შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული მთვარის შუქზე" თავი ll


23-04-2023, 15:20
ავტორი StargirlNini
ნანახია 484

ცოტა ვისაუბრეთ ბუნებაზე,წიგნებზე და ზოგადად ჩვენს შესახებ. ფუბი ერქვა, მაღალი, მწვანე თვალებით, საოცარი ღიმილითა და საოცარი საუბრის მანერით.
-უკვე დაღამდა, სახლში წასვლის დროა.
-სასიამოვნო იყო შენთან საუბარი სელენა. ლამაზი სახელი გაქვს. მითხრა მან.
-მადლობა, ჩემთვისაც სასიამოვნო იყო.
მთვარის შუქი გვინათებდა მთავარ გზაზე მიმავალ ბილიკს. წუთით გავჩერდით და ორივე მთვარეს ვაკვირდებოდით.
-ჩემი ოთახის ფანჯრიდან მთვარის ამოსვლის საოცარი პეიზაჟი იხატება ხოლმე. საათობით ვზივარ და ვაკვირდები, ვსაუბრობ, ჩანახატებსაც ვწერ ხოლმე. ვთქვი მე.
-როგორი დამთხვევაა,მეც ძალიან მიყვარს მთვარე და ზოგადად ბუნება. მასში ისეთ რამეს ვპოულობ,რასაც ადამიანებში ვერ ვხედავ და ვგრძნობ. ბუნებასთან შემიძლია, რომ საათობით ვისაუბრო, განსაკუთრებით კი მთვარესთან. მე ვლაპარაკობ ის კი მისმენს, არ მკიცხავს, მიყურებს და უბრალოდ მისმენს. ზოგრჯერ გულიც კი შემტკივა იმაზე, რომ ჩემს კითხვებს ვერ პასუხობს.
-ან ვინ იცის, პასუხობს კიდეც უბრალოდ პასუხი უნდა ეძიო.
ვუთხარი მე და გზა გავაგრძელეთ. მალევე ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ორივე სახლის გზას დავადექით. გაირკვა, რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობთ. რამდენიმეე კვირა რაც აქ გადმოვიდა საცხოვრებლად და ჩემი ან აწ უკვე ჩვენი ლამაზი დასასრული სეირნობის დროს აღმოაჩინა.
სახლში დაბრუნებისას ძალიან მშვიდად ვიყავი,შემდეგი დღე კვირა იყო და ეს ღამე ზედმეტი ფიქრისგან თავისუფალი მქონდა. ფანჯარაზე ჩამოვჯექი და ჩემი მოთხრობის წერა გავაგრძელე. ამ მოთხრობას ,,გოგონა მზის სხივის სამყაროდან" ვუწოდე. ოქროს გოგონა, რომელიც მზის სამყაროსკერ მიისწრაფვის და ამავდროულად ვარსკვლავების შესწავლით არის დაკავებული. ჩემდ უნებურად ღრმა ფიქრის მორევში ჩავიძირე, სადაც მთავარი ობიექტი ფუბი იყო,ბიჭი მთვარედან. უცებ გონს მოვედი და თავს შემოვძახე, რომ საკმარისი იყო. მთვარეს დავემშვიდობე და დასაძინებლად წავედი. გათენდა ოქროსფერი დილა. დილით რასაც პირველი ვაკეთებ ბუნებასთან მისალმება, მადლიერება და ჭიქა წყლის დალევაა. ყოველ დილით ვწერ დღის გეგმას, მაგრამ კვირა დღე გამონაკლისია მას მიღების დღეს ვუწოდებ. ამ დღეს ყველაფერს ვაკეთებ რასაც მოვისურვებ ზედმეტი ფიქრის გარეშე. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა არსებობდეს მიღების დღე.
საუკეთესო გრძნობაა, ოქროსგფერ დილას 90-იანი წლების სიმღერების ფონზე ცეკვა, შემდეგ კი ბუნებასთან შერწყმა და დილის სირბილი. დავრბოდი და ვგრძნობდი სიოს ჩემს სახეზე, სუფთა ჰაერს ჩემს ფილტვებში. ვგრძნობდი ფოთლებით ახალ შემოსილი ხეების ჟრიამულს და ვუსმენდი ჩიტების საამო გალობას.
ერთ-ერთი სახლის ბაღში ნაცნობი სახე დავინახე. ფუბი იყო. მანაც შენამჩნია,ხელი დამიქნია და მშვიდობიანი დილა მისურვა.
-მშვიდობიანი დილა.
ვუთხარი ღიმილით.
-ჩაიზე ხომ არ დამეწვევი?
-კი რატომაც არა. ვუპასუხე და ბაღში შევედი.



№1 სტუმარი თინიკო

იმედია მალე დადებ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent