დადიანის ქალი! - 11 თავი
რამდენიმე ჭიქა ვისკის შემდეგ, კლუბის თვალიერებას შეუდგა, წესიერად არც შეუხედავს ისე ეტაკა ვიღაცას. დილით ნაცნობმა ხმამ გამოაღვიძა. ეს მისი ყოფილი " შეყვარებულის" ხმა იყო. მასთან, როგორც ყველასთან სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ მათი ვნებიანი ღამეები იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე უტა ვარაუდობდა. ნამდვილად არ ესიამოვნა ეს მდგომარეობა და სწრაფად გაახილა თვალები. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - დილამშვიდობის. - რა ჯანდაბას აკეთებ აქ? - არ გახსოვს? - ეშმაკურად გაუღიმა. - აქედან დაახვიე! - გუშინ მასე არ მესაუბრებოდი. - ხო და დღეს გესაუბრები. - სიმართლე გითხრა არ მესიამოვნა უპატრონო ლეკვივით რომ მიმაგდე! - მიგაგდე? - გადაიხარხარა - რაიყო ძვირფასო შენმა ვაჟკაცებმა ვერ დაგაკმაყოფილეს? - შენნაირი არავინ მყოლია. - რადგან, ერთადერთი და განსაკუთრებული ვარ.- ელაპარაკებოდა და თან კარადისკენ მიიწევდა. - არ გინდა... - არავითარ შემთხვევაში! - რატომ? უტას მისი მოცილება უნდოდა, ამიტომ თავში პირველი რაც მოუვიდა ის უთხრა. - შეყვარებული მყავს! - მერე რა? - შენ ყრუ ხარ? - ტანსაცმელი გამოიღო. - ყრუ არ ვარ და არც ბრმა, იმასაც ვხედავ როგორ ღალატობ, თანაც არ გავხარ შეყვარებულ კაცს. - შენ საიდან იცი? - ბევრი შეყვარებული კაცი მინახავს, მაგრამ დამიჯერე შენ მათ რიცხვს არ მიეკუთვნები! - მოდი გამოვიცნობ საიდან იცი, მათ შებმას ცდილობდი ხომ ასეა? - ირონიულად უთხრა. - ეგ შენი საქმე არ არის! - ხოდა დაახვიე! - კიდევ შევხვდებით! - მხოლოდ ეს უთხრა და იქაურობას გაეცალა. - ალქაჯი! სწრაფად მიიღო შხაპი, მოემზადა და კომპანიისკენ დაიძრა. დაახლოებით შვიდი საათისკენ მოღჩა მუშაობას, შემდეგ კი ტელევიზიისკენ დაიძრა, დღეს უნდა ჩაწერილიყო ის გადაცემა რომლის გამოც მთელი ერთი თვე მოსვენება არ მისცეს. შესასვლელში ქალბატონ ლილე შემოხვდა. - ქალბატონო ლილე. - ბატონო უტა. - დღეს ჩემი გადაცემის ჩაწერაა, შეგიძლიათ მიმაცილოთ სტუდიამდე? - გრიმს არ გაიკეთებთ? - არა! - მაშინ წამომყევით! კიბეებს აუყვნენ. - ყიფშიძის ასულს, ლიფტის ეშინია. - როგორც იქნა მიხვდა რაშიც იყო საქმე. - როგორი მიხვედრილი ბრძანდებით. - გმადლობთ. - არაფრის. შენობის მეორე ბოლოში გადაინაცვლეს და სტუდიაში ამოჰყვეს თავი. უტამ ეგრევე გაიგონა, მისთვის არასასიამოვნო და უკვე მომაბეზრებელი ხმა. - ეს ვისი ხმაა? - გადამოწმება ცადა იქნებ მეჩვენებაო. - თათია გაბუნიას, გადაცემის წამყვანის. - გაღიზიანებულმა უპასუხა. ამ დროს უტას თავზარი დაეცა, ეხლა კი ნამდვილად მის მახეში აღმოჩნდა. - უტა საყვარელო. - მისკენ მოდიოდა ისეთი ამაყი ღიმილით, კაცი რომ ყოფილიყო ალბათ ნამდვილად გაარტყამდა. - თათია ძვირფასო. - ლოლა თავისუფალი ხარ. - ლილე... - კიდევ სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ უტასკენ შეტრიალდა და დაემშვიდობა - კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო უტა - შეხვედრამდე ყიფშიძის ასულო - ეშმაკურად გაუღიმა. - დროა დავიწყოთ! ლილე, სანამ თვალს არ მოეფარა იქამდე თვალი არ მოუშორებია. - ხომ გითხარი კიდევ შევხვდებითქო. - თათიამ საუბარი წამოიწყო. - შენ გამო ამიკლეს ხომ ასეა? - ზუსტად! - დავიწყოთ! ჩაწერა დაიწყეს, რამდენიმე კარიერულ თემას შეეხნენ და ბოლოს პირად თემასაც შეეხნენ. - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაქვს გასაიდუმლოებული სასიყვარულო ურთიერთობა, რომელსაც მკაცრად მალავთ შენ და შენი მეწყვილე. - და? - ჩვენს მაყურებელს აინტერესებს , ვინ არის ის იდუმალი ქალბატონი, ვინც თვით უტა ალექსიძის გული დაიპყრო. - თვითონ ახსენეთ ეს ამბავს მკაცრად ვმალავთ! - მოდი გულწრფელები ვიყოთ, ალბათ, რთულია შენნაირი ძლიერი კაცის გვერდით მყარად დგომა. - ცუდად თამაშობთ! - მართალია უწესოდ ვთამაშობ, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა სწორ გზას გადაუხვიოთ რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. - ანუ სახელი? - უყურებდა მას და ზიზღის მეტს ვერაფერს გრძნობდა. - პიროვნება! - თქვენ გაიმარჯვეთ, ის ადამიანი, რომელიც ჩემი მომავალი ცოლი გახდება და ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ლილე ყიფშიძეა, თქვენი ტელევიზიის ჟურნალისტი. თათია ნამდვილად დაეცემოდა, რომ არ მჯდარიყო. - ლილე ყიფშიძე. - ხმას ვერ იმორჩილებდა. - დიახ! - რა სასიამოვნო სიუპრიზია, მაყურებლუსთვის და საერთოდ მთელი ქვეყნისთვის! - ალბათ. - სასიამოვნო იყო, თქვენთან საუბარი და დიდ მადლობას გიხდით მოსვლისთვის და რათქმაუნდა გულწრფელი საუბრისთვის, კეთილი სურვილებით დაგემშვიდობებით თქვენც და ჩვენს მაყურებელსაც. - გმადლობთ! - კმაყოფილ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. - გადაღება დასრულებულია! - გაისმა ხმა. თათია ეგრევე წამოვარდა. - რას ჰქვია ლილე ყიფშიძე? იმ გოიმის გამო მითხარი უარი! - ყვირილი დაიწყო. - ხმას დაუწიე! - ყველა ვინც სტუდიაში იყო გაკვირვებული უმზერდა - და წამომყევი! წინ გაიჭრა, რამდენიმე ოთახი ნახა და ცარიელში შევიდა. თათიაც ეგრევე შევარდა. - რას ნიშნავდა ეს შენი საქციელი, ეხლავე ამიხსენი! - შენ რეები ილაპარაკე?! - სიმართლე, რაც ასე გსურდა. - იმ გოიმოს გამო მითხარი უარი?! - ხმას დაუწიემეთქი! - ღრმად ჩაისუნთქა. - ლილე ჩემი შეყვარებულია და შესაძლოა მომავალში ჩემი ცოლი გახდეს. შენ კი ჩემთვის უბრალოდ გასართობი იყავი გასაგებია?! - ამას მწარედ განანებ! - მიდი გააკეთე შენი მაქსიმუმი მე კი ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ! მთელ ტელევიზიაში ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა და რათქმაუნდა, ლილემაც გაიგო, მთელ ტელევიზიში დაიწყო უტას ძებნა, ბოლოს დაინახა ოთახიდან რომ გამოდიოდა და მისკენ დაიძრა. - რა ჯანდაბა ჩაიდინე! - მისმინე... - არვიცი, ეხლავე ყველაფერს გამოასწორებ! ხელი მოქაჩა და ოთახში შეაგდო. - არაფერი თქვა! ყველაფერს აგიხსნი! - გისმენ! - შეგიძლია ცოტახნით ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშო? - მეღადავები? - მისმინე, თათია გაბუნია, არის ჩემი ყოფილი, და ეხლა სიმართლე რომ ვთქვა ცხოვრებას გამიმწარებს. - შენი ცხოვრების მაგივრად ჩემი ცხოვრება დავაყენო საფრთხის წინაშე?! - რას გულისხმობ? - დებილი ხარ? - წესიერად ილაპარაკე! - ყველა ჩათვლის, რომ ყველაფერი რასაც მივაღწიე, შენი დამსახურებაა! - ამ ყველაფერს მე მივხედავ! - ხალხს გააჩუმებ? - შენთან ხვეწნას არ ვაპირებ! - და მეც არ ვაპირებ შენს შეყვარებულობას! - მისმინე , სერიოზულად, რომ არ იყოს საქმე ასეთ სისულელეს არ ჩავიდენდი. რასაც მთხოვ ყველაფერს შეგისრულებ. ლილე, რამდენიმე წამი ჩაფიქრდა. - ერთი პირობით დაგთანხმდები. - უტამ ეჭვის თვალით შეხედა. - რა პირობით? - შენც უნდა ითამაშო მამაჩემთან ჩემი შეყვარებულის როლი. - ხუმრობ? - არა! - ირონიულად გაუღიმა. - თანახმა ვარ! - საღამოს შევხვდეთ, და დეტალები დავაზუსტოთ. - ნომერი მითხარი. - მე მაქვს! - რა? - შენი ნომერი. - რათქმაუნდა! - დიდზე გაეღიმა. - იმედია შეცდომას არ ვუშვებ. - არა, არ უშვებ. მთელი დღე თანამშრომლების მოგერიებას მოუნდა. ბოლოს, კაფის მისამართი გაუგზავნა უტას თან იმ ადგილისკენ დაიძრა. კაფეში იჯდა და თან ყავას წინ უტა რომ დაუჯდა. - საღამომშვიდობის. - საღამომშვიდობის. - აბა? - აბა? - აქ რისთვის მომიყვანე? - დეტალები უნდა შევათანხმოთ. - რა დეტალები? - მაგალითად, სად გავიცანით ერთმანეთი. - ჩემგან ინტერვიუს აღების დროს. - რამდენი ხანია ერთად ვართ? - სამი თვე. - კარგი, საყვარელი ფერი? - ეგ რა შუაშია? - მე შენზე თითქმის ყველაფერი ვიცი, რაც ნათქვამი გაქვს ინყერვიუებში, მაგრამ ისეთი, რაღაცეებიც იციან შეყვარებულბმა როგორიცაა საყვარელი ფერი. - კარგი, ლურჯი, შენ? - თეთრი, საყვარელი ფილმი არ მაქვს, მაგრამ საყვარელი ჟანრი მელოდრამა. - საშინელებათა. - საყვრელი კერძი ხინკალი. - შემწვარი კარტოფილი. - ჰობი, ჯირითი. - ჩემი ჰობი, ჩემი საქმეა. - ხუმრობ? - არა. - ლილეს ნამდვილად ეტყობოდა გაოცება. - ჯაზი. - როკი. - აღარ გაქვს კითხვები? - არა. - მაშინ, შენზე მომიყევი. - ლილე ყიფშიძე, ოდაერთი წლის, ჟურნალისტი, ჩემი დაბადების თარიღია ორიათასერთი წლის ოცდაშვიდი სექტემბერი, დედისერთა, დედა არ მყავს, მხოლოდ მამა დამრჩა და ვცდილობ ბედნიერად გაატაროს თავისი დარჩენილი ცხოვრება. - ამის გამო დამთანხმდი? - დიახ! - საათს დახედა. - ჩემი წასვლის დროა. - წაგიყვან! - არ არის საჭირო! - დღეიდან ჩემს შეყვარებულად ითვლები, ამიტომ რაღაცეები შეიცვლება! - კარგი. გზაში იყვნენ, როცა უტამ ისევ წამოიყო საუბარი. - ის ბიჭი გუშინ ვინც მოგაკითხა ვინ იყო? - მეგოაბარი. - კარგი. სახლამდე მიაცილა. - ნახვამდის! - ნახვამდის! მალევე მიეფარა თვალს. უტა კი ალექსანდრეს სახლისკენ დაიძრა, სადაც ბიჭები შეკრებილიყვნენ. - ვაა, ეს ვინ მოსულა. - უკვე მოასწარით? - აბა, აღარ დაადგი მოსვლას საშველი. - მთვრალი ლაზარე სულ სხვა ადამიანი იყო. - რაღაც ჩავიდინე! - რა? - ხომ იცით თათია? - მერე? - ალექსანდრე ჩაერთო. - გუშინ მაგასათან ერთად გავატარე საღამო. დილით კი ერთი თეატრი მომიწყო იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოვენატრე და ასე შემდეგ, თავი რომ დამძვრინა ვუთხარი, რომ შეყვარებული მყავდა...დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. - და ასე უბრალოდ დაგთანხმდა? - ლაზარე ბოლო ხმაზე ხარხარებდა. - არ მისმენდი? - დამშვიდდი უტა, ჩვენ ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ მაინც გაიგე იმ გოგოს შესახებ, ასე ბრმადაც არ ენდო. - აუცილებლად გავიგებ ყველაფერს! - ანაბელი სად არის? - ძინავს... ალბათ. - მხრები აიჩეჩა. - რამე მოხდა? - არავინ გასცა ხმა. - ამოღერღეთ! - რა მოხდებოდა, შენი აზრით?! უსაფუძვლოდ იეჭვიანა, ანაბელი გააბრაზა და ამ საღამოს მდივანზე უწევს ძილი. - საბამ უპასუხა. - რა მოხდა ასეთი? - ალექსანდრეს მიუბრუნდა. - თვალებს უჟუჟუნებენ და ეს მეუბნება არაფერსაც არ მიჟუჟუნებენო. - და მაგის გამო ეჩხუბე? - ვერ გაიგე?! ყველა უჟუჟუნებს თვალებს, და ეს ისე იქცევა თითქოს ვერ ამჩნევდეს. - და რა გააკეთოს? ამაზე პასუხი აღარ გასცა. - ტყუილად ეჩხუბე იმ გოგოს! - ხედავ, უტაც კი ჩემს მხარეს არის! - ყველა უკან შეტრიალდა. - ვა, რძალს გაუმარჯოს! - გამარჯობა უტა. - მის ძმას მიუჯდა გვერდით, ალექსანდრეს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, თითქოს არც არსებობდა. - რატომ არ გძინავს? - ლაზარე, ამ არსებას უთხარი ნუ მელაპარაკება! - ნუ მელაპარაკებაო! - ლუდს დალევ? - საბამ ლუდის ქილა მიაწოდა. - საბა! - დიდი სიამოვნებით! - ისე გამოართვა, თითქოს დიდი მსმელი იყოს. - არ შეიძლება შენთვის დალევა! - მგონი, ბუზი შემოფრინდა სახლში, ბზუილი არ გესმით?! - ანაბელ დადიანო! - ჩვენი წასვლის დროა! - რატომ? - ანაბელ ჩვენ წავალთ და როცა ომს დაასრულებთ მაშინ შემოგივლით. ბიჭები გააცილა და მისაღებში დაბრუნდა, ანაბელი წამოწოლილ ფორმაში დახვდა, ლუდს მიირთმევდა და თან ფილმს უყურებდა. სწრაფად მიუახლოვდა და ბოთლი ააცალა. - ეს შენთვის არ შეიძლება! - მე გადავწყვეტ ჩემთვის რა შეიძლება და რა არა! სხვა ბოთლი აიღო. - ანაბელ მაბრაზებ! - მეც მაბრაზებ ალექსანდრე! - მათ შენგან იცი რა უნდათ? - ის რასაც თითქმის ყოველღამე ჩვენ ვაკეთებთ! - გველურად გასცა პასუხი. - ყოჩაღ, გცოდნია! - ამ საღამოს ჩემთან ერთად არ დაიძინებ! - წასასვლელად დაიძრა. - ანაბელ - შეაჩერა. - მაპატიე რა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, როგორ მიყვარს შენი ხმა, სიცილი, ჩახუტება, შენთან ერთად ბოდიალი და შენი გულისცემის მოსმენა. - მაინც არ დაიძინებ ჩემთან! - ეგრევე ჩაეხუტა - მთელი ღამე ინატრებ, ენა კბილს რატომ არ დავაჭირეო! - მოშორდა და საძინებლისკენ დაიძრა. .............................. დაგიბრუნდით???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.