დადიანის ქალი! - 6 თავი
დილით იმაზე ადრე გაეღვიძა ვიდრე უნდა გაეღვიძა, მეორე მხარეს გადატრიალდა და ალექსანდრე რომ არ დახვდა გაუკვირდა.მოწესრიგდა და ქვევით ჩავიდა მისაღებში როცა შევიდა სასიამოვნო სანახაობა დაინხა ალექსანდრე პატარა ბიჭს უღიტინებდა, ისე საყვარლად ხარხარებდა ბავში ღიმილი ვერ შეიკავა. - დილამშვიდობის. - დილაშვიდობის შვილო! როგორ გეძინა? - მადლობა კარგად. - გაუღიმა მაიას და მდივანზე ჩამოჯდა. - ბიძია ეს გოგო ვინ არის? - ეს ჩემი ცოლი და შენი ბიცოლა. - ბიცოლა მყავს - გახარბულმა წამოიყვირა. - ბიცოლა რა არის? - ამის გაგონებაზე ყველამ სიცილი ატეხა. ბოლოს ნათიამ გასცა პასუხი - ბიცოლა არის ბიძაშენის ცოლი. - ანუ შენ ჩემი ბიძიას ცოლი ხარ? - დაახლოებით. - დაახლოებით? - ცერემონია უნდა ჩატარდეს ამის დასადასტურებლად. - აი ის ხომ ბევრი საჭმელები ერთად რომ არის? - დიახ. - დაჩი, სად გამეპარე? - მისაღებში გოგონა შემოვიდა, ანაბელმა მისკენ გაიხედა. - შვილო იქნებ ჯერ მიესალმო ჩვენს რძალს - დავითმა ალექსანდრეს მამამ, თვალები უბრიალა. - უი ბოდიში, გათიშული ვიყავი - უცბად მიმართა რძალს - სასიამოვნოა შენი გაცნობა, მე ნატალი დადიანი ვარ, ალექსანდრეს და. - ჩემთვისაც სასიამოვნოა, ანაბელ გასვიანი - ხელი გაუწოდა,ნატალიმაც ჩამოართვა- რამდენიმე საათი დარჩა მაქამდე სანამ შენი გვარი შეიცვლება. - ანაბელმა ეგრევე მკვლელი მზერით გახედა. - ძამიკო, შენ ისევ ისეთი მწარე ენა გაქვს, არ შეცვლილხარ - წაკბინა ძმა - იმედია ცოლი მაინც, მოგიყვანს ჭკუაზე. - არამგონია. - ნატალი, საყიდლების ყიდვისას ალექსანდრემ მითხრა, რომ ჩემი საქორწინო კაბა შენ უნდა ჩამოგეტანა. - ალექსანდრეს ანიშნა, ხმა ჩაეკმინდა. ალექსანდრე ეგრევე ბავშვს მიუბრუნდა. ნატალი მიხვდა ანაბელს რაღაც კოზირი ჰქონდა რითაც ალექსანდრეს აჩუმებდა, როცა ეს გაანალიზა სიცილი აუტყდა. - აუუ, ანაბელ მითხარი რა მოხდა თქვენი შოპინგის დროს? - დაიკო, კაბა მაინტერესებსო ანაბელმა - ალექსენდრემ სხვა საკითხზე გადაიტანა თემა. - უი ხო, წამო მოიზომე და საერთოდაც დავიწყოთ მომზადება თორემ ვეღარ მოვასწრებთ. - ძალიან ადრე ხომ არ არის? - არა, საერთოდ! ისე გავა დრო ვერც გავიგებთ, დე წამოხვალ ჩვენთან ერთად? - ალა ბიძიასთან დავრჩები. - ჭკვიანად იყავი იცოდე. - მე ყოველთვის ჭკვიანად ვარ! - გაიბუსხა პატარა ბატონი. - კარგი, კარგი. ოთახში შევიდნენ, ანაბელმა შხაპი მიიღო და როცა გამოვიდა მისი საუკეთესო მეგობარი მარიამი შემოვარდა. - ამას რას მოვესწარი, ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი მეგობარი თხოვდება, თან იმ გიჟზე კი არა, მის მსოფლიო სიმპატიურებაზე ალექსანდრე დადიანზე. - სულ გააფრინე არა? - გაიცინა და და მოეხვია. - მომენატრე. - სულ რაღაც ორი დღე ვერ მნახე ასე ძალიან მოგენატრე? - ეჭვი გეპარება? - არა არათქმაუნდა! - მოშორდა - გაიცანი ალექსანდრეს და ნატალი. - ვიცნობთ ერთმანეთს ოღონდ შორიდან. - ხომ, ჩემი იდიდოტი ძმა ალექსანდრეს ძმაკაცია. - გიგა როგორ არის? - იმ ვირის სახელი არ გამახსენო , თუ ღმერთი გწამს! დამაწყვიტა ნერვები ბიჭი არ გამიჩერა გვერდით, მაგის შიშით არცერთი ბიჭი აღარ მეკარება უნივერსიტეტში, - ანუ არ შეცვლილა - სიცილით ჩაილაპარაკა. - რა შეცვლიდა, ვირი თუ დაიბადა ადამიანი აღარ იცვლება. - ქალბატონებო, არ არის კარგი მანერა ქორწილის წინ სიძის მეჯვარის გალანძრვა. - მაშინ ქორწილის მერე გავლანძღავ, და საერთოდ შენ აქ რას აკეთებ? - ჩემს ოთახში რას ვაკეთებ?! - ჯერ ერთი დღეს მარტო ანაბელის განკარგულებაში უნდა იყოს ეს ოთახი! - ვითომ რატომ? - ქორწილამდე არ შეიძლება, სიძემ, პატარარძალი საქორწინო კაბაში ნახოს - ჩაერთო ნატალი. - ეს ვინ მოიფიქრა? - რა მნიშვნელობა აქვს?! აქედან უნდა გახვიდე! - მეღადავებით? - არაა - ერთად შემოსძახეს. - კარგი - დანებების ნიშნად ხელები აწია - უბრალოდ, ჩემს ნივთებს გავიტან, კარგი? - რათქმაუნდა! - ანაბელ, დაჯექი დავიწყოთ მზადება, თორემ ვეღარ მოვასწრებთ! - კარგი. ჯერ მაკიაჟი კეთება დაუწყეს, ალექსანდრე კარადასთან იდგა და აკვირდებოდა. - სიძე, უნდა გახვიდეეე!! - მივდივარ, ხომ მივდივარ! - კარი გაიხურე! - რათქმაუნდა! მზადება დაიწყეს, ანაბელს ბოლო დეტალებს უსწორებდნენ კარებზე რომ დააკაკუნეს. - ალექსანდრე შენ თუ ხარ, გამასწარი! - შეიძლება? - კარებში მარინემ შემოყო თავი, ანაბელს ეგრევე დაეტყო ხასიათის ცვლილება, მარიამმა ზიზღით შეათვალიერა. - რათქმაუნდა - ნატალიმ ხომ არ იცოდა როგორი სატანა იყო მარინე, ღიმილით შემოაღო კარები. - დედა სიხარული, დედას სიყვარული, როგორ გამიფრინდი ბუდედან - მოიშველია ნიანგის ცრემლები. - მარტო დაგტოვებთ - მარიამს ანიშნა კარებისკენ. - ხომ რათქმაუნდა. როგორცკი გავიდნენ გამოაჩინა თავისი გველური სახე. - ხომ გაგაფრთხილე, შენ ღვთის სასჯელო ამ ალექსანდრესგან თავი შორს დაგეჭირა! - დედა მისმინე... - დედა აღარ დამიძახო, შენთვის დედა მოკვდა შეარცხვინე მთელი ოჯახი, აბაშიძეებთანაც გაგვიფუჭე ურთიერთობა... სანამ, მარინე ცოფებს აყრიდა ანაბელს, ქვევით ლაზარე ჩაფიქრებულიდაბოდიალობდა, ფიქრობდა როგორ მოეყოლა ანაბელისთვის ყველაფერი, იმაზეც ფიქრობდა თუ როგორ გამოისყიდდა თავის დანაშაულს თავისი დის წინაშე კიბებზე ადიოდა როდესაც წინ ვიღაც დაეჯახა წონასწორება რომ არ დაეცვა ორივე დაგორდებოდა. - წინ არ იყურები? - ბოდიშს გიხდით, პატარა ბიჭს ვეძებ ხომ არ დაგინახავთ. - არა - მკაცრად უთხრა და შეხედა. - თქვენ... - მე პატარძლის ძმა ვარ. - სასიამოვნოა ძალიან, მე ალექსანდრეს და ვარ ანუ სიძის და - დაბნეული იყო. - სასიამოვნოა, ჩემი დის ოთახს ხომ არ მიმასწავლიდით? - მესამე სართული, კიბიდან მარცხნივ თეთრი კარები. - მადლობა. - დედათქვენია მასთან, იმაზე თუ ნერვიულობთ რომ ანაბელი აფორიქებული არის. - დედაჩვენი? - დიახ. ლაზარემ წამებში აირბინა კიბეები, კარებს რომ მიუახლოვდა მარინეს გველური ხმა მოესმა. - თავხედი, და გაუზრდელი გოგო ხარ, რისთვის გაგზარდეთ, გაჭამეთ და განათლება მოგეცით, იმისთვის რომ, ოჯახი შგერცხვინა? - დედა... - დედა შენთვის მკვდარია და საერთოდ დაივიწყე რომ ოჯახი გყავს! ლაზარემ ამის გაგონებისას კარები რასაც ჰქვია შეამტვრია. - გაეთრიე ეხლავე! - რაც შეეძლო მშვიდად თქვა. - ვაჟბატონიც მობრძანებულა, ეხლა მოგინდა ძმობა? - გაეთრიამეთქი!!! - მივდივარ ხომ, საერთო არ მეხატება თქვენი სახეების დანახვა. - ნელი ნაბიჯებით გავიდა გარეთ. ანაბელი სკამზე ძალაგამოცლილი დაეცა, ცოტაც აკლდა და ტირილს დაიწყებდა. ლაზარე რომ მივიდა და ჩაეხუტა. - არ იტირო გესმის?! ეს ლამაზი დღე მის გამო არ გაიფუჭო. - ლაზარე, შენ... - არაფერი თქვა, ქორწილის შემდეგ ვისაუბროთ კარგი?! - კარგი. ამ დროს მარიამი შემოვიდა. - დროა. - კარგი. ანაბელის მამა შემოვიდა და ხელი გაუწოდა. - ანაბელს მე გადავაბარებ სიძეს! - ლაზარემ ეგრევე გაუწოდა ხელი დას. - არავითარ შემთხვევაში! - შენი აზრით ვინმემ აზრი გკითხა?! - ხალხი რას იფიქრებს? - იმას რომ ძმამ მოისურვა მისი კომპანიანობა. - კი მაგრამ... - ბოდიშს გიხდით მაგრამ - მარიამი ჩაერთო, რადგან მიხვდა მათ კამათს დასასრული არ ექნებოდა. - ელოდებიან ანაბელს. - დაიკო - ლაზარემ ხელი ხელში გაუყარა. - წავიდეთ - გაუღიმა. ნელა ჩაუყვნენ კიბებს, კიბის ბოლოში ალექსანდრე იდგა და ყველანაირად ცდილობდა ნერვიულობის დაფარვას. ყველა იქ იყო ალექსანდრეს ოჯახის წევრები, მეგობრები, და რაც ყველაზე მეტად გასაკვირი იყო ქვევით აკაკი იდგა, მისი ძმა რომელიც, თითქმის ხუთი წელი არ ენეხა, პატარა გოგონა ეკავა ხელში დაახლოებით ორი წლის იქნებოდა, გვერდით კი დაახლოებით ოცი წლის ქალბატონი ედგა, სავარაუდოდ მისი მეწყვილე უნდა ყოფილიყო, გამორჩეული სილამაზის არ იყო გოგონა, მაგრამ ეტყობოდა რომ თავს უვლიდა, ყავისფერი თმა და ასეთივე ფერის თვალები, ტანი იდეალურ ფორმაში ჰქონდა, პატარა გოგონაც მისი მსგავსი იყო. ანაბელმა გაოცება ვერ დამალა მათი დანახვისას, ლაზარეს გახედა რომელმაც, სევდიანად გაუღიმა და ჩუმად ჩასჩურჩულა. - შენი ნამდვილი ოჯახი ყოველთვის იქნება შენს გვერდით, ეს გახსოვდეს! - მემახსოვრება. ლაზარემ, ალექსანდრეს გადაულოცა პატარძალი. - ეს დღეც დადგა, დადიანის ქალი ხდები კანონიერად! - ოცნება აგიხდა. - მე კიდევ ბევრი ოცნება მაქვს სხვათაშორის. ჯერ ხელის მოსაწერად წავიდნენ, ყველა საჭირო პროცედურა გაირეს შემდეგ, ეკლესიაში გადაინაცვლეს და ღვთის წინაშე დადეს საქორწინო ფიცი, ბოლო ეტაპი კი რესტორანი იყო, დაახლოებით ათას კაციანი ქორწილი გამოუვიდათ. როგორც ყველა ჩვეულებრივი ქართული ქორწილი ისე წარიმართა ყველაფერი, სიძე პატარძალმა იცეკვეს, შემდეგ მოჰყვა სადღეგრძელოები და დალოცვები. ყველაზე მეტად ანაბელისთვის ყალბი ღიმილის აკვრა იყო მოსაბეზრებელი და ყალბი ადამიანები რომლებსაც საერთოდ არ უხაროდათ ანაბელის ბრჭყალებში რომ ვთქვათ „ბედნიერება“ და მხოლოდ იმისთვის იყვნენ მოსულები რომ დრო გაეტარებინათ. ვალსის მუსიკა როცა ჩაირთო აკაკი მიუახლოვდათ. - შეიძლება პატარძალს ვეცეკვო? - რათქმაუნდა - გაუღიმა და წამოდგა. გავიდნენ და ცეკვა დაიწყეს. - სად იყავი? - შორს. - ისე შორს რომ ტელეფონი არ იჭერდა? - ირონიით კითხა. - ანაბელ მჭირდებოდა რომ, მათი კლანჭებიდან თავი დამეღწია. - და მე? - ზუსტად შენი დარდი მაწუხებდა ამ დროის განმავლობაში. - როდესმე აპირებდი დაბრუნებას? - რათქმაუნდა. - და მაინც როდის? როცა ივანის ცოლი მერქმეოდა? - იმ ს*რს ნუ მახსენებ. - ხომ რათქმაუნდა. - ანაბელ ვაპირებდი დაბრუნებას და შენს წაყვანას, გარდაცვლილი დედაჩემის სულს ვფიცავ. - გარდაცვლილი? რას ბოდავ? - გრძელი ამბავია, მერე მოგიყვები, ეხლა კი უბრალოდ დღევანდელი დღით დატკბი. - ცოლი მოიყვანე? - ცოლი არ არის! არ გვსურს ჩვენი ურთიერთობა ჩარჩოებში მოვაქციოთ, გვინდა რომ სულ შეყვარებულებივით ვიყოთ. - ქალიშვილი? - ანასტასისია, მოულოდნელად გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. - ბედნიერი ხარ? - კი,შენ? - არვიცი. - გულწრფელად უპასუხა. მუსიკაც დასრულდა და ორივე სხვადასხვა მხარეს გაემართნენ - დაიღალე? - ეგრევე კითხა ალექსანდრემ როგორცკი დაჯდა. - ძალიან, მალე წავალთ? - კი მაგრამ, მაინც ვერ დაისვენებ ამ საღამოს. - რას გულისხმობ? - შენი აზრით? - კითხა და დარბაზს მოავლო თვალი. - რას ბოდავ? - რას და შენ ამ საღამოს იკვნესებ ჩემს სახელს - წარბები აათამაშა, ანაბელი ამაზე გაწითლდა მაგრამ მაკიაჟის გამო ვერავინ შეამჩნია. - მე ძალიან დაღლილი ვარ, არ შემიძლია დღეს! - ტყუილად გადადება არ ღირს ანაბელ, მაინც მოხდება ეს, რა მნიშვნელობა აქვს დღეს თუ ხვალ? - მართალია, რა მნიშვნელობა აქვს. ნახევარი საათიც დარჩნენ და შემდეგ გზას გაუდგნენ, გზა რომ ვერ იცნო ანაბელმა ალექსანდრეს გახედა. - სად მივდივართ? - ყაზბეგში. - გასაგებია. მალევე ჩააღწიეს, სასტუმროს ოთახში როგორცკი შევდნენ, მათ შორის დაძაბულობა ჩამოწვა. - დალევ რამეს? რომ მოდუნდე. - კი. - რას? - ნებისმიერ რამეს. ვისკი დაასხა და მიაწოდა ჭიქა. - შენ არ გინდა? - არ მჭირდება! - კარგი. ანაბელმა ბოლომდე ჩაცალა ჭიქა. - სარკისკენ შეტრიალდი. - რა? - სარკისკენ შეტრიალდი! - რატომ? - უბრალოდ შეტრიალდი! სარკისკენ შეტრიალდა, ალექსანდრემ ეგრევე უკან აეტუზა და გახდა დაუწყო ანაბელმა თვალები დახუჭა. - თვალები გაახილე! გაახილა და საკუთარ სილუეტს შეხედა სარკეში, რომელიც თეთრეულის ამარა იდგა. - მეშინია! - ყველანაირად ვეცდები არ გატკინო. რაც სხეულს უფარავდა ისიც მოაშორა ალექსანდრემ, თმაც დაუშალა და უკან გადაუწია. - ხედავ ამ სილმაზეს?! ამ სილამაზის შეხების უფლება მხოლოდ მე მაქვს - თან სხეულს უკოცნიდა თან ელაპარაკებოდა. ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა, თვითონაც დაიწყო გახდა, შემდეგ კი ზემოდან მოექცა და კისერში დაუწყო კოცნან ყურადღენის გადასატანად, ანაბელმა მალევე იგრძნო ის რაც თან ტკივილი თან დიდი სიამოვნება მიანიჭა, ყველანაირად ცდილობდა კვნესის შეკავებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. - ალექსანდრეეე - გტკივა? - არა, უბრალოდ გთხოვ ააჩქარე. - შენთვითონ მთხოვ? - სიცილით კითხა. - ალექსანდრეეე - კარგი ხომ. მალევე გამოეცალათ ენერგიის უკანასკნელი წვეთი, ალექსანდრე მეორე მხარეს გადავარდა და ორივემ ერთად დაიწყო ღრმად სუნთქვა. - მეძინება. - დაიძინე. - ზღაპარს მომიყვები? - ანაბელ მეღადავები? - არმჭირდება საერთოდ არაფერი შენი. - ნამდვილი ბავში ხარ. - შენ კი საზიზღარი. - კაი რა ანაბელ, ასეთი სექსის შემდეგ ზღაპარი გინდა მოგიყვე? - ენა მოგძვრება? - კარგი, ნუ მიბღვერ მოგიყვები ამ ზღაპარს. - დაიწყე - კომფორტულად გაასწორა ბალიში. - იყო და არა იყო რა... ზღაპრის შუა მონაკვეთში უკვე ეძინა ანაბელს. - ჩემი ბავშვი. - ჩუმად ჩაილაპარაკა, ანაბელის სხეულს მიეკრა და დაიძინა. დილით ანაბელი მზის მსხივებმა გააღვიძა, მეორე მხარეს გადატრიალდა მაგრამ ალექსანდრე არ ჩანდა. - ალექსანდრე სად ხარ? - გაიღვიძე ცოლო? - ალექსანდრე მშიაა. - მართლა? - ხო. - რას მიირთმევთ ქალბატონო დადიანო? - რამეს. - მაინც? - ალექსანდრე მოგწონს ხომ რომ მაწვალებ? - ძალიან. - აუუ მშიააა. - კარგი ხომ, შევუკვეთე უკვე და მალე მოიტანენ. - შეტრიალდი. - მეღადავები? - არა. - გუშინ მთხოვდი რომ... - უბრალოდ გაჩუმდი და შეტრიალდი! - კარგი ჯანდაბას.- წამოდგომა სცადა მაგრამ იატაკზე დაეცა. - დახმარება ხომ არ გჭირდება? - ძლივს იკავებდა სიცილს. - მეზიზღები, მაგრამ ხომ მჭირდება შენი დახმარება. - ეხლავე მეუღლევ - უცებ აიტაცა ხელში და აბაზანაში შეიყვანა, ჯაკუსი აავსო და შიგ ჩააწვინა. - ხომ არ შემოგიერთდე? - ეშმაკური ღიმილით კითხა. - გაბრძანდი. - კარგი ხო. ნახევარი საათი ინებივრა, კიდევ გააგრძელებდა, მაგრამ ალექსანდრეს მოთმინებამ უმტყუნა. - დროზე თუ არ გამოხვალ მშიერს დაგტოვებ. - გამოვდივარ ხო. ხალათი მოიცვა და ოთახში გავიდა, მაგრამ ალექსანდრე არ ჩანდა, შემდეგ აივნიდან მოესმა საუბრის ხმა და იქითკენ წავიდა. - რამდენიმე დღე დავრჩებით, მერე კი დავბრუნდებით, ნახვამდის.- ტელეფონი გათიშა და ხედს გახედა. - ვის ესაუბრებოდი ალუქს? - სიცილით ჰკითხა და მაგიდას მიუჯდა. - ანაბელ კარგი რა - თვალები აატრიალა. - კარგი ხო - მაგიდა მოათვალიერა, და ბლინები გადმოიღო - თაფლი მომაწოდე რა. - აჰა აიღე. - შენ არ გშია? - დილით არ ვსაუზმობ, მხოლოდ ყავას ვსვამ. - გასაგებია. ანაბელი გემრიელად მიირთმევდა თან ტუჩებს საყვარლად აცმაცუნებდა, ალექსანდრემ ვეღარ გაუძლო და ეგრევე ეძგერა ტუჩებზე, უხეშად და მომთხოვნად კოცნიდა ბოლოს ჰაერი აღარ ეყო და ამის გამო შეწყვიტა. - სულ შეიშალე ხომ? - დიახ, შენ შემშალე. ........................................... ველოდები შეფასებებს!!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.