შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დადიანის ქალი! - 7 თავი


18-04-2023, 23:13
ავტორი nica_nica
ნანახია 2 335

ანაბელი გემრიელად მიირთმევდა თან ტუჩებს საყვარლად აცმაცუნებდა, ალექსანდრემ ვეღარ გაუძლო და ეგრევე ეძგერა ტუჩებზე, უხეშად და მომთხოვნად კოცნიდა ბოლოს ჰაერი აღარ ეყო და ამის გამო შეწყვიტა.
- სულ შეიშალე ხომ?
- დიახ, შენ შემშალე.
- შენ მაქამდეც არ გაკლდა მგონი - სიცილით უთხრა.
- ანუ მაქამდეც არ მაკლდა არა?
- დიახ!
- მაშინ... - სკამიდან წამოდგა - სიგიჟის დასამშვიდებელი წამალი უნდა მივიღო.
- ამისთვის ჯერ ექიმთან უნდა წახვიდე და დაადგინო რა სტადიაზე გაქვს სიგიჟე.
- არ მჭირდება ექიმი, პირდაპირ წამალს დავაგემოვნებ - ანაბელი ხელში აიტაცა, ოთახში შესული კი საწოლზე დააგდო.
- ალექსანდრე არ გინდა გთხოვ - ანაბელი გუშინდელიდან განსხვავებით ფხიზელი იყო ამის გამო კი სირცხვილის გრძნობა არ ასვენებდა.
- ძალიან ხომ არ გამითამამდი ქალბატონო ანაბელ, ჯერ შენი სხეუკის ცქერის უფლება არ მომეცი, შემდეგ არც იმის უფლება მომეცი რომ შენთან ერთად ვყოფილიყავი აბაზანაში ამის გამო კი სასჯელი გეკუთვნის.
- ალექსანდრე - საწყალი თვალებით შეხედა.
- კარგი, ნუ ნერვიულობ სექსი არგვექნება, სხვა ხერხებითაც შემიძლია შენი დასჯა. - ხალათი შეუხსნა და სხეულს დაკოცნა დაიწყო, არცერთი ნაწილი არ დაუტოვებია კოცნის გარეშე. ანაბელი ამ დროს სიამოვნებისგან იწვოდა და ჩუმად კრუსუნებდა, ამ ხმების გაგონებებისას ალექსანდრეს სიამოვნება უვლიდა სხეულში. ანაბელს ალექსანდრეს მხარზე ედო თავი.
- ალექსანდრე როდის ვბრუნდებით?
- ერთი კვირა დავრჩებით და შემდეგ უკან დავბრუნდებით, ზაფხულში კიდევ დასასვენებლად წავალთ სადმე, სექტემბრიდან კი სწავლას შეუდგები.
- შენ რას საქმიანობ?
- წლების წინ მამაჩემმა მანქანების მაღაზია გახსნა, შემდეგ კი, გავფართოვდით და ეხლა მთელ ქვეყანაში გვაქვს მანქანების მაღაზიების სქელი.
- გასაგებია.
- მეტი რა გაინტერესებს?
- საყვარელი ფერი?
- შავი. - ამაზე ანაბელმა კმაყოფილმა ჩაიცინა.
- რატომ ჩაიცინე?
- ეგ უბრალოდ გკითხე, ისედაც ვიცოდი.
- საიდან?
- ყველაფერი შავი გაქვს - უცებ წამოხტა და სარკის წინ დატრიალდა.
- ულამაზესი ხარ!
- უბრალოდ აჭარბებ - სევდიანად ჩაილაპარაკა.
- არა საერთოდ! - მის უკან დადგა. - შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ! ვინც კი მინახავს.
- ალექსანდრე...
- მოდი აღარ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი თორემ აუცილებლად ვიჩხუბებთ.
ერთი კვირა სრულიად იდილიაში გაატარეს, სეირნობდნენ, საუბრობდანენ და ერთმანეთის ეცნობოდნენ. წამოსვლის დღე იყო, ანაბელი ბარგს ალაგებდა, ალექსანდრე კი აივანზე ეწეოდა, როცა, ტელეფონზე ერეკლეს ზარი შემოუვიდა.
- გისმენ.
- ალექსანდრე პრობლემები გვაქვს!
- რა ხდება?
- საბაჟოზე პრობლემებია.
- ჯანდაბა.
- პირდაპირ თბილისისკენ უნდა დაიძრათ.
- კარგი. - გათიშა და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა, ოთახში შევიდა.
- ანაბელ.
- ჰმ.
- თბილისში უნდა წავიდეთ.
- რატომ?
- პრობლემები შიქმნა სამსახურთან დაკავშირებით.
- გასაგებია.
- გეწყინა?
- აკაკის ნახვა მინდოდა.
- ის თბილისში ცხოვრობს, ამიტომ თავისუფლად ნახავ.
- კარგი. - თქვა და მოწესრიგება დაიწყო.
- კარგი, მზად ხარ?
- კი.
- კარგი, მაშინ გავიდეთ.
ანაბელს ისევ ჩაეძინა მგზავრობიისას და უკვე თბილისში შესასვლელში იყვნენ როცა გაიღვიძა.
- ალექსანდრე - საწყალი თვალებით შეხედა.
- გისმენ - ხვდებოდა რასაც, თხოვდა და ღიმილს ვერ იკავებდა.
- სადმე ვერ გავჩერდებით?
- რატომ?
- მშიააა.
- ღმერთო, ორსულობისას ალბათ პატარა გუნდა იქნები. - სიცილით ჩაილაპარაკა.
- სისულელებს ნუ ლაპარაკობ!
-
- რა ვთქვი სისულელე?
- არაფერი.
- მე რომ ბევრი ბევრი, შვილი მინდა ის არ მითქვამს?!
- ალექსანდრე მშიაა - თემა გადაიტანა.
- თემა ნუ გადაგაქვს!
- მოდი, ეხლა ამაზე არ გვინდა საუბარი.
მანქანა თბილისი მოლის წინ გააჩერა, ალექსანდრე საკმაოდ ცნობილი ბიზმესმენი იყო, მისი გამოჩენა თან ქალბატონთან ერთად მართლაც დიდ ნიუსი აღმოჩნდა მთელი თბილისისთვის, ჯერ თვითონ გადავიდა შემდეგ ანაბელს გაუღო კარები და ისიც გადავიდა, ყველა ვინც მათ გარშემო იყო ფოტოებს უღებდენენ. ალექსანდრემ ხელი ჩაკიდა ისე რომ საქორწინო ბეჭედი კარგად გამოჩენილიყო.
-
- არ ინერვიულო.
- არ ვნერვიულობ, ვიცი რომ ყურადღების ცენტრში ხშირად ვიქნები ამიერიდან.
- ჩემი ჭკვიანი ცოლი.
ბოლო სართულზე ავიდნენ და პიცა შუკვეთეს, მაგრამ ანაბელი ვერ ისვენებდა რადგან, ყველა მათზე იყო მიშტერებული.
- ალექსანდრე იქნებ წავიდეთ.
- რატომ?
- ყელში არ გადამდის ლუკმა, რადგან ყველა მე მაშტერდება.
- დაიკიდე.
- ალექსანდრე.
- არ წავალთ! ამიტომ უბრალოდ მოდუნდი.
გასასვლელთან იყვნენ როცა ჟურნალისტების ბრბო შენიშნეს.
- არ შეგეშინდეს, უბრალოდ იყავი დადიანის ქალი.
- კარგი.
როგორცკი გარეთ დაიგულს ჟურნალისტებმა ალექსანდრე, ეგრევე კითხვები დააყარეს.
- ბატონო ალექსანდრე დაინიშნეთ?
- ვინ ბრძანდება ეს ქალბატონი?
- დიდი ხანია რაც ერთად ხართ?
- ეს ქალბატონი რომელიც ეხლა გვერდს მიმშვენებს ანაბელ გასვიანია, ჩემი მეუღლე, დანარჩენ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
- ბატონო ალექსანდრე...
- გთხოვთ გაგვატაროთ გვეჩქარება.
გზა გახსნეს, მაგრამ მანქანაში სანამ არ ჩაჯდნენ არ მოეშვნენ.
- თავიდან არ მოგვეშვებიან მერე კი ახალ გასართობს იპოვიან და თავს დაგვანებებენ.
- იმედია მალე იპოვიან ახალ გასართობს.
- ჩვენი ყოველი გამოჩენა დიდ აჟიოტატს გამოიწვევს, რადგან ჩემ პირად ცხოვრებას ნაკლებად ვანახებ.
- ალექსანდრე ძალიან დავიღალე, გთხოვ უბრალოდ სახლში მიმიყვანე.
- ანაბელ...
- ალექსანდრე შევეჩვევი დროთა განმავლობაში, ერთბაშად ასე ადვილი არ არის ყველაფერთან შეჩვევა.
- კარგი. - მანქანა დაძრა და სახლისკენ გაემართა, მანქანა დიდი ჭიშრისკენ გააჩერა და გადავიდა ანაბელიც გადაჰყვა.
- გამარჯობა ბატონო ალექსანდრე.
- გამარჯობა თაზო, მანქანა გარაჟში დააყენე და ბარგი გადმოიტანე.
- როგორც მიბრძანებთ.
სახლი თანამევედროვედ იყო მოწყობილი ანაბელს ძალიან მოეწონა, მაგრამ ზედმეტად ცივი ეჩვენა აქაურობა.
- აქურობა ისეთი...
- ისეთი? - მდივანზე იყვნენ მოკალათებულები და ავას მიირთმევდნენ.
- ცივია.
- ცივია?
- ანუ ცივ ფერებს ვგულისხმობ, აქაურობა ძალიან მუქ ფერებში არის მოწყობილი.
- გასაგებია.
- შენ არ გეჩქარება?
- ციცინო მოვა და წავალ.
- ვინ არის ციცინო?
- დამხმარე ქალი.
- კარგი,მე საძინებელში ავალ მეძინება.- ანაბელი როგორცი დაიძრა მანაც დაიწყო მზადება წასვლისთვის გასაღები და ტელეფონი აიღო და სახლი დატოვა, მანქანაში ჩაჯდა და თავისი კომპანიის წინ გააჩერა მანქანა. შესასვლელში მისი მდივანი შემოხვდა.
- ბატონო ალექსანდრე...
- ვიცი.
- გაბედნიერებას გილოცავთ! - ერთი წამით შეხედა მის გვერდით მიმავალ მდივანს.
- მადლობა. - ცივად დაუბრუნა პასუხი. - ბოლო გადაზიდვასთან დაკავშირებით საბუთები მჭირდება - თქვა და ლიფტში შევიდა.
- ნიტა რა თქვა მის ცოლზე?
- არაფერი მხოლოდ მილოცვა მიიღო და საბუთების მიტანა მთხოვა.
- ნიტა გემუდარები, რამე გაიგე იმ გოგოზე, ინტერესით კვდება მთელი კომპანია.
- ვეცდები. - ცივად გაუღიმა და თავის საქმეს შეუდგა.
კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამოიყვანა საქმიდან.
- შემოდით.
- ბატონო ალექსანდრე.
- მოიტანე?
- დიახ - საბუთები გაუწოდა.
- კარგი, თავისუფალი ხარ!
- ბატონო ალექსანდრე...
- რამე გინდა?
- თქვენ მეუღლესთან დაკავშირებით ჟრნალისტები გვიკავშირდებიან და რა გავცეთ პასუხი?
ამოიოხრა.
- ხომ ვუთხარი რომ დანარჩენ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდიდი!
- დიახ, მაგრამ ხომ იცით მათი ამბავი?! - უხერხულად შეიშუშმნა.
- ჩემზე უკეთ ვინ იცის?! - ირონიით წარმოთქვა.
- დღეს საღამოს საქველმოქმედო საღამო ტარდება, ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ იქ გამოჩნდებით, ჟურნალისტებს დააწყნარებს.
- კარგი აზრია, საღამოსთვის ჩემთან სახლში შესაბამისი კაბა, ფეხსაცმელი და სამკაულები გაგზავნე.
- როგორც მიბრძანებთ!
- თავისუფალი ხარ!
გოგონა კარიდან ახალი გასული იყო როცა მეგობრები შეეჩეხნენ.
- რა გითხრა?
- არაფერი, საღამოსთვის მისი მეუღლისთვის კაბის შერჩევა მიბრძანა.
- საღამოს რა ხდება?
- საქველმოქმედო წვეულება ტარდება.
- კაბა შენ უნდა მიუტანო ხომ? - ეშმაკურად ჰკითა მეგობარმა.
- ხო, რათქმაუნდა.
- მეც წამოვალ!
- ლიკა უხერულია!
- აუ ნიტა გემუდარები - საწყალი თვვალებით შეხედა.
- კარგი ოღონდ შერჩევაში შენც უნდა დამეხმარო.
- რათქმაუნდა.
წვეულებამდე სამი საათი იყო დარჩენილი როდესაც სახლს მიადგნე და ზარი დარეკეს. კარები ორმოცდაათ წლამდე ქალმა გაუღო.
-
- ვინ გნებავთ?
- ბატონო ალექსანდრემ გამოგვზავნა, ქალბატონი საღამოსთვის უნდა მოვამზადოთ.
- შემობრძანდით.
- ციცინო დეიდა შეგიძლია...თქვენ ვინ ბრძანდებით? - ანაბელი კიბეებზე ჩამოდიოდა.
- ბატონმა ალექსანდრემ გამოგვზავნა საღამოსთვის უნდა მოგამზადოთ.
- საღამოსთვის?
- საქველმოქმედო წვეულებაზე მიბრძანდებით.
- ერთი წუთით - უკან აბრუნდა.
- როგორც ჩანს არ იცოდა.
- ლიკა გეყოფა!
- ენი სად დავაწყოთ?
- წამომყევით!
კიბეები აიარეს და ალექსანდრეს და ანაბელის საძინებელს მიადგნენ.
- ალექსანდრე ნუმაგიჟებ რა წვეულება მეღადავები?! - ნერვებს მიშლი - კარგი, ნახვამდის!
- ქალბატონო ანაბელ - კარზე დააკაკუნა ციცინომ - უნდა მოგამზადონ.
- შემოვიდნენ.
- შეიძლება?
- რათქმაუნდა. - ღიმილით უპასუხა.
- ძალიან ლამაზი ბრძანდებით, კოსმეტიკას იშვიათად იყენებთ? - თმას და მაკიაჟს უკეთებდნენ თან რაღაცეებს ეკითხებოდნენ.
- ხო იშვიათად, მამაჩემი ვერ იტანს კოსმეტიკას.
- და რაღაც რომ გკითხოთ შეიძლება?
- რათქმაუნდა, ოღონდ თქვენობით ნუ მომმართავთ თავი ასი წლის მგონია - კისკისით უთხრა.
- კარგი, ბატონი ალექსანდრე სად გაიცანი?
- ჩემი მეზობელი და ნერვების ჭია იყო.
- ანუ ერთმანეთს ვერ იტანდით ხომ?
- დაახლოებით.
- და როგორ დაქორწინდით?
- გრძელი ამბავია.
კარზე დააკაკუნეს, კარები კი ალექსანდრემ შემოაღო.
- შეიძლება?
- შემოდი.
- ჩემს ნივთებს ავიღებ და გავალ. - კარადასთან მივიდა მისი ნივთები აიღო და გასვლისას კი დაიბარა - ნახევარ საათში მზად იყავი!
- კარგი.
- მგონი დროა კაბა მოირგოთ.
- კარგი. - წამოდგა და აბაზანაში გავიდა.
იქიდან როგორც ქალღმერთი გამოვიდა.
- WOW - პირი დააღეს.
- ულამაზესი ხართ... ხარ.
- მადლობა.
- ანაბელ მზად ხარ? - კარი ალექსანდრემ შემოაღო და პირი დარჩა ღია.
- კი, ჩანთას ავიღებ და გავიდეთ. - ჩანთა აიღო და გოგონებს მიუბრუნდა. - ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
- ჩვენთვისაც.
- წასვლის დროა! - ალექსანდრემ მკაცრი ხმა გაისმა ოთხაში.
- კარგად გოგონებო. - დაემშვიდობა და ალექსანდრეს გვერდით ამოუდგა.
- ხვალ საბუთები ჩემ მაგიდაზე მოწესრიგებული იდოს.
- როგორც მიბრძანებთ ბატონო ალექსანდრე - სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.
- ნახვამდის.
წყვილი წავიდა გოგონებიც გასვლას აპირებდნენ როცა ციცინომ ბატონი ალექსანდრეს ბრძანება გადასცა.
- დღეიდან ქალბატონ ანაბელს, თქვენ დაეხმარებით ასეთ საღამოებზე მოსამზადებლად.
- რათქმაუნდა.
- ასეთ საშინელ ადამიანს, ასეთი კარგი ცოლი როგორ ჰყავს?! - გზაში იყვნენ როცა საუბარი დაიწყეს.
- ნუ საუბრობ ასე, ის ჩვენი უფროსია!
- ხომ, მაგრამ ნამდვილი ლუციფერია.
- ლიკა!
- კარგი, ჩუმად ვარ! - ხელები ასწია.
- შენ სახლში დაგტოვო ხომ?
- არა, სამსახურში დამტოვე ყველას აინტერესბს ქალბატონის შესახებ ინფორმაცია.
- არ არის ეგ კარგი საქციელი!
- ნუ გეშინია ზედაპირულად მოვუყვები ყველაფერს.
- კარგი.
ანაბელი და ალექსანდრე მანქანაში ისხდნენ როცა ანაბელმა თემა წამოჭრა.
- ასე უხეშად რატომ ექცევი თანამშრომლებს?!
- ასეა საჭირო!
- ძალიან ცუდად იქცევი!
- ანაბელ ჩემს საქმეში ნუ ერევი!
- ხისთავიანი ხარ!
- გმადლობ.
- ვირი - ალექსანდრეს შეუმჩნევლად ჩაეცინა.
- მოვედით. - ირგვლივ თხუთმეტამდე ჟურნალისტი მაინც ირეოდა, ცნობილ ბიზმესმენებს ჩამულობას უფასებდნენ, თან კითხვებს უსვამდენ. ალექსანდრე როცა გადავიდა ყველას ყურადღება მიიქცია, მანქანას შემოუარა და ანაბელს კარები გაუღო და ხელი გაუწოდა, ანაბელმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა, ხელი ჩასჭიდა, გადავიდა. ჟურნალისტები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ცდილობდნენ საუკეთესო კადრი დაეჭირათ თავიანთი ჟურნალიზებისთვის. ათას კითხვას უსვამდენ, მაგრამ ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვეს. შენობაში როცა ჩავიდნენ ყველას მზერა მათ მიმართ იყო მიმართული, ზოგი აღფრთოვანებით, ზოგი მოწონებით, უფრო მეტი ეჭვიანობით.
ალექსანდრე ბევრ ადამიანს ელაპარაკებოდა თან ანაბელს აცნობდა, მაგრამ განსაკუთრებით თავს ერთი ადამიანისგან იკავებდა ანაბელმა ეს შეამჩნია და ძალიან დაინტერესდა, გადაწყვეტილი ჰქონდა სახლში როგორცკი დაბრუნდებოდნენ ეგრევე კითხავდა. წყვილი საუბარში იყვნენ გართულები, როცა, ის ადამიანი მიუახლოვდათ, ეს ადამინი ზეზვა კაპანაძე გახლდათ, ალექსანდრეს ყოფილი მეგობარი და ყველაზე დიდი კონკურენტი.
- რა მშვენიერ ქალბატონთან ერთად ბრძანდები ალექსანდრე.
- ზეზვა კაპანაძე - ბრაზით წარმოთქვა.
- ალექსანდრე გილოცავ გაბედნიერებას, ბედნიერებას გისურვებთ. - ირონია არ დააკლო.
- გმადლობ.
- ქალბატონს არ გამაცნობ?
- ანაბელ დადიანი ჩემი ქალი!
- ოუუ, მეგონა ბარბარეს მოიყვანდი ცოლად თითქმის სულ ერთად იყავით.
- ყველას აქვს პატარ - პატარა გატაცებები, მაგრამ ბოლოს ყველა თავის რჩეულს ირჩევს.
- გასაგებია, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. - გმადლობთ - ანაბელმა სასიამოვნო ხმით გადაუხადა მადლობა, ზეზვა ხელზე ეამბორა და წავიდა.
- ეს ვინ იყო?
- მერე! - მოკლედ მოუჭრა და ხალხს შეერივნენ.





- - - გოგო სად ხარ? ალექსანდრე და მისი ცოლი არიან აქ და ერთი ამბავია.
- ხუთ წუთში მანდ ვიქნები. - ჩაისისინა. დარბაზში ბარბარე შემოვიდა ( ალექსანდრეს ერთ-ერთი გასართობი) და მეგობრისკენ დაიძრა.
- სად არიან?
- იქით. - თითი გაიშვირა.
- სოფლელი გომბიო.
- ესღა დაგრჩა თავის სანუგეშებლად?- ზეზვა მიუახლვდა.
- ზეზვა კაპანაძე.
- სხვათაშორის შენზე სასიამოვნო ქალბატონი ბრძანდება.
- თავიდან მომწყდი! - ბრაზს ვერ მალავდა.
- თავს ნუ უტოლებ მას, ის მასზე იმ დღიდან გიჟდება როცა მინდორში მორბენალი დაინახა, რომელიც პეპლებს დასდევდა.
- რაა? ის მას ბავშვობიდან იცნობს?
- რათქმაუნდა, არ იცოდი? ალექსანდრე თვით ბაბუამისს თარაშ დადიანს დაუპირისპირდა რომ ეს გოგო ცოლად მოეყვენა.
- საიდან იცი ეს ყველაფერი?
- უბრალოდ ვიცი.
- უფრო მეტის გაგება მსურს!
- მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. - თქვა და მოშორდა.
- ცალტვინა.
- ბარბარე რას აპირებ?
- რას ჰქვია? რას ვაპირებ? არავის დავუთმობ ალექსანდრეს!
- მართლა?როგორ აპირებ ამას?
- რამეს მოვიფიქრებ.
ალექსანდრე და ანბელმა საღამოს მთავარი წყვილის სტატუსი დაიმსახურა. ალექსანდრე ჩვეულ მდგომარეობაში იყო, თან შამპანურს აგემოვნებოდა, ანაბელი კი ძლივს იდგა ფეხზე და ერთი სული ჰქონდა სახლამდე მიეღწია.
როგორცკი ქმარი მარტო დაიგულა ჩურჩულით უთხრა.
- ალექსანდრე ძალიან დავიღალე.
- ვიცი საყვარელო, მაგრამ ერთი ცეკვა რომ არ შევასრულოთ ხვალ მთავარი თემა ეს იქნება.
- ალექსანდრეეეე.
- ანაბელ ნუ მიყურებ ასეთი თვალებით.
- ძალიან დავიღალე.
- მესმის და გპირდები რომ მალე წავალთ.
- კარგი.
ვალსის სიმღერა ჩაირთო.
- ნებას დამრთავთ? - ხელი გაუწოდა.
- რათქმაუნდა - ღიმილით ჩასჭიდა ხელი.
მუსიკას აყოლებდნენ სხეულ და ერთმანეთის მზერით ტკბებოდნენ, მუსიკა დასრულდა და სახლისკენ დაიძრნენ, ანაბელს დაღლილობამ სძლია და ჩაეძინა, ალექსანდრემ ხელში აყვანილი შიყვანა სახლში მისაღებში კი სიუპრიზი დახვდა მისი მეგობრები უტა, ვატო გიგი, და საბა, მისი ბიძაშვილი ერეკლე, და ანაბელის ძმა ლაზარე.
- ვაა, სიძეს გაუმარჯოს.
- ხმა ჩაიგდე!თორემ ენას ამიგაძეობ. - სიცილით გაიგუდნენ, მხოლოდ, ლაზარე უყურებდა სევდიანი ღიმილით.
- დავაწვენ და მოოვალ.
მაღლა ავიდა და გამოუცვალა შემდეგ ოთახი დატოვა.
- სახეზე რა დაგემართათ? –
- არაფერი ისეთი.
- ამან და იმ ს*რმა ივანმა დასცხეს და ჩარევა დაგვჭირდა. - სიცილით ჩაილაპარაკა ვატომ.
- ჩ*აიჯვი რა. - ლუდი მოსვა ლაზარემ.
- მიზეზი?
- არაფერი ისეთი. -ორივემ იცოდა მიზეზი რა იყო, მაგრამ დუმილი ამჯობინეს.
სამი დღის წინ.
ლაზარე თბილისისკენ წასასვლელად მანქანას ამზადებდა, როცა, თავზე ივანე და მისი საძმაკაცო დაადგა თავს.
- ლაზარე სად დაიკარგე? გვეგონა სახლში ჩაჯექი დეპრესიული ქალივით. - დასცინა.
- გაიარე რაა!
- რა გჭირს შენ ტო?
- დაახვიე აქედან!
- ბიჭო ახსნი რა დაგემართა?!
- როგორ აგიხსნა? ზურგი დაგისერო და ჩალურჯებები დაგიტოვო ? - მზერა გაუსწორა, ივანეს ფერი გადაუვიდა.
- რეებს ბოდიალობ? - თავის დაძვრენას ცდილობდა.
-
- აი ამას. - სახეში თხლიშა. ერთმანეთს დაერივნენ ლაზარე ხუთის წინააღმდეგ იბრძოდა ცოტაც და მიწაზე დავარდეოდა როცა ბიჭები ჩაერივნენ.
ბოლოს ყველა სახედალურჯებული დარჩა, მაგრამ განსაკუთრებით ივანე და მისი საძმაკაცო.
- როგორ შეეჩვია?
- უჭირს, მაგრამ არ იმჩნევს.
- შეეჩვევა არ ინერიულო.
- მეშინია.
- რისი? - ბიჭებს გაუკვირდათ.
- რომ ისეთ რაღაცას ჩავიდენ რითაც მას სამუდამოდ დავკარგავ.
..........................................................
ძლივს გაღირსეთ ახალი თავი, იმედია ისიამოვნებთ.



№1 სტუმარი სტუმარი თამუნა

როგორც იქნაა.ძაან აგვიანებ.❤❤❤❤არ დაიგვიანო.ძალიან მომეეონა????????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატო

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია მაგრამ ყველაზე მეტად ვერვიტან ესე სათითაოდ კოთხვას მაგრამ თავს ვერ ვანებებ ერთი სული მაქვს მთლიანად წავიკითხო.ერთი ისტორია მომეწონა ძალიან და დღემდე დაუმთავრებელია თქვენ იმედია დაასრულებთ და ბოლომდე მიიყვანთ თქვენს რომანს.წარმატებებს გისურვებთ.ჩემთვის როგორც უბრალო მკითხველისთვის კარგი წასაკითხია.

 


№3 წევრი nica_nica

სტუმარი ნატო
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია მაგრამ ყველაზე მეტად ვერვიტან ესე სათითაოდ კოთხვას მაგრამ თავს ვერ ვანებებ ერთი სული მაქვს მთლიანად წავიკითხო.ერთი ისტორია მომეწონა ძალიან და დღემდე დაუმთავრებელია თქვენ იმედია დაასრულებთ და ბოლომდე მიიყვანთ თქვენს რომანს.წარმატებებს გისურვებთ.ჩემთვის როგორც უბრალო მკითხველისთვის კარგი წასაკითხია.

blush

სტუმარი თამუნა
როგორც იქნაა.ძაან აგვიანებ.❤❤❤❤არ დაიგვიანო.ძალიან მომეეონა????????

ვეცდები ყველანაირად სწრაფად დავდო blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent