შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამატებითი დრო II (სრულად)


19-06-2023, 03:27
ავტორი nestandarejan
ნანახია 8 103

II ნაწილი

სიხარულიძეების ოჯახში მდუმარე მღელვარებას დაებუდებინა. ოჯახის დიასახლისი ჩუმად ფუსფუსებდა სამზარეულოში, თითქოს ზედმეტად ახმაურება და მეუღლის გაღიზიანება არ სურსო. ამ დღის მთავარი გმირი კი, ვისი ნიშნობისთვისაც ყველა თავისებურად ემზადებოდა ან არ ემზადებოდა, აღელვებული იჯდა საკრის წინ და ისიც კი ვერ მოეხერხებინა, რომ ელემენტარული მაკიაჟი გაეკეთებინა.
-ქეთო, მოვლენ აწი, რაღას ელოდები, შვილო?! -ოთახში შემოვიდა ნუნუკა, ქალიშვილზე არანაკლებ განერვიულებული და ცრემლებს საქმიანი გამოხედვით ძლივს მალავდა. ქეთომ რომ არაფერი უპასუხა, კარი ზურგს უკან მიიხურა და გვერდით მიუჯდა ქალიშვილს, გაშლილ, სპილენძისფერ თმაზე ხელი ნაზად დაუსვა და მაინც ვერ შეიკავა თვალებზე მომდგარი სევდით და შვილთან განშორებით შემარილებული კურცხალი. -დედი, ყველაფერი კარგად იქნება. ასე ნუ ნერვიულობ. ბედნიერი დღეები გელოდება წინ და თვალცრემლიანი ნუ შეეგებები.
-მართლა გჯერა მაგის, დედა?! -ამოუცნობი წყენით სავსე თვალები მიანათა ნუნუკას, -მართლა გჯერა, რომ ბოლომდე ბედნიერი ვიქნები, როცა მამაჩემი კატეგორიულ წინააღმდეგობას არც კი მალავს...
-მამაშენი სულ ასეთი იყო, შვილო. ვირივით ჯიუტი! -წყრომა შეეპარა ხმაში ნუნუკას, სახე გაუმკაცრდა. -არა, კაცს ცოტა სიჯიუტე უხდება კიდეც, მაგრამ ასეთი უაზრო?! მე რომ რამე ვუთხრა, უარესად შეჯდება ჯორზე.
-შეწინააღმდეგებას არ არის მიჩვეული, ამიტომაც იქცევა ასე. სანამ შეიყვარებდი, მანამდე არ ჰქონდა ასეთი ხასიათი? სანამ ცოლად გაყვებოდი... -უცებ მკვდარი თევზებივით ამოეყარა გონების ნაპირებზე მილიონობით შეკითხვა ქეთოს, -ხომ გაიცანი მანამდე..
-ადამიანები იცვლებიან, შვილო. თავიდან, როცა ახალი გაცნობილი გყავს, თან გხიბლავს და უცნაური გრძნობები გეხარშება გულში, გგონია, რომ სხვა ყველაფერი წარმავალია და მარტო სიყვარული დარჩება, გგონია, რომ ერთი ნაკლიც არ გააჩნია, მისი ყველაფერი გხიბლავს, რაღაცებს ისე ყლაპავ, როგორც ყველაზე გემრიელ ტკბილეულს, რომ არ გინდა დაღეჭო და სწრაფად მიირთვა, გგონია ყელში არასოდეს გაგეჩხირება, გგონია გააქრობ და უკან ამოსაღები არ გექნება. ჩემი მთავარი შეცდომა მამაშენთან, დედა, ზედმეტის გადაყლაპვა და მოთმენა იყო, რამდენი უნდა დაიტიო, არადა? ამოდის მერე ყელამდე და აი, აქ, კისერში გახრჩობს. ახლა ოცდაათი წლის ცოლ-ქმარი ვართ, იმას სულ აღარ ახსოვს, რა მაწყენინა, ჩემთვის კიდევ ყველაფერი იმ მზესავით ნათელია, ცაზე რომაა ახლა გამოკიდებული, მაგრამ ახლა ხომ არ დავუწყებ ძველი ცოდვების გახსენებას?! ახლა ხომ ვერ შევცვლი?! დუმილმა და თვალების დახუჭვამ ბოლოს მარტო მე შემცვალა და გამტანჯა, შვილო.
-მარტო შენს თავს ნუ იდანაშაულებ, დედა. -გული ჩაეწვა უმცროს სიხარულიძეს დედის აღიარების მოსმენისას.
-არა, დე, მარტო ჩემს თავს არ ვიდანაშაულებ... არ ვიცი, ირაკლი შენთან როგორია, მაგრამ შენ ნუ მოგერიდება იყო საკუთარი თავი, არაფერი გადაყლაპო, მაგრამ არც წამოაყვედრო, მშვიდად დაელაპარაკე, აუხსენი შენ როგორ იგრძენი თავი მისი არასწორი საქციელის დროს. ცოლ-ქმარს შორის წყენაც ხდება და გაბრაზებაც, ბოლოს და ბოლოს, ორი სხვადასხვა ადამიანი ერთად იწყებს ცხოვრებას, შეგუება არაა მარტივი, მაგრამ არც - შეუძლებელი. კომპრომისებია ურთიერთობის ხერხემალი და არა მხოლოდ დათმობა, ან მხოლოდ საკუთარის გატანა. ეს დედაჩემს ან ბებიაჩემს რომ ეთქვათ თავის დროზე, იქნებ ყურად მეღო, რა ვიცი, იქნებ, მე უნდა ვყოფილიყავი საკმარისად ძლიერი... ბედნიერი დღეებიც გექნებათ, რა ვქნა, მე კი მინდა სულ ბედნიერი იყო, მაგრამ რთული დღეები გარდაუვალია, შვილო. აბა, რომ არ ღამდებოდეს, მზის ამოსვლა ასეთი ლამაზი და სიცოცხლის მომცემი ხომ არ იქნებოდა?! შენ ქმარს მაგრად ჩაკიდე, ქეთო, ხელი და არასდროს გაუშვა, სანამ გული და გონება ერთად არ გეტყვის, რომ გასაშვებია... ხან ერთი ტყუვდება, ხან - მეორე, მაგრამ როცა ორივე ერთს ამბობს, იცოდე, დაუჯერე. გაცნობის არ შეგეშინდეს, შენ რა, მე განა ბოლომდე მიცნობ, დედა?! ან მე გიცნობ შენ ბოლომდე?! ვერ დავეწევით ადამიანები ერთმანეთს, ამისთვის მე შენ უნდა ვიყო და შენ - მე. სულ ვიცვლებით, ხომ გითხარი?! შეცვლას ვერ აცდები, აი, საკუთარი თავის დაკარგვა კიდევ შეგიძლია აირიდო თავიდან ადამიანმა. შენ მას გაიცნობ, მაგრამ იმდენად არ უნდა იყოს მისი გაცნობით დაკავებული შენი გონება, რომ საკუთარი თავის შეცნობა და მისთვის დანახვება დაგავიწყდეს. ახლა შიში ნორმალურია. მესმის, მამაზეც ნერვიულობ, ირაკლის ოჯახსაც არ გინდა აწყენინო... ხვალ ახალი დღეა, დე. ჩემი დიდი გოგო. შენი დედა ყოველთვის შენ გვერდით იქნება.
-მადლობა, დე. უკვე მიშველე.
-არ ინერვიულო სლავაზე. სამყაროში შენზე მეტად არავინ უყვარს.
-არ მინდა სამყაროში ყველაზე მეტად სიყვარული, სხვებზე ნაკლებად თუ ვეყვარები არ მეწყინება, ოღონდ ირაკლისაც გაუყოს ჩემი წილი...
-გაუყოფს, აი, ნახავ, როგორ გაუყოფს. რამხელა გული გაქვს, დე...
***
კარგად იცოდა ქერთომ... ქეთომ, რომ ლელა არაფრის დიდებით არ მივიდოდა მათთან ირაკლის ნივთების წამოსაღებად. არც იმის სჯეროდა, რომ ირაკლი ვერ ხვდებოდა ამდენს. წუთების წინანდელი წყენა გაბრაზებამ ჩაანაცვლა, განრისხებისგან კანში ვეღარ ეტეოდა. იცოდა, როგორ უჭირდა მის ქმარს, იცოდა, მისთვის რომ ორმაგად მტკივნეული იყო მათი ხანმოკლე წარსული, მაგრამ განქორწინება... სასაცილოდაც არ ყოფნიდა, რომ ირაკლის განქორწინება სურდა.
თვითონაც ვერ გაიაზრა რამდენი ხანი მისშტერებოდა გამორთული ტელევიზორის ეკრანს, ხელები გულზე დაეკრიფა და თვალის დახამხამებასაც კი ვერ ახერხებდა ფიქრების ნიაღვარს წაყოლილი. უიმედოდ ასავსავებდა ხელებს, იქნებ, როგორმე წარსულის მორევიდან დღევანდელობის ნაპირზე გამოსულიყო, მაგრამ ამაოდ... ყელში გაჩხერილი ბურთი მტკივნეულად შემოხვეოდა ხორხს, ვეღარც სუნთქვდა, ვეღარც ტიროდა, სადღაც შუაში გაჭედილიყო ისევ. წარსულსა და დღევანდელობას შორის, ტირილსა და სუნთქვას შორის.
მერამდენედ გააგდო ხელიდან ქმართან დასარეკად აღებული ტელეფონი, ვინ იცის. ვერ ხვებოდა, იმის ეშინოდა, რომ უპასუხებდა, რა ეთქვა, თუ საერთოდ რომ არ ეპასუხა მისი არც ერთი ზარისთვის. გულის სიღრმეში ისიც კარგად იცოდა, სად იქნებოდა ირაკლი. ვერ ბედავდა. უნდა დაფიქრებულიყო. იქნებ, მართლა აღარ უყვარდა ირაკლის... ამაში არაფერი იქნებოდა აუხსნელი, ჩაუწვდომელი. მის ოჯახს იმხელა ცოდვა ჰქონდა ქმრის წინაშე აღებული, იქნებ, ვერც კი გაუძლო მათმა ახალაშენებულმა ოჯახმა. იქნებ, სიყვარული ყოველთვის არ არის წარსულის ცოდვებსა და შურისძიების წყურვილზე ძლიერი?! ამ კითხვამ ისე გაამწარა... ფეხზე დენდარტყმულივით წამოხტა, გასაღებს ხელი დაავლო და იქ წავიდა, სადაც იცოდა, რომ აუცილებლად მივიდოდა მისი ქმარი.

-გასაქცევად სხვა ადგილი უნდა შეგერჩია, -სცადა, ბრაზი, წყენა, ტკივილი და კიდევ ათასი გულს მოწოლილი გრძნობა არ შემჩნეოდა მის ხმას. -სადაც ზუსტად ვიცი, რომ იქნები, იქ არ უნდა წახვიდე. თუ კიდევ გადაწყვეტ გაქცევას, გაითვალისწინე.
ირაკლის ყურადღება არ მიუქცევია ქეთოს სიტყვებისთვის, თითქოს არც შეუმჩნევია, რომ მოვიდა, ან იქნებ, იმდენად ელოდა, რომ არ გაკვირვებია მისი მოსვლა. ორი სკამის მოშორებით ჩამოჯდა სიხარულიძე ქმრისაგან. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიშტერებოდა სტადიონს, წარბები კუშტად შეეკრა და უჩვეულო სიმკაცრე შეპარვოდა მის მშვიდ სახეს.
-არ ვიცი, შენ რას ფიქრობ, ირაკლი, -ხმა ჩაიწმინდა ქეთომ, მტკიცე იყო, ფოლადზე უფრო მტკიცე და შეუვალი, ყველაზე უფრო თავდაჯერებული იმ წამს, ვინც დედამიწაზე დააბიჯებდა. -ალბათ, ახლა მთელი გულით გინდა, ისეთი ცოლი ვიყო, პირველივე წყენაზე რომ სახლში გარბის და დედასთან გლანძღავს. შენ ასეთი არ აგირჩევია და მეც არ ვარ ასეთი.
მოწურული თვალებით გამოხედა თავის ცოლს ირაკლიმ. ბრაზი და გაოცება ებრძოდნენ მის თვალებში ერთმანეთს და ვერც ერთი იმარჯვებდა. იცოდა, აქ რომ მოდიოდა, ამით ქეთოს უკან გამოყოლის ნებას რომ რთავდა, გაუაზრებლად მეორე შანსს რომ აძელვდა მათ ურთიერთობას, რომლის გამძლეობის და სიმყარის იმედიც უგზოუკვოდ დაჰკარგვოდა.
-მე არ ამირჩევიხარ ასეთი, -ხმა ყინულივით ცივი ჰქონდა ხერგიანს, ქეთო გაუაზრებლად გაშეშდა ერთ ადგილას იმ ადამიანივით, ვულკანის ძირში რომ ცხოვრობს და მიწისძვრა მისი ამოფრქვევისკენ მიანიშნებს. -აღარ გენდობი და შენ ეს ძალიან კარგად იცი. სინამდვილეში ამხელა გამბედაობას იმიტომ იჩენ, რომ გულის სიღრმეში ხვდები საკუთარ დანაშაულს და გგონია ასე გამოისყიდი. ის დანაშაული, რომელზეც აქამდე არასდროს მიმითითებია, უსიტყვოდ გადავყლაპე და შენ მაინც არ მაკმარე... ჯოჯოხეთი გამომატარე და ახლა უფლებას არ მაძლევ, მშვიდად ვიყო მარტო. რატომ არ მიდიხარ? მამაშენი არ გინდა გაახარო იმით, რომ მართალი აღმოჩნდა? ჰა? რა გინდა? გინდა შენთან ერთად ვიყო, თუნდაც უბედური? ვიქნები. ადექი და წამოდი, სახლში მივდივართ. ხომ ყველაფერი შენებურად გინდა იყოს, ხოდა, წამოდი.
თავზე დაადგა ყელში სუნთქვაგაჩხერილ ცოლს, ცრემლები თვალებზე მოსწოლოდა, სასოწარკვეთა, უიმედობა, ტკივილი, დანაშაული... ყველაფერი ერთმანეთში ერეოდა და ცისფერ თვალებს შებინდების ცასავით უმუქებდა. ირაკლის ხმა... პირველად აშინებდა მისი ხმა, სიტყვები, გამომეტყველება, სხეულის ენა და მისგან მომავალი ქარიშხალივით ატეხილი ენერგია.
-არ მინდა ყველაფერი ჩემებურად იყოს, მინდა, რომ ერთად გადავლახოთ. მე მინდა, რომ ცუდად მყოფსაც ისე გჭირდებოდე, როგორც ბედნიერს... -ხმა უკანკალებდა. აქამდე მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ ირაკლის ესმოდა მისი, რომ დამნაშავედ არ მიაჩნდა მას მაინც, მიუხედავად იმისა, რომ თავად არაფერში ამართლებდა საკუთარ საქციელს. მაგრამ ახლა, ახლა ისიც მის წინააღმდეგაა საკუთარ თავთან ერთად, თითქოს აღარავინ დარჩა, ვისთვისაც ღირს გადალახვა. ან გადალახვის მცდელობა მაინც.
-ცუდად მყოფსაც ისე მჭირდებოდი, როგორც კარგად მყოფს, კარგად იცი, ქეთო. ნუ ცდილობ, ჩემ წინააღმდეგ შემოაბრუნო...
-არაფერს არ ვცდილობ! -ძლივს იპოვა ძალა, რომ ფეხზე წამომდგარიყო. ირაკლიმ, თითქოს მის სიახლოვეს გაექცაო, ორი ნაბიჯი გადადგა უკან. თითქოს ორივეჯერ ხანჯალი გაუყარეს გულში ქეთოს და იქვე გადაუტრიალეს, იმის გაფიქრებისას, რომ მასთან ახლოს ყოფნაც კი არ უნდოდა, თავად კი მისგან წამოსული თბილი, ჯერ კიდევ ვერგაცივებული სურნელი გულს ათას ნაწილად უფლითავდა. -შენ წინააღმდეგ რამის შემობრუნებას მითუმეტეს. აქაც იმიტომ მოხვედი, იცოდი, გამოგყვებოდი... იცოდი, თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი.
-თავმოყვარეობა არაფერ შუაშია, -ირაკლი მშვიდი იყო მისგან განსხვავებით, არც ხმა უკრთოდა და არც ცრემლები გამორეოდა მზერაში, მაგრამ ბრაზი... ბრაზი მძვინვარებდა. -დანაშაულის გრძნობა არ გასვენებს, მაგიტომ გამომყევი, მაგიტომაც არ წახვალ შენი ნებით არასდროს, შენი სინდისის ხმა არ ჩუმდება. ხომ ასეა? სხვა შემთხვევაში, ტყვიასავით გავარდებოდი იმ სახლიდან... რომ იცოდე, მარტო მე ვარ დამნაშავე და მხოლოდ მე შევცდი! თავის მოტყუებას აღარ ვაპირებ.
-არც აქამდე მითხოვია, თავი მოიტყუე, ან რამე გადაყლაპე-მეთქი! თავის დროზე რომ მოგვეგვარებინა...
-გაჩუმდი! -ავისმომასწავლებლად დაუქნია ცხვირწინ საჩვენებელი თითი ირაკლიმ, წამიერად მზერაც კი დაებინდა ქმრის მოულოდნელი სახეცვლილებისგან ქეთოს. -ასეთი რაღაცები არ გვარდება. კი ბატონო, არაფერზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ, ისე ვიქნები, როგორც შინაგანად ვგრძნობ, რომ ვარ, შენი გულისთვის თავს არაფერს დავაძალებ. შენთან ვიქნები, მაგრამ ნურაფერს მომთხოვ, გაიგე?! წამოდი.
უსიტყვოდ დამორჩილდა მის ნებას. უკან გულშესუსტებული ისე მიჰყვებოდა, როგორც მგელს ფარას ჩამორჩენილი ცხვარი. იმდენად დიდი მოეჩვენა ირაკლი და იმდენად პატარა საკუთარი თავი, რომ სუნთქვა გაუჭირდა. სახლშიც ცალ-ცალკე დაბრუნდნენ და ისე შევიდა საძინებელში ქეთო, რომ ირაკლი არ შეჰყოლია. გულგაწვრილებულს თვალი ვერ მოეხუჭა, დაუძლეველ ლოდად გამოეკიდა მის ჭიანჭველასავით პატარა არსებას ქმრის თვალებში დანახული ბრალდებები და ლამის მართლა შეპარვოდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა.
მესამე ცრემლსაც რომ არ მისცა თვალიდან ბალიშზე დაცემის უფლება, კარი ფრთხილად გაიხსნა. სუნთქვა შეეკრა და მაშინვე დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს. თითქოს, ფხიზელი რომ დაენახა ხერგიანს, უკან გაბრუნდებოდა, მაგრამ არა. მის მხარეს საწოლი ფრთხილად ჩაიწია, ტანსაცმლის გახდის შრიალიც ჩუმად ისმოდა. ოთახში ქმრის სუნი და სუნთქვა მეტასტაზებივით გავრცელდა და მიუხედავად იმისა, რომ ტვირთი ერთი გრამითაც არ შემცირებულა... ეს ყველაფერი ამად ღირდა. დარჩენაც და უკან გაკიდებაც გაქცეულისათვის.
ფრთხილად შეწვა საწოლში, წელზე უეცრად შემოვარდნილი სიცივე ნაცნობმა სითბომ გაანელა. მტკივან გულში იმედის ნაპერწკალი მაინც გაკრთა.

***
მთელი საღამო დაძაბული იჯდა მაგიდის თავში ხერგიანთან ერთად, თავს ფრონტზე გრძნობდა, სადაც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის იდგა და ელოდებოდა, როდის გაიხსნებოდა ცეცხლი. კიდურები გაყინვოდა ნერვიულობისგან და თავის ძმას თვალებით უხდიდა მადლობას, სიტუაციის განმუხტვას რომ ცდილობდა მისთვის და ათას თემაზე ლაპარაკობდა ხერგიანებთან გასაშინაურებლად.
-კარგი, დემეტრე. -პირველად გაისმა ოთახში სლავას მკაცრი ხმა. ქეთოს საერთოდ უკვირდა, როგორ შეეძლო თვალებში ჩაეხედა მამამისს ამ ხალხისათვის, მაგრამ უფროსი სიხარულიძე არ წყვეტდა ქალიშვილის გაოცებას. -გვეყოფა ათას სისულელეზე ლაპარაკი და საქმეზე გადავიდეთ...
ადრინდელი დაძაბულობა თითქოს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც იმ წამს დაემართა ქეთოს. ირაკლის შეუმჩნეველი ფეხის ფეხზე მიდება რომ არა, ალბათ გონებასაც დაკარგვდა იქვე. წამიერად შეხედა. მისგან იმხელა სიმშვიდე მოდიოდა საკუთარი დაძაბულობა სასაცილოდაც კი მოეჩვენა.
-ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ჩემი ქალიშვილი გიყვართ...
-დიახ, ვამბობ და ასეც არის. -გვერდით მჯდომი სხეულიდან ისეთივე ხმა ამოვიდა, როგორ სიმშვიდესაც ასხივებდა. ხერხემალში ჟრუანტელმა დაუარა ქეთოს.
-ანუ, თვლით, რომ აქედან რაღაც გამოვა. -სუფრას ორივე ხელი მოატარა სლავამ. ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. გაუაზრებლად მიეტუზა საქმროს ქეთო, მის უკანაც დაიმალებოდა ალბათ, ზედმეტად შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო.
ტრადიციულ გამბედაობასა და სიმამაცეს ახლა ვერ გამოიჩენდა, მამის უპატივცემულობაში ჩაეთვლებოდა და სულაც არ სურდა ამ ადამიანების უარყოფითი წარმოდგენა მათ ოჯახზე ზედმეტ ტლიკინს გაეუარესებინა.
-დიახ, ოჯახი გამოვა.
სლავას ჩაეცინა და გვერდზე მიიხედა, თავისი ცოლისაკენ, თითქოს მზერით ეუბნებოდა, რა სისულელეს იძახისო. მალხაზმა ოდნავ ჩაახველა. მისი აქ ყოფნა შეახსენა თითქოს სლავას. ქეთომ რომ წარმოიდგინა, ალბათ, როგორ უჭირდა აქ ყოფნა, უარეს დღეში ჩავარდა. სულ აღარ უნდოდა არც ნიშნობა, არც ქორწილი... ნეტავ გაპარულიყო, ან მოეტაცებინათ, ამაზე უარეს დღეში ხომ ვერ ჩავარდებოდა.
-ახალგაზრდებმა ასე გადაწყვიტეს, სლავა. ვალდებული ვართ პატივი ვცეთ მათ გადაწყვეტილებას. ორივე არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა... -მშვიდად საუბრობდა ხერგიანი, ეს თვისება თითქოს მისგან წამოეღო ირაკლის.
-ახალგაზრდებმა არ იციან, რა უნდათ. -გააწყვეტინა სლავამ, მოუთმენლად იქცეოდა და საუბრობდა, თითქმის არაადეკვატური იყო. -საეჭვოდ არ გეჩვენება, რომ შენს შვილს ამდენ ადამიანში მაინც და მაინც ჩემი შვილი შეუყვარდა, მალხაზ?!
-მამა, კარგი რა... -დასერიოზულდა დემეტრეც.
-არა, ვერ ვხვდები ამაში საეჭვო რა არის! -გულწრფელად აიჩეჩა მხრები მალხაზმა, -უმშვენიერესი ქალიშვილი გყავთ, ჭკვიანი და განათლებული.
-კარგი რა, -ხელი აიქნია სლავამ, ირაკლი დაიძაბა, ქეთო ადამიანს აღარ ჰგავდა ისე გადათეთრებოდა სახე, მაკიაჟი ყვითლად აჩნდა ლამაზ სახეზე, ანი ბრაზისგან აწითლებულიყო და ტუჩებს იკვნეტდა, რამე რომ არ ეთქვა. ლელა და ნუნუკა გაოცებულები მისჩერებოდნენ ხან ერთს, ხან მეორეს.... ოთახი ათას შეუთავსებელ გრძნობას გაესქელებინა. მაგიდაზე სლავას ხელის დავარდნამ ქეთო ადგილზე შეახტუნა, გაუაზრებლად ჩააფრინდა ირაკლის მკლავში. -მე ამ ამბის წინააღმდეგი ვარ. კატეგორიული, თანაც. ჩემი შვილი ამ სახლიდან თქვენთან ერთად თუ გავა, იცის, რომ მამამისზე უარის თქმა მოუწევს....
-არჩევანის წინაშე ნუ დამაყენებ, მამა. -ყველაფერმა ყელში მოუჭირა თითქოს ქეთოს, გაუაზრებლად წამოიყვირა. ამდენის ატანა აღარ შეეძლო. ამით აგრძნობინა კიდეც თითქოს სლავას პასუხის სათუოობა. -იმას, ვინც მაიძულებს ავირჩიო ორიდან ერთი საყვარელი ადამიანი, არასოდეს ავირჩევ.
-შენ გგონია მაგას უყვარხარ, -ჩაეცინა სლავას...
-მგონი, ლაპარაკს აზრი არ აქვს. -ფეხზე წამოდგა მალხაზი, -არც იმას მოვითმენ, ვინმემ ჩემი თანდასწრებით მაგიდაზე ხელის დაბრახუნებით ილაპარაკოს. ჩვენ მივიღებთ თქვენს შვილს რძლად და შვილად, მაგრამ თქვენ მოყვრად - არასოდეს.
-სლავა... -შეევედრა ნუნუკა ქმარს. უხეშად მოიშორეს მისი ხელი. შემდეგ შვილს გადახედა, რომელიც თავის ქმართან ერთად იდგა ფეხზე და ვერ გაეგო, ახლავე უნდა წასულიყო? როგორ უნდა მოქცეულიყო, რა იყო სწორი.. მამამისი სუფრასთან მიეტოვებინა?
-მამა, გეყოფა უკვე. ვერ ხედავ რა დღეშია ქეთო? როგორ იქცევი? -დას გვერდით ამოუდგა დემეტრეც. აღარ იცოდა, როგორ დაემშვიდებინა. -ძალიან გთხოვთ, არ წახვიდეთ ჯერ... ასე არ მინდოდა ჩემი დის...
-ვიცი, დემეტრე. -აღარ დაამთავრებინა ირაკლიმ, მშვიდად ჩამოადო მხარზე ხელი ქეთოს. ოდნავ მოეფერა, შეუმჩნევლად.
-დედა, ჩემს ნივთებს მერე მოვაკითხავ.

-კარგი, რა, ხომ ორივემ ვიცოდით, რაღაც მსგავსი რომ მოხდებოდა?! -ატირებული სიხარულიძე გულზე ჰყავდა მიკრული და ჩამოშლილ თმაზე მოფერების გარდა ვერაფრით შველოდა ირაკლი.
-საშინლად მრცხვენია შენების, საშინლად! -სლუკუნებდა ქეთო, სიტყვები მარცვალ-მარცვალ უწყდებოდა, ცრემლებს მცირეოდენი მაკიაჟიც ჩამოედღაბნა სახიდან და თვალები ამოშავებოდა ტუშის ნარჩენებისგან.
-სასირცხვილო არაფერი არაა, შენგან მითუმეტეს. -შიგადაშიგ თავზეც კოცნიდა ირაკლი.
-რატოა ასეთი?! არა, მართლა ვერ ვხვდები ასეთი უსირცხვილო და უგულო როგორაა... ვერ ვხვდები, რა სჭირს. რა უნდა საერთოდ. რას ამოგიჩემა? -ოდნავ დამშვიდდა ქეთო, ახლა ტირილი ბრაზში გადაეზარდა.
-არაფერი არაა საჭირო ადამიანის ამოჩემებისთვის, ქერთო. ვერც ყველა ადამიანი ხსნის თავის ცუდს და უარყოფითს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ცუდი შიგნიდან მოდის და გარედან არაა გამოწვეული. ნუ იფიქრებ ახლა ამაზე, კარგი? მორჩა. წავიდეთ სახლში.
მათი სახლში შესვლა და ოცამდე ადამიანის წივილ-კივილი ერთი იყო. ზოგმა კონფეტი ისროლა, ზოგმა შამპანურს წააცალა თავი და ისეთი ხმაური შეიქნა, ნახევარი კორპუსი შეზანზარდა იმ წამს. მოულოდნელობისაგან ქმარს ზურგზე აეკრო ქეთო.
-სიძე-პატარძალს სალამიიიი, -კიოდნენ უნისონში პერტია და აბაშიძე. არიდენტურ ტყუპებს ჰგავდნენ, მედდას რომ ხელიდან გაუვარდა და გვიან გამოაჩინეს ფსიქოლოგიური ნაკლოვანებები. -ჰა, თქვენ გეგონათ, ასე ჩუმად ჩავატარებდით ამ ამბააავს?
-სალამი სიძე, ტუფლები გიჭეეერს, ჰა, რა სახე გაქ, ირუშ?! -მხრებზე ხელი შემოკრა კანდელაკმა კაპიტანს, რომელიც აშკარად ქეთოსავით არ მოელოდა ასეთ დახვედრას. -ცოლიანი კაცი ხარ უკვე, მოგვესწრო კაპიტანი!
-ყველა აქ ვართ ჯღარკავას გარდა, უმფროსო! -გაიჯგიმა აბაშიძე და მორიგი ხუმრობის სათქმელად მოემზადა. -ცოლი არ უშვებს, გაცივდები იქ არ გეყოლება არავინ ყურადღები მომქცევიო.
-ნუ იტყუები, ნიკოლოზ! ბავშვს აკეთებენ, მარა არ გამოსდით... -დანანებით ჩაილაპარაკა კანდელაკმა. -კი ვუთხარით, ჩვენ თუ რამით შეგვიძლია დახმარება-მეთქი, მარა შემაგინა და გათიშა... ვირო მადლიო!
მეგობრების სიცილმა თითქოს ნაცრისფერი ციდან ყველა ღრუბელი მიმოფანტა, მზე გამოვიდა, დათბა და ცოტა ხნით გულზე ჩამოკონწიალებული მძიმე ლოდიც ბამბიც ქულად გადაიქცა.
-ბიჭო, ეგრე რომ გადარიეთ ის გოგო, იქნებ მაგიტომ აღარ უშვებს.. -ამოილაპარაკა ქეთომ, მთელი დღე ლუკმა არ გადასვლოდა და ახლა მიირთმევდა პირველად ხაჭაპურს. ირაკლის იმედიანად გაეღრიჯა. ბედნიერი. უფრო ახლოსაც უნდოდა მიტუზვა, მაგრამ შერცხვა.
-შენ იმას არ იცნობ, რძალო, -თავი გააქნია კანდელაკმა, -ნამდვილი ქოფაკია. ოღონდ სტაფილოსფერი!
-ხო, სულ სოლარიუმში ძინავს... კიდევ კარგი, ჯღარკავა ვერ გადაიბირა მაგაზე, თორემ მორბენალი შუქნიშანი გვეყოლებოდა სტადიონზე. -კვერი დაუკრა კანდელაკს აბაშიძემ, თუმცა ქათმის ხორცით პირგამოტენილს ნორმალურად ლაპარაკი კი უჭირდა.
-კაი, გეყოფათ ჯღარკავას ცოლზე ჭორაობა ახლა, -აშკარად თავი მოაბეზრეს ხერგიანს და ამანაც მიანიშნა, სხვა სალაპარაკო თემა მოეძებნათ. -საიდან იცოდით, ან ვინ გითხრათ... ან ვინ შემოგიშვათ.
-დემნამ გვითხრა, უმფროსო. თვითონაც მოვა მალე, დოქტორი მოყავს და ვერ დაითანხმა ეტყობა ამდენი ხანი. -გაიკრიჭა პერტია.
-რამდენჯერ გითხრა ამ „უმფროსოს“ ნუ მეძახი -მეთქი? ან ეს რა ღვინოა?
-ეს მამათქვენმა გამოგვიგზავნა, სერ. -სხარტად შეცვალა მიმართვა პერტიამ, ირაკლიმ თავი გააქნია უიმედოდ. ამას აღარაფერი ეშველებაო. წამიერად მოკრა თვალი ქეთოს თვალებში გამკრთალ ცრემლს და ლოყასთან ჩუმად უჩურჩულა, -აი, ხომ ხედავ, ყველას ჩვენი ბედნიერება უნდა. ნუ ინერვიულებ, კარგი?
-არ ვნერვიულობ, -სიახლოვით დაზაფრულმა უკან დაიხია. წარბები შეკრა, თითქოს რას მკადრებო. გაუაზრებლად დაასხა ირაკლის სიახლოვისგან ხერხემალზე ცივმა ოფლმა, თითქოს მხოლოდ ახლა შეამჩნია რა მიმზიდველი იყო ამ თეთრ პერანგში... და რომ უკვე მისი ცოლი იყო... და რომ მარტო მოუწევდათ ამაღამ... მაშინვე ცივი ღვინო ჩაიცალა პირში ხერგიანის ჭიქიდან. სულ დაავიწყდა, რომ არ უყვარდა დალევა.
-არც იმაზე გაქვს სანერვულო, რამაც ახლა გონებაში გაგიელვა, -საზურგეზე გადაწვა ხერგიანი, ეშმაკურად გადმოხედა გვერდიდან და ხელი მხრებზე შემოხვია. მისი სხეულისგან მომავალი გაურკვეველი და ამავდროულად აშკარა ვნებიანი სიგნალები უარესად აბნევდა ქეთოს. თითქოს სასმელი მუცელში კი არა, ლოყებში წაუვიდა, ერთიანად წამოახურა.
-შენ რა იცი რაზე ვნერვიულობ? -სცადა მტკიცე ყოფილიყო და წარბები აწკიპა. ირაკლის პირი უფრო ფართოდ გაეხსნა. ქეთო ოცნებობდა აღარაფერი ეთქვა ამ თემაზე, თორემ აუცილებლად აორთქლდებოდა ამ სკამიდან.
-აი, ღამით მარტო რომ მოგვიწევს დარჩენა... -მხარზე ჩამოუსრიალა ხელი და ისე ახლოს უჩურჩულა ყურთან, მხოლოდ მას რომ გაეგო. -შიშვლებს.
-ნუ გავიწყდება, რომ ხალხში ხარ. -დენდარტყმულივით წამოიჭიმა ქეთო სკამზე და ფერდში მაგრად უჩქმიტა. -უზრდელო.
-ეგ ხვალ დილას მითხარი... თუ კიდევ ეგრე იფიქრებ, რა თქმა უნდა. -თვალი ჩაუკრა ირაკლიმ და ყურთან პატარა კოცნა მაინც აჩუქა. მერე სიამოვნებით აკვირდებოდა მისი სხეულის ათრთოლებულ რეაქციას და იმასაც მიხვდა, მხოლოდ იმიტომ აღარ შეეპასუხა სიხარულიძე, უარესის მოსმენისა რომ შეეშინდა.
კარზე ზარი რომ გაიგონა, მაშინვე ფეხზე წამოვარდა სიხარულიძე. ზღურბლთან თავისი ძმის და სოფოს დანახვამ ისე გაახარა, ორივეს ერთდროულად ჩაეხუტა.
-ძალით წამომიყვანა პირდაპირ საავადმყოფოდან! -დაისისინა დემეტრეს მიმართულებით სოფომ, რომელიც აშკარად კმაყოფილი ჩანდა თავისი საქციელით და დას შუბლზე თბილად აკოცა.
-არაუშავს, შინაურები ვართ ყველა. შემოდით. -შიგნით შემოატარა წყვილი და დემეტრეს მხარზე დაქაჩა, რომ ოდნავ ჩამორჩენოდნენ სოფოს. -რას აკეთებ?
-რას ვაკეთებ? -გაუკვირდა უფროს სიხარულიძეს. -მეგონა, გაგიხარდებოდა დღევანდელის მერე..
-მაგაზე არ გეუბნები, დემე, სოფოსთან... ნუ გადარევ, თორე დაგემალება სადმე.
-დამალვა რომ ნდომოდა, ამდენი ხანი იზამდა. -თვალი ჩაუკრა დას და ხელი გადახვია, ისე ჩუმად ელაპარაკებოდა, როგორც ბავშვობაში, როცა საიდუმლოს უმხელდა ხოლმე. -ნახე, მე რომ არ გამოვჩნდები ორი-სამი დღე, თვითონ მომაკითხავს. გეუბნები, გიჟდება ჩემზე.
-ოხ, დემეტრე...
-მეორე რძალიც მოსულაააა, -ამოიმღერა კარგა შეზარხოშებულმა პერტიამ. -მაპატიეთ, სოფო, სარძლო....
-დოქტორო, როგორ ხართ?! როგორ მიდის საქმეები საქართველოს ჯან-დაცვაში? -მეორე მხრიდან კანდელაკი ამოუდგა სოფოს და თავისთან დაისვეს.
-მორიგე იყო ეტყობა, ცოდოა, დემე... -სოფოსკენ უბიძგა ქეთომ ძმას, როგორმე რომ დაეხსნა იმ ტყიურების კლანჭებისგან.
-გაანებეთ თავი ჩემს სატრფოს, -ქათმებივით მიმოფანტა კანდელაკი, პერტია და აბაშიძე დემეტრემ და სავარძელსა და სოფოს შორის ჩაეკვეხა ბედნიერი სახით. -არ გშია?
-არა, მწყურია. -წაისისინა სოფომ. -რატო არ მითხარი სად მოგყავდი?!
-რა გწყურია?! ღვინო, წყალი... -წაუყრუა დემნამ და ჭიქისკენ წაიღო ხელი, თან მზრუნველი სახით დაჰყურებდა ზემოდან. გულის სირღმეში შეეცოდა კიდეც ღამენათევი აქ რომ მოიყვანა და მოსვენების საშუალება არ დაუტოვა, არადა, უბრალოდ მასთან ერთად სურდა ყოფილიყო. მეტი არაფერი.
-შენი სისხლი მწყურია, მოგკლავ ერთ დღესაც. -თვალები აენთო სოფოს, -ღვინო დამისხი.
-აი, ეგრე რა რძალო! -მხარზე მხარი გაკრა კანდელაკმა და დემნას გაწბილებული სახის დანახვისას ყველა კბილი სამუზეუმო ექსპონატივით გადმოალაგა, -სარძლო, ხო, რა იყო... რა თვალებით მიყურებ, დემეტრიკო?!
-შენი აღსასრულის.
-რა დროს აღსასრულია, ბიჭო, ახლა ვიწყებ ცხოვრებას....

-ქეთო, გილოცავთ, არ ვიცოდი. ისე გამომაქცია შენმა ძმამ არაფერი ამიხსნა, -სამზარეულოში გამოიჭირა სოფომ სიხარულიძე. -ბედნიერებას გისურვებთ.
-მადლობა, სოფო. -გაუღიმა და ოდნავ მიეხუტა ქეთო, კარგა შეჟუჟუნებულიყო ორი ჭიქა ღვინის კვალობაზე. ირაკლი კი ვერაფრით დაათრო. -დემნას ისე უნდა ყველგან ჰყავდე, მგონი, არც გეკითხება წესიერად გცალია თუ არა.
-საერთოდ არაფერი ესმის! -წამოენთო სოფო დემნას ხსენებაზე, თუმცა თავადაც კარგად იცოდა და ქეთოსაც კარგად მოეხსენებოდა, თავისი სურვილი რომ არ ყოფილიყო, ვერავინ აიძულებდა ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი.
-ხო, -ნერვიულად გაეღიმა ქეთოს.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი შეყვარებული ძმის დანახვა ფრთებს ასხამდა, ახლა დაღამებასა და ირაკლისთან მარტო დარჩენის გარდა ვერფერზე ფიქრობდა. დემნა რომ დაიგულა დარცხვენილი სახით ოთახში შემოსული, მაშინვე კარისკენ წავიდა და თვალებით ანიშნა, ჭკვიანად იყავიო.
-მაპატიე. ვიცი, რომ ისედაც ძალიან იღლები სამსახურში, მე კიდევ დღეს არც გკითხე, ისე ჩაგსვი მანქანაში. -ფეხის წვერებს უყურებდა დასჯილი ბავშვივით. ნორმალურად გადაადგილება ჯერ კიდევ უჭირდა, თუმცა თაბაშირი მოეხსნათ უკვე. ისეთი თვალები მიანათა სოფოს, ქალს გონებაში ჩამოწიკწიკებული ყველა სიტყვა ერთმანეთში აებურდა და ენა ლამის მუცელში ჩაუვარდა გულაფრიალებულს.
არაფერი უთხრა. ბოლომდე აწვალებდა. თან ვერც დემეტრეს სიახლოვეს იტანდა მარტივად მისი სხეული, გული ისედაც ყელში ჰქონდა მობჯენილი და რამის თქმა რომ მოენდომებინა, ხმა არ ამოუვიდოდა პირიდან.
-უბრალოდ რაღაც კარგი რომ ხდება, მინდა შენც იყო ხოლმე... ჩემთან... ჩვენთან ერთად და დაგვიახლოვდე.
-რატომ? -მშვიდად, თუმცა მტკიცე ხმით იკითხა ექიმმა. სამზარეულოს კარადას მიეყრდნო, რომ როგორმე დისტანცია დაეცვა ამ ადამიანისგან ერთდროულად ნერვების მოშლასაც რომ ახერხებდა და დატკბობასაც.
-არ გინდა ახლა თავის დაბრმავება, -ეშმაკები აუხტა თვალებში დემეტრეს. არ გამოპარვია მისი რეაქცია და ამღვრეული თვალები.
-შენთვის მანქანის მართვა ჯერ კიდევ არ შეიძლება, -ყურადღების გადატანა სცადა სოფომ და სასწრაფოდ კარისკენ დააპირა წასვლა, თუმცა მისაღები ოთახის ნაცვლად წამიერად აღმოჩნდა მისი მაჯა ჯერ დემეტრეს ხელისგულებში, შემდეგ სხეული მის კალთაში.
დამფრთხალმა ახედა ყურებამდე გაღიმებულს. აშკარად სიამოვნებდა მისი მდგომარეობა და შერბილებული სიმტკიცე. აშკარად ხვდებოდა დემეტრე იმას, რის ამოხსნასაც ახალი წლის შემდეგ ყოველ დღე ცდილობს სოფო.
ხერხემალზე ცივმა ოფლმა დაასხა და კიდევ კარგი, ამას მაინც ვერ შეამჩნევდა დემეტრე, რადგან ცალი ხელით სოფოს მაჯები ეჭირა, მეორე კი მის მუხლებზე დაედო. სრული პარალიზი მოეხდინა, ანექსია, ოკუპაცია, ან რაც გინდათ, ის უწოდეთ.
-არ გინდა ხოლმე ჩემთან ყოფნა, სოფო ექიმო? -თავი გვერდზე გადახარა ღიმილიანი სახით დემნამ. არ უნდოდა მასაც სოფოსავით დასტყობოდა საგულიდან ამოვარდნილი გული და აშლილი გრძნობები. ისედაც საკმარისზე მეტად ცდილობდა მისთვის ყურადღება ეგრძნობინებინა. სახიდან თმა გადაუწია და ვერ მოითმინა შევარდისფერებულ ლოყაზე რომ არ ეკოცნა. -ვერ ხვდები, რატომ მინდა შენ...თან?
-ვერა! მაგრამ შენ უნდა ხვდებოდე, რომ მე შენს კალთაში ჯდომა არ მსურს! -სოფოს ხმას სიმტკიცის უკანასკნელი წვეთები შეესრუტა თითქოს, ნელ-ნელა ეცლებოდა ძალა, ღრმად სუნთქავდა და დემეტრეს კანის სურნელი ზედმეტად ახლოდან რომ იგრძნობოდა მხოლოდ, გონების ყველა საღად ფანჯარას ისე ორთქლავდა, როგორც ახლადდანთებული ბუხარი ზამთრის სუსხიან დილას.
-მაგრამ არც დგები... -სანამ ადრესატი სიტყვების შინაარსს გაიაზრებდა, მანამ მოასწრო სიხარულიძემ მოღეღილ ყელზე მოწყვეტილი, სწრაფი კოცნის დატოვება და თავდასხმისთვის ბედნიერი მოემზადა.
-თვალით აღარ დამენახო! -სწრაფად წამოხტა სოფო, ცხვირწინ საჩვენებელი თითი აუქნია და მაქსიმალურად შეეცადა აღელვებული ხმა და ათრთოლებული ტუჩები ბრაზით დაეფარა, რომ ნამდვილ მიზეზს ვერ მიმხვდარიყო დემეტრე. -ახლა აქედან შტურმით მარტო იმიტომ არ გავდივარ, რომ შენს დას და ირაკლის ვცემ პატივს, თორე შენ... ღმერთო, გაუსაძლისი ხარ! აუტანელი!
-შენ ლამაზი, კარგი სუნი გაქვს და გემრიელი კანი... -კაბის ბოლოდან გამოშვერილ მუხლზე ფრთხილად აუსვა ხელი დემეტრემ, არ უნდოდა იმდენად ღრმად შეეტოპა, უკან გამოსასვლელი გზა ვეღარ დაენახა. ბეწვის ხიდზე გადიოდა, იცოდა, თანაც ძალიან კარგად, მაგრამ როცა ასე ახლოს იყო, მხოლოდ ხელების მოკვეთით თუ შეძლებდნენ მის შეკავებას...
-აუტანელი! საზიზღარი! როგორ ვერ გიტან! აღარ შემეხო! -ქარიშხალივით გავარდა სოფო სამზარეულოდან. კიდევ კარგი ბუღივით ავარდნილ ღრიანცელში არავის გაუგია მისი სალანძღავი სიტყვები და სახეზე ავარდნილი ალმური.
საპირფარეშოსკენ მიმავალს გაკვირვებით გააყოლა თვალი ქეთომ და სამზარეულოდან გამოსულ ძმას წარბის აწევით მიანიშნა, გაყევი და შენი გაფუჭებული საქმე გამოასწორეო.
-რა სჭირთ ამ ორს? -ადგილზე შეხტა, ირაკლიმ რომ ცალი ხელი წელზე მოხვია და მისკენ მისწია. მის რეაქციაზე ჩაეღიმა ხერგიანს. თვალებში ოდნავ ჩაღვროდა სიმთვრალე და უფრო მეტად ინტიმურს და გადაულახავს ხდიდა მის მზერას მათრობელა საფერავი. სული ჩაეხუთა ქეთოს. პირი გამოუშრა მღელვარებისაგან.
-ჩემმა ძმამ სიყვარულის გამოხატვის არასწორი ხერხები შეარჩია მგონი...
-მოაგვარებს, არ გაუჭირდება... შენ ხო არ გჭირდება დახმარება? ან განტვირთვა....
-არა! -მტკიცედ შესძახა ქეთომ და მესამე ჭიქა ღვინო პირისკენ წაიღო.
-თუ გგონია ჩემი ან შენი დათრობით რამეს უშველი... ხო იცი, მაინც არასდროს დაგავიწყდება. -თვალი ჩაუკრა ირაკლიმ და ღიმილით მოწრუპა ჭიქიდან წითელი სითხე, ტუჩები ოდნავ შეუვარდისფრდა და ღიმილისგან წარმოქმნილმა პატარა ფოსოებმა მის ლოყებზე მუცელი მღელვარებისგან აუწვა. ჭიქა ცივად დააბრუნა უკან.

-აბა, გვრიტებო.. თქვენ იცით და... -ენას ძლივს იბრუნებდა პირში აბაშიძე. ქეთო და ირაკლი კარებთან დაყუდებულიყვნენ და მოუთმენლად ელოდნენ ამ სამის სახლიდან წაბრძანებას.
-ტაქსი გელოდებათ, ნიკა. -წარბები აწკიპა ირაკლიმ, რადგან შემდეგი სიტყვის მოფიქრებას შეიძლება გამთენიამდე დაეგვიანა, ისე დამთვრალიყო აბაშიძე.
-წამოდი, შე არგასახარებელო... -ცალ მხარში კანდელაკი ამოუდგა აბაშიძეს, მეორეში - პერტია.
-ნუ მწყევლი, შენ გაწყდი... -დაიდუდღუნა ნიკამ და ბანცალ-ბანცალით გაიარეს დერეფანი სამივემ.
-მაგისი ძუძუები გლოცავს, შენ არ იდარდო. -დაამშვიდა პერტიამ. მასაც გვარიანად ერეოდა ფეხი.
-ჩააცილე, თორემ მოიმტვრევენ ცხვირ-პირს. -გასასვლელისკენ უბიძგა ირაკლის ქეთომ, იმან კი წარბის აწევით გადმოხედა ზემოდან სიხარულიძეს.
-რომ ამოვალ კარს არ გამიღებ, გაიგნებენ როგორმე. -ხელი გადახვია ცოლს ირაკლიმ და ამით აგრძნობინა, ვერსად რომ ვერ გაექცეოდა და არც თვითონ რომ არ აპირებდა სადმე წასვლას.
-რათ გვინდა მაგისი გაცილება, რძალო... აბა კარგად... თქვენ თქვენი საქმე გაქვთ ახლა.
-დიახ, ერთობ მნიშვნელოვანი... -უნისონში ბუტბუტებდნენ სამივენი, სანამ ლიფტს ელოდებოდნენ.
-დემოგრაფიული პრობლემები მძვინვარებს... თქვენ თუ უშველით...
-აბა, კარგად. -მესამემაც გადგა თუ არა კარში ფეხი, მაშინვე მიხურა კარები ირაკლიმ და სწრაფადვე გადაკეტა.
„რა მოუთმენელია“... ყრუდ გაისმა რკინის კარს მიღმა აბაშიძის ჩაბურტყუნება.
-რაო, აბა? -ამჯერად ორივე ხელი წელზე მოხვია ცოლს ირაკლიმ და მისიანად აეკრო კარს. მოჭუტული თვალებით, მომღიმარი უყურებდა ზემოდან. ქეთო მუცლით გრძნობდა, როგორ სუნთქავდა ირაკლი, მკერდზე მისი გული ეხეთქებოდა თითქოს. ცივი და ცხელი ჟრუანტელი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს მის ხერხემალზე. -გეგონა, დამათრობდი და მიმაგდებდი საწოლზე, ხო? ამასობაში შენ თვითონ კინაღამ დამითვერი...
-მგონი, ჯობია დავიძინოთ... -ისე გაუღიმა ქეთომ, სხვა ყველა სიტუაციაში რომ შეძლებდა ქმრის დაყოლიებას, ამის გარდა.
-ხო, დავიძინოთ, აბა რა... -სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ხერგიანმა, კაბის ბრეტელი მხრიდან გადაუწია ერთ ადგილზე გახევებულს. მხრიდან ყელამდე აუყვა კოცნით, ყელიდან ყურს უკან, შემდეგ ყურზეც გამოსდო კბილები. მისი თბილი სუნთქვა ერთდროულად სმენასაც უხშობდა ქეთოს და გონებასაც. იგრძნო, როგორ ასტკივდა მოძალებული გრძნობებისაგან მუცელი, როგორ შეუსუსტდა მუცელი და როგორ ჩაეღვარა რაღაც თბილი მუცლიდან. -შუაში ხანჯალიც ხო არ ჩავდოთ? მაინც, რამე ისეთი რომ არ ვიკადროთ...
-ირაკლი, -წამოიდუდღუნა პროტესტის ნიშნად. ასეთი საუბრით უარესად აბნევდა, აწითლებდა, წვავდა ათასგვარი გრძნობით, რომელსაც პირველად განიცდიდა ცხოვრებაში ქეთო. წამოზრდილ თმაში გაუაზრებლად შეუცურა ხელები და ფრთხილად მოქაჩა, კოცნა რომ შეწყვიტა ხერგიანმა, ლამის ძალით მიადებინა ტუჩები ისევ ყელზე. კოცნის ხმას ჩუმი ჩაცინებაც მოჰყვა, ჩაცინებას კაბის ქვეშ გავარვარებული ხელების ასრიალება ფეხებიდან თეძოებამდე. სუნთქვა შეეკრა თითები რომ საცვალზე გადაატარა ხერგიანმა და ოდნავ შეეხო, უფრო მონდომებით და ძლიერად. ამოსუნთქვას კვნესაც ამოჰყვა სიხარულიძის პირიდან. მთელი სხეული უცახცახებდა.
ხერგიანს მისი წვალება რომ არ შეეწყვიტა და ხელში არ აეტაცებინა, აუცილებლად შემოსასვლელი ოთახის იატაკზე გაიშოტებოდა საწოლის მაგივრად.
-ჩემი მორცხვი გოგო, -გააწვალა, როცა საწოლზე მიაწვინა მიბნეტილ თვალებზეც აკოცა. კაბის ღილებს ნელა უხსნიდა და ფრთხილად, თითქოს მის მოთმინებას ცდიდა ირაკლი. -და ყველაზე ლამაზი... და ყველაზე სექსუალური...
-გაჩუმდი, -თმებზე მოქაჩა ქეთომ და თავი წამოაწევინა, ყველგან აკოცა ტუჩების გარდა და სული ელეოდა ისე ნატრობდა მის კოცნას.
მორჩილად დაყვა ხერგიანის სხეული მის სურვილს, სუნთქვაშეკრული ლამის საწოლს მიესრისა ქეთო, ზემოდან რომ დააწვა და საკოცნელად გამზადებულ გაპობილ ბაგეებს თავისი შეაგება. გაუაზრებლად შემოხვია ფეხები წელზე და ამჯერად თავად მოექცა ზემოდან ხერგიანს. ორი წამითაც არ წყვეტდა კოცნას ქეთო, არ უნდოდა, კიდევ რამე ეთქვა ირაკლის და უარესად აეშალა ისედაც აფორიაქებული გრძნობები, შესქელებული სუნთქვა და გადარეული გულისცემა სულ მთლად გამოეყვანა წყობილებიდან. უნდოდა ეფიქრა, რომ მშიშარა გოგო კი არა თავდაჯერებული ქალი მოიყვანა ცოლად. გამოუცდელობა მაინც ანერვიულებდა, ხელები უკანკალებდა, როცა მაისური გადააძრო და შარვლის ღილები შეუხსნა.
-რა მოუთმენელი ხარ, -კმაყოფილებით, ვნებით და ზუსტად ქეთოსნაირი მოუთმენლობით ჰქონდა სავსე ხმა ხერგიანს. კაბა ნახევრად გახდილი ჰქონდა ქეთოს, ორივე მხრიდან გადავარდნოდა ბრეტელები და მკერდი მადისაღმძვრელად იმალებოდა მუქ წაბლისფერ, აბურდულ თმაში. თვალები აუელვარდა ირაკლის, როგორც მოწმენდილ ცაზე არსაიდან გამოჩენილი ელვა და ზუსტად ისე შეუქანდა გული ქეთოს, როგორც მოულოდნელი მეხის გავარდნისას, როცა სხარტად წამოიწია ხერგიანი და მკერდის თავს კბილები გამოსდო. ორივე ხელი ჩაავლო საჯდომზე და უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ ქალი.
კვნესა მოსწყდა ქეთოს ბაგეებს. ვინ იცის, რამდენჯერ იმ ღამით......

***
დღეები ისე გადიოდა, საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ერთმანეთის თვალებს, სუნს, ხმას, ყველაფერს გაურბოდნენ სახლიდან, მაგრამ საღამოობით, როცა მზის სინათლე მათი გრძნობების გამოაშკარავებით იღლებოდა და ზანტად ესვენებოდა ჰორიზონტზე, მაშინ როცა მათ სახლს მყუდრო სიბნელე ეპარებოდა და უფრო მარტივი იყო მზერის და გრძნობების დამალვა, საერთო საწოლს გვერდს ვერცერთი უვლიდა. თითქოს მთელი დღის განცალკევება საკმარისი სასჯელი იყო მათთვის, რომ სიბნელეში ერთმანეთი მარტო აღარ დაეტოვებინათ. არც ეხებოდნენ, არც ლაპარაკობდნენ, საწოლს და საბანს იყოფდნენ მხოლოდ, როგორც როგორც მზე და მთვარე გამთენიის ცას...
ოქტომბერი ილეოდა უკვე. დღე შემოკლდა, გვიან თენდებოდა და ადრე ბნელდებოდა. უსაშველო სუსხი შემოპარვოდა თბილისს და მათ სახლსაც. დიდი ხანია ეღვიძა ქეთოს. მშვიდად სუნთქავდა ირაკლის სახეს მიჩერებული და თავს მუმიად გრძნობდა, ცოცხლად რომ გაახვიეს ზეწრებში და თავის ქმართან შეხების, მოფერების უფლებაც აღარ დაუტოვეს. მშვიდად, რიტმულად მოძრაობდა ირაკლის მკერდი, მოზრდილი თმა შუბლზე ჩამოყროდა და ტუჩები ოდნავ გამობურცვოდა. ზედმეტად ახლოს იყო ქეთო, არ მოძრაობდა, თუმცა არც თვალებს აშორებდა, იმედი ჰქონდა, რომ შემთხვევით მაინც გადმოაწვებოდა ხერგიანი, ან ხელს გადმოადებდა, ან ფეხს, როგორც სჩვეოდა ხოლმე უშნოდ ძილი, მაგრამ თითქოს უგონოდ მყოფსაც კი შეეძლო მასზე გაბრაზებული ყოფილიყო და ამის გააზრებამ მძიმედ დაუსვა გულში კარგად ალესილი დაუნდობლობის შხამში ამოვლებული ხანჯალი.
ტელეფონის ზარის ხმაზე შეხტა. არ ელოდა. ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო? დემეტრეს სახელი რომ ამოიკითხა ზედ, სწრაფად წამოჯდა.
-ხო დემე? -გული აუჩქარდა, დაფეთებულმა პერიფერიული ხედვის არით შენიშნა მხოლოდ, რომ ირაკლიც შეფხიზლდა და თვალებზე ხელი მოისვა მზერის გასაწმენდად. -მშვიდობაა?!
-აუ, არ ვიცი, რა, ქეთო... საავადმყოფოში მივდივართ ახლა, სისხლდენა ჰქონდა სოფოს.. -აღელვებული ხმით ჩაჰყვირა დემეტრემ ტელეფონს, ტირილამდე მისულიყო ნერვიულობისგან.
გულში მწარედ შეუტოკდა რაღაც ქეთოს. სწრაფად წამოხტა საწოლიდან და მაშინვე გარდერობისკენ გატანტალდა ფეხშიშველი. კიდურები მოეყინა სუსხისაგან, მაგრამ აბა ამის დრო იყო ახლა?!
-ახლავე მოვალ... არ ინერვიულო. სად მიგყავთ? -სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი, შუბლი აუხურდა, ირაკლიმაც ინსტიქტურად რომ გაიმეორა მისი საქციელი და საწოლიდან წამოდგა.
-ღუდუშაურში.
-კაი, მოვდივარ. არ ინერვიულო, ხო? კარგად იქნება ყველაფერი... მალე მოვალ.
გული შეეკუმშა იმის გააზრებისას, რომ კიდევ რამე უბედურება შეიძლებოდა დასტყდომოდათ თავს... კიდევ გამოაცლიდნენ ხელიდან საყვარელ ადამიანებს. ტელეფონი იქვე მიაგდო. ირაკლისთვის თვალის გასწორების ენერგია არ ჰქონდა, არც სურვილი. არ უნდოდა მის აცრემლებულ თვალებს კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ მისთვის შავი დღეები, უბედური, ღრუბლიანი დილები და ტირილში გადათეთრებული ღამეები. მაგრამ ყველაფერს უსიტყვოდ მიხვდა ხერგიანი. სულელი ხომ არ იყო?
-სად მივდივართ? -მხოლოდ ეს ჰკითხა, როცა კარში გადიოდნენ.
ბოლო ჩხუბის შემდეგ პირველად შეხედა ქეთოს ინტერესით იმ დილით. სადარბაზოში ბნელოდა, თუმცა მის მზერას არ გამოჰპარვია ქალის წამწამებზე გამოკიდებული ცრემლები და გული მტკივნეულად მოეწურა.
-ღუდუშაურში, -ხმა გადაყლაპულ ცრემლებს დაენამათ. არ შეუხედავს სიხარულიძეს, ისე ჩაასწრო კიბეებზე.

საავადმყოფოში გარედან ფეხსაცმლით შემოტანილი წვიმის, უბედურების და წამლების სუნი იდგა. დემეტრე თავჩაქინდრული იჯდა მოსაცდელში და ჩამოყრილი, დაუძლურებული მხრები ამბობდნენ, თუ რამდენად სასოწარკვეთილი იყო იმ წამს.
დის მოსვლა თითქოს იგრძნო, მაშინვე წამოსწია თავი. შეშლილს ჰგავდა ჩაშავებული უპეებით და თვალის გუგებით. გული მუცლამდე ჩაუწყდა ქეთოს. ასეთი მაშინაც კი არ ყოფილა, როცა პირველად ნახა საავადმყოფოდან გამოწერილი ტრამვის შემდეგ. შიშით უცახცახებდა მთელი სხეული და თავშესაფარივით გამოუჩნდა დის მკლავები დაუძლურებულს.
-დემნა, ყველაფერი კარგად იქნება. გაიგე? -მტკიცე ხმა ჰქონდა ქეთოს. -არავითარ შემთხვევაში ცუდზე არ იფიქრო. ხო იცი, შენი ცოლი რას გიზამს, ასეთი რომ დაგინახოს?!
-რაც უნდა ის მიქნას, ოღონდ კარგად იყოს, ოღონდ კარგად იყვნენ ორივე, ქეთო. -ხელები უკანკალებდა დემეტრეს.
ქეთომ ჩუმად გააყოლა ხერგიანისკენ თვალი, მიმღებში გოგონას რომ ელაპარაკებოდა რაღაცაზე, შემდეგ წაშლილი სახით მობრუნდა მათკენ.
-კარგად იქნებიან, დემეტრე. გთხოვ, ასე ნუ განიცდი.
-საკეისროს უკეთებენ... უკვე ერთი საათია შეყვანილი ჰყავთ, გარეთ არავინ გამოდის, არავინ არაფერს მეუბნება. გავგიჟდები, გაიგე? -ფეხზე წამოიჭრა დემეტრე.
-მამაჩემს დავურეკავ, დემნა, თუ წინააღმდეგი არ ხარ. ჰყავს აქ ნაცნობები. -ხმა ამოიღო ირაკლიმაც. ქეთოს იქ ყოფნას სულ არ იმჩნევდა, მხარზე ხელი ჩამოადო ცოლის ძმას. გაურკვეველი გრძნობებით ჰქონდა სავსე თვალები. ნეტავ, რას ფიქრობსო, ინატრა ქეთომ გაგება და ცრემლი მანამ მოიწმინდა, სანამ ლოყაზე ჩამოგორებას მოასწრებდა.
რამდენიმე წუთში ნუნუკა და სლავაც მოვიდნენ. ქალიშვილს და რძალს ზედაც არ შეხედა სლავამ, მხოლოდ ნუნუკა ჩაეხუტა ფერწასულს. თავადაც განერვიულებულები ჩანდნენ და დერეფანში ნაცნობი ექიმის გამოჩენამ ყველას მიტკლის ფერი მოადო სახეზე. თითქოს ყველას გულისცემა გაერთიანდა იმ წამს.
-დემნა... -ხმა ჩაიწმინდა ექიმმა. იმდენად უიმედო ხმა და თვალები ჰქონდა ექიმს, ქეთომ ფეხზე წამოდგომა ვერ მოახერხა. ანიმ შეაშველა ხელი, რომ სავარძლის ნაცვლად იატაკზე არ გაშხლართულიყო. -ორივეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. პლაცენტა საშვილოსნოს კედელს მოშორდა, რამაც სისხლდენა გამოიწვია. სისხლდენა ძლიერია და... ორივეს სიცოცხლეს საფრთხე ექმნება... ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ყველაზე უარესის შემთხვევაში... ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, მაგრამ აუცილებელია, ვიცოდეთ, თქვენი არჩევანი...
-რა არჩევანი? -დაიბნა დემნა, „ორივეს სიცოცხლეს საფრთხე ექმნება“-ს შემდეგ ვეღარაფერს აღიქვამდა მისი გონება. თითქოს ნერვული დაბოლოებები ამ სიტყვებს ჩაეჭიდნენ მხოლოდ და სხვაზე აღარაფერზე რეაგირებდა მისი მწყობრიდან გამოსული გული და გონება. -ვერ გავიგე...
სუნთქვა შეეკრა ყველას. სოფოს მამა, გოგა, საშინელ დღეში ჩავარდა. პირი გამოუშრა. კედელს მიეყრდნო საწყლად და რომ არა მის მხარში ამომდგარი ირაკლი, აუცილებლად წაიქცეოდა. შეშლამდე სტკიოდა ყველას არსებობა იმ წამს. ქეთოს ყველაფერი ორმაგად... ყველაფერი ათასმაგად სტანჯავდა. კანკალს აეტანა. ახლა, როცა მის ძმას ყველაზე ძლიერი სჭირდებოდა, თვითონ კანკალს აეტანა.
-ან თქვენი შვილი უნდა აირჩიოთ, ან ცოლი. -მაქსიმალურად არიდებდა ექიმი თავს ამ სიტყვების წარმოთქმას, მზერაც კი ვეღარ გაუსწორა შეშლილ სიხარულიძეს.
-რას ამბობთ? არანაირი არჩევანის გაკეთებას არ ვაპირებ... -ხმა ჩაუვარდა დემნას. გული საგულიდან ამოგლიჯეს თითქოს და საკუთარი დამპალი სისხლის სუნს გრძნობდა მხოლოდ. ნახევარი წამითაც ვერ წარმოიდგინა ამ კითხვაზე პასუხის გამცემად საკუთარი თავი. ამას პასუხისმგებლობაც აღარ ერქვა უკვე, ბედი სასტიკად ექცეოდა, ხვდებოდა, გრძნობდა ამას და უკვე მართლა ვეღარ ხვდებოდა, რით დაიმსახურა ამდენი ტანჯვა, რატომ არ გათენდა მისთვის ბოლომდე... თვითონ თუ კისრამდე ცოდვაში იყო, რა დააშავა მისმა ოჯახმა. ცოლმა და შვილმა. არავითარ შემთხვევაში.
-დემნა, შვილო... -მისკენ გაიწია გაფითრებულმა ნუნუკამ. ირაკლი უემოციოდ შეჰყურებდა სანახაობას და წყალს აწვდიდა გოგას.
-არა, დედა! -ხელი აუქნია დემეტრემ, თითქოს ახლა მიხვდა, რაც ხდებოდა თავის თავს, როცა გულზე უბედურება ზვავივით ჩამოწვა და ზედ გულზე დაათოვლა. აღრიალდა არაადამიანური, ცხოველური ხმით. -რას ჰქვია! ორივეს გადაარჩენთ. თუ არადა, სხვაგან წავიყვანთ. ირაკლი, დაურეკე მალხაზს... არ ვიცი, ყველას დაურეკეთ, ვინც საუკეთესო ქირურგს, გინეკოლოგს... იცნობს! არ ვიცი.. ვინც ჩემს ცოლს და შვილს სჭირდება... არ გამაგიჟოთ!
-ბატონო დემნა, გთხოვთ. -შეევედრა ექიმი. ცივი ოფლი ასხამდა შუბლზე. -ჩვენ ჩვენ!სას შევეცდებით...
-ხოდა, უკეთესად შეეცადეთ! რას ჰქვია, პირველად მესმის ასეთი... ასეთი არჩევანის წინაშე დააყენო ადამიანი. რომელიმეს რამე რომ მოუვიდეს, არ ვიცი რას გიზამთ... სადაა სოფოს გინეკოლოგი?! მთელი ფეხმძიმობა მშვიდად გადავიტანეთ, რამე ასეთი თუ უნდა მომხდარიყო....
-დემნა, დამშვიდდი. -ექიმისკენ გაწეულს წინ გადაუდგა ირაკლი. შეშლილი თვალები ჰქონდა დემნას, სისხლჩაქცევებით ჩაწითლებული. ადამიანს აღარ ჰგავდა.
-ქეთო, დამშვიდდი გთხოვ, რა... -მხარზე უსვამდა ხელს მული, -კარგად იქნება ყველაფერი.
ჩაწითლებული თვალებით შეხედა ანის, მისი თვალებით მიხვდა, ზუსტად იცოდა ანიმ, რასაც გრძნობდა ახლა.
-ვიცი, როგორც ხარ... -ხმა ჩაუწყდა ხერგიანს.- შენ ხო იცი, ასეთ დროს როგორ გჭირდება ახლობლების თანადგომა?
-ასეთ დროს არავინ გჭირდება, ანი, -საკუთარი ხმა ვერ იცნო ქეთომ. არ შეუხედავს, მაგრამ იგრძნო, როგორ დაიჭიმა მის გვერდით მდგარი ქმრის სხეული. მზერა კედელზე მიყინვოდა ირაკლის. -ასეთ დროს საკუთარი თავიც არ გჭირდება ცოცხალი, როცა შენი შვილი საფრთხეშია და შენ ვერაფრით შველი.
-გეყოთ მოთქმა, -არ ცხრებოდა დემნა, -ქეთო, გეყოფა! სახეები ნუ ჩამოგტირით, პანაშვიდზე არ ხართ! შვილი უნდა შემეძინოს, გაიგეთ?!
ცხოველური ყვირილი გაუაზრებელ ხარხარში გადაეზარდა დემეტრეს. კედელთან ჩაიცუცქა, კეფა ზედ მიაყრდნო და მანამ იცინა, სანამ მუცელატკიებულმა ტირილი არ დაიწყო ისევ. ყველა გაოგნებული მისჩერებოდა ადამიანს, რომელსაც სამყარო ენგრეოდა თავზე. ცხოვრება, ოჯახი და ყველაზე დიდი შენაძენი ეცლებოდა ხელიდან, როცა გუშინ ამ დროს ერთად უყურებდნენ ფეხბურთს, ერთად ეძინათ საშინელი დილის გათენებამდე... მერე თითქოს დედამიწამ უკუღმა დაიწყო ბრუნვა და ყველაფერი ერთმანეთში აიზილა, ჰაერი კი ისე გამოთხელდა, სუნთქვა გახდა შეუძლებელი.
ფრთხილად მიუჯდა გვერდით ქეთო და თავი მხარზე ჩამოადო.
-ხო იცი, სოფო რანაირია... -გაეღიმა. ყველა გასუსული უსმენდა მათ საუბარს. -არც შვილს დათმობს და არც საკუთარ თავს. შენზე გიჟდება. ბოლომდე იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ყოველთვის და ვერც შენს სისუსტეს აიტანს, დემე... ვიცი, ახლა ამ ლაპარაკის მოსმენაზე მეტად შენი ცოლი და შვილი გინდა გვერდით გყავდეს, ვიცი ყველაფერს დათმობდი მათი კეთილდღეობისთვის. გახსოვს, როგორ გაიცანი? რა მდგომარეობაში იყავი და როგორ გეჩხუბა... და შენ სწორედ ისეთი შეგიყვარდა. მებრძოლი და მოჩხუბარი. გაიძულა ცხოვრება თავიდან დაგეწყო. მაშინ როცა ყველას გვეგონა, რომ დეპრესია შეგჭამდა, ფეხზე არასოდეს დადგებოდი, სოფომ გიშველა. ახლა შენი ჯერია. მას ახლა ძლიერი ქმარი სჭირდება, რომელსაც ყველაზე ბნელ დროშიც კი არ აერევა თავგზა, არ დაკარგავს ორიენტაციას, რომელიც კომპასის ისარივით ყოველთვის მისკენ არის მიმართული. სასოწარკვეთამ არ უნდა გადაწონოს. ერთ წელში ამ დღეს რომ გაიხსენებ, ბედნიერი იქნები, რომ დამთავრდა და იქ იქნები, მათთან ერთად იქნები. ჩვენ ყველა კი თქვენ ირგვლივ, სადაც საჭიროა, რომ ვიყოთ.
-თურმე რამდენს გაუძელით, -რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ უპასუხა დემეტრემ. ჩაწითლებული თვალებით შეხედა ჯერ ქეთოს, შემდეგ ირაკლის, მზერა რომ მის მოპირდაპირე კედელზე მიჰყინვოდა და ხმას არ იღებდა. -თურმე თქვენი უბედურების ნახევარიც არ მესმოდა მაშინ... რამდენს გაუძელით.
-ვერ გავუძელით. -თავისთვის ჩაიბუტბუტა ქეთომ. თუმცა ყველამ გაიგო და ოთახში მყოფთაგან მხოლოდ ერთს გაუგლიჯა გული ტკივილით სავსე სიტყვებმა. ვეღარ გაუძლო. ადგა და ეზოში გავიდა ირაკლი.

პატარა სიხარულიძე დაიბადა. დემეტრემ სახელი არაფრის დიდებით არ დაარქვა, სოფოს გარეშე არ მინდაო. ბავშვი ინკუბატორში გადაიყვანეს. შვიდ თვეზე გაუკეთეს საკეისრო სოფოს. სუსტად იყო დემნას და სოფოსპატარა ვაჟი. მის ნახვას ვერ ბედავდა დემეტრე. სოფოს გარეშე არ უნდოდა. სოფო კი ვერა და ვერ მოდიოდა გონს და ნელ-ნელა სიხარულიძეც კარგავდა კავშირს გარესამყაროსთან. შეშლილივით იხედებოდა დერეფანში, თითქოს შარს ეძებდა, რომ ვინმეზე თავისი ბრაზი გადმოენთხია, თუმცა მისი განრისხების ერთადერთი მიზეზი ბედისწერის დაუნდობლობა იყო და ამას ვერავის დააბრალებდა, ამჯერად ვერც საკუთარ თავს. რაც არ უნდა იყოს, ახალგაზრდობაში გამოუცდელობით და მეტიჩრობით ჩადენილი დანაშაულის გამო ასე მწარედ არავინ უნდა ისჯებოდეს. საკმარისი გაწირა ისედაც. საკმარისად დათმო და აიტანა კიდეც დემეტრემ, რაც დაიმსახურა... მაგრამ ეს მისთვისაც მეტისმეტი იყო. ამდენს ვერავინ აიტანდა.
-ბავშვი უნდა მონათლო, -მშვიდად უთხრა ნუნუკამ ქეთოს. გაოცებულმა შეხედა დედამისს.
-რა დროს ეგ არის ახლა? -დაისისინა დემეტრემ, თითქოს ვიღაცის კლანჭებში მოგდებას მოახერხებდა, რომ დაცლილიყო, რომ უბედურების ღვარძლი ამოენთხია, ნაწილი მაინც... რომ ისევ ეგრძნო თავი სრულყოფილ ადამიანად.
-მამიდამ უნდა მონათლოს ძმისშვილი. ასეა ნათქვამი. -მტკიცე ხმა ჰქონდა ნუნუკას. -როცა ნაყოფი სუსტი იბადება, ან ნაადრევად, თუ მამიდა მონათლავს...
-ნუნუკა, სისულელეს ნუ ლაპარაკობ! ახლა ცრურწმენების დრო არაა... -ცივი ხმა ჰქონდა სლავას.
-არა, გავაკეთებ. მოვნათლავ, თუ რამით დაეხმარება... -მამამისისთვის არც შეუხედავს ქეთოს, მტკიცე ხმა ჰქონდა. -დემნა, თუ თანახმა ხარ... მოვიყვანთ მამაოს.

პატარა იმდენად უსუსური იყო, იმდენად უძლური, ცრემლი მოადგა თვალზე ქეთოს, როცა მამაოსთან ერთად ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ ძლივს შეუშვეს სანახავად. ორი კილო დაიბადა, ამაზე პატარებიც იბადებიან ნაადრევად მშობირაობისას, დარწმუნებული იყო, გაუძლებდა მათი პატარა ბიჭი ახლა ასე რომ ანერვიულებდა დედ-მამას და მამიდას, და ყველას ირგვლივ.
ოდნავ შეეხო პაწაწინა თითებზე ქეთო. გული ერთდროულად შეეკუმშა ტკივილითა და სიხარულით და გრძნობების ჯახი არ ყოფილა მისი თვალებისათვის უცრემლოდ გადასატანი ამბავი.
-ჩემო კარგო, ნუ ანერვიულებ დედიკოს და მამიკოს, კარგი? კარგად მოიქეცი, გამოჯანმრთელდი, ხო, მამი? მამიდას ისე უყვარხარ ახლა... ისე სჭირდებოდა შენი მოსვლა... იცი, რამდენს გელაპარაკებოდით ხოლმე, მუცელში როცა ცხოვრობდი? შენ და... იცი, შენ მამიდაშვილი უნდა გყოლოდა, მაგრამ... კარგი, ახლა ცუდ ამბებზე ლაპარაკის დრო არ არის. დედიკო გელოდება, მამიკო... ისე უყვარხარ... ყველას ისე გვიყვარხარ...
სანამ ბოლო ცრემლიც არ შეიმშრალა მანამ არ გასულა პატარას სამყოფელიდან. კარს რომ იხურავდა, მხოლოდ მაშინ შენიშნა წამიერად, მოლანდებასავით როგორ მიეფარა მისი ქმრის სხეული დერეფნის მოსახვევს. ანუ აქ იყო. ეგოისტურად, გულის სიღრმეში მის დაღლილ არსებობას მაინც ახარებდა იმისი შეგრძნება, რომ ვერ ელეოდა ირაკლი, რომ გაურბოდა ესეც კი იმედს აძლევდა, რომ ესე იგი, ისევ უყვარდა. ისე სჭირდებოდა ახლა მისი ჩახუტება, მისი სუნი ახლოდან, მისი მზრუნველი გამოხედვა და შეშველებული ხელი... მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო და ვერც ითხოვდა იმას, რასაც ცოლქმრობა ისედაც აკისრებდათ ორივეს, რადგან დაკარგვის შიში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე შორეული სიახლოვით გამოწვეული ტკივილი. განსაკუთრებით კი ასეთ დღეს, ორივეს რომ უხსნიდათ შეუხორცებელ ჭრილობებს და მარილს აყრიდათ ზემოდან.
-რომ ვერ გამოფხიზლდეს, გავგიჯდები... აუცილებლად გავგიჟდები, -თმას მუშტებით ჩაფრენოდა დემნა. თვალები ჩაშავებოდა. ირაკლის გვერდით იჯდა იატაკზე და ერთ ადგილას ირწეოდა შეშლილივით, თვალი ფეხის წვერებისთვის გაეშტერებინა. უკვირდა, როგორ არსებობდა უჰაერო სივრცეში. -არ ვიცი, ეს რა საშინელებაა. ეს რა გრძნობაა საერთოდ, ირაკლი, გავგიჟდები...
-დემნა... -მტკიცე, მაგრამ მაინც აუტანელი სევდით ჰქონდა ხმა სავსე ირაკლის. გული მოეწურა ქეთოს. თავშესაფარივით მიეკედლა ანის, რომელიც ხმას არ იღებდა და ჩუმად უძლებდა საყვარელი ადამიანების ტანჯვას იმ საყდარივით, ყველას და ყველაფრის დატევა რომ შეუძლია.
-შვილის შეძენის ბედნიერებას ვერ ვგრძნობ, -ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან. -მის გარეშე არ შემიძლია. ამაზე მტანჯველი არ არსებობს არაფერი, ღმერთო. ჩემი თავი მეზიზღება, ბავშვის სანახავად ვერ შევდივარ, მამა მქვია მე ამის შემდეგ? ადამიანი ვარ?
-ადამიანი რომ ხარ, მაგიტომ გრძნობ ამდენს, მაგიტომ განიცდი ასე ძალიან, დემეტრე. რთული ოპერაცია გადაიტანა და ბუნებრივია უჭირს ნარკოზიდან გამოსვლა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, ყველა აქ მოვიყვანე, ვინც თავის სფეროში საუკეთესოა. ყველა შენს სოფოს დასტრიალებს.
ის ღამე ყველაზე თეთრი იყო შემოდგომის გაფითრებულ, გაჭაღარავებულ დღეებს შორის. წყალი ძლივს დალია ანისთან ერთად. გარეთ ისხდნენ ერთ-ერთ ძელსკამზე და გაშტერებული სახით შეჰყურებდნენ საავადმყოფოს უზარმაზარ შენობას, სადაც ყველა ფანჯარაში ენთო შუქი და ქეთო ფიქრობდა, ნეტავ რომელში იწვა სოფო. ნეტავ როგორ იყო... ნეტავ რა მოხდებოდა...
-შენ და ირაკლის შორის რაღაც ისე ვერ არის, -ჩუმად თქვა ანიმ, დიდი ხანია ამჩნევდა და ხმამაღლა ვერ ბედავდა თქმას. -ვიცი, ჩემი საქმე არ არის ალბათ, მაგრამ... განქორწინების საბუთები ვნახე.
-დავხიე ეგ საბუთები. -მშვიდად უთხრა ქეთომ. -თვითონაც არ იცის შენმა ძმამ რა უნდა. არ ვაპირებ ოჯახის დანგრევას მისი იმპულსური გადაწყვეტილების გამო.
-შენი ბრალი არ არის... ინერვიულე... პირველი ორსულობა ისედაც რთულია-ხოლმე, ქეთო. ზედმეტად პრაგმატულია ირაკლი იმისათვის, რომ ეს გაიგოს. ზედმეტად რთულად გადასდის წყენაც.
-ოდესმე გადაუვლის. -ცივად თქვა ქეთომ, ცრემლი შეიმშრალა. ცხვირი აუწვა წარსულის გახსენებამ. ყველაფერი მობეზრდა წამიერად. -ქმარია და უნდა გაეგო ჩემთვის. დავაშავე, მაგრამ არა იმდენად, რომ მისი თანადგომა არ დამემსახურებინა. შენ რა გგონია, ჩემი დახეული განქორწინების ცნობა აკავებს?! ხვდება, რომ თავადაც დამნაშავეა და ამიტომ არ მიდის. მეც ამიტომ არ მივდივარ, რომ ამ დანაშაულის გრძნობამ არ მინდა მარტო ის დაახრჩოს, არ მინდა იმის დაჯერება, რომ ერთმანეთის თანადგომა არ შეგვიძლია. თუ ტკივილში ვერ ვეხიდები, არც ბედნიერება მინდა გავიზიარო. არ ვიცი, ეს ჩვენი დასასრულია თუ არა, ანი. არ ვიცი, დასასრული რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. მგონია, წამიერად იგრძნობ, რომ დამთავრდა. ჩემთვის ეს წამი არ დამდგარა ჯერ. არც მინდა სიკვდილის გარდა სხვა დასასრულის წამი არსებობდეს ჩვენს შორის. დრო ძალიან ცოტაა და ცხოვრება ძალიან მოკლე რამდენიმე დასასრულის არსებობისთვის.
***
-სოფო, მოიცადე, ორი წუთით... -მანქანიდან გადასვლას აპირებდა ექიმი, მკლავში რომ ჩაავლო დემეტრემ. ჩუმად იმგზავრეს. ხმას არც ერთი იღებდა. სოფო გაბრაზებას დაედუმებინა, დემეტრე სოფოს გაბრაზების შიშს.
-ახლა რაღა გინდა? -მკლავი ხელიდან გამოგლიჯა. ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან და ის უფრო აცხარებდა, ამ კაცის შეხება რომ სიამოვნებდა იმის მიუხედავად, რომ დაუკითხავად იჭრებოდა მის პირად სივრცეში და ახლოს ყოფნას აიძულებდა.
-რომ მაპატიო, -ნერვიული ღიმილი შეეპარა დემეტრეს სახეზე, -ცუდად ვიქცევი, დაუკითხავად რომ გადგები თავზე და..
-მაიძულებ, სადაც წახვალ იქ წამოგყვე, ხო? დაამთავრე, რატომ არ ასრულებ წინადადებას? მაიძულებ, წამოგყვე, შენს ჭკუაზე ვიარო, არ მისმენ, არ მითვალისწინებ, იქნებ მეც მაქვს საქმე, ცხოვრება. საერთოდაც, იქნებ შეყვარებული მყავს?!
-არ გყავს. -გაუაზრებლად ჩაეჭიდა დემეტრეს გონება ბოლო სიტყვებს. საკუთარ თავს უფრო აჯერებდა ამას, ვიდრე სოფოს, ბრაზისა და აღელვებისგან ლოყები რომ აწითლებოდა. -მეტყოდი, რომ გყოლოდა.
-იქნებ, ვინმე სხვა მომწონს! მაგრამ ეს მეათეხარისხოვანია. არ ვარ ვალდებული სადაც წახვალ, წამოგყვე და შენს ხუშტურებზე ვიარო. შენ შეიძლება მიჩვეული ხარ, როცა შენი საყვარლები გემორჩილებიან, ყველა სურვილს გისრულებენ, შენ ხომ დემეტრე ხარ, „დემეტრე სკაზალ, ბოგ სკაზალ“ და...
-არ არის ეგრე, სოფო, -ქალისგან განსხვავებით მშვიდი ხმა ჰქონდა, ტუჩები დაუწვრილდა, მის ბოლო წინადადებაზე რომ არ გასცინებოდა და უარესად არ გაეცხარებინა სოფო. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი სიცოცხლით სავსე, როცა ბრაზობდა, თავი ძლივს შეიკავა არ ეკოცნა.
-აბა, როგორ არის?! მე დაგირეკე და გითხარი, დემეტრე, იცი რა, ღამე გავათენე, მოდი ახლა მოუწესრიგებელი წამიყვანე შენს მეგობრებთან ერთად გასართობად-მეთქი? -ყურზე ცალი ხელი ისე მიიდო სოფომ, თითქოს ტელეფონი ეჭირა. ცოფებს ყრიდა.
-შენთან ერთად ყოფნა მომწონს, მეგონა, შენც მოგწონდა და მაგიტომ მომყვებოდი. შენ რომ არ ხარ, თითქოს რაღაც მაკლია. ალბათ, ღრენის ხმა, შენი მხრიდან რომ მოდის ხოლმე... -გახუმრება სცადა დემეტრემ.
-ხოდა, ძაღლი აიყვანე! იმდენი მიუსაფარი ცხოველია, მე რას გადამეკიდე?! -გული ულბებოდა სოფოს. ხმაში კი მთელი მონდომებით ცდილობდა ბრაზის ჩაქსოვას.
-მე მარტო შენი ღრენის ხმა მომწონს. -წამწამები ააფახულა დემეტრემ და მომხიბვლელად გაუღიმა. ყველა ქალზე მოქმედებდა და სოფო ვერ იტყვის, რომ გული მტკივნეულად არ შეუხტა ერთ ადგილას, მაგრამ სახეზე ბრაზი ისე მჭიდროდ მიეწებებინა, რომ დემეტრეს წამწამების ფახული ნამდვილად ვერ შეძლებდა მის ჩამოგდებას.
-ვერ ვიტან, როცა რამის გაკეთებას მაიძულებენ! დაუგეგმავად, დემეტრე. თავი დამანებე და წამწამები იმას უფახულე, ვისაც მისგან მონაბერი ჰაერი აშტერებს. მატრაკვეცა! -კარები ცხვირწინ მიუჯახუნა. კიდევ კარგი, დროზე გადმოაღწია იმ მანქანიდან, თორემ ისეთი მუხტით ივსებოდა სალონი, კარგად არ დაამთავრებდნენ.
-თავი დაგანებო არა ის, -ჩაეცინა დემეტრეს სოფოს გაბრაზებულ ნაბიჯებზე, ღრმად ამოიხვნეშა და მანქანა დაქოქა. -ნახე, როგორ მოგენატრო...
სადარბაზოს მოსწყდა. თვალს რომ მიეფარა, მხოლოდ მაშინ მოიხედა უკან სოფომ. გულში გაუბედავად გაუელვა შიშმა, რომ მართლა დაანებებდნენ თავს და გასცრა. დემეტრეზე მეტად საკუთარ თავზე ბრაზობდა. მართლაც არ მოსწონდა ასე უპარდონოდ რომ უშლიდნენ გეგმებს, არ ეკითხებოდნენ აზრს და დაატარებდნენ თავის ნებაზე. ჭკუიდან იშლებოდა! მაგრამ მოტივზე როგორც კი ფიქრდებოდა, დემეტრეს სიტყვებზე, რომ მასთან ყოფნა უნდოდა... ძლივს შეკოწიწებული ყინული და ბრაზი თითქოს მოუსავლეთში ქრებოდა.
-ჯანდაბა შენს თავს, დემეტრე! ჯანდაბა! -ჯაჯღანებდა კიბეებზე ამავალი. -ნეტავ, თავს დამანებებდე...
მაგრამ თავად იცოდა, გვიანი იყო.

-რომ არ დამირეკოს? -ბოლთას სცემდა დემეტრე დის და სიძის მისაღებ ოთახში. ირაკლის მოკლული ქათამივით გადაექინდრა თავი. დროზე რამე რომ არ ეღონათ, ჭკუიდან შეშლიდა ცოლის ძმის ფორიაქი.
-დაგირეკავს. -ამოიზმუვლა საწყლად. ქეთო მაინც მოვიდოდეს მალე და უშველიდეს. -წამოდი დღეს ვარჯიშზე, გულს გადააყოლებ.
დემეტრემ წარბის შეკვრით გადახედა. ვეტოდადებულ თემებზე, ანუ სტადიონზე, ვარჯიშზე და ნაკრებზე არ საუბრობდნენ ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტანი, რამდენადაც შეუძლებელი არ უნდა ყოფილიყო.
-არ მინდა. -ცივად მოუჭრა დემნამ. არადა, როგორ არ უნდოდა, სული ელეოდა, ოღონდ ბალახზე გაერბინა კიდევ ერთხელ... ირაკლის ყველაზე დიდი სასჯელი ის იყო, რომ კარგად ხვდებოდა, რასაც გრძნობდა დემნა, რისი ცეცხლი ტანჯავდა და წვავდა.
თავადაც უკვირდა, რომ სამაგიეროს მიღების სიამოვნების ნაცვლად რაღაც სხვას გრძნობდა. თანადგომას, თანაგრძნობას და ტკივილს.
-უბრალოდ წამოდი მაშინ. აბაშიძე რამეს მოიფიქრებს...
-კარგი, რა, ირა...-პირველად წამოსცდა კაპიტნის შინაურული სახელი დემნას, -კლი..
დაამატა ბოლოს. გაეღიმა ხერგიანს. ჯერ კიდევ ვერ გადაელახა სიხარულიძეს საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი, კედელი, რომელსაც დანაშაულის გრძნობა უგებს ხოლმე ადამიანს გონებასა და გულში. საკუთარი თავის ყველაზე დიდი სასჯელი თავად იყო დემეტრე. სხვა არავინ და არაფერი. თავად და მისი ნამუსი, რომელიც ეგონა, რომ არც ჰქონდა.
-აბაშიძის მოფიქრებული რამე ჭკვიანური სად გინახავს? -წარბები შეკრა. იქვე ჩამოჯდა.
-რატომ, მაშინ, შვედეთან რა კარგად აიღო...
-ხო.. -გაეღიმა თავადაც იმ ტკბილ მოგონებაზე. მაშინ მინდორზე იდგა და ცენტრიდან მიექანებოდა აბაშიძისკენ ჩასახუტებლად, აუღებელი ბურთი რომ აიღო. თითქოს წყალზე გაიარა. „მოსე ხარო“, ეძახდა. ძვლების ჭრიალი და ჩახუტებაც კი ახსოვდა მის სხეულს, კანი დაეხორკლა სიამოვნებისაგან.
-ქეთო ჯერ კარგა ხანს არ მოვა, -ფეხზე წამოდგა ირაკლი, როცა მიხვდა, ოდნავ რომ შეუსუსტდა დემნას კონცენტრირება საკუთარ პრინციპებზე. სანამ დრო იყო, უნდა გაეტყუებინა მინდორზე. იქნებ, მონატრებას მაინც ეიძულებინა აზრი შეეცვალა. -თანამშრომლები სადღაც მიდიან, გიორგობიანების საქმე გახსნეს და უნდა აღნიშნონ. წამო.
გაუბედავად, მაგრამ მაინც გაჰყვა სიძეს. მანქანაში დაძაბული იჯდა მის გვერდით. პირველად მიდიოდა ვარჯიშზე და არ იცოდა, რა უნდა ექნა, რა მოემოქმედებინა, რისთვის მიდიოდა, რა მიზანი ჰქონდა საერთოდ. ათასი კითხვა უჭამდა შიგნეულს.
-მგონი, ცუდი აზრია, ირაკლი. -ხერგიანს გახედა მანამ, სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა. თითქოს კიდევ ერთხელ სჭირდებოდა ძლიერი ხელის კვრა, რომ ნაბიჯი გადაედგა.
-ცუდი აზრები მხოლოდ შენს თავშია, დემეტრე. წამოდი.
როგორღაც ისე მოხდა, რომ ვარჯიშზე იმ დღეს არავის დაუგვიანია, კანდელაკსაც კი. დემნას გასახდელში დანახვამ ერთდროულად ააღელვა და გაახარა ყველა. არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ, როგორ გამოეხატათ სიხარული ისე, რომ უკან არ გაექციათ სიხარულიძე. ბოლოს ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ისე, როგორც დემნას ავარიამდე. აყაყანდნენ.
-შენი ფორმა ადგილზეა, თუ გინდა, რომ ჩაიცვა. -ამჯერად მწვრთნელი ამოუდგა გვერდით სიხაურლიძეს. მის ხმაში ჩაღვენთილმა წყენამ, ბრაზმა და იმედგაცრუებამ ათას ნაწილად დაფლეთილი გულის ნარჩენები დაუწვა თითქოს.
ცრემლები თვალებზე მოადგა. გაუსაძლისი იყო აქ სუნთქვა, დგომა, არსებობაც კი. მაგრამ შინაგანად გრძნობდა, რომ თუ ამას გადალახავდა, თუ ამას გაუძლებდა და დაამარცხებდა, მხოლოდ მაშინ მოიპოვებდა მისი ნამუსი და სული სიმშვიდეს. ხვდებოდა, რომ მისი მიზანი სტადიონზე საუკეთესოობა კი არა საკუთარ ცხოვრებაში ადგილის დაბრუნება იყო, თუნდაც თავისი თავის ახალი ვერსიის შექმნის ხარჯზე.
-იცი, გველები კანს რატომ იცვლიან? -სკამზე ჩამოუჯდა მწვრთნელი. ვერ შეძლო ფორმის სიმძიმის ტარება დემეტრემ. ძალამიხდილი მიესვენა გულშემატკივრის სკამს და სტადიონზე მორბენალ თანაგუნდელებს შეავლო მზერა. არაო, თავი გააქნია მხოლოდ. შეიძლება, იცოდა კიდეც, ახლა ფიქრის თავი აღარ ჰქონდა უბრალოდ. -ერთი მიზეზი ის არის, რომ იზრდებიან და კანში ვეღარ ეტევიან, საბოლოოდ, ძველს იშორებენ და ახალს წარმოქმნიან. მეორე მიზეზი კი პარაზიტების მოშორებაა, რომელიც ძველ კანზე აეკროთ, როცა უგზო-უკვლოდ დაძვრებოდნენ და ყველაფერს ედებოდნენ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ძველ კანს ისე იშორებენ, არ აზიანებენ, მის მთლიანობას არ არღვევენ... საოცარი არსებები არიან. თავი რომ დავანებოთ მათ სიბრძნესა და გამჭრიახობას და დანარჩენ ინფორმაციას, რაზეც ჩინურ კალენდარში უფრო ვრცლად წერია. ბუნებისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია ადამიანს, დემნა. ეს ადამიანებს მოგვაქვს თავი ყოვლისმცოდნე თვითნასწავლ არსებებად, არადა, რაც ვიცით, ყველაფერი ბუნებისგან ვისწავლეთ და ბოლომდე მაინც არაფერი გვისწავლია. ადამიანები იცვლებიან, დემნა, ან ტრაგედიები გვცვლის, ან საკუთარი შეცდომები, ან ადამიანები ჩვენ ირგვლივ, ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში და ჩამოთვლას არ დავიწყებ, შენც ხომ ხვდები, რას ვლაპრაკობ... მთავარია, შენი ძველი, დაპატარავებული კანიდან როგორ გამოძვრები, დემეტრე. მოახერხებ ისე, რომ ნაწილებად არ დაშალო და პატივი სცე მოძველებულ სახეს, რომელმაც აქამდე მოგიყვანა? რადგან გამოცვლა შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შენი არსება იცვლება, დემნა. ძველი კანი დატოვე, ოღონდ ისე, რომ არ დააზიანო. ხალხს უყვარხარ და ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს. ნუ დაგავიწყდება. ერთხელაც მართლა მოვა დრო, როდესაც შენი ადგილი ამ სკამზე იქნება, გულშემატკივრების გვერდით და არა მინდორზე, მაგრამ ჯერ ადრეა... ხვალაც მოდი, ზეგაც... მანამდე მოდი, სანამ შენი ახალი კანი შენი ნაკრების ფორმის ტარებას არ შეძლებს.
ცრემლების შეკავების მცდელობას აზრიც აღარ ჰქონდა. მარილიანი სითხე ტუჩის ნაპრალებზე ჩამოღვროდა დემნას. გრძნობდა საკუთარი გრძნობების სიმლაშეს, შეცდომების სიმწარეს და შვებას. ზოგჯერ როგორ არ არის სისხლისმიერი კავშირი საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა მამობრივი რჩევა მოგცეს, ან უბრალოდ დარდი შეგიმსუბუქოს.

-მოკლედ! -შესძახა კანდელაკმა. თეთრი დაფა, რომელზეც ჩვეულებრივ მწვრთნელი რაღაც მონახაზს და ტაქტიკებს ხატავდა ხოლმე, გადმოატრიალა აბაშიძემ და წითელი მარკერი მოიმარჯვა ხელში. გასახდელში დემნა, ირაკლი, კანდელაკი, პერტია და აბაშიძე შემორჩენილიყვნენ.
„ოპერაცია - დოქტორი ხოფო“ გაკრული ხელით წააწერა აბაშიძემ ზედ წითელი მარკერით.
-რა „ხოფო“, სოფო, შე ოროსანო, -გაასწორა კანდელაკმა ტვინნაკლული ტყუპის მიერ დაშვებული შეცდომა და ხმა ჩაიწმინდა. დემეტრე ეჭვის თვალით უყურებდა ამ ორს. -ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, თუ როგორ შემოვირიგოთ სოფო ექიმი და უმკურნალოს ჩვენი დემნას მტკივან გულს სიცოცხლის ბოლომდე...
-არ მინდა შემორიგება, -გაბრაზდა დემნა, ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ სამ დღეზე მეტი დასჭირდა სოფოს მის მოსანატრებლად, ვერ იჯერებდა, რომ ერთხელაც არ დაურეკა. -უნდა მოეწერა ან დაერეკა აქამდე, ეგ იყო გეგმა! მოვენატრებოდი და თვითონ მოვიდოდა...
-ძმაო, -ხელი შემართა აბაშიძემ, ამით ანიშნა სიხარულიძეს, რომ სისულელეების როშვა შეეწყვიტა, -ჩვენი სოფო ექიმი ჭკვიანია, თან დარწმუნებული ვარ, მასზე ჩვენზე ძლიერი და ჭკვიანი დაქალების კოლექტივი მუშაობს, უფრი სწირი იქნებოდა „პადრუგების“ კოლექტივი, რომლებიც არაფრის დიდებით არ მისცემენ შენთან დარეკვის, მოსვლის, ან შეტყობინების მოწერის ნებასაც კი! შენ არ იცი, „პადრუგების“ საზოგადოება რა ცბიერი და დაუნდობელია მაშინ, როცა საქმე დაქალის გულს ეხება, თან ეგ გული თუ გააბრაზე... მტრისას.
-ნამდვილად, ნამდვილად, -კვერი დაუკრა პერტიამ აბაშიძეს, რომელიც პირველად ნახეს ასეთი სერიოზული და ოფიციალური ხმით რომ ლაპარაკობდეს. ირაკლიმ გაკვირვებით გადახედა დემეტრეს, რომელსაც წეღანდელი უნდობლობა სახიდან ჩამორეცხვოდა და მასავით გაოცებული ჩანდა. -ამიტომ მე, აბაშიძე და კანდელაკი მოვიგებთ მაგათი „პადრუგების“ გულებს, მივიქცევთ ყურადღებას, შენ უცებ მოიტაცებ სოფოს...
-ნუ ბოდავ, პერტია! -გააწყვეტინა კანდელაკმა და დემნას ისე შეხედა, ანიშნა, ამას ნუ უსმენო, -ჩვენ უფრო ჭკვიანური გეგმა გვაქვს....
-დიახ! თან თავისი ფეხით კი არ მოვა, გამოიქცევა სოფო ექიმი.. -თავი დაუკრა აბაშიძემაც.
-ამოშაქრეთ ახლა! -რაც არ უნდა ყოფილიყო ამ სულელების „გეგმა“, თანახმა იყო დემეტრე. სოფოს სიჯიუტე და მონატრება ერთიანად აგიჟებდა. ცოტაც და დასაბმელი გახდებოდა.
-ჩვენ დაგვჭირდება კეჩუპი, შითელი ვარდები... -სიის ჩამოწერა დაიწყო აბაშიძემ.
-წითელი, შე წტერო! -გააჯავრა კანდელაკმა.
ხო, ამდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ ამათი გეგმის მოსმენაზეც კი იყო თანახმა უფროსი სიხარულიძე.
-მე გავალ, -ფეხზე წამოდგა ირაკლი, -თუ რამე დაგჭირდათ... -დაფაზე ჩამოწერილ სიას მოავლო თვალი, კეჩუპს და წითელ ვარდებს, სუდარა და „ბეტადინის“ ხსნარიც რომ მიამატეს, -არ დამირეკოთ.
მანქანაში იჯდა უკვე, ტელეფონი რომ აუწკრიალდა. „ქერთო“ იყო.
-აუ, ირაკლიი, -გაწელილი, აშკარად მთვრალი ხმით რომ ალაპარაკდა ტელეფონი, მიხვდა, სახლისკენ გეზის აღებას აზრი რომ არ ჰქონდა, -ძალიან ბევრი დავლიე და... ხო არ იცი, ფიალებს და ნახშირს სად ვიყიდით ახლა?
-რად გინდა ფიალები და ნახშირი, ქერთო? -ღიმილი ვერ შეიკავა. -სერენადა თუ უნდა მიმღერო, არ ვარ ჯერ სახლში, შენთან მოვდივარ ახლა...
-არა, რა სერენადა, არ გრცხვენია.... ქართველებს ისეთი კარგი სასიყვარულო სიმღერები გვაქვს, რომელი სერენადა აჯობებს „ავადა ვარ, გულში ცეცხლი მინთი-აააას“...
-დამელოდე, სადაც ხარ. და არანაირი ფიალა და ცეცხლი არ გავიგო, ხო გაიგე?!
-კარგი, ხოოო, -უკმაყოფილოდ წაიმღერა ქეთომ, -მალე მოხვალ?
-ათ წუთში მანდ ვარ.
-ანუ ორი სადღეგრძელოს დალევას მოვასწრებ... -ამოიბუყბუყა სიხარულიძემ.
-გოგო, გააფრინე? ისედაც ძლივს ლაპარაკობ, არ დალიო რა, გეხვეწები... თორე ხო იცი, მთვრალზე ჩვენს ლოგინში რეებიც ხდება. -დაამატა ბოლოს ეშმაკურად და მის სიტყვებს მოყოლილ წამიერ სიჩუმეზე ჩაეცინა.
-ამდენი არ უნდა დამელია. -დაიწუწუნა ქეთომ.
-გვიანია უკვე.

-ამაღამ მე ვიქნები დომინანტი! -ბურტყუნებდა, სანამ ლიფტში შევიდოდნენ. ირაკლი სიცილს აღარ იკავებდა. ნახევრად მის მხარზე იყო ჩამოკიდებული, ნამდვილად არავინ მოელოდა ქეთოსგან იმ ღამეს დომინირებას.
-მაგისთვის საჭიროა ფეხზე მყარად დგომა, -თმებზე აკოცა და უარესად მიიკრა. -დღეს მთელი დღეა წასული ხარ, მე კიდე მომენატრე...
-ვერ დაგეთანხმებით, ბატონო ქმარო ირაკლი, -გაიჯგიმა სიხარულიძე, -სექსისთვის მთავარია მყარად იწვე, თუ რა თქმა უნდა ფეხზე მდგომს არ უნდა გვქონდეს...
-ნეტა, ხვალ თუ გემახსოვრება დღეს რასაც ლაპარაკობ? -მოჭუტული თვალებით დახედა ქალს, სიმთვრალესთან ერთად რაღაც ამოუცნობი ქარიშხალიც რომ მძვინვარებდა მის მოცისფრო თვალებში. ეს ქარიშხალი კი ირაკლის გულსა და გონებასაც ედებოდა ნელ-ნელა და კიდევ კარგი, ლიფტი გაიღო, თორემ...
-მემახსოვრება, მაგდენიც არ დამილევია. სულ რაღაც ხუთი ჭიქა, -თქვა ქეთომ და ჰაერში სამი თითი უჩვენა ირაკლის, რომელმაც ზურგს უკან მიიხურა კარი. -წამო, წამო...
ბანცალ-ბანცალით შევიდა საძინებელში ქეთო, გზაში ტანსაცმელს იხდიდა და თავბრუ საშინლად, საშინლად ესხმოდა. სულაც არ სურდა ამდენი რომ დაელია და ასე დამთვრალიყო, იფიქრა, სითამამე შემემატება, სიმორცხვეს დავძლევ და ამაღამ ჩემს ქმარს ვაჩვენებ რა გოგო ვყავარო, მაგრამ სრულიად შემთხვევით გამოტყვრა. მაისურის სახელოდან ცალი ხელი რომ გამოყო და საწოლზე მიეგდო, თვალებიც მიელულა.
-მოდი, მოდი... -ზმუოდა საწოლში, სხეული ისე მოდუნებოდა, ძალაგამოცლილი ქუთუთოების სიმძიმესაც კი ვეღარ უძლებდა, -ცეცხლოვანი ღამე გელო..დე..ბა...
და სანამ წინადადებას დაამთავრებდა, მანამდე ჩაეძინა.
-აუ, რა ღამე იყო, -ირაკლი თითქოს ჩასაფრებოდა ქეთოს სიფხიზლეს, როგორც კი თვალი გაახილა, მაშინვე გადაიხარხარა.
ლოყები შეუწითლდა სიხარულიძეს, თუმცა ისე იყო გადახლართული ქმრის სხეულში, მილიმეტრითაც ვერ მოშორდებოდა. სამწუხაროდ ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად ახსოვდა.
-მეოთხე პოზიდან უკვე გავითიშე, -აგრძელებდა ირაკლი და სირცხვილისგან ერთ ადგილას გაჭიმულ სხეულს უარესად ეკროდა.
-ნუ დამცინი, -ამოიკნავლა მის კისერში ქეთომ. თავი უსკდებოდა, თვალებს ვერ ახელდა. ეს რამდენი დალია?
-არ დაგცინი, პირიქით - ვაფასებ გამბედაობასა და მონდომებას. -წელზე მოხვეული ხელი საჯდომისკენ გააპარა ირაკლიმ, გზად შემოხვედრილი საცვლის ბარიერიც წამში გადალახა და ოდნავ მოუჭირა დუნდულებზე ხელი, უფრო ახლოს მიიზიდა.
-მეც ვაფასებ მოთმინებას, -ხასიათზე უცებ მოვიდა ქეთო, ჯერ ყელში აკოცა ქმარს, შემდეგ ყურის ბიბილოსთან და მაისურში შეუცურა ხელი, -თუმცა დამეთანხმები, რომ გამბედაობისთვის ალკოჰოლი საერთოდ არ მჭირდება, არა?
მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და როგორც კი მოდუნებული დაიგულა ქმრის სხეული, მაშინვე მოიკრიბა შემორჩენილი ძალა და თავად მოექცა ზემოდან.
-ნაბახუსევზე სულ ასეთი აღგზნებული თუ უნდა იყო, თანახმა ვარ, გალოთდი... -ვნებამორეული ხმით ამოიჩურჩულა ხერგიანმა და ორივე ხელი თეძოებში ჩაავლო, აიძულებდა რიტმულად ემოძრავა, თავად კი ბრეტელებიანი მაისურიდან გამობერილი კერტებისკენ გაექცა კბილები.
-მე სულ ასეთი აღგზნებული ვარ, უბრალოდ, ზოგჯერ თავს ვიკავებ-ხოლმე... -გაძლიერებული ჰორმონები და სიამოვნების ბგერები მოაწვა ტუჩებთან ქეთოს, თმაში ხელი ჩაავლო ქმარს, თავი გადააწევინა, რომ უკეთესად მისწვდომოდა მის ტუჩებს და ისე აკოცა, თითქოს ერთდროულად ყოფილიყოს პირველიც და უკანასკნელიც.
კარზე რომ არ დაეკაკუნებინათ, ალბათ, არც ადგებოდნენ მთელი დღე საწოლიდან. არც ამ კაკუნისთვის აპირებდნენ ყურადღების მიქცევას, მაგრამ ბოლოს ლამის კარი ხიმინჯებიდან რომ ამოაგდეს, ჯაჯღანით წამოდგა ირაკლი საწოლიდან.
-მოვკლავ...
სასწრაფოდ მისაღებში გავიდა ქეთო, იქაურობა უცნაურმა და აღელვებულმა ხმებმა რომ გაავსო. დიდებული ტრიო ადგილზე იყო: კანდელაკი, პერტია და აბაშიძე ერთმანეთს აწყდებოდნენ, სულს ვერ ითქვამდნენ და ერთროულად ლაპარაკობდნენ.
-მოგვკლავს..
-იოცნებე, კი, -ტუჩი აუბზუა აბაშიძეს კანდელაკმა, - მე მგონია, უფრო რადიკალურ ხერხებს მიმართავს... მაგალითად გატყავებას, კბილების დაცლას..
-ფრჩხილების აძრობას, -მიეხმარა ჩამონათვალის შექმნაში პერტია მეგობრებს.
-ამოღერღავთ რა მოხდა?! -ლამის ძალით დასვა სავარძელზე სამივენი. ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა იმას, რომ აშკარად რაღაც დააშავეს და დემეტრე გადაიკიდეს. -არ გაამართლა თქვენმა „ოპერაციამ“?
-მაგას ცოტა ხანში გავიგებთ, ირუშ. -თვალი ჩაუკრა პერტიამ კაპიტანს, -მოკლედ, ძალიან მაგარი გეგმა წარვუდგინეთ შენს დეგენერატ ძმას, რძალო, ყველაფერი დეტალებში გავწერეთ და იმან „არაო“, მე მინდაო რო თავისით მოვიდეს სოფო ჩემთანო.
-ხო, თავისითო, -კვერი დაუკრა კანდელაკმა.
-ერთი კვირა არ მიაკითხა თავისი ფეხით და ახლა მოაკითხავდა?! ამიტომაც, გამოვკეტეთ დემეტრე პერტიას სახლში და ახლა სოფო უნდა მივუქსიოთ.
-რა?-ერთდროულად წამოიყვირეს ცოლ-ქმარმა და გაოცებული სახით გადახედეს ერთმანეთს.
-დაიცა, ახლავე განახებთ, რაც.. -მობილური მოიმარჯვა პერტიამ და ყურზე საქმიანი სახით მიიდო. -ალო, სოფო ექიმო...
ისეთი დაღონებული ხმა ჰქონდა, იფიქრებდით, ახლახანს მკვდარი ნახაო.
-სოფო ექიმო, პერტია ვარ, დემეტრეს მეგობარი... არა, არ გამითიშოთ, გთხოვთ, თქვენს გარდა ვერავის დაველაპარაკები... იცით, დემეტრეა ძალიან ცუდად. არ გატყუებთ, მართლა... თუ გინდათ, ირაკლისაც დაგალაპარაკებთ, ჩემი თუ არ გჯერათ.
ხერგიანმა ისეთი სახით დაუბრიალა თვალები, აშკარად დასჭირდებოდა პერტიას მედპერსონალის დახმარება.
-დემეტრე დაჭრეს, ჩემთან არის... სახლში ამოვიყვანეთ.... დემე, გაჩერდი ორი წუთით, არავის არ ეტყვის სოფო არაფერს, -წარმოსახვით დემეტრეს მიმართა პერტიამ, ყველა გაოცებული ჩანდა მისი სამსახიობო შესაძლებლობებით. -არ ვიცი, ყველაფერი სისხლშია მოსვრილი.... იჩხუბა... ხო, იჩხუბა! ხომ მოხვალთ? ბიჭი ძლივს სტადიონზე გამოვიდა ორი დღის წინ და ახლა ეს...

ოთახი ბეტადინის ხსნარის სუნად ყარდა. გული ლამის წაუვიდა რამდენჯერმე დემეტრეს. შემოსასვლელში კეჩუპი დაუდევრად მოესხათ. მაგიდაზე ვარდის ფურცლებთან ერთად სახვევები მოეყარათ კანდელაკს და აბაშიძეს, სურნელოვანი სანთლებიც დაენთოთ. არც მეტი არც ნაკლები, სავარძელზე დემეტრე მიებათ. სალანძღავი სიტყვების მარაგი რომ გამოელია, ბედს დამორჩილდა სიხარულიძე. თანამედროვეობის ამირანი გახლდათ, სიყვარულის გამო პერტიას სავარძელზე მიჯაჭვული. საკეტის გადატრიალების ხმა რომ გაიგონა, თითქოს თავიდან წაეკიდა ცეცხლი მთელს სხეულზე, მაშინვე აბობოქრდა ბრაზისაგან.
-თავებს წაგაცლით, მოგკლავთ, იცოდეთ! არ დამენახოთ არცერთი, ვერ გადამირჩები, პერტია!
ჩუმი, ნაცნობი ნაბიჯების ხმის გაგონებაზე ერთ ადგილას გაშეშდა. გული ყელში ამოუჯდა დერეფნის კუთხიდან აწოწილი პერტია-აბაშიძე-კანდელაკის ტრიოს ნაცვლად სოფო რომ გამოჩნდა. ხელში რაღაც ფურცელი ეჭირა და გაოცებული ათვალიერებდა გარემოს, რომელიც სახლს კი არა... ვერავინ გეტყვით, რას ჰგავდა. ცხვირი მოჭმუხნა უსიამოვნო სუნზე და სავარძელზე მიბმულ დემეტრეს, პერანგი რომ წითელი სითხით ჰქონდა მოსვრილი, ეჭვით და გაოცებით სავსე მზერა შეავლო. სიხარულიძეს კი გული საბუდიდან ამოვარდნოდა ლამის. მოვიდა. მერე რა, რომ მოსვლა აიძულეს და შეაშინეს, მაინც ხომ მოვიდა?!
-ჩემი იდეა არ ყოფილა! -თავი იმართლა მაშინვე, როგორც კი პირი რაღაცის სათქმელად გააღო სოფომ. ახლა მისი გაბრაზება ყველაზე ნაკლებად უნდოდა. -თავის მონატრება ჩემი იდეა იყო, მაგრამ ეს... საგიჟეთი არა!
სოფომ წარბები აზიდა და ფურცელზე გაკრული ხელით დატოვებული წერილის კითხვა დაიწყო.
-„სოფო ექიმო, ჩვენი დემეტრე დაჭრილია, ოღონდ კუპიდონმა დაჭრა, რომ დაგირეკეთ მაგის თქმა დაგვავიწყდა. აბა ჰე, თქვენ იცით, გვრიტებო. მოურჩინე ჭრილობა ჩვენს ბიჭს. სიყვარულით, პერტია, აბაშიძე და კანდელაკი.“
ფურცელზე რა ეწერა, საერთოდ ვერ გაიგო დემეტრემ. სოფოს ხმას უსმენდა მხოლოდ, რომელიც არ გაბრაზებული იყო, არც გაცხარებული და არც უღრენდა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, უსაზღვრო მონატრების ფონზე სხვას მაინც ვერაფერს იგრძნობდა. ლამის სავარძლიანად ადგა ჩასახუტებლად, მაგრამ ფეხის ზედმეტად დატვირთვა არ უნდოდა.
-ამიშვი, -უთხრა ჩახლეჩილი ხმით და თვალებით თოკებისკენ მიანიშნა სოფოს.
ტუჩები დაუწვრილდა გოგოს, სიცილის შეკავებას ცდილობდა. მუხლები უკანკალებდა, სანამ სავარძლამდე მივიდოდა. ისედაც იცოდა, რაღაც ისე რომ ვერ იყო, მაგრამ თითქოს მასაც მიზეზი სჭირდებოდა დემეტრესთან მისასვლელად. ისეთი მიზეზი, რომლის თავი და თავი თვითონ არ იქნებოდა, რომ თავი მოხერხებულად დაეძვრინა, როცა მონატრებაზე ლაპარაკი წავიდოდა. ხსნარების და კეჩუპის აყროლებული სუნის ფონზეც კი გრძნობდა დემეტრეს კანის არომატს, მისი სხეულის სითბოს და ჟრუანტელი უვლიდა თხემიდან ტერფამდე, გაუჩერებლად.
ჩუმად შეხსნა თოკები, მაქსიმალურად ცდილობდა არ შეხებოდა და თავი არ გამოეაშკარავებინა, მაგრამ თვალების არიდებამ და ლოყების სიწითლემ, მონატრებამ და სიმორცხვემ სისხლში რომ ჩაღვროდა და სახეზე აწვებოდა, გასცა.
ღრმად სუნთქავდა დემეტრე. ადგილიდან არ იძროდა.
-კეჩუპის სუნი გაქვს, -ისევ სოფომ დაარღვია სიჩუმე და ღიმილიანი სახით ახედა.
-ნუ დამცინი. -წარბშეკრული წამოვარდა ფეხზე სიხარულიძე, საკუთარ სურვილებს და სოფოს სიახლოვეს სააბაზანოში გაექცა. თვითონ პირველი არაფერს გააკეთებდა, არავითარ შემთხვევაში! ყველაფერს გაარკვევდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ...
სააბაზანოდან რომ გამოვიდა, სოფოს ფანჯრები დაეღო, ყველაფერი მოეწმინდა. ოდნავ გამქრალიყო სახლიდან უსიამოვნო, სამზარეულოსა და საავადმყოფოს ნარევი სუნი.
-რამ მოაფიქრათ ეს სისულელე? -თოკებსაც ნაგავში ჩაუძახა, როცა დემეტრე დაინახა ოთახში. თვალები მოარიდა, ღილები გამომწვევად ჩაეხსნა მკერდთან და ხორბლისფერი კანი ავისმომასწავებლად ბზინავდა თეთრი პერანგიდან.
-თვითონ სულელები არიან და რას ელოდი? -თავი დივნის საზურგეზე გადადო დემეტრემ და თვალები დახუჭა.
-გავიგე, ვარჯიშზე წასულხარ... -შეაპარა სოფომ, მოშორებით ჩამოჯდა და ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა გამომშრალ ყელში.
-ენაგრძელებიც არიან.
-დემეტრე. -ერთ ადგილას შეიშმუშნა სოფო, ვერ ხვდებოდა, რა უნდა ექნა და როგორ მოქცეულიყო. წარმატებით მოახერხა ამ ერთი კვირის განმავლობაში თავის შეკავება, მისგან შორს ყოფნა. მოახერხა, მაგრამ არა სიხარულით და შვებით. ერთი წამითაც ვერ ახერხებდა სამსახურზე, ცხოვრებასა და სწავლაზე კონცენტრირებას. დაბნეული დაბჟუტურობდა სახლიდან სამსახურში და პირიქით. თვალებს აცეცებდა, რომ სადმე დემეტრე გამოჩნდებოდა და თუნდაც დაუკითხავად, მაგრამ მაინც გააქანებდა სადღაც...
პერტიას გადმოგდებულ ანკესზეც შეგნებულად წამოეგო და ახლა ნაპირზე ფართხალებდა.
-გისმენ, -რამდენიმე წამის შემდეგ გასცა მხოლოდ პასუხი სიხარულიძემ. ოდნავ ნაწყენი ჩანდა, მაგრამ უფრო მეტად პატარა ბავშვივით გაბუტული. გაეღიმებოდა სოფოს, ასეთი დაძაბული რომ არ ყოფილიყო და გრძნობებში გაურკვეველი.
-მიხარია, რომ მიხვედი ვარჯიშზე. -თქვა გაუაზრებლად, არადა სულ სხვა რაღაც უნდოდა ეთქვა, რომ მოენატრა, რომ არც თვითონ უნდოდა მისგან შორს ყოფნა...
ხმა არ გაუცია დემეტრეს. არც უყურებდა. რომ შეეხედა, იცოდა, რაღაც უეჭველად დასცდებოდა. საშინლად, ეგოისტურად უნდოდა სოფოს რამე ეთქვა მისთვის, ერთი სიტყვა მაინც.
-რატომ მოხვედი? -ვეღარ გაუძლო მაინც, სავარძელზე წამოჯდა დემეტრე და მოჭუტული თვალებით ჩააშტერდა თვალებში ლოყებაწითლებულს.
-მე... -დაიბნა სოფო, -მითხრეს, რომ დაგჭრეს...
-და შენ დაიჯერე, ხო? -წარბები აწკიპა, -ეგეთი სულელიც არ ხარ, ეგ რომ დაგეჯერებინა.
-სულელი საერთოდ არ ვარ! -წამოენთო სოფო. თვალები ზუსტად ისე აუელვარდა ბრაზისგან, როგორც დემეტრეს უყვარდა ხოლმე.
-ხოდა, რატომ მოხვედი? -სიმკაცრეს ძლივს ინარჩუნებდა სიხარულიძე. მისკენ ისე გადაიხარა, რომ ზედმეტად ახლოს ყოფილიყო. წამოდგომას აპირებდა სოფო, მაშინვე მკლავში რომ ჩაავლეს ხელი და ადგილზე დააბრუნეს. -ვერსად გაიქცევი, გისმენ.
-გიჟები ხართ! ყველა!
-ნუ ყვირი, თორემ გაჩუმების ჩემეული ხერხები მაქვს, რომელიც წინასწარ ვიცი, რომ არ მოგეწონება და მერე შენს სივრცეში შემოჭრას დამაბრალებ, ამიტომ...
-რა გინდა, დემეტრე?!
-პასუხი მინდა, რატომ მოხვედი?
-გითხარი პასუხი.
-სიმართლე თქვი.
ზედმეტად ახლოსაა. სოფოს გონება დაპანიკდა. ზედმეტად ახლოსაა. ზედმეტად. ზედმეტადზედმეტადზედმეტად.
-მე მომენატრე, სო-ფო, -თვალებში ჩააშტერდა დემეტრე, ორი წამითაც არ აცილებდა მზერას, თითქოს მის გონებას ტყუილის ან გაქცევის გეგმის მოფიქრების საშუალებას არ აძლევდა. მერე რა, რომ უნდოდა პირველი ის გამოტყდომოდა, საერთოდ თუ გამოტყდებოდა სოფო, ესეც საკმარისი იყო მისთვის. -შენ?
მერე ყველაფერი წამიერად მოხდა. სოფოს გონება თითქოს გამოითიშა. დაქალების დარიგებული ჭკუა თავის დაფასებაზე და კიდევ მილიონი რაღაც საერთოდ გადაავიწყდა. ზედმეტად ახლოს იყო დემეტრე და ზედმეტად მიმზიდველი იყო, მისგან თავის შორს დაჭერა რომ მოენდომებინა. ნებისმიერ ქალს აუჩქარებს გულისცემას, როცა ეუბნებიან, რომ მოენატრათ, მაგრამ თუ ეს ქალი შეყვარებულია, იქ საქმეში მხოლოდ გული კი არა, მთელი მისი არსებაა ჩართული. გაუაზრებლად მოხვია ხელი კისერზე, აიძულა მათ შორის დარჩენილი ხუთი სანტიმეტრიც გამქრალიყო და აკოცა.
სიხარულიძე პატარა ნაბიჯის ნაცვლად ამხელა ნახტომს ნამდვილად არ ელოდა, წამიერად მიელულა თვალები, თუმცა რომ გაიაზრა, რაც ხდებოდა მის თავს, როგორ ჩააფრინდნენ კბილებით ქვედა ტუჩზე, რომ გამოეფხიზლებინათ, სოფო უკვე კალთაში ჰყავდა ჩასმული.
-უფრო ნაზ კოცნას ველოდი, -ყურთან დასჩურჩულა, როგორც კი ტუჩების კოცნით გული იჯერა და ამჯერად ყელთან აუსვა ენა, შემდეგ იქვე აკოცა. სხეულით იგრძნო, როგორ გააკანკალა ქალს.
-ნუ იტყუები, კოცნას საერთოდ არ ელოდი, -ჩაეცინა სოფოს. უჩვეულო, მოგუდული ხმა ჰქონდა, ქვედა ტუჩს კბილებით იჭერდა, რომ ზედმეტი ხმები არ დასცდენოდა მის ბაგეებს. -მეც მომენატრე, დემეტრე.

***
სახლში მისვლა არ უნდოდა. ირაკლისთან მარტო დარჩენა. საერთო საწოლი. საძინებლის სევდა. თეთრად გათენებული ღამე მარტო მისი არ იქნებოდა და არც სიტყვები ექნებოდა რამის შესამსუბუქებლად. მხოლოდ დუმილი.
დილის ოთხი საათი იქნებოდა, სოფო რომ ნარკოზიდან გამოვიდა. ერთიანად გამოეცალა დემეტრეს ძალა მუხლებიდან. თურმე როგორ უჭირდა ფეხზე დგომა, თურმე რა სიცარიელე დგება ადამიანის სხეულში, როცა სული გტოვებს და რა ბედნიერებაა, როცა სული არ დაგიკარგავს. კანკალით ამოისუნთქა. სოფო გონზეა. ფხიზლადაა. ცოცხალია. ბავშვი უკეთაა. კოშმარი მთავრდება. ნელ-ნელა თენდება და იღვიძებს დემეტრეს კუთვნილი ბედნიერებაც. მოსანახულებლად ჯერ კიდევ არ უშვებდნენ, მაგრამ მისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ სოფოს ეღვიძა, რომ მისი გონება და სხეული ცოცხლობდნენ.
-უთხარით, რომ ყველანი კარგად ვართ, რომ ბავშვი კარგადაა, გაიგეთ? არ ინერვიულოს, -მის პალატაში შემავალ ყველა ექიმს ჭკუას არიგებდა სიხარულიძე.
-ნუ ღელავთ, ბატონო, იმხელა ხმაზე ყვირით, ისედაც ესმის. კარგადაა თქვენი ცოლი. –„აი,თქვენ კი აშკარად ვერ უნდა იყოთ კარგადო“ არ უთქვამს ექთანს, მაგრამ თვალებიდან მაინც გამოექცა სათქმელი. თანაგრძნობით მოუთათუნა ხელი დემეტრეს, რომელიც ცოლის კარს არ შორდებოდა.
-დემე, წყალი მაინც დალიე. -გვერდით ჩამოუჯდა ქეთო. ხელში წყალი ეჭირა ერთჯერადი ჭიქით.
ფრთხილად მოსვა. როგორ ჰქონდა ამ უფერო, უგემო და უსუნო სითხეს ამდენის ძალა, რომ გულანთებული ადამიანი წამიერად მაინც დაემშვიდებინა.
-ისეთი შეშინებული ვარ, -თავი კედელს მიადო და თვალები დახუჭა დემნამ. ხმა ჯერ კიდევ ღონემიხდილი და სასოწარკვეთილი ჰქონდა, განცდებს ჯერ კიდევ არ დაეტოვებინათ მისი სხეული, -ასე მგონია, კიდევ რამე მოხდება, როგორც კი ამოვისუნთქებ და სიმშვიდეს ვიგრძნობ, მგონია კიდევ წამიჭერენ ხელს კისერში...
-ახლა ამაზე ნუ იფიქრებ, კარგი? შენი ბიჭი ისეთი ღონიერია... -ბავშვის სახეზე გაეღიმა ქეთოს, გული მტკივნეულად შეუხტა. თურმე მაშინაც შეიძლება ტკივილს გრძნობდე, როცა ცამდე ბედნიერი ხარ.
-დედას ჰგავს, -გაეღიმა დემეტრესაც. -წადი სახლში უკვე. ირაკლი და ანიც შენ გამო არიან აქ.
-თქვენ გამოც არიან. -თავი მხარზე ჩამოადო ძმას. -რას არქმევთ?!
-ანრი მინდოდა, ტიერის პონტში, (საუბარია ტიერი ანრიზე, არსენალის ლეგენდაზე), მაგრამ სოფოს არ მოსწონს ეგ სახელი, თან რეალურად ტიერის გვარია. მერე დანიელზე შევთანხმდით.
-ეგ რომელი ფეხბურთელის სახელია?
-ტიერის მეორე სახელია, -გაეცინა დემეტრეს, ქეთოსაც.
გაუაზრებლად გაუელვა თავში შეკითხვამ, ნეტავ ირაკლის თუ უნდოდა ბავშვისთვის თავისი საყვარელი ფეხბურთელის სახელის დარქმევაო, მაგრამ სასწრაფოდ გამოღლიტა საკუთარი თავი ამ ფიქრებს. ბევრი გადაიტანა ამ ორ დღეში, მეტს ვეღარ გაუძლებდა.

სახლში მივიდნენ თუ არა, მაშინვე დივანზე დაწვა ქეთო. იცოდა, ირაკლისაც საშინლად ეძინებოდა, მაგრამ მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნის ძალა აღარ შესწევდა. ტირილი უნდოდა და მასთან ერთად ვერ შეძლებდა. არ უნდოდა უარეს დღეში ჩაეგდო. ოთხად მოიკუნტა სავარძელზე და სანამ ცრემლები გადმოცვენას მოასწრებდნენ, მანამ ჩაეძინა.
ყველაფერი დაესიზმრა, ყველა ჭრილობა და ტკივილი განუახლდა. ისევ და ისევ. თითქოს იხრჩობოდა, ვიღაც კი ჰარაკირს უტარებდა. („ჰარაკირი“ - მუცლის გამოფატვრა, გავრცელებული იყო სამურაებში, იაპონია) ვერავინ შველიდა, გაუაზრებლად აფართხალებდა ხელ-ფეხს, რომ რამეს გამოსდებოდა, რამე ხავსისმაგვარს, რომელსაც ჩაეჭიდებოდა და ამ ქვეყანას დააბრუნებდა, მაგრამ ამაოდ.
როგორც ჩანს, იმდენი იფართხალა, რომ იატაკზე გაიშხლართა და ბრაგვანის ხმამ გამოაფხიზლა. ხელი საშინლად სტკიოდა, წამოკივლება ვერ შეიკავა და ამჯერად სიმწრისგან გასცვივდა თვალებიდან ნაპერწკლები.
სწრაფი ნაბიჯების ხმა მოესმა, მაგრამ ირაკლის მოსვლამდე სახის დალაგება ვერ მოასწრო. აუტანლად სტკიოდა მაჯა და შუაზე გაწყვეტილი ჭიაყელასავით იკლაკნებოდა.
-რა მოგივიდა? კარგად ხარ? -ცოლის წინ ჩაიმუხლა ხერგიანი. სახე უძილობისგან ჩამუქებოდა, თმები შუბლზე ჩამოყროდა.
-გადმოვვარდი, -ტირილი ვერ შეიკავა ქეთომ, ქვედა ტუჩი კბილებით ეჭირა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მარილიანი სითხის შეჩერება.
გული ამოუჯდა. ამოვარდნილი მაჯა, სიზმარი, გუშინდელი ღამე, თავისი დაკარგული ბავშვი, ირაკლის სიშორე და სიცივე, მამამისის სისასტიკე, ყველაფერი ერთიანად აიმღვრა მის გულში და ცრემლების ნიაღვრად წამოუვიდა თვალებიდან. ხმით ტიროდა და ვერც ახერხებდა გაჩერებას, რადგან როცა ცდილობდა, უარესი ემართებოდა, გრძნობების ინერცია უარეს განსაცდელში ითრევდა.
წელზე და ფეხებქვეშ ხელები ამოუდო ირაკლიმ. იმდენი ხანია არ შეხებია, სული ელეოდა მონატრებისგან. გული მოეწურა მის დატანჯულ თვალებს რომ შეხედა, ცრემლები რომ უარესად უაშკარავებდნენ გრძნობებს ქეთოს.
-ექიმთან უნდა წავიდეთ, მაჯა ამოგივარდა. -სცადა, მშვიდად დალაპარაკებოდა, მაგრამ მისი ხმის გაგონებაზე უარესად ატირდა სიხარულიძე.
-არ მინ...და ექიმ...თან, -ხმა შუაში უწყდებოდა. -არსად წასვლა არ მინდა...
-გაგისივდება და გეტკინება, ქეთო.
-ნუ მეძახი ეგრე! -ქმრის ხელებს დაეჯაჯგურა გაცხარებული, ბრაზს აფრქვევდა ცისფერი თვალებიდან. -საკმარისია!
-კარგი, დამშვიდდი. -ოდნავ შეუშვა ხელები ირაკლიმ, იცოდა, წინააღმდეგობა რომ გაეწია, უარესად გაჯიუტდებოდა სიხარულიძე. -და მერე წავიდეთ ექიმთან.
-იპოვა გამოსავალი, -დაიდადღანა უკმაყოფილოდ, -ახლა საერთოდ აღარაფერს მეძახის. თავი დამანებე.
ძლივს მოიკრიბა ძალა და ენერგია, რომ ფეხზე დამდგარიყო და ირაკლის მოშორებოდა. იმდენი ხანია მასთან ასე ახლოს არ ყოფილა, ასე ახლოდან არ უგრძვნია მისი სუნი, მისი გულის ფეთქვის ხმა.
-ნუ ჯიუტობ და წამოდი ექიმთან. -გაუმეორა ირაკლიმ ათი წუთის შემდეგ. ოცი წუთის შემდეგაც და ნახევარ საათშიც. მაგრამ ხმას არავინ სცემდა. საშინლად სტკიოდა მაჯა, ვერც უძლებდა ტკივილს ქეთო, სიმწრისგან სუნთქვა კბილებით ეჭირა. -კარგი, თუ შენი ნებით არ წამოხვალ, ჩემი ძალით წავალთ.
-თითი არ მახლო, -შეკივლა და დივანზე აფორთხდა, როცა ავისმომასწავლებლად მიზანმიმართული ნაბიჯებით გაექანა მისკენ ირაკლი. -მე შენ რა გითხარი? ხელი არ...
-არც შენ გესმის ჩემი ნათქვამი, არც მე მესმის შენი ნალაპარაკები, -ხელში ჰყავდა უკვე ატაცებული და სახლიდან გაჰყავდა, -არ იცი შენ ნაღრძობმა ხელმა როგორი ტკივილი იცის და მაგიტომ ჯიუტობ.
-თორე ძაან გადარდებს ჩემი ტკივილი! -წაკბინა. ვერაფრით მოითმინა. საშინლად არ უნდოდა რამე მწარე ეთქვა, მაგრამ ვერ აიტანა მისი პრინციპული სიშორე, სიჩუმე და სიცივე.
-ენა ნუ დაიგრძელე, -უთხრა, როცა წინა სავარძელზე დასვა, ღვედიც თავისი ხელით შეუკრა და კარიც ცხვირწინ მიუჯახუნა.
-სულ ამსიგრძე მქონდა, -წაისისინა სიხარულიძემ, -კარგად უნდა დაფიქრებულიყავი, სანამ ცოლად მომიყვანდი.
-შენ კიდე კარგად უნდა დაფიქრებულიყავი, სანამ ცოლად გამომყვებოდი. -თვალები დაუბრიალა ხერგიანმა. ტუჩები ბრაზისგან მოეკუმა. ცალ თვალს აწითლებული მაჯისკენ აპარებდა, ხელით რომ ეჭირა ქეთოს.
-სად მქონდა ტვინი თავში! -წაისისინა ქეთომ. იმ ხანშიშესული ქალივით გამოუვიდა, ვიღაც ლოთს და უსაქმურს რომ გაყვა ცოლად და მთელი ცხოვრება შრომასა და უბედურებაში გაატარა.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ.
-ჭკვიანური შენ ილაპარაკე!
-ქეთო!
-ირაკლი! -მისკენ მიაბრუნა სხეული თვალებდაქაჩულმა, რომ მთელი თავისი მძვინვარება ხერგიანზე გადაენთხია, მაგრამ უეცრად მაჯა ისე ასტკივდა სავარძელზე მოიკუნტა. -ვაიმე!
-მოისვენე-მეთქი, გითხარი. -შეწუხებული სახით შეხედა ცოლს. -ნუ ამოძრავებ.
-შენ არავინ გეკითხება.
აღარაფერი უპასუხია ირაკლის, თავი გააქნია მხოლოდ. ხვდებოდა, მის კამათში შეტყუებას რომ ცდილობდა ქეთო ამ კინკლაობით. გაბრაზებულმა კიდევ ცოტა ხანს იჯაჯღანა და მის გადაგდებულ არცერთ ანკესს რომ არ წამოეგო ხერგიანი, საბოლოოდ თავადაც გაჩუმდა.

ნაკრების თამაში ახლოვდებოდა. სამი კვირით უწევდა წასვლა ხერგიანს და ქეთო მოთმინებით ელოდა, როდის ეტყოდნენ, ბარგი ჩაალაგე, შენც ჩემთან ერთად მოდიხარო. იმ დღის შემდეგ ერთ-ორ მწარე სიტყვას თუ გადაუგდებდნენ მხოლოდ ერთმანეთს, მეტი არაფერი. ერთად იძინებდნენ ისევ, მაგრამ მათი საწოლიდან წარმოსახვითი ხანჯალი არცერთს აუღია. უხმოდ ჩხუბობდნენ ვის ერგებოდა საბნის ყველაზე დიდი ნაწილი და არცერთი აპირებდა კარადიდან მეორე გადასაფარებლის გამოღებას, რომ ეს ზეწრების ომი დაესრულებინათ.
-ნუ მაწვები, მძიმე ხარ, -ამოიზმუვლა ირაკლიმ, როცა წინა ღამით დაწყებული ომი საბნისთვის მეორე დილით მაინც ერთმანეთზე გადახლართული გაღვიძებით დასრულდა, საბანი კი იატაკზე ეგდო. ძალიან უნდოდა უკმაყოფილო ხმა ჰქონოდა, მაგრამ არაფრით გამოსდიოდა. როცა დარწმუნდა, რომ ქეთოს ნამდვილად ეძინა ერთი-ორი კოცნა მხარზე მაინც მოპარა, ფრთხილად მოეფერა მკლავებსა და ფეხებზე. ნაღმზე სიარულს ჰგავდა მისი საქციელი, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გაეღვიძა ქალს, მაგრამ არც ისეთი თავშენახული იყო, როგორც რეალურად ჩანდა.
-გაწუხებ? -ამოიზუზუნა ქეთომ, ოდნავ შეირხა, მაგრამ მაინც არ მოშორებია. ხელ-ფეხი ირაკლის სხეულზე მოეთავსებინა და თავი მის გულზე ედო.
-კი. -თავის მხრივ, ხერგიანმა სცადა დამაჯერებელი ყოფილიყო.
-შენი სხეული არამგონია ეგრე ფიქრობდეს, -ტუჩები გაუცაცუნა გულ-მკერდზე. ლოყით იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული და კმაყოფილს ჩაეღიმა, უფრო მეტად აეკრო.
-ეგ ყოველ დილით ეგრეა, შენი დამსახურება ნამდვილად არ არის!
-რა გარყვნილი ხარ, „მაგაზე“ არ მითქვამს. -ლოყები შეეფაკლა, მდუღარე წყალივით დაუარა სხეულში სისხლმა და ტვინში მოაწვა.
-ქეთო, წასასვლელი ვარ. -ვითომ ვერ გაიგონა ცოლის ნათქვამი. ხო, სულაც არ იყო ქეთოს დამსახურება, აბა, რა ირაკლი... დაგიჯერეს. -გადაიწიე.
ისეთი საცოდავი იყო მისი გაბრძოლება ქეთოს მოსაშორებლად, ჭიანჭველასაც ვერ დაძრავდა ადგილიდან.
-წადი მერე, -უდარდელად ამოილაპარაკა სიხარულიძემ, თითქოს ხერგიანის სხეულზე შემოჯაჭვული მისი ტან-ფეხი არანაირ წინაღობას არ წარმოადგენდა. ამჯერად მთელი ტანით ააღოღდა მუცელზე. კიდევ კარგი, სახეზე ვერ ხედავდა ირაკლი. გული აუჩქარდა, მართლა რომ მოიშოროს.. იქნებ, აღარ გრძნობს მის მიმართ მიზიდულობას...
-შენიანად წავიდე? -ხმა გაუტყდა ხერგიანს. წელში ხელი მოსაშორებლად შეუცურა, მაგრამ მოფერება კი გამოუვიდა. ელექტროშოკმა დაუარა მთელს სხეულში.
-მე რა, ხელს გიშლი? -გაიკვირვა ქეთომ. ტუჩები დაუწვრილდა ხერგიანს, ღიმილის შეკავება რომ სცადა.
-ჩასალაგებელი მაქვს, ამაღამ მივფრინავ. -თავს ძალა დაატანა მხოლობით რიცხვში ეთქვა ეს წინადადება. იგრძნო, როგორ დაიჭიმა ცოლის სხეული მის ტანზე და გული უსიამოვნოდ მოეწურა. არ იქცეოდა სწორად. არ იყო მართალი, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა სწორად მოქცევას.
ცივად გაშორდა ქეთო. თვალებზე მოაწვა ცრემლები და ცხვირი აეწვა. ანუ მარტო მიდის. წეღანდელი მხურვალება გამყინავმა სუსხმა ჩაანაცვლა, სუნთქვას რომ ფილტვების დახეთქვამდე უჭირვებს ადამიანს.
„როდის ჩამოხვალო“ უნდოდა ეკითხა, მაგრამ ენას კბილი დააჭირა. არაფერსაც არ ჰკითხავდა. არც გააცილებდა და საერთოდ, არც დაენახვებოდა ეს სამი კვირა.

-ირაკლი, რანაირად იქცევი? -წარბები შეკრა ანიმ. ხვდებოდა, ყველა ხვდებოდა მათ ირგვლივ, რომ რაღაც რიგზე ვერ ჰქონდათ ირაკლის და ქეთოს, მაგრამ ხმას არავინ იღებდა ხერგიანის ტყუპისცალის გარდა.
-რანაირად, ანიუტ? -თითქოს კითხვას ვერ ჩასწვდა ირაკლის გამჭრიახი გონება. ტუჩები შუბლზე მიადო.
-რატო არ წაიყვანე ქეთო?! -პირდაპირ საქმეზე გადავიდა ანი. არც გამარჯვება მიულოცავს და არც მის საშინელ თამაშზე გაუმახვილებია ყურადღება. -შენი ცოლი ამ თამაშს ტელევიზორის სავარძლიდან უნდა დასწრებოდა?!
-ასე იყო საჭირო. -მოკლედ მოუჭრა და კამერას თვალი მოარიდა ირაკლიმ.
-იცი, საჭირო რა არის? ამ სახლში რო ჩამოხვალ და ცარიელი დაგხვდება. ვერ გავიგე, რანაირი ხარ? ხან საშინლად ლმობიერი, ზოგჯერ უაზროდ პრინციპული.
-ცარიელი რატომ დამხვდება? ავეჯი გაატანინე? -გახუმრება სცადა, არ უნდოდა სხეულში დავლილ შემზარავ სიცივეს და შეძრწუნებას ხმიდანაც გამოეღწია.
-ნერვებს მიშლი. არ დაუმსახურებია ქეთოს და სამწუხაროა, რომ თვითონ არ გიკეთებს იმას, რასაც იმსახურებ.
-კარგად არის? ხელი როგორ აქვს?
-დაურეკე და ჰკითხე, მე თქვენი გადამცემი ხაზი ვარ?
-თვითონაც დაგაბარა რამე ჩემთან? -ინტერესით აევსო თვალები ხერგიანს. ერთი კვირაა არ დალაპარაკებია, მისი ხმა არ გაუგია, არ დაუნახავს მისი თვალები, როგორ ახამხამებს წამწამებს. ლამისაა გაგიჟდეს. საკუთარი გადაწყვეტილება რომ ახსენდება განქორწინებაზე, სიმწრისაგან ეცინება. ვერასოდეს შეძლებს მისგან შორს ყოფნას. სამუდამოდ მითუმეტეს.
-არა. შენზე საერთოდ არ ლაპარაკობს, სულ სოფოსთან და ბავშვთან არის და ეხმარება. არ ურეკავ?
-კი, მაგრამ არ მპასუხობს. -გაეღიმა.
-გამოშტერდი შენ საერთოდ! რა გაცინებს მერე?
-არაფერი, ისე. კარგი, მერე დაგირეკავ კიდევ.
-ქეთოს დაურეკე.
-გკოცნი.
-დაურეკე-მეთქი..-სიტყვის თქმა არ დასცალდა, ისე გაუთიშეს. -ვირი, ჯიუტი ვირი!

-რა სწრაფად იცვლება, არა?! -გაეღიმა ქეთოს, კარგად ნასვამ-ნაჭამი ძმისშვილი რომ თავის საწოლზე მიაწვინა.
-ხო... სულ დემეტრეს ემსგავსება. ყოველდღე სხვანაირია, მაგრამ მამამისს მაინც ძალიან ჰგავს.
-მკერდი ისევ გტკივა? -შეწუხებული სახით შეხედა რძალს, აშკარად არ გრძნობდა თავს ბოლომდე კარგად. -იქნებ, ხელოვნურიც დაუმატო? ცოდო ხარ ასე.
-ამდენი რძე სად წავიღო მერე? მასაჟი მშველის ცოტა. მკერდი ასე თუ გამეზრდებოდა, რას ვიფიქრებდი...
-მე ძალიანაც მომწონს, -თვალი ჩაუკრა დემნამ ცოლს და ბავშვისკენ წავიდა.
-არ გააღვიძო, ძლივს დაიძინა. -თვალები დაუბრიალა ქმარს სოფომ, მისკენ რომ წავიდა დემეტრე ორი ნაბიჯით უკან დაიხია დამფრთხალმა, -დემეტრე, არ მომიახლოვდე.
-კაი, რა, სოფო, -დაიწუწუნა უკმაყოფილოდ, გაბუტული ბავშვივით ჩამოჯდა სავარძელზე. ქეთო ღიმილს ძლივს იკავებდა მათი შემყურე. -რატო არ მიკარებ?
-ახლა გამოვიცვალე! ფანტანივით ასხამს ეს ძუძუები რძეს, ვერ ხედავ?
-მერე ჩემი ბრალია?
-ხო! -გაკაპასდა სოფო, -წყალს რო ვსვამ ეგეც ძუძუებში მიდის, აღარ შემიძლია! შენს შვილს სულ შია, შენ სულ მოფერება გინდა! შემჭამეთ!
-ნწ, ნწ, რა შავ დღეში ხარ... შენ ქმარს შენი მოფერება უნდა, სად გაგონილა ამისთანა უტიფრობა! -უკმაყოფილოდ გააქნია თავი დემეტრემ და მაინც მოიხელთა ცოლის სხეული, მაგრად შემოხვია მკლავები, რომ არ გაქცეოდა. -ირაკლის რა სჭირს? რანაირად ითამაშა...
ქეთო არ ელოდა ამ კითხვას, უეცრად გაუფართოვდა თვალები.
-რა ვიცი, არ მინახავს. -ცხვირი აიბზუა ქეთომ, მოიტყუა. არც ერთმა დაიჯერა, ცხადია.
-გვჯერა. -სინქრონში წამოიძახეს ცოლ-ქმარმა. -აბა, რა. კი. კი.
-არ ვიტყუები! -ლოყები აუწითლდა ტყუილში წაჭერის გამო ქეთოს. ხელები გულზე გადაიჯვარედინა. შვიდ გამოტოვებულ ზარს დახედა ტელეფონზე. ყოველ დღე ურეკავდა ირაკლი და ზუსტად მაშინ თიშავდა, როცა ქეთოს მოთმინება ვეღარ უძლებდა და მწვანე ღილაკს აჭერდა.
წასვლას აპირებდა, სლავა და დედამისი რომ ესტუმრნენ დემეტრეს და სოფოს შვილიშვილის მოსანახულებლად. რატომღაც ქალიშვილთან არასდროს მისულა სლავა. გათხოვების შემდეგ არც კი დალაპარაკებია. ალბათ, ქორწილი რომ გადაეხადათ, არც იქ მივიდოდა. სლავა ქეთოს არ იმჩნევდა და ქეთოც ზუსტად იმეორებდა მამის ქმედებებს, მზერას, დუმილს და განწყობას. არაფერი ზედმეტი და არაფერი ნაკლები.
-დაიწყო ანუ შენმა ქმარმა, -ირონიულად ჩაილაპარაკა, პირველად ამდენი ხნის შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ ქეთო ირაკლის არ გაჰყოლოდა. -უშენოდ სიარული... ძალიან ადრეა, არა? გამიკვირდა, ამდენ ხანს რომ გაძლო საერთოდ.
-ჩემი ცხოვრება შენ აღარ გეხება, სლავა. -თავს ძალა დაატანა, რომ მისთვის მამა აღარ ეწოდებინა. არცერთი მშობელი ექცევა შვილს ისე, როგორც სლავა ექცეოდა ქეთოს. -შესაბამისად, ნურც ჩემს პრობლემებზე ინერვიულებ.
-მეცოდები, თავი ამ დღეში რომ ჩაიგდე.
-როგორც გინდა, -უდარდელად გაუღიმა ქეთომ. ბრაზი, გაღიზიანება, ყველაფერი ერეოდა ერთმანეთში, მაგრამ მის წინაშე არ იფეთქებდა. -ეგ გრძნობა მაინც არის ჩვენს შორის ორმხრივი.
-საკუთარი თავის პატივისცემა საერთოდ არ შეგრჩა, ქეთევან? -ზურგსუკან მიაწია სიტყვები ქალიშვილს, -მაგ კაცის გამო მუცელი მოგეშალა. ნუთუ ვერ ხვდები, რომ არ უყვარხარ?
აღარაფერი უთქვამს ქეთოს, მის პასუხს სლავას უარესად მწარე სიტყვები მოჰყვებოდა. ზურგსუკან გაიხურა კარი. ყრუდ ისმოდა დემეტრეს საყვედურით სავსე სიტყვები მამამისის მიმართ. მაგრამ ქეთოს აღარაფერი ესმოდა და ვეღარაფერს გრძნობდა ცრემლების გარდა, დაუკითხავად რომ დაცურავდნენ შეწითლებულ ლოყებზე.
ნეტავ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს?!
***
ორსულობის ტესტს გაოცებული დასშტერებოდა. ვერ იჯერებდა. რანაირად? თავს იცავდნენ. ყოველ ჯერზე. გაურკვეველი გრძნობები უბუყბუყებდა მუცელში. სიხარულს უამრავი კითხვა ებრძოდა: ჯერ ადრე ხომ არ არის? ირაკლის ახლა მნიშვნელოვანი და ურთულესი პერიოდი ჰქონდა კარიერაში, თვითონაც ახლა იდგამდა ნაბიჯებს, საკმაოდ რთულ საქმეს იყო შეჭიდებული. გიორგობიანებს ბრალი დაუმტკიცეს, თუმცა ეს საქმე ასე მარტივად არ ჩაივლიდა. მთავრობის ხალხია, უძლიერესი ბიზნესმენები, ქვეყანაში ფულის შემოდინებაში დიდ როლს თამაშობდნენ, მათ ციხეში ჩასმას ასე მარტივად არავინ დაუშვებდა ხელისუფლებაში. საშიშიც კი გახდა ამ საქმეში გიორგობიანების საპირისპიროდ დგომა. ახლა ბავშვი... თავისი და ირაკლის პატარა. ნეტავ გოგოა, თუ ბიჭი?!
უცებ ყველაფერს ფერი შეეცვალა, უფრო გამკვეთრდა, გაბედნიერდა გარემო. პატარა ხელები და ფეხები ექნებოდა, იმედია, ირაკლისნაირი ლამაზი თვალები. თითქოს ყველა პრობლემა გაქრა და იმის წარმოდგენა დაიწყო, რას დაარქმევდა, როგორ მოაწყობდნენ მის ოთახს, როგორი იქნებოდა დიდი მუცლით, წონაში რომ მოიმატებდა...
-ქერთო, კარგად ხარ?! -კარებზე რომ მოუკაკუნეს, მოულოდნელობისგან შეხტა. ვერც გაიაზრა, იმდენი ხანი გაატარა საპირფარეშოში.
სხეულის კანკალით წამოდგა და კარი გამოაღო.
-რა იყო? ცუდად ხარ? რამე გტკივა? -ცოლის აცრემლებული თვალები რომ დაინახა, უარესად დაფეთდა ირაკლი, მერე მზერა მის უკან მიმოყრილ ორსულობის ტესტებზე გაუშტერდა. ხან მათ უყურებდა, ხან ქეთოს. რამდენიმე წამი ასე გაგრძელდა, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ თვალები არ ატყუებდა. რომ რაც გაიფიქრა სიმართლე იყო.
-უპს. -გაეკრიჭა ქეთო, -მგონი ბავშვი გვეყოლება.

-რაო ექიმმა, ქეთო? წესიერად ვერც ერთ კაბაში ვერ ვეტევი... -თან ქეთოს ამბავი აინტერესებდა სოფოს, თან სარკის წინ ტრიალებდა თეთრ კაბაში გამოწყობილი. უკვე მეხუთეს იცმევდა. ზოგი ზედმეტად გულამოღებული იყო, ზოგი ზედმეტად გაშლილი, თავისი მოსაწონი ვერაფერი ნახა.
-პირველი ორსულობაა და ცოტა ფრთხილადო, ნაყოფი ცოტა სუსტია. ვიჭყიპები ათასნაირი წამლებით ნაადრევი მშობიარობის რისკი რომ ავირიდოთ, -ღონემიხდილი მიწვა თეთრ სავარძელზე სიხარულიძე, -ყველა კაბა მომეწონა, ყველა ძალიან გიხდება.
-თქვენ არ გინდათ ქორწილი? მეგონა, თეთრი კაბა და ამბები გინდოდა... დაისის ცეკვა. ჰა?
-სიმართლე გითხრა, ასე არ მინდა. -დასევდიანდა ქეთო, -მამა არ გველაპარაკება, ქორწილშიც არ მოვა, თან მძიმე ორსულობა მაქვს და არ მინდა ზედმეტი გადატვირთულობით ნაყოფს რამე ვავნო. ამ ეტაპზე ასე ჯობია.
-რატო იქცევა სლავა ასე? სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები, -გულწრფელად გამოსძახა გასახდელიდან, სიქა გასძვრა ამდენი კაბის მოზომება-გახდა-ჩაცმა-სარკის წინ ტრიალით.
-ვერც მე ვხვდები. ირაკლიც არაფერს ამბობს. უბრალოდ ამოჩემებული ჰყავს. არ ვიცი, რა ჯანდაბის ტრამვა მიიღო ასეთი ცხოვრებაში, რომ ვერ უმკლავდება დღემდე... კიდევ კარგი, დემეტრე აღარ არის მისი ზეგავლენის ქვეშ.
-ხო, კიდევ კარგი. -ღრმად ამოიხვნეშა სოფომ. -ზოგჯერ რომ ამბობს, ავარია რომ არ შემმთხვეოდა, სლავასგან ვერ გავთავისუფლდებოდიო, ვუბრაზდები, მაგრამ რომ ვფიქრობ... ვიცი, სიგიჟეა, ადამიანს ასეთი რამე არ უნდა გინდოდეს, ტრაგედია არ უნდა გაიძულებდეს უკეთესი გახდე, მაგრამ... მართლა არ მესმის მამათქვენის.
-არც მე მესმის, არაუშავს. -გაეღიმა ქეთოს, ეს კაბა ძალიან უხდებოდა სოფოს კოხტა ტანს. -ეს საუკეთესოა.
-ხო?! მეც მომეწონა, -გაეღიმა სოფოს, სარკის წინ დატრიალდა. -რაღაც ასეთი მინდოდა.
-დემეტრესაც მოეწონება.
-ხო?
-დემეტრეს ყველანაირი მოეწონები.

-დაიღალეთ? -სააბაზანოდან სველი თმით გამოვარდა ირაკლი, ეჩქარებოდა, საშინლად ენატრებოდა მთელი დღე თავისი გოგოები. ზურგიდან მოეხუტა დივანზე გაწოლილ ქეთოს. -არაფერი გინდება? შუაღამეს არ უნდა გამაღვიძო-ხოლმე?
-ნწ, არაფერი გვინდება. -კოალასავით მიეხუტა მთელს სხეულზე, გრილი სუნი ჰქონდა და ტკბილი, მოღეღილი კისრისკენ გაექცა ტუჩები. -მარტო შენ გვენატრები ხოლმე.
-აარჩია სოფომ კაბა? ბევრი ხო არ გატარა?
-მალე აარჩია, ლამაზი კაბაა. -გაეღიმა ქეთოს, თვალები მიხუჭა, არ უნდოდა სევდა შეტყობოდა.
მხოლოდ აკოცა ირაკლიმ. არაფერი გამოპარვია. იქნებ, კიდევ ეცადა სლავასთან დალაპარაკება? რა უნდა ეთხოვა? პატიება არაფრის გამო? ხვდებოდა, როგორ აწუხებდა ქერთოს მშობლებისგან წამოსული სიცივე და სიშორე, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად. მისი გადასადგმელი არ იყო ეს ნაბიჯი.
მაინც ცდიდა. იქნებ ამჯერად მაინც გამოსულიყო.
უცნაური შეგრძნება ჰქონდა ქეთოს, რაღაც აწუხებდა და ვერ გაეგო, რა... მუცელს მოეფერა. ერთი. ორი. სამი. ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყველაფერი კარგად არის.

-შენ აქ რა გინდა?! სიძე ბატონო. -ირონიულად წარმოთქვა ბოლო ორი სიტყვა სლავამ. დამცინავი მზერა მოავლო ირაკლის. სიამოვნებდა, სახლში რომ აკითხავდა და რაღაცას სთხოვდა, თითქოს ასე იმორჩილებდა და ამცირებდა. ასე მაინც ახერხებდა მის დაცემას საკუთარ ფეხებთან. მაგრამ ირაკლი ხერგიანი იმაზე მაღლა იდგა, ვიდრე სლავას ეგოს შეეძლო მისწვდომოდა. მუხლებზე დავარდნილიც კი მაინც მასზე მაღლა იდგებოდა.
-თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი. კიდევ. -იქვე ჩამოჯდა ირაკლი. ახლა მისი ნერვები არ ჰქონდა, წინ მნიშვნელოვანი თამაში ელოდათ, მაგრამ რაც მალე მოაგვარებდა ამ ამბავს, მით უკეთესი.
-ოხ, რაზე?
-თქვენს ქალიშვილზე. ორსულადაა, გეცოდინებათ და ძალიან განიცდის თქვენგან სიცივეს, უყურადღებობას. ქეთოს არაფერი დაუშავებია თქვენთვის და არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას. ქორწილი უნდა, თეთრი კაბა, უნდა მამა გვერდით ჰყავდეს ასეთ დღეს და მხოლოდ თქვენ გამო იკავებს თავს, თქვენ გამო თქვა უარი ქორწილზე...
-რა საჭიროა ეს ქორწილები? ბოლოს მაინც დაშორდებით თქვენ ორი, გული მიგრძნობს. შენ კიდე ნუ მასწავლი, რას იმსახურებს ჩემი შვილი ჩემგან და რას - არა. შენ რომ გამოგყვა ამ სახლიდან გამოსული, მაშინ დამკარგა სამუდამოდ.
-რომელი გული? -გულწრფელად გაუკვირდა ირაკლის, -ვერ ვხვდები, რომელ გულზე ლაპარაკობთ?! ადამიანს, რომელსაც უმიზეზოდ შეუძლია სძულდეს და შესაყვარებლად მიზეზი სჭირდება, გული შეიძლება საერთოდ გააჩნდეს?
-ადამიანის შესაყვარებლად მიზეზია საჭირო. -სლავას ეგონა, რაღაც ბრძნულს ამბობდა იმ წამს. ბედნიერი გაიჯგიმა.
-შვილობა არაა საკმარისი მიზეზი? მე თქვენი სიყვარული არაფერში მჭირდება, მაგრამ თქვენს შვილს სჭირდება და კეთილი ინებეთ, გაუწიეთ მამობა. ის გოგოა. ქალია და მთელი ცხოვრება გაჰყვება ის ტრამვა, რომ მამამ უარყო. ადამიანმა, რომელიც მის ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს სიამაყით უნდა ხვდებოდეს.
-გეყოლება შვილი და მიხვდები, როგორი გრძნობაა, როცა იმედს გიცრუებს. როცა იმას ეპოტინება, რაც მისთვის არ შეიძლება.
-მე ვარ ეგ აკრძალული ხილი? -ჩაეცინა ირაკლის, გულწრფელი ტკივილი გაუკრთა თვალებში. სული ეხუთებოდა. როგორ შეიძლებოდა, ქეთოს ვინმე ასე მოქცეოდა. მამა მით უმეტეს. -მაინც რა დავაშავე ასეთი, ასე რომ ვერ მიტანთ? თუ ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეთ, მე გძულვართ თუ საკუთარი თავი ასე ძალიან?
-შენ იმიტომ აგირჩიე... იმ დღეს, შენს თამაშს რომ ვუყურებდი... ვიფიქრე, იყო შენში რაღაც, რაც ჩემს შვილს სტიმულს მისცემდა ყოფილიყო საუკეთესო საუკეთესოს ფონზე. დემეტრე ათასი თავით გჯობნიდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, სულ ასე იქნებოდა... მაგრამ მე ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გამომრჩა: შენნაირი წუმპედან და ტალახიდან ამოთრეული ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც სიღარიბის ფასი იციან, იქ არაფრის დიდებით აღარ დაბრუნდებიან, იმაზე მეტად მოეპოტინებიან დიდებას და წარმატებას ვიდრე ის, ვისაც არასდროს გამოუცდია წარუმატებლობა, მარცხი... შენ ჩემს შვილს ართმევდი იმას, რაც მისი იყო. დიდებას. პირველობას. მე ყველაზე კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა საუკეთესო ხარ და უცებ სხვისით განაცვლებენ, იმით, ვინც შენზე უკეთ ანათებს, იმიტომ რომ ახალია. ჩემი კარიერის ზენიტში ვიყავი, ზურა ჯაფარიძე რომ აიყვანეს ნაკრებში. იქ დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. ჩემს შვილს ვერ გავიმეტებდი იგივე ტკივილისათვის.
-ანუ შენ ჩემი გშურს, -სიმწრით გაეცინა ირაკლის. -არ გინდა სამყაროში ერთადერთი იყო, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ და სხვისი დაჩაგვრა გადაწყვიტე... მე ამირჩიე. ზუსტად ისე მოგექცნენ, როგორც შენ - მე.... მაგრამ ბედნიერი მაინც არ ხარ. იმიტომ რომ შურით და ბოღმით ხარ სავსე. შენზე ათასჯერ ღარიბსაც შემეძლო შენზე ბედნიერი ვყოფილიყავი. ნამდვილად მტკივნეული იქნებოდა.
-სახლი წაგართვი! -ზიზღით აევსო ხმა სლავას, -კარი. არაფერი დაგიტოვე და მაინც წამოდექი. მეტიც, მოხვედი და ქალიშვილი წამართვი. ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ არ უნდა მძულდე!
-მამა... რას ლაპარაკობ? -ხმა ჩაუწყდა ქეთოს. ის და ნუნუკა გაშტერებულები იდგნენ შემოსასვლელში. გაოცებულმა ჯერ ირაკლის გახედა, შემდეგ მამამისს, თითქოს უნდა დარწმუნებულიყო, რომ რაც გაიგონა მოესმა. -რა სახლ-კარზეა ლაპარაკი?
-უი, არ უთქვამს შენს ძვირფას მეუღლეს? -ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე სლავას. ქეთო კედელს მიეყრდნო ინერციით. სასწრაფოდ მისკენ გავარდა ირაკლი. გამხეცებულმა გახედა სიმამრს.
-ქერთო, არ ინერვიულო რა, ხო იცი არ შეიძლება შენთვის... -სავარძელზე დასვა სასწრაფოდ, გადაფითრებულ სახეზე ხელები მოუსვა.
-მეტყვით სიმართლეს? -ხმა გაუტყდა სიხარულიძეს. ცივად მოიშორა ირაკლის ხელები. -ყველა რაღაცას როგორ მიმალავთ! მამა, რა ჯანდაბა გააკეთე?
-ქეთო, ახლა არა... სახლში წავიდეთ.
-შენი ქმარის ტალანტი მე აღმოვაჩინე, რაც გაიგონე ყველაფერი სიმართლეა. მერე მეტისმეტი მოინდომა. დემეტრეს წამყვან გუნდებთან მოლაპარაკებებში ეცილებოდა... რამენაირად უნდა ჩამომეშორებინა. -მშვიდად საუბრობდა სლავა.
-სლავა, რას ამბობ...-ნუნუკა გაფითრდა. -გაჩუმდი! ბოდავს, დედიკო, რაღაცას..
-ბოდავს კი არა, ცხოვრებაში პირველად ამბობს შენი ქმარი სიმართლეს, დედა. არ გინდა მოისმინო? -ხმა გაეყინა ქეთოს. დღეს ბავშვი არ გამოძრავდა. პანიკა იპყრობდა უკვე. ყველაფერი ერთიანად მოეძალა. -ჩამოშორება გინდოდა და სახლი წაართვი?
-რამით ხომ უნდა გადაეხადა ტრენერების, ვარჯიშის, სამედიცინო დაზღვევის და ათასი რამის ფული? მიკვირს, აქამდე როგორ არ გითხრა... ალბათ შეეშინდა, მის ცოლობაზე უარი არ გეთქვა.
-შენ ჩემთვის დღეს მოკვდი, სლავა. აღარ არსებობ. -ძლივს წამოდგა ფეხზე ქეთო, მუხლები ეკვეთებოდა უკვე. მუცელში რაღაცამ მკვეთრად გასერა, ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე და სავარძელზე გადაწვა ისევ. იგრძნო, როგორ დაუსველდა ჯერ საცვალი და შემდეგ შარვლის უბე.
-ქეთო... არ გაბედო, გაიგე... -ამოიხრიალა ირაკლიმ, შეშლილი სახით დაჰყურებდა ზემოდან. -რა... რა ხდება...
-დედიკო! შენ მოგიკვდეს დედა! -აკივლდა ნუნუკა, თმებში იტაცა ხელები. -ჩქარა, საავადმყოფოში წავიყვანოთ, ირაკლი! დროზე, შვილო... ჩქარა!
თვალები შეეშალა სლავას. თავადაც გადადგა ნაბიჯი, უკან რომ გაყოლოდა სახლიდან მიმავალთ.
-შენ არსად არ მოდიხარ. ჩვენს სიახლოვეს აღარ დაგინახო. ხომ გაიგე? არ დაგინახო, თორემ დავივიწყებ, ვინც ხარ და რაც ხარ. ბოლო წვეთი იყო, იცოდე. -კბილებს შორის გამოსცრა ირაკლიმ.
საავადმყოფომდე როგორ მიაღწიეს არ ახსოვს. არც ის, როგორ აიტაცა ატირებული ცოლის სხეული მკლავებში. მისი ბრალი იყო. თვითონ დააშავა. არ უნდა მისულიყო იქ. თავიდანვე ყველაფერი უნდა ეთქვა ქეთოსთვის. სანამ ცოლად მოიყვანდა მანამდე უნდა ეთქვა, იქნებ თავიდან აერიდებინათ ეს ჯოჯოხეთი. თუ საერთოდ არ გამოყვებოდა, ამაზეც კი თანახმა იყო, ოღონდ ახლა ის არ მომხდარიყო, რაზეც მისი გონების კრიტიკული ნაწილი ფიქრობდა.
-დამეხმარეთ! ორსულია...
ქეთოს ტუჩები გადაფითრებოდა, თვალებსაც მიტკლისფერი მიეღოთ თითქოს. დედის გულმა და სხეულმა პირველმა იგრძნო, ვერც ერთი ექიმი დაასწრებდა. ბავშვი დაკარგა.
-ძალიან ვწუხვარ, -სევდიანი ხმით ამოილაპარაკა ქეთოს ექიმმა.
-არა. -თავი გააქნია ირაკლიმ. -არა. შანსი არაა.
-სამწუხაროდ, თავიდანვე დიდი შანსი იყო ნაყოფის დაკარგვის, ირაკლი. თავს ნუ დაიდანაშაულებთ. თქვენმა მეუღლემ იცოდა ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, თქვენც ჰყავდით საქმის კურსში ჩაყენებული. დღეს დავიტოვებთ.
-რა იცოდა? -ხმა ჩაუწყდა. გატყდა. ოთახში ჰაერი გათხელდა თითქოს. -რამე იყო ისეთი...
-როგორ.. -დაიბნა ქალი, -მეორე ექოსკოპიაზევე გავაფრთხილეთ ქეთო, რომ ნაყოფი სუსტი იყო, ამას თანდართულმა მოზრდილმა ფიბროიდებმა საშვილოსნოზე უფრო გაართულა ორსულობის პერიოდი. ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და ნაყოფი მოიშალა. თქვენმა მეუღლემ ბოლომდე იბრძოლა, ნაყოფის მოშორების კატეგორიული წინააღმდეგი იყო მიუხედავად... საფრთხეებისა... რაც მის სიცოცხლესაც ემუქრებოდა. ახლა უკეთ არის. ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, მავნე წარმონაქმნებიც მოვაშორეთ საშვილოსნოს. ვიმკურნალებთ და ყველაფერი კარგად იქნება.

სანამ არ გამოკეთდა და საავადმყოფოდან არ გამოწერეს, არაფერი უთქვამს მისთვის. პატარა ბავშვივით უვლიდა. აჭმევდა, წყალსაც თავისი ხელით ასმევდა და კბილებსაც უხეხავდა. იმასაც ვერ ხვდებოდა, ჰქონდა თუ არა გაბრაზების უფლება.
-უნდა მეგრძნო, -პირველად დაილაპარაკა იმ საღამოს, გამომშრალი ხმა ჰქონდა. უბედური ქალის. -მთელი დღე არ გამოძრავებულა იმ დღეს. მაშინვე უნდა წავსულიყავი ექიმთან. ჩემი ბრალია.
-არ არის შენი ბრალი. -ხმა გაიმკაცრა ხერგიანმა. საბანი ორივე მხრიდან ამოუგო.
-ახლა გეცოდები. დრო რომ გავა, დამადანაშაულებ, -ხმა ჩაუწყდა ქეთოს, -ვიცი, შენთვის უნდა მეთქვა ყველაფერი, რაც ექიმმა მითხრა... მაგრამ შემეშინდა. ახლა რთული პერიოდი გაქვს, დატვირთული სეზონი...
-ქერთო, გთხოვ... -საშინლად არ უნდოდა ხერგიანს, მაგრამ ხვდებოდა, რომ სიმართლეს ეუბნებოდა ცოლის სხეულიდან მომავალი უცხო, უბედური ქალის ხმა.
-ალბათ გეზიზღები. ამდენი რამე დაგიშავეთ. ახლა თუ არა, მერე აუცილებლად შეგზიზღდები.
-არ მეზიზღები და არც არასდროს შემზიზღდები. არაა ახლა ამის დრო. კი, უნდა გეთქვა. კი, უნდა მცოდნოდა. არ იყო საჭირო შენ გენერვიულა ჩემს კარიერაზე. არასდროს დამიკისრებია შენთვის ამხელა პასუხისმგებლობა, მაგრამ ახლა გვიანია. ყველაფერი თავიდანვე უნდა გაგვერკვია. სადღაც ერთმანეთს ავცდით.
-სიმართლის დამალვით ერთმანეთის დაცვა გვინდა და ბოლოს ისე გამოდის, რომ ყველაზე მეტად ერთმანეთს ვაზიანებთ. აღარაფერი იქნება ძველებურად. დღეს და ხვალ ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ ერთ, ორ, სამ კვირაში, ან ერთ თვეში... ყველაფერი მკვდარი თევზებივით ამოტივტივდება. ყველა ტკივილს გამორიყავს ნაპირზე სიმართლის დინება, ირაკლი. იქნები მაშინ ჩემთან ერთად?!
უნდოდა ეთქვა „ვიქნები“, „კი... ყოველთვის“, მხოლოდ სუნთქვა შეეკრა ხერგიანს.

***
სამი კვირა ისე გავიდა, როგორც ძველი მუნჯი კინოჩვენება მიტოვებულ კინოთეატრში. თვითონ არცერთხელ უპასუხია ირაკლის ზარებისთვის. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა.
ერთადერთი, რაც უნდოდა ის იყო, დარწმუნებულიყო, რომ ირაკლისაც ისევე ენატრებოდა, როგორც თვითონ. უნდოდა ეგრძნო, რომ თვითონაც სული ეხუთებოდა, როცა მათ შორის სიმუნჯე და ასობით კილომეტრი იდგა.
დაუსრულებლად, ყოველდღე ნახულობდა რუკაზე იმ ორ პატარა წერტილს, მათ გარდა რომ არავინ იცოდა, რას ნიშნავდა. ოღონდ იმ დღეს დაუბრუნდებოდეს, მაშინდელ შეგრძნებებს, თავისუფლებას, შესაძლებლობებს... როცა მათ ამბავში ფურცლები ჯერ კიდევ არ იყო შეცდომებით დათხვრილი, ალაგ-ალაგ გადაშლილი, გადაჯღაბნილი, გადახაზული...
სამსახურში მოჩვენებასავით დადიოდა. ვერც კი გაიაზრა როდის გადაიზარდა ყველაფერი ჩალის ძოვასავით რუტინულ საქმეში. როგორ გამოეცალა ყველაფერს ფერი. ზეგ უნდა ჩამოსულიყო. არ იცოდა, რა მოხდებოდა, როგორ უნდა დახვედროდა... როგორ უნდა შეხვედროდა, თითქოს პირველი პაემნისთვის ემზადებოდა ამდენხნიანი ქორწინების შემდეგ.
სახლში ისე შევიდა, შუქი არც აუნთია. გზადაგზა გაიხადა ტანსაცმელი და მის მხარეზე მოიკუნტა. ეშინოდა, რომ ირაკლის ბალიშს თავის სუნს გადასდებდა და ესეც აღარ შერჩებოდა სანუგეშოდ, ამასაც გამოაცლიდა. აღარაფერი დარჩებოდა. ტელეფონიც დაუჯდა საერთო ფოტოების თვალიერებით. ვინ იცის, როდის ჩაეძინა.

-აუ, ანი.. არ მაქვს თავი, გთხოვ. შაბათია დამასვენე. -ამოიზუზუნა უკმაყოფილოდ.
-მთელი დღე უნდა იწვე დეპრესიონერასავით? ადექი, გოგო! ნუ გადაყევი ჩემს დებილ ძმას... ცოტა გავერთოთ...
-შენ ძმას სულაც არ გადავყევი, -გააპროტესტა უცებ. კი, დაგიჯერეს ქეთო. -მთელი დღე მინდა ვიწვე, საბანში გამოხვეული ვიყო და მეძინოს. არ შეიძლება?
-არა! ახალგაზრდა ქალი ცარიელ ლოგინში გორაობით არ უნდა ერთობოდეს, შენს სადარბაზოსთან ვიქნები რვაზე. გამოიპრანჭე.
ხერგიანებთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. წასვლამდე გაბღენძილი უყურებდა მის თამაშს. როგორ დარბოდა სტადიონზე, როგორ გასძახოდა კანდელაკს რაღაცას, როგორ ჩაიკრა პირველი ტაიმის დასასრულს გულში აბაშიძე და დაამშვიდა ორი გაშვებული გოლის შემდეგ.
წააგეს.
-ღირსი ხარ! -ჯიბრიანად ჩასძახა ტელეფონში. წამით თავი დამნაშავედაც კი იგრძნო, რომ არ უპასუხა მის ზარებს.
მოეწერა, თუ რამე უნდოდა! იქნებ უნდა გაემხნევებინა? იქნებ სულაც არ სჭირდებოდა მისი გამხნევება ხერგიანს? მშვენივრად სულ არ გამოიყურებოდა. გული მოეწურა. ნეტავ შეეძლოს ეკრანში შეძრომა და მოხვევა.
-წაგეყვანე! შენი ბრალია! იყავი ახლა მარტო! -უარესად გაჯავრდა იმის გახსენებაზე, რომ წასვლა არ შესთავაზეს. არადა, თავადაც კარგად ხვდებოდა რატომ არ შესთავაზეს წასვლა. ორმაგი გეგმა იყო, რომელზეც თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენ და რომელსაც ყოველდღე არღვევდა ხერგიანი, როცა ურეკავდა.
ყველაზე ლამაზი კაბა გადმოიღო გარდერობიდან. მაკიაჟს იმდენი ხანია არ მიკარებია, მტვერი დაედო ნივთებს.
-დაგიფსებ მაგ ლამაზ თვალებს, აი, ნახე... ინატრებ, რომ არ წამიყვანე. -იმუქრებოდა, თან კმაყოფილი ათვალიერებდა საკუთარ თავს სარკეში.
-ვაუ, რა ლამაზი ხარ, რძალო? მეორედ ხო არ თხოვდები? -თვალი ჩაუკრა ანიმ, როცა მის გვერდით მოთავსდა მანქანაში. -რა დროს არაა ჩემი ძმა..
-არამგონია, რამე შეიცვალოს შენი ძმის ყოფნით. -გამოსცრა ქეთომ. საშინლად წაუხდინა წაგებამ ხასიათი. წაგებაზე მეტად იმან გააცხარა, თავად რომ არ შეეძლო მის გვერდით ყოფილიყო.
-შენ მაინც თუ გჯერა საკუთარი სიტყვების... -ჩაეცინა ანის. -მაგარ ადგილას მივდივართ, შენი რძალიც მოდის სხვათა შორის.
-ძალიან კარგი! კაცების გარეშეც უნდა გავერთოთ!

კლუბში პირველად ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა საბრძოლო განწყობით ასეთ ადგილას პირველად იყო. მუსიკა ბოლო ხმაზე გუგუნებდა. მაშინვე შეკივლა, როგორც კი დარბაზის მუხტი თავადაც მოედო. ერთი ჭიქა ტეკილა დასჭირდა მხოლოდ, რომ ხალხში გარეულიყო სოფოსთან ერთად.
-მეძუძური დედა ვარ, ზედმეტადაც ნუ მომეზილები, თორე ჩემი ძუძუები გაბრაზების დროს ფანტანივით ასხამს რძეს, მე კიდე არ მინდა ბავშვი მშიერი დავტოვო. -მშვიდად მიუგო ერთ-ერთ ყმაწვილს სოფიომ, ზედმეტად რომ მიეტმასნა და მასთან ცეკვა მოინდომა.
ხმამაღალი გადახარხარება ვერ შეიკავა იმ კაცის სახეზე ქეთომ. მუსიკის დამთავრებამდე იცინოდნენ, მანამ სანამ მუცელი არ ასტკივდათ ორივეს. ბარისკენ წავიდნენ ცოტა ხანი რომ მოესვენათ, სოფოს რომ თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან.
-რა იყო, იესო ქრისტე დაინახე? -იქეთკენ მიაბრუნა თავი ქეთომაც, სადაც სოფო იხედებოდა.
გული მკერდს მოსწყდა თითქოს და მუცელში ჩაუვარდა გაოცებისგან. წამიერად ეგონა, რომ მოეჩვენა, ზედმეტი დალია და ჰალუცინაციები დაეწყო, მაგრამ ქმრის უკან კანდელაკის და აბაშიძის დაღრეჯილი სახეებიც რომ დაინახა, მიხვდა, არაფერი ელანდებოდა. თვალებმოჭუტულმა გაუსწორა თვალები ხერგიანს, ადგილიდან არ დაძრულა, არადა, ერთი სული ჰქონდა, კანიდან ამომხტარიყო და ზედ შემოხვეოდა. ისეთი მომხიბვლელი იყო, ისეთი მონატრებული ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში.
-ვიღაცას მოენატრე, -მხარი გაკრა სოფომ. -წავედი, მეც მომენატრა ჩემი ქმარი და ბავშვი.
გასვლისას ირაკლის გადაეხვია, რაღაც უთხრა, იმასაც გაეღიმა. წამითაც არ გაუწყვეტია თვალით კონტაქტი ქეთოსთან.
ლოყები აუხურდა სიხარულიძეს. კიდევ ერთი ჭიქა მოითხოვა. თავი რამით უნდა დაეკავებინა თავი, რომ საკუთარ სურვილებს არ აჰყოლოდა და ზედ არ ჩამოკიდებოდა. საიდან ამდენი ნებისყოფა?!
-ზედმეტად ნუ აწვალებ, თორე შეხედე, რა თვალებით უყურებენ გოგოები. -ჩაიფხუკუნა ანიმ. ზედეტად ხალისობდა ძმის და რძლის კინკლაობით.
-უყურონ. -დაიდადღანა, როცა ერთი მათგანი უნამუსოდ ჩამოეკიდა კისერზე და ლამის ფეხები წელზე შემოალაგა. -ძროხა...
-რძალო! რაფერ ხარ თუ იცი? -იმ ქაჯის ლანძღვა-გინება ვერ მოასწრო, კანდელაკი და აბაშიძე რომ ჩამოეკიდნენ კისერზე. -აუ, ძაან ჩავიკუკეთ დღეს და წამოვედით სახლში ეგრევე. ირუშაც არ გაჩერდა და გამოგვყვა, მაგრად მოენატრე...
-შენ სხვის მაგივრად როდის მერე ლაპარაკობ, აბაშიძე?
მუსიკის გამაყრუებელ ბაგა-ბუგში მკვეთრად გაისმა ხერგიანის მტკიცე ხმა. მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ამჯერად ეჭვიანობის არა, მონატრების. აგიჟებდა. მუცელში რაღაც მკვრივი და ლითონივით მძიმე ჩაეღვარა.
-თქვენთან ცეკვა შეიძლება? -მორიგი იდიოტი ჩამოეკიდა კისერზე. საკმარისად გრძელი თმა ჰქონდა იმისთვის, რომ იატაკზე ეთრია. უკვირდა, თავს როგორ იკავებდა საერთოდ.
-არა, ჩემო დაია, -ხელი გადახვია იმ გოგოს კანდელაკმა. -მაგასთან ცეკვა მარტო ერთ გოგოს შეუძლია, თავის ცოლს... შეხედე, რა ლამაზი ცოლი ჰყავს! სხვა ქალებისთვის დაფსებული აქვს თვალები ჩვენს ირუშას... მაგრამ მე გეცეკვები ტანგოს, ვალსს, ჩა-ჩა-ჩას.. აჭარულს...
-კლუბში აჭარულს ვინ ცეკვავს, კანდელაკი? ნუ შეაშინე მანდილოსანი.... -საქმეში ჩაერია აბაშიძე. -ნაკრების თამაშს უყურე დღეს? -მიმართა გაოცებულ გოგონას.
-არა. -მოკლედ მოუჭრა.
-ძაან კაი, არ გეცოდინება მაშინ რა ლუზერებიც ვართ... წამო, ვიცეკვოთ... -და ლამის ძალით წაათრიეს საცეკვაო მოედნისკენ.
-მეც წავედიიიი, -კივილით შევარდა ანი აცეკვებულ ბრბოში, თავისი საყვარელი მუსიკა რომ ჩაირთო.
-ნომერი გამოცვალე? -გვერდით მიუჯდა. ღიმილიანი სახით დახედა ზემოდან სიხარულიძეს.
-არა. რატომ მეკითხები? -თვალები მოჭუტა ქეთომ და ლიმონი ჩაკბიჩა. ბრაზის და ეჭვიანობის სიმწარეს ისე დაექვეითებინა მისი მგრძნობელობის ორგანოები, რომ ნახევარი ლიმონი სახის დამანჭვის გარეშე შეჭამა ლამის. ტუჩები დაუწვრილა ღიმილმა ხერგიანს.
-რა ვიცი, ისე. -მხრები აიჩეჩა, თავი ოდნავ გადახარა გვერდზე. -არ გეცალა ეტყობა.
-ხო, არ მეცალა! -კიდევ ერთი ჭიქა შეუკვეთა. ბარმენმაც ჩამოუსხა, მაგრამ ირაკლიმ ცხვირწინ ააცალა და თავად დალია. ღილებშეხსნილი პერანგიდან მადისაღმძვრელად მოეღერა ყელი. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ქეთომ, საკოცნელად რომ არ გაწეულიყო.
-ეჭვიანობით იყავი დაკავებული? -ალკოჰოლი წამიერად ჩაუდგა თითქოს თვალებში ირაკლის. უცნაურად გაუფერადდა თვალები.
-არა, შენზე საერთოდ არ მიფიქრია.
წმინა წყლის ტყუილი! წარბშეუხრელად როგორ მოახერხა საერთოდ ამის თქმა, თავადაც გაუკვირდა. ირაკლის ფართოდ გაეღიმა.
-ხო, რატო უნდა გეფიქრა.... -ოდნავ გადაიხარა მისკენ, უკეთ რომ მიეწვდინა ხმა და მისი სურნელი შეეგრძნო. -მე ყოველდღე ვფიქრობდი შენზე. ყოველ ღამეც.
-რა სამწუხაროა, -„დანანებით“ ჩაილაპარაკა ქეთომ, ზურგით მიეყრდნო ბარს, იდაყვები მის ზედაპირს ჩამოადო. უარესად დამოკლებული კაბა დააიგნორა, მაგრამ ირაკლის გახელებული მზერა მის მოშიშვლებულ ფეხებე რომ დარბოდნენ, არ გამოპარვია. -რომ მცოდნოდა, მეც ვიფიქრებდი.
-ხო? -წინ გადაუდგა ხერგიანი, ორივე ხელით ბარს ჩამოეყრდნო. ქეთო მისი სხეულის გალიაში მოექცა გაუაზრებლად. მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა, კაბის ოთხკუთხედი დეკოლტიდან ბარის მუქი განათება უელვარებდა გამომწვევად ამობურცულ მკერდს. სუნთქვა შეეკრა, შემთვრალი მზერა მისი ანთებული თვალებიდან მკერდზე რომ გადაიტანა ირაკლიმ. -ანუ ჩემზე არ ფიქრობდი და არ მოგენატრე.
-სწორი დასკვნაა. -სიმტკიცის ბოლო წვეთები დახარჯა ამ ორ სიტყვაზე სიხარულიძემ.
ბარში ბნელოდა, მაგრამ არა იმდენად რომ ირაკლის აელვარებული თვალები და ვნებიანი ჩაღიმება რომ გამოპარვოდა. მუხლები დაეძაბა.
-გინდა დაგიმტკიცო, რომ მატყუებ? -თავი გვერდზე გადახარა ირაკლიმ და ცალი ხელი მისი ფეხებისკენ წაიღო, რამდენჯერმე აასრიალა კაბის ბოლომდე ბარძაყებს შიგნიდან გავარვარებული თითის ბალიშები. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ქეთომ. სახსრები დაჭიმვოდა და მუცელსა და ფეხებს შორის ელექტროშოკების ეპიცენტრები წარმოექმნა თითქოს.
-ვერაფერს დაამტკიცებ, -ვედრებას უფრო ჰგავდა მისი ხმა, ვიდრე მტკიცებას.
-ხომ იცი, როგორი აზარტული ვარ... რატომ მიწვევ? -უფრო მაღლა წაიღო ხელი კაბისქვეშ. ცოტაც და საცვლამდეც მიაღწევდა, მკლავში რომ არ ჩაევლო სიხარულიძეს. -რა იყო?
-ხალხია. -თვალები დაუბრიალა.
-სიბნელეც. აღიარე, უფრო სექსუალურია. -წელზე მოხვია ქეთოს ფრჩხილებისგან გათავისუფლებული ხელი. -დამკაწრე.
-მადლობა თქვი, სახეზე რომ არ დაგიტოვე კვალი.
-წამო, სახლში გეტყვი. დავიღალე, რა საშინელი მუსიკაა. -თვალები მოჭუტა უკმაყოფილოდ, კაბა თავისი ხელით ჩამოუწია და პასუხს არ დალოდებია, ისე გააქანა გასასვლელისკენ.
-იქნებ, დარჩენა მინდა. -გაებრძოლა სიხარულიძე. კი, როგორ არა. თითქოს სიხარულით არ მიცუნცულებდა მის უკან.
-როდის ისწავლე ამდენი ტყუილის ლაპარაკი? -პირველივე ტაქსს ხელი დაუქნია და ქეთოს კარი გაუღო. თვითონ გვერდით მიუჯდა.
-დღეს რატომ ჩამოხვედი? -ინტერესით სავსე მზერით ჩააშტერდა თვალებში. ზედმეტად სექსუალური იყო დაღლილი და ნასვამი ერთდროულად. ან იქნებ მისი მთვრალი გონება აღიქვამდა ასე? ან რა გონება აურია ხელების უმისამართოდ ფათურით?
-რამე განსაკუთრებულ დახვედრას მიწყობდი და ჩაგიშალე? -ხმადაბლა გადასჩურჩულა. არც კოცნიდა, არც ზედმეტად ეხებოდა. მხოლოდ მზერით აწვალებდა, უტიფრად რომ დააცოცებდა მის სხეულზე.
-მიზეზი მაინტერესებს.
-სახლში გეტყვი. -თვალი ჩაუკრა და ფანჯრიდან გაიხედა.

ლიფტის ღილაკს მოუთმენლად მიაჭირა ხელი რამდენჯერმე. ცალ ხელს არაფრის დიდებით უშვებდა ქეთოს, თითქოს სადმე გაექცეოდა.
-გაფუჭდება და გავიჭედებით.
-ძალიან კარგი, მთავარია, არავინ გვხედავდეს. -ისე მომხიბვლელად გაუღიმა, დაფრთხა კიდეც ქეთო, ვაი და, რა აზრები უტრიალებსო თავში.
-რატო?
-რამდენ კითხვას სვამ, ქერთო? -თვალები მოჭუტა და ლიფტში შეატარა. გული მტკივნეულად შეუხტა საგულეში. ბრაზი სახიდან ჩამოერეცხა. ვენებში სისხლი აუდუღდა. იმდენი დალია, მოეჩვენა ალბათ.
კარი თვითონ გააღო და პირველი შევარდა შიგნით, თითქოს მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობდა, ამიტომ თავად გადავიდა იერიშზე.
-რა გინდა, ირაკლი? რატო მეთამაშები?
-მე გეთამაშები? -კარები ნელა, აუჩქარებლად დაკეტა ხერგიანმა. ღიმილიანი სახით მობრუნდა მისკენ. -ბედნიერი ხარ, რო გამაწამე ეს სამი კვირა?
-მე გაგაწამე? -გადაიხარხარა სიხარულიძემ. ერთ ნაბიჯს წინ რომ დგამდა ირაკლი, თავად ორს დგამდა უკან. თვალს არ აცილებდნენ ერთმანეთს. ბრაზი, ვნება, სიყვარული, მონატრება.... ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა და იმდენად ძლიერ კავშირს ქმნიდა მათ შორის, რომ ვერცერთი მაგნიტური ძალა გაუწევდა პაექრობას. -შენ თვითონ არ წამიყვანე... არ მითხრა, რომ ეს არ იყო შენი ბრწყინვალე გეგმა: ჩემგან შორს ყოფნა! ხოდა, აგისრულე სურვილები.
-ნწ, -თავი ავისმომასწავებლად გააქნია ხერგიანმა, იღიმოდა, რადგან კედელზე აკრულ მსხვერპლს წასასვლელი არსად ჰქონდა. -ყველა სურვილი არ აგისრულებია...
-არც ვაპირებ შენი სურვილების ასრულებას!
-მართლა? არადა, მოგეწონება... თან ეს კაბა უფრო გაგვიადვილებს... სად გქონდა? -ბარძაყებზე ცალი ხელი აუსრიალა, მთელი ტანით ზედ ეკვროდა, რომ არსად გაქცეოდა.
-მაჩუქეს. -მოიტყუა. ირაკლის ჩაეცინა.
-ვინც არ უნდა იყოს, მადლობა გადაუხადე, -თავი მკერდისკენ დახარა, ღართან ენა აუსვა და რამდენჯერმე აკოცა. რბილი კანი ჰქონდა, არომატული და თავი ძლივს შეიკავა ირაკლიმ, კბილები რომ არ გამოედო. -ასე უთხარი, ჩემს ქმარს ძალიან მოეწონა-თქო.. მაგრამ სამწუხაროდ, შემთხვევით შემოეხია-თქო... ხომ ეტყვი?
მარცხენა ბარძაყზე შიგნიდან მოუჭირა ხელი, თითქოს პასუხს ელოდა, რომელიც დაუგვიანეს.
-მომენატრე, ქერ-თო... -ჯერ ყელში აკოცა, შემდეგ ყურთან.
ძალა მოიკრიბა და ორივე ხელი მკერდზე მიადო ქეთომ, რომ მოეშორებინა. ჩხუბის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ ჩაივლიდა ეს ღამე. ამდენი ხანი იმიტომ არ ითმინა, რომ ბოლოს სექსით მოეგვარებინათ ყველაფერი.
-მოგენატრე, ხო? -სახე აუელვარდა. -შენ გვერდით რო ვიწექი, მაშინ არ გენატრებოდი? თუ ზედმეტად დაკავებული იყავი ჩემზე გაბრაზებით, ჰა? რა გაცინებს?
-შენც ბრაზობდი ჩემზე. ცალმხრივი არც ეგ გრძნობა ყოფილა. დრო გვჭირდებოდა ცალ-ცალკე და არ მითხრა, რომ ვცდები. ყველაფერი სისულელე იყო, განქორწინების მოთხოვნაც და აქედან წასვლაც. ერთადერთი გაკვეთილი,რაც მივიღე ის არის, რომ შენთან ყოფნის სურვილი ყველა პრინციპზე უარს მათქმევინებს ბოლოს... შენგან გასაქცევი არ მაქვს არსად. შენ ჩემზე ჭკვიანი და მებრძოლი აღმოჩნდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ერთი წამით მაინც არ მიყვარდი იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანს შეუძლია. ერთადერთი, რისი წარმოდგენაც არ შემიძლია, უშენობაა. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ერთი წამითაც არ გამომიცდია ის შიში, რაც დემეტრემ გამოიარა იმ დღეს. ჩვენ ორივეს შეგვეშალა, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, მხოლოდ მე რომ შემშლოდა, ან მხოლოდ შენ რომ ყოფილიყავი დამნაშავე, მაინც არცერთი მივატოვებდით მეორეს. იმიტომ რომ მე შენი შეცდომა უფრო მტკივა, ვიდრე საკუთარი, რადგან ვიცი, შენ როგორ განიცდი და გტკივა.... შენგან გაქცევის მცდელობა არასდროს ყოფილა მიტოვება, რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს... როცა ისეთ ადგილას მივრბივარ, სადაც ვიცი, რომ მომაგნებ, გაქცევა კი არა დახმარების, შველის თხოვნაა, ქერთო, და შენ ამას მიხვდი. ჩემზე ადრე. ხანდახან მე თვითონაც ვერ ვხვდები რა მინდა, მაგრამ შენ ყოველთვის ჩემზე ადრე იცი. რომ არ მიყვარდე, არ შემიძლია. ამიტომაც გირეკავდი ყოველდღე. ვიცოდი, არ მიპასუხებდი, მაგრამ მინდოდა გცოდნოდა, რომ შენთვის სამაგიეროს გადახდა, ან დასჯა არ ყოფილა ჩემი მიზანი. მე ახლაც სიგიჟემდე მენატრები, როცა ჩემ წინ დგახარ და არ გეხები. შენი ტკივილის გაძლება არ შემეძლო, თორემ ჩემი საერთოდ არ მტანჯავდა ისე ძალიან. არაფერი არ მინდა შენ გარეშე. ვერაფერს ვგრძნობ შენ გარეშე, მხოლოდ უშენობას. მადლობა, რომ ათასი შანსის მიუხედავად არ წახვედი....
სიტყვა აღარ დაასრულებინეს, მონატრებული ტუჩები რომ იგრძნო საკუთარ ბაგეებზე ხერგიანმა. ძლიერად მოხვია წელზე ხელი ცოლს და თეძოებზე შემოისვა.
-მე თავიდანვე ასე მინდოდა მოგვარება, მაგრამ შენ ხომ ყოველთვის რთული გზა უნდა აირჩიო... -ჩაეცინა ირაკლის და საძინებლის კარი ზურგსუკან მოიხურა.

***
ის მატჩი არასოდეს იქნებოდა ჩვეულებრივი დემეტრე სიხარულიძისთვის. გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი ავარიის შემდეგ პირველად ატარებდა მატჩს. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი თამაში. დემეტრე სტადიონს, ქართველ გულშემატკივარს და საკუთარ ფორმას ემშვიდობებოდა.
საქართველო-მოლდოვა, ანგარიში 2-2 დამატებით დრომდე.
მსაჯმა ექვსი წუთი დაამატა. მწვრთნელმა თვალებით ანიშნა სიხარულიძეს, მისი მინდორზე განავარდების დრო დამდგარიყო. არაფერი ესმოდა დემეტრეს საკუთარი გულისფეთქვის, აგუგუნებული გულშემატკივრის ხმების გარდა. ეგონა მინდორს საერთოდ არ ეხებოდა. კაპიტანმა ზურგზე დაკრა ხელი.
-შენი იმედი გვაქვს. -გაუღიმა ხერგიანმა. დაღლილობისგან შუბლი დაცვაროდა, თუმცა თვალები ისეთი ცოცხალი ჰქონდა, როგორც არასდროს.
-შენთან ერთად დიდი პატივია, კაპიტანო.
ცრემლები წასკდა ქეთოს. ეგონა, ვერასდროს ნახავდა ამ ორს ერთად სტადიონზე. ეგონა შანსი არ არსებობდა მისი ძმისთვის, რომ გულშემატკივარს ღირსეულად დამშვიდობებოდა.
ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა, რომელიც კეთილად მთავრდება და რთულია დაიჯერო, რომ ცხოვრებაში ასეც ხდება, რომ დაცემის შემდეგ წამოდგომა იმაზე ტკბილია, ვიდრე გამარჯვება წაქცევის, შეცდომების გარეშე.
იმ ღამეს მთელს თბილისს სტადიონიდან ექოდ ედებოდა ერთადერთი სახელი. დემეტრე. საქართველოს სიხარულიძის გოლმა ბოლოჯერ მოუტანა გამარჯვება. ჯადოსნური წამები არსებობს.

გასახდელთან ისევ პაპარაცებმა გამოიჭირეს. თითქოს ისტორია მეორდება. გაეღიმა.
-სტანდარტულ კითხვებს დამისვამთ, ვიცი... ისიც ვიცი, რაც გაინტერესებთ. -ჩაეცინა ქეთოს, როცა აყაყანებული ჟურნალისტები მიწყნარდნენ და გასუსულები უგდებდნენ ყურს სიხარულიძეს. - ფეხბურთის სიყვარულისთვის ბევრი მიზეზი მაქვს. დამეთანხმებით. მაგრამ ახლა მივხვდი ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს, რის გამოც დღეს იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე გუშინ მიყვარდა. ეს მიზეზი დამატებითი დროა. მეორე შანსი ყველასთვის, ვინც პირველი ხელიდან გაუშვა. ვინც მინდორზე წაიქცა და წამოდგომას დიდი დრო მოანდომა, დამატებითი დრო იმისთვის შანსია წამოდგომით დატკბეს. წარსულ შეცდომებს ვერ გამოვასწორებთ, რადგან დროში უკან დაბრუნება ფიზიკისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელ ამოცანად რჩება, მაგრამ დროის დამატება ახლა, აწმყოში ყოველთვის შესაძლებელია. ამიტომ მიყვარს ფეხბურთი. ყოველთვის გაძლევს იმედს, რომ რაღაც უეჭველად მოხდება, რომ დამატებით დრო გექნება შეცდომის გამოსასწორებლად, მთავარია, გამოიყენო. მგონი, ჩემმა ძმამ მოახერხა. როგორ ფიქრობთ?! ახლა კაპიტანი გელოდებათ, ერთი სული აქვს ინტერვიუ მოგცეთ. -ისევ ქმარს მიუქსია ჟურნალისტები. -დიდხანს ნუ შეაყოვნებთ, ბავშვი გველოდება სახლში.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



ვაიმე!!! ახლა მოვრჩი წერას, დილის 3:26 საათია.... იმედია, ღირდა ლოდინად!
გამიზიარეთ თქვენი აზრები, შთაბეჭდილებები... ყველაფერი!

მალე დავბრუნდები ახალ-ახალი, ცხელ-ცხელი ამბებით.

სიყვარულით,
ნესტანდარეჯან



№1  offline წევრი Crazy dreamer

საკამოდ საინტერესო ისტორია იყო, იუმორით სავსე, თუმცა იუმორთან ერთად მთელს ისტორიას სიმძიმე გასდევდა, რომელიც სლავას ბრალი იყო თავიდან ბოლომდე. არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდოთ სლავას ნაირ ადამიანებს, ბოროტი? ეს ძალიან ძალიან ცოტა მგონია იმასთან შედარებით, რაც ამ კაცმა შვილებს დამართა. დემეტრეს ალბათ ისე არ დატანჯავდა ირაკლისთვის მიყენებული ზიანი სლავა რომ სწორი კაცი ყოფილიყო და საკუთარი შვილისთვის სწორი მიმართულება ეჩვენებინა. ამ კაცმა შეიწირა ორივე შვილის ცხოვრების არც თუ ისე უმნიშვნელო ეტაპები და დაღად დააჩნდა. ქეთო ძლიერი ქალია, მიუხედავად თავისი ახლად შეხორცებული ჭრილობებისა მაინც ცდილობდა ძმისთვის ბოლომდე ყოფილიყო საყრდენი და წამით არ გაევლო გულში შური, როდესაც გაიგო რომ მისი ძმიშვილი გადარჩა. დემეტრე თავიდან ბოლომდე სინანულს ატარებდა გულით და მგონია რომ მიუხედავად ირაკლის დამოკიდებულებისა თავს მაინც ვერ აპატიებდა იმას რაც მოხდა. პერტია და აბაშიძე იყვნენ ისტორიის მარგალიტები თავიანთი სისულელეებით ახალისებდნენ ისტორიას და მგონია, რომ ადამიანებს მათნაირი მეგობრები აუცილებლად უნდა ჰყავდეთ გვერდით. ანი ის პერსონაჟია, რომელმაც დიდი ცვლილება განიცადა დასაწყისიდან დასასრულამდე, ტყუპისცალიდან რომელიც არაფრის დიდებით გააკარებდა თავის ძმას სიხარულიძეს იქცა წყვილის დიდ გულშემატკივრად და საკმაოდ დადებით პერსონაჟად. ქეთოსა და დედამისის საუბარი ცალკე მოვლენაა, რომელიც შეგიძლია კარგ მაგალითად გამოიყენო ადამიანმა. ირაკლი საოცარი ადამიანი იყო და არ მიკვირს იცით რატომ? მისი მშობლები არ დაბოღმილან, ქეთო შვილივით გულში ჩაიკრეს ეგოისტი სლავას სუფრაზეც კი დასხდნენ მიუხედავად მომხდარისა შესაბამისად ირაკლის ჰქონდა ოჯახიდან სწორი მიმართულებები და თავადაც საშინლად სუფთა გულის პატრონი იყო. სლავას გარდა ყველლა და ყველაფერი მომწონს ამ ისტორიაში.

 


№2 სტუმარი სტუმარი დარინა

პირველი ნაწიკის ირაკლი ინდენად იდეალური იყო ვფიქრობდი რამ უბდა შემაცვლევინოს ქზრიმეთქი მაგრამ ვცდებოდი, საყვარელ ქალს ტკივილის დროს მარტო რომ დატოვებ შემდეგ აღარაფრის ღირსი არ ხარ, მე პირადად ქეთოს ადგილზე ირაკლის არ ვაპატიებდი ყოველ ტირილით გათენებულ ღამეება და რაღაც უაზრო მიზეზს თურმე რატომ დაუმალა სიმართლე რატომ ინერვიულა და ბავშვი რატომ დაკარგა, იმედი გამიცრუა ირაკლიმ და ეს ისეთი მწარე იყო , ვერ ვხვდები მარტო როგორ უნდა გი დოდეს ტკივილის გადატანა და საყვარელი ადამიანის ტანჯვა, სლავასნაირი გულღრძო და ბოროტი ადამიანები დღეს ძალიან ბევრია, რატომ არსებობენ ეგეთი ადამიანები საერთოდ არ ვიცი.

 


№3  offline წევრი nestandarejan

Crazy dreamer
საკამოდ საინტერესო ისტორია იყო, იუმორით სავსე, თუმცა იუმორთან ერთად მთელს ისტორიას სიმძიმე გასდევდა, რომელიც სლავას ბრალი იყო თავიდან ბოლომდე. არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდოთ სლავას ნაირ ადამიანებს, ბოროტი? ეს ძალიან ძალიან ცოტა მგონია იმასთან შედარებით, რაც ამ კაცმა შვილებს დამართა. დემეტრეს ალბათ ისე არ დატანჯავდა ირაკლისთვის მიყენებული ზიანი სლავა რომ სწორი კაცი ყოფილიყო და საკუთარი შვილისთვის სწორი მიმართულება ეჩვენებინა. ამ კაცმა შეიწირა ორივე შვილის ცხოვრების არც თუ ისე უმნიშვნელო ეტაპები და დაღად დააჩნდა. ქეთო ძლიერი ქალია, მიუხედავად თავისი ახლად შეხორცებული ჭრილობებისა მაინც ცდილობდა ძმისთვის ბოლომდე ყოფილიყო საყრდენი და წამით არ გაევლო გულში შური, როდესაც გაიგო რომ მისი ძმიშვილი გადარჩა. დემეტრე თავიდან ბოლომდე სინანულს ატარებდა გულით და მგონია რომ მიუხედავად ირაკლის დამოკიდებულებისა თავს მაინც ვერ აპატიებდა იმას რაც მოხდა. პერტია და აბაშიძე იყვნენ ისტორიის მარგალიტები თავიანთი სისულელეებით ახალისებდნენ ისტორიას და მგონია, რომ ადამიანებს მათნაირი მეგობრები აუცილებლად უნდა ჰყავდეთ გვერდით. ანი ის პერსონაჟია, რომელმაც დიდი ცვლილება განიცადა დასაწყისიდან დასასრულამდე, ტყუპისცალიდან რომელიც არაფრის დიდებით გააკარებდა თავის ძმას სიხარულიძეს იქცა წყვილის დიდ გულშემატკივრად და საკმაოდ დადებით პერსონაჟად. ქეთოსა და დედამისის საუბარი ცალკე მოვლენაა, რომელიც შეგიძლია კარგ მაგალითად გამოიყენო ადამიანმა. ირაკლი საოცარი ადამიანი იყო და არ მიკვირს იცით რატომ? მისი მშობლები არ დაბოღმილან, ქეთო შვილივით გულში ჩაიკრეს ეგოისტი სლავას სუფრაზეც კი დასხდნენ მიუხედავად მომხდარისა შესაბამისად ირაკლის ჰქონდა ოჯახიდან სწორი მიმართულებები და თავადაც საშინლად სუფთა გულის პატრონი იყო. სლავას გარდა ყველლა და ყველაფერი მომწონს ამ ისტორიაში.


სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია სიყვარული. ბევრია ირგვლივ სლავასნაირი ადამიანი, რომელსაც მამობრივი სიყვარულის გაწევაც კი არ შეუძლია საკუთარი შვილებისთვის. მიხარია, ორმ წაიკითხე და საკუთარი აზრი გამოხატე! უღრმესი მადლობა heart_eyes

სტუმარი დარინა
პირველი ნაწიკის ირაკლი ინდენად იდეალური იყო ვფიქრობდი რამ უბდა შემაცვლევინოს ქზრიმეთქი მაგრამ ვცდებოდი, საყვარელ ქალს ტკივილის დროს მარტო რომ დატოვებ შემდეგ აღარაფრის ღირსი არ ხარ, მე პირადად ქეთოს ადგილზე ირაკლის არ ვაპატიებდი ყოველ ტირილით გათენებულ ღამეება და რაღაც უაზრო მიზეზს თურმე რატომ დაუმალა სიმართლე რატომ ინერვიულა და ბავშვი რატომ დაკარგა, იმედი გამიცრუა ირაკლიმ და ეს ისეთი მწარე იყო , ვერ ვხვდები მარტო როგორ უნდა გი დოდეს ტკივილის გადატანა და საყვარელი ადამიანის ტანჯვა, სლავასნაირი გულღრძო და ბოროტი ადამიანები დღეს ძალიან ბევრია, რატომ არსებობენ ეგეთი ადამიანები საერთოდ არ ვიცი.

ახ, დარინაჩკა, რამფერ მიყვარხარ :))) ბავშვის დაკარგვის გამო არასდროს გაბრაზებია ირაკლი ქეთოს, ყველაფერი დეტალურად არ აღვწერე, მაგრამ ერთმანეთთან დიალოგში ჩანს, რომ ირაკლი გვერდით ედგა ცოლს. მარტო არცერთი ყოფილა რეალურად, იდეალური ადამიანებიც უშვებენ შეცდომებს, მადლობა შენ რო წაიკითხე! <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ლუსი

მოუთმენლად ველიდები ახალს..

 


№5 სტუმარი One

Uuf saswaulad kargi khar❤️
Visiamovne , realuru ganwyobebi, saocari iumori da adamianuri urtiertobebi))
Male dagvibrundi, unichiereso❤️

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

მრავალფეროვანი,საინტერესო და ქაოსური ემოციებით სავსე ისტორიაა, ძლიერი და საინტერესო, დადებითი და უარყოფითი პერსონაჟებით ,ყველა ადამიანური თვისება ისე თვალსაჩინოდ გადმოგვეცი.... მეგობრობა , მტრობა, სიყვარული , სიძულვილი რომლებმაც დროს გაუძლო. შთამბეჭდავია ხერგიანის და სიხარულიძის დუეტი, მათი ძლიერი გრძნობები მიუხედავად ამდენი წინაღობის, ტკივილის და დანაკარგისა.. ალბათ იშვიათია ასეთი მაღალი ღირებულებებით ადამიანები ,რომლებმაც ამდენი ტკივილის ფონზე საკუთარი თავი და ერთმანეთი არ დაკარგეს.აღსანიშნავია დემეტრეს პიროვნება რომელიც მამის ჩრდილიდან გამოვიდა და სახე იცვალა ან საკუთარ თავს დაუბრუნდა.იმდენნაირი ფერის იყო ეს ისტორია,ყველაფერი იყო ,ყველაფერ"ში..რაც შეეხება ისტორიის ბოლო მონაკვეთს უბრალოდ შესანიშნავი იყოო,თითქოს ცხოვრების გაკვეთილი ჩაგვიტარე.შთამბეჭდავი და გენიალური სიტყვებია..მადლობა ასეთი საოცარი ისტორიისთვის და მადლობა მკითხველისთვის გამოყოფილი დამატებითი დროისთვის..

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთა

საოცარი წყვილები შექმენი. თავისი შეცდომებით და უსაზღვრო სიყვარულით. ისტორიიდან ისტორიამდე იზრდები როგორც მწერალი და ძალიან მიხარია. წარმატებებს გისურვებ და მინდა მალე დაგვიბრუნდე

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

რა კარგი იყო და ნამდვილად ღირდა ლოდინად.გამიხარდა ის რომ მიზეზი რაც მეგონა ხერგიანზე ის არ აღმოჩნდა და ახვა რამე იყო ვიდრე მე რასაც ვფიქრობდი.თუმცა რთული ხასიათის კაცი აღმოჩნდა ირაკლი არ აპატია ცოლს დამალვა რაღაცეების და ასე დასაჯა ქეთო რომელოც ვფიქრობ სულ არ იყო მაგის ღირსი.მუცლის მოშლა აქ სლავას ბრალეულობას უფრო ვხედავ ვიდრე ირაკლისას.საერთოდაც უგულო კაცი იყო ეს სლავა.ერთი რაც ვერ გავიგე ირაკლი რაზე უბრაზდებოდა ქეთი და გაყრა რის გამო სურდა რომ დამალა თავის ამბავი ხომ ბავვსთან და თავის სიტუაციაზე ხომ სწორად გავიგე?საოცარი იყო და ძალინა კარგი.

 


№9 სტუმარი ანიუტა

ძალიან შთამბეჭდავი ისტორია იყო, როგორც ყველა თქვენი ისტორიები. დიდი მადლობა სასიამოვნომ წუთებისთვის. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით ახალი ისტორიით. blush

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიკა

დიდი მადლობა

 


№11 სტუმარი სტუმარი მაკა

აი უმაგრესი იყო მაგრამ არ მეყო მინდოდა არ დასრულებულიყო ❤️❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი თეო

უმაგრესი იყო,საინტერესო და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი და საერთოდ ვფიქრობ რომ იმდენად საინტერესო წერის სტილი გაქვთ თქვენ სულ უნდა წეროთ ❤️❤️❤️❤️წარმატებები თქვენ ❤️❤️უკვე მიყვარს ირაკლი და ქეთო ❤️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი ეკატერინე

ძალიან კარგი იყო, მოუთმენლად დაველოდები ახალ ისტორიებს ????

 


№14 სტუმარი ნესტან

საუკეთესო იყო საუკეთესოებს შორის,იმდენი ემოცია დამიტოვა ამ ნაწარმოებმა ერთ დროულად მინდა ვიცინი ვიტირო სევდიანი იყო თან იუმორით სავსე სლავას ბოროტებაც გადაფარა ამ წყვილის სიყვარულმა მადლობა წარმატებები ♥️????????????

 


№15 სტუმარი სტუმარი ანა

შესანიშნავი იყო გმადლობთ ყოველთვის გეწეროთ ასეთი შემართებით

 


№16 სტუმარი ბათია

რა ვქნა ახლა მე? თქვენს ისტორიებს ისე მივეჯაჭვი, ისე ერთი ამოსუნთვით წავიკითხე ყოველივე მათგანი.. ახლა დაკარგულით ვარ სივრცეში არ ვიცი რა ვქნა. საოცრად წერთ, დიდიხანია ასე ისტორიები აღარ მომწონებია, მადლობა თქვენ და თქვენს შრომას ამისთვის!

რაც შეეხება ისტორიას , ძალიან კარგი იყო ,ირაკლი საერთოდ საოცრება , თქვენ მიერ შექმნილი ყველა კაცი პერსონაჟი გულში ჩამივარდა satisfied

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიამი

მთელი ისტორიის წაკითხვის დროს სულ მეტირებოდა❤️ როგორ ველოდებოდი მადლობა თქვენ საოცრად წერთ. ირაკლი და ქეთო აწი ჩემი საყვარელი წყვილი იქნება და ეს ისტორია რომელსაც ბევრჯერ დავუბრუნდები.

 


№18 სტუმარი სტუმარი რუსკა

რა კარგიი იყოოო,ყოჩაღ თქვრნ!!!

 


№19 სტუმარი სტუმარი ლიკა

კითხვას მოვრჩი ზუსტად 03:27-ზე 1 წუთით გვიან ვიდრე თქვენ დაასრულეთ წერა.))
პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ ველოდი მეორე ნაწილს და ძალიან კარგი იყო.
დიდი მადლობა რომ დაწერეთ და ამ იტორიის კითხვით გამოწვეული სიამოვნების მიღების საშუალება მოგვეცი.<3

 


№20 სტუმარი Მი

Მთლიანიბაში ძალიან კარგი ისტორიაა.მაგრამ მშრალი იყო ძაან.უფრო განვრცობა შეიძლებოდა.ძალიან დამაკლდა ურთიერთობები.საუბრები,აზრების გაცვლა სხვადასხვა თემაზე.ყველაზე მეტადრაც მაღიზიანებს.1წმში აზრისშეცვლა.მართალია 1თვე იყო ნაგულისხმევი რეალურად მაგრამ ძაან მშრალი იყ.ბოდიშიც კიარ მოიხადა.მოკლედ ამდენს იმიტომ ვწერ რომგაქვს პოტენციალი უფრო მაგრად და მაგრად წეროო.

 


№21 სტუმარი სტუმარი nina

ცრემლის გარეშე ვერ ჩაიარა დასასრულმა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent