შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება (თავი.5)


12-05-2023, 20:55
ავტორი რონია
ნანახია 474

ოთახისკენ მიმავალმა მწველი მზერა ვიგრძენი,ვიღაც ამდევნებოდა.
_ელის,ელის_ტომასის ხმა ვიცანი და მრისხანებამ შემიპყრო.მასთან საუბრის სურვილი ნამდვილად არ მქონდა,ამიტომ სიარული ისე განვაგრძე,თითქოს არაფერი გამეგონა.
_ელის,შეჩერდი ელის!!!_ყვირილს უმატა და მალევე აღმოჩნდა ჩემს წინ.
_თავის გამართლებას თუ აპირებ აზრი არ აქვს_სიტყვის თქმა არ ვაცადე,ისე დავიწყე ლაპარაკი.
_მინდოდა...ამ.._გონებაში დალაგებული წინადადება გაუწყდა,აშკარად არ ელოდა ჩემგან დიალოგის ასეთ წარმართვას.
_უკვე გვიანია,ვეღარაფერს შევცვლით_სახეზე აშკარა უსიამოვნება ამსახვოდა,რომლის დამალვასაც არ ვცდილობდი.
_მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო,შენი შეშინება აზრადაც არ მომსვლია_დაბნეული ადგილს ვერ პოულობდა და იატაკს მისჩერებოდა.
_გასაგებია_ცივად ვუპასუხე და არაფრისმომცემი საუბარი სწრაფად დავასრულე.
_ვწუხვარ,რომ ყველაფერი ასე მოხდა_სწრაფად მიაყარა და თვალი დერეფნის ბოლოსკენ გააპარა,სახეზე ფერი ეცვალა,თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირაო.
ალისტერი,შეტრიალებულმა მისი ჩრდილი დავლანდე,რომელიც წამიერად გაუჩინარდა._ელის,ქვემოთ თუ აპირებ დაბრუნებას გაგაცილებ_ჩემსკენ გადმოხრილიყო და მარჯვენა ხელით მხარზე მეხებოდა,შეშინებული ჩანდა.
_რა?_მისი ხმა ბუნდოვნად ჩამესმოდა და ვგრძნობდი,როგორ მეცლებოდა ფეხებში ძალა.
_კარგად ხარ?_ეს მეც მაინტერესებდა,იქნებ სულაც არ იყო ტომასი ასეთი გამღიზიანებელი?
_არაა საჭირო მადლობა._საკუთარ თავს უფრო ველაპარაკებოდი.პასუხის შემდეგ ნელა დავიხიე უკან და ოთახის კარი უცერემონიოდ მივუხურე ცხვირწინ.ცოტაც და წავიქცეოდი,ღრმად ჩავისუნთქე და კედელს მივეყრდენი.ასეთ მდგომარეობაში ქვევით დაბრუნებას ნამდვილად ვერ შევძლებდი.ამიტომ გადავწყვიტე წამოვწოლილიყავი და ცოტა ხანს მაინც დამესვენა.სასოწარკვეთა და უიმედობა მიპყრობდა.ხანდახან,ადამიანის უბადრუკი სხეული უბრალოდ სუსტია იმ ქაოსის დასატევად,რომელიც გონებაში ხდება და მერე მომწამლავი შხამივით ედება მთელს არსებას.

სიბნელეში მდგარმა წამიერად საკუთარ თავს ვკითხე_აქ როგორ აღმოვჩნდი?მერე კი გავაცნობიერე,რომ სიზმარში ვიყავი და სვლა განვაგრძე.როგორც იქნა,შედარებით განათებულ ადგილას გავედი.ირგვლივ ყველაფერი უცნაურად გამოიყურებოდა.შენობები,რომელიც სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლები იყო,ნამდვილად არ ჰგავდა თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს.პატარა,ქვის შენობებთან არანაირი მინიშნება და ცივილიზაციის წყარო არ ჩანდა.ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მაბნევდა და სასოწარკვეთილებაში მაგდებდა..იქნებ სულაც არ დამეღწია თავი განსაცდელს?მარჯვენა მხრიდან თითქოს ვიღაცის ყვირილის ხმა მომესმა,ეს ხმა ცოტახანში გაძლიერდა და მთელს არემარეს მოედო.ვერ ვხვდებოდი უნდა გავქცეულიყავი,თუ ადგილზე მომეცადა და ვინმეს გამოჩენას დავლოდებოდი.
_ჰეეეეიიი!_არის აქ ვინმე ცოცხალი?_უაზრო მოლოდინმა დამღალა და გადავწყვიტე მოქმედებაზე გადავსულიყავი.თვითგადარჩენის ინსტინქტური ამოძახილი უპასუხოდ დარჩა.კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი და იმ ბილიკთან შევჩერდი,საიდანაც უცნაური შეხედულების სახლებთან გამოვედი.მეორე მხარეს უკვე ტყე იწყებოდა და ხმაურიც ზუსტად იქიდან აღწევდა ჩემამდე.აშკარად ადამიანების ხმა იყო,მაგრამ გაურკვეველი და უცხო,თითქოს რამდენიმე დიალექტი გაეერთიანებინათ და ერთ ხმაში ყვიროდნენ გაცოფებულნი.გადავწყვიტე კიდევ ერთხელ დამეყვირა და ჩემი ხმა როგორმე,მეორე ცდაზე მაინც მიმეწვდინა სულიერთათვის,მაგრამ სუნთქვა შემეკრა,როცა ბილიკზე გამოჩენილი ხალხი დავინახე.გამძვინვარებულნი მოიწევდნენ წინ და უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ.უჩვეულოდ შემოსილ ხალხის ჯგუფს წინ რკინის ხელსაწყოებით შეიარაღებული კაცები მოუძღვებოდნენ,რომლებიც ერთ ფრაზას იმეორებდნენ,,Malleus Maleficarum,,._ეს ფრაზა საშინლად მაღიზიანებდა,მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ.თეთრწინსაფრიანი ქალები გამწარებულები მოყვებოდნენ კაცებს შეუჩერებლად ბუტბუტებდნენ რაღაცას,მათი ფრაზები თავბრუს მხვევდა და დეჟა-ვუსე შეგრძნებას მიღვივებდა.
თავს ხაფანგში გამომწყვდეულ არსებად ვგრძნობდი,რომელიც სიკვდილის მოლოდინში სულს ღაფავდა,იქნებ ეს იყო ბოლო შანსი?
_ჰეიიი!!!_უნებლიეთ შევკივლე,როცა ერთ-ერთი მობუტბუტე,გასული საუკუნეების გახუნებულ ტანსაცმელში გამოწყობილმა ქალმა გვერდი ისე მკრა,თითქოს ვერც დამინახა.მას დანარჩენებიც მიჰყვნენ.უკვე ღამდებოდა და მომარაგებულ,უზარმაზარ სანთლებს ანთებდნენ,რომლებსაც ერთმანეთს უნაწილებდნენ,ისე რომ ბუტბუტსა და აგრესიულ შეძახილებს დასასრული არ უჩანდა.
_იქნებ მიმასწავლოთ აქედან როგორ გავიდე,ან ის მაინც მითხარით სად ვარ?_დანებებას არ ვაპირებდი,მათ წინ გაოცებული სახით ვიდექი და იმედს არ ვკარგავდი,რომ რომელიმე მაინც შემამჩნევდა და რაიმე მინიშნებას მაინც მომცემდა.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი და ვითხოვდი,ერთ შეკითხვაზე მაინც გაეცათ პასუხი.როგორ ვცდილობდი იმის დადგენას,მართლა ვერ მხედავდნენ,თუ განგებ არ უნდოდათ ჩემი არსებობის და იმ ადგილზე ყოფნის შემჩნევა.იქნებ სულაც ყველაფერი დასრულებულიყო?იქვე,დასაწყისშივე.ხომ შეიძლებოდა გზააბნეული სული ვყოფილიყავი,რომელსაც ეგონა რომ გადარჩა და ამ დროს უაზროდ დაეხეტებოდა დროის ხაზის გავლით და სხვადასხვა ეპოქაში სასოწარკვეთილი მოგზაურობდა.
_დამეხმარეთ!!!_საიდანღაც სულისშემძვრელი კივილის ხმა გაისმა და ადგილზე გავიყინე.პირველი ფრაზა იყო,რაც თავისუფლად მესმოდა და ხმაც ისეთი ნაცნობი იყო,რომ ვიფიქრე ჭკუიდან ვიშლებოდი და სმენითი ჰალუცინაციები მეწყებოდა.
_შეცდომას უშვებთ_წამოძახილი ისევ მესმოდა,სულ უფრო ახლოდან და სულ უფრო ნაცნობი,თითქოს ჩემივე ხმა ჩამესმოდა.ერთ ადგილზე შეჩერებულ ხალხში ჩოჩქოლი ატყდა,განრისხებულნი ხვეტდნენ პატარა კენჭებს და აქეთ-იქით იფურთხებოდნენ,თან ადგილს უთმობდნენ შუაში მომავალ კაცს,რომელსაც მსჯავრდებული მოჰყავდა.ეს საოცრად სევდიანი,განწირულის ხმა საშუალო სიმაღლის გოგონას ეკუთვნოდა,რომელიც შავ გრძელ მანტიაში გაეხვიათ და ისე მოათრევდნენ იძულებით.
_შეჩერდით,რას აკეთებთ_ახლა უკვე მე ვკიოდი და ვაწყდებოდი უცნობთა შეუბრალებელ სილუეტებს,რომელთაც ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
_დამეხმარეთ!!_კიდევ ერთხელ შეჰკივლა გოგონამ და წინააღმდეგობის გაწევა უშედეგოდ სცადა.მინდოდა ახლოს მივსულიყავი და მისი სახე კარგად დამენახა,მაგრამ შესამოსელი მთლიანად ფარავდა.
_დაწვით,დასაჯეთ ეშმაკის შვილი,წყეული ალქაჯი!!!_ახლა უკვე დანარჩენების გამძვინვარებული ყიჟინაც მესმოდა და დაუცველი მსხვერპლის მიმართულებით ნასროლი ქვები და ტალახიც მხვდებოდა.ვერ ვხვდებოდი იმ დროში,ზუსტად იმ ადგილას რა მოვლენასთან მქონდა შეხება.მხოლოდ ერთ რამეს ვიაზრებდი,რაც უფრო მეტად განაგრძობდა ბრბო კივილს და შეურაწყოფას,მით უფრო მეტად მინდებოდა უცნობის დახმარება და საშინელი სიტუაციიდან დახსნა.ამაზრზენი შეგრძნებაა,როცა უმოქმედოთ ხარ და უყურებ უსამართლობას,ან იქნებ სულაც არ იყო უსამართლობა?მაგრამ იმ ადამიანთა ქცევა ნორმალურ ქმედებებს ნამდვილად არ ჰგავდა.განსაკუთრებით კი მაშინ,როცა ერთ-ერთი ქვის ნაგებობიდან,რომელიც ალბათ სახლი იქნებოდა,მთლიანად შავებში შემოსილი უზარმაზარი კაცი გამოვიდა.სახეზე ზიზღი და მძვინვარება გამოხატვოდა.შუბლი მთლიანად დანაოჭებული ჰქონდა.მელოტ თავზე ალაგ ალაგ შერჩენილი თმა,კიდევ უფრო ამაზრზენ შეხედულებას სძენდა.თუმცა არანაკლებ ამაზრზენად გამოიყურებოდა მისი ცალ მხარეს ჩამობრეცილი ტუჩი,რომელიც ალბათ რაიმე უბედური შემთხვევის დროს დაესახიჩრებინა.ზედ არავის უყურებდა და ფეხდაფეხ ადევნებულ არცერთ მოძალადეს არ უსმენდა,წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევდა.როცა სასურველ ადგილას მიაღწია,შავებში შემოსილ გოგონას ამრეზით შეხედა,სახეში შეაფურთხა და გაურკვეველ ენაზე ბუტბუტი დაიწყო.ირგვლივ მყოფნი გაისუსნენ,სრული სიჩუმე ჩამოვარდა,რომელიც კარგს არაფერს მოასწავებდა.როცა მახინჯმა გოლიათმა შელოცვასავით დაზეპირებული ტექსტის გამეორება დაასრულა,ჯიბიდან გამჭვირვალე მიქსტურა ამოიღო და მასში არსებული ცისფერი სითხე მის წინ მდგომ იძულებით გაკავებულს სახეში ბოროტული ღიმილითა და ცინიზმით შეასხა,ბოლოს კი დაიღრიალა.
_Malleus Malleficarum_ამოუხსნელ და გაუგებარ ფრაზაზე შიში იმაზე მეტად მიპყრობდა,ვიდრე ალისტერის დანახვაზე და იმის წარმოდგენაზეც კი რომ მალე სიცოცხლეს დავასრულებდი.
_ Malleus Malleficarum, Malleus Malleficarum!!!_აჰყვნენ დანარჩენებიც და შეპყრობილს შეუტიეს,ჯერ ქვები დაუშინეს,შემდეგ კი ცემით იჯერეს გული და ბოლოს სამოსელის შემოხევით იყარეს ჯავრი.
_ეშმაკის ნიშანი ადევს,შავმა ლორდმა თავისი ნიშანი დაადო,სატანის შვილია!!!_გაჰკიოდნენ სახეგამურული ქალები და ფრჩხილებით მიწას ჩიჩქნიდნენ.
_გაუშვით,თავი დაანებეთ!!!_განწირული ვკიოდი და ვცდილობდა შეშლილთა რიგებში გავძვრენილიყავი,მიმეღწია საბრალოსთან,რომელსაც ბრალეულობის დამტკიცების გარეშე სასტიკად უსწორდებოდნენ.
_დაწვით ალქაჯი!ეშმაკის შვილია!_ხმები არ წყდებოდა.ტყვე უკვე ორ მამაკაცს შეეპყრო და იძულებით,მკლავებით მიათრევდნენ მოედნისმაგვარი ადგილის ცენტრისკენ,სადაც კოცონისთვის გამზადებული გაჩეხილი ხის ნარჩენები დაეყარათ.
_ინანებთ,ყველაფერი სხვაგვარადაა,გონს მოეგეთ_თითქოს შეგუებოდა თავის ბედს და ახლა უკვე მშვიდად საუბრობდა.მკლავდა იმის სურვილი,რომ წამით მაინც დამენახა მისი სახე და უფრო კარგად გამეგო ხმა.ხმა,რომელიც ასეთი ახლობელი და ნაცნობი იყო ჩემთვის.მას ხომ ამდენი სევდა და ნაღველი მოჰქონდა.გეძახდა,დასახმარებლად მოგიწოდებდა და უიმედო ამოძახილი იყო სიკვდილმისჯილისა,რომელსაც თავის გამართლების საშუალებასაც არ აძლევდნენ.
ვფიქრობდი,რომ რაღაც მიზანი ჰქონდა ჩემს იმ დროს იქ აღმოჩენას და რაიმე უნდა გამეკეთებინა.როგორმე უნდა დავხმარებოდი,ის მაინც უნდა გამერკვია რის გამო სდებდნენ ბრალს.
_გაუშვით!გაეცალეთ!თავი დაანებეთ!_ძარღვების დახეთქვამდე ვყვიროდი და მის საშველად მივიწევდი წინ,მაგრამ უშედეგოთ.თითქოს ერთი და იგივე წრეზე დავდიოდი.უცნაური და ამავდროულად აღმაშფოთებელი შეგრძნება იყო იმის გაცნობიერება,რომ ყველაფრის დანახვა და აღქმა შემეძლო,ყველაფრის გულთან მიტანა და მოქმედების სურვილი,მაგრამ სრულიად უშედეგოდ და უუნაროდ.
_დაწვით!წმინდა ცეცხლით განბანეთ ყოველგვარი უწმინდურება_გაჰკიოდნენ უგუნური,ვითომდა ღვთისმოშიში ფანატიკოსები და არაადამიანური სახეებით შეჰყურებდნენ მსხვერპლს,რომელიც ხის ნაჭრებით შემოსაზღვრული წრის შუაგულში აღმართულ გრძელ ძელზე მიებათ.
_ყველაფერს ინანებთ,მაგრამ ძალიან გვიანი იქნება_გასაკვირი თავდაჯერებულობით და სიმშვიდით განაგრძობდა წკრიალა ხმა.
_დაგვცინის ეშმაკის შვილი,ალბათ შეგვილოცავს სწრაფად უპოვეთ სატანის ნიშანი!_დაიწივლა შორიახლოს მდგარმა ქალმა და ტალახის გროვა ესროლა.
ამაზრზენი გარეგნობის მამაკაცი უმწეოს უხეშად შეეხო მხარზე,ერთი მოძრაობით გააძრო შავი სამოსი და სახეზე გადმოყრილი გრძელი,ხვეული თმა უკან გადაუქაჩა.
_სატანის დანიშნულია!შეხედეთ!!!!_ხმაც ისეთივე საშინელი ჰქონდა,როგორც გარეგნობა.ცალი ხელით გოგონას ნაზ სხეულს ძლიერად უჭერდა მარცხენა მხარეზე და პატარა მთვარისებურ ჩაღრმავებაზე მიუთითებდა.
ამ სცენის დანახვისას წამიერად თვალთ დამიბნელდა.ბრბოს შეძახილები გაურკვეველ ხმაურად ჩამესმოდა და ადგილზე ვირწეოდი.ნუთუ შესაძლებელი იყო მსგავსი რამ?ხელის კანკალით გადავიწიე სკოლის ფორმა ზუსტად იმ ადგილას,სადაც მსგავსი ნიშანი მეგულებოდა და თითებით ფრთხილად მოვისინჯე ნაწიბური,რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა ჰქონდა.
_დაწვით ალქაჯი!!!_დაიყვირეს ერთ ხმაში და ცეცხლწაკიდებული ხის ტოტებით დაიძრნენ მისკენ.
_შეჩერდით!გონს მოდით!_განწირულმა დავიკივლე და მუხლები მომეკვეთა,როცა მისი სახე აალებულ კოცონში დავინახე.
ისეთივე თმა,სახის მოყვანილობა,თვალის ფერი და ნაკვთები.
_ელის!!!_დავუყვირე საკუთარ მეს,მეს რომელსაც კოცონზე წვავდნენ ალქაჯობის გამო.
ვუყურებდი მის წყლიან ყავისფერ თვალებს,ისე თითქოს სარკეში ვიხედებოდი და მიწაზე განთხმული გაუსაძლის ტკივილს ავეტანე.საზიზღარი სუნი მომდიოდა ის კი ყვირილსაც არ აპირებდა.თითქოს სადღაცას გაქცეულიყო და სხეული ასე,ერთ პოზაში დაეტოვებინა,მარადიულ სიმშვიდესა და უმოქმედობაში.
_ნუთუ ეს ყველაფერი შესაძლებელია,ნუთუ მე...
_ამჯერადაც დამარცხდები_ჩამესმა ნაცნობი ფრაზა,რომელსაც ირონიული სიცილი დაერთო და მალე ეს სიცილი ხარხარში გადაიზარდა.მის ხარხარს გაჩაღებული კოცონის ტკაცუნის ხმა ერეოდა და ფონად საშინელი სუნი ერთვოდა.ტკივილისგან თვალთ მიბნელდებოდა,ხელები დამკრუნჩხვოდა და პირში ენას ვერ ვატრიალებდი,რომ რაიმე მეთქვა.ეს ყველაფერი აღსასრულზე მეტი იყო.
ფანატიკოსთა შორის ალისტერი იდგა,ირონიული სახითა და გამარჯვებულის გამოხედვით შემომყურებდა,მთელი არსებით ზეიმობდა და სანახაობით ტკბებოდა.
იქ,სადაც სრული სიბნელე მეფობს,
უგუნურებას გაუმარჯვია და სასოწარკვეთილება გვიპყრობს.
ნათელ აჩრდილებს მოსვენაბა დაუკარგავთ და მოსთქვამენ მხოლოდ...


როგორც კი თვალები გავახილე ირგვლივ მიმოვიხედე და მას შემდეგ რაც დავრწმუნდი,რომ ნამდვილად ჩემს ოთახში ვიყავი სასწრაფოდ ავდექი.საწერ მაგიდასთან მისვლას იმაზე მეტი დრო დასჭირდა,ვიდრე ვისურვებდი,რადგან ჯერ კიდევ არ გათენებულიყო.მე კი შუქის ანთება და ენის გაღვიძება არ მინდოდა.პირველივე უჯრიდან პატარა ფურცელი და საწერი კალამი ამოვიღე,უნდა მომესწრო და მანამდე დამეწერა,სანამ ჯერ კიდევ მახსოვდა.ნანახი სიზმარი გადამვიწყებოდა,მაგრამ ზუსტად ვიცოდი,რომ რაღაცის ჩაწერა უნდა მომესწრო.
Malleus Malleficarum,სწრაფი მოძრაობით მივაწერე მერე კი ფურცელი გადავკეცე და ყოველი შემთხვევისთვის უჯრაში ჩავდე.შვებით ამოვისუნთქე,რომ მოვახერხე და სანამ დამავიწყდებოდა ჩანიშვნა გავაკეთე.
სანამ უკან ლოგინში დაბრუნდებოდი საძინებლის ფარდები გადავწიე და ძველი ლამპიონებით განათებულ სიმწვანეს გადავხედე,რომელსაც უკვე შემოდგომის ფერები შეჰპარვოდა.წვიმდა,ისე წვრილად ცრიდა რომ თუ არ დააკვირდებოდი ვერცკი შენიშნავდი.
_ნუთუ ასე ადრე არ ეზარება_ხმადაბლა ჩავიბურტყუნე,როცა გარეთ სავარჯიშო ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭი დავინახე,რომლის გარეგნობა სულ უფრო გარკვევით შესანჩნევი ხდებოდა.სირბილის შემდეგ ადგილზე ხტუნაობა დაიწყო,შემდეგ კი აზიდველი გააკეთა.მისი სისწრაფით და მოქნილობით აღფრთოვანებული ვიყავი.გაოცებული შევყურებდი,რადგან მეთვითონ არასდროს მევარჯიშა,სპორტიც დიდად არ მიზიდავდა და გამთენიისას,განსაკუთრებით ასეთ ამინდში და სიცივეში მსგავსი სანახაობა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.სულ უფრო მკვეთრად ვარჩევდი სილუეტს ფართო მხრებითა და ათლეტური აღნაგობით,რომელიც საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილიყო.ვარჯიში უკვე დასასრულს უახლოვდებოდა,რადგან სკოლისკენ დაიძრა,მე კი მონუსხულივით მივყრდნობოდი საწერ მაგიდას და მინდოდა უკეთ დამენახა,იქნებ ვიცნობდი კიდეც?არა,უმცროსკლასელი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.ცოტაც და სკოლის ფოიეს მოადგებოდა,რომ შავი ჰუდის კაპიუშონი გადაიწია და თავი უკან გადაწია,სახე წვიმისთვის მიეშვირა.დავინახე მისი მოკლედ შეჭრილი,ალისფერი თმა ზუსტად იმ ფერის,ან ერთი ტონით მუქი ვიდრე მე მქონდა.მერე კი,სანამ ფოიეში შემოვიდოდ,ა მოულოდნელად ზემოთ ამოიხედა და წამიერად ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა.მის უცაბედ გამოხედვაზე შევცბი და ფარდა ხელის სწრაფი მოძრაობით გავაფარე.ნუთუ მართლა დამინახა?სირცხვილის შეგრძნებამ შემომიტია მერე ჩემივე რეაქციაზე გამეცინა,რა უმნიშვნელო რამეზე ვღელავდი.კოშმარულ სიზმრებზე და ალისტერის ქმედებებზე ფიქრს ჯობდა ყურადღება სხვა რამეებზე გადამეტანა.
ვიცოდი,სამშაბათი სამი მიზეზის გამო შემძულდებოდა.პირველი-გაკვეთილები 8 საათიდან გვეწყებოდა და დაგვიანება თუ არ მინდოდა 7 საათზე მაინც უნდა ავმდგარიყავი,რომ წესიერად გამზადება და საუზმობაც მომესწრო.მეორე-დიდი შესვენება მხოლოდ ნახევარი საათი გვქონდა და ბოლოს,ყველაზე აუტანელი.პირველ გაკვეთილზე საკლასო ოთახს ნაცვლად დარბაზში ყოფნა გვიწევდა,სადაც გეგმის მიხედვით წრიულად განლაგებულ სკამებზე უნდა დავმსხდარიყავით..ზუსტად ვიცოდი,რომ თუ ალისტერი გამოჩნდებოდა ის ამ სიტუაციას ჩემს სათვალთვალოდ აუცილებლად გამოიყენებდა.
ოთახში ჩამოწოლილ სიბნელეს თვალი ისე შემჩვეოდა,რომ მძინარე ენის ვხედავდი,არ ვიცოდი რომელი საათი იყო,მაგრამ საშინლად არ მეძინებოდა.ფრთხილად ავიღე სკოლის ფორმა და აბაზანაში მოსაწესრიგებლად გავედი.კაფეტერიაში საუზმე 6 საათიდან იწყებოდა,მე კი ცხელი ყავა და სიმშვიდე ნამდვილად არ მაწყენდა,მას შემდეგ რაც წინა დღეებში გადამხდა ყურადღების ნაკლებობა და განმარტოებით ყოფნა ნამდვილად კარგი იქნებოდა.
სანამ ოთახს დავტოვებდი ბებიას ნაჩუქარი ნახევარმთვარისებრი ყელსაბამი გავიკეთე და მსუბუქ მაკიაჟს ჩემი საყვარელი ალუბლის ტუჩსაცხი დავამატე.
კაფეტერიაში შესულმა წამიერად უკან დავიხიე და ის იყო მისთვის ზურგი უნდა მექცია,რომ ჩემი მზერა დაიჭირა და უხერხულობისგან წამოწითლდა.
_დილამშვიდობის ელის_უხერხულად მომესალმა მერე კი ზურგი მაქცია და იატაკის წმენდა განაგრძო.ალბათ იფიქრა სასჯელის ნაწილი დღის იმ მონაკვეთში დაესრულებინა,სანამ ყველას ეძინა და მისი ამ სიტუაციაში ხილვითაც ვერავინ ვერ იხალისებდა.ჩამეღიმა,როცა ენის ნათქვამი გამახსენდა,როგორ უნდოდა დამლაგებლის როლს მორგებული ტომასის ნახვა,მის მაგივრად კი ამ სანახაობით ახლა უკვე მე ვტკბებოდი.მიუხედავად იმისა,რომ გვერდის ავლა ვცადე და მასთან საუბარიც დიდად არ მინდოდა,გულის სიღრმეში მაინც მსიამოვნებდა მისი ამ სიტუაციაში ნახვა.საუზმით გაწყობილ მთავარ მაგიდას მივუახლოვდი და იქვე გამზადებული ფინჯნებიდან ერთ-ერთი ავიღე,შემდეგ კი ყავის აპარატს მივაშურე.თან ტომასისკენ ვაპარებდი თვალს,რომელიც თავისი დასასუფთავებელი აღჭურვილობით ჩემთან საუბარს გაურბოდა.არადა რა თავგამოდებით ცდილობდა თავის მოწონებას,ახლა კი თვალს მარიდებდა და წამოწითლებული განაგრძობდა შავთეთრი იატაკის წმენდას .
სამი ფინჯანი ყავისა და დარიჩინიანი ხვეულას შემდეგ კაფეტერია დავტოვე.ბავშვები ნელ ნელა სასაუზმოდ გროვდებოდნენ,უკვე წარმომედგინა რას მეტყოდა ენი,როცა დაინახავდა როგორ ვიღებდი ჩემი ცხელი ნარკოტიკის დილის დოზას.პოლის გარდა არავინ მეგულებოდა,ვინც ჩემსავით ბევრ ყავას სვამდა .მის გახსენებაზე ღრმად ამოვისუნთქე და ლიტერატურის გაკვეთილზე ადრიანად შესვლა გადავწყვიტე.უზარმაზარ ოთახში შესულმა წრიულად განლაგებულ სკამებს შევავლე თვალი.პატარა ზომის დარბაზს მთელს კედელზე იატაკიდან ჭერამდე ფანჯრები დაჰყვებოდა,რომლებიდანაც უკვე ბუნდოვნად მოჩანდა სათამაშო მოედანი,რადგან წვიმა გაძლიერებულიყო და წყლის ნაკადი საოცარი სისწრაფით ჩამოედინებოდა მინებზე.მას შემდეგ,რაც ოთახში შემოსულ ბავშვებს მოვკარი თვალი იქვე მდგარ სკამზე დავიკავე ადგილი და შევეცადე უაზრო აღელვება არ შემემჩნია.თითქოს ადგილს ვერ ვპოულობდი და ნაცრისფერი ტანსაცმელი სულს მიხუთავდა,მეგონა რომ ყველა ჩემს შემთხვევაზე საუბრობდა.
ფიქრებში გართულმა ტუჩზე ვიკბინე და თმა შევისწორე,როცა ოთახში ალისტერი შემოვიდა.უამრავ ცარიელ სკამში მაინც ის აირჩია,რომელიც ზუსტად ჩემს მოპირდაპირედ იდგა.სკოლის ფორმას არ ატარებდა,არ ვიცი შეიძლება ეს მისი ერთ-ერთი პრივილეგიათაგანი იყო.სკამზე მსუბუქად დაეშვა,მკლავი საზურგეზე შემოდო და სქელი,შავი წარბების ქვემოდან ამომხედა.ვერ ვხვდებოდი,თვალები კიდევ უფრო გამუქებოდა თუ განათების და ამინდის ბრალი იყო.მზერა თვალებიდან მის ტანსაცმელზე გადავიტანე.შავი,ლივაისის ჯინსი და თეთრი,გულთან შეხსნილი პერანგი ეცვა.იყო კიდევ ერთი დეტალი,რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო,ცერა თითზე ულამაზესი,ფირუზისფერთვლიანი ბეჭედი ეკეთა.მსუბუქად ამოვისუნთქე და შევეცადე ფანჯრებისთვის მეყურებინა,ან ბავშვებში სადმე ენი დამენახა,მაგრამ ის არსად ჩანდა.
ზარის დარეკვის შემდეგ კლასში ლიტერატურის მასწავლებელი შემოვიდა,რომელსაც უკან ალისტერზე ოდნავ მაღალი და ფართომხრებიანი უცნობი მოჰყვა.გრაციოზულად მოაბიჯებდა და ისე მოიწევდა ჩვენსკენ,სანამ ალისტერს არ მიუახლოვდა.ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი,როცა დილანდელი გამახსენდა,ალისფერი თმა,სწორედ ის იყო.
_სკოლის ფორმა?_ალისტერი ოდნავ შეტრიალებულიყო და ახლა მას შეჰყურებდა.ჩემზე ერთი ტონით ღია ალისფერი თმები ჰქონდა,სწორად შემენიშნა.სახეს გამოკვეთილი ყვრიმალები და მოგრძო სწორი ცხვირი უმშვენებდა, ღია თაფლისფერი თვალები ეშმაკურად უელავდა,ასეთივე ფერის სქელი წარბები მაღლა აეზიდა,სავსე ტუჩები კი ვარდისფრად შეფერვოდა.
_ჰო_გულიანად ჩაიცინა,თეთრი კბილები გამოაჩინა და ტუჩები ენით დაისველა.ნაცრისფერი სვიტერი ხელით მაღლა ასწია,წამით შეათვალიერა,მერე კი სწრაფი მოძრაობით ზურგზე შემოიგდო.არ ვიცი პატარა ზომის შარვალი ეცვა,თუ სკოლის ფორმა მის ნავარჯიშებ სხეულს ასე მკაფიოდ კვეთდა.
_უჰუუუუ,ვაუ!_ჩემსკენ მოტრილდა და სანამ ალისტერის გვერდით მდგარ სკამზე დაჯდებოდა აღტაცებით წამოიძახა და დაუსტვინა.
_ ელის უიტმენი_ალისტერმა თითქოს ჩემს წარსადგენად უთხრა მის გვერდით მჯდომ ბიჭს და გაღიზიანებულმა თვალები მოჭუტა.
ნერვიულობის დასაფარად ვცდილობდი დაბნეული ლიტერატურის მასწავლებლისთვის დამეთმო ყურადღება,რომელიც ჩვენთვის მოტანილ წიგნებს მოშორებით ახარისხებდა და საქაღალდეში ქექვას განაგრძობდა.
_ახლოდან უფრო ლამაზი და სექსუალური ყოფილა,_ეშმაკურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.ნამდვილად დავენახე,ზუსტად იცოდა,რომ ეს მე ვუყურებდი.ახლა უკვე ორი თვალის მაგივრად ოთხი მომჩერებოდა,მაგრამ ალისტერისგან განსხვავებით მის მზერაში ეშმაკური სურვილები იკითხებოდა.იმის წარმოდგენაზე,თუ რა შეეძლო ეფიქრა შევკრთი და თავი გავაქნიე.ერთიანად მათვალიერებდა,განსაკუთრებით კი ჩემს ფეხებს მიშტერებოდა.უხერხულად ვცადე სკოლის ქვედაბოლო,რომელიც ჯდომისას მუხლს ზემოთ ასულიყო,როგორმე ქვემოთ ჩამომექაჩა.
_ყველაფერთან ერთად საყვარელიცაა_ისე ლაპარაკობდნენ,თითქოს იქ სულაც არ ვიყავი,ან არაფერი მესმოდა.
_შეწყვიტე ალექსის!_ალისტერმა მოულოდნელად ხმამაღლა წამოიძახა,მერე კი ფეხი მის სკამს მიარტყა და სწრაფი მოძრაობით გვერდით გააჩოჩა.
_კარგი,კარგი_სიცილთან ერთად საპასუხოდ ამოთქვა და დანებების ნიშნად ხელები მაღლა აწია.
აშკარად მეფლირტავებოდა.ჩემს საპასუხო გახედვაზე ქვედა ტუჩს კბენდა და მარჯვენა ხელს ფეხზე ნერვიულად ათამაშებდა.
_ჯობს კლასში დავბრუნდეთ,ბოდიშს გიხდით,მაგრამ დაფა აუცილებლად დამჭირდება,დისკუსია კი შემდეგი გაკვეთილისთვის გადავდოთ_სკამების წრეში შემოსულმა მასწავლებლის განცხადებამ უხერხულობისგან მიხსნა,მისი სიტყვების შემდეგ სწრაფად წამოვდექი და ღრმად ჩავისუნთქე,ენი ისევ არსად ჩანდა.ცოტაც და ოთახში ავიდოდი,რომ მენახა იქნებ ცუდად იყო.
გასასვლელ კარებთან მდგომ ბავშვებს შევუერთდი,რომლებიც ნელი მოძრაობით ტოვებდნენ დარბაზს,უეცრად ჩემს წინ უცნობი ბიჭის სილუეტი აისვეტა,მერე მოულოდნელად უკან დაიხია ეშმაკური ღიმილით გამიშვირა ხელი და სასიამოვნო ხმით მომმართა.
_შენს შემდეგ პატარავ.
_მე ელისი მქვია_მინდოდა მოულოდნელი აღელვება გადამემალა,მაგრამ სიტყვებისთვის თავის მოყრა მიჭირდა.
_მე ალექსისი,სასიამოვნოა._ზემოდან დამყურებდა და ხელი გამოეწვდია.
_ელისი_კიდევ ერთხელ გავუმეორე და გაბედულად გავუწოდე ხელი,მინდოდა თამამი გამოვჩენილიყავი.
კიდევ ერთხელ ჩაიცინა,ჩემი ხელი თავის ნათალ ულამაზეს გრძელ ხელში მოიქცია და ხელზე მეამბორა,მერე კი თვალის დახამხამებაში მისმა ხელმა ჩემს წელზე გადაინაცვლა და თავისკენ მიმიზიდა.
_ფრთხილად,ჯერ არ უჭამია და გაღიზიანებულია_როგორც ჩანს ჩვენსკენ წამოსული გაღიზიანებული ალისტერის უხეში შეტაკებისგან დავეხსენი,თუმცა ახლა უფრო უხერხულად ვიყავი,ზუსტად მის მკერდთან ვიდექი მის პულსაციას და სუნამოს სუნს ვგრძობდი და არამხოლოდ,ის ზემოდან დამყურებდა ცალი ხელი წელზე მოეხვია.მის თვალებს მზერას ვერ ვწყვეტდი,თან ყუჩებზე ვუყურებდი და მისი სახის დეტალებს ვაკვირდებოდი,ცხვირთან და თვალების ქვემოთ შეუმჩნეველი მინიმალური ზომის ღია ჭორფლები ჰქონდა,მათი შემჩნევა შორიდან თითქმის შეუმჩნეველი იყო.მოულოდნელად ხელი გამიშვა,ჩემს ყელსაბამს შეეხოდა მერე ისევ თვალებში ჩამხედა.
_ძალიან ლამაზია._ისევ ისე ეშმაკურად მიღიმოდა და მზერას არ მწყვეტდა.
_ბებიამ მაჩუქა_არ ვიცი ამას რატომ ვამბობდი,ალბათ საკუთარი თავისთვის და მისთვისაც იმის დამტკიცება მინდოდა რომ მისი თავბრუდამხვევი გარეგნობის მიუხედავად თავს ისევ ვფლობდი და ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოეხდინა.იქნებ საპასუხოდაც ვეფლირტავებოდი?
_საოცარი არომატი გაქვს_ყელსაბამი სვიტერზე ნაზად დააბრუნა,მერე კი ხელი ერთიანად არ მოაშორა,ნელა ჩამოაცურა,მისი მზერა თვალებიდან ტუჩებზე გადაეტანა.ზუსტად ვიცოდი არომატში რასაც გულისხმობდა,ქვედა ტუჩს კბენდა და ადგილიდან არ იძროდა.
_ალუბლისაა_საკუთარი პასუხებით გაოცებული ვიყავი,ნამდვილად ვფლირტაობდი.ნამდვილად დავინახე როგორ გადაყლაპა ნერწყვი და ტუჩები გაილოკა.
_ალექსის!!_ჩვენს გვერდით ალისტერი აღმართულიყო და გაქვავებული ზიზღიანი სახით შემოგვყურებდა.
ალექსისმა უპასუხოდ გადაატრიალა თვალები და თავი მოწყენილმა უკან გადახარა.მერე კი ნელი მოძრაობით მასთან ერთად გაუყვა გზას კლასამდე.
_აჯობებს თუ..._ალისტერს კიდევ რაღაცის თმა უნდოდა,მაგრამ მან არ აცადა.
_ჰო,ჰო_შეაწყვეტინა და საფეთქელთან საშვენებელი თითი გაბეზრებულმა აატრიალა მერე კი წამით უკან მოიხედა და თვალი ჩამიკრა._ისე დილით შენც რომ გევარჯიშა ასე აღარ იღრენდი და შენს საჯდომსაც უფრო იდეალური ფორმები ექნებოდა._სიტყვის მერე გაიხარხარა და გრაციოზული ნაბიჯებით ალისტერს გადაუსწრო,მერე კი საკლასო ოთახის შესასვლელ კედელს ცალი მკლავით მიეყრდნო და მომნუსხველი მზერით მომაჩერდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent