შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ზღვარზე (8)


7-06-2023, 01:06
ავტორი ავრორა
ნანახია 1 437

***
დროს ვერ შეაჩერებ და ვერც გაიგებ ისე სწრაფად შეიცვლება შენი ცხოვრება შენს თვალწინ. და მაინც რა შეიძლება შეიცვალოს 6 წელში? პასუხი მარტივია :ყველაფერი და თან არაფერი...
რატომ არის რომ ადამიანები მაინც ისეთები რჩებიან, განსაკუთრებით ისეთივე ჯიუტები როგორიც იყვნენ,
დრო არ ცვლის იმას რომ საკუთარი ქმედებების გამო ჩვენთვითონვე ვართ მთავარი მტერი ჩვენი ბედნიერების. ზუსტად 6 წელი და არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი,არცერთი დათმობა ,ერეკლე და ელისაბედი გერმანიაში გაემგზავრნენ თუმცა დაახლოებით 6 თვის შემდეგ მიხვდა ერეკლე რომ აზრი არ ქონდა , ამიტომ ოჯახში გადატანილი დიდი ჩხუბის შემდეგ მაინც მოახერხა და სწავლა ბიზნეს ადმინისტრირებაზე გააგრძელა ბრიტანეთში,6 წლის შემდეგ 3 აგვისტოს ლილეს ქორწილის დღეს და კვლავ ის ძველი მეგობრები იყვნენ სანამ სხვადასხვა მიმართულებით წავიდოდნენ.
-ანუ შენთვის იმის თქმა მინდოდა და საერთოდ შენი დანახვა არც მსიამოვნებს რომ -აი ისევ დაიწყო გაიფიქრა ელენამ ,როცა თორნიკეს დედა, მატილდა წარბაწევით ესაუბრებოდა ტერასაზე -ხო რას ვამბობდი,ესეიგი მხოლოდ ის რომ ქმარი აღარ გვყავს ჩემ შვილთან შანსებს არ გაძლევს, კარგად გაითავისე ეს.
-ჯერ ერთი თორნიკე საერთოდ არ მინახავს ექვსი წელია ,არც ვიცოდი რო ჩამოვიდა მერე მეორე დღეს მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთისთვის გამარჯობაც არ გვითქვამს და ვეფ ვხვდები თქვენი შეშფოთების მიზეზს ,მითუმეტეს ამ მშვენიერ დღეს- მეტი ემოციისთვის ცაშიც კი აიხედა თუმცა იქ მზის ნაცვლად უკვე ვარსკვლავები დახვდა.
გულის სიღრმეში იცოდა რომ ასეც იქნებოდა და თორნიკესთან მარლტა ყველაფერი დასრულდა ,რა თქმა უნდა იცოდა რომ ერთმანეთს არც მოიკითხავდნენ ქორწილში და სწორედ იმ უხერხულობისთვის რასაც ახლა მატილდა ქმნიდა ქორწილში ყოფნაც არ სურდა.
-შენ საერთოდ არაფერს არ წარმოდგენ და რა გასაკვირია თუ მისი ჩამოსვლა არ იცი,მაგრამ არა მე ბოდიში ალბათ ჩასაფრებული ელოდი როდის ჩამოვიდოდა რომ მერე
-არა მართლა ვერ ვხვდები თქვენ შვილზე ასეთი წარმოდგენა რატომ გაქვთ?და რად მინდა მისი ჩამოსვლა საფრანგეთიდან?
-იქნებ იმიტო რო გინდა ახალი პოტენციური საქმრო ააგდო, მაგრამ მართალია მისი ჩამოსვლა შენთვის არაფერს არ ცვლის ,ჩემ შვილს კარგად ვიცნობ და ის თორნიკე რომლსაც შენ უყვარდი მასში აღარც არსებობს,
-არანაირ პოტენციურ ქმარს არ ვეძებ.
-ეგ ტყუილები სხვებისთვის შემოინახე, ელენა დაიმახსოვრე და თუ ვერ იმახსვორებ ჩაიწერე სადმე რომ სანამ მე ვარსებობ თორნიკეს ცხოვრებაში შენ ვერ იქნები,
შენი შვილითურთ მითუმეტეს მის გულში ან სახლში.
"უკვე ტვინი ამტკივდაა, ეს ვინაა , საერთოდ როგორ ვუგებდი მსგავს ტიპს ,ენას ამოგადღლიზავ" უფრო მეტად მწარე კომენტარს ეძებდა გონებაში უკნიდან ნაცნობი ხმა რომ მოესმა:
-დედა ,საკმაოდ ხმამაღლა საუბრობთ ,იმედია სტუმრებს არ შეაშინებთ.
-უბრალოდ სიტუაციას ვუხსნიდი ელენიკოს.-უთხრა თბილი ხმით შვილს
,,აუუ უეჭველი ძალით დაამახინჯა ეს ჩემი სახელი ,ელენიკო და ის კიდე რააა"
-და მაინც რა სიტუაციას?-კიდეც უფრო ახლოდან მოესმა ხმა და თვალის კუთხით დაინახა რომ თორნიკე მის გვერდით იდგა,
-მე ჩემთვის პოტენციური კა*პის წოდებას სიტუაციის ახსნას ვერ ვუწოდებ
-დარწმუნებული ვარ დედაჩემს ეგ სიტყვა არ უხსენებია- მშრალად უპასუხა ბიჭმა და ელენა მიხვდა რომ ამ პასუხის გამო რაღაც ეტკინა თუმცა ცდილობდა ყურადღება არ მიექცია
-სიტუაციის ახსნით მასე გამოდის თუნდაც სხვა სიტყვებით
-თუ ადამიანი საკუთარ თავს ამოიცნობს ...-დაიწყო მატილდამ თუმცა თორნიკეს მკაცრმა და შეუვალმა ხმამ გააწყვეტინა
-დედა საკმარისია, -და როცა დაინახა რომ მატილდამ კვლავ გააღო პირინ რაღაცის სათქმელად დაამატა -შეწყვიტე.
-სისულელე ,სრული აბსურდია -თქვა დანანებით მატილდამ და შევიდა .
-არ ვიცოდი რო ჩამოხვედი ,ერეკლეს არ უთქვია, მგონი თვითონაც არ იცოდა ხო?-არ იცოდა რატომ მაგრამ საუბარი დაიწყო
-ხოო.
-საფრანგეთში არქიტექტურაზე ,ძაან მაგარი იქნებოდა ალბათ , თან ხატვა სულ გამოგდიოდა ,
-ხო.
-იომ თქვა აქ ჩაუდგა სათავეში მამამისის არქიტექტურულ კომპანიასო ,ანუ აქ იქნები -და შემდეგ მალევე დაამატა-ვგულისხმობ სულ აქ იქნები?
-ხოო
-ლილე რა ლამაზი პატარძალია არაა?
-ხოო
-იცი ეხლა ვფიქრობ რა კითხვა დავსვა რო ხო არ გამცე პასუხად ,-თქვა შედარებით ნაზად ელენამ -თუ ესე მოსაწყენია შედი
და ბიჭს გახედა რომელიც ტერასაზე ზუსტად მის გვერდით იდგა და ხელი რომ ოდნავ გაეწია შეეხებოდა კიდეც , თორნიკეს ოდნავ ტუჩი ჩაუტყდა ,სიგარეტი ამოიღო
-გინდა?
-არა ,აღარ ვეწევი ,
-საერთოდ?
მხრები აიჩეჩა ელენამ და ცას შეხედა.
-მოიფიქრე?
-რაა?-ისევ ვარსკვლავებიდან მზერა გადაიტანა ბიჭზე
- შეკითხვა პასუხად ხო რო არ გაგცე.
-თოკო
-თორნიკე ელენა ,მინდა რო თორნიკე დამიძახო
ამაზე ლიზამ "ისტერიკული სიცილი დაიწყო"
-სერიოზულად?ბოდიში ძაან მეცინება.არა ისე თორნიკე უმჯობესია კიი ,თან ეხლა მაინც ცნობილი ქართველი არქიტექტორი თორნიკე დადეშქელიანი ბევრად უკეთ ჟღერს .
-ხო არაა?მე იმის აღნიშვნა მინდოდა რო ჯობია საზღვრები დავიცვათ თქო.
-აა და მაინცდამაინც მეე?რავი ვაფშე ყველა გაცნობიდან ორი წუთის შემდეგ თოკოს გეძახის და ...ან რავი თორნიკე რატო უნდა დაგიძახო გგონია შენი "რიგითი" თანამშრომელი ვარ
-თუ გინდა შემიძლია შემოგთავაზო,რაღაც ვაკანსიები გვაქ
-იდიოტი ხარ , დამლაგებლობა ,არ მინდა -შეიძლება სისულელე იყო ამაზე გაბრაზება მითუმეტეს რომ არც დაკონკრეტებია თოკოს პოზიცია თუმცა ის რომ უნივერსიტეტში არ ჩაუბარებია ცოტათი როგორც ჩანს აკომპლექსებდა კიდეც. -თან არ მგონია მატილდა თანახმა იყოს ,
-დედაჩემი არ ამოწმებს ჩემი თანამშრომლების სიას .
-პრინციპში თანახმა კი არა კმაყოფილიც იქნება რო დამინახავს
დამლაგებლის პოზიციაზე.
თოკომ ღრმად ამოისუნთქა
-ეგ არ მიგულისხმია
-ხო ალბათ მეორე ვარიანტიც გვაქ ,აი მაგალითად ოფისში ყავის დამტარებლად ,პასუხი კვლავ არა იყოს მადლობა
-თვითშეფასება ესე დაგივარდა?-უბრალო შეკითხვა თუმცა იგრძნო როგორ გაუტყდა გულში რაღაც და ნაწილებად დაიშალა ახლა მხოლოდ სახლში მისვლა და უტკბილეს ნუცასთან ჩახუტება უნდოდა. და "მაინც ესე დაგივარდა თცითშეფასება" კითხვა რომლის როქვეტექსტსაც ,,ესეთი საცოდავი გახდი"მიიჩნევდა და სიტყვა საცოდავი ყველაზე მეტად ეზზიღებოდა
-იდიოტი ხარ. მინდა რო
-რა გინდა?გინდა რო მოვკვდე?საერთოდ გავქრე შენი ცხოვრებიდან?არ შეგახსენო რო ცოცხალი ვარ ?შეგიძლია წარმოიდგინო რო ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი უკვე მოხდა.
-რაც არ მომხდარა იმის წარმოდგენას არ ვაპირებ.

***
-ნუცი სწრაფად ჭამე დე თორე დაგვაგვიანდება.
- საერთოდ არ წავალ რაა ბაღში.
-არ შეიძლება ,შენ ხო განათლებული გოგო უნდა იყო დეე ისედაც შემდეგ წელს სკოლაში უნდა იარო.
-ერთი მაცოდინა ეს სკოლა რა არი.
შენ დადიოდი სკოლაში?
-კიი და ეხლა ნუ დაიწყებ ხოლმე კითხვების კორიანტელს , თან დილით, ისედაც მეც მკსამზადებელი ვარ.დღეს ბაღში შეიძლება ერეკლემ წაგიყვანოს.
-მაკდონალდსში წამიყვან?
- არა დე ერეკლემ უნდა წაგიყვანოს თქო ,მე რაღაც საქმე მაქვს იოსთან.
- ერეკლე წამიყვან?
-აა ერეკლე არ ვიცი და დროზეეე.
ზუსტად ასე აბურდული თმით ,ჩაშავებულ თვალებზე პაჩებით და საზაფხულო ხალათით გაემართა კარის გასაღებად. და კართან თოკოს დანახვაზე ნამდვილად მიხვდა რომ დილა დაწყებული არ ქონდა და ამდენი ხანი ნუცას სიზმარში არიგებდა ჭკუას.
-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა როცა გამოსახულება არ ქრებოდა.
-suprise! არ შემომიშვებ?ცოტა გაიწიე და ჩემით შემოვალ.
-ჯერ ხო უნდა გავიგო აქ რას აკეთებ?ესე ყველას კი არ ვუშვებ სახლში-თავის კომენტარზე თვითონვე გაეცინა.-
-იო ვერ მოდის ხოდა მერე ერეკლემ რო ორი საათი ტვინი გაბურღა აი მაგიტო ვდგევარ ახლა შენს წინაშე.
-და ეგ როდის მოხდა?
-რა ,ტვინის გაბურღვა?კუს ტბაზე რო დავრბოდი აი მაშინ ,არა ისე კი გამიკვირდა რო გამომეცხადა მეთქი როდის იყო ნაკანები ადრე დგებოდნენ თქო?!
-აუუ რა კარგ ხასიათზე ხარ დილიდან,ისე ერეკლეს მგონი ჯერ ჩემთვის უნდა ეკითხა ხოო ,იქნება არ მინდა იოანეს ნაცვლად შენ რო მასწავლო მანქანის ტარება.ნუ რადგან უკვე ვთქვი არ მინდა ამიტომ შეგიძლია წავიდე, თან უამრავი საქმე გექნება.მითუმეტეს გუშინ ქორწილში იყავი და
-შენდა სამწუხაროდ ყველაფერი დღის მეორე ნახევარში გადავიტანე ასე რომ
-მე ნუცა მქვია ,შენ?-ელენამ გააზრება ვერ მოასწრო ისე აესვეტა სამზარეულოში თორნიკეს წინ ნუცა გაღიმიბული სახით.
-ვიცი.-უცნაური ხმით უთხრა ბავშვს და დიდად არც შეუხედია.
ელენამ თავის თავზე აიღო მისია ვიღაც "უცხო ბიძას შვილისთვის გული არ ეტკინა "
-ნუც ,ეს თორნიკეა.
-ხო ვიცი შენი მეგობარი
-საიდან იცის ?-წარბები აწია თორნიკემ და ელენას შეხედა ,თუმცა როცა საპასუხოდ ელენამ ქვევით მიუთითა და ნუცა დაანა რომელიც ახლად გაცნობილ პიროვნებას გაბრწყინებული უყურებდა შეკითხვის ადრესატი შეცვალა და -საიდან იცი პატარავ?
-როგორც შენ იცი რომ ნუცა ქვია -არ დააცადა პასუხის გაცემა ბავშვს და სხაპასხუპით უპასუხა.მის პასუხს თორნიკეს სიცილი მოყვა
-არაა შანსი არაა როგორც მე ვიცი ისე იცოდეს .
-ანუ?-ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ამ მრავალმნიშვნელოვანი პასუხით ბიჭი.თუმცა მალევე მიხვდა რო ამ კითხვაზე თორნიკე პასუხს არ სცემდა.
-კარგი,ნუ მოკლედ , რა თქმა უნდ ეს უტაქტობაა და ასე არ შეიძლება უარის თქმა თუმცა მადლობა დახმარებისთვის და ბოდიში რომ ტყუილად მოგაცდინე
-გაგრძელება საჭირო არ არის , ბოდიში და მადლობაც უკვე მიღებულია
-არ მოვდივარ თქო ,შტეროო
-არ გინდა ნორმალურად მოსაუბრო?მაინც მანქანის ტარება უნდა გასწავლო და შეიძლება სადმე გადავიჩეხოთ კიდეც შენი სწავლის უნარებიდან გამომდინარე.
-ვერ გავიგე?აა ანუ მე ვერ ავითვისებ ვერაფერს და აქ ერთადერთი აინშტაინი რომელსაც ჩემი შვილი უყურებს შენ ხარ...
-ფიზიკა არ მიყვარს.
-ფიზიკა რა არის?-იკითხა ნუცამ
-საგანია,რომელშიც საუკეთესო ვიყავი დე.
-უი ნუცი აერია ფიზიკა კი არა ბიოლოგია იყო თავი საუკეთესოდ რო მოჰქონდა.
-კი არ მომქონდა ვიყავი ,
-ხო არაა?აი ნახავ ნუცა რო დაიწყებს მაგ საგნების სწავლას და საერთოდ ვერ დაეხმარები,
ნუცა გაფართოებული თცალებუთ უყურებდა ორ ზრდასრულს რომელებიც ვერ იაზრებდნენ ამ კამათში ხმას როგორ უწევდნენ
-კაი ,ნუცა არ არის ხმამაღლა საუბარს მიჩვეული. იოანე ესე ადრე არ აპირებდა მოსვლას ამიტომ მზად არ ვარ
-და კარი პირდაპირ და მარცხნივ არაა.იყოს დაგელოდები სანამ მოემზადები.
-დედიკო ადრე ვერასდროს ვერ დგება,მერე სულ გვაგვიანდება ბაღში და სულ მე მაბრალებს დედა შენ ჭამ ნელაო
-რატო არ მიკვირს -თქვა სიცილით თოკომ და ნიცას სიმაღლეზე ჩაიმუხლა-კიდე ბაღიდან გამოყვანა ხო არ ავიწყდება ხოლმე
-არაა ეგ არაა , მაგრამ ჩემი ძილის დრო ავიწყდება და ხან მე ვახსენებ ხოლმე.
-მადლობა ნუცა,აი დედის დაცვაც ასე უნდა , ხოდა ამის შემდეგ ვერცერთ მუთფილმს ვერ უყურებ საღამოს საათებში.
ცოტა ხნის შემდეგ ერეკლემ წაიყვანა ნუცა ბაღში და ყურადღება არ მიაქცია ელენას ტუჩების მოძრაობით ნათქვამ "მოგკლავ ,რას მიკეთებ" ,20 წუთში მოემზადა თოკოსთან გაკვეთილისთვის.
რაც არ უნდა უცნაური იყოს თოკო არც მდგომარეობიდან გამოსულა და ყოველ უშედეგო ცდაზე რომ მანქანა დაეძრა უმეორებდა ახლიდან ეცადა.
სანამ კინაღამ ხეს არ შეეჯახა რაც დამუხრუჭების მაგივრად ელენას კივილმა გამოიწვია.
-კაი შემეშინდა უბრალოდ ,ახლიდან ვცადოთ.
-ვცდით მაგრამ სხვანაირად.
-კალთაში არ ჩაგიჯდები იდიოტო, -ბიჭმა წარბი აწია -ზუსტად 45 წუთი დარჩა ,შემდეგ საქმეები მაქვს ოფისში
-ხოდა ზუსტად 45 წუთით ადრე დავამთავროთ ,პროგრესი მაქვს ამიტომ
-ელენა ...მოდი-უთხრა ნაზად.-თუ ესე უფრო დაიბნევი სხვანაირად ვცდით.
გოგო დანებდა ,მუხლზე დაუჯდა და ეცადა კონცენტრაცია თოკოს სიტყვებზე მოეხდინა
-კარგი, ეხლა ნელა დაძარი მანქანა და ეცადე გზას მიყვე ,არანაირი ხე და ბოძი არ გვჭირდება , კაი?
-კაი.
ეცადა თუმცა როდესაც თმაზე მისი ცხვირის წვერის შეხება იგრძნო
მისი ხმა გაბზარული და კიდე სხვა
ამოუცნობი გრძნობით სავსე ჩანდა
-თოკოო
-იცი ეს ხმა რას ითხოვს ?-ჰკითხა ბიჭმა,კისრიდან თმა გადაუწია და ელენამ ცხელი ტუჩების ნაზი შეხება იგრძნო კისერზე.
-ღმერთოო...თოკო-არ იცოდა რა უნდა ეთქვა ,ბიჭი კი უსირცხვილოდ კოცნიდა ხან კისერზე ხან ყელთან ახლოს არტერიაზე,რამოდენიმეჯერ თმაზე იგრძნო მისი შეხება თუმცა სხვაგან არსად.და როცა ეგონა ამ ცხელი კოცნებით გაგიჟდებოდა სწორედ იმ დროს შეწყვიტა
-ბოდიში ,თავი ვერ შევიკავე ,ახლიდან ვცადოთ.
-თოკოო....გთხოვ... -ყელი გაუშრა და ნაწყვეტებად საუბრობდა ,მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ქონდა,რადგან თორნიკე უკვე თავს აკონტროლებდა.

-ერეკლე გეფიცები მოგკლავ ,არ უნდა გეთქვა რო იოანე ვერ ახერხებს მოსვლას და მკითხე აბა მინდოდა მე თორნიკე?
-ისე იყავი მოწადინებული რო მეთქი ეხლა ამას ვინმე რო არ გავუგზავნო მერე სულ მე დამბრალდება მართვის მოწმობას რო ვერ აიღებს თქოო.-პასუხი შეაგება მის ოთახში შევარდნილ დას - თან ისე იოანეზე კარგია თოკო,ხო რას მიყურებ ლილეს მაგან ასწავლა ტარება
,,ანუ ლილესაც მასე კოცნიდა, და.... რა ჩემი საქმეა ,დედამიწაზე დაეშვი ელენა"
-ხო ნუ თუ როგორც ლილე ატარებს იმას ტარებას დავარქმევთ მაშინ რავიი...სადაა დედას ვარსკვლავი?
-აუუ ქეთიმ გამოტენა ბოსტნეულით,კიდე კაი არ იცის რო სანამ აქ მოვიყვანდი ბაღიდან ,ნუ დღეს ცოტა ადრე გამოვიყვანე ბურგერები ვაჭამე თორე შეიძლება სასწრაფოში დაერეკა ბავშვს ორგანიზმი მოუწამლესო...უეჭველი ეხლა ბაღში ყავს სუფთა ჰაერს ასუნთქებს.
არა ისე მაინც რამდენ ხანში აიღებ შენ მართვის მოწმობას?
-აუ გამანებე რა თავი... ბებია-შვილიშვილს ვიპოვი და მერე ჩემთან წავალ...ისე იკა სად არი "გათანგული "ლიზა?ქორწილშიც არ მინახავს .
-ეგ ჩარჩა გერმანიაში გეფიცები,ძლივს ნახულობდა დროს რო ჩვენ ჩატში პასუხები დაებრუნებინა.ხოდა ეხლა ქორწილში რო ვერ ჩამოვიდა ,მაგის ასანაზღაურებლად ამ კვირის ბოლოს ჩამოვა,ძლივს მაგან გრაფიკში ჩაგვსვაო ლილემ და სადმე დასავენებლად წავიდეთ ცოტახნით საქართველოშივეო.
არადა ტიპს თაფლობისთვე არ აქვს დამთავრებული კი არა დაწყებულიც.
მარა მგონი ეს დასვენების ამბები ლილემ კი არა მაგის ქმარმა უფრო აიტეხაა.
-აუუ კაი რაა საყვარლობაა...



№1  offline წევრი lilit

აუუ რა მომენტებში წყვეეეეეეეეტ :დდ
უმაგრესიაააა <3

 


№2  offline წევრი ავრორა

lilit
აუუ რა მომენტებში წყვეეეეეეეეტ :დდ
უმაგრესიაააა <3

რეალურად ამ მომენტებში გაწყვეტა თავისით გამოდის, რადგან მუზა აღარ მაქვს ხოლმე.მადლობა კომენტარისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent