ალისფერი_თავი 2
"გულისთვის სურვილის აკრძალვა, დედამიწისთვის ატმოსფეროს წართმევის ტოლფასია.“ 6 წლის წინ -ლიკა შეამჩნიე ის ბიჭი როგორ გიყურებს?-თვალები თითქმის გადმოსცვივდა ვერონიკას. - კი შევამჩნიე- მოპირდაპირე მაგიდისკენ გაიხედა და ლოყები ჭარხალივით აუწითლდა. -სიმპათიური ჩანს არა?!-კისკისებდა და ბიჭს თვალს არ აშორებდა -კარგი ვერონიკა, სირცხვილია რას იფიქრებს!-მხარზე უჩქმიტა -აუჩ! მეტკინა-წარბები შეკრა და ნატკენი ადგილი ხელით დაიზილა -წავალ სასმელს მოვიტან. შენ ანასტასიას დაურეკე, რით ვეღარ მოვიდა, რამდენი დრო გავიდა. -კარგი, მიდი. ბარისკენ გაემართა, სადაც თავისი მეგობარი ეგულებოდა. სხვათა შორის ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.მუხლს ზემოთ მომჯდარი წითელი კაბა, მარჯვენა ფეხზე ოდნავ ჩახსნილი, ასევე წითელი ტოპი და წითელი მაღალ-ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. წითური თმის ბოლოები ტალღოვანი და ცალ მხარზე ჩამოყრილი ჰქონდა. მაკიაჟი მსუბუქად ესვა. -ალექს! რას შვრები? - გაუღიმა მეგობარს და სკამზე ჩამოჯდა -ოჰოო! ტკბილო მოსიარულე ბომბი ხარ! სადაც არის აფეთქდები-ბიჭმა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა გოგონა და წაუშტვინა. -ნუ გამაწითლე ალექს!- ღიმილით უსაყვედურა. -კომპლიმენტს, რომ გეუბნებიან უნდა შეიფერო ძვირფასო-წარბი ასწია და ჭიქა სასმელი გამოუწოდა. -რა არის? ისევ იმაიმუნე?- ეჭვნარევი სახე ჰქონდა -როგორც ყოველთვის-თეატრალურად დაუკრა თავი-მიდი გასინჯე, მოგეწონება -კარგი, ჯანდაბას! მაინც არ მოვიწამლები. უკვე იმუნიტეტი გამომიმუშავდა- გაეცინა და ერთი მოსმით ჩაცალა -აბა?! როგორია? აღიარე, რომ მოგეწონა-თვითკმაყოფილი სახე ჰქონდა ალექსანდრეს -არის რა. მე მაინც ვერ მისწრებ!-ენა გამოუყო და ალექსანდრეს აქაჩულ წარბებზე სიცილით დაამატა- მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მალე დამეწევი ალბათ ცოტა გაგიკვირდათ ეს სიტუაცია. ახლავე გაგარკვევთ. ლიკა კლუბის ბარმენია, თან საკმაოდ კარგი. ალექსანდრეს სულ აწვალებს ხოლმე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ეჯიბრება, უბრალოდ სტიმულს აძლევს. სულ სამი თვის მოსულია ალექსი და უკვე კარგად აითვისა ყველაფერი ლიკას დამსახურებით. ლიკა უკვე ერთი წელია რაც მუშაობს. დღეს 19 წლის გახდა თან უნივერსიტეტში ჩააბარა ზუსტად იმ ფაკულტეტზე სადაც უნდოდა. თავის საოცნებო არქიტექტურაზე მოხვდა და აღნიშნავს სამეგობრო. -ნეტავ იცოდე როგორ ვერ გიტან და თან როგორ მიყვარხარ გადარეულო ქალო!-წარბებშეკრულმა დაიწყო და ბოლოს ღიმილით დაასრულა -ვიცი, ვიცი. მეც მიყვარხარ. ახლა რამე მაგარი გამატანე გოგოები, რომ დავათრო-უკან გაიხედა თავისი მაგიდისკენ,სადაც უკვე ვერონიკასთან ერთად ანასტასიაც იჯდა. -აჰა შენი სასმელი და ჭკვიანად იცოდეთ! - პირდაპირ მაგიდას თვალს არ აშორებდა. ლიკა რათქმაუნდა მაშინვე მიხვდა ანასტასიას დანახვისას. გაეცინა, თავი დაუქნია და თავისი სასმლით გოგონებთან დაბრუნდა. -ნეტავ ვიცოდე რა გაქვთ ამდენი სალაპარაკო, ისედაც სულ ერთად ხართ-თვალები გადაატრიალა ანასტასიამ -რაიყო ტას, ეჭვიანობ?-გადაიხარხარა ვერონიკამ. მის თვალს რა გამოეპარება -რას ბოდავ! რა მაქვს საეჭვიანო-მხარზე მსუბუქად მიარტყა -რას გადაეკიდეთ ამ ჩემს მხარს. ჩამილურჯდება!-წაიბუზღუნა და უკვე მეორედ ატკიებული მხარი დაიზილა -ოჰ დიდი ბოდიში! ნიკოლოზი ინერვიულებს?-თვალები გადაატრიალა -რა დღეში გაქვს გოგო ნერვები, რას იღრინები? -მე კი ვიცი რა სჭირს და რატო იკლავს ორივე თავს ვერ ვხვდები- ჩაეცინა ლიკას ალექსანდრეს და ანასტასიას ერთად წარმოდგენისას -შენ ჯობია იმ ბიჭს მიხედო თვალს, რომ არ გაშორებს ლიკამ გაიხედა ისევ თავისი დამკვირვებლისკენ და უცებ შეცბა. ერთმანეთის თვალებს შეხვდნენ და უცნაური გრძნობა დაეუფლა. მალესვე დააიგნორა და სასმელი ისე გამოცალა ყველაფერი ჩაეწვა. რას იფიქრებდა ეს თვალები თავისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, რომ იქცეოდა. გოგონებმა იმდენი დალიეს სიცილის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ვერონიკას ნიკოლოზმა მოაკითხა და ცოტახანში გაქრნენ. -არა ასე აღარ შემიძლია! ისევ მე უნდა მოვაგვარო ეს სიტუაცია- ანასტასიამ სასმელი გადაკრა, სავარაუდოდ მეტი გამბედაობისთვის და ალექსანდრესკენ წავიდა, რომლის გარშემოც გოგოები იყვნენ თავმოყრილი და ღიმილით შეჰყურებდნენ სანახაობას. -წადი, წადი. აბა სიფხიზლეში ერთ სიტყვასაც ვერ ეტყვი-გაეცინა და ფეხზე წამოდგა. ხალხს შეერია და მუსიკას ტანი ააყოლა. თვალდახუჭული შეიგრძნობდა მელოდიას, ვიღაცამ მუცელზე ხელი, რომ მოხვია. საერთოდ არ გაკვირვებია. მიხვდა ვინც იყო და თავის დახსნაც არ უცდია. იგრძნო. არ იცოდა რა დაერქვა ამ საქციელისთვის. იცოდა, რომ რაღაც უცნაურად იყო. თავის საქციელს არ ჰგავდა, მაგრამ არ უნდოდა შემჩნევა. ისევ ცეკვავდა.. ყურში რომ ჩაჩურჩულა -ასე მშვიდად თუ იქნებოდი არ მიფიქრია -მაგრამ მაინც აქ ხარ -დამიჯერე, ძალიან სასიამოვნოა, რომ აქვარ- ისევ ყურში ჩურჩული და უცნაური შეგრძნება. ცხელი ჰაერი ყურთან ახლოს ელამუნებოდა. ბიჭმა შემოატრიალა. ლიკამაც ხელები მოჰხვია და თვალები გაახილა. მის ლურჯ თვალებში ჩაიკარგა თითქოს. ზღვასავით ღრმა თვალები ჰქონდა. -რა ლამაზი თვალები გაქვს-თვალს არ აშორებდა და ისევ ნაზად არხევდა ტანს. სასმელი აშკარად ძალიან მოქმედებდა. -მადლობა, მაგრამ შენ თვითონ ხარ ძალიან ლამაზი-ბიჭს ჩაეცინა. ხვდებოდა გოგონას გულახდილობის მიზეზს. -შენი თვალები ნუშს გავს?!-თვალები დააწვრილა -ჰო ნუშს ჰგავს-სახე ყურთან მიუტანა და ისევ ჩასჩურჩულა ღიმილით. ლიკა გაკვირვებული იყო ბიჭის მომხიბვლელობით. ხმა კი თითქოს ატყვევებდა. ერთხანს უყურა და მუსიკა,რომ დამთავრდა თითქოს გამოერკვია. უცებ მოშორდა და გარეთ გავარდა. -ღმერთო ჩემო რას ვაკეთებ!-ხელი სახეში შემოირტყა -ლიკა! -ბიჭიც უკან გამოყვა -ჩემი სახელი საიდან იცი?-გაკვირვებულმა მიიხედა -მე შენ დიდი ხანია გიცნობ -ეგ როგორ? -მე შენ იმ დღიდან გიცნობ, რაც ამ ბარში დაიწყე მუშაობა -მე რომ არ გიცნობ? შენ საიდან მიცნობ?-გაკვირვებული უყურებდა გოგონა -ამ ბარის მფლობელი ვარ და ჩემს თანამშრომლებზე ინფორმაციას ყოველთვის ვფლობ-მიუახლოვდა -შენ? უფროსწორად თქვენ..-ენას ძლივს აბრუნებდა. თითქოს გახსენებას ცდილობდა -მე დამიანე ჟორჟოლიანი ვარ -აქამდე როგორ არასდროს შეგხვედრივართ? -ჰმმ.. უცნაურია. -აი ხედავთ? თქვენც იმავეს ფიქრობთ რასაც მე -შეხვედრას არ ვგულისხმობ. ეს ასე იყო საჭირო -აბა რას გულისხმობთ უცნაურობაში? დამიანე გოგონას მიუახლოვდა -როგორც წესია თქვენობითი ფორმიდან, შენობით ფორმაზე გადადიან ხოლმე. შენს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა -იმიტომ, რომ თქვენ ჩემი უფროსი აღმოჩნდით -მაგრამ მე მაშინაც შენი უფროსი ვიყავი, როდესაც შენობით მომმართავდი -მე არ ვიცოდი -და ახლა რომ იცი რა შეიცვალა -თქვენ ჩემი უფროსი ხართ -მაგრამ გრძნობები იგივე დარჩა-ხელი წელზე მოხვია და ახლოს მიიკრა, რამაც გოგონა დააბნია.- ვგრძნობ ამას! აღიარე,რომ ერთი ნახვითაც კი შთაბეჭდილების ქვეშ ხარ -ასე არ არის. ალკოჰოლის ბრალი იყო რაც შიგნით მოხდა-თავის დახსნას ცდილობდა -იტყუები! სხეულის ენა სხვა რამეზე მეტყველებს. მე დავინახე შენს თვალებში ჩამდგარი ვნება. მესმის როგორ ფეთქავს შენი გული. ვგრძნობ როგორ თრთი და ვხედავ როგორ გაყრის ტაოს- ხელი მკლავზე ნელა ჩამოატარა -არ შეიძლება! უნდა წავიდე- თავი დაიხსნა დამიანეს მკლავებისგან და ბარში დაბრუნდა. ძალიან აფორიაქებული იყო. სასწრაფოდ ანასტასიას მოძებნა დაიწყო. პრინციპში რა მოძებნა სჭირდებოდა. ბართან იჯდა და ალექსანდრეს ეკრიჭებოდა. -ტას მე უნდა წავიდე წამოხვალ თუ დარჩები? -რატომ? რამე მოხდა? -არა, არაფერი. უბრალოდ დავიღალე. მგონი ჯობია ხელი არ შეგიშალოთ. ალექსს ხომ წაიყვან სახლში, რომ დაასრულებ? -კი ტკბილო აბა რას ვიზამ, მაგრამ შენ როგორ მიხვალ სახლში იმდენი დალიე. -არა, მე უკვე გამოვფხიზლდი. წავედი აბა, თქვენ იცით. გაკოცეთ დაემშვიდობა გვრიტებს და გიჟივით გავარდა. არ უნდოდა დამიანეს სადმე გადაყროდა. ამ ბიჭმა ცეცხლი დაანთო მის სულში. მოსვენებას ვერ პოულობდა. მის შეხებას ვერ ივიწყებდა. მის ხმას.. თვალებს. საბედნიეროდ ტაქსი ისე გააჩერა და ჩაჯდა, რომ დამიანე არსად შეხვედრია. სახლში, რომ მივიდა დაღლილობისგან მაშინვე ჩაეძინა. არც დამიანესთვის ყოფილა ეს ყველაფერი მარტივი მთელი ერთი წელი აკვირდებოდა ამ გოგოს და თავს აჯერებდა, რომ არაფერს გრძნობდა. თავის ფიქრებს უარყოფდა, მაგრამ დღეს, რომ დაინახა მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა უარყოფას. სიგიჟემდე მოსწონდა და თავს ვერაფერს უხერხებდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ურთიერთობა უნდა ეცადა. იმედი ჰქონდა, რომ გამოუვიდოდა. იმედი მართლაც არსებობდა. ამას ლიკას საქციელი ამტკიცებდა. მას აშკარად არასდროს შეუმჩნევია დამიანე,თორემ შეუძლებელი იქნებოდა მისი ვერ დამახსოვრება. დამიანემ პირველად,რომ დაინახა ლიკა აღფრთოვანებული იყო მისით. მისი ღიმილით, საქმით, ქცევით. ახლოს არავის იკარებდა. ყველას ზრდილობიანად ისტუმრებდა. საუკეთესო ბარმენიც იყო და ულამაზესიც. მის ყველა ქცევას აკვირდებოდა და იმახსოვრებდა. ძმაკაცებთან ერთად,რომ დადიოდა სულ გაფანტული იჯდა. ბიჭები დასცინოდნენ კიდეც „-როგორ გამოგაშტერა იმ ბარმენმა გოგომ არაფრად, რომ აღარ გვაგდებ“ ის კი არ იმჩნევდა. ხომ გითხარით, თავს არწმუნებდა,რომ არაფერს გრძნობდათქო. პირველად მოეწონა ასე ძალიან და ხელიდან ვერ გაუშვებდა. ახლა -ჰეი სად დაფრინავ? ლიკა. ლიკა აქ ხაარ? გესმის ჩემი? - თვალწინ უფრიალებდა ხელებს ანასტასია -ჰო ბოდიში. რაღაცაზე ჩავფიქრდი- ფიქრებიდან გამოერკვა და უკვე გაციებული ყავა მოსვა. -ჯანდაბა! გაცივდა. რა საშინელი გემო აქვს- სახე დამანჭა -მაგას მივხვდი. რამდენიხანია ვცდილობ შენს გამოფხიზლებას იცი? რაზე ფიქრობდი? -ჩვენს პირველ შეხვედრაზე- თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა -ასე როდემდე უნდა იყო ლიკა? რატომ არ გინდა რომ დაელაპარაკო-დამწუხრებული შესცქეროდა ანასტასია მეგობარს -ხუმრობ? რაზე უნდა ველაპარაკო ტასო? ისე წავიდა ერთი სიტყვაც არ უთქვამს და 4 წლის შემდეგ მოუნდა ნახვა და ლაპარაკი? -მართალია ისე წავიდა არაფერი გითხრა მაგრამ იქნებ რა მიზეზი ჰქონდა. ნუთუ არ გაინტერესებს რას გეტყვის? -არ მინდა მოსმენა. ჩემი თავი რომ ვიცი დავუჯერებ და გული არ მომითმენს. შემდეგ ისევ გული მეტკინება და თავიდან მომიწევს იმ ყველაფრის გადატანა რაც ძლივს გადავლახე. წავიდეთ? - პასუხს არ დალოდებია ისე წამოდგა და ჩანთა მხარზე გადაიკიდა. -წავალ გადავიხდი და გავიდეთ -კარგი- ტასომ სევდიანი თვალები გააყოლა ლიკას, რომელიც ბარის მიმართულებით წავიდა. ლიკას მობრუნების შემდეგ თვითონაც წამოდგა და ორივე ერთად დაიძრა კაფის გასასვლელისკენ. -ლი კარგად დაფიქრდი- დამშვიდობებისას გადაეხვია მეგობარს და ტაქსიში ჩაჯდა -კარგად ტას. ალექსიკო მომიკითხე-თვალი ჩაუკრა ღიმილით და ხელი დაუქნია. მეგობრის გაცილების შემდეგ ერთხანს იდგა და თვალი ერთი წერტილისთვის ჰქონდა გასწორებული. მანქანების სიგნალის ხმამ გამოარკვია. ჰაერი ჩაისუნთქა და პიჯაკიდან ტელეფონი ამოიღო. ორ წუთიანი ფიქრის შემდეგ ნაცნობი ნომერი აკრიფა და პასუხის შემდეგ დაიწყო.. _________________ გამარჯობა მეგობრებო. ესეც მეორე თავი. სიყვარულით ქამელეონი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.