ალისფერი_ თავი 1
ისეთი სიტუაცია გქონიათ, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი ყოფილა? მაგალითად, უამრავი ადამიანის წინაშე თუ შერცხვენილხართ ისე რომ გამოსავლის არსებობაში შეგპარვიათ ეჭვი? თან იმ ადამიანთა შორის თუ ყოფილა ისეთი პიროვნება, ვის წინაშე შერცხვენასაც სიკვდილს არჩევდით? პირადად მე ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადამიანი მახსენდება. . . -გამარჯობა, მე ლიკა ჩაკვეტაძე ვარ. დარწმუნებული ვარ უკვე იცით ,რომ ზედმეტსახელად მოუხელთებელს მეძახიან. დიახ, დიახ ის გოგონა ვარ ქორწილიდან.-"თითქოს რამე საამაყოს ვამბობდე"-ს ნიშნად თვალები გადაატრიალა. -მისმინეთ... მესმის, რომ სასაცილო იყო. ნუ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ალბათ მეც გამეცინებოდა.. ალბათ კიარადა აუცილებლად გამეცინებოდა ვინმე რომ შადრევანში ჩავარდნილიყო, მაგრამ ჩაიარა ხალხნო, მორჩა, გავიცინეთ გვეყო-ხელები ერთმანეთს შემოცხო -ვსო! რა საჭიროა ყოველდღე ვიდეოს გაზიარება და ეს დამცინავი კომენტარები? იქნებ როგორმე დაივიწყოთ... ბოლოს და ბოლოს ერთი კვირა გავიდა უკვე ამ ამბის შემდეგ!-პირდაპირი ეთერი ნერვებმოშლილმა გამორთო და მოკისკისე დაქალებს გადახედა, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ძლივს იკავებდნენ სიცილს. - თქვენ რა ჯანდაბაღა გაცინებთ... გეგონება სხვები არ მყოფნიდნენ-ტელეფონი გვერდით სავარძელში მოისროლა და სამზარეულოში შევარდა. მაცივრიდან ტორტის ნაჭერი გამოიღო და გოგონების გვერდით დივანზე მოკალათდა. - გეფიცები ასეთი რამ მხოლოდ შენ თუ დაგემართებოდა. როგორ მოახერხე?-თავი გააქნია და გემრიელად გადაიხარხარა ანასტასიამ - მართლაც!-ჩაიხითხითა ვერონიკამ - თქვენ ხომ არაფერი იცით... - სახე მოღუშულმა ტორტის მორიგი ნაჭერი გაიქანა ყბაში. 1 კვირის წინ ლიკა კურსელის ქორწილში იყო. ეზოში, შადრევანთან სასმელს წრუპავდა, როდესაც ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა. -ჩაკვეტაძე! შეცბუნებული შებრუნდა და თვით დამიანე ჟორჟოლიანის წინ აღმოჩნდა. - ჟორჟოლიანი! აქ რას აკეთებ?- ძლივს მოახერხა ხმის ამოღება - მეც სტუმარი ვარ, ისევე როგორც შენ- ტუჩის კუთხე ჩატეხა კმაყოფილმა - გასაგებია- გაუღიმა და ჩამოვლილ მიმტანს თავის დაკვრით მორიგი ჭიქა გამოართვა. - ბევრს რომ სვავ ალბათ ხვდები ხომ?-ჟორჟოლიანმა ცალი წარბი მაღლა აწია. - ეს შენ არ გეხება- უემოციო სახე მიაპყრო და დალევა განაგრძო. სასმელი ისე გამოცალა, აშკარად ემოციების ჩახშობა უნდოდა, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა. - შეცვლილხარ- სევდანარევი ხმა ჰქონდა - 4 წელი ცოტა ხომ არ არის ბატონო დამიანე- თვალები გაუსწორა და ცარიელი ჭიქა მიმტანს მიაწოდა - მართალია. . . დიდი დრო გავიდა...- ჩაფიქრებული მიუახლოვდა. გაგრძელება არ დასცალდა -ასეა- მოკლედ მოუჭრა და გვერდის ავლა სცადა, მაგრამ კაბაზე ფეხი დაებიჯა და შადრევანში გადავარდა. ეს ყველაფერი ისე უეცრად მოხდა, რომ დამიანემ დაჭერა ვერ მოასწრო. დამფრთხალი წამოხტა და შერცხვენილი გარეთ გიჟივით გავარდა. ყველა ტელეფონს ჩასჩერებოდა და იცინოდა. ან როდის მოასწრეს გადაღება?! რავიცი რავიცი... დამიანე უკან დაედევნა, მაგრამ ვერ მიუსწრო...ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა. ახლა.. - ღადაობ? ეს როგორ დაგვიმალე. ამდენ ხანს რატომ არ გვითხარი თუ დამიანე დაბრუნდა?- გაკვირვებული მიშტერებოდა ვერონიკა დაქალს. - მე არ მითქვამს, რომ დაბრუნდა. მე ვთქვი ჩამოვიდათქო. მოკლედ რა ვთქვა. არც გვინახავს ერთმანეთი სალაპარაკოდ და როდის გეტყოდით? სულ მუშაობდით- თვალები აატრიალა და სამზარეულოში გაბრუნდა. - ვერ ვიჯერებ დაო რა გადაგიტანია თურმე, მაგრამ მაინც მეცინება და რა ვქნა? - სიცილი აუტყდა ანასტასიას და ვერონიკაც მას აჰყვა. - ფუ თქვენც თუ დაქალები გქვიათ რა- ხმაურიანად ჩააწყო ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელი და ბუზღუნით დაბრუნდა უკან - კარგი, კარგი ჩუმად ვართ- ერთმანეთს გადახედეს ხით-ხითით - ისე ღირსი ხარ იმ შადრევანში რომ ჩავარდი-მხრები აიჩეჩა ჩაფიქრებულმა ანასტასიამ - სერიოზულად? რით დავიმსახურე- მხარი გაკრა და შემდეგ მოკალათდა. - აბა სად გარბოდი? ბიჭი გელაპარაკებოდა. შენ კიდევ ისე მოუჭერი არაფრის თქმა აცადე. იქნებ რას გეუბნებოდა? - ანასტასია არ გინდა ძალიან გთხოვ..-წარბები შეჭმუხნა -რა არ მინდა ლიკა! ბოლოს როდის იყავი ნამდვილად ბედნიერი? -ძალიან ბედნიერი ვარ! თქვენ მყავხართ! ოჯახი მყავს! -ვის ატყუებ.. შენს თვალებში უკვე დიდიხანია ბედნიერების სხივი აღარ ჩანს-ცალი წარბი აწია ანასტასიამ -ვეთანხმები ანასტასიას. ვფიქრობ ჯობდა თავი არ აგერიდებინა და გესაუბრათ- თავი დაუკრა ვერონიკამ და წვენის ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა -შეწყვიტეთ, გთხოვთ! არ მინდა მასზე საუბარი-თავი ფანჯრისკენ შეაბრუნა და ფიქრებში ჩაიძირა. მთელი 10 წუთი ასე ისხდნენ და არაფერს ამბობდნენ. სამივე წარსულის მოგონებებში ჩაიკარგა. დუმილი ანასტასიამ დაარღვია - წავედი რა, დედაჩემს უნდა გავყვე. საქმე აქვს. მოგწერთ მერე- წამოდგა და გადაეხვია გოგონებს - მეც წავალ, ხვალ ისევ სმენაში ვარ გასასვლელი და ცოტა უნდა დავიძინო თორემ მოვკვდები. - წადით ჰო გაიქეცით და დამტოვეთ მარტო- მოწყენილმა, წუწუნით გააცილა გოგონები - არც ხვალ წავალ უნივერსიტეტში. დავწვები და დავიძინებ. მაინც არ მაქ რამის თავი- ოთახისკენ მიდიოდა ბუტბუტით, ზარის ხმა რომ გაისმა. - ნეტავ რა დაგრჩათ. გინდათ მოგ... შენ?! .. გაკვირვებული უყურებდა ლიკა დამიანეს. გაოცებისგან ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა. -კიდევ დიდხანს მომაშტერდები? - წარბი აწია და ჩაეღიმა -აქ რას აკეთებ!-წარბები შეკრა -არ შემომიპატიჟებ?- კარის ჩარჩოს ხელი მოკიდა -რაიყო ვამპირი ხომ არ ხარ შემოპატიჟება რომ გჭირდება-თვალები გადაატრიალა და გვერდით გადგა. გზა დაუთმო შემოსასვლელად. ვამპირობაზე გამახსენდა. ჩვენი დამიანე მართლა ძალიან სექსუალურია დეიმონივით.. მეცინება ამ მაგალითზე.მისი თვალები რომ განახაათ უჰჰ დადნებოდით. ღმერთო მე და ჩემი ვამპირებზე გატაცებები. მაგრამ რა გავაკეთო, რაც ვამპირის დღიურებს ვუყურე დეიმონ სალვატორზე მაფანატებს. ისევ ვიცინი. -შეიძლება- ჩაიცინა და სახლში შევიდა -გისმენ აბა?!-უკან გაჰყვა დოინჯშეკრული -რას მისმენ?- სავარძელში ჩაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ვითომ გაკვირვებულმა ჰკითხა -მეხუმრები? რისთვის მოხვედი თუ სალაპარაკო არ გაქვს-ხელები ჩამოუშვა, მაგრამ ადგილი არ შეუცვლია -იქნებ მომენატრე და მინდა უბრალოდ გიყურო- აგრძელებდა ნერვების მოშლას, რაც მართლა კარგად გამოსდიოდა -დამიანე მომისმინე, არ მაქვს ახლა ხუმრობის ნერვები! თუ სალაპარაკო გაქვს გისმენ თუ არა და მაშინ კარი იცი საით არის. მხოლოდ იმიტომ შემოგიშვი, რომ არ მინდოდა ქაჯივით მოქცევა,თორემ არანაირი სურვილი მაქვს შენს სახეს ვუყურო- ვაიჰ რად უჯდებოდა ეს ყველაფერი ნეტავ იცოდეთ. შიგნით ყველაფერი ეწვოდა. როგორ ენატრებოდა მისი სახე.. თვალები.. სურნელი. როგორ უნდოდა ეთქვა, რომ მასაც მოენატრა და შემდეგ ისე ჩახუტებოდა,რომ მისთვის სუნთქვა შეეკრა. -ყავას გამიკეთებ?-თვალები ისე მოჭუტა ნუშის ხელა გაუხდა -ღმერთო! ნეტავ იცოდე, როგორ მაღიზიანებ- შეუბღვირა და სამზარეულოში შევიდა სანამ ლიკა ყავას აკეთებდა დამიანემ დრო იხელთა და მთელი სახლის ყველა კუთხე კუნჭული მოათვალიერა. სადაც იყო შავ-კარებიან ოთახში უნდა შესულიყო ლიკამ რომ დაუყვირა -რას აკეთებ დამიანე? ხელი გაუშვი სახელურს და მოდი ყავა დალიე-ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო და თვითონ წინ გადაუდგა -მიდი, რას ელოდები- თვალები დაუბრიალია და კარი გასაღებით გადაკეტა. -დამიანემ ერთი წამით დაეჭვებულმა შეხედა, შემდეგ კი დივნისკენ გაემართა - ესეიგი აისრულე ოცნება? ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც გინდოდა-თვალით ანიშნა სახლზე და ყავა მოსვა -შეიძლება ასეც ითქვას - ლიკაც უკან გაჰყვა. სავარძელში ჩაჯდა და ერთ წერტილს მიაშტერდა. 4 წლის წინ - დამი... -მანქანაზე შემომჯდარმა გოგონამ გადახედა ბიჭს, რომელიც მოაჯირს მიყრდნობოდა და ვარსკვლავების თვალიერებაში იყო გართული. მისთვის, რომ შეგეხედათ მაშინვე მიხვდებოდით,რომ რაღაც უჭირდა. ისე იყო ფიქრებში ჩაძირული, რომ ამ სამყაროს ვეღარ ამჩნევდა, მაგრამ შეუძლებელი იყო ლიკას ხმა ვერ გაეგო. ლიკა მისთვის სხვა განზომილება იყო. შეუძლებელია მისი მისდამი სიყვარულის სიტყვებით გადმოცემა. - გისმენ- ბიჭი მაშინვე მიტრიალდა და თვალები გაუნათდა მის დანახვაზე. მანქანაზე შემოსკუპებულს მოხრილი ფეხები ერთმანეთზე გადაედო და ხელები ჩასახუტებლად გაეშალა თან თვალები უბრწყინავდა. მიუახლოვდა და გულზე მიიხუტა. თავზე აკოცა და თმის სურნელი შეიგრძნო. - დამი რაზე ოცნებობ?- გულიდან ადგილი შეიცვალა. ხელები ყელთან მოხვია და თავი კისერში ჩარგო თან ხარბად ისრუტავდა მის სურნელს - შენზე - მაგრამ მე ხომ შენთან ვარ?!- გაკვირვებულმა შეხედა ისე, რომ ხელები არ მოუშორებია - კი ჩემთან ხარ..- ჩაეცინა და ცხვირზე თითი დაკრა- მაგრამ მინდა, რომ სულ ჩემთან იყო. შენ რაზე ოცნებობ პატარა ქალბატონო? - შენზე- კისკისით ჩამოხტა მანქანიდან და მოაჯირთან მივიდა - უყურეთ ერთი ამ მაიმუნს. და ჩემი ნათქვამი გაუკვირდა ვითომ- ჩაეცინა დამიანეს და თვალები ზუსტად ისეთი გაუხდა ლიკას, რომ ძალიან უყვარდა - ვგიჟდები შენი თვალები ნუშს რომ ემსგავსება - მე შენზე ვგიჟდები-თვალი ჩაუკრა და ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ლიკამ ცას ახედა რომელიც თავს იწონებდა ვარსკვლავების სიკაშკაშით და დაიწყო -იცი რაზე ვოცნებობ? სახლზე,ვერანდით. ვერანდა მორთული ყვავილებით. კუთხეში მრგვალი ფუმფულა საწოლი და ლამაზი ხედი. ღმერთო რა მშვენიერი იქნება... სახლში სამზარეულო და იქვე ბარი თავისი ტრიალა სკამებით. მისაღებში ბუხარი და მის თავზე დიდი ტელევიზორი. მარცხნივ და მარჯვნივ თაროები სურათებით სავსე. წინ თეთრი კუთხისებრი დივანი და შუაში მრგვალი პატარა ხის მაგიდა. ბუხართან მარჯვენა მხარეს თეთრი სავარძელი ფუმფულა ბალიშებით. კიდევ ერთი მხარე წიგნებით სავსე და იქვე საქანელა სკამი მეტი კომფორტისთვის. საძინებელი, მეორე სართულზე კიბეებს, რომ აუყვები და შუშის კედელი ისე, რომ პირველ სართულს უპრობლემოდ ხედავდე. სააბაზანო პირველ სართულზე. იცი როგორი? აი წყალი რომ ჭერიდან ჩამოდიოდეს.ნუ რათქმაუნდა, იქნება რამდენიმე, სტუმრისთვის განკუთვნილი ოთახიც. ბაღში დიდი ხე, მრგვალი სანათებით და ოთხკუთხედი მაგიდა და გარშემო ხის სავარძლები. რა მაგარი იქნება მეგობრების შეკრება და გართობა.-ისეთი ემოციებით ტიტინებდა, რომ დამიანეს გული გამალებით უცემდა - მაგრამ ყველაზე მთავარი იცი რა არის? ეს ოცნება არაფერი იქნება შენს გარეშე.. მინდა შენთან ერთად შევქმნა ეს ყველაფერი... შენთან ერთად დავბერდე. შენით ვსუნთქავ და ვვარსებობ. შენ მე საოცრად შემცვალე. ჩემი სამყარო გახდი დამიანე ჟორჟოლიანო! მოხვედი ისე არც მკითხე და ცხოვრება გადამიტრიალე. მე შენ ძალიან მიყვარხარ და არვიცი შენს გარეშე რას გავაკეთებ. მეშინია... მეშინია რომ ამ ბედნიერებას ვინმე ხელიდან გამომგლეჯს.- ბოლო სიტყვები სლუკუნით თქვა. თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები გადმოსცვივდა. უყურებდა მის საყვარელ ადამიანს და თან ცრემლებს იწმენდდა. დამიანეს გულმა ვერ გაუძლო. მასთან მიიჭრა და მისი სახე ხელებში მოიქცია. -ჰეი ანგელოზო! ნუ ტირი ჩემთავს გაფიცებ. არ დავუშვებ ვინმემ რამე გავნოს.გპირდები ავასრულებ შენს ოცნებას. სიკვდილამდე შენთან ვიქნები. მეც ძალიან მიყვარხარ პატარა ქალბატონო!- ცრემლებს წმენდდა და ამშვიდებდა თან თვითონაც ჩასწითლებოდა თვალები. - მპირდები?- ამოისლუკუნა საწყლად და თან სიხარულის სხივებმა გაიელვა მის თვალებში. -გპირდები- გაუღიმა და ტუჩებზე ეამბორა. ახლა.. -შენ დამპირდი- როგორც კი ფიქრებიდან გამოერკვა დამიანეს თვალი გაუსწორა და ობლად ჩამოვარდნილი ცრემლი მოიშორა - დაგპირდი- აშკარად დამიანეც იმავეზე ფიქრობდა რაზეც ლიკა. მისი თვალები ზუსტად ამას ამტკიცებდნენ - მაგრამ არ შეასრულე- ძალიან ცივი ჰქონდა მზერა -არ შევასრულე.. - ჯანდაბა! შეწყვიტე დათანხმება და ამიხსენი რატომ გამომატარე ჯოჯოხეთი-ნერვებმა უმტყუნა და ფეხზე წამოხტა -ოცნება ხომ აგისრულდა -ოცნება? ოცნება.. ოცნება- შეშლილივით იმეორებდა და იქით-აქით დადიოდა თან ეცინებოდა სიმწრის სიცილით. -ჯანდაბა შენ ამას ოცნების ასრულებას ეძახი? ეს უბრალოდ ნივთებია. უბრალო დეკორაციები. შენს გარეშე მათ სული არ აქვთ. არაფერს წარმოადგენენ. შენ მე ოცნება წამართვი.. შენი თავი .. ბედნიერების შანსი.. სიყვარული წამართვი. ცხოვრება , რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. გული ამომგლიჯე და გადააგდე. ფეხქვეშ გათელე და გასრისე. საერთოდ იცი რისი გადატანა მომიწია? მე ჩემი თავი დავკარგე. ყოველდღე მაინც მქონდა იმედი, რომ დაბრუნდებოდი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მქონდა გული ნატკენი მზად ვიყავი, რომ დამევიწყებინა ყველაფერი. არ ვიჯერებდი, რომ ასე უბრალოდ შეძელი ჩემი მიტოვება. მაგრამ რამდენიმე თვეში თვალი გავახილე და მივხვდი, რომ დაბრუნებას არ აპირებდი. შენზე რომ არ მეფიქრა სულ ვსწავლობდი. სწავლასთან ერთად ორ სამსახურში ვმუშაობდი. დაღლილობის გამო, როგორც კი სახლში მოვიდოდი მაშინვე მეძინებოდა. მეგობრებსაც აღარ ვნახულობდი. ყველას ჩამოვშორდი..-თავს ძლივს იკავებდა, რომ ბღავილი არ მოერთო. ვეღარ გაუძლო და ისევ სავარძელში ჩაეშვა დამიანეს მოპირდაპირედ. დამიანე უსმენდა და თავი ეზიზღებოდა. ხმას ვერ იღებდა. ან რა უნდა ეთქვა. როგორ აუხსნიდა ყველაფერს. - როგორც კი გავიგე რომ მიფრინავდი, გამოგეკიდე მაგრამ ვერ მოგისწარი.ისე წახვედი, რომ არაფერი მითხარი. ლაჩარივით გაიქეცი!-ზიზღნარევი მზერა ჰქონდა ჩაკვეტაძეს.- ჰოდა დაგივიწყე ჟორჟოლიანო! უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს რატომ გაგვიმეტე ასე. ღირდა ამად? შემომხედე, თვალი გამისწორე! რატომ ვერ მიყურებ? მითხარი, ეს ყველაფერი გიღირდა იმად,რომ ერთ დროს შენი საყვარელი ქალის, სიყვარულით სავსე მზერის ნაცვლად მის თვალებში სიძულვილი დაგენახა? ჟორჟოლიანი ისევ ჩუმად იყო. ელოდებოდა ამ რეაქციას. დიდად არც გაკვირვებია, მაგრამ ჩაკვეტაძეს ნათქვამმა „-ჰოდა დაგივიწყე ჟორჟოლიანო!“-მ ყველაფერი ჩასწყვიტა. თითქოს სუნთქვაც შეეკრა - ჩუმად თუ უნდა ყოფილიყავი რატომ მოხვედი? თუ არაფრის თქმას აპირებ შეგიძლია წახვიდე! - დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ- შუბლზე აკოცა და წამში გაუჩინარდა. - ეჰ დრო მიდის ჟორჟოლიანო- ნაღვლიანი თვალები გააყოლა კარს. ________________________ გადავწყვიტე ჩემი დაუსრულებელი ისტორია დავასრულო ????ველოდები თქვენს შეფასებებს???? იმედია მოგეწონებათ???? სიყვარულით ქამელეონი ???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.