შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 უცნაური წვიმით ნაპოვნი მეორე ნახევარი


23-05-2023, 10:17
ავტორი ciracira329
ნანახია 290

თავი VIII
დიდხანს ვიჯექი ოთახში ჩუმად, ფიქრებთან ჩხუბში. ბოლოს გულმა ვერ მომი თმინა და ჩავიცვი გამოყვანილი იისფერი კაბა, ძალიან მიხდებოდა. ამ ფერისვე ქუსლიანი ფეხსაცმელიც მქონდა და ჩანთაც. საერთოდ მიყვარს ერთ ფერში ყოფნა და ვცდილობ ხოლმე რომ ყველაფერი ასე ვიყიდო. თმა ავიწიე და ამაყად გავედი სახლიდან, ჩემი მანქანით წასვლაზე არც მიფიქრია, ამიტომ ტაქსი გამოვიძახე, მისამართი ვუთხარი და ჯერ კიდევ მშვიდი მივყვებოდი ტაქსს. ბოლო წყნეთის გზაზე რომ აუხვია ავღელდი, შემეშინდა, რადგან მისამართში წყნეთი არ იყო ნახსენები. როგორც მივხვდი ტაქსიც ნიკას გაფრთხილებული იყო. სული შემეხუთა შიშისგან, უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ტაქსი გაჩერდა ულამაზეს სახლთან, რა ადგი ლი იყო არ ვიცი, მაგრამ მშვენიერება იყო. ჭიშკარი ფრთხილად გავაღე და შევედი. ბილიკს გავუყევი, მაგიდა იდგა და ვარდისფერ კონვერტს მოვკარი თვა ლი.გავხსენი და იქ ეწერა:
- თუკი ეს შენ უკვე გახსენი ე.ი. ჩემი ცოლიც გახდები. ბილიკს გამოყევი ბოლომდე. სიყვარულით ნიკა. ისევ ეს ამპარტავნება და სიამაყე. როგორი თვითდაჯერებუ ლია?! მაბრაზებს ხანდახან ეს ფაქტი ძალიან. ბილიკის ბოლოს კვლავ წერილი დამხვდა:
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი, რაც არ უნდა იყოს ეს იდუმალება ვიცი გიზიდავს ჩემო ნინა! 2 წუთი დაჯექი, თვალები დახუჭე და დაიცადე რა მოხდება. კიმაგრამ ეს რა მითვალთვალებს?! ზუსტად როგორ დათვლის ნეტავ 2 წუთს? ან რა იცოდა როდის ვიქნებოდი აქ?! სულ დავიბენი... მაგრამ რადგან უკან აღარ დავბრუნდებოდი ვიცოდი თავადვე, ამიტომ მის სურვილს დავყევი და დავჯექი, ორი წუთი ვიჯექი, შემდეგ თვალები დავხუჭე. ვიგრძენი ვიღაცის მოახლოვება. რა თქმა უნდა, არ შემშინებია. უცებ ჩამჩურჩულა:
- ნინა მოვედი!
- კი მაგრამ აბა რაღაც მოხდებაო?! -უკვე აღარაფერი მესმოდა... ოხ ნიკა რამდენი რამის ახსნა მოგიწევდააა... ვფიქრობდი ჩემთვის, რომ თვალგახელილს ჩემი ოცნების ბიჭი მედგა. უცებ ინათა ფეიერვერკმა, აი ესეც გავიფიქრე რასაც ველოდი, მაგრამ ნიკა ხომ საოცრებაა, ამიტომ ეს ყველაფერი არ იყო თურმე... უცებ განათდა მთელი ბილიკი, მაგიდის სიახლოვეს სიბნელეში ნამდვილად არ დამინახავს, მაგრამ თურმე მუსიკოსები ყოფილან, მშვიდი რომანტიული მუსიკის დაკვრა დაიწყეს, თვალები მიფართოვდებოდა გაოცებისგან ნელ-ნელა და ნიკა ჩემს რეაქცი ებს ისრუტავდა მეგონა... უცებ ჩაიმუხლა და თვალებში დაჟინებით მიყურებდა, ჯიბიდან კოლოფი ამოიღო, უკვე ყველაფერი ნათელი იყო, ისევ ხელს მთხოვდა.
- ნინა კანდელაკო თანახმა ხარ დაინიშნო ჩემზე? ვიცი რომ ამჯერად არ მეტყვი უარს, რადგან რომ არ გიყვარდე აქ არ მოხვიდოდი, ასე რომ უკვე რას უნდა ველო დო არც ვიცი...
-ნიკა! მაოცებ და მებრძოლი ხარ, მოკლედ სულ ცდილობ გამაოცო. მეგონა ახლა მაინც არ გვექნებოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ შენ ხომ ერთი დიდი მოულოდნე ლობახარ! და მაინც შენ მართალი ხარ, ხო ნიკა მიყვარხარ და თანახმა ვარ ვიყო შენი შეყვარებული, შემდგომში შენი მეუღლე და შენი შვილების დედა. ნიკას თვალები გაუბრწყინდა, მიუხედავად იმისა დარწმუნებული წარმოთქვამდა თავის სიტყვებს, მაინც არ ელოდა ჩემგან ამგვარ სითამამეს.
- ნინა რა თქვი? გამიმეორე გთხოოოვ ჩემო საყვარელოოოოოოოოო....
- მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ნიკა!
- კიდევ რა კიდევ გაიმეორე ნინა გთხოვ, შენ არ იცი როგორ მსიამოვნებს ამის მოსმენა. ამაზე გამეცინა, კარგი ნიკა რას ბავშვობ მიყვარხარ! სიხარულისგან ნიკას აზროვნება წაერთვა, ცოტა ხანს უძრავად იდგა, მერე ხელში ამიყვანა, დამაბზრია ლა, მერე ზემოთ ამწია, ჩამომსვა და ტკბილად შეეხო ჩემს ბაგეებს... ხო ეს ჩემი პირველი კოცნა იყო. დამადნო მისმა ტუჩებმა, თავი ვერ შევიკავე და ავყევი, ისე ვკოცნიდი ლამის შევისრუტე. ჩემი ასეთი თამამი ნაბიჯები იყო, რომ აგიჟებდა ნიკას, ბოლომდე ვცდილობდი ჭჯუიდან გადასულიყო, ზუსტად ისე, როგორც მე მის მოულოდნელობებს გადავყავდი ჭკუიდან. როგროც იქნა მოვწყდი მის ბაგეებს და ტკბილი ტუჩებით მთვრალი დავჯექი მაგიდასთან, ნიკაც ჩემს წინ დაჯდა. შამპანური დავლიეთ ერთად ყოფნის აღსანიშნავად. ცოტა რაღაცებიც მოვაყოლე თავის თავზე, მე ხომ მას არ ვიცნობდი, მაგრამ ამას თქვენ მოგვიანებით მოგიყვებ ით... სასმელი მომეკიდა, არა სასმელის ბრალი კი არა მისი სიახლოვის ბრალი იყო... დროის შეგრძნება ხომ საერთოდ დამეკარგა და იმ დროს არავინ მახოსვდა ყველაფე რთან ერთად... ბოლოს სასმელით გათამამებული ავდექი და ვნებიანად დავწვდი მის ტუჩებს, რომლებიც მთელი ეს დრო მიწვევდნენ... ნიკაზე ვერ ვიტყვი დათვრათ ქო, მაგრამ მაინც ამყვა ალერსში, თუმცა ეს ქალსაა რომ სჭირდება სასმელი სითამა მისთვის და მსგავსი ნაბიჯის გადადგმისთვის... როგორც ფილმებში გინახავთ, ზუსტად ისე შევიყვანე სახლში, სრულიად უცხო სახლში შევაბიჯე, მე არც ოთახი ვიცოდი მისი და არც არაფერი აქ, მაგრამ ნიკამ ხელში ამიყვანა და თავის ოთახში საწოლზე დამსვა. მერე კი მითხრა ნინა ახლავე ცივ შხაპს მიიღებ, რადგან ძალიან მთვრალი ხარ და არ იცი რას აკეთებ, მე კი შენი სიმთვრალით არ ვისარგებლებ! ასე რომ, ქალბატონო ნინა შეხვალ ახლავე აბაზანაში და შემდეგ ვილაპარაკებთ შენს ამ საქციელზე... გავოცდი ამას არ ველოდი, როგორ ნუთუ მას არ უნდოდა ჩემთან? როგორ არა, ჩემთან ყოფნის სურვილი კლავდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ნამდვილი მამაკაცი არაკაცობად თვლიდა ალბათ, რადგან მთვრალი ვიყავი ჩემთან დაწოლას სწრაფად შევასრულე მისი მოთხოვნა და შხაპი მივიღე... მესიამოვნა და ნამდვილად გამოვფხიზლდი, მაგრამ გასვლის მრცხვენოდა, მრცხვენოდა ნიკასთ ვის თვალებში ჩახედვის, რას იფიქრებდა ჩემზე ვინ იცის, მაგრამ დიდადაც არ ვღელავდი, იმიტომ რომ მიყვარდა და ამის გაკეთებაც ამიტომ მინდოდა... გამბედაობა მოვიკრიბე და გავედი... კაბა ოთახში მქონდა, ამიტომ საცვლებით გავედი, მაგრამ თურმე ნიკა კარებთან იდგა, უცებ მოვიფიქრე რომ არაფერი ეთქვა ეგრევე ვაკოცე, საცვლების ამარა რომ დამინახა ცდუნებას ვეღარ გაუძლო, თან ახლა გამოფხიზლებული ვიყავი და მას არ დავაბრალებდი ჩემს თავხედურ ნაბიჯს... საწოლზე ფრთხილად დამაწვინა და ისე მკოცნიდა მეგონა ტუჩები აღარ მექნებოდა, თან ხელებით მეალერსებოდა... სიმართლე გითხრათ პირველი ღამის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ ჯერ არაფერს ვიმჩნევდი... ნიკა ტუჩებს მოწყდა, ყელში მკოცნიდა, ხელის ერთი მოძრაობით შემხსნა ლიფი და ნელ-ნელა ქვემოთ და ქვემოთ ჩადიოდა, მათრობდა მისი ტუჩები, ისეთი თბილი, ისეთი ტკბილი იყო, რომ ყველაფერი დაგავიწყდებოდა იმ წუთს, მეც ასე ვიყავი... მთელი ფეხები რომ დამიკოცნა საცვალი გამხადა და აი აქ დაგერხა ნინა, გავიფიქრე წამით... მე გამოვიწ ვიე და ახლა როგორ ვუთხრა შიშით ვკვდებითქო?! მგონი არ ღირდა ასე აჩქარება ვფიქრობდი უკვე, მაგრამ უკან დახევა ფაქტი იყო გვიანი იყო, რადგან ნიკა უკვე ჩემი სხეულით გაბრუებული იყო... უცებ ამომხედა, არ ვიცი იგრძნო თუ რა იყო, ჩემს გაფითრებულ სახეს რომ შეხედა გონს მოეგო...
- ვაიმე ნინა, მაპატიე! არ უნდა აგყოლოდი. მაპატიე, მაპატიე გთხოოოვ ჩემო ნინა! ვაიმე გაყიდა ჩემი შიში ჩემმა გაფითრებულობამ გავიფიქრე, რა უნდა მექნა არ ვიცო დი, ვდუმდი... მერე ჩემსკენ მოვწიე ტუჩებს დავწვდი და ჩავჩურჩულე:
- იმედია უმტკივნეულოდ ჩაივლის... გაეღიმა, მიხვდა რომ უკან დახევას არ ვაპირებდი... ისევ მაკოცა, სახეზე ხელი ნაზად დამისვა და ქვემოთ დაეშვა... საერთოდ არაფერი მიგრძვნია ტკივილის მაგვარი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი, როგორც ჩანს ტყუილად ვინერვიულე ამდენი, ნერვიულობისგან ცრემლებიც წამომ სვლია, ისე რომ თავადაც ვერ ვაქცევდი ამას ყურადღებას... ბოლოს ნიკამ რომ ამომხედა, მაგრად მიმიკრა გულზე, კიდევ მაკოცა და ჩამჩურჩულა:
- ჩემი ხარ პრინცესავ! საბოლოოდ! გავუღიმე, მაგრამ ჩემს თვალებს რომ დახედა გული გაუსკდა:
- ნინაააა,რატომ ტირი? გატკინე? მაპატიე პრინცესავ გთხოოოვ, მაპატიე... სახე მოეღუშა ნიკას... ამაზე ისე გამეცინა სულ გადაირია... ჩავეხუტე და ვუთხარი რომ კარგად ვიყავი...გვერდით მომიწვა და თავი მის გულზე მედო...რა სასიამოვნო იყო მისი გულისცემის მოსმენა... ისე ჩამეძინა, მთელი ღამე ვგრძნობდი ნიკა როგორ მეფერებოდა თმაზე... დილას ნიკას კოცნამ გამაღვიძა და სიცილით მითხრა:
- პრინცესავ ასე გაგიტკბა ჩემს მკლავებში, რომ გინდა დაღამებამდე გეძინოს? ვერ აგიღწერთ რა სასიამოვნო შეგრძნებაა საყვარელი მამაკაცის მკლავებში გაღვიძება, მისით დღის დაწყება და მისი ბედნიერი თვალების დანახვა...
- დიახ პრინცო, გამიტკბა... ვუპასუხე ამაყად. ნიკას გაეღიმა. მაგრად ჩამეხუტა და უკვე სრულიად გამოფხიზლებულზე მკითხა:
- ნინა ხომ არ ნანობ ჩემო პრინცესავ, რაც ღამით მოხდა?
- არა, რა თქმა უნდა... ვუთხარი და ვაკოცე. დილა არაჩვეულებრივად დაიწყო. საუზმე საწოლში მომართვა ნიკამ. მერე კი მეზარებოდა, მაგრამ მაინც სწრაფად ჩავიცვი... 4 საათზე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, ნიკამ გამიყვანა და ძლივს გადავედი მანქანიდან, უკვე ვერ ველეოდი და მიკვირდა როგორ ვძლებდი ადრე მის გარეშე. მითხრა საღამოს გამოგივლიო, მეც კმაყოფილი გადავედი მანქანიდან და შევედი სამსახურში, აი იქ ნატუკას ისეთი სახე ჰქონდა... სანამ ნატუკაზე გადავ ალ მანამ თქვენთან მაქვს სალაპარაკო, ვიცი შეიძლება ბევრმა გამკიცხოს, რომ პირველივე ასეთ შეხვედრაზე მასთან გავატარე ღამე, მაგრამ ეს ის იყო, რაც არა ვნების გამო, არამედ სიყვარულით მინდოდა იმ წუთს... ამიტომ მე არ ვნანობ, ასე რომ თქვენც ნუ გამკიცხავთ. არავინ იცის, თქვენ რას იზავდით ჩემს ადგილზე....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent