გამოღვიძება( თავი.8)
ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეზე და უხერხულობისგან წამოვწითლდი.ცალი ხელით ტანზე შემოხვეულ ტილოს ვიჭერდი,მეორე ხელში კი ანთებული სანთელი მეჭირა,რომლისთვისაც ადგილს დაბნეული ვეძებდი. _საოცრად რბილი საწოლია_გამომწვევად გამომხედა და წამოდგა,ნელი ნაბიჯით მიახლოვდებოდა.მინდოდა მკაცრი ვყოფილიყავი,დამენახებინა რომ გაბრაზებული ვიყავი მისი ჩემს ოთახში ყოფნით,მაგრამ ნახევრად შიშველი თავს ისე უმწეოდ და დაუცველად ვგრძნობდი მზად ვიყავი უკან,სააბაზანოში გავქცეულიყავი. _სანთელი აღარ გჭირდება_სული შეუბერა და ოთახში ძველებური განათება ჩართო._ასე უფრო კარგად გხედავ_ ტუჩები ენით დაისველა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა.მისი ეს მანერა მაღიზიანებდა,ისევე როგორც მზერა,რომელშიც მისი გამარჯვება იკითხებოდა. _ჩემი ოთახი დატოვე,უნდა ჩავიცვა_ხმაც კი მიკანკალებდა. _ხელს არ შეგიშლი,შეგიძლია ჩაიცვა,თვალებს დავხუჭავ_წარბი არ შეუხრია ისე მიპასუხა და საწერ მაგიდაზე ჩამოჯდა.არ შემიხედავს,თუმცა ზუსტად ვიცოდი,ეშმაკურად იღიმოდა. _ჰო,როგორ არა_გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე და ტანსაცმლის კარადას მივუახლოვდი. დაკეცილ ტანსაცმელს გადავხედე.იქიდან ყველაზე ლამაზი,ზურმუხტისფერი პიჟამა ამოვიღე და რაც შემეძლო უემოციოდ დავტოვე ოთახი. _მალე გამოდიიი!_მხიარულად მომაძახა აბაზანაში შესულს. სარკეში საკუთარ,აწითლებულ სახეს შევხედე და ღრმად ამოვისუნთქე.პიჟამა სწრაფად გადავიცვი და სახეზე წყალი შევისხი,ასე ადვილად არ დავნებდებოდი.უნდა გამეგო რას აკეთებდა ჩემს ოთახში და მეტიც,ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა შემეგროვებინა,რაც რეალობის აღქმაში დამეხმარებოდა. სანამ აბაზანიდან გავიდოდი ალუბლის ტუჩსაცხი წავისვი და საკუთარ გამოსახულებას გავუღიმე. _ჩემს ოთახში რას აკეთებ ალექსის_მკაცრი ტონით შეტევაზე გადავედი. _მაინტერესებდა შენი ლოგინიც ასეთივე რბილი იყო თუ არა,როგორც ჩემი_თეთრეულს ხელი გადაუსვა და მხიარული სახით შემომხედა. _ძალიან სასაცილოა_ხელები გადავაჯვარედინე და წარბები მაღლა ავწიე. _სულაც არა,უსამართლობაა,შენი უკეთესია_სულ აღარ გავდა იმ მოწყენილ ბიჭს,რომელმაც ტყეში ლამის იტირა.დაუჯერებლად სწრაფად იცვლებოდა,ვეღარ გამეგო როგორი იყო,ან ჩემგან რა უნდოდა.არ უნდა დამვიწყებოდა რომ ალისტერის მეგობარი იყო,ალისტერის რომელსაც მტერს უფრო ვუწოდებდი,მას ხომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვძულდი. _მთავარ დარბაზში არ ყოფილხარ,ამიტომ გეტყვი,წესები არ შეცვლილა,გოგოების ტერიტორიაზე ყოფნა ისევ იკრძალება. _ალუბლის ტუჩსაცხია?_ისე მითხრა,თითქოს საერთოდ არ გაეგო რას ველაპარაკებოდი. _კი,ხომ არ გინდა?_გაღიზიანებულმა ვუპასუხე ის,რაც თავში პირველად მომივიდა.როცა ჩემი წინადადება გავაცნობიერე,შევეცადე სიცილი შემეკავებინა,თუმცა მას სულაც არ ეცინებოდა,მთელი სახე დაეძაბა თითქოს ჩვეული მხიარულება გამქრალიყო. _კი,თან ძალიან_მკაცრ სიტყვებს ისევ ეშმაკური ღიმილი მოჰყვა და განაგრძო_მაგრამ ასე არა,შენ უნდა მაკოცო.მის ბოლო წინადადებაზე კი ნამდვილად ვეღარ შევიკავე სიცილი. _მე უნდა გაკოცო,მე..._ვიმეორებდი და ხარხარში გადაზრდილ სიცილს ვეღარ ვიკავებდი.ისე ძლიერად ვიცინოდი,რომ მხრები მიკანკალებდა. _აუცილებლად მაკოცებ პატარავ,ეს მხოლოდ დროის საკითხია_მომიახლოვდა,სევდიანი სახით სველი თმა მხარს უკან გადამიწია და ხელი მხარზე ჩამომიცურა. _ეს პიჟამა ძალიან გიხდება,მაგრამ ამის გარეშე უფრო ლამაზი ხარ_სიტყვები ისეთი სერიოზულობით წარმოთქვა,თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არსებობდა.როგორ ახერხებდა ასე სწრაფად მიმიკების შეცვლას?ამ ყველაფერთან ერთად კი საოცრად ბუნებრივად გამოხატვას იმ ემოციების,რომლებიც მისთვის ასე სწრაფად იცვლებოდნენ.მინდოდა ყველაფერი გამეგო,ამ ყველაფერში კი მისი ქმედებების გააზრებაც იყო.მინდოდა ჩავწვდომოდი მიზეზს,რის გამოც ახლა ჩემს წინ,ჩემს ოთახში იდგა და სწრაფად იცვლიდა ნიღბებს.რა უნდოდა ჩემგან? _აქ რატომ ხარ ალექსის?_კიდევ ერთხელ,მშვიდად ვკითხე იმ იმედით,რომ ერთ კითხვაზე მაინც მივიღებდი პასუხს. _ჩემთან ერთად წვეულებაზე წამოხვალ?_ანთებული თვალებით შემომყურებდა ისე,თითქოს მის თვითდაჯერებულობას ბზარი გასჩენოდა.პასუხის მოლოდინში ქვედა ტუჩს მოუსვენრად კბენდა. _აქ რატომ ხარ?_ ჩემი შეკითხვა გავუმეორე.ვცდილობდი მისი კითხვით გამოწვეული მოულოდნელობა გადამეფარა.ვაცნობიერებდი,რომ უპირატესობა ჩემსკენ იყო.მისი მოსალოდნელი რეაქციაც და ემოციებიც ჩემზე იყო დამოკიდებული.ფაქტების გაცნობიერება საოცარ სიამოვნებას მგვრიდა და ძალას მმატებდა. სანამ პასუხს გავცემდი ეჭვიანი მზერით ავათვალიერე,შემდეგ კი თავში მოსული იდეით აღფრთოვანებულმა გავიღიმე. _იმ შემთხვევაში,თუკი ყველაფერს მომიყვები,მოყოლას კი ტყეში მომხდარით დაიწყებ!_ულტიმატუმი წავუყენე და შევეცადე რაც შეიძლებოდა მკაცრი გამომეტყველება მიმეღო.მის სახეზე გაელვებული წამიერი ღიმილი კი ჩაფიქრებულმა გამომეტყველებამ ჩაანაცვლა. _შევთანხმდით პატარავ_რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ღიმილიანი სახით მიპასუხა და ჩემს ლოგინს გახედა. _მარტო ძილის არ გეშინია?_ისევ ის ეშმაკური გამოხედვა ჰქონდა,რომელიც მაბნევდა და საუბრის გაგრძელებაში მიშლიდა ხელს. _არა და შენ საიდან იცი,რომ ამაღამ მარტო ვიქნები?_ვცდილობდი მოპოვებული თავდაჯერებულობა შემენარჩუნებინა,მისი პასუხი კი მართლაც მაინტერესებდა. _შენს შესახებ იმაზე მეტი ვიცი,ვიდრე წარმოგიდგენია_თვალი ჩამიკრა და კარებისკენ დაიძრა. _არაფრის მოყოლას არ აპირებ?_ცოტაც და ოთახს დატოვებდა მე კი პასუხების მიღება და ამ ყველაფერში გარკვევა მეჩქარებოდა. _დამიჯერე პატარავ,თუ დავრჩი,ამაღამ ნამდვილად არ მექნება იმის დრო,რომ ძილის წინ ზღაპრები გიამბო_ჩაიცინა,ერთიანად შემათვალიერა და ტუჩები სწრაფი მოძრაობით გაილოკა. _შენთან საუბარი შეუძლებელია_თვალები ავატრიალე და სახეზე მისი პასუხით გამოწვეულმა ემოციებმა მოსვენება დამიკარგა. _ჩემი ბრალი არაა_ხელები მაღლა აწია გულუბრყვილო გამომეტყველება მიიღო და სანამ ოთახიდან გავიდოდა დაამატა_აუცილებლად მაკოცებ პატარავ,უბრალოდ დროის საკითხია. მზად ვიყავი მიხურული კარისთვის რაიმე მსხვრევადი მესროლა,თუმცა ვიაზრებდი რომ საკუთარი უსუსურობა უფრო მაცოფებდა,ვიდრე ალექსისის სითავხედე და უპირატესობა. _რამდენი ხანი იყო ჩემს ოთახში?_ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს და გაღიზიანებული სახით ლოგინს გადავხედე,სადაც რამდენიმე წუთის წინ ის იწვა და სახეზე ეშმაკური,გამომწვევი ღიმილი დასთამაშებდა. გაღიზიანებული დავდიოდი ოთახში და ვერ ვხვდებოდი რისი გაკეთება შემეძლო იმისათვის,რომ საჭირო პასუხები რაც შეიძლებოდა მალე მიმეღო.იქნებ,საკუთარი ემოციები მაღიზიანებდა?ის ამოუხსნელი რამ,რომელსაც მის მიმართ ვგრძნობდი?ნუთუ ეს ყველაფერი ვნება იყო?რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერთან ალისტერს?იქნებ,მისი მეგობარივით ალექსისსაც ბოროტი თამაში წამოეწყო,რომლის მსხვერპლიც მე ვიყავი?როგორ ბედავდა და მეუბნებოდა,რომ მე უნდა მეკოცნა. სიბრაზით ავსებული ერთ ადგილზე გაჩერებას ვერ ვახერხებდი.რატომ არ შემწევდა იმის ძალა,რომ აბაზანიდან გამოსულს ალექსისი ჩემი ოთახიდან გამებრძანებინა?საკმარისად ძლიერი არ ვიყავი?თუ გულის სიღრმეში,სადღაც შიგნით მომწონდა კიდეც ეს ყველაფერი?და თუ პასუხების მისაღებად მეც ის თამაში უნდა მეთამაშა რაც მათ?თავში უამრავი შეკითხვა მიტრიალებდა,თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვიყავი,არავის ნდობა არ შეიძლებოდა! _არავის ენდო!_საკუთარ თავს ვებუტბუტებოდი და ვარწმუნებდი,რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი.ვიცოდი,ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა პოლი რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო,მაგრამ რეალობას უნდა შევგუებოდი და პასუხების მისაღებად თამაშში უნდა ჩავრთულიყავი,თამაშში,რომელში დამარცხებასაც ვერ დავუშვებდი. მას შემდეგ რაც შევეცადე,რომ სიბრაზე და დაგროვილი ფიქრები მეცადინეობაში დამევიწყებინა,რამდენიმე საათი გავიდა და დაღამდა. ენის საწერ მაგიდას მოწყენილმა გავხედე,მარტოობა ნამდვილად არ მინდოდა,მითუმეტეს იმ ღამეს,როცა თავში ათასგვარი ფიქრები მიტრიალებდა.უკვე გვიანი იყო,როცა შიმშილმა თავი შემახსენა.დანამდვილებით არ ვიცოდი ვახშმისთვის განკუთვნილი საათების გარდა კაფეტერიაში რაიმეს თუ ავიღებდი,თუმცა შიმშილის გრძნობამ ისე შემომიტია გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი. დერეფანი ცარიელი იყო,თუმცა საერთო კიბესთან რამდენიმე უმცროსკლასელი დავინახე,რომლებიც გაცხარებულნი განიხილავდნენ ჩემთვის გაურკვეველ თემას.კიბეს სწრაფი ნაბიჯით ჩავუყევი,ვცდილობდი არავისთვის შემეხედა და ზედმეტი ყურადღება არ მიმეპყრო.მინდოდა სწრაფად შევსულიყავი კაფეტერიაში,სენდვიჩი ან სალათი ამეღო შემდეგ კი ასევე სწრაფად დავბრუნებულიყავი ოთახში და დაძინებამდე რამდენიმე საათი ლიტარეტურის კითხვაში გამეტარებინა. ის იყო კაფეტერიისკენ უნდა ამეღო გეზი,რომ ალისტერი დავინახე.ზურგით იდგა და ალექსისს ელაპარაკებოდა,რომელიც მის გასწვრივ მდგარი სავარძლიდან წამომდგარიყო და მისი მიმართულებით მიდიოდა.მისაღებში მდგარ ერთ-ერთ დიდი ზომის ქანდაკებას ამოვეფარე,რომლის გვერდით სკოლის წიგნებით სავსე თარო იდგა და გავისუსე.აუცილებლად უნდა მომესმინა რაზე საუბრობდნენ,შეიძლებოდა რაიმე ხელჩასაჭიდიც გამეგო. _ამბობს,რომ არაფერი ახსოვს,ჰგონია რო ამ სტრატეგიით... _ჩშშშ,ხმადაბლა_დაძაბული ტონით ანიშნა ალექისსმა,რომელიც სახიდან ირონიულ ღიმილს არ იშორებდა,წამით ისიც კი გავიფიქრე,რომ დამინახა და სპეციალურად იქცეოდა ასე. _ორდენის წევრებს უნდა შევატყობინოთ,დახმარება გვჭირდება_ხმადაბლა განაგრძობდა ალისტერი,თითქოს მის ხმაში შიში იკითხებოდა. _ჯობს წყურვილს მიხედო_მის წინ კედელს მიუახლოვდა და მარჯვენა ფეხით მიეყუდა. _იმედია არაფერი გამოგეპარება ალექსის_გაღიზიანებული ტონით უპასუხა ალისტერმა და გეზი ბიბლიოთეკისკენ აიღო. სუნთქვა ამჩქარებოდა და საკუთარი გულისცემა მესმოდა,მგონი ცოტაც და შიმშილისგან გული წამივიდოდა. _არ მითხრა,რომ ჩემი კოცნა ასე მალე მოიფიქრე_ადგილზე შევხტი და თვალებგაფართოვებულმა მოულოდნელობისგან და შიშისგან დაკივლება ვცადე,თუმცა მისმა ტუჩებზე აფარებულმა ხელმა ნახევარი სახე დამიფარა და ხმის ამოღების საშუალება არ მომცა.ალექსისმა თვალით დერეფანში გაუჩინარებული ალისტერისკენ მიმანიშნა და რამდენიმე წუთის შემდეგ ხელი გამიშვა.აშკარად არ უნდოდა,რომ ალისტერს ერთად დავენახეთ და გაეგო,რომ მათი საუბარი მოვისმინე._შენი შეშინება არ მინდოდა პატარავ_უკან დაიხია და თვალებში ჩამხედა. _ არ შემშინებია,უბრალოდ მოულოდნელი იყო_ აზრების დალაგებას ვცდილობდი და არ მინდოდა შეემჩნია,რომ მართლა შეშინებული და დაბნეული ვიყავი. _მითვალთვალებდი?_ღიმილს არ იშორებდა. _საშინლად მშია_მოკლედ ვუპასუხე და ვცადე მუცლის ხმაური გადამეფარა. _კაფეტერია დაკეტილია,ჯობს ოთახს დაუბრუნდე_მელაპარაკებოდა და თან დერეფანს ათვალიერებდა,იქ ჩვენს გარდა არავინ იყო. _ჰო_ჩავილაპარაკე გულდაწყვეტილმა და სევდა მომაწვა.ყველაფერთან ერთად მშიერი დაძინებაც მიწევდა. _დროებით პატარავ_სწრაფად მომაძახა და სანამ რეაგირებას მოვასწრებდი მოულოდნელად გაუჩინარდა. ოთახამდე სწრაფი ნაბიჯით მივედი,მთელი გზა ვცდილობდი მოწოლილი ცრემლები შემეკავებინა და მოზღვავებული სევდიანი ემოციებისთვის ყურადღება არ მიმექცია.თავი ყველაზე დაუცველ არსებად მიმაჩნდა,რომელსაც გაურკვევლობათა ზღვა დასტყდომოდა თავს,ამ ყველაფერს კი ტრაგიკულ ელფერს შიმშილის გრძნობა სძენდა,რომელიც მუცლის ხმაურით მახსენებდა თავს.ცოტაც და პატარა ბავშვივით ავტირდებოდი.როგორ შეეძლო ბებია რუთს იმ ადგილზე გამოვეგზავნე,სადაც საჭმელად განკუთვნილი საათები იყო დაწესებული?გამახსენდა როგორ მიმზადებდა ბოლო დღეს პოლი ცხელ შოკოლადს იმის მიუხედავად რომ ძალიან გვიანი იყო,ახლა უკვე მასზეც ვბრაზობდი,უკვე მერამდენედ. ოთახში შესულმა ფურცელი ავიღე და საწერ მაგიდასთან დავჯექი,სანამ დავიძინებდი რამის დაწერა მინდოდა.დღიური არასდროს დამეწერა,ჩემი მესაიდუმლე ყოველთვის ბებია იყო,ახლა კი მოგროვებულ ემოციები მოსვენებას არ მაძლევდნენ და მათგან განსათავისუფლებელ გამოსავალს ვეძებდი.იქნებ ყველაფრის წერა დამეხმარებოდა?ნაცვლად იმისა,რომ მომხდარზე დამეწერა და ყველაფერი ის ამეღწერა რაც მოსვენებას არ მაძლებდა,ფურცელზე წრიული მონახაზები გავაკეთე შემდეგ კი რამდენიმე წინადადება და სიტყვები დავწერე. ,,რა კავშირი აქვთ ალისტერს და ალექსისს?,, თამაში? რატომ ვხედავდი სიზმარში? სიძულვილი... ორდენი?წევრები? რა მოხდა ტყეში? მაგია არსებობს? კარებზე კაკუნის ხმა გაისმა,ფანქარი მაგიდაზე დავდე და წამოვდექი.ღია კარის მიღმა არავინ დამხვდა,არც დერეფანში არ ჩანდა არავინ.მხოლოდ იატაკზე დადებული ქაღალდის ჩანთა შევნიშნე,რომელიც ხელში ავიღე და სწრაფად გავხსენი.შიგნით ჩემი საყვარელი რესტორნის შეფუთვა დავინახე,არ მეჩვენებოდა.ზუსტად ისე ელაგა ყველაფერი,როგორც მაშინ,როცა ქალაქიდან მოსული პოლი ჩვენი საყვარელი რესტორნიდან შეკვეთას გამომიყოლებდა ხოლმე. დარწმუნებული ვიყავი ალექსისის მოტანილი იყო,მაგრამ როგორ? ჩვენ ხომ სკოლის დატოვება გვეკრძალებოდა და თან ასე შორს,ასე მცირე დროში. სალათის გარდა პატარა ყუთით უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვარი იდო. _ჩემზე ზრუნავს?_საკუთარ თავს შევეკითხე და სალათის ჭამას შევუდექი,ნამდვილად უცნაურ თამაშში ვიყავი ჩართული,იქნებ ალექსისი სულაც ორმაგ თამაშს თამაშობდა?თუმცა ახალი შეკითხვების დასმას ჭამა ვამჯობინე და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მოვიწმინდე.მადლიერების შეგრძნება სიამოვნებას და სევდას ერთნაირად მიღვიძებდა,თუმცა მისი ნდობა მაინც არ შეიძლებოდა. _მადლობას აუცილებლად გადავუხდი,თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს _საკუთარ თავს გონებაში ველაპარაკებოდი და შიმშილის გრძნობაც ნელ-ნელა ქრებოდა. უკვე დასაძინებლად ვიწექი და გაღიზიანებული ვცდილობდი ერთ ადგილზე მომესვენა,რომ როგორმე ჩამძინებოდა.ჩემს თეთრეულს მისი სუნი ასდიოდა,მისი სუნამოს სუნი თავბრუს მხვევდა და ამავდროულად მაფორიაქებდა.მახსენდებოდა როგორ იწვა იმ ადგილას,სადაც უნდა დამეძინა და მისი წარმოდგენისას გული მიჩქარდებოდა.ემოციების კონტროლი უნდა მესწავლა,მე ხომ მასთან ერთად უნდა წავსულიყავი წვეულებაზე,რის შემდეგადაც დანაპირებს აასრულებდა და ყველა შეკითხვაზე გამცემდა პასუხს.ვცდილობდი რაიმე კარგი მოგონება გამეხსენებინა,მოგონება სადაც მხოლოდ მე პოლი და ბებია ვიყავით და ყველაფერი კარგად იყო.ვგრძნობდი როგორ მიმძიმდებოდა ქუთუთოები. სკოლაში უნდა ვყოფილიყავი,მგონი წვეულება იყო.დარბაზისკენ მიმავალ ბავშვებში ტომასი ამოვიცანი,რომელსაც შავი სმოკინგი ეცვა და სახეზე ასეთივე შავი ფერის ნაჭრის ნიღაბს ირგებდა.ნაცნობი მუსიკის ხმა ვიცანი და ბავშვებს შევუერთდი.უზარმაზარ დარბაზს,როემლიც წვეულებისთვის გადაეკეთებინათ,სანთლები ანათებდნენ. _ელის!_გაისმა ენის ხმა,რომელიც დარბაზის ბოლოდან მეძახდა და ჩემსკენ მოიწევდა,თუმცა მოულოდნელად მის მაგივრად ჩემს წინ ალექსისი აისვეტა. სწრაფი მოძრაობით ჩამავლო ხელი,მეორე ხელი კი წელზე მომავლო და თავისკენ მიმიზიდა. _მეცეკვე პატარავ_ისევ ისეთი სექსუალური იყო,როგორიც მახსოვდა,ისეთივე მომნუსხველი ხმით მომმართავდა და ეშმაკური ღიმილით მიყურებდა. _ალექსის_მის ნავარჯიშებ მკერდს ხელი შევახე და ნელ მოძრაობაში ავყევი,სინქრონულად მივიწევდით წინ.თითქოს მისთვის რაღაცის თქმას ვცდილობდი,მაგრამ მისი სურნელით გაბრუებულს სიტყვები მეფანტებოდა და საუბრის სურვილი მეკარგებოდა. _ჩემი ხარ პატარავ_ისევ ჩამესმა მისი ხმა,ყურში ჩამჩურჩულებდა და მისი ტუჩები ჩემი ყელისკენ მიიწევდნენ,რამდენიმე წამიც და ჩემს პულსაციას იგრძნობდა.ნაზად შემეხებოდა კანზე,მიხვდებოდა რამხელა ზეგავლენა ჰქონდა ჩემზე, მე კი სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი. _ალექსის!_მოულოდნელად აღმომხდა შემცბარს,როცა სიამოვნების მოლოდინში ნაზი შეხების მაგივრად ყელის არეში ტკივილი ვიგრძენი.წელზე საშინლად მიჭირდა,ვგრძნობდი როგორ მივლიდა სხეულში ტკივილის ტალღები და ვცდილობდი თავი გამეთავისუფლებინა. _ალექისის!_ისევ აღმომხდა სასოწარკვეთილს და მისი მკერდიდან თავი ავწიე,ახლა უკვე თბილი სითხის ნაკადს ვგრძნობდი,რომელიც ყელიდან მკერდის მიმართულებით მიედინებოდა. _ამჯერადაც დამარცხდები_ჩემს წინ ალისტერი აღმართულიყო,ბასრი კბილები სანთლის შუქზე უელავდა,ტუჩები კი ჩემი სისხლით მოსვროდა.სისხლით,რომელიც უკვე იატაკზე წვეთავდა და ვგრძნობდი,როგორ შევეპყარი პანიკას. _ალექსის!_ვუხმობდი დასახმარებლად თუმცა ის არსად ჩანდა,ჩემს წინ მხოლოდ ალისტერი იდგა,რომელიც ბოროტად იღიმოდა და თვალები მთლიანად გაშავებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.