უშვილობა - განაჩენი სიყვარულისთვის
-ბავშვის გაჩენის შემთხვევაში დაიღუპებით - ესმის ექიმის უიმედო სიტყვები, მზერას კარებისკენ აპარებს და შეშინებული სკამიდან დგება. თავი სევდიანი მელოდრამის მთავარი პერსონაჟი ჰგონია... რა იქნება მერე ?- იწყებს ფიქრს, მაგრამ მალევე წყვეტს, რადგან პერსონაჟი სიუჟეტს ტოვებს. ეღვიძება... 20 წლის მერე -ელა, ძალიან ლამაზი ხარ - სიყვარულით უმზერს მეუღლე, ახდენილი ნამდვილი სიყვარული, რომელსაც ძალიან დიდ ხანს ეძებდა. -სილამაზე, რომელიც ვერ გამრავლდება -სევდიანი ხმით პასუხობს გოგონა. -ნუ იწყებ პანიკას, გთხოვ. -არა, ეს უბრალოდ რეალობაა - თვალებზე ცრემლები ადგება და ოთახიდან გადის. მასაც ხომ ძალიან უნდოდა ყოფილიყო ახალგაზრდა დედა, საკუთარი სიცოცხლისთვის ახალი შანსი მიეცა სხვა არსებისთვის სუნთქვის ჩუქებით, მაგრამ კაცი ბჭობს და ღმერთი იცინისო, ხომ გაგიგონიათ ? ეგონა, რომ ცხოვრებაში საკმაოდ იღბლიანი იყო, მიუხედავად მრავალი სირთულისა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ შემოუბრუნდა. თვეების განმავლობაში უშვილობის პრობლემა საკუთარი თავის ბრალი ეგონა მანამ, სანამ ერთ დილას ალექსანდრემ, მისმა ცხოვრების აზრმა, ახალი ამბავი არ მოუტანა; -უშვილო ვარ... -ანუ დედა ვერასდროს გავხდები ? - ბავშვობის სიზმარი ახსენდება. სოციალურ ქსელში შედის და ხედავს მრავალ ახალგაზრდა მშობელს, გარეთ ძაღლს ასეირნებს და უყურებს სხვის პატარა გოგონებს. გული უკვდება და ახსენდება ალექსანდრესთან ბოლო საღამოს დიალოგი. -თურქეთში ვცადოთ მკურნალობა ... -მერე ძვირი არააა, ან დრო არ უნდა ? ისევ ასეთი ახალგაზრდა აღარ ვიქნები .. როდის დავაგროვებთ მაგდენ ფულს ? მთელი დანაზოგით თბილისის არც ისე ცნობილ უბანში ბინა იყიდეს, შემდეგ ელამ სამსახური დაკარგა და სრულიად უიმედო სიტუაციაში აღმოჩნდა; აქამდე იმედი ჰქონდა, რომ ინვიტრო განაყოფიერებას გაიკეთებდა, მაგრამ ახლა ? ახლა აღარ იცის, რა იქნება მომავალში და საკუთარ სიცოცხლეს მძიმე ტვირთად აღიქვამს, რომელიც დედამიწას ცალი ხელით ჩასჭიდებია. ცხოვრების ყველანაირ ხალისს კარგავს, თითოეული ჯაჭვი, რომელიც მასთან აკავშირებს ნელ-ნელა სუსტდება და გაქრობას იწყებს. არსებობის სიმძიმისგან დაღლილი ქმრის მიმართ სრულიად ცივდება. ყველა იმას ეკითხება, რამდენი ხანია რაც ოჯახი შექმნა; -ჩემი მეზობელი ამ ზაფხულს დაქორწინდა და ახლა უკვე იმხელა მუცელი აქვს.... ან -ბავშვზე არ მუშაობთ ? ჩემი შვილიშვილი უკვე 2 წლის ხდება და სხვა მრავალი, გოგონა ძალიან იღლება. 1 წლის შემდეგ -მაპატიე, სუსტი აღმოვჩნდი - ცრემლები ადგება ელას. -არა, მე მაპატიე - პასუხობს უკვე ყოფილი ქმარი. ემშვიდობებიან და ელა აეროპორტისკენ მიდის, წინ დიდი მოგზაურობა ელოდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.