შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ზღვარზე(5)


20-05-2023, 23:26
ავტორი ავრორა
ნანახია 1 458

***
მომდევნო 8 თვე მათ ცხოვრებაში გამორჩეული არ ყოფილა, ერეკლე გერმანიაში წასვლაზე დათანხმდა ოჯახს .ამაში ალბათ ელენას უეცარმა გათხოვებამაც იქონია გავლენა,როგორც ყოველთვის ერეკლეს იდეალური ვაჟის როლი უნდა მოერგო და ელენას ამბავი გადაეფარა მშობლებისთვის. სიძის წარმომავლობას ვერ ეგუებლდა ვერც ქეთი და ვერც გაგა, აგვისტოს ბოლოს ერეკლეს ოჯახმა გადაწყვიტა გამოსამშვიდობებელი ფართი მოეწყოთ შვილისთვის. ელენა და თორნიკე ვერ აცდებოდნენ შეხვედრას ქეთიმ და გაგამ ამის შესახებ არ იცოდნენ ამიტომ ელენა ძლივს დალაგებულ ურთიერთობას მშობლებთან ვერ გააფუჭებდა ფართიზე არ მისვლით.
-ელ , ნია და თიკო ცეკვავენ აქ რა გინდა?-ტერასაზე ერეკლე წამოადგა
თავზე დას.
-მეზარება,თან აღარ ვდაქალობ მაგათთან.რაღაცნაირები არიან.
-ხოო,მე სულ ვიცოდი რაღაცნაირევი რო იყვნენ, მარა შენ ძაან გევასებოდა მაგათთან ერთად ყოფნა ხოლმე.
-ხოდა აღარ მევასება ,შტერები არიან.
-გაგა გეძებს და სიგარეტი გადააგდე ,მერე რაღაცეებს დაიწყებს.
-რამე უნდა?რო მოვედი ვნახე ისედაც
-ხო რავი ,ალბათ უნდა რო როგორც შვილთან ისაუბროს,რაიყო დრო არ გაქვს?და საერთოდ რა ტონი და მოკლე პასუხებია? ცუდ ხასიათზე ჩემი წასვლის გამო თუ ხარ ჯერ ისიც არ ვიცი მოვხვდი თუ არა.
-კაი ეხლა შენ და სადმე ვერ მოხვდე,შედი და შემოვალ ცოტახანში. მერე ვნახავ გაგას და გოგოებსაც .
საშინლად ნერვიულობდა შინაგანად ,არ იცოდა რატომ ,რა სჭირდა თუმცა მხოლოდ ერთ რამეს გრძნობდა მთელი არსებით ,ტერასაზე თორნიკე და ეთო ავიდა ,კიდევ რამდენიმე წყვილი მოშორებით იდგა ,თორნიკე რაღაცას ყვებოდა და ეთო იცინოდა. დღეს ისედაც ცუდ ხასიათზე იყო ამიტომ გადაწყვიტა სხვებისთვისაც მოეშხამა განწყობა და მათკენ გაემართა, ინიციატივა მათთან მისვლის თავად არ გამოუთქვამს დაინახა თუ არა ეთომ ხელი დაუქნია
-ვაუ ელენა ,როგორ გამოიყურები.არადა თოკომ მითხრა ყველაზე ლამაზად გამოიყურებიო აშკარად შენ ნანახი არ ჰყავდი ,არა თოკ?
-მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები-ზედ არ შეუხედია ელენასთვის ისე გასცა პასუხი,მხოლოდ უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ და წელზე ხელი მოხვია.
-ოუ თოკ არადა მომზადებაზე იმდენი საათი დავხარჯე-დამცინავად ჩაილაპარაკა ელენამ.
-ხო არაა ? -დაცინვითვე უპასუხა ,
-ერთი წუთით ,დედაჩემი რეკავს,მალე მოვალ-ჩაერია ეთო მათ საუბარში და ნაკლებად ხმაურიან ადგილას გადავიდა.
-რა თავგზას არ გიბნევს ჩემი კაბა?-გააგრძელა ლიზამ ნერვების მოშლა თორნიკესთვის
-შენ გგონია ოდესმე შენი ლუქები თავგზას მიბნევდა ან ჩემზე რამე გავლენა ქონდა?-გოგონას მწვანე თვალებში ჩააშტერდა ,უნდოდა ელენას თუმცა ვერ გაძლო და პირველი მან გაწყვიტა კონტაქტი,უფრო ახლოს მივიდა და ტერასიდან ბაღში გადაიხედა.
-როდის აქედან ეწევი?თუ ოჯახური ცხოვრების პრობლემებმა გამოწვია ?
-ეს პირველი შემთხვევა იყო როცა თორნიკე ელენას დაოჯახებას ახსენებდა
-შენ თვითონვე არ მომაწევინე?
-მე მაშინ გაგასინჯე და მწეველად არ ჩამომიყალიბებილხარ.
-გინდა ლექცია ჩამიტარო რა დაავადებებს იწვევს მოწევა,რომ მწეველები კვდებიან ადრე,კიდე რა უპირატესობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს,არა თუ გინდა დაიწყე და მოგისმენ-მიუხედავად იმისა რომ ხმის ტემბრს აკონტროლებდა და შეუვალი იყო ,სამაგიეროდ ხელი უკანკალებდა .
თორნიკე რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ,სიგარეტი წაართვა და ტერასიდან გადააგდო
-რას აკეთებ?თავი ვინ გგონია?
-ლექციის წაკითხვას არ ვაპირებ ,ჯობია ქმედებები ვიდრე სიტყვები.
-არადა მინდოდა მეთხოვა იქნებ მოსაწევიც ,,გაგეჩითა"
-მაგრად ღადაობ ?არა მართლა დამაინტერესა რამ გამოიწვია ასეთი დიდი სურვილი დარდის გაქრობის?
-აუუ როგორ გინდა რომ უბედური ვიყო ჩემი ცხოვრებით არაა,-ისტორიულად იცინოდა -აღიარე რო გაგიხარდება ,მარა sorry
-ჩემ დასანახად თუ ცხოვრობდი არ ვიცოდი.
-არც მე არ ვიცოდი ნებისმიერი ნაცნობის მოყვანა თუ შეიძლებოდა ერეკლეს ფართიზე?
-სწორად გცოდნია ,ნებისმიერი ნაცნობის მოყვანა არ შეიძლება მაგრამ თუ ეთოს გულისხმობ ნებისმიერი ნაცნობი არაა.-თვალი ჩაუკრა ელენას.
-ხოო ალბათ მან გადაგატანინა დეპრესია არაა?წარმომიდგენია საწოლში რა იქნება.
-მე გოგოებს მხოლოდ საწოლში შესაძლებლობებით არ ვაფასებ ისე რო რამე იცოდე.
-აა ანუ ქალიშვილები გირჩევნია რო შენ ასწავლო?ეთო რომელია?
-მიიხედავად შენი მხრიდან გამოთქმული დიდი ინტერესისა ჩემ შეყვარებულზე შენთან არ ვსაუბრობ. მგონი არც მე არ გისვამ პირად შეკითხვებს?-არ იცოდა რა დაემართა ელენას ,მაგრამ თორნიკეს ნერვებზე ხტუნვას უბრალოდ ვერ წყვეტდა.
-არა რატომ?მკითხე ნებისმიერი რამე ,მე შემიძლია გიპასუხო მაგალითად მე გკითხე და შენც თუ გინდა მკითხე როგორია ლევანი საწოლში ?ან შენ თუ ლევანი რომელი უფრ...-წინადადების დასრულება ვერ მოასწრო რომ თორნიკემ ხელი ააფარა ტუჩებზე და გააჩუმა.
- მე ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება და სულელურ კითხვებს არ ვსვამ.
-აა და შენი აზრით მე რა ეჭვი უნდა მეპარებოდეს ,ეგ ეთო ჩემთან არაფერი არაა....-თოკომ სიგარეტი გააბოლა და ელენას შეხედა
-კარგია მაღალი თვითშეფასება.
ელენა წასვლას აპირებდა ,ნერვები თავად უფრო მოიშალა ვიდრე თოკოს , თუმცა არ იცოდა რატომ ამბობდა მაგრამ პირველად თქვა ეს ფრაზა ხმამაღლა და პირველი ადამიანი ვისაც ეს უთხა თორნიკე აღმოჩნდა,
-თოკო,ორსულად ვარ.-მიტრიალებას ვერ ბედავდა ,არ იცოდა უნდოდა თუ არა თორნიკეს სახის დანახვა ,თუმცა არაა არ უნდოდა ,წამოთქვა თუ არა ინანა ,მის გარდა ჯერ არავინ იცოდა.არავისთვის უთქვამს ....ვერ ხვდებოდა რატომ აირჩია მაინცდამაინც თოკო რომ პირველი გაეზიარებინა.ამას იმხელა დუმილი მოჰყვა რომ ისიც იფიქრა ხმაურში ალბათ ვერ გაიგო ,თუმცა ვიღაც მიუახლოვდა ზურგიდან და ჩასჩურჩულა:
-გილოცავ.ისე სიგარეტსა და მსგავს რაღაცეებზე მართლა გჭირდება გინეკოლოგისგან ლექცია.-ცივი ხმა იყო თუმცა ემოციებს არც ელოდა



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ბოდიში სმაილზე შემთხვევით დამეჭირა ხელი.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent