გამოღვიძება (თავი.2)
შიმშილით ნამდვილად არ მშიოდა,თუმცა ჩემს ორგანიზმს მნიშვნელოვან საუბრამდე ფინჯანი ყავა ესაჭიროებოდა.პოლი წამოდგა.ისე თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო კარადასთან მივიდა,ჩემი საყვარელი ფინჯანი გადმოიღო და ყავა დამისხა,ბოლოს კი აქაფებული შვრიის რძე და ცოტაოდენი დარიჩინიც დაამატა.მხედველობის არედან არ გამომჩენია დედაჩემის გაოცებული და მომღიმარი სახე,რომელიც პოლის მოძრაობებს ინტერესით ადევნებდა თვალს.საიდან ეცოდინებოდათ ჩემს მშობლებს როგორ ყავას ვსვამდი ყოველ დილით,როცა საუზმეზე ჩვენთან ერთად არასდროს იყვნენ.მინდოდა პოლთან ერთად ფინჯანი ყავით დამეტოვებინა სამზარეულო და მხოლოდ ჩვენ ორს გვესაუბრა. _მოსამზადებლად ერთი დღე გაქვს,ვწუხვარ რომ ყველაფერი ასე სწრაფად ხდება._ელიოტის ხმაში მწუხარება სულაც არ იგრძნობოდა. _ჰო,ნამდვილად ცოტა დროა_ჩავილაპარაკე ჩემთვის და ხილის სალათი გადავიღე. _ნივთების ჩალაგებაში დაგეხმარები_ისევ გვერდით მომიჯდა და უხერხულად გადმომხედა.მოხმარებით ნამდვილად ვერ შემივსებდა ჩემში შემოჭრილ იმ სიცარიელეს,რომელიც ჯერ კიდევ სახლში ყოფნის დროს მეუფლებოდა როცა წარმოვიდგენდი,რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე,უცხო გარემოში სრულიად მარტო უნდა ვყოფილიყავი.რატომ უნდოდა იმ სახლში დარჩენა,რომელშიც ბებია აღარასდროს დაბრუნდებოდა?ნუთუ ჩემთან ერთად წამოსვლას იმ უცხო ადამიანებთან დარჩენა ერჩივნა,რომლებსაც ჩემი მშობლები ერქვათ? _სასწავლებელს ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს მომავლისთვის,ბებიას მართლაც გონივრულად შეურჩევია,ალბათ სახლის განათლების მერე ცოტა გაგიჭირდება,მაგრამ მიეჩვევი შენი მეორე სახლივით იქნება,რაღაცით სახლის განათლებასაც ჰგავს როცა იქვე ცხოვრობ. _ბებიას?_დედა ისევ განაგრძობდა საუბარს,რომ არა ჩემი ჩაკითხვა,ბებიას ხსენებაზე ლამის ყავა გადამცდა,მას ხომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი უთქვამს.მეტიც,ის ყოველთვის ჩვენთან შეთანხმებულად აწესრიგებდა და აგვარებდა ყოველივე საქმეს სახლში,თუ მის გარეთ.მუდამ ითვალისწინებდა ჩემი და პოლის აზრებსა და შეხედულებებს,ახლა კი მშობლები მეუბნებოდნენ,რომ მრავალწლიანი სახლის განათლების მერე სასწავლებელში უნდა დამემთავრებინა ბოლო ორი წელი.სასწავლებელში,რომელშიც პარალელურად ცხოვრებაც მომიწევდა და ეს ყველაფერი ბებიას გადაწყვეტილებით?ვერ ვიჯერებდი,რომ ეს მისი იდეა იყო. ჩემს შეკითხვას მცირეხნიანი დუმილი მოჰყვა,მერე კი დედაჩემმა მამას ჩემთვის მოულოდნელად დაბნეულმა გადახედა,ან სულაც არ იყო ასე და მე უბრალოდ მეჩვენებოდა,რადგან მათ სათანადოდ არ ვიცნობდი. _სწორედ ეს იყო ბებიათქვენის ბოლო სურვილი_ცივი,მკაცრი გამომეტყველებით გამოგვიცხადა მამამ. _კი,მაგრამ ჩვენთვის მსგავსი არაფერი უთქვამს,არასდროს უხსენებია სასწავლებელი,თან სახლიდან ასე შორის_ისევ განვაგრძობდი შეკითხვების დასმას და ხმამაღლა ფიქრს. _ის ყოველთვის ფიქრობდა ამაზე,ბოლოს კი ერთად მოვილაპარაკეთ.რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული,ამიტომაც გვინდოდა რაღაცები მოგვეგვარებინა და მხოლოდ მაშინ დაგველაპარაკა ამაზე,როცა დარწმუნებულები ვიქნებოდით,რომ ნამდვილად შევძლებდით თქვენს გაშვებას. _ფინანსები,ამის გამო რჩები აქ?_ჩემს გვერდით მჯდომ პოლს მივუტრიალდი და პასუხის მოლოდინში გავინაბე. _სულაც არა_მის მაგივრად პასუხი ელიოტმა გამცა,რატომღაც პოლს არ გაჰკვირვებია მამაჩემის სხარტი რეაქცია და არც ჩემს შეკითხვაზე მის მაგივრად გაცემული პასუხი.აუცილებლად უნდა მელაპარაკა მასთან და ის მაინც გამეგო რა მიზეზით მიშვებდა მარტოს. _ყველა საჭირო საბუთი შევაგროვეთ რაც კი შეიძლება,რომ დაგჭირდეს,ახალი საკრედიტო ბარათიც დავამზადებინეთ,რომელსაც ყველგან თავისუფლად გამოიყენებ.სკოლის შესახებ კი ყველანაირი სახის ინფორმაცია მისაღების მაგიდაზე შეგიძლია იპოვო,ყველაფერი ერთად მოვაგროვე.დრო მართლაც ცოტა გაქვს და აჯობებს ნივთების ჩალაგება დღესვე დაიწყო._ემამ მზრუნველი ტონით დაასრულა წინადადება და გამიღიმა.საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი,ისინი ჩემს გვერდით იყვნენ და იმის მაგივრად რომ გამოტოვებული წლები რამენაირად აენაზღაურბინათ სადღაც შორს მგზავნიდნენ,იმედია სახლში არდადეგებზე მაინც დავბრუნდებოდი,ალბათ ისევ პოლის გამო,მაგრამ იმედებს საბოლოოდ მასთან ლაპარაკის მერე გადავიწურავდი. ჭამა სწრაფად დავასრულე და ასალაგებლად თეფშს დავწვდი,რომ დედამ შემაჩერა._საჭირო არაა,დროს ნუ დაკარგავ,მნიშვნელოვანი საქმეები გექნება_წინადადება დაასრულა და პოლისკენ მანიშნა. _ჩემს ოთახში ვიქნები_ვუთხარი პოლს,ფინჯანში ყავა ჩავიმატე მერე კი ოთახისკენ გზას გავუყევი.პოლიც მაშინვე დამედევნა,უხმოდ მშვიდად მომყვებოდა მე კი გულში სათქმელ ტექსტს და შეკითხვებს ვალაგებდი.იქნებ უბრალოდ სულაც აღარ უნდოდა ჩემთან ერთად ყოფნა?ამაზე კი ნამდვილად არ მეფიქრა.ხომ შეიძლებოდა მობეზრებოდა მზრუნველი ბიძაშვილის როლის მორგება და უბრალოდ თავისთვის ცხოვრება სურდა?მაგრამ ამ ყველაფერში ლოგიკა ნაკლებად იყო,განა შეეძლო ამ ადგილას ახალი ცხოვრების დაწყება და თან ჩემს მშობლებთან ერთად? ოთახში შევედით თუ არა დერეფანს გამოვხედე,რომ დარწმუნებული ვყოფილიყავით ჩვენს საუბარს მსმენელები არ ეყოლებოდნენ შემდეგ კი კარები მივხურე და ჩემს ლოგინზე ჩამომჯდარ პოლს მივუახლოვდი.თავი ქვემოთ დაეხარა,თითქოს თვალებში შეხედვას გაურბოდა. _აქ გინდა რომ დარჩე?მაინც ვერ გამიგია რატომ არ მოდიხარ,სკოლის დამთავრებაზე არ ფიქრობ?ჩემს მშობლებთან ერთად რის გაკეთებას აპირებ?_ დაუფიქრებლად მივაყარე კითხვები და გვერდით მივუჯექი.ტუჩის კუთხეებს ნერვიულად ამოძრავებდა და თითქოს საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა. _რაზე ფიქრობ?_ფეხზე წამოვდექი და მის წინ იატაკზე მოვკალათდი. _იმაზე,რომ ახლა აქ დარჩენა მიწევს_წყლიანი თვალებით ამომხედა . _გიწევს?ანუ არ გინდა?რას ნიშნავს გიწევს?ელიოტმა რაიმე დაგაძალა?_ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,მეგონა რომ რაღაცას ბოლომდე არ მეუბნებოდა,ნუთუ ამ ყველაფერში ჩემი მშობლების ხელი ერია?რაიმე გეგმა ჰქონდათ? _არა,არა_ხელი გააქნია და სახეზე შეეტყო,რომ არასწორად ვმჯსელობდი,შეკითხვაც არასწორი იყო,მერე კი განაგრძო_ვიცი,შენთვის ყველაფერი რთულია,მაგრამ დამიჯერე ასე აჯობებს,თან სულ აქ დარჩენას არ ვაპირებ,აუცილებლად ჩამოვალ, ოღონდ მოგვიანებით._მკაცრი ტონით ჩამოაყალიბა და ფეხზე წამოდგა.ვერ ვხვდებოდი რაღა უნდა მეთქვა,გონებაში კიდევ ერთმა აზრმა გამიელვა,იქნებ ვინმე ყავს?არა,რომ ყოლოდა აუცილებლად მომიყვებოდა,ან აქამდე შევნიშნავდი.შეიძლება ამდენი ფიქრი სულაც არ იყო საჭირო და უბრალოდ დრო სჭირდებოდა,დრო ყველაფერზე დასაფიქრებლად და ახალ რეალობასთან შესაგუებლად.ამაში კი იყო ლოგიკა.ნამდვილად დრო სჭირდებოდა მერე კი აუცილებლად ჩამოვიდოდა. _მპირდები?_მხოლოდ ესღა მოვახერხე და მეც წამოვდექი. _გპირდები_მომიახლოვდა და ჩამეხუტა._უბრალოდ მეტი აღარაფერი მკითხო კარგი?_ჩამჩურჩულა და შუბლზე მაკოცა. _კარგი_ჩურჩულით ვუპასუხე და გავუღიმე. მას შემდეგ რაც პოლი ჩემი ოთახიდან გავიდა ჩემოდანი გადმოვიღე და ტანსაცმლის ჩალაგებას შევუდექი.ვცდილობდი ამ თემაზე ბევრი აღარ მეფიქრა იმედი მომეცა,რომ დანაპირებს შეასრულებდა,მე კი არაფერს ვკითხავდი.ჩალაგების პროცესი იმაზე დიდხანს გაგრძელდა,ვიდრე წარმოვიდგენდი,ამასობაში კი აღმოვაძინე,რომ საყიდლებზე წასვლაც უნდა მომესწრო.მშრალი ხვეული თმა ზემოთ ავიწიე და ყელზე თბილი შარფი შემოვიხვიე,დედას შემოთავაზებაზე ერთად წავსულიყავით საყიდლებზე,უარი ვთქვი და მარტო მგზავრობა ვარჩიე.ზუსტად ვიცოდი,რომ ეწყინებოდა,მაგრამ იმ დროს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მჭირდებოდა.საჭირო ნივთების შეძენის შემდეგ ქალაქში ვისადილე და სახლში მისულმა განმარტოებით დავლიე ჩაი აივანზე. შებინდებისას ოთახში ავედი და სიჩუმეს შევაფარე თავი.ცოტახნით მინდოდა რეალობას მოვწყვეტოდი და შემძლებოდა ფიქრებისგან დასვენება,მაგრამ ამაოდ.ლოგინზე ემბრიონის პოზაში წამოწოლილი ფანჯარას მივშტერებოდი.სიჩუმეს უკვე წვიმის ხმა ფარავდა და ეს ყველაფერი იმ საშინელ დღეს მახსენებდა... საოცარია,როგორ შეიძლება სრულყოფილი პიროვნება წარსულის აჩრდილად იქცეს,მოგონებები კი მტკივნეულ ფრაგმენტებად,რომელთა გახსენებაც საშინელ ტკივილს გაყენებს.რთული იყო მისი გახსენებისას სევდის დაძლევა.იმ დღეს ხომ ზუსტად ისეთი ამინდი იყო,როგორიც ბებიას უყვარდა.ვისურვებდი მისი გახსენებისას გული სიხარულით ამვსებოდა და მეამაყა ჩემს ცხოვრებაში,ისეთი ადამიანის არსებობით,როგორიც მზრუნველი და მუდამ მომღიმარი რუთი იყო,მაგრამ... განა, სულ ასე არაა?რატომ არის ყოველთვის ბოლო წუთები და მოგონებები ასეთი მნიშვნელოვანი?რატომ ფარავდნენ მისი გარდაცვალების და გლოვის სცენები,სხვა გაცილებით ლამაზ დღეებს?ყელზე მობენილი ბურთი სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.ვცდილობდი მთელი ძალით შევწინააღმდეგებოდი რაიმე კარგი მოგონება გამეხსენებინა,მაგრამ ამაოდ. _არაფერი გამოდის ბებია,ვწუხვარ,არაფერი გამოდის_თითქოს უკვე საკუთარ მარტოობას ვგლოვობდი.ჩემს თავს ვებუტბუტებოდი და თან წვიმის ხმას ვუსმენდი.ქუთუთოები ნელ-ნელა მიმძიმდებოდა და ყოველი თვალის მოხუჭვისას ბებიას სახის მაგივრად უცნობის სილუეტს ვლანდავდი.თითქოს მალე მის სრულად დანახვას შევძლებდი და ხმასაც გავიგებდი.მერე კი ბურუსით მოცულ ტყეში ვიდექი და სიცივეს ავეტანე.ეს სიცივე კი ტკივილი იყო,რომელიც განძრევის,გამოფხიზლების და წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ მაძლევდა. _დამიცადე_ვეძახდი და დადევნებას ვცდილობდი,ვეღარ გამეგო სიზმარში ვიყავი,თუ ცხადში ხდებოდა ყველაფერი. ახლა უკვე ტყე სადღაც გამქრალიყო.ადგილი კი სადაც მივაბიებდი საშიში და ბნელი ჩანდა.ფეხის ყოველი გადადგმისას მესმოდა,როგორ არხევდა ქარი ხეებს.ვერ ვიაზრებდი სად ვიყავი,ან რა მიმართულებით მივდიოდი,უბრალოდ ერთი რამ მინდოდა_მიმეღწია დანიშნულების ადგილამდე. მალე წვრილი ბილიკი გამოჩნდა,რომელსაც ორივე მხრიდან უზარმაზარი ხეების მწკრივი მიუყვებოდა.ადგილი,სადაც რამდენიმე წამში აღმოვჩნდი უფრო მეტად მისტიური მეჩვენა,ვიდრე საშიში და შემაძრწუნებელი.როგორც ჩანს იმ ბილიკზე მარტო არ ვიყავი,მარჯვენა მხრიდან ხმა შემომესმა,რომელიც ოდნავ ქუსლიანი ფეხსაცმლის პატრონსს ეკუთვნოდა.შუახნის,გამელოტებული დაბალი მამაკაცი თავის საყვარელ ფინიასთან ერთად ჩემსკენ მოაბიებდა.არ ვიცი მეჩვენებოდა თუ ნამდვილად ვხედავდი მათ უკან სიბნელეს,რომელიც მათ მოახლოებასთან ერთად ქრებოდა და სინათლე შთანთქავდა ბნელს. _ უკაცრავად მისტერ_ქმედებები აზრებს წინ უსწრებდა.ისევ გავემართე მისკენ,რომ ადგილის შესახებ რაიმე მეკითხა,მაგრამ კაცმა ისე ჩამიარა გვერდით,თითქოს საერთოდ ვერ მხედავდა.ტანში საშინელმა სიცივემ დამიარა გაოცებული შევტრიალდი მისკენ თვალის დასადევნებლად.არაფერი შეცვლილიყო.კაცი ისევ ისეთი ნაბიით მიეშურებოდა სასურველი ადგილისკენ და ფინიაც ისევ ჩვეული მორჩილებით მიუყვებოდა საყვარელ პატრონს.ახლა უკვე მე ვიდექი ბნელში და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი,ან საით წავსულიყავი. _ჰეი!_შევეცადე მეყვირა და დავდევნებოდი,მაგრამ ჩემი შემდეგი მცდელობაც უშედეგოდ სრულდებოდა.მათი სილუეტები ნელ-ნელაქრებოდნენ და სივრცეში უჩინარდებოდნენ.მხოლოდ მათი საბოლოოდ გაქრობის შემდეგ შევავლე გარემოს თვალი.ირგვლივ სულიერი არავინ ჩანდა,მხოლოდ ქვების გროვები და მიცვალებულებისთვის მიძღვნილი ქანდაკებები,თუ სამახსოვრო წარწერები.აჩრდილების სამყაროში მყოფი ერთადერთი სულიერი ვიყავი,რომლის არსებობასაც ვერავინ ამჩნევდა.უსუსურობისა და სევდის შეგრძნებები აქაც არ მასვენებდნენ და ცოცხლად მჭამდნენ,ან იქნებ სულაც არ ვიყავი ცოცხალი?და ირგვლივ არსებული საფლავები,მათზე არსებული წარწერები თუ დროში მოგზაური ქანდაკებები ჩემზე მეტად რეალურნი და არსებულნი იყვნენ?ეიფორიამ შემიპყრო და ნაბის ავუჩქარე,მინდოდა ფიქრები გამეკონტროლებინა და აჩრდილთა სამეფო დამეტოვებინა.ბილიკზე აღარ მივდიოდი, უკვე მივრბოდი და აკლდამებს შორის უაზროდ ვეძებდი გასასვლელს,რომელიც არსად ჩანდა.ყოველი შესახვევის იქით ახალი ბილიკი იწყებოდა,რომელსაც ახალ საფლავთან და ქანდაკებასთან გავყავდი,რომლებიც თითქოს დარაჯების ფუნქციას ასრულებდნენ და მალე გაცოცხლებულნი ფეხდაფეხ ამედევნებოდნენ.მომთხოვდნენ პასუხს გარდაცვლილთა შეწუხებისათვის და იმ სიჩუმის დარღვევისთვის,რომელიც ახლა ასეთი საშინელი და აუტანელი მეჩვენებოდა.სირბილით დაღლილი გზაგასაყარს მივუახლოვდი.ამ ნაწილიდან უკვე აღმართი იწყებოდა და დასასრული არსად ჩანდა.ამ ტერიტორიაზე არსებულმა ზომით ყველაზე დიდმა ქანდაკებამ ადგილზე გამაქვავა და სუნთქვა შემიკრა.სულ გადამავიწყდა ყველაფერი,ის რომ საშინელი სამყოფელიდან გაღწევა მინდოდა და ისიც კი,რაოდენ აღელვებული და დაღლილი ვიყავი სირბილის შემდეგ.ჩემს წინ აღმართული ქანდაკება ჰორიზონტს შეჰყურებდა.თითქოს ვერ ვასწრებდი იმ ყველაფრის აღქმას,რასაც მისი დანახვისას ვგრძნობდი.მას ანგელოზის ფრთები ამშვენებდა,შესამოსელიც ანგელოზის ჰქონდა.უცნაური ნამდვილად არაფერი იყო,თუ არ ჩავთვლიდით ანგელოზის სახეს,რომელიც ორ ნაწილად იყო გაყოფილი.მარვენა ნაწილი საამურად იღიმოდა,გაბრწყინებული და განათებული ჰქონდა.გრძელი თმა წელამდე ჩამოზრდოდა,თითქოს სიმშვიდეს ასხივებდა.მაგრამ იყო მეორე,მარცხენა ნაწილიც,რომელიც ადგილზე შებოჭილს გაქცევის სურვილს გიღვიძებდა და გახსენებდა ყოველ არასწორ ნაბიჯს,ყველა ცოდვასა და დანაშაულს,ყოველ ბრალდებას რაც ცხოვრების მანძილზე გამოგევლო.სახის ეს ნაწილი საშინლად მოღრეცვოდა,თითქოს ცინიზმით აღსავსეს მხოლოდ ზიზღი და ამპარტავნება დარჩენოდა.ლამაზად ჩამოზრდილი თმის ნაცვლად თავის მიდამოში მხოლოდ უზარმაზარი წანაზარდი ჰქონდა,რომელის დანახვაც შიშის შეგრძნებას უფრო ამძაფრებდა. თვალები დავხუჭე და შევეცადე ნახევრად ანგელოზ დემონს გავცლოდი,ისე რომ მისთვის არ შემეხედა და წარმოსახვისთვის გასაქანი არ მიმეცა.ის იყო პირველი ნაბიი გადავდგი,რომ შემაძრწუნებელი ხმა გაისმა,ისე თითქოს ვიღაც ტკივილისგან კვნესოდა.წამში გავახილე თვალები და ქანდაკებას გაოცებულმა ავხედე.უზარმაზარი ქვის ქმნილების უკან ვიღაც იდგა,უჩვეულო არსება კი სისხლის ცრემლებით ტიროდა.ანგელოზის მოთქმა სულ უფრო ძლიერდებოდა,მის სხეულს ამოფარებული სილუეტი კი ნელ-ნელა ჩრდილიდან გამოდიოდა და შესამჩნევი ხდებოდა. _ ელა..._უცნობის იდუმალი ხმა გაქცევის საშუალებას არ მაძლევდა. _ელააა!!_ყურები მიგუბდებოდა და გამოსახულება ფერებს იძენდა.იდუმალი უცნობი ჩემსკენ მოიწევდა და უცნაური სახელით მომმართავდა. _გაიქეცი ელის,გაიქეცი!!!_თვითგადარჩენის ინსტინქტი მოქმედებისკენ მომიწოდებდა,მაგრამ ვაცნობიერებდი რომ აზრი უკვე აღარაფერს ჰქონდა. ტანში საშინელმა სიცივემ დამიარა,თითქოს ძარღვებში სისხლი გამყინვოდა.რამდენიმე ნაბიჯის უკან გადადგმა მოვახერხე,როცა ქანდაკების ფეხებთან განთხმული გველი გაინძრა.ვიფიქრე_ყველაფერი მეჩვენება_მეთქი,მაგრამ რეალობა სულ უფრო მეტად საშინელი და სულისშემძვრელი ხდებოდა. _ელა!_ისევ იმ სახელით მომიხმობდა და ისე მიახლოვდებოდა,თითქოს მიწას სულ არ ეხებოდა.სახეზე ირონიული სიცილი დასთამაშებდა.გრძელი,ჩამოშლილი შავი თმა კანის ფერს მეტად ავადმყოფურ,თეთრ ფერს სძენდა. _გაიქეცი!_ისევ ჩამესმა შინაგანი ხმა და შევეცადე ნაბიჯი გადამედგა,როგორმე უკან დამეხია. _ელააა!_ისევ მიხმობდა,წითელი ბაგეები სახელს ამოთქვამდნენ და ეშმაკურად მიღიმოდნენ.მინდოდა მისი თვალები დამენახა,მაგრამ სახეს ბოლომდე ვერ ვხედავდი.საიდანღაც ისევ მესმოდა სულისშემძვრელი ტირილისა და გოდების ხმა,რომელმაც მისი ავისმომასწავებელი გამოჩენა მამცნო.უფსკრულისკენ მივექანებოდი,რეალობა წამის მეასედში შეცვლილიყო და ყველაფერი შავ ფერს მოეცვა.ყვირილის სურვილი მკლავდა.ვარდნით გამოწვეულ ემოციებს ვერ ვიტევდი,სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო,მაგრამ პირის ყოველი გახსნისას ბგერაც კი არ ამომდიოდა.არსებობას სიშავესა და სიჩუმეში ვასრულებდი.ფიქრები ერთმანეთს ანაცვლებდნენ და სწრაფად ვეგუებოდი აღსასრულს,თუმცა შევცდი. იქნებ კიდევ მქონდა შანსი?ასე უკვალოდ და უაზროდ ჩაივლიდა ყველაფერი? _იქნებ,ბებია ვნახო?_სასოწარკვეთილების უკიდურეს ფორმამდე დასულმა ზურგზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი და სახე მომეღრიცა.სხეულზე ტალღების შეხებას ვეღარ ვგრძნობდი.მარადიული სიშავეც სადღაც გამქრალიყო. თვალგახელილი ზურგზე ვიწექი და ჩემი ოთახის ჭერს შევყურებდი.ფანჯრებიდან ბაღის განათების შუქი შემოდიოდა,უკვე ოთახში არსებულ ნივთებსაც ვარჩევდი.გამახსენდა,როგორ მინდოდა ფიქრებისგან დასვენება და ამასობაში ჩამძინებოდა,მაგრამ ყველაფერი ისეთი რეალური იყო.ლოგინიდან წამოვიწიე და ზურგის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი,მთელი სხეული დამჭიმვოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.