შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაცი აივანზე


23-03-2023, 17:51
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 963

ყველა ადამიანი საკუთარ თავს სამყაროში სხადასხვანაირად გამოხატავს, ყველას განსხვავებულად მაცქერალი თვალი აქვს. ზოგნი მხოლოდ თავის თავს ხედავენ, გარშემო მაყურებელ თვალს იბრმავებენ, პირზე ბეკეკებივით მხოლოდ „მე“ აკერიათ, ასეთი ადამინების ცხოვრება, მეტად მდარეა არაფრით მოცული, ემოციებსა და განცდებს მოკლებული, მათში ადამიანური ინსტიქტები ნაკლებადაა არც ინტერესები აქვთ. ზოგის თვალი, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, მხოლოდ საკუთარი შვილისთვის იყურება, თავისი დაბრმავებული აქვს, სამყაროს იქით მიყვება საითაც მისი შვილისთვის იქნება უკეთესი, ეს დედობრივი ინსტიქტიცაა, ალბათ ასეა, როცა ხდები ნაწილი პატარა სიცოცხლის არსებობისა, იქ საკუთარ თავზე ფიქრი მთავრდება რჩება მხოლოდ ის შენი ნაწილი, რომელიც ამ ქვეყნად დააბიჯებს და თუგინდ სიცოცხლე დაგჭირდეს მისთვის, არც ამ უკანასკნელის გაღებას შეუშინდები. ზოგიც უფრო შორსმხედველი თვალით იყურება, ყველაფერს ედება, ყველაფერში საკუთარ ნაწილს პოულობს. ასეთი ადამიანების სიცოცხლე მხოლოდ ერთი არაა, სიკვდილის შემდეგაც კი ისინი ფიზიკურად კვდებიან, ასეთი ადამიანები სამყაროდან არ ქრებიან, ყოველთვის შეძლებთ მათ პოვნას იქ სადაც ყველაზე მეტად არის მათი ადგილი. უცნობი ადამიანების თვალებში, მოყოლილ ისტორიებში, ფურცლის კუთხეში კალმით მიდღაბნილ წარწერაში, დაწერილ წიგნსა თუ დახატულ ნახატში. აი ასე, შორს მაცქირალი თვალების მქონე ადამიანები უკვდავები არიან, იმ თვალებით, რომლებიც ამ სამყაროს არასოდეს ეკუთვნოდა.
ქუჩაში სეირნობა მიყვარს, ხალხით გავსებულ პატარა ბილიკს დიდი ბეტონის კონსტუქციებისკენ მივუყვები, ადამინებს შორის გზის გაკვალვას უშედეგოდ ვცდილობ, ზედმეტად ბევრი ხალხია. უზარმაზარი შენობების ჩუქურთმებს თვალს ვაყოლებ, უკნიდან დამეჯახნენ... „-გოგონი ფეხი გადაადგი ან გაგვატარე“ უკმეხად მომიგდო ქალმა სიტყვები, გამწყრალი მზერაც მესროლა და წამში გაეცალა ადგილს. ბრბოს გავშორდი, ქუჩის კუთხეში მარჯვნივ შევუხვიე, თურმე სამყაროში იმაზე მეტი ადამიანია ვიდრე წარმომედგინა. ყველა ადამიანი თავისი ისტორიით დადის, თავისი ფიქრებით, რომლის წაკითხვაც ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ადამიანებს ვუყურებ და ვხედავ რა სურთ მათ... ბედნიერება, ერთი მარტივი რამ, რაც ყველაზე რთულად მოსაპოვებელია. უზარმაზარი მდოგვისფრად შეღებილი კორპუსის აივნიდან ბაბუა იყურებოდა, ასე 70 წლამდე იქნებოდა, სიბერისგან თმა შეჭაღარავებოდა, სპორტულებში გამოწყობილი უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, პერიოდულად ჩერდებოდა, აივნის საყრდენს მარჯვენა ხელის იდაყვს აყრდნობდა, ხელის მტევანში საკუთარ ნიკაპს ათავსება, ერთს ღრმად ამოისუნთქავდა, მერე ფიქრებში უჩინარდებოდა, დიდი ხანი რაღაცაზე მთელი თავისი არსებით ფიქრობდა, შეიძლება სიყვარულზე, ანდაც სიკვდილზე, ვიმედოვნებ მისი დანაღვლიანების მიზეზი მიუწვდომელი სიყვარული იყო და არა სიკვდილი, ზედმეტად კეთილი ჩანდა საიმისოდ, რომ სიცოცხლეს დამშვიდობებოდა. ფიქრს, რომ მორჩა წელში გაიმართა, მზის თბილი სხივები უკანასკნელად შეგრძნო და ოთახიდან ლამაზი ქოთნებით ყვავილების გამოზიდვა დაიწყო, უცებადად საუბარიც გავიგე თავიდან ვიფიქრე გაგიჟდა მეთქი, მერე კარგად მივუყურადე, სულაც არ იყო გიჟი ყვავილებს ესაუბრებოდა:
„ თქვენც ჩემსავით მარტო ხართ, მხოლოდ თქვენ დამრჩით, ხანდახან ვფიქრობ თქვენც, რომ არა ალბათ დიდი ხნის წინ გავგიჟდებოდი, წლებია ჩემს ფიქრებს უსმენთ, მგონი დაბრძენდით კიდეც...“
ბაბუა ერთ-ერთი ქოთნისკენ გადაიხარა, ვარდისფრად მოყვავილე ყვავილს ნაზი ხელის მოძრაობით შეეხო, მერე ზურგი აქცია. ამჯერად ყვითლად მოყვავილე ყვავილს მიუბრუნდა.
„ შენ ბოლო ყვავილი იყავი, რომელიც ლიზამ სახლში მოიტანა, შვილივით უყვარდი, მშურდა თქვენთან უფრო მეტ დროს რომ ატარებდა ვიდრე ჩემთან, ვუბრაზდებოდი ყვავილებს რას ელაპარაკები შენი არც კი ესმით მეთქი, ახლა მე ვზივარ და მე გესაუბრებით.“
ჩაიცინა, თვალთან მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად შეიშრო, ლამაზფრად აყვავებული ყვავილების შუაში ჩადგა, თასით წყალს დასწვდა, ნელ-ნელა მიწას ნამავდა.
„ ვიცი, რომ ჩემი გესმით, უფრო მეტად ვიდრე სხვა დანარჩენს, ლამაზები ხართ, სიცოცხლით სავსეები, ჩემს მერე თქვენც მალევე დაჭკნებით, აღარავინ მოგივლით, აღარავინ დაგელაპარაკებათ, მოფერებითაც არავინ მოგეფერებათ, მერე რაღა გეშველებათ... ჩემო საბრალოებო“
ბოლო მზერა აჩუქა ბაბუამ ყვავილებს და აივნის კარში გაუჩინარდა. მაშინვე დრო ვიხელთე, ჩანთიდან საშუალო ზომის ფოტოაპარატი ამოვაძვრინე და ფოტოების გადაღებას შევუდექი, წერის დრო რომ მოდიოდა ფოტოებს დავცქეროდი, ყველა მომენტს ვიხსენებდი, ყველა გრძნობას რასაც ფოტოს გადაღების მომენტში ვგრძნობდი, ასე ბევრად მარტივი იყო, იმ ყველაფერზე წერა რასაც კონკრეტულ მომენტში ვხედავდი. უკვე ისტორიის სახელიც მოფიქრებული მქონდა „კაცი აივანზე“ წარმოსახვაში მოკლე მონახაზს ვწერდი, თან მეღიმებოდა... უცებადმა შეძახილმა დამაფრთხო:
-ეი შენ, მანდ... რას აკეთებ?! -მოულოდნელად აივნის კარებში ჭაღარანარევი ბაბუა თავისი უზომოდ მეტყველი დაბერებული თვალებით გამოჩნდა, ოდნავ ხრიწიანი ხმით შემომყვირა. ფოტოაპარატი ხმაურიანად დაეცა ასფალტზე, მსხვრევის ხმამ გონს მომიყვანა, უმალ აპარატს დავუწყე თვალიერება.
-გოგონი ხმა ამოიღე... ეს კერძო საკუთრებაა გადაღების უფლება ვისგან ითხოვე?! -ჩემს წინ მდგარ ბაბუას თეთრად შეფერილი წარბები მოეჭმუხნა, ხრიწიანი ხმა კიდევ უფრო გაუმკაცრდა.
-ჯანდაბა ფოტო აპარატი გატყდა... -ელდანაცემივით ვიტაკე მარჯვენა ხელის მტევანი შუბლზე, წინ ჩამოყრილი თმა ხელის ერთი მოძრაობით უკან გადავიწიე.
-კითხვაზე არ გიპასუხია. -თითის აწევით მიყვირა ბაბუამ
-თქვენი ყვავილები მომეწონა... -უხერხულად აღმომხდა.
-ჯერ ნებართვა უნდა გეთხოვა, სხვისი საკუთრებაა!
-ბოდიშით, როგორც წესი მეტად თავაზიანი ვარ ხოლმე. -ყურზე მორცხვად გადავიწიე თმა და თავი დამნაშავესავით ჩავქინდრე. რამდენიმე წუთი მოხუცი კაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, მთლიანად შემისწავლიდა, დარწმუნებული ვარ დასკვნებიც კი გამოიტანა, ვინ ვიყავი და მისი ყვავილებისგან რა მსურდა.
-აქამდე ჩემი ყვავილებით ასე არავინ დაინტერესებულა. -ბრაზისგან შეკრული წარბები გახსნა, სახეზე ღიმილი გადაეფინა.
-ძალიან ლამაზებია. -გატეხილი ფოტოაპარატი ჩანთაში მოვათავსე.
-თუ ნებას მომცემ ყავით გაგიმასპინძლდები... -ცოტახნიანი ფიქრის შემდეგ სიფრთხილით მკითხა კეთილთვალება ბაბუამ.
-თუ არ შეგაწუხებთ. -ღიმილით ვუპასუხე. ბევრი არც მიფიქრია, ახალი ისტორიისთვის საინტერესო პერსონაჟს ვეძებდი, ასე აღმოვჩნდი სრულიად უცნობი, მოგვიანებით კი ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანის სახლში.
დიდი ყავისფერი რკინის კარები, რომელსაც საღებავი ალაგ-ალაგ ამძვრალი ქონდა მძიმედ გამიღო მოხუცმა. სახლში შემიპატიჟა, კოლიდორის გავლით მისაღებში შემიძღვა, ოთხივე კედელზე ულამაზესი ქალბატონის სურათები ეკიდა, გამოყვანილი სახე, ცისფერი თვალები, რიჟა. ულამაზესი ქალბატონი ოთხივე კედლიდან განსხვავებული რაკურსით დამცქეროდა.
-როგორ ყავას მიირთმევთ? -ისე გავიდა ბაბუა ოთახიდან ფოტოების თვალიერებაში ვერც კი შევნიშნე.
-როგორსაც თქვენ. -ნაჩქარევად დავუბრუნე პასუხი, ძველებური კომოდის თავზე შემოდებულ სურათს მივუბრუნდი, პატარა ბავშვის ფოტო იყო, იმ ქალს გავდა კედლებიდან, ცისფერი თვალებითა და ღია ფერის თმით.
-საბა... -სამზარეულოს გამოსასვლელიდან სანდომიანი ბაბუას ხმა გაისმა.
-უკაცრავად -სწრაფადვე დავაბრუნე ფოტოსურათი თავის ადგილზე.
-საბაა, ჩემი შვილი. -მადუღარიდან ყავა ლამაზ ასევე ძველებური სტილის ფინჯნებში ჩაასხა და ხელით მანიშნა ჩამოჯექიო.
-ძალიან ლამაზი შვილი გყავთ. -ღიმილით ვუპასუხე, ფინჯნიდან ყავა მოვსვი, ენა დამწვა... -ახლა სადაა საბა? -ინტერესით ვკითხე ბაბუს და ყავის ფინჯანი თავისსავე თეფშს დავუბრუნე.
-ყველგან... -რამდენიმე წამით პაუზა აიღო, სახლის თვალიერება დაიწყო. -ყველაფერში რასაც ეხები, მაგ ფინჯანშიც კი, ყველაზე მეტად კი იმ დივანზე შენს უკან, რომ დგას. -თვალთან მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა, პატარა ვარდისფერი დივნისკენ გამახედა ზედ თეთრი გადასაფარებელი ეფარა ალაგ-ალაგ ვარდისფერი ყვავილებით მოქარგული. ცნობისმოყვარედ შევხედე ნაღვლიან თვალებში ბაბუას.
-მე და ჩემს მეუღლეს შვილი დიდი ხანი არ გვყავდა, ძალიან დიდი ხანი მხოლოდ ამას ვნატრობდით, ბევრს ქვეყანაში იყო ლიზა სამკურნალოდ, ბოლოს გავიგეთ, რომ შვილი გვეყოლებოდა, ცხრა თვიანი ლოდინის მერე გაჩნდა საბა, რომელიც დაბადებიდან ორ თვეში დაიღუპა. -ცრემლნარევი ღიმილით გამიღიმა და საუბარი განაგრძო. -თანდაყოლილი გულის მანკი ქონდა, ზუსტად იმ დივანზე დალია სული. ღამით ჩვეულებრივად დავაძინეთ, ლამაზი ზღაპრები მოვუყევით, დილით მკვდარი დაგვხვდა, უსიცოცხლო თვალებით სულმთლად გაყინული მის სხეულს გულში დიდხან ვიკრავდი. მერე მსოფლიოში ყველაზე პატარა ხის კუბოში ჩავაწვინეთ და მიწას მივაბარეთ. ექიმებმა გვითხრეს თავიდანვე რომ გვცოდნოდა შეიძლება მეტ ხანს ეცოცხლაო.
-მე ... ძალიან ვწუხვარ. -ხელი ხელზე მოვკიდე. უსაყვარლესმა ბაბუამ ხელსახოცი გამომიწოდა.
-ნუტირი შვილო, მე დიდი ხანია აღარ ვდარდობ, ძალიან მალე ისევ ვნახავ, შენც ნუ იტირებ.
მოხუცი ბაბუას თვალებში დიდი ხანი ვიყურებოდი, არ ვნაღვლობო მაგრამ ეს ასე სულაც არიყო. რა უფრო კარგი იქნებოდა ის, რომ საბას უფრო დიდხანს ეცოცხლა, უფრო მეტად მიჩვეოდნენ და მერე წასულიყო, თუ ის, რომ ორი თვის შემდეგ დაღუპულიყო, სისულელეა ორივე საშინელი ტრაგედიაა.
-რაზე ჩაფიქრდი? -ბაბუამ გრაფინიდან წყალი დაასხა და გამომიწოდა.
-საინტერესოა დედამიწა ამჯერად ვის მაგივრად ტირის ასე მწარედ. -ორივე თვალიდან ცრემლი სინქრონულად ჩამომცვივდა.
-რას გულისხმობ?
-გარეთ წვიმს, ხმაურიანად, ძლიერად, მტკინვეულად... -ბაბუას შევხედე დაბნეული შემომცქეროდა. -ბავშვობიდან მჯერა, რომ როცა დედამიწა ადამიანების ტკივილით იღლება, მათ მაგივრად იწყებს ტირილს, ჩემთვის წვიმა დედამიწის სინანულის, ტკივილის ცრემლებია, ჩემს მაგივრადაც ბევრჯერ უტირია, მაშინ, როცა საამისოდ ძალა აღარ მქონდა...
-განა ყველა წვიმის წვეთი ერთი ადამიანის გამო ცვივა ციდან?
-ყველა წვეთს თავისი დანიშნულება აქვს, დედამიწაზე თავის კონკრეტულ პატრონს ეცემა. ზოგი წვიმის წვეთი, მხოლოდ სიყვარულით გულნატკენებს ხვდებათ წილათ, ზოგიც მონატრებით დასევდიანებულებს, გაჭირვებით დაღლილებსა და საყვარელი ადამიანის მიწას მიბარებით გულნატკენებს...
-და ჩემი წვეთი რომელიღაა?
-ის რომელსაც ყველაზე მეტად თქვენად მიიჩნევთ, ის რომელიც პირველი დაგეცემათ, რომელსაც საკუთარ ფიქრებს გადასცემთ. -ბაბუას გაეღიმა.
-საინტერესო გოგონა ხარ, სახელი? -ნაუცბადევად მკითხა
-ტაისია.
-მე არჩილი მქვია.
-ბატონო არჩილ, ეს ქალბატონი ფოტოებზე ვინ არის? -მოხუცმა ფოტოებისკენ გაიხედა.
-ლიზა... ჩემი ლიზა.
-ძალიან ლამაზი ქალბატონია, ახლა სადაა? -არჩილმა რამდენი წამით თავი ქვევით ჩაგინდა, თითქოსდა იხსენებდაო ბოლოს სად და როდის ნახა ლიზა.
-წიგნების კითხვა გიყვარს? რაც სახლში შემოხვედი ჩემი კოლექციისთვის თვალი არ მოგიშორებია. -ბატონმა არჩილმა სასაუბრო თემა მაშინვე შეცვალა, სწორადაც შეამჩნია ჩემი ყურადღება მართლაც, რომ მიიპყრო წიგნების უზარმაზარმა სათავსომ რომელიც მთელი კედლის სიგრძეზე იყო გაყოლებული.
-გააჩნია წიგნს, არის პერიოდი როცა კითხვას წერა მირჩევნია, ხან კი პირიქით.
-კარგი წიგნების კითხვა ყველას უყვარს.
-წიგნი კარგი და ცუდი არ არსებობს, არსებობს ცუდი და კარგი მკითხველი.
-როგორ უნდა მიხვდე მკითხველი კარგია თუ ცუდი? -ინტერესით მკითხა არჩილმა და პასუხის მოსასმენად მოემზადა.
-ადრე მეგონა, რომ ყველაზე ცუდი წიგნისგანაც კი შეიძლებოდა გვესწავლა რაღაც, თუმცა ახლა ასე აღარ ვფირქობ. თუ ცუდი მკითხველი ხარ ყველაზე კარგი წიგნისგანაც კი ვერ ისწავლი ვერაფერს, და თუ კარგი მკითხველი ხარ, ყველაზე ცუდად დაწერილ წიგნშიც კი იპოვი ისეთ რამეს, რაც შენთვის საინტერესოა. მწერლისთვის ყველაზე დიდი ფუფუნება ზუსტად ასეთი კარგი მკითხველია.
-გამოდის მაინც არსებობს ცუდად და კარგად დაწერილი წიგნები. -ეშმაკურად გაიღიმა ბატონმა არჩილმა.
-ყველაზე ცუდად დაწერილი წიგნიც კი კარგი მკითხველის თვალით წაკითხული საინტერესო ხდება, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა იმას წიგნი როგორ არის დაწერილი მთავარია როგორ წაიკითხავ.
-და შენ როგორი მკითხველი გყავს?
-მე მკითხველები არმყავს, ისტორიები მაქვს, რომლებსაც ფურცლებზე ვაცოცხლებ, თუმცა ეს ისტორიები მზად არ არიან იმისთვის, რომ სხვებმაც წაიკითხონ.
-გამოდის შენთვის მეც ისტორია ვარ.
-ჩემთვის ყველა საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ისტორიაა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვწერო. -კმაყოფილმა ვუპასუხე, ფეხზე სწრაფად ავდექი, ლიზას სურათის წინ დავდექი.
-ლიზა დიდი ხანია გარდაიცვალა... -რამდენიმე წუთის შემდექ ჩემს გვერდით მდგომმა არჩილმა გამეფებული დუმილი დაარღვია. -ტაისია ოდესმე თუ გყვარებია?
-და რა არის ბატონო არჩილ სიყვარული? გარდა იმ ბანალური რეალობისა რაც ყველამ იცის, მუცელში პეპლები, მღელვარება, შეხება... როდის წყვეტ ვინმე გიყვარს თუ არა, ჩემი აზრით ეს ის გრძნობაა, რომლის ბოლომდე გააზრება თითქმის შეუძლებელია.
-ვინმეს სული თუ გყვარებია?
-დიახ თანაც სიგიჟემდე.
-და თუ შეგძლებია იმ ადამიანის შეხება ვისი სულიც სიგიჟემდე გიყვარდა?
-არა.
-ესეც პასუხი. სადღაც წამიკითხავს ნამდვილი სიყვარული ნიშნავს გიყვარდეს ადამიანის სული ისე, რომ მის სხეულს შეხებული არ იყოო, სრული აბსურდია. სიყვარული სულიერებისა და ფიზიკურობის სინთეზია, ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს, და თუ აქედან მხოლოდ ერთს განიცდი კონკრეტული ადამინის მიმართ არასოდეს თქვა, რომ შეყვარებული ხარ.
-და თქვენ როგორ გიყვარდათ ლიზა?
-ყველანაირი სიყვარულით მიყვარს, რაც კი ამქვეყნად არსებობს: სულით, სხეულით, ინტიმურობით, გონებითა თუ ფიქრებით, განსხვავებულობით, ბავშვურობით, უიმედობით იმედებით, ყველანაირად მიყვარს, მე ის მაშინაც მიყვარდა, როცა ტირილისგან ღონემიხდილს სასაუბრო ძალაც არ ქონდა, დილით თმადასავარცხნი, ზაფხულში სიცხისგან გადაქანცული, მე ის თავის ყველაზე ცუდ დღეებშიც კი მიყვარდა, არასოდეს მბეზრდებოდა, არასოდეს მიჩნდებოდა მასთან თუნდაც ერთი წამით განშორების სურვილი, მერე კი ცხოვრებამ წლობით დაგვაშორა.

ერთი თვის მანძილზე ბატონ არჩილს ყოველ დღე ვსტუმრობდი, ლიზას და საბას საფლავზეც კი წამიყვანა, მათ შუაში მიწაზე საათობით იწვა, ასე თავს მათთან ყველაზე ახლოს ვგრძნობო. უამრავი ისტორია მომიყვა, ბევრი მასწავლა, დამარიგა, ბევრიც ჩემგან ისწავლა, მეხუმრებოდა იმედია შენს ისტორიაში მაინც ვიქნები ცოტათი უფრო იღბლიანიო. ერთ დღესაც მასთან მისულს კარი არავინ გამიღო, ხალიჩაზე პატარა თეთრი კონვერთით წერილი იდო გასაღებთან ერთად:
„ჩემი წასვლის დროა, ტაისია გამიხარდა შენი გაცნობა, იმედია ჩემზე საინტერესო ისტორიას დაწერ...
არჩილი, შენი გულითადი მეგობარი. „
მაშინვე კარი გავაღე და შიგნით შევედი, ყველაფერი ხელუხლებლად ელაგა. მაგიდაზე ერთი ფინჯანი იდო არჩილის საყვარელ ვაშლის პეროგთან ერთად. ახლა უკვე მხოლოდ მე და სახლი ვიყავით, არჩილის ფიქრებით სავსე კედლებში მოვექეცი, აქეთ იქიდან ლიზას თვალები დამცქეროდნენ. ოთახის ცენტრში დავჯექი, ყველა კუთხეს საგულდაგულოს ვუსმენდი, მთელი სახლი არჩილისა და ლიზას ისტორიას თავიდან ბოლომდე მიყვებოდა, ყველა მხრიდან მესმოდა მათი სიცილი, ტირილი, საუბარიც კი... ცარილ თაბახის ფურცელზე ორსიტყვიანი წინადადება დავწერე „კაცი აივანზე“ . ახლა ჩემი ჯერი იყო არჩილი უკვდავად უნდა მექცია,ჩემს ფურცლებზე უნდა გამეცოცხლებინა, ადამანების გონებამდე უნდა მიმეტანა, ყველაფერში დამეტოვებინა მისი ისტორია რაზეც კი ხელი მიმიწვდებოდა, მაგრამ მაინც ყველაზე მეტი არჩილი და ლიზა ჩემში იქნებოდნენ, ჩემთან ერთად ბოლომდე უკვდავები, ჩემს ფურცლებზე ყოველთვის ცოცხლები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent