გამოღვიძება (თავი 1)
ისევ იგივე მელოდია ჩამესმის.ვერ ვიაზრებ სად ვარ,ან ამ ადგილას როგორ აღმოვჩნდი,მაგრამ ზუსტად ვიცი რა მსურს და ისიც ვიცი,რომ სიზმარში ვარ.ჩაბნელებულ გარემოს მკრთალი მზის სხივები მიკვალავენ და წინ მივიწევ.გარკვევით ვხედავ საკუთარ შიშველ ფეხებს და ვგრძნობ ბალახიან მიწას,რომელზეც სულ უფრო სწრაფად მივაბიჯებ.ზუსტად ვიცი,რომ უნდა ვიჩქარო,მაგრამ არ ვიცი რატომ.ვცდილობ გარემოს დავაკვირდე,აქ ხომ პირველად არ ვარ.მზის სინათლე ნელ-ნელა ძლიერდება,ცოტაც და მთლიანად განათებულ მინდორზე გავალ. უცაბედად მკერდის არეში შეჯახებასავით საშინელ ტკივილს ვგრძნობ და ვიაზრებ,რომ მარტო აღარ ვარ.ჩემს ირგვლივ შეგროვებული ნაცრისფერი აჩრდილები ირხევიან და რაც უფრო გარკვევით ვხედავ მათ,მით უფრო დიდი სისწრაფით მრავლდებიან.ჩემს საწინააღმდეგოდ იწყებენ სვლას და და სავალი გზაც სულ უფრო და უფრო მეტად ვიწროვდება.მხოლოდ ერთი რამ ვიცი დაზუსტებით,არ უნდა დავნებდე,სვლა უნდა გავაგრძელო,რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივაღწიო დანიშნულების ადგილამდე.... სულ ცოტაც და შეჩერებას მოვახერხებ.თითქოს უკვე ვხედავ მის სილუეტს,დიდი მანძილიც აღარ მაშორებს,ისე ახლოსაა,რომ მალე ხელს გავუწვდენ.ამისათვის ვჩქარობდი,მის სანახავად მივდიოდი,ამიტომ მტკიოდა.ახლა უკვე გავრბივარ,მოუთმენლად მივიწევ წინ,იმის მოლოდინით,რომ ცოტაც და შევძლებ შევეხო.ფეხისწვერებზე ვიწევი,ხელს ვუწვდენ და მის მხრებამდე შავ თმას მივჩერებივარ ჩემსკენ ტრიალდება,მის თეთრ კანსა და სავსე წითელ ტუჩებს ვაყოლებ თვალს,რომ სინათლე სადღაც იკარგება,ვცდილობ მის თვალებს დავაკვირდე,მონატრება მარტოსულობის განცდა და საშინელი სევდა ერთმანეთში ირევიან,გულის არეში ისევ ვგრძნობ ტკივილს და უფრო მეტად ვცდილობ მივწვდე,შევეხო,შევიგრძნო მისი შეხება,მაგრამ.... მის მოძრაობებს ჩემი მიმართულებით ირგვლივ სიბნელე შემოაქვს და სინათლეს შთანთქავს,ნუთუ ეს შესაძლებელია.სასოწარკვეთილების შეგრძნება მიპყრობს,გაწვდილი ხელი კი ჰაერში მრჩება.ვცდილობ რაღაც ვთქვა მაგრამ წამიერად ფეხებ ქვეშ საყრდენი მეცლება და შავ უსასრულობაში ვიკარგები,ვვარდები.დიდი სისწრაფით ვეშვები,ისე სწრაფად მივიწევ ქვემოთ,რომ საკუთარ თმებს ვხედავ,რომლებიც ჩემს ზემოთ ჰაერში მოძრაობენ. უცაბედად გავახილე თვალები და სანამ გავაცნობიერებდი,რომ საკუთარ ოთახში,საწოლში ვიწექი,სუნთქვა გამიძნელდა შემდეგ კი ქვითინი ამიტყდა.მომინდა სწრაფად ავმდგარიყავი,ბებიას ოთახში შევსულიყავი და მისი თბილი ლოგინისათვის შემეფარებინა თავი,ისე როგორც წინათ,მერე კი ჩემი სიზმარი მომეყოლა.სიზმარი,რომელსაც არც პირველად და ალბათ არც უკანასკნელად ვხედვდი.მას შემდეგ,რაც გამახსენდა,რომ ჩემი სურვილი უბრალო ფიქრად დარჩებოდა, რადგან ბებია აღარ იყო,ტირილს მოვუმატე და სახეზე ბალიში ავიფარე რომ ჩემს ქვითინის ხმას მშობლებამდე არ მიეღწია. ეს ნამდვილად მე ვიყავი,იმ წუთას ყველაფერი იმაზე მეტად რეალური იყო,ვიდრე აქამდე,მაგრამ მაინც მიჭირდა საკუთარი სიზმრისეული მეს მიღება,რომელსაც ასე სურდა უცნობთან მიღწევა.იმ წუთებში ხომ ის სულაც არ იყო უცხო.ვინ ხარ?კიდევ რამდენჯერ უნდა გნახო?რატომ განვიცდიდი მონატრებას?შესაძლებელი იყო,კი ადამიანი მოგნატრებოდა,რომელიც ნანახიც კი არ გყავდა?საკუთარ თავს ფიქრებში შეკითხვებს ვუსვამდი და ვცდილობდი როგორმე თავი ხელში ამეყვანა,შემეწყვიტა ტირილი.საკუთარი უსუსურობის განცდა და იმის გაცნობიერება,რომ არაფრის შეცვლა არ შემეძლო მაღიზიანებდა.ნახევრად სველი ბალიში საწოლის იმ ნაწილში გადავდე,რომელსაც თითქმის არასდროს ვიკავებდი,რადგან ყოველთვის ერთ კუთხეში ემბრიონის პოზაში მეძინებოდა.ფეხზე წამოვდექი და ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები მოვიწმინდე,მერე კი სააბაზანოში გავედი და შხაპის ქვეშ კიდევ რამდენიმე წუთით დამიდგა თვალწინ მისი ნაკვთები,უფრო სწორად მისი გარეგნობის ის დეტალები,რომლებსაც ბოლომდე ვერასდროს ვაგროვებდი გონებაში.თეთრი,საოცრად თეთრი კანი,მოგრძო სახე და მხრებამდე შავი თმა.ბებიას გარდაცვალებაზე ფიქრს ისევ სიზმარზე ფიქრი მერჩივნა,ცოტახნით მაინც სანამ გონებაში კარგად გადავხარშავდი ნანახს და შემდეგ მისაღებში ჩასვლამდე დავგეგმავდი მომავალ დღეს,მშობლებთან საუბარს,შევძლებდი პოლისთვის თვალებში ჩამეხედა და მასთან სასაუბრო თემა მომეძებნა.სიკვდილი,თითქოს ესღა გვაერთიანებდა და გვადუმებდა ყველას ერთდროულად.არ ვიცი რატომ მიჭირდა მშობლებთან საუბარზე მეტად პოლთან საუბრის წამოწყება.იქნებ იმიტომ,რომ მის მიმართ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი?გაუცნობიერებლად,სადღაც გონების კუნჭულში ჩნდებოდნენ აზრები,რომ ეს ყველაფერი მეტისმეტად უსამართლო იყო და რომ მას ჩემს გარდა აღარავინ დარჩენოდა.მიუხედავად იმისა,რომ ჩემს მშობლებს წესიერად მეთვითონაც არ ვიცბობდი,რადგან ორივე ბებიასთან ვიზრდებოდით,მაინც ფაქტი იყო,რომ მე მათი იმედი შეიძლებოდა მქონოდა,პოლსაც მაგრამ მაინც მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი,რომელსაც მისი ბოლომდე ესმოდა. სიკვდილი უეცრად გატყდება თავს.მისი აჩრდილი გაუფრთხილებლად მოდის,ცივ,დაუნდობელ ხელებს გხვევს და ერთიანად გეუფლება.შენთვის უძვირფასესს გართმევს და ამით თავს გახსენებს.მას შეუძლია შეგანჯღრიოს,გამოგაფხიზლოს,გონს მოგიყვანოს და რეალური ცხოვრების სიმძაფრე ბოლომდე შეგაგრძნობინოს.ჩვენი ყოველი წუთი ხომ დათვლილია.ხოლო როცა ამ ყოველივე კარგად მივიწყებულს მთელი სიმძაფრით შეიგრძნობ,სწორედ მაშინ ხვდები-რაოდენ უსუსური ხარ და უმწეო... აბაზანიდან გადმოვედი და გონებიდან შემოჭრილი ფიქრების გაძევება ვცადე.როგორმე უნდა შემეძლო მათთან საუბარი,ბევრი რამ გვქონდა დასაგეგმი და განსახილველი,მათ შორის კი ახალი სკოლა,სადაც დამამთავრებელი ორი წელის გავლა მომიწევდა.დაორთქლილ სარკეს ხელი გადავუსვი და საკუთარ ანარეკლს დავაკვირდი.ტირილისგან ქუთუთოები შემსიებოდა და ქვევით ჩამომწეოდა,სველი ალისფერი თმა,რომელიც ბოლო პერიოდში მკერდამდე გამზრდოდა სააბაზანოს განათებაზე იმაზე მეტად მუქი ჩანდა,ვიდრე სინამდვილეში მქონდა.წამით თითქოს საკუთარი ანარეკლი მეუცხოვა,ოდნავ უკან დავიხიე და ჩემი ორეული,რომელიც გაოცებული თვალებით შემომყურებდა,დაკვირვებით შევათვალიერე.თითქოს სადღაც იქით მხარეს მეორე მე იყო,რომელთანაც საერთო მხოლოდ გარეგნული ნიშნები მქონდა,სწორედ ის იყო იდუმალი,სიზმრისეული მე,რომელმაც ზუსტად იცოდა რატომ მიეჩქარებოდა ასე ძალიან ნაცნობი სილუეტისკენ და ყოველგვარი წინააღმდეგობების მიუხედავად მიისწრაფვოდა მიზნამდე. _ ელის,ელის საუზმე მზადაა და ქვემოთ გელოდები_ფიქრებიდან ჩემს ოთახთან მდგარმა პოლის ხმამ გამომარკვია.თმის შესამშრალებლად პატარა ტილოს დავწვდი და სწრაფი მოძრაობით გავედი ოთახში. _ ჩავიცვამ და ჩამოვალ _ მოკლედ გავძახე და გაღიმება ვცადე,მიუხედავად იმისა,რომ ბოლო პერიოდში ერთმანეთში მხოლოდ სიტყვებს თუ ვცვლიდით, ის მაინც ჩემზე ფიქრობდა და ახლაც ისე უნდა გვესაუზმა ერთად როგორც ყოველთვის.ეს ხომ ჩვენი პატარა დილის ტრადიცია იყო,ბებიას დამსახურებით რაც არ უნდა გადატვირთული დღის გრაფიკი გვქონოდა დილით ადრე სამივე ერთად ვსაუზმობდით. საშრობის გამოყენება არასდროს მიყვარდა,ამიტომ თმა ტილოთი შევიმშრალე და ტანსაცმლის კარადიდან ღია ფერის მაღალწელიანი ჯინსი გადმოვიღე არ მინდოდა პოლს ჩემთვის დიდხანს ეცადა.ახალი სვიტრის შესარჩევად დრო არ დამიკარგავს,იქვე სავარძლიდან ბებიას მოქსოვილი ხაკისფერი ქსოვილი ავიღე.ყვავილებიან თეთრეულზე სწრაფად გადავიცვი,სახეზე დამატენიანებელი კრემი,ტუჩებზე კი ალუბლის ტუჩსაცხი წავისვი,შემდეგ კი სწრაფი მოძრაობით დავუყევი კიბეს.ქვედა საფეხურზე პოლი ჩამომდარიყო,ჩემს ფეხის ხმაზე უკან შემობრუნდა და თვალებში ჩამხედა.ვიგრძენი როგორ ურთულდებოდა გაღიმება. _დილამშვიდობის_ხმადაბლა მომესალმა და წამოდგა.მე კი დრო ვიხელთე და სანამ ზემოთ ვიდექი მის აბურდულ,ჩამოზრდილ თმაში შევაცურე თითები.მართალია ზედა საფეხურზე ვიყავი, მაგრამ იმის გამო,რომ პოლი ჩემზე ორი თავით მაღალი მაინც იყო, ფეხისწვერებზე დგომა მიწევდა,რომ წესიერად მივწვდომოდი და წაბლისფერი თმები ცოტათი მაინც მომეწესრიგებინა. _მგონი თმები უნდა შეიჭრა_გავუღიმე და მის ცისფერ,უძირო თვალებს ჩავხედე,რომელთა ყურებაც ყოველთვის მამშვიდებდა.ქუთუთოები მასაც შესიებოდა.მისი ტირილი არასდროს მენახა,არც ბებიას დაკრძალვისას და არც მაშინ,როცა ბავშვობაში პოლის მშობლებს ბიცოლა ანასა და ბიძია სკოტის გარდაცვალების ამბავი შეგვატყობინეს.უგრძნობი ნამდვილად არ ეთქმოდა,ცივ ადამიანადაც ვერ დავახასიათებდი,უბრალოდ ყოველთვის თავისებურად ცდილობდა მომხდარ მოვლენებთან გამკლავებას.არც თავის გრძნობებზე ლაპარაკი ეხერხებოდა,მაგრამ მისი თვალები არასდროს ტყუოდნენ.მათში ყოველთვის უსიტყვოდ შემეძლო სიმართლის ამოკითხვა.ალბათ წუხელ ისიც თავისთვის ტიროდა,ახლა კი ისევ ის ძლიერი და მზრუნველი ბიძაშვილის როლი მოერგო,რომელიც კიბეზე ჩამომჯდარი სასაუზმოდ მელოდა. _ეს სვიტრი ძალიან გიხდება_თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და თავი მოწყენილმა დახარა. _მადლობა_გამახსენდა,რომ ბოლოს ორი კვირის წინ მეცვა,მაშინ როცა ბებია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო,მაგრამ პოლისთვის არაფერი მითქვამს.ორივე უსიტყვოდ გავუყევით სამზარეულოს გზას სადაც ჩემი მშობლები გველოდნენ.მამაჩემს ხელში გადაშლილი გაზეთი ეჭირა და უკვე მაგიდის თავში დაეკავებინა ადგილი,დედა კი აპარატში ყავას ყრიდა.ჩვენს დანახვაზე მოულოდნელად შეცბა,მერე მამას სწრაფად რაღაც გადაუჩურჩულა და ორივემ ერთდროულად გაგვიღიმა.მათ შემხედვარე მე და პოლმა კი ერთმანეთში მრავლისმთქმელი მზერა გავცვალეთ,ბებიას გარდა სამზარეულოში ვინმეს დანახვა უჩვეულო რამ იყო. _ ომლეტი ჯერ კიდევ თბილია,ხილის სალათი მზად მაქვს და ყავაც მალე იქნება_სწრაფად მიაყარა დედაჩემაა,ისე რომ სახიდან ღიმილს არ იშორებდა მერე კი მე და პოლს წვენის ჭიქებიც დაგვიდგა. _როგორ გეძინათ?_ისე იკითხა მამაჩემმა,თითქოს დიდად დაინტერესებული სულაც არ ჩანდა,თან ფორთოხლის ახალგამოწურულ წვენს დასწვდა,რომ ჩვენთვისაც დაესხა. _კარგად ელიოტ,შენ როგორ გეძინა?_პოლმა ყოველგვარი ემოციის გარეშე ცივად დაუბრუნა პასუხი და შეკითხვაც შეუტრიალა.მიუხედავად იმისა,რომ ბავშვობის მერე ჩემი მშობლები არ მენახა,მათი სახელებით მოხსენიება ყურში ცუდად მხვდებოდა.ვერ ვხვდებოდი რა უფრო სწორი იქნებოდა,დედა?თუ ემა. _კარგად გვეძინა,მადლობა_ დედაჩემმა პოლს პასუხი დაუბრუნა და ჩვენს წინ ჩამოჯდა,უცებ კი ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა,რომ უხერხულობისგან ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქას დავწვდი,რომ მომესვა და ყურადღება რაიმეზე გადამეტანა.ვერ ვიჯერებდი,რომ ჩემი მშობლები ჩვენთან ერთად ისხდნენ,რომ მე მალე დედაჩემის გაკეთებულ ყავას დავლევდი და ეს ყველაფერი სიზმარი სულაც არ იყო.რამდენჯერ მეოცნება ამ წუთებზე?მაშინ ხომ სულაც არ ვიყავი მარტოსული,მაგრამ სულ მინდოდა ისინი ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ,მას შემდგეგ რაც პოლის მშობლები გარდაიცვალნენ დედა და მამა ქვეყნიდან ქვეყანაში დადიოდნენ იმ მიზეზით,რომ ჩვენი მომავალი უზრუნველყოთ.არამხოლოდ ჩემი,არამედ პოლისაც,ის ხომ ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო და მე ის ძმასავით მიყვარდა,მაგრამ გულს ხან ის ფიქრები მიკლავდნენ,რომ ჩვენ სულაც არ ვიყავით სრულფასოვანი ოჯახი და რომ მიტოვებულ ობლებს უფრო ვგავდით,რომლებზე მზრუნველობაც ბებიას დაკისრებოდა.მაშინ ხომ ვერცკი წარმოვიდგენდი რაოდენ ბედნიერი ვიყავი.მე ხომ წარმოსახვაში ოცნებად მქონდა სურათი სადაც ჩემი მშობლებიც იყვნენ და იდეალურ შემთხვევაში პოლის მშობლებიც არ იყვნენ გარდაცვლილები.ხან კი წარმოდგენებს ძალიან შორს მივყავდი და ვფიქრობდი,რომ დედა და მამა საიდუმლო დავალებებზე გაგზავნილი ჯაშუშები იყვნენ,რომლებსაც ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით არ შეეძლოთ უკან დაბრუნება და თავისი ნამდვილი საქმიანობის შესახებ რაიმე ინფორმაციის გაცემა.ახლა კი ყველაფერი საპირისპიროდ შებრუნებულიყო,ჩემს წარმოსახვას რეალობა დასცინოდა,ჩემი მშობლები დაბრუნებულიყვნენ უცხოებად და ცივებად,ყოველ შემთხვევაში ახლა ასე მეჩვენებოდა,ბებია კი აღარ იყო,ის აღარასდროს იდგებოდა იმ ადგილას ყავის აპარატთან რომ ჩვენთვის ყავა გაემზადებინა და თან,ჩვენი პატარაობიდან სახალისო ამბები გაეხსენებინა,ან სულაც რაიმე მოეგონებინა. _რატომღაც მახოვდა,რომ უფრო ღია ფერის თმა გქონდა_არ ვიცი რამდენ ხანს ვიქნებოდი ფიქრებით გართული დედას საუბარი რომ არ წამოეწყო. _უბრალოდ სველზე ჩანს ასე_მოკლედ ვუპასუხე და მის სახეს დავაკვირდი.მწვანე თვალებში დიდხანს ყურებას ვერ ვბედავდი,თითქოს უცხო გამხდარიყო,რომელთან ურთიერთობასაც გავურბოდი,განა ასე არ იყო?ჩემზე ღია ფერის თმა ჰქონდა,რომელიც ბოლო ნახვის შემდეგ მოკლედ შეეჭრა და დაესწორებინა. _სკოლის შესახებ უკვე დაზუსტებით ვიცით_მამაჩემმა საქმიანი საუბარი დაიწყო,მერე კი პოლს მიაჩერდა.რამდენიმე წამის შემდეგ პოლს მეც გავხედე,თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა. _დარწმუნებული ხარ?ხომ არ გადაიფიქრე?_ისე ეკითხებოდა მზერას არ აშორებდა.თაფლისფერი თვალები,რომლებიც ზუსტად მისგან მერგო მემკვიდრეობით,პოლს მისჩერებოდნენ. _არა_მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა პოლმა და ჩემსკენ გამოიხედა,თითქოს თანაგრძნობას ელოდა. _შენ რა,არ აპირებ ჩემთან ერთად წამოსვლას?_ვერ ვიაზრებდი,რომ ეს უარი სწორედ სკოლის შეცვლაზე და ჩემთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებაზე ნათქვამი არა იყო.პოლს საპასუხოდ არაფერი უთქვამს,მხოლოდ მზერა ამარიდა.მისი სიჩუმე მარწმუნებდა მისი უარის სიმყარეში და იმაში,რომ ეს ყველაფერი მარტოს უნდა გამომევლო,კი მაგრამ რატომ?ის ხომ ჩემზე სულ რაღაც ერთი წლით დიდი იყო და ნუთუ არ აპირებდა სკოლის დამთავრებას?სახლის განთლება როდემდე უნდა გაგვეგრძელებინა? არ შეიძლებოდა ნორმალური თინეიჯერებივით ჩვენც სკოლაში გვევლო,თუნდაც ბოლო წლებში?დარწმუნებული ვიყავი,რომ მასთან საუბრით რაიმეს შეცვლას შევძლებდი ოღონდ ახლა არა,მათი თანდასწრებით არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.