სიძულვილიდან სიყვარულამდე - 1 თავი
დაძაბულობა ერთიანად ირეოდა ჰაერში, მამაკაცებს ერთმანეთისთვის იარაღი ჰქონდათ მიდებული, ქალბატონები კი ძალას ძლივს იკრებდნენ იქვე რომ არ დავარდნილიყვნენ. უეცრად ეს იდილია მანქნის ხმამაღალმა დამუხრუჭებამ დაარღვია, მანქნიდან დაახლოებით ოცდახუთი წლის ქალბატონი გადმოვიდა იარაღით ხელში, შავი თმა და უფრო შავი თვალები ჰქონდა, ისე მოიწევდა წინ თითქოს მის წინ ოცი შეიარაღებული კაცის მაგივრად უბრალოდ კლოუნები იდგნენ. გზად იარაღი გადატენა და იკითხა. - სად არის ჩემი დისშვილი? - ყველა გაოცებული უყურებდა მას, ეს ნიტა გასვიანი იყო, გოგონა რომელიც წლების წინ ამ ოჯახის რძალი უნდა გამხდარიყო. - როგორ ბედავ აქ მოსვლას? - წამოიჭრა შედარებით ასაკოვანი ქალი. - ჩვეულებრივად - მხრები აიჩეჩა. - სად არის ჩემი დისშვილი? - იარაღი ხელში შეათამაშა. - ის უკვე მე მეკუთვნის! - ოჯახის ყველაზე უფროსმა შვილიშვილმა წამოიყვირა. - რადგან არ მეუბნებით, მეთვითონ მოვძებნი! ჯეკო წამომყევი! - უმცროს ძმას ანიშნა. - შენ სულ გაგიჟდი? იზაბელა სახლში არ დაბრუნდება! - კატეგორიულად უარყო მამამისმა. - სამაგიეროდ შეუძლია ჩემს სახლში დაბრუნდეს! - ძმას მიუბრუნდა - ჯეკო თუ არ გამომყვები პირველი შენ იქნები ვისაც ტყვიას დავახლი! - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სახლში შეაბიჯა. - დაიყვირე! - რა? - თავი მისკდება, ყველა ოთახის შემოვლის თავიც არ მაქვს ამიტომ დაიყვირე! - იზაბელაა! - ბიძიაა! - მეორე სართულიდან ისმოდა გოგონას ხმა. ოთახში როცა შევიდნენ საშინელი სანახაობა დახვდათ, იზაბელა კედლის ერთ კუთხეში მოკუნტული იჯდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა. ნიტა კარში გაშეშდა, ბავშვი რომელთან ერთადაც ჩუმად იპარავდა შოკოლადებს და მუდამ ღიმილი დასთამაშებდა, ეხლა ალბათ ყველაზე სევდიან ადამიანად ქცეულიყო. - შენი ზედა გადააცვი! - რას აპირებ? - ის გააკეთე რაც გითხარი! ჯეკომ მაისური გაიხადა და ისე რომ არ უყურებდა გადააცვა. - ხელში აიყვანე და ჩემს მანქანაში ჩასვი! გოგონა როგორცკი აყვანა ეგრევე კივილი ატეხა. - მტკივააა! - მოითმინე ძვირფასო ნიტა ამ ჯოჯოხეთიდან წაგიყვანს! ნიტა წინ მიდიოდა და ამაყად მიაბიჯებდა, უკან ჯეკო მიჰყვებოდა რომელსაც იზაბელა ჰყავდა ხელში. - სად მიგყავს ის დღეიდან ჩემი ქალია! - ნებისმიერი შეგიძლია დაისვა ცოლად, ოღონდ გასვიანების ოჯახის წევრი არა! დღეიდან თუ რომელიმე მასთან ას კილომეტრზე ახლოს მაინც გაივლით ჩემი ხელით დაგახლით ტყვიას ისე რომ ხელი არ ამიკანკალდება. - შეშლილი! - ჯეკო რას უყურებ მანქანაში ჩასვი! - ბიძია მტკივააა! - ცხარე ცრემლებით ტიროდა. - მოითმინე საყვარელო. - ყურში ჩასჩურჩულა. ნიტამ მანქანისკენ წინსვლა დაიწყო, მანქანაში როგორცკი ჩაჯდა უკან მწოლიარე დისშვილს გადახედა, მასზე მხოლოდ ათი წლით იყო უფროსი, ის ახლა ოცდახუთის იყო, იზაბელა კი თხუთმეტის და ზუსტად იცოდა რომ რთული ცხოვრება მოუწევდა. იმ დღეს მის ნაცნობ ექიმ მეგობართან მიიყვანა გამოკვლევებზე და გაირკვა რომ იზაბელა დაორსულდა, ამის გაგებაზე ისტერიული ტირილი ატეხა, მაგრამ დეიდამ დაამშვიდა და უთხრა, რომ ყველაფერს გამოასწორებდა. იმ დღესვე ამერიკაში გადაფრინდნენ და ახლიდან დაიწყეს ცხოვრება. მეათე წელი სრულდებოდა როცა ნიტა გარდაიცვალა მიზეზი ფილტვის კიბო გახლადათ, თამბაქო ძალიან უყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეელია. მისი სხეული საქართველოში უნდა გადაესვენებინათ, სურდა რომ მისი დის გვერდით დაეკრძალათ . ზუსტად ამ დროს დაუდგა იზაბელს რთული მომენტი, მაშინ იგრძნო პირველად ნიტას გვერდით არ ჰყოფნა, უწევდა იმ ოჯახში დაბრუნება რომელმაც უარჰყო. მაქნქანა გაჩერდა გასვიანების სასახლის წინ და იქიდან ქალბატონი გადავიდა, კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი, დედის გარეგნობა გამოყოლოდა მხოლოდ ერთი გამოკლებით მამასავით ცისფერი თვალები ჰქონდა. კარზე დააკაკუნა, კარი ორმოცწლამდე ქალბატონმა გაუღო. - ვინ გნებავთ? - ერეკლე გასვიანს გადაეცით რომ იზაბელა დადეშქელიანი ეწვია. - ქალმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მალევე მოუჭრა. - მეჩქარება! - ეხლავე! - კარი შეღებული დატოვა და ზუსტად ორ წუთში დაბრუნდა - გთხოვთ წამომყევით ქალბატონონ იზაბელ. ქალს უკან გაჰყვა, მისი, წასვლის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა. რამდენიმე წამში მისაღებ ოთახში ამოყო თავი სადაც თითოეული ოჯახის წევრი იყო. - შვილთაშვილო - ჩასახუტებლად გამოიწია კაცი, მაგრამ იზაბელამ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, ამის შემხვედარე კაცი ერთ ადგილზე გაქვავდა. - პირფერობა არ არის საჭირო, მხოლოდ, ის მჭირდება რომ ამ ფურცელზე ხელი მომიწერო - საბუთი გაუწოდა სადაც ნებართავს ითხოვდა მის მიწაზე დეიდამისი დაესაფლავებინა, კაცმა გამოართვა საბუთი და როგორცკი წაიკითხა მუხლები მოეკვეთა, ეგრევე მას მივარდნენ. - ის... - გარდაიცვალა. - როგორ? - სიამოვნება, სიცოცხლის წლებში ვერ გაცვალა. - აქ არის? - ნახევარ სათში ჩამოფრინდება მისი სხეული. - ჩემი შვილი - ცხარე ცრემლებით ატირდა. - დედააა - გოგონა შემოვარდა შემოსასვლელიდან. - ხომ გითხარი რომ მანქანაში დამლოდებოდი! - ლუკამ თმები მომწიწკნა. - ისე იცრუა წარბიც არ შეუხრია. - მე არაფერი დამიშავებია, მოწყინდა და გადმოვიდა. - ბიჭიც მოჰყვა რომელიც სრულიად მშვიდად მოაბიჯებდა და თან დის ბრალდებას უარყოფდა. - ეხლავე დაბრუნდით უკან და ჩემს მოსვლამდე არსად წახვიდეთ! - კი, მაგრამ დედა, დეიდამ მითხრა ჩემს ბავშვობის სახლში ბევრი თოჯინა და ვარდისფერი კაბები არისო, შეიძლება ვნახო? - გაოცებულ ოჯახის წევრებს მიუბრუნდა. - დეიდა ამბობდა რომ თუ დიდხანს დააღებ პირს შეიძლება ბუზი შეგიფრინდეს. - ლილიბეტ ეხლავე მანქანაში! - კარგი ხო - ბუზღუნით გაემართა მანქნისკენ, მისი ძმაც უკან მიჰყვა. - შენ შვილები გყავს? - ეს თქვენ არ გეხებათ! უბრალოდ მოაწერეთ საბუთს ხელი! - მისი ნახვა მსურს უკანასკნელად. - უკანასკნელი ძლებით წარმოთქვა ეს სიტვები გამტყდარმა მამამ. - როგორც გნებავთ! სამ საათში შეიკრიბა ხალხი ნიტას უკანასკნელად გასაცილებლად, გასვიანები იზაბელას ელოდნენ უკვე მთელ თბილისს გაეგო მისი დაბრუნების ამბავი, ნიტა გულზე არავის ეხატებოდა მისი ხასიათის გამო ნახევარზე მეტი მხოლოდ იზაბელას გამო იყო მოსული. სამი მანქანა გაჩერდა სასაფლაოსთან ახლოს, პირველად დაცვის წევრები გადმოვიდნენ, შემდეგ კი ქალბატონი იზაბელა გამოჩნდა, ელეგანტურად გადმოვიდა და თან მისი ორი შვილი გადმოიყვანა. - ღმერთო, ქალი დამდგარა. - დაოჯახებულა, ნეტა ვინ მოიყვანა ცოლად? - კიდევ უამრავი კომენტარი გაკეთდა. იზაბელამ სათვალე მოიხსნა და შვილებს ხელი ჩაჭიდა. მისი დაცვის წევრები ტერიტორიაზე განლაგდნენ, ერთი მას და მის შვილებს მიყვებოდა უკან. - დროა დავიწყოთ. - ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი, განსაკუთრებით მეტრეველების ოჯახის რომლებმაც, წლების წინ ბავშვობა წაართვეს. უკვე მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა როცა მისი დიდი ბაბუა მიუახლოვდა ერეკლე - სუფრაზე არ წამოხვალ? - ამ დროს მეტრეველების ქალებს შეხედა რომლებიც მოურიდებლად არ აცილებდნენ თვალს. - დიდი სიამოვნებით. - მადლობა. პასუხი აღარ გაუცია რესტორნისკენ დაძრა უბრძანა მძღოლს. რესტორანშიც არ მოცილებია თვალები, მაგრამ ეს სულ არ აინტერესბდა. - ანა არ იცი ვისგან ჰყავს ეს ბავშვები? - ანა გასვიანების რძალი გახლდათ, ჯეკოს ცოლი, იმ ამბის შემდეგ როგორმე უნდა ჩაეწყნარებინათ ვითარება ამიტომ ჯეკო და ანა დააქორწინეს. - არა ბებო დღეს სადილობისას დაგვადგა თავს, დეიდამისის მისი მშობლების გვერდით დამარხვისთვის საბუთზე ხელმოწერა სჭირდებოდა და ზუსტად მაგ მომენტში შემოვარდენენეს ბავშვები, გოგოს ლილიბეტი ჰქვია ბიჭს კი ლუკა. - რას აპირებს ერეკლე ვითომ? - იზაბელა ჩვენს სახლში იცხოვრებს. - საიდან იცი? - ერეკლე ბაბუა ჯეკოს ესაუბრებოდა ამ თემაზე. - ჯანდაბაში გზაც ჰქონია ................................................................................... - იზაბელ ჩვენთან გადმოხვალ? - უცებ წამოჭრა თემა იზაბელას დიდმა ბებიამ მარიმ. - არავ... - რათქმაუნდა, რათქმაუნდა - უცებ წამოხტა ლილიბეტი მაგიდიდან, ბებიას მივარდა და ჩაეხუტა. - ყველაზე მაგარი ბებია ხარ! - ქალმა მას სახეზე მოეფერა. - შენ რას იტყვი პატარა ბატონო? - ოჯახის წევრებს გადახედა, შემდეგ, კი დედას მიუბრუნდა. - როგორც დედა გადაწყვეტს ისე იქნება ყველაფერი. იზაბელას იდეაში ჰქონდა დღესვე დაბრუნებულიყო უკან, მაგრამ არ უნდოდა შვილების წყენინება და ამის გამო დათანხმდა. - კარგი. - აქედან მალე წავალთ? ეს შავი კაბა კი მიხდება, მაგრამ ვარდისფერი მირჩევნია. - ცოტახანიც მოითმინე პატარა ქალბატონო - ჯეკომ ხელში აიტაცა ქალბატონი ლილი. - შენ ვინ ხარ? - მე შენი ბიძია ვარ. - იცოდე არ მაკოცო! - თითი საყვარლად დაუქნია. - რატომ? - გაუკვირდა. - წვერი გაქვს! - თქვა და ხელიდან დაუსხლტა. - მინი იზაბელა - სიცილით თქვა და ადგილს დაუბრუნდა. ლილი მაგიდებს შორის ვიღაცის კატას დასდევდა როდესაც მეტრეველების მაგიდასთან ახლოს მამამის ანდრია მეტრეველს დაეჯახა. - წინ არ იყურები ბავშვო?! - შენ ჩემზე დიდი ხარ ანუ ჩემზე კარგად უნდა ხედავდე წესით. - შენ იცი მე ვინ ვარ? - შენ თუ იცი მე ვინ ვარ? - მაინც? - სიცილს ძლივს იკავებდა. - ლილი დადეშქელიანი ერეკლე გასვიანის შვილიშვილთაშვილი! - ამას ნამდვილად არ ელოდა ანდრია, რაღაცის თქმას აპირებდა როცა ზურგს უკან ბიჭის ხმა მოესმა. - ლილიბეტ წამომყევი დედა გეძებს! - კი, მაგრამ კატა? - ეხლა გაახსენდა კატა რომელის დაჭერის სურვილი კლავდა. - ლილიბეტ შენს უკან დევნას არ ვაპირებ! - ბიჭს როცა შეხედა მისი ბავშვობის ალი კვალი დაუდგა თვალწინ. - კარგი რაა ლუკა - საწყალი თვალებით შეხედა - მაპოვნინე ის კატა, მოვეფერები და მერე მივიდეთ დედასთან. - კარგი - თვალების ტრიალით უთხრა. - შემდეგში წინ იყურე! - სანამ მოშორდებოდა მიაძახა ლილიბეტმა. - ეს ბავშვები ვინ არიან? - ეგრევე ჰკითხა მის გვერდით მჯდომ დას. - იზაბელას შვილები. - იზაბელა დაბრუნდა? - ხო თან შვილებიც ჩამოიყოლა - ჩაერთო საუბარში მისი ძმა. - ქმარი? - არ ჩანს. - ბავშვის კისიკისი შემოესმათ და იქით გაიხედეს, ლილიბეტი ბაბუამის ეჭირა და გასასვლელისკენ მიდიოდა, როდესაც მიხვდა რომ ხმამაღალზე მოუვიდა გაცინება ხელი პირზე აიფარა. - საყვარელია. - თვით ანდრია მეტრეველმა გვიკადრა? დიდი პატივია. - ჯეკო მიუახლოვდა მათ მაგიდას თან ანდრის ცინიკურად მიესალმა. - გამარჯობა ჯეკო. - საყვარელი ბავშვია ხომ? - ცოლს მიუბრუნდა. - ძალიან. - ხვალიდან ჩვენთან გადმოვლენ. - კარგია. - სახლში რომ მივალთ შემახსენე წვერი უნდა გავიპარსო. - რაა? - ძალიან გაუკვირდა ანას, რადგან უკვე რამდენიმე კვირაა ამას ეხვეწება. - პატარა ქალბატონი დამემუქრა სანამ წვერს არ გაიპარსავ არ გაკოცნინებო. - ანუ მადლობა ლილიბეტს უნდა გადავუხადო? - ისე ჰკითხა თითქოს მისი ყოფილისთვის უნდა გადაეხადა მადლობა. - დიახ - თქვა და გაეცალა იქაურობას. - კარგი მე წავედი და მერე გამოგივლით, ანდრიკო არსად დაიკარგო. მომავალ დღეს იზაბელა და მისი შვილები მშობლიურ სახლში დასახლდნენ, ჯერ-ჯერობით ბავშვებს სტუმრების ოთახში მოუწიათ დარჩენა, რადგან, მათი ოთახები რემონტდებოდა. იზაბელა როგორცკი მოწესრიგდს მისაღებისკენ გაემართა. - იზაბელ რას საქმიანობ? - როგორცკი მოკალათდა ეგრევე დაიწყო კითხვები ბებიამისმა. - დიზაინერი ვარ, საკუთარი კომპანია მაქვს. - და ეხლა აქედან არ გაგიჭირდება მისი მართვა? - არა, სანდო ხალხი მყავს იქ დატოვებული. - კარგია. - სიჩუმე ჩამოწვა. - მიდი მკითხეთ! - რას გულისხმობ? - ვინ არის ლილიბეტის და ლუკას მამა! - შვილო თუ გინდა... - ანდრია მეტრეველი. - ანას ხელიდან წყლის ჭიქა გაუვარდა. - ჩემი ძმა... - მათი მამაა. ............................................................ მეგობრებო თქვენთან ძალიან დიდი თხოვნა მაქვს მირჩიეთ საინტერესო ისტორიები. ახალი ისტორიის შეფასება არ დაგავიწყდეთ ![]() |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.