შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება (თავი.4 ალისტერი)


8-05-2023, 21:39
ავტორი რონია
ნანახია 453

კიბეებზე ასვლა საშინლად მიჭირდა,ყურადღებას ვერ ვიკრებდი და გონება სადღაც შორს,აუღწერელ,არარსებულ სივრცეში დამეტოვებინა.ჩემი სხეული თავისით გადაადგილდებოდა და ოთახისკენ მიიწევდა,იქ სადაც ცოტა ხანს დასვენებას და ყველასგან თავის შეფარებას მოვახერხებდი.
ოთახში ასულმა სწრაფად გავიხადე მხუთავი,ნაცრისფერი სვიტერი და ღრმად ამოვისუნთქე.მკლავებზე ისევ ვგრძნობდი მის შეხებას,თვალების დახუჭვისას კი მისი სახე მელანდებოდა,ცივი და საშიში.ნუთუ ის იყო?უცნობი სიზმრებიდან.
წითელ,მწველ ალში ჩაძირულიყო და ბოროტი გამოხედვით მომჩერებოდა,მისი გამოჩენა,არც რეალობაში და არც ბოლოს ნანახ სიზმარში,კარგს არაფერს მიქადდა.
სააბაზანოში გავედი,სახეზე წყალი შევისხი და სარკეში საკუთარ გამოსახულებას შევხედე.თითქოს ირგვლივ ყველაფერი ირწეოდა და ვიბრირებდა,განა ასეთი რა მომხდარიყო?ღრმად ჩავისუნთე ჰაერი და წონასწორობის შენარჩუნება ვცადე.ყველაზე მეტად ქიმიის კაბინეტში მომხდარი ფაქტი მაწუხებდა,შიშსა და საკუთარი თავის დაკარგვის შეგრძნებას ისე შევეპყარი,რომ ნერვიულობისგან ტუჩები მითრთოდა და ხელები მიკანკალებდა.
დამფრთალი ენი საკლასო ოთახის დატოვების შემდეგ უკან მომყვებოდა,ძალიან შეშინებული ჩანდა,როგორც მითხრა ადგილზე გაიყინე და არ იძროდიო.
რატომ არ მოვიქეცი დანარჩენების მსგავსად?რამ გამოიწვია შოკური მდგომარეობა,რამაც განძრევისა და თავის გადარჩენის ინსტინქტები გადაფარა?დარწმუნებული ვიყავი,ამ ინციდენტის შემდეგ მთელი სკოლა გამიცნობდა.
_ელის,იქნებ მაინც ჩავსულიყავით და ექიმს ენახე?_ენი სააბაზანოს კართან მოუსვენრად იდგა.კარები გავაღე და ლოგინისკენ წავედი.
_არაა საჭირო,უკეთ ვარ.ცოტას დავისვენებ._თვალებიდან ბინდი გადამყროდა,სუნთქვა აღარ მიჭირდა,მაგრამ თავბრუსხვევა მაინც მაწუხებდა.არ მინდოდა ენი ჩემს გამო შეწუხებულიყო.
_დარწმუნებული ხარ?_მზრუნველი ტონით მომმართა და ჩემს გვერდით ლოგინზე ჩამოჯდა.
_ბიჭი,რომელიც მკლავებში ჩამფრენოდა,ის ალისტერია,ვისზეც მიყვებოდი?_მის კითხვას კითხვითვე ვუპასუხე.მასზე მეტი მაინტერესებდა და კარგი ყურადღება საკუთარი ემოციებიდან სხვა რამეზე გადამეტანა.
_ხო,უცნაურია და აუხსნელი მისი საქციელი.უამრავ გოგოს მოწონს,მათ შორის უმცროსკლასელებსაც მაგრამ ზედ არავის უყურებს.ბევრისთვის დაუცინია,წინა წელს ყოველწლიურად გამართულ წვეულებაზე საკუთარი მეწყვილეც კი მიატოვა და რის გამო?_თვალები გაუფართოვდა და ემოციურად განაგრძო_იმის გამო,რომ ბოლო წუთს გადაიფიქრა,საინტერესო მაინც არაფერი მოხდებაო გესმის?საწყალი ფელიცია კი რომელიც წვეულებაზე თვითოონვე დაპატიჟა, მთელი ტრიმესტრი მომხდარის გამო ტიროდა.მაგრამ რაც დღეს მოხდა მსგავსი რამ...არა,მსგავსი რამ აქამდე არ მინახავს, გაღიზიანებულიც არ ყოფილა.ყოველთვის ისეთი ინდეფერენტულია,ვერ ვიფიქრებდი რაიმე ემოციის გამოხატვა,ან საერთოდ გრძნობები თუ გააჩნდა,დღეს კი გაავებულ ცხოველს ჰგავდა.
_ვერაფერი გავიგე,რაღაც თამაში ახსენა და ცინიკურად მელაპარაკებოდა.ძალიან შემეშინდა,თან იმ ყველაფრის მერე ისეთი მოულოდნელი იყო.
_ალბათ ბოროტი თამაში წამოიწყო,იქნებ ახალი რომ ხარ მისი ყურადღება მიიქციე და მოეწონე?ხომ იცი,ზოგჯერ ბიჭები სიმპათიებს სულ სხვანაირად გამოხატავენ,მისგან კი არასდროს იცი რას უნდა ელოდო,მაგრამ_უხერხულად ჩაიღიმა და ხელები გაიქნია,თითქოს თავის ნათვამს ეწინააღმდეგებაო.
_ვიცი რასაც გულისხმობ,მაგრამ დამიჯერე ცდები.მოწონება არაფერ შუაშია,ბოროტი თამაში კი შესაძლებელია,რაღაც თამაში ნამდვილად ახსენა.ეს ყველაფერი სულაც არ ჰგავდა ხუმრობას,ან უხეშ გამომწვევ ფლირტს,არა..._კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა,მაგრამ წამიერად დავდუმდი და მივხვდი ამ ყველაფერს მართლაც ჰქონდა ერთმანეთთან კავშირი,მაგრამ რა?როგორ უნდა ამეხსნა ენისთვის,რომ ალისტერი აქამდეც მყავდა ნანახი,მაგრამ არა რეალურად,არამედ სიზმრებში.რომ მე მას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,თითქმის ყოველ კვირას ვხედავდი ძილის დროს?ყველაფერი ემთხვეოდა,მისი სილუეტი ახლა უკვე ბოლომდე იძენდა დეტალებსა და ფერებს,თითქოს ისეთი მიუწვდომელიც აღარ იყო,მისი გარეგნობის ბოლო დეტალი ფაზლის ბოლო,ნაპოვნი ნაწილივით ჯდებოდა და წინ მთლიანი აწყობილი სურათი მედგა.მომნუსხველი გარეგნობის უცნობი,თეთრი მარმარილოსებრი კანით,მოგრძო დახვეწილი სახის ნაკვთებითა და სავსე ალისფერი ტუჩებით,რომელსაც საშინლად ბოროტი და იდუმალებით მოელვარე შავი,უსასრულო თვალები ჰქონდა.
სანამ ვსაუბრობდით და მე დეტალებს ვიხსენებდი,შემდეგ გაკვეთილზე შესასვლელი ზარიც დარეკეს.ქიმიის კაბინეტში მომხდარი უბედური შემთხვევა სასწავლო ნაწილს გაკვეთილების გადასადებ მიზეზად სულაც არ ესახებოდა.დაცვის საშუალებით ყველაფერი მალე მოაგვარეს,კაბინეტი რამდენიმე დღით დალუქეს და სასწავლო დღე ჩვეულებრივ ტემპში გააგრძელეს.ჩემს გამო შეწუხებულ ენის ვთხოვე აღარ ენერვიულა და ქვემოთ ჩასულიყო.ასე ორივესთვის უკეთესი იქნებოდა.
ლოგინზე წამოწოლილი ჭერს მივშტერებოდი და ვცდილობდი ყველაფერი დეტალურად,თანმიმდევრულად გამეხსენებინა.ქიმიის გაკვეთილზე ,ფორმაცვალებადი ნივთიერების შემდეგ მხოლოდ მისი სახე მახსენდებოდა.ისიც კი გადამვიწყებოდა,როგორ მახრჩობდა სიმხურვალე და შიში ადგილზე მაკავებდა.გონებას არ ტოვებდნენ ნანახი შავი თვალები,სისხლივით წითელი ტუჩები და მხრებამდე შავი თმა.ჩემს წინ აღმართული ძლიერად მიჭერდა მკლავებში და ფარული განზრახვებით აღსავსე,ცინიკურად მომჩერებოდა.იქნებ,ეს ყველაფერი მართლაც ბოროტი ხუმრობა იყო?ყველაფრით მობეზრებულს ახალი თამაში წამოეწყო და მსხვერპლის არჩევაც არ გასჭირვებოდა.მაგრამ კიდევ იყო რაღაც.ელა,მან სწორედ ასე მომმართა.,,პატარა,საყვარელი ელა არა?ამჯერადაც დამარცხდები,,.გონებაში მისი ნათქვამი წინადადებები მიტრიალებდა და სადღაც ღრმად,ისევ ჩამესმოდა მისი ხმა-ცივი და იდუმალი.
_ელა_ჩემთვის ვბუტბუტებდი,როცა თვალწინ სამეული წარმომიდგა.გამახსენდა ის წუთები,როცა დავინახე და მათი მოახლოებისას ყველაზე მაღალმა,მუშტებშეკრულმა სწორედ ეს წარმოთქვა,თითქოს ჩაისისინა_ელაააა...
ისეთივე დაძაბული იყო,როგორც ალისტერი.რას ნიშნავდა მათი ნათქვამი?იქნებ,ვინმეში ვეშლებოდი?საიდან იცოდა ალისტერმა,რომ მომხდარის გამო დეჟა-ვუს შეგრძნება გამჩენოდა?მის მიერ პირველად მოყენებულ ტკივილს ჯერ კიდევ ვგრძნობდი და ვერ მივმხვდარიყავი,რის გამო ვიყავი გაურკვეველ აფსურდულ ვითარებაში.ყველაფერი კი იმით დაიწყო,რომ იდიოტმა ტომასმა თავის მოწონებითა და უბრალო,სულელური ფლირტით დაწყებული გართობა კრახით დაასრულა.ცეცხლის ბავშვობიდან მეშინოდა,მაგრამ შესაძლებელი იყო, მსგავსი ემოციების გამოწვევა?ეს გრძნობა გაქცევისა და თავის გადარჩენის ინსტინქტებს მთლიანად მითიშავდა.

სკოლის ჩვეულების მიხედვით გაკვეთილების შემდეგ,ზედამხედველებთან ერთად,ტყეში უნდა გაგვესეირნა.გადავწყვიტე,რომ ოთახში ჯდომის მაგივრად ეს დრო სათანადოდ გამომეყენებინა და გაურკვევლობიდან გამოსასვლელი გზები მეძებნა.იქნებ დავლაპარაკებოდი ალისტერს,მშვიდად,ყოველგვარი ძალადობისა და ცინიკური ტონის გარეშე.გასეირნებამდე რამდენიმე გაკვეთილი დარჩენილიყო,ამიტომ დროის გაყვანა ლიტერატურისა და ლათინურის კითხვით გადავწყვიტე.
დრო სწრაფად გავიდა,ყურადღების გადატანის ხერხმა გაჭრა.ბოლო გაკვეთილის დამთავრებისთანავე თბილად ჩავიცვი და სასუსნავებით დატვირთულ ენის უკვე გამზადებული დავხვდი.
_შენ რა,კაფეტერია დააცარიელე?_გამეღიმა,როცა დავინახე როგორ დაყარა ლოგინზე ტკბილეულის გროვა.
_არ ვიცოდი როგორი გიყვარდა,ამიტომ ყველანაირი წამოვიღე-შავი,ოდნავ ცხარე,ყავის მარცვლებიანი,რძიანი,თავბრუსხვევას შოკოლადი შველის,ისე როგორ ხარ?დერეფანში მისტერ ალბერი შემხვდა,ძალიან უხერხულად გიკითხა,ყურადღება ვეღარ მივაქციეო.დასწრების გამო არ იდარდო,იმდენი მოახერხა,რომ ყევლა საგნის მასწავლებელი გააფრთხილა და ქულას არყოფნის გამო არავინ დაგაკლებს.
_ძალიან კარგი.უკეთ ვარ და საშინლად მინდა გარეთ გასვლა,სუფთა ჰაერი მესაჭიროება._მისი ყურადღებით გაოცებული და აღფრთოვანებული ვიყავი.
_დიდი მადლობა,ამდენი მართლა არ იყო საჭირო.
_კარგი რა_უხერხულად გაისწორა წელამდე გაზრდილი სწორი თმა და წამოწითლდა._ოჰო,შენ უკვე გამოწყობილხარ,ალბათ მარტომ მოიწყინე.
_ხო,ერთი სული მაქვს ჰაერზე როდის გავალ და თან მინდა რაღაცები გავარკვიო_საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა თამამად განვაცხადე.
_დარწმუნებული ხარ?იქნებ ყველაფერი ისე დატოვო,როგორც არის და მის პროვოკაციას არ აჰყვე?იცი რას ვფიქრობდი?ცეცხლი რომ დაინახე რატომ არ ადექი?მაშინათვე ყველა აყვირდა,ერთმანეთს აწყდებოდნენ და გასასვლელისკენ გარბოდნენ.ნივთიერება ისე სწრაფად აალდა,შენ კი გაშტერებული,გაუნძრევლად იდექი._დაკვირდებოდა და პასუხს ელოდა,ეს მეც მაინტერესებდა,მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა მეპასუხა.
_არ ვიცი,არ მახსოვს...
_ძალიან უცნაურია.ისე,ტომასს მართლა მოუწევს ერთი კვირა გაკვეთილების შემდეგ კაფეტერიის ლაგება,ნამდვილი კრეტინია,თავი დიდი ვინმე ჰგონია,რადგან გავლენიანი მშობლები ჰყავს,მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო ამ ინციდენტის გამო ნამდვილად გარიცხავდნენ.ვიცოდი,რომ ერთხელაც რაიმე უაზრობაში გაყოფდა თავს.ყოველთვის ახერხებდა დაცვისგან დასხლტომას,რაიმე უკანონო ნივთის დატოვებას,სკოლის ტერიტორიაზეც კი ეწეოდა,მაგრამ ამჯერად ვერ მოართვეს.თავისივე სიყეყეჩემ გასთქვა,ნამდვილად ღირსია._ნერვიულად გახსნა შოკოლადი და განაგრძო_მაგარი სანახაობა იქნება,ნამდვილად ვერ გამოვტოვებ,უნდა ვნახო როგორ დგას და ხეხავს იატაკებს.
_რძიანი მიყვარს,უბრალოდ რძიანი,თხილების და სხვა რამეების გარეშე_ენის ნათქვამზე გამეცინა შოკოლადი ავიღე და მის გვერდით ჩამოვექი.
_მე კიდე თხილებით,ოდნავ მწარე_პირის ცმაცუნით კმაყოფილმა გამიღიმა და თვალები სიამოვნებისგან მოჭუტა.
_ალისტერი იქ იყო?_ინტერესი გამიღვივდა.
_კი,ყველაფერს ბოლომდე დაესწრო.არც კი მახსოვს ბოლოს როდის იყო ასეთი მონდომებული.კლასში შემოსული თვალებს უაზროდ აცეცებდა,მგონი შენ გეძებდა.
_ვნახოთ,რაც არ უნდა იყოს რაიმეს მაინც გავარკვევ._სვიტერი ავიწიე და ჩალურჯებულ მაჯას დავხედე.
_არ მეგონა ასე ძალიან თუ..მეგონა უბრალოდ ხელი ეკიდა,რომ არ წაქცეულიყავი_თვალებგაფართოებული დასცქეროდა სილურჯეს_ახლა მესმის რატომაც გინდა დაელაპარაკო,მაგრამ მარტომ?კიდევ რაიმე რომ გატკინოს,ან ამჯერად რაიმე უარესი ქნას?დამიჯერე ელის,მას ხშირად ჰგონია,რომ ყველაფრის უფლება აქვს,მე კი ვფიქრობ,რომ საერთოდ არაფერი ადარდებს.
_ნუ გეშინია,ამჯერად არაფერი მომივა,ერთ ადგილზეც არ ვიქნები გაქვავებული.ტომასი მთელს ტყესაც ხომ არ გადაწვავს?მას კი ჩემი სისუსტით სარგებლობის საშუალება აღარ მიეცემა.
_სასეირნოდ თუ გამოვიდა.მე შორიახლოს ვიქნები და ძალიან გთხოვ საჭიროების შემთხვევაში დამიძახე კარგი?
_კარგი.
ქვემოთ ჩავედით.ალისტერი ფოიეში არ ყოფილა.დიდხანს,თვალებით ვეძებდი იმ ბავშვებს შორის,რომელთაც გარეთ გასასვლელად მოეყარათ თავი და თბილად შემოსილნი ელოდებოდნენ ხელმძღვანელს.
_ნამდვილი საბავშვო ბაღი,ხელიც ხომ არ უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს?_საკუთარ თავს ვებუტბუტებოდი დაბალ ხმაზე და თვალიერებას განვაგრძობდი.მალე სამეულს მოვკარი თვალი,ყველასგან გამოარჩევდით.თეთრი,გულთან შეხსნილი პერანგები ეცვათ და სახელოები აეწიათ.დაძაბულები ჩანდნენ,ერთმანეთს მოკლე ფრაზებით ესაუბრებოდნენ და თან ჩვენს მხარეს იყურებოდნენ,თვალს არ მწყვეტდნენ.
გარეთ გასვლამდე დერეფანში ჩაგვამწკრივეს.ენი ჩემს წინ იდგა და დროდადრო უკან იყურებოდა,რწმუნდებოდა რომ ჩემს ადგილას უსაფრთხოდ ვიდექი.არ იმჩნევდა,მაგრამ ვატყობდი,რომ აღელვებული იყო და მასაც აინტერესებდა რა მოხდებოდა შემდეგ.როგორც იქნა შენობა დავტოვეთ და ნელი მოძრაობითგავუყევით გზას ტყისკენ.ცივი ჰაერი ჩავისუნთქე და უაზრო ნერვიულობის დაძლევა ვცადე.მინდოდა როგორმე თავი ხელში ამეყვანა და ეს ღელვა შესამჩნევი არ ყოფილიყო.გვიანი არ იყო,მზე ჯერ კიდევ ანათებდა,მაგრამ მოქუფრულ ცაზე საავდრო ღრუბლებს მოეყარათ თავი და მალე იწვიმებდა.ამიტომ გაფრთხილება მივიღეთ,რომ შორს არ წავსულიყავით.ტყეში შესვლისთანავე ფრთხილად გავიხედე უკან.სამეული ისევ ისე მომშტერებოდა,სათანადო დროს არჩევდნენ თავდასასხმელად.ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს მსხვერპლი ვიყავი,რომელსაც ისედაც ხანმოკლე სიცოცხლის ორიოდე წამიღა დარჩენოდა,რადგან ჩასაფრებული მტაცებლები მალე ბოლოს მოუღებდნენ.ჩემს წინ მდგარ ენის ვანიშნე,რომ ჩამოვრჩებოდი.ღრმად ჩავისუნთქე,ძალა მოვიკრიბე და სახიფათო დიალოგისთვის გამზადებოდლი მოვტრიალდი,მაგრამ იქ აღარავინ დამხვდა.
_ჰეეეეეიიი!!!_შევყვირე.სად უნდა წასულიყვნენ?წუთის წინ ხომ ასე ძლიერად ვგრძნობდი მათ მწველ მზერას და მძიმე სუნთქვას ჩემს ზურგს უკან.ირგვლივ მიმოვიხედე,არავინ იყო.მხოლოდ ჩამოწოლილი ბინდი,რომელიც შებინდებულზე კიდევ უფრო ძლიერდებოდა.წაქცეულ ხეებს ხავსი მოსდებოდა და სიმწვანეს მთელი ტყე მოეცვა.
საკუთარ თავზე ნერვები მომეშალა და წინ სწრაფი ნაბიჯით გავემართე,რომ დანარჩენებს დავდევნებოდი და პირველივე გასეირნებაზე ტყეში არ დავრჩენილიყავი.
_ენიი!_გავძახე,რომ უკან მოეხედა და როგორმე ჯგუფი შეეყოვნებინა,მაგრამ სიტყვაც კი ვერ დავძარი.მარცხნიდან ვიღაცის ცივი ხელის შეხება ვიგრძენი პირზე,მერე მსუბუქი,მაგრამ,უცაბედი ატაცება ზემოთ.თითქოს უხილავ ატრაქციონზე ძალდატანებით ვიექი,რომელმაც ზემოთ ამისროლა და წამში ხეზე აღმოვჩნდი.
_შენ!!!_შიშისგან და გაოგნებისგან დავიყვირე,როცა ჩემ წინ,რამდენიმე სანტიმეტრში,უზარმაზარ ხის ტოტს მიყრდნობილი ალისტერი დავინახე.ნახევრად გაწოლილს,უაზროდ მიღიმოდა,შავი თვალებით მომჩერებოდა და პირი ოდნავ გაეღო,ერთიანად შავებში გამოწყობილიყო.
_შენ რა..._სიტყვა გამიწყდა,დამფრთხალმა ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე გამბედაობა მომეკრიბა.აჩქარებული გული ისე მიცემდა,ცოტაც და ამოხტებოდა.მისკენ დავიხარე და კარგად დავაკვირდი.გაღებული პირიდან,გადაბმულად წვეთავდა წითელი,ოდნავ ბლანტი სითხე.ის კი უძრავად იყო,სახეზე ღიმილი გაჰყინვოდა.
_და რას გააკეთებ?_გასწორდა,გრძელი თმა ხელის უსწრაფესი მოძრაობით შეისწორა.ყალბათ და ძალდატანებით გამიღიმა,მისი თვალებიდან მრისხანება და სიძულვილი ანათებდა,მერე კი ტუჩები ენით გაილოკა და არაამქვეყნიური ნეტარების ხმა ამოუშვა.ტანზე ბუსუსებმა დამაყარა,ხის ტოტს ჩაბღაუჭებული ერთ ადგილზე გავჩერდი და სუნთქვა შემიჩერდა. შიშისა და უსუსურობის დანახვისას ჩემსკენ გადმოიწია,თვალებში მომაჩერდა და სახიდან ღიმილი მოიშორა,დასერიოზულდა.
_არ გინდა იყვირო?_ყველაფერი წამში იცვლებოდა,ისევ ის გაღიზიანებული ტონი და შეშლილის მიმიკები მიეღო.ცივი გრძელი თითებით ხვეული თმა მხარს უკან გადამიწია და ყელზე შემეხო,თავი დახარა და დამყნოსა,მერე ყურთან შეჩერდა და ჩურჩულივით დაიწყო_რძიანი არა?მაინც რა თამაშს თამაშობ?ისე,ასეთი უფრო მომწონხარ.უმწეო და დაუცველი ელა უფრო სექსუალურია.საინტერესოა ახალი სტრატეგია,ფანტაზიის უნარს მიღვიძებს და ყველაფერი ასეთი მოსაწყენი აღარ მეჩვენება._წინადადება დაასრულა და სიცილი დაიწყო,გაყინული თითებიც სწრაფად მომაშორა ყელიდან.ეს ნამდვილად არ იყო ნორმალური,ადამიანური სიცილი.მისი ქმედებები ჩემში უზომო პანიკას იწვევდა.შეძრწუნებულმა თვალები დავხუჭე და შევეცადე დავმშვიდებულიყავი,რომ საპასუხოდ რაიმე მეთქვა და ხმა ამომეღო,მაგრამ აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა,ამის საშუალებას არ მაძლევდა.
_სისხლი,სისხლი,სისხლი იყო,დარწმუნებული ვიყავი.შენ..._მინდოდა რაღაც მეთქვა,დამეწყო მაინც,მაგრამ როგორც კი თვალები გავახილე და ბგერები ამოვუშვი,უზარმაზარ ხეზე მარტო აღმოვჩნდი.იქ ჩემს გარდა არავინ იყო.უკვე შებინდებულიყო და სახეზე დაცემული წვიმის წვეთები მაფხიზლებდა.მარტო ვიყავი ბნელ ტყეში შეშინებული და აკანკალებული.წვიმა ძლიერდებოდა და ბავშვებიც აღარსად ჩანდნენ,ალისტერი გამქრალიყო.ვერ ვხვდებოდი სიცივეს ავეტანე,თუ შიშისგან გავყინულიყავი.როგორმე გზა უნდა გამეხსენებინა,რომ უკან დავბრუნებულიყავი,ან ბილიკზე მაინც გავსულიყავი,რომ უკან მომავალ ბავშვების ჯგუფს ავდევნებოდი.
ყველაზე ძლიერ,სქელ ტოტს მთელი ძალით მოვეჭიდე და ქვევით ჩასვლას შევეცადე.ეს არც ისე ადვილი იყო,ცოტაც და საერთოდ ვეღარაფერს დავინახავდი,სასოწარკვეთას ავეტანე.იქნებ უნდა მეყვირა და დავნებებოდი?ამეტანა პირველივე გასეირნებას მოყოლებული სასჯელი და მშვიდობიანად მაინც მივსულიყავი სასწავლებლამდე?
_ელიიიისს!ელიიიის!_ყვირილი შემომესმა და გულზე მომეშვა,როცა ენის ხმა სულ უფრო მეტად გასარკვევი გახდა.
_ენიიი_ყვირილი კი არა,სასიკვდილოდ განწირულის ბღავილი უფრო იყო,შიშისგან და ემოციებისგან ხმაც დამეკარგა.
_ელის,მანდ რა გინდა?_სიცივისგან ხელებს იფშვნეტდა და გაოგნებული მიყურებდა.
_ჩამოსვლაში დამეხმარე რა_ახსნების დრო არ მქონდა,ან რა უნდა მეთქვა?თვითონაც ვერ გამეცნობიერებინა რა მომხდარიყო.
ენის დახმარებით ხიდან ჩამოვედი,შვებით ამოვისუნთქე და იმ ბილიკზე გავედით,სადაც ალისტერმა სამეულის ძებნისას გამაჩუმა.მაინც როგორ აღმოვჩნდი ხეზე?ნუთუ ასეთი ძლიერი იყო,მაგრამ როგორ?სიარულისას ფეხები მეკეცებოდა და მთელს ტანში შიშის გრძნობა მქონდა გამჯდარი.ჯერ კიდევ განვიცდიდი როგორ ამიტყორცნა მაღლა და მეჩვენებოდა,რომ მისი პირიდან გადმოღვრილი სისხლის სუნი მცემდა.თავს იმის იმედით ვიმშვიდებდი,რომ ყველაფერს გავარკვევდი.
ჩამორჩენილები ბავშვების ჯგუფს შევუერთდით და სირბილით შევაფარეთ წვიმას თავი.გაყინულები და ნახევრად სველები კაფეტერიაში,ყავისა და ცხელი შოკოლადი დასალევად გროვდებოდნენ.მინდოდა ჯერ ოთახში ავსულიყავი,თავი მომეწესრიგებინა და ისე დავბრუნებულიყავი ენისთან,რომელიც უცნაური ამბების მოლოდინში ადგილს მიკავებდა და განაბულიყო.ყველაფერი აირია.იქნებ რაიმე მომეჩვენა?ხომ შესაძლებელი იყო იმ ამბების მერე,რაც ბოლო პერიოდში გადამეტანა.ვფიქრობდი და ყველგან ალისტერს ვეძებდი,ვიხსენებდი მის გამოხედვას,შავ სამოსს,ის კი არსად ჩანდა.მან იცოდა,იცოდა ჩემი და ენის საუბარი,შოკოლადი მიხსენა და ისევ ის თამში,სისხლი...
ოთახისკენ მიმავალ დერეფანს მივუყვებოდი,რომ გზად გაუჩინარებული სამეული შემომეფეთა.
_ასე უცებ როგორ გაქრით?_ახლა მე ვლაპარაკობდი გულმოსული.მათმა ლიდერმა გაოცებით შემომხედა,უაზროდ გაიცინა და დანარჩენებს გადახედა,მერე კი სამივე ჩემს წინ კბილებდაკრეჭილი აისვეტა.
_შენთვითონ თუ არ მიხედავ,იცოდე ჩვენ ჩავერევით და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
_რა საქმეს?_ჰეიიიი!!!_მარტო დარჩენილი უაზროდ ვყვიროდი და დერეფანში ზურგშექცეულ,მიმავალ აჩრდილებს შევყურებდი.ერთი დღისთვის ეს ყველაფერი მეტისმეტი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent