შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება (თავი.3)


7-05-2023, 00:02
ავტორი რონია
ნანახია 413

ფეხის ყოველი გადადგმისას ტკივილი ძლიერდებოდა.გაკვირვებული ვიყავი სიზმრის ასეთი რეალურობით.ან,იქნებ სიზმარში სულაც არ ვიყავი?არა,ბოლომდე გამოფხიზლება მაინც მიჭირდა.ოთახში დარჩენა არ მინდოდა.ნელი,მოუხელთებელი მოძრაობით მივედი კართან და გადავწყვიტე სამზარეულოში ჩავსულიყავი.კარგი იქნებოდა რაიმე ცხელ სითხეს თუ მივიღებდი და ბოლომდე გამოვფხიზლდებოდი.კიბეებზე ფრთხილად ჩავედი,ამაში კი იმაზე მეტი დრო დამჭირდა,ვიდრე ვიფიქრებდი.სამზარეულოს ნახევრად ღია კარიდან შუქი გამოდიოდა.ვიფიქრე,ალბათ ვინმეს დარჩა_თქო,მაგრამ მას შემდეგ რაც ნაცნობ ხმას ყური მოვკარი,სიარული შევანელე და ერთ ადგილას გავჩერდი.მამაჩემი აღელვებული ტონით საუბრობდა.გავისუსე და ვცადე საუბრისთვის მომესმინა,ის პოლს ელაპარაკებოდა.ნამდვილად არ მიფიქრია იმაზე,სწორად ვიქცეოდი თუ არა.დარწმუნებული ვიყავი,რომ რაიმე ხელჩასაჭიდს მოვკრავდი ყურს.
_შემდეგ კვირას უკვე სავსემთვარეობაა,კარგად უნდა მოვემზადოთ_ელიოტი საუბართან ერთად წინ და უკან მოუსვენრად დადიოდა,პოლი კი იქვე იდგა და დაბნეული სახით მისჩერებოდა.
უნდა მოემზადონ?განა რისთვის?რა აქვთ მოსამზადებელი?იმის იმედით,რომ ყველაფერს უკეთ გავიგებდი და მეტ ინფორმაციას მოვიპოვებდი წინ წაწევა გადავწყვიტე.სამზარეულოს თვალს არ ვწყვეტდი და მოულოდნელზე სწრაფად მივიწევდი წინ,ტკივილიც კი გადამვიწყებოდა.უეცრად ხის ტკაცუნის ხმა გავიგე და მუხლი ამეწვა.ისე ვიყავი ფიქრებში გართული,რომ ჩემს წინ დერეფანში მდგარი ხის,დაბალი კარადა ვერ შევნიშნე.ხმაურზე სამზარეულოს კარი ფართოდ გაიღო და იქიდან მამაჩემი გამოვიდა,მე კი სახეზე ხელი ავიფარე,რომ ოთახიდან უეცრად გამოსულ სინათლეს თვალები არ აეწვა.
_აქ რას აკეთებ ელის?_მოულოდნელი უხეშობით მომიახლოვდა,იქნებ ვაჭარბებდი და მას სულაც ასეთი ტონი ჰქონდა?
_ვერ დავიძინე და ვიფიქრე,ჩაის ან რაიმე ცხელს გავიმზადებდი_ისე მივუგე წამით არ დავბნეულვარ და არც პასუხზე მიფიქრია დიდხანს.ელიოტმა თავიდან ბოლომდე ამათვალიერა,შემდეგ სამზარეულოს კართან მდგომ პოლს გახედა და სანამ კიბისკენ წავიდოდა მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა_ღამემშვიდობის.
_ცხელ შოკოლადს დალევ?_შემომთავაზა პოლმა
_არ გეძინება?_მისკენ კოჭლობით დავიძარი და სამზარეულოში ძლივს შევაღწიე.
_არა,დაძინება ვცადე,მაგრამ_ჩემს შემხედვარეს სიტყვა გაუწყდა და სკამამდე მისვლაში დამეხმარა_რა მოგივიდა?,რამე გტკივა?_თითქოს ხმა უკანკალებდა.
_კარგად ვარ,ყველაფერი კარგადაა,უბრალოდ ჩამთვლიმა და საშინლად მეძინა,ალბათ ცუდად ვიწექი_პოლის დახმარებით სკამზე ჩამოვჯექი და ხელი მისი მხრიდან მკერდზე შევაჩერე_გული საშინლად აჩქარებოდა.
_ნამდვილად კარგად ხარ?_თვალებში მრისხანება ეტყობოდა,ვერ ვხვდებოდი ასე რას გაეღიზიანებინა.
_ყველაფერი კარგადაა_გავუმეორე და მერე ვცადე უფრო მეტი მომეყოლა._საშინელი სიზმარი იყო,გახსოვს თითქმის ყოველ კვირას რომ ვხედავდი?_პოლმა უხმოდ დამიქნია თავი და თვალები ინტერესით აევსო.მე საუბარი განვაგრძე,ამის შესახებ ადრეც მომეყოლა,ბებიამაც იცოდა,რომ მშვიდად ძილს ყოველთვის ვერ ვახერხებდი.
_ისევ ის ნახე?კიდევ ხომ არ დადიოდი ძილში?_ახლა უკვე თვითონ მისვამდა შეკითხვებს და პასუხების მოლოდინში მოუსვენრობა დასტყობოდა,ადგილზე ცქმუტავდა.
_არა,ძილში სიარული წინა წლის ზამთრის მერე არ განმეორებულა,უბრალოდ ყველაფერი ისეთი რეალური იყო,რომ გამოღვიძებულს საშინლად მტკიოდა სხეული.
_ჯანდაბა!_მოულოდნელად წამოიყვირა და ჩემს წინ ჩაიმუხლა,წყლიანი თვალებით შემომყურებდა და დუმდა.შემდეგ კი ისე,თითქოს ბრაზის დაფარვას ცდილობსო ტუჩის კუთხეები მოადუნა და კიდევ ერთი შეკითხვა დამისვა.
_სიზმარში რაიმე დაგიშავა?
_არაფერი_მხოლოდ პასუხის შემდეგ მივხვდი,რომ ზუსტად ხვდებოდა ვისზე იყო საუბარი და რომ შეკითხვაც სწორედ მასზე იყო.იმ უცნობზე,რომელიც გამუდმებით მესიზმრებოდა,ამ დღემდე კი ასეთი საშიში და მისტიური არ მენახა.
_ეს მხოლოდ სიზმარია,მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი და მეტი არაფერი_გავიღიმე და ისე ვთქვი,თითქოს მარტო მას კი არა,საკუთარ თავსაც ვარწმუნებდი,რომ ამაზე საუბარიც კი არ ღირდა.
_კარგი_მხოლოდ ესღა თქვა,წამოდგა და გაზქურა ჩართო,მერე კარადიდან ცხელი შოკოლადისთვის საჭირო ინგრედიენტები გადმოიღო და უსიტყვოდ შეუდგა მზადებას.მე კი მის ზურგს მივჩერებოდი და ვფიქრობდი ღირდა თუ არა მისთვის მეკითხა რას აპირებდნენ სავსემთვარეობისას და რა იგულისხმებოდა მომზადებაში?ზუსტად ვხვდებოდი,ამ ყველაფერს მის სახლში დარჩენასთან ჰქონდა კავშირი,მაგრამ რატომ?მივიღებდი კი შეკითხვებზე პასუხებს?საუბრის წამოწყებით,ხომ საკუთარ თავს ჩავუშვებდი,რომ რაღაც მოვისმინე და შემდეგშიც მოვუსმენდი.რამდენიმე წუთს ვფიქრობდი და ვაანალიზებდი მომხდარს,საბოლოოდ კი გადავწყვიტე,რომ მისთვის არაფერი მეკითხა,ყველაფერი ისე დამეტოვებინა როგორც იყო და იქნებ ასე მეტი ინფორმაციაც შემეგროვებინა.პოლი და ჩემი მშობლები რაღაცას მალავდნენ.
_სკოლაში უსაფრთხოდ იქნები_ორთქლიანი ფინჯნებით დამიდა წინ და ცხელი შოკოლადი გამომიწოდა.ჩემი სახის დანახვისას მიხვდა,რომ ვერ ვხვდებოდი საერთოდ რაზე საუბრობდა,ამიტომ დაამატა_ ალბათ,სკოლის ბროშურებისათვის და დანარჩენი ინფორმაციებისთვის ჯერ არ გადაგიხედავს,მათ დაცვა ყავთ.
_დაცვა?_ისე წარმოვთქვი,თითქოს ვყვიროდი.
_ხო,საკმაოდ პრესტიჟული სკოლაა და მოსწავლეების უსაფრთხოებაზე სერიოზულად ზრუნავენ.
_და რისგან უნდა დაგვიცვან,ტყიდან ჩამოსული მგლებისგან?_ჩავიცინე.ერთერთ ბროშურის გარეკანზე გამოსახული სურათი აღმიდგა გონებაში.ტყისპირას აღმართული უზარმაზარი შენობა.დანარჩენი მასალა კი ჯერ არ წამეკითხა,სხვა მნიშვნელოვანი საქმეებით ვიყავი დაკავებული.არ მინდოდა სახლში რაიმე საჭირო ნივთი დამრჩენოდა,ამიტომ ოთახში ატანილი ფურცლების გროვიდან,რომელიც მოგვიანებით წასაკითხად გადამედო,მხოლოდ ესღა მახსოვდა.
_ხო,ყველაფერთან ერთად,ალბათ მაგისგანაც _გამიღიმა და ცხელ ფინჯანს სული შეუბერა._იცი,ხვალ კარგი ამინდი უნდა იყოს,იქნებ ქალაქში გაგვესეირნა და ნაყინი გვეჭამა_სახე დაუსევდიანდა მერე კი ისევ გამიღიმა და განაგრძო_თან თმასაც შევიჭრიდი.
_კარგი იდეაა_ვიღიმოდი,თუმცა გულს მტკენდა იმაზე ფიქრი,რომ ის მარტოს მიშვებდა და სახლში რჩებოდა.ბოლო ერთი დღეც და სასწავლებელში გადასვლა მომიწევდა.პოლის ჩამოსვლის დრო კი დაუზუსტებელი იყო.არ ვიცოდი კონკრეტულად რამდენი ხანი მოიაზრებოდა სიტყვა ,,მოგვიანებით,,-ში.ამაზე ხელახლა ლაპარაკის წამოწყებას კი დაპირების გამო არ ვაპირებდი.
თითქმის გათენებულიყო,როცა პოლმა ოთახამდე ამაცილა და სავარძელში წიგნის წასაკითხად მოკალათებულს რამდენიმე საათით ჩამეძინა.ამჯერად სიზმარი არ მინახავს,ალბათ გადაღლილი ვიყავი და ისიც კი აღარ მახსოვდა როდის ან როგორ გავითიშე.
შუადღეს,მას შემდეგ რაც ერთად ვისადილეთ მე და სკოტი მისი მანქანით ქალაქში წავედით.ამინდი მართლაც მშვენიერი იყო,მზე ანათებდა და შემოდგომის დღეს გვილამაზებდა,დღეს რომელსაც ახალი ცხოვრების დაწყებამდე ერთად ვატარებდით.სახლში შებინდებულზე დავბრუნდით,პირდაპირ ოთახში ავედი და აბაზანის მისაღებათ ცხელი წყალი ავავსე.მომავალი დღის გამო საშინლად აღელვებული ვიყავი,მთელი ეს წლები სწავლის განათლებას ვიღებდით მეგობრების წრეც არ მქონია ფართო,მათ ნაცნობებს უფრო ვუწოდებდი ვიდრე მეგობრებს.ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა თავგადასავლებით სავსე.ამ ყველაფერს კი თან მშობლების არყოფნით გამოწვეული სევდა ახლდა.ახლა კი ყველაფერი ერთიანად იცვლებოდა,ბებიას გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დამდგარიყო.იქნებ ეს ყველაფერი უკეთესიც ყოფილიყო?ახლა ხომ შანსი მეძლეოდა ჩვეულებრივი ცხოვრება დამეწყო,გამეჩინა მეგობრები,დავსწრებულიყავი ნამდვილ გაკვეთილებს ჩემს თანაკლასელებთან ერთად და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ჩავმდგარიყავი?
ლავანდის სასიამოვნო არომატი ვიგრძენი ცხელ წყალში ჩავწექი და შევეცადე მოვდუნებულიყავი,წინა ღამის შემდეგ სხეული ჯერ კიდევ მტკიოდა.გონებაში ნივთების იმ სიას ვადგენდი,რომელიც სასწავლებელში წასასვლელად დამჭირდებოდა.მათ შორის იყო ნივთიც,რომელიც აქამდე არ გამეკეთებინა.რამდენიმე კვირით ადრე ბებიას ნახევარმთვარისებრი ფორმის ყელსაბამი ეჩუქებინა.ფისფერ სასაჩუქრე ყუთს და ნაზ ქსოვილში მოთავსებულ სამკაულს წიგნების თაროსთან ვინახავდი,თითქოს გადამვიწყებოდა მისი არსებობა,მაგრამ თან აუცილებლად უნდა წამეღო.მას ხომ ზუსტად ისეთი ფორმა ჰქონდა,როგორც ჩემს ნაწიბურს მარჯვენა მხარზე,ლავიწის გასწვრივ.
აბაზანის შემდეგ პიჟამა ჩავიცვი სახე მოვიწესრიგე და დაწოლა გადავწყვიტე,საშინლად მაკლდა ძილი.ამის მიუხედავად დაძინება საკმაოდ გამიჭირდა,ყველაფერზე ერთდროულად მეფიქრებოდა და მოუსვენრად ვტრიალებდი.მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ჩამეძინა,თუმცა უსიამოვნო სიზმარმა მალევე გამომაღვიძა.
_ეს მხოლოდ და მხოლოდ სიზმარია ელის,წყეული სიზმარი,ილუზია_ხმამაღლა მივმართე საკუთარ თავს და ნანახის გახსენება ვცადე.
თითქოს,ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო.მე და პოლი სკოლიდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით და მისაღებ ოთახში ბებიას უცნაურ საქმიანობას ვადევნებდით თვალს.მრგვალ მაგიდაზე,მუქი ფერის ანთებული სანთლები გაენაწილებინა და ხელის ოსტატური მოძრაობით შლიდა ტაროს კარტს.თავისი საყვარელი ღია ყავისფერი სვიტერი ეცვა და ზემოდან ჭრელი,ზოლიანი პლედი მოეხვია,ალბათ სციოდა.
_ბებია_თბილად მივმართე და მის გვერდით ჩამოვექი.ველოდებოდი როდის მომაქცევდა ყურადღებას და გამომკითხავდა ჩავლილი დღის ამბებს,მაგრამ ჩემი ხმა საერთოდ არ ესმოდა.
_ბებია!_კიდევ ერთხელ მოვუხმე და შიშმა ამიტანა,მგონი საერთოდ ვერ მხედავდა,შეუჩერებლად შლიდა დასტას და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.
_ეს რა არის?_საუბარს განვაგრძობდი,მაგრამ ჩემი არ ესმოდა.ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ტაროს კარტიც კი სიკვდილზე მიუთითებდა.
_იქნებ სიკვდილი სულაც არაა,შეიძლება სიახლეების და წინსვლის მანიშნებელიც იყოსო,განა ასე არ მითხარი მაშინ?_თავის სანუგეშებლად მისი ნათქვამი სიტყვები გავიხსენე და მზერა მაგიდიდან მისი სკამისკენ გავაპარე,მაგრამ იქ აღარავინ დამხვდა.
_პოლ!სად წახვედით?_სასოწარკვეთილი ავყვირდი და ცარიელ ოთახს უაზროდ გავხედე,სანთლებიც აღარ ენთო და საშინელი,ავის მომასწავებელი სიჩუმე ჩამოვარდნილიყო,რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი.
_უფლება არ გაქვთ,უფლებას არ მოგცემთ_ჩემივე ყვირილზე გამომღვიძებოდა და ოფლში ვცურავდი.ვხვდებოდი სიზმრის შინაარს,თავს მიტოვებულად ვგრძნობდი,მიტოვებულად ბებიისგან და ახლა უკვე პოლისგანაც ამიტომ ჩემი გონება სიგნალების სახით მიღებულ ინფორმაციას ხორცს ასხამდა და სიზმრის სახით მთხოვდა დახმარებას.ნუთუ მართლაც შემეძლო ყველასა და ყველაფერს გავქცეოდი ახალი ცხოვრების დასაწყებად?
ლოგინში ვეღარ გავჩერებოდი,საბოლოოდ გამოფხიზლებულს სურვილი აღარ მქონდა ახალი სიზმრით თავი გამეტანა,ამიტომ განთიადამდე შემორჩენილი საათები გამზადებაში,ნივთების გადამოწმებასა და წიგნის კითხვაში გავატარე.
უკვე დილის 8 საათი ხდებოდა,მე სამზარეულოს მაღალ სკამზე მარტო ვიჯექი და უკვე მეორე ფინჯან ყავას ვსვამდი,როცა პოლის ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია.
_შენც არ გეძინა?_შეწრილ თმაში უფრო კარგად უჩანდა სახის ნაკვთები და ასე გაცილებით სიმპათიურად გამოიყურებოდა.
_არა,და როგორც ჩანს მარტო მე არა_დილის ვარჯიში დაემთავრებინა,გრძელსახელოებიანი მომდგარი მაისური ტანზე ისე ჰქონდა,თითქოს ცოტაც და შემოეხეოდა,ბოლო პერიოდში შეუმჩნევლად მოემატებინა კუნთური მასა.
_ვერ ვიჯერებ რომ რამდენიმე საათში მიდიხარ_ყავა ჩამოისხა და მაგიდას ჩამოეყრდნო.
_ვერც მე,თან უშენოდ_ბოლოს ნათქვამი სიტყვა მაშინათვე ვინანე,აღარ მინდოდა ამაზე ლაპარაკი და მითუმეტეს ახლა,როცა ზედმეტი ტრაგიზმი არაფერს მოგვცემდა.
პოლმა რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ მაშინვე გაჩუმდა,რადგან სამზარეულოში ჩემი მშობლები შემოვიდნენ .
_დილამშვიდობის_მოგვესალმნენ ერთად,მერე კი მამამ პოლს მინიშნებასავით გაუქნია თავი,ახლა უკვე ცხადი იყო,რომ რაღაცას მალავდნენ.
_ყველაფერი მზად გაქვს?_ინტერესით მკითხა ელიოტმა,ჩემს გვერდზე მდგარ დედაჩემს უხერხულობა დასტყობოდა,თითქოს ფიქრობდა მოზღვავებული ემოციები როგორ გამოეხატა.ჩვენს შორის არსებულ გაუცხოებას განშორებაც ვერაფერს უხერხებდა.
_კი,ყველაფერი ჩავალაგე.
_საუზმეს გავაწყობ,სულ რაღაც ორ საათში მანქანაც მოვა._ჭამაზე ნამდვილად ვერ ვფიქრობდი,თუმცა დედაჩემისთვის უარი არ მითქვამს.
საუზმის შემდეგ პოლი ჩემოდნის და რამდენიმე ჩანთის ქვემოთ ჩატანაში დამეხმარა.ოთხივე მისაღებში ვიდექით.მამაჩემმა საკრედიტო ბარათი გამომიწოდა და დაამატა.
_აუცილებლად გაგვაგებინე თუ რამე დაგჭირდება.
დედაჩემმა უხერხულობა დაძლია და ჩამეხუტა._მომენატრები _ხმადაბლა წარმოთქვა და თვალებზე ცრემლები მოადგა,მინდოდა საპასუხოდ მეც მეთქვა რაიმე მაგრამ ხმის ამოღება ვერ მოვახერხე.პოლმა ჩემი დაძაბულობა შეამჩნია და ჩემსკენ მოულოდნელად წამოვიდა,ახლა უფრო დიდი მომეჩვენა ვიდრე ოდესმე,უზარმაზარ ძლიერ მკლავებში მომიქცია და ძლიერ ჩამეხუტა.
_თავს გაუფრთხილდი_მთელი სერიოზულობით მითხრა და თავზე მაკოცა,მერე კი ლოყაზე მომეფერა.
რამდენიმე წუთით გაუნძრევლად ვიდექით მისაღებში.არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ჩემი მშობლებისთვის იმის მეტი,რომ თავს გავუფრთხილდებოდი და ჩასვლისთანავე გავეგბინებდი რომ მგზავრობამ კარგად ჩაიარა.სიჩუმე უკვე აუტანელი ხდებოდა,როცა კარზე ზარი გაისმა.სკოლიდან სპეციალურად გამოეგზავნათ მანქანა,რომ სასწავლებლამდე მისასვლელი თითქმის სამი საათი დაცულად და კომფორტულად გამეტარებინა.
ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ გამოვემშვიდობე და ეზოში გასულმა სახლს თვალი შევავლე.იმედი მქონდა,რომ მალე შევძლებდი დაბრუნებას და ბებიას ოთახში შესვლაც არ გამიჭირდებოდა.
_მშვიდობით_ჩავილაპარაკე ჩემთვის და მანქანაში ჩავჯექი.ემოციებით გადაღლილს ერთი საათით მაინც ჩამეძინა შემდეგ კი სკოლამდე დარჩენილი გზა სკოლის მძღოლთან,მისტერ გრინთან საუბარში გავატარე.შუახნის,თბილი ტემბრის მქონე კაცი იყო,რომელმაც გამიმხილა რომ ჩემი თანატოლი შვილიშვილი ჰყავდა,რომელიც ამ სკოლაში სწავლობდა და იმედი ჰქონდა დავმეგობრდებოდით.მასთან საუბარში დრო გამყავდა და იმ სევდიან შეგრძნებას გავურბოდი,რომელიც სახლის დატოვებიდან დამჩემებოდა.



_აი მოვედით_ომახიანად შესძახა მისტერ გრინმა და სვლა ტყის დასაწყისში,უზარმაზარი სამსართულიანი შენობის წინ შეაჩერა,რომელსაც შავი,სკოლის ემბლემიანი ჭიშკარი ნახევრად ფარავდა.ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა,როცა ჭიშკარი გაიღო და შესასვლელში შავებში გამოწყობილი,იარაღიანი მამაკაცები დავინახე,რომლებიც ტერიტორიას აკონტროლებდნენ და რაციებით განუწყვეტლივ რაღაცას გადასცემდნენ.მთელს ტერიტორიაზე მწვანე და ყავისფერი ფერი დომინირებდა,ირგვლივ ყველაფერი მცენარეებში იყო ჩაფლული.ავტომანქანიდან ვაკვირდებოდი სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ყვავილებს,უცნაური ზომისა და ფორმის საღამოს განათებებს,რომლებიც ანტიკური ხანის დეკორაციებს უფრო ჰგავდა.უზარმაზარი ეზოს გასავლელად ხუთი წუთი დაგვწირდა,რომ შენობის შესასვლელამდე მიგვეღწია.ამასობაში,სადღაც გამწვანებულ ლაბირინთსაც მოვკარი თვალი,რომელშიც გრძელი შავი სილუეტი დავლანდე.მანქანიდან გადმოსვლისას ვინატრე,რომ პოლი ჩემს გვერდით ყოფილიყო.შენობის წინ არსებულ შადრევანში უზარმაზარი,სამი მეტრის სიმაღლის ქანდაკება იდგა.მისი დანახვისას სხეულში საშინელმა შეგრძნებამ დამიარა,მაგრამ მაინც კარგად შევათვალიერე მამრობითი სქესის არსება,რომელსაც უცნაური,თითქოს ცინიკური გამომეტყველება ჰქონდა.ცალ ხელში სკოლის ემბლემიანი თასი ეჭირა,რომლიდანაც წყალი გადმოდიოდა,მეორე ხელი კი სიმეტრიულად გაშლილი ფრთებისკენ გაეშვირა,ისე თითქოს თვითონაც აკვირვებდა სხეულზე მათი არსებობა.მისი ყურებისას უცნაურმა შეგრძნებებმა კიდევ უფრო იმატეს,ამიტომ შევეცადე მზერა ამერიდებინა და რაც შეიძლებოდა სწრაფად შევსულიყავი უცნობ შენობაში,რომელშიც მომავალი ორი წელი უნდა გამეტარებინა.
ფოიეს კარი მძღოლმა გამიღო.სასწავლებლის ინტერიერი ისეთივე ძველი,გასული საუკუნის ნივთებითა და ნახატებით იყო გაფორმებული,როგორც ეზოს უმეტესი ნაწილი.ცენტრალური დერეფნიდან უამრავი გასასვლელი ჩანდა,ამიტომაც კარიდან მარცხენა მხარეს კედელზე ახალი მოსწავლეებისთვის პატარა გზამკვლევი ჰქონდათ გაკეთებული თავისი მინიშნებებითა და სურათებით.იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე კი ბროშურები იყო განლაგებული,საიდანაც შეგეძლო თითოეული დეკორაციის,თუ ქვის ქანდაკების წარმომავლობის შესახებ ისტორიის წაკითხვა.
დერეფანში უამრავი ნაცრისფერ ფორმიანი ბავში ტრიალებდა.რატომღაც მეგონა,რომ ახალ ადამიანს უცებ შენიშნავდნენ,ჩემით დაინტერესდებოდნენ,ან ყურადღებას მაინც მომაქცევდნენ,მაგრამ შევცდი.ყველას სადღაც მიეჩქარებოდა,ზოგიც თავისთვის იჯდა,კითხულობდა ან ვიღაცას ესაუბრებოდა.როგორც ჩანდა,ჩემი გამოჩენა ყოველგვარი აჟიოტაჟის,ხმაურისა და ოფიციალური გამოცხადებების გარეშე ჩაივლიდა,ამ ფაქტმა შვებაც კი მომგვარა.რამდენიმე წუთი ადგილზე გაშეშებული ვაკვირდებოდი ყველაფერს,მერე კი ჩემსკენ მომავალი წაბლისფერთმიანი გოგონა დავინახე,რომელმაც უკან მდგომ მოხუცს ხელი დაუქნია და ღიმილიანი სახით მოგვიახლოვდა.სწორედ ის აღმოჩნდა მისტერ გრინის შვილიშვილი ენ ბლექი.
_ ენი,ეს ელისია,შენი ოთახის ახალი მეზობელი_ყოველგვარი შესავლის გარეშე წარმადგინა კაცმა ჩემოდნის ოთახამდე ატანა შემომთავაზა.
_გამარობა_ხალისიანად გამიღიმა და ხელი ჩამომართვა,მერე კი დაბნეულობა შემატყო და საუბარი განაგრძო._ხო,ალბათ აქაურობა უცნაურად გეჩვენება,თავიდან მეც ეგრე ვიყავი,მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვევი.
_ჰომ,ალბათ_ჩავიბურტყუნე,ვცდილობდი საპასუხოდ გამეღიმა და ნორმალური მოსწავლესავით მოვქცეულიყავი.პირველივე დღეს ჩემს უბედურ ცხოვრებაზე საუბარს არ ვაპირებდი და არც ის მინდოდა დამტყობოდა რაოდენ ასოციალური გავმხდარიყავი.
_წამომყევი,ყველაფერს გიჩვენებ,ჯერ ოთახით დავიწყოთ_წინადადების დასრულებისთანავე დაიძრა და მეც სწრაფად გავყევი.
უზარმაზარ,უცნაური მასალის კიბეს მივუყვებოდი და ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებდი.
_მარჯვნივ_მიბიძგა გოგონამ
_და მარცხნივ რა ხდება?_ხელით მარცხენა მხარეზე მივანიშნე,რომელიც კიბის დასასრულს დიდი დერეფნით იწყებოდა.
_მანდ ბიჭების ოთახებია,ერთმანეთის ტერიტორიაზე შესვლა გვეკრძალება_ეშმაკურად ჩაიხითხითა და ვარდისფრად შეფერილ ლოყებზე ფოსოები გაუჩნდა.სანამ მარჯვენა მხარეს,ჩვენთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გადავიდოდით მარცხენა მხრიდან სამეული გამოჩნდა.კი არ მოაბიჯებდნენ,უჩვეულო სისწრაფით მოქროდნენ.ყურადღებას არ მივაქცევდი რომ არა მათი დაჟინებული მზერა,სამივეს მუშტები შეეკრა და მტრულად შემომყურებდნენ.ყველაზე მაღალი,რომელსაც დანარჩენები გვერდზე მოჰყვებოდნენ,სულ ახლოს მოვიდა და გამწარებულმა კბილებში გამოსცრა_ელააა_მათ დანარჩენებიც აჰყვნენ.გარეგნობით ერთნაირები მეჩვენნენ,მხოლოდ სიმაღლით თუ გაარჩევდი.ერთნაირი მუქი ყავისფერი თმა და ასეთივე მუქი ფერის თვალები ჰქონდათ.მოახლოებისას ერთნაირი ტატუებიც შევამჩნიე,რომელიც მთელი ყელის არეს მისდევდა და საყელურის შესახედაობას ტოვებდა.ისე სწრაფად გაუჩინარდნენ,რომ მეგონა მთელმა ფრაგმენტმა,მათმა სწრაფმა გამოჩენამ,ბოროტმა სახეებმა და გამოხედვამ წამში გაიელვა,ან საერთოდ მომეჩვენა.შევეცადე ამაზე ყურადღება არ გამემახვილებინა და სიარული განვაგრძე,დერეფნის ბოლოს ჩვენს ოთახსაც მივადექით.მისტერ გრინს მადლობა გადავუხადე და დროებით გამოვემშვიდობე.როგორც იქნა,დანიშნულების ადგილისთვის მიმეღწია,ღრმად ჩავისუნთქე და გოგონას ოთახში შევყევი.მოზრდილ მთავარ ოთახს პატარა შესასვლელი ჰქონდა,სადაც ფეხსაცმლისთვისა და ტანსაცმლისთვის განკუთვნილი თაროები დაედგათ.ოთახის მარჯვენა და მარცხენა კედლებთან ლოგინები,ტანსაცმლისა და წიგნებისთვის განკუთვნილი სათავსოები განეთავსებინათ.საძინებელს საერთო სააბაზანო ჰქონდა.
დაღლილმა ამოვისუნთქე,საკანცელარიო ნივთებით სავსე ჩანთა ჩემთვის განკუთვნილ,ცარიელ სამეცადინო მაგიდაზე დავდე და სკამზე ჩამოვჯექი.მაგიდის წინ უზარმაზარი ფანარა იყო,საიდანაც კარგად ჩანდა სკოლის გამწვანებული შიდა ეზო და ფეხბურთის მოედანი.ოთახი საკმაოდ მყუდრო მეჩვენა.ენის თავის მხარეს კედელი სხვადასხვა მსახიობების,მწერლებისა და მომღერლების ფოტოებით მოერთო.საკმაოდ მშვიდი მეჩვენა,ბევრ შეკითხვებს არ მაძლევდა და ზომიერად მორიდებულიც ჩანდა.
_ბუნებრივი ფერია?_თმაზე მკითხა
_კი,დედასგან მერგო_მოკლედ ვუთხარი
ცოტა რამ თავისზეც მითხრა.დედისერთა იყო,მამას არ იცნობდა,დედა კი მშობიარობას გადაჰყოლოდა,მას შემდეგ ბაბუა ზრდიდა.სევდიანი საუბრის შემდეგ თბილად გამიღიმა და წიგნის კითხვა დაიწყო მე კი წყლის გადასავლებად სააბაზანოში შევედი.გაკვეთილები მომდევნო დღიდან იწყებოდა.ამიტომ რაც იმ დღეს უნდა გამეკეთებინა,ეს სკოლის ფორმის არჩევა,განკუთვნილი წიგნების აღება და გაკვეთილების ცხრილის გაცნობა იყო და კიდევ ყველაზე მთავარი,დირექტორის ასისტენტთან გასაუბრება უნდა გამევლო და ყველა არასაჭირო ნივთი,რომელიც მათი აზრით ცოდნის მიღებაში ხელს შემიშლიდა,მინიმუმ სამი თვით უნდა ჩამებარებინა.პირველი და მთავარი ნაბიი უკვე გადადგმული მქონდა,ახლა მხოლოდ ის მესახებოდა მიზნად,ახალ გარემოსთან სწრაფად მომეხდინა ადაპტირება და წარსული უკან მომეტოვებინა.სააბაზანოში მდგომს თავში ერთი კითხვა მიტრიალებდა,რა უნდა გაეკეთებინა პოლს სახლში?
_ყველაფერი გაქვს?რამე ხომ არ გჭირდება?_ჩემი ახალგაცნობილი მეზობლის ხმა შემომესმა,რომელიც სულ უფრ მეტად მომწონდა.ერთ ადგილზე უძრავად ვიდექი და თვალი გამშტერებოდა.
_არა,მადლობა,ყველაფერი მაქვს_ფიქრები მოვიშორე და საპასუხოდ გაღიმებულმა გავძახე.
შხაპი სწრაფად მივიღე,საჭირო ნივთები ჩემთვის განკუთვნილ მხარეს დავალაგე და სააბაზანო მოვაწესრიგე,შემდეგ კი ოთახს მივაშურე.
_ალბათ გეშიება,მგზავრობა დამღლელია.სასადილოში წავიდეთ,რამე ვჭამოთ და მერე ყველაფერს დაგათვალიერებინებ_ჩემს დანახვაზე სწრაფად დახურა წიგნი და ფეხზე წამოდგა.
_ჯერ გასაუბრება არ უნდა გავიარო?
_ისეთი არაფერია,დირექტორთან მოგიწევდა,მაგრამ ქალაქგარეთაა და ასისტენტთან მივალთ.ტელეფონის გარდა თუ რაიმე გაქვს,რითაც შეგიძლია ინტერნეტთან წვდომა გქონდეს და ცივილიზაციასთან კავშირი დაამყარო,ყველაფრის წამოღება და ჩაბარება მოგიწევს_წინადადება დაასრულა და მძიმედ ამოისუნთქა.
_სულ ყველაფერი?ჩემებს რომ შევპირდი დაგირეკავთ-თქო?_ვერ ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი მართლა უნდა გამეკეთებინა.
_აჰ,ვიცი მაგრამ დამიჯერე ყველაფერს შეეჩვევი,ადამიანები ისე ვართ მოწყობილები ყველაფერს ვეჩვევით რაც არ უნდა იყოს._ისე ლაპარაკობდა,თითქოს მხოლოდ უბრალო ნივთებს არ გულისხმობდა და მხედველობაში სულ სხვა,გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამეები ჰქონდა.
_მართალია_მოკლედ ვუპასუხე და მისმა ნათქვამმა ჩამაფიქრა.
_ჯობს მიწერო,ახლა რომ დარეკო ორივეს დაგვაჯარიმებენ,დღეს თუ არა,ხვალ.
_ნამდვილად სკოლაში ვართ?თუ არასრულწლოვან დამნაშავეთა გამოსასწორებელ კოლონიაში,რომელიც პრესტიჟული სასწავლებლის სახელით ინიღბება?
_აჰ,შენ ჯერ კიდევ ყველაფერიი არ იცი_გაიღიმა,საწოლზე ჩამოჯდა და ამოიხვნეშა.
_კიდევ რით გამაკვირვებ?_ინტერესით ვივსებოდი და მასთან საუბარი სიამოვნებას მგვრიდა.
_მაგალითად ამით_კარადიდან საკიდი გამოიღო,რომელზეც აკურატულად დაეკიდა სკოლის ფორმა.
_ნაცრისფერი არ გიყვარს?_განსაკუთრებული და თვალში საცემი ვერაფერი შევნიშნე.
_დიდად არა,მაგრამ ეგ არ მიგულისხმია,საშინლად მხუთავი ნაჭერია,შეეცადე შენი ზომა მაინც აარჩიო,თორე აუტანლობაა_შემდეგი რჩევა მომცა და ტანსაცმელი უკან დააბრუნა.
_კარგი,გავითვალისწინებ_თავი დავუქნიე და გამოსასწორებელ კოლონიად მონათლული სასწავლებლის დასათვალიერებლად მოვემზადე.
_კარგი გავიდეთ და თან ყველაფერს აგიხსნი,მერეც თუ რაიმე შეკითხვა გექნება,ან უბრალოდ რაიმე დაგჭირდება შეგიძლია უპრობლემოდ მომმართო._მეგობრულად გამიღიმა და კარი გამიღო.
_მადლობა_საპასუხოდ გავუღიმე და დერეფანში გავედით.
ერთად მივაბიებდით და ვხედავდი,ბავშვები ნელ-ნელა მამჩნევდნენ.ვცდილობდი ყველაფერი დამემახსოვრებინა და უცხო გარემო შემესწავლა.სკოლის შენობა ძალიან ძველი მეჩვენა.ვუყურებდი ყველაფერს,განსაკუთრებით კი ანტიკურ ორნამენტებსა და ხის თუ ქვისგან დამზადებულ უცნაური დიზაინის ნივთებს.მოსწავლეების საძინებლისაკენ მიმავალ დერეფნებში მოსახერხებელი სავარძლები იყო გამწკრივებული,კედლებზე კი სიურეალისტურ,ხანაც ოკულტურ ნახატებს შეხვდებოდით.
სასადილო აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა.იქამდე მისასვლელად კი სულ მცირე ათი წუთი დაგვჭირდა.ვგრძნობდი როგორ გვაცილებდნენ ცნობისმოყვარე თვალები და ერთი სული მქონდა სწავლის პროცესი როდის დაიწყებოდა.
_სიმართლერომ ვთქვა,არაფერი მინდა_უხერხულად გავხედე ენის.
_არ გშია?_ჩემი ნათქვამით გაოცებული ჩანდა.
_ცოტა ვნერვიულობ და ასეთ დროს მადა საერთოდ მეკარგება._გულახდილად ვუთხარი,ჭამა ნამდვილად არ მინდოდა და ახლა ვერც საჭმელზე ვფიქრობდი.
_კარგი,მაშინ წასახემსებლად მაინც გავიყოლოთ რაიმე _პასუხის გაცემას არ დალოდებია ისე აიღო ორი სენდვიჩი და ორი ფორთოხლის წვენი.
იმ ადგილას,ისევე როგორც მთელი სკოლის ტერიტორიაზე თავი უცნაურად ვიგრძენი.რაღაც იყო იდუმალი,დამზაფრველი და შეუცნობელი,რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემდი და ზუსტად ვერ ვხსნიდი იმას,რასაც პირველ დღეს ვგრძნობდი.უზარმაზარ თეთრ სივრცეში,ასეთივე საოცრად თეთრი ფერის მაგიდები იდგა და რომ არა საკვებისა და ცხელი ყავის არომატული სუნი,თავი საავადმყოფოს შენობაში მეგონებოდა.ერთ წუთს ისიც გავიფიქრე,რომ ბავშვებს ავადმყოფური იერი დაჰკრავდათ და გამოსასწორებლ კოლონიაში კი არა,პანსიონატში უფრო ვიყავი.
ენიმ ყველაფერი დამათვალიერებინა,სპორტდარბაზი,საკლასო ოთახები,ქიმიის ლაბორატორია,სამედიცინო პუნქტი,საცურაო აუზი,უზარმაზარი დარბაზი ყოველწლიური წვეულებისათვის და ბოლოს დირექტორის კაბინეტიც.მართალია შიგნით ვერ შევედით,მაგრამ მისმა მდივანმა საჭირო საბუთებს გადახედა,ეჭვის თვალით შემათვალიერა,ტელეფონი ჩამომართვა,რამდენიმე ფურცელზე ხელი მომაწერინა და წარმატებული სასწავლო წელი მისურვა.ენის რჩევა გავითვალისწინე ,გასაუბრების გავლის შემდეგ ჩემი ზომის მხუთავი,ნაცრისფერი ფორმა ავირჩიე.
ოთახში წიგნებითა და გაკვეთილების ცხრილით დავბრუნდი,რომლის უკანა მხარეს აკრძალული ქმედებები იყო მითითებული.დარწვეული შინაგანაწესის ყოველ პუნქტს გარკვეული სასჯელი მოსდევდა.მათგან ყველაზე მკაცრ სასჯელად,არდადეგებისა და სეირნობის დროს სკოლიდან გაუსვლელობა მეჩვენა.ენი სკოლის დამაარსებელზე მიყვებოდა.როგორც აღმოჩნდა შენობა მართლაც უამრავ წელს მოითვლიდა,რადგან სასწავლებელი თაობიდან თაობას გადაეცემოდა.ადრე,მთავარ დარბაზში,სადაც ბავშვები ხშირად ვიკრიბებით ხოლმე და ვისვენებთ ჰოვარდების ოჯახის უზარმაზარი სურათი ეკიდა.ისეთი უცნაური იყო,განსაკუთრებით კი მისტერ ჰოვარდი და ალისტერი-გოგონამ სასწავლებლის ამჟამინდელ მფლობელზე,ანუ სკოლის დირექტორზე და მის ვაჟზე გაამახვილა ყურადღება.
_აქ,ყველა ალისტერზე გიჟდება_ტუჩები აიბზუა,ეტყობა თვითონ დიდად არ ეხატებოდა გულზე.ოთახიდან გამოსულები ისევ ფოიეს მივუყვებოდით და ახლა უკვე მეორედ ვცდილობდი მარტოს დამემახსოვრებინა გზები,ისე რომ ბიჭების მხარეს არ გადავსულიყავი,ან უაზროდ არ მებოდიალა საკუთარი ოთახის ძიებაში.
_და ალისტერი განა ვინაა ასეთი?
_ალისტერ ჰოვარდი_ენიმ თვალები აატრიალა და პრეტენზიული გამომეტყველებით განაგრძო_თავად ნახავ და იმედი მაქვს ყველაფერს შენით მიხვდები.
_შეგიძლია დამანახო?_ბავშვებით სავსე ფოიეს გავხედე.
_არა,სამწუხაროდ ვერ დაგანახებ,აქ არ არის.რომც გინდოდეს ვერასდროს გაიგებ სად არის.ხან მგონია რომ მისთვის ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშია._მისმა სიტყვებმა დამაინტერესა,ვიფიქრე ალბათ რახან დირექტორის შვილია,თავი დიდი ვინმე ჰგონია და პრივილეგიებით სარგებლობს თქო.მინდოდა კიდევ რაიმე მეკითხა მის შესახებ,მაგრამ გადავიფიქრე.
საღამო ხანს, მას შემდეგ რაც სწავლის პროცესთან დაკავშირებული ყველა დეტალი მოვაგვარე, სკოლის ძველისძველი ტელეფონით სახლში დავრეკე. როგორც ჩანდა პოლი და დეიდა შინ არ იყვნენ, სულ უფრო მეტად ვინტერესდებოდი სად იყო ჩემი ბიძაშვილი და რითი იქარვებდა დარდს.
რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ, შეტყობინება დავტოვე, რომ ყველაფერი კარგად იყო და მომავალი დღიდან სწავლის პროცესში აქტიურად ჩავერთვებოდი.
სანამ დასაძინებლად დავწვებოდით დერეფანში რამდენიმე მოსწავლე გამეცნო, მაგრამ ერთდროულად მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე. სამაგიეროდ, დამოუკიდებლად მივაღწიე ჩემს ოთახამდე და დაქანცული, სიახლეებით გადატვირთული ლოგინზე ჩამოვჯექი.
_ ხვალ, ლიტერატურისა და ლათინური ენის შემდეგ ქიმიის ცდა გვაქვს და ლაბორატორიის ახალ დანადგარებს გამოვიყენებთ. ამბობენ, რომ ახალი ინვენტარის შესაძენად, საკმაოდ დიდი თანხები გაიღო დირექტორმა. აქაურობას სიძველის ელფერი ნამდვილად დაჰკრავს, მაგრამ სწავლას რაც შეეხება, საწუწუნო მართლაც არაფერი გვაქვს.
_ სიძველის ელფერი? მხოლოდ ელფერი? აქაურობა მთლიანად ჩაძირულია ძველ ეპოქაში. კიდევ რომელ სკოლაში შეხვედრიხარ სპეციალურ ბროშურებს დეკორაციების ისტორიის შესასწავლად? _ ძნელი იყო გაკვირვებისა და აღშფოთების დამალვა. _ იმ მოწყობილობას კიდევ ტელეფონი, რომ ერქვა ერთ დროს ახლა ვინღა იყენებს? _ ნერვები მეშლებოდა, მობილურზე დამოკიდებული თინეიჯერი არასდროს ვიყავი, მაგრამ ტელეფონი ძალიან მჭირდებოდა. რამდენიმეჯერ დარეკვა და შეტყობინების დატოვება საკმარისად არ მეჩვენებოდა, პოლის ხმა მინდოდა გამეგო .
_ ჯერ კიდევ იმდენი რამაა.._ მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ენიმ და ლოგინზე გადაწვა. რაღა უნდა ყოფილიყო მეტი?
ჩემს შეკითხვას პასუხი მეთვითონვე გავეცი, თან ძალიან მალე, იმავე ღამეს.
პირველ ღამეს დაძინება ძალიან გამიჭირდა. თავიდან ვიფიქრე მეჩვენება და იმ საშინელ ამბებს უკვალოდ არ ჩაუვლიათ-თქო, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა მოჩვენებითი ის რაც იმ ღამეს ძილის საშუალებას არ მაძლევდა.
ტყიდან მომავალი მგლების ყმუილისა და უცნაური ღრენა, სტვენის ხმები ჩვენს საძინებლამდე აღწევდა. თავიდან ვერ ვიაზრებდი მძღოლის ნათქვამს, ტყე დიდი და საშიშიაო. იმ ღამეს კი შიშის გარდა, საშინელ ეიფორიასაც შევეპყარი. ვცდილობდი როგორმე დამეძინა, მაგრამ არ გამომდიოდა. ენიმ მანუგეშა, ასე თითქმის ყოველ ღამეა და ამასაც შეეჩვევიო. მაშინ სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი, მომდევნო დღეს ბავშვებთან ოფიციალურად წარდგენაც მომიწევდა და ვინ იცის, როდის შევძლებდი მშვიდ ძილს, ან ამ ყველაფერთან შეგუებას.
აღარ მახსოვს როდის ჩამეძინა. დილით ადრიანად, მაღვიძარას ხმაზე გავიღვიძეთ. სწრაფად მოვწესრიგდით და გამზადებას შევუდექით. თავი პირველკლასელი პატარა ბავშვი მეგონა და გული საოცრად მიცემდა, ისე თითქოს პირველად მივდიოდი სკოლაში და ყველაფერი პირველად ხდებოდა. სკოლის ფორმაში თავს სულელურად და არაკომფორტულად ვგრძნობდი, საშინლად არ მომწონდა ნაცრისფერი სვიტერი. მეგონა, ცოტაც და დავიხრჩობოდი.
სასადილოში ჩასულებს ყველა ჩვენ გვიყურებდა, რამაც ცოტათი დამაბნია. თავი უხერხულად ვიგრძენი და ენის გვერდით სწრაფად მივუჯექი საუზმის მრავალსახეობით დატვირთულ ერთ-ერთ, მრგვალ მაგიდას. მალევე დავლიეთ ფორთოხლის წვენი და საკლასო ოთახისკენ გავემართეთ.
პირველ ორ გაკვეთილზე წარდგენა ფაქტობრივად არ მომხდარა, მგონი მთელს სკოლაში მხოლოდ მე ვიყავი წითური, ამიტომაც ყველამ შესანიშნავად იცოდა ვინ იყო ახალი გოგონა ელის უიტმენი. გაკვეთილი საინტერესოდ მიდიოდა, მათ პროგრამას ცოტათი წინაც ვუსწრებდი. რამდენიმე შეკითხვას კარგადაც ვუპასუხე, ამიტომ პირველივე დღეს, კარგი შთაბეჭდილება დავტოვე ლათინური ენისა და ისტორიის მასწავლებლებზე, რასაც იგივეს ვერ ვიტყოდი ქიმიის პროფესორზე.
სასწავლო კაბინეტში გამოჩენისთანავე, ნახევრად მელოტმა, დიდსათვალიანმა მისტერ ალბერმა ტაში შემოჰკრა და ყოველგვარი შესავლების გარეშე, ცდის ჩასატარებლად ბავშვების დაწყვილება დაიწყო. მისი პრინციპი მარტივი და მისივე აზრით, საკმაოდ ბუნებრივი იყო - გოგოს და ბიჭის ტვინი ერთად უკეთესად მუშაობს, ვიდრე მხოლოდ გოგოების ან მხოლოდ ბიჭებისა, ამიტომ წყვილებში მუშაობა გარდაუვალი იყო.
საბოლოოდ, მეწყვილედ სახელად, ტომასი შემხვდა, რომელიც ენას არ აჩერებდა და აკრძალულ ნივთებში შემავალი, ვერცხლისფერი სანთებელის ხელში ტრიალით თავს იწონებდა. რა თქმა უნდა, სასწავლებლის ტერიტორიაზე მოწევაც იკრძალებოდა და შესაბამისად სიგარეტისა და სანთებელის აღმოჩენისას საკმაოდ მაღალი სასჯელიც იყო დაწესებული. ისეთი თავდაჯერებით თამაშობდა სანთებელით , ვერ ვხვდებოდი, ამით რისი დამტკიცება სურდა. ან საერთოდ როგორ მოეხერხებინა აკრძალული ნივთის საიდუმლოდ დატოვება, შემდეგ კი მისი საჯაროდ დემონსტრირება.
_ დიდხანს აპირებ აქ დარჩენას? _ მერხზე ნახევრად გადმოწვა და წარბი ამიქაჩა, მერე კი მარჯვენა ხელით ღია წაბლისფერი თმა აიჩეჩა. ალბათ მისი ეს მანერაც გოგოების მოხიბვლის ერთ ერთი ნაცადი ხერხი იყო. მისი საუბარი და უაზრო ქცევები ნაკლებად მაინტერესებდა, საკლასო ოთახის თვალიერებით ვიყავი გართული და მინდოდა, ცდა რაც შეიძლება სწრაფად დაგვესრულებინა, რადგან ქიმიაში ყოველთვის მოვიკოჭლებდი.¬
_ მე ყველაფერს კონსპექტში ჩავიწერ, თვითონ პროცესს, რაოდენობას და საბოლოო შედეგსაც შენ კიდე ნივთიერებები თანმიმდევრობით აურიე _ ვცადე სულელური, არაფრისმომცემი შეკითხვისთვის თავი ამერიდებინა და სქმიანი საუბარი წამომეწყო, როგორმე ცდის პროცესში ჩამება.
_ ყველაფერთან ერთად ბეჯითიც ყოფილხარ _ უფრო მეტად თავდაჯერებულმა ახლოს მოიწია და თმაზე შეხება სცადა, მაგრამ სწრაფადვე გავიწიე უკან.
_ არ მიყვარს, როცა თმაზე მეხებიან _ მკაცრი გამომეტყველებით გავხედე და გაშლილი თმა ჩემს მხარეზე გადმოვიყარე.
_ შენნაირები აქ დიდხანს ვერ ჩერდებიან _ იდიოტურად გაიკრიჭა და ანთებულ სანთებელას სული შეუბერა.
_ იქნებ საქმე დაგეწყო? _ ნიშნის მოგებით, ირონიულად გავუღიმე და გულში ვინატრე, რომ სკამიდან გადაყირავებულიყო და დაცინვის საბაბი მომცემოდა.
_ ძალიან ლამაზი ხარ _ ისევ თავისას განაგრძობდა და სკამზე ირწეოდა.
_ ტომასი ხომ? მე წერას ვიწყებ _ რვეული გადავშალე და ნივთიერებების კარნახი დავიწყე.
_ ელის, ელის, ნახე! _ მარცხენა რიგიდან ენიმ გამომძახა და ჟელესებრი მასა დამანახა, რომელიც სურვილისამებრ იცვლიდა ფორმებს.
_ შეხედე _ ტომასისკენ შევტრიალდი, რომ მეჩვენებინა როგორ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენც ყველაფერი სწორად, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია, მაგრამ...
ირგვლივ მხოლოდ წითელი ლაქები იყო, ალისფერ ფონში ვეღარაფერს ვარჩევდი. ყურებში წუილის ხმა ჩამესმოდა და ბავშვების ყვირილს, ირგვლივ გამეფებულ ქაოსს ფარავდა, მთლიანად შთანთქავდა. თავბრუ მეხვეოდა და მეგონა, რომ ეს ყველაფერი უკვე მომხდარიყო, ძალიან, ძალიან ადრე, სადღაც შორს.
ადგილზე გავიყინე და კანკალმა ამიტანა, ვგრძნობდი, როგორ აღწევდა სიმხურვალე ჩემამდე, მაგრამ გაუნძრევლად ვიყავი. არაფრის გაკეთება შემეძლო. არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი გასასვლელში. ალბათ, ვიღაცამ ხელით მიბიძგა, ან ძალით გამიყვანა. ცოტახნის შემდეგ დაბინდული გარემო შედარებით გასარკვევი გახდა, უკვე ფერებსაც ვამჩნევდი და სმენაც მიბრუნდებოდა. ჩემს წინ, ვიღაცის მაღალი სილუეტი აღმართულიყო და საშინლად მტკიოდა მკლავები.
_ დეჟა ვუ?
ორი შავი ლაქა მისი თვალები იყო, უცნობი და საშიში. თეთრ სახეზე სისხლისფერი ტუჩები მოძრაობდნენ, ვერ გავარჩიე რას ამბობდა, თავი ტკივილისგან მისკდებოდა და ადგილზე ვქანაობდი.მაგრამ მისი გარეგნობა იმდენჯერ მქონდა ნანახი,გამონაკლისი მხოლოდ მისი თვალები იყო,
_ რაა? მტკივა _ მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ადგილზე შევქანდი. ცოტაც და წავიქცეოდი.
ჩემს ნათქვამზე საშინლად გადაიხარხარა და თეთრი კბილები გამოუჩნდა, მერე კი წამში დასერიოზულდა, სახე გაბზარული ქანდაკებასავით გაუხდა და შუბლზე ლურჯად აუთამაშდა ძარღვი. შავი თვალები მრისხანებით აევსო, ქუთუთოებზე იისფერი დასდებოდა.
_ პატარა, საყვარელი ელა არა? _ მის ხმაში ზიზღი იგრძნობოდა. ასევე შავი, ოდნავ ტალღოვანი თმა, მხრებამდე გაეზარდა, ხელები ისე გამიშვა შევბარბაცდი და კედელს მივეყუდე. უკან დაიხია, ერთ ადგილზე გაჩერდა და ცინიკური ღიმილით ამათვალიერა, დამბურძგლა, ტანში საშინელმა სიცივემ დამიარა.
_ არ ვიცი რა თამაში წამოიწყე, მაგრამ იცოდე, ამჯერადაც დამარცხდები. საზარლად გაიღიმა და დერეფანს გაუყვა.
_ ელის, ელის კარგად ხარ? _ ბავშვების ჯგუფიდან ენი გამოვარდა და გაფითრებულს ხელი შემაშველა.
_ არ ვიცი_ საუბარი მიჭირდა.
_ შენ რა, მას იცნობ? _ გაუჩინარებულზე მიმითითა.
_ არა, არა _ მხოლოდ ამ სიტყვას ვიმეორებდი და გონს მოსვლა მიჭირდა.
_ ალისტერ ჰოვარდი დაბრუნდა, სულელი ტომასი კიდე თუ არ გარიცხეს, მოუწევს სასადილოს ხეხვა, თქვენი მერხი მთლიანად დაიწვა. არ მეგონა ასე ძალიან თუ შეგეშინდებოდა, გაქვავდი და ადგილიდან არ იძროდი, სანამ მისტერ ალბერმა არ წამოგაყენა, მერე კი ეს... მაინც რა უნდოდა ალისტერ ჰოვარდს შენგან?
_ არ ვიცი, არ ვიცი...
_ კარგი, ახლა არ ინერვიულო, სამედიცინო პუნქტამდე მიგიყვან.
_ არა, გთხოვ ოთახამდე მიმიყვანე
_ კარგი
ნელი ნაბიჯით დავიძარით ოთახამდე, სიარული მიჭირდა და ვერ ვმშვიდდებოდი. მხოლოდ ალისფერი ლაქა მახსოვდა და უცნაური გარეგნობის ბიჭი, რომელიც მკლავებში ჩამფრენოდა საშინლად მტკენდა და გაუგებრად მელაპარაკებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent