შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დადიანის ქალი! - 13 თავი


28-05-2023, 09:38
ავტორი nica_nica
ნანახია 2 383

მსურს ნატალი დადიანის ამბავი გიამბოთ, ნატალი და ალექსანდრე ტყუპები გახლავთ, მაგრამ ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სხვადასხვა ხასიათი, მიზნები, ინტერესები და ისტორია.
ნატალი მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო, როდესაც მისი ბავშვობა დასრულდა იმ საბედისწერო დღის შემდეგ ხშირად ნახავდით მის თვალებში დამალულ სევდას.
მდინარეზე ბანაობდა, როდესაც სამი არაადამიანი დაესხა თავს, ორი მათგანი მის დაჭერას ცდილობდა, მესამე კი მასზე ძალას ხმარობდა.
იმ საბედისწერო დღიდან, სანამ გაითიშებოდა მხოლოდ ტკივილი კიდევ ერთი რამ დაამახსოვრდა.
- კიდევ შევხვდებით! - მხოლოდ.
საღამოს ნატალია, რომ არ დაბრუნდა მთელმა ოჯახმა დაუწყო ძებნა და ბოლოს გათიშულს მიაგნეს.
ჩუმად შეიყვანეს სახლში და მეზობლებს განუცხადეს, რომ არაფერი საგანგაშო არ იყო მას უბრალოდ მდინარეზე ჩაეძინა.
არავის, არაფერი უკითხავს. რამდენიმე დღე ისე გაილია, რომ ცხვირიც არ გამოუყვია ოთახიდან.
საღამო იყო, როცა დედამისმა ვახშმით შეაკითხა და ვენებ გადაჭრილი დახვდა შვილი.
სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო.
- დედა რა მეშველება? - ბოლო ხმაზე ტიროდა.
- დამშვიდდი საყვარელო, ყველაფერს მოვაგვარებთ.

- დედა მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ და შვილი როგორ უნდა გავზარდო?
- გთხოვ, შვილო დაწყნარდი. - პალატაში მხოლოდ მაია და ნატალი იყვნენ.
- დედა - მის ყელში ჩამალა თავი.
მალე კარები გაიღო და ბაბუამისი ბატონი თარაშ დადიანი შემოვიდა.
- რამდენიმე დღეში აქაურობას დავტოვებთ და თბილისში გადავალთ!
- ბაბუა - ცრემლები უკონტროლოდ იკვლევდნენ გზას ნატალის ლოყებზე.
- ყველაფერს თავიდან დავიწყებთ!
მხოლოდ ეს თქვა და იქაურობა დატოვა.
დადიანები სრულიად აიბარგნენ თავიანთი მამაპაპური მიწიდან და სხვა სამყაროში დაიწყეს ცხოვრება.
ყველას უჭირდა, მაგრამ ცდილობდნენ ნატალისთვის ეს არ შეემჩნიათ.
ბატონი თარაში, ყველანაირად ცდილობდა შვილიშვილისგან თავი შორს დაეჭირა, რაც ნატალის გულს ძალიან სტკენდა, ერთ დროს მისთვის სანუკვარი შვილიშვილი იყო, ეხლა კიდე ისე იქცეოდა თითქოს არც არსებობდა.
რაც შეეხება ალექსანდრეს, დას თავს ევლებოდა და ყველანაირად ცდილობდა მის გვერდით ყოფილიყო მუდამ.
გულის სიღრმეში კი საკუთარი თავს ადანაშაულებდა, რადგან მისი დაცვა ვერ შეძლო.
უკვე მეცხრე თვეში იყო და მუცელიც საკმაოდ ეტყობოდა, როცა მშობიარობა დაეწყო.
ყველა იქ იყო შეკრებილი, ორსაათიანი ლოდინის შემდეგ დაიბადა დაჩი დადიანი.
როგორცკი თარაშ დადიანმა ის პატარა არსება აიყვანა ხელში ყველანაირი წყენა და ბრაზი გაუქრო.
წლები გადიოდა, ნატალი მის შვილთან ერთად სწავლობდა ცხოვრებას, დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა სწავლის დასრულების შემდეგ კი საფრანგეთში კერძოდ პარიზში გაემგზავრა.
წლებმა როგორც ყველა თარაშ დადიანიც არ დაინდო და როცა ასაკში შევიდა გამოაცხადა, რომ საკუთარ სახლში დაბრუნება სურდა.
არავინ, შეწინააღმდეგებია მის გადაწყვეტილებას ამიტომ ისევ აიბარგნენ და დაბრუნდნენ მშობლიურ კერაში.
შემდეგ თქვენც მოგეხსენება ძვირფასო მკითხველო რაც მოხდა, მე იმ მომენტიდან განვარგრძობ საიდანაც უფრო საინტრესოა.
ალექსანდრეს და ანაბელის ქორწილის დღე იყო, ყველაფერი მზად იყო, პატარა დაჩის კი ვერსად პოულობდა.
- წინ არ იყურები?
- ბოდიშს გიხდით, პატარა ბიჭს ვეძებ ხომ არ დაგინახავთ.
- არა - მკაცრად უთხრა და შეხედა.
- თქვენ...
- მე პატარძლის ძმა ვარ.
- სასიამოვნოა ძალიან, მე ალექსანდრეს და ვარ ანუ სიძის და - დაბნეული იყო.
- სასიამოვნოა, ჩემი დის ოთახს ხომ არ მიმასწავლიდით?
- მესამე სართული, კიბიდან მარცხნივ თეთრი კარები.
- მადლობა.
- დედათქვენია მასთან, იმაზე თუ ნერვიულობთ რომ ანაბელი აფორიქებული არის.
- დედაჩვენი?
- დიახ.
ლაზარემ დიდი სისწრაფით აირბინა კიბეები, ნატალის კი გაუკვირდა მისი ასეთი ქცევა, მაგრამ ფიქრით თავი აღარ შეუწუხებია.
მთელი სახლი მოიარა, შემდეგ ეზოშიც გავიდა და მუხის ძირში იპოვა.
- დაჩი, საყვარელო, აქ რატომ იმალები?
- ბიძიას აღარ ვეყვარები!
- ეგ საიდან მოიტანე?
- ბავშვებმა მითხრეს.
- მოგატყუეს ძვირფასო.
- მითხრეს რომ მას თავისი შვილი ეყოლება და მე აღარ ვეყვარები.
- და ბიძიასთვის რომ გეკითხა არ ჯობს?
- რომ მომატყუოს?
- ბიძიას როდესმე მოუტყუებიხარ?
- არა!
- მაშინ ეხლა რატომ მოგატყუებს?
- ბიძიასთან მიმიყვან?
- წამოდი - წამოაყენა და ხელში აიყვანა.
ალექსანდრეს კარებზე ფრთხილად დააკაკუნა.
- შემოდით!
კარი შეაღო, ალექსანდრეს მათი დანახვისას გაეღიმა.
- ბიძიას ვაჟკაცი მოსულა - დედას ხელიდან დაუძვრა და ჩაცუცქულ ბიძიას მიეხუტა.
- ბიძია შეიძლება რაღაც გკითხო?
- რათქმაუნდა!
- შენი შვილი, რომ გეყოლება მე გეყვარები?
- რათქმაუნდა! - ალექსანდრეს ძალიან გაუკვირდა - ეს კითხვა საიდან დაგებადა?
დედას შეხედა.
- ბავშვებმა მითხრეს რომ აღარ გეყვარები.
- და მაგიტომ ხარ გაბუტული?
- გეყვარები?
- რათქმაუნდა, მეყვარები. -
თმა აუჩეჩა.
- უნდა გავიდეთ, ჩემო ბიჭო გასვიანის ქალი, დადიანი ქალი უნდა გავხადო.
მთელი საღამოს განმავლობაში დაძაბული იყო, წყვილის შემდეგ, ყველა მის თვალიერებაში გახლდათ.
რამდენჯერმე გაკვრით ჰკითხეს დაჩის მამის ვინაობის შესახებ.
ნატალი ყველანაირად ცდილობდა ზრდილობიანად მოეშორებინა თავიდან, მაგრამ ხომ იცით ქართველი ენაწაგრძელებული ქალების ამბავი და სანამ იქაურობა დაჩისთან ერთად არ დატოვა, არ მოასვენეს.
რამდენჯერმე ლაზარეზე ჩაფიქრდა, მაგრამ მალევე მოიშორა ეს ფიქრები.
დაჩისთან ერთად სეირნობდა სოფელში, როცა დაჩიმ აიტეხა ბიძია გიგისთან წამიყვანეო, ასეთ უბრალო თხოვნებს ყოველთვის უსრულებდა.
გიგის ეზოს, როცა მიუახლოვდა ეზოში მჯდარი ჩალურჯებულ ბიჭებს მოკრა თვალი და ეგრევე შევარდა.
- რა დაგემართათ?
- ვა ნატალიკოს გაუმარჯოს და მის პატარა ბატონს.
- რა დაგემართათ? - ყველას ჩალურჯება სათითაოდ ნახა, ლაზარეს გარდა.
- პატარა შეკამათება მოგვივიდა.
- პატარა? - გაცხარდა - სარკეში მაინც თუ ჩაიხედეთ?
-კი.
- უტა ადექი და სამედიცინო ყუთი მომიტანე.
- არის უფროსო!
ყველას გაუსუფთავა სახე მისდაუნებურად ბოლოს უტა შემორჩა.
- დიდი არაფერია!
- პატარას დაგიმუშავებ.
ბამბა სპირტით დაასველა.
- იცოდე გეტკინება!
ამაზე ლაზარეს გაეღიმა.
- არაუშავს!
- კარგი.
ლაზარეს წარბიც კი არ შეუხრია მთელი ამ დროის განმავლობაში.
- ესეც ასე დავამთავრე. - დაჩის გახედა. - დაჩი ჩვენი წასვლის დროა.
- დედა, გთხოვ კიდევ ცოტახანი.
- საყვარელო, მერე კიდევ მოვიდეთ კარგი?
- დედა გთხოვ.
- დარჩით და მერე ლაზარე მიგაცილებთ მაინც ეგ გზა უნდა გაიაროს.
- არ მინდა შევაწუხო.
- არ შევწუხდები.
- მაშინ კარგი.
კარგი დრო გაატარეს იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს ბოლოს პატარა ბატონსაც გამოელია ძალა და ჩაეძინა.
- ჩვენი წასვლის დროა! - ბავშვი ხელში აიყვანა.
- მომეცი!
- რა?
- მეც მივდივარ და მიგაცილებ.
- არაა საჭირო დარჩი!
- არის! - ბავშვი ფრთხილად გამოართვა.
- ხვალ შევხვდებით! - ბიჭებს მიმართა.
- ხვალამდე!
სიჩუმეს მხოლოდ მათი ნაბიჯები და ბაყაყის ყროყინი არღვევდა.
- ისა... - ლაზარესმ შეხედა.
- ალბათ რთულია დისგან შორს ყოფნა.
- ხვალამდე როგორმე გავძლებ!
- ხვალამდე?
- თბილისში გადავდივარ!
- კარგია.
ჭიშკრამდე მიაცილა და ბავშვი დაუბრუნა.
- მადლობა, რომ მომაცილე.
- არაფრის! - დაჩის თავზე გადაუსვა ხელი. - იღბლიანი მისი მამა. - ეს თქვა და იქაურობას გაეცალა.
- იღბლიანი - ჩამწყდარმა წარმოთქვა ეს სიტყვები.
პირველ სართულის ტერესაზე ბებიამისი ეკატერინე შეხვდა.
- ვინ მოგაცილა?
- ლაზარემ, ანაბელის ძმამ.
- კარგი ბიჭი ჩანს.
- ხო.
- იქნებ...
- არა, არ ვაპირებ ვინმე ჩემს უფრსკულში ჩავითრიო!
- ერთ დღეს უფრსკული შენ გახდები! - პირდაპირ მიახალა. - მერე რა რომ წარსულში, რაღაც შეგემთხვა ეს შენი ბრალი არ ყოფილა, იმ სამი არამზადის გარდა არვის ბრალი არ ყოფილა.
- არ მინდა, ამაზე საუბარი! - სწრაფად აირა კიბეები და ოთახში შეიკეტა.
დაჩის გამოუცვალა და ლოგინში შეაწვინა თვითონ კიდე კარებთან ჩაცურდა და თავი მუხლებში ჩაყო.
მართალი იყო ეკატერინე, რაც უფრო მტკინვეული იყო მისთვის, ალბათ ერთ დღეს თვითო გახდებოდა უფრსკული, რომელშიც დაჩისაც ჩაითრევდა.
წამოდგა და დაჩის მიუწვა გვერდით.
იმ დღის შემდეგ ყველანაირად ცდილობდა ლაზარესგან თავი შორს დაეჭირა.
ერთ დღესაც დაჩისთან ერთად კაფეში იჯდა და ნაყინს მიირთმევდა, როცა კარი გაითო და შიგნით ლაზარე და ვიღაც გოგო შემოვიდნენ. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, დაჩის ბაღის ამბებს ისმენდა , მაგრამ შემდეგ ხმა ეცნო.
- ორი კაპუჩინო.
იმ მაგიდისკენ გაიხედა და მათი თვაკები ერთმანეთს შეხვდნენ.
ლაზარემ, რაღაც გადაულაპარაკა გვერდით მჯდომ გოგონას და შემდეგ ნატალის და დაჩის მაგიდისკენ დაიძრა.
- სალამი ლაზარე. - მიესალმა.
- გამარჯობა პატარა კაცო - ყურიც არ ათხოვა.
- გამარჯობა, ბიძია ლაზარე.
- ნაყინს შეჭამ?
- უკვე საკმარისად მიირთვა.
- აბა, რომელი გინდა მითხარი?
- ლაზარე, მან უკვე მიირთვა!
- როგორც ჩანს შოკოლადი მოგწონს.
- ბიძია ლაზარე მე უკვე საკმარისად მივირთვი!
- კარგი. - ნატალის შეხედა. -
დაგპატიჟებ და ბიჭებმა გავატაროთ მარტო დღე, კარგი?
- კარგი.
- ეხლა უნდა დაგტოვო.
- ნახვამდის.
- ნახვამდის.
ლაზარე თავის ადგილს დაუბრუნდა.
- დედა ბიძია ლაზარეს აწყენინე?
- არა, საყვარელო საიდან მოიტანე?
- ნაწყენივით გამოიყურებოდა.
- ალბათ რთული დღე ჰქონდა. - საათს დახედა - არ წავიდეთ?
- კი.
ოფიციანტს დაუძახა და თანხა გადაიხადა, უკვე გასვლას აპირებდნენ როცა
- დედა ბიძია ლაზარეს უნდა დავემშვიდობო.
- ხომ დაემშვიდობე უკვე?!
- ხომ, მაგრამ ჩახუტება დამავიწყდა.
- სწრაფად, უნდა გავიდეთ.
- კარგი. - უცბად მიირბინა და ჩაეხუტა. - ნახვამდის ბიძია ლაზარე.
- ნახვამდის პატარა კაცო.
- და კიდევ ერთი რაღაც ორ დღეში ჩემი დაბადების დღეა და შენც დაპატიჟებული ხარ.
- აუცილებლად მოვალ.
- დაგელოდები!
დედასთან მიირბინა, ხელი ჩაკიდა და გარეთ გავიდნენ.
ორმა დღემ სწრაფად გაირბინა და დადგა დაჩის დაბადების დღე პატარა ბატონი მეხუთე დაბადების დღეს აღნიშნავდა.
ყველა შეიკრიბა ამ დღის აღსანიშნავად.
უკვე ტორტის გაააჭრელად ემზადებოდნენ, როდესაც ლაზარე მოვიდა.
- ბიძია ლაზარეეე - მისკენ გაიქცა.
- გილოცავ პატარა კაცო - ხელში აიყვანა.
- პატარა არ ვარ, მე აი ამდენის ვარ - თითებით აჩვენა მისი წლოვანება.
- ჩემთვის მაინც პატარა კაცი იქნები.
- ბიძია ლაზარე - უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.
- საჩუქარს არ გახსნი?
- საჩუქარი მომიტანე?
- საჩუქრის გარეშე ვინ მიდის დაბადების დღეზე?
- არავინ!
- და მე რატომ არ უნდა მომეტანა?
- დედამ მითხრა, რომ ძალიან დაკავებული ხარ და შეიძლება ვერ მოსულიყავი.
- შენს დედიკოს გადაეცი ძალიან ბევრი რამ არ იცის!
- კარგი, გადავცემ! - უცნაურად დაიწყო ხვანცალი. - საჩუქარს არ მანახებ?
- შესასვლელში დევს, მიდი, გაიქეცი და ნახე!
ქვევით ჩამოსვა.
- ბიძია ლაზარე მიყვარხარ!!!
- პატარა კაცი - თქვა და სამზარეულოს ძებნას შეუდგა.
სამზარეულოში კი მოფუსფუსე ქალბატონი ნატალი დახვდა.
- უტა ისევ ტორტის გამო თუ მოხვედი,
გიმეორებ რომ სანამ სანთლებს არ ჩააქრობს დაჩი იქამდე ვერ დავჭრი.
- უტა არ ვარ!
ნატალიმ უკან მოიხედა.
- უი, ლაზარე უტა მეგონე.
- შენ ბევრი რამ გგონია.
- რას გულისხმობ?
- დაჩის რატომ უთხარი რომ მოსვლას ვერ მოვახერხებდი.
- ვივარაუდე.
- მართლა? - ირონიული ტონი ჰქონდა. - შენი ვარაუდით ეხლა რა მოხდება?
- ლაზარე რა აპირებ?
- ნახავ.
სწრაფად შემოხვია ხელები და ტუჩებში ეძგერა.
- შენ...
- რაიყო? ვიცი პირველი კოცნა რომ არ არის, მაგრამ იმედი მაქვს წინას ჯობია.
- შენ...
- რა მე?
- არაფერი!
ტორტი აიღო და გარეთ გავიდა.
- ამის დედაც!
დაჩის დაბადების დღის წვეულებამ ძალიან კარგად ჩაიარა.
ყველა სტუმარი წასული იყო მხოლოდ ახლობლები დარჩნენ.
- ბიძია ლაზარე ზღაპრებს მომიყვები?
- ამმ.
- ბიძია ლაზარემ ზღაპრები არ იცის! - ანაბელმა გასცა პასუხი.
- კი მაგრამ როგორ?
- ზღაპრები არ მიყვარს!
- მე რომ ზღაპარი მინდა?!
- წამოდი მოგიყვები. - ნატალიმ სცადა დაჩის გაყვანა.
- მე მინდა რომ ბიძია ლაზარემ მომიყვეს.
- პატარა კაცო მე რომ არ ვიცი, აბა როგორ მოგიყვე?
- რამე გეცოდინება. - ისეთი საყვარელი თვალებით შეხედა, არადამიანი უნდა ყოფილიყავი მისთვის უარი რომ გეთქვა.
- კარგი, რამეს მოვიფიქრებ.
ნატალიც გაჰყვა მათ უკან.
ლაზარემ, რაღაც სისულელე მოიფიქრა ამაზე კი დედა- შვილი კარგად იცინოდნენ.
- ნუ დამცინით! - ბოლოს თვითონაც გაეცინა. - პატარა კაცო შენი ძილის დროა!
- ღამემშვიდობის დედა. - ლაზარეს შეხედა. - ღამემშვიდობის ბიძია ლაზარე.
- მე დაჩისთან დავრჩები.
- მაშინ ღამემშვიდობის დადიანის ქალბატონო.



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

აუ მაგარია იმედია დიდხანს არ გვალოდინებ და მალე ვიხილავთ ახალ თავს მადლობა დიდი ამ ლამაზი ისტორიისტვის????????????

 


№2 წევრი nica_nica

სტუმარი გვანცა
აუ მაგარია იმედია დიდხანს არ გვალოდინებ და მალე ვიხილავთ ახალ თავს მადლობა დიდი ამ ლამაზი ისტორიისტვის????????????

ვეცდები ყველანაირად❣️ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

როდის დადებ ახალ ტავს კარგია ძაან მაგრამ ცოტას წერ და დიდხანს გვალოდინებ❤❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან მომწონს გაგრძელებას ველოდები

 


№5  offline წევრი tako- amiranashvili

რატო აღარ დეფ გაგრძელებას

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

შესანიშნავია თუ შეიძლება მალე დადოთ გაგრძელება მადლობა

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

შესანიშნავი ისტორიაა გთხოვთ არ მიგვატოვოთ ყოველდღე ვეძებ მადლობთ

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

Au raatom agar agrzelebt gelit droze dadet raaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent