შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,სიყვარული მთვარის შუქზე:


22-04-2023, 01:32
ავტორი StargirlNini
ნანახია 818

თავიl
ადამიანი ყველაფერს მიიღებს, რასაც ისურვებს და რა გსურს შენ?
როცა სახლში დავბრუნდი უკვე ბნელდებოდა. სამზარეულოში შევედი, ჭიქა წყალი დავისხი, ჩამოვჯექი და დღიური გადავშალე. დღის გეგმას გადავხედე, რაიმე ხომ არ გამომრჩა მეთქი. ყველაფერი რიგზე იყო. ტანსაცმელი გამოვიხვალე, ველოსიპედს ხელი დავავლე და დაისთან შესახვედრად გავეშურე. გაზაფხულის მშვენიერი სურნელი ატკბობდა არემარეს. ბუნება პატარძალს ჰგავდა, თეთრ კაბაში გამოწყობილ პატარძალს რაღაც განსაკუთრებულისთვის,რომ ემზადება. ბუნებასთან სიახლოვის დროს ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობ ვერ აგიღწერთ. სულიერად და ფიზიკურად თითქოს ღრუბლებში დავფრინავ. აი ახლაც, ამ ბილიკზე მიმავალი ვგრძნობ ყველა იმ ენერგიას, რომელსაც სამყარო ჩვენთვის აგზავნის.
უკვე მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც დაისის ულამაზესი პეიზაჟი ყველაზე კარგად ჩანს. ამ ადგილს ლამაზი დასასრული ვუწოდე. ვფიქრობ, რომ ყოველგვარ დასასრულს აქვს კარგი საწყისი. აი, როგორც ფერადი, ნათელი და მზიანი დღე მთავრდება და იწყება მთვარიანი, ბნელი, მაგიური, განსაცვიფრებელად მომხიბვლელი, მშვიდი ღამე. დღის ორივე ნაწილი თავისებურად მშვენიერი,მომხიბვლელი და საამოა. ერთი მეორის გარეშე დაკარგავდა ამ განსაკუთრებულობას.
ვიჯექი და შევცქეროდი ჰორიზონტს. აქ მხოლოდ ჩვენ სამნი ვართ
მე, დაისი და ლამაზი დასასრული.
ახლა კი რაღაც და ვიღაც გვირღვევდა სიმყუდროვეს. შორიდან რაღაცის ხმა მომესმა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია იმის მიუხედავად, რომ ეს უჩვეულო იყო. მეორედ უფრო ახლოდან მომესმა, მაგრამ არც ახლა დავინტერესებულვარ. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ შემეგრძნო ბუნება და ამ სილამაზით დავმტკბარიყავი.
- მოვუსწარი?
უცებ ვიღაცის აღელვებული და ამავდროულად მშვიდი ხმა მომესმა.
-ვფიქრობ კი, მადლიბა ღმერთს.
განაგრძო მან.
წამით შევკრთი და შევშინდი კიდეც ამ მოულოდნელობის გამო.არცაა გასაკვირი, როცა სულიერად კაცობრიობისგან შორს იმყოფები.
-იღბლიანი ხარ, გილოცავ!
ვუთხარი მე. შევხედე და ვიგრძენი, რომ მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თვალები ისე უბრწყინავდა, რომ ეს არავის გამოეპარებოდა. თვალები ხომ არასდროს სტყუიან არა?
-საოცრებაა, ნამდვილი ხელოვნება. ვფიქრობ, რომ სამყარო და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმიან.
-დიახ ასეა.
ვუპასუხე და შემდეგ გარკვეული დრო ჩუმად ვიყავით ვგრძნობდით სიოს ჩვენს სახეზე და ხედით ვტკბებოდით.



№1 სტუმარი Anastasia

Gagrdzelebas velodebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent