ყველა'ფერი ( პირველი თავი )
იმედი მაქვს, ისიამოვნებთ რთულია, მაგრამ არა-შეუძლებელი. იმის მიუხედავად, რომ წარმოშობით აჭარელი არ იყო, უამრავი მიზეზის გამო ცხოვრობდა ზღვისპირეთში, კერძოდ, ბათუმში. ამ წუთას ზუსტადაც, რომ ერთ-ერთი მიზეზთაგან გამომდინარე სარკეში საკუთარ ანარეკლს უმზერდა და თავს უბედნიერესად გრძნობდა. თინა შერვაშიძე, მისი ერთადერთი და ბავშობიდან სათაყვანებელი მამიდა, ბედნიერდებოდა. მთელი სხეულით გრძნობდა, რომ აწ უკვე ბიძიად წოდებული დიმიტრი სანიკიძე მამიდამის ბავშობის ოცნებას აუსრულებდა და შავ ზღვასთან, აუცილებლად, აუშენებდა პატარა, მყუდრო სახლს, ზღვაში გასასვლელი აუზით. ანოს ყველაზე წმინდად ჯვრისწერა მიჩნდა. ჯვრისწერა ეს ის ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა, რომელიც წყვილს ერთმანეთთან და უფალთან სამუდამოდ აკავშირებს. ერთი მეორეს მე’უღლე ხდება, ანუ ისინი სამარადისოდ ერთ უღელში ებმებიან. სუნთქვაშეკრული იდგა. წამით მოეჩვენა, რომ მის ირგვლივ დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა, ყველა გაქრა და ის ხმაური, რომელსაც ჩიტების ჭიკჭიკი, მანქანების გამაყრუებელი სიგნალი და ხალხის ჩურჩული ქმნიდა, მამაოს სიტყვებმა შთანთქა. მისი თვალები მხოლოდ თინას გულწრფელ ღიმილს და ამ უკანასკნელის მიმართულებით დიმიტრის სიყვარულით სავსე მზერას აღიქვამდა. ქორწილი, როგორც ნამდვილ ტრადიციულ ქართულ ოჯახს შეესაბამებოდა ისეთი იყო. ზოგადად, არ უყვარდა ამხელა გარემოცვაში ამდენ უცნობთან ერთად ყოფნა. ხშირ შეთხვევაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა და მომაბეზრებელი სიტუაციიდან გამომდინარე მალევე იღლებოდა. დღეს კი ძალიან კარგად აცნობიერებდა იმას, რომ გამონაკლისი იყო. ცხოვრება ხშირად გვაყენებს მსგავსი ფაქტის წინაშე. უბრალო, მარტივი მაგალითებით გვაჩვენებს, რომ გამონაკლისები ყველა სიტუაცისა და ვითარებაში არსებობს. თვით ანო შერვაშიძე იმის ნამდვილი მაგალითია, თუ როგორ ბენიერდება ადამიანი სხვისი ბენიერების შემყურე. მთელი საღამოს განმავლობაში, ანო ამჩნევდა მამიდამისის დაჟინებულ მზერას უზარმაზარი მინის შემოსასვლელი კარისკენ. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა გადაწყვიტა ნეფე-დედოფლის მაგიდასთან მისვლა. მისი სკამიდან წამოდგომა და თინას გაღიმებული სახე ერთი იყო. დაინახა როგორ მიეფერა დიმიტრი თინას ნაზად მაჯაზე, საპასუხოდ კი მამკაცმა ლოყაზე კოცნა მიიღო. ამ სანახაობის შემყურე ანომ საერთოდ ვერ მოახერხა იმის გაცნობიერება თუ როგორ დაიძრა წყვილი ახლად შემოსული სტუმრებისკენ. ზოგადად, იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამიდამისთან, ვერც კი წარმოიგენდა მის ირგვლივ თუ არსებობდა ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ იცნობდა. დიმიტრის შესახებაც პირველმა გაიგო და, რაღა თქმა უნდა, მასვე ერგო პატივი პირველს გაეცნო იგი. ახლა კი რატომღაც გაურკვევლობაში იყო, რაც მის გვერდით მჯდომმა მამამ ეგრევე შეამჩნია. მის მზერას თვალი გააყოლა და ყველაფერს მიხვდა. თავიდან ბატონ კიტას მოუნდა საკუთარი ქალიშვილის სიტუაციით ცოტა ეხალისა. - მა, სათვალე მანქანაში დამრჩა და შეგიძლია მითხრა ჩემი და და სიძე ასე ვის შესციცინებენ თვალებში? - მამა ჩემზე კარგად მხოლოდ დედა თუ გიცნობს შენ. სათვალეს მხოლოდ იმიტომ ატარებ, რომ დედა გააბრაზო და ამით შენვე იხალისო. ერთხელ წამოცდა, რომ კითხვის დროს იმდენად გიხდებოდა სული მისდიოდა და წარმოგენაც კი არ უნდადა სხვა ასე რომ დაგინახავდა რა დაემართებოდა. შენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაიგე და მეორე დღესვე სამსახურში მიმავალმა ცხვირზე სათვალე დაიკოსე. არადა დარწმუნებული ვარ, დედას დასანახად ყოველ დილით სახლიდან გასვლის დროს იკეთებ და ეზოდან როგორც კი გადიხარ, თვალს მიეფარება თუ არა ქალბატონი ლილე იმწამსვე იხსნი. ხოლო, როცა იცი ყოველ საღამოს 7 საათზე დედა სახლის ჭიშკართან გელოდება და შენ გარეშე სახლში ფეხის შემდგმელი არ არის, ისევ მის გასაბრაზებლად, რომ მერე შემოირიგო და ბავშვივით გააწითლო სახლისკენ მომავალ გზაზე, როგორც კი 300 მეტრი დაგრჩება გასავლელი ისევ იკეთებ იმ გამჭირვალე სათვალეს. დაამთავრა თუ არა მონოლოგი, მამამისის გაკვირვებულ სახეზე და ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილზე მასვე გაებადრა სახე. - მამა მე შენ მომავალი ლექტორი მგონიხარ და თურმე ამასობაში რა კადრს კარგავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შენი სახით. - მე უბრალოდ ის გითხარი რაც ისეც ნათელია. უბრალოდ დედას იმდენად აბრუებ, რომ შენ გარდა ვერასდროს ვერაფერ სხვას ვერ ამჩნევს. კარგი ძალიან გადავუხვიეთ თემას. სანამ ამოგხადე სული ჩემი კითხვებით, მითხარი ახლად მოსული სტუმრების შესახებ, თორემ ჩვენ დიალოგში უკვე მამაკაცი მამიდას ეცეკვება, ხოლო ის ულამაზესი ქალბატონი და მგონი მათი ვაჟი ჩვენი მაგიდისკენ მოდიან. - ნონა, როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურები. თემო როგორ გაიზარდე და შეიცვალე. რა მალე გადის დრო. - გამარჯობა ძია კიტა. სამწუხაროდ, დრო ნამდვილად მალე გადის, მაგრამ თქვენ ვერაფერს გაკლებთ. - როგორც ყოველთვის შენც ფორმაში ხარ ჩემო ბიჭო. - კიტა, მეჩვენება თუ შენ გვერდით შენი ასლი ანოა? გამარჯობა საყვარელო, მე ნონა ვარ. ეს კი ჩემი გადარეული ვაჟია თემო. ისე თბილად გადაეხვია და მოკითხა ნონამ გოგონა, რომ ანომ ერთი წამით თავი ცივადაც კი ჩათვალა. - შენ ის მშვენიერი ქალბატონი ანო ხარ, რომელსაც ყოველი სატელეფონო საუბრის დროს ჩემი მშობლები, თინა და დიმიტრიც გახსენებენ, არა? სასიამოვნოა შენი პირადად გაცნობა. იმედია პირდაპირ შენობითზე რომ გადმოვედი არ გეწყინება. - ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ნონა და შენი თემო. არა არ მეწყინება, პირიქით კარგია, რომ ასეთი უშუალო ხარ. მაპატიეთ, მაგრამ მგონი თქვენ ყველა უკვე მე მიცნობთ, ამასობაში კი მე არა. დიმიტრი რა კარგია რომ შემოგვიერთდი. იქნებ შენ მაინც ამიხსნა რამე, თორემ მამაჩემი რაღაც საეჭვოდ დუმს. - აი ჩვენი დედოფალიც მოდის და ის მოგახსენებს ყველაფერს. - რა არის კი მაგრამ, ორი წუთით დაგტოვეთ და გადარიეთ ეს გოგო, ხო? კიტა და ჯერჯერობით ანოსთვის უცნობი მამაკაცი ერთმანეთს ისე გადაეხვნიენ, გოგონამ წამით იფიქრა სიზმარში ხომ არ ვარო. - გამარჯობა, ანო. მე არჩილ თავდგირიძე ვარ. ეს ულამაზესი ქალბატონი ნონა ზოიძეა, ხოლო ეს მამასავით არასერიოზული ბიჭი, ჩვენი ვაჟია, თემო. ალაბთ, მიხვდი, რომ ისიც თავდგირიძეა. - მოკლედ როგორი არასერიოზულიც 19 წლის ასაკშიც იყავი, ისეთივე დარჩი. მიხარია, რომ ჩემ ქორწილში მაინც გხედავთ პირადად... თემომ თინას შუა გზაზე სიტყვა გააწყვეტინა. - მაპატიეთ თინა დეიდა, მაგრამ ისეთ რაღაცას გეტყვით, რომ ღირდა თქვენ საუბარში ჩარევა. დღეიდან უფრო ხშირად დაგვინახავთ. ნუ მე კი ისეც მხედავდით, მაგრამ დედა და მამა ძლივს ბათუმში ბრუნდებიან. მოისიყვარულეს ერთმანეთი, დატკბნენ, დაისვენეს და უკან მოიტოვეს სოფელი სუფთა ჰაერთან ერთად. - სანამ ახალ ამბავზე კომენტარს გავაკეთებ, მოდი აქ ყური უნდა აგიწიო. ამდენი ხანია რა ვერ გაგაგებინე, რომ შენზე მხოლოდ რამდენიმე წლით ვარ უფროსი და ეს თქვენობითი ზედემტია რა. იმას ვერ დავიკვეხნი, რომ შენ ყოველდღე მანებივრებ შენი ნახვით თავს, მაგრამ ის კი სიმართლეა, რომ შენ უფრო ხშირად გხედავ, ვიდრე შენს მშობლებს. - შენ, ქალბატონო, რომ არ წაგვკბინო ისე არ შეგიძლია, ხომ? რაარი იმაში ცუდი, რომ ქმარი ცოტახნით გავიტაცე და დავტკბით, მაგრამ უფრო სწორი ნათქვამი გამოვა, ბატონმა არჩილმა დამატკბო თქო, რომ ვთქვა. - თქვენის ნებართვით მეც დავამატებ - არჩილიც ჩაერია საუბარში - ახლა უფრო კარგად გაუგებ ჩემ ცოლს თინა, რას გულისხმობს დატკბობაში... ძლივს არ გათხოვდი. - ჩვენ თუ ამ კინკლაობას აღარ მოვრჩებით, ანო ტყავს გაგვაძრობს. ისედაც გაურკვევლობაშია ჩემი ქალიშვილი. - მამა, რა ლაპარაკია. ისეთი საყვარლები ხართ, მინდა მთელი ცხოვრება ვიჯდე და გიყურებდეთ. - ასეთი ზარმაციც არ მეგონეთ მომავალო ლექტორო. ჩემ ხელში მებრალებოდა ჩვენი მომავალი და თურმე ჯერ სად ვართ. - კარგი, თემო მორჩი ღლიცინს. მოკლედ მამიდას ცქრიალავ შევეცდები მარტივად და უცებდ აგიხსნა ყველაფერი. ეს ამბავი რა დღეს გასახსენებელია, მაგრამ შენი ლამაზი თვალების გამო რას არ იზამს კაცი. - თინა, შენის ნებართვით მთავარი გმირი მე ვარ და მევე დავიწყებ. - მომენატრა შენი გაბუქებული საუბარი არჩილ, ასე რომ ხელს ვერ შეგიშლი. - ნუ ის კი იცი მამიდაშენი როგორ აფრენს წყალზე, ზღვაზე, ცურვაზე და საერთოდაც როგორ აფრენს - ყველას ერთად სიცილის ტალღამ გადაუარა - 19 წლის ვიქნებოდი, მამიდაშენი 13ის და იმ ღამით 14ის ხდებოდა. რა დამავიწყებს მაგას. როგორც მერე გავიგე, ახალი გადმოსულები იყავით ზღვის პირეთში. თურმე მის კლასს აუტეხია, ღამით ზღვაზე შეხვედროდნენ ყველა ერთად 12ზე თინას დაბადების დღეს. თინამაც, არ გაუტეხა. ხო იცი როგორია არა და, რა თქმა უნდა, ასეთი გაბედული ნაბიჯისთვის ჩემნაირი საჩუქარიც დაიმსახურა. - აჩი, შენ არასდროს არაფერი გეშველლება რა. ანო, საყვარელო, აჩიკო სულ ისეთი გიჟი იყო, როგორიც ახლა არის. მაშინაც, ღამის 12ის ნახევარი იყო, ყველა ნაპირზე ვიჯექით კოცონის ირგვლივ. დავინახე, იქვე ჩვენთან ახლოს ბიჭი იყო მარტო, ზღვას გაჰყურებდა და არ ექანებოდა. თავიდან ვიფიქრე მისთვის ფიქრობს თქო, ხოდა ზედმეტი ყურადღება აღარც მიმიქცევია. გადის 20 წუთი და მესმის ტალღებთან ერთად წყალში ჩახტომის ხმა. რა თქმა უნდა, მივხვდი რაც ხდებოდა. რატომღაც უცებ გული შემეკუმშა, თითქოს დაპატარავდა და ფეთქვა შეანელა. ეგრევე ფეხზე წამოვხტი, ყველა გაკვირვებული მიყურებდა, რა დაემართაო. გონზე მოსვლა ვერ მოასწრეს მე უკვე წყალში ვიყავი და თავით ვხტებოდი, ჩემი სახელი რომ მომესმა. მიმართულება კი ვიცოდი იმ უცნობის საითაც გაცურა და მეც იქეთ წავედი. მართალია არც ყვირილი გამიგია, არც არაფერი, უბრალოდ ვიგრძენი, ცუდად იყო და დახმარება სჭირდებოდა. იმ ღამით ორივეს მაგრად გაგვიმართლა, სავსე მთვარე იყო და მარტივად დავინახე აჩი. მივცურე, იმის მიუხედავად, რომ მართალი ავღმოჩენილვარ, ფეხი დაჭიმვია და ცურვას ვეღარ აგრძელებდა, მაინც უტუხად მიყურებდა და ხმას არ იღებდა ვინმე, რომ არ დახმარებოდა, არადა დარწმუნებული ვარ, სანამ წყალში ჩავიდოდა, დაგვინახა იქვე ბავშვები. გაკვირვებული მიყურებდა როგორ მივცურე მასთან და გამოვდე ხელი. რა იცოდა მაშინ ამან მე, რომ საქართველოს ჩემპიონი ვიყავი ცურვაში. ხოდა ძლივს მოვატეხე ამ ჯიუტს რქები და დავეხმარე გამოცურვაში. სახეზე ეტყობოდა გადაღლილობა, ვეღარც სუნთქვადა, მაგრამ მაინც ცდილობდა არ შეემჩნია და ბოლომდე არ მეყრდნობოდა. ჩემ კლასელებს ზედმეტი პანიკა არც აუტეხავთ, იცოდნენ საფრთხე არ გვემუქრებოდა, რადგან 4 წლიდან ვცურავდი. ხოდა სადაც იყო ნაპირთან მივედით, უცებ ცამ არ გაანათა. გული გაგვისკდა, სანამ გავიაზრეთ რაც ხდებოდა. ამ გიჟებს ფეირვერკები უსროლიათ ზუსტად 12 საათზე. აჩიც გაკვირვებული მიყურებდა. მივხვდი კითხვა ვერ გამიბედა და მეც ბევრი აღარ ვაწვალე: - მადლობა ამ არაჩვეულებრივი მე-14 დაბადებისდღის საჩურქრისთვის მეთქი. ხოდა აი ზუსტად მაქედან მოყოლებული, აგერ უკვე 18 წელია, სისხლს მიშრობს. შეიძლება რთული დასაჯერებელია, მაგრამ ცხოვრებაში ასეთებიც ხდება. სრულიად უცხო ადამიანები ერთამეთისთვის დაუფიქრებლად სიცოცხლესაც კი სწირავენ. მოგესალმებით ყველას. მიხარია, რომ აქ სხვა ასპექტშიც გამოვჩნდი და არა მხოლოდ მკითხველი მერქმევა დღეიდან. ეს პირეველი მოთხრობაა ჩემი ამ საიტზე. პირობას ვდებ, რომ თავები დაიდება ყოველ დღე და ვიქნები პუნქტუალური ( რაიმე გამოუვალი მდგომარეობის გარდა, რა თქმა უნდა ) იმედი მაქვს ისიამოვმებთ ჩემი გამონათებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.