შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დადიანის ქალი! - 12 თავი


26-05-2023, 01:21
ავტორი nica_nica
ნანახია 1 839

მომდევნო დღეები უტასთვის და ლილესთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე პაპარაცები ხვდებოდნენ, ლილე, ამის გამო საქმეს თავისუფლად ვეღარ აკეთებდა და უფროსმა კატეგორიულად მოთხოვა ერთი კვირა ჩამოშორებოდა საქმეს.
ლილემ ვერაფერი რომ ვერ გააწყო, იძულებული გახდა ერთკვირიანი დასვენება მიეღო.
სოციალური ქსელში ხომ ქარიშხალი ტრიალებდა, ლილეს წარმატებას უტას აწერდნენ, ამაზე ლილეს ნერვები ეშლებოდა.
უტასთვისაც არ იყო ადვილი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფოტოებს უღებდნენ, ადრე თუ მექალთანის სახელით სარგებლობდა და არავის აინტერესებდა მისი ქალები, ეხლა ყველა მის ნაბიჯს უკვირდებოდნენ.
კიდევ ერთი ჩველებრივი დღე გათენდა ლილესთვის, ჩიფსებს მიირთმევდა და თან ტელევიზორს უყურებდა, როცა უტას ზარი შემოვიდა მის ტელეფინზე.
- გისმენ.
- რას აკეთებ?
- არაფერს საინტერესოს!
- სამსახურში ისევ არ დაბრუნებულხარ?
- ხვალ ვბრუნდრბი!
- ანუ ამ საღამოს თავისუფალი ხარ?
- კი.
- საღამოს ჩემი პროექტის პრეზენტაციაა.
- მერე?
- ჩემთან ერთად უნდა იყო.
- კარგი!
- კარგი?
- ხო, რა იყო?
- ანუ გაპროტესტებას არ აპირებ?
- აზრი ექნება?
- არა!
- მაშინ ტყუილად რატომ უნდა დავხარჯო ენერგია?
- საღამომდე!
- საღამომდე!
სწრაფად წამოდგა და იქაურობა მიალაგა, შემდეგ შხაპი მიიღო და კაბის შერჩევა დაიწყო.
გრძელი, წითელი, ჩახსნილი კაბა შეარჩია, თმა ზევით აიწია, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, მხოლოდ წითელი მკვეთრი პომადა წაისვა. შავი ფეხსაცმელიც მოირგო და იმავე ფერი ჩანთა.
საღამოს ექვს საათზე უტას მესიჯი მიიღო "ჩამოდი!"
რამდენიმე წუთში უკვე მანქანაში ისხდნენ და რესტორნისკენ მიიწევდნენ.
მანქნიდან ორივე ერთად გადმოვიდნენ და კარებთან შეჩერდნენ.
- რამდენი ხანი გავჩერდებით?
- დაახლოებით ორი საათი.
- კარგი!
ხელჩაკიდებულები შევიდნენ შიგნით. იქ მხოლოდ, უტას მიერ შერჩეული ჟურნალისტი გახლდათ.
რამდენიმე სტუმარს მიესალმნენ და თავიანთ მაგიდას მიუახლოვდნენ იქ მხოლოდ უტას მეგობრებს დაეკავებინათ ადგილები.
- უტა როგორც იქნა - გადაეხვია ლილესათვის უცნობი ადამიანი.
- როდის ჩამოხვედი?
- გუშინ საღამოს. - ლილეს შეხედა - თქვენ ალბათ მშვენიერი ლილე ბრძანდებით.
- უბრალოდ ლილე! - ზრდილობიანად გაუღიმა.
მაგიდას მიუსხდნენ.
- გამარჯობა, მე ანაბელი ვარ - ანაბელი მიესალმა.
- სასიამოვნოა.
- ეს ჩემი ქმარია ალექსანდრე - გაბრაზებულმა შეხედა. - ეს კი საბა, გიგი, ერეკლე და ვატო. - თან აცნობდა თან აჩვენებდა.
- ძალიან სასიამოვნოა!
- აბა არ გაგვეცნობი?
- დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იცით ჩემს შესახებ - გაეცინა.
- ნუ...
- არაფერია, ბოლო დღეებია ძალიან პოპულალური ვარ.
- მაქამდეც არ გაკლდა - გაეცინა უტას.
- არ ვიყავი უკმაყოფილო!
რაღაცის თქმას აპირებდა, როცა მისი თანაშემწე მიუახლოვდა:
- ბატონო უტა, დროა!
- კარგი!
უტა სცენაზე ავიდა და სიტყვა წარმოსთქვა.
- ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ეს დღე იმ დღეების სიაში ჩაეწერება, რომლებიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს ეს დღე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს მივუძღვნა, ლილე გთხოვ - ლილემ გაკვირვება არ შეიმჩნია და სცენაზე ავიდა.
უტამ მისკენ მისწია და ტუჩებში აკოცა, მალევე მოსწყდნენ ერთმანეთს, ლილეს თვალებში ნამდვილი ვულკანი მძვინვარებდა.
- ძალიან საყვარელი ხარ!
- მხოლოდ შენთვის ძვირფასო.
საღამო მშვიდად გაგრძელდა, ბოლოს მშვიდად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. უტამ, ლილე დატოვა და სახლისკენ დაიძრა.
ალექსანდრეს და ანაბელს კი ნამდვილი ომი ჰქონდათ.
- ერთად იქნებიან!
- ეს უბრალოდ რამდენიმე თვიანი შეთანხემებაა!
- ალექსანდრე, ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ როგორ ხარ?!
- უბრალოდ რეალისტი ვარ!
- ალექსანდრე დამიჯერე ბოლოს ერთად იქნებიან!
- კარგი, მჯერა!
- მატყუარა! - ფანჯარაში გაიხედა.
- ნუ მებუტები, აბა მომიყევი რა ხდება უნივერსიტეტში.
- არაფერი საინტერესო.
- მეგობრები არ გაიჩინე?
- ვერ დავუახლოვდი.
- გინდა გოგონებს ვთხოვ და გაისეირნეთ სადმე?
- არ მინდა, იმის გამო მემეგობრებოდნენ, რადგან შენ უბრძანებ.
- არ მომწონს ასე მოწყენილი, როცა ხარ!
- ანუ გინდა რომ გამაბედნიერო?
- ამას სერიოზულად მეკითხები? - ალექსანდრემ გაბრაზებულმა გახედა.
- კარგი ბოდიში, იცი რა მინდა?
- რა?
- იოგაზე მინდა სიარული.
- მერე იარე მე გიშლი?
- ის მასწავლებელი, რომელიც მე მომწონს კაცია.
- არა!
- ალექსანდრე - საწყალი თვალებით შეხედა.
- მაგის გარდა რაც გინდა მთხოვე.
- ნებისმიერი?
- ნებისმიერი.
- იცოდე ამ სურვილს ყოველ შემთხვევაში ასრულებ!
- კარგი.
- ერთ დღე, მხოლოდ ჩემს განკარგულებაში იქნება და სადაც მოვისურვებ და რასაც ყველაფერს შემისრულებ.
- და რომელი დღე არ არის შენს განკარგულებაში?
- არცერთი! შენ სულ კომპანიაში ხარ!
- მართალი ხარ, სათანადო ყურადღებას ვეღარ გითმობ.
- ჰოდა ხვალ ჩემს განკარგულებაში იქნები!
- ხვალ ვერა!
- რატომ?
- მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს!
- ალექსანდრე!!
- ანაბელ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს!
- საერთოდ არ მითმობ დროს!
- ანაბელ, მხლოდ ეს ერთი დღე მაპატიე, შემდეგ სულ შენს განკარგულებაში ვიქნები.
- დროზე მივიდეთ სახლში!
ისე აიარა კიბეები რომ ნამდვილ ვეფხვს გავდა, ალექსანდრემ ძლივს მიუსწრო, გასაღებს სანამ გადატრიალებდა და ისევ გარეთ დატოვებდა.
- ანაბელ ხომ გითხარი, ძალიან მნიშვნელოვანია, თორემ აუცილებლად გადავდებდი.
- ალექსანდრე მეძინება!
- მაპატიე რაა! - საკოცნელად მიუახლოვდა.
- ღამემშვიდობის - მოწესრიგდა და საწოლში შეწვა.
როგორც მიხვდით ძვირფასო მკითხველო მათი ურთიერთობა დღითი-დღე უფრო ფუჭდებოდა.
უმეტესად ეს ალექსანდრეს გამო იყო გამოწვეული, მისი უაზერო ეჭვიანობებით ურთიერთობას ძალიან ძაბავდა.
მომდევნო დილას ალექსანდრე ადრე გავიდა სახლიდან, ანაბელმა კი ნახევარი დღე ლოგინში გაატარა, ბოლოს ერთმა იდეამ დაარტყა თავში და სწრაფად შეუდგა იმ იდეის განხორციელებას.
- აკაკი დღეს სახლში ხარ? - თან ელაპარაკებოდა და თან ჩანთას ალაგებდა.
- კი რა მოხდა?
- გახსოვს რომ მითხარი თბილისთან ახლოს გასაქირავებელი კოტეჯები ვიციო.
- მერე?
- მფლობელის ნომერი და მისამართი მჭირდება.
- რაში?
- შენს სიძეს ჭკუა უნდა ვასწავლო!
- რას უპირებ მაგ საცოდავს?
- ცოლს საქმე ურჩევნია, რაც ზაფხული დამთავრდა მხოლოდ ღამე მნახულობს ისიც კომპანიაში თუ არ ჩამოეძინა.
- არ ცალია!
- უნდა მოიცალოს!
- პატარა ბავშვივით იქცევი!
- აკაკი, ჩემი საქმისა მე ვიცი! ნიმერი მომწერე!
- მე მაინც მითხარი რას აპირებ?
- ხომ გითხარი ჭკუა უნდა ვასწავლო და კიდევ არავითარ შემთხვევაში არ გაბედო რამის თქმა გასაგებია?!
- ყოჩაღ, ალექსანდრეს გაძლებას!
- საქმეს მიხედე.
აკაკიმ ნომერი ჩაუგდო. ყველაფერი, რომ მოაგვარა მშვიდად დაიძრა ნაქირავები კოტეჯისკენ.
ყველაფერი მილაგებული დახვდა, საკვები თვითონ იყიდა გზაში, ეხლა მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა და ისიც გააკეთა, ტელეფონი გათიშა.
მშვიდად მოკალათდა ბუხართან ჩაით ხელში და წიგნის კითხვა დაიწყო.
ალექსანდრე გვიან დაბრუნდა სახლში, ეგონა გაბუტული, განრისხებული, ანაბელი დახვდებოდა, მაგრამ მწარედ გაუცრუვდა იმედები. მთელი სახლი მოიარა და ვერსად რომ ვერ იპოვა.
ტელეფონზე რეკვა აუტეხა, მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ ყველასთან გადარეკა, ბიჭები ეგრევე სახლში მიცვივდნენ, უბრალოდ წარმოიდგინეთ იქ რა ამბავი იყო ყველა სადღაც რეკავდა ყვირილი, ალექსანდრეს გინება.
აკაკი ბოლოს მივიდა.
- ვიცი სადაც არის! - ყველა მისკენ შებრუნდა.
- დღეს დამირეკა შენზე გაბრაზებულმა და იმ კოტეჯების მფლობელის ნომერი მთხოვა, რომელსაც მე ავუშენე კოტეჯები.
- სად ჯანდაბაშია?
- თბილისთან ახლოს არის, ზუსტ მისამართს ჩაგიგდებ.
- ჩემი ხელით მოვკლავ!
- შენი ბრალია, ყურადღებას მიაჩვიე ეხლა კიდე უყურადღებოდ გყავს მიგდებული და ამაზე ბრაზობს! - ლაზარე მხარში ამოუდგა დას.
- გავივე, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ესეთი რაღაც როგორ გამიკეთა! - მანქნის გასაღებს დაავლო ხელი.
- მე წაგიყვან თორემ შენ ისეთ ხასიათზე ხარ, აუცილებლად რამეს დაიშავებ.
- კარგი!
უტა მშვიდად ატარებდა მანქანას, ალექსანდრეს კი ამაზე ნერვები ეშლებოდა.
- უტა მის გადარჩენას თუ ცდილობ არფერი გამოგივა ტყუილად!
- საიდან მოიტანე?
- გაზს მიაჭირე თორემ მოთმინება მელევა!
- არა, მშვიდად ვივლი.
როგორც იქნა მიაღწიეს იმ ადგილს, ალექსანდრე რასაც ჰქვია მანქნიდან გადმოხტა და კარები შეამტვრია. ქალბატონი მშვიდად მძინარე რომ დაინახა უფრო გაბრაზდა.
სწრაფად აიღო წლით სავსე დოქი და თავზე დაასახა.
- რა ჯანდაბაა!
- სიუპრიზი ძვირფასო მეუღლევ!
- უი ალექსანდრე აქ ხარ? ნეტა სახლამდე როგორ მიაღწიე? - სწრაფად გასწორდა.
- ესეთი რაღაც როგორ გაბედე!
- ჩვეულებრივად! - მაისური გადაიძრო. ალექსანდრემ მისი სავსე მკერდი რომ დაინახა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ანაბელი ორი კვირაა სასჯელის სახით მისთვის კოცნის უფლებასაც არ აძლევს.
- აქამდე შენი სასჯელები მოქმედებდა, ეხლა ჩემი იმოქმედებს.
სწრაფად დასტაცა ხელი და მიიხუტა.
უხეშად და მისთვის არადამახასიათებლად კოცნიდა, ლიფი შეუხსნა და სადღაც მიაგდო.
- ფეხები შემომხვიე!
- არაა!
უცებ დაუსხლტა ხელიდან.
- ანაბელ მაბრაზებ!
- მეც მაბრაზებ ალექსანდრე!
- რა ვქნა ანაბელ სამუშაო მაქვს!
- მეც ვსწავლობ, მაგრამ შენთვის ყოველთვის მაქვს დრო!
- მოდი შეთანხმება დავდოთ კარგი?
- რა შეთანხმება? - ალექსანდრე ნელა უახლოვდებოდა.
- ჩემი შაბათ- კვირა მხოლოდ შენს განკარგულებაში იქნება, ამასთანავე საღამოს შვიდ საათზე სახლში ვიქნები და მხოლოდ შენ და ჩემს მეგობრებს დავუთმობ დროს კარგი?
- ექვსი.
- რა ექვსი?
- ექვსზე იქნები სახლში! - გაბუტული ლაპარაკობდა და თან მკერდზე იფარებდა ხელებს.
- კარგი! - ალექსანდრემ თავი დაუქნია. - ეხლა კი მოდი დაწყებული გავაგრძელოთ.
სწრაფად ეძგერა ტუჩებზე
- ფეხები შემომხვიე! - ანაბელმა, როგორცი ფეხები შემოხვია ეგრევე საწოლისკენ დაიძრა.
ისმოდა კვნესა, ოხვრა, კივილი, ჰაერში კი ვნება და სიყვარული ირეოდა.



№1 სტუმარი სტუმარი თამუნა

საინტერესოა მაგრამ მცირე თავებს დებ თან ძაან აგვიანებ.მე კიდე ძალიან მაინტერესებს.მაშინ მთავრდება აზარტში რომ შედიხარ კითხვის

 


№2 სტუმარი Nino

Kargi magram patara tavebia

Rodis dadeb axal tavs

 


№3  offline წევრი nica_nica

Nino
Kargi magram patara tavebia

Rodis dadeb axal tavs

ამ საღამოს ან ხვალ დილით❣️

 


№4 სტუმარი ნათელა

კარგია მაგრამ იქნებ თავები გაადიდოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent