შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი შესვენება (3 ნაწილი)


30-03-2023, 02:02
ავტორი nestandarejan
ნანახია 4 081

მაკას იმ დღეს თავისი ოთახიდან ცხვირი არ გამოუყვია. შერცხვენილი ადგილს ვერ პოულობდა. როგორ უნდა გაესწორებინა თვალი მაჩაბლისათვის იმის შემდეგ, რაც შეემთხვა…
ცრემლებამდე მისულმა დაურეკა ტასოს, რომ როგორმე ფიქრები გაეფანტა და სირცხვილის შეგრძნებაც ოდნავ მიევიწყებინა.
-ტას, რა ხდება თქვენკენ, კიდევ დილეგში ხარ? რამე სიახლე ხომ არ არის?
-არაფერი მაკო, ისევ ისეა ყველაფერი, ძალიან დავიღალე უკვე, არადა ახლა აქედან გაქცევა და გიგისთან ლაპარაკი ყველაფერზე მეტად მჭირდება…. ზარებზე არ მპასუხობს, არც მესიჯებზე, მგონი, საერთოდ არ აქვს აზრი რამის მცდელობას, არადა ამის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ უკვე, ვგიჟდები ასე მგონია.
-არ იდარდო, მე არ ვიცი მისი ხასიათი, მაგრამ იქნებ დაელოდო სანამ დამშვიდდება? თავი მის ადგილას წარმოიდგინე, ალბათ როგორ ცუდად იყო. საუბარს თუ აიძულებ, კარგი არაფერი მოხდება.
-ვიცი, მართალი ხარ, უბრალოდ ვერ ვისვენებ. შენ როგორა ხარ? სანდრო ხომ კარგად გექცევა?
მაჩაბლის სახელის გაგონებამ თვაწლინ დილანდელი სცენა დაუყენა და მაშინვე ცხელი, მწველი სირცხვილის ნიაღვარი მოაწვა სახესა და სხეულზე. ეგონა, ყველგან მაჩაბლის თვალები მოდებოდა, დეტალურად სწავლობდა, აფასებდა… ამის გააზრებაც კი აგიჟებდა მაკას, რომ უცხო ადამიანმა სრულიად შიშველი იხილა. სრულიად. შიშველი.
-კი, თავზე მევლებიან ეგეც და ანაც. ლევანი რატომ გაბრაზდა მაშინ ისე ძალიან, ტასო? აშკარად გაღიზიანებული ჩანდა სანდროსთან საუბრის დროს.
-არ ვიცი, მაგას ვერაფერს გაუგებ, მაკა. შენი ამბის მერე ხომ მითუმეტეს დანა კბილს არ უხსნის, ძალიან განიცადა და ინერვიულა, მაგის ბრალია ალბათ.
იმ ფაქტის გააზრებამ, რომ ლევან ავალიანმა მის გამო ინერვიულა, ან უბრალოდ მასზე იფიქრა, მაკას სასიამოვნო გრძნობები გაუღვიძა.
-ჩემთვის არ დაურეკავს არცერთხელ, არც აქ მოსულა, -წყენა ვერ შეიაკავა მაკამ, -მაშინ კლინიკაში მოვიდა, ამბები დაატრიალა და სულ ეგ იყო ლევანის მზრუნველობა, ტასო… მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას.
-ძალიან უცნაურად იქცევა, ზოგადად, ეს ბოლო პერიოდი. Არაადეკვატური გახდა. Ნუცას სთხოვა ხელი გუშინ. Ახლა, როცა ასეთ მდგომარეობაში ვართ, რა დროს ეს იყო, რას აკეთებს საერთოდ თავადაც ვერ ხვდება მემგონი. Მამაჩემი გაგიჟდა, გადაირია, მაგრამ ყურიც კი არ გააპარტყუნა.
Მაკას მოულოდნელი ამბის გაგებისგან ჩასუნთქვაც კი დაავიწყდა. Გული უსიამოვნოდ შეუხტა ტასოს სიტყვების გაგონებაზე და ტანში უსიამო ტალღებმაც დაუარა.
-ცოლად? -ძლივს ამოილაპარაკა პირგამომშრალმა, საშინლად მოუნდა ჭიქა წყალი დაელია, მაგრამ ახლა ოთახიდან გასვლის და სანდრო მაჩაბელთან შეხვედრის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. -არ ველოდი…
-არავინ ელოდა, საქმე ისაა, რომ ბედნიერები ამ ამბით მხოლოდ ეკა და ის შტერი გოგო არიან. Დიდად გახარებული არც თვითონ ჩანს, ამას რატომ აკეთებს, თუ არ უნდა, ჩემთვის გაუგებარია.
Მაკას აღარაფერი უთქვამს, ფიქრები სადღაც სიცარიელეში დაურბოდა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ტასო ლევანის გადაწყვეტილებით აღშფოთებულიყო და ენას ვეღარ აჩერებდა, უნდოდა, ყველა გამოელანძღა.

Საღამოხანს, როცა მაკა ნატროშვილი მისაკუთრებულ საწოლზე გულაღმა გაწოლილიყო და ჭერს თვალებდაუხამხამებლად მისშტერებოდა, კარზე ფრთხილად დაუკაკუნეს. Თავიდან იფიქრა, ანა იქნებოდა, მაგრამ ქალს ამ დროს განა რა უნდოდა აქ, თანაც დღეს არ ეცალა მათთან სტუმრობისათვის, ამიტომ ნამდვილად მაჩაბელი იქნებოდა.
Სირცხვილმა გული შეუკუმშა, ყველა გრძნობა ისე განუახლდა, თითქოს ახლაც სანდროს წინ იდგა სრულიად შიშველი და დახუჭული თვალებით ცდილობდა მდგომარეობის სიმძაფრე არ აღექვა.
-მაკა, შიმშილით მოკვდები. Წყალი მაინც არ გინდა? -ყველანაირი ირონიისა და ცინიზმისგან დაცლილი იყო მაჩაბლის ხმა.
-არა, არ მინდა. -ძლივს ამოიკნავლა მაკამ, ეჭვიც კი ეპარებოდა, რომ სანდრო რამის გაგონებას შეძლებდა კარს მიღმა.
-შეიძლება შემოვიდე? -ფრთხილად იკითხა კაცმა.
Სირცხვილმა სახე აუწვა ნატროშვილს, მაგრამ მართლა როდემდე უნდა ყოფილიყო ოთახში გამოკეტილი მძინარე მზეთუნახავივით, რომელსაც არც შია და არც სწყურია და არც საპირფარეშოში უნდება გასვლა.
-შემოდი, -გასაცოდავებულ ხმას ვერსაიდან შემატა ის ძალა, სირცხვილს რომ გადამალავდა.
Მაჩაბელმა კარი ფრთხილად გააღო და ოთახში თვალებზე ხელაფარებული შემოვიდა.
-ჩაცმული ხარ? -სიცილს ძლივს იკავებდა, მაგრამ ძალიან ცდილობდა სანდრო, სერიოზული ხმა ჰქონოდა.
-იცოდე, უკან გაგაგდებ, -სწრაფად გადატრიალდა მაკა და შერცხვენილმა თავი ბალიშში ჩარგო. Ხმამაღლა დაიგმინა შიგ.
-კარგი, რა, -მაკა ვერ ხედავდა, მაგრამ სანდროს ტუჩები შეკავებული ღიმილისგან დაწვრილებოდა და თვალებში ჭინკები უხტოდნენ, როგორც ყოველთვის. -არაფერია სასირცხვილო. Შემომხედე, მაკა.
Საწოლზე ჩამოუჯდა ნატროშვილს, თუმცა ქალი თითქოს ზედ მიაბესო, ადგილიდან ვერ იძვროდა. Ზურგზე ცივი ოფლი ასხამდა და გული გამალებით უძგერდა, თან ბალიშში ჰაერიც აღარ აღწევდა და ცოტაც და გაიგუდებოდა.
-მაკა, ნუ ბავშვობ, გაიგუდები. Გადმოტრიალდი ახლა და დავილაპარაკოთ, თუ გინდა, რა თქმა უნდა. Არ შეიძლება შენთვის შიმშილობა, ანამ რომ გაიგოს, ძალიან ინერვიულებს, იცოდე. -მაქსიმალურად ცდილობდა სანდრო ზედმეტად არ ემანიპულირა ნატროშვილის გრძნობებით, მაგრამ ანას ხსენებამ გაჭრა ბოლოს.
Ქალმა ზლაზვნით წამოწია თავი ბალიშიდან. Ლოყები შეღებვოდა სირცხივლისაგან და სახეზე თმის ღერები წვრილ-წვრილად აქა-იქ მიწებებოდა, თვალებზე ცრემლის თხელი ფენა ჰქონდა გადაკრული, თუმცა კი მხრები შესამჩნევად უცახცახებდა. Საწოლზე ბუდასავით წამოჯდა და ხელები კალთაში დაიკრიფა, ფრჩხილებს ათამაშებდა და სანდროსთვის თვალის გასწორებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. Მაჩაბელი კი მოთმინებით აკვირდებოდა მის თითოეულ მოქმედებას და შესაფერის მომენტს ელოდა, რომ რაიმე ეთქვა.
-მაკა, ასეთ რაღაცაზე მაგდენი ნერვიულობა არ შეიძლება. Არაფერი მომხდარა ისეთი, კარგი? Წამოდი, ჭამე რამე.
-არ მშია.
-შენი მუცლის ხმა მე მესმის და შენ არა? Ადექი.
-იცოდი ცოლად რომ მოჰყავს ლევანს ის გოგო? -თვალი გაუსწორა ძლივს მაკამ. Სანდროს გვერდულად ჩაეცინა.
-მაგაზე ნერვიულობ ანუ? -წარბები მაღლა აზიდა, როგორც სჩვევია ხოლმე.
-არა, არ ვნერვიულობ, უბრალოდ, მაინტერესებდა, იცოდი თუ არა. Და რატომ არ მითხარი გუშინ, თუ იცოდი. -ოდნავ გაბრაზდა ნატროშვილი.
-ჩემი სათქმელი არ იყო, მაკა. Თვითონ გეტყოდა რომელიმე, ნურც ლევანის გამო ინერვიულებ და ნურც იმის გამო, მე რომ გნახე შიშველი. Მე პირადად, საერთოდ არ მანერვიულებს ეგ ფაქტი. Არ გამამეორებინო, ადექი და ჭამე.
-არ მიყვარს ლევანი, როგორც შენ ეგ გგონია! -უკან ძუნძულით გაყვა მაკა. Მუცელი ისე უყიოდა შიმშილისგან, არც იყო დარწმუნებული მაჩაბელს თავის ხმას თუ გააგონებდა.
-ხო, როგორ არა, მე შევციცინებ სულ იმ სულელს თვალებში და მე ვწითლდები, როცა გელაპარაკება. Პირველივე დღიდან გეტყობოდა გრძნობები.
-და ეგ მაინც და მაინც იმას ნიშნავს, რომ ლევანი მიყვარს? Უბრალოდ მისი მზრუნველობა და ყურადღება მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში იმ პერიოდში.
-აუ, მაკა, საერთოდ არ მაინტერესებს შენი სიყვარულის ამბები მაგასთან, რა…-მობეზრებული სახე მიიღო მაჩაბელმა.
-არ მიყვარს-მეთქი! Და შენ თვითონ დაიწყე, პირველად როცა მოროშე ეგ ამბავი.
-ერთი თვის წინანდელ ამბავზე ახლა ბრაზდები? Მოდი, უბრალოდ შიმშილს დავაბრალებ. Ხვალ ანასთან გაგიშვებ ცოტა ხნით, მე სახლში არ ვიქნები და არ მინდა აქ მარტო იყო.
-ვიქნები, რა, არაუშავს. Არ მინდა სხვაგან წასვლა. -პატარა ბავშვივით ამოიწუწუნა მაკამ.
-არა, მაკრინე, არ გავიმეორებ, -ხმა გაიმკაცრა სანდრომ. Მაკა კი ვერ იტანდა, როცა ასე ეძახდა. -მარტო არ დარჩები აქ. Მძღოლი მოვა და წაგიყვანს.
-შენ რატომ არ მოდიხარ?
-ასეა საჭირო და იმიტომ.
-რაც არ უნდა გკითხო ყველაფერზე მაგას მიპასუხებ? Ხომ ხედავ, რომ არსად გავრბივარ და არც არაფერში გეწინააღმდეგები. Რა მოხდება, სიმართლე რომ მითხრა, როცა კითხვას ვსვამ?
-მაკა, ეს ჩემი პირადია, რომელიც შენ არ გეხება. Იმიტომ არ მეწინააღმდეგები, რომ სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს, ასე არ არის? -ცივად მოუჭრა მაჩაბელმა და აშკარად მადადაკარგული ადგა მაგიდიდან.


Მეორე დილით, სანდრო ისე წავიდა, არც კი დამშვიდობებია. Თავისი ხელით მიუხურა მძღოლის კარი და სადარბაზოში მშვიდი, მედიდური ნაბიჯებით შებრუნდა, როგორც ჩვევია ხოლმე. Მაკამ ღრმად ამოიხვნეშა და თავი საზურგეს მიაყრდნო. Მძღოლი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი გახლდათ, რომელიც ხმას არ იღებდა და მთელი ყურადღებით ასრულებდა საკუთარ მოვალეობას. Რა თქმა უნდა, ერთი მანქანით არ მიაბრძანებდნენ მაკა ნატროშვილის მაჩაბლების სახლში, უკან დაცვის მთელი არმია მიჰყვებოდათ. Მათი სახლი ავალიანებისგან დიდად მოშორებით არ იყო, თუმცა არც ახლო ეთქმოდა. Ანა სიხარულით შემოეგება მაკას ჭიშკარში და მონატრებულს მილიონი შეკითხვა დაუსვა ყველაფერზე. Საღამომდე ათას რამეზე ილაპარაკეს, თუმცა სანდროზე კრინტი არც ანას დაუძრავს. Ამ უზარმაზარ, კეთილმოწყობილ სახლში დღის ბოლოს მაინც არაკომფორტულად იგრძნო თავი მაკამ. Ძალიან უნდოდა, მაჩაბელზე რამე გაეგო, ან მალე წასულიყო აქედან მიუხედავად იმისა, რომ ანა ძალას არ იშურებდა სტუმარს თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო.
Ვახშმის დრო რომ მოვიდა, უფროსი მაჩაბელიც დაბრუნდა სამსახურიდან შინ. Პირისპირ მხოლოდ ერთხელ შეხვედროდა მას მაკა ავალიანების რომელიღაც წვეულებაზე, მაშინაც ასეთი სანდომიანი, მოწესრიებული კაცის შთაბეჭდილება დატოვა. Მართალია სანდრო მაჩაბელი ძალიან ჰგავდა მამამისს, თუმცა ხასიათის სხვაობა მათ გარეგნობაშიც აშკარა იყო. Გივი მაჩაბელი სერიოზული, ტლანქი პიროვნება გახლდათ, თავისი ასაკის შესაფერისი მოძრაობისა და საუბრის მანერით, არაფერი ჰქონდა საერთო სანდროს გამჭოლ, დაკვირვებულ გამოხედვასთან, სიანცესთან, რომელიც არასოდეს სჭარბობდა არც უმცროსი მაჩაბლის სერიოზულობას. Მათ შორის სხვაობა შესამჩნევი კი არა, უფრო საგრძნობი იყო. Მაკა ვერ ხვდებოდა, რა უთანხმოება უნდა მომხდარიყო მამა-შვილს შორის წარსულში, თუმცა გაუაზრებლად მაინც სანდრო მაჩაბლის მხარე დაიჭირა გულის სიღრმეში.
-ოხ, ეს რა მშვენიერი სტუმარი გვყოლია? -გაიღიმა კაცმა, თავისი დიპლომატიური ჩანთა დივანზე გამოზომილი მოძრაობით დადო, პიჯაკის ღილი შეიხსნა და მაკას ხელი ჩამოართვა. -როგორა ხარ, მაკა? Გავიგე შენი ამბავი, დამერწმუნე, პოლიცია და საგამომძიებრო ორგანოები აქტიურად მუშაობენ.
-გმადლობთ, კარგად. Იმედია, იპოვიან დამნაშავეს. Არ მინდა, ავალიანების ერთ ოჯახის წევრს მაინც შეემთხვას რაიმე.
-ჩემს ვაჟს კარგად დაუმუშავებიხარ. Წინასწარ არავინ იცის, ვის ერჩოდა თავდამსხმელი, ამიტომ ნუ შეგეშინდება. Იქ თქვენ გარდა უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. -მაკამ პირი გააღო რაღაცის გასაპროტესტებლად, მაგრამ გივიმ მაშინვე შეაწყვეტინა, -წამოდით, ვივახშმოთ, თორემ გაცივდება.
Უმარილო თემების გარდა სხვა არაფერზე უსაუბრიათ სასადილო ოთახში. Ანა ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, შემდეგ დესერტიც მიირთვეს, ყველაფერი კარგად დაწერილი სცენარივით მიდიოდა, როგორც არადამაჯერებელ სერიალებში ხდება ხოლმე, სადაც შეძლებული ოჯახები განსაკუთრებული მოწიწებითა და წესების გათვალისწინებით ურთიერთობენ, მუხლებზე დაფენილი წინსაფრებით ვახშმობენ და ისედაც სუფთა ტუჩებს მაინც იწმენდენ თეთრი ხელსახოცით.

-აქეთ დაწექი, მაკა. Სანდროს ოთახია, მაგრამ აქ დიდი ხანია აღარ მოსულა და არც დარჩენილა. Ჩვენთან ცოტა ახლოს იქნები და რამე რომ დაგჭირდეს, მომიკაკუნე, ჭრილობა თუ აგტკივდა, ან რამე… არ ვიცი, მოკლედ, არ მოგერიდოს. -საოცარი სევდა წვეთავდა ანას ხმიდან და თვალებიდან, თუმცა ძალიან ცდილობდა მაკასთან არაფერი შეემჩნია. Ერთი შვილი ტრაგიკულად დაეღუპა, მეორეს ოჯახთან კონფლიქტის გამო სახლში მოსვლაც არ უნდა. Გული მოეწურა მაკას ანას ცოდვით, თუმცა არაფერი უთქვამს, შეპირდა, რომ აუცილებლად გასძახებდა, რამე თუ დასჭირდებოდა და საწოლში ჩაწვა.
Ინტერნეტში ერთი საათი იბოდიალა. Ხან ტასოს წერდა, ხან მოსწავლეებს სცემდა შეტყობინებებზე პასუხს. Ვერაფრით მოისვენა. Სანდრო მაჩაბლის ამბის გაგების ჭია შეუჩნდა მის მთელ არსებას და ერთი სული ჰქონდა, რაიმე გაეგო მასზე. Მეგობრები რომ ჩაათვალიერა, მაჩაბელი მწვანედ ციმციმებდა, ანუ აქტიური იყო ინტერნეტში, მაგრამ მიწერისგან მაინც თავი შეიკავა მაკამ. Ამ სახლში დაბუდებული მძიმე აურა მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. Აქ ყოფნას ისევ მაჩაბლის ბინაში ყოფილიყო და მისთვის ნერვები მოეშალა კაცს, ის ერჩივნა.
“Რატო არ გძინავს?” მოულოდნელობისგან გული შეუხტა მაკას სანდროსგან რომ მოუვიდა შეტყობინება. Ისე გაუხარდა. Ახლა მაინც დაუსვამდა მილიონ შეკითხვას.
“Ვერ ვიძინებ აქ. Შენ რატომ არ გძინავს?”
“Საქმეები მაქვს. Წამალი ხო დალიე?”
“Მალე დაბრუნდები?” თვითონაც ვერ გაიაზრა მაკამ, ისე დაწერა და გაგზავნა ეს შეტყობინება. Გონება რომ დაძაბა, მიხვდა, რომ არც ისე კარგად ჟღერდა, მაგრამ უკვე ვეღარაფერს გააწყობდა. Მაჩაბელმა წაიკითხა და რაღაცას ბეჭდავდა.
“Ასე მალე ნუ გენატრები”
Ბრაზისგან გული აუჩქარდა მაკას, რა უნდოდა, რატომ ვერ შეაკავა ის მოსატყდომი თითები მის ამბავს რომ კითხულობდა, თავი ბალიშში ჩარგო და დაიღმუვლა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შიგნით დაგროვებული ენერგია რომ ამოეთავისუფლლებინა.
Ტელეფონი გამორთო და თავს დაძინება აიძულა, მაგრამ გამთენიამდე არაფერი გამოუვიდა.

Დრო ძალიან ნელა მიიზლაზნებოდა. Თითქოს წამების ისარს ერთი წერტილიდან მეორემდე მისასვლელად საუკუნე სჭირდებოდა. Ხან ერთი წიგნი გადაშალა წასაკითხად მაჩაბლების ბიბლიოთეკიდან, ხან მეორე, მაგრამ უშედეგოდ. Არაფერი გამოუვიდა. Სანდროს ოთახში აბოდიალდა დღის ბოლოს უსაქმურობისა და მოლოდინისგან ძალაგამოცლილი. Ახლაღა შეამჩნია სარკის გვერდით პატარა კომოდზე ჩარჩოში ჩასმული ფოტო, სადაც სავარაუდოდ თინეიჯერ სანდროს ძმისთვის, რომელიც ანას ძალიან ჰგავდა, ხელი გადაეხვია. Ტატოს სერიოზულად ეჭირა თავი, სანდრო კი ბედნიერი ეშმაკურად იკრიჭებოდა და მარჯვენა ფეხი გაქუცული ფეხბურთის ბურთზე შემოედო. Წვერი ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოკიდებული, ფეხები გაჩხიკული ჰქონდა, ხელებიც ძალიან გამხდარი. Მაკამ უხმო ჩაცინება ვერ შეიკავა. Გული მოეწურა. Როგორ უნდოდა თავადაც ჰყოლოდა და ან ძმა, მაგრამ ისიც რომ გაიაზრა, რომელიმე მათგანიც დედასავით რომ დაეკარგა, ყელი ტკივილმა აუწვა.
Ფოტო თავის ადგილას დააბრუნა. Კარადებში ისევ ეწყო სანდროს ტანსაცმელი და სხვა ნივთები. Ყველაფერი კრიალებდა. Ეტყობოდა, რომ ანა კარგად უვლიდა აქაურობას.
Სანდროსგან ერთი სიტყვაც არ გაუგია გუშინდელის შემდეგ, ის-ის იყო ტელეფონი აიღო ტასოსთან დასარეკად, უცხო ნომერმა რომ გაანათა ტელეფონის ეკრანი.
-გისმენთ?
-აკრიფე ნივთები და ჩამოდი. -მაჩაბელი იყო. Სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან სიხარულისგან და საკუთარი საქციელი რომ გაიაზრა, ისევ უკან დაბრუნდა.
-სად ჩამოვიდე, რომელი ხართ? -ხმის დასერიოზულება და გაკვირვება სცადა, თუმცა აქედან გაქცევის სიხარულს ძლივს მალავდა.
-მაკრინე, დავბრუნდები და დაგტოვებ მანდ იცოდე. -ოდნავ ღიმი შეეპარა ხმაში სანდროს, თუმცა მაკას მაინც დაღლილი მოეჩვენა.
-უი, სანდრო, შენ ხარ? Ახლავე მოვდივარ. -იხტიბარი არ გაიტეხა მაინც და ფაცხა-ფუცხით გაასწორა საწოლი. Ჩანთას, რომლიდანაც არც კი ამოულაგებია ნივთები ხელი დაავლო და მისაღებში გავიდა, სადაც ანა და გივი ტელევიზორს უყურებდნენ უხმოდ.
-რა ხდება, მაკა? Სად მიდიხარ? -მაშინვე წამოხტა ანა ფეხზე. Გივიმაც გაკვირვებული სახით მოიხედა მისკენ.
-იცით, სანდრო დაბრუნდა და გარეთ მელოდება. Წავალ, აღარ შეგაწუხებთ.
-კი მაგრამ შემოსულიყო… -სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ანა. Მაკა უხერხულად აიწურა.
-ვითომ არ იცი შენი შვილის ამბავი, ანა, რომ მოკლა თავის დაფასებას არ მოეშვება. -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გივიმ და ადგილიდან არ დაძრულა.
-ნახვამდის და მადლობა. -დაემშვიდობა უფროს მაჩაბელს გასვლის წინ და ანასთან ერთად გავიდა ეზოში.
-დარჩენილიყავი ამაღამ, ან ის რას მოქროდა ამხელა გზიდან ასეთ დროს… -ჩაილაპარაკა ანამ და ხელიდან ჩანთის გამორთმევა სცადა,თუმცა მაკამ არ დაანება.
-საიდან? -სწრაფად ჩაავლო კითხვა მაკამ მისთვის საინტერესო ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ წამოსცდა.
-ბათუმიდან, ოღონდ არ უთხრა, რომ გითხარი. Მაგას სულ რაღაც საქმე აქვს და არ ამბობს, რომ გაიგოს, რამე წამომცდა, იმასაც აღარ მეტყვის, რასაც მეუბნება.
Ჭიშკარი გამოაღო თუ არა მანქანაზე მიყრდნობილი მაჩაბელი რომ დაინახა, თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ჩახუტებოდა. Ძალიან დაღლილი სახე კი ჰქონდა, მაგრამ მაინც თავისებურად იღიმოდა, როგორც ჩვეოდა ხოლმე. Მაკამ მთელი ძალა დაატანა ტუჩებს, რომ თავადაც არ გაქცეოდა ღიმილი სახეზე, მაგრამ ზედმეტმა მცდელობებმაც გამოუაშკარავა მისი რეალური სურვილი.
Სანდრომ ანას შუბლზე აკოცა, მერე მაკას ბარგი გამოართვა და მანქანისკენ წავიდნენ. Ანა მანამდე არ შესულა სახლში, სანამ მაჩაბელის მანქანა თვალს არ მოეფარა. Მაკა კმაყოფილი სახით იჯდა წინ და ხმას არ იღებდა. Ამ ორი გრძელი დღის განმავლობაში თითქოს პირველად ამოისუნთქა შვებისგან და იმაზე ჩაღრმავებაც კი არ სურდა, თუ რატომ გრძნობდა ასე კარგად თავს.
-მიცანი? Თუ ჩემი სახეც დაგავიწყდა ორ დღეში? -ცალი თვალით გადმოხედა სანდრომ და ოდნავ ჩაეღიმა გვერდულად.
Მაკას არაფერი უპასუხია, ისე მისშტერებოდა გზას. Თავი თევზი ეგონა, რომელიც ძლიერ ტალღას ამოეგდო, სულს ღაფავდა მზის შუაგულზე და უცებ ვინმე კეთილსინდისიერმა ისევ წყალს დაუბრუნა.
-ასე მალე რატომ ჩამოხვედი? Მეგონა, ხვალ დაბრუნდებოდი, ან ზეგ. -თემა გადაიტანა მაკამ. -მოიცა, გამოვიცნობ, მალე მორჩი “საქმეს”. -ბოლო სიტყვა წარბაწეულმა წარმოთქვა გამოთქმით.
-ყოჩაღ, მალე ითვისებ, შენგან კარგი მასწავლებელი დადგებოდა. -ოდნავ ჩაეღიმა ისევ სანდრო მაჩაბელს, თუმცა სახეზე იმხელა დაღლა და რაღაც კიდევ უცნაური დაძაბულობა გამოხატვოდა, რომ მაკას საერთოდ აღარ ეღიმებოდა.
-რამე მოხდა, სანდრო? -უცებ დაიძაბა მაკაც.
-არაფერი ისეთი, სახლში ვილაპარაკოთ.
Მაკას სახლამდე ხმა არ აუღია. Გზას დაძაბული მისჩერებოდა. Რა ხანმოკლე აღმოჩნდა მისი თავისუფლებისა და სიმშვიდის შეგრძნება. Ყველაზე მეტად ის ანერვიულებდა, რომ სანდროც არანაკლებ აღელვებული ჩანდა და დაფარვას ცდილობდა.
Დივანზე სანდროს პირდაპირ ჩამოჯდა. Კაცმა დაბალზე შეჭრილ თმაზე ორივე ხელი შემოისვა, თავი უკან გადააგდო და ღრმად ამოიხვნეშა.
-სანდრო, მამას ხომ არ მოუვიდა რამე? Რა მოხდა? Ვხედავ, რომ დაღლილი ხარ, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ… -ახლოს მიუჩოჩდა მაკა. Ძალას არ იშურებდა, რომ მაჩაბელი არ აეღელვებინა და კითხვებზე პასუხები მიეღო.
Მასთან ასე ახლოს პირველად იყო ნატროშვილი. Ყოველ შემთხვევაში, ახლა არც ტყვია ჰქონდა მუცელში და არც მაღალი ტემპერატურით იყო გაბრუებული. Სასიამოვნო, თბილომა სურნელმა მოუღიტინა ცხვირში და გულმა დაძაბულად დაუწყო ძგერა. Ხმა არ ამოუღია, მოთმინებით ელოდა, როდის შეხედავდა სანდრო.
-მომისმინე, ყველაფერი კარგადაა ახლა. Ცოცხალია. -მაქსიმალურად მშვიდად საუბარს ცდილობდა მაჩაბელი, -წასვლამდე ვინახულე, შენ რომ ანასთან გაგიშვი მერე მასთან წავედი. Ძალიან მთვრალი იყო, უგონო მდგომარეობაში. Მარტო ვერ დავტოვებდი, ამიტომ ჩემს მეგობარს ვთხოვე ვინმე აეყვანა მისთვის, რომ ყურადღება მიექცია. Ძალიან სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმე იყო, თორემ არც მე დავტოვებდი. Ბოდიშს გიხდი მაგის გამოც, მაგრამ დამიჯერე, კოტე ჩემთვის ძალიან სანდო ადამიანია, არ იფიქრო, რომ ვინმე უცხოს მივანდე მამაშენი. Ამდენმა სმამ ორგანიზმი მოუწამლა, ინტოქსიკაცია, ცეროზი… მოკლედ ყველაფერი ერთად დაემართა. Კლინიკიდან შენ გამოგიარე, ხვალ აუცილებლად წაგიყვან სანახავად, დღეს უკვე სძინავს და აზრი არა აქვს. Უმკურნალებენ და გამოკეთდება, სანამ ყველაფერს არ დავალაგებდი არ მინდოდა, გენერვიულა, ამიტომაც დაგიმალე.
Მაკამ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები თითებით შეიმშრალა. Სანდრო დაჟინებით აკვირდებოდა მის ყოველ მოქმედებას და ალბათ ელოდა, როდის დაიწყებდა ჩხუბს ნატროშვილი.
-სანდრო, მგონი, დროა, რომ სახლში დავბრუნდე. -გაუბედავად შეხედა მაკამ, -ჭრილობა კარგად მაქვს, არ მაწუხებს, მიხორცდება ნელ-ნელა. Ექიმთანაც ჩემით ვივლი, აღარ ხარ ვალდებული მომიარო.
-ვალდებული არც აქამდე ვყოფილვარ,- ეტყობოდა მაჩაბელს, რომ სიტყვები არ ესიამოვნა, -სანამ მამაშენს არ გამოწერენ, აქ იყავი. Მერე მე თვითონ წაგიყვან, კარგი?
Მაკამ უხმოდ დაუქნია თავი. Შეწინააღმდეგებსის ენერგია აღარ გააჩნდა. Როცა ჰგონია, რომ თავისუფლად იწყებს სუნთქვას, მაშინვე მწარედ ხვდება სახეში ბედისწერის მოქნეული ხელი.
-დაღლილი ჩანხარ, გშია? Რამეს გაგიმზადებ. -ქსუტუნით წამოდგა ფეხზე მაკა და პასუხს არც დალოდებია, ისე წავიდა სამზარეულოსკენ, თან მაჩაბელს არ აცილებდა თვალს, რომელმაც გაღიმებული მზერა გააყოლა ნატროშვილის სხეულს.
Არაფერი უპასუხია. Როცა მაცივარში დარჩენილი მწირი პროდუქტებით მაკამ რაღაც შეაკოწიწა, რისი ჭამაც შეიძლებოდა და მისაღებში დაბრუნდა, სანდრო უკვე მშვიდად ფშვინავდა. Თავი სავარძლის თავზე გადაეგდო და ყელი მოღეღვოდა, დაღლილი, დაძარღვული ხელები იქეთ-აქეთ გადაეგდო სავარძელზე და მკერდი მშვიდად აუდ-ჩაუდიოდა. Მაკამ ფრთხილად დადო ვახშამი მაგიდაზე და სანდროს გაღვიძებას შეეცადა, რომ დივანზე მაინც გადაწოლილიყო.
-სანდრო, -ოდნავ მოუთათუნა სახეზე. Წამოზრდილმა წვერმა ხელისგულები დაუფხაჭნა, მაჩაბელს წარბიც არ შეტოკებია, ისე ღრმად ეძინა. -სანდროო. Სანდრო! -უჩქმიტა ბოლოს, რაზეც დენდაკრულივით შეხტა მაჩაბელი და გაკვირვებული თვალებით შეხედა უმანკო მზერით მასზე მიშტერებულ ქალს.
-წადი დაწექი, სავარძელზე ჩაგეძინა.
Მაჩაბელი დაღლილი, აბნეული ნაბიჯებით წალასლასდა თავისი ოთახისკენ. Მაკამ ცოტა ხანს უყურა მის სილუეტს. Გულში წვეთ-წვეთად ეღვრებოდა რაღაც ძალიან თბილი, რაღაც ძალიან მსუბუქი და მძიმე ამავდროულად.

Შალვას მეორე დღესაც გადასხმების კეთება დასჭირდა. Მოფხიზლებულიყო. Შეიძლება ითქვას, მაკას ასეთი ფხიზელი მამა აქამდე დიდი ხანია არც უნახავს. Ძალიან უნდოდა, არ გაწყრომოდა, მაგრამ მის თვალებში ყველაფერი იკითხებოდა. Იმედგაცრუებაც, სევდაც, უმამობაც და უდედობაც. Საერთოდ, სიმარტოვე. Მშობლის თვალს რა თქმა უნდა, არ გამოპარვია შვილის სულში რა ქარიშხალიც ტრიალებდა, ამიტომ თვალი მალე მოარიდა საკუთარი დანაშაულით დამძიმებულმა.
-გამარჯობა, მამა. -იქვე ჩამოჯდა მაკა. Მკვეთრი მოძრაობები ჯერ კიდევ უჭირდა, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია, როგორ დაუარა ყრუ ტკივილმა დაჯდომის დროს. -უკეთესად ხარ?
-არამიშავს, -ნაღველჩაღვრილი, ჩახლეწილი ხმა ჰქონდა შალვას. Თვალები და სახე უზომო ლოთობისგან ჩაწითლებოდა, დაჭკნობოდა კანი და სმისგან გაბერილი ღიპი დაძაბულად უმოძრავებდა სუნთქვის დროს. -ექიმები კარგად მხედავენ, სანდროს მადლობა გადაეცი.
-იქნებ, შენ თვითონ უთხრა, როცა მოფხიზლდები? Მე ისედაც საკმარისზე მეტი მადლობა მაქვს მისთვის სათქმელი უკვე.
-გადი, შვილო, ექიმი უნდა შემოვიდეს მალე. -ტირილს ძლივს იკავებდა თვალდახუჭული შალვა. Ექიმის შემოსვლა დიდი ვერაფერი მიზეზი იყო. Მის შვილთან ერთ ოთახში გაჩერება ფხიზელს უბრალოდ აღარ შეეძლო. Თვალს ვერ უსწორებდა და მაკა დარწმუნებული იყო, სიცოცხლეც არ უნდოდა იმ წამს მამამისს, ალბათ, ერჩივნა მომკვდარიყო.
-მალე გამოკეთდი, მამა. Მარტო ნუ დამტოვებ.
Ამ სიტყვებში თითქოს წლების სათქმელი ჩააქსოვა მაკამ. Მამასთან მიკარება ვერც მან გაბედა, იმდენად დაეშორებინა დანგრეულ ოჯახს და ურთიერთობებს, ჩამოშლილ ცხოვრებას და უბედურებას მისგან.
Სანდრო და ტასო გარეთ ელოდნენ. Ძლივს დაეღწია ავალიანს თავი ოჯახის დაცვისაგან, მაშივნე მაკასკენ გამოიქცა, თუმცა ადგილს ვერც ის პოულობდა.
-წადი, ტასო, იპოვე ის ადამიანი და დაელაპარაკე, სანამ ძებნას დაგიწყებენ. Მე სულ აქ არ გყავარ?
Ტასომ ორივე ლოყაზე მაგრად აკოცა, სანდროს ისეთი თვალებით შეხედა, ანიშნა, რომ მაკას მას აბარებდა და სწრაფად გაიქცა საავადმყოფოდან.

-ანა დეიდა ძალიან მეცოდება. -გზაში ამოილაპარაკა მაკამ, თვალი გზისთვის გაეშტერებინა და თავი გვერდზე გადაეგდო. -არ შეგიძლია ოჯახის წევრისთვის ცოტა მეტად ეცადო? Გამიბრაზდები ახლა და დამიწყებ, რომ ჩემი საქმე არ არის. Არც ვერევი შენს საქმეში, უბრალოდ მინდა დაგაფიქრო. Ხანმოკლე ცხოვრება გვაქვს ისედაც, ისედაც მწარე და რთულია ამდენს გაუძლოს ადამიანმა, მითუმეტეს დედამ, რომელმაც ერთი შვილი უკვე დაკარგა…
-მაკა, არ გინდა… -გაწყვეტინება სცადა სანდრომ, მაგრამ ნატროშვილი ზედმეტად აღტყინებული იყო მისთვის რომ დაეჯერებინა.
-ზუსტადაც რომ მინდა. Ერთ დღესაც ამ დროის დაბრუნებას ინატრებ და ინანებ, რომ დედას უფრო ხშირად არ სტუმრობდი, უფრო მეტად არ ცდილობდი მისთვის. Მამაჩემი ალბათ არასდროს ინანებს თავის საქციელს. Დედის დაკარგვა არ მკმაროდა თითქოს, სიკვდილის მნატვრელი თვითგვემას მიცემული მამაც რომ არ დამმატებოდა ზემოდან. Საქმე ისაა, რომ შენც კარგად ხვდები და მამაჩემსაც კარგად მოეხსენება, რა არის სწორი და რა არასწორი, თუმცა გირჩევნიათ ისე გაგრძელდეს, როგორც არის. Შენს ოთახში ყველაფერი ისეა, თითქოს ახლაც ვიღაც ცხოვრობს იქ…
-ჩემს ოთახში რა გინდოდა? -წარბები მაღლა აზიდა სანდრომ, თითქოს მანამდე ნათქვამი სიტყვები არც კი გაუგია.
-იქ მეძინა. Ახლოსაა ჩემს ოთახთანო ანამ, და რო რამე დაგჭირდეს მომიკაკუნებ უცებო.
-მაკა, მე რომ მაგ სახლში ცხოვრება აღარ მინდა, მამაჩემის დამსახურებაა და არა - ჩემი. Დედამ მასთან დარჩენა არჩია, ქმარია, მესმის. Მაგრამ მე არ ვარ დამნაშავე იმ შედეგების გამო, რაც ჩემი მშობლების გადაწყვეტილებამ მოიტანა.
-კარგი.. -ღრმად ამოიხვნეშა მაკამ, -იმედი მაქვს, შენი ოჯახი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც შენ გინდა რომ იყოს და შენს მშობლებს არ გამოუვიდათ.
-ოჯახი საერთოდ არ მინდა. -ცივად მიუგო მაჩაბელმა, მაგრად ჩააფრინდა საჭეს და მისკენ აღარ მოუხედავს. -და არც ამ თემაზე საუბარი.
Მაკა მიხვდა, რომ სანდროს ახლობელი ადამიანების დაკარგვა აშინებდა, სწორედ არ უნდოდა ახლები შეეძინა და უფრო მეტად შეშინებოდა. Მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს იმაზე, თუ ვინ შეგვიყვარდეს და ვისთან გვინდოდეს ყოფნა სამუდამოდ.


Შუაღამე იქნებოდა, პირგამომშრალი წყურვილმა რომ გამოაღვიძა. Დიდ ხანს ცდილობდა სურვილის დავიწყებას და ძილის შებრუნებას, მაგრამ ვერაფერს რომ გახდა, თვალების სრესვით გავიდა სამზარეულოსკენ.
Გაუკვირდა, შუქი რომ ანთებული დახვდა და თვალზე ხელიც აიფარა, წამოსულ სინათლეს თვალები რომ არ აეტკიებინა. Ის-ის იყო შესვლას აპირებდა, სანდროს ხმა რომ მოესმა და მოულოდნელობისგან ადგილს მიეყინა.
-ბატონო დავით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ლევან ავალიანი ამ საქმიდან სუფთად გამოვიდეს, ისევე, როგორც მისი და. Უდანაშაულო მსხვერპლი არ გვჭირდება. Იქნებ, როგორმე ჩამოვაშოროთ ორივე… არაფერი გამოვა?... დიდი ხანია?... არა, არა, რა თქმა უნდა, არ შევეშვები… ხო… დიახ, ხომ იცით არ მიყვარს საქმის შუა გზაზე მიტოვება… ფრთხილად იყავით თქვენც… არა, აქ არავინ მოსულა… არც შემინიშნავს, არა.. Კარგი… კარგი..
Მაკა ისე შევიდა სამზარეულოში, თითქოს აქაც არაფერი, საერთოდ არ გაუგია სანდროს ტელეფონზე საუბარი, არადა, მაჩაბელს ყურმილი ჯერ კიდევ არ მოეცილებინა. Მაკას გამოჩენით აშკარად უკმაყოფილო ჩანდა, წარბშეკრულმა გააყოლა თვალი, როგორ დაისხა წყალი, როგორ დალია ბოლომდე, მერე მეორე გაივსო და ოთახისკენ ისე წავიდა, რომ მისკენ არც მოუხედავს, მაგრამ ამჯერად მაჩაბელი აედევნა უკან.
-მაკა… მაკრინე, მოიცადე ერთი წამით! -მკლავში ხელი ჩაავლო, როცა ქალი მისკენ არ მიბრუნდა და აიძულა თვალებში ჩაეხედა. -გაიგონე ჩემი ლაპარაკი?
-კი. -უინტერესო მზერა გაუშტერა მაკამ. Უნდობლობით ჰქონდა თვალები სავსე და აშკარად ეტყობოდა, ერთი სული ჰქონდა, როდის მოშორდებოდა მაჩაბელი.
-და? Არაფერს იტყვი? -წარბები მაღლა აზიდა მაჩაბელმა, კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა მაკას, რომელსაც მთელი ძალით ჩაებღუჯა ჭიქა და ყბებდაჭიმული თვალს არ აშორებდა სანდროს.
Ჰაერი დამძიმდა და გამკვირვდა თითქოს მათ შორის. Მოძალებულმა აგრესიამ, თუ რაღაც სხვამ შიგნეულობა გამოუწვა მაკას. Მაჩაბლის სასიამოვნო სურნელი ნერვებისმომშლელად უღიტინებდა ცხვირში და ისიც კი აღიზიანებდა, რომ მოსმენილის შემდეგ მისი მგრძნობელობის რეცეპტორები სანდროს სუნს მაინც სასიამოვნოდ აღიქვამდნენ. Გააჟრიალა.
-რა უნდა გითხრა, სანდრო? Შეკითხვის დასმას აქვს საერთოდ აზრი? Თუ გინდა, ახლავე გეტყვი, რასაც მიპასუხებ “შენი საქმე არაა”, ან ამ წინადადების სხვა უამრავ ვარიაციას, რომელიც აქამდე მილიონჯერ გითქვამს ჩემთვის, როდესაც შეკითხვა დამისვამს.
-მე არაფერს მეტყვი, მაგრამ ტასოს და ლევანს კარგად მოახსენებ, ხო?
-შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? -ბრაზი შუბლზე მოაწვა მაკას. Ისე ღრმად სუნთქავდა უკვე, ცოტაღა აკლდა მკერდით სანდროს არ შეხებოდა.
-თუ მომისმენ, მოგიყვები.
-სიმართლეს?
-შენი ნებაა, დაიჯერებ თუ არა. Მენდობი თუ არა იმაში, რომ არ მოგატყუებ. Რადგან მე უნდა გენდო, რომ არავის ეტყვი, მაკა. Საერთოდ არავის.
-ღმერთო! Მაშინ არ მინდა ვიცოდე, სანდრო! Შენს შესახებ არაფერი ვიცი, საერთოდ არაფერი, საიდან უნდა გამაჩნდეს ნდობა, ან შენ საიდან უნდა მენდობოდე მე?! Რა შეიცვალა იმ დღის მერე, ჩემზე ინფორმაციებს რომ იძიებდი ჩუმ-ჩუმად?!
-წამოდი, დაჯექი. Შეგცივდება ფეხებზე, -სრულიად უადგილო წინადადებით უპასუხა სანდრომ და სავარძელზე ჩამოსვა მაკა.
-შენ ნორმალური ხარ? Რა დროს ფეხებზე შეციებაა! Ღმერთო, სანდრო, გადამრევ…
-ვიცი, -ეშმაკურად გაეღიმა სანდროს, მაგრამ მალევე დასერიოზულდა. -არ წამოვსულვარ პოლიციიდან, მაკა. Მთელი ეს პერიოდია საიდუმლო გამოძიებაზე ვმუშაობ. Ვერაფერს გეტყვი იმის გარდა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ ლევანი და ტასო ამ საქმიდან სუფთა გამოვიყვანო.
-რა? -წარბები შეკრა მაკამ, მოულოდნელობისგან პირი გამოუშრა ისევ და კანკალით მიიტანა ტუჩებთან წყლით სავსე ჭიქა, -საიდან უნდა დავიჯერო, რომ პირიქით არ არის?
-არ ვიცი. Გული რას გკარნახობს? Რომ მაფიოზი ვარ და ყველას ჩაძირვა და სამყაროს დაპყრობა მინდა?!
-ანუ, გინდა, რომ ბრმად გენდო.
-ჰო, ეგ მინდა. -სახე ახლოს მიუტანა სანდრომ, მაკას მისი თბილი სუნთქვა მთელს სახეზე ეფრქვეოდა. Ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და სცადა, მოშორებოდა მაჩაბელს, რომელსაც თავისი სხეული მაკას გალიად ექცია და გასაქცევი ადგილი აღარსად იყო.
-რომ არ გამეგონა შენი საუბარი, არაფერს მეტყოდი ხომ ასეა? Იძულებული ხარ… -მთელი ძალით ცდილობდა ხმას სიმტკიცე და თავდაჯერება არ დაკლებოდა, მაგრამ უშედეგოდ. Სანდროს გეგმა, რომ ზედმეტი სიახლოვით დაებნია ნატროშვილი ნელ-ნელა წარმატებით იწყებდა მოქმედებას.
-მართალია, იძულებული ვარ, თორემ ისე არ გეტყოდი, მაგრამ შენ ყურები ყველგან გაქვს. Ყველაფერს ხედავ და ყველაფერი გესმის, ხომ ასეა?
-დიახ, ასეა. Მაგრამ შენთვის ყური ძალით არ დამიგდია, მომწყურდა და იმიტომ გამოვედი.
-ხო, რა თქმა უნდა, სპეციალურად მოსასმენად რომ ყოფილიყავი გამოსული, მხოლოდ მაისური არ გეცმეოდა ახლა. Ხომ ასეა? -თვალები დააწვრილა სანდრომ, თითქოს სიანცე ხმასა და მზერაში ერთიანად შეეპარა, როცა ჯერ მაკას მოშიშვლებული ფეხები აათვალიერა, შემდეგ კი კვლავ სახეზე დააშტერდა.
-ტყუილად ცდილობ ეგეთი მზერით დამაბნიო. Ხო, არ მეგონა, ღამის ოთხ საათზე შენი საიდუმლო საქმეების გარჩევით თუ იქნებოდი სამზარეულოში დაკავებული, -საწყლად ამოიკნავლა მაკამ, ნერვიულობისგან ხმა ჩახლეჩვოდა და ლოყები ვარდისფრად შეებღალა, -თან პირველად ხომ არ გინახავს, დიდი ამბავი…
-ლამისაა ვიფიქრო, რომ ჩემი გამოწვევა გინდა… -ტუჩები ღიმილმა გაუწელა სანდროს, საჩვენებელი თითი თითქოს შემთხვევით, მაგრამ მაინც გამიზნულად აუსრიალა მაკას შიშველ ფეხზე.
-ვიცი, რასაც აკეთებ, -საშინელ დღეში იყო მაკა, ვერც ფეხზე დგებოდა, ვერც მაისურს იწელავდა, რომ როგორმე ბარძაყების ნახევარი მაინც დაეფარა, მართლაც რომ გამომწვევად გამოემზეურებინა.
-რას ვაკეთებ?! -აშკარად ხალისობდა სანდრო მაკას უსუსური თავდასხმის მცდელობებით.
-გინდა, რომ თვალები მიჟუჟუნო და ეგრე დამარწმუნო, არავის არაფერი ვუთხრა.
-სხვა მეთოდებიც მაქვს, ეს თუ არ მუშაობს…
-ვაიმე, არ ვეტყვი არავის! Გამიშვი, არ მინდა სხვა მეთოდი!
“Სხვა მეთოდის” გაგონებამ მაკას ისეთი ფიქრები გაუღვიძა, რომლებიც არც კი იცოდა, რომ საერთოდ გააჩნდა. Უცნაურმა, მკვრივმა, თუმცა უმასო ტალღამ დაუარა მთელს სხეულში რამდენჯერმე. Სანდროს ხელებზე დაეჯაჯგურა და კისრისტეხით გავარდა თავისი ოთახისკენ.
-მჯერა, რომ არავის ეტყვი, მაკრინე. Გთხოვ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
Ძილის შებრუნების ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.


Სახლში დაბრუნება ყოველთვის რაღაც იდუმალი გრძნობის გაღვიძებას ჰგავს ხოლმე, როგორიც არ უნდა იყოს შენი სახლი, რამდენად ცარიელი და ტკივილით სავსე, რამდენ ცუდ მოგონებასაც არ უნდა იტევდეს, რამდენად დასალაგებელიც არ უნდა იყოს და რამდენად პატარაც, სახლი მაინც სახლია. Შეიძლება, არ გიხაროდეს, შეიძლება, არ მოგწონდეს, არ გენატრებოდეს… მაგრამ რაღაც სიხალვათეს ხომ მაინც გრძნობს ადამიანი გულში, რაღაც იმდენად სუფთას და ახლოს, რომ ყელში ცრემლის ბურთს გიგორებს, ცრემლების გადმოგდებას კი მაინც ვერ ბედავ.
Მაკა ორი დღის წინ დაბრუნდა შალვასთან ერთად სახლში. Ყველაფერი იმდენად მოწესრიგებული და სუფთა დახვდა, თავადაც არ ელოდა. Ეტყობა, მაჩაბელს ამაზეც ეზრუნა უთქმელად. Არც გაუფრთხილებია ნატროშვილი, უსიტყვოდ წაიყვანა იმ დილით სახლში და შალვაც თავად გამოიყვანა საავადმყოფოდან.
Მაკას წინააღმდეგობებს აზრი არ ჰქონდა სანდროს წინაშე. Თუ რამეს სწორად მიიჩნევდა, აუცილებლად გააკეთებდა. Გულის სიღრმეში გაქცეული კურდღელივით დაიჭირა მაკამ სიამოვნების სხარტი შეგრძნება მაჩაბლის უანგარო მზურნველობამ რომ გამოიწვია. Იმ სახლს, ანას და… ხო, კარგი, მაჩაბელსაც იმდენად შეეჩვია, რომ ახლა შინ დაბრუნება ეჩვენებოდა უჩვეულოდ, ერთადერთი, რაც ახარებდა ის იყო, რომ თავის მოსწავლეებს დაუბრუნდებოდა სკოლაში და გაუაზრებლად დაიწყო გაკვეთილებისათვის მზადება.
Შალვას სასმლისთვის პირი არ დაუკარებია, თუმცა კი ეტყობოდა, რომ ძალიან უჭირდა ფხიზლად ყოფნა. Უზომოდ ბევრ სიგარეტს ეწეოდა აივანზე, ბევრს დადიოდა ქუჩაში, ბევრს ჭამდა, მაგრამ სასმლის ძლიერ მოთხოვნილებას როდემდე გაუმკლავდებოდა, მაკასთვის ბუნდოვანი იყო. Ძალიან, ძალიან კი უნდოდა, რომ ახლანდელი რეალობა დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ მამამისის სისუსტეში უკვე დიდი ხანია, მაკას ეჭვი აღარ ეპარებოდა.

-ტასო, დამშვიდდი! Რაღა დროს შენი ასეთი რეაქციებია?! Უყვარს ლევანს ეგ გოგო, შეეგუე, ჯობია და საქორწილო კაბის ძებნა დაიწყე, -თავბრუ დაახვია ტასომ უკვე მაკას ნუცაზე აღშფოთებით.
-სულ ეკას ილეთებია. Დარწმუნებული ვარ, დიდი როლი ითამაშა დედაჩემმა ყველაფრის დაჩქარებაში… მაშინ, როცა ასეთი რაღაც მოხდა იმ საღამოზე, შენ დაგჭრეს… დამნაშავე არ უპოვიათ, გამოძიება უშედეგოდ მიდის, კამერების ჩანაწერებიც კი არ არსებობს, არათუ ვინმეს დაენახოს დამნაშავე…. Რამდენი დაცვა უნდა დააყენონ, ყველა სტუმარს ხომ არ დაუყენებენ დაცვას?! Არ მინდა წასვლა.
-სისულელეს ნუ ამბობ, ლევანი დარწმუნებული რომ არ იყოს, ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის, არასდროს გააკეთებდა ასეთ რამეს. Ეკას დამსახურებაც დიდი იქნება, მართალი ხარ, მაგრამ ორივე ზრდასრული ადამიანია და თავს ისეთ ხაფანგში არ გააბამენ, როგორიც უსიყვარულო ოჯახია, ტასო. Შენ ის მითხარი, შენ პრინცთან რა ხდება?
-არც არაფერი, -მხრები სუსტად აიჩეჩა ტასომ, -არ მპატიობს. Შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და არ უნდა ჩემთან ლაპარაკი. Მეც არ ვაძალებ უკვე. Აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.
-ტასო, შენ ეგ ბიჭი გიყვარს, თუ მისთვის აზრის შეცვლევინება გინდა? Თუ ამიტომ არ ეშვები, არ ხარ მართალი და მეორე შეცდომას ნუ დაუშვებ.
-მართლა მომწონს… -ამოიკრუსუნა ტასომ. -მაგრამ აკრძალული ხილივით რომაა, ეგ უფრო ამძაფრებს ყველაფერს. Დავუშვათ და მაპატია, მოინდომა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება… მერე რა იქნება?! Მამაჩემს და ეკას ხომ უნდა გავაცნო ოდესმე. Ლევანს არ ექნება პრობლემა, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეკა ძალიან დაამცირებს, ფეხებს გააჩაჩხანებს და ვინმე მდიდარს გამირიგებს.
-ხოდა, ნუ ეტყვი შენც. Არ მომხდარზე რა განერვიულებს.
-შენ ის მითხარი, მაჩაბელმა რაო? -წარბები აათამაშა ტასომ.
-ვერ მივხვდი… -გულწრფელად დაიბნა მაკა. Ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სანდროსგან გაიგო, მათი საიდუმლო იყო და ვერც ვერავის ეტყოდა, აი, ტასოს უცნაურ გამოხედვაზე კი რა რეაქცია უნდა ჰქონოდა, ნამდვილად ვერ მიხვდა.
-რას ვერ მიხვდი? Რომ მოსწონხარ იმას თუ შენც რომ მოგწონს, იმას?
-ტასო, რა სისულელეს ლაპარაკობ! Შენ ყველგან ეგეთები როგორ გელანდება?! Საიდან მოიტანე..
-რა ვიცი, ლევანს ისე წამოეჭიმა მაშინ, შენი წაყვანა რომ უნდოდა… სახლშიც ისე გივლიდა, შალვა ძიასაც ყურადღებას აქცევდა…- დემონსტრაციულად წელავდა სათქმელს ტასო წარბებაწეული და თვალებით ანიშნებდა მაკას, რომ ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო.
-მართალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი მოგვწონს. Აუტანელია, შენ მაინც არ იცოდე, როგორი! -მაკას ნერვიულად გაეცინა. Ამ თემაზე საუბარმაც კი ხელები აუკანკალა.
-ორი დღეა, არ გინახავს და მოსვენება გაქვს დაკარგული. Შენ გგონია, ვერ ვამჩნევ?
-არაფერიც. Შეწყვიტე სისულელე, ტასო. -ლოყები გაუწითლდა მაკას უკვე სირცხვილისაგან. Საერთოდაც არ იყო ავალიანი მართალი. Მსგავსი არაფერი უგრძვნია მას შემდეგ, რაც მაჩაბელი დატოვა. Ნამდვილად არ უგრძვნია.
-სულ ტელეფონს ამოწმებ, თვალებს აცეცებ. Რომ მოხვედი დღეს აქ გეგონა, აღიარე. Მე მაინც რას მიმალავ?
-არაფერს გიმალავ და კონსპირაციებს მოეშვი! Არანაირი სანდრო მაჩაბელი არ მომწონს.
Როგორ უნდა ეღიარებინა მეგობრის წინაშე ისეთი რაღაც, რაშიც საკუთარ თავსაც არ გამოსტყდომოდა ჯერ? Მართალია, მოუსვენრად იყო, დანაკლისის შეგრძნებას და სიცარიელეს გრძნობდა, მაგრამ ეს ბუნებრივია, იმდენი სიგიჟე გადახდა თავს. Ასე არ არის? Ასე არ არის? Მილიონჯერ დაუსვა საკუთარ თავს ეს შეკითხვა.
Ავალიანების სახლიდან წასვლას აპირებდა, გურამმა რომ დაიჟინა, სავახშმოდ დარჩენილიყო. Საერთოდ არ უნდოდა ეკას გარემოცვაში ტრიალი და მისი რეპლიკების მოსმენა საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით, ლუკმების თვლა და კონტროლი, და შენიშვნები იმაზე, რომ ამ ასაკის გოგოს “ზედმეტი წონა” არ შეშვენის.
-ვაა, მოხვედით ბიჭებო? -ხელგაშლილი შეეგება ავალიანი თავის ვაჟსა და მაჩაბელს. -ახლა ვაპირებდით ვახშმობას, შემოგვიერთდით.
Მაკას გული ყელში მოებჯინა სანდრო რომ დაინახა. Ეგონა, საუკუნე გავიდა. Სულში დაბუდებული დანაკლისისა და სიცარიელის გრძნობა ისე უცებ ამოუვსო ოთახში შემოვარდნილმა სანდროს სურნელმა, გააზრებაც ვერ მოასწრო. Მოუსვენრობა კი უფრო მეტად შეუჩნდა. Უნდა მისულიყო და მისალმებოდა? Იქნებ, სანდროს არ უნდოდა ზედმეტი ფამილარობა გამოეჩინათ ერთმანეთთან?
Თავად მაჩაბელმა კი ისეთი ცივი მზერა მოავლო ოთახში მყოფებს, მაკამ საერთოდ ვერ დაიჭირა მის თვალებში ის გრძნობა, რაც თავად დაუფლებოდა სანდროს დანახვისას. Სხვებზე მხოლოდ ერთი წამით დიდხანს გაუსწორდა მის თვალებს, მაგრამ მეტი არაფერი. Ტასომ მხარი გაკრა და ნიშნისმოგებით შეხედა. Აგე, თუ არ დაშტერდი მის დანახვაზეო. Მაკას ერთადერთი, რაც იმ წამს უნდოდა, იქედან გადაკარგვა და ხმამაღლა ტირილი იყო. Თვითონაც ვერ მიხვდა, რამ ატკინა ასე ძალიან გული.
Ყველანი მაგიდას მისხდომოდნენ და ათას თემაზე საუბრობდნენ. Ბოლოს რა თქმა უნდა, თავის ათასჯერ არიდების შემდეგ, ჯერი იმ ღამეზეც მიდგა, მაკა რომ იძულებული გახადა მაჩაბელთან გადაცხოვრებულიყო.
-ლევან, შვილო, გამოძიება როგორ მიდის?! Ხომ არაფერი გაგიგია ახალი? -ცივი, ინტრიგნული მზერით იკითხა ეკამ.
-ჯერ-ჯერობით არაფერია, დედა, ჩანაწერები ამოიღეს ყველა გზიდან, რაც შემთხვევის ადგილამდე მიდის, უამრავ მანქანას აქვს ჩავლილი, ასე რთულია რამის დადგენა. Სახლის ეზოს კამერები გამორთული იყო, არავის არაფერი დაუნახავს, ეჭვმიტანილი არ არსებობს… მოკლედ… არაფერი ვიცით ჯერ.
-ქორწილისთვის მეტი დაცვა დაგვჭირდება, ხომ იცი…
-იქნებ, არ გეჩქარათ ჯერ, სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდება. Სტუმრებსაც ნუ ჩავაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში. -ჩაერია გურამიც.
-დიდი ქორწილი ისედაც არ იქნება, მამა, არაფერია სანერვიულო. Შენ თუ ვინმეზე გაქვს ეჭვები, გამოძიებასთან ითანამშრომლე. -ორაზროვნად მიუგო ლევანმა კაცს.
Მაკა დაიძაბა გამოძიების ხსენებაზე. Სანდროსკენ არ გაუხედავს, ისე ჩასჩერებოდა თავის თეფშს და სალათს უგემურად ძიძგნიდა.
-მამაშენი რა შუაშია, შვილო? Მაკას ესროლეს, გამოძიებასთან პირველ რიგში მან უნდა ითანამშრომლოს. -ცივ ხმასთან ერთად მზერაც მაკასკენ მიმართა ეკამ. Მხოლოდ ახლაღა ასწია თავი ნატროშვილმა.
-თქვენ ნუ ინერვიულებთ, ეკა დეიდა. Გამოძიებას მშვენივრად მოვახსენე ყველაფერი, რაც ვიცოდი, თქვენდა გასაკვირად მტრები არ მყავს, მე ხომ უბრალოდ სკოლის მასწავლებელი ვარ.
-მართალი ხარ, -თვალები მოჭუტა ეკამ, -თანაც საჯარო სკოლის მასწავლებელი. Ვის რა ხელი უნდა ჰქონდეს შენთან…
-თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ჩემთვის იყო განკუთვნილი ის ტყვია, ეკა დეიდა? -ბოლო ორი სიტყვა ხაზგასმით გამოთქვა მაკამ, იცოდა, ქალს არ სიამოვნებდა ასეთი მიმართვა. Მაგიდასთან დაძაბულობა ჩამოწვა.
-იმიტომ რომ შენ მოგხვდა, მაკა, შვილო.
-ნებისმიერს შეიძლება მოხვედროდა ის ტყვია დედა, მადლობა ღმერთს მაკა ცოცხალია. -მკაცრად ჩაეჭრა ლევანი, -დარწმუნებული ვარ, არანაირი მტერი მას არ ჰყავს და ისეთ ადგილას ქექვას, სადაც ხელი არა გაქვს, შეეშვი. Მშვიდად ვივახშმოთ, თუ შეიძლება.
Მაკა ადრიანად ადგა სუფრიდან სახლში წასასვლელად. Ამ ქალთან ერთ სივრცეში გაჩერების თავი აღარ ჰქონდა უკვე.
-მაკა, დედი, დესერტს აღარ შემოგთავაზებ, -სიტყვა გააყოლა კარში გამავალს, -მაინც, მეტს ნუღარ მოიმატებ.
-თქვენ ნუ ინერვიულებთ ეკა დეიდა, ჩემ მაგივრადაც ხომ თქვენ იმატებთ წონაში, მე არაფერი მომივა. Ნახვამდის. -ცივად გაუღიმა ქალს, დანარჩენებს თავი დაუკრა და გაკრეჭილ ტასოსთან ერთად გავიდა ოთახიდან. -ამ ქალს ჩემი ზედმეტი ხუთი კილო ასე რატომ აწუხებს, ვინმე ამიხსნის?
-მაგას ყველაფერი აწუხებს, შენ არ იდარდო. -ლოყაზე აკოცა მაკას ტასომ, -ყველაზე ლამაზი რომ ხარ, ვერ იტანს… მაგის რძალზე ლამაზი რომ ხარ, ეგ ხო აგიჟებს…
-ტასო, არ მიყვარს ეგეთი ლაპარაკი…
-აგე, შენი პრინციც მოდის, წაგიყვანს ალბათ. -წარბები აათამაშა ტასომ და მათკენ მომავალ მაჩაბელს მტრული მზერა მიაგება. -თქვენც მიდიხართ, ბატონო სანდრო?
-ნახვამდის, ტასო. Წამოდი, მაკა გაგიყოლებ.
-არ მინდა, გამოვიძახე უკვე ტაქსი. -ადგილიდან არ დაძრულა ნატროშვილის. Მაჩაბელმა წარბები მაღლა აზიდა და თვალებში ისე ჩააშტერდა, ეტყობოდა, მისგან უარს არ მიიღებდა.
-ვეღარ მოდის ეგ ტაქსი, მაკო, ტყუილად არ ელოდო. Აბა, კარგად. -ლამის სულ ძალით გაყარა ორივენი სახლიდან ტასომ და კარი ცხვირწინ მიუხურათ.
Მაკა ბრაზისგან ლამის აფეთქდა. Ტასოს ბავშვური საქციელი ნამდვილად არ ეხალისებოდა ახლა, როცა სანდრო მაჩაბელმა წესიერად გამარჯობაც არ უთხრა და არც კი შეიმჩნია მასთან ერთ სივრცეში ყოფნა.
Საკუთარი გულუბრყვილობა და სისულელე აღიზიანებდა, ადამიანმა სიკეთე გაუკეთა და ახლა ვალდებულად თვლის, რომ თავზე ეფოფინოს და პირზე კოცნით შეხვდეს.
Მანქანაში მოღუშული სახით ჩაჯდა, ღვედი შეიკრა და ხელები გაბრაზებულმა გადაიჯვარედინა გულზე.
-გაბრაზებული ჩანხარ. -გამხიარულებული ჩანდა სანდრო, მანქანაში გვერდით რომ მიუჯდა. Ძრავი არ ჩაურთავს ისე უყურებდა ნატროშვილს მანამ, სანამ ისიც არ გახედავდა.
-არ მივდივართ? -აშკარად ეტყობოდა მაკას ხმასა და სახეზე, რომ დანა კბილს არ უხსნიდა.
-ჩემზე ბრაზობ? -ღიმილი ხმაშიც შეეპარა სანდროს.
Მაკამ მისი დამთბარი ხმის საპასუხოდ საკუთარი ბრაზიანი ყინულის ლღვობა რომ იგრძნო, უფრო მაგრად მომუშტა ხელები. Ვერ იტანდა იმ ძალას, სანდროს თბილი ხმა, მისი სუნი და გამოხედვა რომ ფლობდა.
-არა, შენზე რატომ უნდა ვბრაზობდე სანდრო? Ზოგადად, არავიზე ვბრაზობ, შენზე მითუმეტეს!
-აბა, რატომ ყვირი? Მე ხომ მშვიდად გესაუბრები… შემომხედე, მაკა. -უფრო მეტად დატკბა მაჩაბელი, უფრო მეტად გალღვა და გაბრაზდა მაკა საკუთარ თავზე.
-ჩემს თავზე ვბრაზობ! -გაცხარებულმა მიაბრუნა მისკენ სახე, მისი სუნიც კი აჯადოვებდა, თითქოს სანდროს ყველა ნაკვთი, მთელი სხეული მისკენ ექაჩებოდა. Თავად კი წინააღმდეგობის გაწევის არც ძალა და არც სურვილი არ ჰქონდა. -და კი, შენზეც ვბრაზობ, რომ მეთამაშები! Ახლა რატომ მელაპარაკები ასე, როცა…
Გაბრაზებულმა დაიღმუვლა და მზერა სანდროს ყურებამდე გაღიმებულ, ლამაზ სახეს მოაშორა. Არ უნდოდა წინადადების დამთავრება, არც ის უნდოდა, სანდროს რამეში გამოეჭირა, მითუმეტეს რომ მაჩაბელმა საკმარისად აგრძნობინა უკვე, რომ დიდად განსაკუთრებულად და სხვებისგან გამორჩეულად არ გახარებია მისი დანახვა.
-როცა, რა? -ყურზე თმა დაუკითხავად გადაუწია სანდრომ, მაკას მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, მუცელი მღელვარებისგან დაეჭიმა და ასტკივდა, თითქოს ნაწლავები სველი სარეცხივით გადაუგრიხეს გასაწურად. -არ დაგანახე, რომ მეც შენსავით გამიხარდა, რომ გნახე?
-და რატომ არ დამანახე, მერე? -სწრაფად მოიცილა მისი ხელი, ყველანაირ სიმტკიცეს დაკარგავდა იმ წამს, კიდევ ერთხელ რომ ეგრძნო სანდროს თბილი თითის ბალიშების შეგრძნება უცნაურ ენერგიას რომ უგზავნიდა მის სხეულს. Ხმა გატყდომოდა. -არ მიყვარს, როცა მეთამაშებიან. Რა საჭიროა, სანდრო?
-მაპატიე. Არ მეგონა, ასე თუ გეწყინებოდა. Არ შემომხედავ? -ბოლო სიტყვები დასჯილი ბავშვივით უფრო ამოილაპარაკა, ვიდრე იმ თავდაჯერებული კაცივით, ორი წუთის წინ რომ იყო.
-შენი არ მესმის, მაბნევ,- მისკენ არც გაუხედავს, ისე თქვა მაკამ. Ყველა სიტყვას უფიქრდებოდა. Არ უნდოდა, რამე ზედმეტი წამოეროშა. -იქ არ შემიმჩნიე, ახლა სხვანაირად მექცევი. Ბავშვები ხომ არ ვართ? Რანაირად უნდა გავიგო, რომელი ხარ რეალური…
-ზედმეტად ნუ ჩაუღრმავდები რა, -მისკენ ოდნავ გადაიხარა სანდრო, მაკამ მაქსიმალურად სცადა მათ შორის მანძილის გაზრდა ისევ. Მაჩაბელს ჩაეცინა. -უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მარტო ჩემი დანახვა გაგიხარდა ეგრე ძალიან…
-რაში გჭირდებოდა… -ღრმად ამოიოხრა მაკამ და გაუბედავად შეხედა თვალებში სანდროს, რომელსაც დაჟინებული, გულწრფელი მზერა არ მოუშორებია მისთვის.
-არ მჭირდებოდა, უბრალოდ მინდოდა, რომ მარტო ჩემი დანახვა გაგხარებოდა ეგრე ძალიან…
-რაღაც არ დაგეტყო, რომ გაგიხარდა…-ჰაერი მათ შორის თითქოს გამკვრივდა, სასიამოვნო, სქელი სურნელი აუვიდა და იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ, ეს საჭირო სულაც არ იყო, უსაზღვროდ ახლოს რომ ეგრძნოთ თავი.
-ძალიან გამიხარდა, -გაეცინა სანდროს, მაკას თვალებში ეტყობოდა, რომ ვერ გადაეწყვიტა, დაეჯერებინა, თუ არა მაჩაბელი რასაც ეუბნებოდა. Მისი გული დიდი ხნის წინ დანებდა, გონება მაინც თავგამოდებით იბრძოდა. -არ ვაპირებდი ავალიანებთან მოსვლას, უბრალოდ ლევანს წამოსცდა, რომ შენც იქ იყავი და ვიფიქრე, ბარემ მოვინახულებ-მეთქი.
-ხომ მომინახულე, ახლა წავიდეთ. -არ ეპუებოდა მაკა. Ბოლომდე უნდოდა ყველაფერი ეთქმევინებინა სანდროსთვის.
-კარგი, -ოხვრას ამოატანა მაჩაბელმა სიტყვა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
Სახლამდე ჩუმად იმგზავრეს. Მიუხედავად წეღანდელი კინკლაობისა, მანქანაში სასიამოვნო ენერგია იგრძნობოდა. Სათქმელი ორივეს უსაზღვროდ ბევრი ჰქონდათ ერთმანეთისათვის, მაგრამ ჯერ თავადაც ვერ ხვდებოდნენ ამას, ამიტომ ისიც აკმაყოფილებდათ, რაც უკვე გააჩნდათ.
-მადლობა, სანდრო. -ღვედი შეიხსნა მაკამ, თუმცა მანქანიდან გადასვლას არ ჩქარობდა. Ვერ ხვდებოდა რა აკავებდა. Და საერთოდ, ამ ბოლო დროს საკუთარი თავის საერთოდ აღარ ესმოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სანდროზე ფიქრების სიხშირემ სძლია სხვა დანარჩენ საფიქრალს. Საკუთარი აცეტება, გაბავშვურება აკვირვებდა. Ყოველთვის თავდაჭერილი იყო, იცოდა, სად უნდა გამოეხატა გრძნობები, არაადეკვატურად არასდროს უგრძვნია ვინმესგან განსაკუთრებული დამოკიდებულების მოთხოვნილება, ლევანისგანაც კი, მაგრამ სანდროს უემოციო მზერამ ისე აუჩუყა გული, პატარა ბავშვივით განაწყენდა მასზე. Ამაზე უარესი კი მხოლოდ ის იყო, რომ ვერც დამალა გრძნობები.
-წამლებს ხომ სვამ? -არც სანდრო ჩქარობდა. Ძალიან უნდოდა დრო გაეწელა და ჩაკეტილ კარებს არც კი უხსნიდა ნატროშვილს, რომ მანქანიდან გადასულიყო.
-კი, თითქმის მოვრჩი… -საკუთარ ხელებს დასჩერებოდა მაკა. -ხვალიდან სკოლაშიც ვბრუნდები.
-მადლობა, რომ არავის არაფერი უთხარი.
-რამე გაარკვიე? -თავი მისკენ მიაბრუნა ქალმა, სანდრო გზას მისშტერებოდა მის წინ, თითქოს უსასრულობაში იყურებოდა.
-რომ გითხრა, არ მაქვს თქმის უფლება-მეთქი, კიდევ გამიბრაზდები? -ოდნავ გაეღიმა და თავი მისკენ გამოაბრუნა. Თვალებით მთელ სახეზე დაუძვრებოდა მაკას.
-როგორც გინდა, -ღრმად ამოიხვნეშა მაკამ. Არ ჰქონდა უფლება, რამის თქმა მოეთხოვა. Ხვდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ოპერაცია სანდროსთვის. Იმასაც ხვდებოდა, რომ მის გარდა არავინ იცოდა სიმართლე, რითაც უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მაგრამ მაინც რაღაც სჭამდა შინაგანად. Უნდობლობის შეგრძნება, რომელიც მის მიმართ ჰქონდა სანდროს, რომელიც თან ბუნებრივი იყო, რადგან ავალიანებთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა აქამდე მაკას, ვიდრე მაჩაბელთან, მაგრამ ამავდროულად საშინლად გულიგამაწვრილებელი და მტკივნეული. -ნახვამდის, სანდრო.
Მაკას გულდაწყვეტილმა ხმამ მანქანის სალონი მოიცვა, შემდეგ სანდროს არსებაშიც ღრმად შეიჭრა და გულზე მწარედ მოუჭირა ეკლებიანი ხელები. Დიდხანს უყურა, სანამ თვალს არ მიეფარა, მერე თავი მანქანის საჭეს დაადო და ღრმად ამოისუნთქა. Არ უნდოდა, საერთოდ არ უნდოდა პირველ რიგში, რომ ეს ქალი ენატრებოდა პირველივე წამიდან, რაც სახლიდან გაუშვა. Არც საკუთარი უძლურება უნდოდა მის წინაშე, გრძნობების დამალვის ყოველ მცდელობას რომ მაინც ღიმილამდე მიჰყავდა. Ყველაზე მეტად კი ასე დაწყება არ სურდა. Ათასი საიდუმლოთი, ათასი მტრით და შარით, საძირკველს რომ გამოუღებდა ნებისმიერ ურთიერთობას.

Გაკვეთილები რომ მორჩა, სკოლიდან იმდენი საჩუქრით და დადებითი ემოციით დატვირთული წამოვიდა, რომ ეგონა მიწაზე კი არა, ღრუბლებზე დაფარფატებდა ათას ფრთა გამობმული. Ისიც კი გაიფიქრა, რომ ამდენი ტანჯვა და ტკივილი ამ დღედ ღირდა მხოლოდ. Ეზოდან ისე გავიდა, საერთოდ ვერ დაინახა ჭიშკრის წინ მანქანაზე აყუდებული მაჩაბელი წარბებაწკიპული რომ აკვირდებოდა, საჩუქრებით დატვირთულს როგორ უჭირდა გადაადგილება.
-მაკა მას! -დაუძახა გაღიმებულმა და ტუჩები სიამოვნების ტალღამ გაუპო მისი გაოცებული სახის დანახვისას. -მე წაგიყვან სახლში. -უთხრა და მისკენ წამოსულს მანქანის უკანა კარი გამოუღო, საჩუქრები რომ ჩაელაგებინა.
-რატომ მომაკითხე? Რამე მოხდა? -მაშინვე დაფეთდა მაკა. Ლამის დაავიწყდა კიდეც, რაც შეემთხვა და ის, რომ მისი მარტოდ-მარტო ყიალი საერთოდ არ იყო მიზანშეწონილი.
-დილასაც მოგაკითხე, მაგრამ როგორც ჩანს, გამასწარი. Შალვა იხედებოდა აივნიდან და წავიდაო, მითხრა. Არაფერი მომხდარა, უბრალოდ მე გატარებ ხოლმე.
-არ მინდა, სანდრო. -იუარა მაკამ. Ჯერ კიდევ გულდაწყვეტილი ჩანდა.
-მე მინდა და საჭიროა შენი უსაფრთხოებისთვის.
-ისედაც უსაფრთხოდ ვარ ახლა.
-სამი კვირის წინ არ იყავი უსაფრთხოდ, არც ახლა მაძლევს არავინ იმის გარანტიას, რომ უსაფრთხოდ იქნები. Ტყუილად არ შემეწინააღმდეგო.
Მაკას საერთოდ არ ხიბლავდა ყოველდღე სანდროსთან შეხვედრის იდეა. Იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდა, ძალიანაც უნდოდა რომ ენახა, ძალიანაც უხაროდა ახლა მის გვერდით რომ იჯდა და მისი სუნი უბრუებდა გონებას, საქმეც სწორედ ეს იყო - გონებას უბრუებდა, გულსაც ათასნაირი ილეთების ჩატარებას აიძულებდა, მაგრამ გონებას საკმარის საკვებს არ აძლევდა. Ამ ადამიანის ირგვლივ ბუნდოვანება მეფობდა, თითქოს ნისლში იდგა, მისი არც წარსული ჩანდა არსად, არც მომავალი, არც აწმყო და თვითონაც გაურკვევლობაში მოუწევდა ყოფნა, თუ ოდესმე რამე მოხდებოდა მათ შორის. Ახლა არც გაბრაზების უფლება ჰქონდა, არც რამის ახსნის მოთხოვნის, არც გულწრფელობის, რადგან მათ შორის გაბმული ძაფები არც ისე მყარად ეჩვენებოდა, ყველაფრის სიმძიმე რომ აეტანა.
“Მადლობა” და “ნახვამდის” იყო მათი ყოველდღიური შეხვედრები. Ბევრს არაფერს ეუბნებოდნენ ერთმანეთს. Ორივე თავს იკავებდა ზედმეტი საუბრისაგან, გაგრძელებად აუციებლად გრძნობების გამოხატვას რომ მოითხოვდა. Მაკას უკვე ნამდვილ ტანჯვად ექცა მის გვერდით ჯდომა ყოველ დღე, ახრჩობდა გაურკვევლობის ტლანქი, ქელი ბურუსი ყელში რომ გაჩხერვოდა, როცა სანდრო მაჩაბლის სიახლოვეს უწევდა ყოფნა.

Ქორწილის დღეს გაჭირვებით წამოიზლაზნა საწოლიდან. მოახლოებულ ზაფხულს უკვე აედუღებინა მთელი ქალაქი. მაისი ბოლო დღეებს ითვლიდა და სასიამოვნო, სიგრილეშეპარული დღეები მცხუნვარე მზისგან შეშინებულები ჩრდილისთვის თავის შეფარებას იწყებდნენ. ამდენ ხალხში გასვლის სურვილი მეორედ აღარ ჰქონდა, მით უმეტეს რომ წინა შეკრების წყალობით უკვე ყველამ იცოდა, ვინც იყო, რას წარმოადგენდა, რა შეემთხვა და ასე შემდეგ. ყურადღების ცენტრში ყოფნა კი უკანასკნელი იყო, რაც უნდოდა. სანდრო მაჩაბელი ლევანის მეჯვარე იყო, რა თქმა უნდა. ეს იყო ერთადერთი ამბავი, რაც დღევანდელი დღის ატანას უმსუბუქებდა. მაჩაბლის გვერდით ყოფნა ხშირად არ მოუწევდა, ვერც ის წაიყვანდა და წამოიყვანდა მანქანით და თვითონაც მაქსიმალურად მოერიდებოდა მის სიახლოვეს.
ქორწილში შალვაც დაპატიჟეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ის არსად წასვლას არ აპირებდა. ტელევიზორისთვის თვალი არ მოუცილებია, როცა მაკამ მეათასედ ჰკითხა, აპირებდა თუ არა წამოსვლას. იმდენ სასმელსა და სადღეგრძელოებში მამის წაყვანა არც მაკას უნდოდა, იცოდა, ერთი ჭიქა მაინც რომ დაელია, ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა. ერთი კვირა ზედიზედ ფხიზელი დიდი ხანია არ ყოფილა შალვა ნატროშვილი, არავის ქორწილი არ უღირდა მისი ისევ იმ მდგომარეობაში დაბრუნების ფასად მაკას.
შინაგან ხმას, რომელიც კარნახობდა, რომ დღეს განსაკუთრებით ლამაზი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ცალი ყურით უსმენდა. ზედმეტად გადაპრანჭვა არც უცდია, ყველაზე ლამაზი, კრემისფერი აბრეშუმის კაბა გადმოიღო გარდერობიდან. წვრილი ბრეტელი მიუყვებოდა ორივე მხარზე, გული ოდნავ ჰქონდა ამოჭრილი და ბარძაყის შუა ნაწილამდე ჩახსნილი იყო. მაკიაჟსა და თმაზე ზედმეტი დრო არ დაუკარგავს, უცებ გაემზადა და ტაქსით წავიდა ავალიანების სახლში, სადაც ტასო ელოდა.
თუმცა ლოდინი იმას ნამდვილად არ ერქვა, რასაც ავალიანების ქალიშვილი აკეთებდა, უფრო მეტად ადუღებული წყლით სავსე ჩაიდანს ჰგავდა, ორთქლი რომ ასდის და ვიღაცას მისი ქურიდან გადადგმა დავიწყებია, ის კი გამწარებული გაკივის და გაკივის...
-კაბა ლამის დამეწვა, მაკა! გასაუთოვებელია, შეხედე, რას გავს! -დაჭმუჭნილ კაბას ჰაერში დროშასავით აფრიალებდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა ტასო, საკუთარი მდგომარეობა რომ არ გამოეტირა.
-მომეცი, დაგიუთოვებ, ნუ ჩამოიზილე ეგ მაკიაჟი სახიდან. -ხელიდან გამოგლიჯა მაკამ კაბა და ოთახიდან უთოს მოსატანად გაკაკუნდა.
ლევანს ჯერ არ დაეტოვებინა სახლი, გამწარებული ემზადებოდა. ასეთი განერვიულებული არასოდეს უნახავს. ადგილს ვერ პოულობდა, შავი ბაფთა ყელსი რომ წაეჭირა აშკარად ახრჩობდა. მაკა საკუთარმა გრძნობებმა უფრო გააკვირვა ლევანის მიმართ, ვიდრე მისმა მდგომარეობამ. აღელდა, მაგრამ არა ისე, როგორც საყვარელი ადამიანის დანახვისას ღელავს ხოლმე ადამიანი...... როგორც მაშინ ღელავს ხოლმე, სანდროს რომ ხედავს, გული რომ უფრიალებს, მუცელი რომ მღელვარებისგან სტკივდება, თითქოს ვინმემ ნაძლავები გაუკვანძა ერთმანეთში, რომ გრძნობს როგორ ექაჩება მთელი სხეული მისკენ და როგორი უძლურია მისი გონების ყოველი წამოძახილი სანდროსგან მოშორებას რომ დაჰკივის.
-მაკუნა, რა ლამაზი ხარ. -გაეღიმა ქალის დანახვაზე ავალიანს.
-შენ უფრო, -გაეცინა მაკასაც, -უთოს სად ვიპოვი? შენი და ისეთ დღეშია...
-აბა მე რა ვიცი! სანდროს ველოდები და არ დააყენა საშველი! რაღაც სიურპრიზიო... რომ დამაგვიანდეს ჯერ ნუცა მომკლავს, მერე ეკა, მერე ისევ ნუცა...
-ჯერ ადრეა. -ეცადა სანდროს სახელით გამოწვეული ბავშვური მღელვარება როგორმე სახეზე არ დატყობოდა. -კარგი, გავალ, იქნებ მალვინამ იცოდეს.
ის-ის იყო, კარიდან გასვლა დააპირა, სანდრომ რომ შემოაბიჯა და უცნაური დამთხვევითობის წყალობით სწორედ მის პირდაპირ აღმოჩნდა. მეჯვარის ოფიციალური სამოსი განსაკუთრებულად უხდებოდა, მუქი ფერის პიჯაკი და შარვალი ეცვა, შიგნით იდეალურად დაუთოვებული თეთრი პერანგი, ერთი ღილი რომ ჩაეხსნა და ხორბლისფერ ყელს უფრო მიმზიდველად წარმოაჩენდა.
-ადრე მოსულხარ, -ოდნავ მიბნედილი, უცნაური ხმით უთხრა მაჩაბელმა და თავიდან ბოლომდე ისეთი დაკვირვებული მზერა შეავლო მაკას, რომ ქალს მაშინვე ის დღე გაახსენდა, შიშველი რომ ჩაუვარდა ხელებში.
-შენ კი გვიან, -თვალები ოდნავ მოჭუტა მაკამაც, რაღაც უცნაურმა, საშინლად მიმზიდველმა იფეთქა მის მზერაში იმ წამს. მოეჩვენა, რომ სანდროსაც სწორედ ის სცენა გაახსენდა, რაც მის გონებას გადაეფარა ცოტა ხნის წინ.
-არ გამატარებ მერე? -თითქოს საკმარისი მანძილი არ იყო გასავლელად, ისე შეახო მოშიშვლებულ ზურგზე ხელი მაკას და გვერდზე გასაწევად უბიძგა, თან თითის ბალიშები ფრთხილად ჩაატარა ხერხემალზე, როცა უშვებდა.
მთელი სხეული შესამჩნევად დაეხორკლა მაკას. სუნთქვა გაუხშირდა და გაუღრმავდა და მკერდის მკვეთრი მოძრაობა რომ არ შეენიშნა მაჩაბელს, სასწრაფოდ მოსცილდა იქაურობას.

ქორწილში იმაზე ცოტა ადამიანს მოეყარა თავი, ვიდრე ტასოს წვეულებაზე. თავისუფლად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ სტუმარზე მეტი დაცვა იყო ლევანისა და ნუცას ქორწილში.
რესტორანი მასიური და მდიდრული იყო, ამავდროულად ძალიან თანამედროვეც და გემოვნებიანად მორთული. ტასო და მაკა ერთად ისხდნენ. მთელი დროის განმავლობაში ენა არ გაუჩერებია არც ერთს. მაკა იმიტომ ლაპარაკობდა ამდენს, რომ სანდროსგან ყურადღება რამე სხვაზე გადაეტანა, ტასოს კი უბრალოდ ბევრი ლაპარაკი უყვარდა ისედაც.
სტუმრებს შორის თორნიკე გიორგობიანის დანახვამ დიდი ვერაფერი სიამოვნება მოგვარა მაკას, მაგრამ რახან კაცი ჯერ კიდევ არ მიახლოვებია, ჩათვალა, რომ არც შემდეგ აპირებდა მასთან გამოლაპარაკებას... რაც რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა.
თორნიკემ როგორც კი თავი დაიხსნა სხვა სტუმრებისაგან, მაშინვე ტასოს და მაკას მაგიდისკენ წამოვიდა.
-ტასო, ვინ არის ეს კაცი? შენს დაბადების დღეზე ძალიან ბევრი რამე იცოდა ჩემზე.
-სანდროს მამის პარტნიორის შვილია. ლევანიც ემეგობრება, მაგრამ არც ისე ახლოს. მამამ აიძულა, რომ დაეპატიჟებინა. რა იყო?
-სავარაუდოდ ჩემკენ მოდის. -ამოიკნავლა საწყლად მაკამ, -ამის თავი არ მაქვს.
-ნუ გეშინია, აუშვებს შენი პრინცი აფრებს, თუ საჭირო გახდა. -ჩაიცინა ტასომ.
ტასოს საყვედური ვერ მოასწრო მაკამ, რომ თორნიკე გიორგობიანი მიუჯდათ გვერდით.
-როგორ ხართ, გოგონებო?! -სახეზე უტიფარი ღიმილი გადაკვროდა. მაკას ძალიან მოუნდა ის შამპანური ხელში რომ ეჭირა, პირდაპირ თვითკმაყოფილ სახეში შეესხა.
-თავად როგორ გიკითხოთ, თორნიკე?! -ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე ტასომ.
-მშვენივრად ასეთ მშვენიერ ქალბატონებთან საუბრის პატივი რომ მაქვს, -ტასოს კი ელაპარაკებოდა, მაგრამ მაკას არ აშორებდა თვალს, რომელიც ყველაფერს აკვირდებოდა ირგვლივ, გიორგობიანის გარდა. -მაკა, როგორ ჩაიარა რეაბილიტაციის პერიოდმა?
-როგორც ხედავთ, არაჩვეულებრივად. -მშვიდად გასცა პასუხი ნატროშვილმა და მაშინვე მზერა მოარიდა, რითაც ანიშნა, რომ მასთან საუბრის გაგრძელება აღარ უნდოდა, რასაც ჭკვიანი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს სცემს პატივს, მიხვდებოდა და მოცილდებოდა ქალს, მაგრამ თორნიკე გიორგობიანი ვერ მიხვდა.
-იცით, ძალიან მეწყინა, იმ დღეს რომ ჩემი დანაშაულის გამოსყიდვა ვერ შევძელი. აშკარად გაგანაწყენეთ. იქნებ, ახლა მომცეთ ნება?
-თქვენ ჩემი განაწყენებაც ვერ შეძელით, ბატონო თორნიკე, ამიტომ ნუ შეწუხდებით.
-მე არ შევწუხდები, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ თანახმა ხართ... მხოლოდ ერთი ცეკვა, მეტი არაფერი...
„მიდი თორე არ მოგეშვებაო“ შეუმჩნევლად, ტუჩების ზედმეტი მოძრაობის გარეშე უთხრა ტასომ და ხელით ადგომისკენ უბიძგა.
ესიკვდილებოდა ახლა ამ კაცთან სიახლოვე და მისი შეხება, მაგრამ თუ ეს იყო საჭირო მისი თავიდან მოცილებისთვის, ერთ საცოდავ ცეკვას ნამდვილად გაიღებდა ამისათვის. საზარლად ნელ და რომანტიკულ მუსიკაზე მხოლოდ წყვილები ცეკვავდნენ. პერიფერიული ხედვის არით შენიშნა მაკამ, როგორ უმზერდათ სანდრო მაჩაბელი სიძის სუფრიდან. ზურგზე გიორგობიანის ცივი, ოდნავ ნესტიანი ხელის შეგრძნებაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. ძვირფასი სუნამოს სუნი ასდიოდა კაცს, საკმაოდ მოვლილი და სიმპათიურიც იყო, მაგრამ მასთან სიახლოვე ტანჯვის ტოლფასი იყო მაკასთვის იმ წამს. გულისრევის უსიამოვნო შეგრზნება ჯერ მუცელში აუგორდა, შემდეგ ყელამდეც ამოაღწია და წამით მართლა შეეშინდა, თავი არ შეერცხვინა ამდენ ხალხში, იმდენად მძაფრი იყო შეგრძნება.
-ძალიან ვწუხვარ, რომ ის სამკაული თავის პატრონს არ ეკუთვნის, ანუ შენ. სამწუხაროდ, ალექსანდრე მაჩაბელს ძალიან უყვარს, როცა ყველაფერში მეცილება.
-ის სამკაული ჩემი არასდროს ყოფილა და არც იქნება, ბატონო თორნიკე. მგონი, გასაგებად ავხსენი.
-ანუ თქვენთვის არ შეუძენია?
-არა, სხვისი პირადი ფინანსური გადაწყვეტილებები ჩვენ ნამდვილად არ გვეხება, ასე არ არის?! თანაც რა დაპირისპირება უნდა გქონდეთ თქვენ და ბატონ ალექსანდრეს ასეთი, რომ სამკაულში ამხელა ფასი თქვენს ჯინაზე გადაეხადა?
-შენ მას არ იცნობ, მაკრინე. -ამ კაცის პირიდან გაგონილი საკუთარი სახელიც კი გულს ურევდა უკვე.
-მე არც თქვენ გიცნობთ.
-დიდი სიამოვნებით ვეცდები, რომ ეს შეიცვალოს, თუ შენც ისურვებ.
მაკას აღარაფერი უპასუხია.
ნელ-ნელა ცეკვის დროს სახით იმ მაგიდისკენ რომ მიბრუნდა, სადაც სიძე-დედოფალი და მეჯვარეები ისხსდნენ, შენიშნა, რომ მაჩაბელი მათკენ ძალიან დაძაბული, თვალებჩაწითლებული იხედებოდა. მზერას არ აშორებდა მოცეკვავეებს და ლევანს, რომელიც რაღაცას გამწარებული ჩასჩიჩინებდა, ყურადღებასაც კი არ აქცევდა, ისე წამოხტა ფეხზე და ამათკენ წამოვიდა.
მადლობა ღმერთს, სანამ მაკამდე მოაღწევდა, მუსიკა მანამდე დამთავრდა, თორნიკეც მაშინვე მოიშორა და მაჩაბელისკენ დაიძრა, რომელიც გამძვინვარებულ მზერას არ აშორებდა გიორგობიანს. აუცილებლად, რაღაც მოხდებოდა, ისე ავისმომასწავლებლად არ აშორებდა თვალს სანდრო თორნიკეს. ლევანიც დაძაბული იყურებოდა მათკენ.
მაკამ მკლავში სწრაფად ჩაავლო ხელი სანდროს, მოულოდნელობისგან კაცმა წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოახერხა, ისე დამორჩილდა ნატროშვილს მთელი მისი სხეული. ქალმა საკუთარი ხელით შემოაწყობინა დაძაბული ხელები საკუთარ წელზე სანდროს, შემდეგ ორივე ხელი კისერზე შემოხვია და ოდნავ მიეფერა.
-ხელები ხომ არ გექავება? -ოდნავ მოჭუტული, დამტკბარი ხმით ჰკითხა სანდროს, რომელიც ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავდა.
-მაკა, გამიშვი... -ბრძანებასავით კი ჟღერდა მისი ხმა, თუმცა სხეულს ერთი წამითაც არ უცდია პოზიციის შეცვლა. პირიქით, ნატროშვილი უფრო მიეკრო სანდროს სხეულს.
-სისულელეს ნუ ლაპარაკობ და დამშვიდდი. ახლა აქ ჩხუბის დრო არაა, რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს შორის...- ხმას კი მიზანმიმართულად აძლევდა მაკა ასეთ ტონს, რომ უფრო მოეჯადოვებინა სანდრო, მაგრამ ყალბი ერთი წამითაც არ ყოფილა. უბრალოდ გრძნობებს და მიზიდულობას, რომელსაც ამ კაცის მიმართ გრძნობდა, იმ წამს საერთოდ არ იკავებდა. ირგვლივ ყველას გამოსახულება გაიცრიცა, ამდენი ადამიანით სავსე გარემოში მხოლოდ მის სუნს გრძნობდა მაკა.
-რა გითხრა... ანდა, არ მითხრა, -უცებ შეიცვალა ხმა სანდრომ და წელზე ორივე ხელი მაგრად მოუჭირა უფრო ახლოს რომ მიეზიდა ნატროშვილი, -შენთან ასე ახლოს ყოფნის სიამოვნებით ხშირად არ მაჯილდოვებ...
-შენი აზრით, რატომ?
-იმიტომ რომ ბევრ რამეს ვმალავ და არც შენ გიტოვებ სურვილს გულწრფელი იყო...
-შენ გინდა, რომ მიმალავდე?
-არა...
-მაგრამ ბოლომდე მაინც არ მენდობი...
-გთხოვ, არ გინდა ახლა... -მუდარა შეერია ხმაში სანდროს, ტუჩები ოდნავ გაუსვა ლოყაზე მაკას.
ისედაც ალმოდებულ სხეულს ცეცხლის კიდევ ერთი ტალღა შემოეხეთქა თითქოს სხეულზე, მთელი მუცელი ჩაწვა, ზურგი ცივი ოფლით დაეცვარა.
მუსიკა რომ დამთავრდა სევდანარევი ღიმილით ჩამოშორდა მაკა. რამდენადაც მასთან სიახლოვის სურვილით ეწვოდა სხეული და გული, იმდენად სტკენდა გონება იმის აღქმით, რომ უნდობლობა მიუღებელი იყო. თავიდანვე თუ ამდენი საიდუმლო იარსებებდა მათ შორის, სული ვერასდროს მოისვენებდა, რამდენადაც არ უნდა ეჯერებინა სხეულს გული.... ათასი სამყარო იქნებოდა მათ შორის ჩამდგარი და ამ სიშორისთვის ვერ გაწირავდა საკუთარ თავს.
-არაფერი გააფუჭო დღეს. ლევანს ეწყინება. -მაკას ცრემლშერეულმა ხმამ სული აუწვა სანდროს, ერთი წამითაც არ უნდოდა მისი გაშვება ახლა, ერთსანტიმეტრიანი სიშორისთვისაც კი არ ემეტებოდა, ისე უნდოდა ახლოს ჰყოლოდა და ისე ცხადი იყო, რომ ვერ შეძლებდა, თუ ასე გააგრძელებდა.
-ანუ გინდა თქვა, რომ უკვე არ გავაფუჭე?
-ჩემს წყენას არაუშავს. -თვალი მოარიდა მაკამ და მეორე ხელიც შეაშვებინა. გრძნობდა, ცრემლები როგორ უბინდავდა მზერას და არ უნდოდა მაჩაბელსაც შეემჩნია ეს.
-შენსას ყველაზე მეტად უშავს. -წინააღმდეგობას ვერ უწევდა, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად უნდოდა ის სამი წუთი დაებრუნებინა უკან სანდროს...

თავის ადგილს ისეთი დამძიმებული დაუბრუნდა, თითქოს ყველა ადამიანის ნაღველი მას აჰკიდებოდა გულზე, მაგრამ ესეც არ იქნებოდა ასეთი მძიმე. მთელი თავისი სამყარო თვითონ იყო და შესაბამისად საკუთარ ნაღველზე მეტად ვერაფერი დაამძიმებდა იმ წამს. ტასო მის თვალებს რომ გადააწყდა, აღარაფერი უთქვამს. მაკა ცოტა ხანი კიდევ გაჩერდა და მალევე გადაწყვიტა წასვლა.
მთელი ეს დრო სანდრო თვალს ვერ აშორებდა მის ჩამოშვებულ მხრებს და დასევდიანებულ მზერას, იცოდა, თვითონ რომ არ აძლევდა ახლოს მოსვლის უფლებას, მაშინ, როცა თავადაც მთელი თავისი არსება მაკასკენ ექაჩებოდა. უბრალოდ, იმ სამყაროში ვერ უმასპინძლებდა, იმ ცხოვრებაში ვერ დაპატიჟებდა, სადაც თვითონაც ვერ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად.
რაც მაკა გაუშვა, რამდენჯერმე იმაზეც კი დაფიქრდა, რომ ყველაფერს დატოვებდა, ხელს ჩაავლებდა ნატროშვილს და მასთან აცხოვრებდა. ყველაფერს დათმობდა, მაგრამ ვერ შეძლო. მეორე მხარეს უსამართლოდ მოკლული ძმა დამნაშავის დასჯას სთხოვდა, მისი ხსოვნის გატეხვა სულს არასოდეს მისცემდა მოსვენებას, მაკას გვერდითაც კი...
ეს ქალი კი... მაინც და მაინც ისეთი ქალი შეუყვარდა, რომელიც არც ოქრო იყო, არც ბრილიანტი, არც ზურმუხტი... ვერცხლისწყალივით იყო, ხელიდან უსხლტებოდა ყოველ წამს, ვერაფრით იხელთებდა, იმდენად ღრმა იყო თვითონაც. ვერც მაკა დაიბრმავებდა თავს... კითხვებს აუცილებლად დასვამდა და პასუხებსაც მოითხოვდა, თუ მათი ურთიერთობა რაიმე სახელს დაირქმევდა.
-მაკოს ნუ აწყენინებ, რა. - მეგობრის მზერა არ გამოპარვია არც ავალიანს, თუ როგორ აცილებდა გასასვლელისკენ მიმავალ ნატროშვილს თვალებით. -რთული ცხოვრება აქვს ისედაც, ყველაფერს მარტო უმკლავდება, უფრო მეტად ნუ გაუძნელებ, თუ ვერ გააბედნიერებ...
სანდროს არაფერი უთქვამს. ვერ გადაეწყვიტა, გაყოლოდა თუ არა უკან ნატროშვილს. თუ გაეშვა საერთოდ და თავი მიენებებინა, რამდენადაც რთული არ უნდა ყოფილიყო მისთვის ეს... ამ ფიქრებმა საკუთარი თავი შეახსენა, საკუთარი მოუსვენრობით, მონატრებით შეჭმული გული, როცა კარს აღებდა და იმ საწოლში აღარ იწვა, არც თმებაბურძგნული გამოდიოდა საძინებლიდან...
ეს ქალი ამდენი ხანი თვალწინ ჰყავდა და მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა მის სიგიჟემდე შესაყვარებლად...
უკან სწრაფი ნაბიჯით დაედევნა.





---------------
ასე და ამგვარად გავედით შუაში! კიდევ მინდოდა რაღაცების მიმატება, მაგრამ ვფიქრობ, ამ თავისთვის აზრობრივად ესეც საკმარისია.......
ველი შეფასებას.... დიდი მადლობა ყველას, ყველას, ყველას ვინც კითხულობთ, აკომენტარებთ და საერთოდ ყველას!



№1  offline წევრი დარინა

ძალიან კარგი თავი იყო ემოციურიც, მგონი ჯერ შენთან არ დამიტოვებია კომენტარი, სულ მინდოდა ხოდა მეც მოვედი, თავიდან თითქოს მეც მაკასავით ლევანი მინდოდა რომ ყვარებოდა ლევანსაც, მაგრამ სანდრო ისეთი ქარიზმატულია და ისე შემოიჭრა ისტორიაშიც და მაკას გულში, საოცარი წყვილი გამოვა ორივე თუ აღირსებს ერთმანეთთან ლაპარაკს და ყველაფრის გარკვევას, ბოლოს მეც მაკასავით ამიცრრმლიანდა თვალები და გული მეტკინა, აი სანდრო რომ არ გაყოლოდა მერე ნამდვილად უნდა დაევიწყებინა, უფ მომდევნო თავში ორივეს გრძნობების აფეთქრბას ველოდები.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან კარგად წერ მოუთმენლად ველი შემდეგ ნაწილს...❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალია ძალიან კარგი იყო, ემოციებიატვვარ სავსე, ისეთი დიდი დ ამსუყე თავი იყო ❤️❤️❤️ თუმცა უზომოდ მაინტერესებს პირველო თავის დასაწყისში რომ სპეც ოპერაცია მიმდინარეობს აი იქ რა მოხდება, ძლივს მოპოვებულ ნდობას და იმედს თუ გაუცრუებს მაკა სანდროს

 


№4 სტუმარი Ana-maria

ძალიან საინტერესო და კარგი თავი იყო. როგორც ვხვდები,ლევანი რაღაცეებს მალავს. ძალიან არ მინდა მაკამ სანდროს ნდობა არ ან ვერ გაამართლოს. არადა ისტორიის დასაწყისის მიხედვით რაღაც ცუდი ხდება. ვატყობ წინ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება და მალე მინდა წავიკითხო ახალი თავი (ვიცი თავხედი ვარ ,მაგრამ რა ვქნა,ძალიან მაინტერესებს)❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

რამდენი რამ მიტრიალებს თავში. დასაწყისში ალბათ "ის ქალი" მაკაა. რატომღაც სანდროს ვუჭერ მხარს და საშინლად არ მინდა მისი სიყვარული და ნდობა მაკამ ვერ გაამართლოს. ვერანაირ პროგნოზს რომ ვერ გააკეთებ, ისეთი ამბებია აქ.
რა შუაშია, მაგრამ ყველაზე ძალიან მომეწონა, როცა აღწერილია სანდროს და მამამისის განსხვავებაზე. თითქმის ყველა ისტორიაში მხვდება, სადაც შვილი მამის კოპიოა, მხოლოდ განსხვავება ჭაღარაშეპარულ თმებშია:დდ

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი ისტორიაა. აცალ თავს როდის დადებთ. მოუთმენლად ველით

 


№7  offline წევრი nestandarejan

ყველას მადლობა, პირველ რიგში heart_eyes მიხარია, რომ კითხულობთ და აზრის გამოხატვა არ გენანებათ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ♥
რაც შეეხება შემდეგ თავს, აქტიურად ვწერ და კვირის ბოლომდე იქნება ♥

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ მომწონს და როგორ ველოდები შემდეგ თავებსს????????????????????

 


№9 სტუმარი სტუმარი maco maco

ძალიან დავიძაბე და ავნერვიულიდი, დასაწყისი რომ მახსენდება, არ მინდა როგორ არ მინდა სანდროს იმედების გამცრუებელი ქალი იყოს მაკრინეე…

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ეს თავი საოცარი იყო იმედია სიტუაცია გამოსწორდება ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????

 


№11 სტუმარი nene

ახალ თავს როდის დადებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent