შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დადიანის ქალი! - 5 თავი


3-04-2023, 15:29
ავტორი nica_nica
ნანახია 2 746

ანაბელმა შხაპი მიიღო და საძინებელში გავიდა, ტანსაცმლის აღება დაავიწყდა ამის გამო კი თავს იწყევდლიდა. პირსახოცის ამარა რომ დაინახა თავი ძლივს შეიკავა არ მისულიყო და ყველაფერი არ გაეკეთებინა რაც ეხლა თავში უტრიალებდა. სასწრაფოდ შეტრიალდა რომ ვნებას არ აყოლოდა.- სწრაფად ჩაიცვი სალაპარაკო მაქვს.
- რასთან დაკავშირებით? - თან იცმევდა და თან ესაუბრებოდა.
- შენს სწავლასთან დაკავშირებით.
- რა სწავლასთან დაკავშირებით?
- არ გინდა სწავლის გაგრძელება?
- რათქმაუნდა კი, მაგრ...
- არავითარი მაგრამ, ჩემი ცოლი ხარ და შესაფერისი განათლებაც უნდა გქონდეს.
- განათლებას მივიღებ და შემდეგ სახლში დავჯდები არა? - ირონიულად კითხა.
- ჩაიცვი?
- კი. - უცებ შემობრუნდა და წინ აესვეტა.
- ეხლა კი კარგად მომისმინე იმ ნაბი*ვარს არასდროს შემადარო, რადგან მასთან შესადარებელი არაფერი არ მჭირს - იგრძნო როგორ დაიძაბა ანაბელი - ეხლა კი მაინტერესებს რომელ ფაკულტეტზე სურს ჩაბარება ჯერ-ჯერობით ქალბატონ გასვიანს?
- ფსიქოლოგიურზე.
- ანუ ფსიქოლოგობა გსურთ?
- დიახ.
- კარგი ყველაფერს მე მოვაგვარებ, სექტემბრიდან შეძლებ სწავლის დაწყებას.
- მადლობა. - პირველად იყო ასე ბედნიერი, ალექსანდრე ხედავდა მის ბედნიერ სახე და მეტი აღარაფერი ადარდებდა მსოფლიოში.
- კარგი ეხლა დროა რომ გზას გავუდგეთ - არაფერი შეიმჩნია თითქოს საერთოდ არ ადარდებდა მისი ბედნიერება.
ორი საათის დადგომილები იყვნენ გზას როდესაც ანაბელს ჩაეძინა ალექსანდრე თვალს ისევ ისე აპარებდა როგორც წინა ჯერზე.
- არა ხომ გავაფრთხილე, იმ ბიჭისგან თავი შორს დაეჭირა ხომ გავაფრთხილე!
- გაჩუმდი თუ ქალი ხარ თავი ნუ ამატკივე!
- რა გავჩუმდე?! რა გავჩუმდე?! შენ გგონია დადიანები აბაშიძეებს გვანან?! შენ გგონია ისინი ზედმეტ თეთრს თუ გვაღირსებენ?!
- რა გინდა რომ ვქნა მოტაცებული ქალი სახლში დავაბრუნო?და რომ დავაბრუნო მერე მას ვინ წაიყვანს ივარსაც კი აღარ აინტერესებს!
- არ უნდა გვეცადა, იმ დღესვე უნდა დაგვექორწინებინა რომელ დღესაც მისი ხელი გვთხოვეს.
- შენ უნდა მიგეხედა! დედა შენ ხარ შენ უნდა გაგეზარდა ისე რომ ზედმეტად სიტყვის ამოღებაც ვერ გაებედათ!
- ჩემი შვილი ოთახში თოჯინებით თამაშობს, აი შენი კახპების შვილები კი გარეთ არიან გავარდნილები ერთი თაქუმოგლეჯილი გაიქცა იმის მიუხედავად რომ უდედობას არ ვაგრძნობინებდი მეორემ კი სახალხოდ შეგვარცხინა ეხლა კი დედოფალივით არის დადიანების ოჯახში! მესამე კი დაბოლილი დადის, ამის მერე კიდე მე ვარ დამნაშავე?
- ხმა ჩაიკმინდე არავინ გაიგოს!
- ხო რათქმაუნდა მე ხმა უნდა ჩავიკმინდო და შენმა ნაბი*ვრებმა აკეთონ ის რაც თავში მოუვათ.
- შენ კარგად იცოდი რომ არ მიყვარდი და არც არასდროს შეგიყვარებდი მაგრამ დათანხმდი მამაჩემის წინადადებას ამიტომ ეხლა აღარანაირი უფლება აღარ გაქვს გასაგებია?!
- მე მხოლოდ აკაკის შვილად მიღებას დავთანხმდი და არ დანარჩენების!
- შენ გგონია რადგან არაფერს არ ვამბობ არაფერი არ ვიცი?!
- რას გულისხმობ? - ტონს დაუწია ირინემ.
- ყველაფერს ჩემო ძვირფასო ცოლო!
- მე...
- შენ არ არსებობ გასაგებია?! და კიდევ ერთხელ შემაწუხებს შენი არსებობა სხვანაირად მოვიქცევი.
- სხვანაირად მოქცევაში რას გულისხმობ? - ხმა აუკანკალდა.
- ნახავ! ხვალისთვის მოემზადე ყველამ უნდა იფიქროს რომ ეს კავშირი გვიხარია გასაგებია?!
- გასაგებია.
გაცეცხლებული კაცი ისე გავარდა ოთახიდან ვერც კი შეამჩნია კარს უკან მდგომი ვაჟი. ლაზარე კი ყველანაირად ცდილობდა ბრაზის ჩაცხრომას მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ვეღარ მოითმინა და ოთახში გაცეცხლებული შევარდა.
- დედას სიხარულო მოხვედი? - ირინემ ყალბი ღიმილი აიკრო.
- გაქცეული აკაკია, შემარცხვენელი ანაბელი, დაბოლილი კი ალბათ მე ვარ - ცინიზმით ჩაილაპარაკა.
- შენ...
- ხომ მე ყველაფერი გავიგე, თურმე ელენე ყოფილა მარტო შენი შვილი.
- მე...
- უბრალოდ მოყევი ყველაფერი!
- კარგი, ისედაც ყელში მქონდა ვითომ კარგი დედიკოს როლის თამაში -თვალების ტრიალით თქვა ამ დროს ლაზარეს გულში რაღაცჩაწყდა მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
- მამაშენს არასდროს არ ვყვარებივარ არც მისი პირველი ცოლი ვარ მისი პირველი სიყვარული უყო მისი პირველი ცოლი ჩემი საუკეთესო მეგობარი - ისევ თვალები გადაატრიალა - ქალბატონი აკაკიზე მშობიარობას გადაყვა, ამის გამო ცხონებულმა ბაბუაშენმა ისეთი რძლის ძებნა დაიწყო რომელიც მამაშენს მის შვილთან ერთად მიიღებდა, მამაშენი იმ დროს ძალიან კარგი შანსი იყო ჩემთვის ამიტომ მე დავთანხმდი მეგონა შემიყვარებდა მაგრამ ამაოდ. მაშინ ქალაქში ვცხოვრობდით, აკაკი სადღაც სამი წლის იქნებოდა იმის გამო რომ შვილი არ მიჩნდებოდა იმაზე უფრო გაგვიმწავდა ურთიერთობა ვიდრე გვქონდა, ამ დროს გაიცნო ვაჟბატონმა კახპა დედათქვენი.
- წესიერად ილაპარაკე, და მეორე დედაჩვენი?
- შენი და ანაბელის.
- ანუ...
- ანუ ანაბელი რომელიც გულზე არ გეხატება შენი ბიოლოგიური დაა.
- გააგრძელე! - რთული იყო მისთვის მაგრამ სიმართლე უნდა გაეგო.
- სად გავჩერდი?! გამახსენდა, აკაკი სადღაც სამი წლის იქნებოდა იმის გამო რომ შვილი არ მიჩნდებოდა იმაზე უფრო გაგვიმწავდა ურთიერთობა ვიდრე გვქონდა, ამ დროს გაიცნო ვაჟბატონმა დედათქვენი თავიდან სერიოზული არაფერი მეგონა რადგან ყოველთვის ჰქონდა პატარ-პატარა გატაცებები ამიტომ ყურადღება არ მივაქციე მაგრამ შემდეგ გავიგე რომ შენ გაჩნდი. ყველანაირად ვცდილობდი მათ დაშორებას ცოტახანი კიდეც გამომივიდა მაგრამ დიდიხანი არ იყო გასული ისევ შერიგდნენ.
მამაშენი უკვე ჩემთან განქორწინებაზე ფიქრობდა აკაკიც კი მასთან დაჰყავდა, შეიძლება დღეები გასულიყო საერთოდ არ გამოჩენილიყო სახლში, საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, ორი წლის იქნებოდი როდესაც გავიგე რომ მეორედ დაორსულდა, ეს კიდევ ერთი დარტყმა იყო რადგან უნაყოფოდ შემრაცხეს, ხუთი წლის დაქორწინებულები ვიყავით და ერთი შვილი არ მყავდა მაგრამ ისინი ორი წელი იყვნენ ერთად და მეორე შვილს ელოდებოდნენ ამის გამო მიწასთან მასწორებდნენ მხოლოდ იმის გამო ცდილობდენენ ჩემი ოჯახის გადარჩენას რომ აკაკი დედას მეძახდა და არ უნდოდათ მათი პირველი შვილიშვილითვის ტკივი მიეყენებიათ. მეშვიდე თვეში მშობიარობა დაეწყო ქალბატონს მთელი გასვიანების ოჯახი იქ იყო მეც შემთხვევით მოვხვდი იქ და ყველაფერს ვხედავდი დედაშენი გეუბნებოდა რომ „იცოდე შენს დას გაუფრთხილდი“ და ბლოკში შეიყვანეს. ტიროდი და ბებიაშენს ეხუტებოდი, შემდეგ დაიბადა ანაბელი მაგრამ დედაშენმა ვეღარ შეძლო ამ მშობიარობის გადატანა და მოკვდა, მას მერე ორივე თქვენგანი მომიგდეს და გაზარდე მითხრეს.
- ანაბელი რატომ გძულთ ასე ძალიან?
- მისი ასლია, მამაშენი მას რომ უყურებს ის აგონდება.
- მე რატომ შემაძულეთ ჩემი საკუთარი და?
- მინდოდა რომ საფლავში მაინც ვერ გაეხარა - ზიზღნარევი ხმით ჩაილაპარა.
- გაერთრიე!
- რა?
- გაეთრიემეთქიი!!!
- როგორ ბედავ ჩემთან ასე ლაპარაკს!
- როგორც გეკადრება! დაახვიე!
- ლაწირაკი!
ოთახიდან გავარდა, ლაზარეს კი მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა თავში „იცოდე შენს დას გაუფრთხილდი“ „იცოდე შენს დას გაუფრთხილდი“
- ჯანდაბა!
ოთახიდან გავარდა და ირინეს ოთახში შეუვარდა
- სად არის?
- რა სად არის?
- საფლავი.
- წესიერად იტყვი?
- დედაჩემის საფალვი სად არის?
- მე რავიცი, მამაშენს კითხე!
ეზოში გავარდა და მამამისს დაუწყო ძებნა ბოლოს თავლაში იპოვა
- სად არის?
- რა სად არის?
- საფლავი.
- რა საფლავი?შენ ჩლუნგი ხარ?
- ჩემი ნამდვილი დედის საფლავი სად არის! - ბოლო ხმაზე დაიყვირა ყველა ვინც ახლოს იდგა ყურთასმენად გადაიქცა.
- სახლში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ!
სახლში შევიდნენ
- საიდან გაიგე?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- ჩვენი საუბარი მოისმინე, გასაგებია...
- რა ის რომ ნამდვილი დედის ვინაობა არ ვიცით მე და ანაბელმა.
- შენს სასიკეთოდ გავაკეთე ყველაფერი.
- ჩვენს სასიკეთოდ არაფერი გაგიკეთებია.
- არაფერი არ გაკლდა ყველაფერი გქონდა რასაც ისურვებდი მითხარი რა არ გავაკეთე შენს სასიკეთოდ.
- არ გრცხვენია, ანაბელი იმიტომ შეიძულე რომ მას გავდა ესეც არ გეყო ცდილობდი დედაჩემის ერთადერთი დანატოვარი შემზიზღებოდა.
- ხომ გაიგე სიმართლე, ეხლა შემეშვი!
- სად არის მისი საფლავი?
- თბილისში!
- ანუ თბილისში.
- ხო თბილისში.
- მეზიზღები!
- მას ეტყვი?
- როგორცკი ქორწილი ჩაივლის.
- გასაგებია.
სოფელში გვიან ღამით დაბრუნდნენ მაგრამ ოჯახის წევრებმა რადგან იცოდნენ მათი დაბრუნების ამბვი ყველა ელოდებოდა.
ანაბელს ისევ ეძინა, არ შეეძლო მისი ძილის დაფრთხობა ამიტომ ჩუმად აიყვანა ხელში და ისე შეიყვანა სახლში. ყველა გაისუსა მათი დანახვისას.
- ერეკლე თუ ძმა ხარ ჩანთები ამოიტანე ჩვენს ოთახში!
- ღადაობ?! ამოვიტან რათქმაუნდა ეგ რა პრობლემაა.
- მალე გააკეთე ოღონდ.
- შვი...
- დავაწვენ და ჩამოვალ.
სწრაფად აიარა საფეხურები ანაბელს ტანსაცმელი გამოუცვალა ამჯერად ცადა რომ ყურადღება არ მიექცია მისი მაისური გადააცვა და ზეწარი გადააფარა.
როგორცკი დაჯდა დაიწყო
- შვილო როგორ არის?
- კარგად.
- როგორ შეეგუა სიტუაციას?
- კარგად.
- შენ სხვა სიტყვა არ იცი ვირისშვილო?
- შენი შვილიშვილი ვარ, ბაბუ ანუ ყველაზე დიდი ვირი შენ გამოდიხარ!! - სიცილით თქვა
- ბიჭო გაგვაგებინე რა მოხდა?
- არაფერი,ხვალ ჩემი ცოლი გახდება.
კარზე კაკუნი გაისმა მაია წამოდგა და გააღო ლაზარე იდგა თავჩაღუნული, უცებ ამოიხედა და მაის თავაზიანად გაუღიმა.
- ბოდიშს გიხდით ამ დროს შეწუხებისთვის, მაგრამ ჩემი დის ნახვა ძალიან მინდოდა, ხვალამდე ვეღარ მოვითმინე.
- ანაბელს ეხლა ძინავს, და ვერ ნახავ მაგრამ შენთან მე მაქვს საქმე ორი წუთით გავიდეთ - ალექსანდრე წამოდგა.
- კარგი.
- ივანთან მეგობრობ ხომ ასეა?
- კი მერე? - ალექსანდრემ სიმწრით ჩაიცინა
- იცი რომ შენს დას ზურგი ნაირევებით და უფრო მეტი ჩალურჯებებით აქვს სავსე?
- რას ბოდავ? - ლაზარე აფეთქდა.
- რას და სიმართლეს!
- ვინ ჩაიდინა?
- იდიოტი ხარ?
- ივანე - ზიზღით წარმოთქვა სახელი.
- ყოჩაღ!
- მაგის დედას შე*ეცი! და ჩემიც რომ ასეთი ს*ირი ძმა ვარ!
- ამას მოგვიანებით გავარკვევთ. ეხლა კი მინდა რაღაცაში დამეხმარო.
- რაში?
- თქვენი ძმის აკაკის მოძებნაში, ხვალ ქორწილში მინდა იყოს.
- აკაკის ადგილმსაყოფელი არვიცი მაგრამ გავარკვევ, პრობლემა არ არის!
- კარგი დანარჩენი მერე იყოს,ეხლა კი უნდა დაგემშვიდობო გამოძინება მჭირდება ხვალ დატვირთული დღე მექნება.
-- თქვენი ძმის აკაკის მოძებნაში, ხვალ ქორწილში მინდა იყოს.
- აკაკის ადგილმსაყოფელი არვიცი მაგრამ გავარკვევ, პრობლემა არ არის!
- კარგი დანარჩენი მერე იყოს,ეხლა კი უნდა დაგემშვიდობო გამოძინება მჭირდება ხვალ დატვირთული დღე მექნება.
- ალექსანდრე...
- გისმენ.
- არ აწყენინო.
- ძალით არა მაგრამ შემთხევით შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
- მართალია.
- ხვალამდე.
- ხვალამდე.
ოთახში შევიდა გამოიცვალა და გვერდით მიუწვა მისი სურნელი შეისუნთქა და ღრმად გადაეშვა სიზმრების სამყაროში.

ოთახში შევიდა გამოიცვალა და გვერდით მიუწვა მისი სურნელი შეისუნთქა და ღრმად გადაეშვა სიზმრების სამყაროში.

...............................................................................
საშინელება დამემართა, რაღაც ნაწილი რაც დაწერილი მქონდა და უნდა ამეტვირთა წამეშალა ამის გამო,მხოლოდ ამის ატვირთვა შემიძლია. იმედია ისიამოვნებთblush



№1 სტუმარი ნი-კე

კარგია..წარმატებები

 


№2 სტუმარი ნატო ჩუბინიძე

მომეწონა კარგი დასაწყისია მაგრამ ცოტა დიდ თავებს თუ დადებ უკეთესი იქნება.წარმატებებს გისურვებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგიაა.
ოღონდ ცოტა დიდი თქვები დადე არ გვყოფნიის

 


№4 სტუმარი ეთული

შემდეგი თავები როდის იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent