შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 უცნაური წვიმით ნაპოვნი მეორე ნახევარი თავი X


25-05-2023, 09:46
ავტორი ciracira329
ნანახია 236

დილას საშინელ ხასიაძე გამეღვიძა. ყველაფერში დამნაშავედ ვთვლიდი საკუთარ თავს, თუ წვიმას? უკვე არაფერი ვიცოდი. ბატონ გიგას დავურეკე და ვთხოვე გავეთავისუფლებინე რამდენიმე დღით. ჩემი ხმა, რომ გაიგო, მიხვდა ძალი ან ცუდად ვიყავი და ეგრევე დამთანხმდა. ოთახიდან გავედი და ანდრეა დავინახე ისევ საუზმეს მიკეთებდა. სიმართლე გითხრათ, მესიამოვნა ჩემი მზრუნველი ძამიკოს დანახვა, მაგრამ მე ხომ მასზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი... მაინც მივედი და ლოყაზე ვაკოცე, რომ შემომხედა ჩემი თვალების დანახვისას შეკრთა, საშინლად გამოვიყურებოდი, მაგრამ არ შეიმჩნია მომეხვია და თბილად გამიღიმა. მივხვდი, რომ მასზე გაბრაზებასაც აზრი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ მის გამო დავკარ გე ნიკა, აი ნატუკას დაკარგვა კი ფაქტი იყო, ჩემი ბრალი იყო, ამიტომ ვეცადე დანაშაული საკუთარ თავში მეძია და არა ანდრეაში. პიტნის ჩაი გამიკეთა ანდრეამ დასამშვიდებლად. მართლაც კარგად იმოქმედა ჩაიმ და შემდეგ გემრიელად მივირთვი ანდრეას გაკეთებული საუზმე. ჩემი ძამიკო როგორი მონატრებული მყავ და, ახლა ხომ მე უნდა ვუვლიდე მას, დილაობითაც მე უნდა ვახვედრებდე საუზმ ეს, არადა პირიქით რომ ხდება... ანდრეამ კინოში წამიყვანა, ცოტა ხასიათზე მოხვ ალ, მართალია ღირსი არ ხარო, მაგრამ მაინც... არაჩვეულებრივად გავერთე, კარგი კომედია შეერჩია ჩემს ძმას, რამაც მართლაც მიშველა და ხასიათზე მოვედი. კინოდან გაღიმებული გამოვედი, რაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ცხოვრება ში. ასე მოკლე ხანში ვცდილობდი მესწავლა მათ გარეშე ცხოვრება, ვის გარეშეც ვერ წარმომედგინა ყოფნა. სახლში კმაყოფილი დავბრუნდი და ანდრეას მადლობა გადა ვუხადე, რომ მიუხედავად ყველაფრისა ასე ცდილობდა ჩემს ხასიათზე მოყვანას. ღამით ტკბილად მეძინა. მეორე დღიდან სახლი კი არა სასტუმრო იყო უკვე. ანდრეას ძმაკაცებს გაუგიათ, რომ ჩამოვიდა და მოკლედ სახლში დიდი ჟრიამულე ბა იყო. რომ გამოვედი ოთახიდან საღამურის ამარა ვიყავი და ანდრეას ერთ-ერთი ძმაკაცის (თოკას) გაოცებული სახე დავინახე, მივხვდი რომ ზედმეტად მოკლე საღამური მეცვა და ჩემს ფეხებს დახამებული უყურებდა. უცებ გავიგონე დარტყმის ხმა, ანდრეას შეუნიშნავს ეს ყველაფერი და თოკას გაარტყა. მეგონა იქვე მოკვდებო და. წყალი დავლიე და ოთახში შევბრუნდი, რომ ნორმალურად ჩამეცვა. ამ დროს ანდრეა შემომივარდა:
- ნინა! მაპატიე რომ არ გაგაფრთხილე დილას, მათი აქ მოსვლის შესახებ. თოკას გამოც მინდა ბოდიში მოგიხადო, როგორც ნახე მიიღო კარგად ასე შემოხედვის გამო. ვერ გავაგებინე მოკლედ მათ, რომ ჩემი და კი ვიცი რომ ლამაზია, მაგრამ მათ როგორც დას ისე უნდა გიყურონ. თან გაეღიმა თავისავე ბოლო სიტყვებზე. მეც მივედი, ჩავეხუტე და დავამშვიდე:
- არაუშავს ანდრე, პირიქით მე მაპატიე. არ უნდა გამოვსულიყავი ასე. ახლა კი გამოვიცვლი, გადი მათთან. ანდრეა არ შემწინააღმდეგებია და გავიდა. მე ჯინსი და მაისური ჩავიცვი, შორტის ჩაცმას თოკას გამო თავი ავარიდე. არ მინდოდა კიდევ მოხვედროდა ანდრეასგან. მათთან ერთად ვიხალისე კარგად. გვიან წავიდნენ და საკმაოდ გადავიღალე, ძლივს მივალაგე ოთახი, თუმცა ანდრეა დამეხმარა და ყველაფერი ისე მივასუფთავეთ თითქოს არც არავინ ყოფილიყო აქ. ღამით კვლავ კარგად მეძინა. თითქოს ცოტა ხნით ნიკაზე ფიქრები მომშორებოდა. დილას კი, როგორც კი თვალები გავახილე, მივხვდი რომ მომნატრებოდა. ლამის ავტირდი ისე მომინდა იმ წუთს ჩავხუტებოდი. წამიერი სისუსტე იყო, თუ რა არ ვიცი, მაგრამ აშკარად ისევ მახსოვდა და გულში მყავდა ჩამალული ისე, რომ იშვიათად შეეხსენე ბინა თავი. დილას ცრემლები უკვე ნიშნავდა ნაღვლიანი დღის დასაწყისს. გადავწყვ იტე აბაზანაში შევსულიყავი, რათა ცოტა ხნით მაინც მიმეცა ფიქრებისა და ემოცი ებისათვის გასაქანი. ცხელი წყლის წვეთების შეხებამ სხეულზე, დამშვიდების ნაცვლად მართლაც ამიშალა ფიქრები. გამახსენდა ყველაფერი. ყოველი წუთი, რომელიც მასთან გავატარე, ნემსებივით მესობოდა და მტკიოდა ყველა ნერვი. აბაზინად საშინელ გუნებაზე გამოვედი. ანდრეაც სახლში არ დამხვდა, თავს საშინ ლად ვგრძნობდი. მეგონა ყველაფერი თავზე ჩამომექცა. ვიფიქრე ნიკას დავურეკავ თქო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცოდი ანდრეა არ მაპატიებდა, თან არ მინდოდა რაიმე ისე გამეკეთებინა, რომ მას ეგრძნო ჩემგან რომ მაკლდა, მე მინდოდა მას ისე მოვნატ რებოდი, რომ ყველაფერი გაეკეთებინა ჩემს დასაბრუნებლად. ეს დღეც ასე უხალი სოდ გავიდა. ანდრეა გვიან დაბრუნებულა შინ, მე უკვე მეძინა. ჩემს ოთახში შემოსუ ლა, მაკოცა და ისე დაიძინა თურმე. ჩემი თბილი ძამიკო. ასე უხალისოდ გავიდა რამდენიმე დღე. საკუთარ თავში ჩავიკეტე.როგორ მჭირდებოდა ახლა გვერდით ნატუკა. ვინმესთან მსურდა ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ არავინ მყავდა ვინც მომისმენდა. მეორე კვირაში სამსახურში დავბრუნდი. ბატონმა გიგამ ახალი საქმე დამახვედრა. მე რაც შემეძლო ენერგიულად შევუდექი თარგმნას. ყველაფერი არაჩ ვეულებრივად გამომივიდა. საღამოობით ანდრეა მაკითხავდა და ასე გადიოდა დღე ები. სრულიად ერთფეროვნად... ყველაფერ ცუდიდან 3 თვის შემდეგ, გადავწყვიტე დედას და მამას საფლავზე წასვლა, მინდოდა მათთვის მაინც გამეზიარებინა ჩემი ტკივილი, თორემ უკვე გავგიჟდებოდი... საფლავის ქვასთან დავემხე და ავტირდი, როგორ მინდოდა მათ ჩავხუტებოდი. დედის კალთაში ჩამედო თავი და მეტირა ასე, მაგრამ მე ხომ ის აღარ მყავდა. ღმერთმა ნეტავი რატომ დამსაჯა ასე? დედის გარეშე ჩემს ასაკში ყოფნა ურთულესია. მიუხედავად ანდრეას გვერდში დგომისა, მე მაინც მარტო ვიყავი სულ თითქმის. დედას სურათს შევცქეროდი ქვაზე გამოსახულს და სიტყვები თავისთავად ლაგდებოდა აზრებად და ყველაფერი გავანდე მის ცივ სურათს, რომლიდანაც საუცხოოდ თბილად მიცქერდა მისი თვალები, ან იქნებ მე მელანდებოდა ასე? დედას სულს შევავედრე ნიკას თავი და წამოვედი თვალცრემლ იანი. ანდრეამ მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო, თანაც მომცა საშუალება მარტოს მეტირა და ყველაფერი ამომეღო გულიდან, რაც კი დაგროვილი მქონდა. მანქანაში რომ ჩავჯექი კვლავ ავტირდი. ბოლოს სამებაში მივაყვანინე თავი ანდრეას, აქ ყოფნა მამშვიდებდა. სანთლები დავანთე. ყველა ხატს შევავედრე ჩემი ბედნიერება და წამ ოვედი. სახლში შედარებით დამშვიდებული და რაღაც კარგის მოლოდინით აღსავ სე დავბრუნდი. რას ველოდი მეც არ ვიცოდი. 2 კვირა ისევ ასე გავიდა. საშინელი შესახედი ვიყავი უკვე... ბატონმა გიგამ გამომიძახა:
- ნინა ჩემო კარგო, შენთვის ახალი საქმე მაქვს. გამოძახებაა 2 დღეში რესტორანში.
- კი მაგრამ მე იქ რა მინდა, ბატონო გიგა?
- ნინა,დამირეკეს და მთხოვეს გაგიშვა იქ, რადგან თარჯიმანი სჭირდებათ. დამკვეთი არის კობახიძე ლევანი. შენი იმედი მაქვს. ელეგანტურად გამოეწყვე და კიდევ ერთი ნიღაბი უნდა გაიკეთო, ყველა იქნება ნიღბით.
- ნიღაბი ჩემთვის რა საჭიროა, ბატონო გიგა?
- ნინა მთხოვეს და აბა რა გითხრა?
- კარგით, კარგით. სიმართლე გითხრათ დაბნეული გამოვედი ბატონი გიგას კაბინეტიდან. სახლში მივედი და ვფიქრობდი ამ უცნაურობაზე. ჩამეძინა ფიქრებში გართულს. დილას მაღაზიებში წავედი, მომიწევდა რაიმე კაბის, ქუსლიანი ფეხსაცმ ელების და ნიღბის შერჩევა. თითქმის მთელი ქალაქი მოვიარე. ძალიან დავიღალე. ბოლოს მივაგენი იმას, რაც მინდოდა: წითელი უზურგო კაბა, შავი ქუსლიანი უალამაზესი ტუფლები და წითელი ნიღაბი ვიყიდე. მომწონდა ყველაფერი ძალიან. დაახლოებით უკვე ვიცოდი როგორ მინდოდა თმის გაკეთებაც. სახლში იმდენად დაღლილი მივედი იმის თავიც არ მქონდა მენახა ანდრეა სახლში იყო თუ არა. დაღლილობისგან მისაღებში დამეძინა. ვიგრძენი როგორ ამიყვანა ანდრეამ ხელში და შემიყვანა ჩემს საძინებელში. დილას შედარებით ხალისიანად გამეღვიძა. ყავა გავიმზადე, აბაზანაში შევედი და იქიდან როგროც კი გამოვედი გამზადება დავიწ ყე, ყველაფერი მოვირგე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმა გავიშალე და წავედი. უნაკ ლოდ გამოვიყურებოდი, თუმცა რა საჭირო იყო ასე გამოპრანჭვა არ ვიცოდი, მაგრამ ფაქტი იყო სიამოვნებას მანიჭებდა ეს სამზადისი. ოთახიდან რომ გამოვედი ანდრეა გაგიჟდა:
- ნინა სად მიდიხარ ასე გამოპრანჭული?
- უცხოელი სტუმრები არიან და დამიქირავა ვიღაც ლევან კობახიძემ. წამიყვან ანდრე?
- რა თქმა უნდა, აბა ასე სად გაგიშვებ. ეს ნიღაბი რად გინდოდა დაიკო?
- მე არ მინდოდა, ყველა ნიღბით იქნება და შენც უნდა გაიკეთოვო დამავალა ბატონმა გიგამ.
- კარგი წავედით. ულამაზეს რესტორანთან გავაჩერეთ მანქანა. ანდრეა დამემშვიდო ბა და მითხრა, სანამ წამოხვალ დამირეკე მოგაკითავო, მეც დავთანხმდი და დავემშვ იდობე. შევედი რესტორანში, სადაც ვერავის ვარჩევდი, თუმცა ვინ უნდა მენახა არც ვიცოდი, უცებ ვიგრძენი შეხება და ხავერდოვანი ხმა ჩამესმა:
- თქვენ ალბათ ლევან კობახიძეს ეძებთ მომხიბლავო ქალბატონო.
- დიახ, მაგრამ თქვენ საიდან იცით?
- მე ვარ ლევანი. თქვენ ნინა,ხომ?
- დიახ. სასიამოვნოა ბატონო ლევან. აბა სად არიან სტუმრები? წავიდეთ, ხომ უნდა დაგეხმაროთ.
- იცით ნინა, სინამდვილეში აქ არავინაა მსგავსი.
- კი,მაგრამ აბა რა მინდა მე აქ? ავღელდი საშინლად. ცოტა ხმასაც ავუწიე.
- წამოდით ვიცეკვოთ და შემდეგ ვისაუბროთ.
- ჯერ ამიხსენით ყველაფერი, თორემ წავალ.
- ქალბატონო ნინა, გთხოვთ!
- ამიხსენით ვინ ხართ?
- ყველაფერს გაიგებთ ნუ ჩქარობთ. ცოტა თითქოს ხმაც მეცნობოდა, მაგრამ ვერაფ ერს ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს ამიტომ წავყევი საცეკვაოდ. ისე მიმიკრა მეგონა ვეღარ ამოვისუნთქებდი, რამდენჯერმე მკლავზე გადამწვინა, დამაბზრიალა და ისევ მიმიხუტა. ვგრძნობდი მის გახშირებ ულ სუნთქვას, სუნთქვაც კი მეცნობოდა, მაგრამ არ მინდოდა დამეჯერებინა რომ ის იყო, ვინც მე მეგონა იმ წუთს. როგორც კი ცეკვა დასრულდა ნიღაბი მოუთმენლად მოვხსენი და გული წამივიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent