შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება (თავი.6)


14-05-2023, 23:46
ავტორი რონია
ნანახია 423

მოჩურჩულე ბავშვებში გზას მივიკვლევდი და ვცდილობდი მისი სექსუალური სხეულისთვის თვალი ამერიდებინა,მაგრამ ამაოდ.ღიმილიანი სახით მიყურებდა და ფეხიდან თმის ბოლო ღერამდე მათვალიერებდა.კარებში შევედი თუ არა ამედევნა და ფეხის ყოველი გადადგმისას უკან მომყვებოდა.მინდოდა ენი მომეძებნა და მის გვერდით ადგილი დამეკავებინა,მაგრამ ის ისევ არსად ჩანდა.
_ადგილი აირჩიე პატარავ_ოდნავ დახრილმა ჩამჩურჩულა.
_ელისი_გაღიზიანებული მზერით ავხედე,მიზეზი მომეცა,რომ მის თვალებში კიდევ ერთხელ ჩამეხედა.გუგები გაფართოვებოდა და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.ჩემს შეპასუხებაზე არაფერი უთქვამს მხოლოდ გულიანად გაიცინა და თავი ოდნავ უკან გადახარა.მე ლიტერატურის მასწავლებელს წიგნი გამოვართვი და ბოლო რიგში ადგილი დავიკავე.მას წიგნი არ აუღია,ჩვენს მოპირდაპირედ მდგომ ალისტერს რაღაც ანიშნა,მერე კი იქვე დაჯდა და მერხი ჩემსკენ რაც შეიძლებოდა ახლოს მოსწია,პირად სივრცეს მირღვევდა,მაგრამ სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი.
_ოოოო ჯულიეტა_განწირული ხმით ამოთქვა,მერხზე ნახევრად გადაწვა და ტრაგიკული მზერით შემომხედა,მერე კი წიგნი ისე გამომართვა,რომ ხელზე რამდენიმე წამით შემეხო,თითქოს მოძრაობას სპეციალურად აყოვნებდა.მის შეხებაზე დამბურძგლა.სიამოვნების გრძნობასთან ერთად საოცარ მოუსვენრობას შევეპყარი.მოულოდნელად ალისტერისკენ გავაპარე თვალები.ჩემს მარჯვნივ დაეკავებინა ადგილი.ისეთი სახე მიეღო,თითქოს ამაზრზენ,ამორალურ სანახაობას ძალით აყურებინებდნენ.კბილებს ერთმანეთს აჭერდა და წამით ისიც კი გავიფიქრე,რომ ცოტაც და შეტევაზე გადმოვიდოდა.ნამდვილად რთული იყო მისი საქციელის და ქმედებების წინასწარი გათვლა.წამით მზერა ისევ ალექსისისკენ გადავიტანე,რომელიც წიგნს უინტერესოდ ფურცლავდა.
_შენ და ალისტერი მეგობრები ხართ?_ჩემი თავითვე გაოცებული ვიყავი,ფიქრებს სიტყვები ასწრებდნენ.
_კი და თან როგორი,საუკეთესო_მზერა წიგნიდან ჩემზე გადმოიტანა,ბოლო სიტყვა დამარცვლით და ძალიან ნელა წარმოთქვა,მერე პიესა უკან,მერხზე დამიდო და ერთიანად დაჭიმულ ალისტერს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
_ალექსის!!_კბილებში გამოსცრა ალისტერმა და თვალები აატრიალა.
_რომეო და ჯულიეტა_მისტერ უაილდმა ხმამაღლა წარმოთქვა,დაფაზე დაწერილი პიესის სახელი რამდეჯერმე შემოხაზა და მასწავლებლის მაგიდასთან სიარულს მოჰყვა,თან განაგრძო._ინგლისელი დრამატურგი პირველი არ ყოფილა,ვინც გადაწყვიტა მარადიულ სიყვარულზე სევდიანი ზღაპარი მოეყოლა.
_ხანმოკლე ვნების ისტორიას უფრო დავარქმევდი_თავისთვის ხმადაბლა ჩაიბურტყუნა ალისტერმა,რომელსაც ხელები გადაეჯვარედინებინა და მასწავლებელს ამრეზით მისჩერებოდა.
_შექსპირის ტრაგედიის ფესვები უძველესი დროიდან იღებს სათავეს,როდესაც ხალხში შეყვარებულ იტალიელ წყვილზე ვრცელდებოდა ისტორიები,მინდა წიგნები გადაშალოთ და სანამ კითხვას დავიწყებდეთ რამდენიმე მნიშვნელოვან აღნიშვნას გავაკეთებ._წინადადება გაწყვიტა,კლასს გადაგვხედა და სათვალე შეისწორა.მისტერ უაილდი საშუალო ასაკის უცნაური მანერების კაცი იყო,რაც იმაში გამოიხატებოდა,რომ გაკვეთილის მსვლელობისას ერთ ადგილზე გაჩერება თითქმის არ შეეძლო და გამუდმებით ისწორებდა მხრამდე ჩამოზრდილ ქერა თმას,რომელიც უაკნ შეეკრა.
_მე რომ შემეძლოს,გაზაფხულის დღეს შეგადარებდი,მაგრამ შენ სხვა ხარ,ხანგრძლივია შენი მშვენიერებაც_ჩემსკენ გადმოხრილი ჩემს საყვარელ სონეტს მეჩურჩულებოდა,ისე ახლოს იყო,რომ მისი ტუჩების მოძრაობას ჩემს თმებზე ვგრძნობდი,მარჯვენა ხელი კი ჩემი სკამის საზურგეზე შემოედო.
_ჯობს მასწავლებელს მოვუსმინოთ_ხმადაბლა ჩავილაპარაკე და აღელვების დასამალად წიგნი გადავშალე.
_როგორც იტყვი პატარავ_მისი ტუჩები წამით ჩემს თმას შეეხო,შემდეგ კი თავის ადგილს დაუბრუნდა და ალისტერს ნიშნის მოგებით დაუქნია ხელი.
_ჟანრი,რენესანსისთვის დამახასიათებელი ტრაგედია.სპექტაკლში სულ ხუთი მოქმედებაა,ის იწყება პროლოგით,რომელიც მოკლედ ასახავს სიუჟეტის არსს._ახლა უკვე ორივე მასწავლებელს ვუსმენდით,ალისტერი კი თავისთვის განაგრძნობდა ბურტყუნს.
_რა მოსაწყენია_ჩაილაპარაკა და ისეთი სახე მიეღო,თითქოს ჩათვლიმა.როგორც ენისგან შევიტყვე,გაკვეთილებზე დასწრების ვალდებულება სულაც არ ჰქონდა,ყოველთვის თვითონ წყვეტდა როდის და რას დასწრებოდა,ამიტომ ლიტერატურის გაკვეთილზე მისი გამოჩენით გაოცებული ვიყავი.ზუსტად ვიცოდი მისი იქ ყოფნა სასწავლო პროგრამით დაინტერესებას ნამდვილად არ გამოეწვია და მითუმეტეს არც შექსპირის რომეოსა და ჯულიეტას.
_თუ კომპოზიციაზე ვსაუბრობთ,მაშინ ტრაგედიის სიუჟეტი სიმეტრიულად არის აგებული.შექსპირმა,ადამიანის ყველაზე კეთილშობილურ და ძლიერი გრძნობისკენ მიბრუნებით მოახერხა ტრაგედიის არსის ჩვენება.ბევრი ეთანხმება მოსაზრებას,რომ პიესას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს სიყვარულის პათოსი._ბოლო სიტყვებზე ალისტერმა კიდევ რაღაც კომენტარი გააკეთა,შემდეგ კი სიცილი დაიწყო,რომელიც ბოროტ ხმამაღალ და დამცინავ ხარხარში გადაეზარდა.ყველა გაჩუმებულიყო და მას უყურებდა,მათ შორის მისტერ უაილდი,რომელსაც გაბრაზებისგან შუბლი შეეჭმუხნა და საპასუხო სიტყვებს ეძებდა.
_ალისტერ,თქვენ ისე საუბრობთ,ალბათ წარმოდგენა არ გაქვთ რაზეა საუბარი_კიდევ რაღაც უნდა ეთქვა და აღშფოთებას ვერ მალავდა,რომ ალისტერმა თვალები მოჭუტა,მერე გაბეზრებულმა ამოისუნთქა და საპასუხოდ დაიწყო.
,,ყველაფრით დაღლილს,სანატრელად სიკვდილი დამრჩა.
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი,ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს._სანამ ბოლო წინადადებას იტყოდა დაჟინებული მზერა მომაპყრო,თვალებით მჭამდა.ბოლო სიტყვის შემდეგ კი შავი თვალები კიდევ უფრო გაუმუქდა და ტუჩის კუთხეები ირონიულად აეწია,შუბლზე წვრილი,ოდნავ შესამჩნევი ძარღვი იასამნისფრად უელავდა.თვალს არ მწყვეტდა,მის გამოხედვაზე მღელვარებით ვივსებოდი და დაძაბულს სუნთქვა მეკვროდა.
_ვუუუ!!!ბრავო,ტაში!_შესძახა ალექსანდერმა,რომელიც ტაშს უკრავდა და ალისტერს მისჩერებოდა,მოკლე წარმოდგენის შემდეგ ლიტერატურის მასწავლებელს მიმართა.
_აბა რას იტყვით მისტერ უაილდ,ალისტერი შესანიშნავ რომეოს ითამაშებდა სკოლის სპექტაკლზე_ეშმაკური ღიმილითა და გაფართოვებული თვალებით გაცოფებულ ალისტერს გადახედა.
_ალექსის!_დაისისინა ალისტერმა და მოკუჭული ქაღალდი ესროლა.ალექსისმა მისი მიმართულებით ნასროლი ქაღალდი დაიჭირა,ხელოვნურად გაოცებული სახით დახედა და ახალი იდეით გახარებულმა ისევ ალისტერს ჰკითხა.
_იქნებ მოსამსახურის როლი გირჩევნია,აი ის ჯულიეტას,რომ ყარაულობდა,ააა,თუმცა ეგ ხო ქალი იყო_კითხვიანი სახით შემომხედა,მერე ალისტერს გადახედა,ლამაზი თითებით ძლიერად მოკუჭა ისედაც მოკუჭული ქაღალდი,უკან მოისროლა და გადაიხარხარა.ბავშვებმა ჩურჩული დაიწყეს,თუმცა ალექსისის გარდა სიცილს ვერავინ ბედავდა.მისი საქციელით გახალისებულმა ღიმილი ვერ შევიკავე და იროდიული სახით გადავხედე ალისტერს,რომელიც ბრაზისა და ყურადღების გადატანას ცდილობდა,საკლასო ოთახის ჭერს მიშტერებოდა და გაყინულიყო,თითქოს სუნთქვა შეეწყვიტა.
_შეწყვიტეთ!!!_ხმამაღლა მოგვმართა მასწავლებელმა და დაბნეულმა,თითქოს არაფერი მომხდარაო საუბარი განაგრძო,რამდენიმე წუთში კი ზარიც დაირეკა. ალისტერმა ალექსისს რაღაც ანიშნა,რის შემდეგაც ალექსისი სკამიდან სწრაფად წამოდგა.
_დროებით პატარავ_მხოლოდ ესღა მითხრა და სწრაფი მოძრაობით დატოვა კლასი.
შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე ოთახში ასვლა გადავწყვიტე.აუცილებლად უნდა მენახა ენი და გამერკვია,რა მიზეზით არ ესწრებოდა გაკვეთილებს.
ოთახის კარი სწრაფად გავაღე და ღრმად ამოვისუნთქე,ხელოვნების გაკვეთილზე დროულად მინდოდა შესვლა,ამიტომ სირბილის შემდეგ სულის მოთქმა მჭირდებოდა.ჩემს სწრაფ მოძრაობაზე ენი შეცბა და გადაშლილი, წიგნივით სქელი რვეული სწრაფად დახურა.
_როგორ შემაშინე,დღიურს ვწერდი_ლოგინიდან წამოდგა,ფანრისკენ შეტრიალდა და ცრემლები შეიმშრალა.
_კარგად ხარ?ჩაგეძინა?_კითხვებს ვაყრიდი და ხმაურიანად ვსუნთქავდი.
_არა,არ ჩამძინებია_მის ხმაში საოცარი სევდა იგრძნობოდა,თვალებს მარიდებდა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა.
_კარგად ხარ?_შეკითხვა გავუმეორე და მასთან უფრო ახლოს მივედი.
_არ ვიცი,არამგონია.დღეს ჩემი დაბადების დღეა და თან დედას გარდაცვალების დღეც._ტკივილიანი სახით ამოთქვა და ვარდისფერ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვისას ბევრი არ მიფიქრია,ისე მივედი და ჩავეხუტე,არ ვიცოდი რისი თქმა შემეძლო. ის,საპასუხოდ ჩამეხუტა,მერე კი საუბარი განაგრძო.
_დღეს თავისუფალი დღე მაქვს,არ მინდოდა შენთვის ზედმეტი საფიქრალი გამეჩინა.ჩანთა ჩავალაგე, ამ დღეს მე და ბაბუა ერთად გავატარებთ და დედას საფლავზეც გავალთ.ხვალ დილით დავბრუნდები.სიტყვა დაამთავრა თუ არა გაკვეთილზე შესასვლელი ზარი დარეკეს.უხერხულად შევიშმუშნე,ვერ ვხვდებოდი მასთან კიდევ ცოტა ხანს უნდა დავრჩენილიყავი,თუ დავმშვიდობებოდი და ხელოვნების გაკვეთილზე გავქცეულიყავი.
_ჯობს იჩქარო,თორემ გაკვეთილზე დაიგვიანებ_გაღიმება სცადა,ლოგინზე დადებულ ჩანთაში დღიური ჩადო და ოთახიდან ჩემთან ერთად გამოვიდა.კიბეებს ერთად დავუყევით,მთავარ გასასვლელამდე გავაცილე და ხელოვნების კაბინეტისკენ გავიქეცი.
ოთახიდან ხმაური გამოდიოდა.ბავშვებს ადგილები უკვე დაეკავებინათ,მაგრამ მასწავლებელი არსად ჩანდა.თავისუფალი ადგილის ძიებაში ფერადი წერტილებით მოხატულ მერხებს და ჰაერში მოქანავე ქაღალდისგან დამზადებულ სხვადასხვა ფიგურებს ვაკვირდებოდი,როცა გვერდიდან ვიღაც შემეჯახა.
_უკაცრავად_თვალი შეღებილ ფიგურებს მოვწყვიტე და მწვანე შემოსაცმელში გამოწყობილ,ჭაღარაშეპარულ ხუჭუჭთმიან ქალს ავხედე,რომელსაც ხელში ფუნჯები და კონვერტებით სავსე ყუთი ეჭირა.
_დოქტორი ლიზბეტი_თავაზიანად გამეცნო და მალევე დაიკავა მასწავლებლის სკამი.თავისუფალ ადგილზე სწრაფად დავჯექი და ინტერესით გავინაბე.როგორც ჩანს ალექსისი და ალისტერი ამ გაკვეთილს არ დაესწრებოდნენ,უკეთესიც იყო კონცენტრაციაში ხელს აღარაფერი შემიშლიდა.ოთახში საღებავის და ხის სუნი იდგა.
_სანამ გაკვეთილს დავიწყებდეთ მცირე გადახვევა უნდა გავაკეთო.,დოქტორის სტატუსის მოპოვება არც ისე იოლია,ამიტომ ყველას გთხოვთ დოქტორ ლიზბეტით მომმართოთ._თავაზიანად გაგვიღიმა და წამოდგა.
_დღეს ჩვეულებრივი გაკვეთილი არ გვექნება,არაფერს არ დავხატავთ და არც ხელოვნების ისტორიით არ დაგტვირთავთ._ყუთიდან კონვერტი ამოიღო და საუბარი განაგრძო._თითოეული თქვენგანი რამდენიმე ფურცლიან კითხვარს მიიღებს,რომლებზეც პასუხები ინდივიდუალურად უნდა დაწეროთ.არ არსებობს არასწორი პასუხი,არსებობს მხოლოდ თქვენი მოსაზრება და კონკრეტული გრძნობები.შეგიძლიათ არაფერი დაწეროთ,ეს ფურცლები და კონვერტი,რომელშიც ამ ყველაფერს განათავსებთ მხოლოდ თქვენ გეკუთვნით.მინდა საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ და ეს საკუთარ თავს გაუკეთოთ.როცა მზად იქნებით კონვერტზე სკოლის მისამართთან ერთად ოთახის ნომერსაც მიუთითებთ და სახლის მისამართს.ეს კონვერტები რამდენიმე წლის შემდეგ უკან დაგიბრუნდებათ.გახსოვდეთ,როგორებიც ახლა ხართ ასეთები აღარასდროს იქნებით._ბოლო წინადადებას რამდენიმე წუთიანი დუმილი მოაყოლა შემდეგ კი ფურცლებისა და კონვერტების დარიგებას შეუდგა.
მერხზე დადებული ფურცლები ავიღე და სანამ წერას დავიწყებდი შეკითხვებს თვალი გადავავლე.
1.თავს როგორ გრძნობთ ამჟამად?
2.რატომ ხართ ამ სკოლაში?
3.აღწერეთ გზა,რომელმაც აქამდე მოგიყვანათ
4.როგორ წარმოგიდგენიათ სწავლის დანარჩენი წლები?
5.ისაუბრეთ თქვენს სუსტ და ძლიერ მხარეებზე
6.რა გეხმარებათ მიზნების მიღწევაში?
7.ვინ გიდგათ გვერდში?
პირველი გვერდის ბოლო შეკითხვაზე მუცელში უსიამოვნო სპაზმამ გამიარა და თვალები ცრემლებით ამევსო.ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა და ფიქრები სხვა მიმართულებით წარმემართა.გამახსენდნენ მშობლები,მაგრამ ახლა მათზე მეტად პოლზე ვფიქრობდი და საშინლად მენატრებოდა.აპირებდა საერთოდ ჩემს ნახვას?ნუთუ დაპირებას არ შეასრულებდა?თავი ვერ შევიკავე და ფურცელზე რამდენიმე წვეთი დაეცა,ხელები სწრაფად ავიფარე მერე კი ბავშვებს გავხედე,არ მინდოდა ვინმეს ამ მდგომარეობაში დავენახე.საბედნიეროდ ყველანი წერდნენ.ცრემლები შევიმშრალე,ღრმად ჩავისუნთქე და ფანქარი მოვიმარჯვე.ერთი სიტყვაც კი არ მქონდა დაწერილი.არ მინდოდა რამდენიმე წლის შემდეგ სანახავი წერილი ასეთი განწყობით დამეწერა.გაკვეთილის ბოლომდე დრო ფურცელზე გეომეტრიული ფიგურების ხატვითა და გაფერადებით გავიყვანე.საკუთარი თავისთვის წერილის დაწერა რამდენიმე დღით გადამედო.
შემდეგმა,მათემატიკის გაკვეთილმა საკმაოდ მოსაწყენად ჩაიარა.უკვე დიდი შესვენების დრო იყო,მე კი მათ ისევ ვერ ვხედავდი.გადავწყვიტე დერეფანში შეგროვებულ ბავშვების გუფთან ერთად დრო მეხელთა და სანამ წვიმას გადაეღო ტყეში გამესეირნა.შავი,თხელი ქურთუკი ჩავიცვი და ნელი მოძრაობით სკოლის უზარმაზარი ჭიშკარი დავტოვეთ,რა თქმა უნდა დაცვასთან ერთად.მხოლოდ ერთი საათი გვქონდა,ამიტომ თხუთმეტწუთიანი სიარულის შემდეგ უკვე უკანა გზას ვადექით და მე უხალისოდ,ყველაზე უკან მოვდიოდი ჩაფიქრებული.დაცვის ორი წევრი,რომელიც ბავშვებს წინ მიუძღვოდა უეცრად შეჩერდა.

შორიდავ დავინახე,რომ მათ წინ ალექსისი იდგა და მათთან საუბრობდა.ამ დროს მისი სახე სულაც აღარ იყო ისეთი მხიარული და ირონიული,როგორც უმეტეს შემთხვევაში.საუბრის შემდეგ ხელით მანიშნა,რომ ადგილზე გავჩერებულიყავი და სირბილით წამიერად გაჩნდა ჩემთან,დანარჩენებმა კი სკოლის მიმართულებით განაგრძეს სვლა.
_კი,მაგრამ სკოლაში არ გვეჩქარება?_გაოცებულმა ავხედე და მიმავალ ბავშვებს გავხედე,რომლებიც მალე თვალს მიეფარებოდნენ.
_წვიმის გეშინია პატარავ?_თვალებში ღიმილიანი სახით ჩამხედა მერე ჩემს თმას შეეხო და ნაზი მოძრაობით უკან გადამიწია.
_სულაც არა_წინადადება დავასრულე და ადგილზე შევხტი,რადგან ჩემს სიტყვებს საშინელი გრუხუნის ხმა მოჰყვა,ცოტაც და ცა ჩამოიქცეოდა.
_უსაყვარლესი ხარ_ჩემს რეაქციაზე ჩაიცინა და ისევ თვალებში ჩამხედა.მის გამოხედვას ჩემზე გამაბრუებელი და დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა,თითქოს რეალობას მაშორებდა,იმ რეალობას რომელსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავურბოდი.იქნებ,ეს იყო ის ყველაფერი რაც ახლა მჭირდებოდა?მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებდა, მის შესახებ მეტი გამეგო.
_მინდა,რომ შენს შესახებ რაიმე მომიყვე_შევეცადე მის მზერას გავქცეოდი,რომ თავისუფლად აზროვნების უნარი აღმედგინა და ჩემში გაჩენილ შეგრძნებებს ცოტა ხანს გონებისთვის ხელი არ შეეშალათ.ფაქტად რჩებოდა ის,რომ მე მის შესახებ არაფერი ვიცოდი.
_გგონია რომ დამიჯერებ?_ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და მისი პასუხით გაკვირვებულმა მზერა შავ ღრუბლებზე გადავიტანე.ვცდილობდი მივხვედრილიყავი რას გულისხმობდა.
_იქნებ გეცადა_მხოლოდ ეს ვუპასუხე და სუნთქვა გამიხშირდა,როცა ჩვენს შორის არსებული მანძილი შეამცირა.
_მირჩევნია გაჩვენო პატარავ_დაიხარა,ტუჩები ყურთან მომიტანა და დაიჩურჩულა.ჩვენ ორს გარდა იქ არავინ იყო,შესაბამისად რთული არ იყო იმის მიხვედრა ასე რატომ იქცეოდა და რა საჭირო იყო ჩურჩულით საუბარი.გადავწყვიტე მისთვის საპასუხო მოქმედებისთვის მიმემართა და კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის და მისთვის,რომ ჩემი მოხიბლვა არც ისე კარგად გამოსდიოდა.ყოველ შემთხვევაში ფლირტში აყოლილს არ მინდოდა ბოლომდე მენახებინა რა გავლენა მოეხდინა ჩემზე.დრო ვიხელთე და სანამ გადმოხრილი იდგა,მის ძლიერ მკლავებს სწრაფად მოვეჭიდე,ფეხის წვერებზე ავიწიე და მის ყურს მივუახლოვდი.
_შეწყვიტე ჩემთვის პატარას დაძახება_რაც შეიძლებოდა მკაცრი ტონით მივუგე,მერე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და წარბები ავზიდე.თვალები ეშმაკური სურვილით ანთებოდა,მის მზერაში კმაყოფილება და გაოცება ერთდროულად იკითხებოდა,წამით თვალები სიამოვნებისგან მოჭუტა,მერე სახე გაუნათდა და ნიკაპი მოისრისა.სანამ რამეს იტყოდა გაიღიმა და ქვედა ტუჩზე იკბინა,მისმა მზერამ ჩემი თვალებიდან ტუჩებზე გადაინაცვლა,შემდეგ კი მიპასუხა.
_მოდი შევთანხმდეთ_საუბართან ერთად ახლოს იწევდა,მე კი სულ უფრო და უფრო უკან მივდიოდი,მის შეხებასა და მოსალოდნელ სიახლოვეს გავურბოდი_მაშინ შევწყვეტ პატარას დაძახებას,როცა,
_როცა რა?_ადგილზე შევჩერდი და მოუსვენრად ვკითხე.
_როცა მაკოცებ_ისეთი სურვილით ანთებული შემომყურებდა,თითქოს ვერ მოეფიქრებინა მზერა თვალებზე შეეჩერებინა თუ ჩემს ტუჩებზე.რამდენიმე უპასუხო წუთის შემდეგ ხელი სახეზე მომკიდა,თავი ოდნავ მაღლა ამიწია და თვალებში ჩამხედა.გუგები საოცრად გაფართოვებოდა,ისე თითქოს მისი თვალები მთლიანად გაშავებულიყვნენ.ტუჩის კუთხეები მაღლა აეწია და რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ ხმა არ ამოუღია,თითქოს სიჩუმე ამჯობინაო,ამის მაგივრად თითი ნაზად ჯერ ზედა ტუჩზე შემახო,შემდეგ კი ქვედა ტუჩზე გადამატარა.თითქოს რეაქციას პასუხობდა და მიმტკიცებდა რაოდენ გავლენა ჰქონდა ჩემზე,როგორ შეეძლო შეხებით გავეჩერებინე და სიამოვნების მორევში ჩავეთრიე,რომელიც მაღელვებდა და ამავდროულად დამშვიდებულს, ყველანაირი საფიქრალისგან მწყვეტდა.ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა მისთვის მეპასუხა.სახეზე დაცემულმა წვეთებმა გამომაფხიზლა,წვიმას იწყებდა.შევკრთი და სახე მისი ხელისგან გავინთავისუფლე.
_შემომხედე პატარავ_სახელოები აიწია,გადმობრუნებული ხელისგულები ჩემი თავის მაღლა ასწია და თვალები დახუჭა.მოულოდნელად ჩემთვის ძალიან დაბალ ხმაზე,გაუგებარ ჩურჩულს მოჰყვა,შემდეგ კი უკან დაიხია.გაოცებულმა და შეშინებულმა უკან დავიხიე,გარემოს თვალი მოვავლე და თვალებგაფართოვებულმა ალექსისს ავხედე,რომელიც მიღიმოდა,ჩემსკენ გამოწვდენილ ხელისგულებზე კი მოძრავი წყლის წრე შეეკრა.თავსხმა წვიმაში მხოლოდ ჩვენს გარშემო არ წვიმდა.
_ეს როგორ მოახერხე_თვალებგაფართოვებული ვტრიალებდი და ვეღარ გამეგო რისთვის მეყურებოდა,ალექსისი წყლის ბურთს თითების მოძრაობით ათამაშებდა.ამ წყლის ბურთში მე საკუთარ ანარეკლს ვხედავდი და წვიმის ხმა ჩამესმოდა,წვიმის რომელიც მხოლოდ ჩვენ ორს არ გვასველებდა.ცა მართლაც ჩამოქცეულიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent