ანუ მე შენ არასოდეს მიგატოვებ VI
ჯერ გავშტერდი, ტვინი ვერ აღიქვამდა რა ხდებოდა, დაღლაც ნამდვილად არ მიწყობდა ხელს საღად აზროვნებაში, მაგრამ რამდენიმე წამში გამოვფხიზლდი და მთლიანად შევიგრძენი სიტუაციის სიმძიმე... ახლა რომ გიოს რაიმე მოუვიდეს დამნაშავე მე ვიქნები, ჩემს გამო დაემართა მას ეს ყველაფერი... ჩემი გადარჩენა უნდოდა და თავი გასწირა... -ნინი მოკეტე!- საკუთარ თავს ვუყვირე. მაშინვე სამზარეულოში გავედი და ცივი წყლით ავავსე ჭიქა, მისაღებში დაბრუნებულმა გიოს შევასხი. წამწამები ოდნავ აუთრთოლდა, მაგრამ თვალები არ გაახილა მაინც. ერთად ერთი გზა მრჩებოდა, ამიტომ მთელი ძალით გავარტყი ხელი, მაშინვე გაახილა თვალები და სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი ინსტინქტურად ხელი ასწია პასუხის გასაცემად, მაგრამ ტკივილისაგან ამოიკვნესა და ისევ დაუშვა. -რა მჭირს?- მკითხა ხმადაბლა. -მხარში ხარ დაჭრილი,- ვუთხარი ჩემდა გასაოცრად მშვიდად. -ჯანდაბა, მაინც მომარტყეს, ოხ მე მაგათი...- მარცხენა წარბი ავწიე და ტუჩები მოვკუმე, მიხვდა და გაჩუმდა, ალბათ გულში დაამთავრა მათი ‘’ლოცვა’’. -გიო ექიმი გჭირდება. -კი, ექიმი და კარგი საკვები, მაგრამ ამას აქ ვერავინ მოგვართმევს, ამიტომ საკუთარი ძალებით უნდა ვიმოქმედოთ. -საკუთარი ძალებით?- ისევ ვიკითხე, იმედი მქონდა რომ მომესმა. -ნინი ორჯერ გამეორების თავი არ მაქვს. -კარგი,- ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე. პანიკებს მერეც მოვასწრებ, ახლა გიოს უნდა მივხედო. -ახლა მე ოდნავ ავიწევი და ნახე ჭრილობა გამჭოლია თუ არა. ეჭვი მაქვს რომ არა, იმიტომ რომ ძალიან მეწვის. -და თუ არ არის...- დავეკითხე ეჭვით. გიომ თავი დამიქნია, სწორად მივუხვდით ერთმანეთს სათქმელს. ოდნავ აიწია, მე მხარზე გადავწიე მისი პერანგი და ღრმად ამოვისუნთქე... გამჭოლი ჭრილობა არ ჰქონდა. მან ისევ ზუსტად გაიგო ჩემი ჟესტი. -ნინი გადი სამზარეულოში და მოძებნე დანა, სპირტი და რაიმე სახვევი. -ანუ ოპერაციას ვაკეთებთ სახლის პირობებში?- უადგილო ადგილასა და უდროო დროს ამიტყდა სიცილი, მაგრამ გიოს მზერამ დამამშვიდა, საწყალს არ ეცინებოდა.- ორი წუთით დამელოდე. დავტოვე გიო და მე სამზარეულოში გავედი. ჯერ ზედა თარო გამოვაღე და მაშინვე გამიმართლა, ქალის სააბაზანოს ნივთები იყო, შესაბამისად იქ ვიპოვე ერთჯერადი ხელთათმანი, ბამბა და პინცეტი, რომელიც დანაზე უკეთ დამეხმარებოდა ტყვიის ამოღებაში. ამის გაფიქრებაზე გამაჟრჟოლა, მაგრამ სინდისი მაწუხებდა... გიო ჩემს გამო იტანჯება, ჩემს გამო სტკივა მას, ასე რომ თავი ხელში უნდა ავიყვანო. სათითაოდ გამოვაღე ყველა უჯრა და რამდენიმე სასარგებლო ნივთი ვიპოვე, საბოლოოდ გიოსთან დახუნძლული მივედი. -ეს რა არის?- მკითხა გაოცებულმა, როდესაც ბრენდის ბოთლი დავაკავე ხელში. -შენი ანესთეზია,- გავუღიმე და ბოთლს თავი მოვხსენი. გიო ჯერ დაიბნა, მერე სახე გაუნათდა და ბოთლი მოიყუდა.- გიო ბევრი არ მოგივიდეს, ოპერაციის მერე მეც დამჭირდება, ასე რომ ცოტა დამიტოვე. -აქ მე ვარ პაციენტი, ასე რომ ნუ მეცილები.- პატარა ბავშვივით გაჭირვეულდა. -გიო ნუ ღორობ,- ენა გამოვუყავი და ჩემი აღმოჩენილი ნივთები ვაჩვენე: პინცეტი, ბამბა, სპირტი, სამედიცინო წყალბადის ზეჟანგი (ე.წ. ‘’პერეკისი’’), ერთჯერადი ხელთათმანი, რომელსაც თმების შესაღებად იყენებენ ქალები, სახვევი და დიდი ხის კოვზი. -ნინი ყველაფერი გადაგებია, პინცეტიც კი, მაგრამ ეს ხის კოვზი რად გინდა?- მკითხა ცოტა დაბნეულმა პაციენტმა. -შენ რა მარტო ამ ანესთეზიის იმედად აპირებ ყოფნას? თუ გინდა, რომ უახლოეს დასახლებაში ყველამ გაიგოს შენი ყვირილი? -ანუ ეს... ჯანდაბა, შენ ძალიან გიყვარს ფილმები ხომ?- ისეთი სახით მკითხა, რომ სიცილი ვერ შევიკავე და მიუხედავად ტკივილისა, გიოსაც გაეცინა. -მოკლედ ეს შენ,- კოვზი პირში ჩავუდევი და ბოთლი გამოვართვი. დავეხმარე პერანგის გახდაში (პირველად ვეხმარებოდი ბიჭს გახდაში და იყო ამაში რაღაც საშინლად არასწორი, მაგრამ ამაზე საფიქრალი დრო არ იყო), მერე პინცეტის სტერილიზება დავიწყე, როდესაც დავამთავრე გიოს მივუბრუნდი და გამამხნევებლად გავუღიმე,- გიო, ცოტა მოითმინე და ყველაფერი მალე დამთავრდება. ღრუბელით და თბილი წყლით ჭრილობა მოვბანე, მერე სპირტით დავუმუშავე გარშემო, როგორც სჩანს ჭრილობაზეც მოხვდა და სახეზე საშინელი ტანჯვა გამოესახა: -ბოდიში... ბოდიში გიო...ბოდიში,- მაშინვე დავიწყე პატიების თხოვნა, მაგრამ გიომ თვალებით მიბრძანა გაგრძელება. ამის მერე უკან დახევა აღარ შემეძლო, ამიტომ დეზინფიცირებული პინცეტით მოვძებნე ჭრილობაში ტყვია და სწრაფი მოძრაობით ამოვაცალე, მერე კი წყალბადის ზეჟანგი ჩავასხი და გაოცებული ვუყურებდი როგორ აქაფდა სისხლი ხსნართან ერთად. ეს ერთად ერთი საშუალება მქონდა, სწორედ ამიტომ გავრისკე მისი გამოყენება, მაგრამ მის ეფექტურობაში დარწმუნებული არ ვიყავი. მაგრამ შედეგმა იმედები არ გამიცრუა, არ მოველოდი ასეთი ეფექტური თუ გამოდგებოდა, სისხლის დენა შეწყდა, გიომ კი უკვე დაღეჭილი ხის კოვზი პირიდან გამოიღო, ჯანმრთელი ხელით ბრენდის ბოთლი აიღო, სუსტი ხმით მითხრა მადლობა და თითქმის სავსე ბოთლი ნახევრამდე დაიყვანა. მე ჭრილობა გადავუხვიე. ამის მერე დიდხანს არ მიცდია, ბოთლი ხელიდან გამოვტაცე და მოვიყუდე, მაგრამ რამდენიმე წამში, როდესაც ბრენდის სიმწარე ვიგრძენი პირში, მოვიშორე და ხველა ამიტყდა. გიო გადაბჟირდა, მან არ იცოდა, რომ ეს ჩემი და ალკოჰოლის პირველი ნაცნობობა იყო. -როგორ ხარ?- მკითხა გიომ. -რომ გითხრა კარგადთქო, დამიჯერებ?- კითხვაზე კითხვით ვუპასუხე. -არა,- გაეცინა.- მოდი აქ,- ხელით მანიშნა თავის გვერდით. მე ხელთათმანები მოვიხსენი და გვერდით მივუწექი, უკვე რამდენიმე წუთში დაღლილობამ და ემოციებმა თავისი ჰქნეს და გავითიშე. დილას თავის ტკივილმა გამაღვიძა. გიოს გათიშულს ეძინა. თავი გავინთავისუფლე მისი მკლავების ტყვეობისაგან (სასიამოვნო ტყვეობისაგან, პირველად დავიჭირე თავი ამ აზრზე, რომ გიოს შეხება ძალიან მომწონდა) და აბაზანაში გავედი. შხაპი მივიღე და საბოლოოდ გამოვფხიზლდი, მერე ერთ-ერთ ოთახში მამაკაცის სპორტული მაისური ვნახე და ის გადავიცვი, რადგან მე რაც მეცვა, ყველაფერი გავრეცხე. გიოს მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე ცოტა ერთი დღე მაინც მოგვიწევს აქ დარჩენა, ე.ი. რაიმე უნდა მოვძებნო საჭმელი... საკუჭნაოში შევედი, შუქი ავანთე და სიხარულისაგან ტაშს შემოვკარი - მჭადის ფქვილი და ბრინჯი ვნახე. -მადლობა,- მთელი გულით ვუთხარი აბსტრაქტულ სახლის მეპატრონეს და ფქვილი გამოვიტანე სამზარეულოში. მაშინვე ჩავზილე, ტაფაზე ცოტა ზეთიც დავასხი და მჭადი დავაკარი. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ საშინელი მზარეული ვარ, ამიტომაც მჭადს ოვალის ნაცვლად მრავალკუთხედის გაურკვეველი ფორმა ჰქონდა. მაგრამ მთავარია გემრიელი იყოს, სხვა მაინც არაფერი გვაქვს საჭმელი, ამიტომ გიოს მოუწევს ამით დაკმაყოფილება. -მგონი სამოთხეში ვარ,- გავიგე ზურგს უკან ხმა. შევკრთი, მაგრამ მისი თბილი ხელის შეხება ვიგრძენი და დავმშვიდდი. -სამოთხეში რატომ? -შენ, სიმპატიურ და მოკლე მაისურში გაზთან დგახარ და საჭმელს მიმზადებ. -შენს ადგილას ბევრს არ ვიოცნებებდი,- ვუთხარი და მისი ხელი უხეშად მოვიშორე. არ ვიცი ეს უხეშობა რამ გამოიწვია, ალბათ უფრო თავდაცვა იყო... დაცვა საკუთარი თავისაგან. გიოს გაეცინა და მომშორდა. -რა გვაქვს საუზმედ?- მკითხა ისე, თითქოს ჩემი ბოლო სიტყვები არც კი გაეგოს. -მჭადი. -ხუმრობ თუ...?- ისე გადავხედე, რომ გაჩუმდა. ნუთუ სუნი მაინც ვერ იგრძნო? ან ნუთუ ისეთი საშინელება გავაკეთე, რომ სუნითც კი ვერ მიხვდა გიო რას ვამზადებ? ცუდად მაქვს საქმე, თუ ასეთი საზიზღრობაა მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ მისი ყბიდან... უცებ გავშტერდი, მთელი ცხოვრება გიოსთან ყოფნის პერსპექტივამ მომხიბლა. -ასე ჯდომას გირჩევნია თეფშები მაინც გამოიტანო,- დავუბრიალე თვალები. გაოცებულმა გიომ მაშინვე შეასრულა ჩემი მოთხოვნა.- ახლა მიდი და ხელები დაიბანე,- კიდევ უარესად დაბნეული გიო ონკანთან მივიდა და წყალი გამოუშვა. ნატკენი ხელის მოძრაობა უჭირდა, მაგრამ მაინც დაიბანა და ისევ მაგიდასთან დაბრუნდა, სადაც მას უკვე ელოდა ცხელი მჭადები. ფორმა რომ დაინახა ცოტა შეცბა და ეჭვის თვალით გადმომხედა. -ჭამე, ნუ გეშინია, არ მოიწამლები,- ვუთხარი მხნედ, მაგრამ მეც არ მჯეროდა ამის. მაინც გარისკა, გადაიღო და უკბიჩა. -გემრიელია,- მითხრა ღიმილით და მეორე უკვე მადიანად ჩაკბიჭა. -არ მოგწამლა?- ვკითხე ირონიულად. -არა,- გააქნია თავი. -შენ კიდევ გეშინოდა,- ვუთხარი და მეც გემრიელად ჩავკბიჩე ჩემი ნახელავი. მართლა გემრიელი იყო, მერე რა რომ უფორმო გამოვიდა? მთავარია რომ გემრიელია. -არაფრისაც არ მეშინოდა.- მითხრა გიომ და მორიგი მჭადი გადასანსლა. როდესაც დავამთავრეთ ჭამა, თეფშები დავრეცხე და თავის ადგილას დავაბრუნე, მერე კი გიოსთან მივედი და წამოდგომაში დავეხმარე: -ხომ არ გტკივა გიო?- ხმაში სინაზე ვერ დავმალე. -არა, არ მტკივა.- მითხრა, მაგრამ მისი თვალები სულ სხვა რაიმეს მეუბნებოდნენ, ამიტომ რაც შემეძლო ნაზად მოვხვიე ხელი და ასე გავედით მისაღებში. -რა გავაკეთოთ?- ვიკითხე როდესაც დივანზე დავსხედით. გიოს გაეცინა: -ამ კითხვაზე მე მარტო ერთი პასუხი მაქვს,- მითხრა და თვალი ჩამიკრა. -რა პასუხი?- ვერ მივხვდი. თავით მანიშნა და მარტო მაშინ დავიდა ჩემს ტვინამდე რაც იგულისხმა,- დეგენერატო,- მაშინვე მოვიშორე უხეშად მისი ხელი და წამოდგომა ვცადე, მაგრამ გიომ დამიჭირა. -გეხუმრე.- მე მთელი ძალით ვცდილბდი თავის დახსნას.- ნინი გაჩერდი,- მისმა ტონმა მიძულა გავჩერებულიყავი, მასში ისმოდა ბრძანებაც და მუდარაც.- ეს ხუმრობა იყო, უაზრო ხუმრობა. მოდი კარტი ვითამაშოთ, მაგიდაზე ვნახე, გინდა?- მკითხა ღიმილით. მეც თავი ვეღარ შევიკავე და დავთანხმდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.