შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება თავი.9


18-06-2023, 23:54
ავტორი რონია
ნანახია 409

საკუთარმა ხველის ხმამ და აუტანელმა ყელის ტკივილმა გამომაღვიძა.ამომავალი მზის სხივები ოთახს საკმარისად ვერ ანათებდა,თუმცა რამდენიმე წუთში ნივთების გარჩევა შევძელი და საწერ მაგიდაზე მდგარი ჭიქიდან წყალი მოვსვი,ვცდილობდი თავი დამემშვიდებინა.როგორც იქნა ხველა მოვიშორე და გულისცემაც დამიმშვიდდა,თუმცა ადგილზე შევხტი,როცა ჩემმა მზერამ შემოსასვლელი კარისკენ გადაინაცვლა,რომელიც ნახევრად შეღებულიყო და იქიდან ვიღაცის მზერას ვგრძნობდი.
_ალექსის!!!_დავუყვირე მოულოდნელად და მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დასაცავად მოვემზადე.ვერ ვხვდებოდი ალექსისს რატომ ვეძახდი,ალბათ პირველი სახელი იყო,რომელიც თავში მომივიდა.ზუსტად ვიცოდი ალექსისი,რომ ყოფილიყო ასე უბრალოდ კარებთან არ იდგებოდა.
_ჰეიი!_ვცდილობდი ხმაში შემოპარული შიში არ დამტყობოდა და ხელში მომარჯვებული მეტალის სასანთლით მივიწევდი კარისკენ.ნუთუ თავის დაცვა მომიწევდა?თავდასხმა,ან სულაც უცნობის მოგერიება,რომელიც შეღებული კარიდან მითვალთვალებდა.იმის გააზრებაზე,რომ შეიძლებოდა მანამდე ჩემს ოთახში ყოფილიყო,დამბურძგლა.
_ალისტერი_შემდეგი სახელი რომელმაც ჩემს გონებაში გაიელვა და ერთიანად ამაფორიაქა.
_არის აქ ვინმე?_კარი ბოლომდე გავაღე და დერეფანში მიმოვიხედე.სიჩუმე,სიცარიელე,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ვიღაც ნამდვილად მითვალთვალებდა.ისიც ზუსტად ვიცოდი,რომ ძილის წინ კარი გადავკეტე,ისევე როგორც დანარჩენ დღეებში ვაკეთებდი.იქნებ დამავიწყდა?ზოგჯერ ისე ვაკეთებდი ყოველდღიურ წვრილმანებს,რომ მერე ვეღარ ვიხსენებდი,არა დარწმუნებული ვიყავი იმაში,რომ დაწოლამდე კარი ნამდვილად გადავკეტე.
შუქი ავანთე და ოთახს თვალი შევავლე,თავდასაცავად აღებული სასანთლე მაგიდაზე დავდე და წყალი ბოლომდე დავლიე.
_ჩემი მონახაზი_ხმამაღლა წამოვიძახე და მაგიდაზე დალაგებულ წიგნებსა და რვეულებში დავიწყე ქექვა,სად შეიძლებოდა გამქრალიყო?ფურცელი სადაც წინა ღამით ჩემი შეკითხვები და ფიქრები ჩამომეწერა სადღაც გამქრალიყო.
ყველგან მოვძებნე,საწერი მაგიდის უჯრები სათითაოდ გადმოვალაგე.ყველა რვეული,ყველა წიგნი,ჩანთა,გადასაყრელად გამზადებულ ქაღალდებშიც კი ვეძებე,მაგრამ ამაოდ.უკვალოდ აორთქლებულიყო,ისე თითქოს საერთოდ არაფერი დამეწერა,ან სიზმარში მენახა თუ როგორ გადამქონდა ჩემი ფიქრები ფურცელზე.
უჯრაში მხოლოდ ის ნაწერი ვიპოვე,რომელიც სიზმრიდან მახსოვდა და რატომღაც მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა. ,,Malleus Maleficarum,,
ჩანიშნული ფურცელი ლიტერატურის წიგნთან ერთად შევინახე,რომ ისიც არ დამეკარგა და თავში დაბადებული აზრის გააზრებისას ადგილას გავიყინე.
_იქნებ ჩემს ოთახში მართლაც იყო?_საკუთარ თავს ვებუტბუტებოდი და ახალ თეორიას განვიხილავდი.კი მაგრამ რატომ?ან ვინ?ნუთუ ჩემი ნაწერების მოსაპარად?იქნებ იმის გასარკვევად თუ რას ვფიქრობდი?ვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ჩემი მონახაზები,ან იმის გაგება თუ რა ხდებოდა ჩემს თავში?
ალისტერი,ერთადერთი მტერი,რომელზე ფიქრიც უკვე შიშის გრძნობას მგვრიდა და ამავდროულად მოთმინებიდან გამოვყავდი.
ცხელი შხაპის ქვეშ ვიდექი და ვფიქრობდი ყველაფერზე,სულ უფრო მეტად ვიაზრებდი,რომ პრობლემაც სწორედ ამაში იყო.ძალიან ბევრს ვფიქრობდი მომხდარზე,ან როგორ არ უნდა მეფიქრა,როცა ირგვლივ გამუდმებით უცნაური ამბები ხდებოდა და არაფერი არ იყო ისეთი,რაც სიმშვიდის გრძნობას მომგვრიდა და იმ ადგილას,რომელსაც სასწავლებელი ერქვა,თავს დაცულად მაგრძნობინებდა.მენატრებოდა დღეები,როცა მეგონა რომ ყველაფერი ერთფეროვანი იყო და ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა.
თავი მოვიწესრიგე,ნაცრისფერი მხუთავი ფორმა ჩავიცვი და გადავწყვიტე კაფეტერიაში ადრიანად ჩავსულიყავი,რომ სიმშვიდეში მესაუზმა.განსაკუთარებით მენატრებოდა ის შეგრძნება,როცა მე და პოლი გამთენიიასა სამზარეულოში ვისხედით და ხან სიტყვის უთქმელად ვსვამდით ყავას.როცა უთქმელად მიმზადებდა საყვარელ ტოსტებს,ფინჯანში ყავას მიმატებდა,მაშინ როცა მე წიგნს ვკითხულობდი,ან მის საქმიანობას ვადევნებდი თვალს და განებივრებული ჩემს ადგილზე მშვიდად ველოდებოდი მის მომზადებულ საუზმეს.
მინდოდა,ახლაც სიმშვიდეში ბავშვების გარეშე ვყოფილიყავი და უბრალოდ ჩემთვის, ყოველგვარი შეკითხვების გარეშე, მომართული მზერების და ჩურჩულის გარეშე დამელია ფინჯანი ყავა.მიუხედავად იმისა,რომ თავში უამრავი შეკითხვა მიტირიალებდა და პასუხებს აუცილებლად მოვძებნიდი მინდოდა ცოტა ხნით ყველას და ყველაფერს მოვწყვეტოდი და ისევ ის სიმშვიდე განმეცადა,რომელიც ასე ძალიან მაკლდა და მენატრებოდა.
საბედნიეროდ კაფეტერიაში არავინ დამხვედრია.მას შემდეგ რაც ყავაში შვრიის რძე და ცოტაოდენი დარიჩინი ჩავამატე საუზმით სავსე მაგიდას გადავხედე.ყველაფერი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა,იმის გათვალისწინებით,რომ წინა ღამეს შიმშილისა და მოზღვავებული სევდის გამო ვტიროდი,ახლა სულ ცოტა კარგ განწყობაზე მაინც უნდა დავმდგარიყავი და რაიმე მეჭამა, გემრიელად მესაუზმა.თუმცა საკუთარი თავი იმაშიც მაოცებდა,რომ საერთოდ არ მქონდა შიმშილის შეგრძნება და არც ჭამის სურვილი,როცა ყველაფერი წინ მელაგა სწორედ მაშინ ქრებოდა მადა.
_რამე უნდა ჭამო_შევუძახე საკუთარ თავს და მწვანე ვაშლს დავწვდი,მერე კი თეფშის შესავსებად ალუბლები დავამატე,რომლებიც საოცრად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდნენ.
პირელივე მაგიდასთან მოვკალათდი და ცხელი ფინჯანი ხელებში მოვიქციე.რამდენ ხანს ვნატრობდი,რომ სხვა ბავშვებივით მეც მევლო სკოლაში?ისეთივე თინეიჯერული თავგადასავლები მქონოდა,როგორც დანარჩენებს და ჩემი ცხოვრებაც ყოფილიყო მრავალფეროვანი.წესით სასწავლებელში წამოსვლა ახალი ცხოვრების დასაწყისი უნდა ყოფილიყო,რომელიც განვლილ წლებს ფერებს შემატებდა,მაგრამ ნაცვლად ამისა ისევ იმ ცხოვრებას მივტიროდი,რომელიც მაშინ ასეთი მოსაწყენი და ნაცრისფერი მიმაჩნდა,გარდა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისა.ნეტავ პოლიც თუ ფიქრობდა ჩემზე?საერთოდ თუ ვენატრებოდი,ან აინტერესებდა ჩემს შესახებ საერთოდ რაიმე?საკუთარ ბიძაშვილს,რომელსაც ყოველთვის ძმასავით აღვიქვამდი ვეღარ ვცდობდი,აღარაფერი აღარ იყო ისე როგორც უწინ.აღარავინ იყო ისეთი,ვისთანაც საუბარს და გულის გადაშლას შევძლებდი.
ენი_ჩავიბუტბუტე და ჩემს გვერდით მდგარ ცარიელს სკამს მოწყენილმა გადავხედე,ნამდვილად ღირდა მისი ნდობა,თუმცა ეჭვები მაინც მტანჯავდნენ.ნამდვილად მომნატრებოდა,ჩემს ირგვლივ ერთადერთი იყო ვისთანაც შეკითხვებით დატვირთული და ეჭვებით სავსე მზერით ურთიერთობა არ მიწევდა.
_ალუბლები_ჩამესმა ნაცნობი ხმა და შევცბი,ფიქრებიდან გამორკვევამდე ჩემს წინ გაჩნდა,ღიმილიანი სახით შემომხედა მერე კი ჩემს წინ დაიხარა და ხელში აღებული,საჭმელად გამზადებულ ალუბლებს თავისი თეთრი კბილებით ისე სწრაფად და მოულოდნელად შეეხო,რომ თითის წვერებზე მისი კბილების ,შემდეგ კი ტუჩების შეხება ვიგრძენი.
სანამ ბოლომდე გამოვერკვიე ფიქრებიდან და მომხდარი გავაცნობიერე ხელში ალუბლის ყუნწიღა შემრჩა.
_შეგიძლია შენთვითონ აიღო_თვალები უკმაყოფილოდ ავატრიალე და სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება ამესახა,ისევ იმ თამაშს თამაშობდა.სექსუალური ალექსისი.
_შენი ხელიდან უფრო გემრიელია_ნახევრად გაურკვევლად თქვა და ჩემს წინ მდგარ სკამზე მოკალათდა.ვცდილობდი მისი ჭამის მანერისთვის და ტუჩებზე ჩამოღვრილი ალუბლის წვენისთვის ყურადღება არ მიმექცია,დარწმუნებული ვიყავი ამას სპეციალურად აკეთებდა.სიამოვნებას გვრიდა ჩემში სხვადასხვა ემოციების აღძვრით გამოწვეული გრძნობების დაკვირვება და სიტყვიერი კამათი მის ყოველ ქმედებაზე.
_უფს_ხელოვნური გულუბრყვილობით წამოიძახა და ტუჩზე ჩამოღვრილი წითელი სითხე ენით ისე აილოკა,რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.მზად ვიყავი მისთვის ამ საქციელის გამო მეყვირა ან ფინჯანში მორჩენილი ყავით დამესვარა,მაგრამ ვცდილობდი ნაკლებად დამტყობოდა შემოპარული გაღიზიანება და მისი უპირატესობა,ამიტომაც მოქმედების სხვა ხერხს მივმართე.
_ტკბილია ალექსის?_მისი სახელი რაც შეიძლებოდა ნელა წარმოვთქვი და ალუბლებს დავწვდი,ისე თითქოს დიდი არაფერი ხდებოდა და მე ჩვეულებრივად,მომხდარის შეუმჩნევლად ვაგრძელებდი საუზმეს ისე,სანამ ის გამოჩნდებოდა.
_ეგ შენ მითხარი პატარავ_თეთრი პერანგის მკლავები აეკეცა და ვამჩნევდი,როგორ უფრო მეტად უფართოვდებოდა მაგიდაზე შემოლაგებულ ხელებზე ძარღვები,მის თვალებში სურვილი იკითხებოდა,სურვილი რომელსაც ყოველი მოძრაობით სულ უფრო ვუძლიერებდი.მახსენდებოდა,თუ როგორ მითხრა,რომ პირველს მე უნდა მეკოცნა.საშინელ დაძაბულობას და მიზიდულობას ვგრძნობდი ბიჭისადმი,რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი.არანაირი სინაზე,უხერხული დიალოგები და მოწონება,არა ალექსისისგან ამგვარ რამეს არ ველოდი და ვერ ვხვდებოდი როგორ ახერხებდა ჩემში იმ თამამი ელისის ამოქმედებას,რომლის არსებობაზეც აქამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა.
_ჰმ,ნამდვილად ტკბილი და გემრიელია,მაგრამ არა ისეთი,როგორც ჩემი ტუჩსაცხი_ალუბლის ჭამას მოვრჩი და ქვედა ტუჩზე ისე ვიკბინე,რომ მისი თვალებისთვის მზერა არ მომიშორებია.
_აჰჰ_თავი უკან გადაწია,ისე თითქოს სახეზე აღბეჭდილ ემოციებს და მოუსვენრობას მალავდა და საუბარი ისე განაგრძო რომ თვალებში აღარ შემოუხედავს._აცნობიერებ რას მიკეთებ ხო?_შეკრული მუშტით ალუბლებიანი თეფში მაგიდის კუთხისკენ გააცურა და თმაში ხელი შეიცურა.წამიერად საშინლად მომინდა,რომ მის ალისფერ თმებში მე შემეცურებინა თითები და მის წინ მდგომს ცოტა ხანს ასე მეთამაშა.
_არ დაგავიწყდეს,პირველმა მე უნდა გაკოცო_გონებაში შემოჭრილი ფიქრები მოვიშორე და ნიშნის მოგებით ვუპასუხე.
მეგონა რაიმეს მეტყოდა,მაგრამ ხმის ამოუღებლად ჩაიცინა და ჩემს წინ მდგარი ფინჯნიდან დარჩენილი ყავა მოსვა.
_სულ დამავიწყდა,რომ უშაქროს სვამ_ფინჯანი ადგილზე დააბრუნა და წამოდგა.
_შენ საიდან იცი_გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა და ფეხზე წამომდგარს თვალი გავაყოლე.
_შენს შესახებ იმაზე მეტი ვიცი,ვიდრე წარმოგიდგენია პატარავ_თვალი ჩამიკრა და თავისთვის ჩამოსხმულ ყავაში შაქარი ჩაიმატა.
_ამდენ შაქარს,როგორ...
_ყველაფერი ტკბილი მიყვარს_ სიტყვა გამაწყვეტინა,ისევ იმ მიმზიდველი მზერით მომიახლოვდა და ეშმაკურად გამიღიმა.
_მაგია არსებობს?_პასუხების ძიებაზე გადავედი,ჩემი ეს შეკითხვა მისთვის ისეთი მოულოდნელი იყო,რომ ლამის ცხელი ყავა გადაისხა.
_არასწორი შეკითხვაა პატარავ_წამით თავი ვეღარ შეიკავა და გადაიხარხარა,რაც ჩემთვის სრულიად უადგილო და არალოგიკური რეაქცია იყო.
_შენ შემპირდი,რომ პასუხებს მივიღებდი,ტყეში რაც მოხდა,რაც გააკეთე იყო თუ არა მაგია.
_რა თქმა უნდა _ისე მიპასუხა წამით არ დაფიქრებულა.
_კი მაგრამ რანაირად?
_ისევ არასწორი შეკითხვა_სახე ნელ ნელა უსერიოზულდებოდა მე კი სულ უფრო მეტად ვღიზიანდებოდი და მოთმინება მეკარგებოდა.
_მაშინ შენთვითონ დასვი სწორი შეკითხვები და პასუხებიც გაეცი_საზურგეს მივეყუდე და მკაცრი გამომეტყველება მივიღე,თამაში აღარ მინდოდა.ერთი სული მქონდა რაიმე ხელჩასაჭიდი მეპოვე,გამეგო ის რაც დამეხმარებოდა მომხდარი მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებაში.ჩემს ბოლო სიტყვებზე პასუხი ეგრევე არ დაუბრუნებია,არც შემოუხედავს.სერიოზული,ჩაფიქრებული სახით უყურებდა ფინჯანს.მინდოდა რომ სიმართლე ეთქვა,სიმართლე რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა.
_არამგონია მზად იყო_უცაბედად ამომხედა და სევდაშერეპარულმა თვალებში ჩამხედა.
_პასუხები მჭირდება ალექსის,შეკითხვებით დავიღალე_გულახდილას ვეუბნებოდი,ამ ყოველივეს უკვე ძალიან დავეღალე.
_ერთი არასწორი სიტყვა და შეიძლება ძალიან გავნო,მე კი ეს ყველაზე ნაკლებად მინდა პატარავ_ხუმრობის და თამაშის ყოველგვარი კვალი გამქრალიყო,ისევ ის ალექსისი მელაპარაკებოდა რომელიც ტყეში აცრემლებული თვალებით შემომყურებდა._დასაწყისისთვის მხოლოდ ის შემიძლია გითხრა,რომ ყველაფერი ისე არაა,როგორც შენ ეს წარმოგიდგენია,იმაზე მეტია ვიდრე შეგიძლია ახლა იფიქრო და ეს ყველაფერი სამყაროს ის ნაწილია,რომელსაც შენ ჯერ კიდევ არ აღიარებ,ვერ...
_მაგალითად ის,რაც ტყეში მოხდა,ის რაც ტყეში გააკეთე?მაგია?_ადგილზე ვეღარ ვისვენებდი და გულისცემა გამხშირებოდა,ვგრძნობდი როგორ იცვლებოდა ჩემში რაღაც,რაღაც რის მოსმენასაც თითქოს უბრალოდ ველოდი,მის აღიარებას ველოდი იმის შესახებ რაც დიდი ხნის წინ გამეგო და თითქოს დამევიწყებინა,ან დაევიწყებინათ.
_ჰო პატარავ,მაგია,ის რაც ჩვენს ირგვლივაა,ის რითაც ვსუნთქავთ,არ გააჩნია დასაწყისი და დასასრული და არსებები...
_ჯადოქრები_ისევ გავაწყვეტინე და დავინახე თანხმობის ნიშნად როგორ დამიქნია თავი.
_ჰო,ჯადოქრებიც
_ჯადოქრებიც?_ტანში მოზღვავებულმა ენერგიამ დამიარა,თითქოს ერთიანად დავიჭიმე და საოცარი ემოციებით ავივსე,ვერ ვხვდებოდი ეს ყველაფერი მაკვირვებდა თუ ეიფორიას შევეპყარი და უბრალოდ ბოლომდე ვერ ვიაზრებდი რაზე იყო საუბარი.მე ხომ ეს ყველაფერი ჩემი თვალებით ვიხილე,ვიხილე და მეტიც მასში დასარწმუნებლად ხელით შევეხე,ვიგრძენი როგორ დაიშალა ჩემი შეხების შემდეგ სფერო,რომელიც ალექსისმა შექმნა.შეიძლებოდა კი ასე მეწოდებინა?
_ჯადოქრებიც?_ისევ გავიმეორე და შევეცადე უამრავი აზრიდან სათქმელი ამერჩია_არ მითხრა,რომ ფერიებიც არსებობენ_ჩამეცინა.
_კი_მოკლედ მომიჭრა და ყავა მოსვა,ისე თითქოს დიდი არაფერი ხდებოდა და ჯადოსნური სამყაროს უჩვეულო არსებებზე კი არა გაკვეთილის რომელიმე თემაზე ვსაუბრობდით.
_ჯადოქრები,ფერიები,ელფებიც ხომ არა უცნაური ყურებით?_მოზღვავებულ ემოციას ვეღარ ვმალავდი და უკვე ისტერიულად მეცინებოდა,თუმცა ის სულაც არ იყო სიცილის ხასიათზე.ამ უკანასკნელის ხსენებაზე შუბლი შეეკრა,ტუჩის კუთხეები დაეძაბა და ფინჯანს ისე ძლიერად მოუჭირა ხელი,რომ ბზარები გაუჩნდა.
_არსებობდნენ_ბოხი,გატეხილი ხმით წარმოთქვა და მზერა მომარიდა,სახეზე ტკივილი ასახვოდა.ნახევრად გაბზარულ ფინჯანს სწრაფად გაუშვა ხელი და თმა ნერვულად გაისწორა.
სიცილი შევწყვიტე და რამდენიმე წუთით მის ტკივილიან სახეს დავაკვირდი,მზერას მარიდებდა და სახე საშინლად დაჭიმვოდა,რომ არა ჩემთან გატარებული დრო ვიფიქრებდი,რომ უცაბედად რაღაც შეემთხვა და ფიზიკური ტკივილის გამო იტანჯებოდა,მინდოდა საუბარი ნელ-ნელა გამეგრძელებინა,მისი მოულოდნელი ხასიათი გამომესწორებინა,მაგრამ კაფეტერიაში ტომასი გამოჩნდა,რომელიც სწრაფად მოიწევდა ჩვენი მაგიდისკენ.
_დილამშვიდობის_ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი,თუ ჩვენთან მოვიდოდა და საუბრის წამოწყება უნდოდა.
_დილამშვიდობის_მექანიკურად ვუპასუხე ისე,რომ ალექსისისთვის თვალი არ მომიშორებია.ის კი ისევ ისე იჯდა,თითქოს ტომასის არსებობა ვერც კი შეემჩნია.
_მინდოდა,შენთვის რაღაც..._კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ალექსისმა არ დაასრულებინა.
_არ სცალია დაკავებულია და არც არასდროს ეცლება,წვეულებაზე ჩემთან ერთად მოდის,ასე რომ თავს ნუღარ შეიწუხებ _ისე უხეშად მიაყარა სიტყვები,რომ ტომასის მიმართ სიბრალულიც კი ვიგრძენი.გაქვავებული იდგა ერთ ადგილას და სათქმელის გასააზრებლად აშკარად დრო სჭირდებოდა.
_მოგვიანებით დავილაპარაკოთ_ზრდილობის გამო მივუგე და მიმავალს თვალი გავაყოლე,პირდაღებული,გაოცებული სახით მიიწევდა გასასვლელისკენ და დროდადრო უკან იყურებოდა.
_ამ იდიოტს ეგონა,რომ წვეულებაზე გაყვებოდი_მაგიდას საეყრდნო და სახეზე ცინიკურმა ღიმილმა გაუელვა.
_იმ შემთხვევის შემდეგ?_ახლა უკვე მე ვიყავი ტომასის პესიმიზმით გაოცებული.
_ჰო,საწყალი უიმედოდაა შეყვარებული_გადმოიხარა და ჩემს თმის ბოლოს შეეხო.
_უხეშობა მაინც არ იყო საჭირო,ჩემითაც ვეტყოდი უარს ზრდილობიანად.
_საქმე შეგიმსუბუქე_თავდაჯერეულად ჩაიცინა და ამათვალიერა.
_საიდან იცოდი,რომ ჩემი წვეულებაზე დაპატიჟება უნდოდა?მაგია?
_მაგია?_ისე გულიანად ჩაიცინა,მომინდა რომ სახეზე შევხებოდი და პატარა ბავშვივით მოვფერებოდი.საოცრად მიზიდავდა,იმაზე მეტადაც კი ვიდრე წარმომედგინა._არა პატარავ,მაგია ამჯერად არაფერ შუაშია.მთელს სკოლას მოსდო,შენ გარდა მგონი ყველამ იცოდა,მოკლედ ნამდვილად იდიოტია_წინადადება მკაცრად დაასრულა და ხელზე შემეხო.
_გაკვეთილზე დაიგვიანებ
_ჩვენი საუბარი?_მისი შეხება მაფორიაქებდა და ამავდროულად აღუწერელ სიამოვნებას მგვრიდა.
_აუცილებლად განვაგრძობთ_თვალი ჩამიკრა და ბავშვებით სავსე კაფეტერიას გახედა.
_გაკვეთილებზე დასწრებას არ აპირებ?
_არა,საქმეები მაქვს,მაგია პატარავ_დერეფანში მიმაცილებდა,მე კი მაგიის და ჯადოსნური არსებების გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი.იქნებ ალექსისიც ერთერთი მათგანი იყო?მოვლენების დაკავშირების მცდელობისას მსგავსი აზრი დამებადა,რომელიც სულ უფრო მეტად იძენდა მნიშვნელობას.სანამ საკლასო ოთახში შევიდოდი მისკენ შევბრუნდი და სიტყვებს თავი მოვუყარე.
_მადლობა გუშინდელისთვის_ქვემოდან ვუყურებდი მის სახეს და ლამაზ ნაკვთებს,რომელთა თვალიერებაც სულ უფრო მეტ ხანს მინდებოდა,მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია.თან მესმოდა როგორ ჩურჩულებდნენ კლასში შემავალი ბავშვები ჩვენზე.
_არაფრის_თბილად გამიღიმა და ცერა თითი ლოყაზე ჩამომატარა_დროებით პატარავ._დერეფანში ისე გაუჩინარდა,რომ ვიფიქრე,ალბათ ნამდვილად სადღაც ეჩქარებოდა.
ბავშვებით სავსე კლასს თვალი გადავავლე და ჩემი ადგილი დავიკავე,ენი ისევ არ ჩანდა.კლასელებს შორის ალისტერიც არ დამინახავს,დაკარგული ფურცელი გამახსენდა და სიბრაზით ავივსე,დარწმუნებულ ვიყავი ის მითვალთვალებდა და ჩემს ოთახშიც იყო ნამყოფი.

მაგია არსებობდა და არ მხოლოდ მაგია,არამედ მაგიური არსებებიც,რომლებიც მთავარ როლს თამაშობდნენ ამ ყველაფერში მაგრამ რა როლს?ვინ იყო ალექისისი?ახლა ყველაზე მეტად სწორედ ეს მაინტერესებდა,ან რატომ ვგრძნობდი მის მიმართ ამხელა მიზიდულობას და რითი შეეძლო ჩემთვის ევნო?ბიოლოგიის გაკვეთილზე სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი,ახალ მასალაზე კონცენტრირებას ვერაფრით ვახდენდი,ჩემი გონება სხვა,უფრო მნიშვნელოვან თემებს მოეცვათ ვიდრე ,,მიტოქონდრიებს,,.არ მინდოდა მასწავლებელს ჩემი უყურადღებობა შეემჩნია ან ვინმე გამომლაპარაკებოდა,ამიტომ გადაშლილ რვეულში უაზროდ ვაკეთებდი მონასმებს და თავი ისე მეჭირა,თითქოს მნიშვნელოვან ჩანიშვნებს ვაკეთებდი და ყველა სიტყვას ყურადღებით ვისმენდი.
რატომ შეეცვა სახე ალექსისს ელფების ხსენებისას?ნუთუ ელფებს მართლა უცნაური ყურები ჰქონდათ?ბოლო შეკითხვაზე მეთვითონ ჩამეცინა.თუ ალექსისი მნიშვნელოვან მაგიურ საქმეებზე იყო მაშინ ალისტერი....
ბოლო გაფიქრებამ ერთიანად შემძრა,წამიერად მომინდა რომ კლასიდან გავქცეულიყავი,ალექსისი მომეძებნა და მისი მეგობრად წოდებული ალისტერის შესახებ ინფორმაცია გამეგო.რა კავშირი ჰქონდათ მას და ალისტერს?რა როლს თამაშობდა ამ ყველაფერში ალისტერი და რა უნდოდა ჩემგან?ვაცნობიერებდი,რომ მას ნამდვილად შეეძლო ჩემთვის რაიმე დაეშავებინა იმას თუ გავითვალისწინებდით როგორ ვძულდი და მირღვევდა პირად სივრცეს.
_წიგნები 87 გვერდზე გადაშალეთ და დაიწყეთ ტექსტის დამუშავება_მასწავლებლის ხმამაღალმა მიმართვამ რეალობაში დამაბრუნა და კლასიდან გაქცევა გადამაფიქრებინა,სპონტანური ქმედებები კარგს არაფერს მომიტანდა,ყველა შეკითხვა და ქმედება წინასწარ უნდა დამეგეგმა და შედეგებიც კარგად უნდა გამეთვალა.
მჯეროდა,მჯეროდა რომ მაგია არსებობდა,ამაში მთელი არსებით ვიყავი დარწმუნებული,მაგრამ ყველაზე უცნაური ფაქტი ის იყო,რომ ეს ყველაფერი იმაზე ნაკლებად მაოცებდა,ვიდრე წარმოვიდგენდი.მიღებული პასუხი თითქოს სულაც არ იყო სიახლე,არამედ მივიწყებული რეალობა,უცნაური შეგრძნება,,როემლიც თავიდან ვერ ამომეგდო და საკუთარი თავის ვერაფერი გამეგო.ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ უფრო მეტი შემეტყო,პირველ რიგში კი ის ვინ იყო ალექსისი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent