შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ზღვარზე(6)


30-05-2023, 02:07
ავტორი ავრორა
ნანახია 1 335

***
8 წლის ასაკში
ელენამ ფეხშიშველმა და თმააბუებულმა ჩამოირბინა კიბეები რამოდენიმე ოთახში შეიხედა და შემდეგ გადაწყვიტა ბაღში გასულიყო რადგან ხმაური მოდიოდა. დედამისის კრიტიკული მზერის შემდეგ მიხვდა რომ მთლად ასეთ მოუწესრიგებელ მდგომარეობაში გამოვარდნა და სხვების წინ წარდგენა კარგი დღის დასაწყისი არ იყო. ერეკლე კი ერთობოდა ,ის და ვიღაც ორი ბიჭი ფეხბურთს თამაშობდა ,ქეთი კი ორ უფროსთან და როგორც შემდეგ გაირკვა ბიჭების მშობლებთან ერთად ჩაის სვამდა.
-დილამშვიდობისა-ძლივს გასაგონად წაილუღლუღა
-პირველ რიგში ბოდიში დილით სულ ასეთი მოუწესრიგებელია-მიმართა ქეთიმ ქალბატონებს და შემდეგ ელენას-დედიკო ალბათ გახსოვს მატილდა თორნიკეს დედა ,აი ის ქერა თმით რომ თამაშობს ,,და მთლიანად ოფლიანი როა დაუმატა ელენამ გონებაში" რამოდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ ბრიტანეთიდან,ალბათ გოგონებიც მალე მოვლენ ,,გოგონებში რათქმაუნდა ლილე და ლიზა იგულისხმება თავიანთ დედებთან ერთად " გაიფიქრა და თვალები აატრიალა
-არა ისე უნდა აღინიშნოს მატილდა რომ თორნიკეს ნამდვილად არ ეტყობა რამოდენიმე წელი საქართველოდან შორს თუ იყო ,-თქვა იოანეს დედამ
-არა მაგაში გეთანხმები,ყველაფერს ადვილად ითვისებს თან ჩვენც სახლში მაინც ინგლისურად ვესაუბრებოდით თუმცა ქართულიც იცის .
-აბა რაა აქედანვე უნდა შეეჩვივნე უცხო ენების ცოდნას,ვცდილობ ჩემი ორივე შევაჩვიო თუმცა ელენა დიდად ინტერეს არ იჩენს ,ამას მხოლოდ ხატვა აინტერესებს,არადა
ისე მომეწონა თორნიკემ რო უკვე 3 ენა იცის .-თქვა ქეთიმ და ისეთი თვალებით გახედა ელენას მიხვდა არც მას არ აცდებოდა კერძო გაკვეთილებზე სიარული და აქცენტის დახვეწა.
,,ვის რაში აინტერესებს მაგ გაწითლებულმა პომიდორმა რამდენი ენა იცის ,მე ქართულიც მყოფნის"გაბრაზებულმა სამზარეულოში შეირბინა და ზემოთა თაროზე დამალულ ,მისთვის მიუწვდომელი მარწყვი ჩამოიღო
-შენ სახლში იპარავ-მოესმა ხმა უკნიდან თორნიკესგან -ქურდობა ცუდია.
-ჩემი სახლიდან რანაიდად მოვიპარავ სულელო,ეს ხო ისედაც ჩემია. და კუდში ადევნებაც ცუდია ,-ერთი მარწყვი აიღო და ფრთხილად შეათვალიერა.შემდეგ უცებ თორნიკეს მიუბრუნდა და ჰკითხა
-აბა თუ შეგიძლია გაიმეორო:ჩინეთიდან ჩინელებმა ჩაი ჩამოიტანეს, ჩაიდანში ჩაყარეს და ჩაატარ-ჩამოატარეს
-ჩინეთიდან ჩინელებმა ჩაი ჩამოიტანეს, ჩაიდანში ჩაყარეს და ჩაატარ-ჩამოატარეს.-შედარებით ნელა თუმცა კმაყოფილმა გაიმეორა ღიმილიანი სახით ბიჭმა.
-ეს მარტივი იყო არ ითვლება ,ცოტა გავართულოთ :თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა.
-ეგ უფრო მარტივია ,აი თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა.
-ნაბუქოდონოსორმეფე განაბუქოდონოსორმეფებულა.აი ამას ნამდვილად ვერ იტყვი ,ასე რომ დამარცხდი-თქცა მხიარულად ელენამ და ტაშიც კი შემოკრა მეტი ემოციით.
-შეიძლება მეც გკითხო ენის გასატეხი?
რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ ელენამ უარი უთხრა
-არა,შეიძლება ვერ გავიმეორო და არ მინდა
-მეც ხო ვერ გავიმეორე მერე
-მერე მე ეხლა გამარჯვებული ვარ და თუ ვეღარ გავიმეორე ესეიგი აღარც გამარჯვებული არ ვიქნები მიხვდი? მარწყვი გინდა?-ჰკითხა და ტუჩებთან ახლოს მიიტანა მარწყვი რომელიც ამდენი ხანი ხელში ეჭირა.
-მე თორნიკე ვარ ,მაგრამ შეგიძლია თოკო დაიძახო ,თითქმის ყველა მასე მეძახის და შენც ნებას გრთავ.
-ელენა ,ოღონდ ელენე არაა დედამ მომიყვა რო ერთხელ ბაღში ელენეს მეძახოდა ორი ბავშვი და თურმე მე ორივე ვცემე.
-გასაგებია ანუ მე ა ასო -ბგერას განსაკუთრებით გამოუთქვამ -უთხრა და გაუღიმა ,ელენამ შეამჩნია რომ თოკოსაც მის მსგავსად ღიმილისას ლოყა ეჩხვლიტრბოდა.
-ისე მგონი მარწყვზე ალერგია მაქვს.
ერთხელ რო ვჭამე ცუდად გავხდი,ვეღარ ვსუნთაქვდი და დედას ექიმმა უთხრა ალერგიულია და არ აჭამოთ არასდროსო.
-ანუ ანაფილაქსია გქონდა.
-ეგ რა არი არ ვიცი მარა ხოო.
-თუ იცი რო ალერგიული ხარ არ უნდა ჭამო და დაუჯერო ,ანუ ზემოთაც მაგიტო იდო ხოო
-შენ ყველაფერს უჯერებ ხოლმე?ზოგჯერ ხო გინდა რო რამე გააკეთო ისეთი რაც მართლა გინდა
-არა,სულ არ ვუჯერებ მარა შენ ადგილას რო ვიყო არ შევჭამდი შეიძლება წინაზე უარესი დაგემართოს.დამიჯერებ და არ შეჭამ?
-შენი აზრით ერთ ცალზეც ცუდად გავხდები?
-მოდი წარმოვიდგინოთ რო თამაშია და შენ არ უნდა ჭამო მარწყვი,თუ შეჭამე ესეიგი დამარცხდი მე კი ვხედავ რო შენ დამარცხებას ყველაზე მეტად ვერ იტან ,კაი?
-და როდემდე უნდა ვითამაშოთ?
-ალბათ სულ,შენ ხო ალერგია სულ გექნება?კარგი?
-yes ,we agree.აღიარებ რომ ლამაზი აქცენტი მაქვს?
- მე მომწონს თან ძალიან-უთხრა გულწრფელად თოკომ
-ანუ რო გავალთ ბაღში შეგიძლია დედაჩემს უთხრა რომ მე და შენ აქ ინგლისურად ვსაუბრობდით და კარგი აქცენტი მაქვს?
,,წესით უნდა გაჭრას და აღარ დამიწყონ უცხო ენის მომზადებზე ძალით თრევა "

ვერ ხვდებოდა ამდენი წლის წინ მომხდარი ახლა რატო გაახსენდა ,ალბათ იმიტო რომ თავისი სახლი მოემატრა,იქნებ რამდენიმე დღით დარჩენილიყო თავის ძველ ოთახში სადაც ისედაც იშვიათად ატარებდა დროს ,დაელია ჩაი ,წაეკითხა ჟურნალები ,განეხილა ყველაფერი რასაც წაიკითხავდნენ ქეთისთან ერთად , შეიძლებოდა ამაზე ფიქრი . სამზარეულოში გვერდი აუარა უმარავ მარწყვს და მამამის დაუწყო ძებნა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent