფიქრი უკვე მიჭირს -თქვა თუ არა, გოგონას კაბის ჭრილის ქვეშ შეძვრა, მის ბარძაყზე ხელი აასრიალა, ფეხი მუხლში მოახრევინა და იგი მჭიდროდ მიიბჯინა თავის ფეხზე. -სებე . . . ყველა ჩვენ გვიყურებს -გვიყურონ -მკლავზე გადაიწვინა გოგონა, ამჯერად მუხლიდან თეძომდე ააყოლა ხელი მის ფეხს და ყელზე ძალიან ნაზად შეეხო ცხელი ბაგეებით. -შენ მინიმალურ ფიზიკურ კონტაქტს დამპირდი. ახლა პირობას არღვევ -მე არაფერს დაგპირებივარ. მართალია როცა ეს მომთხოვე ხმა არ ამომიღია, მაგრამ დუმილი ყოველთვის არაა თანხმობის ნიშანი -ყველაფერს შენს სასარგებლოდ იყენებ არა? -სცადა ოდნავ მოშორებოდა, თუმცა სებეს ძლიერმა მკლავებმა არ მისცეს ამის საშუალება. მამაკაცის თითები, ამჯერად გოგონას მოშიშვლებულ ზურგს დაუყვნენ. -კიდევ კარგად ვითმენ -ამოიჩურჩულა პირდაპის მის ტუჩებთან -ეს კაბა ისე გიხდება, ჩემთვის უკვე ყოველი წუთი წამებაა. ძალიან რთულია გიყურებდე ასეთ მიმზიდველსა და სექსუალურს, თან ვიცოდე, რომ ზედმეტად თითსაც ვერ დაგაკარებ ნატალიმ არაფერი უპასუხა. ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც ზუსტად ისე გრძნობდა თავს, როგორც სებე. მასაც ტანჯვად გადაქცეოდა ყოველი განვლილი წამი, რადგან გული ერთს ეუბნებოდა, გონება კიდევ სრულიად საპირისპიროს ჩასძახოდა, რაც სრულიად ურევდა ისედაც არეულ გონებას. ვალსის ნაზი მუსიკა კვლავ აგრძელებდა მელოდიურ ჟღერადობას. მამაკაცი კვლავ სახიფათოდ ახლოს იყო მის ტუჩებთან, მაგრამ არ კოცნიდა. თითქოს სპეციალურად აწამებდა და მის ნებისყოფას ცდიდა, რადგან აინტერესებდა როდემდე მოახერხებდა თავშეკავების შენარჩუნებას. მიუხედავად ძლიერი სურვილისა, ნატალი ჯიუტად არ დგამდა პირველ ნაბიჯს. მუსიკაც ისე ჩამთავრდა, რომ სიახლოვის ზღვარი არც ერთს გადაუკვეთია და არც მეორეს. მასკარადი კვლავ ჩვეული ტემპით გრძელდებოდა. გრძელკაბიან ქალბატონებს, გვერდს სმოკინგში გამოწყობილი მამაკაცები უმშვენებდნენ. კლარნეტის, ვიოლანჩელოსა და როიალის ხმებს, ადამიანთა საუბარიც ერწყმოდა. ოფიციანტები უწინდებურად დააბიჯებდნენ მრგვალი სინებით ხელში, რათა მასკარადის სტუმრებს არც შამპანური მოჰკლებოდათ, არც კოქტეილები და არც ხილის წვენები, ესოდენ რომ ეტანებოდნენ ზეიმის დასაწყისიდან მოყოლებული. -გახსოვს ის ღამე ჩემთან რომ დარჩი? -ჰკითხა უეცრად სებემ. იმ მომენტში უკვე სასტუმროს ფოიეში ისხდნენ, სრულ სიმშვიდეში, მასკარადის ხმაურს განრიდებულები და ხელში ნახევრად ჩაცლილი შამპანიურის ჭიქები ეჭირათ. -მახსოვს, მერე? -მაშინ იმ ნახატის ჩვენება მთხოვე, სადაც ნახევრად შიშველი მყავხარ დახატული -ჰო, მაგრამ არ მაჩვენე. არც მაშინ და არც გუდაურში ყოფნის დროს -მცირედი წყენა გაკრთა გოგონას ხმაში ამის თქმისას. სებე დივნის საზურგეს მიეყრდნო. ბაგეებზე მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა. -მანქანაში მაქვს . . . მინდოდა ახალ წელს მეჩუქებინა შენთვის -სერიოზულად? -სადღესასწაულო ნათურებივით გაანათეს გოგონას თვალებმა -მაგას მართლა ამბობ? -როგორც ვხედავ გაგიხარდა -რა თქმა უნდა! უკვე ისიც კი მოვიფიქრე, სად დავკიდებ -მაინც სად? -მის ბავშვურად აღტაცებულ სახეზე ღიმილს ვერ იკავებდა მამაკაცი. -ჩემს ოთახში, შემოსასვლელი კარის გვერდით. როდესაც გერმანიიდან დაბრუნება, ლალიტასაც ვაჩვენებ -მერე შამპანიური კიდევ მოსვა, სებეს მსგავსად იგიც მიეყრდნო დივნის საზურგეს და სასმელის ზემოქმედებისგან ოდნავ გაბრუებულმა, წამით თვალებიც დახუჭა -მინდა კიდევ ერთხელ დამხატო -კიდევ ერთხელ? -ჰო -დაუმოწმა, მერე კი დაამატა -ოღონდ ამჯერად სრულიად შიშველი ამის მოსმენაზე, მამაკაცმა ტუჩებისკენ წაღებული ჭიქა ინსტიქტურად დაუშვა ქვემოთ. ნათლად იგრძნო, როგორ მოასკდა ვნება მის სხეულს და როგორ აუდუღა ძარღვებში ზემოთ-ქვემოთ მოძრავი სისხლი. -შენ რა, არ გეცოდები? -ჰკითხა სიცილით -მთლად მაგხელა ნებისყოფითაც არ გამოვირჩევი, ჩემი იმედი ნუ გექნება -კარგი რაა, ეს ხომ ხელოვნებაა? -ხელოვნება სიამოვნებას უნდა განიჭებდეს, მე კი სრული წამება მელის, თუკი ამაზე დაგთანხმდები -კარგი, კარგი, ჰო -სევდიანად ამოიოხრა გოგონამ. მერე თავისთვის საჩუქრად გამზადებული ნახატის შესახებ გაახსენდა და განწყობაც სწრაფად გამოუკეთდა. -ანუ იმ ნამუშევარს ამაღამ მაჩუქებ -ამაღამ არა, მომდევნო წლის პირველ დღეს -მაქამდე საკმაოდ ცოტა დარჩა სებემ მაჯის საათს დახედა. უკვე თორმეტის თხუთმეტი წუთი იყო. -ჩვენი წასვლის დროა -წასვლის? სად მივდივართ? -გაიოცა ნატალიმ, თუმცა იმ წამსვე მოაგონდა, თუ როგორ გააფრთხილა მამაკაცმა აქედან კიდევ ერთ ადგილას მივდივართო და მისთვის უკვე პასუხის გაცემამდე აეხადა ფარდა ყველაფერს. -წამომყევი და ნახავ -როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ უნდა გამაოცო. აი მე კი, შენთვის საახალწლო საჩუქარიც არ მიყიდია -მაგას არა უშავს, შეგიძლია ჩემი ოქროს თევზი იყო და სამის ნაცვლად, ნებისმიერი ერთი სურვილი შემისრულო -ჰმმ -ფიქრის ნიშნად, ნიკაპზე თითები აათამაშა. მიუხედავად იმისა, რომ არც კი იცოდა რა მოაფიქრდებოდა სებეს გონებას, ამ შემოთავაზებაზე მაინც თანხმობის მიცემა არჩია:-კარგი, იყოს როგორც შენ გინდა -მაშინ წავედით -ფეხზე წამოდგა თუ არა, ჭიქაში ჩარჩენილი სითხე ბოლომდე გამოცალა და გოგონას დაჟინებული მზერა ესროლა -ოღონდ ვერ დაგპირდები, რომ ამ სურვილს მაინცდამაინც დღეს ან ხვალ გამოვიყენებ. შეიძლება სხვა დროისთვის შემოვინახო საახალწლო მასკარადის დატოვების შემდეგ, პირდაპირ ნარიყალას გზას დაადგნენ. გზაში სულ რაღაც ნახევარი საათი დახარჯეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი წლის დადგომამდე კიდევ თხუთმეტი წუთი ჰქონდათ დარჩენილი. სებემ მანქანა მოსახერხებელ ადგილას გააჩერა, ლამპიონების შუქით განათებულ ქართლის დედის ქანდაკებას ახედა და ტყავის სავარძელს ნებიერად მიაწვა. -სულ ცოტაც და თორმეტი საათი შესრულდება -შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ მანამდე ნარიყალაზე არასდროს ვყოფილვარ. მართლა საოცარი ხედი ყოფილა აქედან -მერე სახეზე ფიქრიანმა გამომეტყველებამ გადაურბინა და ინტერესით გახედა მამაკაცს -აქ რატომ მოვედით? -იმიტომ, რომ ფეიერვერკების შოუ ყველაზე ლამაზი სანახავი სწორედ აქედანაა -როგორ გეტყობა, რომ სულით მხატვარი ხარ -თავი ღიმილით გადააქნია ნატალიმ -მათაც ლამაზი ხედებისკენ და სასიამოვნო ადგილებისკენ აქვთ მიდრეკილება -ლამაზი ქალები გამოგრჩა -არადა ნაკლებად ჰგავხარ იმას, ვინც ქალებს გამუდმებით კუდში დასდევს -ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სილამაზეს არ ვაფასებ -გაშლილ თმაზე ორი თითით შეეხო, იგი მეორე მხარეს გადაუყარა და ბეჭზე ტუჩები ნაზად მიაკრო -ამაღამ ჩემთან ხომ დარჩები? -შენთან? -კითხვა შიშით გარემოცულმა შეუბრუნა. არც კი იცოდა რა ეპასუხა ამ სიტყვებისგან მოგვრილი მოულოდნელობის გამო. -ჩემი ზუსტად ისე გეშინია, როგორც კრავს მგელის. ერთხელ უკვე დარჩი ჩემს სახლში, თუმცა არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც არ მოგეწონებოდა -სულაც არ მეშინია შენი -ისე იუკადრისა გოგონამ, თითქოს ცოტა ხნის წინ მისთვის დიდი შეურაცხყოფა მიეყენებინათ. -ჰოდა შენი სიტყვები ქმედებითაც დაამტკიცე და დარჩი -კარგი, რახან ასეა დავრჩები -წამითაც აღარ შეყოყმანებულა პასუხზე. უნდა ეღიარებინა, რაღაც კუთხით ხიბლავდა კიდეც ეს ვარიანტი. მიუხედავად გულში ღრმად ჩაბუდებული შიშისა, რასაც მამაკაცის მიმართ განიცდიდა, მაინც სიამოვნებდა იმის გააზრება, რომ კიდევ ერთხელ გაატარებდა მთელ ღამეს სებესთან ერთად, მისსავე სახლში. -როდესაც არ მეწინააღმდეგები, ბევრად უფრო მიმზიდველი ხდები, იცი? -ანუ მორჩილება მოგწონს -მომწონს, მაგრამ ყოველთვის არა. ზოგ მომენტებში, წინააღმდეგობა უფრო მეტ სექსუალურობას სძენს ქალს -მაჯაზე შემოხვეული საათი შეამოწმა ამის თქმისას და თავის მხარეს კარიც გამოაღო -წამოდი, მოაჯირთან მივიდეთ. წამი-წამზე ახალი წელი შემოვა ნატალიმ ჯერ სივრცეს გახედა, მერე სებეს, მერე კი თავისი მანტოს ღილები ბოლომდე შეიკრა, რათა თბილი სალონიდან, გარეთ გადანაცვლების დროს არ შესცივნოდა. მართლაც ულამაზესი იყო ფერადი შუქებით გაბრჭყვიალებული ღამის ქალაქი. ჰაერში ყინულის სველი, გრილი სურნელი ტრიალებდა და მსუბუქი ნიავიც უბერავდა. ნატალი და სებე, გვერდიგვერდ იდგნენ, ქვემოთ ხელის გულივით გადაშლილ თბილისს გადაჰყურებდნენ და სიტყვას მანამ არ ძრავდნენ, სანამ შორიდან თოფის გასროლის ხმა არ ჩაესმათ ყურებში. -ნატალი შემომხედე -ხმადაბლა უთხრა მას მამაკაცმა, თან მთელი ტანით მიტრიალდა გვერდზე. გოგონამაც ზუსტად იგივე გაიმეორა და ამჯერად, უკვე თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. -გიყურებ . . . მერე? სებემ არაფერი უპასუხა. რამის თქმის ნაცვლად, გოგონას უფრო მეტად მიუახლოვდა, მისკენ დაიხარა და სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად შეეხო ტუჩებზე. თვალები მექანუკურად დახუჭა ნატალიმ. სურნელი, რომელიც მამაკაცისგან მოდიოდა, კვლავ სახიფათოდ იწვევდა. ჯადოსავით მოქმედებდა მისი ხმა, გამოხედვა, მანერები და ისიც, რომ ამ ხანმოკლე კოცნამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დაუტოვა. არც კი იცოდა ზუსტად რისი ბრალი იყო გონებაში უეცრად მოვარდნილი ფიქრები, რომლებიც მთელი ძალისხმევით მოუწოდებდნენ იმპულსური ნაბიჯის გადადგმისკენ. ამაზე ფიქრით თავი დიდად არც დაუღლია. გადაწყვეტილება უკვე მტკიცედ ჰქონდა მიღებული და ვერანაირი მიწიერი ძალა ვერ აიძულებდა მასზე ხელი აეღო. -იცი შენ ვინ ხარ? -ჰკითხა თუ არა, მაშინვე ხელის გულით მიეფერა მის სახეს. შემდეგ თმაში შეუცურა თითები, თან მეტად თამამი გამოხედვით მიუახლოვდა მამაკაცის სხეულს. -ვინ? -ეშმაკი -არც დაფიქრებულა ისე მიუგო -ეშმაკი ხარ, ვისაც ცდუნების საოცარი ნიჭი აქვს, თუმცა უკვე ყველაფერი ფეხებზე მ'კიდია -უკეთესად განმიმარტე, რა გკიდია ფეხებზე? -გოგონას შემხედვარე, ნელ-ნელა ღიმილი ეპარებოდა სებეს სახეს. -განმარტება არ არის საჭირო, სულ მალე შენ თვითონ იგრძნობ ყველაფერს -თქვა თუ არა, თვალებში იდუმალი ნაპერწკლებიც გაუკრთა, ამჯერად მეორე ხელიც შეუცურა თმაში და ისეთი გზნებით დაეწაფა ტუჩებზე მამაკაცს, ეს უკანასკნელი მოაჯირსაც კი ჩამოეყრდნო, რათა მოზღვავებული ემოციებისგან გონებაარეულს, როგორღაც თავი შეემაგრებინა. თორმეტი საათი შესრულდა . . . ცაზე ერთიანად იქუხეს საახალწლო ფეიერვერკებმა . . . 8 8 8 8 პოსტოპერაციული პერიოდი საკმაოდ დამაკმაყოფილებელად მიმდინარეობდა ლალიტასთვის. როგორც მედიკოსები ვარაუდობდნენ, რეანიმაციაში მხოლოდ ერთი დღე-ღამის გატარება დასჭირდა, რის შემდეგაც, უკვე პაციენტის პალატაში გადაყვანა გადაწყდა. იქ, ექთნების გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა გოგონა. ერთადერთი, რაც აწუხებდა, ეს ჭრილობის აუტანელი ტკივილი იყო ღამღამობით, რის გამოც, მედ-პერსონალს ძილის წინ გამაყუჩებლის გაკეთებას სთხოვდა ხოლმე. ბოლო პერიოდში, ნატალისაც უფრო ხშირად ეხმიანებოდა. მართალია ვიდეო-ზარებით მეგობართან საუბარს ჯერ კიდევ გაურბოდა, რადგან არ უნდოდა საავადმყოფოში დაენახა და მის საქართველოში დაბრუნებამდე შეეტყო გერმანიაში გამგზავრების რეალური მიზეზი. გეგმავდა მთელი ისტორია მაშინ მოეყოლა, როდესაც შინ იქნებოდა, ყველანაირად გამოჯანმრთელებული და მომჯობინებული. კლინიკაში გატარებული ერთი კვირა, ნაცვლად მოსაწყენისა, მეტად მხიარული გამოდგა ლალიტასთვის. საკმაოდ კარგად შეეგუა მედ-პერსონალს და საკუთარ ქირურგს –ნიკოლოზსაც, ვისთანაც თითქმის მეგობრული ურთიერთობაც კი ჩამოუყალიბდა. დანიელიც მუდამ მის გვერდით იყო. სწორედ ამ ადამიანის გვერდით ყოფნა ახალისებდა გოგონას ყველაზე მეტად. მოსწონდა, რომ მამაკაცი წამითაც არ აძლევდა მოწყენის საშუალებას. მისი იქ ყოფნის გამო, აღარც საავადმყოფოს გარემო აღიზიანებდა და აღარც ის პროცედურები, რომელთაც ყოველდღიურად უტარებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რაღაც კუთხით აშინებდა კიდეც დანიელი. თავისი დამოკიდებულების, მზრუნველობის, ყურადღების გამო, იგი უფრო და უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს ლალიტას გულში, რაც აშკარა საშიშროებისკენ უქადდა გოგონას. მიუხედავად ამისა, მისთვის მაინც ჰაერის მარაგად ქცეულიყო მამაკაცი. იმ მარაგივით, რომლის გარეშე არსებობა არც შეეძლო და არც სურვილი ჰქონდა. თითქოს თვალის დახამხამებაში გაირბინა საავადმყოფოში გატარებულმა შვიდდღიანმა მონაკვეთმა. როგორც დაგეგმილი იყო, მერვე დღეს უკვე პაციენტის გაწერის საბუთები უნდა შეედგინა კლინიკის მიმღებს. სწორედ ამ მერვე დღის გათენებას შეხვდა ლალიტა ყველაზე დიდი სიხარულით. თითქოს დიდი ტვირთის მოხსნა იგრძნო გულზე, როდესაც თვალები გაახილა და გააცნობიერა, რომ იმ საწოლზე და იმ პალატაშიც ბოლო ღამე გაატარა. დილიდან მოყოლებული ისედაც ამაღლებულ განწყობაზე მყოფს, ხასიათი კიდევ უფრო გამოუკეთდა, როცა ნიკოლოზი და დანიელი ერთად შემოვიდნენ მასთან და კმაყოფილი სახით ახარეს, რომ დღეს უკვე ოფიციალურად შეეძლო შინ წასულიყო. ერთადერთი, რაც რჩებოდა, ეს გაწერის საბუთების მომზადება იყო, რომელზეც თავად პაციენტსა და მის მკურნალ ექიმს უნდა მოეწერათ ხელი. შუა დღე ხანი იწურებოდა. გულის მაჩვენებლების გაზომვისა და დრენაჟის ძაფების მოხსნის შემდეგ, რამაც მხოლოდ თხუთმეტი წუთი წაიღო, ლალიტა თავის პალატაში, კერძოდ კი სავარძელში მჯდომი დანიელის მუხლებზე მოკალათებულიყო და მასთან ერთად, მისივე თხოვნით, ფეისბუქზე იმ შეტყობინების თხოვნებს ათვალიერებდა, რომლებიც უცნობი მამაკაცებისგან ჰქონდა მიღებული. სია საკმაოდ გრძელი იყო, მიწერილი ტექსტები კი ზოგი მორიდებული, ზოგი თამამი, ზოგიც კი მეტად ბინძური შინაარსის მატარებელი, ზედ დართული პორნო-ვიდეოებით, სურათებითა თუ "გიფებით". დანიელს უკვე თვალებიც კი აჭრელებოდა მათი თვალიერებით. არც კი იცოდა, თუ რატომ სთხოვა ლალიტას ამის ჩვენება, თუმცა აუტანლად სიამოვნებდა ის ფაქტი, რომ გოგონა, არც ერთ მათგანს არ თვლიდა პასუხის ღირსად და მიმოწერის სიაშიც მხოლოდ ხუთი ადამიანი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთი ნატალი იყო. -ვერ მეტყვი კაცები, უცნობ ქალებს, თავიანთი პ*ნისის ფოტოებს რატომ უგზავნიან? -სიცილით ჰკითხა ლალიტამ, როდესაც კიდევ ერთ ასეთ ფოტოს გადააწყდა "თაყვანისმცემლების" მონაწერებში. დანიელს, სახეზე მოღუშული გამომეტყველება ჰქონდა აკრული. მართალია ლალიტა, ასეთ ადამიანებთან არანაირ კონტაქტს არ ამყარებდა, მაგრამ მაინც აცოფებდა იქ ნანახი შეტყობინებების შინაარსი და გიჟური სურვილი უჩნდებოდა თითოეული მათგანი ისეთ დღეში ჩაეგდო, რომ ტელეფონის ხელში აღებისა და რამის დაწერის თავი საერთოდ აღარ ჰქონოდათ. -არ ვიცი -გოგონას სიცილზე მასაც გაეცინა და გრძელ თმაზე ოდნავ წაეთამაშა -ეგეთ დაცენტრილებთან შეხება არასდროს მქონია და არც ის ვიცი, თავში ტვინი წაღმა უდევთ, თუ უკუღმა -მეჩვენება თუ გაღიზიანდი? -კი, გავღიზიანდი -ერთდროულად დაუდასტურა, როგორც სიტყვებით, ასევე მზერით -უბრალოდ საკმაოდ კარგად გიცნობ და ძალიან უსიამოვნოა, როდესაც ამ ყ*ეთა ჯოგს ჰგონია, რომ ოდესმე შენთვის თითის დაკარებას შეძლებენ ლალიტამ ტელეფონი გვერდით გადადო, მამაკაცის მუხლებზე უფრო მოხერხებულად მოკალათდა და მის მხარს, თავი ღიმილით მიადო. -ისე დავაკვირდი და რაც ერთმანეთს ვიცნობთ, შენგან ბილწსიტყვაობას მხოლოდ მეორედ ვისმენ -ახლა არ თქვა ისეთი კაცები მომწონს, ტაქსის მძღოლებივით ყოველ წამს რომ იგინებიანო -არა, არა, პირიქით -გაეღიმა, მერე კი შეკითხვაც დაებადა :-და შენში რა იყო ისეთი, რომ ჩემთან ყველაფერი გამოგივიდა? -თითებით მისი პერანგის ღილებს ეთამაშებოდა. ამ შეკითხვაზე პასუხი, თავადაც მშვენივრად იცოდა, თუმცა რატომღაც სურდა დანიელის ვერსიაც მოესმინა. პასუხს არც დაუგვიანია: -ალბათ ის, რომ პ*ნისის ფოტოების გამოგზავნით არ მიცდია შენი მოხიბვლა. იგი პირდაპირ რეალობაში გაჩვენე და ზედაც შემოგისვი -რა უზრდელი ხარ! -მხარზე მსუბუქად უჩქმიტა ამ სიტყვების გაგონებაზე -ცანცარს მოეშვი და სერიოზულად მიპასუხე -არ ვიცი ლალიტა . . . ეგ ისეთი კითხვაა, რომელზეც შენ თვითონ უნდა გამცე პასუხი. სხვა ქალი რომ იყო, ვიფიქრებდი ალბათ ვიზუალურმა მხარემ მოხიბლა-მეთქი, თუმცა მოხარშულს გიცნობ და ზუსტად ვიცი, ოლიმპოს მთიდან აპოლონიც რომ ჩამოვიდეს, თუკი მასში გარეგნობის გარდა სხვა რამემაც არ მიგიზიდა, ახლოსაც არ გაიკარებ ესიამოვნა ამის მოსმენა გოგონას. ძალიან მოსწონდა ის ფაქტი, რომ მამაკაცი ამდენად კარგად ერკვეოდა მის შინაგან სამყაროში და თითქმის ისევე იდეალურად იცნობდა, როგორც ნატალი. გულის სიღრმეში, იმანაც კმაყოფილი დატოვა ლალიტა, რომ მამაკაცი, მის ფეისბუქში ნანახ უხამს შეტყობინებებზე გაღიზიანდა. წამით თავი მის ცოლადაც კი წარმოიდგინა, ის კი ქმრად, ვისაც ყოველი მსგავსი თაყვანისმცემლის გამოჩენაზე, თვალები ბრაზით ენთებოდა და მეორე წამს, თავის ამ წარმოსახვებზე ჩუმად ჩაეცინა. -გინდა გითხრა შენში რამ მიმიზიდა? -ჰკითხა მან უეცრად, მამაკაცის მხრიდან თავი აიღო და ინტერესით გატენილ ცისფერ თვალებს მზერა გაუსწორა. -მითხარი -იმან, რომ ადამიანის მოსმენა იდეალურად გამოგდის -წამითაც არ დააყოვნა პასუხის დაბრუნება -შენთან შემიძლია ყველაფერზე ვილაპარაკო. ვისაუბრო ნებისმიერ თემაზე და ღრმად ვიყო დარწმუნებული, რომ ამის გამო არ გამაკრიტიკებ –პირიქით, შეეცდები მხარი დამიჭირო, ან სწორი გზა დამანახო -შენც ზუსტად ასეთი ხარ -არ ვიყავი . . . შენგან გადმოვიღე ეგ თვისება -მაგრამ ნაკლიც მაქვს –გულწრფელობა არ მახასიათებს -რას გულისხმობ? -თავიდანვე როგორც ქალი ისე მიზიდავდი, შენზე შიმშილი მეწყებოდა, მაგრამ ამის შესახებ იქამდე არაფერი მითქვამს, სანამ ტყის ქოხში არ მოვხვდით, ერთად -მეც მალევე მიმიზიდე, როგორც მამაკაცმა, მაგრამ ამას თავადაც მეგობრობით ვნიღბავდი დანიელს გაეცინა. ამ მომენტში, კიდევ ერთხელ გააცნობიერა ლალიტამ, თუ რამდენად მიმზიდველი, მეტიც, სექსუალურად მაცდური ხდებოდა იგი სიცილის დროს. -გამოდის ორივე ერთნაირი აფერისტები ვართ -ან, როგორც შენ თქვი, გულწრფელობა არ გვახასიათებს -კარგი, მაშინ გულწრფელი ვიქნები და გეტყვი, რომ, როცა ასე თამამად მიზიხარ კალთაში, შარვალში რაღაც მოუსვენრად დახტის -ვგრძნობ -სიცილი წასკდა ლალიტას -თუმცა ჯერ ისე მომჯობინებულიც არ ვარ, რომ მაგის თავი მქონდეს -არადა ისე მენატრები -მის ტუჩებს მისწვდა მამაკაცი, ისინი მთელი გზნებით დაუკოცნა და სურვილისგან გაცხელებული ბაგეებით, ყელისკენაც გადაინაცვლა-შენი სიველურე მომენატრა საწოლში და იმის დანახვა, რა ძალაგამოცლილი წევხარ ჩემს მკერდზე, სუნთქვაგახშირებული და ნახევრად გათიშული -მეც სიგიჟემდე მენატრები -ნეტარებისგან თვალებდახუჭულმა მიუგო. მერე თავად მოძებნა მამაკაცის ტუჩები, პირში ენა შეუცურა და საკმაოდ თამამი, ცეცხლოვანი კოცნის თანხლებით, მისი პერანგის შიგნით, პირდაპირ გულ-მკერდზე აასრიალა თითები. -გეყოფა . . . გეყოფა, თორემ აქვე შემოგახევ ტანსაცმელს და მედ-პერსონალისთვის ისეთ პორნო-სეანსს მოვაწყობ, ჯერ რომ არც დასიზმრებიათ -კარგი, დამშვიდდი, ვჩერდები -დანიელის სხეულს, სიცილით მოაშორა ხელები გოგონამ, ფეხზე სწრაფად წამოხტა და თავის საწოლზე გადაჯდა, სადაც დადებულ, ლამაზად შეკრულ ჩანთებში მისი პირადი ნივთები ეწყო. დანიელი ჯერ კიდევ სავარძელში იჯდა და მზერას არ აშორებდა გოგონას. ლალიტას მოეჩვენა, რომ რაღაცის თქმაც უნდოდა, მაგრამ უეცრად, მამაკაცის თვალებში ის ნაპერწკლები გაქრა, რამაც ასე აფიქრებინა, ხოლო ბაგეებს, რომელთაც ცოტა ხნის წინ, მთელი თავდავიწყებით კოცნიდა, იდუმალი ღიმილი გადაეფინათ. -არც კი იცი რა გელოდება, როდესაც მომჯობინდები -თქვა მან მუქარანარევი ტონით -ყოველი წამი უნდა აგანაზღაურებინო, რაც დავკარგე -მერე და ვის ეშინია მაგის? -არანაკლებ თამამი პასუხი წამოვიდა გოგონას მხრიდან, რითაც კიდევ უფრო მეტად გამოიწვია მამაკაცი -მეტიც, მინდა ისეთი რამ გავაკეთო შენთვის, რაც იმ მზრუნველობას, ყურადღებასა და გვერდში დგომას აანაზღაურებს, ჩემს მიმართ რომ გამოიჩინე ყველაზე რთულ პერიოდში. შენთვის აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ დანიელ. შემიძლია ტყვიასაც კი დაუფიქრებლად გადავუდგე, თუკი დაგჭირდება -მაგას რატომ ამბობ? -ყბები და სხეული ერთიანად დაჭიმვოდა მამაკაცს. იმ წამს, მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა– ლალიტას ის ერთადერთი სიტყვა ეთქვა, რომელიც მხოლოდ საკუთარ სიზმარში თუ ჰქონდა მისგან მოსმენილი, თუმცა გოგონამ სრულიად სხვა რამ უთხრა: -იმიტომ, რომ თავადაც მქონდეს შენთვის რაღაც გაკეთებული. რაღაც ისეთი, რაც ღირებული იქნება -მაგის აუცილებლობა არ არის -იმედგაცრუება ჩადგა მის თვალებში -თუკი ჩემთვის რამის გაკეთება გინდა, ყოველთვის ისეთი მხიარული იყავი, როგორც ახლა ხარ. ცხოვრების თითოეული დღით დატკბი, ხშირად გაიღიმე და ბედნიერება შეიგრძენი. ჩათვალე ამით შენი ვალი გადახდილი იქნება ლალიტას შეეძლო დაეფიცა, რომ გულმა გაორმაგებული ტემპით დაუწყო ცემა ამის მოსმენისას. თვალებზე ცრემლებიც კი მოაწვა და სხეულში აუხსნელი სითბო ჩაეღვარა. უნდოდა კიდეც საპასუხოდ რაღაც ეთქვა, თუმცა სანამ ამის გაკეთებას მოასწრებდა, კარზე კაკუნის ხმაც გაისმა და დანიელის მიერ, გერმანულ ენაზე დაძახებული "მობრძანდის" შემდეგ, პალატაში თავი ქათქათა ხალათში გამოწყობილმა, შევერცხლილთმიანმა ნიკოლოზმაც შემოყო, სახეზე აკრული პოზიტივის მფრქვეველი ღიმილით. -აბა რას შვრებით? მზად არის ჩემი ულამაზესი პაციენტი აქედან წასასვლელად? -იკითხა მან. 8 8 8 8 ნატალი ფანჯრის რაფაზე, საგანგებოდ მოწყობილ საწოლზე იჯდა, გულში მინიონის გამოსახულებიანი ბალიში ჰქონდა ჩახუტებული და მინაზე თავმიყრდნობილი, ყურსასმენებში ჩართული მელოდიის თანხლებით უმზერდა, როგორ უხვად აყრიდა ნაცრისფერი ზეცა, ფარფატა, მსხვილ ფიფქებს დედამიწას. უკვე მეოთხე დღე იწურებოდა, რაც სრულიად მარტო იმყოფებოდა შოვში, თანაც ამ კურორტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროში და საკუთარ თავთან განმარტოებული, იმ სიმშვიდით იკვებებოდა, რომელსაც აქაურობა ჩუქნიდა. ტელეფონის ნომერიც კი გამოცვალა აქ ჩამოსვლამდე და "ტელეგრამიცა" და "ვოთსაპიც", სწორედ ახალ ნომერს მიაბა, რომელიც მხოლოდ ლალიტამ და ალექსმა იცოდნენ. არ უნდოდა საკუთარ ტელეფონზე სებესგან შემოსული ზარი ეხილა, რადგან ზუსტად იცოდა სული წასძლევდა და მაინც უპასუხებდა. სოციალური ქსელებიც კი გააუქმა დროებით, რათა მამაკაცს ვერც იქ შესძლებოდა მისთვის ხმის მიწვდენა. შოვში ალექსმა წამოიყვანა, თავისი მანქანით. მართალია ძალიან არ უნდოდა მისი მარტო დატოვება და რამდენჯერმე შესთავაზა კიდეც, თუ გინდა მეც შენთან ერთად დავრჩებიო, თუმცა ნატალის ახლა მარტო ყოფნა უფრო სჭირდებოდა, ამიტომ შემოთავაზებას კატეგორიული უარით უპასუხა და ალექსიც იმავე დღეს გაისტუმრა თბილისში. სასტუმროს ნომრის დიდი ფანჯრიდან ნათლად ჩანდა, თუ როგორ ლამაზად ბარდნიდა იმ საღამოს. საოცარი გრძნობა ეუფლებოდა ქათქათა ფიფქების ყურებისას ნატალის. დაწესებულების ახლოს მდებარე ტყეში მდგომი ხეები ერთიანად შემოსილიყვნენ რძისფერი საბნით, ხოლო მათ ზემოთ, თავმომწონედ აღმართულიყო დიდი, ასევე თეთრად გადაპენტილი გოროზი მთა. მიუხედავად ირგვლივ გამეფებული მყუდრო სიმშვიდისა, თბილისიდან გამოყოლილი ფიქრები მაინც ელვასავით გაკრთებოდნენ ხოლმე მის გონებაში. ალაგალაგ სებეს სახეც წარმოუდგებოდა თვალწინ. რას არ მისცემდა, ოღონდ კი მასთან ურთიერთობა თავიდანვე პატიოსნად ჰქონოდა დაწყებული და არა ცბიერი ტყუილებით. მარტოობაში გატარებული იმ დღეების განმავლობაში, ხშირად ახსენდებოდა ალექსის სიტყვები, ვინც აფრთხილებდა ეგ ადამიანი შეგიყვარდება და მერე ბალიშში თავჩარგული იტირებ შენი საქციელის გამოო. მართლაც ყველაფერი ზედმიწევნით აუხდა მეგობრის სიტყვებიდან. მიღებული შედეგი ნამდვილად საშინელი იყო, თუმცა დროის უკან დაბრუნება და რამის გამოსწორება უბრალოდ აღარ შეიძლებოდა. ნატალიმ ღრმად ამოიხვნეშა. მერე ტელევიზორს შეხედა, რომელშიც დაბალ ხმაზე ჰქონდა ჩართული სერიალი "გრეის ანატომია“ და ფანჯრის დაორთქლილ მინაზე, საჩვენებელი თითით მოწყენილი "სმაილი" მიახატა. ცოტა ხანში, დაწყებული კვლავ განაგრძო და ამჯერად რაღაც გაურკვეველი ფიგურების ხატვას მოჰყვა. თავის ახლადდაწყებულ საქმიანობაში გართულს, სულ მალე მოესმა ვიბრაციისა და ზარის ერთობლივი ხმები, რომელსაც უპატრონოდ მიგდებული მისი ტელეფონი გამოსცემდა. ეკრანს რომ დახედა, სიხარულისგან მისმა თვალებმა ბრილიანტებივით გაანათეს. ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ, თავად ლალიტა ურეკავდა, ვიდეო-ზარით. ყოველივე ამან, თითქოს წამებში გადაავიწყა მისდამი წყენა გოგონას. იგრძნო, რომ ახლა ზუსტად მასთან დალაპარაკება სჭირდებოდა ყველაზე მეტად, ამიტომ, ყურმილი დაუფიქრებლად აიღო, საწოლზე იოგას პოზაში ჩამოჯდა და გამოისახა თუ არა ეკრანზე ლალიტას სახე, მას მაშინვე ღიმილით დაუქნია ხელი. -როგორ მოხდა, რომ პატივი დამდეთ და თავად გაგახსენდით? -შეეკითხა მხიარული სახით, თუმცა ტონში მაინც გამოსჭვიოდა მცირედი საყვედური. -ჰო, ჰო, ვიცი კარგი გამოლანძღვის ღირსი ვარ, მაგრამ როდესაც თბილში დავბრუნდები, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები -რა უნდა მომიყვე? ისედაც მშვენივრად ვხვდები ყველაფერს -თვალები სიცილით გადაატრიალა ნატალიმ -შენს ზღაპრულ პრინცთან ერთად, ისე კარგად ერთობი, ვიღას ახსოვს თბილისში დატოვებული დაქალი? მის სიტყვებზე, ლალიტასაც გაეცინა. გოგონას უკან ტახტის თავი მოჩანდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იგიც საწოლში იყო. -კარგი, კარგი, მორჩი… შენ ჯობია ის მითხრა როგორ ხარ და რა სიახლეები გაქვს? ზუსტად ვიცი ძალიან ბევრი გექნება მოსაყოლი -ორაზროვნად ჟღერდა ლალიტას ნათქვამი იმ წამს, რის გამოც, ნატალის ისიც კი მოეჩვენა, თითქოს მისი რაღაცაში გამოტეხვა სურდათ. -სიახლეები იმდენია, საიდან დავიწყო არც კი ვიცი -მაინც? ან ამ შოვში რას გარბოდი, თანაც სრულიად მარტო -სებეს გამოვექეცი -ყოველგვარი დაყოვნებისა და მიკიბმოკიბვის გარეშე აღიარა გოგონამ, რითაც მცირეოდენი შვებაც იგრძნო დამძიმებულ გულზე. -გამოექეცი? რატომ გამოექეცი? -დანიელი სადაა? -კითხვას თავს ნუ არიდებ -მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს ლალიტა -მიდი, ამოღერღე, გისმენ -არ ვარიდებ, უბრალოდ . . . მიჭირს აღიარება -ნატალი, ბოლო-ბოლო იტყვი თუ არა? -კვლავ გაეცინა ყურმილის მეორე მხარეს მყოფს. პასუხის გაცემამდე, რამდენიმე წამით თვალები დახუჭა გოგონამ. ამ გზით თითქოს დამშვიდდა, საკუთარი თავს გამხნევების თერაპია ჩაუტარა და ბოლოს, საუბრის გასაგრძელებლადაც შეივსო საჭირო ძალები. -მგონი მიყვარდება ეგ ტიპი -თქვა, თან მთელი თავისი გულიც ამოაყოლა ამ სიტყვებს -მიყვარდება და ძალიან მინდა მასთან, მაგრამ ურთიერთობას ტყუილზე ვერ ავაგებ. შენც კარგად იცი, თავიდან სებეს რისთვისაც ვიყენებდი, ამის მოყოლის გარეშე კი მასთან ვერ ვიქნები -და შენც მოუყევი… იქნებ გაგიგოს კიდეც? -კარგი რა ლალიტა, როგორ უნდა ვუთხრა, სებე გამარჯობა, მე შენ იმისთვის გიყენებდი, რომ შენზე და ჩემზე რომანი დამეწერა და ცნობილი მწერალი გავმხდარიყავი-მეთქი? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმდენად სულელურად ჟღერს, მე მის ადგილას, ურთიერთობის ინტერესს მთლიანად დავკარგავდი რამდენიმე წამით დუმილი ბატონობდა. საბოლოოდ იგი ჩაფიქრებული სახით მჯდომი ლალიტას წამოწყებულმა საუბარმა გაფანტა: -რატის შემდეგ, პირველად ხარ კაცით ასეთი დაინტერესებული. მართლა ყოჩაღ რაა ანჯაფარიძეს, შენნაირი ყინული რომ გაალღვო -გგონია ბევრი რამ გააკეთა ამისთვის? სულაც არა! უბრალოდ ბუნებრივად არის ასეთი. მისი საუბრის მანერაც კი თავბრუს გახვევს -ღრმად ამოიოხრა ნატალიმ და წამით თვალებიც დახუჭა -შეიძლება გიჟად ჩამავალო, მაგრამ გეფიცები, ზოგჯერ უზომოდ მინდება საწოლზე დავაგდო, ზედ ბორკილით მივაბა და უკლებლივ ყველაფერი გავუკეთო, რასაც პორნო-ფილმებში აკეთებენ -ერთი ამას უყურეთ -ტელეფონში ლალიტას მხიარული კისკისი მოესმა -შემთხვევით რამეც ხომ არ მომხდარა თქვენ ორს შორის? -არა, ეგეთი არაფერი. ახალი წლის ღამით მასთანაც კი დავრჩი, საერთო საწოლშიც გვეძინა, თუმცა ერთადერთი რაც გააკეთა, ის იყო, რომ ხელზე ხელი მომკიდა და გამთენიისას ჩაეძინა. მანამდე გაუჩერებლად ვსაუბრობდით -ვერ დავიჯერებ, რომ სებე საუბრობდა გაუჩერებლად. ეგეთი მოლაპარაკე ტიპიც არ არის -ჰო, მართალი ხარ -ფართედ გაეღიმა იმ ღამის გახსენებაზე გოგონას -უფრო ხშირად მე ვლაპარაკობდი ხოლმე, ის კი ძირითადად კითხვებს მისვამდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ყველაფერი აინტერესებდა, რაც კი მე მეხებოდა. ბავშვობის ამბებიც კი გამახსენებინა და იმდენად დიდი ყურადღებით მისმენდა, მეგონა მართლა რაღაც ძალიან საინტერესოს ვყვებოდი -საკუთარ თავზე საერთოდ არაფერი მოუყოლია? -ცოტ-ცოტა მიამბო კიდეც . . . თავის დაზეც ვთხოვე მოეყოლა. როგორც აღმოჩნდა თიკას მამამ არ იცის, რომ თავის ცოლს იგი მისგან არ ჰყავს და ამაზე არც თიკა და არც დედამისი, სიტყვას არ ძრავენ, რადგან მაგ ამბის გამჟღავნებას, სავარაუდოდ უზარმაზარი სკანდალი მოჰყვება -ძალიან პირადულ თემებს გიყვება -დაასკვნა ლალიტამ რამდენიმე წამიანი მდუმარების შემდეგ -ეტყობა სერიოზულადაა განწყობილი -მაგას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. თუკი გაიგებს რა ჩავიდინე, მის თვალში ნულს ქვემოთ დავეცემი -არც კი ვიცი რა გითხრა -ღრმად ჩაფიქრებული ჰქონდა თვალებიც და გამომეტყველებაც -ოდესმე რომ აუცილებლად უნდა ისაუბროთ, ეს აშკარაა. სამუდამოდ ხომ ვერ დაემალები? მხოლოდ იმის იმედადაც ნუ იქნები, რომ სამსახურში დაბრუნებას არ აპირებ და იქ ვეღარ ნახავ ნატალი საწოლზე ხვნეშით გადაწვა. კარგად იცოდა, რომ რასაც ლალიტა ესაუბრებოდა, წმინდა წყლის სიმართლე იყო და ასე დიდხანს მართლაც ვერ გაგრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, დროის გაწელვას მაინც ცდილობდა და საკმაოდ ახანგრძლივებდა იმ მომენტის დადგომას, როდესაც სებესთან პირისპირ მოუწევდა წარსდგომა. -ყოველთვის მშიშარა ვიყავი და მშიშარადვე დავრჩები -მთელი შინაგანი ტკივილი ამოაყოლა მან ამ სიტყვებს -მისნაირ ადამიანს არ ვიმსახურებ. ჩემთვის ზედმეტად კარგია -არც შენ ხარ ცუდი, საკუთარ თავს ასე ნუ მოიხსენიებ. უბრალოდ ერთხელ შეგეშალა და კარგი იქნება ამ შეცდომის გამოსწორებას თუ ეცდები. მე რაც შემეძლო ხელი შეგიწყვეთ, შენც და სებესაც -რას გულისხმობ? -აშკარად გაურკვევლობაში ჩააგდო გოგონა მისმა სიტყვებმა, თუმცა სანამ ლალიტას მხრიდან პასუხს მიიღებდა, ძლიერი კაკუნის ხმა მოესმა ოთახის კარზე. -ვიღაც მოვიდა, არა? -ჰო -თქვა თუ არა, საწოლიდან ფეხზეც წამოდგა -ალბათ ოთახის დასუფთავებაა. არ გათიშო, ახლავე ვეტყვი, რომ დალაგება არ მჭირდება და წავლენ -არა მგონია ოთახის დასუფთავებას ასეთ დროს შეეწუხებინე -მელასავით ცბიერი ღიმილით უღიმოდა მას ლალიტა -მე წავალ, დანიელი აბაზანიდან გამოვიდა და სასეირნოდ ვაპირებთ გასვლას. აბა თქვენ იცით! სიტყვის თქმაც აღარ დასცალდა გოგონას ისე სწრაფად გაქრა მის თვალწინ მეგობრის გამოსახულება. მართალია გაუკვირდა ასეთი საქციელი, მაგრამ ვინაიდან კარზე გაუჩერებლად აკაკუნებდა ვიღაც, ამაზე ფიქრის დრო დიდად არც მისცემია. ეკრანჩაბნელებული ტელეფონი კვლავ საწოლზე მიაგდო ნატალიმ. გარეთ ისევ გადაუღებლად თოვდა, თუმცა გამჭვირვალე მინის მიღმა გადაშლილი ლამაზი პეიზაჟისთვის თვალის შევლების ნაცვლად, გოგონამ ფანჯარას ზურგი აქცია და პირდაპირ თეთრ კარს მიუახლოვდა, ნომრის გასაღები პატარა ბარათით ხელში. ასიდან, ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ სასტუმროს რომელიღაც თანამშრომლის ხელი ერია მისი სიმყუდროვის დარღვევაში, თუმცა გამოაღო თუ არა კარი, ადგილს ასწლოვანი ქანდაკებასავით მიელურსმა და იმ წამს, ლალიტას ქარაგმული საუბარიც აბსოლუტურად გასაგები გახდა მისთვის. ზღურბლიდან თავად ის ადამიანი უმზერდა, ვის გამოც, ამხელა გზაზე მოუწია გადმოხვეწა და ისიც დღესავით ნათელი იყო, ვისგან გაეგო ამ უკანასკნელს, ნატალის იმდროინდელი ადგილსამყოფელი. -სებე? -ენის ბორძიკითა და კანკალით, ძლივსგასაგონად წარმოთქვა მისი სახელი. ლალიტაზე ოდნავადაც არ ბრაზობდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ჯერ არანაირად არ იყო მზად მამაკაცთან სასაუბროდ, სრულ საგონებელში აგდებდა. -ხომ არ გეძინა? -არა -ნამდვილად? -ჰკითხა თუ არა, მადიანადაც აათვალიერა გამჭვირვალე საღამურში გამოწყობილი გოგონას სხეული და მოზრდილი ნერწყვი გადააგორა ყელში. -ნამდვილად, მაგრამ . . . ამ დროს აქ რას აკეთებ? ან როგორ მომაგენი? -ვინც ეძებს პოულობს კიდეც ნატალიმ ხმაზე მაშინვე შეატყო, რომ მამაკაცი ოდნავ ნასვამიც იყო, თუმცა ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ახლა მხოლოდ ის აწუხებდა, რომ მის წინ, მეტად გამომწვევი სამოსით იდგა, რაც საკუთარ ფიქრებში ჩაძირულს, კარის გაღებამდე საერთოდ არ გახსენებოდა. -გვიანია სებე -უნდა გამაგდო? -სულში ჩამწვდომი მზერით შესცქეროდნენ მამაკაცის ლურჯი თვალები. ნატალის ბრაზიც კი ახრჩობდა, რომ ასე ძლიერად მოქმედებდა მასზე ამ ადამიანის მაცდური შარმი -უსამართლობა იქნება მას შემდეგ, რა მდგომარეობაშიც კარი გამიღე -თუ გინდა დაიჯერე, თუ გინდა არა, მაგრამ რაღაცაზე ვფიქრობდი და სულ არ გამხსენებია ტანზე რა მეცვა. წავალ ხალათს მოვიტან -არ გინდა -მკლავში ხელის ძლიერი ჩავლებით შეაჩერა იგი მამაკაცმა, ოთახში დაუკითხავად შემოაბიჯა და კარები ფეხსაცმლის ქუსლით მიხურა -ასეთი სხეულის ხალათით დაფარვა სასჯელი იქნება -მაინც ვისთვის, შენთვის? -თუნდაც -მიუგო ტუჩებზე დამჩნეული იდუმალი ღიმილით, თან კედელს ხელის გულები ისე მიადო, რომ გოგონა მათ შორის ტყვესავით მოექცია. იმ წამს, მართლაც რომ კუთხეში მომწყვდეულივით იგრძნო თავი ნატალიმ. ისე სახიფათოდ მოახლოებოდა სებე, იმდენად ახლო მანძილიდან გრძნობდა მის გამაბრუებელ სურნელსა და ცხელ სუნთქვას, რომ თვალები თავისდაუნებურად ეხუჭებოდა და ხვდებოდა როგორ ექცეოდა მამაკაცის მომნუსხველობის ბურუსში. -გაიხადე ეგ რაღაც -მოესმა უეცრად და თვალებიც წამის მეასედში გაახილა. ცხოვრებაში არასდროს დაავიწყდებოდა ის ვნებით გაჯერებული გამოხედვა, რომლითაც სებე უყურებდა იმ მომენტში. -რა თქვი? -გაიხადე-მეთქი -გაუმეორა ოდნავი ღიმილით, მერ კი ყურში ჩურჩულით დაამატა:- ეგ იქნება ჩემი საახალწლო სურვილი, რომლითაც ოცდათერთმეტი დეკემბრის ღამეს დამასაჩუქრე -ვერ გამიგია, რატომ აკეთებ ამას? -არაფერს არ ვაკეთებ, ნუ გეშინია -გულწრფელობა გამოსჭვიოდა სებეს თითოეული სიტყვიდან -უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ გნახო ტანსაცმლის გარეშე. გაშტერებამდე იდეალური სხეული გაქვს ნატალიმ ძლივსძლივობით გადააგორა ყელში მოზრდილი ნერწყვი. გიჟურმა სურვილმა შემოუტია იმ წამს სებესთვის შარვლის ქამარი შეეხსნა, პერანგის ღილები გაუხსნელად დაეწყვიტა, ბოლომდე გაეშიშვლებინა და მასთან ერთად გადაშვებულიყო სიამოვნების მორევში, თუმცა დროულად მოთოკა საკუთარი სურვილები და კვლავ მტკიცე გამოხედვის ნიღაბს ამოეფარა. -ჩემს შიშველ მდგომარეობაში დახატვაზე თავად თქვი უარი, რადგან ცდუნებას ვერ გაუძლებდი. ახლა როგორ აპირებ მოთმენას? -ხატვა ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ ეს ორი რამ ერთმანეთისგან განსხვავდება საპასუხოდ აღარაფერი უთქვამს გოგონას. აღარც შეწინააღმდეგება უცდია. თუკი დაპირება იყო, თავს ვალდებულად თვლიდა იგი აესრულებინა კიდეც, ამიტომ სებეს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა, საკუთარ თავში მეტად თამამი, უკომპლექსო ნატალი მოძებნა, გონებაში ჩაისვა და გამჭვირვალე პენუარი ისე ბუნებრივად გადაიძრო ტანზე, თითქოს ოთახში სრულიად მარტო ყოფილიყო. ვენებში ისედაც მოუსვენრად მჩქეფარე სისხლის ნაკადმა, უკვე გაორმაგებული ტემპით დაუწყო მოძრაობა სებეს, ამის დანახვისას. მონუსხულივით უყურებდა გოგონას ხორბლისფერ მკერდს, მასზე ჩამოშლილ გრძელ, მუქი ფერის თმას, მაცდურ ფეხებსა და ალისფერ, მეტად გამომწვევ ქვედა საცვალს, რომელიც ერთადერთი იყო, რაც ნატალის იმ წამს ემოსა. ყველაფერი ტრიალებდა მამაკაცის ირგვლივ. თავბრუ ეხვეოდა. სხეული ერთიანად გახურებოდა და იმ დაუოკებელი სურვილის ძლევამოსილებას მოეცვა, რომელსაც უკვე წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა. ინსტიქტურად დაიძრა სებე გოგონასკენ. არც ამ უკანასკნელს უცდია გაქცევა. პირიქით, როდესაც მამაკაცმა შიშველ წელზე მკლავები შემოხვია და მესაკუთრესავით მიიზიდა თავისკენ, წვერიან ლოყაზე ცხვირი გაუხახუნა და პერანგის საყელოდან ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი. ირიბმა ღიმილმა გაუპო ბაგეები სებეს. ნიკაპზე ორი თითის მიბჯენით უკან გადააწევინა თავი ნატალის და მთლიანი ყელის არე ვნებიანად დაუკოცნა. ამის მერე უკვე მიმზიდველად ამობურცულ ლავიწის ძვალზე მიეფერა ცერა თითით, თან უფრო მეტად მიუახლოვდა მის აკანკალებულ ტუჩებს. -რატომ გამექეცი? -ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით -იცი რამდენს გეძებდი? ის თუ იცი რამდენჯერ დაგირეკე? -რა მიზეზით მეძებდი? -იმ მიზეზით, რომ შენზე ნარკოდამოკიდებულივით ვარ! -აი მე კი საერთოდ არ მიზიდავ -ამას ამბობდა, თუმცა მამაკაცის სიახლოვისგან დაბინდული თვალები მაინც გასცემდნენ მის რეალურ ფიქრებს, რასაც სებეც მშვენივრად ხვდებოდა. -როგორც ყოველთვის, არც ახლა გყოფნის გამბედაობა გულწრფელი იყო -თან ესაუბრებოდა, თან ტუჩებს ნაზად უკოცნიდა და მის შიშველ ზურგზე, მკერდსა თუ უკა ნალზე დაასრიალებდა ხელებს -ამის დედაც, ვხედავ რომ ჯერ მზად არ ხარ, თორემ აქვე და ამ ოთახშივე მოგიღებდი ბოლოს, თანაც ისე, რომ ჩემგან გაქცევა აზრად აღარასდროს გაგევლო! მამაკაცის თითოეულ სიტყვასა თუ ქმედებაზე, სურვილი აბობოქრებული ტალღასავით ასკდებოდა ნატალის სხეულს. უკვე იქამდე მისულიყო, რომ ფეხებზე ეკიდა მორალიც და თავშეკავებაც, ოღონდ კი რაღაც უფრო ძლიერი და სამახსოვრო დაეტოვებინა მამაკაცისგან იმ საღამოს. ამდენი ხნის შემდეგ პირველად, თავისი გეგმების მართებულობის აწონდაწონვა აღარ დაუწყია გოგონას. მოცემულ მომენტში მხოლოდ გრძნობებს მიენდო, შეშინებული ნატალი სადღაც ბნელ ცხრაკლიტულში გადამალა, მამაკაცი ხელის კვრით დაანარცხა დივანზე, თავად კი მუხლებზე გადააჯდა და პერანგის იმდენი ღილი ჩაუწყვიტა, რამდენიც საშუალებას მისცმდა მის გულ-მკერდს ტუჩებით შეხებოდა. ნატალის მუქ თვალებს უკვე ვნების მწველი ცეცხლი ანათებდა. მთელი არსებით სურდა უფრო მეტი ეგრძნო სებესგან. ბევრად უფრო მეტი, ვიდრე იმ მომენტში გრძნობდა. -გთხოვ, კიდევ გააკეთე რამე . . . კიდევ ცოტა -მუდარასავით გაისმა მისაღებში გოგონას ხმა. მისი არეული სუნთქვა, მამაკაცს სახეზე ეცემოდა და უფრო მეტად ურევდა თავგზას. დიდხანს არ მოუცდია. როგორც კი ნატალის თვალებში დაუფარავი სურვილი ამოიკითხა, შიშველი ზურგზე ხელები დაუსვა და მოწყურებული დაეწაფა გოგონას სავსე მკერდს. თავს ძლივს იკავებდა. არ უნდოდა საქმე ბოლომდე მიეყვანა და ვინ იცის რა ნებისყოფის ფასად უჯდებოდა მხოლოდ ზედაპირულად შეხებოდა სასურველი ქალის სხეულს. ნატალიმ რომ ნეტარებისგან დაბინდული მზერით გადააგდო თავი უკან, ოდნავ ჩაეღიმა მამაკაცს. ეგოისტური კმაყოფილებით ავსებდა გოგონას ჩუმი ოხვრის მოსმენა და ისიც, რომ მთელი ძალით ცდილობდა სიამოვნების ხმების თავის შიგნით შეკავებას. სრულ ეიფორიაში იყო იმ მომენტში ნატალი. დაუოკებელი ლტოლვა, რომელსაც ამ პიროვნების მიმართ განიცდიდა, იმდენად მოსწონდა, რომ უკვე ის შიშიც ფეხებზე ეკიდა, რასაც საწყის ეტაპზე დიდ ყურადღებას აქცევდა. ერთიანად ხურდა მისი კანი. სებეს ენის შეხებას გრძნობდა შიშველ მხრებზე, ყელზე, მუცელზე. გრძნობდა ნაზ კოცნას მკერდის თავებზე, მისი თითების აქტიურ მოძრაობას სასქესო ორგანოზე და სადღაც უსასრულობაში მიფრინავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, საკმაოდ მძაფრი მუხტები იგრძნო სხეულში. შეეძლო დაეფიცა, რომ აქამდე, ამდენად ძლიერი შეგრძნებები არასდროს გამოეცადა. თავდაპირველად მამაკაცის შეხებისგან გამოწვეულმა სიამოვნების დოზამ მოიმატა, შემდეგ ისიც იგრძნო როგორ შეუვიწროვდა მენჯის ძვლები, როგორ მოიყარა თავი სხეულის ქვედა ნაწილში რაღაც სასიამოვნოდ თბილმა და როგორ აფარფატდნენ მუცელში პატარა წერტილები. თვალებში დაუბნელდა გოგონას. სუნთქვა უფრო მეტად გაუხშირდა. აკანკალებული სხეულით, რომელიც ჯერ კიდევ ამ საოცარი შეგრძნებების ტყვეობაში იმყოფებოდა, მამაკაცს მაგრად მოეხვია, მხარზე თავი ჩამოადო და პირდაპირ მის ყურთან ამოიჩურჩულა: -შენ რეალური არ ხარ . . . არ შეიძლება იყო . . . -ეგ სიტყვები შენგან უკვე მეორედ მესმის -თითები მის გრძელ თმაში აეხლართა და გოგონას ქვედა ტუჩზე ენის წვერს ისე გამომწვევად დაატარებდა, ლამის სუნთქვას ავიწყებდა ამ უკანასკნელს. -რა გინდა ჩემგან? -ჰკითხა განწირული ხმით ნატალიმ, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ძლიერად ეკვროდა მამაკაცის სხეულს. -მინდა, რომ აღარ გამირბოდე -თითქმის ჩურჩულით გაეპასუხა. მერე ხელის გულებში მოიქცია გოგონას სახე და ამჯერად სათითაოდ დაუგემოვნა ზედა და ქვედა ტუჩი -ჩემთან ურთიერთობის აღარ შეგეშინდეს. აღარ შემეწინააღმდეგო და ნურც შორს ყოფნას ეცდები -მაგას რატომ მეუბნები? თავად რა გეგმები გაქვს? -შენს გვერდით ყოფნა, მანამ სანამ ეს ფეთქავს -ნატალის ხელი ზუსტად გულის მხარეს მიიდო, მზერით გაუღიმა და თვალებგაფართოებულს, ყურის ბიბილოზე კბილები მაცდურად მოსდო -მახეში გამაბი ნატალი. თავის დახსნაც კი არ შემიძლია ისე მაგრად გამაბი . . . 8 8 8 8 გამოწერიდან ზუსტად მესამე დღეს, ჰამბურგიდან ბერლინში გადაფრინდნენ ლალიტა და დანიელი. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, თითქოს რაღაც გარდამტეხი ცვლილებები მოხდა მათ ურთიერთობაში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ყველაფერი ისევ ძველებურად იყო და თან არც იყო. ლალიტა ზუსტად ისეთივე გახდა, როგორიც ადრე –მხიარული, პოზიტიური, სიცოცხლით სავსე. იმაზე ბევრად უფრო დადებითი მუხტის მატარებელიც კი, ვიდრე მანამდე გახლდათ და მის გვერდით გატარებული თითოეული წამი, დანიელისთვისაც რაღაც შეუცნობელი სიამოვნების მომტანი გამხდარიყო. ურთიერთობა სახელს კვლავაც არ იძენდა, თუმცა მამაკაცი ამჩნევდა, რომ ბოლო პერიოდებში, ბევრად უფრო თბილი და გულღია ჩანდა ლალიტა მის მიმართ. მიუხედავად ამისა, მაინც არ ჩქარობდა გოგონასთან დალაპარაკებასა და ყველაფრის გარკვევას. ჯერ დრო უნდა მიეცა მისთვის. დრო იმისა, რომ მთელი ეს რთული პერიოდი საბოლოოდ მოეტოვებინა უკან და ბოლომდე გამოჯანმრთელებულიყო. საღამო ხანი იდგა. ჩამავალი მზის ოქროსფერი სხივები, მბჟუტავი ნათურასავით ანათებდა ნაცრისფერში გახვეულ ბერლინის ქუჩებს. ლალიტა სასტუმროს ნომრის დიდ საწოლზე, გულაღმა გაწოლილიყო, თავქვეშ მოხერხებულად ამოედო ფუმფულა ბალიშები და დანიელთან ერთად, ღიმილიანი სახით ათვალიერებდა ჰამბურგში ყოფნისას გადაღებულ კადრებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში ჰქონდათ დაფიქსირებული. მართლაც რომ უამრავი რამის ნახვა მოესწროთ ბერლინში მოხვედრამდე. არც ლალიტა უჩიოდა უენერგიობას, ამიტომ დღის განმავლობაში საკმაოდ აქტიური იყო. მხოლოდ ღამღამობით თუ შეაწუხებდა ჭრილობის ტკივილი და მაშინაც ცდილობდა ამ უსიამოვნო შეგრძნებას, როგორმე გამაყუჩებელი საშუალებების ჩარევის გარეშე მორეოდა. ფოტოების თვალიერებისას, ბერლინის კედელთან დაფიქსირებული სელფი შემოხვდა გოგონას. აქედან უკვე დედაქალაქში გადაღებული სურათები იწყებოდა, რომელიც რაოდენობრივად ძალიან ცოტა იყო, რადგან ჯერ მხოლოდ მეორე დღე იწურებოდა, რაც იქ იმყოფებოდნენ. -ამ ფოტოში ყველაზე მიმზიდველად გამოიყურები -კმაყოფილი სახით გადახედა გვერდით მწოლიარე მამაკაცს ლალიტამ -რას იტყვი ინსტაგრამზე ხომ არ ავტვირთო? -სიცხე გაქვს? -არა . . . რატომ მეკითხები? -ჩემთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში არასდროს გაგისაჯაროვებია -სიცილით მიუგო მამაკაცმა, თუმცა შემოთავაზებულმა ვარიანტმა სახეზე ღიმილი მოჰგვარა -მიდი, ატვირთე და ფეისბუქზეც გააზიარე. იქნებ ზოგზოგიერთმა მერე მაინც შეწყვიტოს შენთვის პ*ნისის ფოტოების გამოგზავნა -ძალიან ჩაგრჩენია გულში ეგ ყველაფერი -უბრალოდ ფრთხილად იყავი, კარგი? -მეტად სერიოზული გაუხდა დანიელს მზერა ამის თქმისას -არც კი იცი ადამიანები რაზე არიან წამსვლელები. ზოგი შუა ქუჩაში ქალისთვის ნამუსის ახდასაც არ ერიდება, საკუთარი ვნებების ჩასაცხრობად -ამაზე რატომ ვსაუბრობთ? -ტელეფონი გვერდზე გადადო ლალიტამ. სურათების თვალიერებაზე მეტად, ახლა ის თემა აინტერესებდა, რაზეც მამაკაცმა წამოიწყო საუბარი. -იმიტომ, რომ თავისუფლად შემიძლია მთელი ცხოვრება ინვალიდი დავტოვო ის ადამიანი, ვინც შენი სურვილისდა საწინააღმდეგოდ დაგაკარებს ხელს -და აქამდე გაგიკეთებია რამე მსგავსი? -ჰკითხა სიცილით. ასეთმა საუბარმა ცოტათი გაანერვიულა და სცადა დაძაბულ გარემოში მცირედი პოზიტივი შემოეტანა. -არა და არც მინდა გავიგო ეს რა გრძნობაა -მერე ოდნავ წამოჯდა, გოგონას ტუჩებს ნაზად შეეხო და სახეზე თითებით მიეფერა -სხვათა შორის, ერთადერთი ხარ, ვის გამოც შემიძლია ადამიანს სერიოზული ზიანი მივაყენო -შენ კი ერთ-ერთი იმ ორ ადამიანს შორის, ვის გამოც მეც თავისუფლად გავაკეთებდი იგივეს -მეორე ნატალია არა? -გაეღიმა მამაკაცს. -ჰო . . . ნატალი ჩემთვის ყველაფერია. ამას არასოდეს ვაგრძნობინებ, მაგრამ ზუსტად ვიცი ისედაც ხვდება როგორ ძალიან მიყვარს -ადრე მეც მყავდა ისეთი მეგობარი, რომელთანაც მთელი ბავშვობა მაკავშირებს. საკუთარი გარდაცვლილი ძმაც კი არ მიყვარდა ისე, როგორც იგი. ორი წლის ასაკიდან მოყოლებული ვმეგობრობდით -რამე მოუვიდა? -გულწრფელი თანაგრძნობა გაკრთა ლალიტას ხმაში იმ წამს. -არა, არაფერი . . . უბრალოდ, გარკვეული მიზეზების გამო, ცხრამეტი წლის ასაკში ჩამოვშორდით ერთმანეთს. მას შემდეგ აღარც მინახავს, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ კვლავ თბილისში ცხოვრობს -ცუდია ეგრე რომ მოხდა -კარგი, შევეშვათ მაგ თემას -შეკრული შუბლის გახსნა სცადა დანიელმა. აღარ სურდა იმაზე ფიქრი, რაც მის გონებას აწუხებდა, ამიტომ საუბრის სხვა რამეზე გადატანაში იპოვა გამოსავალი -დღეს გარეთ ვივახშმოთ, ადგილი თავად აარჩიე -კარგი, მაგრამ ჯერ შხაპი უნდა მივიღო და . . . -ჩემი დახმარება გჭირდება, არა? -მისი სახის გამომეტყველებაზე ღიმილი ვერ შეიკავა მამაკაცმა -რატომ ვერ ბედავ შენს ჭრილობას შეხედო, ან შეეხო? კარგი, მე დაგეხმარები, იცი, რომ არ მეზარება, თუმცა უკვე დროა შიშებს მოერიო -კარგი, არ მინდა დახმარება . . . თვალებს დავხუჭავ და იმ ადგილს რომ მივადგები, მხოლოდ წყალს გადავივლებ -არაფერსაც არ დახუჭავ -ჯერ თავად წამოდგა, მერე კი მაჯაში ხელის ჩავლებით ისიც წამოაყენა -ახლა აბაზანაში გამომყვები, ტანსაცმელს გაიხდი, მე კი სახვევს მოგხსნი და სარკეში ჩაიხედავ. შხაპი კი ერთად მივიღოთ და ვეცდები იქ დაგამშვიდო -დანიელ, არა . . . -შრეკის კატის თვალებით ყურება ვერ გიშველის -გთხოვ, ჯერ მზად არ ვარ . . . -ოდესმე ეს მაინც უნდა გაბედო. ნუ გეშინია, მეც შენთან ვიქნები -უკვე სააბაზანოში შეეყვანა და საკუთარი ხელით ხდიდა ტანსაცმელს. ბოლომდე რომ გააშიშვლა და ქვედა საცვალიც გახადა, ტანსაცმლისგან თვითონაც ბოლომდე გათავისუფლდა მამაკაცი. -მეშინია დანიელ . . . -შენთან ვარ, გესმის? -გულ-მკერდზე დაკრული ქათქათა ბინტი ფრთხილად მოხსნა ამის თქმისას -გეფიცები, ისე ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება შენ რომ გგონია. დაახლოებით ოთხ თვეში ბოლომდე მოგიშუშდება, მაგრამ თუ ჭრილობის დანახვა მაინც გაგაღიზიანებს, უამრავი საშუალება არსებობს, რათა მისგან მხოლოდ უფერული ლაქა დარჩეს -ან შემიძლია სვირინგი დავიხატო ამ ადგილას -ეგეც შეიძლება -დაეთანხმა ღიმილით -ოღონდ მაშინ, როდესაც ნაოპერაციები კარგად მოგიშუშდება -მართლა არ გამოიყურება საშინლად? -სიტყვაზე მენდე . . . მიდი, შეტრიალდი სარკისკენ გოგონამ თვალები დახუჭა და რაც შეეძლო ნელა მიტრიალდა უკან. სულ მალე, დანიელის მკლავების მოხვევაც იგრძნო მუცელზე, მისი ტუჩები კი ყურთან ძალიან ახლოს. -ახლა გაახილე -კიდევ ცოტა ხანიც და . . . -სამ თვლაზე, კარგი? -კარგი -ერთი . . . ორი . . . სამი . . . მიდი, თამამად! გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და ჯერ მარჯვენა თვალი გაახილა, მერე კი მარცხენა. ნიჟარის თავზე დამაგრებული, პრიალა, დიდი სარკის წინ, საკუთარ გამოსახულებას შეავლო თვალი. მერე ქვემოთ ჩაიხედა და მკერდის შუაში, არც თუ ისე დიდი განაკვეთის წითელი ზოლი მოხვდა მზერის ფოკუსში. მის ოდნავ ქვემოთ, ორი პატარა წერტილიც მოჩანდა, სადაც, ოპერაციის შემდეგ, მხოლოდ ერთი დღე-ღამით, დრენაჟები ჰქონდა ჩადგმული. დამთრგუნველი იყო პირველი რამდენიმე წამი. რაც თავი ახსოვდა, სხეულზე პატარა იარაც კი არასდროს ჰქონია. ბავშვობაშიც კი ძალიან უფრთხილდებოდა საკუთარ თავს –არც ხეებზე დაძვრებოდა და არც ფეხბურთს თამაშობდა მის წრეში გაზრდილი ბავშვების მსგავდად, ხელები და მუხლები რომ მუდამ გადატყაული ჰქონდათ ხოლმე. სისხლის დანახვისასაც კი მეტად არასასიამოვნო შეგრძნებები უჩნდებოდა ხოლმე, ამიტომ ცდილობდა თავისი სხეული ყოველგვარი ზედმეტი ნაკაწრისგან დაეცვა. ახლა, როდესაც ზედმეტად მკვეთრ, ოდნავ ამობურცულ ხაზს უყურებდა თავისი გულის ფიცარზე, ემოციებისგან დასაცლელად, სურდა ბოლო ხმაზე ეტირა, სადმე კუთხეში მიყუჟულს. -რა საშინელებაა -აღმოხდა გოგონას გაბზარული ხმით -დეკოლტესაც კი ვეღარასდროს ჩავიცვამ -ჩაიცვამ . . . ოღონდ რაღაც პერიოდით უნდა მოიცადო -უფრო მაგრად მოეხვია, თან ლოყაზეც აკოცა -მაინც ადრინდელივით ლამაზი ხარ, ეს არასდროს დაივიწყო -მაგას მხოლოდ ჩემს გასამხნევებლად ამბობ -მართლა ეგრე გგონია? -ამჯერად ყურის ბიბილოზე გაუსვა ქვედა ტუჩი. -ჰო, მგონია -მის შეხებასა და შიშველი კანის სიმხურვალის შეგრძნებაზე სიამოვნებისგან ებინდებოდა თვალები ლალიტას. -მგონი აზვიადებ. ჩვეულებრივი ჭრილობა გაქვს და სულაც არ ვთვლი, რომ საშინელი დასანახი ხარ თვალებზე მომდგარი მლაშე ცრემლების დასაფარად, ლალიტა სწრაფად მოშორდა მამაკაცს და არეული ნაბიჯებით პირდაპირ საშხაპეს შეაფარა თავი. ცხელი წყალი ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მოუშვა. როგორც კი თმა და სახე ცოტათი დაუსველდა, მის წამოწყებას დანიელიც შეუერთდა. გოგონას ცრემლებს, უკვე საგულდაგულოდ მალავდნენ წყლის წვეთები და აღარც იმის საფრთხე იყო, რომ მათ მამაკაციც შეამჩნევდა. -მოდი ჩემთან -გულზე მიიხუტა მან ნერვიულობისგან აკანკალებული სველი სხეული. მზერაში იმოდენა სითბო ედგა, ლალიტას თვალებში გვალვაგამოვლილი მდინარესავით დაშრნენ მარილიანი ცრემლები, ხოლო მათი ადგილი საპასუხო სითბომ დაიკავა. -მახსოვს მითხარი შენს ჭრილობას შეხედე და ვეცდები საშხაპეში დაგამშვიდოო -ჰო, ასე გითხარი -წამიერად იდუმალი ღიმილი გაკრთა მამაკაცის სახეზე. -სიტყვიერად დამშვიდება არ მჭირდება. იმ საშუალებით დამამშვიდე, რაც მართლა იდეალურად გამოგდის დანიელი, ისევე როგორც ლალიტა, უკგე მთლიანად სველი იყო. მისი დანამული ტუჩების ყურება, სულის შებერვისგან აალებული ნაკვერჩხალივით აღვივებდა ლტოლვას გოგონას გულში. -დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ? -მამაკაცის თვალებიდან ვნება, ხოლო ხმიდან კი უზარმაზარი სურვილი იღვრებოდა -კარგად იცი როგორც მენატრები, მაგრამ თან მეშინია რამე არ გატკინო -შენც ჩვეულებრივთან შედარებით ოდნავ უფრო ნაზი იყავი და არაფერი მეტკინება -ნამდვილად? -ნამდვილად -უმალ დაუმოწმა გოგონამ და სანამ კიდევ რამეს ეტყოდა, კოცნით გააჩუმა მამაკაცი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეალერსებოდნენ ერთმანეთს ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ, ორთქლის სქელ ფენაში გახვეულები. თითოეული შეხებითა თუ კოცნით, ლალიტა თითქოს თავიდან ცოცხლდებოდა და ხვდებოდა რამდენად აკლდა დანიელის მკლავებში მოქცევისგან გამოწვეული ნეტარება მის სულსა თუ სხეულს. როდესაც დაუღალავი, გონებისდამბინდველი ალერსით გამოწვეულმა შეგრძნებებმა ლამის კულმინაციის წერტილს მიაღწიეს, დანიელი მის წინ, სველ კაფელზე დაეშვა, ორივე ფეხით მუხლებზე დადგა და გოგონას წ'ყლის წვეთებით დანამულ ჭიპს, მთელი გზნებით მიაკრო ტუჩები. რაღაც პერიოდის განმავლობაში მოშიებულივით უკოცნიდა მუცლის არეს, თეძოებს, ფეხებს. შემდეგ უფრო ქვემოთ გადაინაცვლა და ცხელი ენით ფრთხილად შეეხო სასქესო ორგანოს. გააკეთა თუ არა ეს, მაშინვე ლალიტას ახედა. გოგონა, ეიფორიისგან დაბინდულ თვალებს ძლივსღა ახელდა, თმიდან წვეთებად ჩამოდიოდა წყალი და სხეულიც ერთიანად უთრთოდა. -გინდა გამოსცადო როგორია ეს? -ჰკითხა მამაკაცმა, თან კიდევ ერთხელ შეახო ტუჩები სასირცხვო ადგილს. -დანიელ, არა . . . -ნუ გერიდება -ხმაშივე შეეტყო ღიმილი მამაკაცს -თუ გამხნევდები გეტყვი, რომ ამ თემაში მეც ვაჟიშვილი ვარ. ქალისთვის ასეთი რამ აქამდე არასდროს გამიკეთებია -ჰოო? -გეფიცები, ჩემი ენა თოვლის ფიფქივით სუფთაა -სიცილით თქვა და მისი მხრიდან პასუხს აღარც დალოდებია. ამის მაგივრად გოგონასკენ უფრო ახლოს მიიწია, უკა ნალზე ხელები ძლიერად მოუჭირა და სველი ენა ისე ვნებიანად შეახო პირდაპირ სიამოვნების ცენტრზე, რომ ლალიტამ ქვედა ტუჩზე მთელი ძალით იკბინა, რათა შემთხვევით არ წამოეკივლა. -ამის დედაც! -ხმამაღლა აღმოხდა გოგონას -შენ მართლა არაფერი გეტყობა, რომ ამ საკითხში გამოუცდელი იყო! დანიელი კვლავ განაგრძობდა დაწყებულ საქმეს და ნეტარებისგან დახუჭულ გოგონას თვალებს ვერც კი ხედავდა. ლალიტა რომ თმაში თითებით ჩააფრინდა და თავისკენ უფრო ძლიერად დაქაჩა, მამაკაციც იმდენად გააქტიურდა, რომ ახლა უკვე გოგონას თავშეუკავებელი კვნესის ხმა მთელს საშხაპე კაბინაში ისმოდა. ხორციელი სიამოვნების სრულ მაქსიმუმს განიცდიდა ლალიტა იმ მომენტში. კიდევ რამდენიმე წამიც და უჩვეულო ნეტარების განცდა მთელ სხეულში კოსმოსური სიჩქარით გაიფანტა. ეიფორიის მოზღვავებისგან უკვე აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ამ ყველაფერმა, ფეხებში ძალა იმდენად გამოაცალა, უკვე თავის შემაგრებაც აღარ შეეძლო, ამიტომ, საბოლოო აკორდისას, ერთი ხმამაღლა ამოიკვესა, სველ კაფელზე დანიელის წინ მუხლებით დავარდა, აკანკალებული ხელები მის სახეს შეახო და პირდაპირ წყლიან ცისფერ თვალებში ჩახედა. -გეფიცები ცუდად ვარ -ჯერ კიდევ მთელი სხეულით ცახცახებდა ლალიტა და ახმაურებულ გულის დამშვიდებასაც ვერაფრით ახერხებდა -ამხელა სიამოვნების გაძლება არ შემიძლია -შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან კარგი შეგრძნებაა -ჩახლეჩილი ხმით გაეპასუხა მამაკაცი. მის სიტყვებს ნაწილობრივ წყლის წვეთების წკაპუნი ფანტავდა, თუმცა ლალიტას მაინც არ გასჭირვებია გაგონება. -ყველაფერი… ყველაფერი მართლა არარეალური იყო. გასაოცარიც კი -ძლივს ამოთქვა მან. რამდენიმე წამში სითბოჩამდგარი მზერით დაამატა: -შენსავით გასაოცარი -ესე იგი ჩემსავით -ჰო, შენსავით. არ იცი, რომ გასაოცარი ხარ? -შუბლზე ჩამოყრილი სველი თმა გადაუწია, მარჯვენა თვალის კუთხეზე ნაზად აკოცა და იმოდენა გრძნობით წაეტანა ტუჩებზე მამაკაცს, რომ დანიელს წამით ეუცნაურა კიდეც გოგონასგან წამოსული ამხელა სითბო. ერთმანეთის ბაგეებს მხოლოდ მაშინ მოწყდნენ, როდესაც ჰაერის მარაგი ეცოტავათ. მამაკაცი ჯერ კიდევ გაკვირვებული სახით უყურებდა ლალიტას, რადგან მის თვალებში უკვე ისეთ რამეს ხედავდა, რაც აქამდე მართლა არასდროს დაენახა. -ვერც კი ვიფიქრებდი ეგეთი მგრძნობიარე კოცნა თუ შეგეძლო -შენ რა, არ იცი, რომ ქალები სიურპრიზებით ვართ აღსავსე? -შეეკითხა ეშმაკური ღიმილით, კისერზე ორივე ხელი მესაკუთრესავით შემოხვია და კიდევ ერთხელ დააცხრა მამაკაცის ტუჩებს. არც ეს უკანასკნელი დარჩენილა მოქმედების გარეშე – კოცნის პარალელურად, ხელში აიტაცა გოგონა, პრესზე მოხერხებულად შემოისვა, კაბინის მინაზე ზურგით ააკრო და აღგზნების პიკზე მყოფმა შეუერთა თავისი სხეული, მისას. 8 8 8 8 გვიანი ღამე იდგა. შოვიდან დაბრუნების შემდეგ, ზუსტად რვა საათი გასულიყო. ნატალის, საწოლი მისაღების დივანზე, ზუსტად ტელევიზორის წინ გაეშალა და იუთუბში, დაბალ ხმაზე აჟღერებული მელოდიის ფონზე, ღრმა ფიქრებს მისცემოდა. უჩვეულოდ სასიამოვნოდ აგონდებოდა შოვში, სებესთან ერთად გატარებული ორად ორი ღამე. თითქოს ლამაზ, ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავდა ის მომენტები. იმ ზღაპარს, რომელიც სურდა სამუდამოდ დარჩენილიყო მის ცხოვრებაში. უამრავი რამ ახსენდებოდა –მაგალითად ის, თუ როგორ ათვალიერებდნენ ის და სებე სუფთა ჰაერით გაჯერებულ, მარადმწვანე ტყეს, ცხელი შოკოლადის ჭიქებით ხელში, როგორ საუბრობდნენ თავიანთი ნომრების აივნიდან, რომლებიც ზუსტად ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო განთავსებული, როგორ ესროდა საგულდაგულოდ მომრგვალებულ თოვლის გუნდებს სებეს, ის კი ჯერ რეაგირებას არ ახდენდა, მერე კი მოულოდნელად იმწყვდევდა მკლავებში და ჰაერის მარაგის ამოწურვამდე უკოცნიდა აწითლებულ ტუჩებს. ყველაზე სასიამოვნოდ, მაინც თბილისში წამოსვლის წინა ღამე ახსენდებოდა, როდესაც თავისი ოთახის აივნიდან, სებეს აივანზე გადაძვრა, ნომერში ფრთხილად შეიპარა და გათენებამდე უყურებდა წელს ზემოთ შიშველ, უშფოთველად მძინარე მამაკაცს, ქათქათა ბალიშს რომ ჩახუტებოდა, თვალებდახუჭული. ისიც კარგად ახსოვდა, თუ როგორ გამოიპარა მის გაღვიძებამდე, როგორ გადაძვრა კვლავ თავის აივანზე და როგორ დაიწყო ბარგის ჩალაგება თბილისში გამოსამგზავრებლად, ისე, რომ სებეს, მისი იქ ყოფნის შესახებ საერთოდ არაფერი გაუგია. უნებლიედ ჩაეღიმა ყოველივე ამის გახსენებაზე ნატალის. ბოლო პერიოდში, მისი გონება ძალიან ხშირად იყო დაკავებული სებეზე ფიქრით. უკვე აღარც უფრთხოდა ამას. ერთადერთი, რაც აფიქრებდა ის ტყუილი იყო, რომლითაც მამაკაცთან ურთიერთობა დაიწყო და სწორედ ეს უშლიდა ხელს, მასთან გატარებული ყოველი წამით მაქსიმალური სიამოვნება ეჩუქებინა საკუთარი თავისთვის. ფიქრებში თავით ჩაძირული, ხმამაღალი კაკუნის გაგონებამ დააბრუნა რეალურ სამყაროში. ნატალის თვალებში უეცარი სიხარული გაკრთა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე არ შეთანხმებულან, მაინც დარწმუნებული იყო, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი სებე იქნებოდა და ამის გამო, გახარებულიც გავარდა კარის გასაღებად, მაგრამ გააკეთა თუ არა ეს, მხიარული გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა გაოცებულით. სადარბაზოს ვერცხლისფერი განათების ფონზე, სებეს ნაცვლად, ნატალის წარსულში დიდი ხნის წინ დარჩენილი ადამიანის –რატი ბალანჩივაძის სახე მოჩანდა, რომელიც სრულიად უძრავად იდგა ზღურბლთან და მხოლოდ მზერითი კონტაქტით შემოიფარგლებოდა. ერთადერთი, რაც ნატალიმ მისი დანახვისას იგრძნო, ეს გაოცება იყო. მართლაც აბნევდა ის ფაქტი, რომ ექვსი წლის შემდეგ, ამ პიროვნებას კვლავ თავისი ბინის კართან ხედავდა, თანაც თავისი ფეხით მოსულს. ყველაფერს მოელოდა ამ ცხოვრებისგან, მაგრამ იმას ნამდვილად არა, რომ რატი ოდესმე ასე შეიწუხებდა თავს მის გამო, თანაც მრავალი წლის გასვლის მერე. -გზა აგებნა? -ყოველგვარი მისალმების გარეშე, პირდაპირ ამ კითხვით დაიწყო საუბარი გოგონამ -როგორც მახსოვს არ დამიპატიჟებიხარ... წადი აქედან რატის თვალებში არეკლილი დაღვრემილი მზერა საკმაოდ ადვილად შესამჩნევი აღმოჩნდა ნატალისთვის, თუმცა ამას, დაუპატიჟებელი სტუმრის გაგდების გადაწყვეტილებაზე მაინც არ უმოქმედია. -მოიცადე -დასახურად გამზადებულ კარს, სწრაფად დაუხვედრა მარჯვენა ფეხი მამაკაცმა -სალაპარაკო მაქვს შენთან, ძალიან გთხოვ შემომიშვი -არ შემოგიშვებ . . . ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ ვისაუბრეთ ყველაფერზე და დავასრულეთ კიდეც -ნატალი, ვიცი, რომ მკაცრი იმიჯი სისუსტეების დასამალად გაქვს, მაგრამ ჩემთან თავის მოჩვენება საჭირო არ არის -უთხრა თუ არა, გოგონა გვერდზე გასწია, შიგნით დაუკითხავად შემოაბიჯა და კარიც საკუთარი ხელით მიხურა -იცი აქ რატომ მოვედი? -არა -თავი გააქნია და ისიც აგრძნობინა, რომ ეს დიდად არც აინტერესებდა, მერე კი მისაღებისკენ წავიდა, სწრაფი ნაბიჯებით -შეგიძლია ახსნით არც შენ შეწუხდე -ძალიან გთხოვ, არ გინდა ეს გაცვეთილი ფრაზები, ეგეთი ბანალურიც არ ხარ -უმალვე აედევნა წინ წასულ გოგონას. -და მაინც როგორი ფრაზებით გინდა გელაპარაკო? -უკვე ტელევორის ოთახში შესული, სავარძელში მოთავსდა, მარჯვენაზე გადადებული მარცხენა ფეხით. უზომოდ დიდ თავისუფლებას გრძნობდა იმ მომენტში. ყოველთვის ეშინოდა, რომ რატის უბრალო დანახვაც კი, მასში კვლავ ძველ გრძნობებს გააცოცხლებდა, თუმცა მსგავსს ვერაფერს განიცდიდა და ამ აღმოჩენით გახარებული, ბედნიერების მეცხრე ცაზე დაფრინავდა. -ნატალი გემუდარები, ცინიზმის გარეშე, კარგი? -აქ რატომ ხარ? -იქნებ ჯერ ყველაფერი ფეხებზე დაიკიდო და უბრალოდ მომეხვიო? -შემთხვევით კიდევ ერთი ჰორმონების ჩასაცხრობი ღამეც ხომ არ გაჩუქო, როგორც წლების წინ? რატის მსწრაფლ შეეცვალა გამომეტყველება. მისმა გონებამ მაშინვე დაიწყო მოგზაურობა წარსულის იმ ნაწილში, სადაც ნატალი პირველად და უკანასკნელად გახდა მისი. სურვილი ამდენი წლის შემდეგაც ტალღებად მოასკდა მამაკაცის სხეულს. უყურებდა სავარძელში მედიდური სახით მჯდომ გოგონას, მის ცივ გამოხედვას, უტყვ, გაყინულ თვალებს და ხვდებოდა რამდენად დიდი, ხიდის გარეშე დარჩენილი ნაპრალი იყო ძველ და ახალ ნატალის შორის, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი თავის ადრინდელ ვერსიას ვეღარასდროს დაუბრუნდებოდა. -შეიძლება ყველაფერი დაივიწყო, რაც კი ერთად გაგვიკეთებია, მაგრამ იმ ღამის დავიწყებას უბრალოდ ვერ შეძლებ . . . არ გამოგივა . . . გოგონას ბაგეებს, ირონიის გამომხატველმა ღიმილმა გადაურბინა. -მაგ ღამით, ცხოველივით მექცეოდი რატი -ზიზღით გამოსცრა კბილებში ნატალიმ -ისიც კი არ გაგითვალისწინებია, რომ ჩემთვის პირველი მამაკაცი იყავი და ცოტათი სინაზე გმართებდა. არც კი მომფერებიხარ, არც ჩემთვის ტანსაცმლის გახდით შეგიწუხებია თავი. უბრალოდ ხვრელი მოძებნე და უკანასკნელი კა*პასავით მი*მარე, მე სულელი კი ყველა ტკივილს ვიტანდი, ოღონდ კი შენთვის მომენიჭებინა სიამოვნება. ეს აქამდე არასდროს მითქვამს, მაგრამ მაგ ღამით მე არაფერი მიგრძვნია რატი. საერთოდ არაფერი! -ნუ ამბობ ასე -ტკივილითა და სევდით გაჟღენთილიყო მამაკაცის ხმა აღნიშნულ მომენტში -გთხოვ, იმ წუთებს ეგრე ძალიანაც ნუ დაამცირებ -სიმართლისთვის თვალის გასწორება უნდა ისწავლო! სექსი ჩემთვის რომანტიკაა, უჩვეულო მღელვარება, მოფერება, პარტნიორის შიშველი სხეულის შესწავლა და მისი ბოლომდე შეგრძნება -საუბრის პარალელურად, მამაკაცის ნაწილებად დაშლილ მზერას არ აშორებდა თვალს -თავის დროზე, სწორედ შენთან მინდოდა ეს გამომეცადა, მაგრამ ყველაფრის სურვილი დამიკარგე. მიუხედავად ამისა, მაინც არ გამქრობია შენდამი გრძნობები. ისევ ძველებურად მინდოდი, თუმცა იმ ღამის შემდეგ, ერთი კვირით გაქრი და დაბრუნების შემდეგ ისე დაიწყე მოქცევა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. არც სიტუაციის ახსნა გიცდია და არც ბოდიში მოგიხდია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდი რა განადგურებულიც ვიყავი უშენოდ -და სწორედ ჩემი დაბრუნებიდან სამ დღეში მიმატოვე -გაშლილი დივნის კიდეზე ჩამოჯდა რატი. სახეზე კვლავ სევდიანი ღიმილი დასთამაშებდა -არ მინდოდა მაშინ შენთან დაშორება და ეს გითხარი კიდეც. ერთი კვირითაც იმიტომ გადავიკარგე, რომ არეული ვიყავი. არ ვიცოდი რა მინდოდა, მაგრამ შენთან ურთიერთობის გაწყვეტაზე ერთხელაც არ მიფიქრია გოგონას კიდევ ერთხელ ჩაეცინა ირონიულად. -რატომ იფიქრებდი, მე ხომ სულელი მარიონეტივით ვიყავი შენს ხელში? -გვერდულად გახედა -ერთი გამოტვინებული ლა*ირაკი ვიყავი, ვისაც უპირობოდ უყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ მაინც გათელე ფეხქვეშ მისი სიამაყე დუმილი ჩამოვარდა რაღაც პერიოდის განმავლობაში. ნატალი თავის ფიქრებში წასულიყო, რატი თავისაში, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, გოგონა საერთოდ ვერ გრძნობდა ვერანაირ დაძაბულობას. პირიქით, ამ ყველაფრის ხმამაღლა თქმით, გულს იმ სიტყვებისგან ათავისუფლებდა, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა დაგროვებული. -ჩემი ახალი მისამართი საიდან გაიგე? -ჰკითხა უეცრად მამაკაცს. დუმილი წამებში გაიფანტა. რატიმაც ასწია მაღლა, იატაკისკენ დახრილი თავი. -ამისთვის ძალიან ბევრი ვინმეს შეწუხება მომიწია . . . და ძალიან გთხოვ, ის შენი კაგებეშნიკი მეგობარი ჩემთან მეორედ აღარ გამოუშვა. მისი სახლში შემოვარდნა ნამდვილად ვერ შემაჩერებდა, რომ შენთან დასალაპარაკებლად მოვსულიყავი -ვინ მეგობარი? -ინტერესიანი მზერით გადმოიხარა წინ ნატალი. გამომეტყველებაზე ეწერა, რომ აშკარად არ იცოდა რაზე იყო საუბარი -ვის გულისხმობ? -ვის და იმ ნაგიჟარ ალექსს -ბრაზი ჩაუდგა თვალებში მისი ხსენებისას -თავიდან რომ მომაკითხა ვერ ვიცანი, მაგრამ როცა ჩემი სახლიდან გავიდა, კარგად მივხვდი ვინც იყო. ის და შენი ენაჭარტალა დაქალი, ერთობლივი ძალებით მიბღვერდნენ, როდესაც ურთიერთობაში ვიყავით -მე, შენთან არავინ მომიგზავნია -მკაცრი ტონით მიუგო გოგონამ. მიუხედავად მომხდარისა, ალექსის მიმართ ბრაზი არ უგრძვნია. ალბათ იმიტომ, რომ უკვე სულ ერთი იყო რას იფიქრებდა რატი ან მასზე, ან მის მეგობრებზე -და თუ შეიძლება მათი ასე მოხსენიება ჩემთან აღარასდროს გაბედო -ეგ საერთოდ არაფერია. ზუსტად ვიცი, გაცილებით უარესი სიტყვებით მომიხსენიებდნენ და ალბათ დღემდეც მომიხსენიებენ -მერე სახლს თვალები მოატარა და სწორედ მაშინ შენიშნა ლალიტას არყოფნა -ჰო მართლა, ახლა სად არის ეგ ქერა კუდიანი? დღის ამ მონაკვეთში ცოცხით გასეირნება ხომ არ უწევს? -გეყოფა! -საგრძნობლად აუწია ხმას გოგონამ. გრძნობდა, თუ როგორ უკარგავდა მოთმინების უნარს მსგავსი საუბრები -თუკი შენზე რამე ცუდს ამბობდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ასი პროცენტით იმსახურებდი! რატი გაჩუმდა და თავი კვლავ ძირს ჩაქინდრა. დაახლოებით ნახევარი წუთი დაშტერებოდა იატაკის ფილებს. -უკვე ასე ძალიან გეზიზღები ნატალი? -ჰკითხა ბოლოს. ისე უყურებდა, თითქოს ამ შეკითხვაზე მისი სიცოცხლე ყოფილიყო დამოკიდებული. ამან ოდნავ გოგონაც დააფრთხო და შეეცადა მაქსიმალურად რბილად ეპასუხა: -სისულელეს ნუ ამბობ -მაშინვე გააქნია თავი უარყოფის ნიშნად -შენ სულაც არ მეზიზღები . . . მხოლოდ საკუთარი თავი მეზიზღება იმის გამო, რომ ერთ დროს, შენდამი გიჟური სიყვარულის გამო, ჩემს თავმოყვარეობას შევაწმინდე ფეხები -და იქნებ დამაგვიანდა, მაგრამ საბოლოო ჯამში თვალები მაინც ამეხილა? -ჰკითხა გამომცდელი მზერით. მის გამომეტყველებაშივე იკითხებოდა, რომ ნატალის გაცემული პასუხი ბევრ რამეს განსაზღვრავდა და ამის გამო, ძალზედ დიდი ყურადღება ჰქონდა მიპყრობილი გოგონასკენ -იქნებ სწორედ წლების გასვლა იყო საჭირო, რათა მივმხვდარიყავი, რომ შენნაირებს ცხოვრება მხოლოდ ერთხელ ჩუქნის ადამიანს? -შენი ახელილი თვალები უკვე აღარაფერში მჭირდება რატი -ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, გულგრილად მიახალა გოგონამ -ეგ თვალები მაშინ მჭირდებოდა, როდესაც შენს გარდა კაცად ვერავის აღვიქვამდი. ახლა ჩემთან ხარ, ხელის გასაწვდენ მანძილზე, მაგრამ ერთ წვეთ მღელვარებასაც ვერ ვგრძნობ. ვფიქრობ ეს მართლა დასასრულია . . . კვლავ დუმილის სქელი ნისლი ჩამოწვა ოთახში. ნატალი სათქმელისგან უკვე მთლიანად გათავისუფლებულიყო და არაფრის დამატებას არ აპირებდა. ვინმეს რომ ეთქვა, ერთ დღეს რატი ბალანჩივაძე თავად მოვა შენთან, ბინის კარზე მოგიკაკუნებს და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას შემოგთავაზებსო, ალბათ ამაზე ძალიან ბევრს იცინებდა, თუმცა ახლა, სწორედ ასეთი ფაქტის წინაშე იდგა და ჯერ კიდევ გაოცების ქარ-ცეცხლში გახვეულიყო ამის გამო. -მაპატიე ნატალი -მოესმა უეცრად. გვერდზე არ გაუხედავს. ხმაც არ ამოუღია. მხოლოდ იჯდა და უმისამართოდ იყურებოდა სივრცეში -მაპატიე, გესმის? ძალიან ვწუხვარ, რომ მაშინ ვერ შევირგე შენთან ყოფნა, როდესაც მთელი სულითა და სხეულით მე მეკუთვნოდი კვლავ არაფერი უპასუხა გოგონამ. უბრალოდ ისხდნენ, არ საუბრობდნენ და მხოლოდ შიგადაშიგ თუ გახედავდნენ ერთმანეთს. დროის გასვლასთან ერთად, ნელ-ნელა მოთენთილობაც შეეპარა ნატალის. ამისდა მიუხედავად, სახლიდან მაინც არ უშვებდა რატის. მოთმინებით ელოდა, როდის ადგებოდა და თავად მოიფიქრებდა წასვლას, რადგან ღიად გრძნობდა, რომ მამაკაცი აშკარად ცუდად იყო და არ სურდა განერვიულებულს, მისი მიზეზით დამართნოდა რამე. ამ ლოდინში, უნებურად ჩასთვლიმა კიდეც. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, გამოღვიძებულზე გააცნობიერა, რომ სავარძლის მაგიგრად, უკვე გაშლილ დივანზე იწვა, ზემოდან კუბოკრული პლედი ეფარა, ხელში კი პატარა ბარათი ეჭირა, მასზე გაკრული ხელით ნაწერი სიტყვებით: "იმაზე ბევრად უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე ადრე . . . უბრალოდ ბედნიერი იყავი და ჩემნაირ არეულ ადამიანთან საქმეს ნუღარასდროს დაიჭერ." -რატი- მარტო დარჩენილმა გოგონამ, ბარათი უმეტყველო მზერით გადადო მაგიდაზე, ფეხშიშველი გავარდა ბინაში შემოსასვლელი კარის ჩასაკეტად, შემდეგ კი კვლავ უკან დაბრუნდა და გამთბარი პლედის ქვეშ შესაშური სისწრაფით შეხტა. იმ ღამით, ყოველგვარი ნეგატივის გარეშე, ლამის ახალშობილივით ჩაეძინა ნატალის და დილამდე ერთხელაც კი არ განძრეულა. 8 8 8 8 გარიჟრაჟი ახალი დამდგარი იყო, როდესაც სებე, ტუმბოზე დატოვებული ტელეფონის ხმამაღალმა ზუზუნმა გამოაფხიზლა. ჯერ კიდევ საწოლში მწოლიარემ, თავდაპირველად ეს ხმა მაღვიძარის რეკვად აღიქვა, თუმცა მერე გაახსენდა, რომ იმ დილით არსად იყო წასასვლელი, შესაბამისად არც ამ უკანასკნელის დაყენებით შეიწუხებდა თავს წინა ღამით. მამაკაცს თვალები არ გაუხელია ისე გადაყო ხელი ტუმბოსკენ და მობილური მოძებნა. შემდეგ იგი სახესთან ახლოს მიიტანა, ქუთუთოები სულ ოდნავ ასწია და ეკრანზე ამოკითხული სახელის დანახვაზე, ღიმილით წამოჯდა საწოლზე. -დილა მშვიდობის! -შენც დილა მშვიდობის სებე . . . სახლში ხარ? -სახლში ვარ ნატალი . . . მოხდა რამე? -ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა მამაკაცი. უკვე რა ხანი იყო, რაც დილა ასე სასიამოვნოდ არ დაეწყო. როგორც ჩანდა, მხოლოდ ერთ სატელეფონო ზარს განეპირობებინა მისი იმჟამინდელი განწყობა. -საუბარი მინდა შენთან, თანაც ახლავე -დაძაბული ხმა გაქვს -იმიტომ, რომ სასაუბრო თემა იქნება დაძაბული სებეს არც ისე კარგად ენიშნა ეს ყველაფერი, თუმცა ზედმეტი შეკითხვებით ნამდვილად აღარ ჩასძიებია გოგონას. -კარგი, მოვემზადები და გამოგივლი -არ გინდა, უკვე შენს სახლთან ვარ . . . თუ შინ ხარ, გამოდი და ჭიშკარი გამიღე პასუხის გაცემის გარეშე დაკიდა ყურმილი სებემ. შემდეგ კედლის მარცხენა მხარეს მდგომ კარადასთან მივიდა, იქედან გამოღებული შავი ჯინსი და სპორტული მოსაცმელი ტანზე ჩაიცვა, თმა ორი თითით გადაივარცხნა და სწრაფად გავიდა ეზოში. ჭიშკართან მართლაც დაუხვდა სიცივისგან მობუზული ნატალი, ვისაც ცხვირი სქელ შარფში ჩაემალა, ხელები მანტოს ჯიბეებში ჩაეწყო და მამაკაცის მხოლოდინში, ძირს დაგდებულ კენჭს, ფეხსაცმლის წვერით ეთამაშებოდა. მის დანახვაზე, თავი უმალ ასწია ზემოთ. სებემ მაშინვე შენიშნა გოგონას თვალებში ჩაბუდებული შიში, რაც პირველი შეხედვის თანავე მკვეთრად აჩნდა ნატალის. -ახლა თუ კიდევ იმის თქმა გინდა, რომ ერთმანეთისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ, გეფიცები ოთხმოცდაათიანების ეპოქაში დავბრუნდები და სადღაც გადაკარგულ სოფელში გაგიტაცებ ჩემი მანქანით -დაძაბულობის განსამუხტი ღიმილით მიუახლოვდა მას მამაკაცი და სიცივისგან აწითლებულ ცხვირზე აკოცა. ნატალის გალაქტიკისოდენა სევდა დააწვა გულზე. სიგიჟემდე მოუნდა იმ წამს სებესთან ერთად სადმე გაქცევა, თუნდაც თვეობით. -ისეთი რამის სათქმელად მოვედი, ეჭვი მაქვს მაგ გადაკარგულ სოფელში მხოლოდ იმიტომ წამიყვან, რომ ჩემი თავი მშიერ მგლებს მიუგდო საჭმელად -ასეთი რა ჩაიდინე? კაცი მოკალი? -კვლავ არ შორდებოდა ღიმილი მამაკაცის ბაგეებს. -შენთან მიმართებაში უდიდესი შეცდომა დავუშვი სებე. მე . . . -ვიცი რასაც გულისხმობ -დაწყებული წინადადება შუაზე გააწყვეტინა მამაკაცმა -უკვე მითხრეს, რომ სამსახურში დაბრუნებას არ აპირებ და მესმის კიდეც შენი. აღარ გინდა იმ ადგილას მუშაობა, საიდანაც ერთხელ უკვე დაგითხოვეს. შემოდი, შიგნით ვისაუბროთ -ნეტავ მართლა მაგაში იყოს საქმე -მხოლოდ ეზოში შესვლის შემდეგ დაუბრუნა პასუხი ნატალიმ. მამაკაცი მას ფეხდაფეხ მიჰყვა და სულ მალე, სახლის ნახევრად შეღებულ კართანაც აღმოჩნდნენ. სებემ ამჯერად ნატალი შეატარა პირველი და შიგნით შესვლის მერე, ორთავემ მკვეთრად იგრძნო ტემპერატურის ის უეცარი ცვლილება, ცივიდან –თბილ გარემოში მოხვედრა რომ იწვევს ხოლმე. -ეს მე მომეცი -მანტო საკუთარი ხელით გახადა სებემ. როგორც კი მას კედელზე, წვრილ ზოლად გაყოლებულ საკიდზე მიუჩინა ადგილი, ყელზე შემოხვეულ კაშნეში დაქაჩა გოგონას, თავისკენ მიიზიდა და სურვილმორეული წაეტანა მის ტუჩებს. თავბრუსხვევა და მკერდში მწველი ტკივილი, ერთობლივად იგრძნო ნატალიმ. ისედაც მძვინვარე ქარიშხალივით აფორიაქებული, უფრო მეტად ააფორიაქა ამ მოულოდნელმა კოცნამ. -სებე, მე . . . -ერთ დღესაც ბოლოს მომიღებს ეგ ტუჩები -კვლავ გააწყვეტინა დაწყებული სიტყვა მამაკაცმა, მერე შარფი მოხსნა, მასაც საკიდზე მიუჩინა ადგილი და ამჯერად, მოშიშვლებულ ლავიწის ძვალზე გადაუტარა ენა -მაგრამ ზოგჯერ კოცნაში ძალიან პასიური ხარ. ხშირად უნდა გავარჯიშო ხოლმე -არა მგონია ეგ გამოვიდეს -ტკივილით, სევდით, სასოწარკვეთით –ყველაფრით ერთიანად იყო გაჟღენთილი ნატალის ხმა იმ მომენტში და თვალებზეც კი ადგებოდა მდუღარე ცრემლები -სავარაუდოდ შემიძულებ იმის შემდეგ, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ ისეც არ შემიძლია, რომ დაგიმალო. თუკი ასე მოვიქეცი, სინდისი მთელი ცხოვრება დამტანჯავს სებეს მხიარული გამოხედვა, წამებში შეცვალა სერიოზულმა, თუმცა ხმა მანამ არ ამოუღია, სანამ მისაღებში არ გაიყვანა გოგონა და დივანზე თავის გვერდით არ დაისვა. -ისეთი რა უნდა გაგეკეთებინა, რომ შემძულდე? -ჰკითხა მან ინტერესით. გარეგნულად მცირედ დაძაბულობასაც ვერ შეატყობდით, განსხვავებით ნატალისა, ვინც ნერვიულობისგან, დაჭიმულობასა და სპაზმებსაც კი გრძნობდა მუცლის არეში. მიუხედავად ამისა, მაინც ერჩივნა ყველაფერი რაც შეიძლებოდა მალე მოეყოლა და დრო ზედმეტად აღარ გაეწელა. -გიყენებდი სებე -მზერა გაუსწორა ამის თქმისას მამაკაცის ლურჯ თვალებს, რომლებშიც, ამ სიტყვის გაგების თანავე აირეკლა გაურკვევლობა -გუდაურში ყოფნისას, შენთან დაახლოვეება მხოლოდ იმიტომ ვცადე, რომ მინდოდა მასშტაბური, ავტობიოგრაფიული სტილის რომანი შემექმნა ჩვენს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ამას კი, ყველაზე უკეთ მაშინ მოვახერხებდი, თუ ნაწერებში ასახულ ამბებს რეალურ ცხოვრებაში გამოვცდიდი -მეხუმრები? -არა -მაშინვე გააქნია თავი უარყოფის ნიშნად. ისიც კი უკვირდა, როგორ პოულობდა საკუთარ თავში ძალას, რათა წამოწყებული საუბარი გაეგრძელებინა -ჩემი ეს სიყალბე, მხოლოდ გუდაურში ყოფნის სამი დღე გაგრძელდა. იქედან დაბრუნებულზე, როდესაც სამსახურიდან დამითხოვეს და ჩემი გეგმის განხორციელების შანსი წამერთვა, წერაც შევწყვიტე და შენც შეგეშვი, თუმცა ამის შემდეგ უკვე თავად ცდილობდი ჩემთან ურთიერთობას სებეს ჯერ ჩაეცინა, მერე კი მკლავი გადაადო დივნის საზურგეს. იმდენად რთული გასაშიფრი იყო, ვერანაირ ემოციას ვერ კითხულობდა იმ წამს მის სახეზე გოგონა და ეს უფრო მეტად აღელვებდა, ისედაც ნერვიულობის პიკზე მყოფს. -ამიტომ მარიდებდი თავს იმ დღეების შემდეგ? -ისე ჰკითხა მამაკაცმა მისკენ მილიმეტრითაც არც გამოუხედავს. -ჰო -თავი უხერხულა ჩახარა ნატალიმ. -გუდაურის სასტუმროში ყოფნის დროსაც მხოლოდ იმიტომ დამტრიალებდი თავს, რომ ჩემგან რომანის პერსონაჟი შეგექმნა? -ასეა -შემთხვევით მაგ ნაწარმოების ხათრით ჩემთან სექსსაც ხომ არ გეგმავდი? -ვგეგმავდი -ესეც მაშინვე აღიარა ნატალიმ და ბოლო ხმაზე ტირილიც მოუნდა იმ წამს. სებეს კვლავ ჩაეღიმა, თუმცა ეს ჩაღიმება ახლა უკვე იმედგაცრუებით იყო გაჯერებული. -საინტერესოა, როგორ აღწერდი მაგ უჩვეულო მომენტებს. ალბათ ძალიან ეპიკურად -ღრმად ამოიხვნეშა ამის თქმისას, მერე კი დაამატა:-გამიგია, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგრამ მე რამე დაგიშავე? -ჰკითხა გამომცდელი მზერით -სამსახურიდან რომ არ გაეთავისუფლებინეთ, ალბათ საქმეს ბოლომდეც მიიყვანდი და ვერაფერი შეგაჩერებდა, რათა სათამაშოდ გექციე შენს ხელში -ცდები -ამჯერად საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებული ტონით მიუგო გოგონამ. გამოხედვაც შესაბამისად მტკიცე ჰქონდა -ამას დიდხანს მაინც ვერ გავაგრძელებდი, რადგან დანაშაულის გრძნობა მაინც თავისას იზამდა. მაგ სამი დღის შემდეგ, შენთან ერთი წამითაც კი არ მითამაშია. საშინლად მიზიდავ სებე. იმდენადაც კი, რომ ამხელა მიზიდულობამ თავადვე შემაშინა. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რატომაც ვცდილობდი შენგან თავი რაც შეიძლებოდა შორს დამეჭირა. ვერც იმას ვპატიობდი საკუთარ თავს, რომ ჩემი გეგმის დაწყებამდე, შენზე ყველაფერი მალულად გამოვიძიე და იმ ბინძურ თამაშში ჩაგითრიე, რომელში ჩათრევასაც სულაც არ იმსახურებდი. ერთი წამითაც არ გაგამტყუვნებ ახლა რომ ადგე, ხელი მომკიდო და უკანასკნელი ნაგავივით მომისროლო ამ სახლიდან. პირიქით, ვიმსახურებ კიდეც ამას -შენმა ზარმა რომ გამაღვიძა, ვფიქრობდი დილა რა ლამაზად დაიწყო-მეთქი -წინ გადმოიხარა და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო სებე, მერე კი კეფაზე ზემოთ-ქვემოთ გადაისვა ორივე ხელის გული -საერთოდ არ მიფიქრია, თუ ისეთ აფსურდს მოვისმენდი, ცოტა ხნის წინ რომ მოვისმინე -მაპატიე რაა -მუდარა ჩასდგომოდა მზერაში, ხოლო სხეული ისე უკანკალებდა, თითქოს დედამიწის ყველაზე ცივ წერტილში იმყოფებოდა, სრულიად შიშველი -ზოგჯერ გადაწყვეტილებას ისე ვიღებ, მოსალოდნელ შედეგებზე არც კი ვფიქრობ. წარმოდგენაც არ გაქვს თავს ახლა რა საშინლად ვგრძნობ -არა, ეს შენ ვერ წარმოიდგენ რა განცდაა, როდესაც ქალზე ჭკუას კარგავ, ფიქრებით მუდამ მას დასტრიალებ, იმ წუთებზეც კი ჟრუანტელით გეფიქრება, როდესაც ბოლომდე შენი გახდება და მერე იგებ, რომ მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოების შექმნის მიზნით გეგმავდა შენთან დაწოლას -სებე გთხოვ, არ გინდა . . . -მართალი ხარ . . . არანაირი აზრი არ აქვს იმაზე ლაპარაკს, რაც უკვე მოხდა და არც იმაზე, რომ ჩვენი არშემდგარი ინტიმური ურთიერთობა, შეიძლებოდა ფართო საზოგადოებას წაეკითხა დეტალებში -ამის თქმისას ფეხზეც წამოდგა, დივანს უკნიდან მოუარა, მის ზურგს მკლავებით დაეყრდნო და ყურთან ტუჩები საგრძნობლად მიუახლოვა გოგონას -სუფთა ჰაერზე მინდა გასეირნება. ახლა წავალ და როდესაც უკან დავბრუნდები, შენი აქ ყოფნის არანაირი კვალი აღარ დამხვდეს, გაიგე? არ შეუჩერებია ნატალის. ემოციებისგან ბოლომდე გამოფიტულს, იმის ძალაც არ შესწევდა რამე გაეკეთებინა. ერთადერთი, რაც მოახერხა ის იყო, რომ მამაკაცის გასვლის შემდეგ თავი ხელებში ჩარგო, შეკავებულ გრძნობებს გამოთავისუფლების საშუალება მისცა და უზარმაზარ მისაღებში მარტო დარჩენილი, პატარა ბავშვივით აზლუქუნდა. 8 8 8 8 დანიელმა მოზრდილი, საქართველოს დროშის სტიკერიანი ჩემოდანი ლიფტთან მიაგორა, გამოძახების ღილაკს თითი დააჭირა და გვერდით მდგომ, ტელეფონში ჩამძვრალ ლალიტას გახედა. უკვე ერთი საათი გასულიყო მას შემდეგ, რაც კვლავ საქართველოს მიწაზე დადგეს ფეხი. გერმანიაში ყოფნა, წინასწარ განსაზღვრული ორი კვირის ნაცვლად, სამი დღით მეტიც გაუგრძელდათ. არც ჩამოსვლის შესახებ გაუფრთხილებიათ ვინმე. მათი დაბრუნების ამბავი, თავად მათ გარდა არავინ იცოდა, მათ შორის არც ნატალიმ, ვინც, ბოლო ორი დღის განმავლობაში, საკმაოდ გულჩათხრობილი ეჩვენებოდა ლალიტას. ლიფტის მენთოლისფერი კარი ხმადაბალი სრიალით გაიხსნა და შიგნით ორივემ ერთად შეაბიჯეს. გოგონამ სწორედ მაშინ ამოყო თავი ტელეფონიდან, იგი ჯიბეში ჩააბრუნა და მეთექვსმეტე სართულზე ასვლის მოლოდინში, უკან, მთელ სიგრძეზე მიმაგრებულ სარკეში ჩაიხედა. -დარწმუნებული არ ვარ, რომ იქ მარტო შესვლა ღირს -თითქოს თავისთვის, თუმცა უფრო მეტად მაინც გვერდით მდგომი მამაკაცის გასაგონად თქვა მან, რომელიც გოგონას ყოველ მოქმედებას პერიფერიული მხედველობით ადევნებდა თვალყურს. -თუ გინდა ცოტა ხნით შემოვალ და ერთად დაველაპარაკოთ -არა, საშიშია -მაშინვე გააქნია თავი ლალიტამ -რას გულისხმობ? -იმას, რომ როდესაც სახლში ავალ და ნატალის მთელ სიმართლეს მოვუყვები გერმანიაზე, არც კი ვიცი ჩემი მიმართულებით რომელ საგანს გამოისვრის -სიცილით იკბინა ქვედა ტუჩზე ამის თქმისას -არ მინდა რომელიმე მათგანი შენ მოგხვდეს თავში -მე კი ვაპირებდი მაგ დროს წინ გადაგფარებოდი -დანიელსაც გაეცინა, თან თვითონაც შეტრიალდა სარკის მხარეს. ამჯერად მათი გამოსახულებები უკვე ერთად ირეკლებოდა პრიალა ზედაპირზე -თუ ყველაფერს სწორად აუხსნი გაგიგებს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც კართან ვიდგები და შენი ყვირილის გაგების შემთხვევაში გმირულად გადაგარჩენ -კარგი რაა -მხარზე იდაყვი გაჰკრა მას გოგონამ -შენ მაინც ნუ დამცინი, ისედაც ვნერვიულობ ამ დროს, ლიფტში, სართულის აღმნიშვნელი ნომერი –თექვსმეტიც გამოჩნდა და რამდენიმე წამში კარიც გაიხსნა. ლალიტას მზერას, მაშინვე თავისი ბინის კარი მოხვდა თვალში და უეცარი, ყრუ ტკივილიც იგრძნო გულის არეში. მაშინ ყველაზე მძაფრად აღიქვა, როგორ ძალიან მონატრებოდა თავისი პატარა, მაგრამ მყუდრო ბინა. -რაც ცუდი იყო უკან დარჩა -ფიქრებში წასული, დანიელის ხმამ გამოაფხიზლა. მამაკაცს უკვე ბინის კართან მიეგორებინა ჩემოდანი და მის ჯერ კიდევ ამოწეულ ტარს ხელის გულით დაყრდნობოდა. -შენი დამსახურებით . . . მთელი ცხოვრება ვალში ვიქნები შენთან -არ მსიამოვნებს მაგის მოსმენა -ჩემოდანს მოშორდა და ამჯერად გოგონას მიუახლოვდა. რამდენიმე წამით მის სალათისფერ თვალებს შესცქეროდა, ისე, თითქოს მათში სამუდამოდ ჩაკარგვა სურსო, შემდეგ კი სახეზეც მიეფერა თითის ბალიშებით. -ახლა არა, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად დავილაპარაკებთ ყველაფერზე ლალიტა -რაზე დავილაპარაკებთ? რა გაქვს მხედველობაში? მოულოდნელად სიცივე იგრძნო გოგონამ. დანიელის თითები, რომელთა შეხებაც, მისი დაბალი ტემპერატურის მიუხედავად მაინც კანს უწვავდა, უეცრად გოგონას სახეს მოშორდა და აღარც მამაკაცის თბილი სუნთქვა ეფრქვეოდა სახეზე. უპასუხოდ მივიდა დანიელი ლიფტთან. არც მაშინ დაუძრავს სიტყვა, როდესაც ლალიტამ, კითხვა კიდევ ერთხელ გაიუმეორა. ხმა მხოლოდ კაბინაში შესვლის შემდეგ ამოიღო და მისი კარი ცოტა ხნით გააჩერა, პაუზის ღილაკის მეშვეობით. -იმაზე ვილაპარაკებთ, რომ ჩემი აუხდენელი ოცნება ხარ -უპასუხა ისეთი ტონით, რომ ლალიტას იმის გარკვევაც კი გაუჭირდა, სერიოზულად ამბობდა ამ ყველაფერს, თუ უბრალოდ ხუმრობდა. ამისდა მიუხედავად, მორიგი შეკითხვა მაინც დაებადა. -ასე ქარაგმულად რატომ მელაპარაკები? დანიელს, მზერა იმაზე ბევრად უფრო სერიოზული გაუხდა, ვიდრე აქამდე ჰქონდა. მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო, გაორმაგებული ტემპით აუძგერა მისმა ასეთმა გამოხედვამ გოგონას. მამაკაცი ისე უმზერდა, თითქოს განზრახული აქვს პირდაპირ მისი სულის ყველაზე მიუვალ სიღრმეებში ჩაიხედოსო. -ნატალის ჩემგან მოკითხვა გადაეცი -საბოლოოდ მხოლოდ ეს უთხრა მან და ლიფტის ამუშავების ღილაკს, თითიც მიაჭირა. -დანიელ . . . დანიელ, გთხოვ ასეთ . . . -უნდოდა ეთქვა ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში ნუ დამტოვებო, თუმცა ვეღარ მოასწრო, რადგან კარი, ორივე მხრიდან ამოძრავდა და სულ მალე, მამაკაცის გამოსახულებაც "შთანთქა". მომხდარით გაღიზიანებულმა ლალიტამ, ინსტიქტურად მიარტყა მაგრად შეკრული მუშტი წარწერებით გაფორმებულ სადარბაზოს კედელს. ყველაზე მეტად, რასაც მოთმინებიდან გამოჰყავდა, ეს გაურკვევლობა იყო, თუმცა მომხდარზე ზედმეტი ფიქრის ნაცვლად, სრულიად სხვა საქმისთვის უნდა მიეხედა. წინ საკმაოდ ემოციური საუბარი ელოდა ნატალისთან, ამიტომ, მთლიანად ამაზე უნდა კონცენტრირებულიყო, წამების წინ მომხდარი გაუგებარი ფაქტი კი, ცოტა ხნით უნდა დაევიწყებინა, ან მანამდე, სანამ დანიელი თვითონ არ ახსნიდა საკუთარი სიტყვების მნიშვნელობას. გოგონამ თავი გადააქნია, თვალები მაგრად დახუჭა და ისინი კვლავ გაახილა. მოღუშული სახით მოჰკიდა ხელი თავისი ჩემოდნის ტარს, მერე კი ყოველგვარი შეყოვნების გარეშე, კარზე რამდენჯერმე დააზარუნა და მოთმინებით დაელოდა მის გაღებას. ბინის სათადარიგო გასაღები, ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნის დროს დაჰკარგვოდა, ამიტომ იმედოვნებდა ნატალი შინ დახვდებოდა. საბედნიეროდ, იღბალმა გაუღიმა. ზარის ღილაკზე თითის მიჭერიდან დაახლოებით ათი წამის შემდეგ, ნაბიჯების ხმა მოესმა და სულ მალე კარის გაჩხაკუნებაც მისწვდა მის ყურთასმენას. მთელი სხეულით დაიძაბა ლალიტა. იმ მომენტში კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანი საუბარი ელოდა და ჰაერის ღრმად ჩასუნთქვით, შეძლებისდაგვარად დაიმშვიდა საკუთარი თავი. ზღურბლთან რომ მეგობრის გაოცებულ თვალებს შეეჩეხა, ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა გოგონას. ნატალი აშკარად არ ელოდა მის დაბრუნებას, რადგან წინასწარ არ ჰყავდა გაფრთხილებული. ზუსტად იცოდა, ასეთ შემთხვევაში პირდაპირ აეროპორტში დახვდებოდა და ისე მაგრად ჩაეხუტებოდა, რომ აუცილებლად განუახლებდა ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობის ტკივილს, ლალიტას კი სურდა ყველაფერი შინ გარკვეულიყო და არა უამრავი ხალხის თვალწინ. -რა სახით მომშტერებიხარ, არ შემომიშვებ? -მეგობრის ქანდაკებასავით გაქვავებულ მზერას რომ ვერაფერი მოუხერხა, თვითონ ამოიღო ხმა ლალიტამ, თან ცხვირწინ თითები გაუტკაცუნა მას -პირზე ბოქლომი დაგადეს? -უბრალოდ . . . -ენა დაება, თუმცა თვალებში მაინც ჩაუდგა ბედნიერების ბრჭყვიალა სხივები -არ გელოდებოდი. არც კი დაგირეკავს გასაფრთხილებლად -შეგიძლია ამის შემოტანაში დამეხმარო? -კართან დადებულ ჩემოდანზე ანიშნა ლალიტამ -აქამდეც დანიელმა მომატანინა, ჩემთვის მძიმის აწევა არ შეიძლება ნატალიმ ჯერ ჩემოდანს შეხედა, შემდეგ ლალიტა აათვალიერა ეჭვით და ის იკითხა, რამაც გონებაში პირველად გაუელვა: -შენ რა, დაორსულდი? -რა?! -აბა მძიმის აწევა რატომ არ შეგიძლია? მეგობრის გაურკვევლობაში მყოფმა მზერამ, ლალიტას, გაუცნობიერებლად ნათქვამი საკუთარი სიტყვები მოაგონა და სწორედ მაშინ გაიაზრა, რატომ წამოვიდა მისი მისამართით ასეთი შეკითხვა. -კარგი რა, რა ორსულობა? იქნებ ჯერ მომესალმო? -ჰკითხა მხიარულად. როგორც კი ნატალიმ მისი ბარგი შიგნით შემოაგორა, თავადაც გადააბიჯა ზღურბლს. სწორედ მაშინ შეატყო, რომ ძალზედ უხასიათოდ იყო გოგონა. თვალის უპეები ოდნავ შესიებული ჰქონდა, გარსზე კი წვრილად აჩნდა სისხლისფერი კაპილარები, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ ნამტირალევი იყო. -რომ გეთქვა ბრუნდებოდი, აეროპორტშივე დაგხვდებოდი -უთხრა ნატალიმ ღიმილით, მერე კი ორივე მკლავით გადაეხვია მონატრებულ დაქალს -რა კარგია, რომ ჩამოხვედი და აქ ხარ -რა გჭირს? -შეშფოთება გაკრთა ლალიტას ხმაში -ვინმე მოკვდა თუ ასეთი სახე რატომ გაქვს? თან მგონი ტიროდი კიდეც -ღირსი ვარ იმის, რაც დამემართა -ამოისლუკუნა სევდიანი, დამსხვრეული ხმით -ჩემნაირი სულელი გოგო კიდევ ბევრჯერ იტირებს იმ მომენტში, სრულებით გადაავიწყდა ლალიტას თავისი დრამატული ისტორიის მოყოლა. მეგობრის მოღრუბლული სახის შემყურეს, უკვე იმის ინტერესი კლავდა, რა ხდებოდა მის თავს. -აღარ იტყვი რა დაგემართა? -სამზარეულოსკენ წასულს უკან აედევნა. -ყავის დალევას ვაპირებდი. თუ გინდა შენც გაგიკეთებ -გარკვეული პერიოდით ვერ დავლევ, შეიძლება გული ამიჩქაროს -შენ რაღაც ძალიან უცნაურად ლაპარაკობ -კიდევ ერთხელ აათვალიერა ეჭვით ნატალიმ -მძიმეს აღარ წევ, ყავას აღარ სვამ, როცა ჩაგეხუტე, შევამჩნიე გულზე ხელი ისე მიიჭირე, თითქოს რაღაც გატკინე. არ მეტყვი რა ხდება? -პირველად მე გკითხე, ამიტომ, ჯერ შენ უნდა თქვა -სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა ამის თქმისას. ნატალიმ ღრმად ამოიოხრა, ფინჯანში კაპუჩინოს პაკეტი ჩაცალა და მას ზემოდან ადუღებული წყალი დაასხა. -სებეს ყველაფერი მოვუყევი და ახლა ჩემი დანახვაც აღარ უნდა -თქვა მან სივრცეში გაყინული მზერით -ბედის ირონიაა, რომ ექვსი წლის შემდეგ ისევ კაცის გამო ვტირი, მაგრამ ამჯერად ყველაფერში თავად ვარ დამნაშავე -მოიცა, მოიცა, ეგ როდის მოხდა? -გუშინწინ -მაგიდასთან, მის პირისპირ ჩამოჯდა გოგონა, თან ცხელ ფინჯანს შემოაჭდო თითები, თუმცა მალევე იგრძნო უსიამოვნო წვა და ისინი კვლავ უკან გამოსწია -უკვე მეორე დღეა, რაც მისგან არაფერი ისმის. აი ასე, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, გონება ამირია და წავიდა. სხვა გზა არაა, როგორმე ამასაც უნდა მოვერიო -ეგ ტიპი მართლა გიყვარს? -თანაგრძნობით სავსე მზერით შესცქეროდა მას ლალიტა. მეგობრის თითოეული სიტყვა ისე სტკიოდა, თითქოს სხვას კი არა, თავად განეცადა ყოველივე ეს. -ჰო, მიყვარს ლალიტა -ნახევარი წამითაც არ შეყოვნებულა პასუხზე გოგონა. თვალის გარსი ერთიანად დანამული ჰქონდა ამის თქმისას -პატარა ბავშვივით მეშინია ახლა ამის აღიარების, მაგრამ მიყვარს. სრულიად სხვანაირია. მართლა არავის ჰგავს. მასში არაფერია ისეთი, რაც შემიძლია მინუსად ჩავუთვალო. რომანებიდან გადმოსულ, სრულყოფილ პერსონაჟს მაგონებს, ვისი ყოველი ნაბიჯიც გაოცებს -სერიოზულ შარში ხარ -ვიცი -წამწამიდან მოწყვეტილი ცრემლი ლოყაზე რომ დაედინა, სწრაფად მოიწმინდა მარჯვენა ხელის გულით -მაგრამ მაინც არ ვნანობ სიმართლის მოყოლას. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, მართალია ურთიერთობა აგვეწყობოდა, მაგრამ თავს მშვიდად ვერასოდეს ვიგრძნობდი. ყოველთვის ისეთი შეგრძნება მექნებოდა, თითქოს ჩემი ბედნიერებით რამეს ვაშავებდი -ამ დღეებში რამე თუ ჭამე? -ჰკითხა, რადგან კარგად იცოდა, სტრესის დროს ჭამა რომ არასდროს ახსენდებოდა ხოლმე ნატალის. -კი, ვჭამე . . . ამ დილით ალექსი დამადგა პიცითა და ჩემი საყვარელი ორცხობილებით ხელში. ისეთი სახით მიყურებდა, რომ არ მეჭამა ალბათ კოცონზე დამწვავდა -მოუყევი რაც მოხდა? -ყველაფერს ვუყვები . . . მამშვიდებს მასთან საუბარი -კიდევ კარგი მეგობრობაში მაინც არის იდეალური -კარგი რა, მასზე ასე აგრესიულად რატომ ლაპარაკობ? -უნებურად შეკრა წარბები გოგონამ -თქვენ თუ ერთმანეთს ვერ გაუგეთ, იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქალისთვისაც ცუდი პარტნიორი იქნება. შენ უბრალოდ შეზღუდვებს ვერ ეგუები, მაგრამ უნდა აღიარო, რომ ვისთან მეგობრობაზეც ალექსი გიჭედავდა, მართლა შენი ლოგინში ჩაგორება ჰქონდათ მიზნად დასახული -ერთია, როდესაც შენს პარტნიორს, შენი ვინმესთან ურთიერთობა არ სიამოვნებს და ამას მშვიდად, არგუმენტირებულად გიხსნის, ხოლო მეორეა, როცა დაჭრილი ცხოველივით ღრიალებს და სათქმელს ისე გადმოსცემს. ალექსი აქედან მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდა და სწორედ ამიტომ აღარ ვართ ერთად. რიგ შემთხვევებში, ჩემს ოდნავ გამომწვევ ჩაცმულობაზეც კი გამოუთქვამს უკმაყოფილება, რაც უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. ჩაცმის სტილი, ადამიანის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს და ამაში გარეშე პირი არ უნდა ერეოდეს -ჰო, მაგრამ მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, დროის გასვლა კი ადამიანებსაც ცვლის -ეგ მხოლოდ შენი თეორიაა, რომელიც არანაირად არაა დამტკიცებული -სკამის საზურგეს მიეყრდნო ამის თქმისას -ჰო მართლა, ამ ეტაპზე სად მუშაობს? -ვინ? -ალექსზე გეკითხები -აჰაა -ყავის ერთი ყლუპი მოსვა. სითხე ოდნავ შეგრილებულიყო და შეეძლო თავისუფლად დაელია -გამომძიებელია ერთ-ერთ განყოფილებაში. სხვათა შორის, ამ ეტაპზე ისეთ საქმეს იძიებს, მეც კი დავფიქრდი ამაზე რამე კარგი დეტექტივი ხომ არ დავწერო -მაინც რას? -გაეცინა ლალიტას. -ცოლს ყოველ თვეში, თავისი ქმრის ერთ მოჭრილ თითს უგზავნიან ანონიმურად. უცხოელი ცოლ-ქმარია, მხოლოდ სამი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ, თუმცა უკვე ოთხი თვე სრულდება, რაც მისი ქმარი გატაცებული ჰყავთ და არც კი იციან ამ საშინელებას ვინ აკეთებს -რა საზიზღრობაა . . . რამდენი ავადმყოფია ამ ქვეყნად -კარგი, კარგი, მაგას შევეშვათ და ახლა შენ მითხარი რა გჭირს -უწინდელი თემა შეახსენა მეგობარს ნატალიმ -ისეთი ყავის მანიაკისგან, როგორიც შენ ხარ, აშკარად გასაკვირია მასზე უარს რომ ამბობ -თუ ზედმეტი წივილ-კივილის გარეშე მომისმენ, მაშინ გეტყვი -რა ხდება? -აშკარად დაიძაბა გოგონა, რაზეც დამამშვიდებლად გააქნია თავი ლალიტამ. -უბრალოდ იცოდე, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა და რაც ცუდი იყო, დიდი ხნის წინ დარჩა უკან -აღარ იტყვი? -ოღონდ მშვიდად, კარგი? -კარგი -დაუმოწმა იმის მიუხედავად, რომ თავადაც არ ჰქონდა საკუთარი სიმშვიდის იმედი -მიდი, თქვი -ერთი სიტყვით . . . -აქ მცირედი პაუზა გააკეთა, თუმცა როდესაც მეგობრის მოუთმენელ მზერას გადააწყდა, ამოიოხრა და მაშინვე განაგრძო -ერთი სიტყვით და ორი გაგებით, გერმანიაში დანიელმა გულის ოპერაციის გასაკეთებლად წამიყვანა და არა სამოგზაუროდ . . . დაძაბული დუმილი ჩამოწვა რაღაც პერიოდის განმავლობაში. ლალიტას მოეჩვენა, რომ ჰაერის ნაწილაკებიც კი უარყოფითად დაიმუხტა იმ მომენტში. -რაო, რა თქვი? -ნუ ღელავ, ახლა ყველაფერი რიგზეა. მხოლოდ ღამღამობით მაცვია ძვლის შესახორცებელი კორსეტი და საწოლიდან ადგომისას, პატარა დახმარება მჭირდება ხოლმე. ხანდახან დამოუკიდებლადაც ვდგები -მაშაყირებ, არა? -სიმართლეს გეუბნები -არ მჯერა -თავს მონოტონურად აქნევდა გოგონა, ხოლო თვალებში უზარმაზარი შიში ჩასდგომოდა -ასე რომ ყოფილიყო, დანიელი მაინც არ გაჩუმდებოდა საყინულეში შედებული თევზივით და ყველაფერს მეტყოდა -დანიელს მე ვთხოვე არაფერი მოეყოლა -თქვა თუ არა, მოსაცმლის ელვა შეიხსნა, მაისური ძირს ჩამოქაჩა და თავისი სიტყვების დასტურად, გულ-მკერდზე დამჩნეული ჭრილობა აჩვენა მეგობარს. ამის დანახვაზე, პირზე ორივე ხელი აიფარა ნატალიმ, თან ადგილზე ისე შეხტა, წინ დადებული ცხელი ყავა ლამის ზედ გადაივლო. კვლავ ცრემლები მოადგა მის თვალებს, თითები აუკანკალდა და ალბათ პანიკაშიც ჩავარდებოდა, ლალიტას ხმას რომ არ გამოეფხიზლებინა. -ემოციების გარეშე, გთხოვ . . . თავს იდეალურად ვგრძნობ, უკვე გამოჯანმრთელებულს ნუღარ გამომიტირებ -კი მაგრამ . . . ეს . . . ეს როგორ? რანაირად? -ენა ებმოდა საუბრისას. ბოლომდე ჯერ ვერც მოსმენილი გადაეხარშა და ვერც ნანახი, ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ არც კი იცოდა ამას როგორ შეძლებდა. -დაწვრილებით მოგიყვები, ოღონდ ჯერ დამაცადე -სკამიდან წამოდგა ის, კარადიდან გერმანიაში გამგზავრებამდე დატოვებული ცხელი შოკოლადის პაკეტებიდან ერთ-ერთი გამოიღო, მადუღარა კვლავ შეაერთა და წყლის ადუღების მოლოდინში, ნატალის განცვიფრებულ, დამფრთხალ მზერას გაუსწორა თვალი -მოკლედ, ყველაფერი იქედან დაიწყო, როდესაც შუა ქუჩაში ცუდად გავხდი . . . 8 8 8 8 ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა, როდესაც ტელევიზორის წინ მსხდომ ლალიტასა და ნატალის, ფილმის ყურება, კარზე დარეკილი ზარის ხმამ გააწყვეტინათ. ვინაიდან უკვე გვიანი იყო და არც არავის სტუმრობას ელოდნენ, გოგონებმა გაოცებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს. ორივეს თვალებში ის ირეკლებოდა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ ვინ უნდა მდგარიყო ზღურბლის მეორე მხარეს, ამიტომ, ნატალი გარკვირვებული მზერით წამოდგა დივნიდან და თავის ფუმფულა ჩუსტებში ფეხები სწრაფად გაუყარა. -შენ იჯექი, არ გაინძრე, წავალ მე გავაღებ -ნატალი, ოპერაცია რომ გავიკეთე იმას არ ნიშნავს, რომ მოძრაობა მეკრძალება -პატარა ბავშვივით დატუქსა, რადგან მუდამ აღიზიანებდა გაზედმეტებული მზრუნველობა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება საერთოდ არ ჰქონდა. -ნუ მეჩხუბები. აქამდე, როცა ვინმე მოვიდოდა, სულ მე მაგზავნიდი კარის გასაღებად, ახლა კიდევ ჩემი ნებით ვდგები და მაინც უკმაყოფილო ხარ -კარგი, ნუ ბუზღუნებ, მიდი გააღე -მის ბავშვურად შეკრულ წარბებზე, ლამის სიცილი წასკდა. გოგონამაც უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ჰოლისკენ. ძირითადად, სათვალთალოში არ იყურებოდა ხოლმე, მაგრამ ასეთმა დაგვიანებულმა სტუმარმა ცოტათი დააეჭვა და მიუახლოვდა თუ არა პატარა ჭუჭრუტანას, წამით გაკვირვებული შედგა. მიუხედავად ამისა, კარი მაინც სწრაფად გამოაღო და კედელზე ცალი მკლავით მიყრდნობილი, თეთრ, ყელიან სვიტერსა და შავი ფერის ჯინსებში გამოწყობილი მამაკაცი დაკვირვებით აათვალიერა, ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე. -დანიელ? მოხდა რამე? -ოდნავ გვერდზე გაიწია, რათა იგი შიგნით შემოეტარებინა. -ლალიტა სახლშია? -კი, აბა სად უნდა იყოს? მოდი, რას დგახარ? -ამჯერად ხელითაც ანიშნა შემოსასვლელისკენ, რადგან მამაკაცი კვლავ უძრავად იდგა უწინდელ ადგილას -ლალოო, ადექი დანიელი მოვიდა! ვინაიდან გოგონების მისაღებ ოთახში, წამოდგომა-დაჯდომისას დივანი სიძველისგან ჭრაჭუნს იწყებდა, ლალიტას სწრაფი ადგომის ხმა ჰოლშივე გაიგონეს. მალე ამას ნაბიჯების ხმაც დაერთო და აქედან რამდენიმე წამში, დანიელმა, ღია მწვანე საღამურებში გამოწყობილი ლალიტაც დაინახა, ვის თვალის ფერსაც იდეალურად ეხამებოდა ამ ტონალობის სამოსი. -აქ რას აკეთებ? -ჰკითხა გოგონამ ეჭვით დაწვრილებული თვალებით, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ ცოტათი უხეშად გამოუვიდა და დაამატა :-უბრალოდ ასე გვიან არ გელოდი. არც დაგირეკავს დანიელმა ჯერ ნატალის შეხედა, მერე მზერით კვლავ ლალიტას დაუბრუნდა, ღრმად ამოისუნთქა და ხმაც ამოიღო: -სალაპარაკო მაქვს შენთან . . . ოღონდ ცალკე -ნამიოკი მიღებულია -ორივეს ეშმაკური ღიმილით მოავლო მზერა ნატალიმ. მერე სწრაფად გავიდა მისაღებში, დივანზე მიფენილ თავის ლურჯ პლედს დაავლო ხელი და კართან დარჩენილებს ხმამაღლა გასძახა :-მოდით, აქ ისაუბრეთ, მე ჩემს ოთახში ვიქნები ნატალის სიტყვების შემდეგ, ორივემ უსიტყვოდ გადაინაცვლეს მისაღებ ოთახში. მათ შორის ჩამოწოლილ, დაძაბულ, უხერხულ სიჩუმეში, გოგონამ მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც ძალიან აწუხებდა. მალევე გააცნობიერა, რომ ეს შემაწუხებელი ფაქტორი ჩართულ მდგომარეობაში დატოვებული ტელევიზორის ხმა იყო, ამიტომ იგი სწრაფად გამორთო, პულტს ჟურნალების პატარა მაგიდაზე მიუჩინა ადგილი და თავის წინ მდგომ დანიელს კითხვის ნიშნებით გადავსებული მზერა ესროლა. -გისმენ . . . რაზე გქონდა სალაპარაკო? -იმაზე, რაც ყველაფერს ამოაყირავებს ჩვენს შორის -წამიც არ დაუყოვნებია ისე მიუგო, საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ტონით. მიუხედავად ამისა, თვალებში მაინც ირეკლებოდა ის მცირედი ფორიაქი, რაც აღნიშნული საუბრის წამოწყებამ გამოიწვია მამაკაცში. -ანუ? -ნათლად იგრძნო მთელი სხეულის დაძაბვა. თითქოს წინასწარ ხვდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი დიალოგი ელოდა წინ. დანიელი პასუხის გაუცემლად ჩაეშვა სავარძელში. ცოტა ხანში ლალიტასაც ანიშნა დამჯდარიყო და როგორც კი გოგონამ ეს გააკეთა, დანისლული, ღრმა მზერით გაუყარა თვალი, თვალში. თითები ერთმანეთში ჰქონდა გადაჭდობილი მამაკაცს. რაღაც პერიოდით, მისაღებში ისეთი სიჩუმე ბატონობდა, მხოლოდ ორი ადამიანის სუნთქვის ხმა თუ ისმოდა, ხოლო სივრცე ერთიანად გაჟღენთილიყო იდუმალი მღელვარებით სავსე მუხტებით. -გახსოვს, ერთხელ მითხარი, ცხოვრებაში არასდროს არაფრის შეგეშინდეს, რადგან როდესაც ადამიანს რაღაცის ეშინია ის ყველაფერს კარგავსო? -ჰკითხა უეცრად დანიელმა, თან ინტერესით შეაცქერდა მის სახეს, ჯერ კიდევ გაურკვევლობას რომ ასხივებდა. -ჰო, ეს შენი იუბილის ღამეს გითხარი, ხეზე აშენებულ სახლში -ათოსანი მოსწავლესავით სხარტად მიუგო მან -რატომ მეკითხები ამას ახლა? მამაკაცის გამოხედვაში იმოდენა სიმტკიცე ჩადგა, რომ დასმულ შეკითხვას ყოველგვარი დაყოვნების გარეშე უპასუხა: -იმიტომ, რომ ჩემი შიშები სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე და ახლა პირდაპირ გეკითხები –გრძნობ თუ არა რამეს ჩემს მიმართ? ტანში გააცია ლალიტას ამ ყველაფრის მოსმენაზე. შეეძლო დაეფიცა, რომ ასე მაშინაც კი არ შეშინებია, როდესაც ექიმმა, ოპერაციის აუცილებლობის შესახებ აცნობა. -რა? -ჰკითხა კანკალითა და ენის ბორძიკით -ეს როგორ გავიგო? -ზუსტად ისე, როგორც გესმის -კვლავ დაჟინებით შესცქეროდნენ მამაკაცის ცისფერი თვალები -მე უკვე ძალიან მიჭირს ჩვენი უსახელო ურთიერთობა, რომელიც არანაირ მოვალეობას არ ეფუძნება. თუ გინდა მესაკუთრედ ჩამთვალე, თუ გინდა გიჟად, მაგრამ მინდა პირველი და უკანასკნელიც მე ვიყო შენს ცხოვრებაში -ეგ რას ნიშნავს დანიელ? -უფრო და უფრო იმატებდა მღელვარება, როგორც გოგონას გულში, აგრეთვე მის გონებაშიც. პულსაცია უროს მსგავსად უკაკუნებდა საფეთქლებში და ეჩვენებოდა, რომ სისხლიც წყობიდან გამოსული მიედინებოდა ვენებში. მამაკაცს ოდნავ გაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი, დაძაბულობის განხმუხტვას უფრო ჰგავდა მისი მხრიდან. -გინდა იცოდე რას ნიშნავს? -დარწმუნებული არ ვარ . . . მაგრამ მაინც მითხარი, მაინტერესებს! -ზუსტად ვიცი ამას ისედაც ხვდები, მაგრამ თუ მაინცდამაინც სიტყვიერი მოსმენა გსურს, არც ამის მეშინია -წელში გასწორდა იგი, ერთმანეთში გადახლართული თითები გამოაცალკევა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო -შემიყვარდი ლალიტა . . . პირადად ჩემთვის, უკვე დიდი ხანია ჩვენი ურთიერთობა სექსის ფაზას გასცდა და ბევრად უფრო სხვა სახე შეიძინა. მხოლოდ შენი სხეული საკმარისი აღარაა. ვგრძნობ, რომ მთლიანად მჭირდები და მინდა მაშინაც კი ვიყოთ ერთმანეთის ცხოვრებაში, როდესაც სიბერისგან დაუძლურებულებს, ხელჯოხით სიარული დაგვჭირდება. -შეწყვიტე! შეწყვიტე გესმის?! -შიშისგან და ამდენი ემოციისგან, უკვე თვალები გაფართოებოდა გოგონას. თავიდანვე კარგად იცოდა, რომ დანიელი, რაღაც ისეთის გამჟღავნებას აპირებდა, რაც შინაგანად ააფორიაქებდა, თუმცა რეალობასთან პირისპირ შეჯახება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა -წარმოდგენა მაინც თუ გაქვს ახლა რა სისულელეს ამბობ? საერთოდ არ მინდა შენთვის ერთადერთი ვიყო და სამომავლო გეგმებს აწყობდე უხეშად მიხლილი პასუხის მიუხედავად, მზერა ოდნავადაც არ შეცვლია დანიელს. მხოლოდ საკუთარ თითებს დააშტერდა ისე, თითქოს მათ რენტგენში გატარებას ცდილობსო, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა, იდაყვში მოხრილი ხელებით მუხლებს ჩამოეყრდნო და ოდნავ ჩაეღიმა. -ანუ ეს არის შენი პასუხი -სხვას რას ელოდი? -მკაცრად ასწია ცალი წარბი გოგონამ. თავის თავში, იმ წამს ის ლალიტა ჩაასახლა, რომელიც სრულებითაც არ ჰგავდა მის რეალურ სახეს -შენთან მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ლოგინში იდეალური ხარ. მართლა მომწონდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ სიყვარული? ეს ყველაფერი ჩემთვის არაა და ამის შესახებ თავადაც კარგად იცოდი -გამოდის შენთვის მხოლოდ სექსის მანქანა ვარ -მანქანა? -ზუსტად რომ ასეა -თავად დაემოწმა საკუთარ სიტყვებს მამაკაცი, თან ფეხზეც წამოდგა. მას ლალიტამაც მიბაძა -მარტო ის გჭირდება, რაც ფეხებშუა მაქვს. ჩვენი ამდენხნიანი ურთიერთობის განმავლობაში სხვა არასდროს არაფერი გიგრძვნია წარმოსახვებში ტკივილისა და სიმწრისგან თვალები დახუჭა გოგონამ. როგორც არ უნდა ყოფილიყო ახლა შინაგანად, სისუსტის უფლებას საკუთარ თავს ნამდვილად არ მისცემდა. ვერ დაუშვებდა ემოციებს აჰყოლოდა და თავი იმ ლომის ხახაში შეეყო, რომელსაც, ალექსთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, სასტიკად გაურბოდა. -გულქვა არსება გამოგყავარ დანიელ. თავად რით განსხვავდები ჩემგან? -რით განვსხვავდები? -ჰო, რით? -ალბათ იმით, რომ შენგან განსხვავებით ყველაფერს ასე უემოციოდ ვერ ვუდგები -მკლავებში ხელი ჩაავლო და ისეთი ენით აღუწერელი სევდა გამოესახა თავის ცივ, ცისფერ თვალებში, გოგონას ლამის ღაპაღუპით გადმოსცვივდა ცრემლები. როგორ უნდოდა იმ წამს მამაკაცს მოხვეოდა, ეთქვა, რომ ერთადერთი იყო და მისთვის თითქმის მთელ სამყაროს უტოლდებოდა. ეღიარებინა, რომ ჭკუიდან შლიდა მისი ყოველი შეხება, კოცნა თუ ალერსი, მაგრამ არ შეეძლო. შიში, რომელიც მომავლის მიმართ ჰქონდა, აიძულებდა სახეზე გულგრილობის ნიღაბი მიეწებებინა, საკუთარ სურვილებთან და დანიელთან საბრძოლველად. -შენი გრძნობები შენივე პრობლემაა -რაც შეეძლო მტკიცე ტონით აღნიშნა გოგონამ -მე სიყვარული არაფერში მჭირდება და არც იმას ვაპირებ, სამომავლოდ ვიღაცის მეორე ნახევარი, ცოლი ან შვილების დედა მერქვას. ის შეიყვარე, ვინც მსგავსი მოსაწყენი რამებითაა დაინტერესებული -ჰოო? -მწარე ღიმილით შეუშვა ხელი მას მამაკაცმა. სახე ერთიანად ჰქონდა წაშლილი. აუტანლად სტკიოდა ყოველი მოსმენილი სიტყვა -რა მარტივად იპოვე გამოსავალი, შენით აღფრთოვანებული ვარ -არ გინდა ეს ცინიზმი -ცინიზმია და ბედის დაცინვა მთელი ჩემი ცხოვრება -ჩემგან რა გინდა? -ყელში გაჩხერილ ცრემლების ბურთს მთელი ძალით ებრძოდა ლალიტა, რათა საკუთარი თავი და ემოციები არ გამოეტანა დღის სინათლეზე -ბოდიში მოგიხადო იმის გამო, რომ შენდამი არაფერს ვგრძნობ? -არა ლალიტა. ბოდიში მაშინ უნდა მოიხადო, როდესაც დამნაშავე ხარ. ერთადერთი ადამიანი ვისაც ამაში ბრალი მიუძღვის მე ვარ და ჩემი სისუსტე. თვითონ არ უნდა მიმეცა საკუთარი თავისთვის უფლება მეფიქრა, რომ ჩვენ შორის რაღაც უფრო მეტი ხდებოდა, ვიდრე ცხოველური სექსია -ვწუხვარ -ასე ვეღარ გაგრძელდება -რამდენჯერმე გადააქნია თავი მამაკაცმა, დივანზე მოწყვეტით ჩამოჯდა, თითები ერთმანეთში გადაჭდო და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო -აღარ მინდა შენთან ურთიერთობის გაგრძელება მაშინ, როდესაც ვიცი, რომ მხოლოდ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებ და იმის იქით სრულიად ცარიელი ხარ -ეს რას ნიშნავს? -ხმა, სხეული და გული ერთიანად უკანკალებდა. როგორ არ უნდოდა დანიელს ის სიტყვები ეთქვა, რისი მოსმენისაც ყველაზე მეტად ეშინოდა, თუმცა იღბლის ბორბალმა ამჯერადაც მწარედ აქცია ზურგი. -იმას ნიშნავს, რომ დღეს უკანასკნელად ვხედავთ ერთმანეთს -განგაშის ზარივით გაისმა ეს სიტყვები მამაკაცის პირიდან. თვალებში არც უყურებდა ლალიტას. მზერა კედლისთვის ჰქონდა მიყინული და თავს სწორედ ისე გრძნობდა, როგორც კომოდის თავზე დაკიდებული, ედვარდ მუნკის ნახატზე გამოსახული ადამიანი, სასოწარკვეთილი და ყველაფრისგან მობეზრებული რომ ყვიროდა, ლოყებზე აფარებული ხელის გულებით. -უკანასკნელად? -ჰო, უკანასკნელად -ხმადაბლა დაუმოწმა და ამჯერად სახეშიც შეხედა. სარკესავით აპრიალებოდა ცისფერი თვალები, რომლებიც იმ წამს ნაძვის ხის გაფუჭებული ნათურებივით ჩამქვრალიყვნენ -შენი ნახვა აღარ მინდა ლალიტა. ჩემთვის ახლა შენთან სიშორეა გამოსავალი, რათა ჩემში გავრცელებული შენი შხამი მოვკლა -მახსოვს ერთხელ თქვი, რომ არ დაუშვებდი ჩვენი ურთიერთობა გაფუჭებულიყო და რომ შენს გვერდით გჭირდებოდი და არა შენგან შორს -თავადაც კარგად იცი, პირობას არასდროს ვარღვევ, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დავუშვა -მიუგო თუ არა, მუხლებზე ხელების დაბჯენით ფეხზეც წამოდგა და ზუსტად იმ მომენტში, ლალიტას გულმაც გამოტოვა ერთი დარტყმა. წასვლას აპირებდა. მისგან სამუდამოდ მიდიოდა, თუმცა ვერაფერს აკეთებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფეხებზე დიდი ლოდი ჰქონდა გამობმული, ხოლო ენაზე ვიღაცას ბოქლომი დაედო და ხმის ამოღების საშუალებასაც უსპობდა. ეჩვენებოდა, თითქოს მის შიგნით ცხელი, ვულკანური ლავა მიედინებოდა, რომელიც ყველა ორგანოს უმოწყალოდ წვავდა და კანზეც უკიდებდა უხილავ ცეცხლს. თვალებზე ბინდი ეკვრებოდა. ერთდროულად იმდენი რამ სჭირდა, ისიც კი იფიქრა ნეტავ ახლა გავქრებოდე და მთელი ჩემი ცხოვრება დამავიწყდებოდესო, თუმცა დანიელის უკან დაბრუნებას არა და არ ცდილობდა. უბრალოდ არ შეეძლო. -ესე იგი მიდიხარ -ჩაილაპარაკა გოგონამ სევდით გატენილი ხმით. -შენ თავისუფლება გინდა და სწორედ ამ თავისუფლებას გჩუქნი -ასე არ უნდა მომხდარიყო -საუბრის დროს მაქსიმალურად წელავდა გოგონა, რათა კიდევ ცოტა ხნით შესძლებოდა მამაკაცის გვერდით ყოფნა, თუმცა იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, რამდენად სულელურად იქცეოდა იმ წამს. დანიელმა კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში. ტკივილი იღვრებოდა მისი გამოხედვიდან და ამ ტკივილს, მთელი მისი გონება მოეცვა. ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი თავისი ოცდაცხრაწლიანი არსებობის განმავლობაში მიეღო, სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმა იყო. ნაბიჯის, რომელიც კვლავ იმ სამყაროში დააბრუნებდა, სადაც უბრალოდ ცხოვრობდა და არ ცოცხლობდა. გონების კარნახს დაუჯერა იმ წამს –არც კი დაფიქრებულა ისე წავიდა გასასვლელისკენ, სახეზე ტკივილით სავსე ღიმილი გადაეფინა და თქვა: -შენ მხოლოდ კარგი სექსი გჭირდება, მაგისთვის კი სხვა პარტნიორსაც მარტივად იშოვი . . . ფუ შენი! ამის თქმაზეც კი სპაზმები მიჭერს ყელში! -დანიელ . . . -არ გინდა -ხელის აწევით გააჩერა თავისკენ წამოსული გოგონა -ნუ იქნები ეგოისტი და ჩემს შეჩერებას ნუ ეცდები. ოდესმე მაინც ისე დავასრულებთ, როგორც ახლა -მითხარი, წასვლა მართლა გინდა? -არ აქვს მნიშვნელობა რა მინდა და რა, არა. მთავარია, რომ წასვლა ყველაზე ლოგიკურია ასეთ სიტუაციაში, მანამდე კი მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ -რას? -გაორმაგებულად აძგერებული მფეთქავი ორგანო, ლამის ყელში ამოჯდომოდა ლალიტას. შინაგანად ერთიანად დანგრეული, ფეხზე მყარად დგომასაც გაჭირვებით ახერხებდა. -უბრალოდ ხანდახან, როდესაც მარტო დარჩები, დაჯექი, თვალები დახუჭე და მომიგონე ხოლმე რაა, მაგრად გამისწორდება -თქვა თუ არა, პასუხის მოსმენის გარეშე გატრიალდა, ჯერ მისაღებიდან გაქრა, მერე ჰოლი გაიარა, მერე კი, მალევე ბინიდან გასასვლელი კარის დახურვის ხმაც მისწვდა ლალიტას ყურთასმენას და მიხვდა, რომ დანიელი უკვე იქ აღარ იყო. აუტანელი სიცივე გაუჯდა მთელ სხეულში გოგონას. ცრემლებმა, რომლებსაც აქამდე მთელი ძალისხმევით იკავებდა, წამებში გადმოკვეთეს საზღვარი და ნიაღვარივით დაედინენ ნერვიულობისგან აწითლებულ ღაწვებზე. ნუთუ ეს მართლა დასასრული იყო? ნუთუ ვეღარასდროს ნახავდა? დივანთან ღონემიხდილი ჩაიკეცა გოგონა, მუხლებში მოხრილ ფეხებს, ხელები შემოხვია და ნიკაპიც ზედ ჩამოაყრდნო. როგორ უნდოდა ახლა დანიელს უკან დადევნებოდა, თვალებში ჩაეხედა და ყველაფერი გულახდილად ეთქვა, რასაც ფიქრობდა, თუმცა ახალი ურთიერთობის დაწყების შიში მასზე გაცილებით ძლიერი იყო და ხელის განძრევის საშუალებას არ აძლევდა. თვალებიდან ცრემლები განუწყვეტლივ მოსდიოდა ლალიტას. თავს იმდენად ცუდად გრძნობდა, რომ ნერვიულობისგან გამოწვეულ ღებინებამდე ცოტაღა უკლდა. სასოწარკვეთაში ჩაძირულმა, საკუთარ მხარზე ხელის შეხებაც კი ბუნდოვნად იგრძნო. ცრემლებით დაბინდული თვალებით გაიხედა გოგონამ გვერდზე. დივანთან, მასთან ერთად ნატალიც ჩამუხლულიყო, სევდიანად უღიმოდა და თანაგრძნობით სავსე მზერას არ აშორებდა მეგობარს. -ყველაფერი გაიგონე, არა? -შეეკითხა ლალიტა გაყინული სახით. ხმაც კი გულივით გაბზარული ჰქონდა იმ მომენტში. -ჩემს საძინებელს თხელი კარი აქვს. ყოველი სიტყვა გარკვევით შემოდიოდა -სამუდამოდ წავიდა ნატალი. აღარ დაბრუნდება . . . ვძულვარ და აღარასდროს დაბრუნდება -მოდი აქ -როგორც კი დაინახა კვლავ ტირილს იწყებდა, ლალიტასკენ წაიწია გოგონამ, მისი თავი მხარზე დაიდო და თმაზე მზრუნველად გადაუსვა ხელის გული -დღეს ჩემს ოთახში დაიძინე, ეჭვი მაქვს ძალიან რთული ღამე გვექნება. 8 8 8 8 დანიელი, ღია წითელი შუქებით განათებულ ბარში, პატარა, მრგვალ მაგიდას მიჯდომოდა, წინ არაყის მომცრო ბოთლი ედგა, ჭიქასთან და თეფშზე დადებულ, მრგვალად დაჭრილ ლიმონთან ერთად, ხოლო თვითონ რბილ სკამზე მიწოლილიყო და თვალებდახუჭული, თითქოს ტრანსში მყოფი უსმენდა ხმამაღლა ჩართულ, ენერგიულ მუსიკას, ირგვლივ ყველას რომ ცეკვას აიძულებდა. თავი საშინლად სტკიოდა მამაკაცს. ბასების ხმა ტვინში მტკივნეულად უკაკუნებდა, თუმცა იქედან წასვლა მაინც არ უნდოდა. მეტიც, აპირებდა დაწესებულების დახურვამდეც კი დარჩენილიყო, რადგან გარშემო არსებული ხმაური ყველაზე კარგად ახშობდა იმ ფიქრებს, რომელთა გონებაში გაჭაჭანების ოდნავი სურვილიც არ ჰქონდა. კიდევ ერთი ჭიქა ჩამოისხა ბოთლიდან მამაკაცმა. დალევამდე, გემოს გასანეიტრალებლად ლიმონი ჩაღეჭა, შემდეგ სწრაფად მიაყოლა სასმელი, გარშემო მიმოიხედა და მაგიდის ზედაპირს ამჯერად მკლავებით ჩამოეყრდნო. ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს იქ მყოფ ადამიანთა გამოსახულებები ჯერ მელანივით იდღაბნებოდა მის თვალწინ, შემდეგ კი მანქანისგან დარჩენილი გამონაბოლქვივით უფერულდებოდა. ამის გამო, თვალები რამდჯერმე მაგრად დახუჭა და მერე ისევ გაახილა. ამან აშკარად შვება მისცა –აღარც კადრები იყო იმდენად არეული და თავის ტკივილიც ოდნავ შეუმსუბუქდა. ის-ის იყო კვლავ მორიგი ჭიქის დასხმა დააპირა, რომ ზურგიდან ვიღაცის მოახლოება იგრძნო. თავდაპირველად ეგონა ბარის ერთ-ერთი კლიენტი იქნებოდა, ვინც უბრალოდ ძალიან ახლოს ჩაიარა მის მაგიდასთან, თუმცა როდესაც მისივე დაკავებული ადგილის პირისპირ მდგომი სკამი შეივსო, თავი ასწია და იდილიის უხეშად დამრღვევი წარბშეკრული გამოხედვით დააჯილდოვა. რამდენიმე წამის განმავლობაში უყურებდა ასე. შემდეგ ეს კუშტი მზერა გაოცებულმა შეუცვალა და წამით იმის რეალურობაშიც კი შეეპარა ეჭვი, რასაც ცხვირწინ ხედავდა. -სებე? -არაყის ჭიქა ხელში გაშეშებოდა და მილიმეტრითაც არ იძვროდა ადგილიდან. -მიკვირს ასე სწრაფად რომ მიცანი . . . დიდი ხანია შორიდან გაკვირდები და გაუჩერებლად სვამ -ჩემი გაუჩერებელი სმის გამო, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახლა მეჩვენებოდე -ლიმონი კვლავ ჩაღეჭა ამის თქმისას და მჟავე გემოს შეგრძნებამ კიდევ ერთხელ აიძულა თვალების დახუჭვა. -თითქმის ათი წელია ერთმანეთი აღარ გვინახავს. ბუნებრივია ასე რომ ფიქრობ დარბაზში ახალი, შედარებით წყნარი მუსიკა აჟღერდა. აღარც საცეკვაოდ გამოყოფილ სივრცეში იყო იმდენად ბევრი ხალხი. იქ მხოლოდ რამდენიმე წყვილი თუღა მოჩანდა, ხოლო დანარჩენები ან თავიანთ მაგიდებს უსხდნენ, ან ბარის დახლთან დაეკავებინათ ადგილი. -ერთ დროს განუყრელი მეგობრები, ახლა კი უბრალოდ . . . არც კი ვიცი . . . საერთოდ რატომ მოხვედი ჩემს მაგიდასთან? -მარტო არ მოვსულვარ -მიუგო სებემ და გულის ჯიბიდან პატარა არაყის სასმისი გამოაძვრინა -ჭიქაც მოვიტანე, რათა დალევაში პარტნიორობა გაგიწიო. რას იტყვი? დანიელმა იქაურობას მზერა მოატარა. ცდილობდა თვალებით ის მაგიდა ეპოვნა, საიდანაც სებე გადმოვიდა, თუმცა ბარში არაერთი თავისუფალი ადგილი იყო და ამის დადგენა ცოტა გაუჭირდებოდა. -აქ შენც მარტო ხარ? -ჰკითხა მან. თვალებს გამუდმებით იფშვნეტდა, რათა დაბინდული მხედველობა კიდევ ცოტათი გამოესწორებინა. -კი, მარტო ვარ -შენი თეორემის თანახმად, მარტო მხოლოდ ისინი სვამენ, ვისაც რაღაც ცხოვრებისეული პრობლემა აქვს -ღიმილი და ინტერესი ერთობლივად ჩასდგომოდა თვალებში დანიელს -ამ შემთხვევაშიც ასეა? -დუმილის უფლების გამოყენება მოსულა? -ყველაფერი გასაგებია -ცალყბად ჩაეცინა, მერე კი სასმელი ჭიქაში ჩამოუსხა სებეს -შენი აქ ყოფნის მიზეზი ქალია -ალღო მკარნახობს, რომ შენიც -უარყოფა არც უცდია მამაკაცს. სულმოუთქმელად გამოცალა თავისი ჭიქა, რომელიც ხმაურით დააბრუნა მაგიდის პრიალა ზედაპირზე და კვლავ თანამოსაუბრეს გაუყარა თვალი, თვალში. -ვერასდროს წარმოვიდგენდი ოდესმე თუ კიდევ ასე შევძლებდით საუბარს -ვერც მე . . . რაც ჩვენმა მამებმა ისე იჩხუბეს, რომ ერთმანეთს ტრავმატოლოგიურში ამოაყოფინეს თავი, ჩვენს შორისაც გაირბინა შავმა კატამ -მაშინ ასაკით პატარები და სულელები ვიყავით, მეც და შენც -სევდიანად ჩაეღიმა დანიელს ამის თქმისას -მათ ჩხუბს, ჩვენს ურთიერთობაზე არ უნდა ემოქმედა გარკვეული დროით დუმილი შეინარჩუნა სებემ. მერე ცალი მკლავით ჩამოეყრდნო მაგიდას, მეორეთი კი სასმელი ისევ ჩამოისხა. -თუკი ასე ფიქრობდი, რატომ არაფერი გააკეთე სიტუაციის გამოსასწორებლად? -თავად რატომ არ გააკეთე? -საპასუხოდ შეუტია დანიელმა -ხელს ჩემკენ იშვერ, თუმცა არც შენ ხარ ამ ამბავში ბოლომდე მართალი . . . და არც მე . . . -როგორც ჩანს, ორივე სიამაყის გავლენის ქვეშ მოვექეცით -დაასკვნა თუ არა, სასმისი კიდევ ერთხელ გამოცალა სებემ. დანიელს აღარ უყურებდა. ამჯერად თვალები ერთ ამოჩემებულ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა. -საბავშვო ბაღში რომ ერთი და იგივე გოგო მოგვწონდა გახსოვს? -მოულოდნელად წარსულის მოგონებებში გადაეშვა დანიელი და ღიმილიც მოაწვა ტუჩებზე მათი გახსენებისას. საუბრის ასეთი კუთხით ცვლილებამ სებეც გაამხიარულა. -ჰო, მახსოვს, თუმცა სახელს ვერ ვიხსენებ -მგონი ანიტა ერქვა -სახელი არა, მაგრამ ის ნამდვილად მახსოვს, რომ ერთ დღეს, მეც და შენც მაგრად გვცემა და ორივეს აგვიცრუვდა მასზე გული -ჩუმად -საჩვენებელი თითი სიცილით მიიტანა ტუჩებთან დანიელმა -ასეთ პრესტიჟულ მაჩოებს, ნამდვილად არ გვაწყობს იმის გაბაზრება, რომ ადრე გოგოს ვყავართ ნაცემი -დაე ჩვენ შორის მოკვდეს ეგ საიდუმლო -სებეც აჰყვა სიცილში. იმ წამს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ერთმანეთს არც არასდროს დაშორებოდნენ და არც ის წლები ყოფილიყო რეალობა, რაც უერთმანეთოდ გაატარეს. -ანუ აქ ქალის გამო ხარ -რატომღაც კვლავ ძველ თემას მიუბრუნდა დანიელი. -არა მხოლოდ მე -მართლა ბედის ირონიაა -კვლავ გაეცინა, თუმცა ეს სიცილი უკვე ტკივილით იყო გაჯერებული -ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შემიყვარდა და მაშინაც დედა მეტირა -როგორც ვხედავ, ერთ ნავში ვსხედვართ . . . მეტს არ დალევ? -არა -მსწრაფლ გააქნია თავი -ვაპირებდი, მაგრამ ეს უკვე მეორე ბოთლია. კიდევ რომ გავაგრძელო, ალბათ მთელ თვეს ნაბახუსევზე გავატარებ -რა ჰქვია? -ვისზე მეკითხები? -გაკვირვებით გამოხედა მას დანიელმა. -იმაზე, ვის გამოც ასეთ დღეში ხარ -ნუ ღელავ, ამაზე გაცილებით უარესი რამების გაძლებაც შემიძლია -შეკითხვას თავს ნუ არიდებ -მაშინვე მიუხვდა ხრიკს სებე და ამის მერე, აღარც დანიელს გაუწევია წინააღმდეგობა. -ლალიტა ჰქვია! -თქვა მან ბრაზით, თუმცა ამ ბრაზს მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ გრძნობდა, რადგან დღემდე ვერ ეგუებოდა თავის ახალ ყოველდღიურობას, სადაც საყვარელი ადამიანი გვერდით არ ჰყავდა -მართალია რომ ამბობენ ქალი, მამაკაცისთვის სიკვდილივით საშიშიაო. განსაკუთრებით ის ქალი, ვის ლოგინში შეთრევაზეც ყოველი მეორე ოცნებობს -შემთხვევით ინტერნეტ-ჟურნალის რედაქციაში ხომ არ მუშაობს, მთავარი რედაქტორის თანაშემწედ? დანიელს სახე შეეცვალა. გაკვირვებული მზერაც ესროლა თანამოსაუბრეს. -შენ საიდან იცი? -იქედან, რომ კოლეგები ვართ -თავადაც გაოცება მოჰგვარა ასეთმა დამთხვევამ სებეს -ლალიტა უცხო სახელია, ბევრს ნამდვილად არ ჰქვია და სწორედ ამიტომ ჩაგეძიე -ანუ იცნობ -საკმაოდ კარგად . . . თუმცა ახლო ურთიერთობა არასდროს გვქონია -შენ წარმოიდგინე არც ჩვენ . . . იმდენად ჩაკეტილია, მგონი მისი ერთადერთი დაქალი უფრო მეგობრული იყო ჩემს მიმართ, ვიდრე თავად ის -აი მე კი სწორედ მის დაქალს ვხვდებოდი რაღაც პერიოდით -მაშინვე აღიარა და მეტად უსიამოვნო შეგრძნებაც დაეუფლა იმ წამს. მალევე მიხვდა, რომ ეს შეგრძნება, მონატრების ტკივილისგან იყო გამოწვეული. -ნატალიზე ამბობ? როგორც ვიცი, მეტი დაქალი არ ჰყავს -ჰო, ნატალიზე -თავის დაქნევით დაუმოწმა მამაკაცმა. -თუ ეგრეა, გემოვნებას ნამდვილად ვერ დაგიწუნებ . . . არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა, მაგრამ ნატალი ძალიან კარგი ადამიანია. ამაში დარწმუნებული ვარ -კარგი ადამიანებიც უშვებენ ისეთ შეცდომებს, რაც მეორე ადამიანს სამყაროს თავზე ამხობს -ასეთი რა გააკეთა? -სებეს თვალებში ჩამდგარ იმედგაცრუებას დანიელიც კარგად ამჩნევდა და სიტუაციის შესაბამისი კითხვებიც უჩნდებოდა. -მაგაზე ლაპარაკი არ მინდა -როგორც ჩვეოდა, რაც შეეძლო მშრალად მიუგო. მერე გვერდზე გაიხედა და სულ ცოტა ხანში, მოღუშული გამოხედვა ღიმილიანმა შეუცვალა. დანიელმა სწორედ მის მზერას გააყოლა თვალი. ოდნავ მოშორებით მდგომ მაგიდასთან, გამომწვევ ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილი, წაბლისფერთმიანი გოგონა იჯდა, „ლაგუნას“ მაცდური იერით წრუპავდა და დაჟინებულ მზერას არ აშორებდა დანიელს. -შენ გიყურებს -წარბების ეშმაკური თამაშით აცნობა სებემ, როგორც კი თავი მოატრიალა. -შევამჩნიე -თვითშეფასებას ნუ დაუგდებ, საცეკვაოდ მაინც დაპატიჟე -გაეცინა, თან მალულად კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგონა, რომელიც ისევ მათკენ იყურებოდა. -ვიფიქრებდი, ამ სკამიდან ადგომა ძალიან რომ არ მეზარებოდეს -თავადაც იცი, რომ შენი პასიურობის მიზეზი მარტო ეგ არ არის -მოკეტე რა -როგორც გინდა -ცბიერი ღიმილით დაისხა არაყის მორიგი დოზა. სწორედ იმ მომენტში, პერიფერიული მხედველობით ისიც დაინახა, თუ როგორ წამოდგა უცნობი გოგონა თავისი სკამიდან და მცირეხნიანი ყოყმანის შემდეგ, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა მათი მაგიდის მიმართულებით. როგორც ჩანდა, დანიელის რამდენიმეწამიანი დამკვირვებლური მზერა გოგონას გამოწვევად ჩაეთვალა და საკუთარი ინიციატივით უახლოვდებოდა „სამიზნეს“. -საღამო მშვიდობის -ადგილზე მისვლისას, წკრიალა, ნაზი ხმით მიესალმა უცნობი ბიჭებს. მის ალკოჰოლისგან ამღვრეულ თვალებში იმხელა ვნებათაღელვა და მოჭარბებული სურვილი იკითხებოდა, ეს ხმა ხელოვნურად განაზებულიც კი მოეჩვენა დანიელს. -საღამო მშვიდობის -თითქმის ერთდროულად მიუგეს ორთავემ. -შეიძლება თქვენთან დავჯდე? -მართალია მრავლობითში საუბრობდა, თუმცა ყურებით მხოლოდ დანიელს უყურებდა, ვისაც, იმ მომენტში სულაც არ სურდა ზედმეტი ადამიანები შემოეშვა თავის პატარა კამპანიაში. ზუსტად ამიტომ, გადაწყვიტა ერთი გამოსადეგი ხრიკისთვის მიემართა: -სიამოვნებით, მაგრამ აქ ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად ვარ . . . ასე ვთქვათ, რომანტიკული საღამო გვაქვს -საჩვენებელი თითით სებეზე ანიშნა, როცა ეს თქვა. ამ უკანასკნელმა სიცილი ძლივს შეიკავა დანიელის სიტყვებზე. უკვე მშვენივრად ხვდებოდა რა თამაშსაც თამაშობდა მის პირისპირ მჯდომი. -გეები ხართ? -იმედგაცრუებასთან ერთად, ზიზღიც გაკრთა გოგონას ხმაში. -შენდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, კი ამის მოსმენის შემდეგ, მეტად აღარაფერი უთქვამს გოგონას. შექმნილმა სიტუაციამ ნათლად დაანახა, რომ იქ მისი ადგილი არ იყო და ისევე სწრაფად გაეცალა ბიჭების მაგიდას, როგორ სწრაფადაც მოუახლოვდა. -ყოჩაღ, უკვე ერთი ადამიანი დადის ამ ქალაქში, ვისაც ჩემი ორიენტაციის შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვს -მოგუდული სიცილით მიეყრდნო სკამის ზურგს სებე. -მარტო შენი ორიენტაციის შესახებ არა -დანიელსაც წასკდა სიცილი, მერე კი დასძინა:-მგონი ჰომოფობი იყო, ჩვენი კავშირი არ ესიამოვნა -შეგახსენებ, რომ ბავშვობაში შენც ჰომოფობი იყავი, იმ განსხვავებით, რომ შუა ქუჩაში გეებს არ სცემდი -ჰო ვიცი . . . მაგრამ წლები მომემატა და მივხვდი, რომ ჩემი საქმე ნამდვილად არაა ადამიანს წინიდან ურჩევნია თუ უკნიდან. ბავშვობის დროინდელ შეხედულებებს რაც შეეხება, ეგ მხოლოდ ჩემი მშობლების აზრებისა და ზედმეტად ტრადიციული აღზრდის გამოხატულება იყო -იცი წარსულიდან რა მომენატრა? -ისეთი სახე ჰქონდა იმ მომენტში, რომ აშკარად შესამჩნევი იყო გონების ძალით, წლების წინანდელ მოგონებებში რომ მოგზაურობდა. -მაინც რა? -დაინტერესდა დანიელი -მანქანაში რომ ჩავჯდებოდით, მუსიკებს ბოლო ხმაზე რომ ვრთავდით და მანამდე დავდიოდით, სანამ ავზში საწვავი არ გათავდებოდა -ეგ ახლაც შეგვიძლია, უბრალოდ ორივენი ნასვამები ვართ -მე არ ვარ . . . სამი ჭიქა არაყი ვერაფერს მიზამს, შენს მაგიდასთან გადმოსვლამდე კი მხოლოდ ლიმონიან მინერალურს ვსვამდი -ჰოო? -იდუმალი ღიმილი გაუკრთა დანიელს. აქედან რამდენიმე წამში, ჯიბიდან გასაღების ასხმაც ამოაძვრინა და იგი პირდაპირ სებეს დაუგდო წინ -მაშინ ჩემი მანქანით წავიდეთ . . . ოღონდ საჭესთან შენ უნდა დაჯდე . . . 8 8 8 8 ცას უკვე მუქი ნაცრისფერი დასდებოდა, როდესაც სამზარეულოში, შოკოლადის კარაქიანი ტოსტის მომზადებით გართულ ნატალის, ტელეფონის წრიპინა ხმამ შეტყობინების მოსვლა ამცნო. საათის ისრები ღამის თერთმეტს უჩვენებდნენ. ქუჩაში გაუჩერებლად წვიმდა, ხოლო მსხვილი წვეთები, ფანჯრის გამჭვირვალე მინებს ხმამაღალი ზათქით ეხეთქებოდნენ და მათ უმოწყალოდ ასველებდნენ. სასიამოვნოდ ჩაესმოდა ეს ხმა ყურებში ნატალის. მარტოობის მომენტში განსაკუთრებით უყვარდა წვიმის შხაპუნა ხმის მოსმენა. ამ დროს, ყველაფერ მნიშვნელოვანზე ეფიქრებოდა, რაც კი მის ცხოვრებაში ხდებოდა. გადახედავდა დაშვებულ შეცდომებს და იმ მომენტებს სადაც თავის საქციელს არასწორად მიიჩნევდა. ბოლო პერიოდში, უამრავ რამეს თვლიდა სულელურად ჩადენილი მოქმედებებიდან. უყურებდა საკუთარ თავს სხვა ადამიანის თვალით, გვერდიდან აფასებდა მოვლენებს და ნელ-ნელა სიძულვილის გრძნობა უჩნდებოდა თავისი პიროვნების მიმართ. ლალიტას უკვე დიდი ხნის წინ ჩასძინებოდა. ოპერაციის ამბების გაგების შემდეგ, ნატალი პირადად აკონტროლებდა მის ძილს, ჭამასა თუ ცხოვრების წესს. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადაეხარშა, რომ საუკეთესო მეგობარმა ასეთი რამ დაუმალა და ყველაფერი ცუდი ისე გადაიტანა, მისთვის ზედმეტი სიტყვაც კი არ უთქვამს. არ ბრაზობდა ამის გამო. ერთადერთი, რასაც გრძნობდა, ეს გულისწყვეტა იყო, რადგან რთულ პერიოდში მხარში ვერ დაუდგა და შესაბამისი თანაგრძნობა ვერ გაუწია. მოწყობილობის ხმამაღალმა დაწკაპუნებამ გოგონას ტოსტის მომზადების შესახებ ამცნო და სწორედ იმ მომენტში დახედა სამზარეულოს მაგიდაზე დადებულ ტელეფონსაც. ელოდა, რომ შეტყობინება რომელიღაც სარეკლამო სააგენტოსგან, ან ბანკისგან იქნებოდა გამოგზავნილი, თუმცა მის თვალებში ლამის ცისარტყელას შვიდივე ფერმა ერთდროულად გაანათა, როდესაც ეკრანზე სებეს სახელი ამოიკითხა. გოგონამ ტოსტის კაბელი ელვის სისწრაფით გამოაერთა დენის წყაროდან და ისე, რომ ჭამა აღარც გახსენებია, პირდაპირ SMS-ის გახსნის ღილაკს დააწვა. მონაწერიდან ბევრი ვერაფერი გაიგო. შეტყობინების ველში, მხოლოდ ზუსტი ლოკაცია იყო ჩაგდებული, ხოლო მის ქვეშ, მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერ: "მოხვალ?". გულმა გაორმაგებული ტემპით დაიწყო ძგერა, როდესაც ადგილმდებარეობა გახსნა და მან კოჯორში მდებარე ერთ-ერთი სახლი უჩვენა, თავისი მისამართით. აღარ დაუწყია იმაზე ფიქრი, თუ რა გაეკეთებინა ან, როგორი რეაქცია იქნებოდა სწორი შექმნილ სიტუაციაში. შეიძლებოდა სებე სულაც არ უხმობდა იმის გამო, რაზეც თვითონ ოცნებობდა, მაგრამ იმდენად სურდა კიდევ ერთხელ ეხილა ამ ადამიანის სახე, სასწრაფოდ მისწერა თანხმობის ტექსტი და საწოლთან მდგომ ტუმბოზე ლალიტასაც დაუტოვა პატარა წერილი, იმ შემთხვევისთვის, თუკი მის გაღვიძებამდე ვერ მოახერხებდა შინ დაბრუნებას. ტანსაცმელი რეკორდულ დროში –სულ რაღაც ათ წუთში ჩაიცვა გოგონამ. როგორც კი მომზადებასა და თმის მოწესრიგებას მორჩა, მაშინვე გამოიძახა ტაქსის მანქანა, სახლიდან გასვლამდე თავის შოკოლადიან ტოსტს ხელი დაავლო და კარებში ისე სწრაფად გავარდა, როგორც იარაღიდან გასროლილი სასიკვდილო ტყვია. გზაში, ლამის ჭკუიდან გადაიყვანა ტაქსის მოხუცი მძღოლი. ჯერ იყო და ტოსტის ნამცეცები ჩაუყარა მანქანაში, მერე ნახევარი გზა როკ-მუსიკები ასმენინა, შემდეგ კი ესეც არ იკმარა და უკვე თავისზე და სებეზე საუბრით გამოუჭედა ყურები საბრალო მოხუცს. ასეთი ჩვევა ჰქონდა –როდესაც რაღაც ძალიან აბედნიერებდა, უნდოდა ეს ყველაფერი ვინმესთვის გაეზიარებინა, იმ მომენტში კი მხოლოდ ტაქსის მძღოლი შერჩა ხელთ და სწორედ მასთან დაიცალა ბოლომდე. კოჯორში საკმაოდ დიდი თოვლი დაუხვდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სამანქანო გზა კარგად იყო გადათოვლილი და მოძრაობის პრობლემა არ იქმნებოდა. მგზავრობაშიც არ დაუხარჯავს დიდი დრო. თბილისიდან გამოსვლის შემდეგ ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მანქანა დიდფანჯრებიან, აგურით ნაგებ, ერთსართულიან სახლთან გაჩერდა, რომლის თეთრ თაღებს, ლამაზად მიუყვებოდა დათოვლილი, მწვანე სურო. ნავიგატორმა, დანიშნულების ადგილზე მისვლის ნიშნად, ხმამაღლა დაიწრიპინა. ნატალიმაც ღიმილიანი სახით გაუწოდა ტაქსის მძღოლს წინასწარ გამზადებული თანხა, თავაზიანად დაემშვიდობა და მანქანიდან სხარტად გადავიდა. სიცივემ პირდაპირ ძვალსა და რბილში გაატანა თბილი სალონის შემდეგ, თოვლიან გარემოში აღმოჩენისას. საბედნიეროდ სახლის ჭიშკარი დაკეტილი არ დაუხვდა და გაყინული ხელების ორთქვლით, მშვილდიდან გასროლილი ისარივით შევარდა ეზოში. გზა გაუკვალავი და ოდნავ რთულად სავალიც იყო. ამის გამო, სირბილის მომენტში, ბლომად თოვლიც ჩაეყარა ფეხსაცმელში, თუმცა ამისთვის ყურადღება არც მიუქცევია. კიბეების ხუთი საფეხურის არბენისა და კართან აღმოჩენის შემდეგ, მასზე სწრაფად დააკაკუნა, ორივე ხელი ქურთუკის ჯიბეებში ჩამალა და აკანკალებული დაელოდა, როდის გაიღებოდა თავის წინ აღმართული მარმარილოსფერი ბარიერი. ლოდინის პროცესმა არც ისე დიდხანს გასტანა. დაახლოებით ნახევარ წუთში, შიგნიდან ჯერ ძლიერი ნაბიჯების, შემდეგ კი საკეტის ჩხაკუნის ხმა მოესმა და სულ მალე მუქი ლურჯი ფერის სპორტულ ორეულში გამოწყობილი მამაკაციც გამოჩნდა, რომლის გამომეტყველებაც ყოველგვარი ემოციისგან დაცლილიყო და მეტად რთულ მისახვედრს ხდიდა, თუ რაზე ფიქრობდა მისი გონება იმ კონკრეტულ მომენტში. სპორტულ სამოსში, სებე სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, თუმცა ისევ იმ აზრზე იდგა, რომ ჩაცმის ეს სტილი მართლაც საოცრად უხდებოდა ამ ადამიანს. თვალმოუშორებლად უყურებდა გოგონა მის სახეს. მართალია მხოლოდ ხუთი დღე გასულიყო მას შემდეგ, რაც ბოლოს ესაუბრა, თუმცა მონატრებას ისეთი დოზით გრძნობდა, თითქოს საუკუნე არ ჰყავდა ნანახი. ამ რთული დღეების განმავლობაში სებესგან საერთოდ არაფერი სმენოდა. რამდენჯერ აუღია ხელში ტელეფონი, რათა მისთვის დაერეკა, თუმცა ვერც ერთხელ ვერ გაუბედავს. გონებაში ათასჯერ მაინც წარმოუდგენია მათი კიდევ ერთხელ შეხვედრის სცენა, თუმცა ახლა, როდესაც თავის წინ ხედავდა, ხელის გასაწვდენ მანძილზე, უბრალოდ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ვერც ხმის ამოღება გაებედა, სანამ მამაკაცმა არ დაარღვია ის დუმილი, მათ შორის რომ იყო ჩამოვარდნილი: -შემოხვალ თუ მე გამოვიდე? -ტუჩებზე ოდნავი ღიმილი აჩნდა ამის თქმისას. საუბრის ასეთმა დასაწყისმა, ნატალისაც შეუმსუბუქა გულზე მძიმე ლოდივით დაკიდებული დაძაბულობის შეგრძნება, რომელსაც ვერა და ვერ იშორებდა. -თუკი რამე ცუდის თქმას აპირებ, მირჩევნია აქ ვიდგე, მალე რომ გავიქცე სახლში სებემ ჯერ სერიოზული მზერით შეხედა, მერე თავიდან ფეხებამდე აათვალიერა სიცივისგან აკანკალებული გოგონა და ისე რომ ბევრი აღარ უფიქრია, მაჯაში ხელის ჩავლებით შეიყვანა შინ. კარები რომ მოხურა, ნატალიმ კიდევ ერთხელ შენიშნა მის ტუჩებზე მომდგარი ოდნავშესამჩნევი ღიმილი, თუმცა ჯერაც ვერ გაეგო ეს ირონიის გამოხატულება იყო, თუ მართლა გულწრფელად ეღიმებოდა. -გაიხადე, რაც ზედმეტი გაცვია და მისაღებში გამოდი -უთხრა მან, როგორც კი სქელი შარფი თავისი ხელით მოხსნა მის ყელს -ცოტათი გათბი და მერე ვისაუბროთ, თორემ ახლა იმხელა ხმაზე კანკალებ, ჩემს ლაპარაკს მაინც ვერ გაიგებ -მოიცა! -ქურთუკის საკიდზე დაკიდების შემდეგ, მსწრაფლ აედევნა უკან, შემოსასვლელი დერეფნის ბოლოსკენ წასულ სებეს. ანერვიულებულს იმის თავიც არ ჰქონდა, სახლი ნორმალურად მოეთვალიერებინა, თუმცა რისი დანახვაც მოასწრო, იმით საკმაოდ მოხიბლული დარჩა -მხოლოდ ის მითხარი, ისევ საჩხუბრად დამიბარე, თუ არა? -მგონი შენთან არც არასდროს მიჩხუბია -მაგრად აშკარად ჯობდა გეჩხუბა -მკლავში ხელის ძლიერი ჩავლებით, თავისკენ მოატრიალა მამაკაცი, გოგონამ -მერჩივნა გეყვირა, რამე დაგელეწა, ორპირი და მატყუარა გეძახებინა, მაგრამ არა! ხმისთვისაც კი არ აგიწევია! ასეთ შემთხვევაშიც კი მშვიდი და გაწონასწორებული იყავი, შენი სიმშვიდე კი უარესად მაგრძნობინებდა თავს! -მგონი ახლა თავად მეჩხუბები -მისაღებში შესული, პირდაპირ დივნის სახელურს შემოაჯდა სებე, თან ისეთი ღრმა, იდუმალი მზერით ახედა თავზე წამომდგარ ნატალის, ამ უკანასკნელს ლამის ყელში ნერწყვი გადასცდა მოწოლილი მღელვარებისგან. -ეს სახლი შენია? -დაბნეულობის დასაფარად, საუბრის თემის შეცვლა სცადა. ყოველგვარი ღონებით ცდილობდა ხმისთვის რაც შეიძლებოდა მეტი სიმტკიცე მიეცა, რათა მამაკაცს მისი ნერვიულობა შეუმჩნეველი დარჩენოდა. -არა . . . მხოლოდ რამდენიმე დღით ვიქირავე -გასაგებია . . . და რისთვის დამიბარე? სებემ ხელის გულები მუხლებზე დაიწყო. -გახსოვს, ახალი წლის ღამეს, სანამ მაკოცებდი, ეშმაკი მიწოდე -თვალებით იატაკს დაჰყურებდა, თანაც ისეთი გამოხედვით, ვინმე იფიქრებდა მის მიღმა შეუძლია სხვისთვის უხილავი რამების დანახვაო -ჩემი აზრით, ეს სიტყვა შენ უფრო მეტად შეგეფერება -რატომ მეუბნები ამას? -თვალები ერთიანად აწყლიანებოდა გოგონას. უკვე დარწმუნებული იყო, რომ მოსალოდნელი საუბარი კიდევ ერთხელ გაასწორებდა მიწასთან, თუმცა ფიქრი შუაზე გაუწყდა, როდესაც მამაკაცი უეცრად ფეხზე წამოიჭრა, მასთან მივარდა და კისერში ხელის ჩავლებით თავისკენ მიიზიდა. -იმიტომ გეუბნები, რომ მიუხედავად შენი მონაყოლისა, მაინც ვერ ვწყვეტ შენზე ფიქრს! -ლურჯი თვალები ბრაზით ანთებოდა, თუმცა ეს ბრაზი საკუთარი თავის მიმართ უფრო ჰქონდა, ვიდრე ნატალისადმი -გამუდმებით ჩემს გონებაში ხარ, ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე აჩრდილივით დამყვები უკან, ზოგჯერ სიზმრებშიც კი არ მაძლევ მოსვენებას და ეს უკვე ჭკუიდან მშლის! -მე . . . ეს ჩემი ბრალი არ არის -ენა დაება ნატალის. შექმნილი სიტუაციის დაძაბულობა, ნორმალურად აზროვნებისა და აზრის გამოთქმის საშუალებასაც კი უკარგავდა. მოსმენილის შემდეგ, მამაკაცის მღელვარება ოდნავ ჩაცხრა და მზერაც შედარებით დაუმშვიდდა. მერე თვალებდახუჭულმა მიადო შუბლი, გოგონას შუბლს, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ისეთი კითხვა დასვა, რომელსაც, მართლა ყველაზე ნაკლებად ელოდა ნატალი იმ მომენტში: -მართლა მხოლოდ სამი დღის განმავლობაში თამაშობდი ამ თამაშს? -რა? -მხოლოდ სამი დღე თამაშობდი-მეთქი? -კვლავ გაუმეორა შეკითხვა და ამჯერად თვალებიც გაახილა, რათა გოგონას რეაქციებს პირადად დაკვირვებოდა. ნატალისაც თითქოს სწორედ მაშინ დაუბრუნდა აღქმის უნარი, გაგონილი სიტყვების არსს ბოლომდე ჩასწვდა და სახეზე, თითებით ოდნავ მიეფერა მამაკაცს. -ჰო, მხოლოდ სამი -მას შემდეგ შენი თავის რეალური ვერსია იყავი ჩემთან? -ვიყავი სებე -ნანობ? -ინტერესით შესცქეროდა თითოეული დასმული კითხვის მერე, ისე, თითქოს ცდილობს სიმართლე არ გამოეპაროსო. -ყველაფერზე მეტად… ყოველ დღე ვნანობ და გულის სიღრმეში მაშინაც ვნანობდი -ამიერიდან აღარ შეეცდები გამექცე? -კისრიდან, მის ზურგზე ჩაასრიალა ხელი, საბოლოოდ კი წელამდე ჩავიდა და უფრო ახლოს მისწია თავისკენ, რათა ღრმად შეესუნთქა გოგონასგან წამოსული მონატრებული სურნელი. -თუკი ჩემი სულელური შეცდომის გამო, თავად არ გამექცევი, მე წასვლას არსად ვაპირებ სებეს ჯერ გაეღიმა, მერე ტუჩები ნაზად მიაკრო ნატალის ყბის ძვალს და პირდაპირ ყურის ბიბილოსთან ჩასჩურჩულა: -რახან ასეა, მეც ვუერთდები იმ კაცების სიას, ქალის გამო პრინციპებს რომ თმობენ და ჩემი ცხოვრებიდან არსად არ გიშვებ! -წარმოთქვა თავდაჯერებული, თავის სიტყვებში ასი პროცენტით დარწმუნებული ადამიანის ტონით. ამ ერთი, თითქოს უბრალო წინადადებით, ნატალის გულშიც აანთო სიცოცხლის ის კოცონი, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ ამაოდ უწყობდა გოგონა შეშებს, რათა კვლავ გაღვივებულიყო -არ არსებობს ადამიანი, ვისაც ურთიერთობაში რამე შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ შენ გულწრფელი აღმოჩნდი და ეს თავიდანვე აღიარე -ანუ . . . ანუ, მართლა აღარ ხარ გაბრაზებული? -ვარ ნატალი, ვარ! -თვალები მაგრად დახუჭა მამაკაცმა, თითქოს ასე ყველაფერ ცუდს გააქრობდა, რაც კი მეხსიერებაში ნეგატიურად ჰქონდა დალექილი -მაგრამ იმდენად ალბათ ვერასდროს გავბრაზდები, რომ შენი დათმობისთვის ვიყო მზად. მჭირდები! ვერაფერს ვუხერხებ იმ ფაქტს, რომ მჭირდები! ღიმილმა მზის სხივებივით გამოანათა ნატალის სახეზე იმ მომენტში. უჩუმრად ხელზეც კი იჩქმიტა ეს ყველაფერი ხომ არ მესიზმრებაო და ორმაგად გააბედნიერა იმის გაცნობიერებამ, რომ ნამდვილად რეალობაში იმყოფებოდა. უკვე ზუსტად იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა. აღარ იარსებებდა არანაირი შიში, უკან დახევა და მსგავსი მოქმედება. იარსებებდა მხოლოდ სებე, მისი თბილი, ლურჯი თვალები და ის გულწრფელობა, რომელიც მთელი ცხოვრება იქცეოდა მათი ურთიერთობის სამკაულად. გოგონამ ფრთხილად აიწია ფეხის წვერებზე და ნაზად მისწვდა მამაკაცის სისხლისფერ ტუჩებს. როგორც კი მის მზერაში ამ ქმედებისგან გამოწვეული სასიამოვნო შეგრძნებები ამოიკითხა, გულზე თავიც მიადო და მკლავები ორივე მხრიდან შემოხვია. -არასდროს არავის მიმართ მიგრძვნია ისეთი ძლიერი მიზიდულობა, როგორიც შენს მიმართ -თქვა მან ჩურჩულით, თუცმა საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ხმით. სწორედ მაშინ შენიშნა მისაღების მარცხენა მხარეს დიდი, ფუმფულა ხალიჩა, მასთან ახლოს დატანებული, ქვისგან გამოთლილი ბუხარით, სადაც ცეცხლი საამოდ გიზგიზებდა და უნებურად ჩაეღიმა ამის დანახვაზე. მამაკაცმა, ნიკაპში ცერა და საჩვენებელი თითის ჩავლებით, თავი ააწევინა გოგონას, სავსე ტუჩებზე კიდევ ერთხელ დაუტოვა ვნებით, ლტოლვით უხვად გაჯერებული კოცნის კვალი და სუნთქვაგახშირებულმა, ლოყაზე ცხვირი ნაზად გაუხახუნა. -მე კი არავის მიმართ გამჩენია სურვილი სამოსი პირდაპირ ტანზე შემომეხია, მაგრამ ახლა . . . -არა! -ხელები მაშინვე დამცველ ბარიერად აიფარა ნატალიმ, თან საწყალი სახეც მიიღო -ოღონდ ეს მაისური არა, ვგიჟდები ისე მიყვარს -საერთოდ რა გაცვია? -სიცილი წასკდა სებეს გოგონას ზედა ტანზე უკეთესად დაკვირვებისას, საიდანაც კვადრატულშარვლიანი სპანჯ-ბობი უღიმოდა, თავზე მორგებული მეზღვაურის ქუდით -ეჭვი მაქვს ჩემს გარდა ასეთი სამოსით ვერც ერთ მამაკაცს ვერ აცდუნებ -გინდა ვცადოთ? -არავითარ შემთხვევაში -სიცილით გადააქნია თავი სებემ -ეგ არ გამოვა, რადგან რაც მაგ არასექსუალური ტანსაცმლის მიღმა იმალება, უკვე ჩემს სახელზეა გადმოფორმებული გონებაში კადრები ერთმანეთის მიყოლებით დაულაგდა ნატალის. წარმოსახვებში გააცოცხლა სებეს სურვილით გაჟღენთილი, ლურჯი თვალები, მისი მიმზიდველად დაკუნთული, შიშველი სხეული, ის, თუ როგორი ალერსიანი იყო მამაკაცი მისი მოფერებისას და გულში წარმოქმნილი ლტოლვის სიძლიერეს, უკვე ვეღარანაირი საწინააღმდეგო მოსაზრება ვეღარ დაუპირისპირა. სულ რაღაც ათიოდე წამში მიიღო გადაწყვეტილება. ეს გარემო, ბუხარში დანთებული მწველი ცეცხლი, მყუდრო ატმოსფერო და ინტიმური სიჩუმე, ძლიერად უბიძგებდა თავად გადაედგა პირველი ნაბიჯი. გადადგა კიდეც. როგორც კი სებეს მისი უცნაურად დაჟინებული მზერის გამო, სახეზე კითხვის ნიშნები გამოესახა, ყვრიმალზე თითის ბალიშები ნაზად გადაუსვა, მასთან უფრო ახლოს მიიწია და სახე ისე თამამად გაუსწორა, როგორც არასდროს თავის ცხოვრებაში. -მინდა შენი გავხდე . . . აქვე და ამ წამსვე მინდა მთლიანად გიგრძნო . . . -ჰოო? -ვნება ცხელი წყალივით ადუღდა მამაკაცის ორგანიზმში იმ წამს -არ ველოდი ოდესმე ამის ხმამაღლა თქმას თუ გაბედავდი. ვაღიარებ, ქალში პირდაპირობა და სითამამე ყველაზე მეტად მომწონს -და კიდეგ რა მოგწონს? -თმა -წამითაც არ დაფიქრებულა ისე დაუბრუნა პასუხი სებემ -გრძელი თმა და მასში გაბნეული შამპუნის არომატი ჩემი სუსტი წერტილია -მიუგო თუ არა, გოგონასკენ დაიხარა, ცხვირი მის დატალღულ თმებში ჩარგო და სურნელი ხარბად შეისრუტა -ისეთი ხარ, არამგონია მხოლოდ ერთზე შევძლო გაჩერება. რამდენჯერმე მაინც უნდა მოვიკლა შენი სურვილი, უკმარისობის შეგრძნება რომ არ დამრჩეს -გააკეთე რაც გინდა, მე სრულ თავისუფლებას გაძლევ -საპასუხო ვნებით ანთებულიყვნენ გოგონას თვალები. მათი დანახვისას, აღარც სებეს გაუხანგრძლივებია სიამოვნების ქარ-ცეცლში გახვევის მომენტი. როგორც კი მიხვდა, რომ მეტის მოთმენა უკვე მის აღგზნების პიკზე მყოფ ნერვულ სისტემას აღარ შეეძლო, ჯერ გოგონა გააშიშვლა, საკუთარი ხელით, თავიდან ფეხებამდე, შემდეგ თვითონ შემოიძარცვა რაც კი ეცვა და გაეღიმა იმის დანახვაზე, როგორ მორცხვად აარიდა თვალი ნატალიმ მის ტანსაცმელის გარეშე დარჩენილ ფიგურას. სულ რამდენიმე წამიც და უკვე ფუმფულა ხალიჩაზე მუხლებით მდგომი სებე, ზურგიდან ეკროდა ძლიერი ლტოლვისგან აკანკალებულ, სრულიად შიშველ ნატალის, ყელის არეს ხარბად უკოცნიდა და ორივე ხელით, სურვილმოძალებული ეფერებოდა გამაგრებულ მკერდს. თითებით რომ ოდნავ ქვემოთ ჩაუყვა და სასირცხვო ბაგეებს შეეხო, ლამის სიამოვნებისგან ჭკუა დაკარგა გოგონამ. უკვე სიგიჟემდე უნდოდა სებეს მისი ზედაპირული მოფერება შეეწყვიტა და ბოლოს და ბოლოს ის სიამოვნება ეღირსებინა, რასაც მთელი ორგანიზმი ნარკოტიკივით სთხოვდა. ამის დროც საკმაოდ მალე დადგა. მამაკაცმა რომ მისი სხეულის ყოველი წერტილის შესწავლით გული იჯერა, რბილ ხალიჩაზე ზურგით დაანარცხა, მაჯები თავს ზემოთ გაუკავა, მთელი ტანით გადააწვა და პირველივე ძლიერი ბიძგით შეაღწია სამიზნე წერტილში. ნეტარებისგან თვალები ინსტიქტურად დახუჭა გოგონამ. სებემ რომ მისი ფეხები წელზე მოხერხებულად შემოიხვია, ყელზე ენა აუსვა და აქტიური ბიძგებით შეუდგა მისთვის ნანატრი სიამოვნების მინიჭებას, ეიფორიის ჭარბი დოზისგან თვალებდაბინდულს, უკვე განძრევის თავიც აღარ ჰქონდა. კარგად ხვდებოდა, რომ ამ შემთხვევაში დომინანტი მის ზემოდან მოქცეული მამაკაცი იყო, რომ ის განაგებდა სექსში მთელ სიტუაციას, თუმცა ეს ორმაგად დიდ სიამოვნებას გვრიდა. ოთახში მართლაც რომ დიდი ხანის განმავლობაში ისმოდა მამაკაცის ყრუ გმინვა და ნატალის თავშეუკავებელი, სურვილით გაჯერებული კვნესა. ბუხარში ხმელი შეშა კვლავ საამოდ ტკაცუნებდა, ცეცხლის ენები ლამაზად გიზგიზებდნენ და ოთახის სიბნელეში, მკრთალად გამოკვეთდნენ ერთმანეთში გადახლართულ ორ შიშველ სხეულს, სრული თავდავიწყების საზღვრისკენ რომ მიიწევდნენ ერთობლივი ტემპით. * * * * კოჯორში გათენებამდე გადაწყვიტეს დარჩენა. ნატალის შეეძლო დაეფიცა, რომ საუკუნე იყო, რაც ასე ტკბილად და ამავდროულად უშფოთველად აღარ სძინებოდა. მიუხედავად ამისა, ღამის სამ საათზე რატომღაც მაინც გამოფხიზლდა და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზეც უყურებდა თავისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მწოლიარე მამაკაცს, სუნთქვისგან მშვიდად რომ აუდჩაუდიოდა გულ-მკერდი. თითქოს გოგონას დაჟინებულმა მზერამ მის სიზმრებშიც შეაღწიაო, ნატალის გამოღვიძებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მამაკაცმაც ზანტად გაახილა თვალები. თავდაპირველად ეგონა საწოლში იყო და ცალი ხელით პლედის ძებნაც დაიწყო, თუმცა როდესაც ვერაფერი იპოვა, ნელ-ნელა გაახსენდა სად ჩასძინებოდა და რა ვითარებაში. იმ მომენტში, საამოდ აგიზგიზებული ბუხრის წინ, რბილ ხალიჩაზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ სრულიად შიშვლები იწვნენ სებე და ნატალი. მათ სხეულებს სავსე მთვარის ვერცხლისფერი შუქი ეცემოდა, ხოლო მთელ კედელზე გაყოლებული უზარმაზარი ფანჯრის მიღმა, ლამაზად იყრებოდა ქათქათა თოვლის ფანტელები. ნატალი მუცელზე იწვა, ისევე როგორც სებე. ჯერ კიდევ ძალამოცლილად გრძნობდა თავს გოგონა, თუმცა მის სხეულში მაინც შემორჩენილიყო სიამოვნების ის ტალღა, რომელშიც სულ რამდენიმე საათის წინ თავიდან ფეხებამდე იძირებოდა. უჩვეულოდ ბედნიერი იყო იმ მომენტში. მოსწონდა ის შეგრძნება, რომ გვერდით სასურველი მამაკაცი ჰყავდა, მოსწონდა მისი ლურჯი თვალებიდან წამოსული თბილი მზერა და ისიც, რომ სებე მაცდურად დაასრიალებდა ხელის გულს მის შიშველ ზურგსა თუ თეძოებზე. თვალები რამდენიმე წამით დახუჭა და კვლავ გაახილა ნატალიმ. თავისი არსებობის მანძილზე მართლაც პირველად ჰქონდა ისეთი გიჟური მომენტი, როდესაც სურდა ეს ღამე არასდროს დასრულებულიყო, ან თუ დასრულდებოდა, მომდევნო ღამებიც ზუსტად ამის მსგავსი ყოფილიყო. -რაზე ფიქრობ? -მამაკაცის ხმა რომ გაიგო, აზრებიც მსწრაფლ გაუწყდა. ფანჯრიდან მომზირალ დათოვლილ მიდამოს გახედა. იმდენად ელამაზებოდა გარშემო ყველაფერი, გული გაორმაგებული ტემპითაც კი უცემდა მკერდში. ყოველი განვლილი წამი უხაროდა. ისიც კი სიხარულს გვრიდა, რომ ბუხარში ცეცხლი ენთო, ხმელი შეშა საამოდ ტკაცუნებდა და მისგან წამოსული მხურვალება, სასიამოვნოდ უთბობდა შიშველ კანს. -არ ვიცი, ბევრ რამეზე მეფიქრება -ერთი დამისახელე ნატალიმ დაუფარავად გაუღიმა გვერდით მწოლიარეს. -მაგალითად იმაზე, რომ დღეიდან ბორკილით უნდა მიგაბა საწოლზე, რათა სხვა ქალები არ შემოგახტნენ -ცნობისთვის, არასასურველ შემოხტომებს ისედაც კარგად ვიგერიებ, ამიტომ შეგიძლია ბორკილის თანხა დაზოგო -სებესაც გაეღიმა, გოგონა კვლავ ზურგზე დააწვინა, მის სხეულს ზემოდან გადააწვა და თითებით ნაზად მიეფერა გახსნილ ბაგეებზე -შენი მგრძნობიარე სხეული, სურნელოვანი კანი და ეს ტუჩები შენზე მიჯაჭვულს მხდის -მიჯაჭვულობა ზოგჯერ ქრება ხოლმე -თუკი მხოლოდ მიჯაჭვულობაა, მაშინ გეთანხმები -ვერ მიგიხვდი -თავადაც დაუწყო მოფერება მამაკაცის სახის ნაკვთებს. პასუხს დიდხანს არ დაუყოვნებია: -ამას ვამბობ, რომ როდესაც მიჯაჭვულობას, კუპიდონის მიერ ნასროლი, პატარა სიყვარულის ისარიც ემატება, ყველაფერი ბევრად უფრო მყარი ხდება ნატალი გაშრა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყურებში ერთმანეთის მიყოლებით გაუმეორდა სებეს სიტყვები. თითები აუკანკალდა, რის გამოც მამაკაცის სახეზე მოფერებას წამსვე მიანება თავი და გაფართოებული თვალებით ახედა თავის ზემოდან მოქცეულს. -ასე რატომ მიყურებ? -მართალია მშვენივრად ხვდებოდა გოგონას ამგვარი აფორიაქების მიზეზს, თუმცა მაინც სურდა მისივე პირიდან მოესმინა სიმართლე. -შენ რა, ამ წამს სიყვარული ახსენე? -მგონი ვახსენე -კვლავ ეღიმებოდა ნატალის ფერმკრთალი სახის შემყურეს. -დარწმუნებული ხარ, რომ ზუსტად იცი ეგ სიტყვა რას ნიშნავს, ან რა შემთხვევაში უნდა გამოიყენო? -ერთი იდეა მაქვს -თქვა თუ არა, გოგონას მარჯვენა ფეხზე ხელი ვნებიანად აატარა და მკერდის თავზე დაუტოვა მხურვალე კოცნის კვალი -ახლა მე და შენ ავდგეთ, აბაზანაში ერთად შევიდეთ და იქ დაგიმტკიცებ რამდენად დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში -გიჟი ხარ -გიჟი, ვისაც დაუჯერებელი სექსუალური ფანტაზიები გააჩნია -მაგაში ნამდვილად არ შეგედავები -სიცილით დაუმოწმა ნატალიმ. აქედან სულ მალე, ისიც იგრძნო, თუ როგორ ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა ხელში ფეხზე წამომდგარმა სებემ და როგორ ხარბად დააცქერდა მის ტუჩებს. -სხვათა შორის, საშხაპეში არასდროს მქონია, შენ პირველი იღბლიანი მომხმარებელი იქნები -ყურთან ახლოს უჩურჩულა მამაკაცმა და აბაზანის დაკეტილი კარისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა. 8 8 8 8 იანვარი ნელ-ნელა იწურებოდა. ქალაქში წვიმიანობა შეწყვეტილიყო და მისი ადგილი, ამჯერად ქარიან ამინდებს დაეკავებინათ. ოპერაციიდან გასული რამდენიმე კვირის შემდეგ, ზუსტად თვის ბოლოს, კლინიკაში, გულის შემოწმების გეგმიური ვიზიტი ჰქონდა დანიშნული ლალიტას, თუმცა ნატალი რომ არა, ეს ფაქტი ალბათ აღარც კი ემახსოვრებოდა მის ქაოსით მოცულ გონებას. რამდენიმე დღეში, საშვებულებო ვადაც უმთავრდებოდა და იძულებული ხდებოდა სამსახურში გასულიყო, თუმცა რომ შესძლებოდა, ამ შვებულებას კიდევ მრავალი წლით გაიხანგრძლივებდა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, გარესამყაროს მთლიანად მოწყდებოდა. ბოლო პერიოდში თითქმის ყოველთვის უხასიათოდ იყო გოგონა. ცუდ ამინდებს, მისი ჭრილობის მსუბუქი ტკივილიც თან სდევდა, თუმცა ყველაზე მეტად, მაინც დანაკლისის შეგრძნება უქმნიდა დისკომფორტს. დანაკლისი იმ ადამიანისა, რომელიც მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ წასულიყო და აშკარად ჰაერის მარავით აკლდა მის ყოველდღიურობას. ენატრებოდა . . . ზოგჯერ ეს გრძნობა იმდენად შემოაწვებოდა, ბალიშში თავჩარგული ტირილის გარდა მართლა ვეღარაფერი ამშვიდებდა. საკმაოდ ხშირად ათვალიერებდა დანიელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ეკრანის იმ მხარეს, სადაც მამაკაცი იყო აღბეჭდილი, თვალცრემლიანი ეფერებოდა და წარსულის მოგონებებში ჩაკარგვით პოულობდა მცირედ შვებას. ხანდახან ვერც ეს შველოდა და ვერც ცრემლის დაშრობამდე ტირილი. არც ნატალისთან იხსნებოდა ბოლომდე. არ სურდა მეგობარი თავისი სულიერი მდგომარეობით აენერვიულებინა და არც ის უნდოდა, ყოველ წამს დანიელზე ესაუბრა, რადგან იცოდა, ასე უფრო მეტად ავნებდა საკუთარ თავს. მამაკაცის ბოლოჯერ ნახვის დღიდანვე იცოდა, რამდენად გაუჭირდებოდა მის გარეშე ყოფნა, თუმცა რეალობა იმაზე გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინები. ქუჩაში კვლავ ხმაურიანი, სუსხიანი ქარი ქროდა. ლალიტა სამზარეულოში, ნიჟარაში ჩაწყობილი ჭურჭლის რეცხვით იყო გართული, როდესაც შიგნით პარკებით დატვირთულმა ნატალიმ შემოაბიჯა, მეგობარს ლოყაზე აკოცა და ყველაფერი, რაც კი ხელში ეჭირა, მაგიდის ზედაპირზე შემოდო. -მოკლედ, იმდენი რამე ამოვათრიე, თავი მაგდანას ლურჯა მგონია -ხვნეშით დაეშვა სკამზე გოგონა, ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა და ვაზაზე დადებული დიდი, მწვანე ვაშლებიდან ერთ-ერთი მათგანი ჩაკბიჩა. -მაინც რა იყიდე? -ონკანში წამოსულ წყლის ნაკადს ოდნავ დაუკლო ლალიტამ, რათა მისი ხმაურის გამო, საუბრის გაგონებაში ხელი არ შეშლოდა. -ხილის წვენები, რძე, იოგურტები, სამი სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული, ნესკვიკის ბურთულები და ძალიან ბევრი შოკოლადი -იმედია ტკბილეული ისევ ჩემთვის არ ამოგიტანია განწყობის ასამაღლებლად -მე ყოველთვის უკეთეს ხასიათზე მაყენებს ხოლმე -უდარდელად აიჩეჩა მხრები აიჩეჩა გოგონამ, თან კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა წვნიანი ვაშლი -თუმცა ძალიან იშვიათად ვჭამ ამასობაში ლალიტა ბოლო თეფშის გაპრიალებასაც მორჩა, იგი გარეცხილი ჭურჭლების განყოფილებაში გადადო და წყლის მოკეტვის შემდეგ, ხელები მაცივრის გვერდზე მიკიდებულ ფერად ტილოზე შეიმშრალა. -ამდენ ხანს ამ ამბავს რატომ მიმალავ? -იკითხა მან უეცრად და ნატალის ყურადღებაც მაშინვე თავისკენ მიმართა. -რა ამბავს? -იმ ამბავს, რომ სებესთან იწექი და იმასაც, რომ უკვე ორ კვირაზე მეტია ერთად ხართ გოგონას ვაშლის ნაჭერი ლამის კისერში გადასცდა და ხმამაღალი ხველა აუტყდა. დამშვიდება მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც მასთან წამებში გაჩენილმა ლალიტამ, გაშლილი ხელის გული რამდენჯერმე მაგრად დაარტყა ზურგზე. -ნელა, არ დაიხრჩო -შენ . . . საიდან გაიგე ეგ ყველაფერი? -საგრძნობლად შეცვლილი ხმით ამოიხრიალა ნატალიმ. რამდენჯერმე სპეციალურადაც კი ჩაახველა ჩახლეჩილი ხმის იოგების ჩასაწმენდად. -უკვე რამდენი ხანია შინ გამთენიისას იპარები ხოლმე და მერე მთელი დღე გძინავს . . . უბრალოდ მიკვირს, ამდენი ხანი ჩუმად რატომ ხარ? მეწყინებოდა, თუ შემშურდებოდა, სიმართლე რომ გეთქვა? გოგონა დაიბნა. თავი აშკარად დამნაშავედ იგრძნო ამ სიტყვების შემდეგ. მართალია თავად ყველაზე მეტად უნდოდა ლალიტასთვის გულის გადაშლა, თუმცა იცოდა რამდებად რთული ურთიერთობა ჰქონდა დანიელთან ბოლო პერიოდების განმავლობაში და საკუთარ პირადზე საუბარს ასე თუ ისე ერიდებოდა. -არა, ეგ რა შუაშია? -ნახებრად შეჭმული ვაშლი ნაგვის ურნაში ჩაუძახა, რადგან მიხვდა, მეტი აღარ უნდოდა -უბრალოდ ვამჩნევ ამ დღეებში რა უხასიათოდაც ხარ, ჩემზე საუბრისთვის კიდევ უამრავი დრო გვაქვს წინ -ის მაინც თქვი მასთან პირველი სექსი როგორი იყო -ინტერესით ანთებული თვალებით ზვერავდა იგი ნატალის -მოგეწონა? -მომეწონა თუ არა? -ისე ჩაეღიმა გოგონას, რომ ლალიტა მაშინვე მიხვდა, კონკრეტულად რა მომენტები ცოცხლდებოდა იმ მომენტში მის წარმოსახვებში -უსამართლობა იქნება ეს ღამე მხოლოდ სიტყვა "მომეწონათი" აღვწერო. ყველაფერი იმდენად სასიამოვნო იყო, სათქმელის გადმოცემაც კი მიჭირს -და რატი? -ისეთი შეპარვითი მზერით გახედა ამის თქმისას, თითქოს რეაქციის გამომჟღავნებას ელოდება, რათა იგი მეცნიერულ დონეზე შეამოწმოსო -მის მიმართ საერთოდ აღარაფერს გრძნობ? -მხოლოდ იმედგაცრუებას. იმედგაცრუებას იმის გამო, რომ იდესღაც მთელ სამყაროს მერჩივნა -მერე ამოიოხრა და თავი სიცილით გადააქნია -ახლა გავაცნობიერე, რომ შენთვის მისი აქ მოსვლის შესახებ თქმაც კი დამავიწყდა. არც კი მეგონა ოდესმე იმდენად სულ ერთი თუ გახდებოდა, რომ მის დანახვაზე საერთოდ ვეღარაფერს ვიგრძნობდი, გარდა გაკვირვებისა -მოიცა, მოიცა, აქ როდის იყო მოთრეული?! -ერთიანად დაიძაბა გოგონა და კბილები ისეთი ბრაზით გააღრჭიალა, მათი ხმა ლალიტამაც მკაფიოდ გაიგონა -ან რა ჯანდაბა უნდოდა?! -მაშინ მომაკითხა, როდესაც შენ და დანიელი გერმანიაში იყავით. ამდენი ხნის შემდეგ, კვლავ ურთიერთობის განახლებას მთხოვდა. ალექსისთვისაც კი არაფერი მითქვამს ამაზე. გუდაურიდან ჩამოსვლის შემდეგ, თურმე ჩემგან მალულად მისულა რატისთან სასაუბროდ. ამის მერე რომ ვუთხრა ადგა და პირდაპირ სახლში მომაკითხა-მეთქი ალბათ სადმე ტყეში წაიყვანს, სრულიად შიშველს მიაბამს რომელიმე ხეზე და იქვე დატოვებს. -აი მაგის გამოცდილება ნამდვილად დიდი აქვს -სიცილი წასკდა ლალიტას -საუბრით რომ ვერაფერი მოუხერხა, ერთი ფსიქოპათი თაყვანისმცემელი სწორედ მსგავსი საშუალებით ჩამომაშორა. მას შემდეგ, ეგ ტიპი აღარც კი გამოჩენილა ჩემს სიახლოვეს -მეც ვიცი ეგ ისტორია, ადრეც გაქვს მოყოლილი -ნატალიც აჰყვა სიცილში, თუმცა მერე სახე წამებში დაუსერიოზულდა, ლალიტას გამომეტყველებას თვალი შეავლო და როგორც იქნა გამბედაობა იპოვა იმ კითხვის დასასმელად, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ მოუშორებლად უტრიალებდა გონებაში:-მითხარი, დანიელის დაბრუნება არ გინდა? მოსმენილი შეკითხვისგან მოგვრილმა შეგრძნებებმა, მართლაც სადისტურად მტკივნეულად ჩაავლო უხილავი, ბასრი კლანჭები ლალიტას გულს. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სულიც კი ამოაცალეს იმ მომენტში. სახე, რომელიც ცოტა ხნის წინ უღიმოდა, ერთ წამში მოეღუშა და იმ უფერულ, პირქუშ ცას დაემსგავსა, წვიმის დაწყებას რომ მოასწავებს ხოლმე ადამიანებს. -ლალიტა . . . -მხარზე, თანაგრძნობის ხელის შეხება იგრძნო გოგონამ. როგორც ჩანს ნატალიც კარგად მიმხვდარიყო, თუ რამდენად ძლიერ იმოქმედათ ამ სიტყვებს მის განწყობაზე. -მუხლებზეც რომ დავუდგე, მაინც არ დაბრუნდება -ამოთქვა მან აკანკალებული სუნთქვითა და ხმით -ასეთი საქციელის შემდეგ, ამის მცირედი იმედიც კი არ უნდა მქონდეს -მაგრამ . . . -არანაირი მაგრამ! -უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ არც სებესგან ველოდი პატიებას, იმედიც კი ბოლომდე მქონდა გადაწურული, მაგრამ ახლა . . . -გოგონა გაჩუმდა და სიტყვა აღარ დააბოლოვა, რადგან მისი დაბოლოება, ისედაც ორივესთვის აშკარა იყო. ლალიტამ უარყოფის ნიშნად, რამდენჯერმე გადააქნია ტკივილითა და დარდით გამოტენილი თავი. -ეგ ორი სხვადასხვა რამეა. ერთია, როდესაც მამაკაცს თავიდან არასერიოზულად უდგები და მერე რადიკალურად გეცვლება მისდამი დამოკიდებულება, ხოლო მეორეა, როცა მასზე გიჟდები, ისიც იმავეს გრძნობს და მიუხედავად ამისა, მაინც უარყოფ სიყვარულს, რომელიც თქვენს შორისაა -სევდიანად ჩაეღიმა ლალიტას ამის თქმისას, ფილტვებში ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და რამდენიმე წამში წარსულის მოგონებებშიც გადაეშვა თავით. იმ მოგონებებში, სადაც მხოლოდ დანიელი ფიგურირებდა და სხვა არავინ. ამჯერად, ხელზე მოუჭირა თავისი მარჯვენა ნატალიმ, გამხნევების ნიშნად, თან რწმენით სავსე თვალები მიაპყრო. -მე მაინც გირჩევ, რომ იმედი არ დაკარგო. არავინ იცის მომავალში რა მოხდება -იცი როგორ მედგა მხარში მთელი ის პერიოდი? -ფიქრებში ჩაძირულის მზერა ჰქონდა ლალიტას იმ წამს. მეგობრის საუბრიდან თითქმის არაფერი ესმოდა, გარდა ყრუ, გაურკვეველი ბგერებისა -კლინიკაში რომ ჩემთან ერთად ცხოვრობდა და მთელი ხარჯი თავის თავზე აიღო, იმაზე აღარაფერს ვამბობ. საკუთარი ხელით მეხმარებოდა შხაპის მიღებაში და ბავშვივით მამშრალებდა, როდესაც შიშით ნაოპერაციებ ადგილსაც კი ვერ ვუყურებდი. ჭრილობას ყოველდღე თვითონ მიმუშავებდა, ახალ სახვევს მადებდა და სიცილით მეუბნებოდა, თვალები გაახილე, ყველაფერს მოვრჩიო -ცრემლები ყელში გაეჩხირა ლალიტას ამის თქმისას, თუმცა მაინც განაგრძო -ყოველ ღამით, სანამ დაიძინებდა იმას მიმეორებდა, თუკი რამე დაგჭირდება, არც კი დაფიქრდე ისე გამაღვიძეო. ცუდ ამინდებში, როცა ნაოპერაციები ადგილი მტკივდებოდა და გამაყუჩებლებსაც არ ვსვამდი მათზე მიჩვევის შიშის გამო, არც თავად ეძინა, რათა ყურადღება საუბრით გადაეტანინებინა. დანიელის უბრალო დანახვაც კი მაიძულებდა გამეღიმა და ისიც სულ ცდილობდა, რომ ეს ღიმილი სახიდან არასდროს გამქრობოდა ნატალი ენაჩავარდნილი უსმენდა მის სიტყვებს მთელი საუბრის განმავლობაში. იმ მომენტში, ბევრი ისეთი რამეც შეიტყო, რაზეც აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. კარგად მიხვდა, რომ ეს ორი ადამიანი გაცილებით უფრო მეტად იყვნენ სულიერად დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე თავად ის, ან თვითონ ლალიტა და დანიელი წარმოიდგენდნენ. -არ ვიცი რა გითხრა . . . ისეთ რამებს მიყვები, მართლა ქედს ვიხრი მის წინაშე -გაუსაძლისად მტკივა ნატალი -დაქალის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია ისე განაგრძო. თავს ისე გრძნობდა, რომ მოცემულ სიტუაციაში მართლა მზად იყო ნერვიულობისგან თითებიც კი დაეჭამა, ოდნავ დასამშვიდებლად -იმდენად მენატრება ასე მგონია ყველაფერი მტკივა. მისი ხმა, მისი სურნელი, სითბო. აზრი აღარაფერს აქვს მათ გარეშე. ყოველ დილით იმ იმედით ვიღვიძებ, რომ ეს დღე წინაზე უკეთესი იქნება, მაგრამ არაფერი იცვლება… პირიქით, უფრო გაუსაძლისი ხდება სიტუაცია და ერთადერთი, ვისაც ამაში ბრალი მიუძღვის თავად ვარ -არ უნდა გაგეშვა ასეთი ადამიანი ლალიტა -დანანებით გადააქნია თავი, თან მხარზე ხელი დაადო მას -იშვიათი ბრილიანტი იპოვე, მაგრამ ზღვაში ზუსტად ისე დაუდევრად მოისროლე, როგორც ბებერმა როუზმა თავისი ძვირფასი კოლიე -კარგი რა ნატალი, რა დროს როუზი და ტიტანიკია? -უბრალოდ შედარება მოვიყვანე -გულუბრყვილოდ აიჩეჩა მხრები გოგონამ -არ იმსახურებდა ეგ ადამიანი შენგან იმ სიტყვებს და გრძნობების ფეხქვეშ გათელვას. ძალიან დაამცირე და მის სიყვარულსაც დასცინე -გეყოფა, გთხოვ -თვალები მაგრად დახუჭა, თუმცა მოწოლილი ცრემლები მაინც ვერ შეიკავა და ურცხვად დაედინა ორივე ლოყაზე -თავს ისედაც საშინლად ვგრძნობ, რომ ასე ვაწყენინე -არა ლალიტა, მაგიტომ არა. თავს ცუდად გრძნობ, რადგან სიგიჟემდე გიყვარს, მაგრამ გონებაში მაინც ის აზრი გიტრიალებს, რომ შენს ცხოვრებაში მამაკაცის შემოშვებით თავისუფლება შეგეზღუდება, ისე, როგორც ეს ერთ დროს ალექსთან მოხდა. იმედგაცრუების გეშინია. იმ იმედგაცრუების, რაც დანიელთანაც შეიძლება განიცადო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი, ჯობს რისკზე წახვიდე, ვიდრე მთელი დარჩენილი ცხოვრება იმაზე ფიქრში გაატარო, თუ რა მოხდებოდა სხვანაირად რომ მოქცეულიყავი რამდენიმე წამით, ლალიტა თვალმოუშორებლად უმზერდა თავის წინ ჩამოჯდარ ნატალის, თუმცა აშკარა იყო, მისი ეს მზერა მატყუარა ჯიბესავით იყო, რადგან ფიქრებით სრულიად სხვა განზომილებაში დაფრინავდა. აქედან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ღრმად ამოიხვნეშა და სკამიდანაც წამოიწია. განმარტოებისა და საკუთარ ფიარებთან მარტო დარჩენის სურვილს იმდენად მოეცვა მისი გონება, სხვაზე უკვე ვეღარაფერზე ფიქრობდა, ამიტომ ზანტად აიღო სამზარეულოს მაგიდაზე დადებული თავისი მობილური, იგი მოსაცმლის ჯიბეში დაუდევრად ჩატენა და წამოდგომისას, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა მეგობარს: -ჩემს ოთახში გავალ, იქნებ ცოტა ხნით მაინც შევძლო დაძინება . . . * * * ღამის სამი საათი ახალი შესრულებული იყო, როდესაც საწოლზე ზღვის ვარსკვლავივით გაშხლართული ნატალი, თავისმა აზუზუნებულმა ტელეფონმა მოსწყვიტა სიზმრების ტკბილ სამყაროს. ქუთუთოების ერთმანეთისგან განცალკევებაც კი გაუჭირდა გოგონას იმდენად გაუჭირდა ღრმა ძილიდან გამოფხიზლება. ღამეული მყუდროების დამრღვევი, არაადეკვატურ დროს დარეკვის გამო, სხვა შემთხვევაში აუცილებლად გახდებოდა გოგონას მხრიდან ზარის დაიგნორების "მსხვერპლი", თუმცა როდესაც თავისი ნამძინარევი თვალებით ეკრანზე სებეს სახელი ამოიკითხა, სასწრაფოდ აანთო კედელზე, ზუსტად საწოლის თავზე მიმაგრებული, ყვავილის ფორმის ნათურა, ყურმილის აღების ღილაკს დააწვა და ტელეფონი ხმამაღალ კავშირზე ჩართო. -სავარაუდოდ გაგაღვიძე -სიტყვის თქმაც არ დასცალდა, ისე გაისმა ღამეულ სიჩუმეში მამაკაცის ღიმილნარევი ხმა -სავარაუდოდ კი ლამაზ სიზმარსაც მომწყვიტე -მე გესიზმრებოდი? -კი და ვერც კი წარმოიდგენ სიზმარში რას გიკეთებდი -თავისივე სიტყვებმა თვითონ მოჰგვარა ღიმილი, საწოლზე წამოიწია და მზესუმზირებით მოხატული ბალიში ზურგს უკან ამოიდო -ეს უკვე აღმაგზნებს . . . იქნებ ადგე, ქვემოთ ჩამოხვიდე და შენი სიზმრები რეალობად აქციო? -ქვემოთ ჩამოვიდე? -გაკვირვება წამის მეასედში გამოესახა სახეზე ნატალის. დაფიქრდა, მაგრამ ვერაფრით მიხვდა რას გულისხმობდა მამაკაცი თავისი სიტყვებით. -შენს კორპუსთან ვდგავარ -უთხრა თუ არა, მაშინვე მოჰფინა ნათელი ყველა გაურკვევლობას მამაკაცმა, რითაც სიამოვნების მომგვრელი იმპულსების უხვი ნაკადიც გაუგზავნა გოგონას. -არანორმალური ხარ . . . ამ დროს აქ რას აკეთებ? -მზის ამოსვლას მინდა ვუყურო შენთან ერთად -რომანტიკოსობას ნუ იბრალებ, მაინც არ დაგიჯერებ -მაშინ ნამდვილ მიზეზს გეტყვი –უბრალოდ რაღაცამ გამომაღვიძა, ცოტა ხნით ავდექი, გავიარე, გამოვიარე და უცებ გავაცნობიერე, რომ ერთი ვიღაც მომენატრა. ჰოდა მეც აქ ვარ -ამ ერთ ვიღაცას რამდენი დრო აქვს მოსამზადებლად? -უკვე საწოლიდან წამომდგარიყო და სარკის წინ აბურდულ თმას იწესრიგებდა. იმ მომენტში თინეიჯერ გოგოს ჰგავდა, ვინც პირველ პაემანზე წასვლის წინ ცდილობდა სრულიად უნაკლო ყოფილიყო. -დროს არ გიწესებ, უბრალოდ ეცადე უსასრულობამდეც არ მალოდინო . . . ჰო მართლა, ახლა ზამთრის პიჟამა გაცვია თუ ზაფხულის? -ზამთრის -უპასუხა დაბნეული ხმით. ვერ მიხვდა ამას რა მიზეზით ეკითხებოდა. -ჰოდა მაშინ არ გამოიცვალო. მინდა ზუსტად იმ პიჟამაში გნახო, რომელიც ახლა გაცვია -მის ტონში კვლავ ღიმილი იგრძნო გოგონამ და ნათლად წარმოიდგინა როგორ უღიმოდა სებეს თავისი ლურჯი თვალები -ინტერესით ვკვდები ამჯერად სპანჯ-ბობი გახატია, თუ ჟირაფი ჟოზე -ვერ გამოიცანი -კმაყოფილი სახით დახედა გოგონამ თავის მაისურს, სადაც მხიარულად მომღიმარი ვინი-პუჰი და მისი მეგობარი, დაღვრემილსახიანი ვირი იყვნენ გამოსახულები -კარგად მესმის როგორ დარბიხარ ოთახში წინ და უკან, მაგრამ თავის ზედმეტად მოწესრიგებით ნუ გადაიღლები, შენი ბუნებრივი სახე ყველაზე ლამაზია -თქვა თუ არა, პასუხსაც აღარ დაელოდა ისე დაუკიდა ყურმილი და აქედან ხუთ წამში, ნატალიმ შეტყობინებაც მიიღო მამაკაცისგან, რომელშიც მხოლოდ ერთი ქვიშის საათის სმაილი იყო ჩახატული. სავარაუდოდ, ეს იმის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რომ მაინცდამაინც დიდხანს ქრ უნდა დაეგვიანა. ზარის დასრულებიდან ზუსტად ხუთ წუთში, თავისი ფუმფულა ჩუსტებსა და დუტის ქურთუკში გამოწყობილი, ლიფტში მდგომი ნატალი უკვე ქვედა სართულისნენ მიემართებოდა და ციფერფლატზე აღბეჭდილ რიცხვებს, ნელ-ნელა ქვემოთ რომ მიდიოდნენ, მზერას არ აშორებდა. ნიშნულზე რომ ციფრი ერთი აინთო, კარიც სრიალით გაიხსნა და გოგონა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გავიდა გარეთ. სადარბაზოსთან ახლოს, მართლაც შენიშნა სებეს შავი მანქანა. მართალია მისი დაბურული საქარე მინების გამო სალონში ვერაფერს ხედავდა, თუმცა იმაში დარწმუნებული, რომ მამაკაცი მას შიგნიდან უყურებდა ქუჩაში გავიდა და ავტომობილის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა, რომ უეცრად, უკნიდან ჯერ ვიღაცის ძლიერი მკლავების მოხვევა, შემდეგ კი ყელში კოცნაც იგრძნო. თავდაპირველად ცოტათი შეეშინდა. იმ წამს, ალბათ ყველა ბოევიკურ ფილმში ნანახი სცენა ერთობლივად გაიხსენა და გონებაში მსგავსი სიტუაციიდან თავის ოსტატურად დასახსნელი ილეთებიც წარმოიდგინა, თუმცა დაძაბულობა მისი გონებიდან მაშინვე აორთქლდა, როდესაც ცხვირის ნესტოებით ნაცნობი სურნელი შეიგრძნო. ამ სურნელს ათას ადამიანშიც კი თავისუფლად გამოარჩევდა. -შემაშინე -უკნიდან შემოხვეულ ხელებს, თავისი თითები ნაზად გადაუსვა, მერე კი შვებით ამოსუნთქულმა მიაყრდნო თავი მამაკაცის ბეჭს -მსგავს სიცივეში ეგეთი თბილი ხელები როგორ გაქვს? -შინაგანად ვარ მხურვალე -ამჯერად თავისკენ შეატრიალა, კისერზე ხელის გულის მიდებით თავისკენ მიიზიდა და ხანგრძლივი, სურვილით გაჯერებული კოცნით დააკავა ნატალის ტუჩები. მერე დაკვირვებით აათვალიერა გოგონას სხეული. ფეხზე მორგებული ფუმფულა ჩუსტები, ნაცრისფერი პიჟამა შარვალი და ამავე ფერის, ვინი-პუჰის გამოსახულებიანი მაისური მისთვის ისეთ კონტრასტს ქმნიდნენ, რომ ტუჩებზე მომდგარი ღიმილი ვერაფრით შეიკავა და კიდევ ერთხელ აკოცა გოგონას -ერთდროულად ბავშვურიც ხარ და ცეცხლოვანიც. ეს . . . მგონი ძალიან სექსუალურია . . . -სამაგიეროდ ეს ყინვაა ძალიან არასექსუალური -სიცივისგან აკაწკაწებული კბილებით ძლივსძლივობით წარმოთქვა გოგონამ -იქნებ მანქანაში გაგვეგრძელებინა საუბარი? იქ მეც შემიძლია მოგეფერო გულისამაჩუყებელი და ოდნავ თამამი სიტყვებით -მშვენიერი აზრია -გაეცინა სებეს და სულ მალე, ორივენი ერთად ჩასხდნენ ავტომობილში. სებემ ძრავა აამუშავა და გათბობა ჩართო, მერე კი ისევ გვერდით მჯდომ ნატალის მიუბრუნდა. -რამის თქმა გინდა? -თვალებიდანვე შეძლო გოგონამ მისი აზრების ამოკითხვა. არც შემცდარა: -ჰო, მინდა -გისმენ -გასათბობად, ხელებით მის მკლავს მიეხუტა, ხოლო თავი მხარზე ჩამოადო ამის თქმისას. -პატარა შემოთავაზება მაქვს -მაინც რა შემოთავაზება? -თვრამეტი წლის ასაკიდან მოყოლებული, ყოველთვის მარტო ვცხოვრობდი და ეს მსიამოვნებდა კიდეც -დაიწყო სებემ, თან თავზე ფრთხილად აკოცა ნატალის -ახლა კი ვგრძნობ მომბეზრდა ღამით მარტო დაძინება და დილით მარტო გაღვიძება. იქნებ... ჩემთან გადმოსულიყავი საცხოვრებლად? -შენთან? -მოულოდნელად თვალები ჭყიტა და ოდნავ მოშორდა მის სხეულს ნატალი. იმაზე ფიქრმაც კი სხვანაირად ააღელვა, თუ როგორი იქნებოდა მათი ერთობლივი თანაცხოვრება. -ჰო, ჩემთან -თავის დაქნევითაც დაუმოწმა, თან დასძინა :- ღამღამობით უამრავი ქალი რეკავს ხოლმე ზარს ჩემს კარზე. რა ვიცი იქნებ ტვინში რაღაც გადამიბრუნდეს და ერთხელაც რომელიმე მათგანი შიგნითაც შემოვუშვა? მერე რაც მოხდება, იმაზე პასუხს აღარ ვაგებ -მგონი ვიღაცას ენა დაუგრძელდა -ვიღაცას კი მგონი ჩემთან გადმოსვლის იდეა არ მოსწონს -ცდები -მაშინვე უარყო გოგონამ მისი მოსაზრება -შენი წინადადება ძალიან მაცდურად ჟღერს, მაგრამ ლალიტაზე მეფიქრება. ახლა რთული პერიოდი აქვს. ამაზე შენთან აქამდე არ მისაუბრია. -ზუსტად არ ვიცი ლალიტას თავს რა ხდება და ალბათ არცაა ჩემი საქმე, მაგრამ მისთვისაც და მისი რთული პერიოდისთვის ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება -პირდაპირ თვალებში უყურებდა ამის თქმისას და ნელ-ნელა უფრო და უფრო მაცდურს ხდიდა ნატალისთვის თავის შემოთავაზებას -თავადაც ნებისმიერ დროს ინახულებ ხოლმე, თუმცა ღამით საწოლში მჭირდები. წელს ძალიან მკაცრი ზამთარია და ვინმემ ხომ უნდა იზრუნოს ჩემს სიმხურვალეზე? თითოეულ მის სიტყვაზე ღიმილი ადგებოდა ნატალის ბაგეებს. უნდა ეღიარებინა, ძალიან უნდოდა ყოველი გაღვიძებისას სებეს სახის დანახვა და ღამით მასთან ერთად დაძინება, თუმცა რაც თანხმობის დაუყოვნებლივ თქმაში ხელს უშლიდა, ეს ლალიტა იყო. -მოდი ვიქნები ბანალური და ვიტყვი, რომ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა ფხიზელი გონება მჭირდება -უთხრა გოგონამ, რათა საბოლოო პასუხის თქმამდე როგორღაც დრო გაეხანგრძლივებინა. უარს ვერ ეტყოდა, არ შეეძლო და არც უნდოდა, მაგრამ ასე ერთ წუთში დათანხმებაც არ გამოუვიდოდა. -ეს რაღაც ისეთი სიტუაციაა, როდესაც გოგოს ხელს სთხოვენ და მოსაფიქრებლად ცოტა დროს ითხოვს, რათა მანამდე ზრდილობიანი უარი მოიფიქროს -მე ეგრე არ ვიტყოდი -სებეს ბავშვურად დაღვრემილ სახეს, ხელის გულებით მიეფერა გოგონა. მერე ტუჩებსაც მისწვდა, ბოლოს კი ყელზე ნერვიულად მფეთქავ არტერიაზე აკოცა. იმ მომენტში, თითქოს ისიც კი ნათლად იგრძნო, როგორ შხუილით მოძრაობდა სებეს გახურებული სისხლი ვენებში. მისგან წამოსული პიტნისა და ყინულის შეზავებული სურნელი, კვლავ საამოდ ახვევდა თავბრუს და სურვილს უჩენდა ყველა იმ გიჟური ფანტაზიებისთვის შეესხა ფრთები, რომელთაც ეს ადამიანი აღვიძებდა მასში. -რა საშიშები ხართ ეს ქალები -რას გულისხმობ? -იმას, რომ ჩვენს საცდუნებლად და ჭკუიდან გადასაყვანად ხართ შექმნილები -სრული სერიოზულობით ამბობდა ყოველ სიტყვას და გამომეტყველებაც სწორედ ასეთივე ჰქონდა -არც კი ვიცი ეს როგორ გამოგდის, მაგრამ ფაქტია ათას სიგიჟეს მმართებ და ამასთან ბრძოლა არც მინდა -ჰოდა ნურც შეებრძოლები, რადგან მე უკვე დიდი ხნის წინ შევწყვიტე ბრძოლა -მიუგო თუ არა, კიდევ ერთმა გიჟურმა სურვილმა შემოუტია და დაუყოვნებლივ დაიწყო მისი სისრულეში მოყვანა –ჯერ პიჟამა შარვალი გაიხადა ერთი ხელების მარტივი მოძრაობით, სებეს მუხლებზე თამამად გადააჯდა, მაისური ნელი, გამომწვევი ჟესტით გადაიძრო ტანზე, და პერანგის ღილები დაუდევრად დაუწყვიტა მამაკაცს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში თვალსაც არ აშორებდა სებეს სურვილით გაჯერებულ მზერას, ვისაც უკვე ნორმალურად სუნთქვაც კი დავიწყებოდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. -მითხარი, ოდესმე ჩემგან წასვლა მოგინდება? -ვნებისგან დაბოხებული ხმითა და ძლიერი ლტოლვით ანთებული თვალებით, უფრო მეტად აღვიძებდა ნატალის გულში მიმალულ სურვილებს. -ხუმრობ? ამ ქვეყნად არ არსებობს და არც ირსებებს ადამიანი, ვის გამოც შენზე უარის თქმა მომინდება! -მიუგო მტკიცედ და გადაჭრით. მისი ამ სიტყვების შემდეგ, წამითაც აღარ დაუყოვნებია სებეს –ტანზე შერჩენილი ერთადერთი ქვედა საცვალი, პირდაპირ ტანზე შემოახია ნატალის, შარვლის ქამარი შეიხსნა და მანამ არ გაჩერებულა, სანამ გოგონას უღონო, ძალაგამოცლილი სხეული არ მიესვენა მის მკერდს. 8 8 8 8 კარზე გაბმული ზარის ხმა მღელ სახლს ექოდ მოდებოდა. მისაღებში, რომელიც სამზარეულოსგან თაფლისფერი კედლით იყო გამოყოფილი, ხმადაბლა ჩართულ მუსიკებზე, გამომწვევ საცვლებში გამოწყობილი გოგონები გიჟებივით ცეკვავდნენ, თან ალაგალაგ სვამდნენ შოტლანდიურ ვისკის საერთო ბოთლიდან. ალექსი მათ სიახლოვეს, მაგიდასთან მიდგმულ სკამზე იჯდა და თავის ტკივილის წამლის დალევის შემდეგ, საფეთქლებს საჩვენებელი თითებით იზელდა, როდესაც ზარის ხმა მის ყურთასმენასაც მიწვდა. მამაკცმა თვალები მობეზრებულად აატრიალა, რამდენიმე წამით შიდა თეთრეულის ამარა მოცეკვავე გოგონებსაც შეხედა, რომლებთან ერთად განვლილი ღამეც თითქმის არ ახსოვდა, მერე კი პატარა დივანზე მიგდებული თავისი მაუსური გადაიცვა და კარის გასაღებად ზანტი ნაბიჯებით გაემართა. სათვალთვალოდან გახედვისას, დაბინდული მხედველობითაც ის გაარჩია, რომ სადარბაზოში ნატალი იდგა, ხელი კი მაღლა აეწია და ზარის რეკვას განუწყვეტლივ აგრძელებებდა, ისე, თითქოს ღილაკზე თითი მიეყინაო. "რა თქმა უნდა. სხვას ვის უნდა მოსვლოდა თავში ასეთ ადრიან დილას ვიზიტი." -გაიფიქრა მამაკაცმა და საკეტიც ყოველგვარი ფიქრის გარეშე გადაატრიალა. პირველი, რაც აღნიშნულ მომენტში თვალში მოხვდა, ეს გოგონას ზედმეტად თბილი ჩაცმულობა იყო. თითებზე მორგებული ფუმფულა, ნაცრისფერი ხელთათმანებით, გრძელ ქურთუკზე წამოფარებული სქელბეწვიანი კაპიუშონითა და დათბილულ შარვალზე ამოცმული მაღალყელიანი ჩექმებით, ჩრდილოეთ პოლუსიდან მომავალ ადამიანს მოგაგონებდათ. -რა იყო, ციმბირში გიპირებენ გასახლებას? -ყოველგვარი მისალმების გარეშე, სიცილით ჰკითხა მას ალექსმა. თავის შემაწუხებელი ტკივილისა და მეგობრის ასეთ მდგომარეობაში დანახვის ზეგავლენით, სრულიად გადაავიწყდა მისაღებში დატოვებული გოგონების არსებობა და დაუპატიჟებელი სტუმარი შიგნით მაშინვე შეატარა. -შენ თბილ სახლში ზიხარ და ვერ გრძნობ, მაგრამ გარეთ მინუს ორ გრადუსამდე დაეცა ტემპერატურა მამაკაცმა პასუხის გაცემის გარეშე ჩამოართვა გოგონას თავისი მძიმე ქურთუკი, ხელთათმანებთან ერთად, მათ კედლის მარცხენა მხარეს ამოჭრილ, გრძელ, მუხისფერ კარადაში, ერთ-ერთ საკიდზე მიუჩინა ადგილი და სიცივისგან აწითლებულ ცხვირზე ორი თითით მოუჭირა ნატალის. -სამზარეულოში გამომყევი, რამე ცხელს დაგალევინებ -ცხელი არაფერი მინდა . . . ნინია სახლშია? -ცნობისმოყვარედ გააცეცა თვალები მისაღებისკენ გოგონამ. სწორედ იმ მომენტში, იქედან მუსიკების ხმაც შემოესმა და ინტერესით ახედა თავზე წამომდგარ ალექსს -ასეთ საშინელ მუსიკებს როდის აქედან უსმენ? -ნინია სახლში არაა და საღამომდე არც დაბრუნდება, მე კიდევ სტუმრები მყავს -სწორედ მაშინ მოაგონდა საცვლების ამარა მოცეკვავე გოგონების არსებობის შესახებ, თუმცა ამის გამო ნატალისთან უხერხულობა არ უგრძვნია, რადგან გოგონა აქამდეც გამხდარა დაახლოებით მსგავსი სცენის მომსწრე. -შემთხვევით ხომ არ გინდა შენი ეგ სტუმრები ამჯერადაც ჩემებურად დავარბიო? -ყველაფერს მაშინვე მიუხვდა, რის გამოც, წარბები ეშმაკურად აათამაშა გოგონამ. ალექსს მის მზაკვრულ გამომეტყველებაზე ცალყბად გაეღიმა. -დილიდან ტელეფონში ისეთი უგემოვნო მუსიკები აქვთ ჩართული, ნებას გრთავ . . . თან ორმოცდაათი წლის დაძველების ვისკი თითქმის მთლიანად დამიცალეს -ვინ არიან? ან საიდან მოიყვანე? -მგონი დაქალები უნდა იყვნენ. კლუბთან ახლოს მდებარე მარკეტთან მქონდა მანქანა გაჩერებული და უკან რომ დავბრუნდი, ორივე მასზე დამხვდა მიყრდნობილი. მთხოვეს ნასვამები ვართ, ტაქსის ფულიც არ გვაქვს და სახლამდე მისვლაში დაგვეხმარეო, მერე კი ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს და ტვინის ბურღვა დაიწყეს, შენთან წაგვიყვანე, არ ინანებო. ბოლოს ერთმა ისეთები ჩამიტარა პირდაპირ საჭესთან, უარი აღარც მე მითქვამს -რაღა მაინცდამაინც შენ გპოულობენ ასეთი დარტყმულები -თვალების მობეზრებული ტრიალით შეხვდა ნატალი მის სიტყვებს, თუმცა მერე კვლავ უწინდელმა მზაკვრულმა გამომეტყველებამ დაიდი ბინა მის სახეზე, ალექსს თვალი ჩაუკრა და მხარზე ხელი დაადო -შენ სამზარეულოში გაცუნცულდი, რამე საჭმელი მომიმზადე, მგელივით მშია. იმათ მე მივხედავ -ისევ ჩემს ცოლად უნდა გაასაღო თავი? -აბა ნინია ბებო ვარ-მეთქი რომ ვუთხრა, ვინ დამიჯერებს? -კარგი, წარმატებებ გისურვებ, საყვარელო მეუღლევ -სიცილით მიახახა მას ალექსმა და სამზარეულს კარს მიღმა გაუჩინარდა. მაცივარში ბევრი არაფერი ჰქონდა, თუმცა კვერცხისა და ლორის შეზავებით შეეძლო რაღაც მაინც მოემზადებინა, ამიტომ, ორივე გამოიღო გარეთ, დანა გაამზადა, ტაფა ქურაზე შემოდგა და საქმეს გამოცდილი მზარეულივით შეუდგა. თავის ტკივილი კვლავ უწინდებურად აწუხებდა, თუმცა სხვა რამეზე კონცენტრირება ხელს საგრძნობლად უწყობდა, რათა ამაზე შედარებით ნაკლებად ეფიქრა. მისაღებიდან გოგონების ლაპარაკის ხმები არ ესმოდა, თუმცა ის, რომ მუსიკა უკვე აღარ უკრავდა, მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებდა – ნატალი ნელ-ნელა აგვარებდა სიტუაციას. ამაში რამდენიმე წუთში თავადაც დარწმუნდა. მაშინ, როდესაც სანელებლებითა და მარილით გაზავებულ, კარგად ათფვეფილ კვერცხს, ტაფაზე წინასწარ დაყრილ, ზოლებად დაჭრილ ლორს ასხამდა თავზე, სამზარეულოს კარი ხმაურით გაიღო და შიგნით ნატალიმ შემოაბიჯა, თმების სწორებითა და სახეზე დამჩნეული კმაყოფილების გამომხატველი ღიმილით. გოგონამ, შიგნით მოხვედრის თანავე ღრმად შეისუნთქა იქ დატრიალებული არომატი, პატარა, ოთხკაციან მაგიდას ნერწყვების ყლაპვით მიუჯდა და ხელის გულები ერთმანეთს ისე გაუხახუნა, თითქოს მათი გათბობა ჰქონდა განზრახული. -რა გემრიელი სუნია -სახე ხელის გულებში ჩარგო და ისე მიაშტერდა ქურასთან მდგომ ალექსს -რას მიმზადებ? -რა ქენი, განდევნე თურქ-სელჩუკები? -კითხვაზე კითხვით უპასუხა, თან თვალი მალულად გამოაპარა მისკენ. -განვდევნე. თანაც ისე სასაცილოდ, რომ თავადაც მშვენივრად გავერთე -ფარაონივით ამაყი სახით მიაწვა სკამს, ნიკაპზე თითები აათამაშა და დასძინა :-ისე ორივენი ლამაზები იყვნენ -ქალს სილამაზეზე უფრო მეტად ტვინი ამშვენებს… შენს საჭმელს რაც შეეხება, კვერცხს და ლორს გიმზადებ -ოდნავ დაგვიანებით, თუმცა მაინც გასცა პასუხი მის შეკითხვას -ცოტაც და მოვრჩები -მაგასთან ერთად ცხარე კეტჩუპი მიყვარს, გაქვს? -მაქვს, მაქვს -მაგნიტებით მისამაგრებელი ხილ-ბოსტნეულით გადავსებული მაცივრის კარი, ღიმილით გააღო მამაკაცმა და იქედან გამოღებული ჩილისა და პომიდვრის კეტჩუპი მაგიდაზე დაუდო გოგონას. -ხომ უბრალო საჭმელია, მაგრამ ისე გამიხარდა რომ აღმოგაჩნდა -სიხარულით გაბრწყინებოდა თვალები მის შემხედვარე ნატალის -ამ ბოლო დროს პატარა წვრილმანებიც კი მაბედნიერებს -ეგ ყოველთვის ასეა, ხარისხიანი და რეგულარული სექსი ბევრად უფრო პოზიტიურებს გვხდის -რაო? -სახე წამებში შეეცვალა. ოდნავ წამოწითლდა კიდეც ამის მოსმენისას. -რა და ის, რომ ბატონი ანჯაფარიძის ხელი გეტყობათ შენც და შენს ხასიათსაც -სიცილით გადმოიღო ტაფიდან "ახლადშექმნილი"კერძი -უფრო სწორად ხელი არა, სრულიად სხვა ორგანო, რასაც ახლა არ დავასახელებ -ნეტავ იცოდე ნერვებს როგორ მიშლი! ძალიან უხამსი საუბარი გაქვს -მე ყველაფერი უხამსი მაქვს -თვალი ჩაუკრა და ლორითა და სანელებლებით შეზავებული, სურნელოვანი ტაფამწვარი დაუდო წინ. მის შემხედვარე ნატალის, სრულებით გადაავიწყდა ცოტა ხნის წინანდელი საუბარი და პირდაპირ ჩანგალს ეცა, რათა გემრიელად ესაუზმა. -მმმ, საოცრებაა -ნეტარებით დაბინდული თვალებით აღნიშნა გოგონამ, თან კეტჩუპიც გადაასხა კერძს. ამასობაში ალექსმა თავისთვის ფორთოხლის წვენი ჩამოისხა და სულ მალე, იგიც ნატალის პირისპირ ჩამოჯდა. -აქ მარტო სასაუზმოდ მოხვედი თუ სხვა რამეცაა? -ჰკითხა, რადგან ზუსტად იცოდა გოგონას სასაუბროც ბლომად ჰქონდა, მსგავსი "ხრიკებით" კი ცდილობდა ეს მომენტი ცოტათი მოეახლოვებინა. ჭამა არ შეუწყვეტია ნატალის. სცადა პასუხი გამოტენილი პირით გაეცა მეგობრისთვის, თუმცა ამ მცდელობისას ჩაფლავდა, ლუკმა ყელში გადასცდა და ისეთი ხველა აუვარდა, ალექსს რომ სასწრაფოდ არ მიეწოდებინა თავისი წვენი, ალბათ დაიხრჩობოდა კიდეც. -ჯერ გადაყლაპე და მერე მელაპარაკე -აწეული წარბის თანხლებით დაუტყაპუნა ზურგზე ხელი ალექსმა, თუმცა შინაგანად სიცილს ძლივს იკავებდა -ამოისუნთქე? -ჰო, კარგად ვარ -კიდევ ერთხელ ჩაახველა, თან მუჭებით ამოიწმინდა აწითლებული თვალები -მიდი რა, წვენი კიდევ დამისხი მამაკაცმა უსიტყვოდ შეასრულა მისი თხოვნა, ერთი ჭიქა თავისთვისაც დაისხა და კვლავ პირისპირ ჩამოუჯდა, მაგიდასთან. პასუხის მოლოდინში გამომცდელად დაუწყო ყურება. მალე ნატალიმაც შეამჩნია მისი მზერა, წვენი მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა და ჩანგლით საჭმელს დაუწყო თამაში. -სებემ თავისთან შემომთავაზა გადასვლა -თქვა მან უეცრად, თუმცა მეგობრის სახეზე რომ გაურკვევლობა ამოიკითხა განაგრძო -არა, იმას არ გეკითხები დავთანმხდე თუ არა, ისედაც ვიცი რა უნდა ვქვნა, უბრალოდ ლალიტაზე მეფიქრება -ლალიტაზე რატომ? -ჭიქიდან ოდნავ მოსვა მამაკაცმა -სამუდამოდ ერთად ხომ ვერ იცხოვრებთ? ოდესმე პირადი ცხოვრებაც გექნებათ და თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი გაჩნდება -ჰო ეგ ვიცი, მაგრამ ახლა იმდენად რთული პერიოდი აქვს, მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა -თვალებში შეხედა. ალექსს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა. რაღაც ისეთი, რაზეც ჯერ კიდევ ყოყმანობდა ეთქვა თუ არა. არც შემცდარა. რამდენიმე წამში გოგონა ნიკაპით ხელის გულს დაეყრდნო, ღრმად ამოიოხრა და გამჭოლი მზერით შეხედა თავის წინ მჯდომს. -მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა შენი ბრალია ალექს -რაო? -ჰო, ასეა -და ჩემი ბრალი რატომ არის? -გაკვირვება ჩასდგომოდა თაფლისფერ თვალებში მამაკაცს -ვერაფრით დავიჯერებ, რომ ამდენი ხნის შემდეგ ჩემდამი ისევ გრძნობები აქვს და პლატონური სიყვარული ტანჯავს -არა, არა, ეგ არ მიგულისხმია -გაეცინა გოგონას -უბრალოდ შენთან განცდილი მწარე გამოცდილება უშლის ხელს, რათა ერთ ძალიან კარგ ადამიანთან ააწყოს ურთიერთობა. მორიგ იმედგაცრუებას უფრთხის და ამის გამო, საკუთარ თავსაც ტანჯავს და მასაც. მინდა დაელაპარაკო და შეაგნებინო, რომ წარსულის გამოცდილებამ მომავალი არ უნდა გადაუწყვიტოს. ჩემს საუბარს არანაირი შედეგი არ მოაქვს ალექსის ჩაფიქრებული სახე, მოქუფრული შუბლი და შეკრული წარბები იმაზე მეტყველებდნენ, რომ ამ იდეას მეტად სკეპტიკურად უყურებდა. -და რატომ გგონია, რომ მე შემიძლია რამე? -იკითხა მან -ჯერ ერთი არ ვფიქრობ, რომ ლალიტას ჩემი ნახვა საერთოდ ენდომება, მერეც მეორე, უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვისაც მოუსმენს და მის აზრს გაითვალისწინებს -დამიჯერე ვიცი რასაც ვამბობ -კვლვ თავის საუზმეს მიუბრუნდა ნატალი ამის თქმისას -შენ მამაკაცი ხარ, აგრეთვე მისი მწარე გამოცდილება და მისი მთავარი ფობია. თუკი ამ ფობიას პირისპირ შეხვდება, თვალებში ჩახედავს და მისგან მოისმენს, რომ ყველას ერთ ტაფაში მოწვა ქალისთვის ბანალურზე ბანალური საქციელია, შეიძლება გადაწყვეტილებაც შეიცვალოს -ლალიტამ რაც არ უნდა გააკეთოს, შენ, სებეს წინადადებაზე უარი მაინც არ უნდა თქვა. უფლება გაქვს პირადი ცხოვრება გქონდეს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რთულ პერიოდში გვერდით ვერ დაუდგები შენს ბავშვობის მეგობარს -ლალიტამ ახლახანს გულის ოპერაცია გაიკეთა -აღიარა ის, რაც აქამდე არასდროს ეხსენებინა ალექსთან. როდესაც მამაკაცის მზერაში გაკვირვება დაინახა განაგრძო:-პოსტოპერაციულ პერიოდში ადამიანი უფრო ემოციურად უდგება ყველაფერს, განსაკუთრებით პირად ცხოვრებას და სწორედ ამიტომ ვყოყმანობ სებესთან გადასვლაზე. გაგეცინება და არც თავად ვიცოდი საოპერაციოდ თუ ჰქონდა საქმე. ისე მოაწყო, თითქოს გერმანიაში სამოგზაუროდ იყო წასული, სინამდვილეში კი ყველაფერი იქ მოაგვარა. უფრო სწორად დანიელმა მოუგვარა. ხარჯებიც მან აიღო საკუთარ თავზე და ყველანაირად დაუდგა მხარში -დანიელი ვინღაა? -ლალიტას . . . -უნდოდა ეთქვა შეყვარებულიო, მაგრამ მიხვდა, რომ მათ ურთიერთობას სახელს ვერც თავად არქმევდა და შუალედური პასუხით შემოიფარგლა -დანიელია ის ადამიანი, ვისზეც ცოტა ხნის წინ გელაპარაკებოდი -და ლალიტა ახლა კარგადაა? რთული ოპერაცია იყო? -აშკარად შეეტყო ნერვიულობისგან მოგვრილი ხმის ცვლილება მამაკაცს. -კარგადაა, კარგად -ღიმილით დაამშვიდა -არც ოპერაცია იყო მაინცდამაინც დიდი სირთულის, თან გერმანიაში მუთ უმეტეს -კიდევ კარგი . . . ძალიან ლამაზია იმისთვის, რომ შთამომავლობის გარეშე წავიდეს ამ ქვეყნიდან -ასე ნუ ხუმრობ რაა -წყენით შეუბღვირა ნატალიმ და კიდევ ერთი ლუკმა გაიქანა პირისკენ. -არ ვხუმრობ, მართლა გამიხარდა თავს რომ კარგად გრძნობს. რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის, თავიდან იდეალური მეგობრები ვიყავით და ადამიანური კუთხით ყოველთვის მეყვარება -მერე ჩაფიქრდა, თავის წინ, გამოტენილი პირით მჯდომ გოგონას შეხედა და ნიკაპი ხელით მოისრისა -ანუ, მაგ დანიელთან სერიოზულ ურთიერთობას ჩემს გამო უფრთხის -ჰო -ამ დროს კი იმ ტიპს გერმანიაში მიჰყავს და მთელი მისი ოპერაციის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს -ისე ესაუბრებოდა, თითქოს დაკითხვის დარბაზში ზის და რაღაცის დაზუსტებას ცდილობსო. -ეგეც მართალია ალექსმა კიდევ ერთხელ მიიღო ჩაფიქრებული სახე, მერე კი სახეზე ღიმილი გამოესახა და ნატალის, თეფშიდან პატარა ლორის ნაჭერი აწაპნა. -აშკარაა უყვარს -დაასკვნა მან, თან მოპარული საჭმელი პირში სწრაფად ჩაიდო -სხვა შემთხვევაში მის გამო თავს ასე არ შეიწუხებდა -ეგ მეც ვიცი და სწორედ ამიტომ მინდა ლალიტას დაელაპარაკო -მუდარის ტონი გამოსჭვიოდა მის სიტყვებში, რითაც სიტყვების გარეშე სთხოვდა მეგობარს დახმარებას -დარწმუნებული ვარ, თუკი მოინდომებ, მოახერხებ, რომ მისი ტვინი სხვანაირად მომართო და დაარწმუნო, რომ მუდამ წარსულისკენ ყურება მომავალს დაუნგრევს. უთხარი აზრზე მოვიდეს და ხელი მაგრად მოჰკიდოს იმ ადამიანს, ვინც სჭირდება. უთხარი ყველა მამაკაცი ერთნაირად არ უდგება სიტუაციას და შეიძლება ისეთსაც შეხვდე, ვის ხასიათთანაც შენი ხასიათების სრული თანწყობა მოხდეს-მეთქი. რაღაც გზა უნდა არსებობდეს, რათა ამ ჯიუტ თხას რქები მოვატეხოთ და აზრზე მოვიყვანოთ! -კარგი, კარგი, დაწყნარდი -მაშინვე სიცილით დაადო მხარზე ხელი, როგორც კი მიხვდა, ნერვიულობას იწყებდა. ცოტა ხნით კიდევ აჩნდა სახეზე ისეთი გამომეტყველება, რომელიც ყოყმანზე მიუთითებდა, თუმცა ბოლოს ფარხმალი დაყარა, დანებდა და ღრმად ამოისუნთქა -შენ გაიმარჯვე, შევყოფ თავს ლომის ხახაში და შენს დაქალთან დალაპარაკებას ვცდი -მაგას მართლა იზამ? -სიხარულისგან, ბრილიანტზე მოხვედრილი მზის სხივივით გაიბრწყინეს ნატალის თვალებმა. თავის გემრიელი საუზმეც კი გადაავიწყა გამარჯვების ტკბილმა სურნელმა. -მართლა, მართლა, ოღონდ ჩემ იქ მისვლამდე, სახლში ყველა წვეტიანი ნივთი გადამალე, რა იცი რა მოუვლის თავში მაგ გადარეულს -ბოლო დროს ბევრად უფრო უწყინარია, ვიდრე ადრე, ნუ შეგეშინდება -აჰყვა ხუმრობაში და ფორთოხლის წვენიც ბლომად მოსვა. -საღამომდე ხომ დარჩები? -რატომ, რა ხდება? -ის ხდება, რომ ნინია დაბრუნდება და როგორც კი შენ დაგინახავს, ეგრევე ცომს ეცემა ხაჭაპურები რომ გამოგიცხოს -მარტო შენ არ გიცხობს ხოლმე, არა? -რას ვიზამთ . . . გაბრაზებულია ცოლი რომ არ მომყავს -გაეცინა ალექსს, დარჩენილი წვენი ბოლომდე გამოცალა, ნიჟარას მიუახლოვდა და ჭიქის ამოსარეცხად ონკანი ცხელი წყლის მხარეს მიმართა. 8 8 8 8 -ერთი შეხედე რა საყვარელი მუცელი აქვს ჩემს პაწაწინას -ვინ მოთვლის ექოსკოპიის სურათს კიდევ მერამდენედ დახედა თიკამ და იგი უკვე მესამედ შეაბრუნა სებესკენ. საღამო ხანი იდგა. მზის სხივები ნელ-ნელა იკარგებოდნენ და ცაზე ეტაპობრივად ბატონდებოდა იდუმალებით მოცული, შავი ფერი. სააბაზანოში, დიდი, მრგვალი სარკის წინ მდგომ მამაკაცს, ორივე ლოყაზე თანაბრად ჰქონდა წასმული წვერის საპარსი ქაფი და მეტალის სამართებელს ფრთხილად დაატარებდა საკუთარ კანზე. -რას იტყვი, ხომ მართლა საყვარელია? -კვლავ არ ეშვებოდა მას თიკა. სახეს ისეთი თვალისმომჭრელი ღიმილი უნათებდა, უცხო ადამიანი იფიქრებდა, რომ ამ ქვეყნად არანაირი პრობლემა არ აწუხებდა და სრულყოფილ, ბედნიერებით სავსე სამყაროში უწევდა ცხოვრება. -კი, თვალებით დედას ჰგავს -ჰა, ჰა, ჰა! ძალიან სასაცილოა -გაბრაზებით გამოუყო ენა უფროს ძმას -სხვათა შორის, ძალიან ფოტოგენური ბავშვია, ყოველთვის ძალიან ლამაზ პოზებში ზის მუცელში -ჰო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცის, რომ ფოტოს უღებენ -სიცილს ვერ იკავებდა დის სიტყვებზე სებე და სამართებელს დაკვირვებულად ისვამდა წვერწამოზრდილ კანზე. -შენს დისშვილზე ასე აგდებით ნუ ლაპარაკობ! -აბა რა ფოტოგენური და საყვარელი, ჯერ მხოლოდ ოთხი თვის ფეხმძიმე ხარ თიკა -მერე რა, ჩემს შვილს უკვე კუჭიც ჩამოუყალიბდა და სხვა ორგანოებიც -მშობლებზე გაბუტული ბავშვის სახე მიეღო გოგონას მოცემულ მომენტში და სარკის ქვეშ სიგრძეზე გაყოლებული, ნიჟარადატანებული, მარმარილოსფერი მაგიდის ბოლოში შემომჯდარი, ფეხებს აქეთ-იქით აქანავებდა. -სქესის გაგებაზე არ ფიქრობ? -არა -თავი ისეთი კატეგორიული უარით გადააქნია, სებე მაშინვე მიხვდა, რომ გადაწყვეტილება მტკიცედ ჰქონდა მიღებული -სანამ არ დაიბადება, მანამდე არც მე მეცოდინება ვინ არის მამაკაცი სახის მარცხენა ნაწილის გაპარსვას ბოლომდე დაემთავრებინა და ახლა უკვე მარჯვენა მხარეს გასულიყო. -ისე მართლა მიხარია დისშვილი რომ მეყოლება -აღნიშნა მან გულწრფელი ღიმილით -ვეცდები კარგი ბიძა ვიყო -ბიძა კი არა, უკვე საკუთარი შვილის ყოლაზე უნდა ზრუნავდე -მაგიდიდან ჩამოხტა, ძმას წინ დაუდგა, სამართებელი ჩამოართვა და ამჯერად თავად განაგრძო მისთვის წვერის გაპარსვა -შენ და ნატალიმ უკვე ხომ არ დაიწყეთ მაგ თემაზე მუშაობა? -ჰო, როგორ არა. ჯერ იმაზეც კი ვერ დავითანხმე, რომ ჩემთან გადმოვიდეს საცხოვრებლად! -საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუება უფრო ალაპარაკებდა მამაკაცს, ვიდრე ბრაზი. -მოიცა, მოიცა, უკვე შენთან გადმოსვლაც შესთავაზე? -შევთავაზე, მაგრამ მოსაფიქრებლად დრო სჭირდება. ეს ქალების ენაზე უარს ნიშნავს, ამიტომ დაივიწყე თიკას ხმადაბლა გაეცინა. ნახევარი მხარის გაპარსკვა უკვე დაესრულებინა და საპარსის თავს, გასაწმენდად, პერიოდულად უშვერდა მოშვებულ ონკანს. -ყველა შემთხვევაში უარს არ ნიშნავს ძამიკო, ამიტომ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან. შენ ის მითხარი მე როდის გამაცნობ მაგ გოგოს -მაშინ, როდედაც ამის დრო დადგება -და როდის დადგება ეგ დრო? -ცნობისმოყვარე მზერასა და გამოხედვას ვერაფერს უხერხებდა გოგონა. -მაშინ, როდედაც ეგ დრო დადგება -შენნაირი მუდო და მუნჯი ადამიანი მეორე არ არსებობს რაა! თითოეულ სიტყვას ძალით გაცლი პირიდან -სამაგიეროდ შენ ხარ ზედმეტად მეტყველი და ერთმანეთს ვაბალანსებთ -გამამხნევებლად ჩაუკრა თვალი უმცროს დას. ამასობაში, თიკამ მისთვის წვერის გაპარსვა დაამთავრა და სებემაც მაშინვე ჩამოიბანა სახე, ონკანიდან წამოსული ცივი წყლით. შემდეგ თაროზე შემოდებული, პარსვის შემდგომი ბალზამიც ჩამოიღო, კანზე წაისვა და ხელები გადაიბანა. -კარგი, კარგი, შენთან ლაპარაკს ჯობია ისევ სახლში წავიდე და ჩემი დაქალები დავპატიჟო პიჟამა-წვეულებაზე -თვალები გადაატრიალა თიკამ, თან ექოსკოპიის სურათი მოსაცმლის ჯიბეში სათუთად ჩაიდო, რათა უნებლიედ არ დაკუჭულიყო. -და ეგეთ წვეულებებზე რას აკეთებთ ხოლმე? -რა შენი საქმეა? -არა, მართლა მაინტერესებს -სიცილით დაიკრიფა გულზე ხელები სებემ -კიდევ ერთხელ ყვებით, როგორი იყო თქვენი პირველი სექსი, თუ ერთმანეთს ფრჩხილებზე მანიკიურს უსვამთ და იდეალური კაცის თვისებებს განიხილავთ? -ცოტ-ცოტა ყველაფერი -მის სიტყვებზე, ვერც თიკამ შეიკავა სიცილი -თუმცა გოგონების ერთად შეკრება ბევრ სხვა თემაზე საუბარსაც მოიცავს, რის შენთან გამხელასაც არ ვაპირებ -მგონი მართლა ჯობია არ გავიგო -კიდევ ერთხელ შეავლო მრგვალ სარკეში თვალი საკუთარ გამოსახულებას, თმები ორი თითით გადაივარცხნა, მერე კი სააბაზანოდანაც გავიდა -გინდა სახლში მე გაგიყვანო? -არა, იყოს -მსწრაფლ აედევნა მას უკან თიკა -ტაქსის გამოვიძახებ და ჩემით წავალ, ისედაც ცოტა ხნით შემოგირბინე -კარგი, მაშინ ფრთხილად იყავი და შენი დაქალები თუკი მოვლენ, ისიც უთხარი, რომ სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ შენთანაც ხშირად დარჩნენ ხოლმე. თუ უნდათ, რაღაც პერიოდით საცხოვრებლადაც გადმოვიდნენ -საცხოვრებლად? ანუ . . . ეგეც შემიძლია? -რა თქმა უნდა შეგიძლია -მის გულუბრყვილოდ ახამხამებულ თვალებზე თავი ვეღარ შეიკავა მამაკაცმა და უმცროს დას შუბლზე აკოცა -ჩათვალე ეგ სახლი გაჩუქე. როგორც გინდა ისე მოიქეცი და რაც გინდა ის გააკეთე -აუ ძმა კი არა ოქროს ზოდი ხარ! მოდი მეც გაკოცებ -გახარებულმა მოხვია კისერზე ხელები და ლოყაზე ტუჩები მაგრად მიაკრო -კარგი, მოდი ახლა მე გავიქეცი და გოგონებს დავურეკავ. შენ კიდევ აუცილებლად გამაგებინე ნატალი რა პასუხს გაგცემს -მაგას ჩემი ცხოვრების მთავარ მკვლევარს როგორ გამოვაპარებ? -წარბების თამაშით მიუგო სებემ და საკუთარი ნივთების ასაღებად დახრილს, ტაქსიც გამოუძახა შინ წასასვლელად. უმცროსი დის გაცილების შემდეგ, კვლავ სრულიად მარტო დარჩა ცარიელ სახლში. იმ წამს ყველაზე მეტად მოუნდა ნატალის თავის გვერდით ყოფნა, თუმცა გოგონასგან ჯერ კიდევ ელოდა იმ პასუხს, რომელსაც არც კი იცოდა როდის გასცემდა და არც იმაზე ჰქონდა წარმოდგენა, დადებითი იქნებოდა იგი თუ უარყოფითი. სებემ სახლის დასავლეთ ნაწილში განთავსებულ სამზარეულოს ხვნეშით მიაშურა და თავისთვის ლიმონის წვენში გაზავებული მინერალური წყალი დაისხა. ის იყო ჭიქით ხელში კვლავ მისაღებისკენ გამოეშურა, რომ კართან მიმაგრებულმა პატარა მოწყობილობამ, ქუჩიდან ეზოში შემომავალ ჭიშკრზე, ზარის დარეკვის ხმა ამცნო. თიკა სულ ახალი წასული იყო. არც ვინმეს ელოდებოდა იმ ღამით, ამიტომ, მაშინვე იფიქრა, რომ მის დას შემთხვევით რაღაც დარჩენოდა და ახლა სწორედ ამ რაღაცის წასაღებად იყო მობრუნებული, თავისი ტაქსით. ამის გაცნობიერება და კარიდან გასვლა ერთი იყო. გარეთ ფაქტობრივად ყინავდა, ამიტომ თბილი სახლიდან ქურთუკის გარეშე გამოსულმა სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა ეზო, ჩაკეტილი ჭიშკარი გააღო და თიკას დანახვის მოლოდინში მყოფი, რამდენიმე წამის შემდეგ გაოცებულიც შედგა ერთ ადგილას. გოგონას ნაცვლად, სებეს ჭიშკრის ჩარჩოს, ვისკის ბოთლით ხელში მდგომი დანიელი მიყრდნობოდა, ვისაც მანქანა იქვე, ორიოდე ნაბიჯის მოშორებით გაეჩერებინა და მომლოდინე მზერით იცდიდა, თუ როდის შეუშვებდნენ შიგნით. მზერების უხმოდ გაცვლა კიდევ რამდენიმე წამით გაგრძელდა. საბოლოოდ დუმილი მაინც სებემ დაარღვია, რომელსაც ჯერ კიდევ აკვირვებდა ამ ადამიანის საკუთარ სახლში დანახვა, თანაც ამ დროს და სასმელის ბოთლით ხელში. -მოულოდნელ გამოჩენებში მუდამ უკონკურენტო იყავი, დაშნიანო -სერიოზული, თუმცა მაინც ღიმილნარევი ხმით თქვა მან -როგორც ჩანს ეს დღემდე ასეა დანიელის მზერა, წამებში შეიცვალა სერიოზულიდან–მხიარულით. -ბარემ ისიც მითხარი ათი წლის შემდეგ აღდგენილი კავშირების თუ გჯერა? -შეპარვით ჰკითხა -ქრთამის სახით შენი საყვარელი ვისკიც მოგიტანე -მეპირფერები? დანიელმა თავი სიცილით გააქნია. -არა, უბრალოდ ვცდილობ დაგიბრუნო. ჩემს ცხოვრებას ზუსტად ისე აკლიხარ, როგორც მედუზას ტვინი -ვხედავ იუმორიც თავის ადგილას ყოფილა -უკვე სებესაც ეღიმებოდა. მაშინ, როდესაც დანიელს კლუბში შეხვდა, ეგონა მათ შორის დიდად არც არაფერი შეიცვლებოდა, თუმცა დღეს ღამით მომხდარი ფაქტი, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა. -ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია -რომელ კითხვაზე? -გკითხე ათი წლის შემდეგ აღდგენილი ურთიერთობების თუ გჯერა მეთქი. ისიც დავამატე, რომ ჩემს ცხოვრებას საუკეთესო მეგობარი აკლია, მაგრამ არც ამას გამოეპასუხე -მერე თვალები ეშმაკურად აუელვარდა და ზუსტად ისეთივე ღიმილით გაიღიმა, როგორც სებემ, ცოტა ხნის წინ -უნდა აღვნიშნო, რომ თავადაც ისეთივე მუნჯ და უსიტყვო ადამიანად დარჩენილხარ, როგორიც დაგტოვე, ანჯაფარიძე -ის ფაქტი, რომ ჭიშკარი ცხვირწინ არ მოგიხურე, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს და მეგონა ამას უსიტყვოდაც მიხვდებოდი -ჰოო? და რაზე მეტყველებს? -მართალია პასუხი თავადაც მშვენივრად იცოდა, თუმცა მაინც ცნობისმოყვარედ შეეკითხა მამაკაცი. -იმაზე, რომ ჩემს ცხოვრებასაც ძალიან აკლიხარ -თქვა თუ არა, სასმელის ბოთლი უმალვე გამოაცალა ხელიდან, იგი ფრთხილად შეათამაშა და კმაყოფილებით აღვსილი მზერით ამოილაპარაკა -შემოდი, შემოდი. ამას ჩემთვის დავიტოვებ, შენთვის კიდევ რომელიმე იაფფასიან სასმელს გავხსნი ჩემი კოლექციიდან. მიუხედავად იმისა, რომ გათბობა ჩართული არ იყო და ოდნავ ციოდა, შინ შესვლის შემდეგ, ბიჭები მაინც სახლის უკანა ნაწილში, ორმაგი მინით დახურულ ვერანდაზე დასხდნენ, სადაც ორი მოწნული სავარძელი, ოთხკაციანი მაგიდა და ფერადი პუფები ელაგა. იქაურობას მინის კონუსესებრ სანათში გამომწყვდეული პატარა ნათურები ანათებდნენ, კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, მთელ სიგრძეზე რომ იყო ჩამწკრივებული, ხოლო მოაჯირებზე, თიხისფერ ქოთნებში ჩარგული, უამრავი სხვადასხვა ჯიშისა და მეტად უცხო სახეობის ყვავილი იწონებდა თავს. სებემ მაგიდაზე დანიელის რჩეული კონიაკი შემოდგა, ორ პატარა სასმისთან ერთად. უცნაური იყო, თუმცა ამდენი ხნის გასვლის მიუხედავად, თავს მაინც ისე გრძნობდა, თითქოს მთელი ის უერთმანეთობის პერიოდი არც არასდროს ჰქონოდათ და მხოლოდ თავის ღამეულ წარმოსახვებში ენახათ, სიზმრის სახით. -არადა იაფფასიან სასმელს ველოდი -ვეძებე, მაგრამ იაფფასიანი არაფერი აღმომაჩნდა -სკამზე მის პირისპირ მოთავსდა სებე თან საკუთარი ხელით გაავსო ორივე ჭიქა -რამეს აღვნიშნავთ თუ უბრალოდ ვსვამთ? -არც ერთი და არც მეორე . . . უბრალოდ ძველ დროს ვიხსენებთ -დღეს რაღაც . . . ძალიან მელანქოლიური ხარ. ეს ლალიტას უკავშირდება? -აი შენ კი ძალიან ბედნიერად გამოიყურები და მგონი ეს ნატალისთან ურთიერთობის დალაგებას უნდა უკავშირდებოდეს, არა? -შეკითხვას ყური აარიდა მამაკაცმა. სახელი –ლალიტას უბრალოდ გაგებაც კი ყრუ ტკივილს აგრძნობინებდა გულის არეში. ენატრებოდა. ზოგჯერ ისე ძალიან აწვებოდა ეს გრძნობა, გაგიჟებას ცოტაღა უკლდა, თუმცა როგორღაც თავს მაინც იმორჩილებდა და ფეხზე მყარად დგომას ისე ახერხებდა, სხვები მის სულიერი მდგომარეობის სიღემეებს ვერ სწვდებოდნენ. -ნატალიმ ისიც მითხრა, რომ ლალიტას ახლა რთული პერიოდი აქვს -დანიელის მსგავსად, მანაც აქცია ზურგი შეკითხვას -რა იცი, იქნებ ეს შენს გამო ხდება? -რთული პერიოდი? -სახეზე შეეტყო, რამდენად დააინტერესა წამოჭრილმა თემამ მამაკაცი. ოდნავ ანერვიულდა კიდეც -რა სჭირს? არც ისე დიდი ხნის წინ, გულის ოპერაცია გაიკეთა, რამე ხომ არ გაურთულდა? სებეს გაეცინა. -ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიგულისხმია. გითხარი მისი რთული პერიოდის მიზეზი, სრულიად შესაძლებელია შენ იყო-მეთქი -კარგი რაა -ურწმუნოდ გააქნია თავი დანიელმა -მთელი ერთი წელი ყველაფერს ვაკეთებდი, იმისთვის, რომ ჩემს მიმართ გრძნობა გასჩენოდა, მაგრამ ჩავფლავდი. სულაც არ ვფიქრობ, რომ ასე ჩემს გამოა და სისულელე იქნება მარტო იმ ფაქტს ჩავეჭიდო, რომ ინსტაგრამზე ჩემთან ერთად გადაღებული ფოტო ჯერ კიდევ არ აქვს წაშლილი -მიზეზი თუ შენ არ ხარ, სხვა რა უნდა იყოს? -შეიძლება პოსტოპერაციული პერიოდისგან გამოწვეული მსუბუქი ნერვოზი აქვს. ეგ დროთა განმავლობაში გაუვლის -ჩაფიქრებული სახე მიიღო დანიელმა, მერე კი მის ყინულივით ცივ, ცისფერ თვალებში ინტერესი გაკრთა და სებეს მზერა გაუსწორა -მითხარი ჩემი თანამშრომელიაო. სამსახურში როგორია? ბევრი კაცი ცდილობს მის შებმას? -საკმაოდ -ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღიარა სებემ, თან ცალყბად ჩაეცინა მეგობრის ცნობისმოყვარეობით გაჯერებულ შეკითხვაზე -ერთმა ყველას თვალწინ ცოლობაც კი სთხოვა, თუმცა სანერვიულო არაფერი გაქვს, ყველასთან მხოლოდ საქმიან ურთიერთობას იჭერს -ჰო, მისი გულის მოგება ცოტა რთულია -არ შეიტყო, თუმცა მოსმენილმა უდიდესი სიამოვნება მიანიჭა. მერე სებეს და თავის ჭიქები კონიაკით გაავსო, სითხე ჯერ ცხვირთან ახლოს მიიტანა, მისი არომატი ფილტვებში ღრმად შეუშვა და ბოლოს ერთი ამოსუნთქვით გამოცალა. სულ მალე, სებემაც ზუსტად იგივე გაიმეორა. -სადღეგრძელოების გარეშე ვსვამთ? -იკითხა მან. დანიელმა უარყოფის ნიშნად გადააქნია თავი. -არა, ჯერ უბრალოდ გავსინჯე. რაღაც უცხო გემო აქვს -მაშინ თქვი რას გაუმარჯოს -ამ ჯერზე სებემ ითავა სასმისების შევსება. დანიელს ფიქრისთვის დიდი დრო სულაც არ დასჭირვებია. -იმ გრძნობას, რომელიც დედამიწასაც ატრიალებს და ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებასაც თავდაყირა აყენებს -გაუმარჯოს -მეგობრის სასმისს, თავისი მიუჭახუნა სებემ. ამჯერად ერთობლივად გადაკრეს. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მესამეს კიდევ მეოთხე. სასმელის ზემოქმედებით ნელ-ნელა გულახდილობაც მოეძალათ, მხიარულებაც, იუმორიც და ძველი ისტორიების გახსენების სურვილიც. ათასი რამ მოიგონეს თავიანთი ბავშვობიდან, სკოლისა თუ სტუდენტობის წლებიდან. ამით თითქოს კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, თუ რამდენი რამ ჰქონდათ ერთად გამოვლილი და რამდენად დაუფიქრებელი საქციელი იყო ამ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით დანგრევა. იქ და იმ მომენტში, თითქოს ამ ორ ადამიანს შორის არსებული დიდ კედელს ბზარი გაუჩნდა, მერე დაიგვრგვინა, მთლიანად ჩამოინგრა და ორთავეს სრული თავისუფლება აგრძნობინა. აღარც კი ახსოვდათ კონკრეტულად რამდენ ხანს ისხდნენ ასე. კონიაკის აქამდე სავსე ბოთლი, უკვე თითქმის ფსკერამდე დასულიყო, ხოლო მათ სისხლში მჩქეფარე ალკოჰოლის ზეგავლენით, უკვე ვეღარც იმ სიცივეს გრძნობდნენ, რაც ვერანდაზე შემოსვლის წამიდან აშკარად შესამჩნევი იყო. დანიელს უკვე საგრძნობლად მოჰკიდებოდა სასმელი. ზუსტად იგივე მდგომარეობაში გახლდათ სებეც, ვისაც უკვე ნიკაპი ხელის გულზე ჩამოეყრდნო, თავის ჭიქას თითებით აწვალებდა და თვალებს ნორმალურად ვეღარც კი ახელდა. -სმაში ყოველთვის გჯობნიდი ანჯაფარიძე -სიცილი წასკდა მის შემხედვარე დანიელს. -სამაგიეროდ, ხატვაში ყოველთვის მე ვიყავი შენზე უკეთესი -ანუ კიდევ ხატავ? -ვხატავ, თუმცა ხატვის სურვილი მწერლის მუზასავით მოდის. ბოლო პერიოდში იშვიათად მაქვს ხოლმე -ნუ ღელავ, მე საერთოდ აღარ მაქვს -რატომ? -აშკარად გაუკვირდა -ეს მამაშენისა და შენი ძმის ავარიას ხომ არ უკავშირდება? -არც კი ვიცი… -ღრმად ამოიოხრა, ისე, თითქოს ასე ყველა იმ დარდისგან იგრძნობდა შვებას, რაც შინაგანად მოსვენებას არ აძლევდა. მალევე რაღაც ვიბრაციის ხმებიც ჩაესმა ყურში და ოდნავ ჩახრილი თავი ზემოთ ასწია -მგონი შეტყობინება მოგივიდა -რა? -ეკრანს დახედე, ეკრანს -თითით მაგიდაზე შემოდებული, განათებული მობილურისკენ ანიშნა მას დანიელმა. მამაკაცმა, თვალებს ბოლომდე გახელა დიდი გაჭირვებით აიძულა და მოწყობილობა ხელში ზანტად აიღო. თავდაპირველად ძალზედ უინტერესოდ დაჰყურებდა ტელეფონს, თუმცა სიამოვნების ღიმილმა მაშინვე გადაურბინა სახეზე, როგორც კი შეტყობინების ავტორსა და მის მონაწერ ტექტს გადაავლო თვალი. "შენთან გადმოსვლის წინადადება ისევ ძალაშია?" -სწერდა მას ნატალი, თან ჩაფიქრებული სახის "ემოჯებსაც" აყოლებდა თავის მონაწერს. სებემ ჯერ კიდევ ერთხელ გადაამოწმა ალკოჰოლის გამო რამე ხომ არ ეჩვენებოდა, თუმცა როდესაც თვალების მაგრად დახუჭვისა და ისევ გახელის შემდეგ SMS-ის შინაარსი მაინც არ შეიცვალა, პასუხი ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე დაუბრუნა: "რა თქმა უნდა ძალაშია." რამდენიმე წამში, მამაკაცის ტელეფონი კვლავ აინთო, ახალი შეტყობინების მისვლის ნიშნად. "მაშინ ჩემი თანხმობაც ძალაშია." "სერიოზულად?" -მისწერა თუ არა, მთელ სხეულში ძლიერმა ჟრუანტელმა დაუარა. იმის წარმოდგენაც კი სითბოს სახით ეღვრებოდა გულში, რომ ნატალის პირადი ნივთები, გარდერობი თუ სხვა წვრილმანები მის სახლში გადმოიბარგებდნენ. საკუთარ საწოლზე დადებულ იმ ბალიშს წარმოიდგენდა, რომელზეც გოგონას თმის ნაზი სურნელი იქნებოდა გაბნეული და ბოლომდე ვერც კი ითავისებდა ამ ყველაფრის რეალურობას. "სერიოზულად გეუბნები… წინასწარ გაფრთხილებ, როცა სახლში მარტო ვრჩები, მუსიკებს ზოგჯერ ხმამაღლა ვუსმენ ხოლმე და იმედი მაქვს შენი მეზობლები ჩემს გასახლებაზე არ დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას." -ეგრე თვითკმაყოფილი იდიოტივით რატომ იღიმები? -მომხდარით აშკარად დაინტერესებულიყო მის პირისპირ მჯდომი დანიელი, რომელიც მთელი ეს პერიოდი მზერას არ აშორებდა მეგობრის უჩვეულოდ ნასიამოვნებ სახეს -თქვი, რა მოხდა? -ის მოხდა, რომ ცხოვრება დღითი დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება ძმაო. მიდი, დაასხი და ეს ფაქტიც აღვნიშნოთ! დანიელმა თავი მონოტონურად დაუქნია მერე კი ჭიქებში კონიაკი უსიტყვოდ გადაანაწილა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა რას აღნიშნავდნენ იმ მომენტში. 8 8 8 8 როდესაც ლალიტამ ბინაში შემოსასვლელი კარი გააღო და ზღურბლთან ასევეტილი ალექსი დაინახა, პირველი, რაც გონებაში აზრად მოუვიდა ეს მისთვის ცხვირწინ კარის დახურვა იყო, თუმცა მერე მიხვდა, რომ ასეთი საქციელით, უხეშობასთან ერთად, უტაქტობასაც გამოამჟღავნებდა, ამიტომ უწინდელ გადაწყვეტილებაზე ხელი აიღო. ასეთი აზრების მიუხედავად მამაკაცის შინ შემოშვება მაინც არ უცდია. ნაცვლად ამისა, კარში დამცავი ბარიერივით ჩადგა, გულზე ხელები დაიკრიფა ფა ჯიქურ მაიშტერდა ადამიანს, ვინც აქამდე მისი წარსული იყო, თუმცა საკმაო დრო გასულიყო მას შემდეგ, რაც თვალით აღარ ენახა. -ნატალისთან თუ მოხვედი, შინ არ არის -უთხრა მან ყოველგვარი მისალმების გარეშე. ამით მიანიშნა, რომ უნდა წასულიყო და ეს ალექსისთვისაც საკმაოდ ნათელი გახდა. -ნატალისთან არც მოვსულვარ -მანაც მისალმებისა და მოკითხვების გარეშე უპასუხა. თავადაც ეუცნაურებოდა ამდენი ხნის შემდეგ ლალიტას ასე ახლო მანძილიდან ხილვა, თუმცა მისი ზედმეტად ცივი დამოკიდებულება ოდნავ დაძაბულობას აგრძნობინებდა -საქმე მხოლოდ შენთან მაქვს. ისიც ვიცი, რომ შინ მარტო ხარ და ზუსტად ამიტომ მოვედი ახლა -ჩემთან რა საქმე გაქვს? -ეჭვის თვალით უმზერდა მას გოგონა -იქნებ შინ შემომიშვა? მიცნობ და იცი, რომ არ ვიკბინები -პირდაპირი გაგებით არა, მაგრამ მეტაფორულად ყოველთვის იკბინებოდი და ამ მხრივ არც ახლა იქნები შეცვლილი -მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, გაკვირვებული თვალებით შეხედა მამაკაცს და გულზე დაკრეფილი ხელები ძირს ჩამოუშვა -შენ რა, ლიფტის ფობია გადალახე? -არა -ვერ დავიჯერებ, რომ აქამდე კიბის გამოყენებით ამოხვედი -ლიფტით ამოვედი -მშრალად მიუგო ალექსმა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ დასძინა:- ისეთი მნიშვნელოვანი მისია მაქვს დაკისრებული, ლიფტის შიში ნამდვილად ვერ შემიშლიდა ხელს შენს ნახვაში -რა მისიას გულისხმობ? -ინტერესით გაფართოვდნენ გოგონას სალათისფერი თვალები. -თუ კარსა და ჩემს შორის მურმანის ეკალივით დგომას შეწყვეტ და შიგნით შემომიშებ, მაშინ გეტყვი -მობეზრებული ტონით მიუგო მამაკაცმა. აშკარა იყო მაინცდამაინც არ სიამოვნებდა სადარბაზოში დგომა და ლაპარაკი. ამ სიტყვების შემდეგ, ლალიტაც მიხვდა, რომ აშკარად არ იქცეოდა სწორად, ამიტომ, მიუხედავად ალექსის შინ შეპატიჟების ძალზედ მცირედი სურვილისა, ეს მაინც გააკეთა და მამაკაცს სამზარეულოსკენ გაუძღვა. მის მოსვლამდე თავისთვის დარიჩინიან ცხელ შოკოლადს სვამდა და არ სურდა მოულოდნელი სტუმრის წასვლამდე მოეცადა, მის დასალევად. მაგიდასთან ორივენი უხმოდ, ლამის შეთქმულებივით დასხდნენ და ერთმანეთს ისეთი სახეებით გადახედეს, რომ დაძაბულობა აშკარად საგრძნობი გახდა. ალექსს უკვე აღარ სურდა გოგონას ასეთი სახის ყურება, ამიტომ, გადაწყვიტა ოდნავი პოზიტივი მაინც შეეტანა მათ ნეგატიურად დამუხტულ გარემოში. -გამიხარდა შენი ამბავი . . . გამოჯანმრთელების ამბავი -დაამატა ორი წამის შემდეგ, თან ლალიტას ისე შეავლო თვალი, თითქოს მის იერსახეში ოპერაციის გამოვლის რაიმე კვალს ეძებსო. -შენ საიდან იცი? ნატალიმ გითხრა? -ჰო, ასეა -მაშინვე დაუმოწმა, მერე კი მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო მკლავებით -ისიც მითხრა, რომ ჩემს გამო მომავალს ინადგურებ და აქ სწორედ მაგაზე სალაპარაკოდ მოვედი. გოგონამ გვერდულად ჩაიცინა. ამ სიტყვების მოსმენის მერე, უკვე ყველაფერზე ნათლად აეხილა თვალი და ალექსის იქ ყოფნის ნამდვილ მიზეზსაც მიხვდა. იმ მომენტში, ნატალი რომ გავედით ყოლოდა, ყველაზე მძიმე ნივთს ესროდა, რაც კი ხელში მოყვებოდა, თუმცა მეორეს მხრივ, იმასაც აცნობიერებდა, რომ ყოველივე ეს მის დასახმარებლად კეთდებოდა. -და შენი აზრით, ნორმალურია რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე, ჩემივე ყოფილი შეყვარებული მიკითხავს ლექციებს? -ჰკითხა მან ირონიაში გაზავებული სიმკაცრით, რაზეც ალექსს სრულებითაც არ ჰქონია რეაგირება. -ვიცი, ამბობენ ყოფილების ერთ ჭერქვეშ ყოფნაც კი სულელურიაო, მაგრამ თუკი ერთმანეთის მიმართ არც ერთს აღარ აქვს გრძნობა, რატომაც არა? -შეპასუხება სცადა მამაკაცმა. გოგონას გამოხედვით თუ იმსჯელებდა, ლალიტას გადაბირება მაინც ვერ შეძლო. -მაგას არ გეუბნები. უბრალოდ ის მიკვირს, შენი აქ მოსვლით რის მიღწევას ცდილობ -ისეთი მშვიდი სახით მოსვა თავისი ცხელი შოკოლადი, ვინმე იფიქრებდა წამოჭრილი თემა ნერვსაც არ უტოკებსო. მხოლოდ თვითონ თუ იცოდა, რამდენად აღელვებული, ანერვიულებული და დაჭიმული იყო იმ წამს და რა ძალისხმევის ფასად უჯდებოდა სიმშვიდის ნიღბის უკან ამოფარება. -იმის მიღწევას ვცდილობ, რომ შენს ცხოვრებას ასე არ მოექცე -თვალი ისეთი მზერით გაუსწორა, თითქოს მისი სულის სიღრმეებში სურს შეღწევაო -შენი მთავარი ფობია მე ვარ. დღემდე მოგყვება ეს შიში. ვიცი, ერთ დროს მართლა გულით გინდოდა ჩემთან ურთიერთობა გეცადა, მაგრამ ისე გამოვიდა, კაცის სახელიც კი შეგაძულე -ამას ახლა მიხვდი? -აქ ბოდიშის მოსახდელად არ მოვსულვარ! -წამებში აინთო ბრაზით მამაკაცი, თუმცა, მიხვდა სიტუაციას როგორც აუარესებსა, მრისხანება შესაშურად მალევე ჩაიცხრო საკუთარ თავში და კვლავ უწინდელი, წყნარი გამომეტყველება დაიბრუნა -ჰო, მე მკაცრი ვარ, დესპოტი, მაღიზიანებს ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი საყვარელი ქალის გარშემო, რომლებიც მას თვალებით აშიშვლებენ და მის გა*იმვაზე ოცნებობენ. ამას ხშირად უხეშად გამოვხატავ, მაგრამ არც ისაა სწორი, რომ ყველა კაცში ჩემს მსგავს დიქტატორს ხედავდე. წარსულის გამოცდილებას არასდროს მისცე უფლება, რომ მომავალს ავნოს. რაც უკვე მოხდა, იმას მაინც ვეღარ შეცვლი, შენი მომავალი კი სასჯელს არ იმსახურებს -შენ, მე თავისუფლად სუნთქვის საშუალებაც კი წამართვი -ცრემლმორეულმა მიახალა მას ლალიტამ, თუმცა ეს ცრემლები არა მათი ურთიერთობის ცუდად დასრულებას, არამედ იმას გლოვობდნენ, რომ ძველი ტრავმები ჯერ კიდევ ახდენდა გავლენას მის აწმყოზე -ბრაზდებოდი, როდესაც თანაკურსელებთან ერთად მივდიოდი კლუბებსა თუ ბარებში, ფეთქდებოდი, როდესაც ვინმე უბრალოდ ხელს გადამხვევდა, თუნდაც მეგობრულად და… -არ იყო მეგობრული! -მოთმინებამ კვლავ უმტყუვნა და მაგიდაზე მუშტი ისე ძლიერად დასცხო ალექსმა, რომ ლამის ჩაანგრია. ლალიტას ოდნავაც არ შეშინებია. უკვე დიდი ხანია მიჩვეული იყო მამაკაცის ასეთ მოულოდნელ აფეთქებებს, ამიტომ, შესაშური სიმშვიდით უყურებდა დემონური სისასტიკით ანთებულ, თაფლისფერ თვალებს -საქმეც ისაა, რომ მეგობრული არ იყო და ვერც კი ხვდებოდი ისე ოსტატურად გიფათურებდნენ ხელებს! კაცებს კარგად ვიცნობ, ქალის მახეში გაბმის მიზნით, ძალიან ბევრი ნიღბავს მეგობრობით თავის ნამდვილ ზრახვებს. ზოგს კი ის უფრო მეტად აღაგზნებს, რომ ამ კონკრეტულ ქალს გვერდით პარტნიორი ჰყავს. სწორედ ამის გამო იწყებს მასზე ნადირობას –იმ მიზეზით, რომ იგი ვინმე წაართვას და ყველა პოზაში ი*მაროს! -შენ შეგეძლო მშვიდად აგეხსნა ჩემთვის რა გაწუხებდა რეალურად, თუმცა რატომღაც მუდამ ყვირილსა და ჩხუბს ამჯობინებდი -კიდევ ერთხელ მოსვა თავისი ჭიქიდან ცხელი სითხე. სახეზე წარბიც კი არ უტოკდებოდა, თუმცა შინაგანად მაინც აღელვებდა ის ფაქტი, რომ ალექსის სიტყვებს, ბოლომდე თუ არა, რაღაც კუთხით თავადაც ეთანხმებოდა. -შენ კი შეგეძლო ჩემთვის მეტი სიყვარული გეჩვენებინა -სევდიანად გაიჟღერა იმ მომენტში მამაკაცის ხმამ. ემოციებისგან დაცლას, ალექსის გონება ერთიანად დაემშვიდებინა და ის შტორმიც ჩაეცხრო მის მზერაში, რამდენიმე წამის წინ რომ სასტიკად მძვინვარებდა -შეგეძლო სითბო გამოგეხატა, გეთქვა, რომ გიყვარვარ და შენთვის ძვირფასი ადამიანი ვარ, თუმცა შენგან თბილი სიტყვები ზუსტად ისევე იშვიათი იყო, როგორც თოვლის ფიფქები შუა აგვისტოში. ამის ნაცვლად, მუდამ იმის დამტკიცებას ცდილობდი, რომ მიუხედავად ჩემთან ყოფნისა, მაინც ჩიტივით თავისუფალი იყავი და შენს გადაწყვეტილებაში ჩარევისთვის ყველას სასამართლოს გადასცემდი. პარტნიორის აზრის გათვალისწინებას მუდამ დამამცირებლად თვლიდი, რადგან გეგონა ასე შენი უფლებები შეიზღუდებოდა და გიტყდებოდა შეყვარებულის ჭკუაზე სიარული, რასაც მე, ჩემს ჭკუაზე სიარულს ნამდვილად არ დავარქმევდი. ეს ელემენტარული გათვალისწინებაა, რაც ყველა წყვილს შორის უნდა იგრძნობოდეს, როგორც ქალისგან, ისევე მამაკაცისგან. იქნებ შენ რომ ასეთი ფემინისტურად პრინციპული არ ყოფილიყავი, მეც არასდროს ამეწია ხმის ტონისთვის? რაც შეეხება შენი ჩაცმულობის კონტროლს, ამას მართლა არ ვუწონებ საკუთარ თავს და ვაღიარებ კიდეც -ანუ შენს საქციელს ამით ამართლებ? -მხოლოდ ეს ჰკითხა მისი სიტყვებისგან სუნთქვაშეკრულმა გოგონამ. ამდენი წლის შემდეგ, თითქოს ყველაფერს გვერდიდან უყურებდა და საკუთარ საქციელებშიც ისევე ხედავდა შეცდომებს, როგორც ალექსის დამოკიდებულებაში. ხვდებოდა, რომ ორივეს საკმაოდ ბევრი ჰქონდათ დაშავებული, თუმცა ეს უკვე წარსული იყო და ვეღარაფერს შეცვლიდნენ. -გამართლება არაფერ შუაშია, უბრალოდ ახლა გესაუბრები იმაზე, რაზეც თავის დროზე არ გვისაუბრია. ვაღიარებ, რაც ჩვენ შორის იყო მას შემდეგ, შენთან ისეთი მეგობრული ურთიერთობა ვერასოდეს მექნება როგორიც ნატალისთან, მაგრამ ის მაინც ხომ შეგვიძლია საერთო წრეში მოხვედრისას ერთმანეთს ქაჯურად არ გავურბოდეთ? გოგონამ არაფერი უპასუხა, რის გამოც, კვლავ მამაკაცმა განაგრძო: -ზუსტად ვიცი არასდროს გყვარებიბარ ისე, როგორც ერთ ადამიანს მეორე უნდა უყვარდეს, თუმცა ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მხოლოდ ის მაინტერესებს, მაგ ტიპს რას ერჩი? საბრალოს ისიც ეყოფა, რომ შენ შეუყვარდი, მეტად ნუღარ დასჯი -მეჩვენება თუ ახლა დამცინი? -არა, ვცდილობ გაგაღიმო და ეგეთი მჟავე სიფათით არ იჯდე -ოდნავ ჩაეცინა მამაკაცს -ბოლოს და ბოლოს, ცხელ შოკოლადს სვამ, წესით შენში ენდორფინი უნდა ჩქეფდეს გოგონამ ღრმად ამოიოხრა და ჭიქაში ჩარჩენილი სითხე ბოლომდე გამოცალა. მხოლოდ იმ წამს გაახსენდა მანერები და მიხვდა, რომ რაც აქ მოვიდა, ალექსისთვის არაფერი შეუთავაზებია. -ყავას ხომ არ დალევ? -ჰკითხა, თან სანან რამეს ეტყოდა მანამდე წამოიწია სკამიდან. -არა, იჯექი -ჩაის? -არც ჩაის -არც ცხელ შოკოლადს? -არა და ნუ ჩამომითვალე მთელი ცხელი სასმელების მენიუ -სიცილით აატრიალა თვალები მამაკაცმა -აქ მაგისთვის არ მოვსულვარ. რისთვის მოვედი, კიდევ უკვე გასაგებად აგიხსენი -ალექს, დრო გავიდა და უკვე მეც ვხვდები, რომ ყველა მამაკაცი შენ არ უნდა შეგადარო, მაგრამ დანიელთან რომ მივიდე და კარი ვიღაც აბაზანის ხალათში გამოწყობილმა ქალმა გამიღოს, ისე, როგორც სულელურ ფილმებშია, სიცოცხლის ხალისს მთლიანად დავკარგავ. იმის გაცნობიერება, რომ სხვა გაიჩინა, სულიერად გამანადგურებს, მიწასთან გამასწორებს და ოდნავადაც არ ვაჭარბებ, როდესაც ამას ვამბობ -ისევ გეშინია . . . ისევ ეს შიში -იმედგაცრუებით გააქნია თავი მამაკაცმა მის ნათქვამზე -ნატალი ძალიან მიყვარს, მაგრამ მაგ საკითხში ისიც შენსავით მხდალია. ნუ, ბოლო პერიოდში ცოტათი გამოსწორდა, თორემ აქამდე საოცრად სულელურად მიჰყავდა თავისი პირადი ცხოვრება -მაგაში მეც გეთანხმები -უნებურად გაეღიმა გოგონას, თუმცა მერე კვლავ დანიელი მოაგონდა და სახე მოეღუშა. ემოციების გავლენის ქვეშ მყოფმა, საკუთარი ფიქრები ხმამაღლა ისე გაახმოვანა, ეს ნორმალურად ვერც გააცნობიერა :-იცი როგორ მენატრება? აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებდი, ოღონდ კი ერთი წამით მაინც შემახედა მისი სახისთვის. უფრო თბილიც გავხდებოდი და უფრო მოსიყვარულეც. ბევრად უფრო მრგძნობიარე კოცნით ვუპასუხებდი მის კოცნას და ბოლომდე გახნსილი ვიქნებოდი მასთან ალექსის სახეს კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა. იგრძნო, რომ გოგონას გულში რაღაც ნაპერწკალი უკვე აანთო. ახლა მთავარი იყო ის გაეღვივებინა და საბოლოო ჯამში დიდ კოცონად ექცია. -დანიელის გამო შეცვლისთვისაც კი მზად ხარ და იცი რატომ? -ჰკითხა ალექსმა, თუმცა თავისივე დასმულ შეკითხვას თვითონვე გასცა პასუხი -იმიტომ, რომ მისდამი შენი გრძნობა გაცილებით უფრო ძლიერია იმასთან შედარებით, რასაც წარსულში ჩემდამი განიცდიდი. თუ ისიც ანალოგიურადაა განწყობილი, არა მგონია ამდენად მცირედი პერიოდი გამხდარიყო საკმარისი შენს ჩასანაცვლებლად -ეგრე ფიქრობ? -ისე მოეჭიდა ამ მოსაზრებას, როგორც წყალწაღებული, მდინარის სიღრმიდან ამოწვერილ ერთადერთ ლოდს. -მეც კაცი ვარ და დამიჯერე, როდესაც ქალი რეალურად გვიყვარდება, იგი ჩვენში ძალიან დიდ კვალს ტოვებს. ამის ერთ და ორ კვირაში წაშლა არ ხდება. გაცილებით უფრო დიდი დროა საჭირო. ზოგჯერ წლებიც კი -ძალიან დაბნეული ვარ -თითქოს გულის სიღრმიდან ამოთქვა ლალიტამ ეს ყველაფერი -შეიძლება ჩემი საქციელის გამო ვძულვარ კიდეც და ახლოსაც არ გამიკაროს ალექსი მისკენ გადაიხარა და მხარზე ხელი გამამხნევებელი ჟესტით დაადო. -მგონი მცდელობად მაინც ღირს. უქმად ჯდომასა და რაღაც საშინელებაზე ფიქრს, აშკარად ჯობია ბრძოლის ველი ხმლის მოქნევის გარეშე არ დატოვო -რატომღაც ეჭვი მაქვს ჩემზე უარს იტყვის -ლამის ცრემლები წასკდა გოგონას ამის თქმისას, თუმცა დროულად მოახერხა თავის შეკავება -სწორიც იქნება, თუკი ასე მოიქცევა, რადგან ნამდვილი ნაგავი ვარ! -როცა საქმე ძლიერ გრძნობას ეხება, ყველას გვირჩევნია არასწორები და ბედნიერები ვიყოთ, ვიდრე ჭკვიანები და უბედურები -კიდევ ერთი გამამხნევებელი წინადადება წარმოთქვა მამაკაცმა. ეს სწორედ ის აღმოჩნდა, რისი მოსმენაც ლალიტას სურდა იმ წამს. ალექსთან საუბარმა, თითქოს ის პაწაწინა იმედი ჩანერგა მის გულში, რისი ჩანერგვაც თვით ნატალიმაც კი ვერ შეძლო, დიდხნიანი მცდელობის მიუხედავად. -მის ადგილას, შენ მაპატიებდი? -ფიქრებიდან გამორკვეულმა, სპონტანურად დასვა ეს შეკითხვა, თანაც ისე, რომ თანამოსაუბრისკენ არც გაუხედავს. ალექსი მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში იჯდა ჩაფიქრებული. მისი გამოხედვიდან ნათლად ჩანდა, რომ პასუხი იმაზე გაცილებით ადრე ჰქონდა, ვიდრე ხმის ამოღებას გადაწყვეტდა, თუმცა საუბრის გაგრძელებას რატომღაც მაინც აჭიანურებდა. -არ ვიცი მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი -თქვა ბოლოს -რთულია რამის თქმა, სანამ თავად არ აღმოჩნდები იგივე სიტუაციაში, თუმცა ერთს გეტყვი –შეყვარებულ კაცს, ქალისთვის ზოგჯერ უარყოფის კი არა, ღალატის პატიებაც შეუძლია, ამიტომ მცდელობად აუცილებლად ღირს ლალიტა ფეხზე ორიენტაციადარღვეულივით წამოდგა და დასვრილ ჭიქას ნიჟარაში მიუჩინა ადგილი. ალექსთან საუბრამდე, თავადაც ბევრჯერ უფიქრია როგორ მიდიოდა დანიელთან და ყველაფრის გამო პატიებას სთხოვდა, თუმცა ეს გეგმა ახლა უფრო მეტად გაჯდომოდა გონებაში, ვიდრე ოდესმე. იქნებ სულ ტყულად დარდობდა და ყველაფერი არც ისე ცუდად წასულიყო? ყოველი შემთხვევისთვის უნდა აეხსნა მაინც. ვერ დაუშვებდა დანიელს მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ჰგონებოდა, რომ მის მიმართ არასდროს არაფერი უგრძვნია, გარდა ინტიმური ურთიერთობის სურვილისა. თუკი მსგავსი ნაბიჯით ვერაფერს გახდებოდა, იმ სიმართლეს მაინც ეტყოდა, რომელიც უკვე ყელში ეჩხირებოდა და უწყლოდ დარჩენილი თევზივით გუდავდა. გული ლამის ამოგლეჯვამდე სტკიოდა აღნიშნულ მომენტში. იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, რომ ოდესმე დანიელის ხელები სხვა ქალს მოეფერებოდნენ ისე, როგორც ერთ დროს მის სხეულს ეფერებოდა, ზუსტად ისე ვნებიანად აკოცებდა სხვას, როგორც ერთ დროს მის ტუჩებს კოცნიდა და ათას ცეცხლოვან, ჯადოსნურ ღამეს აჩუქებდა. კვლავ ონკანთან მდგომმა გოგონამ, აკანკალებული ხელით, მასში წყალი სწრაფად მოუშვა და ნერვიულობისგან გახშირებული სუნთქვის დასარეგულირებლად, ერთი ჭიქა ცივი სითხე გადაუშვა ყელში. თითქოს რაღაც ძლიერი, სერიოზული მუხტის მატარებელი ბიძგი სჭირდებოდა იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც უკვე დიდი ხანი იყო თავში უტრიალებდა და სწორედ ალექსთან საუბარი აღმოჩნდა ეს ბიძგი. რაც არ უნდა მომხდარიყო, უკან ისე ლაჩრულად აღარ დაიხევდა, როგორც ამას მუდამ აკეთებდა ხოლმე. ცხოვრებაში ერთხელ, სურდა თავის გადაწყვეტილებაზე არ ეფიქრა და "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპის დარღვევით გაეკეთებინა ის, რაც თავში აზრად მოუვიდოდა. საკუთარ გეგმაში ღრმად დარწმუნებულმა, კიდევ ერთი ჭიქა წყალი დალია, თითქოს ამის გაკეთებით გამბედაობის დოზას მატებს საკუთარ პიროვნებასო, მერე კი თავისზე მოშტერებულ მამაკაცს გაუსწორა მზერა, წამით თვალებს ფარდა ჩამოაფარა და ძლივსგასაგონად ამოთქვა: -ალექს, შეგიძლია დანიელთან წამიყვანო? ასეთ მდგომარეობაში შეიძლება საჭე ვერ დავიმორჩილო და პირდაპირ განათების ბოძს შევასკდე გამარჯვებულის ღიმილმა, უმალ დაიდო ბინა მამაკაცის სახეზე, ამ სიტყვების მოსმენისას. იგრძნო, რომ მისია, რომელიც დაკისრებული ჰქონდა, პროფესიონალურ დონეზე შეესრულებინა და ამან საკმაოდ კარგი შეგრძნებებიც დაუტოვა. -რა თქმა უნდა შემიძლია -კმაყოფილების ზენიტში მყოფი ხმით მიუგო მან . . . * * * ლალიტა დიდი ხნის განმავლობაში იდგა დანიელის ბინის დაკეტილ კართან და ბრელოკების ასხმით გაფორმებულ გასაღებს ხელში ნერვიულად ათამაშებდა. ზუსტად ორი კვირა გასულიყო იმ საღამოს შემდეგ, რაც მამაკაცი მისი ცხოვრებიდან წავიდა და მხოლოდ მოგონებები დაუტოვა იმ ტანჯვასთან ერთად, დანიელის წასვლის შემდეგ ყოველდღიურად რომ გრძნობდა ლალიტა. ეშინოდა . . . გადაწყვეტილება უკვე მტკიცედ ჰქონდა მიღებული, მაგრამ მაინც ძალიან ეშინოდა იმ უარყოფის, რომელიც შეიძლებოდა საყვარელი ადამიანის მხრიდან მიეღო. ზუსტად იცოდა ამას ვერ გადაიტანდა და საკუთარ თავს ყოველდღე დაწყევლიდა იმის გამო, რომ ლანგარზე დადებული შანსი თავის დროზე არ გამოიყენა. მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო შედეგი, მაინც უნდა ეცადა. უკვე აღარ შეეძლო დუმილი და უმოქმედობა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა შეცდომის გამოსწორების სულ პატარა შანსი. ლალიტამ კარისკენ ერთი ნაბიჯი კიდევ გადადგა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ვინაიდან დანიელს, თავისი ბინის გასაღების ასლი ჯერ კიდევ თვეების წინ ჰქონდა მიცემული, დაკაკუნებას, საკეტის თავად გახსნა ამჯობინა და შიგნით ისე ჩუმად შეიპარა, როგორც ძვირიანი ნივთების გასატანად მისული ქურდი. ბინაში შუქები ენთო, თუმცა ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. მხოლოდ მისაღებში, დაბალ ხმაზე ჩართული ტელევიზორი ფანტავდა სიჩუმეს, რომელშიც იმ წამს ტომი-ჯერის მულტფილმი იყო ჩართული. ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელსაც იქ ხედავდა ლალიტა, ეს დიდი, ჩასუქებული, თეთრი ფერის კატა იყო, ყელზე ლამაზი საყელურით, რომელიც დივანზე არხეინად გაწოლილიყო და ტელევიზორს ისეთი თვალებით ასცქეროდა, თითქოს მართლაც მულტფილმის ყურებით ირთობს თავსო. უკვე ერთ წელიწადზე მეტი გასულიყო, რაც ლალიტა დანიელს იცნობდა, თუმცა აქამდე, მის ბინაში არც ერთი შინაური ცხოველი არ ჰყავდა ნანახი. როგორც ჩანდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ შეცვლილიყო. გოგონა, ნებიერად მიწოლილ კატას რამდენიმე წამით მიეფერა დაცქვეტილ ყურებზე, ცოტა ხნით მის საყელურსაც წაეთამაშა, მერე კი გატრიალდა და სიმშვიდით მოცულ სახლში დანიელის ძებნას შეუდგა. მართალია მამაკაცი ასე ადრიანად არასდროს იძინებდა, თუმცა სამზარეულოს შემოწმების შემდეგ, მაინც იმ აზრმა გაუელვა გონებაში, საძინებელში ხომ არ არისო და პირდაპირ იქითკენ აიღო გეზი. ოთახის კარი ფრთხილად შეაღო გოგონამ. იქაურობა მთლიანად ცარიელი იყო. ერთადერთი ხელჩასაჭიდი ის გახლდათ, რომ სააბაზანოს შეღებული კარიდან, წყლის წვეთების სუსტი წკაპუნის ხმა გამოდიოდა. ლალიტა სწორედ ამ იმედს ჩაეჭიდა, კარის ღრიჭოში ფრთხილად შეიჭყიტა და მხედველობა დაძაბა. დახურულ, დაორთქლილ კაბინაში ბუნდოვნად მოჩანდა მამაკაცის გამოსახულება, თუმცა გოგონასთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რათა გულის თითოეული შეკუმშვა მთელი სიცხადით შეეგრძნო. იქ იდგა! მასთან ძალიან ახლოს იყო და ყოველივე ეს, შიშს ერთიორად მატებდა გოგონას. მართლაც დიდი იყო იმის შანსი დანიელს მისთვის ხელი ეკრა და ახლოს აღარ გაეკარებინა, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ აზრებს უფლებას ვეღარ მისცემდა მის გადაწყვეტილებაზე მოეხდინა გავლენა. რახან აქამდე მოსვლა გაბედა, ბინიდან ქურდულად არ გაიპარებოდა და საბოლოოდ მაინც ეტყოდა თავის სათამელს. გოგონამ კარი უფრო ფართედ შეაღო და აბაზანაში შევიდა. რამდენიმე წამით გახევებული უყურებდა კაბინაში გამოკეტილ მამაკაცს, მერე კი, სწრაფად გაიხადა ყველაფერი, რაც ტანზე ეცვა, სამოსი იატაკზე დატოვა დაყრილი და გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი წინ. კიდევ ცოტაც და უკვე დაორთქლილი მინის გარეშე ხედავდა დანიელის შიშველ სხეულს. მამაკაცი მისგან ზურგით იდგა და წყლის ხმაურში არც საშხაპე კაბინის გაღების ხმა გაუგონია, თუმცა სითბოთი გაჯერებულ სივრცეში რომ ცივი ჰაერის ნაკადი შეიჭრა, მაშინვე მოტრიალდა უკან, თან სახეზე ჩამოსული შამპუნის ქაფი მოიწმინდა ცალი ხელით. სანამ თვალებს გაახელდა, ლალიტა აკანკალებული თითებით შეეხო მის დანამულ გულ-მკერდს. შიგნით შესულს, თმები ნახევრად უკვე დასველებოდა. არც ის სიცივე მოსწონდა, მთელ კანზე რომ ედებოდა, ამიტომ კარი ისევ შემოხურა, დანიელს უფრო მეტად მიუახლოვდა და ამჯერად მის სახეს მოეფერა ხელის გულებით. გაქვავებული სახით უმზერდა მას მამაკაცი. ადგილიდანაც კი არ იძვროდა. ერთადერთი, რაც მის თვალებში ჩანდა, ეს გაკვირვება იყო. გაკვირვება იმ ადამიანის დანახვის გამო, ვინც მის ცხვირწინ იდგა. -გთხოვ, ნუ მიყურებ ეგეთი სახით -მუდარასავით აღმოხდა გოგონას ეს სიტყვები და ამჯერად, მამაკაცის სველ თმაში შეასრიალა თითები -უბრალოდ ისე მაკლიხარ, უკვე მე თვითონ აღარ ვიცი რა სიგიჟეს ვაკეთებ დანიელს კვლავ არ ამოუღია ხმა. ერთადერთი, რასაც აკეთებდა ის იყო, რომ მზერამოუშორებლად შესცქეროდა გოგონას, თითქოს მის მიღმა ცდილობს რამის დანახვასო. -დანი, თქვი რამე -ცხოვრებაში პირველად მიმართა მოფერებითი სახელით, თუმცა პასუხი რომ ვერც ამჯერად მიიღო, ბოლო იმედს ჩაეჭიდა –მამაკაცს მთელი ტანით აეკრო და მონატრებულ ტუჩებს მოწყურებული დაეწაფა. თითქმის ყველაფერი ჩააქსოვა გოგონამ ამ ერთ კოცნაში –ვნება, რასაც დანიელის მიმართ განიცდიდა, უდიდესი მონატრება და რაც მთავარი იყო, სიყვარული. ის სიყვარული, რომელსაც მის მიმართ გრძნობდა. ზუსტად იმ მომენტში, სახეზე მჭიდროდ მორგებულ დანიელის ნიღაბს მაშინვე გაუჩნდა დიდი ბზარი. მამაკაცმა მხოლოდ რამდენიმე წამით გაძლო უმოქმედოდ, მერე კი უკვე ნებისყოფამ უმტყუვნა, ბოლომდე გაშიშვლებული ლალიტა მაგრად მოიმწყვდია მკლავებში და კოცნაში ისეთი გზნებით აჰყვა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვლილი დღეების ტანჯვა ლამის ერთიანად გადაავიწყა გოგონას. დიდი ხნის განმავლობაში კოცნიდა, ეფერებოდა მის სხეულს, მკერდს და ტუჩებზე შერჩენილ წყლის წვეთებს საკუთარი კოცნით უშრობდა. პარალელურად, ხელი გოგონას თმაში ჰქონდა ჩავლებული და მადიანად აგემოვნებდა მის ყელს. უზომოდ დიდ შვებას გრძნობდა ლალიტა იმ მომენტში. აცნობიერებდა, რომ ამდენი ხნის შემდეგ კვლავ თავისუფლად სუნთქავდა. აღარც სამყარო იყო შავ-თეთრი და აღარც თითოეული ამოსუნთქვა მიაჩნდა მტკივნეულად. უხილავი, ჯოჯოხეთური ცეცხლი, რომელიც მთელი ეს პერიოდი მის სხეულს მოსდებოდა, დანიელის მკლავებში მოქცევამ ჩაუქრო. თითქოს სულის სრული თავისუფლება განიცადა. ის თავისუფლება, რასაც აქამდე უიმედოდ შეჰნატროდა. -რა გინდა ჩემგან? -მოულოდნელად ნის ტუჩებს მოწყდა მამაკაცი და შუბლზე, შუბლი თვალებდახუჭულმა მიადო -რა გინდა? ან რატომ მექეცი წყევლად? -წყევლად თავად მექეცი -აცრემლებით მიუგო გოგონამ, თან ნაზად გადაატარა თითები მის ბაგეებზე -შენს გარეშე ყოველი დღე სასჯელია და მართლა აღარ შემიძლია ამ სასჯელის მოხდა დანიელი უსიტყვოდ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე მოშორდა გოგონას სხეულს, დაორთქლილი საშხაპე კაბინიდან ლამის გავარდა და აბაზანაში, წინასწარ გამზადებული პირსახოცი წელს ქვემოთ შემოიხვია. -ვიცი აქ რატომაც ხარ -მისკენ მიტრიალდა მამაკაცი. ცისფერ თვალებში ყინულოვანი სიცივე ჩასდგომოდა -ის მოგწონს, რომ შენს ცდუნებას ვერ ვუძლებ და ამით სიამოვნებას იღებ. ჰო, ასეა! როცა გხედავ მინდება ენერგიის ბოლო წვეთის ამოწურვამდე დავკავდე შენთან სექსით, კმაყოფილი ხარ?! კმაყოფილი ხარ იმით, რომ დღემდე უზარმაზარ სურვილს იწვევ ჩემში და არაფერი შეცვლილა? ლალიტას თვალებს ისევ მოადგა ცრემლი. ნაწილობრივ ახარებდა მოსმენილი სიტყვები, რადგან იქედან ჩანდა, რომ მამაკაცის გრძნობები მის მიმართ ჯერაც არ გაცივებულიყო, ნაწილობრივ კი სწყინდა, რადგანაც დანიელს იმ ეგოისტ ადამიანად წარმოედგინა, ვინც სხვისი უბედურებით ახარებდა საკუთარ თავს. -გგონია აქ იმისთვის მოვედი, რომ შენი ჩემდამი გამოჩენილი სისუსტით დავმტკბარიტავი? -ჰკითხა თუ არა, თავადაც გამოვიდა საშხაპედან, საკიდზე დაკიდებული მეორე პირსახოცით სწრაფად გაიმშრალა სხეული და იატაკზე უწესრიგოდ მიყრილ საკუთარ ტანსაცმელს ეცა, რათა უმოკლეს დროში ჩაეცვა. მის შემყურე დანიელს, ძალზედ უჭირდა თავისი სურვილების მოთოკვა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საყვარელი ქალი ამდენი ხნის განმავლობაში, თვალითაც არ ჰყავდა ნანახი. ბოლოს როგორღაც მოახერხა თავს მორეოდა, ჩაცმის პროცესში მყოფი გოგონა სააბაზანოში სუნთქვაგახშირებულმა დატოვა, თავად კი მხოლოდ პირსახოცის ამარა გავიდა მისაღებში, დივანზე მძინარე კატის გვერდით ჩამოჯდა, ტელევიზორი გათიშა და დასამშვიდებლად თავი ხელებში ჩარგო. მხოლოდ იმ წამს იგრძნო ყველაზე მძაფრად, თუ როგორ მონატრებოდა მთელი ამ დროის მანძილზე ლალიტას ნაზი სურნელი, მისი რბილი კანი, მისი შეხება, მოფერება. ორი კვირის შემდეგ, კვლავ იგრძნო, რომ მასში ჩამკვდარი ადამიანი კვლავ გაცოცხლდა. უნდა ეღიარებინა, სუსტი იყო ამ გოგოს წინაშე და არც ამ სისუსტესთან ბრძოლა გამოსდიოდა მაინცდამაინც კარგად. თავი ჯერ კიდევ ხელებში ჰქონდა ჩარგული მამაკაცს, როდესაც ნაბიჯების ხმა საკმაოდ ახლო მანძილიდან შემოესმა. მხოლოდ მაშინღა გასწორდა დივანში, სველი თმა ორი თითით გადაიწია უკან და ლალიტას, ვისაც უკვე მოესწრო დივნის გასწვრივ მდგომ სავარძელში მოკალათება, პირდაპირ თვალებში შეაშტერდა. -რისთვის მოხვედი აქ? -სიმართლის სათქმელად -იყო პასუხი. -და რომელი სიმართლის? გოგონამ თითები ერთმანეთს ნერვიულად გადააჭდო და ფუმფულა ბალიშზე მთვლემარე კატას შეხედა. ასე უცებ არ შეეძლო ყველაფრის გამჟღავნება. ცოტა ხნით დრო უნდა გაეწელა. -აქამდე შინაური ცხოველები არ გყოლია. ახლა რატომ გადაწყვიტე? -იმიტომ, რომ არ მომწონს ამხელა სახლში მარტო ცხოვრება -ანუ სიცარიელეს ივსებ -რაღაც მაგის მსგავსი მის ამ სიტყვებზე, ოდნავი ღიმილი გაკრთა გოგონას სახეზე. -როცა კაცს სიცარიელის შევსება უნდა, ან ცოლი მოჰყავს, ან შეყვარებულს სთხოვს საცხოვრებლად მასთან გადმოვიდეს, შენ კი კატა მოიყვანე -როგორც ვხედავ, კარგად ხალისობ ჩემი დაცინვით -არა, ეს როგორ იფიქრე? -გულზე მტკივნეულად მოხვდა მამაკაცის სიტყვები, რადგან მიხვდა, რომ რაც ცოტა ხნის წინ ილაპარაკა, მართლაც წააგავდა დაცინვას -უბრალოდ არც კი ვიცი საუბარი საიდან დავიწყო და ვცდილობ დრო სხვა რამეზე ლაპარაკით გავწელო -დროს სამუდამოდ ვერ გაწელავ -დამკვირვებლური მზერა ჩანდა დანიელი თვალებში იმ წამს -ჯობს სათქმელი მალევე ითქვას -ძალიან გთხოვ, ტანზე რამე ჩაიცვი -კიდევ ერთი ხარბი მზერა შეავლო მის წელს ზემოთ შიშველ ფიგურას გოგონამ -ასე ვერაფერზე ვკონცენტრირდები თხოვნის საფუძველზე, უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე დანიელი, თუმცა ტუჩის კუთხეში მაინც გაუკრთა ოდნავშესამჩნევი ღიმილი. ათი წუთიც არ დაუგვიანია. მისაღებიდან გასვლის შემდეგ, მალევე დაბრუნდა უკან, ამჯერად უკვე ჯინსსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი. სველი თმაც გაემშრალებინა, თუმცა მისგან მაინც მოდიოდა მამაკაცის შამპუნის ცივი, სასიამოვნო არომატი. ამასობაში ლალიტასაც მოეხერხებინა საკუთარი თავის შემზადება მომავალი საუბრისთვის. როგორც ნატალიმ ურჩია, ჯობდა რისკზე წასულიყო, ვიდრე მთელი დარჩენილი ცხოვრება იმაზე ეფიქრა, რა მოხდებოდა სხვანაირად მოქცევის შემთხვევაში. თუკი თავისი საუბრით ვერაფერს გახდებოდა, ის მაინც ეცოდინებოდა, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ღონე იხმარა. -ახლა საუბარს დავიწყებ და სანამ არ მოვრჩები, ძალიან გთხოვ არ გამაწყვეტინო, კარგი? თანხმობის ნიშნად, მხოლოდ თავი დაუქნია დანიელმა. მერე უკვე სმენად იქცა გოგონას ალაპარაკების მოლოდინში. -იმ დღეს, როდესაც ჩემი სახლიდან გახვედი. როდესაც მითხარი ერთმანეთს უკანასკნელად ვხედავთო, მთელი სხეული მეწვოდა. ვცდილობდი არ შემემჩნია, რამდენად ცუდი მომენტი იდგა ჩემთვის, თუმცა შინაგანად ერთიანად დანგრეული ვიყავი. ძალიან მინდოდა შემეჩერებინე და მეთქვა არასდროს წახვიდე-მეთქი, მაგრამ ეს შიში ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, სიკდვილზე მეტად სიყვარული მაშინებდა, მაგრამ ვეცდები ამ შიშს ბოლომდე მოვერიო. მაქსიმალურად ვეცდები, რადგან… -რადგან რა? -ინტერესით შესცქეროდნენ მამაკაცის ცისფერი თვალები. საუბარში ჩაჭრა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა, რადგან მიხვდა, რომ გოგონას მცირედი ბიძგი სჭირდებოდა დაწყებულის დასამთავრებლად -მიდი, დაასრულე -რადგან შენში ყველაფერი მიყვარს -ამოთქვა ძლივსძლივობით, თან ოდნავ სახეზეც წამოწითლდა. მერე გაეღიმა, თვალებში უკვე თამამად შეხედა და დამატა -მიყვარხარ იმის მიუხედავად, რომ ამ ასაკში ჯერ კიდევ გიყვარს საბავშვო გასაფერადებლები და შავ-თეთრი ფილმების გარდა არაფერს უყურებ. იმისდა მიუხედავად, რომ ღამით სრულიად შიშველს გძინავს და ნახევარი ღამე სწორედ შენზე აღგზნებული ვერ ვიძინებ ხოლმე. იმისდა მიუხედავადაც, რომ როცა ჩემთან დაწექი ვაჟიშვილი არ ყოფილხარ და არც ის გახსოვს შენთვის მერამდენე ვარ. ბოლო სიტყებზე დანიელს წამიერი სიცილი წასკდა. ნელ-ნელა მთელ მის სახეს ეპარებოდა ღიმილი, თუმცა თქმით მაინც არაფერს ამბობდა. უბრალოდ იდგა და ლალიტას სიტყვების მოსმენით საკუთარ თავს იმ სიამოვნებას ჩუქნიდა, რაც გოგონასგან აქამდე არასდროს ღირსებოდა. -როგორც ვთქვი, როცა შენი გრძნობების შესახებ მითხარი, ძალიან შემეშინდა -განაგრძო გოგონამ თითების მტვრევით -ბოლო წლებში თავისუფლებას ისე მივეჩვიე, რომ არ მინდოდა ყოფილიყო ვინმე ისეთი, ვისაც ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე აზრის გამოთქმის უფლება ექნებოდა. არ მსურდა ვინმეს გავეკონტროლებინე, უხეშად ჩარეულიყო ჩემს ჩაცმის სტილში ან იმათი სია შეედგინა, თუ ვისთან უნდა მეგობრა და ვისთან, არა. წარსულში, ასეთი რამის ძალიან მწარე გამოცდილება მაქვს, თუმცა სურვილი აღარ მაქვს უწინდელ ურთიერთობას საშუალება მივცე ჩემს აწმყოზე იმოქმედოს. მჭირდები დანიელ . . . მჭირდები და მეც მინდა ჩემთვის პირველი და უკანასკნელი იყო . . . გოგონამ ღრმად ამოისუნთქა. თითქოს მძიმე ლოდი ჩამოსწყდა გულიდან ამ ყველაფრის ხმამაღლა თქმის შემდეგ. მართალია არ იცოდა როგორი რეაქცია ექნებოდა მის ნათქვამზე დანიელს, თუმცა საკუთარი თავით მაინც ამაყობდა, რადგან ბოლოს და ბოლოს აღიარა ის, რის აღიარებასაც შავი ჭირივით უფრთხოდა. მისაღებში მდუმარება მეფობდა. დაძაბული სახით მჯდომი ლალიტა, გაფაციცებით ელოდა მამაკაცის მხრიდან ხმის ამოღებას, თუმცა დანიელი საუბრის დაწყებას აგვიანებდა. არც მის სახეზე იკითხებოდა რაიმე სახის ემოცია, რაც გოგონას საშუალებას მისცემდა, ამ ადამიანის შემდეგი ნაბიჯები წინასწარ განეჭვრიტა. -არაფერს მეტყვი? -ჰკითხა ლალიტამ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ. თავის თავს უკვე ყველაზე ცუდი დასასრულისთვის ამზადებდა, მაგრამ მაინც სურდა მამაკაცის პასუხის მოსმენა -თქვი რამე, ჩუმად ნუ ხარ, გთხოვ -ძალიან რთულია რამის თქმა ლალიტა -მაინც თქვი. სიჩუმეს ყველაფერი მირჩევნია -კარგი, გეტყვი . . . მთელი ეს დრო, ყურადღებით გისმენდი და ერთ დასკვნამდე მივედი. მხოლოდ უკანასკნელი იდიოტი თუ გაპატიებს იმას, რომ მთელი ორი კვირა წამებაში მაცხოვრე, მაშინ, როდესაც თავადაც იზიარებდი ჩემს გრძნობებს და ეს რაღაც სულელური შიშის გამო მოხდა -მწარედ ჩაეცინა -დასკვნები ისე გამოიტანე, ჩემთვის არაფერი გიკითხავს. იქნებ, არც ვაპირებდი შენთვის ბორკილების ჩაბმას და ჩემს ჭკუაზე ტარებას? რატომ არ დამელაპარაკე? გოგონას სველ წამწამს, ბრილიანტისფერი ცრემლი მოსწყდა. ხვდებოდა, რომ დანიელის თითოეული სიტყვა ჭეშმარიტებასთან იგივდებოდა, რის გამოც, გონებაში კიდევ ერთხელ გმობდა თავის ნამოქმედარს. -მართალი ხარ, დამნაშავე ვარ -თქვა მან გატეხილი ხმით -ბოლო პერიოდში მხოლოდ იმას ვაკეთებ, რომ შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ. თავადაც ვერ ვხვდები რა მჭირს, მაგრამ შენთან სიშორე რომ აღარ მინდა ეს დაზუსტებით ვიცი დანიელმა პასუხი მხოლოდ მაშინ გასცა, რაც დივანზე მწოლიარე კატას თავზე ხელი ფრთხილად გადაუსვა. -მარტო დარჩენა მინდა ლალიტა . . . შეგიძლია წახვიდე? -მხოლოდ ეგ არის შენი პასუხი? -ლამის გული ყელში ამოუჯდა გოგონას. ნუთუ ამ წამს საბოლოო დასასრულისკენ მიექანებოდნენ? ნუთუ დანიელს ოდნავადაც აღარ აინტერესებდა არც ის და არც მისი აღიარებითი ჩვენება? -თავს ისე მოულოდნელად დამესხი, ახლა მართლა ვერაფერზე გესაუბრები. მინდა, რომ გარკვეული პერიოდით აღარ გამოჩნდე, მერე კი თავად გამოვალ შენთან კონტაქტზე. სწორედ მაშინ დავილაპარაკებთ. ახლა წადი . . . -თუ ამ პერიოდის განმავლობაში ვინმე სხვა გაიჩინე, შეგიძლია დრო არ გაწელო და პირდაპირ მითხრა. მხოლოდ ერთი სიტყვა და აღარასდროს შეგაწუხებ მამაკაცს სახე შეეცვალა. გახსნილ შუბლზე კვლავ ორი ნაკეცი გამოეკვეთა და ბასრი მზერა ესროლა გოგონას. -დიდი სიამოვნებით გავიჩენდი, ყველა ქალში შენ რომ არ გხედავდე! ეს ყველაფერი უკვე წყევლასავითაა მართალია გარეგნულად არ შეიმჩნია, თუმცა მოსმენილი სიტყვები, გულში სიხარულის ფერად ნაპერწკლებად გაიფანტა გოგონასთვის. მიხვდა, რომ იმედი მართლაც არსებობდა და სწორედ მას მოებღაუჭა მთელი ძალით. ახლა უკვე მოცდის დრო იყო. მოთმინება უნდა გამოეჩინა და დაწყებული საუბრის განვრცობა სხვა დროისთვის გადაედო. იმ დროისთვის, როდესაც ორივე მხარე იქნებოდა მზად დიალოგის გასაგრძელებლად. -კარგი, ახლა წავალ -თქვა თუ არა, სწრაფად წამოდგა სავარძლიდან, მიუხედავად იმისა, რომ მისგან წასვლა უზომოდ ეძნელებოდა -როცა ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო იქნება, იცი სადაც უნდა მიპოვო -ერთი წამით მოიცადე -უეცრად შეაჩერა უკვე გასასვლელისკენ წასული. ლალიტა მაშინვე მოტრიალდა უკან. მამაკაცი კვლავ იმავე პოზაში იჯდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა უკვე თვალებში უყურებდა გოგონას. -რა მოხდა? -ერთხელ აქ შენი ქუდი დაგრჩა. ცოტა ხნით დაიცადე, წავალ და მოგიტან. არ მინდა სველი თმით გარეთ გახვიდე, გაცივდები პასუხად მარტო თავი დაუქნია ლალიტამ და ღიმილიანი მზერა გააყოლა საძინებლისკენ წასულს. დანიელი, უწინდებურად მზრუნველი იყო მის მიმართ, რის გამოც, გულში კიდევ ერთხელ გაიფანტა სიხარულის გრძნობა ფერად ნაპერწკლებად... 8 8 8 8 საღამო ხანი იყო. ალექსი, ლალიტა და ნატალი საბილიარდეში, იზოლირებულ განყოფილებაში თავმოყრილიყვნენ და სხვადასხვა ბურთებს დაკვირვებით უმიზნებდნენ საგულდაგულოდ გაცარცულ კიის წვერს. თამაშით არ თამაშობდნენ. ერთადერთი, რასაც აკეთებდნენ ის იყო, რომ სხვადასხვა შეფერილობის მომრგვალებული ბურთების ხვრელში ჩაგდებაში ვარჯიშობდნენ და პარალელურად საკუთარი ფიქრების მძიმე ბურუსში ჩაძირულიყვნენ. ნატალის ის სადარდებელი ჰქონდა, რომ გასაუბრებიდან გასაუბრებაზე დადიოდა და შესაფერის სამსახურს მაინც ვერ პოულობდა. ლალიტას თავისი საშვებულებო ვადის გასვლა და კვლავ სამსახურში დაბრუნება უქმნიდა დისკომფორტს, რადგან დანიელისგან უკვე მესამე დღე იყო, რაც არაფერი ისმოდა და ეს ყველაფრის სურვილსა და ხალისს უკარგავდა. რაც შეეხება ალექსს, ეს უკანასკნელი მხოლოდ ცოტაოდენი განტვირთვის მიზნით გამოსულიყო განყოფილებიდან, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელში აღებული მეტად ჩახლართული საქმის გამო, იქაც კი ათევდა ღამეებს. ბილიარდის ბურთებით თამაშის პარალელურად, გოგონები ცივ შოკოლადს მიირთმევდნენ, ხოლო მამაკაცს ლუდით სავსე ორი ჟეშტის ქილა მოემარგებინა და იქედან პერიოდულად სვამდა უალკოჰოლო, ქარვისფერ სითხეს. ირგვლივ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამ სამეულიდან ყველანი ერთ სივრცეში, თუმცა მაინც სხვადასხვა განზომილებაში თავმოყრილიყვნენ, მანამ, სანამ ნატალიმ არ დააგდო თავისი ჯოხი მაგიდაზე, ზურგიან სკამზე ბუზღუნით არ მოთავსდა და ჩამოვარდნილი სიჩუმე არ დაარღვია. -ხვალ კიდევ ერთ გასაუბრებაზე მივდივარ, სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე, თუმცა არ ვიცი რამდენად გამიღიმებს ბედი -ამოთქვა გოგონამ შეკრული წარბებით და შეწუხებული ხმით. ამით მაშინვე დაიმსახურა მეგობრების ყურადღება, რომლებმაც, რაღაც პერიოდით მის მსგავსად გადადეს გვერდზე თავიანთი კია და ღიმილიანი სახით გახედეს ნატალის. -როგორც ჩანს, დღეს ყველანი ცუდ ხასიათზე ვართ -აღნიშნა მამაკაცმა, რომელიც საუბრის მომენტში, ლალიტას უყურებდა -ამას ჯერ კიდევ არ შეხმიანებია თავისი ზღაპრული პრინცი, შენ სამსახურს ვერ პოულობ, მე კიდევ იმაზე ფიქრში მათენდება, რომ რაც შეიძლება მალე გავხსნა ეს წყეული საქმე და ნორმალურად გამოვიძინო -ისე რომ ვუკვირდები, ასე თუ ისე პირადი ცხოვრება ორივეს გვაქვს -თავისზე და ლალიტაზე ანიშნა ამის თქმსას მამაკაცს -მხოლოდ შენ დაგვრჩი ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი სქვიდბორდ ალექსის სახეს, მეტად უდარდელი ღიმილი მოაწვა. ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა, რომ ამ თემას, მის სანერვიულოთა სიაში ბოლო ადგილიც კი არ ეჭირა. -მაგაზე ზედმეტადაც ნუ იფიქრებ, ბევრი დარდი ნაოჭებს აჩენს -თვალი ჩაუკრა ალექსმა. მერე კვლავ თავის ჯოხს დასწვდა და ამჯერად ყვითელს დაუმიზნა. ძლიერი ბიძგისგან, ბურთი ხმაურით გაიჭრა წინ, მარცხენა კიდეს გვერდი აუქცია და სპეციალურად ამოჭრილ ხვრელში სრული სიზუსტით ჩავარდა. -ყოჩაღ! ქალების შენარჩუნებაში არა, მაგრამ ბილიარდში ბედი ყოველთვის გწყალობდა -ახლა მაინც რაღა უნდა, რატომ მკბენს? -ნატალის გადახედა ლალიტას სიტყვებით განაწყენებულმა ალექსმა. -ის მინდა, რომ შენ თვითონ მარწმუნებდი თუკი კაცს ქალი რეალურად უყვარს, მისთვის უარყოფის კი არა, ზოგ შემთხვევაში ღალატის პატიებაც შეუძლიაო, დანიელი კი მესამე დღეა არ ჩანს და უკვე მეც ჭკუიდან ვიშლები! -კარგით რაა -მათ კამათში, მაშველი რგოლივის ფუნქცია შეითავსა ნატალიმ -ყველანი ისედაც ცუდ განწყობაზე ვართ და ერთმანეთს უფრო მეტად ნუღარ გავუფუჭებთ ხასიათს მეგობრის ამ სიტყვებზე თვალები მობეზრებულად გადაატრიალა ლალიტამ. -და შენ რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? -იკითხა მან -სამსახურს როგორმე იშოვი, პირად ცხოვრებაში კიდევ ყველაფერი იდეალურად გაქვს. ბარგიც კი ჩაალაგე, რომ ხვალისთვის სებესთან გადახვიდე საცხოვრებლად და პირდაპირ საწოლში შეუძვრე -ჰოო, ისე რაღაც ძალიან ადრიანად მოუვიდა ტერიტორიის მონიშვნა -მოგუდული სიცილით აღნიშნა ალექსმაც, რაზეც შუანა თითის აწევა მიიღო ნატალისგან საპასუხოდ. -ვითომ არ იცოდეთ, რომ თავად შემომთავაზა მასთან გადასვლა ¬–ბრაზისგან შეკრული წარბების თანხლებით, გულზე ხელები დაიკრიფა მან -შენ მითხარი, რომ სებე და დანიელი ადრე მეგობრები იყვნენ და ახლა ასე თუ ისე აღადგინეს ურთიერთობა -ჭიქიდან ამოშვერილი საწრუპით, შიგნით ჩარჩენილ ცივ შოკოლადს აწვალებდა ლალიტა -იქნებ მისგან მაინც გაიგო რას აპირებს ჩემთან დაკავშირებით. უკვე ნერვები დამაწყდა! ტკივილამდე მენატრება ეგ . . . ეგ . . . . აი ხედავ? მინდა რომელიმე სალანძღავი სიტყვით შევამკო, მაგრამ ამისთვისაც კი ვერ ვიმეტებ -რა საყვარლობაა -მოკეტე რა, ალექს! -როგორც იტყვი -დანებების ნიშნად ხელები ასწია, ლალიტას აწეულ წარბებს მზერა მოაშორა და კვლავ დროებით მივიწყებულ ბილიარდის მაგიდას დაუბრუნდა. ამასობაში, ნატალიც ალაპარაკდა: -ჰო, ვიცი, რომ მეგობრები არიან, მაგრამ არა მგონია სებეს სიტყვა დავაცდენინო. მიხვდება, რომ შენთვის ვცდილობ ინფორმაციის მოწოდებას და ამ თემაზე საუბარს თავს აარიდებს -ეს კაცები და მათი სოლიდარობა მკლავს -კვლავ მობეზრებით ატრიალდნენ ლალიტას თვალები -სებეს ყოველთვის ვაფასებდი, რადგან ძალიან ცოტას საუბრობდა და რასაც ლაპარაკობდა ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ახლა მისი ეს თვისება ნერვებს მიშლის. ეგ კი არა, ყველაფერი ნერვებს მიშლის გარშემო! მათ შორის თქვენ ორნიც! -მწვავე ნერვოზი აქვს -დასკვნა გააკეთა თუ არა, ლუდის ქილიდან კიდევ ერთხელ მოსვა მამაკაცმა -დაახლოებით ორი დღე იმ ტიპის გარეშე და ალბათ ქვების სროლასაც დაგვიწყებს -მე აქ ჭკუიდან გადასვლამდე ცოტაღა მიკლია, თქვენ კიდევ დამცინით -არ დაგცინით, არა -სცადა სერიოზული ტონი დაეჭირა ნატალიმ, თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი გამოუვიდა და მოგუდული სიცილი წასკდა. მას ალექსიც წამებში აჰყვა, რის გამოც, ლალიტას გაცხარებულმა მზერამ, მათ შორის დაიწყო მონაცვლეობა. სწორედ იმ მომენტში, ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა ოთახში. ამას ნატალის სწრაფი რეაგირებაც მოჰყვა, რომელმაც ჯიბიდან მაშინვე ამოაცურა აზუზუნებული მოწყობილობა და ეკრანზე სებეს სახელის ამოკითხვისას, ჯერ მოიბოდიშა, მერე კი ცოტა ხნით გარეთ გამოვიდა და ზარს ისე უპასუხა. -გისმენ -სად ხარ? -კვლავ სასიამოვნო მელოდიასავით ჩაესმა ყურში მამაკაცის ხმა და ინსტიქტურად, ქვედა ტუჩს დაასო კბილები. -ლალიტასთან და ალექსთან ერთად ვარ, საბილაირდეში. შენ რას აკეთებ? -მე გეგმებს ვაწყობ -ხმაზე შეეტყო, რომ გაეღიმა -ვფიქრობ როგორ გავაკეთო ისე, რომ მთელი ერთი თვე მხოლოდ ჩემი იყო და ჩემს გარდა შენთვის არავინ არსებობდეს. მგონი მოვიფიქრე კიდეც იმ მომენტში, რამდენიმე წამით თვალები დახუჭა ნატალიმ. მეტისმეტი იყო მისთვის ეს ყველაფერი. ადამიანი, ვინც გვერდით ჰყავდა, ზოგჯერ აშინებდა კიდეც, რადგან უზღვავი ბედნიერების გარდა არასდროს არაფერს ჩუქნიდა და სერიოზულად უფრთხოდა, რომ ერთ დღეს ყოველივე ეს ხელიდან არ გამოსცლოდა. -და რა მოიფიქრე? -სცადა შიში არ შეემჩნია და მხიარული, უდარდელი ტონით ეპასუხა -მაგას მეგობრებთან ერთად ყოფნა რომ მოგბეზრდება და ჩემთან რომ მოხვალ მაშინ გაიგებ -მერე ჩაეცინა და დაამატა :-თუ გინდა საქმეს გაგიმარტივებ და შიშველი დაგხვდები -არა, არ გინდა -ნატალისაც გაეცინა და წამებში აივსო პოზიტიური ენერგიით -მიყვარს, როდესაც შენს სხეულს თავად ვათავისუფლებ ზედმეტი სამოსისგან -მე ის უფრო მომწონს, როდესაც ქალი სამოსს პირდაპირ ტანზე მახევს. ასე უფრო მეტად აღვიგზნები ხოლმე ამის მოსმენაზე, გოგონამ კიდევ ერთხელ ჩაასო კბილები ქვედა ტუჩს. სებეს მკლავებში საკუთარი თავის წარმოდგენისას, ტანზე ისეთმა ცხელმა ჟრუანტელმა დაუარა, სუნთვაც კი გაუხშირდა. უკვე ნათლად გრძნობდა, რომ ამხელა ვნება ერთ დღეს ბოლოს მოუღებდა, თუმცა ესეც ფეხებზე ეკიდა. მოცემულ მომენტში ნატალისთვის მხოლოდ სებეს ლურჯი თვალები, მამაკაცის ცხელი ტუჩები და მისი თითები არსებობდნენ, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ როგორ უნდა შეხებოდნენ ისე, რომ მასში სურვილების ზღვა გაეღვიძებინათ. -ახლა სახლში ხარ? -ჰკითხა გოგონამ, როდესაც საკუთარი თავი ცოტათი ხელში აიყვანა. -ათი წუთის წინ მოვედი. ამ წამს მაცივარში რამე გემრიელს ვეძებ, ძალიან მშია -მეც მალე ვიქნები შენთან რამდენიმე წამით ყურმილში მდუმარე პაუზა გაისმა. -მერე მეგობრები და ბილიარდი? -ჯობდა მაგაზე მანამ უნდა გეფიქრა, სანამ შენი მაცდური საუბრებით ტვინს ამირევდი -მიუგო თუ არა, ღრმადაც ამოისუნთქა, ისე, თითქოს ამ გზით გულზე დაწოლილი მძიმე ჰაერისგან თავისუფლდებაო -მორჩა ვთიშავ. დამელოდე . . . კვლავ ოთახში რომ შებრუნდა, ლალიტა და ალექსი უკვე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში, იმაში, თუ ვინ რამდენ ბურთს ჩააგდებდა მარჯვენა კუთხის ხვრელში. მის დანახვაზე, ორივემ ერთდროულად ასწია თავი, თუმცა დიდი ყურადღება მანამ არ გამოუჩენიათ, სანამ ნატალიმ საკიდზე დაკიდებული თავისი ჩანთა და ქურთუკი არ ჩამოხსნა. -სად მიდიხარ? -პირველად ლალიტამ დასვა ის შეკითხვა, რაც ორივეს უტრიალებდათ ენის წვერზე. -ნუ რავი, უკვე ორ საათზე მეტია აქ ვართ, თან რაღაც საქმეც გამომიჩნდა -აჰაა, უკვე გასაგებია -მეტად ცბიერი ღიმილი გამოისახა გოგონას სახეზე, თან შეეკრული წარბებიც გაეხსნა -მაგას ახლა რაღაც საქმეს ეძახიან, არა? -თუ გინდა, შემიძლია გაგიყვანო -სანამ რამეს უპასუხებდა, მამაკაცმა გაუკეთა შეთავაზება -მალე თავადაც უნდა წავსულიყავი და მანამდე შენ მიგიყვან -კარგი . . . ლალო, შენ რას იზამ? -ამჯერად მას მიუბრუნდა გოგონა. ამ უკანასკნელმა მხრები უღონოდ აიჩეჩა. -ზუსტად არ ვიცი . . . სავარაუდოდ ცოტა ხანს კიდევ დავრჩები, მერე კი სახლში წავალ და პაზლებს ავაწყობ. ან ფილმებს ვუყურებ . . . ვნახოთ -ნუ ღელავ, მოგვიანებით მეც დავბრუნდები -ცალი ხელი მკლავზე მოხვია და საფეთქელზე ტუჩები მიაკრო მას, ნატალიმ -აბა შენ იცი, თავს მოწყენის საშუალება არ მისცე -ვეცდები -მიუგო მშრალად, მერე კი ალექსსაც აკოცა დამშვიდობების ნიშნად, თავის ცივ შოკოლადს დასწვდა და სკამზე მჯდომმა, ნაღვლიანი მზერა გააყოლა კარში გამავალ მეგობრებს. მათთან დამშვიდობების შემდეგ, თავადაც აღარ დარჩენილა დიდხანს. დაახლოებით ათწუთიანი განმარტოებისა და ფიქრის შემდეგ, ფეხზე ზანტად წამოდგა, შენობა დატოვა და საკუთარ მანქანაში, მესაჭის ადგილას მოთავსდა. ქუჩაში აღარ თოვდა, თუმცა ჰაერში დატრიალებული სველი, ყინულის სურნელი იმის მანიშნებელი იყო, რომ მალე ციდან თეთრი ფიფქების უხვი ნაკადი გადმოიყრებოდა. ლალიტა საშუალო სიჩქარით მიუყვებოდა მანქანებით გადაჭედილ გზას, თან მაგნიტოფონში აჟღერებულ Colpdlay-ს სიმღერას ტუჩებს გაუცნობიერებლად აყოლებდა. მელოდიის ჟღერადობისას, უნებლიედ უდგებოდა თვალწინ ის მომენტები, რომლებიც დანიელთან ერთად ჰქონდა გატარებული. ამ მოგონებების ფონზე, ერთხელ ისიც კი იფიქრა ტელეფონი აეღო და თავად დაერეკა, თუმცა ეს აზრი მაშინვე უკუაგდო. არ უნდოდა ვინმესთვის თავი ზედმეტად მოებეზრებინა და საკუთარ გულში დადებული ის პირობა დაერღვია, რის მიხედვითაც დანიელს მანამ არ დაეკონტაქტებოდა, სანამ თვითონ ის არ მოისურვებდა მასთან საუბარს. ვინაიდან გზად საცობში არ მოყოლილა, სახლში დასაბრუნებლად სულ რაღაც ოცი წუთი დასჭირდა. ჯერაც ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ კიდევ ერთი დღეც და უკვე ნატალისთან ერთად აღარ იცხოვრებდა. რაღაც მხრივ, ეს უკეთესადაც მიაჩნდა თავისი თავისთვის. ახლა უფრო კარგად მიხვდებოდა რას ნიშნავდა მარტოობა და ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც იმაზე ბევრად უფრო მეტად დააფასებდა, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. ბინაში ასულმა, პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ აბაზანაში შევიდა და შხაპი მიიღო. ცხელი წყლის ქვეშ ხანგრძლივმა დგომამ, დაძაბული სხეული საოცრად მოუდუნა და ძილიანობის შეგრძნებაც გაუჩინა, თუმცა ვინაიდან ჯერ დასაძინებლად წასვლა არ სურდა, პირსახოცის ხალათითა და ფუმფულა ჩუსტებით სამზარეულოში გავიდა, რძიანი ცხელი შოკოლადის დასალევად. გეგმაში ჰქონდა, საყვარელი სასმელის დაგემოვნების პარალელურად, რომელიმე მრავალნაწილიანი პაზლი აეწყო თავისი კოლექციიდან, თან რამე სასიამოვნო ფილმისთვისაც ეყურებინა. ასეც მოიქცა. როგორც კი მოზრდილ ფინჯანში ცხელი სითხე ჩაასხა, მაშინვე მისაღებს მიაშურა, ტელევიზორში ფილმი "პიანისტი" ჩართო, პაზლების ყუთი დივანთან მდგომ პატარა, მინის მაგიდაზე მოათავსა და კრემისფერ პუფში მჯდომი შეუდგა თავის საქმეს. რამდენიმე წუთში მიხვდა, რომ ეკრანზე ნაჩვენები ფილმი უფრო მეტად ძაბავდა და ამჯერად იგი მუსიკალური არხით ჩაანაცვლა. ვერც ამან გამოუკეთა განწყობა. პაზლის აწყობასაც ვერაფრით დაუდო გული. აღარც ცხელი შოკოლადი ეგემრიელებოდა ისე, როგორც ადრე. ერთადერთი, რასაც ახლა შეეძლო ხასიათზე მოეყვანა, ეს სადმე ხმაურიან ადგილას გართობა იყო, სადაც მუსიკის გამაყრუებელი ხმა მის თავში არსებულ ფიქრებსა და ქაოსს ჩაახშობდა. ეს აზრი გონებაში იმდენად ღრმად გაუჯდა, ყველაფერს, რასაც აკეთებდა მაშინვე მიანება თავი, ჩართული ტელევიზორი სწრაფად გათიშა, ფეხზე წამოდგა და უკვე საძინებელში აპირებდა გასვლას შესაფერისი სამოსის შესარჩევად, რომ გზად მიმავალი, კარზე კაკუნის ხმამ შეაფერხა. ლალიტას სახეზე კმაყოფილების ღიმილი მოადგა. რახან ნატალი შედარებით ადრიანად დაბრუნდა, გასართობად მარტო წასვლა აღარ მოუწევდა და მასაც თან წაიყვანდა. უკვე ძალიან დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც არც კლუბში და არც მის მსგავს დაწესებულებაში, ერთად აღარ ყოფილიყვნენ, ამაღამ კი სწორედ შესაფერისი დრო იყო სიტუაციის გამოსასწორებლად. გოგონა სწრაფად დაიძრა შემოსასვლელისკენ და კართან ხალათითა და ჩუსტებით მიირბინა. იმაში ღრმად დარწმუნებულს, რომ ზღურბლის საპირისპირო მხარეს ნამდვილად ნატალი იდგა, სათვალთვალოშიც აღარ გაუხედავს, მაგრამ გადაატრიალა თუ არა საკეტში მორგებული გასაღები და კარი გამოაღო, ადგილს ისე მიეყინა, როგორც ასწლოვანი ქანდაკება საკუთარ კვარცხლბეკს. სადარბაზოში, იატაკის ფილებზე დაფენილ Welcome-ს წარწერიან ფეხის საწმენდ ხალიჩაზე, არა ნატალი, არამედ დანიელი იდგა და სახეზე ისეთი მშვიდი, აუღელვებელი გამომეტყველება ჰქონდა აკრული, თითქოს მათი ორი დღის წინანდელი დიალოგი მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი. ერთდროულად უამრავ რამეს გრძნობდა გოგონა –სიხარულს, დაბნეულობას, შიშს, გაოცებასა და სხეულის შეუჩერებელ კანკალს, თუმცა ყოველივე ამ შეგრძნებებს შორის, მაინც სიხარული გახლდათ უპირატესი, რადგან ბოლოს და ბოლოს, იმას მაინც გაიგებდა, როგორი იქნებოდა მისი მომავალი –დანიელთან, თუ მის გარეშე. -შეგიძლია ცოტა ხნით გამომყვე? -როდესაც შეატყო, ლალიტას დაბნეულობისაგან მეტყველების უნარი ჰქონდა წართმეული, გადაწყვიტა თავად დაესვა წერტილი ამ აუტანელი სიჩუმისთვის -მინდა ცალკე გელაპარაკო -მე . . . ახლა ისედაც მარტო ვარ -ტანზე ხალათი უფრო მაგრად შემოიჭირა ლალიტამ, რადგან სხეულში უნებურად შემოჭრილი ნერვიულობისგან, აშკარად სიცივე იგრძნო. -კანკალებ -ტუჩის კუთხეში, მცირედი ღიმილი შეეპარა მამაკაცს. -ვიცი -გენატრებოდი? ლალიტას ორმაგად უფრო ძლიერად შეამცივნა. უკვე იმ ზღვარზე იყო, რომ ძლივძლივობით პოულობდა იმის ძალას, დანიელს კისერზე არ ჩამოჰკიდებოდა და იმ ტუჩებს არ შეხებოდა, რომელთა გემო უკვე სიგიჟემდე ჰქონდა მონატრებული. -გთხოვ, მითხარი რისთვის მოხვედი -მუდარა ჩადგა გოგონას ხმაში, რადგან უკვე ვეღარ უძლებდა შემოვლით საუბრებს. სურდა რაც შეიძლებოდა მალე გაეგო, რა გადაწყვეტილება მიიღო მამაკაცმა მასთან დაკავშირებით და უარის შემთხვევაში, ყოველივე ეს ისე მიეღო, რომ ფეხზე მყარად დგომა კვლავ შესძლებოდა. -გახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრისას გითხარი ასეთ საქციელს მხოლოდ იდიოტი თუ გაპატიებდა მეთქი? -ერთი ნაბიჯი მისკენ გადმოდგა და ისე შეეკითხა მამაკაცმა. გოგონამ მაშინვე იგრძნო დანიელის თბილი სუნთქვა საკუთარ კანზე და წამით თვალებიც დახუჭა მოწოლილი მღელვარების დასაფარად. -მახსოვს… მერე? -მერე ის, რომ შენდა საბედნიეროდ, მეც იდიოტი ვარ -უთხრა თუ არა, შიგნით უკითხავად შემოაბიჯა, ლალიტას სხეული მკლავებში მტაცებელივით მოიმწყვდია, შემოსასვლელი კარი ფეხით მიაჯახუნა და მოწყურებული დაეწაფა გოგონას აწითლებულ ტუჩებს . . . * * * მუქი ფარდებით ჩაბნელებულ საძინებელს, მხოლოდ მათ შორის დატოვებული პატარა ნაპრალიდან შემოჭრილი ნამგალა მთვარიდან გამოტყორცნილი ნაზი შუქი ანათებდა. სინათლე, დახრილი სვეტის მსგავსად ეცემოდა ოთახის ცენტრში მდგომ დიდ ტახტს, რომელზეც ორი ადამიანის მშვიდი, ოდნავ გადაღლილი, სუნთქვის ხმები ისმოდა. დანიელს თავი ლალიტას შიშველ მუცელზე ედო, თვალები დაეხუჭა, ხოლო მის თმებში რიტმულად მოსრიალე გოგონას თხელი თითები იმდენად თენთავდა, რომ უფრო მეტად ანდომებდა ძილს. საათი ღამის ათს უჩვენებდა. მშვიდი, უწყინარი ღამე იდგა და არც ფანჯრებს მიღმა დაძრწოდა ხმაურიანი, სუსხის მომგვრელი ქარი. ამის გამო, იქაურობა სრულ სიმშვიდეს მოეცვა, მანამ, სანამ დანიელმა მოულოდნელად თავი არ ასწია, საწოლზე ლალიტას გვერდით არ მოთავსდა და მის ტანსაცმლის გარეშე დარჩენილ სხეულს, თეძოდან მარცხენა მკერდამდე არ ააყოლა თითები. მამაკაცის მზერიდან გადმოღვრილი ვულკანური ლავასავით მწველი ვნება, თითქოს მთელ კანზე ცეცხლად წაეკიდა გოგონას და ამდენი ხნის შემდეგ, კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ ცოცხალი იყო. -იცი მაინც რა ლამაზი ხარ? -ახლა თუ ზოგადად? -თითის ბალიშებით წაეთამაშა გოგონა მის ტუჩებს, რომელთაც რამდენიმე წუთის წინ თავდავიწყებით კოცნიდა. -სიმართლე გითხრა, ახლა . . . შიშველ მდგომარეობაში შენი მიმზიდველობა ერთი ორად მატულობს -თუკი ასეა, მინდა ეგ სიტყვები მთელი ცხოვრება ერთი ადამიანისგან ვისმინო და ის ერთი შენ იყო -თურმე სითბოს გამომჟღავნებაც შეგძლებია -ნუ იკბინები -ჯერ მისი ქვედა ტუჩი გამოქაჩა კბილებით გოგონამ, მერე კი ყელში აკოცა ხმაურით და მამაკაცს მუცელზე გადააჯდა -მითხარი, როდესაც მიყურებ რას გრძნობ? დანიელის ბაგეებს შეფარული ღიმილი მოადგა, თან წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია გოგონას, რათა მისი შიშველი მკერდი უფრო კარგად დაენახა. -ცოტა უცნაური კითხვაა -ჰო, მაგრამ პასუხი მაინც მაინტერესებს -კარგი, გეტყვი . . . როდესაც გხედავ, ვგრძნობ, რომ არ მყოფნი. ეს კანი . . . ეს ტუჩები და ეს სხეული, რომელიც დღემდე ჭკუიდან მშლის, არასდროს იქნება საკმარისი, რომ სურვილები ბოლომდე ჩავიცხრო. შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარხარ! -ბოლო სიტყვებისას, ფრთხილად აატარა ხელი გულის ფიცარზე დამჩნეულ გოგონას ალისფერ ჭრილობაზე და ცისფერი თვალები ინტერესით აუბრჭყვიალდა -მითხარი, ჩემთან ყოფნის პერიოდში ვინმესთან კიდევ იწექი? -არა, არასდროს -მაშინვე გააქნია თავი ლალიტამ და ისიც შენიშნა, როგორი კმაყოფილების ღიმილით ჩაეღიმა მამაკაცს ამ უარყოფის მოსმენისას -მართლია ერთგულების ფიცი არასდროს დაგვიდია, მაგრამ შენთან გატარებული ღამების შემდეგ, გამიჭირდებოდა სხვასთანაც იგივე მეგრძნო -ესე იგი შენს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი ვარ? -და ეს ცუდია? -ქვედა ტუჩი მაცდურად მოიქცია კბილებში გოგონამ. -ვერ გეტყვი ქალიშვილობის ინსტიტუტს ვემხრობი-მეთქი, თუმცა აუტანლად სასიამოვნოა, როდესაც ვაცნობიერებ, რომ ჩემს გარდა შენთვის ხელი არავის უხლია. მხოლოდ მე ვიცი შენი გემო, ვიცი რა გსიამოვნებს სექსის დროს, რა მომენტებში ემსგავსები პანტერას და რა დროს გირჩევნია მართვის სადავეები მთლიანად მე მქონდეს ხელში პასუხად საწოლზე ზურგით გაწოლილი დანიელისკენ დაიხარა გოგონა, მთელი ტანით გადააწვა და კვლავ შეეხო მის ტუჩებს. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, კოცნა უფრო და უფრო ღრმავდებოდა და ლტოლვაც ცეცხლზე გადასმული ბენზინივით ღვივდებოდა. -შენგან მარტო ერთს ვითხოვ -როგორც კი წამიერად მოწყა გოგონას ტუჩებს, მისი სხეული თავად მოიქცია ქვეშ დანიელმა -მხოლოდ ჩემი იყავი და სულ ესაა. თუკი ასე იქნება, ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაქცევ როგორც ლოგინში, ასევე მის ფარგლებს გარეთ -არანორნალური ხარ -ნორმალური ადამიანი შენთვის ძალიან მოსაწყენი იქნებოდა -ანუ ეჭვიანობა შენში არ ზის? -მის წელს ფეხები შემოხვია ლალიტამ, თან კეფაში ხელის ჩავლებით თავისკენ დაქაჩა და ამჯერად მის ზედა ტუჩს უკბინა. -მგონი ჩვენმა დროებითმა განშორებამ დაამტკიცა, რომ ჩემზე უკეთესს მაინც ვერსად იპოვი, ამიტომ არა დიალოგის გაგრძელებამდე, მის ყელზე მფეთქავ არტერიას დაეწაფა გოგონა, კანი ტუჩებს შორის მაგრად მოიქცია და მასზე პატარა, შეწითლებული კვალი დაამჩნია მამაკაცს. -თუკი ჩემი ნდობა გექნება და კონტროლით არ დამახრჩობ, თავადაც ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაქცევ როგორც ლოგინში, ასევე მის ფარგლებს გარეთ -მგონი ეგ იდეა მეც მომწონს, მაგრამ მოდი ახლა უბრალოდ ჩავიცვათ, აქედან წავიდეთ და დანაჩენზე მერე ვისაუბროთ -წავიდეთ? -აშკარა გაურკვევლობა გამოიწვია გოგონას მზერაში დანიელის ნათქვამმა -სად უნდა წავიდეთ? -შენ მგონი დაგავიწყდა მარტო რომ არ ცხოვრობ . . . მალე ალბათ ნატალი დაბრუნდება, მე კი არ მინდა შენს საწოლში აპოლონის შიშველი ქანდაკებასავით დავხვდე -კვლავ ოპერაციისგან დარჩენილ გოგონას შრამზე გადაატარა თითი მან -იმედია გულის კონტროლზე დადიხარ ხოლმე -დავდივარ, დავდივარ და ყველაფერი რიგზეა -მერე წამოიწია, მამაკაცს კიდევ ერთი მხურვალე კოცნა უსახსოვრა და საწოლზე მოწყვეტით დავარდა -სადაც გინდა იქ წამოვალ, ოღონდ ტანსაცმელი შენი ხელით უნდა ჩამაცვა, როგორც ამას გერმანიაში ყოფნის დროს აკეთებდი -ჩემი ხელით ჩაგაცვა? -მართალია გაეცინა, მაგრამ თანხმობაზე მაინც უპრობლემოდ წამოვიდა -კარგი, მაშინ რამე ისეთი იპოვე, მარტივად რომ იხეოდეს. ამაღამ არც ერთს არ გვიწერია ძილი -დაკარგულ დროს ვინაზღაურებთ? -ზუსტად! -მის მკერდზე დახრილმა, იგი მარჯვენა ხელში მოიქცია და ენის წვერი წრიულად მოატარა გამაგრებულ კერტს -ერთი რაღაც დაიმახსოვრე, კარგი? -მაინც რა დავიმახსოვრო? -სურვილისგან დაბინდული მხედველობით ახედა გოგონამ, თავისთვის საყვარელ ცისფერ თვალებს. ამდენხნიანი გამოცდილების შემდეგ, ჯერ კიდევ უცნაურად ეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ ამ ადამიანის მცირედი შეხებაც კი საკმარისი იყო მისი ემოციური მდგრადობის წყობიდან გამოსაყვანად. -ის, რომ ვერასდროს ვერავინ შეგიყვარებს ისე გიჟურად, როგორც მე მიყვარხარ . . . შენ მთელ სამყაროს უტოლდები და ეს სამყარო მარტო ჩემია! -ჰო, შენია -თბილი ღიმილი მოჰგვარა მოსმენილმა სიტყვებმა გოგონას -გაცნობის დღიდანვე შენი იყო . . . * * * -ეს ღამეც და ხვალიდან უკვე შენი გარდერობი ჩემთან გადმოინაცვლებს -თავის პერანგში გამოწყობილ ნატალის, ყავა პირდაპირ საწოლში მიუტანა სებემ, მერე კი ბალიშებს ზურგით მიეყრდნო და ისე დაიწყო მისი სახის ნაკვთების თვალიერება, თითქოს იმ მომენტში პირველად ხედავდა. ათი საათი სრულდებოდა. საძინებელს მხოლოდ ერთი პატარა ღამის სანათი ანათებდა, თუმცა მის შუქზეც კარგად იკვეთებოდა გოგონას ნასიამოვნები სახე, ყავის ჭიქიდან ამოვარდნილი ორთქლის შესუნთქვას რომ გამოეწვია. მამაკაცი მისკენ გადაიხარა და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია. მერე ქვემოთ დაიხარა, მუხლის თავზე ნაზად შეეხო ტუჩებით, კოცნით ნელ-ნელა ზემოთ აუყვა და ზუსტად თეძოსთან გაჩერდა, რადგან იგრძნო, როგორ დაეხორკლა კანი ნატალის მის შეხებაზე. -გავაგრძელებდი, მაგრამ სახიფათოა ემოციურ ფონზე ხელი არ აგიკანკალდეს და ეგ ყავა ზედ არ გადამავლო -თავად კი ამით მაგრად ერთობი, არა? -ღიმილმომდგარი სახით დაჰყურებდა მის ლურჯ თვალებს გოგონა -ეჭვი მაქვს, სამუდამო პატიმრობასავით მაქვს მოსჯილი შენს სიახლოვეზე ასეთი მძაფრი რეაგირება სებემ მუხლებზე თავი დაადო, ქვემოდან ახედა და თვალებში ინტერესი გამოესახა. -რაღაცას გკითხავ, კარგი? -მკითხე -მხრები აიჩეჩა და ცხელი ყავა უდარდელი სახით მოსვა ნატალიმ. ესიამოვნა, როდესაც გააცნობიერა, რომ მამაკაცს იგი ზუსტად ისე ჰქონდა მომზადებული, როგორც უყვარდა. -გახსოვს მაშინ, ბარში რომ ნასვამი იყავი და შინ წასაყვანად მოგაკითხე? -მახსოვს, მერე? -მერე ის, რომ მაგ ღამით, ბარმენს ვესაუბრე და მითხრა, რომ შენი სახელი მობილურ-კონტაქტების სიაში საკმაოდ შინაურულად აქვს შეყვანილიო . . . მითხარი, რა აწერია ჩემს ნომერს შენს ტელეფონში? სანამ რამეს იტყოდა, თავისი ფინჯანი კომოდზე გადადო გოგონამ. მართალია, არ ელოდა ამდენი ხნის შემდეგ ამ შეკითხვის დასმას, თუმცა პასუხის გაცემა მაინც არ დაუყოვნებია. -მაცდური დემონი გაწერია -თავი გვერდზე დაატრიალა და ისე ჩაეცინა ამის თქმისას -ეს სახელი, ჯერ კიდევ მაშინ შევარჩიე, როდესაც გუდაურში ვიყავით -ანუ იმ დროს უკვე სერიოზულად გყავდი გულში ჩავარდნილი -მგონი ამ ბოლო დროს ნარცისიზმის სინდრომი გიტევს, თუ მეჩვენება? -სებეს შიშველ გულ-მკერდზე აათამაშა თითები, მერე კი დაიხარა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო. მისი ამ ნაბიჯის შემდეგ მამაკაციც გააქტიურდა, სწრაფად წამოიწია ფეხზე, პირში ენა ვნებიანად შეუცურა ნატალის, საწოლისკენ უბიძგა, თავად კი ზემოდან გადააწვა და ცალი ხელით, ორივე მაჯა თავს ზემოთ გაუკავა. -როცა გკოცნი მთელი სამყარო ჩემი მგონია -ამოიჩურჩულა პირდაპირ მის ყურთან. მერე ნელ-ნელა ყელს ჩაუყვა, ტუჩებით ნიკაპს შეეხო და კვლავ გოგონას აწითლებულ ბაგეებს წაეტანა -მინდა შენთვის მუდამ ერთადერთი ვიყო . . . მინდა ისე გიყვარდე, როგორც მე . . . მინდა ჩემმა მომავალმა შვილმა დედა შენ დაგიძახოს . . . -სებე . . . -დამფრთხალი სახით ნუ მიყურებ, გესმის? -ღიმილი მოაწვა ნატალის შემხედვარეს -ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არც იმაზე მექნებოდა პრეტენზია, დღესვე დაფეხმძიმებულიყავი, მაგრამ ახლა ამის გაკეთებას არ ვაპირებ. დასაწყისისთვის ჯობია ჩემი ცოლის სტატუსი მოგანიჭო იმ წამს, კომოდზე დატოვებული ყავა, რომელიც თანდათანობით ცივდებოდა, სრულიად გადავიწყდებოდა გოგონას. ერთადერთი, რაც მის ირგვლივ არსებობდა ეს თავის ზემოდან მოქცეული მამაკაცი და მისი ნათქვამი სიტყვები იყო, რომელთაგან თითოეული მათგანი სასიამოვნო მელოდიასავით ხვდებოდა ყურში. -რა იცი, იქნებ არ ვთანმდები შენს ცოლობას, არც ახლა და არც მომავალში? -ჰოო? -კიდევ ერთხელ მისწვდა მის ტუჩებს სებე, ორი თითი კი ნატალის ფეხზე გამომწვევად აატარა, ზემოთკენ აუყვა და საბოლოოდ საცვალის შიგნითაც შეუძვრა -აბა გაიმეორე რა თქვი -ჯანდაბა! გთხოვ . . . გთხოვ, შეწყვიტე, მალე შინ უნდა დავბრუნდე -გაიმეორე-მეთქი -გამომეტყველებაზე ეტყობოდა მამაკაცს, რომ გაჩერებას არ აპირებდა, რითაც ოთახის სიჩუმეს, გოგონას გახშირებული სუნთქვის ხმით ავსებდა -კარგი, კარგი, გნებდები! -მაშინვე წამოიყვირა, როდესაც მიხვდა, რომ სიამოვნებისგან საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა -ახლა გაჩერდი, თორემ შინ წასვლას საერთოდ ვეღარ შევძლებ -შემდეგში დაფიქრდი ხოლმე, სანამ რამეს იტყვი -ამჯერად ლოყაზე აკოცა გოგონას, მერე კი თითები მისი საცვალიდან გამოაცურა -გარე-სამყარო, სამსახური და მოვალეობები რომ არა, ამ საწოლიდან ადგომას ვერასოდეს ვერ ეღირსებოდი -შენ ჯობია ის მითხრა, რის თქმას აპირებდი სანამ აქ მოვიდოდი -ლოგინის მეორე მხარეს გადააგდო ნატალიმ ამის თქმისას. რამდენიმე წამში, თავად გადააწვა ზემოდან, მკლავებით მის გულს დაეყრდნო და წამწამები ცნობისმოყვარედ აახამხამა -ამბობდი გეგმა მოვიფიქრე, რისი საშუალებითაც ერთი თვით შენთვის მხოლოდ მე ვიარსებებო -ჰო, მახსოვს, მაგრამ, როდესაც მოხვედი, პირველ რიგში შენთვის ტანსაცმლის გახდის სურვილმა შემომიტია და ეგ ამბავი სულ გადამავიწყდა ნატალიმ თვალები სიცილით გადაატრიალა. -ჰოდა ახლა გაიხსენე. ადამიანი ყოველთვის საწოლზე არ უნდა ფიქრობდეს -კარგი, კარგი, მაშინ ასე გეტყვი -მკლავები მოხვია, თავზე აკოცა და წამით ჭერს ახედა -სამხრეთ ამერიკის ტურის ყიდვას ვაპირებ. სულ ექვს ქვეყანას მოიცავს –ვენესუელას, კოლუმბიას, ბრაზილიას, პერუს, ჩილეს და არგენტინას. ამ თვის ბოლოს ერთთვიანი შვებულების აღებას ვაპირებ და თითქმის მთელ მარტს საზღვარგარეთ გავატარებ . . . მინდა შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე. შეგიძლია გასაუბრებებზე სიარული დროებით გადადო სამსახურის ძებნა იქედან ჩამოსვლის შემდეგ განაგრძო? მოულოდნელი შემოთავაზებისგან, გარკვეული დროით დაბნეულობა გამოესახა სახეზე ნატალის. ვაკანსიების ძებნის გარკვეული პერიოდით გადადება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა ასეთ შორ მოგზაურობაში, თანაც ამდენი ხნით, აქამდე არასდროს იყო ნამყოფი, რაც გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზეც მოქმედებდა. მეორეს მხრივ, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა გარკვეული პერიოდით სებესთან ერთად გადაკარგვისა, იქ, სადაც არავინ იცნობდათ. წარმოიდგენდა რა საუცხოო მოგონებებს დაუტოვებდა მასთან ერთად მოგზაურობა და დათანხმების სურვილი ერთიორად ემატებოდა. -ხვდები ახლა რამხელა სიგიჟეში მითრევ? -ვხვდები -მსწრაფლ დაუქნია თავი მამაკაცმა -მაგრამ ტკივილამდე მინდა მთელი ერთი თვით, შენი თავი მხოლოდ მე მომიძღვნა -ეგოისტურად ჟღერს -უფრო მძლავრად მიეკრა მის სხეულს გოგონა. -და იქნები ჩემი ხათრით ეგოისტი? -ძალიან გინდა ვიყო? -გპირდები არასდროს ინანებ -ჰმმ, მაშინ . . . -მაშინ? -მაშინ . . . -ნიკაპზე თითებს ათამაშებდა და განგებ წელავდა წინადადების დასრულებას გოგონა, რათა მამაკაცის მოთმინების ფიალა აევსო, თუმცა როდესაც სებეს სახეზე მოუთმენლობა ამოიკითხა, მაინც დაინდო და გადაწყვიტა მისი გაჯავრება შეეწყვიტა:- კარგი, კარგი, წამოვალ შენთან ერთად -მართლა? -სიხარულთან ერთად, გაკვირვებაც იკვეთებოდა მამაკაცის ხმაში, რადგან ცოტა ხნის წინ, ყოყმანის გარდა ვერაფერს ამჩნევდა გოგონას სუბარში. -მართლა, მართლა . . . ყოველდღე იამაყე, რომ ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვისაც შემიძლია სამყაროს მეორე ბოლოშიც გავყვე -გულზე ნიკაპით დაებჯინა გოგონა და თვალებით გაუღიმა. რამდენიმე წამში, საპასუხო ღიმილი მიიღო მამაკაცისგან, რომელმაც თითები ნაზად გაასრიალა გოგონას თმაში და ამჯერად გულზე ბავშვივით დაიწვინა ეს უკანასკნელი. სწორედ იმ მომენტში, ყავის ჭიქის გვერდით დადებულმა ნატალის ტელეფონმა, შეტყობინების მოსვლის ხმა გამოსცა. გოგონა, სებეს სხეულს არც მოშორებია ისე გადაყო ხელი კომოდისკენ და ანთებულ ეკრანს მოჭუტული თვალებით დახედა. რამდენიმე წამში, სახე ერთიანად გაუნათდა, ბაგეებზე გულწრფელი ღიმილი გაუკრთა და მამაკაცს გაბრწყინებული თვალებით შეხედა. -რამე კარგი მოხდა? -მისი რეაქციის ამოცნობა მაშინვე მოახერხა სებემ, როგორც კი წამიერად შეავლო მზერა -ლალიტა მწერს -რაო? -ამაღამ სახლში არ იქნება -კვლავ გაღიმებული სახით დახედა ეკრანს, თითქოს ცდილობდა იქ წაკითხული ტექსტის რეალურობაში დაერწმუნებინა საკუთარი თავი. -ჰოო? რაც მე მგონია ის ხდება? -კი, სწორედ ის ხდება . . . დანიელი საბოლოოდ მაინც გატყდა და ლალიტა მატყობინებს, რომ ამაღამ მის შინ დაბრუნებას არ ველოდო -შენ წარმოადგინე, ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა -ამჯერად, სებეს სახეზეც გამოიკვეთა მსუბუქი ღიმილი -ლალიტაზე მუდამ ისეთი ტონით საუბრობდა, დარწმუნებული ვიყავი დიდხანს ვერ გაუძლებდა -ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ამოსუნთქვა -შვებამოგვრილი სახით, ტელეფონი კვლავ გვერდზე გადადო გოგონამ -როგორც იქნა ერთმანეთს რქები მოატეხეს და დაჭკვიანდნენ. -თუ შეამჩნიე, სიტუაციიდან გამომდინარე, ამაღამ ჩემთან დარჩენაც შეგიძლია -ეშმაკურად აათამაშა წარბები სებემ ამის თქმისას -შენი დაქალი მაინც არ დაბრუნდება და მეც ნუ დამტოვებ მარტო, სიბნელის მეშინია -ნუ აფერისტობ -ხომ დარჩები? -ლურჯი თვალებში ისეთი ბავშვური მზერა ჩაუდგა, ნატალიმ მაშინვე დაკარგა მისი წვალების სურვილი. -აბა სცადე და გამაგდე -კიდევ ერთხელ წაეტანა მის ტუჩებს გოგონა. მერე თითქოს თავში ნათურა აენთოო, თვალები ოდნავ გაუფართოვდა, თითებით კი მამაკაცის ლოყებს დაუწყო წვალება -ჰო მართლა, ამ დღეებში მინდა ალექსი გაგაცნო. ლალიტას შემდეგ, მასზე ახლო მეგობარი არავის მყავს -მე კი, ჩემი უმცროსი და მთხოვს გამუდმებით, შენი თავი გავაცნო -ჰოდა სამოგზაუროდ წასვლამდე მოვაგვაროთ ეგ ყველაფერი -თვალი ჩაუკრა თუ არა, სწრაფად წამოდგა ფეხზე, კარადასთან ფეხშიშველმა მიირბინა და იქედან გამოღებული მაისური პირდაპირ სებეს ესროლა -ახლა ჩაიცვი, სადღაც გავდივართ -გავდივართ? -ჰო, სწორად გაიგე -საძინებელში სინათლე აანთო მან, ძირს დაგდებული თავისი ჯინსი ამოიცვა, მერე კი ტანზე მორგებული სებეს პერანგის გახდასაც შეუდგა, რათა მის მაგივრად ასევე იატაკზე მიგდებული შალის სვიტერი ჩაეცვა -ამ ღამეს სახლში არ გავათევთ, ერთ ძალიან კარგ ადგილას წავალთ -საინტერესოა სად? -წამოდგომის პარალელურად, სპორტულ შარვალზე, ნატალის ნასროლი მაისური გადაიცვა მამაკაცმა -ნუთუ მიტაცებ? -ჰო, გიტაცებ . . . შენი გაუპატიურება მაქვს გეგმაში -საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი. თუ გინდა ეგ აქვე და ახლავე გააკეთე -სარკესთან მდგომს, უკნიდან მიეხუტა და კისრის არეალი ხარბად დაუკოცნა. აუტანლად ესიამოვნა იმის შეგრძნება, თუ როგორ ძლიერად იმოქმედა მისმა შეხებამ გოგონას კანსა თუ სუნთქვაზე. -არა, მირჩევნია ოცდაოთხი საათის მანძილზე ამ სახლიდან შორს გაგიტაცო -როგორც კი ცოტათი აზრზე მოსვლა შეძლო, ენის ბორძიკით გაუწია წინააღმდეგობა მან. -მაშინ მითხარი, სად მივდივართ? პასუხი მხოლოდ რამდენიმე წამს დააყოვნა ნატალიმ, მერე კი სებესკენ მოტრიალდა, ტუჩები ყურთან მიუახლოვა და ჩუმად ჩასჩურჩულა: -მაგას არ აქვს მნიშვნელობა . . . მთავარი ისაა, რომ სადაც მივდივართ, იქ მხოლოდ მე და შენ ვიქნებით . . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.