დადიანის ქალი - 8 თავი
- როგორ შეეჩვია? - უჭირს, მაგრამ არ იმჩნევს. - შეეჩვევა არ ინერვიულო. - მეშინია. - რისი? - ბიჭებს გაუკვირდათ. - რომ ისეთ რაღაცას ჩავიდენ რითაც მას სამუდამოდ დავკარგავ. - რეებს ბოდავ ალექსანდრე? - არაფერს ისეთს, დაივიწყეთ! - ალექსანდრე! - არვიცი, რატომ, მაგრამ მგონია რომ ერთ დღეს მას აუცილებლად დავკარგავ. - დამშვიდდი ძმაო, უბრალოდ სტრესია, აქეთ ქორწილი, აქეთ ჟურნალისტები და კიდევ ბევრი რამ. - აუ ამ ჟურნალისტებმა კი წაჭამეს ტვინი! საქმიან შეხვედრაზე ვიყავი რესტორანში, გამოვედი და პირდაპირ ცხვირში ჩამთხარა ვიღაც ჟურნალისტმა მიკროფონი. - ჩაერთო უტაც. - ხომ არ დაგევასა? - სიცილით ჰკითხა საბამ. - არა, ჩემი გემოვნების არ იყო! - რა დაუწუნე? - ხომ იცი მე რა მიყვარს ქალებში? - მკერდზე მიიდო ხელები. - პატარა ჰქონდა? - არა, მაგრამ არც დიდი. - გასაგებია. - ბიჭები სიცილით კვდებოდნენ. ვატოს ყოველთვის განსხვავებული გემოვნება ჰქონდა გიჟდებოდა დიდ მკერდზე, ამის გამო მისი თაყვანისმცემლების ნახევარზე მეტს თავიდან მოშორება უწევდა. - არ ხარ შვილო შენ კარგად! - როდის ყოფილა რომ? - შემეშვით რაა! - ისე აქ მოსვლამდე ბარბარე ვნახე - საბამ ჩააკვეხა ის რაც აქამდე სურდა ეთქვა. - მერე? - ალექსანდრემ ისე იკითხა რომ საბამ რამდენიმე წამი ვეღარ გააგრძელა საუბარი. - გაგიჟებულია. - რატომ? - სოფლელ გომბიოში როგორ გამცვალაო. - ენას ამოვაძრობ! - ალექსანდრემ ბრაზი ვერ შეიკავა - თავი ვინ გონია?! - ბარბარე ვინ არის? - ლაზარემ იკითხა. - ალექსანდრეს საყვარელი. - რთულად ყოფილა საქმე - ჩაიცინა და ლუდი მოსვა. - ვაა ლაზარე, შენც გყავს მასეთი ვიღაც?! - არა რათქმაუნდა - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია - მხოლოდ ერთი ღამის ნაშები მყავს. - გასაგებია, სწავლობ? - არა - თავი ჩაღუნა. - რატომ? - წამლებზე ვარ შემჯდარი. - დაბოლილი მიხვედი უნივერსიტეტში? - დაახლოებით. - ანუ? - არ მინდა ამ თემაზე საუბარი. - რომელ კურსზე ხარ? - აქამდე მდუმარე ალექსანდრე ალაპარაკდა. - რა? - რომელ კურსზე ხარმეთქი? - მესამე - დაბნეულად უპასუხა. - რამდენი ხანი გაქვს ჩამორჩენა? - ცხრა თვე. - შეგიძლია მომავალი წლიდან შენც შეუერთდე შენ დას და სწავლა გააგრძელო! - რაა? - მე ვიძინებ - ალექსანდრე წამოდგა - გაცილება არ გჭირდებათ, ნახვამდის! ზევით ავიდა, გამოიცვალა და ანაბელს გვერდით მიუწვა. ბიჭებიც აღარ დარჩენილან და თავიანთ გზას გაუდგნენ. დილით ალექსანდრე სიცარიელის შეგრძნებამ გააღვიძა. - ანაბელ.- ჩუმად დაიძახა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო ბოლო ხმაზე დაუყვირა - ანაბელლ. - რა გაყვირებს? - სად იყავი? - აბაზანაში. - ეხლა შეამჩნია პირსახოცშემოხვეული ანაბელი.ნერწყვი გადაყლაპა მისი დანახვისას, უცებ წამოხტა და ტუჩებში ეტაკა, სანამ ჰაერის მარაგი არ ამოეწურა იქამდე არ მოშორებია. - ალექსანდრე ცუდად იქცევი! - რატომ? - აბაზანაში გავიდა. - ასე არ უნდა მეცე და არ უნდა მკოცნო. - მიზეზი? - არასასიამოვნოა! - მართლა? - აბაზანის კარებთან მიყრდნობილი ანაბელისკენ გააპარა მზერა - მე მგონი პირიქითაა. - თვალი ჩაუკრა და გარდერობის ოთახში გავიდა. - არ ვხუმრობ! - ანაბელ გუნებას ნუ მიფუჭებ! - ხო რათქმაუნდა! - უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ისევ აბაზანაში დაბრუნდა. ალექსანდრე ქვევით ჩავიდა ყავის დასალევად. - ციცინო საუზმე არ მოამზადე? - შენ ხომ არ მიირთმევ დილით?! - სამაგიეროდ ანაბელი მიირთმევს - არ ესიამოვნა უყურადღებობა ანაბელის მიმართ. - ღმერთოო, როგორ დამავიწყდა?!ეხლავე მოვამზადებ ომლეტს, შენი ყავა მაგიდაზეა. - კარგი. ახალ ამბებს ეცნობოდა თან ყავას მიირთმევდა როცა ანაბელი ჩამოვიდა. - დილამშვიდობის ციცინო დეიდა. - დილამშვიდობის საყვარელო, ისაუზმებ? - რათქმაუნდა. - ომლეტი მოგიმზადე, წვენსაც მოგართმევ. - მადლობა. მაგიდას მიუსხდა. - ალექსანდრე აკაკისთან შეგიძლია გამიყვანო? - ისაუზმე და გავიდეთ. - კარგი - ბედნიერი შეუდგა საუზმობას. - ლანჩის დროს გამოგივლი სადმე ვისადილოთ. იცოდე ჩემს გარეშე არსად გახვიდე! ჯერ არ იცი ქუჩები და შეიძლება დაიკარგო. - გასაგებია,ალექსანდრე რაღაც მინდა გკითხო. - რა? - მაინტერესებს ჩემს სწავლასთან დაკავშირებით ხომ არ გადაიფი... - ალექსანდრემ ისეთი თვალებით შეხედა გაგრძელება ვეღარ შეძლო. - მე შენ რა გითხარი! - კბილებში გამოსცრა. - კარგი, ბოდიში. - როგორც გითხარი სექტემბრიდან გააგრძელებ სწავლას. - მადლობა - ბოლო ლუკმაც ჩაიდო პირში და მაგიდიდან წამოდგა - მოვემზადები და გავიდეთ - სწრაფად აიარა კიბეები. - სავახშმოდ რა მოვამზადო? - ასეთი დეტალები ანაბელთან უნდა მოაგვარო დღეიდან. - როგორც იტყვი. - თაზოს გადაეცი რომ სანდო მძღოლი მჭირდება. - კარგი. - ალექსანდრე მე მზად ვარ! - მაშინ გავიდეთ. - უკაცრავად, დღეს სავახშმოდ რას მიირთმევ? - სტეიკის მომზადება შეგიძლია? - რათქმაუნდა! - მაშინ სტეიკი იყოს. - ღიღინით გაუყვა გზას მანქანამდე. მანქანაში როგორცკი მოთავსდნენ ალექსანდრემ წამოიწყო: - როგორც შევთანხმდით... - ლანჩის დროს გამომივლი და სადმე ვისადილებთ, კიდევ ფეხი არსად გავადგა რადგან ქუჩები არვიცი და შეიძლება დავიკარგო. - ყოჩაღ.- მანქანა დაქოქა და გზას გაუდგა. აკაკი, ვარკეთილში სამ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა, უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით იყო მოწყობილი თანაც ეს მისთვის და მისი პატარა ოჯახისთვის სრულიად საკმარისი გახლდათ. ანამარია სანამ მანქანიდან გადავიდოდა ალექსანდრემ კიდევ ერთხელ გააფრთხილა - გავიგე ალექსანდრე რომ ქუჩებში ხეტიალი არ დავიწყო! - უკვე პიკს აღწევდა მისი მოთმინება. - კარგი, ბოდიში, მესამე სართული ბინა ოცდასამი. - კარგი. ალექსანდრემ მანქანა იქამდე არ დაძრა სანამ ანაბელმა სადარბაზოში შევიდა. ანაბელი ლიფტში შევიდა და მესამე სართულს მიაჭირა. ისე ნერვიულობდა ხელები უკანკალებდა იცოდა რთული საუბარი ექნებოდათ. ლიფტის კარი გაიღო და გავიდა, ოცდამესამე ბინის კარს მიადგა, რამდენიმე წამი უბრალოდ გაშეშებული იდგა, ბოლოს მოიკრიბა გამბედაობა და დააკაკუნა. კარი აკაკიმ გაუღო, ხელში პატარა ანასტასია ეჭირა. - გამარჯობა. - მოდი, შემოდი. მისაღებში შევიდნენ, იქ კი აკაკის შეყვარებული დახვდა. - გამარჯობა, მე ნიტა ვარ, აკაკის შეყვარებული. - ძალიან სასიამოვნოა - გაუღიმა. - მოდი, დაჯექი - მდივნისკენ მიუთითა - რამეს ხომ არ დალევ ან მიირთმევ? - ეტყობოდა რომ ღელავდა. - წყალი, თუ შეიძლება. - რათქმაუნდა. - სამზარეულოში გავიდა. - ქმარი როგორ გყავს? - კარგად, ეხლა სამსახურშია და ამის გამო ვერ მოახერხა მოსვლა. გადმომგცათ რომ დიდი სიამოვნებით ისურვებდა თქვენს სტუმრობას. - აუცილებლად გესტუმრებით. - აკაკი... - ლაზარეს დაველოდოთ. - კარგი. - აი, შენი წყალი - ჭიქა მაგიდაზე დადო. - მადლობა. - როგორია ქორწინება? - აკაკის უყურებდა და თან თითებს იმტვრევდა. - ჩვეულებრივი - მრები აიჩეჩა. - მამააა. - რატომ ყვირი საყვარელო აქ არ ვარ? - ჩემი თოჯინა დაილკალგა. - წამოდი მოვძებნოთ. - ხელში აიტაცა და მეორე ოთახში გავიდა. - ქორწილი გინდა არა? - რაა? - გეტყობა ნიტა, როცა ქორწინებაზე შემეკითხე აკაკის უყურებდი და თან თითები დაიმტვრიე. - გაუღიმა და წყალი მოსვა. - ასე მეტყობა? - ძალიან. - ის კი ვერ ხვდება. - სახე დაუსევდიანდა. - ან ხვდება და არ იმჩნევს. - ხო შეიძლება. - არ ინერვიულო, დიდხანს ვეღარ შეძლებს თავის მოკატუნებას და თეთრ კაბასაც მოირგებ. - იმედია. - ჩვენც მოვედით. - შეიძლება ჩავეხუტო? - მამიკოს სიცოცხლევ მამიდას ჩაეხუტები? - რათქმაუნდა. - საყვარლად გაშალა ხელები. - მოდი პატარა პრინცესა. - მაგრად ჩაეხუტა დ მისი სურნელი შეისუნთქა. - ძალიან კარგი სურნელი აგდის. - მალობა. - ბავში კალთაში ჩაისვა. - ლაზარე მალე მოვა? - გეჩქარება? - ლანჩის დროს ალექსანდრემ უნდა გამომიაროს. - გასაგებია, ლაზარე მალე მოვა. კარზე კაკუნი გაისმა ნიტა წამოდგა გასაღებად, მაგრამ აკიმ გააჩერა - მე გავაღებ. მალევე ორივე ერთად შემოვიდნენ ლაზარეს ხელში დიდი ვარდისფერი დათუნია ეჭირა, ამის დანახვისას ანასტასია ერთ ადგილზე დაიწყო წრიალი, ანაბელი მიხვდა რომ მასთან გაჩერება აღარ სურდა ამის გამო კალთიდან გადასვა, პატარა ქალბატონი კი ეგრევე ლაზარეს მივარდა. - ლაზალე ბიძია. - კაშკაშო ვარსკვლავო როგორ ბრძანდები? - კალგად, ეს დათუნია ჩემია? - კი, მოგწონს? - კიიი. - აჰაა აიღე. დათუნის გაუწოდა, გამოართვა და ეგრევე გულში ჩაიკრა. - ანასტასია, მეორე ოთახში გავიდეთ შენი დათუნიათი ვითამაშოთ. - კალგი დედა. ნიტა და ანასტასია მეორე ოთხში გავიდნენ. ლაზარე და აკაკი კი მდივანზე მოკალათდნენ. - ორივე უცნაურად იქცევით. - რაღაც გვაქვს შენთან სასაუბრო. - მადლობა, ვიცი! - თვალები აატრიალა. - გოგო სერიოზულად გვაქვს შენთან სალაპარაკო! - ლაზარე ბევრი დრო არ მაქვს! მალე ის გადარეული გამომივლის და თუ ვალოდინებ ერთ ამბავს ატეხავს. - მოკლედ... - დაიწყეს ამბის თხრობა. როცა დაამთავრეს ანაბელი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შოკში იყო. - ანუ ის ქალი დედაჩემი არ არის? - ცრემლებმა გაიკვლიეს გზა - ჩემ თავს ვიდანაშაულებდი, მეგონა რაღაც დავაშავე და ამის გამო ვერ მიტანდენ, სინამდვილეშში კი... - ანაბელ გთხოვ დამშვიდდი. - აკაკი ჩაეხუტა - ყველაფერი კარგად იქნება. - ხომ, თავიდან დავიწყებთ ცხოვრებას მათ გარეშე - ლაზარეც მიეხუტა. ეხლა იგრძნო ანაბელმა ის რაც წლების განმავლობაში აკლდა ოჯახის გვერდით დგომა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.